Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28

Total number of words is 3862
Total number of unique words is 1988
32.0 of words are in the 2000 most common words
44.2 of words are in the 5000 most common words
50.4 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
- აქედან, თუ გინდა, ინოსთან წავიდეთო - უთხრა კუსამ.
- ტყუი! - იყვირა ფარნაოზმა და ხელი გამეტებით მოუქნია. ძნელი სათქმელია, კუ-სამ დაინახა
მისი ხელი და დროულად აიცდინა, თუ უბრალოდ ყურადღებაც არ მიუქ-ცევია მისთვის და
სწორედ იმ დროს დაიხარა ტომრის ასაღებად, როცა ფარნაოზმა გარტყმა დაუპირა.
- ხე, ხე, გათქმევინე თუ არა?! - გაიცინა კუსამ. ზლაზვნით წამოდგა, ტომარა ზურ-გზე მოიგდო,
აკლდამიდან გავიდა და ჟღრიალ-ჟღრიალით დაუყვა ატალახებულ ბი-ლიკს. ტომარა უცებ
დასველდა და გაშავდა.
ამაოდ იტყუებდა ფარნაოზი ამდენ ხანს თავს, არსებობდა ერთადერთი ინო, რო-მელსაც მთელი
ქალაქი იცნობდა, ხოლო კიკინებაპრეხილ გოგოზე ფიქრი და ვითომ მისი საფლავის მოვლაპატრონობა ბავშვური სისულელე იყო და მეტი არაფერი. ინო ცოცხალი იყო და სანამ ცოცხალი
იქნებოდა, ვერც ერთი საფლავი ვერ დაიტევდა, ვერ გაიჩერებდა, და ეს ისეთივე სიმართლე იყო,
როგორც მისი მშობლების სიკვდილი, რომლებიც ახლა ამ ლოდების ქვეშ იწვნენ. რა
მნიშვნელობა ჰქონდა, რომელი ლოდი რომელს ედო გულზე, როცა ორივე ტოლი იყო, ორივე
ერთნაირად ნაცრისფერი და ხორკლიანი. თვალთმაქცობას აზრი აღარ ჰქონდა, სიმართლისთვის
თვალებში უნდა შეეხედა და იმდენი ვაჟკაცობა ჰქონოდა, გულში მაინც ეღიარებინა: ქვეყნის კი
არა, ერთი გაჩხინკული გოგოს გადარჩენაც არ შემძლებიაო. სიმართლე ჯიუტი იყო, არა-ფერს
დაგითმობდა, არც შეგიცოდებდა, არც შენი გულისთვის მოირთვებოდა ზიზილ-პიპილოებით და
არც იმას დაგიდევდა, მოგწონდა თუ არა. შენი საქმე იყო, მიიღებდი თუ არა, შეეგუებოდი თუ
აუჯანყდებოდი; არშემჩნევის, უგულველყოფის ნებას კი არ მოგცემდა, არ მოგცემდა იმიტომ,
რომ არსებობდა და რაკი არსებობდა, ადგილსაც იკა-ვებდა, ხოლო რადგან ადგილს იკავებდა,
ჩანდა კიდეც. ჩანდა, როგორ არ ჩანდა. ჩანდა და ეგრე! ფარნაოზს თვალები სტკიოდა და თავი
უბრუოდა. ბუნებასავით შიშველი, ქარივით თამამი, წვიმასავით მოურიდებელი, ზღვასავით
ჟინიანი და დამღუპველად ლამაზი იყო სიმართლის ღვთაება. ფარნაოზსაც მუხლი უნდა
მოეყარა მის წინაშე. მისი ფეხის მტვერი ეკოცნა, მიწისთვის თავი ეხეთქა და მისი სადიდებელი
ეგალობა. მაგრამ სიყვარულს სად დამალვოდა? ყველასაგან განწირული, მასაც როგორ გაეწირა?
როგორ გამოეძევებინა სულიდან, როცა იქღა ჰქონდა ერთადერთი თავშესაფარი, ნათ-რევსა და
შეგინებულს?
ფარნაოზი აკლდამიდან გამოვარდა და ბილიკზე სირბილით დაეშვა. სველი, გალი-პული
ბილიკი ფეხქვეშ უსხლტებოდა, თითქოს ცოცხალი ურჩხულის ზურგზე გარბო-და. წვიმასაც

გაუხარდა, კაცის გაწუწვის საშუალება რომ მიეცა და ხარხარით გამო-ენთო. ფარნაოზი კი
გარბოდა, სველ ბილიკზე თავს ძლივს იკავებდა, ერთი-ორჯერ, ცოტას მორჩა, წაიქცა კიდეც.
ახლა ორივე ხელი ტალახში ჰქონდა ამოსვრილი იდაყ-ვებამდე და თითებს უნებურად
ფარჩხავდა. სველი, წვიმის ქვეშ აქანავებული ბუჩქები და ეკალბარდები ფეხებში
ებლანდებოდნენ, ტანსაცმელზე ებღაუჭებოდნენ, თითქოს უკანასკნელი იმედი ეცლებოდათ
ხელიდან. ფარნაოზი კი მირბოდა, ვერაფერს ხედავ-და, ვერცა გრძნობდა, ოღონდ, ტალახიანი,
თითებგაფარჩხული ხელები ისე ეჭირა, თითქოს კედელს უნდა შესკდომოდა, ანდა ქვეყნისთვის
უნდოდა ეჩვენებინა: აი, წვიმამ როგორ წამაქცია და დამსვარაო. ფარნაოზი სირბილით მივიდა
სახლამდე, ეზოში, პო-პინას სამღებროზე აყუდებულ ბარს ხელი დასტაცა და სირბილითვე
გამობრუნდა უკან. ახლა ბარიანად გარბოდა, ტალახიანი ხელებით ბარის ტარი ჩაებღუჯა,
თითქოს ვიღაცას მისდევდა მოსაკლავად, ანდა თითქოს წვიმას მის ბოსტანზე ნიაღვარი მიეგდო
და იმის გადასარჩენად გარბოდა ასე თავქუდმოგლეჯილი. ისევ ჩაუარა დუქნებისა და
სახელოსნოების რიგს და წვიმას თავშეფარებულმა ხალხმა ისევ გულგრილად გააყო-ლა თვალი
თავფეხიანად გაწუწულ კაცს, ბარშემართული რომ გარბოდა. მათ თავზე წყალი არ დასდიოდათ
და არც გასაქცევად ჰქონდათ საქმე. ვიღაცამ მიაძახა: ქურდი ბაღში, დაჰკა თავშიო, მაგრამ
ფარნაოზს არც ეს გაუგონია. ინოს საფლავზე რომ მი-ვიდა, წვიმამაც გადაიღო.
"ეს ჩემი საფლავია, ვის რა ესაქმება!" - გაიფიქრა ფარნაოზმა და ბარი მოიქნია. წვიმას ვერ
მოესწრო მიწის გაჟღენთვა, მხოლოდ ზემოდან დაესველებინა. ხოლო ფარ-ნაოზი, ისედაც
თავფეხიანად გაწუწული, უცებ გაიოფლა და უეცრად გამობრწყინე-ბულ მზეზე ორთქლი
ასდიოდა, ბოლავდა, წყალგადასხმულ კოცონივით. ამოტრიალე-ბულ ბელტებს ბალახის ბუსუსა
ფესვებზე ბოლქვა-ბოლქვა ეკიდა მშრალი, ფხვიერი მიწა. ფარნაოზი კი თავაუღებლად თხრიდა
და თანდათან თვითონაც ჩადიოდა მიწაში. ჯერ მუხლამდე, მერე წელამდე და მალე უკვე
მხრებამდე იდგა იგი ხელმეორედ (სი-ნამდვილეში კი უკვე მესამედ) გათხრილ საფლავში. საცაა
უნდა გამოჩენილიყო ინოს თავი, ან ბარის პირი მაინც უნდა წამოსდებოდა ქვას. მხრები
სტკიოდა, ხელისგულები უბჟუოდა, მაგრამ მაინც არ შეუსვენია. როგორც ახსოვდა, ასე ღრმა არ
უნდა ყოფი-ლიყო საფლავი. თანაც მაშინ, როცა პირველად გათხარა იგი, თვითონაც უფრო დაბალი იყო. მაშინაც მხრებამდე წვდებოდა საფლავი და ახსოვს, როცა ამოძვრა, ჯერ იდაყვებით
დაეყრდნო საფლავის კიდეებს. ინოს თავი კი არ ჩანდა. ფარნაოზი გაშმა-გებული თხრიდა,
თუმცა ბარს თავისუფლად ვეღარ ხმარობდა, წარამარა უხვდებოდა მიწის კედელზე და მყესებს
აწყვეტდა. პირღია ორმოს გარშემო დაზვინული მიწა უკანვე ცვიოდა, თავზე ეყრებოდა,
გაოფლილ ბეჭებზე ეწებებოდა. მიწისა და გახრწნი-ლი ფესვების სუნი გულს ურევდა. საფლავი
გაექურდათ. ფარნაოზი უკვე დარწმუნე-ბულიყო ამაში, ეჭვი კი ადრეც ჰქონდა, ვიდრე თხრას
დაიწყებდა. სინამდვილეში ამი-ტომაც დაიწყო თხრა, რათა საბოლოოდ დარწმუნებულიყო,
რომ... რომ ინოს თავი და-ეღწია მისი ტყვეობიდან. ვინ იცის, რა საფასურით, მესაფლავე
მოესყიდა და გაპარუ-ლიყო. "კი მაგრამ, რაში დასჭირდა კუსას ამ საფლავის გაქურდვაო" - გვიან
გაუკვირ-და ფარნაოზს. ეს კი მართლაც ძნელი ასახსნელი იყო. "ალბათ, გაყიდაო", - ფიქრობ-და
იგი, რადგან სხვა ვერაფერი მოეფიქრებინა, თუმცა თვითონვე გრძნობდა, განგებ ფიქრობდა ასე,
განგებ აიოლებდა გამოცანას, რომლის ამოხსნაც არ შეეძლო და აღარც უნდოდა, ისე მორეოდა
დაღლილობა. ცუგას თავის გაყიდვაც ხომ კუსამ ურჩია, კი არ ურჩია, მიახვედრა, შესაძლებელი
რომ იყო ცუგას თავის გაყიდვა. ფარნაოზმა ბარი ამოაგდო ორმოდან, თვითონ კი ფსკერზე ჩაჯდა

და დაბუჟული მკლავით სახე მოიხოცა. "ტყუილუბრალოდ გავისარჯეთ, ძმაოო", - თქვა
ნირწამხდარმა და ხელისგუ-ლით მიწა მოასწორა. არც აქ ჯდომას ჰქონდა აზრი, მაგრამ ისე
დაღლილიყო, ენით აუწერელ ნეტარებას გვრიდა სამარის სიგრილეში ჯდომა. ფარნაოზმა თავი
ასწია და ცა დაინახა. "დედალუს, დედალუს!" - დაუძახა ცას და მერე ჩუმად, გუნებაში გააგრძელა: ერთი, თუ ძმა ხარ, მეც მასწავლე, როგორ ამოვფრინდე აქედანო. მართლა გაუ-ჭირდა
საფლავიდან ამოსვლა. ფხვიერ ბორცვს ხელი არ ეკიდებოდა. უაზრო სირბი-ლისა და შრომისაგან
მთელი სხეული მოსავათებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, მაინც ამოფოფხდა. იქვე საფლავის
კიდეზე ჩამოჯდა და თან ფეხებით მიწას უკანვე ყრიდა. უცებ იასამნის ბუჩქებიდან ჩიტმა
დაუსტვინა. ფარნაოზი ისე დაიძაბა, თითქოს წარ-მოუდგენელი იყო აქ, სასაფლაოზე, იასამნის
ბუჩქში ჩიტი მჯდარიყო და ესტვინა. ფარნაოზს ჩიტის დანახვა მოუნდა და კისერი დაიგრძელა,
მაგრამ ჩიტი ვერ დაინახა, სტვენა კი ესმოდა. ხმელი, გამკვრივებული გორახი აიღო და ბუჩქებს
ესროლა. გორახი ბუჩქებში ჩაიფშხვნა, ჩიტი გაჩუმდა, მაგრამ ცოტა ხნის მერე ისევ დაუსტვინა.
კაცის საქციელმა ჩიტი გააბრაზა თუ გაახალისა, ახლა მთელი ხმითა და გაბმულად, შეუსვენებლად უსტვენდა.
"მწყევლისო" - გაიფიქრა ფარნაოზმა.
წვიმის შემდეგ კი ქვეყანა პირველყოფილი სიმშვენიერით ბრწყინავდა, კისკისებდა და არც
დაღლა ეტყობოდა, არც ასაკი, მზად იყო თავიდან გაემეორებინა ყველაფერი, გაეჩინა, შეექმნა,
მოეკლა და დაენგრია. ვინ იცის, სწორედ ახლა, ამ ერთ წუთში, ატალახებული მიწისა და მზის
მცხუნვარე სხივების შეუღლებით, რამდენი, რამდენნა-ირი თესლი ღვივდებოდა, გამსკდარი
ბოჭკოდან, პარკუჭიდან თუ კვერცხიდან რამდენი ყლორტი, ჭია და მწერი გამოდიოდა სამზეოზე
და ყველას ჰქონდა თავისი ადგილი, მკლავის გასაშლელი, საცოცავი, საბრუნავი, რადგან
ამდენივე სტოვებდა სამზეოს, კვდებოდა, ილექებოდა, იხრწნებოდა და ისევ თავის ადგილს
იკავებდა სიკვდილ-სი-ცოცხლის წრეში, რადგან ახლა სხვა სახით, მარადიული ტრიალისგან
შეცვლილი, გადასხვაფერებული მოვლენოდა ქვეყანას მირიადი წლების შემდეგ, როცა ისევ
მოვი-დოდა მისი რიგი. ამ მირიადი წლების შემდეგაც მისი მოვალეობა მაინც იგივე იქნე-ბოდა:
უნდა ეცოცხლა და მომკვდარიყო, უნდა მომკვდარიყო და ეცოცხლა. და ასე და-უსრულებლივ.
რაც არ უნდა პატარა და უმნიშვნელო ყოფილიყო იგი, პატარა და უმ-ნიშვნელო, მისი უკვალოდ
გაქრობა, მისი ამოვარდნა სიკვდილ-სიცოცხლის ამ ჯადოს-ნური წრიდან მაინც დაეტყობოდა
ქვეყანას, მაინც შეფერხდებოდა რაღაცა, და ეს შე-ფერხება, თუნდაც წამიერი, სრულყოფილების
იერს დაუკარგავდა სააქაოსაც და საი-ქიოსაც. ამიტომ, მწერსაც კი არ ჰქონდა უკვალოდ გაქრობის
უფლება. მსგავსს მსგავ-სი უნდა დაეტოვებინა და სანამ მსგავსს არ შექმნიდა, არც სიკვდილის
ნება ჰქონდა, რადგან სიკვდილი დასვენებაში ეთვლებოდა. იქ, სიკვდილში გადასულს, შეეძლო
გულხელდაკრეფილს ეცადა, როდის გამოუნახავდნენ ახალ ფლასსა და ნიღაბს, და
დაუძახებდნენ: ადექ, დარეკა შენმა ჟამმაო.
***
- ცოლი უნდა შევირთო, - უთხრა ერთ დღეს ფარნაოზმა პოპინას.

პოპინამ ხელები წინსაფარზე შეიმშრალა და სკამზე დაჯდა. დაწითლებულ ხელებ-ზე ორთქლი
ისევ ასდიოდა.
- რა თქვი? - თითქმის ჩურჩულით ჰკითხა პოპინამ. ჩურჩული გამოუვიდა, რადგან უცებ ხმა
ჩაეხრინწა.
- ცოლი უნდა შევირთო - გაიმეორა ფარნაოზმა - მოგეხმარება.
- მომეხმარება? - იმავე ხმით ჰკითხა პოპინამ და რამდენჯერმე ჩაახველა, თითქოს ხმელი პურის
ნამცეცი გადასცდენოდა სასულეში.
- რა იყო, რატომ გაგიკვირდა? არ შეიძლება? - ჰკითხა ახლა ფარნაოზმა.
მასაც გაუჭირდა ლაპარაკი.
- მე მიკვირს? - ამოისლუკუნა პოპინამ და მხოლოდ მაშინ შეამჩნია ფარნაოზმა, პოპინა ტიროდა.
ქალს, რომელსაც ფარნაოზის ცოლობა ეწერა შუბლზე, თინა ერქვა. თინა და ფარ-ნაოზი
ერთმანეთს პატარაობიდან იცნობდნენ, თინა მათ მოპირდაპირე სახლში ცხოვ-რობდა, ქუჩის
გადაღმა. სხვა არაფერი არ ჰქონიათ საერთო, ყოველდღე ხვდებოდნენ, მაგრამ ერთმანეთს
თითქოს ვერც კი ამჩნევდნენ. თინას, როგორც ყველა ბავშვს, თა-ვის ეზოს სხვისი ეზო ერჩია.
საათობით იჯდა ხოლმე შუბუს დარგულ ლეღვის ხეზე, ფართე, ხაოიან ფოთლებში ჩამალული,
და მთელი ხმით მღეროდა, სანამ ქუჩის გა-დაღმიდან დედა არ დაუძახებდა: ჩამოეთრიე, შე
სასიკვდილე, ლეღვი ჩვენც ხომ გვიდ-გასო. თინას კი ეს ლეღვი ერჩია, მაგრამ, დედის შიშით,
იძულებული იყო, ჩამობრძა-ნებულიყო; სიმღერისგან სახეალეწილი და მკლავებდაშაშრული,
უხალისოდ გადიოდა ეზოდან. ხან თინა ქალუკას ჩაუცუცქდებოდა ხოლმე წინ, და იქამდე
გაუწყალებდა გულს, სანამ ქალუკა ქვასანაყს არ დაუთმობდა. "ჩვენცა გვაქვს ქვიჯა, შე სასიკვდილეო", - ეძახდა ქუჩის გადაღმიდან დედა, მაგრამ თინას ეს ქვიჯა ერჩია, ჯადოქრის
ჯამფილასავით გამაბრუებელ სურნელს რომ აფრქვევდა გარშემო და ზუსტად მისი გულივით
ხმაურობდა. ქალუკა დანაყილ ქინძსა თუ ნიგოზს ჯამში რომ გადაიღებდა, ქვასანაყს
აუცილებლად თინას გაალოკინებდა. "რატომ ჩვენს ბიჭთან არ თამაშობო", - ეკითხებოდა ქალუკა
და სანამ უპასუხებდა, თინა ჯერ მხრებს აიწურავდა ხოლმე.
- არ შეიძლება და იმიტომ! - პასუხობდა თინა.
- რატომ, რატომ არ შეიძლება? ცუდი ბიჭია ფარნაოზი? - თავს ირთობდა ქალუკა ბავშვთან
საუბრით.
- ყველა ბიჭი ცუდია! - პასუხობდა თინა.
- ოოხ, თინა, თინა... შენ მოიყარე ჩემი ხნისა! - იცინოდა ქალუკა.
თუ მათ საუბარს პოპინა შემოესწრებოდა, ქალუკა თინას თვალს ჩაუკრავდა ხოლმე და პოპინას
ეუბნებოდა, გაიგე, ქალო, თინა ჩვენს ბიჭს მიყვება ცოლადო.
- არაფერიც! - ამბობდა თინა.

- მართლა, თინიკო? - ეკითხებოდა პოპინა, ვითომ ესაა დაიჯერა ქალუკას ნათქვა-მიო.
- არაფერიც! - იმეორებად სატირლად გამზადებული თინა.
თინას ორივე უყვარდა, ქალუკაც და პოპინაც, რადგან ისინი ყურადღებას აქცევდ-ნენ, ტოლივით
ელაპარაკებოდნენ, ხან ვაშლს ჩაუდებდნენ ხელში ძალათი და ხან თხილს ჩაუყრიდნენ კალთაში.
ხოლო დედა რომ დაუტატანებდა, ისინი უღიმოდნენ და ეუბნებოდნენ, კიდევ მოდი ჩვენთანო.
დედას კი თინა ყველაფერში ხელს უშლიდა, როგორც თვითონვე ამბობდა, "ფეხებში
ებლანდებოდა" და გაუთავებლად ბუზღუნებდა: ნუთუ არ გამოჩნდება ვინმე, შენისთანა ოხერი,
დროზე რომ მიგაშავო და მეც დავის-ვენოო. "არაფერიც!" - პასუხობდა თინა გუნებაში, რადგან
სიტყვის შებრუნებას ვერ უბედავდა. დრო კი გადიოდა და იმის ნაცვლად, თინა და ფარნაოზიც
დაახლოებუ-ლიყვნენ, უფრო უცხოვდებოდნენ, მალე აღარც კი ესალმებოდნენ ერთმანეთს,
თითქოს მართლა უცხოები იყვნენ, ანდა ბავშვობის ნაცნობობა არ ითვლებოდა. თინამაც მოუკლო ქალუკა-პოპინასთან სიარულს, სამეზობლო საქმეზეღა თუ გადავიდოდა და ისიც მაშინ,
როცა წინასწარვე იცოდა, ფარნაოზი შინ არ იქნებოდა. თანდათან დედამისმაც მოუკლო მის
წყევლასა და გინებას. გასათხოვარი ქალის ოჯახი ჩაწყნარდა, გაილურ-სა და ბედთან
შესახვედრად მოემზადა. ქალუკასა და პოპინას კი მართლა შეყვარებო-დათ მათ თვალწინ
გაზრდილი თინა და ყოველთვის საყვედურობდნენ, რა იყო, გოგო, რა დაგიშავეთ, სულ რომ აიღე
ჩვენზე ხელიო.
- არაფერი, ქალუკა ბებო, არაფერი, დეიდა პოპინა... პირიქით... - თავს ვერ აბამდა თინა და თან
ისე შეეფაკლებოდა სახე, თითქოს ეს წუთია, შეუწყვეტია სიმღერა და ლეღვის ხიდან
ჩამოსრიალებულაო.
ფარნაოზი კრეტაზე რომ წავიდა, თინამ ისევ მოუხშირა მათთან სტუმრობას. დედა-მისს თუ
დასჭირდებოდა, ანდა ამხანაგები თუ გამოუვლიდნენ ქალაქში გასავლელად, პირველად
უხეიროსთან მოაკითხავდნენ და თინაც აუცილებლად იქ დახვდებოდათ. იჯდა სამი სხვადასხვა
ასაკის ქალი დიდ ოთახში და ვერც კი გრძნობდა, უფრო მეტი საერთო რომ ჰქონდათ, ვიდრე
გასარჩევი ლობიო, გალებად ასასხმელი ნიორი, ანდა ტყემლისა თუ ბადაგის მოდუღება. რაც არ
უნდა ეთქვა, რაც არ უნდა გაეკეთებინა თინას, ყველაფერი მოსწონდათ ქალუკასა და პოპინას,
მაგრამ ძნელი სათქმელია, ასე-თი სრულყოფილი ბუნება ჰქონდა თინას, თუ ისინი მხოლოდ
კარგს ხედავდნენ მასში, რადგან უყვარდათ. თინასაც კარგად გაეცნო ამ ხნის განმავლობაში ეს
ორი, ერთნაი-რად უბედური ქალი, თავიანთ უბედურებას მართლა გმირული სიკერპითა და
სიჯიუ-ტით რომ მალავდნენ და ცდილობდნენ, ეს უბედურება ექციათ ბედნიერებად და არა
სხვაგან, თავიანთი უბედურების გარეთ ეძებნათ იგი. არც ოჯახური ამბების გამოტანა უყვარდათ
გარეთ, ზოგ-ზოგებივით, ჭიშკრებთან ჩამომსხდარნი, გასაშრობი მატყლივით რომ გაიფენენ წინ,
ამვლელ-ჩამვლელის დასანახად. თინას კი თავისიანად თვლიდნენ, შეჩვეოდნენ და უყვარდათ.
ერთხელ, როცა თინამ კაბა აიწია, გადატყაული მუხლი აჩ-ვენათ და უთხრათ, თქვენს ეზოში
დავეციო, ორივე ქალი გულწრფელად მოიხიბლა მისი ჩამოსხმული და ჯიშიანი ფეხების
ხილვით. თინა თვალსა და ხელს შუა დაქა-ლებულიყო და ქალუკამ უანგარიშოდ, ყოველგვარი
შეფარული განზრახვის გარეშე თქვა: გახსოვს, რომ გაბრაზებდი, ფარნაოზს უნდა გაგატანო
ცოლადო?

თინამ გაიღიმა და კაბის ქალთა ისე უცებ ჩამოუშვა, თითქოს ოთახში ფარნაოზი შემოსულიყოს.
პოპინამ კი ამოიოხრა: ნეტავ მართლა ასე მომხდარიყო, მაშინ იქნებ ძმა მაინც არ დამკარგვოდაო.
ამ საუბრის შემდეგ ქალები კიდევ უფრო დაახლოვდნენ, ფარნაოზსაც უფრო ხშირად
იხსენებდნენ, თითქოს თინას თანდასწრებით სხვა რამეზე არ შეეძლოთ ლაპარაკი და პოპინაც
ყოველთვის ამოიოხრებდა ხოლმე, "ნეტავ ასე მომხდარიყოო". თინასთვის კი არც ერთს არ
უკითხავს, თანახმა იყო თუ არა, ასე რომ მომხდარიყო, თითქოს სამივენი ამ საკითხზე წინასწარვე
შეთანხმებულიყვნენ და ახ-ლა ოხვრითა და გაუთავებელი ოცნებით ცდილობდნენ
გამოესწორებინათ ოდესღაც ჩაფუშული საქმე. ასე რომ, ვერც ერთმა ვერ შეამჩნია, როდის და
როგორ დაიწყეს "ნათესაობანას" თამაში. ახლა რამე ოჯახური საკითხი რომ ჰქონდათ
გადასაწყვეტი, პოპინა ქალუკას ეტყოდა ხოლმე, მოვიცადოთ, რძალსაც ვკითხოთო. "რძალიც"
იფე-რებდა და ისეთი გულითადობით ეკიდებოდა უხეიროს ოჯახის ამბებს, თითქოს მართ-ლა
ფარნაოზის ცოლი იყო და ფარნაოზს დაებარებინოს მისთვის, აბა, შენ იცი და შენმა ქალობამ,
ჩემს ჩამოსვლამდე როგორ ამოუდგები ჩვენებს მხარშიო. თინამ, თინამ კი არა, სამივე ქალმა
იცოდა, თავისუფლად შეიძლებოდა, ფარნაოზი საერთოდ არ დაბრუნებულიყო, ანდა უკვე
დაცოლშვილებული დაბრუნებულიყო, რისი მაგალითე-ბიც ბევრი არსებობდა მაშინ ვანში,
მაგრამ მაინც არც ერთი არ იტეხდა იხტიბარს და, თავიანთი ქალური რწმენისა და იმედის ქოხში
შეყუჟულნი, ერთმანეთს უადვი-ლებდნენ ცხოვრებასა და მოლოდინს. თინას სიამოვნებდა,
"რძალს" რომ ეძახდნენ და ისე შესჩვეოდა ამ არარსებულ რძლობას, თავს ვალდებულად
თვლიდა, განუწყვეტლივ ეფიქრა ფარნაოზზე, როგორც ერთგულსა და პატიოსან მეუღლეს,
რომელიც ბედმა თუ უბედობამ დიდი ხნით დააშორა ქმარს და ასეთი მკაცრი გამოცდა მოუწყო.
თინას ფარნაოზი ესიზმრებოდა კიდეც. სიზმარში ისინი მართლა ცოლ-ქმარივით ექცეოდნენ და
ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ფარნაოზი ოჯახის ამბებს ეკითხებოდა, ყველას მო-იკითხავდა
ხოლმე და წასვლისას ყოველთვის ეუბნებოდა, მადლობელი ვარ შენი, მეც გადამეხადოს ეს
ერთგულება და პატივისცემაო. დილით, სიზმრისაგან აფორიაქებული თინა, ხალვათად,
საშინაოდ ჩაცმული, გადაირბენდა ქუჩას და მისი მონაყოლი სიზმა-რი პოპინასა და ქალუკასაც
ისე აფორიაქებდა, თითქოს თინას მათთვის მართლაც უტყუარი, მართლაც ფარნაოზის
დანაბარები ამბავი მოჰქონდა. მერე ქალები სიზმრის ახსნას იწყებდნენ და კიდევ ერთხელ
თანხმდებოდნენ, ყველაფერი ისე იქნებოდა, რო-გორც მათ უნდოდათ, "მეც მიკითხაო?" მეათეჯერ ეკითხებოდა ქალუკა და თინაც მე-ათეჯერ პასუხობდა: ხო, ყველანი... მერე მაკოცა და
მითხრა, მადლობელი ვარ, გადამე-ხადოსო.
უხეირო რომ მოკვდა, თინამ ჭირისუფალივით გამოიდო თავი, თუმცა სიცოცხლეში არასოდეს
ენახა თავისი "მამამთილი". დაკრძალვამდე ფეხი არ ჩაუმუხლია, ჯარასავით ტრიალებდა და
სამგზის დასვა და დააპურა მთელი ქალაქი; უხეიროს დაკრძალვაზე კი იმდენი ხალხი მოვიდა,
ზემოდან ქლიავი რომ გადმოგეყარათ, ერთიც არ ჩააღწევდა მიწამდე. მოდიოდა და მოდიოდა,
ემატებოდა და ემატებოდა, იცნობდა თუ არ იცნობდა უხეიროს, ყველას აინტერესებდა მისი
ნახვა, ამდენი ხანი მწოლიარეს რომ გაეძლო, თავი რომ არ მოეკლა, არ გაგიჟებულიყო, და ახლა
მოდიოდნენ, როგორც რომელიღაც დიდ შეჯიბრში გამარჯვებულ ფალავანთან, რომელთან
მისასვლელადაც აუცილებელი არ იყო პირადად ცნობოდათ იგი, რადგან მთავარი თვითონ კი არ
იყო, არამედ გამარ-ჯვება, რომელიც მას მოეპოვებინა და რომლითაც ყველასთვის ცნობილი
გამხდარიყო.

თინა ყველაფერს ასწრებდა, ჭირისუფლობასაც და საქმესაც. საქმე კი ყოველთვის
გამოულეველია, როცა ოჯახში მიცვალებული ასვენია. სამძიმარზე მოსულ ხალხს თი-ნა
პოპინასა და ქალუკასთან ერთად ხვდებოდა და ამაოდ უბღვერდა, ამაოდ ანიშნებდა დედამისი,
გამოდი, მანდ რას დგახარ, რა შენი საქმეაო. დედამისმა არ იცოდა, მისი ქა-ლიშვილი ამ ოჯახის
რძალი რომ იყო და ისე იქცეოდა, როგორც კარგ რძალს ეკად-რებოდა. ხალხი კი, რომელმაც
თინას დედასავით არაფერი იცოდა, ამბობდა: ქალიც ეგ ყოფილა, მეზობლობაც ესაა, ჩვენს
დროში შვილიც არ გაგიკეთებს ამასო. უხეი-როს სიკვდილმა ფარნაოზი აუცილებელი გახადა
ოჯახისათვის, ოჯახს კაცი სჭირდე-ბოდა... შუბუ მამულს უვლიდა, კუსა კი ათასში ერთხელ თუ
შემოიხედავდა, ისიც საჩხუბრად და საჯუჯღუნოდ, რათა უარესად მოეკლა გული დედაბებიასათვის. "გა-მაგდეთ, მომიშორეთ, და ახლა ვეღარ გაგიძლიათ უჩემოდაო", - იგესლებოდა
კუსა და ქალებმაც აღარ იცოდნენ რა ეპასუხეთ, ორივეს პირკატა ჰქონდა ნაცემი.
პოპინა მკვდარი დადიოდა, მაგრამ რა ექნა, ვისთვის შეეჩივლა თავისი გასაჭირი? მისი ჩივილი
ქალუკას შეიძლება საყვედურად მიეღო, რადგან თუ კუსა პოპინას შვი-ლი იყო, კუსას მამა
ქალუკას გაეჩინა. ქალუკამ უთქმელადაც იცოდა, რა ცეცხლი ტრიალებდა პოპინას გულში, არც
თავის დანაშაულს უარყოფდა, რადგან თავად რომ არ გაეჩინა ფილამონე, ვერც პოპინა გააჩენდა
კუსას. ცოდვა დიდი იყო, ძლიერიც, და შეეძლო, თავის ნებაზე ებურთავებინა ეს ორი ფარატინა
დედაკაცი, ერთი თოკით გა-დაება ერთმანეთზე, რათა უფრო იოლად და ერთდროულად
გასწორებოდა ორივეს. ამიტომ ორივესთვის, ქალუკასთვისაც და პოპინასთვისაც,
განსაკუთრებულად ძვირფა-სი იყო მესამე, გარეშე ადამიანი, რომელსაც არც მათ ცოდვაში ედო
წილი და არც არაფერი გაეგებოდა ამ ცოდვისა. თინა სწორედ რომ მხსნელად მოვლენოდათ.
მესამე ადამიანის სიახლოვე, უფრო სწორედ, ამ მესამე ადამიანის სიწმინდე და გულუბრყვილობა ქვიტკირივით ამაგრებდა მათი მოთმინების კედელს, აქა-იქ უკვე გაბზარულსა და
დასაქცევად გამზადებულს. ამ კედლის დაშლა ჯერჯერობით არ შეიძლებოდა, იმი-ტომ კი არა,
სული რომ ტკბილია და თავისი ნებით ორივეს გაუჭირდებოდა ამ ქვეყ-ნიდან წასვლა, უფრო
იმიტომ, ჯერჯერობით საჭირონი რომ იყვნენ ამ ქვეყანაზე, თუნდაც, ამ სახლში, სადაც მხოლოდ
იხოცებოდნენ, ანდა საიდანაც გარბოდნენ, დაბა-დებით კი აღარავინ იბადებოდა. განა უფლება
ჰქონდათ, მათაც მიეტოვებინათ აქაუ-რობა, სანამ თუნდაც უმნიშვნელო იმედის ნატამალი მაინც
არსებობდა, იქნებ, კიდევ მოედგა სიცოცხლეს ფეხი ამ კედლებს შორის? ისინი ქალები იყვნენ და
ამის უფლე-ბა არ ჰქონდათ. თინა კი სწორედ იმედის ის ნატამალი აღმოჩნდა, რომელსაც წყალწაღებულებივით ჩაჰკიდებოდნენ და გადარჩენის სურვილს ისე გამოესულელებინა ორივენი,
დაეჯერებინათ კიდეც, თინა მართლა მათი რძალი რომ იყო, ფარნაოზიც აუცილებლად რომ
დაბრუნდებოდა, რადგან შინ ცოლი ელოდებოდა, და ისევ დატრი-ალდებოდა ჩვილის ჭყივილი
და სუნი ამ დასაქცევ სახლში.
- დღეს რა ლამაზი ხარ, ჩემო რძალო! - ეუბნებოდა პოპინა თინას და თინასაც უხაროდა, სწორედ
პოპინა რომ ეძახდა რძალს, სწორედ პოპინა რომ თვლიდა ლამა-ზად.
თინას თავისი საქმე, თავისი მიზანი ჰქონდა და ჯიუტად, მოთმინებით მიიწევდა ამ მიზნისაკენ,
როგორც ფილაქნის ქვეშ მოხვედრილი ბალახის თესლი, ბოლოს და ბო-ლოს, მაინც რომ
გამოხეთქავს ფილაქანს, მაინც რომ გაბზარავს, რათა იმ ბზარებში თავისი მწვანე და ბუსუსა
ყლორტები ჩააწვინოს. თინამ ფარნაოზის ცოლობა ჯერ კიდევ მაშინ გადაწყვიტა, როცა კალთაში

ქვიჯაჩადგმული ქალუკა ეხუმრებოდა, თავის შესაქცევად ეუბნებოდა: გინდა თუ არა, ფარნაოზს
უნდა მიგათხოვოო. ის, რასაც მა-შინ დიდები ხუმრობად თვლიდნენ, მისთვის ხუმრობა არ იყო:
უკვე მაშინვე სჯეროდა, ადრე თუ გვიან, ასე მოხდებოდა. ასე უნდოდა და იმიტომ. მერე რა,
ფარნაოზი ზედაც რომ არ უყურებდა, არც მასთან თამაშს კადრულობდა და არც მის დაკრეფილ
ლეღვს მიირთმევდა? თინა ხომ მისთვის კრეფდა?! ფართე, ხაოიან ფოთლებში ჩამალული, ერთს
თვითონ რომ ჭამდა, მეორეს კალათაში დებდა, ეს ფარნაოზსაო. სიმღერითაც ფარნაოზისთვის
მღეროდა და, რაც შეეძლო, აწკრიალებდა ხმას, რათა ფარნაოზისთ-ვის მისი არსებობა
გაეხსენებინა, გაეფრთხილებინა, აქ, შენს ლეღვზე ვარ დამალუ-ლიო. ფართე, ხაოიანი ფოთლები
მთელს ტანზე ღუღუდოებს აყრიდა, მაგრამ მაინც ითმენდა, რადგან აქედან უკეთესად
უთვალთვალებდა მის ყოველ ნაბიჯს. "ვიცი, ვიცი, ყველაფერი ვიიიცი მეეე", - მთელი ხმით
მღეროდა, მთელი ხმით გაჰკიოდა თინა, სა-ნამ ქუჩის გადაღმიდან დედა არ დაუტატანებდა და
არ ჩამოაბრძანებდა ძირს, მკლავებ-გადატყაულსა და დასუსხულს. თინამ მართლა ყველაფერი
იცოდა, რაც კი ფარნაოზს შეეხებოდა, რისი ცოდნაც აუცილებელი იყო, რათა ფარნაოზს რამე
ისეთი სისულელე არ ჩაედინა, სამუდამოდ დაჰკარგვოდა თვალთახედვიდან. მთავარია, არ
დაჰკარგვოდა, სხვას კი ყველაფერს მოევლებოდა. თინა დარწმუნებული იყო თავის თავში და
არასო-დეს მტკივნეულად არ განუცდია ფარნაოზის გულგრილობა, სხვას რომ, ალბათ, სამუდამოდ ააღებინებდა ხელს განზრახვაზე. თინა იბრძოდა, მან იცოდა, ფარნაოზი უნდა
მოეპოვებინა, როგორც ლუკმა, ოფლითა და მოთმინებით, როგორც მამა ეუბნებოდა ხოლმე, როცა
პირისაკენ წაღებულ ხელს მაჯაში დაუჭერდა და ჰკითხავდა: რასა ჭამო. "შენს ოფლსაო" დაუფიქრებლად პასუხობდა თინაც მამას ეღიმებოდა და ამბობდა: გახსოვდეს, ლუკმა ოფლითა
და მოთმინებით მოიპოვებაო. "ოფლითა და მოთმინებით, ოფლითა და მოთმინებით" იმეორებდა თინაც გუნებაში და რატომღაც ლუკმის მა-გივრად ყოველთვის ფარნაოზი ედგა
თვალწინ.
- იცი, მამა, ფარნაოზს ძაღლი ყავს, - ეტიტინებოდა თინა მამას.
- მერე რა მოხდა, ჩვენ არა გვყავს ძაღლი? - უკვირდა მამას.
- ძაღლი ხომ ადამიანზე ადრე კვდება? - არ ეშვებოდა თინა და მამასაც უცებ ბეზ-რდებოდა ამ
სულელ გოგოსთან ლაპარაკი, რადგან არ ესმოდა, ვერ ამოეცნო მისი მთავარი სათქმელი.
თინა კი ცუგაზე ფიქრობდა, მისი წკავწკავი და ფარნაოზის სიცილი რომ ესმოდა, თვითონაც
უნებურად იღიმებოდა და ფიქრობდა, როდემდე შეეძლო ასე წკავწკავი ცუ-გას, თუკი არაფერი
შეემთხვეოდა და თავისი სიკვდილით მოკვდებოდა, თვალებდაწირ-პლული და
ფერდებგადატყაული, როგორც მათი ძაღლი, ადრე რომ ჰყავდათ, სანამ ახალს მოიყვანდა მამა.
ახლის მოყვანა კი იმიტომ დასჭირდა მამამისს, ის ძველი ერთ დილას მკვდარი რომ იპოვეს
ეზოში. თინას შეეზიზღა მკვდარი ძაღლი, რადგან ცხვირზე უკვე მატლი შეჰღოღებოდა. "კარგა
ხანს გვემსახურაო", - თქვა მაშინ მამამ. "მაინც რამდენ ხანს გვემსახურაო", - ფიქრობდა ახლა
თინა, რადგან ცუგა ჯერ სიკვ-დილს არ აპირებდა. რა დროს სიკვდილი იყო, ახლა იწყებდა
სიცოცხლეს, დღითი დღე ლამაზდებოდა, ცელქდებოდა და ხალისდებოდა. ფარნაოზსაც
აღარავინ ახსოვდა ცუგას მეტი. თინას ცუგა სძულდა, მაგრამ არავისთან სიტყვა არ დასცდენია ამ
სი-ძულვილზე. ყველგან და ყველასთან აქებდა, ასეთია და ასეთია ჩვენი ძაღლიო და სხვების

თვალში ისიც საქმეში გადიოდა, ისიც ცუგასა და ფარნაოზის ამხანაგად ით-ვლებოდა. ეტყობა,
თინას ნალაპარაკევი ფარნაოზამდეც აღწევდა, რადგან ერთხელ, სრულიად მოულოდნელად,
ფარნაოზმა თინა შეამჩნია, გაუჩერდა კიდეც და უთხრა: იცი, გუშინ ცუგა ბაყაყმა შეაშინაო. თინა
ძალიან დააინტერესა ამ ამბავმა, ერთიანად გაცისკროვნებულმა მოისმინა თავიდან ბოლომდე,
როგორ დასკუპებულა ცუგას წინ მწვანე, თვალებგადმოკარკლული გომბეშო, რომელსაც
გაფუყული ჩიჩახვი ისე უბუყ-ბუყებდა, თითქოს პირში წყალი დაუგუბებიაო; როგორ
აკანკალებულა თავფეხიანად ცუგა, სანამ ფარნაოზს არ წაუთაქებია და არ უთქვამს, აი, შე
მშიშარა, შენაო. მერე კი, როგორ გამოცოცხლებულა, როგორ შეკუნტრუშებულა და შეუყეფია,
ვითომ ეს ვინ მიგდიაო, და ნაღვლის ბუშტივით უბურთავებია გომბეშო. თინა იღიმებოდა,
კისკისებ-და და სანამ ფარნაოზი ყვებოდა, თვალი არ მოუშორებია ცუგასთვის, ფეხებში რომ
ეგლისებოდა ორივეს, საკუთარ კუდს დასაჭერად რომ დასდევდა და ციბრუტივით ტრი-ალებდა.
მერე ცუგა ფეხსადგილის ორმოში ჩავარდა და თინამ პირველი გამარჯვება იზეიმა, თუმცა
გარეგნულად არაფერი შეტყობია. სამი დღე არც ის მოშორებია ფეხ-სადგილს, სამი დღე ისიც
ყელაწეული იხვეწებოდა, უშველეთ, ცოდოაო. ღამით კი, ლოგინში წამომჯდარი, დაძაბული
უსმენდა, კიდევ წკმუტუნებდა თუ არა ცუგა. როცა დათითხნილი ცუგა მხსნელმა ორმოდან
ამოაგდო, ერთი პირობა კიდევ შეეშინდა თი-ნას, ვაითუ აღარ წაიყვანოს ასეთი ბინძურიო, მაგრამ
როცა ორმოდან მხსნელის არა-ნაკლებ დათითხნული მკლავებიც გამოჩნდა, თინა დარწმუნდა,
ცუგას ბედი გადაწყვე-ტილი იყო. მან პირველი მეტოქე მოიშორა, პირველი გამარჯვება მოიპოვა,
ხოლო წარ-მატებამ უარესად დააჭკვიანა და დაადინჯა. ბრძოლა ჯერ მხოლოდ იწყებოდა და კიდევ მრავალ, უფრო ძნელად მოსაშორებელ მეტოქესთან მოუხდებოდა შეტაკება საბო-ლოო
გამარჯვებამდე, როცა თვითონ ფარნაოზიც დარწმუნდებოდა, თინას რომ ეკუთვ-ნოდა. თინას
იქით გზა რომ აღარ ჰქონდა. "მოთმინებითა და ოფლითა, მოთმინებითა და ოფლითაო"... ღიღინებდა თინა გუნებაში.
ბავშვობიდანვე არჩეულ გზაზე ბევრი პატარა და დიდი ომი გადაიხადა თინამ, აშკა-რად თუ
დამალულად, და არასოდეს გასტეხია გული, არასოდეს მობეზრებია ფარნაო-ზის თვალთვალი,
ღობის უკან ყურყუტი და მუცელ-მუცელ ხოხიალი. რამდენჯერ გა-დაუტყავებია მუხლი თუ
იდაყვი, რამდენჯერ გადასკდომია კაბა და რამდენჯერ მიტყე-პილა შინ, მაგრამ თინა ყველაფერს
უსიტყვოდ ითმენდა, იტანდა, რადგან იბრძოდა და იცოდა კიდეც, რისთვისაც იბრძოდა.
ერთხელ, როცა ისა და მისი თანატოლი გოგო-ბიჭები ბერძნის წყაროზე კოკებს ავსებდნენ, ერთმა
ცხვირპაჭუა გოგომ ხელები დიდი ქალივით გულზე დაიკრიფა და თქვა: ამ ფარნაოზს თავის
თავი დიდი ვინმე ჰგონიაო. ყველამ გაიცინა, მათ შორის თინამაც, მაგრამ მისი სიცილი სხვა იყო,
მისი სიცილი ნიღაბი იყო მხოლოდ, რათა სიბრაზე არ დასტყობოდა და უარესად არ გაეცინებინა
ყველანი. თინა იცინოდა და გეგმებს აწყობდა, როგორ დაესაჯა ეს ცხვირპაჭუა გოგო, დიდი
ქალივით გულხელდაკრეფილი რომ იდგა და ასე თავისუფლად ახსენებდა ფარ-ნაოზს. თინამ
კოკა აავსო და შინისკენ გამოსწია, მაგრამ სინამდვილეში შინ კი არ წავიდა, მოსახვევში ჩასაფრდა,
ყორეს ამოეფარა და ქვა მოიმარჯვა. როცა ცხვირპაჭუა გოგოც გამოჩნდა, თინამ ქვა ესროლა და
კოკა მხარზე დაუმსხვრია. საწყალი გოგო თავფეხიანად გაიწუწა, ხელში კი კოკის ყურიღა შერჩა;
სლუკუნ-სლუკუნით გაუყვა ქუჩას. თინა ატირებულ გოგოს დაეწია და უთხრა: წეღან რა დიდი
ქალივით ლაყბობ-დი და ახლა რა თითისტოლა ბალღივით ღნავი, არ გრცხვენიაო. მერე კოკა
მხარზე შეითამაშა და სირბილით გასწია შინისკენ.

ფარნაოზისა და ინოს დამეგობრებამ ცოტა დააფრთხო თინა. ინო ცუგაზე ძნელი მოსაშორებელი
ჩანდა. თინა პირველად ხედავდა ინოს, თუმცა მთელი ვანის გოგო-ბი-ჭები იცნობდნენ
ერთმანეთს. მერე ვიღაცამ თქვა: მაგ გოგოს ინო ჰქვია, ცუდი ქალის შვილიაო და მეზობელს
რაღაც უჩურჩულა ყურში. თინა კი აღარ დაინტერესებულა. მან უკვე იცოდა მეტოქის სახელი და
ესეც საკმარისი იყო. შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ მთელი მათი მეგობრობის მანძილზე
თინას ერთი წუთითაც არ მოუშო-რებია თვალი ინოსა და ფარნაოზისათვის. ასე რომ, ისინი
არასოდეს არ ყოფილან მარტო, მაგრამ როცა ერთმა ბიჭმა, ისევ ბერძნის წყაროზე, ყველას
გასაგონად თქვა: ინო და ფარნაოზი დარიაჩანგის ბაღში ტიტლიკანები დარბიანო, თინას ისე
შეეკუმშა გული, თითქოს პირველად ესმოდა ეს ამბავი და საკუთარი თვალითაც არ ჰქონდა ნანახი. უპირველეს ყოვლისა, ამ ბიჭზე გაბრაზდა, რადგან ეს ბიჭი არაფერ შუაში არ იყო და არც
უფლება ჰქონდა, თუნდაც შემთხვევით დაენახა ის, რაც მარტო თინას ეხებოდა, რაც მარტო
თინას საქმე იყო, უფრო სწორედ, მათი საქმე, მისი, ფარნაოზისა და ინოსი. მაშინ პირველად
გამოიჩინა თინამ სისუსტე და წინდაუხედაობა: მართალია, გულში უკვე ფიქრობდა, ერთ-ორ
დღეს ვაცლი და მერე რამე შარს მოვდებო, მაგრამ თავი ვეღარ შეიკავა და შიშისა და გაოცებისაგან
ისედაც დაუშნოვებულ ბიჭს ისე დააბღორტნა სახე, როცა ბავშვების წივილ-კივილზე იმ ბიჭის
დედამაც მოირბინა, შვილი ვერ იცნო და იკითხა: ჩემი ბიჭი სადღააო?
თინა იბრძოდა. ძნელი სათქმელია, უყვარდა თუ არა ფარნაოზი, მაგრამ ცხადია, სწორედ
ფარნაოზის მოსაპოვებლად იბრძოდა იგი და გრძნობა, რომელიც მას ამოძრა-ვებდა, თუ
სიყვარულს დავარქმევთ, გაცილებით სწრაფად იზრდებოდა, ჭკუაში ვარდე-ბოდა და
ეშმაკდებოდა, ვიდრე თვითონ თინა. თინა მაშინაც ყველა თავის ტოლ გოგო-ზე ჭკვიანი იყო და,
რაც მთავარია, უკვე იცოდა, რა უნდოდა და, რაც უფრო მთავა-რია, ისიც იცოდა, როგორ
მოეპოვებინა ის, რაც უნდოდა: ოფლითა და მოთმინებით, რათა არავის აღარ ჰქონოდა ნება,
დაეყვედრებინა, ხელიდან დაეგდებინებინა იგი. ასე რომ, არც ინოსა და ფარნაოზის მეგობრობას
ჩაუგდია სასოწარკვეთილებაში. ესეც უნ-და მოეთმინა და საერთოდ, ბევრი რამე უნდა მოეთმინა
თინას, რასაც სხვა, განსაკუთ-რებით მისი ასაკის გოგო, უდრტვინველად შეაქცევდა ზურგს,
დაივიწყებდა, ახალ გა-სართობს გამონახავდა, საიდანაც სიამოვნებას მიიღებდა მხოლოდ, მით
უფრო, რომ მისი ჩამოუყალიბებელი, მარად მზარდი და მარად ცვალებადი ბუნება არ იყო
შეჩვეუ-ლი მოთმენას, ანგარიშიანობასა და შორსმჭვრეტელობას. თინას კი ყველაფერზე ძა-ლიან
სწორედ მოთმინება ანიჭებდა სიამოვნებას, ყველაფრის მოთმენა შეეძლო, რისი მოთმენაც კი
საერთოდ შეუძლია ადამიანს, უგულველყოფისა, დამცირებისა, სიძულვი-ლისა, სიყვარულისა,
ღალატისა, სიმარტოვისა, ტკივილისა და, თქვენ წარმოიდგინეთ, საკუთარი თავისაც კი; ამ
მოთმინების შეგრძნება, მისი სიდიადე და უსასრულობა კი არ თრგუნავდა, აქეზებდა და ისე
მიაქროლებდა საბოლოო მიზნისაკენ, როგორც ზურ-გისქარი მიაქროლებს ხოლმე
ნავსადგურისაკენ ხომალდს, რომელსაც ამ კეთილი ქა-რის გარდა სხვა არავითარი ძალა აღარ
შერჩენია ნავსადგურამდე მისაღწევად: ყველა ნიჩაბი გადამტვრევია, ხოლო მენიჩბეებს,
შიმშილისა და წყურვილისაგან, გონება დაჰ-კარგვიათ.
როცა ინო და ფარნაოზი შინიდან გაიპარნენ, დედამისმა ისეთი დღე აყარა თინას, თითქოს ის იყო
ამ გაპარვის მოთავე და მალე თვითონაც უკან უნდა მიჰყოლოდა ინოსა და ფარნაოზს.

- ამიტომ ვიდგამ წელებზე ფეხს?! - ყვიროდა დედამისი, მამა კი ამშვიდებდა: გაანე-ბე, ქალო,
You have read 1 text from Georgian literature.
Next - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
  • Parts
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Total number of words is 3713
    Total number of unique words is 2149
    29.1 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2104
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Total number of words is 3786
    Total number of unique words is 2050
    32.9 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 2036
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Total number of words is 3729
    Total number of unique words is 2068
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    52.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Total number of words is 3798
    Total number of unique words is 2041
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.7 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Total number of words is 3774
    Total number of unique words is 2100
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Total number of words is 3823
    Total number of unique words is 2083
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2026
    33.7 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Total number of words is 3773
    Total number of unique words is 1978
    31.9 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 2031
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2106
    31.0 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Total number of words is 3704
    Total number of unique words is 2027
    30.8 of words are in the 2000 most common words
    45.1 of words are in the 5000 most common words
    51.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 2083
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Total number of words is 3829
    Total number of unique words is 2058
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 1976
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2062
    30.1 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Total number of words is 3775
    Total number of unique words is 1967
    34.5 of words are in the 2000 most common words
    49.1 of words are in the 5000 most common words
    56.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Total number of words is 3868
    Total number of unique words is 1886
    35.4 of words are in the 2000 most common words
    49.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2046
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Total number of words is 3709
    Total number of unique words is 1983
    33.1 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Total number of words is 3866
    Total number of unique words is 2020
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.4 of words are in the 5000 most common words
    54.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2020
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    54.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 2058
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2111
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2042
    30.5 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Total number of words is 3904
    Total number of unique words is 2006
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 1988
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Total number of words is 3889
    Total number of unique words is 1960
    31.7 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Total number of words is 3751
    Total number of unique words is 2127
    27.9 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Total number of words is 3814
    Total number of unique words is 2046
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Total number of words is 3808
    Total number of unique words is 2002
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2068
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.4 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 2023
    31.8 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2094
    29.3 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Total number of words is 3725
    Total number of unique words is 2171
    27.3 of words are in the 2000 most common words
    38.2 of words are in the 5000 most common words
    44.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Total number of words is 3887
    Total number of unique words is 2056
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Total number of words is 1188
    Total number of unique words is 820
    38.4 of words are in the 2000 most common words
    50.8 of words are in the 5000 most common words
    57.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.