Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36

Total number of words is 3725
Total number of unique words is 2171
27.3 of words are in the 2000 most common words
38.2 of words are in the 5000 most common words
44.9 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
დროს მტვერზე დაკლაკნილი ნაოჭის მსგავსი ღარები გაეჩინა, თითქოს უხსენებელთა ჯოგი
გადახოხებულაო ზედ. ოყაჯადომ იდაყვით გადაწმინდა სარკის ზედაპირი და ისე ჩააშტერდა,
თითქოს ჭაში იყურებოდა. სარკის უსასრულო წიაღიდან თანდათან ამო-ცოცდა და გამოიკვეთა
თმაგაჩეჩილი, შიშისა თუ უჰაერობისგან თვალებდაყვლეპილი, ჩაწვირული და ჩაბინძურებული,
მომჩვარული და მორღვეული სახე, რაღაც უცნაური არსებისა, რომელიც ერთდროულად საშიშიც
იყო და საცოდავიც, სასაცილოც და ამაზრზენიც, მრისხანეცა და ბეჩავიც. მობოშებული პირიდან
ტიტველი ღრძილები მო-უჩანდა, ცხვირზე ცინგლი შეხმობოდა, თვალებს კი მრისხანედ
აბრიალებდა, თითქოს ბრაზობდა, მისი შეწუხება რომ გაებედათ, სარკის ფსკერიდან რომ
გამოეხმო ვიღაცას. "ეს რაღა უბედურებააო" - გაიფიქრა ოყაჯადომ და გაშლილი ხელისგული
უნებურად სარკეს დააფარა, თითქოს შეეძლო, უკანვე ჩაებრუნებინა ეს უცნაური ურჩხული. "აი,
ვინ შეჭამა კამაო" - უნდოდა ეყვირა ოყაჯადოს, მაგრამ დროზე დააჭირა ენას კბილი, იმ
ურჩხულსაც აქირქილებული ცუცა ეჯდა მკლავზე. მწარედ გაეღიმა, მწარედ და ღვარძლიანად.
ნაცნობმა ქირქილმა გონება გაუნათა, ერთხელ კიდევ მიახვედრა მისახ-ვედრელი და სწორედ ის
დაანახვა, რაც ახლა ყველაზე ძალიან სჭირდებოდა, რაც ხელს ერთიორად დაუმძიმებდა და
დაუგრძელებდა კიდეც. "აი, თურმე როგორს მხედა-ვენო" - გაბრაზდა, ძალიან გაბრაზდა
ოყაჯადო, თითქოს საკუთარ გამოსახულებას კი არ უყურებდა სარკეში, არამედ ფეხსადგილის
კედელზე მიჯღაბნილ უხამსობას, რომ-ლის ქვეშაც მისი სახელი მიეწერა ვიღაცას. ახლა აღარც ის
იყო ძნელი მისახვედრი, რატომ ცდილობდა ტილიანი მეჯინიბის შვილიშვილი აქედან

გადახვეწას, რატომ იტყავებდა ცხვირ-პირს სასახლიდან გამოხვეტილ ნაგავში, ქათმის
ბუმბულითა და ძვე-ლი ძონძებისგან შეკოწიწებული ფრთებით.
- ბებიაჩემისაგან გამიგონია, ქათამი რომ ღობეს შეაფრინდება, დაკარგულად ჩათვა-ლეო - თქვა
ცუცამ.
- არ უნდა შეფრინდეს ღობეზე ქათამი! - თქვა ოყაჯადომ და თვითონვე ესიამოვნა, ასე იოლად
რომ გამოიტანა დასკვნა დედის ნათქვამიდან.
- მართალი ხარ, მართალი ხარ, შენ დაურჩი დედაშენსაო - ტაში შემოჰკრა ცუცამ და
სიხარულისგან ისე შეიფრთხიალა, ოყაჯადოს ელდა ეცა, ამანაც თუ ფრენა და-მიწყო, კარგად
ყოფილა ჩემი საქმეო.
ოყაჯადოს თვალიც ახელოდა და სმენაც გახსნოდა, ფრთების ტყლაშუნი მთელ სა-სახლეს ისე
აზანზარებდა, თითქოს მისი ატაცებაც გადაუწყვეტიაო. ოყაჯადოს, რა თქმა უნდა, ერთ წუთში
შეეძლო გაესრისა ეს თავხედი ბავშვი, მაგრამ ტახტთან ერ-თად მიღებული გამოცდილებით
იცოდა, მსხვერპლი მსხვერპლს მოითხოვდა, ხოლო სისხლი, ათს თუ აშინებდა, ერთს ჩხუბის
ხასიათზე აყენებდა და ახლა ის ხდებოდა სადევნელი და ასალაგმი. არა, ამ საქმეს უსისხლოდაც
მოევლებოდა. განა ქათამი ღო-ბეს რომ შეაფრინდება, აუცილებლად უნდა დაკლა? იქნებ ის
ქათამი კვერცხის მდებე-ლია? კი არ უნდა დაკლა, ფრთები უნდა შეაჭრა, ფრთები უნდა
დაუმოკლო და მერე თავის ნებაზე გაუშვა, რამდენიც უნდა იკაკანოს, კვერცხი რომ შეაწუხებს,
მაინც ღო-ბეს აქეთ ჩაცუცქდება.
მოსალოდნელმა საფრთხემ უცებ გამოაფხიზლა და დააბრძენა ოყაჯადო. აქამდე სხვა იყო, აქამდე
არც გამოსაფხიზლებლად ჰქონდა საქმე და არც დასაბრძენებლად, ის კი არა, მოსწონდა კიდეც,
ერთსა და იმავეს სამჯერ რომ უმეორებდა დედამისი. აბა, რა ეგონა, აბა, როგორ უნდოდა, განა ასე
ადვილია მეფურ გონებაში შეღწევა? დედა იმიტომაა დედა, შვილის მაგივრადაც რომ იფიქროს.
არა, დედაზე არაფერი ჰქონდა სა-საყვედურო, ცუცა ყოჩაღი ქალი იყო და საფრთხესაც
დროულად უღებდა ალღოს. დღესაც ხომ ცუცამ მიიყვანა ფანჯარასთან, კიდევ კარგი, რომ
მიიყვანა, თვითონ აზ-რადაც არ მოუვიდოდა ფანჯარაში გახედვა, ისე ეზარებოდა და ისე
მობეზრებოდა ყვე-ლაფერი, მაგრამ ვერ მოგართვით, ეს სულ სხვა სიზარმაცე და მობეზრებაა,
მისი ერ-თადერთი და მარადიული მეუღლის დასანახად გამიზნული, მას რომ ეთქვა, თუნდაც
გუნებაში, დაიღალა ჩემი კაციო. ქათმებს კი მართალი ეგონათ, ღობეებს აფრინდე-ბოდნენ, ეგაა
გვეშველაო, და გაწილული ბუმბულით უბინძურებდნენ ქვეყანას, სასახ-ლეც საქათმისათვის
დაემსგავსებინათ, აქაც შემოეღწია ქათმის წილსა და ბუმბულს. მაგრამ ოყაჯადო რისი ოყაჯადო
იქნებოდა, ქათმებსაც თუ ვერ მოუვლიდა; ან რა დი-დი ამბავი უნდოდა ქათმების მოვლას,
საკმარისი იყო დაეჭირა, თავშექცევით ამოედო იღლიაში და საკუთარი ხელით გამოეპუტა
მექათმის უყურადღებობით დაგრძელებული ფრთა, ქათმობას რომ ავიწყებდა, ფრენის იშტაზე
რომ მოჰყავდა და მიმინობას ანდო-მებდა. "რა კარგად გამახსენა დედაჩემმა ქათამიო" - გაიფიქრა
ოყაჯადომ და მტკიცედ გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ შესდგომოდა საქმეს. უპირველეს ყოვლისა,
რაღა თქმა უნ-და, მეჯინიბის შვილიშვილი დაისჯებოდა.

მეჯინიბის შვილიშვილი პირველობის უფლებას ნამდვილად იმსახურებდა, ჯერ ერთი იმიტომ,
რომ მეფის თვალწინ სწავლობდა ფრენას, მეორეც ერთი, ახლოს იყო, გალავანში, და დიდი დევნა
არ სჭირდებოდა. გარდა ამისა, სხვებამდეც ის მიიყვანდა, ის გაუკვლევდა გზას. ოყაჯადოს ბევრი
აღარ უფიქრია, მაშინვე ბრძანა, სასახლის მთავარ ეზოში ოთხი პალო ჩაესოთ, ზედ მეჯინიბის
შვილიშვილი თავის ფრთებიანად გაეჭიმათ და იქამდე ეცემათ წყალში დარბილებული
შოლტებით, სანამ არ გაახსენდე-ბოდა, ჩიტი კი არა, მეჯინიბის ნათესლარი რომ იყო, ფუნაში
გამოჩეკილი წიწილა.
შოლტების წივილი და ბავშვების ღრიალი მდუღარე კუპრივით გადაესხა ქალაქს. ქალაქი უცებ
გაისუსა, სმენად იქცა. იქნებ მომეყურაო, მაგრამ სასახლის გალავანს იქით მოქნეულ შოლტებს
გალავანს აქეთ გადმოჰქონდა აღრიალებული ბავშვის დაფ-ლეთილი ხორცი და სისხლი.
სისხლისა და ხორცის ნაკუწები ყველას მიეშხეფა სახე-ზე. ხოლო როცა გალავანმა დაკუწული
ფრთებიც ამოაფრქვია, როგორც ჩახურებული თონე ნავლსა და ფერფლს ამოაფრქვევს ხოლმე,
ყველანი მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე. სასახლე აფრთხილებდათ, ჯერ შორიდან ემუქრებოდათ,
მაგრამ თუ დროზე არ მოეგე-ბოდნენ გონს, არც შოლტებს გაუჭირდებოდათ გალავანზე
გადმოსვლა. ყველამ თავის შვილს დაუწყო ძებნა, ყველამ რატომღაც თავისი შვილი
წარმოიდგინა შოლტების ქვეშ გაწოლილი. იმ ღამეს ბავშვების მეტს არავის სძინებია ვანში.
"გული ცუდს მე-უბნება, დედაკაცოო" - ოხრავდნენ კაცები და აღარც დედაკაცებს ჰქონდათ მათი
და-სამშვიდებელი სიტყვა. მარტო ბავშვებს არ ჩაუგდიათ აინუნში სასახლის მუქარა. დი-ლით
ქალაქი ფრთოსანი ბავშვებით გაივსო. რიღასგან აღარ აკოწიწებდნენ ფრთებს, სკივრებიდან
სულშებერილ ალივით ქრებოდა კაბები და ხილაბანდები, ცარიელდე-ბოდა ბოღჩები,
რომლებშიაც თვეობით გროვდებოდა საბალიშედ გადარჩეული ბუმბუ-ლი. ისევ აწრიალდა
ძაძის ნაკუწი სასახლის ფანჯრის დირეზე. ბავშვები ფრთების შხუილითა და ყიჟინით
დარბოდნენ ქუჩებში, თითქოს ყიჟინა ძალას შემატებდათ და მათ მსუბუქ სხეულებს მართლა
აატივტივებდა ჰაერში. ვინ უსმენდა უფროსების ძა-ხილს, ხვეწნასა და გაფრთხილებას;
გალახული თანატოლის ღრიალს თითქოს უარე-სად აღეგზნო და გაეთამამებინა ისინი. აღარც
თამაში ჰგავდა თამაშს, თამაშზე მეტი იყო, გამომწვევი, გამაღიზიანებელი და ამიტომაც აღარც
უფროსებს გაჰკვირვებიათ, მოულოდნელად, ყველა კუთხე-კუნჭულიდან ოყაჯადოს
ჯარისკაცები რომ გამოცვივდ-ნენ უცებ და აწივლებული შოლტებით დაერივნენ ბავშვებს.
შოლტის წივილი ბავშ-ვის წივილმა დააგრძელა და ეს სისხლის გამყინავი ხმა მთელ ქალაქს
შემოეხვია კი-სერზე. მაშინ კი გადაეფარნენ უფროსები თავიანთ შვილებს. "გვაცალეთ, ჩვენ თვითონ დავსჯითო", ივედრებოდნენ შვილების ცოდვით ნაღველჩაქცეულნი, რადგან ბო-ლომდე
არც თვითონ იყვნენ დარწმუნებულნი ბავშვების უდანაშაულობაში. მაგრამ ოყაჯადოს
ჯარისკაცების გაჩერება აღარაფერს შეეძლო. ტკივილისგან წელმოწყვეტი-ლი ბავშვები
ერთმანეთზე მიხოხავდნენ, კედლის ბზარებში მიძვრებოდნენ, ქვების ქვეშ იმალებოდნენ, მაგრამ
იქაც სწვდებოდათ შოლტის აწივლებული, ასისინებული ენა და კიდევ ერთ სისხლიანსა და
ფართო ზოლს ატოვებდათ სამოსშემოფლეთილ სხეულზე. ჰაერი ჩაიხუთა, ოფლითა და
სისხლით გაიზინთა, ბუმბული ძლივსღა ეშვებოდა მიწა-ზე.
ღამემ ასე თუ ისე დაუბრუნა ქალაქს ჩვეულებრივი იერი. ცოტა უფრო გვიან, მაგ-რამ მაინც
აპარპალდნენ სინათლის მკრთალი ალები, გაუბედავად, მორიდებულად, თითქოს მათი

გაშოლტვაც შეეძლო ვინმეს. რომელიღაც სახლის სახურავზე კატა დე-დამკვდარი ბავშვივით
ტიროდა; შუა ქუჩაში ძაღლი ჩაცუცქულიყო და მთვარეს უყეფ-და. ვიღაცამ ქვა ესროლა და
შეუკურთხა. კუდამოძუებული, აწკავწკავებული ძაღლი ყორეზე გადმომდგარ ლეღვების
ჩრდილში შეიმალა. მერე ცაც გამოჩნდა, რადგან უცებ ვარსკვლავებით გაივსო, ხოლო მიწაზე,
ღამის სიგრილისაგან ბუსუსაშლილი, მუქი ლურჯი ფერი გადაეკრა ყველაფერს. წყვდიადმა
სულიერივით ამოიფშვინა. სახლები-დან კი ჩამიჩუმიც არ ისმოდა, თითქოს სახადი
მოსდებიათო.
ქალაქზე ისევ ჩამოიარეს ტყუპმა ძმებმა, ორივენი კარგ გუნებაზე იყვნენ და ხმა-მაღლა
მოლაპარაკობდნენ. "როგორც ვატყობ, კარგა ხანს ჩავრჩებით ამ ქალაქშიო" - თქვა ელდამ. "სულ
ერთი არ არის, სადაც ვიქნებითო" - უპასუხა შიშმა. ორივემ გაი-ცინა, კი არ გაიცინა,
გადაიგრუხუნა და ქალაქიც, შეჩიჩხინებულ ლოკოკინასავით, უარესად შეიყუჟა ნიჟარაში.
ქალაქი საგონებელში ჩავარდა, ვერ ხვდებოდა, რა დაეშავებინა, მაგრამ ვერც უსია-მო შეგრძნება
მოეშორებინა, თვითონაც რომ არ იცოდა, რა დაერქმია, საიდან გამომ-ტყვრალიყო, რატომ არ
ანებებდა თავს, რატომ ავალდებულებდა რაღაცის გახსენებას, გაჭირვეულებული მთვრალივით.
ხალხს რაღაცა დავიწყებოდა, ურომლისოდაც არ ჰქონდა შინიდან გამოსვლის უფლება. ამას უკვე
გრძნობდა, ხვდებოდა, მაგრამ მისი გაჯიუტებული მახსოვრობა ფეხს არ იცვლიდა ადგილიდან,
კარს არ უღებდა, ბრაზია-ნი ცოლივით, ღვინის სმას გადაყოლილი ქმრის დასჯა რომ
გადაუწყვეტია. ის კი სა-კუთარი სახლის წინ იდგა და ვერ მიმხვდარიყო, რა დაეშავებინა, რატომ
არ უღებდ-ნენ კარს, თუ ეს მართლა მისი სახლი იყო. უკან გამობრუნების თავი აღარ ჰქონდა,
ფეხზე ძლივს იდგა, ისე ტრიალებდა ქვეყანა, საკმარისია, სახლის კედელს მოშორებო-და, ვეღარ
მოაგნებდა. გული კი უგრძნობდა, მთვრალი კაცის უტყუარი ალღო კარნა-ხობდა, სწორედ
მოსულიყო, მაგრამ სახლში გამეფებული სამარისებური დუმილი და ეს ოხერი სიბნელე მაინც
უფუტფუტებდა ეჭვის ჭიას. კარი ოდნავ მაინც რომ გამოე-ღოთ მისთვის, სულ ოდნავ, იმდენად,
რომ ოჯახის სუნს მაინც შეძლებოდა გამოძრო-მა, ყველაფერი გაირკვეოდა, ნაცნობი სუნი
ცნობიერებას დაუბრუნებდა, ერთგული ძაღლივით შემოურბენდა გარშემო, ხელებსა და სახეს
აულოკავდა და მაშინ სხვებიც იცნობდნენ, რადგან მასაც მათი სუნი ექნებოდა.
ხალხი თვალს გულში იბრუნებდა, ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს სასაფლაოზე მოსულიყო,
მიცვალებული კი შინ დარჩენოდა, ახლა ცარიელ საფლავს ჩასცქეროდა და ვერ მიმხვდარიყო,
რატომ მოსულიყო აქ, რა უნდოდა ამ ცარიელ საფლავთან. თვალს კი იბრუნებდა გულში, მაგრამ
იქაც არ იყო არაფერი. თავს ძალას ატანდა, უთავბოლოდ იხსენებდა ყველაფერს, რისი გახსენებაც
შეეძლო, იქნებ, შემთხვევით, ის მთავარიც გახსენებოდა, უკან რომ ექაჩებოდა, წარსულისაკენ,
როგორც ერთგული ძაღ-ლი უფსკრულის პირამდე მისულ ბრმას. არც ისე ადვილი აღმოჩნდა
წარსულში შებ-რუნება; მით უფრო, რომ აქამდე უკან მოუხედავად მოსულიყო. ან რას
იფიქრებდა, უკანმოსაბრუნებლად თუ გაუხდებოდა საქმე, თორემ რამე ნიშანს აიღებდა. თავის
დროზე, მას გასავლელი გზა აინტერესებდა და არა გამოვლილი. გამოვლილი მკვდრებს
ეკუთვნოდა, მკვდრების ქვეყანას ემატებოდა. გასავლელი კი მარტო მისი იყო და სანამ
თვითონაც იქნებოდა, ხელი არავის მიუწვდებოდა; მერე კი... მერე ქვა ქვაზეც ნუ იქნებოდა
თუნდაც. მაგრამ მთლად ასე არ ყოფილა, უკანმოუხედავად წინ ვეღარ წავიდოდა, ერთ ადგილას
უნდა ეტკეპნა მიწა, ეფხანა ქეჩო და ეწყევლა თავბედი, რაკი დროზე არ დაეჭირა საამისო

თადარიგი. რაღა მაინცდამაინც ჩვენს ქალაქში უნდა მოხდეს ყველაფერი უბედურებაო,
წუწუნებდა და ადგილზე ბორძიკობდა, როგორც ცხენი ბოგირთან, რომლის ქვეშაც საფრთხე
ეგულება და არად აგდებს პატრონის მათრახსა და გინებას. ის ახლა, ერთდროულად, ცხენიც იყო
და მხედარიც, სიბრაზის-გან გონებადახშული მხედარი და სიფრთხილისგან დაბრძენებული
ცხენი. რომელი აჯობებდა, რომელი გაიტანდა თავისას? მხედარს უკან დაბრუნებისა რცხვენოდა,
რო-გორ ეთქვა, ბოგირზე გადასვლისა შემეშინდაო, ცხენი კი უმალ ადგილზე მოკვდებოდა,
ვიდრე თავსაც და პატრონსაც ხიფათში ჩააგდებდა. "ჭიტაო", - ეძახდა ბოგირის ქვეშ შემალული
ხიფათი ცხენს და ისიც ხვიხვინებდა, კისერს იბრუნებდა, ყვითელ კბი-ლებს აკრეჭდა, რადგან
სხვა ენა არ იცოდა, მაგრამ ესეც საკმარისი იყო, პატრონიც დაეეჭვებინა, დაეფიქრებინა და
დაეფრთხო კიდეც. ახლა თავმოყვარეობა სწყვეტდა ყვე-ლაფერს, ცხენის ჭკუაზე ევლო თუ
თავისაზე, მაგრამ რაკი ერთხელ უკვე დაეეჭვებინა ცხენს, ისიც უკვე სხვანაირად ფიქრობდა,
ბოგირის გადავლა ისე აღარ ადარდებდა, როგორც უკან დაბრუნება. თვითონაც უკან დაბრუნება
უნდოდა და თუ კვლავ ერთ ადგილას ატრიალებდა ცხენს, მხოლოდ იმიტომ, უკანგამობრუნება
გამოქცევას არ დამ-სგავსებოდა. მერე კი თვითონ იცოდა, რა დღესაც დააყრიდა ცხენს, როგორ
აიგდებდა სამასხროდ მის სიჯიუტეს და სილაჩრეს. ყველაფერს ცხენს დააბრალებდა და ცხენიც
დაიბრალებდა, ან ვინ დაუწყებდა გამოკითხვას. გაიცინებდნენ და ეტყოდნენ: "არა, ძმაო, თუ
ასეა, მაგ ცხენზე აღარ შეიჯდომებაო". "მეც მაგას არ ვამბობო" - უპასუხებ-დათ ისიც და ამით
გათავდებოდა ყველაფერი.
ქალაქი მაინც შემობრუნდა წარსულისაკენ, ისევ გაიხსენეს მზის გულზე მიყრილი მოხუცები,
თვითონაც რომ დავიწყებოდათ და სიკვდილსაც. ტანმა უგრძნოთ, შესაძლე-ბელი რომ იყო ამ
ბებრებს ხსომებოდათ ის, რაც მათ დავიწყნოდათ, ან რაც თავის დროზე არ გამოეკითხათ
მათთვის. დაობებულსა და ჩამოძენძილ ბებრებს შუაში ის-ვამდნენ, აცახცახებულ ხელებში ჯამს
უდგამდნენ, შიგ წყალ-ღვინოს უსხამდნენ და ეხვეწებოდნენ, ემუდარებოდნენ, წლებით
ამოქოლილ ყურებში ჩასძახოდნენ, რა ამბა-ვია ჩვენს თავს, ასეთი რამე თუ გაგიგონიათ
როდისმეო. მოულოდნელი ყურადღებით დამფრთხალი და შეწუხებული ბებრები უაზროდ
ატრიალებდნენ წირპლიანსა და წამ-წამგაცვენილ თვალებს, ვერ მიმხვდარიყვნენ, რა უნდოდა
მათგან ამ უცხო ხალხს, რა-ტომ ასმევდნენ ღვინოს, ნახევარზე მეტი ჩავარდნილ მკერდზე და
უგრძნობელ მუხ-ლებზე რომ ეღვრებოდათ. "გაიხარეთ, გაიხარეთ, შვილებო, მადლსა
შვრებითო", - ჩიფ-ჩიფებდნენ ისინი და ბებრული, უმწეო ღიმილით ყველაფერზე თავს
აკანტურებდნენ. რადგან ბებრული გუმანი კარნახობდათ, ასე უნდა მოქცეულიყვნენ,
ყველაფერზე თავი უნდა ექნიათ, რადგან დათანხმების მეტი მაინც არაფერი შეეძლოთ, თავის
განუწყვე-ტელი კანტურითღა უკავშირდებოდნენ ისინი ცხოვრებას, ერთ გაბმულ, მყუდრო
ბურა-ნად რომ ქცეულიყო მათთვის, მაგრამ მაინც არ ეთმობოდათ, რადგან ხსენისა და ფსი-ტის
სუნი ასდიოდა და უკანასკნელ დღეს პირველი დღის ელფერში ხვევდა. ამიტომაც
დავიწყებოდათ ყველაფერი, ბებრული ეშმაკობისა თუ ბუნების გულკეთილობის წყა-ლობით
განთავისუფლებულიყვნენ განვლილი ცხოვრების ხსოვნისაგან, რათა ისევე უშიშრად და
გულუბრყვილოდ გადასულიყვნენ სიკვდილში, როგორც სიცოცხლეში მოსულიყვნენ. ხალხიც
მალე დარწმუნდა, თავის კანტურისა და დაბნეული ღიმილის მეტს ვერაფერს გამორჩებოდნენ ამ
გადაყრუებულ მოხუცებს, ძვლებით სავსე ტომრები-ვით რომ მიყრილიყვნენ მზის გულზე და
ჩრდილების მეტს ვეღარაფერს ხედავდნენ. და მაშინ, თითქმის ყველას ერთდროულად

გაახსენდა ბოჩია, ყველაზე ზონზროხა და უწყინარი კაცი. თითქოს ისიც მხოლოდ ახლა შეამჩნია
ყველამ, ბოჩია ზუსტად ისე-თივე რომ დარჩენილიყო, როგორიც პირველად იხილეს. იმ პირველი
ხილვის მერე კი დიდი დრო გასულიყო, თვითონ გაზრდილიყვნენ, დასწეოდნენ და გაესწროთ
კიდევაც ბოჩიასთვის, ბოჩიას კი არაფერი შესტყობოდა, თითქოს დრო გვერდს უქცევდა, ვერ ამჩნევდა და ამიტომაც ვერ დაეძველებინა. ეს ნაკლები საოცრება როდი იყო და თუ ამ საოცრებას
აქამდე ვერავინ ამჩნევდა, მხოლოდ იმიტომ, ყველანი გაჩენის დღიდანვე რომ შეჩვეოდნენ ასეთ
ბოჩიას, უცვლელს, მარადიულს, უწყინარსა და კეთილს. ბოჩია მათი ქალაქის განუყოფელი,
აუცილებელი ნაწილი იყო და თავისი ფეხმოუცვლელი და ფერუცვლელი არსებობით
სხვებისთვისაც უფრო საიმედოსა და ხანგრძლივს ხდი-და სიცოცხლეს. ბოჩია იშვიათად
გამოჩნდებოდა ხოლმე ქუჩებში. მაგრამ არავინ მოი-კითხავდა, არავინ შეშფოთდებოდა, სად
გაქრა ის კაციო, თითქოს არ შეიძლებოდა, ბოჩიას რამე მოსვლოდა, რადგან მათ გაჩენამდეც,
როგორც მონაყოლით იცოდნენ, და მათი გაჩენის შემდეგაც, ბოჩია სულ იყო, სულ ასეთი იყო,
ერთი ხნისა, ერთი სისქი-სა და სიმაღლისა, როგორც რომელიღაც ღმერთის ქანდაკება, ქანდაკება
კი არა, თავად ღმერთი, რაღაც დანაშაულისა თუ აჩემების გამო, ადამიანებთან რომ ცხოვრობდა
და ცდილობდა მათ დამსგავსებოდა, რათა ღმერთობა არ შეემჩნიათ, არ დამფრთხალიყვნენ და არ
დაეტოვებინათ მარტო. ბოჩია ამდენს ახერხებდა, მაგრამ დაეჭვების საშუალებას მაინც აძლევდა
ხალხს, ხალხი უფრო ფხიზელი და ყურადღებიანი რომ ყოფილიყო. მის გარშემო მთელი
თაობები იხოცებოდნენ, მიწაში უკვე ფენა-ფენა იწვნენ მკვდრე-ბი, ის კი ისევ თავაუღებლად
მუშაობდა თავის სახელოსნოში, ბურბუშელის ოქროს-ფერ ზვირთებში ჩამჯდარი, ანდა ხეების
ქვეშ იდგა და მასაც ასხდებოდნენ კოდალები. საკმარისია, ხეების ქვეშ დამდგარიყო, მაშინვე
გულზე გადაეყრებოდა, რაც არ უნდა საწყენი შეხვედროდა, სისხლიც ახალგაზრდულად
აუჩქროლდებოდა და კაფანდარა ფოთოლას მოანატრებდა ხოლმე. შეიძლება, ამ ხეებში
ბუდობდა მისი მთავარი სული და ამიტომაც ვერაფერს აკლებდა დრო, მაგრამ უფრო უცნაური
ისაა, ფოთოლასაც რომ გადასდებოდა მეუღლის მარადიული სიჭაბუკე, მარადიული სიჯანსაღე
და ცხოვ-რების ხალისი. მათ ოჯახში ახლაც გაუჩერებლად ჭრიალებდა აკვანი, ხოლო აკვანში
ჩაკრული ნაბოლარას და-ძმების უმრავლესობას მიწაში ეძინათ სამუდამო ძილით, ხან-გრძლივი
და ჭარმაგი სიცოცხლით გამაძღრებსა და დაღლილებს. ვანელები კარგად რომ ჩასძიებოდნენ,
ღრმად რომ ჩაჰყოლოდნენ თავიანთ ფესვებს, ალბათ, ყველანი ერ-თმანეთის ნათესავებიც
აღმოჩნდებოდნენ, ისეთი მრავალრიცხოვანი და უსასრულო იყო ბოჩიასა და ფოთოლას
შთამომავლობა.
ბოჩიამ მისი სახლის წინ შეკრებილ ვანელებს მფრინავი ვერძის ამბავი მოუყვა, მოუყვა, როგორ
მოაფრინა იმ ვერძმა პატარა ბიჭი, რომელსაც ქვეყანა დანით დასდევ-ნებოდა და ვანზე უკეთეს
თავშესაფარს ვერსად იპოვიდა. მოუყვა, როგორ შეაწუხა ვა-ნელები ამ უცხო ბიჭის ბედმა. როგორ
გამოიდეს თავი, როგორ დაუდგნენ ქომაგად, მათ ჭერქვეშ შემოფრენილ ბავშვს უცხოობა რომ არ
ეგრძნო და შიშიც დავიწყებოდა, რადგან, ძველი ვანელების აზრით, შეშინებული ბავშვისგან
ვერც კარგი მეომარი გა-იზრდებოდა და ვერც კარგი მეოჯახე.
მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, ბევრი რამე მიეცა დავიწყებას, მაგრამ ბოჩიას აქამდე
გამოჰყოლოდა მოსალოდნელი ბედნიერების მძაფრი შეგრძნება, ამ პატარა უცხო ბიჭის ხილვამ
რომ გაუჩინა. მართალია, ცხოვრებამ საპირისპირო დაუმტკიცა, ყველაფერი წაღმა შეუტრიალა,

მაგრამ ბოჩიამ მაინც ვერ მოიშორა ის შეგრძნება, მა-ინც აქამდე შემორჩა, როგორც ღიმილი
გაწბილებული კაცის სახეს.
ბოჩია მოგონებებმა გაიტაცა, მისი ხნის კაცს კი ტყუილიც დაეჯერებოდა. გაოცე-ბული ხალხი
პირდაღებული უსმენდა, განძრევისაც ეშინოდა, ეშინოდა, არ გამქრალი-ყო ის საოცარი ხილვები,
ბოჩიას მონაყოლს რომ ამოჰყოლოდა, ფრთამოხატული პეპ-ლებივით რომ დაფარფატებდნენ
ჰაერში, ვარდის სურნელს რომ აფრქვევდნენ და ოქ-როს მტვერში ხვევდნენ ქვეყანას. ბოჩია
ყვებოდა და თვითონვე უკვირდა, რა ზღაპრუ-ლად უცნაური და მომხიბვლელი ჩანდა
ყველაფერი, რაც აქამდე მარტო მან იცოდა, რაც სხვა უამრავ მოგონებებთან ერთად სამუდამოდ
ჩალექილიყო მისი გულის ფსკერ-ზე და, შეიძლება ამიტომაც, დაჰკარგვოდა ფერიცა და
მნიშვნელობაც, როგორც ბებიის საქორწილო კაბას. ახლა კი, გამომზეურებული, სკივრიდან
ამოღებული, ნიავდაკრუ-ლი, ამდენი ცნობისმოყვარე შვილიშვილის თვალწინ, არა მარტო
თვითონ იბრუნებდა პირველყოფილ სინაზესა და სიმსუბუქეს, არამედ თავისი მფლობელის
დამათრობელ სიქალწულესაც აცოცხლებდა, მის საქორწილო თრთოლვასა და სამზადისს. ხალხს
სიამაყით გული ებერებოდა, დაგვიანებული ცრემლი ყელში აწვებოდა, ასევე დაგვია-ნებული
სინანული სულს უწუხებდა, რადგან ასეთი ლამაზი და ასეთი ჰაეროვანი ბე-ბია იოლად და
უდარდელად დაევიწყებინა, ისე დაევიწყებინა, ახლა მის საფლავსაც ვერ მიაგნებდა, ბალახი
მაინც რომ მოეგლიჯა და თუნდაც ერთი წუთით ჩამოჯდომო-და ფერხთით.
რა იცოდა ბოჩიამ, რა ბოროტებას სჩადიოდა ამით, თორემ უმალ თავს მოიკლავდა, თუკი
შესაძლებელი იყო მისი სიკვდილი, ვიდრე ამგვარ სისულელეს წამოროშავდა, ხალხს ოცნებას
გაუჩენდა და ცისკენ გაუქცევდა თვალს.
იმ დღესაც დიდხანს იდგა ბოჩია ხეების ქვეშ, მაგრამ ვერ იქნა და ვერ გამოიკეთა გუნება. ერთი
შეხედვით, თითქოს არაფერი არ უნდა ჰქონოდათ საფრთხილო ფოთო-ლასა და ბოჩიას, მათი
აღურიცხველი შთამომავლობა ყოველმხრივ ჩვეულებრივი იყო, არც ფრთა ეზრდებოდა და არც
ცის საჭვრეტად ეცალა. ბოჩიას სხვა რაღაცა აწუხებ-და ახლა, გრძნობდა, მართლაც ძალიან
დიდხანს გაჩერებულიყო ამ ქვეყანაზე, ერთი კაცის კვალობაზე ბევრ რამეს მოსწრებოდა, მაგრამ
ყველაფერი ერთბაშად გადაეშალა, სადღაც, არარაობის ჯურღმულებში შეერეკა აწივლებულ
შოლტსა და გალახული ბავშვის ღნავილს. ბოჩია ხეების ქვეშ იდგა და თვალწინ ის ყურიანი
კალათა ედგა, საიდანაც, ვინ იცის რამდენი წლის წინათ, მამობილმა ამოიყვანა, ღრუბლის
ქულასა-ვით ფუნჩულა და შიშველი. ბოჩიაც იმ კალათასავით დაცარიელებულიყო და თანდათან უარესად ცარიელდებოდა, რადგან სამუდამოდ ეკარგებოდა ჩვილის სუნიცა და სითბოც,
ერთიცა და მეორეც თავისუფლად გაჰქონდა ნიავს მისი ფარღალალა კედლე-ბიდან.
ვერც ფოთოლამ მოისვენა იმ ღამეს, შამფურივით ტრიალებდა, თითქოს სხვის ლო-გინში იწვა,
მიუჩვეველ ადგილას. ასედაც იყო, ფოთოლას უბოჩიოდ სიცოცხლე არ შეეძლო, არც იცოდა,
როგორ უნდა ეცოცხლა, რადგან, რაც თავი ახსოვდა, ყოველთ-ვის ბოჩია ჰყავდა გვერდით,
ბოჩიას გვერდით იძინებდა და ბოჩიას გვერდით ეღვიძებო-და. ბოჩიათი იწყებოდა მისი დღეცა
და ღამეც, მაშინ თენდებოდა და მაშინ ღამდებოდა მისთვის, როცა ბოჩია მოისურვებდა, როცა
ბოჩია იტყოდა "გათენდაო", ანდა "დაღამ-დაო". თვითონ, ბოჩიას მეტი, არაფერი გაეგებოდა ამ
ქვეყნისა. ასე იყო სულ, დიდხანს კი არა, სულ, და მხოლოდ ეს ერთადერთი სიტყვა აღნიშნავდა

ფოთოლასთვის დროს. ახლა კი ფოთოლას დროს ბზარი გასჩენოდა, კვერცხივით გამოტეხილიყო
და შავი წი-წილა გამოეგდო გარეთ, ერთადერთი ღამე ფოთოლას ცხოვრებაში, რომელსაც ამჩნევდა, რადგან მარტო იყო, უბოჩიოდ. რაღა ეშველებოდა ამ წიწილას, უკანვე ვინღა შე-აბრუნებდა
გამოტეხილ კვერცხში?! ჯერ კიდევ სველი, ლორწოვანი ბუმბულით ეტმას-ნებოდა ტანზე,
თითქოს ფოთოლა ვალდებული იყო, სხვისი წიწილა გაეზარდა. არა, არ უნდოდა ფოთოლას ეს
ღამე, ვერც გააწევდა, თუკი როდისმე დაადგებოდა საშველი და დამთავრდებოდა. მაგრამ
უბოჩიოდ როგორ უნდა დამთავრებულიყო, ან ფოთოლას როგორ უნდა გაეგო მისი დამთავრება,
თუკი ბოჩია გვერდით არ ეყოლებოდა?! ფოთო-ლა იტანჯებოდა, ვერც ქმრის დაძახება გაებედა
და იმისიც ეშინოდა, ვაითუ ბოჩიას მშვიდად სძინავს და აღარც კი ვახსოვარო. თავს ებრძოდა, არ
იჯერებდა, ასე იოლად თუ დაივიწყებდა ბოჩია ცოლს, რომელიც მისი დაუოკებელი ვნების
შიშით განგებ ჰგვიდა უკვე ათასჯერ დაგვილ სახლს, ხელახლა რეცხავდა უკვე დარეცხილსა და
დაკრიალებულ ჭურჭელს, ქმარს რომ უქმად ჩამომჯდარი არ ენახა. განა შეეძლო ასეთ ბოჩიას
ახლა მშვიდად დაეძინა?! არა. უმალ ფოთოლა მოკვდებოდა, გული გაუსკდებო-და. ამიტომაც
ვერ ბედავდა ოთახიდან გამოსვლას და მისი აფორიაქებული გონება წა-რამარა შემოახეტებდა
ხოლმე ბოჩიას აჩრდილს, მაგრამ ბოჩიას აჩრდილი ზღურბლს აქეთ არ გადმოდიოდა, გაბუტული
ბავშვივით ატუზულიყო კართან. "რა იყო, ცუდად ხომ არა ხარო" - ეძახდა ფოთოლა საწოლიდან,
მაგრამ ბოჩია რომ არ პასუხობდა, თვითონვე მირბოდა მისკენ და ბოჩიას ნაცვლად ჩაკეტილ კარს
აწყდებოდა. "გაიღვიძე, გაიღვიძე, გაიღვიძეო" - ახლა უკვე ხმამაღლა ყვიროდა ფოთოლა და
კარზე მუშტებს აბრახუნებდა, მაგრამ ბოჩიასგან ჩამიჩუმიც არ ისმოდა. ფეხშიშველი,
მუშტებდაბეჟილი და ყვირილისგან ყელატკიებული ფოთოლა გათოშილ კარს ეხუტებოდა და
მწარედ ტიროდა, დიდხანს ტიროდა, სანამ ოთახში თანდათან არ გაიცრიცა ღამის წყვდიადი და
ალიონმა არ გადაალურჯა ყველაფერი. მერე ფოთოლამ ქათმების კრიახი გაიგონა და კარს
ურდული გაუგდო, მაგრამ მაშინვე არ გასულა ოთახიდან, საწოლთან მიბ-რუნდა, ცივ
ფილაქანზე დგომით გაშეშებული ფეხები ფლოსტებში წაჰყო და მხრებზე შალი მოიხურა. "რა
ბებერივით ვკანკალებო" - ერთი კი გაიფიქრა და ეზოში გამოვი-და. ბოჩიას ლოგინი ხეების ქვეშ
გაეშალა, მაგრამ შიგ არ ჩაწოლილიყო, ზემოდან იწ-ვა საბანზე. როცა ფოთოლა ახლოს მივიდა,
გაოცებისაგან პირი დააღო: ბოჩიას ლო-გინზე სიბერისგან დაჩიავებული, დაჭმუჭნული და
გადაყვითლებული ცხედარი ესვენა. ფოთოლამ უნებურად მაღლა აიხედა, თითქოს ხეებს
ჩამოვარდნოდათ ყუნწზევე მიმჭკ-ნარი ნაყოფი.
***
ტყუპმა ძმებმა ხალხი სახლებში გამოკეტეს. ვანი უკაცურ ქალაქს დაემსგავსა. გე-გონებოდათ,
ქალაქი დედაწულიანად გაუქვავებია ჯადოქარს, ანდა აყრილა და გადახ-ვეწილაო. სამარისებურ
დუმილს მხოლოდ ბერძნის წყაროს მკლავის სისხო ნაკადის შფოთვა და დგაფუნი არღვევდა.
ქალაქი ძმებს დარჩენოდათ და ისინიც უდარდელად, არხეინად დასეირნობდნენ ქუჩებში.
ათასში ერთხელ, თუ ვინმე მაინც გაბედავდა თა-ვის გამოყოფას შინიდან, ძმები ფეხებს
დაუბაკუნებდნენ ხოლმე და ისიც მაშინვე უჩინარდებოდა. ოდესღაც მოვლილი და ლამაზად
თავმობმული ბუჩქები უშნოდ გაი-ფარჩხნენ; ქუჩებში ქვეწარმავლის ჯოგივით გამოცოცდა სურო
და ხვიარა; ქვაფენილ-ზე ბალახმა ამოხეთქა; ქვითკირის კედლებს გამომშრალი, დაძველებული
სისხლისფე-რი მღიერა გადაეკრა; გვიმრისა და შვიტის მეწინავე რიგებმა ვეღარ გაუძლეს უსაშვე-

ლოდ გამრავლებულ თანამოძმეთა მოწოლას და გზებსა და ბილიკებზე გადმოცვივდ-ნენ;
ყორეების ჩრდილში ჭინჭარი ახასხასდა; ოწინარებს მწვანე ბოლივით აუყვა ხავ-სი; სახლებს
შორის, ქუჩების გაღმა-გამოღმა ობობებმა ქსელი გააბეს; მოშიებულმა პი-რუტყვმა ზმუილით
გამოანგრია სადგომები და ქუჩებში გაიფანტა; ფრინველმაც მალე მიატოვა საბუდრები და ახლა,
სადაც მოეპრიანებოდა, იქა სდებდა კვერცხს; ძმებს გა-სართობი გაუჩნდათ, კვერცხებს კალთაში
იგროვებდნენ და ერთმანეთს ესროდნენ, ძროხებს დააჯირითებდნენ, ღორებს კუდით
დაათრევდნენ, აჭყივლებდნენ და თვითო-ნაც ღორებივით ჭყიოდნენ, ქათმებს ცოცხლად
პუტავდნენ და ტიტველი ქათმები სიკვ-დილის მოციქულებივით დაბორიალობდნენ ქალაქში.
სარკმელზე ცხვირმიჭყლეტილი ადამიანი ყველაფერს ხედავდა და გული უკვდებო-და,
ყველაფერი თავიდან გასაკეთებელი გახდომოდა, თუკი როდისმე კიდევ გამოვიდო-და გარეთ და
გამოკეტილ ბინებში თვითონაც არ გაიხრწნებოდა თავისი ნასუნთქისა და ნაფიქრალის მსგავსად.
მაგრამ ადამიანი რისი ადამიანი იყო, თუ სულ ასე უმოქმე-დოდ დარჩებოდა, მიცვალებულივით
გულხელდაკრეფილი. მისი ქალაქი შიშსა და ელ-დას დაეპყრო, მაგრამ ამასაც უნდა შეგუებოდა
იგი, რადგან ყველაფერს აიტანდა, სა-კუთარი მონაგარის ასე გაოხრებას კი ვერა. საქმე არ
იცდიდა. პირუტყვი თავიდან იყო მოსაშინაურებელი, ფრინველი - საბუდარს მისაჩვევი, ბალახი მოსაგლეჯი; სუროსა და ხვიარასთვის ბარითა და ცულით უნდა დაემოკლებინა დაგრძელებული
ხელები. "დედას ვუტირებ, ბარითა და ცულით ამოვძირკვავო" - უკვე გეგმებს აწყობდა გუნება-ში
და კოცონსაც აბრიალებდა, რომელზედაც თავისუფლების მოტრფიალე სარეველა იწვოდა და
ქვეყანას სასიამოვნო, სიმშვიდისა და თვლემისმომგვრელი სურნელით ავ-სებდა. ამ
სურნელისთვის ცხოვრობდა ადამიანი, ეს სუნი ენატრებოდა ახლაც და ენა ექავებოდა, იმდენი
სათქმელი დაგროვებოდა ამ ხნის განმავლობაში. არა, არ შეიძლე-ბოდა, ასე რომ
გაგრძელებულიყო, არც გაგრძელდებოდა. ქვეყანა ჩალით არ იყო და-ხურული, სიმართლე გზას
გაიკვლევდა, დამნაშავე მოინახებოდა და დაისჯებოდა კი-დეც, გალახული ბავშვების ჯავრსაც
ამოიყრიდა და ისევ მარჩენალ ხარს ჩაუდგებოდა კვალში ალალმართალი მშრომელი. ისევ
მიადგებოდა მეზობელს ცეცხლისა და მარი-ლის სასესხებლად, მართლა ცეცხლისა და
მარილისათვის კი არა, ისე, დასახედად, როგორ ცხოვრობდა, რას ჭამდა, რას სვამდა, რა ეცვა და
რა ეხურა. აბა, მეტი რა იყო ცხოვრება, შენიანს თუ მხარს არ გაუხახუნებდი, სუფრასთან თუ არ
დაუჯდებოდი, არ ილაპარაკებდი და მასაც არ აალაპარაკებდი. არა, არ შეიძლებოდა დიდხანს
გაგრძელე-ბულიყო ასე. დღეს თუ არა, ხვალ მაინც უნდა გამოედარა, მეტის გადადება აღარ შეიძლებოდა. დღეს თუ არა, ხვალ ისიც გამოვიდოდა შინიდან და შემორიგებული მეზო-ბელივით
გაუღიმებდა ქვეყანას. ხვალ ჯობდა, ხვალამდე იქნებ გარკვეულიყო კიდეც ყველაფერი,
სიფრთხილეს თავი არ სტკიოდა. ერთ დღეს კი... ერთ დღეს მგლის ტყავ-ში გაძლებდა კაცი.
მაგრამ მოლოდინმა არ გაუმართლა. შოლტების წივილი ჯერ კიდევ ყურებში ედგა, მეხივით რომ
გავარდა ქალაქში ახალი ცნობა: ქვისმთლელი ფარნაოზის ბიჭი ტაძრის გუმბათზე აიპარა,
ხელები ფრთებივით გაშალა და გადმოხტაო. მალე მთელი ქალაქი ტაძართან იდგა და,
დაბნეული, ხან ტაძრის გუმბათს აჰყურებდა, ხან იმ ადგილს დას-ცქეროდა, სადაც პატარა
უხეირო დანარცხებულიყო მიწაზე. "გეგონებოდათ, ეგაა, მარ-თლა გაფრინდაო" - ყვებოდნენ ამ
ამბის მომსწრენი. შიშისა და მღელვარებისაგან სა-ხე დაჰკარგოდათ, ხმა უკანკალებდათ, თითქოს
ეს წუთია თვითონ გადარჩენოდნენ სა-შინელ განსაცდელს.

მიწას დროზე შეუმჩნევია ცაში მოლივლივე ბავშვის სხეული და ისე მიუზიდია თავისი ღონიერი
ხელებით, პატარა უხეირო ერთი კი ამოტრიალებულა ჰაერში და ყი-რამალა წამოსულა ძირს,
ისეთი ხმა გაუღია, თითქოს ცაც თან ჩამოიტანაო.
თინა ამ დროს ჭურჭელს რეცხავდა, რამდენჯერაც არ შეუშვირა წყალს პატარა უხეიროს ჯამი,
იმდენჯერ სისხლივით გაწითლდა წყალი.
ფარნაოზი ზემო უბანში ქვაფენილს აგებდა, ტაძართან რომ მოირბინა, სისხლის გუბეზე მიწა
უკვე წაეყარათ. ნოტიო მიწას აქა-იქ პატარა უხეიროს თმა აეკრა. ირგვ-ლივ სიჩუმე და სიცარიელე
სუფევდა, როგორც დანაყრებულ ლომის ბუნაგში. კაცი ვერ იფიქრებდა, ამ ცოტა ხნის წინათ
ასეთი ქარბორბალა თუ დატრიალებულიყო აქ. ტაძრის კედელზე არეკლილი მზე ფარნაოზს
თვალებში სცემდა. ტაძარს ზურგი შეაქ-ცია, იქვე, მიწაწაყრილ გუბესთან ჩაჯდა და სველ მიწას
ხელი ისე ფრთხილად გადა-უსვა, თითქოს ეშინოდა, არ გასხლტომოდა. მიწის სიგრილემ მთელს
ტანში დაუარა, სველი ხელისგული სახეზეც ჩამოისვა და თითებზე მიწებებულ თმას სული
შეუბერა. ჰაერის ნაკადმა თმა დააბზრიალა და მაღლა წაიღო. ასე, ცახცახითა და ტრიალით ასცდა ტაძარს, გვერდზე გაუხტა ჩამოქროლილი ჩიტების გუნდს, გაცრეცილ ღრუბლებ-ში გაძვრა
და მზეს მიაშურა. ხელისგულებით მიწას დაყრდნობილი, უკან გადაქანებუ-ლი ფარნაოზი თმას
იქამდე უყურებდა, სანამ სინათლემ და უსასრულობამ თვალები არ დაუბრმავა. იმ დღეს, როცა
ფარნაოზი დაიბადა, დარეტიანებული და საომარი ეტ-ლის ბორბლებით ფეხებდაჩეჩქვილი
მამამისიც სწორედ ასე იჯდა ბრძოლის ველზე.
თინას არც სახე დაუხოკავს, არც მოთქმით შეუძრავს ქვეყანა. უბედურებას მომზა-დებული
დახვდა, რადგან განუწყვეტლივ მოლოდინში იყო; იმ დღის მერე, როცა პატა-რა უხეირომ გაიარა,
ერთი წუთითაც არ გაქრობია ავი წინათგრძნობა, მაგრამ არც რჩევა უკითხავს ვინმესთვის და არც
დახმარება უთხოვია. ან ვინ რას უშველიდა, მო-სახდენი უნდა მომხდარიყო. რაც დრო გადიოდა,
უფრო და უფრო ეპარებოდა ეჭვი თა-ვის სიმართლეში. რაღაცაში, ალბათ, მასაც მიუძღოდა
ბრალი, რაღაცა მასაც დაეშავე-ბინა, რადგან სინდისის ქენჯნა აწუხებდა და გული
გაუჩერდებოდა ხოლმე, როცა შვილის თვალებში სიბრალულსა და თანაგრძნობას კითხულობდა.
პატარა უხეირომ დედამისი პირველად რომ ნახა ატირებული, თვითონაც ატირდა და სლუკუნსლუკუ-ნით უთხრა: ნუ ტირი, გავიზრდები და მე ვიქნები შენი ქმარიო. იმ დღის მერე თინას
შვილის თანდასწრებით აღარ უტირია, მაგრამ პატარა უხეირო მაინც ყველაფერს ხვდებოდა,
უფრო მეტი ესმოდა, ვიდრე მოეთხოვებოდა. ეს აბნევდა, ეს აფორიაქებდა, ეს აშინებდა თინასაც,
რადგან სხვამ თუ არა, თვითონ ხომ იცოდა, რა უსინდისოდ მოქცეოდა შვილს, რა მიზნით და რა
საქმისთვის გაეჩინა იგი. თინას მაშინ არ შეეძ-ლო შვილის მომავლის განჭვრეტა, ახალი
დამთავრებული ჰქონდა ბრძოლა, გამარჯვე-ბა თავბრუს ახვევდა და მარტო იმაზეღა ფიქრობდა,
რითი განემტკიცებინა ეს გამარჯ-ვება. ქვეყანა კი დაეპყრო, მაგრამ ამ ქვეყანას ახლა ათვისება
სჭირდებოდა, ხელახლა უნდა მოეპირკეთებინა კედლები, სახურავი გამოეცვალა, ტახტზე
დედისეული ფარდაგი გადაეფარებინა და ზედ მისი ბავშვობის დროინდელი თოჯინები
ჩაემწკრივებინა, არც თვითონ რომ ეგრძნო თავი უცხოდ და არც სხვებს შეემჩნიათ მისი უცხოობა.
შვილიც ამიტომ სჭირდებოდა, ყველაზე მეტად შვილი განუმტკიცებდა რწმენას, სამართლიანად
რომ ებრძოლა და სამართლიანად მოეპოვებინა ის, რაც მოეპოვებინა. მაშინ თინას სხვანაირად
You have read 1 text from Georgian literature.
Next - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
  • Parts
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Total number of words is 3713
    Total number of unique words is 2149
    29.1 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2104
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Total number of words is 3786
    Total number of unique words is 2050
    32.9 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 2036
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Total number of words is 3729
    Total number of unique words is 2068
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    52.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Total number of words is 3798
    Total number of unique words is 2041
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.7 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Total number of words is 3774
    Total number of unique words is 2100
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Total number of words is 3823
    Total number of unique words is 2083
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2026
    33.7 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Total number of words is 3773
    Total number of unique words is 1978
    31.9 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 2031
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2106
    31.0 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Total number of words is 3704
    Total number of unique words is 2027
    30.8 of words are in the 2000 most common words
    45.1 of words are in the 5000 most common words
    51.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 2083
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Total number of words is 3829
    Total number of unique words is 2058
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 1976
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2062
    30.1 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Total number of words is 3775
    Total number of unique words is 1967
    34.5 of words are in the 2000 most common words
    49.1 of words are in the 5000 most common words
    56.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Total number of words is 3868
    Total number of unique words is 1886
    35.4 of words are in the 2000 most common words
    49.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2046
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Total number of words is 3709
    Total number of unique words is 1983
    33.1 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Total number of words is 3866
    Total number of unique words is 2020
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.4 of words are in the 5000 most common words
    54.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2020
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    54.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 2058
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2111
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2042
    30.5 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Total number of words is 3904
    Total number of unique words is 2006
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 1988
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Total number of words is 3889
    Total number of unique words is 1960
    31.7 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Total number of words is 3751
    Total number of unique words is 2127
    27.9 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Total number of words is 3814
    Total number of unique words is 2046
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Total number of words is 3808
    Total number of unique words is 2002
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2068
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.4 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 2023
    31.8 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2094
    29.3 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Total number of words is 3725
    Total number of unique words is 2171
    27.3 of words are in the 2000 most common words
    38.2 of words are in the 5000 most common words
    44.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Total number of words is 3887
    Total number of unique words is 2056
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Total number of words is 1188
    Total number of unique words is 820
    38.4 of words are in the 2000 most common words
    50.8 of words are in the 5000 most common words
    57.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.