Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27

Total number of words is 3904
Total number of unique words is 2006
32.0 of words are in the 2000 most common words
44.8 of words are in the 5000 most common words
52.2 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
უყვარდა, რადგან იგი კუსას გამოჩენას აუწყებდა. როგორც კი ტომრის ჟღრიალს გაიგებდა,
აფორიაქდე-ბოდა, გული ბაგა-ბუგს დაუწყებდა, თმას გაისწორებდა, კაბას ჩამოიქაჩავდა,
ქუჩისკენ, რომელზედაც კუსას უნდა ჩამოევლო, ზურგით დადგებოდა და გრძელტარიანი
ცოცხით ისეთ მტვერს დააყენებდა, თავფეხიანად რომ გახვეულიყო შიგ და კუსას ვე-ღარ
დაენახა. "ახლა მოვკვდები და ახლაო", - ფიქრობდა ზიარა, სანამ კუსა ქუჩაზე მიდიოდა, ამაყი და
თავაწეული, როგორც ფარის წინ მიმავალი ყოჩი. კუსამ არც ზია-რას არსებობა იცოდა და არც
არაფრად ეპიტნავებოდა ვიღაც თმაგაჩეჩილი და სხვისი ცეცხლით კაბაგამომწვარი გოგო; ზიარას
კი ეგონა, კუსა მარტო მას უყურებდა, მის სანახავად გადი-გამოდიოდა ამ ქუჩაზე დილა-საღამოს
და გაურკვეველი ბედნიერებითა და შიშით აწრიალებული გოგო, მთელი დღე, მოჟღრიალე
ტომრის დაბრუნებამდე, ად-გილს ვეაღარ პოულობდა. მისთვის ქვეყანა დაპატარავებულიყო და
ორიოდე რკინის ჟღრიალსა და ცოცხის ერთი მოსმა მტვერს პირამდე გაევსო. რაც არ უნდა გვიან
დაბ-რუნებულიყო კუსა შინ, ზიარა არაფრით არ დაიძინებდა, იწვა კეთილი მეზობლის
დერეფანში და სანატრელ ხმას ელოდებოდა, რომელიც მისი ღამის დადგომას აუწყებ-და და
დაძინების ნებას მისცემდა. იქამდე ერთხელაც არ დაამთქნარებდა, არც რული წაეკიდებოდა
თვალზე, რაც არ უნდა დაღლილი და რაც არ უნდა გვიანი ყოფილიყო. ტომრის ჟღრიალიდან
ჟღრიალამდე ზიარა საქმესაც ასწრებდა და გამოძინებასაც. ეს ხმა იყო მისი მზისა და მთვარის
მაგიერი, რადგან კუსა უყვარდა, სიყვარულმა კი ისე გაათამამა, ჩვეულებრივ ამბად ეჩვენებოდა
ის, რასაც ადრე ფიქრშიაც ვერ გაივლებდა. "მერე რა, დაიხრება და ისე მაკოცებსო" - ფიქრობდა
ზიარა, ეზოს გვიდა თუ მატყლს ჩეჩავდა. სიყვარულმა ფიქრიც შეუცვალა, გადაუსხვაფერა,
გაუეშმაკა. ფიქრში, რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა, ქუჩაზე მიმავალ კუსას ესალმებოდა, დილა
მშვიდობისაო, ეძახდა და ხელსაც უქნევდა; მერე კუსას ქოხში შედიოდა, გვიდა და აკრიალებდა
ყვე-ლაფერს; შინ მობრუნებულ კუსას კარში ეგებებოდა, თავს უკრავდა და საღამო მშვიდობისაო, ეუბნებოდა. კუსაც თავს უკრავდა და კუსაც პასუხობდა სალამზე. მოკლედ, ფიქრში
დიდი მეგობრები იყვნენ ის და კუსა. ხოლო ამ ფიქრმა ბოლოს და ბოლოს ისე აამჩატა და
გადაიბირა, ერთ მშვენიერ დღეს მართლა შეიპარა კუსას ქოხში. ქოხ-ში მიხედ-მოხედვა არც კი
დასჭირვებია, ისეთი სიბინძურე გამეფებულიყო ირგვლივ. გახარებულმა ტაში შემოჰკრა და
დაბზრიალდა, თითქოს გოგო-ბიჭებს საცეკვაოდ წრე-ში გამოუგდიათო. მისი აქ მოსვლა არათუ
გამართლებული, სავალდებულოც იყო. გა-ნა ასევე არ ასუფთავებდა სხვების ეზო-ბინებსაც? კუსა
რომ შინ დახვედროდა, რაღა თქმა უნდა, უკანვე გაბრუნდებოდა. ან რატომ მივიდოდა უცხო
კაცთან გასათხოვარი გოგო. მაგრამ ზიარაზე კარგად ვინ იცოდა, როდის დახვდებოდა და როდის
არ დახვდე-ბოდა კუსა შინ. მალე იქაურობა ისე კრიალებდა, ერბო აიკრიფებოდა. ამის მერე ზია-

რა ყოველდღე მოდიოდა ქოხის დასასუფთავებლად და ისე შეეჩვია თავის ახალ მოვა-ლეობას,
შიშის გრძნობა სრულებით გაუქრა. ცოცხი ეჭირა ხელში, თუ ფარდაგს ბერ-ტყავდა, თან
ღიღინებდა კიდეც. ხოდა, რადგან სისუფთავე უფრო თვალშისაცემია, ვიდრე სიბინძურე,
კუსამაც მალე შეამჩნია მის ქოხში მომხდარი ცვლილებები; თუ ფხიზელი იყო, თავს იკავებდა,
ზედმეტ აყალმაყალს ერიდებოდა, მთვრალი კი გამოდ-გებოდა კარზე და მეზობლების
გასაგონად, ერთ ლანძღვა-გინებას ასტეხდა ხოლმე: ვის რა ესაქმება ჩემს ქოხში, ვინ მოდის და ვინ
ალაგებს, მე არავისთვის მითხოვნიაო; თუ მოვატანე, კოჭებს მოვამტვრევ და მერე ნახოს, როგორ
უნდა სხვის ბინაში ძრომია-ლი, სხვისი სკივრის ქექვაო.
- ჩვენ ტყუილად გვლანძღავ, - ეუბნებოდნენ მეორე დღეს მეზობლები - თუ მართ-ლა მოდის
ვინმე და ის ვინმე თუ მართლა ადამიანის შვილია, დაუდარაჯე და დაიჭი-რეო.
კუსამ მართლაც დაუდარაჯა და ზიარა დაიჭირა. ზიარას უმკლავებო კაბა ეცვა და როცა
ცოცხიანი ხელით შუბლზე ჩამოცვენილი თმა გადაიწია, რათა ქოხში შემოსუ-ლი დაენახა, კუსას
შავი იღლია ეცა თვალში და კარს ზურგით მიაწვა.
გაწეწილი, სახეაჭრილი, უარესად დამახინჯებული ზიარა ქოხიდან რომ გამოვარდა, კუსას
მხოლოდ მაშინ შემოეყარა გულზე, ეს რა ვქენიო. იფურთხა და იხეხა ტუჩები, ზიარას
სიქალწულის სუნით გაჟღენთილი და გასიებული. თმაგაწეწილი ზიარას სა-ხის წარმოდგენა
გუნებას უშხამავდა, თავზარს სცემდა და რაზეც არ უნდა ეფიქრა, თვალწინ განუწყვეტლივ
ზიარას გაჩეჩილი, წითლად დალაქავებული მკერდი და გა-დაბლანტული თვალები ედგა. კუსამ
დიდხანს იწრიალა ქოხში, მაგრამ ვეღარ გაძლო და იმანოს სარდაფისკენ გასწია. ამ წამიერ ვნებას,
მართლა ერთი წამით რომ დატრი-ალებულიყო მის სხეულში, როგორც გრიგალი უკედლებო
ოთახში, მაინც შეეცვალა, მაინც დაენამუსებინა. ის ახლა ისევე განსხვავდებოდა მხარზე
ტომარაგადაგდებულ და სამსახურისკენ ყოჩივით მიმავალ კუსასაგან, როგორც ზიარა თუნდაც...
ინოსგან.
ზიარა კი ამ დროს მიცვალებულთა ჭალაში, სანახევროდ დაჭაობებულ და დარბი-ლებულ
მიწაზე გულაღმა იწვა, საღამოს ნიავით აქანავებულ ტყავის კუბოებს შესცქე-როდა, აქა-იქ კიდევ
რომ შერჩენოდნენ ხეებს, და ვერც კი გრძნობდა, მიწასავით, თვი-თონაც როგრ იჟღინთებოდა
სინესტითა და სიცივით. ისეთი ბედნიერი და ისეთი უბე-დური იყო ერთდროულად, ეგონა, ამის
მერე სულ აქ უნდა წოლილიყო, თვითონაც უნდა დაჭაობებულიყო, ხავსი მოკიდებოდა,
დაობებულიყო, აშმორებულიყო და ეცადა, თუმცა თვითონაც არ იცოდა და ვერც ვერასდროს
გაიგებდა, რიღასთვის უნდა ეცადა, რადგან მოსახდენი უკვე მომხდარიყო, განსაცდელი
განეცადა და რაც განეცადა, იმდე-ნად წარმოუდგენელი და იმდენად ღვთაებრივი იყო, არ ეგონა,
კიდევ თუ შეიძლებოდა, ანდა თვითონ თუ შეძლებდა ხელმეორედ განცდას. მერე კუსას ხმა,
რომელიც არასო-დეს გაეგონა, ისე ცხადად ჩაესმა, უნებურად თავი წამოსწია. მისი
წარმოდგენით, კუ-სას მხოლოდ ასეთი ხმა უნდა ჰქონოდა. ეს ხმა რამდენჯერმე განმეორდა:
ვითომ კუსა ეძახდა: ადექი, არ გაცივდეო. კუსა კი ამ დროს მაგიდაზე მუშტს ურტყამდა იმანოს
სარდაფში და ყვიროდა: მამაჩემს გაუმარჯოს, ფილამონეს! ნამდვილი მამაკაცის გზა
ნაბიჭვრებით უნდა იყოს მოფენილიო. იმანო უღიმოდა და თანხმობის ნიშნად თავს უქნევდა.

ნესტმა და სიცივემ მაინც თავისი გაიტანა და ზიარა ერთიანად ააძიგძიგა. ახლა იგი მოჩვენებულ
ხმას ისე ეჭიდებოდა, როგორც ჭაობში ჩაფლული - ლაფანის ტოტს. ზიარა ქვეცნობიერად შინ
დაბრუნების, შინ კი არა, კუსასთან დაბრუნების მიზეზსა და საბაბს ეძებდა. იცოდა,
დაბრუნდებოდა, რადგან ახლა კუსა რომ არ ენახა, მართლა მოკვდებოდა და მართლა
სამუდამოდ ჩარჩებოდა ამ ჭაობში. "მცემოს რა, - ფიქრობდა ზიარა, - უნდა მცემს და უნდა არაო".
მერე ის ფიქრი აიკვიატა, იქნებ კუსა მართლა მეძებს, მე კი მივატოვე და გამოვიქეციო; თითქოს,
რაც მოხდა, მარტო მისი ბრალი იყოო; ვინ იცის, როგორ გააწვალა ჩემმა ძებნამო, მაგრამ გულის
სიღრმეში ძალიან, სიცოცხლეზე ძალიან უნდოდა, კუსას მოენახა და წაეყვანა შინ. გინდაც მთელი
ქვეყ-ნის დასანახად, წკეპლით გამოედევნა აქედან, დაკარგული ბატივით. იმდენი იფიქრა
ზიარამ, იმდენი იფიქრა, სანამ მართლა არ დაიჯერა, კუსა თავქუდმოგლეჯილი რომ დაეძებდა.
მაშინ კი იკადრა წამოხტომა. ისე მოკურცხლა ქოხისკენ, კაბაც არ ჩამოუ-ბერტყია. გეგონებოდათ,
ქარს ვენახიდან საფრთხობელა მოუტაცნია და თავის ნებაზე მიათამაშებსო. ქოხს რომ
მიუახლოვდა, ისევ წამოუარა შიშმა, რა პირით ვეჩვენო, ან რა ვუთხრაო, მაგრამ მაინც გაბედა და
ჭუჭრუტანაში შეიხედა. ქოხი ცარიელი დაუხვდა, ზიარას გულზე მოეშვა და ქოხში თამამად
შეაბიჯა. ახლა უკვე მართლა და-იჯერა, კუსა მის საძებრად იყო წასული. ტახტზე ჩამოჯდა, არა,
დასარჩენად კი არა, უბრალოდ, ცოტა სული რომ მოეთქვა, სანამ კუსა მობრუნდებოდა. ამხელა
გზა ერთი ამოსუნთქვით გამოერბინა და ფეხები უბჟუოდა. ტახტზე ხელსაწყოების ტომარა ეგდო
და ზიარა მიხვდა, რატომ ეტკინა ზურგი ასე მწარედ, როცა კუსამ ტახტზე გადააწვინა. ზიარამ
ტომარას ხელი ფრთხილად წაჰკრა, მაგრამ ტომარამ მაინც გაიჟღრიალა, თით-ქოს ნადირმა
ძილში დაიღრინაო. ამ ხმის გაგონებაზე ზიარას გაეღიმა და უცებ ძილი მოერია, მისი ღამე
დამდგარიყო. ზიარამ ტომარა მაღლა ააჩოჩა და ზედ თავი მიადო.
კუსა კი ამ დროს იმანოს უკანასკნელ მუშტრებს გაუთავებელი ლაყბობით თავს აბეზრებდა,
ეკინკლავებოდა, ღვინოს აძალებდა და ისინიც ითმენდნენ, რადგან ეშინო-დათ მისი.
- რომელი ხართ ჩემზე სუფთა, ჰა? - კინკლაობდა კუსა და როცა დასამშვიდებლად ეუბნებოდნენ:
ყველანი ერთნაირები ვართო, კუსა ხმას უფრო უწევდა, გაჰყვიროდა: მეც მაგას ვამბობ სწორედო.
კუსა უგონოდ იყო მთვრალი, მაგრამ ჭიქას მაინც არ აგდებდა ხელიდან, თუმცა აღარც სმა
შეეძლო, ღვინო აღარ ჩასდიოდა, აბოყინებდა, უფრო მეტს ზედ ისხამდა და მაინც ჯიუტად
გაიძახოდა: ყველამ უნდა დალიოს მამაჩემი ფილამონეს სადღეგრძე-ლოო. ბოლოს, როგორც იქნა,
მაინც მოახერხეს მისი ამოტყუება ორმოცსაფეხურიანი სარდაფიდან, გზაზე დააყენეს და
სირბილით გაეცალნენ.
- მიმატოვეთ ხომ? თქვენი დედა კი ვატირე! - მიბღაოდა კუსა ჩაძინებულ ქალაქს და ბანცალბანცალით მიიკვლევდა გზას გულისგამაწვრილებლად მოჭრიალე ქოხის-კენ. შინ რომ შევიდა და
ტახტზე ჩაძინებული ზიარა დაინახა, ისე გაუხარდა, თითქოს დიდი ხნის ოცნება ასრულებოდეს.
გამოფხიზლდა კიდეც, ფერხთით ჩამოუჯდა და ამოზნექილ თეძოზე დაადო ხელი. ზიარა
შეიშმუშნა, გაიწვართა და თვალი გაახილა. კუსას გვერდით მეორე ადამიანი იყო, ნამდვილი,
ცოცხალი, სურნელოვანი და ცხელი, როგორც ახლად გამომცხვარი პური.
- გამარჯობა, ჩიტუნია! - მიესიყვარულა კუსა ზიარას.

სიმთვრალესა და სიბნელეში არც ერთ ქალს არაფრით არ ჩამოუვარდებოდა ზიარა, მაგრამ
გაახილა თუ არა კუსამ თვალი და დაბუჟებულ მკლავზე ზიარას სახე დაინა-ხა, ალიონის სუსხით
გაცრეცილი, შიშითა და თაყვანისცემით მიჩერებული, ისევ შე-უბრუნა ზიზღმა და სიბრაზემ.
"აბა, გამასწარიო", - დასჭექა კუსამ და სანამ ზიარა წამოდგომას მოასწრებდა, ისე გამეტებით
უბიძგა, ცარიელი დოქივით მიამსხვრია ქო-ხის კედელს. ზიარამ წელი ძლივს წამოსწია და
უჩუმარის პირით გაიძურწა ქოხიდან, მაგრამ შორს არ გასცილებია, ან სად უნდა წასულიყო,
როცა მისი მთავარი სული ამ ქოხში ტრიალებდა. სიყვარულს გაეჯიუტებინა და გაეკერპებინა
იგი, არც თავის მოვა-ლეობაზე აუღია ხელი, ისევ ალაგებდა, გვიდა, რეცხავდა, საჭმელსაც
ამზადებდა და მერე, ტახტზე ჩამომჯდარი, კალთაში ხელებჩაწყობილი, ელოდებოდა კუსას
დაბრუნე-ბას. მას არც ცემის ეშინოდა და არც სიკვდილის. კუსას ხელით სიკვდილიც კი ბედნიერება იყო და არც არასოდეს გასჩენია სურვილი ამ ყოველდღიური ცემა-ტყეპისაგან თავის
დაღწევისა. მისი აზრით ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც უნდა მომხდარიყო, როგორც კუსას
უნდოდა, ხოლო რაც კუსას უნდოდა, ის ზიარასთვის სიცოცხლეზე მეტს ნიშნავდა. მერე რა, რომ
კუსა სცემდა? მაშინაც ხომ ეხებოდა იგი ზიარას? მერე რა, რომ თათხავდა და აგინებდა? ეს
თათხვა-გინებაც ხომ ზიარას ეკუთვნოდა, ზიარას მიმართავდა კუსა და არა სხვა ვიღაცას. ისინი
ერთად იყვნენ და არავითარი მნიშვნე-ლობა არ ჰქონდა, რა ერქვა ამ ერთად ყოფნას. შინ
დაბრუნებულს, გალეშილსა და გაპირუტყვებულ კუსასაც ყოველთვის გულწრფელად უხაროდა
ზიარას დანახვა. "გა-მარჯობა ჩიტუნიაო" კარებშივე შესძახებდა და ხელებგაშლილი
წამოვიდოდა მისკენ, თითქოს ტახტის კიდეზე გაუბედავად ჩამომჯდარი, კალთაში
ხელებჩაწყობილი და მი-სი მომლოდინე ქალი სხვა იყო და დილით, მის დაბუჟებულ მკლავზე
თავმიდებული კი სხვა. კუსას პირველი უყვარდა, უხაროდა, რადგან სჭირდებოდა, როგორც კატა
სჭირდებათ თაგვებმომრავლებულ ქოხში, მეორე კი ეზიზღებოდა, რადგან ზედმეტი იყო,
როგორც ცხენისთვის მეხუთე ფეხი. ეს ზიარამაც მალე შეიგნო და შეეჩვია კი-დეც, რადგან კუსას
ჩაძინებიდან კუსას გაღვიძებამდე უბედნიერეს ქალად თვლიდა თავს მთელს ქვეყანაზე; კუსას
ქათქათა მკლავზე ედო თავი და მისი ნაღვინარი სუნთ-ქვა და ოხშივარი სცემდა სახეში. "ნეტავ,
სულ, სულ გამოუნელებლად მთვრალი იყო-სო" - ოცნებობდა გატრუნული ზიარა და მძინარე
კუსას ისე შესცქეროდა, როგორც ბავშვი საწოლის თავთან დაწყობილ ახალ წაღებს, დილით რომ
ჩაიცვამს და ტოლ-ამხანაგებში თავმომწონედ გააჭრაჭუნ-გამოაჭრაჭუნებს.
დრო კი გადიოდა და ორივენი ეჩვეოდნენ ასე ცხოვრებას, ერთმანეთსაც. ღამე ჭუკ-ჭუკ-ალერსში
იცრიცებოდა, დილით კი, ქოხის კედელზე მინარცხებული ზიარა, მართ-ლაც დამსხვრეული
დოქივით, ნაწილ-ნაწილ ჩამოდიოდა მიწაზე, მაგრამ რაღაც ჯა-დოქრობის წყალობით მაშინვე
მთელდებოდა, განაბზარიც არ ეტყობოდა და, საღსალა-მათი, ღიღინ-ღიღინით ქოხის დალაგებას
იწყებდა. მხარზე ტომარაგადაკიდებული კუსა კი ოყაჯადოს სასახლისკენ მიაბიჯებდა, მთელ
ქალაქს მიაჟღრიალებდა, ამაყი, გამომწ-ვევი და თვალშისაცემი, როგორც ფარის წინ მიმავალი
ყოჩი.
მართალია, ქალებს ვერ მოესწროთ ზიარას ამბის მოყოლა, მაგრამ ფარნაოზი მა-შინვე მიხვდა,
ვინც უნდა ყოფილიყო იგი და დიდი ხნის ნაცნობივით მოიკითხა.
- ერთი ჰკითხე რა გვარის ქალიაო - უთხრა კუსამ და ზიარაზე თვალით ანიშნა.

მაგრამ ზიარას შეკითხვისათვის არ დაუცდია და თქვა: გვარი მაქვს პრასისა, კამის სარტყელი
მარტყიაო. კუსამ გადაიხარხარა და დაუცაცხანა: ჩუმად, შე სასიკვდილე, მეფემ თუ გაგიგო,
გაჩვენებს კამის სარტყელსაო. ზიარას კი ბედნიერებისგან სახე შე-ეფაკლა. თითქოს გალამაზდა
კიდეც, თავი ჩაღუნა და მოკლე ფეხები ჰაერში ააქანავა.
კუსა თითქმის სულ არ გამოცვლილიყო, ასაკი არ ეტყობოდა, ოღონდ განუწყვეტე-ლი სმისგან
სახე შეშუპებოდა და კისერი უარესად დაწვრილებოდა. პირველად რომ შემოვიდა, ცივად
მიესალმა ყველას, მათ შორის ფარნაოზსაც, თითქოს გუშინ დაშო-რებოდნენ ერთმანეთს.
მოღუშული და ოდნავ დაბნეული იჯდა ცალკე, როგორც ლო-თებს სჩვევიათ, სანამ ფხიზლები
არიან. ფარნაოზი კი ფიქრობდა, ნაწყენია ჩემზე და მართალიცაა, მე ხომ მაგის მოკვლა
მინდოდაო. მაგრამ როგორც კი ღვინო შემოიტა-ნეს, კუსაც გახალისდა, ალაპარაკდა, ყველანი
სუფრასთან მიიპატიჟა: ჩვენ თუ არ ვთქვით რამე, ეს ღვინო, დილამდეც რომ ვიჯდეთ, ხმას მაინც
არ ამოიღებსო. ზიარა თავჩაღუნული იჯდა კუსას გვერდით და რაც არ უნდა ეთქვა კუსას,
ყველაფერზე იღიმებოდა, თითქოს ამაზედაც წინასწარ შეთანხმებულანო.
- გეყოფა, ნუ სვამ ამდენს! - წუხდა პოპინა. - ფარნაოზი ნამგზავრია, სხვა დროს დალიეთ, ეგ
ღვინო სად გაიქცევაო.
- არ დამღუპო! - ყვიროდა კუსა. - ძუძუ არ გამომგლიჯო პირიდანო.
- სულ ასეა - უთხრა ქალუკამ ფარნაოზს.
ფარნაოზი კი იღიმებოდა, კუსას თვალებში შესცქეროდა და ბედნიერი იყო, თავის დროზე რომ
არ მოკლა ეს წვრილკისერა და სახეშეშუპებული კაცი. მართლაც, რა შე-იცვლებოდა, რა
გამოსწორდებოდა, განა კუსა ერთი იყო? ფარნაოზს კი ცოდვა გაეზრ-დებოდა, უაზრო და
უშედეგო.
- ყველაფერი დროებითია, დროებითი. შენი წონა ფული მაქვს, ასე კი არაა საქმეო, - ამბობდა კუსა.
ფარნაოზს უნდოდა ეთქვა: რა მოხდა მერე, ცოცხალ კაცს რა გაუჭირდება, აგერ მეც დავბრუნდი,
მეც გვერდში ამოგიდგებიო, მაგრამ რცხვენოდა, ეგონა, ასე რომ ეთქ-ვა, ქალები იფიქრებდნენ,
დათვრა და გული აუჩუყდაო. "მერე ვეტყვი, მოესწრებაო", - ფიქრობდა ფარნაოზი და სწორედ
მაშინ ფეხზე რაღაც გაეგლისა და მაგიდის ქვემო-დან ძაღლმა შემოჰყეფა. არ შეშინებია, მაგრამ
უნებურად მაინც უკან დაიხია სკამია-ნად და მაგიდის ქვეშ შეიხედა. ზიარა ოთხზე იდგა,
უღიმოდა და უყეფდა. კუსა მაგი-დაზე მუშტებს აბრახუნებდა და ხარხარებდა. ქალუკა და
პოპინაც იღიმებოდნენ და ფარნაოზი მიხვდა, ეს ჩვეულებრივი გართობა იყო ყველასთვის. გული
დაწყდა, არ კი იცოდა რაზე.
- კარგი, გეყოფა, შე სასიკვდილეო, - შესძახა მაგიდის ქვეშ აყეფებულ ზიარას ქა-ლუკამ.
- გაუშვი იყეფოს, იყეფოს! - ყვიროდა კუსა.
- შუბუ მოვიდაო, - თქვა პოპინამ.

ზიარას ყეფამ და შუბუს ხსენებამ ფარნაოზს ბავშვობა გაახსენა. კუსამ შემწვარ თევზს თავი
წააწყვიტა და მთლიანად ჩაიდო პირში, მერე პური მოციცქნა და მარილს დააწო. შუბუ უკვე
კარებში იდგა, ხელში ორკაპა ჯოხი ეჭირა, მკერდზე თეთრი, თოვ-ლივით ქათქათა წვერი ეფინა.
ფარნაოზს არც გაუგია, როდის მივიდა შუბუსთან. ის ახლა ამ წვერის შეხებას გრძნობდა, წვერს
სველი ფქვილის სუნი ასდიოდა და ფარ-ნაოზი სიხარულისგან ტიროდა. "მაპატიე, შუბუ,
მაპატიე, ამ ათ წელიწადში ერთხე-ლაც არ გამხსენებიხარო", - ლუღლუღებდა სპეტაკ სურნელსა
და სითეთრეში პირჩარ-გული ფარნაოზი და დარწმუნებული იყო, დღეიდან სულ ასე ერთად
იქნებოდნენ, სულ ასე ეყვარებოდათ ერთმანეთი.
მთელი თვე ისე გავიდა, ფარნაოზი შინიდან არ გამოსულა. იწვა გაუნძრევლად მა-მისეულ
ტახტზე, ჭერს მიშტერებოდა და იხსენებდა განვლილ ცხოვრებას. პოპინას გული უსკდებოდა,
ძლივს დაბრუნებულ ძმას მამის ტახტზე გაშოტილს რომ ხედავდა, ეგონა, უხეირო
გაცოცხლებულაო, ისე ჰგავდა ფარნაოზი მამას. "ადექი, გეხვეწები, ნუ წევხარ ასეო" - ეხვეწებოდა
პოპინა. მაგრამ ფარნაოზი ისე იყო დაღლილი, ისე ენატ-რებოდა დასვენება, ოჯახის სუნი და
სიმყუდროვე, რაც არ უნდა დიდი ხათრი ჰქონო-და დისა, მაინც ესიკვდილებოდა წელის
წამოწევა მამის სხეულის სუნითა და სითბო-თი გაჟღენთილი ტახტიდან. ის მამას გრძნობდა და
ეს შეგრძნება სასიამოვნო და საი-მედო ბურანში ხვევდა, თითქოს იქ, შორეულსა და იდუმალ
სამყაროში დაბრუნებული-ყო, საიდანაც ოდესღაც მოვლენოდა ქვეყანას. მას შეეძლო მშვიდად
ეცხოვრა ამ ბუ-რანში, რადგან ვერავინ გამოათრევდა იქიდან უხეიროს უტყუარი შუბისა და
გადმო-კარკლული თვალების შიშით. ამ ერთი თვის განმავლობაში ერთხელ წამოდგა მხო-ლოდ,
როცა შავთვალება მალალოს ასაფლავებდნენ და პროცესიამ მათი სახლის წინ ჩაიარა. ქალუკამ
რომ დაიძახა, მოასვენებენო, ფარნაოზი კიდევ კარგა ხანს იწვა გაუნ-ძრევლად, ისე
უძნელდებოდა ამ სასიამოვნო, დილის ძილივით სასიამოვნო ბურანის დატოვება, თავსაც
იტყუებდა: ადრეა, რა მეჩქარება, სანამ ჩვენს სახლამდე მოვლენ, ათჯერ მოვასწრებ ადგომასო;
მერე იმის მტკიცებას მოჰყვა, რაღა დროსია, მაინც და-ვაგვიანე, როდის თქვა ქალუკამ,
მოასვენებენო, და როცა მართლა შეეჩვია ამ აზრს, უცებ გიჟივით წამოვარდა ტახტიდან, ხომ
შეიძლებოდა, ინოსთვის შორიდან მაინც მო-ეკრა თვალი. მაგრამ შავთვალება მალალოს შვიდივე
ქალიშვილს სახეზეც შავი ძაძე-ბი ჩამოეფარებინათ, და შვიდივე ისე ჰგავდა ერთმანეთს,
შავთვალება მალალო რომ გაცოცხლებულიყო, იმასაც გაუჭირდებოდა მათი გამოცნობა. მაგრამ
ამ შვიდ შაოსან ქალში ერთ-ერთი ნამდვილად ინო იყო და თუ ფარნაოზი ვერ ხედავდა მას, ინოს
შე-ეძლო ფარნაოზის დანახვა. ესეც დიდი ბედნიერება იყო.
ვინ იცის, საერთოდ, როდის გამოვიდოდა ფარნაოზი შინიდან, სიზმარი რომ არ ენახა. სიზმარმა
დაღლილობაც გადაავიწყა და ტახტიდანაც წამოაგდო. ფარნაოზს დედ-მამა დაესიზმრა.
მართალია, დედა არასოდეს ენახა, მაგრამ ერთი წუთითაც არ დაეჭვებულა, არც სიზმარში და არც
მერე, ის ახალგაზრდა და ლამაზი ქალი, უხეი-როსთან ერთად რომ შემოვიდა მასთან, დედამისი
იყო. ორივეს, დედასაც და ფარნაოზ-საც ისე ეჭირათ თავი, თითქოს ყოველდღე ნახულობდნენ
ერთმანეთს, არც ერთს არ გაჰკვირვებია, არც ერთს არ აღმოხდენია ოხვრა ამ მოულოდნელი
შეხვედრისას. უხეი-როს ლომის ტორივით ხელი ამ ლამაზი ქალის სუსტ მხარზე ჩამოედო და
შესახედაო-ბით შვილად უფრო შეეფერებოდა იგი, ვიდრე ცოლად. არც ეს იყო გასაკვირი. დედა
ხომ გაცილებით ახალგაზრდა მომკვდარიყო და ამიტომაც იქაც სულ ახალგაზრდა იქ-ნებოდა.

- წუხელ სიზმარში ჩვენები მოსულიყვნენ და მსაყვედურობდნენ, რატომ არ მოხ-ვალ, რატომ არ
გვნახავო - უთხრა დილით ფარნაოზმა პოპინას.
- ჩვენები?! - ჰკითხა, კი არ ჰკითხა, შეჰკივლა პოპინამ.
- ხო, დედაც... - თქვა ფარნაოზმა. - უნდა წავიდე.
- სად? - მთლად დაიბნა პოპინა. - სად უნდა წახვიდე?!
- სასაფლაოზე - უპასუხა ფარნაოზმა.
- მადლობა ღმერთს! - შვებით ამოისუნთქა პოპინამ.
სასაფლაოზე ისა და კუსა წავიდნენ. ფარნაოზს თავიდან მარტო უნდოდა წასვლა, აიჩემა, ჩემით
უნდა მივაგნო, სად მარხიან ჩემი მშობლებიო. ასე რომ, წინასწარ უკვე გამზადებული პოპინა,
იძულებული შეიქნა, გაეხადა საგარეო კაბა და შინ დარჩენი-ლიყო. კუსა ფარნაოზს კარებში
შეეჩეხა და როცა გაიგო, სადაც მიდიოდა ბიძამისი, მაშინვე განაცხადა, მეც სწორედ მაგიტომ
გამოგიარე, ძლივს დავეთხოვე სამსახურიდა-ნო. კუსა ნასვამი იყო და ფარნაოზს მოერიდა უარის
თქმა. გუნება კი გაუფუჭდა. ისე აღარ გამოდიოდა, როგორც ჩაეფიქრებინა. ეს მთვრალი კაცი,
რომლის დაბადებამაც განუსაზღვრელი სიხარული მოუტანა ოდესღაც, მერე კი სასიკვდილოდაც
გაიმეტა, თითქოს იმიტომ არსებობდა, ყველაფერში ხელი შეეშალა ფარნაოზისთვის. ამ ათი წლის
განშორებას არაფერი შეეცვალა, რადგან თვითონაც არ შეცვლილიყვნენ, ფარ-ნაოზი ძველებურად
შემკრთალი და დაძაბული მიაბიჯებდა კუსას გვერდით და ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს
ძალით მიჰყავდა იგი კუსას, რადგან ახლა მართლა აღარ უნდოდა სასაფლაოზე წასვლა.
დღევანდელი მათი მსვლელობა ჩვეულებრივი ვალის მოხდა იქნებოდა მიცვალებულების წინაშე
და მეტი არაფერი. ფარნაოზი კი გაცილე-ბით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა დღევანდელ დღეს.
ჯერ ერთი, ის პირველად მიდი-ოდა მკვდარ მშობლებთან შესახვედრად, პირველად უნდა
გამოლაპარაკებოდა მკვდრებს. ეს კი, თავისთავად, იმდენად უჩვეულო, იმდენად იდუმალი და
წმინდა მოვ-ლენა იყო მისთვის, არავის არ შეეძლო, არც უფლება ჰქონდა, გაეზიარებინა იგი. მეორეც ერთი... მეორეც ერთი, ფარნაოზი საბოლოოდ დღეს უნდა დაბრუნებულიყო სამ-შობლოში.
დღეს უნდა დარწმუნებულიყო, მართლა რომ ჰქონდა სამშობლო, მართლა რომ არსებობდა მიწა,
რომელშიაც მართლა მისი მშობლების ნეშტი განისვენებდა. თავისთავად თითქოს კუსაც
მართალი იყო, ან ვინ დაუშლიდა პაპა-ბებიის საფლავზე გასვლას, მაგრამ რაღა მაინცდამაინც
დღეს უნდა გასჩენოდა მასაც ამგვარი სურვილი, თუ შეგნებულად, ფარნაოზის ჯიბრით არ
იქცეოდა ასე, თუ მიზნად არ დაესახა, ჩაე-შალა, ჩაეშხამებინა შვილისა და მკვდარი მშობლების
პირველი პაემანი, მოწმე და მეთვალყურე ყოფილიყო ყველაფრისა, რათა მის უჩუმრა არაფერი
გადაეცათ მკვდარ მშობლებს შვილისათვის. ასე ფიქრობდა ფარნაოზი, ამისი ეშინოდა სწორედ,
კი არ ეშინოდა, რცხვენოდა, ამგვარი ფიქრით დაკნინებული რომ მიდიოდად მშობლებთან
მემკვიდრეობის მისაღებად. ხოლო კუსას ტომრის ჟღრიალმა ისევ გაახსენა უჩინარი და
მარადიული ბორკილები, დედის მუცლიდან გამოყოლილი. მკვდრებს მისი იმედი ჰქონდათ, მას
უტოვებდნენ, მას აბარებდნენ იმ პატარა მიწას, რომელიც საკუთარი ძვლებით ამოევსოთ და
საკუთარი სისხლით გაესპეტაკებინათ; მათ პატრონი სჭირდე-ბოდათ და მართლებიც იყვნენ,
შვილი რომ აერჩიათ, შვილი რომ გამოეხმოთ პატრო-ნობის სათხოვნელად, მაგრამ იმაზე კი აღარ

ეფიქრათ, ვარგოდა თუ არა მათი შვილი საამისოდ. სიკვდილს ბევრი რამე დაევიწყებინა
მათთვის, ბევრი რამე გაემარტივებინა და უფრო მომთხოვნიც გაეხადა ისინი, რადგან იქ,
მარადიულ ნესტსა და სიბნელეში არავითარი სიძნელე, არავითარი დაბრკოლება და არავითარი
ტკივილი აღარ არსებობ-და, რადგან აღარაფერი ხდებოდა. იქ არც ამ ტომრის ჟღრიალი ისმოდა,
ან თუ ისმო-და, ესეც სამუდამოდ დაკარგული ქვეყნის ხმა იყო, ცოცხლების ხმა, სევდისა და სინანულის და, მხოლოდ და მხოლოდ, საუკეთესო მოგონებათა აღმძვრელი. ფარნაოზს კი ეს
ერთფეროვანი ხმა ტანზე ეკალს აყრიდა და შემკრთალი ფიქრობდა: რა უწყვია, ნე-ტავ,
ტომარაშიო.
ზაფხული სასაფლაოზე უფრო თვალშისაცემი იყო. სიცხეს კვიპაროსები გაერუჯა. შეეტრუსა და
ალისფერი ლაქებით დაესახიჩრებინა მათი მარადიული სიმწვანე. ბალა-ხი ისე გამოფიტულიყო,
ფეხის ხმაზე იმსხვრეოდა და მტვრის პატარა ქულებს აჩენდა. მწერი და ქვეწარმავალი
მომრავლებულიყო, ბუჩქებში განუწყვეტელი შრიალი და ფა-ჩუნი იდგა. ყველაზე საოცარი კი ის
იყო, რომ ფარნაოზს თურმე ინოს საფლავი თა-ვისი მშობლების აკლდამის გვერდით გაეთხარა,
თითქმის მეზობლად. ეს კი მართლა უნებურად, შემთხვევით გამოსულიყო ასე. ამაშიც
ბედისწერის ხელი ერია. როცა ინოს საფლავს ჩაუარეს, ფარნაოზი დაიხარა და საფლავზე
დაგდებული ხმელი ტოტი აიღო. კუსამ გაიცინა და უთხრა: ჯერ მშობლებს მიხედეო. კუსამ ესეც
იცოდა, ინოს საფლა-ვისთვისაც მიეგნო, მაგრამ ფარნაოზი არც კი დაინტერესებულა, საიდან
უნდა სცოდ-ნოდა კუსას ამ საფლავის ადგილსამყოფელი. მისთვის უკვე ყველაფერი სულერთი
იყო. კუსა პატარა აკლდამასთან იდგა და ფარნაოზი მიხვდა, იქ დაედოთ მის მშობ-ლებს
სამუდამო განსასვენებელი, რომლის გზაც ისევ და ისევ კუსამ მოასწავლა, მეგ-ზურობა გაუწია,
მეგზურობა კი არა, მასპინძლობა, თითქოს უცხოელ სტუმარს თავის კარმიდამოს
ათვალიერებინებდა. კუსა მართლაც მასპინძელივით იდგა აკლდამის კარ-თან და ღიმილით
ეპატიჟებოდა ფარნაოზს. მუმლი აკლდამაშიც ტრიალებდა, მაგრამ აქ უფრო გრილოდა.
- კარგი კაცი იყო პაპაჩემი - თქვა კუსამ და ხვლიკისფერ ლოდზე ჩამოჯდა.
ასეთი ლოდი აკლდამაში ორი იდო, ერთმანეთის გვერდით. ერთს ფარნაოზის დედა ერქვა,
მეორეს კი - მამა. ფარნაოზს გააჟრჟოლა, შეცივნებულივით. ეგ იყო და ეგ, მე-ტი არაფერი
უგრძვნია. კუსას სანდალი გაეხადა და ლოდზე ბერტყავდა.
- კარგი კაცი იყო პაპაჩემი - ისევ გაიმეორა კუსამ, მერე სანდალი ფეხზე ამოიცვა და გააგრძელა:
ერთხელ ქამრით მცემაო.
- რომ გცემა, იმიტომ იყო კარგი კაცი? - ჰკითხა ფარნაოზმა.
დიდი, მოშავო-მოყავისფრო კალია ისეთი გამეტებით დაენარცხა საფლავის ლოდს, თითქოს
ვიღაცამ ისროლაო. კალიამ ხმელი და გრძელი ფეხები ქვის ხორკლიან ზე-დაპირზე მოაფხაკუნა
და გაიმართა. კარგა ხანს იჯდა ასე და თავს ატრიალებდა.
- არა, მარტო მაგიტომ არა. საერთოდ იყო კარგი კაცი. - თქვა კუსამ.
ფარნაოზმა გაიფიქრა, ამ ლოდზე რომ შევდგე, ზღვას დავინახავო. კუსამ გაიცინა. ფარნაოზს არ
გაჰკვირვებია და მაინც ჰკითხა: რა გაცინებსო.

- მძინარეს საბანი გადამხადა და ქამრით დალილავებულ ადგილებზე მკოცნიდა. გამიკვირდა,
რამ გადარია-მეთქი, მაგრამ მაინც გავისუსე, თავი მოვიმკვდარუნე. იმის მერე სულ თვალებში
შემციცინებდა. მეც თავი ისე მეჭირა, ვითომ ძალიან ნაწყენი ვიყავი. არადა, სრულებით არ
მწყენია, არცა მტკენია - კუსამ ისევ გაიცინა, ყალბად, ზერელედ, და გააგრძელა: მამამ თუ არ
გცემა, აბა რიღას მამააო.
კუსა უსინდისოდ ტყუოდა. სხვამ თუ არა, ფარნაოზმა ხომ იცოდა, უხეირო, რო-გორც არ უნდა
ყვარებოდა კუსა, როგორც არ უნდა შეეწუხებინა შვილიშვილის გა-ლახვას, მაინც ვერ ადგებოდა
და ვერ დახედავდა მძინარეს. მეორეც ერთი, თავის მამა-დაც გამოიყვანა იგი. კუსა ან
სიმთვრალეში ურევდა რაღაცას, ანდა ფარნაოზს იგდებ-და მასხრად, თითქოს ფარნაოზი
მართლა უცხო იყო და ისე, გასართობად, ზრდილო-ბისათვის უყვებოდა თავისიანების ამბავს.
შეიძლება, ბრალსაც სდებდა, შეფარულად აყვედრიდა მშობლისადმი გულგრილობასა და
უპატივცემულობას, რაკი ათი წლით მიეტოვებინა იგი, სწორედ იმ დროს, როცა ყველაზე მეტად
სჭირდებოდა პატრონი და ხელის შემწყობი. ასე იყო თუ ისე, ფარნაოზს ისღა დარჩენოდა,
მართლა უცხოსავით მდგარიყო ამ აკლდამაში და მორჩილად ესმინა დისშვილის ლაყბობისთვის,
რომელსაც აქაც მასზე მეტი უფლება ჰქონდა, თავისუფლად იქცეოდა და ისე უდარდელად და
თა-მამად იჯდა საფლავის ლოდზე, როგორც მეფე ტახტზე. მას კი მშობლების გამორჩე-ვაც არ
შეეძლო, არ იცოდა, რომელს რომელი ლოდი ედო გულზე.
ფარნაოზი აკლდამიდან გამოვიდა, გარემო ეუცხოვა და უნებურად ცას ახედა. ცაზე ელვამ
გადაირბინა, ელვას ქუხილი მოჰყვა და ნაცრისფერი ჩრდილი გადაეფარა ყვე-ლაფერს.
უთავბოლოდ მიმოფანტული ქანდაკებებიც თითქოს ეს წუთია გაშეშდნენო. ფარნაოზს ერთი
წამით დედალუსის ეზო გაახსენდა. ამ გახსენებამაც ელვასავით გა-ირბინა მის გონებაში.
აკლდამიდან კუსაც გამოვიდა და ბიძას გვერდში ამოუდგა. ახ-ლა ორივენი ცას უყურებდნენ.
შავი, უზარმაზარ თონედან ამომავალი კვამლივით აწ-რიალებული ღრუბლები, ვერაგი მტრის
ლეგიონებივით, ჩუმად და შეუმჩნევლად მოგ-როვილიყვნენ ქალაქის თავზე. ელვამ ისევ
გადაირბინა, თითქოს ვიღაცამ, ძლიერმა და უხილავმა, სწორედ ის ოქროსფერი ძაფი
გამოარღვია, რომლითაც ღრუბლებს პირი ჰქონდათ ამოკერილი. პირგახსნილმა ღრუბლებმაც
დაიგრუხუნეს და ნაცრისფერ, დაგ-ვალულ მიწაზე პირველმა მძიმე წვეთებმა გაადინეს ტყაპანი.
უცებ ისეთმა წვიმამ და-უშვა, იძულებულნი გახდნენ ისევ აკლდამაში შებრუნებულიყვნენ. წვიმა
კი გადაღე-ბას არ აპირებდა. პირიქით, თანდათან მატულობდა და მალე აკლდამის კარს მისი
ფოლადისფერი და გაუმჭვირვალე კედელი ისე მოებჯინა, აკლდამაში ჰაერი ჩაიხუდა. კუსა ისევ
იმ ლოდზე ჩამოჯდა, რომელზედაც წეღან იჯდა და ფარნაოზმა იფიქრა, რომ სწორედ იმ ლოდის
ქვეშ იწვა უხეირო.
- არ უნდა ჩვენი გათიშვა ბუნებას - თქვა კუსამ.
ფარნაოზი და კუსა მართლაც არასოდეს არ ყოფილან ასე ახლოს ერთმანეთთან, ასე მარტონი.
კუსასი არ იყოს, თითქოს ბუნებაც ხელს უწყობდა მათ განმარტოებას, ერთმანეთისკენ უბიძგებდა
და, წვიმით ამოქოლილ აკლდამაში შეყუჟულებს, აიძულებ-და, საბოლოოდ ეცნოთ ერთმანეთი.
ერთი მსხვერპლი იყო, მეორე კი - ჯალათი. კუსა ფარნაოზის ჯალათად გაეჩინა ბუნებას და
ამიტომაც ვერ შეძლო ფარნაოზმა მისი მოკვლა. ასე რომ მომხდარიყო, მაშინ ცხოვრებისა და

ბუნების კანონზომიერება უნდა დარღვეულიყო, მსხვერპლს უნდა გაეკეთებინა ჯალათის საქმე,
ეს კი მართლაც წარ-მოუდგენელი უსამართლობა იქნებოდა. ბევრი რამე, რაც წინასწარ, უკვე
დიდი ხნის წინათ აეწონათ, გადაეზომათ და დაედგინათ, ძირფესვიანად უნდა შეცვლილიყო.
შეც-ვლას კი დრო დასჭირდებოდა, დროცა და ჯანიც, რაც ერთხელ უკვე გაეღო ამ საქმის-თვის
ბუნებასა თუ ბედისწერას და ხელმეორედ აღარ გაიღებდა. ან სად უნდა ეშოვნა და გინდაც
ეშოვნა, რომელი სულელი და უსაქმური გაირჯებოდა ორჯერ ერთსა და იმავე საქმეზე, რატომ
აქცევდა ჯალათს მსხვერპლად და მსხვერპლს ჯალათად, მხო-ლოდ და მხოლოდ იმიტომ,
მსხვერპლს რომ ასე ერჩია. ეს მსხვერპლს თვითონვე უნდა ეზრუნა, რამის შეცვლას თუ
აპირებდა. მსხვერპლი კი საამისოდ არ იყო მზად. უფრო სწორედ, საამისოდ არ ვარგოდა, მას
ჯალათის გაწირვა შეეძლო მხოლოდ, მოსპობა კი არა. ეს მსხვერპლმაც იცოდა, ხოლო ამის ცოდნა
უარესად აკნინებდა, აბეჩავებდა და თუ მისი ჯალათი, მხარზე ტომარაგადაკიდული, თამამად
დააბიჯებდა ქალაქში, ესეც მისი დამსახურება გახლდათ, მისი სილაჩრის, მისი გაუბედაობისა
და მოუხერხებლო-ბის შედეგი. საკმარისია, ცოტა უფრო ძლიერი და ცოტა უფრო გამბედავი
ყოფილიყო მსხვერპლი, ეს ჟღრიალი არასოდეს გაისმებოდა ვანის ქუჩებში; საკმარისია, ერთი წამით მორეოდა გულჩვილობას, ერთი წუთით ფეხებზე დაეკიდა, რას იტყოდა ქალაქი, ერთი
წუთით დაევიწყებინა სინდისი, სამუდამოდ მოიშორებდა გაურკვეველი შიშისა და ჩაუდენელი
დანაშაულის შეურაცხმყოფელ გრძნობას; მაგრამ ეს რომ შეძლებოდა, მაშინ აღარც მსხვერპლი
იქნებოდა. კუსა კი ნამდვილად ჯალათი იყო, გაჩენისთანავე, მაშინაც კი, როცა ფარნაოზს ხელში
ეჭირა და გული შიშით უსკდებოდა, არ დავარდ-ნოდა, რამე არ ეტკინა მისთვის. კუსა
ყოველთვის მასზე ძლიერი იყო და თუ კუსამ ჯერჯერობით ეს არ იცოდა, არც ამით იცვლებოდა
რამე; ადრე თუ გვიან, ისიც აუცი-ლებლად გაიგებდა, გაიგებდა და მაშინვე ამოქმედდებოდა,
დრო აღარ დაეკარგა, დაკარ-გული დრო რომ ამოექაჩა და ბევრი აღარ ელოლიავა
მსხვერპლისთვის, რომელიც მა-ინც მისი წერა იყო, მაინც ვერსად გაექცეოდა.
- გახსოვს, ჩემი მოკვლა რომ გინდოდა? - ჰკითხა კუსამ და აღარც ფარნაოზს უუარია, თითქოს
ელოდებოდა კიდეც ამგვარ შეკითხვას და მაშინვე უპასუხა: მინდო-და, მაგრამ ვერ მოგკალიო.
შეგეშინდა და იმიტომო, - არც კუსამ დაუგვიანა პასუხი.
- ხო - აღარ გაუძალიანდა ფარნაოზი.
- აი, მე კი არ შემეშინდებოდა... - გამომწვევად გააგრძელა კუსამ და ტომარას ისე წაჰკრა ფეხი,
თითქოს მის ფეხებთან ჩაცუცქულ ძაღლს იშორებსო.
ტომარამ მართლაც გალახული ძაღლივით დაიწკავწკავა.
- რა გინდა ჩემგან? - ჰკითხა ფარნაოზმა.
კუსამ არ უპასუხა და აკლდამაში წვიმის ხმა გაისმა. კუსამ თითქოს დაფიქრების საშუალება
მისცა, თუ გესმის, რას მეკითხებიო და ფარნაოზმაც იგრძნო ეს, მაგრამ უკვე გვიან იყო. ეს
შეკითხვა კუსას სიძლიერისა და უპირატესობის აღიარებას ნიშ-ნავდა. ეს შეკითხვა, ეტყობა,
წლების განმავლობაში მზადდებოდა, რათა დღეს, სწო-რედ დღეს, მშობლების აკლდამაში,
ფარნაოზისთვის ყველაზე სუსტ ადგილას ამოე-ხეთქა, და ამოხეთქა კიდეც, შლამსა და ქანებში
ტანჯვითა და წვალებით გამოვლილ-მა, უეცარი სინათლითა და თავისუფლებით

დაბრმავებულმა, სინათლესა და თავი-სუფლებას შეუჩვეველმა და ამიტომაც უკან დაბრუნების
ყოველგვარ უნარსა და საშუ-ალებას მოკლებულმა.
დუმილი დიდხანს გაგრძელდა და ამან უარესად ააფორიაქა ფარნაოზი. ერჩივნა, აქ-ვე, თავისი
დედ-მამის საფლავზე გამოეჭრა მისთვის ყელი კუსას, ვიდრე ასე თავჩაქინ-დრული მჯდარიყო,
შეურაცხყოფილი კაცივით. ერთი წამით ისიც იფიქრა, იქნებ კი-დევ შემეშალა და კიდევ
უმიზეზოდ ვატკინე გული კუსასო, მაგრამ კარგად არც კი ჰქონდა თავისი გულუბრყვილო ფიქრი
დამთავრებული, კუსამ შემარიგებლად რომ შეჰ-ღიმილა და ისეთი რამე უთხრა, ფარნაოზს
მართლა ერჩივნა, სამუდამოდ დარჩენილი-ყო ამ აკლდამაში.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
  • Parts
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Total number of words is 3713
    Total number of unique words is 2149
    29.1 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2104
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Total number of words is 3786
    Total number of unique words is 2050
    32.9 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 2036
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Total number of words is 3729
    Total number of unique words is 2068
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    52.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Total number of words is 3798
    Total number of unique words is 2041
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.7 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Total number of words is 3774
    Total number of unique words is 2100
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Total number of words is 3823
    Total number of unique words is 2083
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2026
    33.7 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Total number of words is 3773
    Total number of unique words is 1978
    31.9 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 2031
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2106
    31.0 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Total number of words is 3704
    Total number of unique words is 2027
    30.8 of words are in the 2000 most common words
    45.1 of words are in the 5000 most common words
    51.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 2083
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Total number of words is 3829
    Total number of unique words is 2058
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 1976
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2062
    30.1 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Total number of words is 3775
    Total number of unique words is 1967
    34.5 of words are in the 2000 most common words
    49.1 of words are in the 5000 most common words
    56.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Total number of words is 3868
    Total number of unique words is 1886
    35.4 of words are in the 2000 most common words
    49.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2046
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Total number of words is 3709
    Total number of unique words is 1983
    33.1 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Total number of words is 3866
    Total number of unique words is 2020
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.4 of words are in the 5000 most common words
    54.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2020
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    54.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 2058
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2111
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2042
    30.5 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Total number of words is 3904
    Total number of unique words is 2006
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 1988
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Total number of words is 3889
    Total number of unique words is 1960
    31.7 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Total number of words is 3751
    Total number of unique words is 2127
    27.9 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Total number of words is 3814
    Total number of unique words is 2046
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Total number of words is 3808
    Total number of unique words is 2002
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2068
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.4 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 2023
    31.8 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2094
    29.3 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Total number of words is 3725
    Total number of unique words is 2171
    27.3 of words are in the 2000 most common words
    38.2 of words are in the 5000 most common words
    44.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Total number of words is 3887
    Total number of unique words is 2056
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Total number of words is 1188
    Total number of unique words is 820
    38.4 of words are in the 2000 most common words
    50.8 of words are in the 5000 most common words
    57.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.