Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15

Total number of words is 3829
Total number of unique words is 2058
30.6 of words are in the 2000 most common words
43.0 of words are in the 5000 most common words
50.5 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
იქაურობას სამარისებური სიცივით ავსებდა. ეს უჩვეულო სინათლე ერთიანად აოგნებდა
სულიერსაც და უსულოსაც. ხალხი ცდილობდა, რაც შეიძლება შორს გასცლოდა, გაქცეოდა
სინათლის ბრჭყალებს, ძილშიაც რომ უკარგავდა მოსვენებას. როცა გაიგონებდნენ, დედოფალი
მოჰყავთო, ფანჯრებზე ფარდაგებს აფარებდნენ, ნასვრეტებსა და ჭუჭრუტანებს ცვილით
გლესავდნენ, მაგრამ კამას შემაშფოთებელი სინათლე ყველაფერში ატანდა და ყველაფერს სუსხის
ეკალს აყრიდა, რასაც კი შეეხებოდა. საბედნიეროდ, ეს სუსხი და გაოგნება დიდხანს არ
გრძელდებოდა, თან მიყვებოდა ჩავლილ დედოფალს. სინათლისგან დაბრმავებული თვალიც
მაშინვე იბრუნებდა მხედველობის უნარს, ხოლო მოახლოებული და გარდაუვალი აღსასრულის
შეგრძნება შხუილით იღვრებოდა ყურებიდან და ნესტოებიდან, როგორც გამსკდარ კასრიდან
წყალი. კამამ ვანელებს, რატომღაც დარიაჩანგი გაახსენათ. გადმოცემით იცოდნენ, დარიაჩანგსაც
თავისი სინათლე რომ ჰქონდა, პირიდან ია და ვარდი სცვიოდა და მის ნავალზე ისეთი ბალახი
ბიბინებდა, საქონელი გაცურდებოდა. დარიაჩანგის სხივებზე, როგორც ვენახის ტოტებზე,
ბავშვები ეკიდებოდნენ და კონწიალობდნენ. კამას სინათლე კი სხვა იყო, ეს სინათლე აბნელებდა.
ამ წამიერ სიბნელეში ხეები გახმობას ასწრებდნენ, ბალახი ჭკნებოდა, ძონძივით ეფინა მიწაზე,
ჩიტები გულგახეთქილნი ცვიოდნენ ძირს, ბაკებში დამწყვდეული საქონელი ზმუოდა და
ერთმანეთს რქებზე ეხვეოდა. მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი მალევე მთავრდებოდა.
საკმარისი იყო, ჩაევლო ტახტრევანს და გარემოც პირვანდელ სახეს იბრუნებდა, ოღონდ ხალხს
უფრო დიდხანს რჩებოდა გულის ფრიალი და გადატანილი ზაფრის ყინული.
- მცივა, ოყაჯადო, მცივა! - ჩასძახოდა კამა ყინულისფერ სარკეს.
ეს უზარმაზარი სარკე მზითვში მოჰყოლოდა და ახლა მთავარ დარბაზში იდგა. სარკე თითქოს
უარესად ამძაფრებდა სიცივეს და ოყაჯადომ აღარ იცოდა, როგორ ეშველა ცოლისთვის.
დაქორწინების შემდეგ თვითონაც განუწყვეტლივ ზრინავდა ტანში, მაგრამ ვერც ცეცხლის

ანთება გაებედათ. კამა ცეცხლს ვერ იტანდა, სიკვდილივით ეშინოდა ცეცხლისა და მართლაც,
გინდაც შორიდან მოეკრა თვალი, მაშინვე უზარმაზარ ლოლუასავით იწყებდა დნობას.
სასახლეში ყველა მობუზული დადიოდა, იატაკზე ჭირხლი ეყარა, სუსხი კედელშიც ატანდა და
სასახლე გარედანაც შეჭირხლულიყო. კამა მთელი დღეები სარკის წინ იჯდა და ჩიოდა, როდის
შემიშვებს სარკე, აღარ შემიძლია, გავითოშეო. კამას იმ მეორე კამასი შურდა, უკვე სარკეში რომ
ცხოვრობდა და ახლა იქიდან ესაუბრებოდა გარეთ დარჩენილ ორეულს, რომელსაც უსასრულოდ
შეეძლო ესმინა, ისეთ საოცარ ამბებს უყვებოდა სარკის ბინადარი კამა. "დამიჯერე, აქა სჯობს, აქ
არც სიცივეა და არც სითბოო", - ეუბნებოდა სარკის ბინადარი გარეთ დარჩენილს. ისიც
ფეხმოუცვლელად იჯდა სარკის წინ და ელოდებოდა, როდის გაიხსნებოდა სარკის ზედაპირი და
სანატრელი ქვეყანა მასაც შეიფარებდა. კამას ეშინოდა, არ გამორჩენოდა ის საბედისწერო წუთი
და სამუდამოდ არ დარჩენილიყო გარეთ. მერე, როცა კამა უკვალოდ გაქრა, ოყაჯადომაც
დაიჯერა, მისმა მეუღლემ მართლა რომ მოახერხა სარკეში შეღწევა. მაგრამ გული არ დაწყვეტია,
რა ჰქონდა გულის დასაწყვეტი? კამამ სამუდამოდ გაუთოშა სისხლი, ქალის სახსენებელი
შეაჯავრა, ერთი საათით თუ შევიდოდა მასთან, მერე მთელი კვირა აცემინებდა, ცინგლი
ჩამოსდიოდა. კამა კი მთელი თვე ლოგინიდან ვეღარ დგებოდა, ისე ადნობდა და ასუსტებდა
ქმართან განმარტოება. რაკი თვითონ აღარ შეეძლო სარკესთან მისვლა, საწოლთან მოატანინებდა
ხოლმე ჩარჩოში ჩასმულ ყინულის ლოდს და სევდიანი, შურიანი და აღტაცებული თვალებით
შესცქეროდა, შესციცინებდა სარკის ბინადარ კამას.
ოყაჯადოს დედა მოენატრა, რაც ცოლი შეერთო, დედა არ ენახა, არც გახსენებია. სად გაქრაო? ჯერ გაუკვირდა, მერე კი შეეშინდა, ხომ არ მიმატოვაო, და მაშინვე დედის საძებნელად გასწია.
ცუცა თავის ოთახში შეკეტილიყო, გაუხდელი ჩაწოლილიყო ლოგინში, თავზე შალი მოეხვია და
ზემოდან მთელი წალო ქვეშაგები დაეყარა. მოუსვენარი, დანაკვერცხლებული თვალებიღა
უჩანდა, თითქოს მელია იყურება სოროდანო. "მეფეს ვახლავარო" - დაუძახა შვილს, გალეული,
ძარღვებით გადალურჯებული ხელი ძლივძლივობით ამოაძვრინა საბნებიდან და ტუჩზე
აწეპებული ბეწვი მოიშორა.
- ცოლი ნეტავ სხვისიც არ გამეგო, - ამოიოხრა ოყაჯადომ.
- არ გაბედო! - უყვირა ცუცამ.
ცუცამ იცოდა, ეს დღე რომ დაადგებოდა. მართალია, ყველაზე მეტად ქალის ეშინოდა, მაგრამ
თვითონაც ქალი იყო და არასოდეს მოუტყუებია გუმანს. მას შემდეგ, რაც ოყაჯადო ტახტზე
დასვა, თითქოს აღარაფერს არ უნდა შეეშფოთებინა, მაგრამ კიდევ არსებობდა ერთი ჯებირი,
ერთი ვერაგი მტერი, რომელიც აუცილებლად გამოჩნდებოდა და ეცდებოდა კიდეც ცუცას
შეკოწიწებული ციხე-სიმაგრის დანგრევას. ამიტომაც არ აშორებდა თვალს შვილის ბრტყელსა და
უძრავ სახეს, და, როცა ოყაჯადოს შუბლი მუწუკებმა გაავსეს, ცუცაც მიხვდა, მტერი კარზე
მოსდგომოდა. მტერი ძლიერი იყო, შეეძლო ხელის ერთი დაკვრით მართლა წყალში გადაეყარა
ამდენი ხნის ნაამაგარი. ოყაჯადოც დაბნეული აცეცებდა თვალებს, ჯერ ვერ ხვდებოდა მტრის
ვერაგობას, მაგრამ უკვე აელოკა მისი მოშხამული მახვილი და ხანდახან ისე წამოენთებოდა სახე,

მთელ კოკა წყალს დაიცლიდა თავზე. მაგრამ ყინულივით ცივი წყალი შიშინით აშრებოდა,
ცეცხლს კი ვერ უქრობდა. მერე გაქცევის ხუშტური წამოუვლიდა, მართლა რომ არ გაქცეულიყო,
კარს გადაკეტავდა ხოლმე და ოთახში დაძუნძულებდა. მარტო ცუცამ იცოდა მისი წამალი, ისიც
იცოდა, ცოტა ხნით უნდა გაეშვა, რათა სამუდამოდ არ დაეკარგა, მაგრამ ოყაჯადო არ იყო თავის
ნებაზე გასაშვები კაცი, თანაც ახლა, ამ დღეში მყოფს პირველივე ქალი ლეჩაქის ყურზე
გამოიბამდა, ერთ სიტყვას უჩურჩულებდა და სამუდამოდ დაავიწყებდა დედასაც და ტახტსაც.
ცუცას კი ოყაჯადო თავისთვის უნდოდა, საქმისთვის გაეჩინა და არა კალთაში საბუქნაოდ.
ოყაჯადო უფრო მეტს ნიშნავდა ცუცასთვის, ვიდრე ნებისმიერი შვილი ნებისმიერი დედისთვის.
ოყაჯადო იგივე ცუცა იყო, დანამატი, აუცილებელი დანამატი, ურომლისოდაც არც ცუცა
იქნებოდა ასეთი, ვერასოდეს ვერ მიაღწევდა იმას, რისთვისაც მიეღწია. ცუცას მხოლოდ და
მხოლოდ ოყაჯადო სჭირდებოდა. წინ სიბნელე იყო, გაურკვეველი მომავლის სიბნელე და
ცუცამაც თამამად შეაბიჯა ამ სიბნელეში, რადგან შიში და ყოყმანი დაღუპვას ნიშნავდა მისთვის.
რა მნიშვნელობა ჰქონდა, ვინ დახვდებოდა იქ, მეჯინიბე თუ მეფე, მთავარი იყო, უშედეგოდ არ
ჩაევლო სიბნელესთან შეუღლებას, ნაყოფი გამოეღო, არ გაეწბილებინა მომავლისთვის
მებრძოლი ქალი. ოყაჯადო სიბნელის ნაყოფი იყო და არა ჩვეულებრივი ლეკვი, იქამდე რომ
ახსოვს დედას, სანამ ლიბრი მოსცილდება, სანამ სინათლეს დაინახავს. სინათლემ გატყუება
იცის, ცუცას კი ოყაჯადო სამუდამოდ სჭირდებოდა, რადგან მათი ერთიანობა, მათი
განუყოფლობა ბადებდა ტახტს, გვირგვინს, უშიშარსა და უზრუნველ ცხოვრებას. ცალ-ცალკე არც
ერთს არ ჰქონდათ ფასი. ამიტომ ოყაჯადოს დედის მეტი არაფერი არ უნდა დაენახა. დედის
დანახვა კი ბრმასაც შეუძლია. ცუცას უნარი შესწევდა და ვერც ვერავინ დაუშლიდა, ისეთი
შვილი გაეზარდა, როგორსაც მათი საერთო საქმე მოითხოვდა. შეძლო კიდეც, მიაღწია, რადგან
უნდა მიეღწია, რადგან სხვა გზა არ არსებობდა. მაგრამ ოყაჯადო სიმწიფეში რომ შევიდა, ცუცამ
საფრთხე იგრძნო, სამუდამოდ შემომტკიცებულ მიწაზე გრიგალი იღვიძებდა, ვნების გრიგალი,
რომელიც არაფერს არ დაგიდევდათ, ერთნაირად მიაწყდებოდა ხუხულასაც და სასახლესაც.
ცუცამ იცოდა ამ გრიგალის ძალა, მაგრამ მაინც როგორმე უნდა მოევლო, დროზე უნდა ჩაექრო,
ჩაეწყნარებინა და, თუკი შეძლებდა, სამუდამოდ ამოეფხვრა კიდეც. მეორე ქალს, ვინც არ უნდა
ყოფილიყო იგი, ვერ გადააყოლებდა ძლივს აწყობილ ცხოვრებას. ვის რა უფლება ჰქონდა,
მზამზარეულზე გამოჩენილიყო და უბრძოლველად მიეთვისებინა ის, რაც ცუცას წლების
მანძილზე საკუთარი ნისკარტით შეეკოწიწებინა ოცნების ლერწმითა და ცოდვის ტალახით.
ცუცამ იცოდა, ვნების გრიგალს ვერაფერს მოუხერხებდა, ვერ მისწვდებოდა, მაგრამ შვილი ხომ
ხელთა ჰყავდა. ერთხელაც დაბზრიალდა ცუცა და იქამდე იბზრიალა, სანამ კამა არ დაინახა,
დაინახა და დამშვიდდა. უფრო ლამაზ ქალს ვერავინ გამონახავდა სარძლოდ, ვერც ერთი
საცოლე ვაჟი ვერ დაიწუნებდა ცუცას არჩევანს. მაგრამ ცუცამ ისიც დაინახა, რასაც ვერავინ
დაინახავდა, მით უფრო გამოუცდელი ოყლაყი, მშვიდად რომ ვერ შეუხედავს კაბაგადაცმულ
სარისთვისაც. კამას სილამაზე სიცივის, სიმარტოვისა და სიბერწის სილამაზე იყო. ცუცა
სიხარულით დაფრინავდა, კამას არაფერში არ სჭირდებოდა მისი ვაჟიშვილი, ხოლო მისი
ვაჟიშვილისთვის ეს ისეთი გაკვეთილი იქნებოდა, სიკვდილამდე დაამახსოვრებდა თავს. ცუცაც
ცოტას წაეხმარებოდა და დაარწმუნებდა, რომ ყველა კაბა ერთსა და იმავე საიდუმლოს მალავდა.
კამამ დიდი იმედი ჩაუნერგა ცუცას, ამიტომაც უთხრა, ჩემო მშვენიერო, ჩემო ლამაზო რძალო,
შენი დიდი იმედი მაქვსო. ხოლო როცა შვილის დაბნეული სახე დაინახა, ისევ ხუმრობის

გუნებაზე დადგა და ნიკაპქვეშ ხელი ამოჰკრა, როგორც იცოდა ხოლმე. ოყაჯადო გაწითლდა,
დედას თვალი აარიდა და ძლივს ამოილუღლუღა: მე უნდა წავაქციო, თუ თვითონ წაიქცევაო?
ცუცას ერთი წუთით შეეცოდა შვილი, იცოდა, სადაც უშვებდა, იცოდა, როგორი
დაუბრუნდებოდა იქიდან, მაგრამ ახლა დედაშვილობიას დრო არ იყო. შვილს გასამხნევებლად
წაუთაქა, მაგას თქვენც გაარკვევთო, დაუბარა და თავის ოთახში შეიკეტა, რადგან უკვე
გასჯდომოდა ტანში სიცივე, რომელსაც მისი ვაჟიშვილიც მალე იგრძნობდა.
- მცივა! - ისევ ამოიოხრა ოყაჯადომ.
- ჩუმად, - ისევ შეუწყრა ცუცაც, - მეც მცივა, მაგრამ თქვენი გულისთვის ვითმენ.
"გინდოდა და აგისრულდა, - გააგრძელა ცოტა ხნის მერე თვითონვე, რაკი დარწმუნდა,
ოყაჯადოს აღარაფერი ჰქონდა სათქმელი, - გინდოდა და აგისრულდა. ცოლი ეგ არის. მადლობა
ღმერთს, მე ვერაფერს დამაბრალებო".
ოყაჯადო დაღვრემილი გამობრუნდა. როგორც ყოველთვის, დედამისი ახლაც მართალი იყო.
ოყაჯადოსაც დედასთან უნდოდა ყოფნა, აქ ერჩია, ფეხი უკან რჩებოდა, მაგრამ უნდა წასულიყო,
მეფე იყო და ტახტი უცდიდა. შესაძლებელი რომ ყოფილიყო ტახტის აქ შემოტანა, თავსაც აღარ
გამოყოფდა დედის ოთახიდან, მაგრამ, კამას სარკესავით, ტახტსაც ხომ არ დაუწყებდნენ აქეთიქით ჩოჩიალს? არც ცუცა მისცემდა ამის ნებას. არ შეიძლებოდა და იმიტომ. ტახტის გაქანებაც არ
შეიძლებოდა, ერთ ადგილას უნდა მდგარიყო, საძებარი რომ არ გახდომოდა, ადვილად რომ
მიეგნო და ყოველთვის ასე დინჯად, ყოველთვის ასე მძიმედ წასულიყო მისკენ. "ძნელი ყოფილა
მეფობაო", - ფიქრობდა ოყაჯადო.
- ჯერ სადა ხარ, კიდევ ბევრჯერ მოგენატრება დედა, - მიაძახა ცუცამ.
ახალ კალაპოტში გადაგდებული ცხოვრება თანდათან მშვიდდებოდა, ნაპირებს ეჩვეოდა და
თავქვე მიქროდა. ღვინის ვაჭარი ბახა ისევ ღვინის ვაჭარ ბახად დარჩენილიყო, მაგრამ ახალი
საგონებელი გასჩენოდა: მისი ღვინო ხალხს კი აღარ ათრობდა, აყეყეჩებდა. დარწმუნებული იყო,
იმანო რაღაცას ეშმაკობდა, ღვინოს აფუჭებდა, მაგრამ ჯერ ხმას არ იღებდა, იმედი ჰქონდა,
საქმეზე წაასწრებდა და პასუხსაც მაშინ მოსთხოვდა. ხალხსაც ვეღარ სცნობდა ღვინის ვაჭარი
ბახა, მის ორმოცსაფეხურიან სარდაფში სხვა ხალხი ირეოდა, ღვინოსაც სხვანაირად სვამდა,
ზეზეულად, ფაცაფუცით და ყინწიც მალე სწყდებოდა. "ვინ არიან, სად იყვნენ აქამდეო", უკვირდა ღვინის ვაჭარ ბახას, მაგრამ თავად ჯერ ისევ ძველებურად მედიდური იჯდა თავის
საყვარელ სკამზე, მრგვალთავიანი ჯოხი მუხლებს შორის ჩაედგა და ზედ ხელები დაებჯინა.
მეთევზე ბედიაც ისევ ჩუმ-ჩუმად ზომავდა მანძილს ნავების სადგომიდან ზღვამდე და ისევ ჩუმჩუმად აგრძელებდა თოკს, უკვე საკმაოდ დამძიმებული, უღელივით რომ უხეხავდა კისერს.
ბოჩია ისევ აკვანს თლიდა, ოქროსფერი, შრიალა და სურნელოვანი ბურბუშელა მუხლებამდე
შემოსდგომოდა და მამობილის შემოჩვეული კოდალები ახლა მას ასხდებოდნენ. ისიც მართლა
ხესავით გაირინდებოდა ხოლმე, სანამ ეს ჭრელი და მოუსვენარი ჩიტი გამეტებით უკაკუნებდა

ნისკარტს. ფოთოლას მოხვეტილი და მობოჭილი ბურბუშელა ეზოში გაჰქონდა დასაწვავად,
მაგრამ, შემობრუნებულს, იმდენივე ხვდებოდა.
შავთვალება მალალოს სასტუმრო დუღდა და გადმოდუღდა. ოყაჯადოს გაკვალულ გზაზე
იმდენი წამსვლელ-მომსვლელი იდგა, ისა და მისი ექვსი ქალიშვილი ძლივსღა აუდიოდნენ
სტუმრების მიღებასა და გასტუმრებას. ასე რომ, ერთი შეხედვით თითქოს არაფერი არ შეცვლილა
ვანში, უბრალოდ, ერთი საოცრება კიდევ შეჰმატებოდა ქალაქს: ოყაჯადოს სასახლეს პაპანაქება
სიცხეშიც ლოლუები ეკიდა.
ერთი შეხედვით ჩანდა ასე, თორემ დროს, რაღა თქმა უნდა, ბევრი რამე შეეცვალა. დრო თავისას
აკეთებდა. დროს თავისი საქმე ჰქონდა. ვერც ვერაფერს ამჩნევდა, არც არავის ეპუებოდა. არც
თვალი ჰქონდა, არც გული. მიდიოდა, მიიზლაზნებოდა, უგრძნობელი და ღონიერი. შავთვალება
მალალოც დიდხანს ეომა, ეფერა და ეთვალთმაქცა, მაგრამ ვერაფერს გახდა. თუმცა არა, რწმენა
განიმტკიცა, ბრძოლისა და შეურიგებლობის რწმენა. მართალია, სიბერემ იმდენჯერ შეაშინა და
იმდენი უძახა "ჭიტა-ჭიტაო", ყოველგვარი იმედი გადაუწურა, მაგრამ ფარ-ხმალი მაინც ვერ
დააყრევინა. პატრონივით გადაბერებული თუთიყუშიც ახლა უფრო ხშირ-ხშირად ჩხაოდა,
მასპინძელო, მასპინძელოო, თითქოს ისიც გრძნობდა დროის დინებას და ცდილობდა, რაც
შეიძლება მეტჯერ ეთქვა ეს ერთადერთი სიტყვა, ადამიანებთან შეხიზნულს რომ ესწავლა. არა,
თუთიყუშიც შავთვალება მალალოს აფრთხილებდა, ჯიუტად უმეორებდა ერთსა და იმავეს,
რადგან შავთვალება მალალოსაც მხოლოდ ამ სიტყვის მნიშვნელობა ესმოდა ბოლომდე,
ძირფესვიანად. თავიდანვე მოხიბლა ამ სიტყვამ, აიყოლია, დაარწმუნა, შენთვისა ვარ მოგონილი,
შენზე უკეთ ვერავინ გამამართლებსო, და შავთვალება მალალომაც მთელი გულით შეიყვარა იგი.
შეიფერა კიდეც, შეიშნოვა. სტუმრები იცვლებოდნენ, ის კი უცვლელი რჩებოდა. ასედაც
იქნებოდა სულ, დრო რომ არ გადამტერებოდა, კრიჭაში რომ არ ჩასდგომოდა. ახლა მასპინძელს
სტუმრებისთვის მათი წონა ოქროც რომ მიეცა, მაინც არავინ დაიჯერებდა, ეს ფეხებდასიებული
ჯოჯო, მუშტისხელა, დაკვანძული ძარღვები წურბელებივით რომ დასეოდნენ წვივებზე,
ოდესღაც ტანკენარი, კოცონივით მობრიალე და სალამურივით ხმაწკრიალა ქალი გახლდათ.
დღითიდღე სტუმრები უფრო თავაზიანნი და მორიდებულნი ხდებოდნენ და შავთვალება
მალალოც გრძნობდა, როგორ შორდებოდნენ ერთმანეთს ისა და მისი სტუმრები. მაგრამ ასე
ადვილად მაინც ვერ შეელეოდა სიცოცხლეს, სანამ პირში სული ედგა, ზურგს ვერ შეაქცევდა,
კარს ვერ გამოუკეტავდა და, თუ უსასრულოდ ვერა, კიდევ დიდხანს უმასპინძლებდა, მიიღებდა
და გაისტუმრებდა; კიდევ ბევრჯერ გახდიდა და ჩააცმევდა, როგორც სულელი გოგო საყვარელ
თოჯინას. ამდენი ხანი ტყუილად როდი აჩხავლებდა ამ თუთიყუშს, წყალგადასხმულ
მუგუზალივით რომ პრიალებდა; ტყუილად როდი ეუბნებოდა ყველა ძაღლსა და მამაძაღლს:
მიგულე შენს მასპინძლად, კიდევ მობრძანდიო. ყველას, ყველას უნდა სცოდნოდა, ჯერ კიდევ ის
იყო მასპინძელი. ჯერ ის იყო და მერე მისი ქალიშვილები, ჯერ მასთან ჰქონდა საქმე ქვეყანას.
მართლაც იმდენი ჰქნა შავთვალება მალალომ, ერთხელ კიდევ გააწბილა კარს მომდგარი სიბერე.
მოხდა ის, რასაც უკვე არავინ აღარ ელოდა. შავთვალება მალალომ ბავშვი გააჩინა, მეშვიდე
ქალიშვილი. გოგოს ინო დაარქვეს. სასტუმროში ჩვილის სუნი დატრიალდა და იქაურობაც
ჩვეულებრივ სახლს დაამგვანა. ექვსი ერთნაირად თმადავარცხნილი, ერთნაირ კაბაში
გამოწყობილი და უკვე საკმაოდ შელახული ქალიშვილი თავზე ევლებოდა მოლოგინებულ

დედას. ბავშვის გაჩენამ ისინიც გაახალისა, აღაფრთოვანა და დაასევდიანა კიდეც. დედამ
აჯობათ, დედამ სიბერეშიც შეძლო ის, რისი უნარიც მათ ახალგაზრდობაშივე დაეკარგათ.
შავთვალება მალალო მათზე მეტი იყო, ყოველთვის მეტი იქნებოდა, ერთით მეტი. თუკი ისინი
ახლა შვიდნი გამხდარიყვნენ, შავთვალება მალალო უკვე რვა იყო. დედის მოულოდნელმა,
ყველასათვის მოულოდნელმა მოლოგინებამ ქალიშვილებს ისევ აღუდგინა მისი უპირატესობისა
და ყოვლისშემძლეობის რწმენა. მართალია, საერთო ჭერსა და საქმეს ისე დაეახლოვებინა ისინი
დედასთან, მეშვიდე დასავით ექცეოდნენ, იმასაც ეუბნებოდნენ, ყველანი ერთნაირები ვართო,
მაგრამ ახლა თვითონაც გრძნობდნენ, რამდენად მაღლა იდგა შავთვალება მალალო, მეშვიდე და
კი არა, შვიდივეს შემქმნელი. ეს პატარა, ნაცრისფერთვალება არსებაც მალე დაემსგავსებოდა
უფროს დებს, ჯერ კი არხეინად ღუღუნებდა, რადგან გვერდით ყველაზე თბილი, ყველაზე
გემრიელი და ყველაზე ძლიერი ქომაგი ეწვა.
ინომ მალე შეამჩნია ერთნაირად თმადავარცხნილი, ერთნაირ კაბებში გამოწყობილი უფროსი
დების საოცარი მსგავსება. ბევრი დრო დასჭირდა, სანამ ერთმანეთისაგან განასხვავებდა, რადგან
ექვსივენი ერთნაირად იხრებოდნენ მისკენ, ერთნაირად იჩლიქავდნენ ენას და ერთნაირად
იცინოდნენ, როცა ინო მათ ყელ-კისერზე აკონწიალებულ მძივებს წაეტანებოდა. ინო ბედნიერი
იყო, იმდენად ბედნიერი, ვეღარც არჩევდა, როდის თენდებოდა და როდის ღამდებოდა.
ერთნაირად ვარდისფერი, მშვიდი და კეთილი იყო დღეცა და ღამეც. სანამ სიარულს ისწავლიდა,
დედას ატატებული მიჰყავდა იგი თუთიყუშის გალიასთან და ინოც გულიანად კისკისებდა,
როცა ეს გაფხორილი, ყვითელთვალა და შავნისკარტა ფრინველი ბორბალივით
დატრიალდებოდა ხოლმე ხარიხაზე. გალია ქანაობდა, ქანაობდა და თავბრუდახვეული ინო
შეუმჩნევლად იზრდებოდა. საღამოობით ექვსივე და ერთად ბანდა, ვარცხნიდა და რთავდა ინოს,
სტუმრებთან რომ გაეყვანათ. "აბა შენ იცი, ყველას მიესალმე, საჩუქარზე ნუ გაიპრანჭები, ნუ
ათქმევინებ, ეს რა უწესო გოგო ჰყოლიათო", - ჭკუას არიგებდნენ დები, სანამ ის პეპელასავით
ფარფატებდა და ერთი სული ჰქონდა, როდის ეჩვენებოდა სტუმრებს ახალ კაბაში
გამოპრანჭული. დილით დიდი ოთახიდან დედა-დების უზრუნველი საუბარი და სიცილკისკისი ისმოდა, ამ ხმის გაგონებაზე ინო ყოველთვის ნეტარებით გაიზმორებოდა ხოლმე და
მაშინვე რძის თბილი და ნოყიერი სუნი დატრიალდებოდა მთელს სახლში. თმაგაჩეჩილი,
ფეხშიშველი, გამოძინებული და მოშიებული ინოც გაფარფატდებოდა დიდ ოთახში და, სანამ მის
შემოსვლას შეამჩნევდნენ, აღტაცებული შესცქეროდა დედასა და დებს. ყველანი კოხტად
თმადავარცხნილნი და პირდაბანილნი, საოცრად ლამაზები და ახლობლები იყვნენ. ისიც
უცნაური თრთოლვით ჩამოუვლიდა ხოლმე ყველას და თითის წვერებზე აწეული კოცნიდა მათ
სურნელოვან ლოყებსა და შუბლებს. "მაცალე, ძლივს დავივარცხნე თმაო", - ყასიდად
წიოკობდნენ დები. ინო კი ბედნიერი იყო.
ოყაჯადოს სასახლეს ისევ ლოლუები ეკიდა. შუადღის მზე რომ დააჭერდა, ბავშვები პირის
გასაგრილებლად ჭიგოებით ყრიდნენ ლოლუებს და თავქუდმოგლეჯილნი გარბოდნენ, ვიდრე
მცველები დაუტატანებდნენ გალავნიდან, თუმცა ნაბადში გახვეული მცველები თვითონაც
მალულად ამტვრევდნენ ამ ლოლუებს და ქუჩაში ისროდნენ. ახლა დღე არ გაივლიდა, ოყაჯადოს
დედისთვის არ დაეხედა. კამა სარკის წინ დნებოდა, ქმარი აღარც ახსოვდა. ათასში ერთხელ ისევ

სარკეში თუ მოჰკრავდა თვალს, როგორ ჩაივლიდა მის ზურგს უკან მოღუშული,
გულხელდაკრეფილი ოყაჯადო.
ერთ დღეს ოყაჯადო დედასთან რომ შევიდა, საწოლზე წამომჯდარმა ცუცამ ისეთი
აწრიალებული მზერა შეაგება, გული გადაუქანდა, რაღაც უბედურება მომხდარაო.
- რა მოხდა, დედაჩემო?! - შეჰყვირა ოყაჯადომ.
- მეტი რაღა უნდა მოხდეს... - კი არ უპასუხა, თავისთვის წაიმღერა ცუცამ და ირგვლივ უმწეოდ
მიმოიხედა.
მერე ისევ შვილს გაუსწორა თვალი და იქამდე უყურა ბრტყელსა და უძრავ სახეში, სანამ ღიმილი
არ მოერია. ოყაჯადო ცოტა დამშვიდდა. "შე მართლა უბედურ ვარსკვლავზე გაჩენილოო", ჩაიქირქილა ცუცამ თავისებურად, მაგრამ ხველა აუვარდა და სანამ ოყაჯადომ წყალი არ
მოურბენინა, სული ვერ მოითქვა.
- ფეხები წამერთვა, - თქვა ცუცამ და ცოტა ხნის მერე ისევ გაიმეორა: ფეხები წამერთვაო!
ოყაჯადომ ვერაფერი გაიგო, მაგრამ მაინც შვება იგრძნო, რადგან შიშს ისე დაერია ხელი, ეგონა,
როგორც კი გააღებს დედაჩემი პირს, საზარელი ურჩხული ამოუფრინდებაო.
- ეგ არაფერი, - უთხრა ოყაჯადომ.
ამის მერე ოყაჯადოს ბალღივით ატატებული დაჰყავდა ცუცა. ეზოშიაც ასეირნებდა და ისეთი
სიფრთხილით დაატარებდა, თითქოს ადუღებული წყლით პირამდე გაპიპინებული ტაშტი ერთი
ადგილიდან მეორეზე გადაჰქონდა და ეშინოდა, ფეხები არ დაემდუღრა.
- სხვას არ ანდო ჩემი თავი, იცოდე, - ეჩურჩულებოდა ცუცა, - ვისაც შენი დაღუპვა უნდა, ჯერ მე
მომიღებს ბოლოს.
მათი ასეთი დედაშვილობა მალე მთელი სასახლის სალაპარაკო გახდა. ქალებს ხომ მეტი აღარ
უნდოდათ, ცუცას ცოდვით იწვოდნენ და მისი ბედნიერებაც შურდათ. მეფეს კი არა, მენახირესაც
აღარ ახსოვს მშობელიო, ამბობდნენ ქალები, მოსეირნე დედა-შვილს რომ დაინახავდნენ და
აწყლიანებულ უპეებს თავსაფრის ბოლოებით იმშრალებდნენ. "შვილი გავზარდე, შენ უნდა
სთქვა, ქალოო", - ხოტბას ასხამდნენ გუნებაში ოყაჯადოს მკლავებში მოკალათებულ ცუცას,
რომელსაც მეტი სიფრთხილისთვის ორივე ხელი შვილის კისერზე შემოეხვია. ცუცა მართლა იყო
ხელით სატარებელი დედა. ფეხები კი წართმეოდა, მაგრამ გონება ძველებურად საღი შერჩენოდა,
ეს გონება დაატარებდა ორივეს, დედასაც და შვილსაც, და ეს ამბავი ორივემ კარგად იცოდა.
ოყაჯადოს ღონიერი ფეხები ჰქონდა, მაგრამ ორ ნაბიჯზეც არ გაიშვებოდა. ბუნებას რაღაც
შეშლოდა, რაღაც გამორჩენოდა, თავიდანვე ერთ არსებად რომ არ შეექმნა ისინი. ორი თავი და
ორი წყვილი ფეხი მართლაც ზედმეტი იყო მათთვის. ცუცას თავს სწორედ ოყაჯადოს ფეხები
სჭირდებოდა, ოყაჯადოს ფეხებს კი ცუცას თავი. აკი ასეც მომხდარიყო ბოლოს. ბუნებას მაინც
გამოესწორებინა თავისი უნებლიე შეცდომა. ოყაჯადო ახლა უფრო თამამად დააბიჯებდა, ახლა

უფრო სწრაფად და იოლად წყვეტდა სამეფო საქმეებსაც, უფრო სწორედ, უფრო სწრაფად და
იოლად იგებდა, რა გადაწყვეტილება მიეღო ცუცას ამა თუ იმ საქმეზე.
ერთ საღამოს, სასახლის ეზოში სეირნობისას, ცუცამ ტუჩებზე ხელი ჩამოისვა და თქვა: ზღაპარი
უნდა მოვყვეო.
ოყაჯადო გამოცოცხლდა, ბავშვივით აღელდა და დედა უფრო მაგრად მიიხუტა. ზღაპრები
ძალიან უყვარდა, ისიც იცოდა, დედამისი ტყუილუბრალოდ, გასართობად არ მოუყვებოდა
ზღაპარს, რაღაცას გაუმხელდა, მიახვედრებდა, მიანიშნებდა მაინც. ასე ექცეოდა თავიდანვე,
როცა ოყაჯადო თვითონ იყო ხელით სატარებელი, და თუკი რამე იცოდა ამ ქვეყნისა, ისიც
დედის ზღაპრებიდან ესწავლა.
- ერთ კაცს ალმასის ჩლიქებიანი და ოქროს რქიანი კამეჩების მოყვანა დაავალა მეფემ, - დაიწყო
ცუცამ, - ის კამეჩები კი ზღვაში ცხოვრობდნენ.
- ზღვაში?! - გაუკვირდა ოყაჯადოს.
ცუცა გაბრაზდა: ალმასის ჩლიქები და ოქროს რქები არ გაგიკვირდა, კამეჩი რომ ზღვაში
ცხოვრობდეს, ვითომ რა დიდი ამბავიაო... მართლა სულელი ყოფილხარ, თუ გგონია, შენი
გაოცება მინდა და თავს იმიტომ ვიღლიო.
ოყაჯადო გაჩუმდა, ან რა უნდა ეთქვა, დედა მართალი იყო. "მართლაც, რა დიდი ამბავია, კამეჩი
რომ ზღვაში ცხოვრობდესო?" - ფიქრობდა თავისთვის, სანამ ცუცას სიბრაზე გადაუვლიდა და
მოყოლას გააგრძელებდა.
- არაფერსაც არ უნდა გიყვებოდე! - თქვა ცუცამ.
მერე ჩაეკითხა, სად შევჩერდიო, მაგრამ პასუხისთვის აღარ დაუცდია:
- კამეჩები ზღვაში ცხოვრობდნენ და მიწაზე მარტო წყლის დასალევად ამოდიოდნენ. ახლა
იმასაც იტყვი, თუკი ზღვაში ცხოვრობდნენ, ბარემ ზღვის წყალი ესვათო, მაგრამ თუ აქამდე არ
იცოდი, ახლა იცოდე, რომ ზღვის წყალი არ ისმევა, მწარეა და მლაშე.
- ეგრეა. - თქვა ოყაჯადომ.
ცუცამ კი გააგრძელა: - ვერაფერი რომ ვერ გააწყო იმ კაცმა, მარჩიელთან მივიდა, შენ რომ
მიხვედი ერთხელ, ისე მივიდა ის კაცი მარჩიელთან და უთხრა: თუ რამე შეგიძლია, გზაზე
დამაყენეო. მარჩიელი აბა რიღას მარჩიელი იქნებოდა, ხელს თუ არ გაუმართავდა სათხოვნელად
მისულ კაცს. ასე არ არის? შენც ხომ გაგიმართა ხელი მარჩიელმა? არც იმ კაცისთვის დაუწყვეტია
გული. ხარის ტყავისა და ერთი ფუთი ლურსმნის შოვნა თუ შეგიძლიაო, ჰკითხა მარჩიელმა კაცს.
შემიძლიაო, უპასუხა კაცმა. მაშინ, - უთხრა მარჩიელმა, - წაიღე ერთი ხარის ტყავი და ერთი
ფუთი ლურსმანი, ერთი ხარის ტყავი და ერთი ფუთი ლურსმანი, ერთი ხარის ტყავი და ერთი
ფუთი ლურსმანი, ტყავი გადააფარე იმ წყაროს, ტყავი გადააფარე იმ წყაროს, ტყავი გადააფარე იმ
წყაროს, ლურსმნებით კი მიწაზე დააჭედე, ლურსმნებით კი მიწაზე დააჭედე, ლურსმნებით კი
მიწაზე დააჭედეო.

ოყაჯადოს სახე გაებადრა, რადგან მიხვდა, რატომაც უმეორებდა დედამისი ერთსა და იმავეს.
სწორედ ამ ადგილებისათვის უნდა მიექცია ყურადღება და დაემახსოვრებინა კიდეც. ესეც ძველი
ხერხი იყო, მრავალჯერ ნაცადი. ოყაჯადოს ერთი სული ჰქონდა, ეთქვა დედისათვის: მივხვდიო,
მაგრამ თავი შეიკავა, რადგან ცუცამ ზღაპარი გააგრძელა:
- როცა კამეჩები ზღვიდან ამოვლენ, წყალი აღარ დახვდებათ, წყალი აღარ დახვდებათ, წყალი
აღარ დახვდებათ. შეგეხვეწებიან, ოღონდ წყალი დაგვალევინე, ოღონდ წყალი დაგვალევინე,
ოღონდ წყალი დაგვალევინე და შენი ყმები გავხდებითო, შენი ყმები გავხდებითო, შენი ყმები
გავხდებითო - დაამთავრა ცუცამ და ისე უცებ გაჩუმდა, თითქოს შვილის მკლავზე ჩამოეძინაო.
- გავხდებითო, ვხდებითო, ებითო, თო - დააქუცმაცა ბოლო სიტყვა ოყაჯადომ, თითქოს ძაღლის
თავი ამ სიტყვაში იყო დამარხული.
- მიხვდი რამეს? - ჰკითხა ცუცამ.
ოყაჯადომ წაუყრუა, ვითომ ფიქრობდა და ვერ გაეგო დედის შეკითხვა. ცოტა ხნის შემდეგ კი
ისევ გაიმეორა: გავხდებითო, ვხდებითო, ებითო, თო.
- ვერაფერსაც ვერ მიხვდი, - თქვა ცუცამ და გაფარჩხული თითები ყბაში წაჰკრა შვილს.
ამ საუბრიდან ერთი კვირის თავზე ბერძნის წყაროს მცველები დაუყენეს, წყაროს წინ თიხის
უზარმაზარი გომბეშო დადგეს, წყალს კი ფასი დაადეს. წყლისთვის მოსულს ჯერ გომბეშოს
დაბჩენილ პირში უნდა ჩაეგდო ფული და მერე შეეყუდებინა კოკურა ღარისთვის. ვეღარც
ბავშვები იჭყუმპალავებდნენ წყაროს ნავში, რომელსაც სამუდამოდ შერჩენოდა ზედ ფრიქსესა და
მისი ოთხი ვაჟის ხელისგულის ანაბეჭდები.
- ზღვა რომ დავივიწყეთ, ამიტომაც ხდება მიწაზე ამისთანა ამბებიო, - ეტყოდა ხოლმე ბედია
ცოლს.
ბედიას მოსვენება დაჰკარგვოდა, ამხელა ზღვა თვალსა და ხელს შუა ეპარებოდა, ქალაქში კი
გიჟად თვლიდნენ, არავის არ სჯეროდა მისი. ხათრით უსმენდნენ, თავებს აკანტურებდნენ და
ყველანაირად ცდილობდნენ, პირში არ შეეცინათ ამ ხნის კაცისთვის. ბედია მართლა გიჟს
დამგვანებოდა. გასაპარად გამზადებული ზღვის ვერაგობაზე ფიქრით თვალები
ამოთეთრებოდა, კისერზე გადაცმული თოკის გორგალი უკვე მხრებზეც ჩამოსჩაჩვოდა.
დუქნების წინ შეკრებილი უსაქმურები ძლივს უძლებდნენ ცდუნებას, ფეხი რომ არ
დაებიჯებინათ თოკის ჭრელი ბოლოებისთვის, ბედია რომ მიათრევდა, ბედია კი ვერაფერს
ვეღარ ამჩნევდა, რადგან ზღვის ვერაგობაზე ფიქრობდა და იმ საერთო უბედურებაზე, რომელიც
ამ ვერაგობას უნდა მოჰყოლოდა.
ქმრის მღელვარება ბედიას ცოლსაც გადასდებოდა. შესაღამოვდებოდა თუ არა, მოიგდებდა
მხრებზე შალს და იდგა მარტო აღრიალებულ ზღვის ნაპირას, უკვე კარგა მანძილზე რომ
დაშორებოდა მათ პატარა ქოხს. იდგა, უყურებდა, და ბედიას ვერ გაეგო, მოსთქვამდა თუ
მღეროდა მისი მეუღლე, რადგან ზღვის ღრიალსა და ქარის გუგუნში ქალის ხმის საბრალო
ნაგლეჯებიღა აღწევდა ქოხამდე. "ამ უბედურს რაღას ვერჩოდიო", - წუხდა ქოხის ზღურბლზე

გადმომდგარი ბედია და ცოლს ეძახდა: კარგი, გეყოფა, წინასწარ ნუ გამოიტირე ეგ ოხერი ზღვაო.
არადა, დღითიდღე რწმუნდებოდა, ზღვა რომ მართლა მიდიოდა. ამ რწმენას ცოლის გაბმული
ზუზუნიც უღვივებდა. ბედია ლანდად ხედავდა ცოლს, ზღვის ქარში გაზნიქილსა და
გადაქანებულს; თითქოს ქარი ხელსა ჰკრავდა, იშორებდა აბეზარ მოწმეს; თითქოს ზღვასაც
ერიდებოდა ამ უცნაური არსებისა, ასე თვალმოუშორებლად რომ ჩაჰყურებდა სულში და
ამიტომაც ითრევდა ფეხს, სახეს არიდებდა, რადგან გრძნობდა, ამ ქალის წუხილი და უბედურება
უფრო დიდი იყო, ვიდრე თვითონ. ზღვას ეშინოდა კიდეც ამ ქალისა, უყვიროდა, თავფეხიანად
წუწავდა, ქვიშას აყრიდა სახეში, გამეცალე, მე ვიცი ჩემი საქმისაო, მაგრამ ქალი უძრავად იდგა,
ფეხს არ იცვლიდა და თავისთვის ზუზუნებდა. ეს ხმა ზღვას უარესად აღელვებდა, ანამუსებდა,
აუძლურებდა და, თავადაც გამწარებული, გულმკერდს იხევდა სანაპიროს დაკბილულ
ლოდებზე. "გეყოფა, ქალო, გაცივდები!" - ყვიროდა ბედია და რიყის ქვასავით მკვრივსა და
პატარა მჯიღს მკერდში იცემდა. მერე თვითონაც აქანავდებოდა ხოლმე ადგილზე, თითქოს
ფერხულში ჩაებაო, და ცოლის ზუზუნს ხმას აყოლებდა. ახლა ქავილი წამოუვლიდა. ორივე ხელს
შეიყოფდა გაბურძგნული თოკის ქვეშ და იქამდე იბღოტნიდა კანს, სანამ ფრჩხილის ძირებში
სისხლი არ ჩაუდგებოდა, ჭუჭყივით. თან გამწარებული ყვიროდა: გეყოფა, ქალო, აღარ შემიძლია
მეტიო. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამე უნდა განეცადა და მოეთმინა ბედიასაც და ვანელებსაც,
რადგან ის პირველი შეცდომა, რომელიც მათდაუნებურად ჩაედინათ და რომლისთვისაც თავის
დროზე არავის მიუქცევია ყურადღება, დღითი დღე იზრდებოდა.
***
მეთევზეებს ზღვიდან ბადე გამოჰქონდათ, ორ რიგად დაწყობილიყვნენ და ბადის ბოლოებს
მაჯის სიმსხო თოკებით ექაჩებოდნენ. წყლიდან ამოსული თოკი მეწინავის შიშველ ფეხებთან
გველივით იგრაგნებოდა. ჰეი და ჰეი! ჰეი და ჰეი! - ამხნევებდნენ ერთმანეთს. მათი საქმიანობა
რომელიღაც ცეკვას უფრო ჰგავდა, ვიდრე მძიმე შრომას. ყველანი ერთნაირად გაზნექილიყვნენ
წელში, ერთნაირად ამოძრავებდნენ ხელებსაც. ბადე ნელა უახლოვდებოდა ნაპირს, ნაპირსა და
უჩინარ ბადეს შორის წყალი ქოთქოთებდა; ბადეს ნაპირისკენ ორი ნავი მოუძღოდა, მენავეები
გრძელი ჭოკებით ერეკებოდნენ თევზს. მალე წყლიდან მორკალულმა ბადემაც ამოყო თავი,
სილაზე ამოცოცდა და ფენა-ფენა დაიკეცა. თანდათან მცირდებოდა მანძილი ბადის წელსა და
ნაპირს შორის. უცებ აქოთქოთებული წყლიდან ვერცხლისფერი, მოძრავი მასა ამოიზიდა, ახლად
დაბადებულ კუნძულივით, ჯერ კიდევ რომ არყევდა მიწისქვეშა ბიძგები. ეს თევზი იყო.
მეთევზეებმა ყიჟინა დასცეს. სანახევროდ ამოთრეულ ბადეს წყალი წურწურით ჩამოსდიოდა,
ხავსის მწვანე, ხასხასა ნაფლეთები ზღვის შედედებული სისხლივით ეკიდა. მეთევზეები
წელამდე წყალში შეცვივდნენ და თევზს ნაპირზე დაუწყეს ამოყრა. თევზს თოლიებიც მიესივნენ,
გაშმაგებით ჩხაოდნენ, ფრთებს ატყლაშუნებდნენ და ცდილობდნენ, როგორმე მიეღწიათ
თევზამდე. თევზი ადუღებულ ვერცხლივით იბუშტებოდა და ლაპლაპებდა. მეთევზეებმაც
ასტეხეს ერთი ვაიუშველებელი, ნიჩბებიც მოიმარჯვეს და, როგორც იქნა, მოიშორეს
აჩხავლებული, აყივლებული, ახარხარებული ყაჩაღები. მაგრამ ცოტა ხნის მერე, ერთი თოლია,
სხვებზე მშიერი თუ თამამი, უკანვე მობრუნდა. ჯერ მოშორებით დაჯდა სილის ბორცვზე და
აფუსფუსებულ მეთევზეებს გახედა. მეთევზეები თოლიას ვერ ამჩნევდნენ. არც ეცალათ
მისთვის. სამაგიეროდ ფარნაოზი ხედავდა. ფარნაოზი თითქმის იქვე იჯდა, იმ სილის ბორცვთან,

რომელზედაც თოლია დასკუპებულიყო. ფარნაოზმა უნებურად კენჭი აიღო, მაგრამ არ უსვრია.
რაღაცნაირად ააღელვა, ააფორიაქა ჩიტის სიახლოვემ. დაძაბული იჯდა. თოლიას ან ვერ შეემჩნია
იგი, ანდა არ ეშინოდა. ასე ახლოს არასოდეს არ ენახა ფარნაოზს თოლია, არც მიწაზე დამჯდარი
ენახა. უკვირდა კიდეც, სულ ცაში როგორ არიანო. ჩიტი ორ ნაბიჯზე იჯდა და გრძელი
ნისკარტით იღლიას იფხანდა. უცებ ხტუნვა-ხტუნვით გაიქცა, ჯიქურ შევარდა მეთევზეთა
წრეში, თევზს პირი დასტაცა და ის იყო ნადავლიანად უნდა აფრენილიყო, ვიღაცამ შეამჩნია და
ნიჩაბი მოუქნია. თოლიას თევზი დაუვარდა, თვითონ კი უვნებლად აფრინდა, რამდენჯერმე
დატრიალდა ნიჩაბმომარჯვებულ მეთევზის თავზე, რამდენჯერმე ჩამოსჩხავლა და ისევ სილის
ბორცვზე დაჯდა. ფარნაოზს გული გაუთბა, თოლია ენდობოდა. მეთევზე და თოლია ერთმანეთს
მიაჩერდნენ. მეთევზე ოდნავ წინ გადმოხრილიყო, ნიჩაბი ორივე ხელით შეემართა და
ქანდაკივით უძრავად იდგა. ცოტა ხნის მერე თოლია მეთევზისკენ გადასკუპდა, თითქოს
ამოწმებდა, მართლა ქანდაკება ხომ არ არისო. მეთევზეს სულმა წასძლია და ნიჩაბი შორიდანვე
მოუქნია. თოლია აფრინდა, ალბათ, უნებურად, რადგან მალევე დაეშვა მეთევზის წინ. თოლიას
სიჯიუტემ ფარნაოზი გააოცა და გაართო, მეთევზეც ჯიუტი ჩანდა. დაძაბულობისგან ოფლი
გადაასკდა სახეზე. თოლია მოულოდნელად წამოფრინდა და ისეთი ძალით ეცა სახეში, ამოდენა
კაცი უკან-უკან წაბარბაცდა და სილაში ჩაჯდა. თოლიამ დაიჩხავლა, ცოტა ხანს კიდევ იწრიალა
ახარხარებული მეთევზეების თავზე, დაშაშრული, უზარმაზარი ხელებით მზეს რომ
იჩრდილავდნენ, რათა უკეთესად დაენახათ მოჩხუბარი თოლია, და მერე სივრცეში გაუჩინარდა.
ფარნაოზმა შვებით ამოისუნთქა, ისიც გაოფლილიყო, სილაზე დაბჯენილი ხელები უძაგძაგებდა.
ხელისგულებზე კენჭებისგან წითელი, თეთრგულა ლაქები გასჩენოდა. უცებ სიცილი შემოესმა.
მიიხედა და ინო დაინახა, ეჭვიც არ შეჰპარვია, ეს პატარა, გაჩხინკული და ჭორფლიანი გოგო,
მართლაც ბეკეკას რომ ჰგავდა, ინო იყო. ფარნაოზს რატომღაც დაამახსოვრდა რომელიღაც
მეზობელი ქალის ნათქვამი: მეშვიდე ჯერ პატარაა, ბეკეკააო.
სანამ ფარნაოზი ინოს შეხვდებოდა, იქამდე ჰქონდა გაგებული, რომ მათ ქალაქში ერთი ბოროტი
ქალი ცხოვრობდა, ქალი კი არა, ალქაჯი, რომელიც კაცებს ასულელებდა, მერე აძინებდა და
You have read 1 text from Georgian literature.
Next - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
  • Parts
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Total number of words is 3713
    Total number of unique words is 2149
    29.1 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2104
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Total number of words is 3786
    Total number of unique words is 2050
    32.9 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 2036
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Total number of words is 3729
    Total number of unique words is 2068
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    52.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Total number of words is 3798
    Total number of unique words is 2041
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.7 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Total number of words is 3774
    Total number of unique words is 2100
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Total number of words is 3823
    Total number of unique words is 2083
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2026
    33.7 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Total number of words is 3773
    Total number of unique words is 1978
    31.9 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 2031
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2106
    31.0 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Total number of words is 3704
    Total number of unique words is 2027
    30.8 of words are in the 2000 most common words
    45.1 of words are in the 5000 most common words
    51.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 2083
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Total number of words is 3829
    Total number of unique words is 2058
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 1976
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2062
    30.1 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Total number of words is 3775
    Total number of unique words is 1967
    34.5 of words are in the 2000 most common words
    49.1 of words are in the 5000 most common words
    56.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Total number of words is 3868
    Total number of unique words is 1886
    35.4 of words are in the 2000 most common words
    49.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2046
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Total number of words is 3709
    Total number of unique words is 1983
    33.1 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Total number of words is 3866
    Total number of unique words is 2020
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.4 of words are in the 5000 most common words
    54.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2020
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    54.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 2058
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2111
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2042
    30.5 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Total number of words is 3904
    Total number of unique words is 2006
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 1988
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Total number of words is 3889
    Total number of unique words is 1960
    31.7 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Total number of words is 3751
    Total number of unique words is 2127
    27.9 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Total number of words is 3814
    Total number of unique words is 2046
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Total number of words is 3808
    Total number of unique words is 2002
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2068
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.4 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 2023
    31.8 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2094
    29.3 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Total number of words is 3725
    Total number of unique words is 2171
    27.3 of words are in the 2000 most common words
    38.2 of words are in the 5000 most common words
    44.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Total number of words is 3887
    Total number of unique words is 2056
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Total number of words is 1188
    Total number of unique words is 820
    38.4 of words are in the 2000 most common words
    50.8 of words are in the 5000 most common words
    57.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.