Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37

Total number of words is 3887
Total number of unique words is 2056
32.6 of words are in the 2000 most common words
44.9 of words are in the 5000 most common words
51.5 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
არც შეეძლო ეფიქრა ბავშვზე, რომელიც ჯერ არ არსებობდა, რომელიც ჯერ მის გონებაში ჩაისახა

და მერე საშოში. შვილის გაჩენისთანავე თინას გეგმებიც უკვალოდ გაქრა, მას აღარც
აინტერესებდა ისინი, რადგან მისდა უნებურად, სრულიად მოულოდნელად, უფრო დიდი
საზრუნავი გაუჩნდა. ეს პატარა, თბილი და ღუღუნა არ-სება თავს ერჩია და აღარც ის ახსოვდა, რა
იმედებს ამყარებდა მასზე. სამაგიეროდ, არც იმაზე დაფიქრებულა: ეკუთვნოდა თუ არა, სწორი
იყო თუ არა მისი განზრახვა და საერთოდ ჰქონდა თუ არა უფლება შვილის გაჩენისა. მან ხომ
თავიდანვე იცოდა, რომ კაცს, რომელიც ამ ბავშვის მამა უნდა გამხდარიყო, არ უყვარდა იგი და
არც რა-მე ნიშანს იძლეოდა იმისას, როდისმე რომ შეიყვარებდა. ბავშვს კი ორივენი ერთნაი-რად
ეყვარებოდა, დედაცა და მამაც, და ამ ორ ცეცხლს შუა ვერასოდეს გააკეთებდა არჩევანს, მთელი
სიცოცხლე მათ დაუნდობელ სიმხურვალეში უნდა ეტრიალა და ამო-უკვნესავად
ჩაფერფლილიყო კიდეც. მაგრამ თინა მაშინ ასე ვერ იფიქრებდა, რადგან თავისი სისწორისა და
სამართლიანობის საბუთი გვერდით ეწვა, ძუძუზე ხელს უთა-თუნებდა და ძილმორეულ
თვალებს უჭუტავდა. მაგრამ სინამდვილეში ესეც მწარე ხუმრობა ყოფილა და მეტი არაფერი.
ღმერთებმა გაამასხარავეს თინა, ის კი, თავისი სიკერპის გამო, იქამდე ვერ მიხვდა ამას, სანამ
შვილის სისხლი არ შეაშხეფეს სახეში. პატარა უხეიროს სიკვდილმა საბოლოოდ გამოაფხიზლა
და დაარწმუნა, მთელი მისი ცხოვრება მისივე ოცნების ნაყოფი იყო, რომელიც ვერც დროის
დინებას გაუძლებდა და ვერც ამინდთა მონაცვლეობას. ტყუილად ელოლიავებოდა თურმე ამ
ნაყოფს, რომ-ლის მოსაწევადაც ამდენი შრომა და მოთმინება დასჭირდა და რომელიც, ბოლოს და
ბოლოს, მაინც გამოიბა მისი სიჯიუტისა და მოთმინების ხემ, რათა ქარის პირველსავე
წამოქროლებაზე მთელი ქალაქის თვალწინ, ქვაფენილზე დაენარცხებინა და გაესრისა. ერთხელ
მაინც დაეჭვებულიყო, რატომ სწყალობდნენ ღმერთები ასე, რატომ უსრუ-ლებდნენ ყველაფერს,
რაც კი ჩაეთქვა და მოესურვებინა? განა არ ჰქონდა დაეჭვების საფუძველი? ჰქონდა, როგორ არ
ჰქონდა. რამდენჯერ შერჩენია ხელში ტაროს მაგივ-რად ფუჩეჩი. ბედნიერებასაც ბევრჯერ
მოუღიტინებია გულის კოვზზე ფუნჩულა თა-თი., ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ, მაგრამ როცა
თვითონაც წასტანებია ამ ფუნჩულა თათს, ხელში სიცარიელე შერჩენია. მაგრამ თინას მაშინ ის
უფრო ადარდებდა, სხვებსაც არ შეემჩნიათ მისი გაწბილება. წამით გაირინდებოდა ხოლმე
ხარხარის მო-ლოდინში, ეგონა, ყველანი ხელებში მისჩერებოდნენ, თითქოს სხვისას ითვისებდა
რა-მეს. თუმცა თვითონაც გრძნობდა, სხვისას რომ ითვისებდა და ამიტომაც ეჩვენებოდა ასე,
ამიტომაც არ იტეხდა იხტიბარს და ყოველი მარცხის მერე უფრო ამაყად და გა-მომწვევად
მიჰყვებოდა ბავშვობიდან არჩეულ გზას. მერე რა, თუ სხვისას ითვისებდა? ჯერ ერთი, რატომ
იყო ის სხვისა, რა უფლების ძალით, ან სხვა რას აკეთებდა მასზე მეტს თავისი საკუთრების
დასაცავად? სხვა თითსაც არ ანძრევდა იმის დასაცავად, რის მითვისებასაც თინა აპირებდა,
რადგან ის მართლა სხვისი იყო, თავიდანვე სხვას ეკუთვნოდა, ღმერთებს სხვისთვის ეჩუქებინათ
და, რამდენიც არ უნდა ეპამპულა თი-ნას, მაინც ვერ ამოფხეკდა ტვიფარს, დამღასა თუ ნიშანს,
ბედისწერას რომ დაემჩნია ზედ. თინას მოთმინება მიუგდეს მხოლოდ, როგორც კატას ძაფის
გორგალი, კატასაც რომ თავი შეექცია, კი არ ენადირა, ეთამაშა, ვითომ ვნადირობო. ბოლოს კი
ღმერთებ-საც მობეზრდათ მისი წარამარა გაპამპულება და აკი ერთბაშად მოუთავეს კიდეც ხელი. დაე, ახლა სხვებს ეცადათ, თუკი ამგვარი სურვილი ჰქონდათ, თავიანთი ბედის შეცვლა,
რომელიც მათ გაჩენამდე დაედგინა და გადაეწყვიტა ვიღაცას. თინასთვის კი ყველაფერი
დამთავრებულიყო, ჩამოთავდა კოდში საფქვავი და მასაც ისღა დარჩენოდა, ტომარაში
გადაეცალა დაკარგული დრო. ზურგზე მოეგდო თავმობმული ტომარა და შინისაკენ

გასდგომოდა გზას. თინა ლასლასით გადადიოდა ქუჩაზე, თითქოს მართლა მძიმე ტომარა
აეკიდა და ჭუჭყიანი, გაოფლილი პერანგივით გრძნობდა, როგორ მობეზ-რებოდა ცხოვრება,
უაზრო და უსასრულო, როგორც მისი მოთმინება.
ფარნაოზი მღვიმეში იწვა, არც არაფერზე ფიქრობდა, არც არაფერს ელოდებოდა. გრძნობდა,
ძალიან ცოტა დრო დარჩენოდა და მაინც ვეღარაფერს მოასწრებდა. ან რა-ღა ჰქონდა მოსასწრები,
პატარა უხეირომ მის მაგივრად ყველაფერი თქვა და გააკეთა კიდეც. მისმა შვილმა გამოიტანა
სამზეოზე და მთელი ხმით იყვირა, რაც მას სტკიოდა და აწამებდა, რასაც ვერ ურიგდებოდა და
ვერც ებრძოდა. შვილმა კი აჯობა, შვილმა აჯობა და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა
მის ცხოვრებაში, შვილმა აჯობა და ამით გაამართლა მთელი მისი ცხოვრება, დათრგუნა, დაამხო,
გააცამტვერა და ამით გამარჯვების რწმენა გაუღვივა. რამდენ ხანს გასტანდა ეს რწმენა, ამას რა
მნიშ-ვნელობა ჰქონდა, მთავარი ის იყო, ფარნაოზი ამ რწმენით რომ დატოვებდა ქვეყანას.
პატარა უხეიროს სიკვდილმა ფარნაოზს მარადიული გაურკვევლობის, მარადიული ყოყმანისა
და მარადიული შიშის გრძნობა მოაშორა, მან, როგორც მოწამლულმა ნა-დირმა, ბოლოს და
ბოლოს, მაინც ამოანთხია შხამი, ცხოვრება ყოველ ნაბიჯზე ძა-ლით რომ ატენიდა პირში, კი არ
აპარებდა, ატენიდა, მაგრამ ამას იმდენი დრო და იმ-ხელა მსხვერპლის გაღება დასჭირდა, კი არ
განთავისუფლდა, დაცარიელდა. სწორედ ამ სიცარიელის შეგრძნებამ დაახვია თავბრუ და
შვილის სისხლის მიწაწაყრილ გუ-ბესთან ყეყეჩივით დასვა.
ფარნაოზი უკვე მკვდარი იყო, ამას თვითონაც გრძნობდა, განუწყვეტლივ გრძნობდა, რადგან
განთავისუფლებით კი განთავისუფლებულიყო ყველაფრისაგან, ყველასაგან, საკუთარი
არსებისგანაც, მაგრამ იმ თავისუფლებისა არაფერი ეცხო, რომლისკენაც ცოცხალი მიილტვოდა.
ეს სიკვდილი იყო, მიწის, ჭიაღუებისა და ფესვების სუნით გაჟღენთილ სუდარას მოითრევდა და
ბუზღუნებდა: ისე არავინ მოკვდა, მე რომ არ დამდონ ბრალიო. ფარნაოზი მოუთმენლად,
ბავშვური სულწასულობით ელოდებოდა, თითქოს სიკვდილს საჩუქრებით სავსე ტომარა
მოჰქონდა. ასედაც იყო, კიდევ ერთი ნა-ბიჯი და ფარნაოზი ისევ იხილავდა ყველაფერს, რაც
სამუდამოდ დაჰკარგვოდა, რაც სამუდამოდ მიებარებინა მიწისთვის. არ ეგონა, ასეთი სანუკვარი
თუ იქნებოდა დასას-რული; სიკვდილს რომ გადაეფიქრა, თვითონ წაეტანებოდა სუდარას,
როგორც მძინარე გადახდილ საბანს, რათა იმქვეყნიური სუსხით აბურძგნული ხორცი დაეფარა.
ბოლო იგივე თავი იყო, თავი იგივე ბოლო, ფარნაოზი ისევ იქ მოსულიყო, საიდანაც მოვლე-ნოდა
ქვეყანას. არტახებში გახვეული ჩვილივით იწვა და მისი არსება უარს ამბობდა ყველაფერზე, რაც
თავს გადახდენოდა. ყველაფერი მართლაც ძნელად დასამახსოვრე-ბელ სიზმარს ჰგავდა და
ფარნაოზიც იოლად იჯერებდა, არტახებში გახვეული ჩვილი ვარო. არტახები ისე მჭიდროდ
შემოეხვიათ, სუნთქვა უჭირდა, ხელ-ფეხი დაბუჟვოდა და ოფლში გახვითქულიყო, მაგრამ მაინც
განუძრევლად იწვა. "ასეა საჭიროო. დედა-ჩემს არ შეეშლება, ბავშვის მეტი რა გაუზრდიაო" ფიქრობდა ფარნაოზი და გამშრა-ლი ტუჩებით თხის ძუძუს დაეძებდა. რძეს უფრო იმიტომ
სვამდა, იქნებ სასაზე მიკ-რული თმა ჩაიყოლოსო. თუმცა, რა თქმა უნდა, თმა ეჩვენებოდა, მაგრამ
ვერაფრით მოეშორებინა ეს შემაწუხებელი შეგრძნება. ჭუჭყიანი თითებით ჩაკაწრული სასა
სტკიოდა, სისხლს აფურთხებდა, თმა კი ადგილიდან არ იძროდა, იძროდა კი არა, თითქოს
იზრდებოდა კიდეც. ფარნაოზი თხაზე ბრაზობდა, თითქოს თხის ბრალი იყო, რძეს რომ არ
შეეძლო თან ჩაეტანა არარსებული თმა. ფარნაოზი ძუძუზე კბენდა, ძა-ლით იშორებდა, მაგრამ

მეორე წუთას შეშფოთებული ეძახდა, დედაჩემო, დედილოო. აფორიაქებული თხა თავზე ედგა,
დაჰკიკინებდა და ფართე, წითელ წრეებში მომწყვ-დეული წყლისფერი თვალებით გაოცებული
ათვალიერებდა, მაგრამ როცა სიბრაზისა-გან ძალმიცემულმა ფარნაოზმა მჯიღი გამეტებით
ჩათხლიშა თვალებში, თხა მღვიმე-დან ჩლიქების ფხაკაფხუკით გავარდა, მხოლოდ ერთხელ,
ერთი წამით შემოჰყო დარე-ტიანებული თავი მღვიმის ხვრელში და იმის მერე აღარც
გამოჩენილა.
"კი, მაგრამ კუსა სად არის აქამდეო" - ახსენდება უცებ ფარნაოზს თავისი დისშვი-ლი. ახსენდება
კი არა, არც დავიწყებია, კუსას ელოდება აქ, აქ დათქვეს პაემანი, რად-გან არავინ შეუშალოთ
ხელი საიდუმლო საუბარში. დღეს უნდა ითქვას ყველაფერი და ფარნაოზს გული უცნაურად
უჩქროლდება თანამზრახველის მოლოდინში, მაგრამ მაინც იკუნტება, მაშინვე თვალში რომ არ
ეცეს კუსას ღრმულიდან ამოშვერილი ფე-ხები.
- როგორა ხარ, ბიძაჩემო? - ამბობს კუსა და ხელებს ისე იფშვნეტს, თითქოს მოში-ებულმა
სტუმარმა გაწყობილ სუფრას დახედაო.
ფარნაოზი ხმას არ იღებს, თავს იმძინარებს, იმიტომ კი არა, კუსასი რომ ეშინია, არა,
სრულებითაც არა, ან რიღასი უნდა ეშინოდეს, უბრალოდ კუსასთან აღარაფერი აქვს სალაპარაკო,
ახლა ახსენდება, უკვე ყველაფერი უთხრეს ერთმანეთს, თანაც ერ-თხელ კი არა, ბევრჯერ.
მობეზრდა კიდეც, აღარ აინტერესებს, მას ახლა მხოლოდ ერ-თი რამე აწუხებს და ეჩოთირება:
თვითონ უფრო გრძელია, ვიდრე ღრმული, რომელ-შიც ჩაწოლილა. კი, მაგრამ რატომ? რატომ
მოხდა ასე?! - უკვირს ფარნაოზს. ამოშვე-რილი ფეხებიდან დაძრული სისხლი თავში აწვება,
ფეხები კი უბუჟდება. გაფუყულ, გაშეშებულ ფეხებზე თითქოს ჭიანჭველები შესცოცებიან. ეს
ჭიანჭველები საიდანღა გაჩნდნენ? ერთხელ ხომ უკვე შეჭამა ისინი კნოსის ნავსადგურში,
გაჩეჩქვილ მსხალ-თან ერთად. ფარნაოზს გულს აზიდებს გაჩეჩქვილი მსხლისა და ჭიანჭველების
წარ-მოდგენაზე. თუ უნდა, რომ მართლა მოისვენოს, როგორმე უნდა ჩაეტიოს ამ ღრმულში,
კეთილი უნდა ინებოს და მოიკუნტოს, დაპატარავდეს, დამოკლდეს, განა ასე არ იქცე-ვიან
ყველანი, ის ვითომ რითია სხვებზე უკეთესი? რამდენჯერ უნდა გაუმეორონ ერ-თი და იგივე? ან
თუ სხვას შეუძლია, მან რატომ ვერ უნდა შეძლოს? ვისზე ნაკლე-ბია? კუსა ახლობელია, მაგრამ
არც ახლობელს ესიამოვნება, ცხვირწინ რომ დაუწყო შენი აქოთებული ფეხები. ფარნაოზი
ცდილობს, ათასნაირად იკრუნჩხება, მაგრამ ფე-ხები მაინც ამოშვერილი აქვს ღრმულიდან,
თითქოს განგებ, გამომწვევად, ყველამ რომ დაინახოს. ღრმული აშკარად მოკლეა, მისი
დაგრძელება კი ასე უცებ წარმოუდგენე-ლია, შეუძლებელია, ფიქრიც სისულელეა, განა ქვა ასე
ადვილად ემორჩილება ადამი-ანს? ეს მაინც იცის, ამის მეტი რა უკეთებია? გამოქვაბულში ბნელა,
რადგან კუსა ზურგით აჰფარებია ხვრელს, საიდანაც ისედაც ძლივსძლივობით აღწევდა
მკრთალი სინათლის ნატამალი. "ეწყინა, კიდევ ვაწყენინეო" - ფიქრობს ფარნაოზი, მაგრამ თითქმის მაშინვე ისევ ჩნდება დამახინჯებულ წრეში მომწყვდეული ბუსუსიანი სივრცის ნაგლეჯი და
კუსას ხმაც ესმის. "წვალობ?" - ეკითხება კუსა და როგორც იცის ხოლ-მე, უსიამოდ ქირქილებს იმ
კაცივით, ვიღაცას რჩევა რომ მისცა, მაგრამ იმ ვიღაცამ არ დაუჯერა და ისიც ქირქილებს,
მხოლოდ იმიტომ, ასე უცებ რომ დადასტურდა მისი სიმართლე. "ახლა რაღას იტყვი, ვინ ყოფილა
მართალი? ხე, ხე..." - ქირქილებს კუსა და ფარნაოზს სისხლი ეყინება. კუსა მართალია. გესმით
თუ არა, რას ნიშნავს ეს? ფარნაოზი ხვნეშის, იოფლება, დაძაბულობისაგან ლამის კუნთები

დააწყდეს, მაგრამ მაინც ვერ ჩაუტევია ფეხები ღრმულში. მის ფეხებთან ჩაკუნცხული კუსა
ყურადღე-ბით, საქმის მცოდნე კაცივით ათვალიერებს, როგორც საზრიანი და გამოცდილი გლეხი დაავადმყოფებულ ხეხილს. არა, ის ასე იოლად არ მოეშვება ამ ხეხილს, რომელ-საც, იმის
ნაცვლად, კვირტი გამოეღო, უცებ კენწერო გაუყვითლდა, კანი გაუშრა და საკმარისია ხელი
ოდნავ შეახო, მტვრად ჩამოვიდეს ძირს. ხეს მკურნალობა სჭირდება, ვინ მისცემს ნებას, ასე
უბრალოდ ადგეს და გამოეცალოს თავის თანამოძმეებს, კვირ-ტებით რომ დახუნძლულან და
კვლავაც მზად არიან, გამოიღონ ნაყოფი, პირნათლად მოიხადონ თავიანთი ვალი ბუნებისა და
კაცის წინაშე. ეეე, შვილოსა, რაც ამ კაცს ოფლი ჩაუქცევია ერთი ქეციანი ხის გასახარებლად;
ყველა რომ ასე გაბერწდეს და გადაგვარდეს, სად წავა?! ღმერთებსა და ბუნებას ასე დაუდგენია:
ხე იმიტომ არის ხე, ნაყოფი გამოიღოს, მეორე ხეს ჰგავდეს და, აქაო და მე სხვებზე კარგი ვარო,
უშნოდ არ გაიფარჩხოს. მეტი სიმაღლე არც ხეს დააყრის ხეირს; მაშინ მან სხვისი წილი წყალიც
უნდა შეიწოვოს. კი მაგრამ რატომ? სხვამ რა დააშავა? სხვა თავჩაღუნული დგას და შრომობს,
დიახ, შრომობს, ნაყოფით იხუნძლება, როცა ის მეორე, სიმაღლი-საგან გამოლენჩებული, ცას
მისჩერებია და მოვალეობა აღარც კი ახსოვს.
- ზედმეტი არაფერი არ ვარგა, - ამბობს ფარნაოზის ფეხებთან ჩაცუცქული კუსა - ამ ღრმულში
რომ ვერ ეტევი, იმიტომ წვალობ. შენ უფრო გრძელი ხარ, გრძეეელი. ხე, ხე... ამიტომაც საჭიროა...
- არ! - ყვირის ფარნაოზი, რადგან უკვე თვითონაც კარგად იცის, რაა საჭირო ამ ღრმულში რომ
ჩაეტიოს, მოისვენოს, დამთავრდეს.
- არა-მარა... - იცინის კუსა, როგორც კეთილი ბაბუა შვილიშვილის სისულელეზე. - შენ მართლა
რა ჯიუტი ყოფილხარ, ვაიმე, ვაიმე!
ფარნაოზს ესმის, როგორ ეცემა ქვის იატაკზე ხელსაწყოებით სავსე ტომარა, და უკანასკნელი
იმედიც ეწურება. თავიდან ვერ შეამჩნია ტომარა და გაუკვირდა კიდეც, როგორ მოხდა,
უტომროდ რომ გამოსულაო, მაგრამ ესეც თავს დააბრალოს, ასე გუ-ლუბრყვილოდ რომ
ფიქრობდა. განა კუსა იმის კაცია, ხელსაწყო დაავიწყდეს, ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ
გაისარჯოს? ძალიან შემცდარა, ასე თუ იფიქრა. კუსამ თა-ვისი საქმე იცის და კარგადაც იცის. აი,
მასაც რომ ასევე სცოდნოდა თავისი საქმე, მაშინ შეიძლება რაღაცა გამოსულიყო, რაღაცა მაინც.
ახლა კი ტყუილია ყველაფერი, კუსამ აჯობა და რახან აჯობა, ისაა მართალიც. გათავდა, სხვა
ყველაფერი სისულე-ლეა. სი-სუ-ლე-ლე-ა, დამარცვლა ფარნაოზმა. კუსაცა და მისი ხელობაც
ძველთაძვე-ლია. გუშინდელი ბიჭი თვითონაა, თვითონ და მისი დამთხვეული მეგობარი. მართლაც, კაციშვილს არ მოსვლია თავში ამგვარი სისულელე. ვერ მოგართვი, დედალუს, გაფრენა
რომ ასე ადვილი იყოს, მიწაზე ვიღას გააჩერებდი, შენ გეკითხები? კაცი იმისთვისაა, ქვა რომ
კოდოს, სახლი ააშენოს, გზა გაიყვანოს. ასე ყოფილა და ასე იქ-ნება. ყოველთვის ასე იქნება ნეტავ?
ყოველთვის? ახლა უკვე ხმამაღლა კითხულობს ფარნაოზი და კუსაც მაშინვე პასუხობს.
- მართლა და მართლა, რა გახდა, შე დალოცვილო? მითქვამს და გიმეორებ: ყო-ველთვის! - ამბობს
კუსა და თავმოხსნილ ტომარაში იქექება, თითქოს ცოცხალი გვე-ლის ამოყვანას აპირებდეს.
ტომრიდან რკინის უსიამო ჟღრიალი ისმის, გამოქვაბულის ოდნავ გაცრეცილ წყვდიადში ხერხის
პირი ელავს, თითქოს წყვდიადმა გაიცინა და კბილები დაკრიჭაო.

- ადამიანი უნდა ჩაეტიოს მისთვის განკუთვნილ ორმოში, თუ უნდა, რომ მშვიდად იცხოვროს.
არც არავის არა აქვს ნება, გამოდგეს და ეძახოს, ორმოში ცხოვრობო. ვისი რა საქმეა, თუკი იგი
თავს მშვენივრად გრძნობს ამ ორმოში და ღამით, ძილის წინ, ღმერთებს ეჩურჩულება, სულ ასე
მამყოფეთ, არაფერი შეიცვალოსო. თუკი უნდა, რომ... თუმცა, თვითონაც ხომ გრძნობ, რა
მოუხერხებელია ასე წოლა?
კუსას ამ ბოლო სიტყვებს ხერხის ღრჭიალი მოსდევს და ფარნაოზს ტკივილისაგან, არა, შიშისაგან
გონება ეკარგება, მაგრამ თითქმის მაშინვე ფხიზლდება და უკვირს, ყველაფერი ასე უცებ რომ
დამთავრებულა. კუსაც უკვე წასულა, თვითონ კი... ფარნა-ოზს მღელვარებისაგან სუნთქვა
უგუბდება, მღელვარებისა და სირცხვილისაგან. რამ-დენად მართალი და კეთილი ყოფილა კუსა.
რას არ ფიქრობდა, რაღას არ სწამებდა, როგორ ეჯავრებოდა, ლამის... არა, მადლობელი ვარ,
ღმერთებო, ასე რომ არ მოხდა, საკმარისია, რა სისაძაგლეც ჩაიდინა, შვილის სისხლიც ეყოფა
სატანჯველად, ინოს გაუბედურებაც ეყოფა თავში საცემად, თინას წყევლაც მოუღებს ბოლოს.
განა მისი უგნურობის მსხვერპლი არ გახდა სამივე? ან ერთს რას ერჩოდა, ან მეორეს, ან მესა-მეს?
აი, სად ყოფილა ბოროტების სათავე ჩამალული, სად ყოფილა ჩამარხული ძაღ-ლის თავი, ცუგას
თავი. ის კი, მთელი სიცოცხლე თვალთმაქცობდა და ცუდი ქურდი-ვით სხვებს ადებდა ხელს,
სხვებს უქექავდა უბეებს, როცა გველი თვითონ ჰყავდა და-მალული. მადლობელი ვარ შენი, კუსა,
მადლობელი! და თუ ესეც შეგიძლია, მომიტე-ვე უმეცრება. რამდენად უკეთესია ასე.
ფარნაოზი მართლაც თავისუფლად წევს ღრმულში, როგორც აბაზანაში, სასიამოვ-ნოდ თბილი
წყლით სავსე აბაზანაში, და განგებ, სიამოვნების გასახანგრძლივებლად, უძალიანდება თვლემას.
ეშმაკი ხარ, ფარნაოზ, ეშმაკი, შენც გყვარებია კარგი ცხოვრე-ბა. რატომაც არა, რატომაც არა განგებ ხმამაღლა და ხაზგასმულად იმეორებს ფარ-ნაოზი და გრძნობს, როგორ ეფაკლება სახე
სირცხვილისაგან და სიამოვნებისაგან ერ-თდროულად, თითქოს ქალიშვილი იყოს და პირველად
ეკოცნოს მამაკაცისათვის, ურომლისოდაც ცხოვრება აღარ შეუძლია.
დაბნეულ ფეტვის მარცვალსაა
რა მოჰკრეფს წიწილის მეტიიი
მღერის ფარნაოზი და გაშლილ ხელისგულებს წყლის ზედაპირზე ატყაპუნებს, ნი-კაპამდე რომ
მოსდგომია უკვე, თუმცა, თვითონაც კარგად იცის, წყალი კი არა, მისი საკუთარი სისხლია,
გადაჭრილი ფეხებიდან შხუილით მოედინება, მოთქრიალებს, რო-გორც ბერძნის წყაროს
მკლავის სისხო ღარიდან - წყალი.
პატარა უხეიროს დაღუპვამ სასახლეც საგონებელში ჩააგდო: ერთ ქათამს მაინც მოესწრო ღობეზე
გადაფრენა! მართალია, ეს სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა, მაგრამ მისი სისხლით
ჩამოწითლებული ღობე სხვა ქათმებსაც აფრთხობდა, აკაკანებდა და აქოთქოთებდა.

ქათმის კაკანი და ქოთქოთი არც საშიში იყო და არც ძნელი ჩასაწყნარებელი, მკვდარ მელიას
გადაუკიდებდა ღობეზე და ამით გათავდებოდა ყველაფერი; მაგრამ მართლა ქათმები იყვნენ
ისინი, ვისაც სასახლე ქათმებად თვლიდა? როდის იყო, ქათა-მი რომ თავს იკლავდა? არა, ამ
სიკვდილს სხვა სახელი ერქვა და ამის არშემჩნევა ოყაჯადოსაც არ შეეძლო. ხოლო ცუცამ ისე
საცოდავად ამოიკნავლა, ახლა გვმართებს ვაჟკაცობაო, დიდი მიხვედრილობა არ უნდოდა, ცუდ
საქმეში გახვეულიყვნენ დედა-შვილი. ოყაჯადოს რატომღაც ვანში შემოსვლის დღე გაახსენდა,
უფრო სწორედ, ისე ცხადად დაუდგა თვალწინ იმ კაცის გადაფითრებული სახე, ყელში
შუბგაჩრილმა თა-ვისი სახლის ბანიდან რომ ჩამოსძახა, გაუმარჯოს აიეტსო, საკუთარმა
მახსოვრობამ შეაძრწუნა, იმანაც შეაძრწუნა, მაინცდამაინც დღეს რომ გაახსენდა ის კაცი, ერთადერთი კაცი მთელ ქალაქში, რომელმაც დაუფიქრებლად, უყოყმანოდ, უშიშრად და ყველას
დასანახად სიკვდილი არჩია მისი მეფობის აღიარებას. დღესაც იგივე განმეო-რებულიყო
ზუსტად. მართალია, ის კაცი მისმა ჯარისკაცებმა ლუკმა-ლუკმა აჩეხეს, მაგრამ ეტყობა,
ბოლომდე ვერ მოეკლათ მაინც, რაღაც გადარჩენილიყო, რაღაც კი არა, სისხლი გადარჩენილიყო,
ამდენ ხანს მიწაში გაეძლო, მიწის ქვეშ ეხეტიალა, რა-თა დღეს ხელახლა ამოეხეთქა და ხელახლა
გადაეწითლებინა მისი სამეფოს ფილაქა-ნი.
"ჩამოვარდნილიყო, ან ჩემს ჯარისკაცებს მაინც შემოკვდომოდათ. გადმოხტომა რა
უბედურებააო" - შფოთავდა ოყაჯადო და გრძნობდა, როგორ ეშინოდა იმ მკვდარი ბავ-შვის,
როგორ ეზიზღებოდა, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, რა დიდი სიამოვნებით გა-აცოცხლებდა,
რათა ხელახლა მოეკლა საკუთარი ხელით.
ვინ იცის, როდემდე იშფოთებდა ოყაჯადო, როდემდე იტრიალებდა ერთ ადგილას მისი
გაოჩნებული გონება, ისევ ცუცას რომ არ წაეკრა ხელი.
- ბავშვს რა ჭკუა მოეკითხება, პატრონია მოსაკლავიო - თქვა ცუცამ და გამომცდე-ლად მიაჩერდა
შვილს.
"დიდი, დიიიდი ქალია დედაჩემიო" - გაიფიქრა ოყაჯადომ და დინჯად, აუჩქარებ-ლად მიჰყვა
დედისაგან მინიშნებულ გზას. ის ახლა არა მარტო ტახტის ყველაზე სა-ხიფათო მტრის
დასამარცხებლად მიდიოდა, არამედ თავის გამოსაჩენადაც ყველაზე დიდი მეფის წინაშე.
დღევანდელი დღე დიადი იყო ოყაჯადოს ცხოვრებაში, დღეს უნ-და დაემტკიცებინა, ღირსი რომ
იყო იმ სამეფო გვირგვინის ტარებისა, რომელიც თვი-თონ მინოსმა დაადგა თავზე, ოდესღაც,
საყმაწვილო მუწუკებით შუბლგადაჭმულ ბიჭს. იმ ბიჭს ჭაღარა მორეოდა უკვე, ნახევარი თმა
გასცვენოდა, მაგრამ დროს უფრო მეტი მიეცა მისთვის, ვიდრე წაერთმია. დროს მისთვის
ყველაფრის დამარცხების, ყველაფ-რის დათრგუნვის უნარი მიეცა და მარადიულობის
მოსასხამით დაეჯილდოვებინა ჯი-უტობისათვის, ამტანობისათვის, გულგრილობისათვის,
შეურყევლობისათვის, სიბრმავი-სათვის და სიყრუვისათვის. დრო კმაყოფილი იყო, რადგან
ოყაჯადოს ერთხელაც არ დაურღვევია მისი მშვიდი მდინარება. არც დღეს დაარღვევდა, რადგან
სწორედ დღევან-დელი დღის გაბიაბურებისათვის იღვწოდა და მეცადინეობდა, ხელით
დაატარებდა ქვა-სავით დამძიმებულ დედას და ერთსა და იმავეს სამ-სამჯერ იმეორებდა.
ოყაჯადო წი-ნასწარ ზეიმობდა გამარჯვებას და თვალწინ მინოსი ედგა, მარადიული მეფე,
მეფეთა მეფე, მეფეთა მშობელი და გამმრავლებელი, მაგრამ შიშისაგან ფერი კი არ მისდიოდა,

მუხლი კი არ ეკვეთებოდა, თანატოლივით თამამად შესცქეროდა სახეში და ქარაგმუ-ლად,
როგორც ნამდვილ მეფეებს შეჰფერით, უყვებოდა თავის გეგმებს, დღევანდელი ბრძოლის
მოსაგებად რომ შეედგინა უკვე. "კაცო, ჩვენ ჩვენთვის ვისხედით, პურსა ვჭამდით, არხეინად.
ერთიც ვნახოთ, მაგიდის ქვეშ ბავშვი არ შემძვრალა". "ბავშვი თუ ძაღლი?" - ჰკითხა მინოსმა.
ოყაჯადომ გაიცინა. "მოიცა, ნუ მაბნევ. ძაღლებიც იყვნენ, მაგრამ ერთი ბავშვიც გამორეოდათ.
ვისი ოხერია, ახლაც არ ვიცი. ხოოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, მაგიდა დამპალი ყოფილა:
შემთხვევით წამოედო ის ბავშვი, თუ განგებ გამოაცალა ფეხი, ამოდენა მაგიდა, თავის
პურმარილიანად თავზე დაიმხო. წამოვცვივ-დით ყველანი, ჩაგვმწარდა ქეიფი. ჯერ არ ვიცით
ბავშვის ამბავი, კალთებს ვიფერ-თხავთ და ვართ ერთ ამბავში, ვიღაცამ რომ იყვირა, ეს ბავშვი აქ
საიდან გაჩნდაო; გავიხედეთ და რას ვხედავთ, წიწილასავით გდია, მკვდარი. მკვდარი ბავშვი
შემოგვაპა-რეს სუფრაზეო, იხუვლა ხალხმა და კარ-ფანჯარა მხრებით გაიტანა. დავრჩით მარტო
მე და მკვდარი ბავშვი, სად წავიდე, მეფეც ვარ და მასპინძელიც. თავადაც მოგეხსენე-ბა, მეფე
სხვის სახლშიც მასპინძელია. ვდგავარ და ვფიქრობ. სტუმრები კი გაიქცნენ, მაგრამ მაინც ჩემკენა
აქვთ გულისყური, ვნახოთ ერთი, რას იზამსო. პატარა საქმეა, საქეიფოდ მოვიდნენ და ამხელა
ცოდვა დატრიალდა ოჯახში. შენ თუ არ დაადე ხელი, ვინ დაიბრალებს? არადა, ვიღაცა ხომ უნდა
იყოს დამნაშავე? ყველა უდანაშაულო ხომ არ იქნება? სტუმრები რას გამიბედავენ, მაგრამ მაინც
მესმის მათი ფაჩუნი, ეგაა მას-პინძელი და დამნაშავეც მაგან უნდა იპოვოსო. ახლა, არ
გაინტერესებს, როგორ ვიპო-ვე? დედას გეფიცები, ცუცას თუ ეთქვას რამე. რად უნდა ამას ცუცა?
დავიწყოთ სტუმრებით. კი, იქ იყვნენ, მაგრამ მუხლებით ხომ ვერ დაინახავდნენ, რა ხდებოდა მაგიდის ქვეშ? შენი არ იყოს და მათაც ძაღლი ეგონათ ალბათ. სად ეცალათ ძაღლი-სათვის, ახალი
დამსხდრები ვიყავით, ვინ ღვინოს ისხამდა, ვინ ხორცს ჭრიდა, ვინ პურს იწოდებდა და ვინ
მარილს. მართალი ხარ, მაგათშიც შეიძლება ვინმეს გამორჩე-ვა, მაგრამ უკეთესი დამნაშავე რომ
არსებობს? ახლავე, ახლავე მოგახსენებ ყველა-ფერს. მგონი გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ ახლა
მოკლედ ვიტყვი. ვინ მოკლა ბავშვი? ვინ მოკლა და მაგიდამ. მაგრამ მაგიდა არ არის დამნაშავე.
ხომ გაგიგონია, აკიდებულ აქლემს საცერი დაადეს და ჩაიჩოქაო, ასე იყო იმის საქმეც. დამპალი
იყო თუ რაც იყო, კი იდგა მშვენივრად და პურმარილსაც უძლებდა, ბავშვი რომ არ
წაპოტინებოდა. ბავშვს რა იმდენი ძალა უნდა ჰქონოდა, მაგრამ სწორედ ის პატარა ძალა იყო
ზედმე-ტი. ასე რომ, ერთი შეხედვით, თვითონ ბავშვი გამოდის დამნაშავე. მაგრამ შენ წარმოიდგინე, არც ბავშვია დამნაშავე. ბავშვს რა ჭკუა მოეკითხება, პატრონია მოსაკლავი, იმ ბავშვის
პატრონი. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, არ უნდა მიხედოს თავის შვილს? აბა, მშობელი
რისაა?!" - დაამთავრა ოყაჯადომ და სიამაყისგან გაბერილ გულზე ხელი ჩამოისვა. მერე
ჩვეულებისამებრ შეიჭმუხნა შუბლი და იყვირა: ბავშვი ვისიაო.
კუსას ნერწყვის გადაყლაპვა გაუჭირდა. ერთი წამით გადაწყვიტა ხმას აღარ ამოვი-ღებ, გინდაც
აქვე მომკლანო, მაგრამ მაშინვე შეუწყრა თავს, აბა, რიღასთვის გამორ-ბოდი, სიკვდილი თუ
გინდოდა, თვითონაც მოგნახავდნენო.
პატარა უხეიროს დაღუპვის ამბავმა კუსა ფეხზე წამოაგდო, თითქოს უდაბნოში გზააბნეულმა და
უაზრო ხეტიალისგან სასომიხდილმა მგზავრმა უცებ მამლის ყივილი გაიგონაო. მიხვდა, რომ
გადარჩა, ამჯერადაც დააღწია თავი განსაცდელს, რადგან ამ-ჯერადაც უდანაშაულო იყო, და
მართლაც, რაღა მაინცდამაინც ზიარას უნდა გადაჰყ-როდა, რაღა მაინცდამაინც მის ცოლებს

უნდა გასჩენოდათ მკვდარი ბავშვები, თუ ეს უსამართლო ქვეყანა მაინცდამაინც კუსას არ
ჩასდგომოდა კრიჭაში? პატარა უხეიროს სიკვდილმა ცოტა დაამშვიდა: ეს გაცილებით მეტს
ნიშნავდა, ვიდრე მკვდარი ბავშვის დაბადება, რომელსაც, ადვილი შესაძლებელია, ღმერთები
გასაპამპულებლადაც უგზავ-ნიდნენ შვილსდანატრებულ მამას. რა იყო გასაკვირი, რას არ
იგონებდნენ ღმერთები, ერთი გულიანად რომ გადაეხარხარათ. ქალები რომ გამოყარა შინიდან,
იმის მერე სულ ამაზე ფიქრობდა კუსა, გულაღმა იწვა ტახტზე, ცოდვის ტახტზე, ჭერს შესცქეროდა და მწარედ ეღიმებოდა ღმერთების ხუმრობაზე. გავიგე, ყველაფერი გავიგეო, ხმა-მაღლა
ამოიძახებდა ხოლმე და ახლა სკდებოდა გულზე, ამდენი დრო და ძალა ტყუი-ლუბრალოდ რომ
შეელია იმ საფრთხობელა ზიარასთვის. ზიარას გახსენებაზე ტანი ექავებოდა და ხელახლა
ადუღებდა წყალს, ერთხელ კიდევ რომ ებანავა იქვე, შუა ქოხში, მაგრამ მდუღარეს არ შეეძლო
შიშნაჭამი სხეულის დამშვიდება. იწვა და ფიქ-რობდა. საფიქრელი კი ბევრი ჰქონდა. საკმარისია,
ვინმეს ჩაეწვეთებინა ოყაჯადოსათ-ვის, კაცი, შენ რომ პურს აჭმევ, იმის ნაცვლად ხმალიც შენი
იქნიოს, მკვდარ ბავშ-ვებს აჩენსო, და გათავდებოდა ყველაფერი, ვეღარც ცა უშველიდა და
ვეღარც მიწა. არადა, იმდენი მტერი ჰყავდა, არც უნდა გაჰკვირვებოდა, ასე თუ მოხდებოდა. როცა
ქა-ლაქი ფრთიანი ბავშვებით გაივსო, უარესად დაფრთხა. უარესად იწამა აღსასრულის
მოახლოება. დარწმუნებული იყო, განგებ ტრიალებდნენ ბავშვები მისი ქოხის გარშე-მო, განგებ
გაჰყვიროდნენ ასე, რათა სხვებისთვისაც დაენახვებინათ, სად იმალებოდა მთავარი დამნაშავე.
მისმა დამთხვეულმა დედა-ბებიამაც ისეთი წიოკობა ასტეხეს, ქვე-ყანა შეუყარეს, ვითომ ძალიან
დასწყდათ გული. გული დასწყდათ კი არა, სიხარუ-ლით ცას ეწიენ, ახლა რაღას გვისაყვედურებ,
მკვდარ ბავშვს ნაბიჭვარი არ სჯობიაო? იწვა კუსა და გულს ასკდებოდა. იწვა და ცხოველური,
შეურიგებელი სიძულვილით უსმენდა შოლტების წივილს, როგორც ჩირგვებში შიშისაგან
მუხლმოკვეთილი მელია - მოახლოებულ მწევრების ყეფას. თუმცა მელას რა უჭირდა, ოთხი ფეხი
ჰქონდა, სირბილიც ეხერხებოდა; კუსა კი, ყინვადაკრულ ჭრიჭინასავით შეყუჟულიყო ფიქრის
დაბზარულ კედელში და განუწყვეტლივ ელანდებოდა ვიღაცის ცერა თითი, მის გა-საჭყლეტად
რომ მოიწევდა, მოიწევდა და თანდათან იზრდებოდა. კუსას სჯეროდა, დამ-ნაშავე რომ იყო,
უფრო სწორად, სასახლეში ნათრევს, არც გაუკვირდებოდა, ვიღაც ოხრის ჩიტობანაც მისთვის
დაებრალებინათ, შენმა მკვდარმა შვილებმა დაგვიფეთა ხალხიო. შოლტები კი წიოდნენ, ყველა
კუთხე-კუნჭულს ქექავდნენ, ყველა ხვრელში მიძვრებოდნენ და კუსას შიშისაგან ხორციც
ტკიოდა, ეწვოდა, ეგლიჯებოდა. შოლტე-ბის წივილი, მართალია, უფრო მალე ჩაწყნარდა, ვიდრე
კუსა ელოდებოდა, მაგრამ დუმილი უფრო ძნელი ასატანი გახდა, ხიფათის სუნით გაიჟღინთა,
რადგან გამოცდი-ლებით იცოდა, ეს დუმილი დასასრულს კი არ ნიშნავდა, არამედ ახლა უნდა
დაწყე-ბულიყო მთავარი: დამნაშავის გამონახვა. დამნაშავეს კი, ვერც შორს წასვლა მოესწრო და
ვერც გადამალვა. ის თავის ქოხში იწვა, ხოლო მის ქოხს ყველა მიგანიშნებდათ, ვისთვისაც არ
უნდა გეკითხათ, რადგან კუსას, ჭრელი ძაღლივით, ყველა იცნობდა, ქალაქის ერთი ბოლოდან
მეორემდე. სანამ აურზაური იდგა ქალაქში, კიდევ იყო გა-დარჩენის იმედი, იმედის ნატამალი
მაინც, კიდევ შეიძლებოდა დავიწყნოდათ იგი, მაგ-რამ ახლა, ამ მეფურ სიჩუმეში, ყველაფერი
მაღლა ამოდიოდა, რაც კი აურზაურს ჩაე-ძირა და მიეჩქმალა. განა წყნარი ზღვა არ გამორიყავს
ხოლმე ღელვაში დამხრჩვალს? მოკლედ, ერთი შეხედვით, ყველა გზა მოეჭრათ და, უნდოდა თუ
არა, კუსაც უნდა შეჰ-გუებოდა ბედს, მაგრამ პატარა უხეიროს სიკვდილმა ისევ გაუჩინა იმედი.
ახლა საქმე დასწრებაზე იყო, ახლა ერთის ნაცვლად ორი დამნაშავე არსებობდა და თუ სასახლეც

კუსას თვალით შეხედავდა ორივეს, არც არჩევანი გაუჭირდებოდა. მისი უდღეური შვი-ლი, ერთი
წამით რომ გაიფრთხიალა, მართლაც რა მოსატანი იყო ფარნაოზის შვილ-თან. კი, მაგრამ
რატომაო? რატომაო და იმიტომაო. თქვენ ის მითხარით, განსხვავებას თუ ამჩნევთ ამ ორ ბავშვს
შორის? განსხვავება დიდია, არ შეიძლება, არ შეამჩნიოთ. ერთი მკვდარი დაიბადა. მეორემ კი
გაფრენა მომინდომა, ცოცხალი იყო და თავი მოიკ-ლა, რადგან იმ მეორის მამიკო თვითონაც
აფრენს ცოტას, ცოტას კი არა, კარგა გვა-რიანად. იმდენი ქნა, იქამდე არ მოისვენა, სანამ შვილიც
არ გაასულელა. მე მკითხეთ იმის ამბავი, მაგის მეტი რა ვიცი. ვის ჰყავს დასაღუპი შვილი? ან
ბავშვს რა ჭკუა მოეკითხება, ბავშვი სულელია და მშობელმა უნდა აგოს პასუხი, მშობელმა უნდა
ზღოს კოკურა, თუ მისმა ცერცეტმა შვილმა ჩაამთელა. რაც შეეხება ჩემს შვილს, ჯერ ისიც
საკითხავია, მართლა ჩემი იყო თუ არა. მე რატომ უნდა მიჩნდებოდეს მკვდარი ბავშვი, ვითომ, რა
მეტყობა სამაგისო? მე რა ვიცი, მე რას მეკითხებით, ზიარას ჰკითხეთ. ქალი ოხერია, ქალისგან
ყველაფერს უნდა ელოდოს კაცი.
ამგვარმა ფიქრებმა უარესად გაამხნევეს კუსა. ახლა მთავარია, სხვასაც ასე ეფიქრა და მისკენ
გამოშვერილი ხელი დროულად შეეტრიალებინა ჰაერში.
- ბავშვი ბიძაჩემისაა. ერთი ნათრევი კაცია, არც ოჯახში ივარგა და არც გარეთ! - თქვა კუსამ.
რადგან თქვა, ბოლომდეც უნდა ჩაჰყოლოდა, დაზოგვას აზრი აღარ ჰქონდა, მაინც ვეღარაფერს
უშველიდა ფარნაოზს, უნდა ელაპარაკნა, სანამ გააჩუმებდნენ, სანამ მო-ბეზრდებოდათ მისი
მოსმენა და დაუყვირებდნენ: გაეთრიე, მოგვშორდი, გავიგეთ ყვე-ლაფერიო.
- მამამისი სახელგანთქმული მეომარი იყო, ჯერ მამათქვენის, მერე კი თქვენი მონა და მორჩილი, ჰყვებოდა კუსა, - უხეირო ერქვა, მაგრამ ერთ ლაშქრად ღირდა. შვილს მაინც ვერ მოუარა, ან
როგორ უნდა მოევლო, თვითონ იყო საპატრონო, შინ ნახევარი-ღა მოიტანეს, ეტლს გადაევლო
ფეხებზე. შვილმა ქვისმთლელობა ისწავლა და ამით იქცევდა თავს, მთელი დღე ქვას
უკაკუნებდა. ბიძაზე ძვირი არ უნდა თქვას კაცმა, მაგრამ ვერ იყო მთლად დალაგებული, საწყალი
დედაჩემი და ბიცოლაჩემი თავზე ევ-ლებოდნენ, ნამუსს უნახავდნენ, არ გამოჰქონდათ გარეთ
მისი ამბავი, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი... (კუსამ უცებ იგრძნო, ფარნაოზზე ისე
ლაპარაკობდა, როგორც მკვდარზე, მაგრამ ამან კი არ შეაწუხა, უფრო წაახალისა, დაარწმუნა,
სწორედ იქცეო-და, მკვდარს რაღა ეშველებოდა, ცოცხალს უნდოდა გადარჩენა, ცოცხალი კი
თვითონ იყო). - მე მგონი, ვიღაცამ ვირის ტვინი აჭამა, - გააგრძელა კუსამ, - იმის მერე სულ ცისკენ
ეჭირა თვალი. სახედარივით იდგა და ცას უყურებდა. ხან მე, ხან დედაჩემი, ხან ჩვენი თინიკო,
შევუძახებდით ხოლმე და როდის-როდის ისიც ფხიზლდებოდა. ხე, ხე, ფხიზლდებოდა კი არა,
ტოროლა, გაგვეცლებოდა ხოლმე, უფრო მყუდრო ადგილი რომ მოენახა. რაღა ბევრი
გავაგრძელო, იქამდე არ მოისვენა, სანამ შვილიც არ დაღუ-პა. საყვარელი ბავშვი იყო, ფუნჩულა,
მაგრამ მამასავით ოხერი და ბრაზიანი. თვითონ სადღაც, ჯამბაზებისგან ესწავლა ფრენა და
აჩემებული ჰქონდა, გინდა თუ არა, ჩემს შვილსაც უნდა ვასწავლოო. ჯერ შვილს ვასწავლი და
მერე სხვებსაცო. არ მჯეროდა მისი ლაყბობისა, ჩემი იმედი ნუ გაქვს-მეთქი, ენა დაიმოკლე,
თორემ მე თვითონ მო-ვახსენებ მეფეს ყველაფერს-მეთქი, მაგრამ საქმეში ხარ?! ერთხელ ჯოხიც
მოვუქნიე, კოჭი მინდოდა მომემტვრია, მაგრამ აფრინდა და აიცდინა...

ცუცამ რაღაც უჩურჩულა ოყაჯადოს, ოყაჯადომ ხელი ასწია, კუსა გააჩუმა და ჰკითხა, შენ
ერთხელაც ხომ იყავი აქაო.
- რა ხანია თქვენს სამსახურში ვდგავარ, - გაიღიმა კუსამ, ვითომ როგორ დაგავიწყ-დითო. გულში
კი ერთი სიკვდილი გაათავა, რომ მკითხოს, რას ვაკეთებ, რა ვუპასუ-ხოო, მაგრამ მალევე
დამშვიდდა, რადგან ელვასავით გადარბენილმა შიშმა გონება გა-უნათა და უცებ მთელი
არსებით, ყველა ძარღვით, ყველა ძვლითა და ტვინის ყველა ხვეულით ერთბაშად იგრძნო, ამ
ერთი დღისთვის უხდიდნენ აქამდე ფულს, თითქოს წინასწარ იცოდნენ, აუცილებლად
დადგებოდა ეს დღე და კუსასაც საშუალება მიეცე-მოდა სამაგიერო სამსახური გაეწია თავისი
პატრონისათვის, წლების განმავლობაში დაუფიქრებლად რომ უყრიდა ქისაში ფულს,
ყოველთვის ბევრი რომ ეჩვენებოდა კუ-სას, რადგან უზრუნველად, ხელის გაუნძრევლად
მოსდიოდა. ახლა კი ეცოტავა. მისგან გაწეული სამსახური გაცილებით მეტი ღირდა, მან სხვა
დამნაშავე აპოვნინა ოყაჯა-დოს, უბრალო კი არა, ქურდბაცაცა კი არა, ქვეყნისათვის საშიში კაცი.
თანაც ის კა-ცი მისი ბიძა იყო, დედის ძმა და არც ეს უნდა გამორჩენოდათ ანგარიშში. დამნაშავის
მოსპობასთან ერთად დანაშაულიც ისპობოდა, ეს კი დიდი საქმე იყო, რადგან ამგვარი
დანაშაულის არსებობა ტახტსაც აყენებდა ჩრდილს და ტახტზე მჯდომარესაც. "აი თურმე
რისთვის ვჭირდებოდიო - გაბრაზდა კუსა - შე კაი კაცო, თუ ასეთი საჭირო ვიყავი, ასე იაფად
რატომ შემაფასეო, მცოდნოდა მაინც, ჩემი საქონლისათვის მე თვი-თონ რომ დამედო ფასიო".
კუსა ახლა უფრო თამამად და უტიფრად მიაჩერდა ოყაჯა-დოს, მაგრამ ოყაჯადო კუსას ვეღარ
You have read 1 text from Georgian literature.
Next - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
  • Parts
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Total number of words is 3713
    Total number of unique words is 2149
    29.1 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2104
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Total number of words is 3786
    Total number of unique words is 2050
    32.9 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 2036
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Total number of words is 3729
    Total number of unique words is 2068
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    52.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Total number of words is 3798
    Total number of unique words is 2041
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.7 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Total number of words is 3774
    Total number of unique words is 2100
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Total number of words is 3823
    Total number of unique words is 2083
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2026
    33.7 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Total number of words is 3773
    Total number of unique words is 1978
    31.9 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 2031
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2106
    31.0 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Total number of words is 3704
    Total number of unique words is 2027
    30.8 of words are in the 2000 most common words
    45.1 of words are in the 5000 most common words
    51.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 2083
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Total number of words is 3829
    Total number of unique words is 2058
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 1976
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2062
    30.1 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Total number of words is 3775
    Total number of unique words is 1967
    34.5 of words are in the 2000 most common words
    49.1 of words are in the 5000 most common words
    56.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Total number of words is 3868
    Total number of unique words is 1886
    35.4 of words are in the 2000 most common words
    49.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2046
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Total number of words is 3709
    Total number of unique words is 1983
    33.1 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Total number of words is 3866
    Total number of unique words is 2020
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.4 of words are in the 5000 most common words
    54.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2020
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    54.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 2058
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2111
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2042
    30.5 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Total number of words is 3904
    Total number of unique words is 2006
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 1988
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Total number of words is 3889
    Total number of unique words is 1960
    31.7 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Total number of words is 3751
    Total number of unique words is 2127
    27.9 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Total number of words is 3814
    Total number of unique words is 2046
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Total number of words is 3808
    Total number of unique words is 2002
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2068
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.4 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 2023
    31.8 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2094
    29.3 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Total number of words is 3725
    Total number of unique words is 2171
    27.3 of words are in the 2000 most common words
    38.2 of words are in the 5000 most common words
    44.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Total number of words is 3887
    Total number of unique words is 2056
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Total number of words is 1188
    Total number of unique words is 820
    38.4 of words are in the 2000 most common words
    50.8 of words are in the 5000 most common words
    57.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.