Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13

Total number of words is 3704
Total number of unique words is 2027
30.8 of words are in the 2000 most common words
45.1 of words are in the 5000 most common words
51.6 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
დამესიზმროს, სიკვდილმა რომ წაიყვანაო."
მაგრამ ნამდვილი დედის სახება დედა-ტიკინას გაყინულმა სახემ სამუდამოდ განდევნა. მას
ასეთი უნდა ხსომებოდა იგი და მართლაც, როგორც არ უნდა დაეძაბა გონება, ვერაფრით ვერ
ახერხებდა იმ დედის სახის წარმოდგენას, სიკვდილმა რომ წაიყვანა. ვისთვის ეკითხა, როგორი
იყო დედამისი? ვერავის ვერ ჰკითხავდა. ან ვინ ეტყოდა...
მისი ძმა ყველაზე მიყრუებულ ოთახში გადაემალა ქალუკას, რათა მამის უცაბედ განრისხებას არ
შესწირვოდა. უხეიროს ბავშვი აღარ მოუკითხავს. ქალუკამ კი ბავშვის მაგივრად ძონძებში
გახვეული ქვა ჩააგდო ჭაში. ჭამ ძღვენი მიიღო და ერთი ამოიბოყინა, სახლში საიდუმლო გაჩნდა.
ყველაფერი იყო მოსალოდნელი განრისხებული უხეიროსაგან. მაგრამ საიდუმლო ყველამ ისევე
გადაყლაპა, როგორც ჭამ ძონძებში გახვეული ლოდი. ქალუკამ, უპირველეს ყოვლისა, თავის
შვილს, ფილამონეს უთხრა, ჩემი ხელით დაგკლავ, თუ სადმე წამოგიყრანტალებიაო. ფილამონეს
უხეიროსთან ვინ შეუშვებდა, ბავშვი იყო, კოკურა, მაგრამ ქალუკა კოკების გასაგონად ამბობდა
ამას.
საიდუმლომ ყველანი დაახლოვა, ამავე დროს, დააფრთხო, დაძაბა და გააეშმაკა. ბავშვის
საწოლთან მორიგეობით ათევდნენ ღამეს. როგორც კი წამოიტირებდა, მაშინვე რძეში
ამოვლებულ კანაფის ფოჩს ჩაჩრიდნენ პირში. დღისით უფრო იოლი იყო ბავშვის ჩაჩუმება,
ყველანი განგებ ატეხდნენ ხოლმე ხმაურს, ქალუკა ქვაბებს ჯოხსა სცემდა და ისეთი ჟღრიალი
იდგა სახლში, ბავშვის ტირილი კი არა, ქუხილიც აღარ ისმოდა. უხეიროს არასოდეს არ უკითხავს
ამ ხმაურის მიზეზი. დიდი ხანია მიხვედრილიყო შინაურების ეშმაკობას და განგებ იყრუებდა
ყურს, რადგან პირველ რისხვას გადაევლო და ახლა უხაროდა კიდეც, მისი ბრძანება რომ
დაერღვიათ. დუმილი და ყურის მოყრუება ერთადერთი საშუალება იყო, შვილის სიცოცხლეს
რომ შეუნარჩუნებდა. ამიტომაც დაყრუვდა. სახლში კი ყველაფერი ძველებურად გრძელდებოდა.

ყველანი ძველებურად დაძაბულნი იყვნენ, ერთმანეთს პირზე აფარებდნენ ხელს. ამ ამბავს
ყველაზე მეტად პოპინა განიცდიდა, ვერ გაეგო, რატომ არ უნდა ყვარებოდა მამამისს ფარნაოზი,
ვერ შეჩვეოდა ბავშვისათვის ამ მართლაც თავზარდამცემ აზრს და პატარა გული შიშითა და
სევდით ეწურებოდა. "თუ ფარნაოზი არ უყვარს, არც მე ვყვარებივარო", - ფიქრობდა პოპინა. ეს
ფიქრი თანდათან ისე გაიბერა, ისე გასივდა და ისე გაიდგა ფესვი პოპინას სულსა და გონებაში,
გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, შეემოწმებინა თავისი ეჭვი. ის უკვე იმ ასაკში იყო,
ეგონა, რასაც ფიქრობდა და ამჩნევდა, მანამდე არავის ეფიქრა და შეემჩნია. ამიტომ ბუნებრივად
ებადებოდა სურვილი, ვინმესთვის, ვინმესთვის კი არა, ყველაზე ახლობელი ადამიანისთვის
გაეზიარებინა თავისი შთაბეჭდილებანი. მაგრამ სად ეპოვნა ასეთი ახლობელი ადამიანი, ერთი
მკვდარი იყო და დაბრუნებას არ აპირებდა; მეორე თავის ოთახში იწვა გაშოტილი, მუხლებზე
აფრისხელა ტილო გადაეფარებინა, რომელშიაც ადრე მარეხის ცხედარი იყო გახვეული, და იმ
ტილოზე ფერადი ძაფებით ყვავილებს ქარგავდა; მესამეს კი პირში თხის რძეში ამოვლებული
კანაფის ფოჩი ჰქონდა ჩაჩრილი და წამოტირებაც კი არ შეეძლო. ისევ და ისევ საკუთარი თავიღა
დარჩენოდა. საკუთარ თავთან პოპინას ყოველთვის შეეძლო საუბარი, რასაც უნდოდა იმას
ეტყოდა, თვითონაც მოუსმენდა, არც შიში ჰქონდათ ერთმანეთისა და არც მორიდება, დროც
ბევრი ჰქონდათ, რადგან თითქმის სულ ერთად იყვნენ, ხოლო როცა ერთად იყვნენ, სხვა
ყველაფერი ავიწყდებოდათ. ამიტომაც დასჩემდა პოპინას საკუთარ თავთან ხმამაღლა ლაპარაკი.
თავდაპირველად სხვებისთვის უჩუმარ ხმაზე დაწყებული საუბარი თანდათან ისე იპყრობდა და
ისე იტაცებდა, მართლა ვეღარ ამჩნევდა, მარტო იყო თუ არა. პირველ ხანებში ყველანი
ტყუვდებოდნენ, ეგონათ, ჩვენ გველაპარაკებაო და ჩაეკითხებოდნენ ხოლმე. "თქვენთვის არ
მითქვამსო", - პასუხობდა პოპინა და ჩუმდებოდა, სანამ ბრაზი გადაუვლიდა, სანამ ისევ
გამოიწვევდა საკუთარ თავს სასაუბროდ. ერთხელ ფილამონესაც გაუხეთქა გული. ეს მაშინ
მოხდა, როცა პოპინამ ითავა მამის მომარაგება ფერადი ძაფებით. პოპინა მდუღარე საღებავით
სავსე ქვაბს ურევდა. ფილამონეც იქვე ჩაცუცქულიყო და ცეცხლს სულს უბერავდა.
- სულელი ფილამონე, - თქვა უცებ პოპინამ.
ფილამონემ პირდაღებულმა ამოხედა პოპინას, მაგრამ პოპინა ქვაბში ჯოხს ურევდა და
თავისუფალი ხელით ჩამოშლილ თმას აკავებდა, შესაღები ძაფივით ქვაბში რომ უვარდებოდა.
დრო გადიოდა. ბავშვები იზრდებოდნენ. უხეირო კი ქარგავდა. საწოლზე წამომჯდარი, ზურგით
კედელს მიჰყუდებოდა, ფეხებზე აფრისხელა ტილო გადაეფარებინა და ზედ ფერადი ძაფებით
თავისი მშფოთვარე ცხოვრების ამბავი გამოჰყავდა. ქარგვა იმ დღიდან დაიწყო, როცა საბოლოოდ
დარწმუნდა, ვერასოდეს ვეღარ წამოდგებოდა, მიწაზე ფეხს ვეღარ დააბიჯებდა, რადგან საომარი
ეტლის ბორბლებით დამსხვრეულ ძვლებს ვერც ერთმა მკურნალმა ვერ მოუყარა თავი, ვერ
შეაკოწიწა, რათა ისევ შეძლებოდათ უხეიროს უზარმაზარი სხეულის ზიდვა. როგორი ძნელიც არ
უნდა ყოფილიყო, უხეირო ბედს უნდა შეჰგუებოდა. ისიც შეეგუა. მეომრის წლობით ნაწრთობი
ნებისყოფა ავადმყოფობაში გამოადგა. მისთვის ცხოვრება დამთავრდა, მაგრამ ახლა
სიკვდილისთვის უნდა დაეცადა. ეს კი არც ისე იოლი საქმე იყო. როდის მოიცლიდა სიკვდილი
მისთვის, ოთხ კედელში გამოკეტილი საპყრისთვის, როცა ქვეყნად ამდენი ჯანღონით სავსე
ვაჟკაცი და მეომარი დადიოდა. სიკვდილსაც დრო სჭირდებოდა. დრო კი როგორმე უნდა
გაეყვანა უხეიროს, უსაქმობისგან აწრიალებული ხელები ყელში რომ არ წაეჭირა. ქარგვამ გულზე

დაგროვილი ბოღმა და ნაღველი ცოტათი გადაჰყარა, გაუბიაბრუა; სამაგიეროდ ფიქრს მიაჩვია,
თვალი გულში ჩაუბრუნა და სინანულის ბრჭყალი ისე მწარედ გაჰკრა, მუშაობით გართულს,
უცებ ხელი გაუშეშდებოდა ხოლმე, თვალებს ჭერს მიაპყრობდა და კარგა ხანს იყო ასე
გაშტერებული, სანამ მკაცრად მოკუმულ ტუჩებზე გესლიანი ღიმილი წელმოწყვეტილი
გველივით არ გადაახოხდებოდა. ეგ იყო და ეგ. მერე სახეზე ხელს ჩამოისვამდა, თითქოს გესლიან
ღიმილს მოიხოცავდა და ისევ საქარგავს მიუბრუნდებოდა.
რაც დრო გადიოდა, რაც უფრო იზრდებოდა სტრიქონთა რაოდენობა ტილოს ხორკლიან
ზედაპირზე, მით უფრო ნათელი ხდებოდა უხეიროსთვის განვლილი ცხოვრების უაზრობა.
ყოველი დღე ერთნაირად იწყებოდა, ერთნაირი თავგადასავლებით იტვირთებოდა და
ერთნაირად მთავრდებოდა. ხალხიც თითქოს ყოველთვის ერთი და იგივე იყო, ყველანი
ერთმანეთს ჰგავდნენ, რადგან ერთნაირად კვდებოდნენ: უკანასკნელი, უთქმელი სიტყვა ყველას
სისხლად და დორბლად ამოსდიოდა პირიდან, ზუსტად იმ პირველი ადამიანივით, თივით
გატენილ ტიკინაზე ხელგაწაფულმა უხეირომ შუბი რომ აძგერა. მასაც რაღაცის თქმა უნდოდა,
თვალებს საცოდავად აცეცებდა, მაგრამ მობოშებულ პირიდან სიტყვის ნაცვლად შავი სისხლი
ამოსდიოდა. იმის მერე უხეირომ იმდენი კაცი განგმირა თავისი უტყუარი შუბით, სხვას ანგარიში
აერეოდა. უხეიროს კი ყველანი ახსოვდა, მიუხედავად მათი საოცარი მსგავსებისა. ესეც მერე
შეამჩნია, როცა დამსხვრეულ ფეხებზე აფრისხელა ტილო გადაიფარა და სამუდამოდ შეეგუა
ბედს. ქარგვაც ამიტომ დაიწყო, გვამებით გავსებულმა მახსოვრობამ შეაწუხა. ახლა სიკვდილამდე
როგორმე უნდა მოესწრო ამ გვამების გამოზიდვა და მოვლა-პატრონობა. რაკი მოკვლა აღარ
შეეძლო, ადრე მოკლულები უნდა გაეპატიოსნებინა, დაემარხა, დაებინავებინა. საამისოდ
ვარგოდა მხოლოდ. ისიც დროს არ კარგავდა, დილამდე ვერავინ შეუბერავდა სულს ზეთის
ჭრაქში აპარპალებულ ალს, ამაოდ რომ იხვეწებოდა: ჩამაქრეთ, დავიქანცეო. უხეირო თავს არ
იზოგავდა, სანამ თვალები არ აუცრემლიანდებოდა, სანამ ზურგი არ დაუწყებდა ტეხვას,
გაშმაგებული თხრიდა საფლავს აფრისხელა ტილოზე, რათა კიდევ ერთი მისგან მოკლული კაცი
მიებარებინა მიწისთვის, გათავისუფლებულიყო მისგან. ფერადი ძაფებით მოქარგული
სასაფლაო თანდათან იზრდებოდა. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამე იყო დასამარხი. "რამდენი
მიცოცხლიაო", - თვითონვე გაუკვირდებოდა ხოლმე. მართლაც, ყველა შემთხვევა თუ ამბავი
თითქმის უმნიშვნელო, იმდენ მოგონებას მოიყოლებდა თან, უხეირო ღარიბი დიასახლისივით
აწრიალდებოდა ხოლმე, აღარ იცოდა, სად დაებინავებინა ამდენი მოულოდნელი სტუმარი.
უძლურობამ უხეირო დააბრძენა კიდეც. წინა დღის ამოქარგულ წარწერებს რომ ამოიკითხავდა,
თვითონვე უკვირდა. "დავეცი და დავინახეო", - შავი ძაფით ამოექარგა ერთ ადგილას უხეიროს
და მართალიც იყო. წაქცეულს შეეძლო დაენახა ის, რაზედაც ფეხზე მდგარი დაუდევრად
მიაბიჯებდა. მაშინ თვითონ ვერ ხედავდა, ვერაფერს ვერ ხედავდა, გარდა იმ ადგილისა, სადაც
შუბი უნდა ეძგერებინა. ვერ ხედავდა, რადგან სხვები ხედავდნენ მას და გაურბოდნენ, ანდა
ეგონათ, გაექცეოდნენ, აიცდენდნენ მის უტყუარ შუბს. ასე გასულიყო დრო, შუბის წვერზე
წამოდებული ქსოვილივით ჩამორღვეულიყო და გაეშიშვლებინა ქვეყანა, საკუთარ ქორწილში
დაქვრივებულ ქალივით სახტად დაეტოვებინა, თვითონ კი მომკვდარიყო. იქნებ ყოველივე
დამესიზმრაო, - ფიქრობდა ზოგჯერ უხეირო, იქნებ ნამდვილად არც კი არსებობდა ის დრო,
რომლის ფერფლსაც ის ახლა აფრისხელა ტილოზე აგროვებდა, მაგრამ როგორც კი თავის
ლაპლაპა შუბს თვალს შეავლებდა, იმწამსვე ყველაფერს ცხადად დაინახავდა ხოლმე. შუბი კი

მართლაც განსაკუთრებული ჰქონდა, ტანმძიმე და თავმსუბუქი, როგორიც თვითონ იყო. შუბს
წარწერაც ამშვენებდა. უხეიროს წატრაბახებაც უყვარდა: მთელ ქვეყანაზე ორად ორი შუბია
ასეთი წარწერიანი და ერთი მე მეკუთვნისო. "ჩემმა პატრონმა მძლია, მაგრამ მის ხელში
უძლეველი გავხდიო", - ეწერა უხეიროს შუბზე. მიწაზე რომ დააბჯენდა, ოქროსფერი ბუნიკი
მთელი მტკაველით ასცდებოდა ხოლმე მის აქოჩრილ თავს, უხეირო კი მაღალი კაცი გახლდათ.
"სიმაღლის მეტი არაფერი გაქვს მეფურიო", - ეტყოდა ხოლმე მეუღლე, გაუღიმარი მარეხი.
უხეირომ კარგად იცოდა, საითაც უმიზნებდა მისი ცოლი, მაგრამ სრულებითაც არ ბრაზდებოდა,
რადგან დარწმუნებული იყო, მარეხს უყვარდა და ეამაყებოდა კიდეც მისი ცოლობა. ასე მარეხის
უფროსი დები ფიქრობდნენ, რადგან, ცოტა არ იყოს, შურდათ კიდეც, ნაბოლარა დას
თავდავიწყებით რომ შეჰყვარებოდა ქმარი, "ერთი ჩვეულებრივი მეომარი", რომელსაც ათასში
ერთხელ თუ გამოუშვებდნენ ბანაკიდან, რათა ოჯახისთვის დაეხედა, სისხლსა და მტვერში
ამოგანგლული, გრიგალივით შევარდნოდა, ყველაფერი თავდაყირა დაეყენებინა და მთელი
სახლი აეკლო ხარხარითა და ღრიანცელით. შეიძლება, ესეც შურდათ მარეხის დებს, რადგან მათი
ქმრები ერთიანად ჩამოეხმო, გამოეწურა გაუთავებელ მოლოდინსა და ერთსა და იმავე
საფიქრალს. მარეხი ყოველთვის თავჩაღუნული უსმენდა დებს, სანამ ისინი მის ფეთიან ქმარზე
საუბრობდნენ, მაგრამ ყველაფერს იმახსოვრებდა, თვითონაც რომ გამოეყენებინა დების
მოსწრებული თქმები, თავის დასაცავად თუ გადასარჩენად, როცა პირისპირ აღმოჩნდებოდა
უხეიროსთან, როცა თავბრუს დაახვევდა და თავფეხიანად ჩაითრევდა ეს მართლაც ფეთიანი,
სიყვარულით ადიდებული მდინარე.
მარეხის მამა უფროსი ოყაჯადოს ვეზირი იყო. როცა აიეტმა ოყაჯადო ტახტიდან ჩამოაგდო, არ
მიატოვა ნამეფარი, ბოლომდე დაუმტკიცა ერთგულება და თავის მრავალრიცხოვან
ქალიშვილებთან ერთად ისიც გადაიხვეწა სამშობლოდან. ჭკვიანი კაცი იყო, მაგრამ არ ეგონა, ასე
თუ გამწვავდებოდა ბიძაშვილების ჩხუბი; ყველაზე დიდმა მეფემ თავი რომ გამოიდო,
ზარზეიმით რომ მიიღო ლტოლვილები, მაშინვე გულმა რეჩხი უყო, მიხვდა, იოლად ვეღარ
დააღწევდნენ თავს მინოსის მასპინძლობას. "გავებით მახეშიო", - უნდოდა ეთქვა თავისი
მეფისთვის, მაგრამ ოყაჯადო ისე გაბადრულიყო, ისე შეეფერებინა ყურადღება და პატივი,
ვეზირს შეეცოდა და ენას კბილი დააჭირა. სამაგიეროდ მოვალეობიდანაც გათავისუფლდა.
თვითონვე გაითავისუფლა თავი; მისი ვეზირობა არავის აღარ სჭირდებოდა, აღარც თვითონ
ეცალა მეფეებისთვის. ახლა უსამშობლოდ დატოვებული შვილებისთვის უნდა მიეხედა. ჯერ რა
უჭირდათ, ჯერ მოსწონდათ კიდეც, ლტოლვილები რომ იყვნენ, ყველას რომ აინტერესებდა მათი
ასავალ-დასავალი, თანაგრძნობას რომ უცხადებდნენ ყველანი, მაგრამ სხვამ თუ არა, მან ხომ
იცოდა, თანაგრძნობა ათვალწუნების წინამორბედი რომ იყო, დღეისათვის უჩვეულო ხვალ
ჩვეულებრივი და მომაბეზრებელი გახდებოდა. ვეზირად იმიტომ დაენიშნათ, ჭკუა რომ უჭრიდა,
ხოლო აწიოკებულ ოჯახზე ფიქრმა უარესად დააჭკვიანა. ამიტომაც, სიგელ-გუჯრების წერას
უკლო და დაკარგული ტახტის მემკვიდრეებთან სიარულს მოუხშირა. შორს წასვლა არ
დასჭირვებია, კნოსის სასახლეში ქვა რომ გადაგეგდო, ტახტის მაძიებელს მოხვდებოდა,
ნამეფარს, თვითმარქვიას, ვითომ მეფეს, ძალად მეფეს, ანდა ყველას ერთდროულად. მალე,
ნაბოლარას გარდა, ყველანი გაათხოვა. იმანაც შეუწყო ხელი, გაციება რომ არ აცალა გამოსაკვერ
რკინას, დროულად დაფაცურდა: კოლხეთში მომხდარი ამბები ყველას პირზე ეკერა, ზღაპრად
ყვებოდნენ ამ შორეული ქვეყნის სიმდიდრესა და სიდიადეს, ხოლო იქაური, თანაც

დიდგვაროვანი ქალის შერთვა სატრაბახოდ მიაჩნდათ. "ამდენ მეფე-დედოფალს ერთი ვეზირი
როგორ გაგწვდებითო", - ეხუმრებოდა სიძე-ქალიშვილებს. "ერთი მეფეც გვაკლიაო", კისკისებდნენ გათხოვილი დები და ნაბოლარა მარეხიც თავის უფლისწულზე ოცნებობდა.
ჩამოჯდებოდა სარკმელთან და გზას გასცქეროდა. მამას განსაკუთრებულად უყვარდა ნაბოლარა
ქალიშვილი და განსაკუთრებულად უპირებდა გათხოვებას. რაკი უფროსები დაებინავებინა,
შეეძლო უფრო მშვიდად ეფიქრა მარეხის ბედზე, არ აჩქარებულიყო, არ დახარბებულიყო და
უკეთესთა შორის უკეთესი გამოეძებნა. მაგრამ მარეხმა არ გაუმართლა, თუმცა
განსაკუთრებულად კი გათხოვდა, უბრალო მეომარს გაჰყვა ცოლად. პირველ ხანებში არც
ვეზირს მოეწონა უმცროსი ქალიშვილის არჩევანი, მაგრამ როცა ათასჯერ აწონ-დაწონა,
ჩაუღრმავდა და ჩაუკვირდა, დარწმუნდა, მარეხი უფრო საიმედო კაცის ხელში იყო, ვიდრე მისი
უფროსი დები. სხვა რომ არაფერი, მარეხი და მისი ქმარი ერთი მიწაწყლისანი იყვნენ და უფრო
ადვილად გაუგებდნენ და შეეწყობოდნენ ერთმანეთს. ერთ ბედქვეშ იყვნენ, ორივეს ერთი
ქვეყნისკენ ეჭირათ თვალი.
უხეიროს ქუჩაში შეუყვარდა მარეხი, შემთხვევით მოჰკრა თვალი და იმ დღის მერე მოსვენება
დაეკარგა. ბანაკში რომ დაბრუნდა, მეგობრებმა ვეღარ იცნეს. შეშინებულს ჰგავდა, თვალებს
უაზროდ ატრიალებდა, თითქოს არ სჯეროდა, მართლა რომ დაეღწია განსაცდელისგან თავი.
ქალის მეტი რა ენახა უხეიროს, ომი და ქალი მის შეგნებაში განუყრელად დაკავშირებოდა
ერთმანეთს. უნდოდათ თუ არ უნდოდათ, ყოველი ბრძოლისა თუ უბრალო შეტაკების შემდეგ
მათი ბანაკი ქალებით ივსებოდა. საიდან ჩნდებოდნენ ან სად იმალებოდნენ იქამდე ის ქალები,
უხეიროს ვერ გაეგო და მაინცდამაინც არც აინტერესებდა. ისინი მაშინ მოდიოდნენ, როცა უნდა
მოსულიყვნენ, როცა მათთვის ეცალა. ბევრჯერ, ნამთვრალევს ქალის გვერდით გაღვიძებია
ლოგინში და ისიც ვერ გაუხსენებია, თავიდანვე ერთად დაწოლილიყვნენ, თუ მერე შემოეწვინათ
მისთვის ქალი გალაზღანდარებულ მეგობრებს. მოკლედ, ქალებისა ბევრი არაფერი გაეგებოდა,
მარტო ის იცოდა, რასაც სწავლა არ სჭირდებოდა. მარეხი კი სხვა იყო, მარეხი არც ერთ ქალს არ
ახსენებდა, არც ჩვეულებრივ სურვილს უღვიძებდა, თუმცა იმ დღის მერე, ქუჩაში რომ მოჰკრა
თვალი, ყველაფერი არაჩვეულებრივად ეჩვენებოდა.
უხეირომ მოუხშირა იმ ქუჩაზე სიარულს და მალე დაადგინა, რომ ამ ქუჩის ბოლოს, ალისფრად
შეღებილ სახლში მარეხი ცხოვრობდა, ხოლო ქუჩის თავში ტაძარი იდგა, სადაც მარეხი
სალოცავად დადიოდა. ასე რომ, ძნელი სადევნელი არ იყო. ამ პატარა გოგომ ჯერჯერობით
მხოლოდ სახლიდან ტაძრამდე და ტაძრიდან სახლამდე იცოდა სიარული.
სხვა რომ ვერაფერი გაუბედა და ვერც მოიფიქრა უხეირომ, ერთ მშვენიერ დღეს, ახლად
წამოჩიტულ მარეხს, ტაძარში მარტო რომ ლოცულობდა, ვაშლი შეუგორა. მარეხმა ვაშლი მაშინვე
შეამჩნია და აიღო კიდეც. ვაშლზე კი დანის წვერით წარწერა იყო ამოჩორკნილი. ვინაიდან
წარწერა ძნელად იკითხებოდა, მარეხმა ძალაუნებურად ხმამაღლა და მარცვალ-მარცვალ
ამოიკითხა იგი: ვფი-ცავ-არ-ავ-ის-წავ-ყვე-უხ-ე-ირ-ოს-გარ-და-ო... მარეხმა ტუჩი აიბზუკა, პატარა
მხრები აიწურა, ამ აბდაუბდისა ვერაფერი გავიგეო, მერე უცებ შეჰკივლა, ვაშლი ორივე ხელით
მკერდზე მიიხუტა, თითქოს ვიღაცას დაუმალაო, და შეშინებულმა ტაძარი მოათვალიერა. მაგრამ
უკვე გვიანღა იყო. ეს "აბდაუბდა" ღმერთის გასაგონად წარმოთქმულ ფიცსა ჰგავდა. არაფრით
აღარ შეიძლებოდა ამ ფიცის უკან დაბრუნება, მასთან ერთად ტაძრის თაღებმაც რომ დამარცვლეს

და გაიმეორეს. ახლა კი დუმდნენ, მრავლისმცოდნე და მრავლისმეტყველი დუმილით. ღვთაების
ქანდაკებაც ისე დასცქეროდა, თითქოს გადაწყვეტილებას უწონებდა და ამ საქმეში
ხელშემწეობასაც ჰპირდებოდა. მარეხი ტაძრიდან წელმოწყვეტილი გამოვიდა. სადღა იყო ის
ჩიტური სიმკვირცხლე, ხალისი და ჟღურტული. სინორჩისგან აბრიალებული სახე გასცრეცოდა,
ზამბარასავით მოქნილი სხეული მოშვებოდა, თითქოს გაჩენის დღიდან ამ ტაძარში ჰყავდათ
გამოკეტილი და მხოლოდ ახლა ღირსებოდა დღის სინათლეზე გამოსვლა. ქუჩაც გამოცვლილი
დაუხვდა, ადრე ბროწეულის ყვავილით გადაწითლებული, თითქოს უცებ ჩამომჭკნარიყო.
ვაშლი კი ისევ ისე ჰქონდა ორივე ხელით მკერდზე მიხუტებული.
ის დღე იყო და ის დღე, მარეხი ლოგინად ჩავარდა. ტახტის ჩრდილში გათეთრებული ვეზირი
სიმწრისგან ხელებს იმტვრევდა, ვერაფერი გაუგო შვილის სატკივარს, სანამ მისმა უფროსმა
ქალიშვილებმა ლოგინად ჩავარდნილ მარეხს ბალიშის ქვეშ ვაშლი არ უპოვეს და თავადაც არ
ამოიკითხეს დანის წვერით ამოჩორკნილი წარწერა. მამა დაღონდა. დებს კი სიცილადაც არ ეყოთ
მარეხის არჩევანი. "ჩვენზე უმცროსიც არის და სულელიცო", - ეუბნებოდნენ საგონებელში
ჩავარდნილ მამას. მარეხი ხმას არ იღებდა, იწვა გულაღმა და ჭერს შესცქეროდა. თითქოს ჭერზე
რაღაც საიდუმლო ნიშნის გამოჩენას უცდიდა.
ბევრი ფიქრის შემდეგ მამამისმა ხელი ჩაიქნია, სულ არ დამეღუპოს შვილიო და უხეიროს კაცი
გაუგზავნა, საქმე მაქვს, მეწვიეო. ვეზირმა თუ ნავეზირალმა, თვალებაწრიალებული,
ფერდაკარგული და დაბნეული უხეირო რომ დაინახა, გაიფიქრა: ამათ საქმე გათავებული
ჰქონიათო. მარეხის მამას ყველაზე უფრო ის აწუხებდა, მე თვითონ როგორ შევთავაზო ჩემი
ქალიშვილი კარავში გაზრდილ აყლაყუდასო. ახლა კი, უხეიროს შემკრთალი და დაბნეული სახე
რომ დაინახა, ესიამოვნა: ვახვეწნინებ მაინცო. უხეირო კი თავჩაქინდრული იდგა. თითებს
აწვალებდა და არაფრის თხოვნას არ აპირებდა, თითქოს ერთი სული ჰქონდა, როდის
გაუშვებდნენ აქედან. "ორივე ერთნაირად გაუშტერებია სიყვარულის ღვთაებასო!" - გაიფიქრა
მარეხის მამამ; ხმამაღლა კი უთხრა: ჩვენებური ხარ, კარგი ვაჟკაციც ჩანხარ და რაც გინდა
მთხოვეო. უხეირო შეკრთა, თვალები დააჭყიტა და კარგა ხანს უყურა სანატრელ სასიმამროს
თვალებში. მერე ერთი ჩაახველა, მღელვარებისაგან ამოხორგილი ყელი ჩაიწმინდა, ბეჭებში
გაიშალა და უთხრა: შენს სიძეებს დამაჭიდეო.
ეს ამბავი უკვე ამოექარგა უხეიროს აფრისხელა ტილოზე და როცა ერთხელ კიდევ
გადაიკითხავდა ხოლმე, თვითონვე ეღიმებოდა ამ სულელურ თხოვნაზე. საბედნიეროდ, მარეხის
მამამ ყური არ ათხოვა უხეიროს სათხოვარს და ისეთი რამე თქვა, აყლაყუდა მეომარს,
ბედნიერებისა და მოულოდნელობისაგან, თავზარი დაეცა.
"მე ყველაფერი ვიცი, - თქვა მარეხის მამამ, - ასე გაგრძელება კი აღარ შეიძლება. შენც ბავშვი აღარა
ხარ, აქამდეც უნდა მოსულიყავი და ამ საქმისთვის აქამდე უნდა მოგება თავი. ჩვენ რა, ხალხს კი
არა ვჭამთო".
ქორწილში უხეირო გაბღენძილი იჯდა, ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად.
ვერცხლისა და ოქროს თასებს მუჭში ჭმუჭნიდა და ხარხარებდა, ისე გულიანად ხარხარებდა,
მალე მთელი სუფრა აიყოლია. სირცხვილისაგან ალეწილი მარეხი კი სახეს ხელებში მალავდა. ეს

ჩვეულება ქორწილის დღეს დასჩემდა და სიკვდილამდე გაჰყვა კიდეც. საკმარისი იყო, ვინმეს
უხეირო ეხსენებინა, მარეხი მაშინვე სახეზე აიფარებდა ხელებს. რატომ იქცეოდა ასე, ძნელი
ასახსნელია. მარეხს თავისი უცნაური ქმარი მთელი სულითა და გულით უყვარდა. ერთხელ,
როცა უხეირო მორიგ ლაშქრობაში ბრძანდებოდა, ხოლო მარეხი მოსალოგინებელი გახლდათ,
თავს გამოუტყდა, უხეირო იქამდეც მიყვარდა, სანამ ტაძარში ვაშლს შემომიგორებდაო.
სიყვარულმა შიშიც მოიყოლა. როგორც კი მარტო დარჩებოდა, როგორც კი თვალებს დახუჭავდა
მარეხი, მაშინვე მკვდარი უხეირო დაუდგებოდა თვალწინ. სიმწრის ოფლი დაასხამდა და
ცდილობდა, სხვა რამეზე ეფიქრა, თუმცა რაზედაც არ უნდა ეფიქრა, იქაც ამოუტივტივდებოდა
ხოლმე უხეიროს გაქვავებული სახე. "მომიკლავენ, მომიკლავენო", - მთელი ღამე შფოთავდა
მარეხი. დღისით კი დაფშვხნილი კირქვითა და ტყავის ნაკუწით უხეიროს შუბებს აპრიალებდა.
შუბების გაპრიალებას რომ მორჩებოდა, ახლა წერილებს გადაფერთხავდა მტვერს და
აუცილებლად ყველას წაიკითხავდა, თავიდან ბოლომდე. ყოველთვის მოულოდნელად
გამოჩნდებოდა ხოლმე უხეიროს გამოგზავნილი მონა, უზარმაზარ ლოდს ხვნეშითა და
ვაივაგლახით შემოათრევდა და ფეხებთან დაუდებდა, რადგან ასე ჰქონდა ნაბრძანები: ფეხებთან
დაუდეო. ქვაზე აცაბაცა ასოებით ამოკაწრული წარწერა მარეხს ქმრის ამბავს ატყობინებდა.
"ამხელა ქვის თრევას, დაებარებინა ეს ორი სიტყვაო", - ეუბნებოდა მარეხი ოფლადგაღვრილ
მონას, ცხვრის შემწვარ ბარკალს ნადირივით რომ გლეჯდა და მოურიდებლად აბოყინებდა. ამას
სიხარულის დასაფარავად ამბობდა, გული კი ნეტარებით ებერებოდა, ქმარი ამსიმძიმე წერილებს
რომ უგზავნიდა. ქვაზე ამდენი ასოს ამოკაწვრას დიდი დრო სჭირდებოდა, მაშასადამე, უხეიროს
ამ ხნის განმავლობაში სხვა არაფერზე არ შეეძლო ეფიქრა. ეს ქვის წერილები უმსუბუქებდნენ
ლაშქრად წასული ქმრის მოლოდინს. ხოლო როცა სამშობლოში დაბრუნების დღეც გათენდა,
მარეხმა უპირველეს ყოვლისა წერილები ჩაალაგებინა სკივრებში, ჯერ სკივრები დააბინავებინა
და მხოლოდ მერე ავიდა თვითონაც სამშობლოსკენ მიმავალ ხომალდზე.
როცა მარეხს უხეირო პირველად მოუყვანეს დაჭრილი, გული ფეხებში გაეპარა; მხოლოდ დიდი
ხნის მერე მიხვდა, ყველაზე ბედნიერი დღეები ჭრილობისგან სახეაპრიალებული ქმრის
საწოლთან რომ გაეტარებინა. მაშინ მარეხი მარტო ცოლი აღარ იყო უხეიროსი, დედაც იყო,
გადიაცა და მსახურიც. უხაროდა, ამოდენა ვაჟკაცს ხელით რომ აჭმევდა, საჭმელში წამალსაც რომ
აპარებდა, ის კი ვერაფერს ხვდებოდა. მერე კი უცნაურ ამბებს უყვებოდა, ოღონდ უხეირო
წყნარად წოლილიყო და დაუდევარი მოძრაობებისგან ისევ არ გახსნოდა ძლივს პირმოკრული
ჭრილობა.
უხეიროს ცოლის მონაყოლი ამბებიც გადაეტანა აფრისხელა ტილოზე, იმიტომ კი არა,
სხვებისთვისაც რომ ეჩვენებინა, არამედ იმიტომ, მარეხი ახლაც და ყოველთვის ახლოს
ჰყოლოდა. მარეხის მონაყოლი მისთვის იგივე მარეხი იყო. ამოქარგულ სტრიქონს ისე სათუთად
გადაუსვამდა ხოლმე ხელს, თითქოს მის მხარზე გატრუნული მარეხის პატარა თავს ეფერებაო.
ცოდვა გამხელილი სჯობს და უხეიროს გულის სიღრმეში ეამაყებოდა, ასეთი დიდგვაროვანი
ცოლი რომ ჰყავდა. თუმცა, როგორც თვითონ იტყოდა ხოლმე, ქალაქის ბაზარშიც რომ ეპოვნა,
მაინც ასე ეყვარებოდა. ისეთ უცნაურ ამბებს ყვებოდა მარეხი, "ზღაპარ იყო და ზღაპარ იყოო" გაიძახოდა უხეირო. მაგრამ მარეხი მოხუცი გადიის მოთმინებით აგრძელებდა თხრობას, ოღონდ

ქმარი ჩაეძინებინა როგორმე. უხეირო კი მართლაც ბავშვივით ჭირვეულობდა, სიტყვას
აწყვეტინებდა, უკან აბრუნებდა, ათასჯერ ამეორებინებდა ერთსა და იმავეს. ბევრი, ძალიან ბევრი
რამე ეეჭვებოდა უხეიროს ცოლის ნაამბობში, ერთს კი სიამოვნებით იჯერებდა, თუმცა, სხვებზე
მეტად არც ეს ამბავი ჰგავდა სიმართლეს, მაგრამ უხეიროს მოსწონდა, შეიძლება იმიტომაც,
ძნელი დასაჯერებელი რომ იყო. ვინ იცის, მერამდენედ აყოლინებდა უკვე მთქნარებაატეხილ
მარეხს იმ ფრთოსან ტყუპებზე, რომლებიც ვითომ მარეხის პეპერის პეპერას გასჩენოდა. თვითონ
ხელებს თავქვეშ ამოიწყობდა, იღიმებოდა და რასაც იმ წუთას ხედავდა, თავისი უცნაურობითა
და სიმშვენიერით ყოველგვარ სიმართლეს აღემატებოდა. უხეირო ფრთოსან ტყუპებს ხედავდა.
ეს სანახაობა ასევდიანებდა და ესეც მოსწონდა. რატომღაც თავისი ბავშვობა და მშობლიური
ქალაქი ახსენდებოდა, რომლის თავზეც ერთი გადაქროლება სიცოცხლეს ერჩია. ის ახლა
რომელიღაც ზღაპრულ, არარსებულ ქვეყანას დამსგავსებოდა, დაუდევრობისა თუ სიბრიყვის
წყალობით დაკარგულსა და დავიწყებულს. შორეულ მოგონებებში გადაფრენილ უხეიროს ერთი
წუთით მართლა სჯეროდა, რომ "იმ ქვეყანაში" ყველანი ფრთებით იბადებოდნენ, ყველანი,
უხეიროს ჩათვლით. ის კი ვერ გაეგო, რატომ მიატოვა თუ მიატოვებინეს "ის ქვეყანა", რომლის
წამიერი წარმოდგენაც კი ამხელა სევდითა და სიხარულით ავსებდა; ან როდის შეაჭრეს ფრთები,
ოდესღაც, დიდი ხნით წინათ მასაც რომ ნამდვილად ჰქონდა. ახლა ამაში ეჭვიც არ ეპარებოდა,
იმდენად იყო დარწმუნებული, ერთხელ ცოლს მოყოლა შეაწყვეტინა და უთხრა: აბა, ზურგზე
მომისვი ხელიო. ცოლმა იფიქრა, ალბათ, წოლისაგან თუ დაუბუჟდა ზურგიო და ხელი ნაზად
ჩამოუსვა.
- არაფერიაო? - ჰკითხა უხეირომ.
ფრთოსანი ტყუპები კი შემთხვევით შემოფრენილი მერცხლებივით დასრიალებდნენ ჰაერში,
ჟღურტულებდნენ, თამაშობდნენ და მათი მსუბუქი ფრთებით ათრთოლებული ჰაერი უხეიროს
სახეზე უღიტინებდა.
ბევრი კაცი ჰყავდა უხეიროს მოკლული, მაგრამ ადრე, სანამ ფეხზე იდგა, სინდისის ქენჯნა
არასოდეს უგრძვნია, არ შეწუხებულა, რადგან ამას თავის ხელობად თვლიდა, მამაკაცის
ხელობად, რომელსაც პირნათლად უნდოდა შესრულება. ამას დიდი ახსნა-განმარტება არ
სჭირდებოდა, ყველაფერი ისედაც ნათელი იყო: რომ არ მოეკლა, მოკლავდნენ. მაგრამ
მოურჩენელმა ავადმყოფობამ უხეიროს გონებაში ბევრი რამე შეცვალა და გადააადგილა. ახლა
მას დროც მეტი ჰქონდა საფიქრელად. ფიქრი კი, ფრთხილი ქალივით, მარტო არასოდეს
მოდიოდა, სევდასა და სინანულს მოიყოლებდა ხოლმე. სევდა და სინანული კი ხანგრძლივი
წოლისა და ხანგრძლივი ტკივილებისაგან გამძაფრებულ გრძნობებს უარესად უმძაფრებდნენ და
უფაქიზებდნენ. ამიტომ მისთვის გონებისმიერი სინამდვილე კი არ იყო მთავარი, არამედ
გრძნობებისმიერი, ბნელი სინამდვილე. ამ სიბნელეში თავჩარგულს, ტირილიც ბუნებრივად
ეჩვენებოდა და საიდანღაც, მისი არსების ყველაზე მიუვალი და ხელშეუხებელი კუნჭულიდან
გამომტყვრალი ცრემლით მისგან დახოცილ ხალხს ყველას ერთად ტიროდა, რადგან ყველას
ერთნაირი სიკვდილი აერთიანებდა და ყველა ერთნაირად ეცოდებოდა. ხოლო მათი
განმასხვავებელი ნიშანი იმდენად უმნიშვნელო იყო, ხელი არ ჩაევლებოდა; ზოგი უფრო ადრე,
ხოლო ზოგი უფრო გვიან განეგმირა უხეიროს უტყუარ შუბს. უხეირო ახლაც მათ სამყაროში
ცხოვრობდა, არც აპირებდა იქიდან გამობრუნებას, რადგან გამოსაბრუნებელი გზა სამუდამოდ

დავიწყებოდა. ერთადერთი, რაც უხეიროს ყოველდღიურ სინამდვილესთან აბრუნებდა, ფერადი
ძაფები იყო. როგორც კი ძაფი შემოაკლდებოდა, ისეთ ჭექა-ქუხილს ასტეხდა, მათი სახლის წინ
შემთხვევით ჩავლილი მგზავრი ცას ახედავდა ხოლმე. შინაურები კი ფაცაფუცით დარბოდნენ და
ვაი მათი ბრალი, თუ დროზე არ გააჩენდნენ ძაფს. საწოლზე წამომჯდარ,
თვალებგადმოკარკლულ უხეიროს თავზევით შემართულ ხელში თავისი უტყუარი შუბი ეჭირა.
რამდენჯერმე რომ განმეორდა ამგვარი აყალმაყალი, მამის ძაფებით მომარაგება პოპინამ
დაივალა. ბავშვურმა ალღომ უკარნახა, მხოლოდ ამ ფერადი ძაფის მეშვეობით შეძლებდა მამის
სამყაროში შეღწევას. ეს კი მისი ოცნება იყო. მან მხოლოდ ის იცოდა, რომ კაცი, რომლის შიშითაც
სახლში ყველანი თითის წვერებზე დადიოდნან, თუმცა მთელი დღეები, გასათხოვარი ქალივით,
ქარგვის მეტს არაფერს აკეთებდა, მამამისი იყო. მისი ბავშვური ბუნება კი მშობლის სუნსა და
სითბოს მოითხოვდა, ნატრობდა, ეძებდა, ელოლიავებოდა. რამდენჯერ უტირია დედამკვდარ
პოპინას თავზე საბანწაფარებულს, რამდენჯერ დათუთქვია გული, რამდენჯერ უნატრია, ნეტავ
მეც მკვდარი ვიყოო და რამდენჯერ შესცოდებია თავი, მკვდრად რომ წარმოუდგენია. დედის
სიკვდილის შემდეგ პოპინას ერთი შიში დასჩემდა: ეჩვენებოდა, არასწორად იზრდებოდა, ვითომ
ხელები უფრო მოკლე ჰქონდა, ვიდრე უნდა ჰქონოდა. მკერდი კი უფრო ბრტყელი, ვიდრე მის
ტოლ გოგოებს, უკვე ყველაფრით ქალებს რომ დამსგავსებოდნენ. "ასე იმიტომ ხდება, დედა რომ
არა მყავსო", - ფიქრობდა პოპინა და მის მზარდ, ჩამოუყალიბებელ არსებაში მომხდარი
ყოველგვარი ცვლილება, ბუნებრივი, კანონზომიერი და აუცილებელი, შიშის ზარსა სცემდა.
პოპინას მშობლის ხელი ენატრებოდა, თუნდაც ამ ხელს ტკივილი მიეყენებინა მისთვის, თმა
დაეგლიჯა, ხორცი დაებეჟა, ოღონდ დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ის ხელი მართლა
არსებობდა და მართლა მის მშობელს ეკუთვნოდა.
ცოლის სიკვდილმა უხეირო უარესად დააშორა ოჯახს, რადგან მთელი მისი ბუნება წინააღმდეგი
იყო შეჰგუებოდა მარეხის დაკარგვას. საკუთარ უძლურებასაც მარეხის სიკვდილს უკავშირებდა,
თითქოს მარეხი ის ზღაპრული ჩიტი იყო, მისი მთავარი ძალა რომ ჰქონდა მიბარებული.
უხეიროს იმდენი ჰქონდა ნაშოვნი, მისი ავადმყოფობა ოჯახს კიდევ კარგა ხანს არ დაეტყობოდა,
მაგრამ ცოლის სიკვდილმა და მისმა განდგომამ ოჯახი თანდათან რაღაც განსაკუთრებულ სახლს
დაამსგავსა, სადაც ობლებსა და უპატრონო ხეიბრებს იფარებდნენ და არც მზრუნველობას
აკლებდნენ, რათა ბავშვებს ობლობა, ხოლო ხეიბრებს უპატრონობა არ ეგრძნოთ.
ბავშვები თანდათან იზრდებოდნენ, ჭკუაში ვარდებოდნენ და უკვე თვითონაც გრძნობდნენ,
არასწორად რომ წარმართულიყო მათი ცხოვრება, სამუდამოდ დაჰკარგვოდათ შინაგანი
სიმყუდროვე, რასაც სხვათა მზრუნველობა კი არა, მშობლის დატატანება ბადებს მხოლოდ.
რამდენჯერ მდგარა პოპინა მამის ოთახის კართან ატუზული, იქნებ მოიხედოს, დამინახოს და
დამიძახოსო. მის დაჟინებულ მზერას თავდავიწყების ის სქელი ზღუდეებიც დაურღვევია,
საიმედოდ რომ იცავდა უხეიროს გარე სამყაროსგან, მაგრამ უხეირო ერთს გამოხედავდა,
დააკვირდებოდა, უაზრო და უმნიშვნელო ღიმილი გადაურბენდა სახეზე და ისევ თავის საქმეს
მიუბრუნდებოდა ხოლმე. მის დამსხვრეულ ფეხებზე გადაფარებული აფრისხელა ტილო კი
დღითიდღე ჭრელდებოდა, ლამაზდებოდა და ბავშვის ცნობისმოყვარეობას ისე აღიზიანებდა,
როგორც მშიერ კატას ლეშის სუნი. მას შეეძლო უსასრულოდ ეცქირა, თუნდაც ასე შორიდან, ამ
ჯადოსნური ტილოსთვის, სანთლების შუქზე ყვავილებით გადაპენტილი მინდორივით რომ

ბიბინებდა. შეიძლება, ამიტომაც ითავა პოპინამ მამის მომარაგება ძაფებით. არავინ არ დაიხმარა,
რადგან ძალიან უნდოდა, იმ ძაფს, რომლითაც მამამისი ქარგავდა, იქამდე მხოლოდ და მხოლოდ
მის ხელში გაევლო - იქნებ მამამდე მართლა მიჰყოლოდა, რასაც ჩაუთქვამდა. გარეცხილს,
შეღებილსა და გორგლებად დახარისხებულ ძაფს პოპინა პირთან მიიტანდა ხოლმე და თავის
ნატვრასა და სურვილს ეჩურჩულებოდა: მამას უთხარი, ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარს. ერთ
პატარა ბიჭს შუბლზე მუშტისხელა კოპი აქვს. თვითონ მიხვდება, ვისაც. კიდევ უთხარი, რომ...
და ასე უსასრულოდ ეჩურჩულებოდა პოპინა ძაფის გაბურძგნულ გორგალს, სანამ არ
ჩაეძინებოდა.
პოპინამ პატარა ფიცრულში სამღებრო მოაწყო. ფიცრული ფილამონეს გააწმენდინა. იქიდან
გამოზიდული ფეხმორყეული სკამები, სალტეებმორღვეული, ფიცარ-ფიცარ დაშლილი კასრები,
ძირგამომძვრალი თუ ყურაგლეჯილი კალათები ერთად დაახვავებინა და დააწვევინა.
გაწმენდილ, გასუფთავებულ ფიცრულში კერა გამართა, კედლის გასწვრივ დაკრიალებული
ქვაბები დააწყო, თაროებზე კი ათასნაირი მცენარის ფესვი, ბოლქვი, ღერო თუ ფოთოლი
დაახვავა, ყოველთვის რომ ხელთა ჰქონოდა. პოპინა თვითონვე აზავებდა და ადუღებდა
საღებავს. მალე ისე დაოსტატდა, გინდაც ათჯერ გაგევლოთ წყალში მისი შეღებილი ძაფი, ფერს
არ შეიცვლიდა. თვითონ ღებავდა ძაფს, თვითონვე აფენდა გასაშრობად თხილის ლასტებზე და
თვითონვე დარაჯობდა გრძელი სახრით კისერმოქცეულ ქათმებისგან, გაოცებულნი რომ
შეჰყურებდნენ უცნაურად აჭრელებულ ხალიჩას და ჩაკაკანებით გამოხატავდნენ თავიანთ
გაკვირვებას, ანდა ამ ხალიჩის გადაქექვის სურვილს.
გამშრალ ძაფს პოპინა პატარა ნაფოტებზე ახვევდა და მსუქან, ზღარბებივით გაბურძგნულ
გორგლებს კალათაში აწყობდა. ფერადი ძაფებით სავსე კალათას მინდვრის ყვავილების ისეთი
მძაფრი სუნი ასდიოდა, გაბრიყვებული ფუტკრები ბზუილით ეხვეოდნენ. პოპინას შრომასა და
მონდომებას უშედეგოდ არ ჩაუვლია, მამის სიახლოვითა და სიამაყის გრძნობით დამფრთხალმა,
უცნაური ყვავილებივით მფშვინავი და მბზინავი გორგლებით პირმობმული კალათა პირველად
რომ შეიტანა მამასთან, უხეირომ ბარის პირივით ბარაქიანი ხელი თავზე დაადო და უთხრა: შენც
დედასავით კეთილი გული გქონიაო. მერე კი, ვერაფერი რომ ვერ მოუხერხა უეცრად
გამომტყვრალ მღელვარებას, უკეთესი ვერაფერი რომ ვერ მოიგონა, აფრისხელა ტილოს ხელი
გადაუსვა და უთხრა: თუ გინდა დაათვალიერეო. პოპინასაც ეს უნდოდა მხოლოდ. დახედა თუ
არა აფრისხელა ტილოს, თვალები აუჭრელდა. აფრისხელა ტილო მართლაც გაზაფხულის
მინდორივით ხასხასებდა და დამათრობელ, თაფლისა და ცეცხლის სურნელს აფრქვევდა.
პოპინამ გარკვევით გაიგონა ფუტკრის ზუზუნიცა და ნაკადულის ჩხრიალიც. მალე თვალიც
შეასწრო მზის სხივებზე აბრჭყვიალებულ ნაკადულს: ყვავილებში მისრიალებდა, გველივით
მოქნილი და სწრაფი.
- ლამაზია, - თქვა პოპინამ.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
  • Parts
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Total number of words is 3713
    Total number of unique words is 2149
    29.1 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2104
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Total number of words is 3786
    Total number of unique words is 2050
    32.9 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 2036
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Total number of words is 3729
    Total number of unique words is 2068
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    52.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Total number of words is 3798
    Total number of unique words is 2041
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.7 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Total number of words is 3774
    Total number of unique words is 2100
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Total number of words is 3823
    Total number of unique words is 2083
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2026
    33.7 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Total number of words is 3773
    Total number of unique words is 1978
    31.9 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 2031
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2106
    31.0 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Total number of words is 3704
    Total number of unique words is 2027
    30.8 of words are in the 2000 most common words
    45.1 of words are in the 5000 most common words
    51.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 2083
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Total number of words is 3829
    Total number of unique words is 2058
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 1976
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2062
    30.1 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Total number of words is 3775
    Total number of unique words is 1967
    34.5 of words are in the 2000 most common words
    49.1 of words are in the 5000 most common words
    56.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Total number of words is 3868
    Total number of unique words is 1886
    35.4 of words are in the 2000 most common words
    49.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2046
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Total number of words is 3709
    Total number of unique words is 1983
    33.1 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Total number of words is 3866
    Total number of unique words is 2020
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.4 of words are in the 5000 most common words
    54.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2020
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    54.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 2058
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2111
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2042
    30.5 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Total number of words is 3904
    Total number of unique words is 2006
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 1988
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Total number of words is 3889
    Total number of unique words is 1960
    31.7 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Total number of words is 3751
    Total number of unique words is 2127
    27.9 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Total number of words is 3814
    Total number of unique words is 2046
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Total number of words is 3808
    Total number of unique words is 2002
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2068
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.4 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 2023
    31.8 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2094
    29.3 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Total number of words is 3725
    Total number of unique words is 2171
    27.3 of words are in the 2000 most common words
    38.2 of words are in the 5000 most common words
    44.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Total number of words is 3887
    Total number of unique words is 2056
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Total number of words is 1188
    Total number of unique words is 820
    38.4 of words are in the 2000 most common words
    50.8 of words are in the 5000 most common words
    57.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.