Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21

Total number of words is 3709
Total number of unique words is 1983
33.1 of words are in the 2000 most common words
46.3 of words are in the 5000 most common words
54.2 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
მასთან ერთად ჩასახული განზრახვისთვის, რომელსაც ადრე, სანამ ბავშვი იყო, ყოჩაღობაში
უთვლიდნენ, რადგან დაუჯერებლად მიაჩნდათ, მართლა რომ შეძლებდა მის აღსრულებას.
კუსამ კი შეძლო, უფრო მეტი შეძლო, ვიდრე რომელიმე მისმა თანამოქალაქემ, რადგან არც
აზიზობის დრო ჰქონდა და არც ადათ-წესების დასასწავლად ეცალა. კუსა საშიშ კაცად
ითვლებოდა, მაგრამ ვერავინ იტყოდა, რატომ უნდა შინებოდა პირადად მას კუსასი. ასეთი
წარმოდგენა თავისთავად დაბადებულიყო, დროთა განმავლობაში, და საფუძვლად, ალბათ, ის
უსიამო შეგრძნება ედო, დილა-საღამოს რომ უღვიძებდათ კუსას ზურგზე აბუქნავებული ტყავის
ტომრის ჟღრიალი. ამიტომაც იყო, კუსას გამოჩენისას უხერხული, თითქოს დანაშაულის
მაღიარებელი დუმილი რომ ჩამოვარდებოდა ხოლმე, როგორც ცუღლუტი ბავშვებით გავსებულ
ოთახში, სადაც ბრაზიანი გადია შემოიხედავს მოულოდნელად. ბახას სიკვდილმა და კუსას
გაბითურებამ რაღაცნაირი, საკუთარი სინდისისგანვე აკრძალული სიხარული გაუჩინა ვანელებს,
თითქოს ვიღაცას მათი ჯავრიც ამოეყარა, მაგრამ ანგარიშსწორებისას მთლად სამართლიანად ვერ
მოქცეულიყო. კუსა დაჩაგრული კაცის როლში გამოდიოდა, თუმცა მისი უბედურება ღიმილს
უფრო იწვევდა, ვიდრე თანაგრძნობას. ხოლო კუსას გაცურება თავისთავად იმდენად ბევრს
ნიშნავდა, ისეთი წარმოუდგენელი რამ გახლდათ, ჩვეულებრივი ოხუნჯობის ფარგლებს
სცილდებოდა. ბახა კი მომკვდარიყო, მაგრამ კუსა, თანაც გამწარებული, არც მკვდარს

მოერიდებოდა. ასე რომ, ქალაქი დიდი ამბების მოლოდინში ათენ-აღამებდა. ყველას პირზე ეკერა
სიმამრის ოინბაზობისა და სიძის გაბითურების ამბავი. მაგრამ ამჯერად უნდა
გაწბილებულიყვნენ და ბევრ რამეზე აზრიც უნდა შეეცვალათ. მოხდა ის, რასაც ვერავინ
წარმოიდგენდა. კუსას თავდაჭერილობამ და სულგრძელობამ ყველას პირი მოუკუპრა, ყველანი
დაანამუსა და ღრმად ჩააფიქრა. იმის ნაცვლად, უპირო და ოინბაზი სიმამრის გვამისთვის
ძაღლები მიექსია, ხოლო მისი ცოლ-შვილი ქუჩაში გამოეყარა, კუსამ ღვინის ვაჭარი ბახა
მოოქროვილ სარკოფაგში ჩაასვენა, ცოლსა და ცოლისდებს საკუთარი ხელით შეაჭრა ნაწნავები
და მთელ ქალაქში მოპატიჟეები დაგზავნა. "საწყალ ბახას ათი ვაჟიშვილი რომ ჰყოლოდა, ისინიც
ვერ მოუვლიდნენ ასეო" - ამბობდნენ გაოცებული ვანელები, შევრდომილი ტყვეებივით
გულხელდაკრეფილნი, ჯგუფ-ჯგუფად რომ იდგნენ მიცვალებულის ეზოში და თითქოს შესაფერ
დროს უცდიდნენ, რათა შემწყნარებლისთვის ერთხელ კიდევ ეთქვათ მადლობა და მხოლოდ
ამის მერე მიეღოთ ნაჩუქარი თავისუფლება. კუსა კი მართლა ჰგავდა გამარჯვებულ სარდალს,
ოდნავ რომ დაუმწუხრებია ღირსეული მოწინააღმდეგის დამარცხებას და ეს უფრო თვალსაჩინოს
ხდის მის სიძლიერესა და კეთილშობილებას.
ფუშიანს მთელი ნახირი დაეხოცა, საქონლის თავ-ფეხი ზვინებად იდგა, თვითონ კი სისხლიან
ტახტზე წახრილიყო და ხორცსა კეპავდა, თან კუსასკენ იხედებოდა, ერთი სული ჰქონდა, როდის
შეამჩნევდა ნამოწაფარი. მართალია, კუსა მის ხელობას არ გაჰყოლია, მაგრამ გულის სიღრმეში
თავის დამსახურებად თვლიდა კუსას წარმატებას, თუნდაც იმიტომ, პატარა ბიჭი რომ ახსოვდა,
წვრილკისერა და ქოჩორგადაგლესილი. ქარიანი დღე იყო, კვამლისაგან ყველას თვალები
ჩასწითლებოდა. ნავლი დაკუწულ აბლაბუდასავით დაფრინავდა ჰაერში. კუსა და ფარნაოზი შუა
ეზოში იდგნენ. სახლიდან ღვინის ვაჭარ ბახას ცოლ-შვილის წივილ-კივილი ისმოდა.
- თავიანთ თავსა სტირიანო - თქვა კუსამ და გაიღიმა.
მერე დაიხარა, ქვა აიღო და ძაღლს ესროლა. ძაღლი წკავწკავით წამოვარდა, მაგრამ შორს არ
წასულა, თითქმის იქვე ჩაცუცქდა და ისევ ფუშიანს მიაჩერდა სისხლიან ხელებში. ფუშიანმა
ხმამაღლა გაიცინა, მაგრამ კუსას არც ახლა შეუხედავს მისთვის.
- ვისია ეს ოხერი, - დაიწყო ფუშიანმა, იფიქრა, ახლა მაინც გამოველაპარაკები ჩემს ნამოწაფარსო,
მაგრამ კუსა ისე აიმრიზა, შეშინებულმა ფუშიანმა ლამის თითებში ჩაირტყა ცული. - მოგხვდა
თუ არა! - ახლა ძაღლს გასძახა ფუშიანმა, მაგრამ ხმამ უმტყუნა, ცული იღლიაში ამოიდო, ტახტის
კიდეზე შემოდგმულ ხელადას მისწვდა და მოიყუდა. ხელადასაც სისხლი მიშხეფებოდა.
- არ მიყვარს ეგ კაცი. სანაძლეოზე ცოცხალ ქათამსა ჭამს. ნაწლავებიანად. ფუი! - გადააფურთხა
კუსამ ფუშიანისკენ, ტუჩები ხელის ზურგით მოიწმინდა და გააგრძელა: - სანამ თავსა ჭამს,
აფართხალებული ტანი მუხლებით უჭირავს. რა გაასწორებს ამ ქვეყანას, ბიძაჩემო, ჰა?
ფარნაოზს არაფერი გაუგია, რადგან სწორედ ამ დროს ეზოში შავთვალება მალალო შემოვიდა
თავის შვიდივე ქალიშვილთან ერთად. შავთვალება მალალომ ზუზუნით გადაჭრა ეზო, თან
უზარმაზარ მკერდზე გველებივით გალურსულსა და აბრჭყვიალებულ მძივებს ისწორებდა.
ყველაზე ბოლოს ინო მოდიოდა. უკვე კუსასაც დაენახა ისინი და ფარნაოზს გაღიმებული
შესცქეროდა. "მერე რა მოხდა, სამძიმარზე მოსვლას ხომ ვერ დაუშლიდაო", - ფიქრობდა

ფარნაოზი, მაგრამ გრძნობდა, როგორ წითლდებოდა, როგორ ეფაკლებოდა სახე. ერთი შეხედვით
თითქოს მართლა არაფერი იყო უცნაური, ყველას ჰქონდა სამძიმარზე მოსვლის უფლება, მაგრამ,
რატომღაც, ერთი წუთითაც არ უფიქრია, შესაძლებელი თუ იყო ისინიც მოსულიყვნენ აქ. რაც არ
უნდა ეთვალთმაქცა ფარნაოზს, როგორც არ უნდა მოეტყუებინა თავი, ისინი მაინც არსებობდნენ,
ხალხში ერივნენ და ისევე ცხოვრობდნენ, როგორც სხვები, დღეობაზეც დადიოდნენ და
სატირალშიც; არაფერი არ იყო ამაში გასაკვირი, ან ისინი რატომ ამოიკვეთავდნენ ფეხს, ან ქალაქი
რატომ უნდა გაჰბუტვოდა მათ ერთი სულელი ბიჭის გამოპანღურების გულისთვის. რასაც
ფარნაოზის გულში ღია, მოურჩენელი ჭრილობა გაეჩინა, ის ქალაქისთვის ერთი დღის
თავშესაქცევი ამბავი იყო, ბავშვების ცუღლუტობა და მეტი არაფერი, და მართლაც, ფარნაოზის
გულის დანახვა შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ალბათ, ყველანი გაოცებისაგან პირს
დააღებდნენ, შეწუხდებოდნენ კიდევაც, მაგრამ სულელად ჩათვლიდნენ; ის ცინგლიანი გოგო,
რომელსაც ფარნაოზის გულზე თავისი ნაკბილარები დაეტოვებინა, როგორც თაგვს ნაზუქზე,
უკვე ძალიან დიდი ხნის წინათ გამქრალიყო, კი არ გამქრალიყო, გარდაქმნილიყო, საბოლოო
სახე მიეღო, რადგან ასეთი სჭირდებოდა ქვეყანას, ჩამოყალიბებული და დასრულებული. ინოს
სიკვდილი და დამარხვა შეურაცხყოფილი, გულმოკლული ბავშვის ოცნება იყო მხოლოდ,
თავგანწირული, უკანასკნელი გაბრძოლება ბუნებისა და ცხოვრების წინააღმდეგ, რათა ის მაინც
შეენარჩუნებინა, რაც სხვებისთვის არ არსებობდა, ანდა თუ არსებობდა, არავის სჭირდებოდა.
რაც არ უნდა ძნელი შესალევი ყოფილიყო ეს ოცნება, დრო მაინც თავისას აკეთებდა, ყველაფერს
თავის სახელს არქმევდა, აშიშვლებდა, ამჟღავნებდა, ანდა სამუდამოდ ჩქმალავდა. ფარნაოზმაც,
რა თქმა უნდა, იცოდა, ნამდვილი ინო ცოცხალი რომ იყო და სწორედ ის ცოცხალი ინო იყო
ყველაზე დიდი მტერი ბავშვობიდან გადმოყოლილი ოცნებისა, ცოცხალ ინოს მართლა შეეძლო
კიკინებაპრეხილი გოგოს მოკვლა, განადგურება, ამოძირკვა, თუმცა ინოსთან შეხვედრას, ინოს
დანახვას უფრო ძნელად წარმოიდგენდა ფარნაოზი, ვიდრე... მკვდრის გაცოცხლებას. მაინც
განუწყვეტლივ ჰქონდა ამის მოლოდინი. იმ დღის მერე, როცა პირველად და უკანასკნელად
გამოვიდა შავთვალება მალალოს სახლიდან, შეგნებულად არიდებდა თავს მეორე, ცოცხალ
ინოზე ფიქრს, ქვასთან კირკიტიც თავიდანვე მხოლოდ და მხოლოდ ამ ფიქრის დასაფრთხობად
მოიგონა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში არაფერი არ სდომებია ისე მტანჯველად, ისე აუტანლად
და ისე ბავშვურად, როგორც იმ მეორე, ცოცხალი ინოს დანახვა, დაკარგული ინოს დანახვა,
რომელიც ადვილი შესაძლებელია, ვეღარც კი ეცნო. მკვდარ ინოზე დრო არ მოქმედებდა. ის ისევ
პატარა, ჭორფლიანი და კიკინებში წითელჭინჭებჩაწნული გოგო იყო და სწორედ ეს სხვაობა
იზიდავდა ფარნაოზს, სხვაობა მკვდარსა და ცოცხალ ინოს შორის, თავისკენ ექაჩებოდა,
აფორიაქებდა, აინტერესებდა, მაგრამ იმასაც გრძნობდა, გარდაქმნილ ინოსთან შეხვედრის
იმედიც სავერაგოდ მოეგზავნათ მასთან. ბედისგან ნამდვილად ვერაგობა იქნებოდა, მართლა
რომ შეეხვედრებინა ფარნაოზი ცოცხალ ინოსთან. ცოცხალი ინო იმ ჭორფლიანი და
კიკინებაპრეხილი გოგოს სახესაც სამუდამოდ წაართმევდა ფარნაოზს, დაკარგულ ბეკეკასავით,
ეკალბარდში გახლართულ ბეკეკასავით გამოდენიდა ფარნაოზის გონებიდან და წინ გაიგდებდა,
უფრო სწორედ უკან, გარდასულ დღეთა, ჩვენებათა და გრძნობათა აშმორებულ ფარეხში
გამოკეტავდა სამუდამოდ, რადგან იქ ჰქონდა მხოლოდ ადგილი. მაგრამ ცდუნებაც დიდი იყო,
ძნელად მოსარევი, დაუოკებელი. ხომ შეიძლება, ხსოვნაში სამუდამოდ ჩაკირული გოგოს
სახებაც მხოლოდ და მხოლოდ უძლური და უდღეური ოცნების ნაყოფი ყოფილიყო?! ეს კი ყველა

უბედურებაზე დიდი უბედურება იქნებოდა, რადგან მაშინ ფარნაოზის არსებობაც ეჭვის ქვეშ
დგებოდა, უფრო მეტიც, საერთოდ ეკარგებოდა აზრი და მნიშვნელობა მის არსებობას, თუკი
ტკივილიც, რომელსაც დაფარული, ბოლომდე გაურკვეველი სიამაყით საკუთარ დამღად,
ხელშეუხებელ უფლებად და დროშად თვლიდა, მოგონილი, თითიდან გამოწოვილი
აღმოჩნდებოდა ბოლოს. ინოსთან შეხვედრა კარგს არაფერს ჰპირდებოდა ფარნაოზს, მაგრამ
მთელი მისი არსება, დამფრთხალი და აგზნებული, ამ შეხვედრას ესწრაფოდა და აღარც იმის
თავი და სურვილი ჰქონდა, სუფუძვლიანად გაერკვია, რა ექაჩებოდა ასე: გაწბილების სურვილი,
იმედის ვერაგობა თუ მიმზიდველი ძალა უბედურებისა. კუსას იმდღევანდელმა
გულახდილობამ კი საბოლოოდ დაარწმუნა ამ შეხვედრის გარდუვალობაში. ინო ნამდვილად
არსებობდა, არა მარტო არსებობდა, ფარნაოზი ახსოვდა და თურმე კიდევ ჰქონდა მისი იმედი.
მაგრამ მთავარი მაინც სხვა იყო: ინოს არსებობის დადასტურება კი არა მეორე კაცის მიერ,
არამედ, თვითონ ის მეორე კაცი. კუსას იმდღევანდელმა საქციელმა, თავისი მოულოდნელობითა
და სიდიადით, რაღაცნაირად დათრგუნა და აღაფრთოვანა კიდეც ფარნაოზი, თითქოს
ხანგრძლივი და დაძაბული ძებნის შემდეგ სრულიად შემთხვევით აღმოეჩინა საგანი, რომელიც
თურმე ცხვირწინ ედო, კი არ დაკარგულიყო, თვითონ ვერ ამჩნევდა, რადგან თვითონ იყო
დაბნეული, უყურადღებო და, რაც მთავარია, თავიდანვე შესჩვეოდა ამ საგნის დაკარგვას, თუმცა
მაინც ეძებდა, უფრო სწორედ, უნებურად, ჩვეულების გამო აგრძელებდა ძებნას, რადგან
გამაღიზიანებლად გრძნობდა, როგორ გადაჩვეოდა, ამ ხნის განმავლობაში როგორ დავიწყებოდა
ამ საგნის მნიშვნელობა და დანიშნულება. საგანი, რომელსაც ფარნაოზი დაკარგულად თვლიდა,
კუსა აღმოჩნდა, მისი საკუთარი დისშვილი, სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი. კუსა
აღმოჩნდა, ან შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ის მეორე კაცი, ურომლისობაც ასე აწამებდა
ფარნაოზს. მართალია, კუსამ ბევრი მწარე სიმართლე უთხრა, სულის ყველაზე დამალულსა და
მგრძნობიარე ადგილსაც შეეხო მტკივნეულად, მაგრამ მთავარი მაინც სხვა იყო: კუსა
თანაგრძნობას უცხადებდა, დახმარებას სთავაზობდა, ეს კი თავისთავად უკვე ბევრს ნიშნავდა,
იმდენად ბევრს, ფარნაოზს თავზარიც კი დაეცა, თვალთ დაუბნელდა, გაუჭირდა ერთბაშად
აღექვა ყველაფერი, რაც კუსასგან გაიგო, ხოლო როცა აღიქვა, კმაყოფილება კი არ იგრძნო, კი არ
დამშვიდდა, რაც უფრო ბუნებრივი იქნებოდა, არამედ შეწუხდა, დაიბნა და დაიმორცხვა კიდეც,
თითქოს დაუმსახურებელ ჯილდოს აჩეჩებდნენ, დაჯილდოების ღირსად თვლიდნენ, თუმცა მას
საამისოდ არაფერი გაეკეთებინა. დამჯილდოებელს, დამთრგუნველად გულუხვს, შეგნებულად
თუ უნებურად, ისეთი რამ შეერჩია ჯილდოდ, ფარნაოზსაც გაუჭირდებოდა უარის თქმა.
ეკუთვნოდა თუ არ ეკუთვნოდა, სწორედ ის სჭირდებოდა, ჰაერივით, ჰაერზე მეტად და ახლა
მხოლოდ მას უნდა გადაეწყვიტა, მიეღო თუ უარი ეთქვა ჯილდოზე, რომელიც არ
დაემსახურებინა, მაგრამ სჭირდებოდა. უარიცა და თანხმობაც ერთნაირად ძნელი სათქმელი
იყო, ორივე თანაბრად მომხიბვლელი და ამავე დროს თანაბრად ამაზრზენიც ჩანდა; ორივეს
ცდუნების სუნი ასდიოდა. საბედნიეროდ, იმის მერე კუსა აღარ გამოჩენილა, თითქოს მასაც
ეგრძნო ბიძის გასაჭირი და მოსაფიქრებლად დროს აძლევდა. ფარნაოზი ვერც წარმოიდგენდა,
ვინმესთან და განსაკუთრებით თავის საკუთარ დისშვილთან თუ მოუხდებოდა როდისმე ინოზე
ლაპარაკი, მაგრამ როცა მარტო დარჩა, ტახტზე მიწვა და ფაცაფუცით აღადგინა დილანდელი
საუბარი, გული გაუთბა, გაებერა, რულისმომგვრელი, დამამშვიდებელი სევდა დაეუფლა და
როდის-როდის იგრძნო, ტიროდა. ამ უნებურ სისუსტეზე თვითონვე გაეღიმა, ტკბილად,

ბავშვურად, და იმ წუთას მართლაც ჰგავდა ბავშვს, რომელიც ერთი წუთის წინ მარტო
ეჩხუბებოდა უბნის ბიჭების მთელ ხროვას, საკუთარი სიპატარავითა და უმწეობით აღგზნებული
და გაკერპებული, ჯიუტად, ბრაზიანად მიიწევდა უკვე ნირწამხდარი ბიჭებისკენ, მაგრამ
მოულოდნელად გამოჩენილ ქომაგს, გაუთვალისწინებელ თანაგრძნობას ისე გაებედნიერებინა,
აღარც თავი ჰქონდა და აღარც სურვილი, წინააღმდეგობა გაეწია ცრემლისთვის, თავისით,
ღაპაღუპით რომ ჩამოსდიოდა დასისხლიანებულ ღაწვებზე. ის ბედნიერებისგან ტიროდა, ხოლო
რადგან ბედნიერი იყო, აღარც ტირილის რცხვენოდა. რა თქმა უნდა, შემაშფოთებელიც ბევრი
იყო კუსას ნათქვამში, მაგრამ მარტო იმის შეგრძნება, რომ მისი სატკივარი სხვასაც აწუხებდა,
სხვასაც აფიქრებდა, აინტერესებდა, იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა, იმდენად იშვიათი და
აუცილებელი, ფარნაოზი დიდხანს არიდებდა თვალს სინამდვილის მეორე მხარეს, ერთიანად
რომ გაემურა და გაეფიცხებინა საგანგაშო კოცონის ბოლსა და ალმურს. ათასში ერთხელ, ისიც
ერთი წამით, ჯოჯოსავით გადაახოხდებოდა ხოლმე გულზე იმის გაფიქრება, ვაითუ, კუსა
მართლა მივიდეს შავთვალება მალალოსთან და სიკეთის ნაცვლად დათვური სამსახური
გამიწიოსო. ფარნაოზი ინოს არ შეირთავდა, ამისმაგვარ აზრს ფიქრშიაც ვერ გაივლებდა, რადგან
ინოზე უცხო ქალი არც არსებობდა და ალბათ არც იარსებებდა მისთვის, ხოლო ის,
კიკინებაპრეხილი გოგო მართლა დიდი ხნის მკვდარი იყო და მისი ჭრელაჭრულა ძონძების
საქვეყნოდ გამოფრიალებას ფარნაოზი არავის აპატიებდა, კუსასაც კი, თუმცა, ახლა კუსას
დაეპყრო მთელი მისი არსება, როგორც პირველ სიყვარულს სულელი და გამოუცდელი გოგო,
სული რომ მისდის, როდის გაიპარება შინიდან და თავგანწირულად, ბრმად, მთელი არსებით
მიენდობა მომლოდინე გულისსწორს, რომელიც სულ ერთხელ უნახავს, წესიერად არც
დალაპარაკებია, მაგრამ მასზე ახლობელი და ძვირფასი არავინ ეგულება ქვეყანაზე; თან იმასაც
გრძნობს, მისი ასეთი ნაბიჯი მშობლებს დააღონებს, პატიოსან სახელს შეუბღალავს და
შეარცხვენს, მაგრამ არჩევანი მაინც აუცილებელია, რადგან ორივენი, გულისსწორიცა და
მშობლებიც, მასზე ძლიერები არიან. ერთი დამღუპველი სითამამით იზიდავს, მეორე კი
დაკანონებული, შეჩვეული, ერთფეროვანი, მაგრამ საიმედო სიმშვიდით.
ფარნაოზს მოსვენება დაეკარგა, ვეღარც საქმეს უდებდა გულს და სუფრასთანაც კრიჭაშეკრული
იჯდა, ყველაფერი აღიზიანებდა, უბრალო რამეზეც ისეთ ამბავს ასტეხდა, შეშინებული ქალები
კუთხეში მიიბუზებოდნენ ხოლმე, სიტყვის შებრუნებას კი ვერავინ უბედავდა. საკმარისი იყო,
პოპინას ან ქალუკას კუსა ეხსენებინა, ფარნაოზი მაშინვე პირში ეცემოდა, თითქოს ისინი კუსას
მტრები იყვნენ და ფარნაოზის თანდასწრებით აპირებდნენ მის განქიქებას. "ჩვენა ვართ ცუდები,
ჩვენ. კაცი შინიდან გავაგდეთ და კიდევ იქით ვსაყვედურობთო", - ყვიროდა ფარნაოზი და იმ
წუთას ისე ემსგავსებოდა მამამისს, პოპინა უნებურად უხეიროს ოთახის გამოკეტილ კარს
გახედავდა ხოლმე. ღამით კი, თვალდაჭვეტილი, გულაღმა იწვა ტახტზე, მადლიერების
გრძნობით გულაჩუყებული, და ოცნებობდა, ისეთი რამე შემთხვეოდა კუსას, მარტო მას
შეძლებოდა დახმარება. ერთადერთი, რაც ამ სიამტკბილობას უშხამავდა, ისევ და ისევ ინო იყო,
ცოცხალი ინო, კუსას ნაცნობი ინო, მისი იმედით რომ უწვებოდა თურმე მთელ ქალაქს და მისი
უყურადღებობით რომ ამართლებდა თავის მეძაობას. "კუსას რა ბრალია, - ფიქრობდა ფარნაოზი,
- ალბათ ასე ეუბნებიან და იმასაც სჯერაო". ლოგინში აწრიალებული ფარნაოზი ყოველღამე
ერთსა და იმავე გადაწყვეტილებას იღებდა, უთენია დახვედროდა სასახლისკენ მიმავალ კუსას
და ყველაფერი გულწრფელად მოეყოლა, აეხსნა, საქმეში გაერკვია დროულად, რათა უნებურად

მართლა არ ჩაედინა ის, რისი გამოსწორებაც მერე აღარაფერს შეეძლებოდა. მაგრამ დღის სითბო
და სინათლე მის თითქოსდა მტკიცე გადაწყვეტილებასაც ჭირხლივით უცებ ადნობდა, მაშინვე
რწმუნდებოდა, ასე უბრალოდ ვეღარ მივიდოდა კუსასთან, შეიძლება იმიტომაც, მისი სიახლოვე,
მის გვერდით ყოფნა გაუნელებელ მოთხოვნილებად რომ გადაქცეოდა უკვე. ფარნაოზი
დავალებულად თვლიდა თავს კუსასგან და ჯერ თვითონაც რამე უნდა გაეკეთებინა, რამეთი
უნდა დაემტკიცებინა ერთგულება, მისასვლელი პირი რომ ჰქონოდა. ცოდვა გამხელილი ჯობია
და ბახას სიკვდილმა სხვანაირად გაახარა ფარნაოზი, რადგან საშუალება ეძლეოდა, უბედურების
ჟამს გვერდში ამოსდგომოდა დისშვილს. მართლაც ის დღეები ერთი წუთით არ მოშორებია
კუსას, ერთი წუთით არ ჩაუმუხლია, პატარა ბიჭივით დარბოდა ყოველ წვრილმან საქმეზე,
თითქოს სხვები ვერ გააკეთებდნენ, ანდა ისე ვერ გააკეთებდნენ, კუსას მოსწონებოდა, კუსა
კმაყოფილი ყოფილიყო. გაოფლილსა და მტვერში ამოგანგლულ ფარნაოზს კუსა თავს
გადაუქნევდა ხოლმე, მერე, ღიმილისგან პირგახეული, გვერდზე გაიყვანდა და ეუბნებოდა: კაცო,
სირცხვილია, გაჩერდი... შენ სულ სხვა რამისთვის მჭირდებიო, ამას კი ისეთი ხმითა და სახით
ამბობდა, ფარნაოზს ტანი ებურძგნებოდა და ბავშვობიდან აკვიატებული შიში, მოსალოდნელი
მარცხისა და გაწბილებისა, გველივით წამოუყოფდა ხოლმე თავს, სადღაც სულის ყველაზე
ბნელსა და მიყრუებულ კუთხეში. ფარნაოზი ამასაც თავის თავს აბრალებდა, თვითონ მე ვარ
ასეთი, ყველაფერი შებრუნებით მესმისო, ბრაზობდა წამიერი უნდობლობით აფორიაქებული და
უნებურად თვალს არიდებდა დისშვილის მოღიმარ სახეს, მინის ჭურჭელივით სუფთასა და
პრიალას, მოვარდისფრო სითხეს ოდნავ რომ შეუფერავს შიგნიდან.
როცა ეზოში შავთვალება მალალო და მისი ქალიშვილები შემოვიდნენ, ფარნაოზი სახტად
დარჩა, ტანმა უგრძნო, რაღაც უნდა მომხდარიყო, ახალი და იდუმალი, ყველაფერს რომ
შეარყევდა და შეცვლიდა თავისი სიახლითა და იდუმალებით. ფარნაოზს გაქცევა მოუნდა,
როგორც მაშინ, დიდი ხნის წინათ, როცა დარიაჩანგის ბაღში შუბუმ კუსას დაბადება აუწყა.
ფარნაოზი მართლა გაიქცეოდა, კუსასი რომ არ შერცხვენოდა. რატომღაც ახლა, შუა ეზოში
გარინდულს, ყველაზე ძალიან კუსასი რცხვენოდა, ერჩივნა მიწა გახეთქოდა, მეხი დასცემოდა,
ადგილზე მომკვდარიყო, ოღონდ კუსას არ დაენახა ისინი, ასე თამამად, ასე გამომწვევად რომ
მოაბიჯებდნენ ეზოში, თითქოს ამოდენა ხალხი ბახას საპატივცემულოდ კი არა, მათ სანახავად
შეკრებილიყო აქ. ფარნაოზმა ისიც დაინახა, როგორ გამოცოცხლდა, აჩოჩქოლდა და აჩურჩულდა
სამძიმარზე მოსული ხალხი, აქამდე გულხელდაკრეფილი და თავჩაქინდრული რომ იდგა.
მოეჩვენა, თითქოს ყველანი მისკენ იხედებოდნენ, თითქოს ფარნაოზს მოეყვანა ისინი და
თვითონ ფარნაოზსაც ასეთი გრძნობა ჰქონდა, რადგან გულის სიღრმეში თავისიანებად თვლიდა
იმათ, თავისი ფიქრის ბინადრებად, მისივე უყურადღებობის გამო უდროო დროს
გამოხეტებულებს სააშკარაოზე.
- მობრძანდნენ თუ არა?! - ჩაესმა ფარნაოზს კუსას ხმა. - კაცი არ ვიყო, ამ სულძაღლის ქელეხი
ქორწილად თუ არ ვაქციოო - ამბობდა კუსა და თან ფარნაოზს შესცქეროდა სახეში.
"ახლა რაღაც მოხდება, უნდა მოხდეს", - გაიფიქრა ფარნაოზმა და ცოტა ხნის მერე ლოცვასავით
გააგრძელა: მოხდეს, რაც მოსახდენია, ოღონდ მალე, ახლავეო.
- რატომაც არა?! მადლობა თქვან, თუკი დავინათესავებთ! - ხმას აუწია კუსამ.

არა, კუსა ჩვეულებრივად ლაპარაკობდა, მარტო ფარნაოზის გასაგონად, ფარნაოზს კი მისი
ლაპარაკი ყვირილად ესმოდა და ყურები უბჟუოდა, ისიც ვერ მოეხერხებინა, დისშვილი
გაეჩუმებინა. თავჩაქინდრული იდგა, რადგან დარწმუნებული იყო, ყველანი მათ უყურებდნენ.
"ახლა ამის დრო არ არის, ახლა ამის დრო არ არისო" - თავისთვის იმეორებდა ფარნაოზი, კუსა კი
თავისას აგრძელებდა: ჩვენი ოჯახი სხვაა, ჩემი სიმამრი კი მეტის ღირსი მართლა არ იყოო, ცოლშვილს კი არა, ლოთებსა და მეძავებს მოუკვდა და აი, ეახლნენ კიდევაცო. თუ გგონია, რომ
ამოდენა ხარჯი იმ წუწურაქისთვის გავწიე, ძალიან შემცდარხარ, შენი ნანატრი დღე უნდა
გავათენო, ბიძაჩემოო... და ვინ იცის, კიდევ რას არ ამბობდა კუსა. ფარნაოზი რამდენჯერმე
მოკვდა და გაცოცხლდა, რამდენჯერმე განიცადა სიკვდილის ნეტარებაცა და გაცოცხლების
სიმწარეც, ხოლო როცა საბოლოოდ გამოერკვა, გაუკვირდა, კიდევ არ გამოუსვენებიათო?
- ფარნაოზ! - დაუძახა კუსამ.
- ჩემი ბრალია... - თქვა ფარნაოზმა.
- ხომ არ გაწვიმდება ჰა, რას იტყვი, ბიძაჩემო? - თქვა კუსამ.
ფარნაოზმა უნებურად ცას ახედა... მოწმენდილ ცაზე თეთრი, გამჭვირვალე ღრუბლები
ერთმანეთს გაურბოდნენ.
- მაგ დამპალმაც პატიოსნებაზე დამიწყო ლაპარაკი, - თქვა კუსამ, - ქალთან შენ დადიოდი, ახლა
ბიძას როგორღა უნდა მიათხოვოო. გესმის? საქმეში გამიყვანა. ნუ გეშინია, მეც კარგები ვუთხარი.
- ჩემი ბრალია, - გაიმეორა ფარნაოზმა.
- შენი ბრალია, რაღა თქმა უნდა, შენი ბრალია. როცა ამ ხნის კაცს ცოლი არა ჰყავს, აღარც ხალხს
გაემტყუნება, რაღაც-რაღაცებზე დაეჭვდეს. ხე, ხე, - ჩაიცინა კუსამ, მერე ყასაბს გასძახა, როგორ
მიდის საქმე, ფუშიანოო, მაგრამ პასუხს არ დაელოდა და ისევ ფარნაოზს მიუბრუნდა: - შენს
სასიდედროსაც ეგრე მოვახსენე, ქალო-მეთქი, მე ცოლიც მყავს და დღე-დღეზე შვილსაც
ველოდები-მეთქი, ჯერ ბიძა დამაბინავებინე, ეგებ კიდევ ეშველოს რამე და მთლად უძიროდ არ
გადაეგოს ეს პატიოსანი ოჯახი-მეთქი. იცი რა მითხრა?
სწორედ ამ დროს ქუჩაზე დაკოდილმა მეჯინიბემ ჩაირბინა, ისეთი სახე ედო, გეგონებოდათ,
ცოფიანი ძაღლი გამოჰკიდებიაო. უცებ მოტეხილიყო, ოფლის ოხშივარი ასდიოდა, თითქოს
გაცელქებულ ბავშვებს კისერზე გადაცმულ თოფრაში მუგუზალი ჩაუგდიათო. ამოდენა ხალხი
რომ დაინახა, გაჩერება სცადა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა და რაღაცნაირად საცოდავად
წაიფორხილა ჰაერში, ფრთებშეჭრილი ქათამივით; მღელვარებისგან სულს ვეღარ ითქვამდა,
თავს გიჟივით ატრიალებდა და დაკრეჭილი, ნაფოტა კბილებით ჰაერს კბენდა. აშკარად რაღაცის
თქმა უნდოდა, მაგრამ ყელიდან ხმის ნაცვლად უსიამო ხივილი ამოსდიოდა, მომაკვდავივით.
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ბახას ტირილში შეკრებილი ხალხიცა და შუა ქუჩაში
საფრთხობელასავით გაფარჩხული მეჯინიბეც ერთმანეთს შესცქეროდნენ. მაგრამ ეს დუმილი და
გარინდება დიდხანს არ გაგრძელებულა. უცებ ყველაფერი აქოთქოთდა, აწიოკდა და თითქოს
მთელმა ქალაქმა ერთდროულად ამოიღრიალა: დარიაჩანგის ბაღი გამქრალაო. ხალხმა იხუვლა,

თითქოს დაგუბებულმა წყალმა ჯებირი გაანგრიაო, ყველაფერი ფეხქვეშ ამოიდო და
დარიაჩანგის ბაღისკენ გაქანდა.
"დავიღუპე", - გაიფიქრა კუსამ და მხოლოდ მაშინ შეამჩნია, ფარნაოზი გვერდით აღარ ედგა.
"დავიღუპეო!" - ახლა უკვე ხმამაღლა იყვირა და აზმუვლებულ ხალხს მდუღარეგადასხმულივით
გამოენთო. შიშმა ფრთები შეასხა, მგლის მუხლი გამოაბა და მალე თვალიც შეასწრო ბიძამისის
ზურგს. "დამთხვეულო! ფილამონე!" - დაუძახა კუსამ, მაგრამ მისი ხმა უკვალოდ ჩაიკარგა
ხალხის ზმუილში. გასცდა თუ არა ქალაქს ხალხის ნიაღვარი, წინ ოყაჯადოს ჯარისკაცები
შემოეყარა. ჯარისკაცებს ვაშლით სავსე კალათები მოჰქონდათ, თავზე ნაყოფით დახუნძლული
ტოტები გვირგვინებად დაედგათ. აქანავებული, მუშტისხელა ნაყოფი გაოფლილ საფეთქლებზე
სცემდათ. მოდიოდნენ და მოიმღეროდნენ. უპატრონო ჯოგივით აზმუვლებული და
თვალებგადათეთრებული ხალხის დანახვაზე ოყაჯადოს ჯარისკაცებიც დაფრთხნენ, კალათები
დაჰყარეს და გზა უტიეს. ვინც კალათას ვერ შეელია ან ვერ მოასწრო დროულად გამხტარიყო
გვერდზე, ხალხმა ქვეშ მოიყოლა, გადატკეპნა და გზა გააგრძელა. "რისი გულისთვის, ხალხო!" ღრიალებდა ნეკნებჩალეწილი ჯარისკაცი და ზურგზე დავარდნილ ხოჭოსავით საცოდავად
ასავსავებდა ხელ-ფეხს. ფარნაოზს სილაში ფეხი ეფლობოდა, ბორძიკობდა, მაგრამ მაინც
ყველაზე წინ გარბოდა, ასედაც უნდა ყოფილიყო, ყველაზე ადრე ფარნაოზს უნდა მიერბინა,
როგორც დედას ცეცხლწაკიდებულ სახლთან, რომელშიაც მისი შვილები გამომწყვდეულიყვნენ.
დარიაჩანგის ბაღი ფარნაოზის სახლი იყო, ფარნაოზის ბავშვობა, სიყვარული, ოცნება, სიზმარი...
ყველაფერი! თუმცა ამწუთას თვითონ ასე არ ფიქრობდა, საერთოდ არ ფიქრობდა, ბრმად,
სტიქიურად მიშხუოდა ჰაერში, საგანგაშო ზარის ბგერასავით უხორცო და დამთრგუნავი.
კუსას შიში მიარბენინებდა, ბოლომდე ვერც ის გარკვეულიყო, რა ხდებოდა, მაგრამ უტყუარი
ალღოთი გრძნობდა, ეს ამბავი ასე არ დამთავრდებოდა, სასახლის ყურამდეც მიაღწევდა, თუ
უკვე არ მიეღწია და მერე გვიანღა იქნებოდა თავის მართლება. პირველ რიგში კი მას
მოსთხოვდნენ პასუხს და მართლებიც იქნებოდნენ. ჩვენში რომ ვთქვათ, განა კუსა არ იყო
დამნაშავე, ამდენ დამთხვეულს რომ მოუყარა თავი, მაინცდამაინც დღეს, მაინცდამაინც იმ
აქოთებული გვამის გასაპატიოსნებლად, მთელი ქვეყნის ლოთი და მეძავი ბუზივით რომ
ეხვეოდა და მისი სიმამრი ერქვა. ანდა მაინცდამაინც დღეს რომ გადაწყვიტა ჯავრის ამოყრა
ქვისკოდია ცვედანზე, ხაფანგიდან თავდაღწეულ ტურასავით ყველაზე წინ რომ გარბოდა და
მაინცდამაინც მისი ალალი ბიძა იყო? არა, რამე უნდა მოეფიქრებინა, რამე უნდა ეღონა, სასახლის
დასანახად მაინც, თორემ მერე... ფიქრის დროც აღარ იყო, უნდა ემოქმედა სწრაფად და
საზრიანად, ყოველი წუთი მამასისხლად ფასობდა, ყოველ წუთს შეეძლო გადაეწონა მთელი მისი
მომავალი ცხოვრება. სირბილისგან გულამოვარდნილმა კუსამ თოკს შეასწრო თვალი და
წყალწაღებულივით წაეტანა. თოკი დაჰყვა. მოსალოდნელ საფრთხეს ისე აღეგზნო კუსა, იმ
თოკის პატრონი ვერც კი დაინახა. მან მხოლოდ თოკის აქანავებულ ბოლოს მოჰკრა თვალი და
გონება გაუნათდა: ყველაზე ძალიან ახლა სწორედ თოკი სჭირდებოდა, გაქცეული ბიძის
დასაბმელად. სულერთი იყო, შეძლებდა თუ არა ამას, მთავარი იყო, სხვებს დაენახა, როგორ
ცდილობდა ბიძის დაბმას. ეს კი იქამდე უნდა მომხდარიყო, სანამ თავისით გაჩერდებოდა
ფარნაოზი, სანამ დარიაჩანგის ბაღამდე მიაღწევდა. მთელი ძალით მოქაჩულმა თოკმა ბედია
ადგილზე ციბრუტივით დააბზრიალა, წააქცია და კარგა მანძილზე გაითრია, სანამ მთლად არ

შემოეხსნა. სილაში პირქვე წამხობილი ბედია ნიჟარიდან გამომძვრალ ლოკოკინას ჰგავდა,
ერთდროულად უმწეოც იყო და ამაზრზენიც. წლობით შემოუხსნელ თოკის გორგალს მისი
სხეული ერთიანად დაეწყლულებინა, ლაქებივით აქა-იქღა შერჩენოდა ცოცხალი,
ავადმყოფურად თეთრი კანი, გეგონებოდათ, ნაგვის ბორცვისთვის ვიღაცას წყალში გახსნილი
კირი მიუსხიაო. კუსა კი გარბოდა, მობოშებულ თოკს გზადაგზა ბოჭავდა და შიშისაგან
გაუფერულებული თვალები ფარნაოზის ზურგისთვის ჭანგებივით ჩაესო. მერე ორივენი სილაში
გორავდნენ. კუსა ცდილობდა, თოკი შემოეხვია ფარნაოზისთვის, მაგრამ ვერ ახერხებდა,
ფარნაოზი მასზე ღონიერი იყო. კუსას შიში აძლევდა ძალასა და გამბედაობას, ფარნაოზი კი ვერ
მიმხვდარიყო, რა ხდებოდა, რატომ ეხვეოდა და რატომ კოცნიდა ასე გაშმაგებით ბალღივით
აზლუქუნებული კუსა. კუსა კი მართლა კოცნიდა ფარნაოზს სახეში, კისერში, მხრებზე, სადაც
მიწვდებოდა და თანდათან ორივენი იხლართებოდნენ ბედიას დამპალ თოკში. "შენი
გულისთვის, სულელო, შენი გულისთვისო", - ლუღლუღებდა კუსა და ცრემლში აზელილ სილას
აფურთხებდა.
უცებ ყველაფერი ისევე მოულოდნელად ჩაწყნარდა, როგორც აბობოქრდა. მოსახდენი
მომხდარიყო; გაქცევას აზრი აღარ ჰქონდა. ეს ორივემ ერთდროულად იგრძნო და ახლა სილაში
წამომჯდარიყვნენ, მძიმედ სუნთქავდნენ და ერთმანეთს შესცქეროდნენ თვალებში.
ხელისგულებზე დაყრდნობილი კუსა უკან-უკან გაჩოჩდა, თოკში გაბლანდული ფეხები
გაითავისუფლა, მერე ერთბაშად წამოდგა, გატრიალდა და ქალაქისკენ წავიდა. ფარნაოზი
დიდხანს უყურებდა მიმავალ კუსას, გადათეთრებულ სილაზე თხუნელას სოროს მსგავს
ნაფეხურებს რომ ტოვებდა. "შვილი უნდა მოგიკლა, პოპინა, შვილი... ერთხელ თქვენც
მაპატიეთ!" - ფიქრობდა ფარნაოზი და იმ წუთას ღრმად იყო დარწმუნებული, მართლა რომ
მოკლავდა კუსას, წამოდგებოდა თუ არა, მის ნაფეხურებს გაჰყვებოდა, გადათეთრებულ სილას
თხუნელების სოროებივით რომ აჩნდნენ, და სადაც მიეწეოდა, იქვე გაუჩეჩქვავდა თავს. ზურგს
უკან დარიაჩანგის ბაღი იყო, არა, ნაბაღარი, და ამაშიც ღრმად იყო ფარნაოზი დარწმუნებული.
თუმცა იქითკენ ერთხელაც არ გაუხედავს. ახლაც ესიკვდილებოდა თავის მიბრუნება, რათა
კიდევ გაეხანგრძლივებინა იმედის ნატამალი, უნდილად რომ ლიცლიცებდა მის გალახულ
სულში. ფარნაოზი მართლა შვილმკვდარ მამასავით იჯდა სილაში, პირქუში და საცოდავი. მან
უკვე იცოდა, შვილი მოჰკვდომოდა, მაგრამ თავს არ უტყდებოდა, არ ჩქარობდა მკვდარი შვილის
ხილვას, ან რა პირით უნდა ხლებოდა? განა უფლება კი ჰქონდა, ჩაემუხლა მის გათოშილ
ცხედართან? არა, რა თქმა უნდა, არა. აი, მომაკვდავისთვის რომ მიესწრო, რამე ეღონა, წყალი
მაინც შეესხა... მკვდარი იმას ეკუთვნის, ვის ხელშიაც დალევს სულს. ფარნაოზი კი კუსამ გააჩერა,
გველივით მონუსხა, შხამიანი კოცნით გააბრუა და საგზალიც მოპარა. მართლაც როგორღა უნდა
ევლო ფარნაოზს ასე, აღარაფერი აღარ გააჩნდა. კუსა შორს ვერ წავიდოდა, მისი ყველა ნაფეხური
მართლა სოროდ რომ ქცეულიყო, მაინც იპოვიდა, მაგრამ იქნებ კუსასაც ეს უნდოდა? რომელ
კარზედაც არ უნდა მიეკაკუნებინა ფარნაოზს, წყლის ნაცვლად შხამს მიაწვდიდნენ, ნაცარს
შეაყრიდნენ თვალებში, ძაღლებს მიუქსევდნენ და ბავშვებს დაანახვებდნენ: აგე, იმ კაცმა
საკუთარი დისშვილი მოკლაო.
სასწაულის სიდიადემ ხალხი გააოგნა. დარიაჩანგის ბაღი მართლა გამქრალიყო. მოტიტვლებულ
მიწაზე ფოთოლშემჭკნარი, დალეწილი ტოტებიღა ეყარა, ტოტები და გაჩეჩქვილი ვაშლი,

თითქოს ეს წუთია ამ ადგილზე ღორების კოლტს გადაუვლიაო. დუმილსა და სიცარიელეს
უარესად ამძაფრებდა ზღვა, უფრო სწორედ ზღვის ის ნაწილი, რომელსაც ადრე დარიაჩანგის
ბაღი ეფარებოდა. პირველად გამოჩენილი და პირველად დანახული, თვალშისაცემად ტიტველი
იყო, ძალით გატიტვლებული და ამიტომაც ამაზრზენი. ხალხი ისე დაიშალა, ბალახი არ
გაფაჩუნებულა, ფუტკარს არ გადაუზუზუნია. დარიაჩანგის ბაღი ფუტკრებიანად, პეპლებიანად,
ჩიტებიანად გამქრალიყო, უკვალოდ და სამუდამოდ. ყველას ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს
ვიღაცას დაეტუქსა, თითქოს პირადად მას დამუქრებოდა ვიღაცა და მხოლოდ და მხოლოდ მის
დასაშინებლად, ამოდენა, ამხნის ბაღი, სანთლის ალივით, სულის ერთი შებერვით გაექრო.
ამასობაში ბედიამაც მოაღწია. მოჩვენებას ჰგავდა, ტიტველი და თმა-წვერგაჩეჩილი.
მობორძიკობდა და ქალივით ტიროდა: ზღვა დამეკარგა, სადმე ხომ არ შეგხვედრიათო. ვიღაცამ
დაბურდული თოკი აიღო და კი არ მიაწოდა, მიუგდო, თითქოს გვამს ძონძები წააფარაო.
***
საღამოს კუსა მოვიდა. "კუსა მოდისო" - თქვა პოპინამ და მერე დანარჩენებმაც გაიგონეს ტომრის
ჟღრიალი. დილანდელი აყალმაყალის შემდეგ პოპინას ერთი წუთით არ განელებია უბედურების
წინათგრძნობა. მართალია, უბედურება უკვე მომხდარიყო, მაგრამ ის სხვა იყო, საერთო, მთელი
ქალაქის საკუთრება და პოპინას მაინცდამაინც არ ეშინოდა მისი, პირიქით, გულის სიღრმეში
მხურვალედ ნატრულობდა კიდეც, ყველაფერს ამაზე გადაევლო, ამით დამთავრებულიყო, ვინმე
არ გამოერჩია, ვინმე კი არა, მათი ოჯახი, მათი სახლი, პოპინას ღრმა რწმენით, ყველას თვალში
რომ ეჩხირებოდა. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც შუბუს ჩაყრილმა კვიპაროსებმა ტანი
აიყარეს და უფრო ადვილი მისაგნები გახადეს იგი. ეს წყვილი კვიპაროსი მართლაც ქალაქის
ყველა კუთხიდან ჩანდა და ვანელები ხუმრობით "უხეიროს შუბებს" ეძახდნენ. რამდენჯერ
უთქვამს პოპინას, ეს კვიპაროსები უნდა მოვაჭრევინო, არ ვარგა, სევდის ხეებიაო, მაგრამ მისი
ლაპარაკი ყოველთვის ლაპარაკად რჩებოდა; ვინმეს მართლა რომ აეღო ცული კვიპაროსების
მოსაჭრელად, პირველი პოპინა ჩაუვარდებოდა ფეხებში, არ დაანებებდა, რადგან პოპინას იმ
აშოლტილი და გალურსული ხეებისაც ეშინოდა, მათში ჩასახლებული სულისა სწამდა და
დარწმუნებული იყო, ცულის პირველსავე შემოკვრაზე საზარელ ურჩხულებად იქცეოდნენ, ცაში
აფრინდებოდნენ და იქიდან დაატეხდნენ რისხვას მათ შემწუხებელსა და შეურაცხმყოფელს.
"კარგებო, ლამაზებო, ღმერთებო!" - ეფერებოდა, ებოდიშებოდა პოპინა კვიპაროსებს, ცხელი,
ორთქლიანი სისხლით რწყავდა მათ ქერცლიან წვივებს და ლოცვა-ვედრებით უვლიდა
ირგვლივ, სანამ თავწაგლეჯილი ქათამი გახვრეტილი ბუშტივით ჩაეჩუტებოდა ხელებში. ხეები
დუმდნენ, ყურადღებას არ აქცევდნენ მათ ფეხებთან მოფუსფუსე დედაკაცს და მარადიული,
განუკურნელი სევდის ძეგლებივით აწოწილიყვნენ ცაში. არასოდეს გახარებია პოპინას ასე
ტომრის ჟღრიალის გაგონება, უცებ დამშვიდდა, თითქოს მთელი დღე ამ ხმას ელოდებოდა, ეს
მისი შვილის ხმა იყო, მისკენ მომავალი, და მალე, ერთი წუთის შემდეგ ყველანი ერთად
იქნებოდნენ. პოპინასაც მხოლოდ ეს უნდოდა, ყველანი ერთად ყოფილიყვნენ. დაე, ნუ
ეყვარებოდათ ერთმანეთი, დაე, უბრად მსხდარიყვნენ საათობით, თვეობით, წლობით, ოღონდ
ერთად, ერთ ჭერქვეშ, ერთმანეთის სიახლოვეს. პოპინამ იცოდა, შვილს არ უყვარდა, ისიც
იცოდა, რატომ არ უნდა ყვარებოდა იგი შვილს და გულის სიღრმეში ყოველთვის ამართლებდა,
ყოველთვის მის მხარეზე იყო, რადგან ეცოდებოდა, მშობლებისაგან გულმოკლული, ყველასაგან

You have read 1 text from Georgian literature.
Next - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
  • Parts
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Total number of words is 3713
    Total number of unique words is 2149
    29.1 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2104
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Total number of words is 3786
    Total number of unique words is 2050
    32.9 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 2036
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Total number of words is 3729
    Total number of unique words is 2068
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    52.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Total number of words is 3798
    Total number of unique words is 2041
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.7 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Total number of words is 3774
    Total number of unique words is 2100
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Total number of words is 3823
    Total number of unique words is 2083
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2026
    33.7 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Total number of words is 3773
    Total number of unique words is 1978
    31.9 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 2031
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2106
    31.0 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Total number of words is 3704
    Total number of unique words is 2027
    30.8 of words are in the 2000 most common words
    45.1 of words are in the 5000 most common words
    51.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 2083
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Total number of words is 3829
    Total number of unique words is 2058
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 1976
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2062
    30.1 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Total number of words is 3775
    Total number of unique words is 1967
    34.5 of words are in the 2000 most common words
    49.1 of words are in the 5000 most common words
    56.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Total number of words is 3868
    Total number of unique words is 1886
    35.4 of words are in the 2000 most common words
    49.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2046
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Total number of words is 3709
    Total number of unique words is 1983
    33.1 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Total number of words is 3866
    Total number of unique words is 2020
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.4 of words are in the 5000 most common words
    54.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2020
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    54.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 2058
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2111
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2042
    30.5 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Total number of words is 3904
    Total number of unique words is 2006
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 1988
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Total number of words is 3889
    Total number of unique words is 1960
    31.7 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Total number of words is 3751
    Total number of unique words is 2127
    27.9 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Total number of words is 3814
    Total number of unique words is 2046
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Total number of words is 3808
    Total number of unique words is 2002
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2068
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.4 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 2023
    31.8 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2094
    29.3 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Total number of words is 3725
    Total number of unique words is 2171
    27.3 of words are in the 2000 most common words
    38.2 of words are in the 5000 most common words
    44.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Total number of words is 3887
    Total number of unique words is 2056
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Total number of words is 1188
    Total number of unique words is 820
    38.4 of words are in the 2000 most common words
    50.8 of words are in the 5000 most common words
    57.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.