Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29

Total number of words is 3889
Total number of unique words is 1960
31.7 of words are in the 2000 most common words
44.1 of words are in the 5000 most common words
51.0 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
თავი, ჯერ ღლაპია, რა ესმისო.
"არაფერიც!" - უნდოდა ეთქვა თინას მამისთვის და სიხარულისგან მეშვიდე ცაში ფრინავდა,
დედამისი "იმათ" მაგივრად მას რომ ეჩხუბებოდა და წყევლიდა, თითქოს დედამისიც გრძნობდა,
"ისინი" და თინა განუყოფლები რომ იყვნენ და ყველაფერზე ერთნაირად უნდა ეგოთ პასუხი.
როგორც თინას გული უგრძნობდა, "ისინი" მალე იპოვეს და დააბრუნეს კიდეც. გინდაც არ
ეპოვნათ, ადრე თუ გვიან, მაინც უნდა დაბრუნებულიყვნენ, რადგან მთლი-ანად არ იყვნენ
წასულნი, მათი დიდი ნაწილი, მათი აუცილებელი ნაწილი, ურომ-ლისოდაც სუნთქვაც
გაუჭირდებოდათ და სიარულიც, ვანში დარჩენოდათ, სიჩქარეში დავიწყებოდათ, ანდა,
ერთმანეთზე სულელებს, ეგონათ, უიმისოდაც გავძლებთო. ნუ-რას უკაცრავად. მაშინ ისინი კი
არა, თინა გამოვიდოდა სულელი, თინა კი მართლა არ იყო სულელი, რადგან მოთმენა შეეძლო.
მოთმენა შეეძლო, მაგრამ იმის ნება მა-ინც მისცა თავს, ჩუმად წასულიყო და მოენახულებინა ის
მღვიმე, სადაც ისინი უიმი-სოდ აპირებდნენ ცხოვრებას. მღვიმეში თინამ ტომარა იპოვა.
ტომარაში ღორის დაშაშ-ხული ბარკალი და ათიოდე ხმელი პური ეწყო. თინამ მხოლოდ ერთი
ლუკმა პური მოციცქნა და ერთი ლუკმა ხორცი მოაჯიჯგნა ბარკალს, თავისი წილი მიიღო და დანარჩენი ისევე დატოვა, როგორც მათ დაეტოვებინათ, თუ დარჩენოდათ. "აი, ვინ არიან ღლაპები,
- ფიქრობდა თინა, - მე კი სულ ვივლიდი, ვივლიდი და ვივლიდი, სანამ უგონოდ არ დავეცემოდი
მიწაზეო".
მთლიანად არა, მაგრამ კიდევ ერთი დიდი მონაკვეთი კი ნამდვილად დამთავრდა თინას
მოთმინებისა. თინამ ეს ბრძოლაც მოიგო, მარტომ მოიგო, სხვების დაუხმარებ-ლად და ამიტომაც
ათმაგად, არა, ასმაგად და ათასმაგად სასიამოვნო იყო ამ გამარჯ-ვების შეგრძნება. იმ ღამეს ისე
მშვიდად და ღრმად ეძინა, ფეხიც არ გაუქანებია. შეშ-ფოთებულმა დედამ ორჯერ დახედა, ესეც
ხომ არ გაპარულაო.
ჯერ ცუგა, მერე კი ინოც შარშანდელი თოვლივით გაქრა. თითქოს აღარაფერი უშ-ლიდა თინას,
ჩაევლო ხელი ფარნაოზისათვის და უკვე ყველას გასაგონად ეთქვა, ეს ჩემია, ოფლითა და
მოთმინებით მოვიპოვეო, მაგრამ არც მთლად ასე იყო საქმე, კიდევ რაღაცა იდგა თინასა და
ფარნაოზს შორის და სანამ ის რაღაცაც არ გაქრებოდა, ფარნაოზი არ ჩაითვლებოდა
მოპოვებულად. საუბედუროდ, თინამ არ იცოდა, რა იყო ის "რაღაცა", არ იცოდა, კიდევ რა უნდა
მოეთმინა, მაგრამ მთელი არსებით გრძნობდა მის არსებობას, გრძნობდა, ვერ კი ხედავდა,
თითქოს უცებ დაჰკარგვოდა ჭკუაცა და მხედველობაც, ანდა, ჯერჯერობით, არც მისი ჭკუა და
მხედველობა იყო საკმარისი იმ "რაღაცის" შესამჩნევად, სახელის დასარქმევად, გამოსაკვეთად
და... მოსასპობად, ანდა მოსაშორებლად მაინც. ბრძოლა გაჭირდა, უმეტოქო და უსისხლო,
ერთფეროვნად გაი-წელა და თინა მიხვდა, ახლა იწყებოდა ნამდვილი მოთმინება, ახლა უნდა
გაეძლო, თორემ, შეიძლებოდა, ყველაფერი წყალში ჩაჰყროდა. დრო ახლა უფრო ნელა, მაგრამ
მაინც გადიოდა. მისი ყველაფრის გარდამქმნელი, ამაფორიაქებელი ძალა თინასაც ცვლიდა და
აფორიაქებდა. ახლა მთვარეც, თითქოს ჯიბრზე, ყოველთვის მის სარკ-მელს ადგებოდა და
დიადი გარდაქმნების მოლოდინში მისი ბუნება ძილშიაც შფოთავ-და და ოხრავდა. თინას
მთელი არსება მთვარის იდუმალსა და ყოვლისმომცველ ძა-ლას შეეპყრო, გაეჟღინთა და

ამიტომაც იყო, წარამარა რომ იცვლიდა გვერდს საწოლ-ში, თითქოს მთვარის რცხვენოდა და
სახეს არიდებდა. მთვარე კი ყველგან იყო და როგორც არ უნდა დაწოლილიყო თინა, საითაც არ
უნდა გაეხედა, მისი პატარა, ხე-ლუხლებელი და ქვასავით მკვრივი ძუძუები მთვარის შუქში
სველი ფორთოხლებივით ბზინავდა. ირგვლივ გამეფებულ წყვდიადსაც მთვარის შუქი
ყვითელი, აფოფრილი ქა-ფივით მოეგდო პირზე. თინა გრძნობდა, იზრდებოდა, ქალდებოდა და
შეშფოთებული ადევნებდა თვალყურს საკუთარი სხეულის ზრდასა და დაქალებას, თითქოს
სახლში, სადაც აქამდე უდარდელად და უშიშრად ცხოვრობდა, ვიღაც, მისთვის უცნობი ადამიანი შემოდიოდა, კი არ შემოდიოდა, მოიპარებოდა, ქურდივით ფრთხილად და ფეხაკრე-ფით, და
სწორედ მისი სიფრთხილე, მისი შემპარავი ნაბიჯი აფრთხობდა და აშინებდა ასე თინას, რადგან
გული უგრძნობდა, სასიკეთოდ არ მოდიოდა ის ვიღაცა. სასიკე-თოდ მოსული ასე არ
შემოიპარებოდა, შორიდანვე დაუძახებდა, გააფრთხილებდა, შე-მოსვლის ნებას სთხოვდა და
თინასაც ექნებოდა მოსაფიქრებელი დრო, შემოეშვა თუ არა ეს უცხო ადამიანი სახლში, სადაც
აქამდე მარტო ცხოვრობდა და თავს მშვენივ-რად გრძნობდა. ახლა კი უმწეო იყო, ახლა
პირველად გრძნობდა სიმარტოვეს და გან-გაშის ატეხას აზრი არ ჰქონდა. მაინც ვერავინ
უშველიდა. ის უნდა შემოპარულიყო, მას კი თვალი დაეხუჭა, შეჰგუებოდა, ადგილი დაეთმო, კი
არ დაეთმო, შერწყმოდა, მასთან ერთად ერთ არსებად, ერთ ახალ არსებად ქცეულიყო, რომელსაც
ისევ თინა ერქმეოდა, მაგრამ მთლად ის თინა აღარ იქნებოდა, რაც იქამდე იყო, ბიჭივით, დიახ,
ბიჭივით თამამი და უსირცხვილო. ბუნება წერტილს უსვამდა მის "ბიჭობას" და ხვა-ლიდან აღარ
შეეძლებოდა, ლეღვის ტოტზე გადამჯდარს, ემღერა მთელი ქალაქის გა-საგონად. თინას არსებაში
ქალი იღვიძებდა და არ იცოდა, როგორ დახვედროდა, რო-გორ მოქცეოდა ამ უცხო არსებას,
რომელსაც თავისი, თინასაგან განსხვავებული ზნე და ხასიათი ჰქონდა და უმალ თინას
შეცვლიდა, ვიდრე მის ფეხის ხმას აჰყვებოდა, რადგან თინაზე ძლიერი იყო, თინას სისხლით
იკვებებოდა და ყოველ წამს უფრო და უფრო მეტ ადგილს იკავებდა მის არსებაში.
თინას დაქალება, რაღა თქმა უნდა, სახლშიც შეამჩნიეს და მაშინვე შეუდგნენ მზითვის
მომზადებას. ახლა აღარც თავში უპარტყუნებდნენ, აღარც უწყრებოდნენ და აღარც ყველაფერზე
ასაქმებდნენ, თითქოს კი არ დაქალებულიყო, არამედ დაავადმყო-ფებულიყო. თინა თითქოს
მართლა ავად იყო, მშობლები თავზე დაჰფოფინებდნენ, როგორც იტყვიან, ცივ ნიავს არ
აკარებდნენ, აზიზავებდნენ, წვიმასა და მზეში ფეხ-შიშველა ტანტალით, ხეებზე ძრომიალითა და
ზღვაში თუ დაუშრეტელ მდინარეში ყურყუმალობით გაკაჟებულ გოგოს. მშობლების
გადამეტებული მზრუნველობა თინას უკვირდა და არც უკვირდა, მოსწონდა და არც მოსწონდა,
მაგრამ არ უძალიანდებოდა, როგორც სისუსტის ბურანში მყოფი ავადმყოფი არ უძალიანდება
მომვლელს, რომელ-საც, მხოლოდ და მხოლოდ მისი მორჩენა, მისი გამობრუნება უნდა. თინასაც
უნდოდა, მალე მორჩენილიყო, რათა ისევ გაეგრძელებინა ბრძოლა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, რადგან გუმანითა გრძნობდა, რაც ხდებოდა, იმიტომ ხდებოდა, მის უძველეს მი-ზანსა და
განზრახვას აზრი რომ მისცემოდა, სახელი დარქმეოდა და არა მარტო მისთ-ვის, ყველასათვის
ნათელი და გასაგები გამხდარიყო. რაღა თქმა უნდა, ძველებურად ბრძოლის გაგრძელებას აზრი
არ ჰქონდა, მაგრამ ახალი გზებიც აუცილებლად გამოჩ-ნდებოდა, თუკი მშვიდად იქნებოდა და
ისევ და ისევ მოითმენდა, თუმცა მოთმინება ახლა უფრო ძნელი ასატანი გახდებოდა, რადგან
ფეხი კი გაზრდილიყო, მაგრამ წუღა ძველი დაეტოვებინათ.

ოჯახში მოლოდინმა დაისადგურა; თინაც, დედაცა და მამაც მოლოდინში იყვნენ, ოღონდ,
თინასაგან განსხვავებით, მშობლების მოლოდინი უფრო სულსწრაფი, უფრო ნერვიული და
უფრო გაურკვეველიც იყო. ისინი ვიღაცას ელოდებოდნენ, თითქოს სუ-ლერთი იყო, ვინ
იქნებოდა ის ვიღაცა, ოღონდ თინას მთხოვნელი ყოფილიყო, ოღონდ გასათხოვარი ქალი შინ
დიდხანს არ გაჩერებულიყო, მეზობლების სალაპარაკო და "შესაცოდი" არ გამხდარიყო. ყველაზე
მეტად ამისი ეშინოდათ თინას მშობლებს, მაგ-რამ სხვა, უფრო ძნელად მოსარევი შიშიც
ჰქონდათ. ხომ შეიძლებოდა, ვეღარ მოეთმი-ნა, ვეღარ გაეძლო მათ ქალიშვილს და ერთ მშვენიერ
დღეს, მოულოდნელად წამოზრ-დილი მუცლით წამომდგარიყო საწოლიდან?! აბა, მაშინ გენახათ
მეზობლების სიხა-რული. მაშინ მართლა მოეჭრებოდათ თავი და სამუდამოდ ჩაეყრებოდათ
წყალში წვა-ლებაცა და იმედიც, რასაც თინას ბედნიერად გათხოვებაზე ამყარებდნენ. გაღვივებული ქალობით გაბრუებულსა და გადაქანცულ თინას ღამეები თუ მკვდარივით ეძინა,
სამაგიეროდ, მის მშობლებს დაუფრთხა ძილი, გათენებამდე ჩურჩულებდნენ ისინი სა-წოლში,
თითქოს საკუთარი ქალიშვილის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდნენ და მართლაც
შეთქმულებივით ათასჯერ ჭრიდნენ და კერავდნენ, შლიდნენ და აკოწიწებ-დნენ გეგმებს,
რომელთა დახმარებითაც დროულად და პატიოსნად გაათხოვებდნენ ერ-თადერთ ქალიშვილს,
თავიანთი სიბერის ერთადერთ ნუგეშს, თავიანთი ცხოვრების ერთადერთ ნაყოფსა და
დადასტურებას. და განა მართლა სანდო იყო საიდანღაც გა-მომტყვრალი ვნების ხვატში
გახვითქული გოგო, ტანზე საბანს რომ არ იჩერებდა, თა-ვისით რომ ეღეღებოდა გულ-მკერდი და
ჭრილობასავით, სისხლშეუმშრალ ჭრილობა-სავით ალაპლაპებული ტუჩებით ამ ვნების
საგალობელს ბუტბუტებდა, უსიტყვოსა და უაზროს, და ამიტომაც ყველასათვის გასაგებსა და
თავზარდამცემს, მკვლელობასავით, არა, თვითმკვლელობასავით.
და აი, ერთ დღეს (მაშინ ფარნაოზი ჯერ კიდევ არ იყო კრეტაზე წასული) მართ-ლაც გამოჩნდა
თინას მთხოვნელი. ოჯახს შუბლი გაეხსნა, გული აუფრიალდა, გადა-ტანილი ტანჯვა-წვალება
დაავიწყდა და ხაზგასმული ღირსებითა და სიამაყით მიიღო მათთან დანათესავების მსურველნი.
თინას მთხოვნელი კი სწორედ ის ბიჭი იყო, ერ-თხელ, ბერძნის წყაროზე ფრჩხილებით მთელი
სახე რომ ჩამოაბორტყნა და ისე მოაქ-ცია, დედამისსაც გაუჭირდა საკუთარი შვილის ცნობა. ახლა
ისა და დედამისი თინა-ანთას ისხდნენ და არ იცოდნენ, როგორ მოებათ თავი სათქმელისთვის.
ქალი ხილა-ბანდის ბოლოს წიწკნიდა და ყველაფერზე იღიმებოდა. ვაჟს სახე წამოჭარხლოდა,
ცხელოდა და თვალი სარკმლისაკენ გაურბოდა.
- მიირთვით, პირი გაისველეთ, ეზოს ხილია - ამბობდა თინას დედა.
- მადლობთ, გენა. ნუ წუხდებით - პასუხობდა ვაჟის დედა.
- თინას დაკრეფილია - არ ეშვებოდა თინას დედა, თითქოს ყველაფერს ამ ხილის შეჭმა-არშეჭმა
გადაწყვეტდა.
ქალმა ერთი ქლიავი აიღო, ხელის გულით გაწმინდა და წინა კბილებით ჩაკბიჩა, კი არ ჩაკბიჩა,
კანი გაუკაწრა მხოლოდ და მჟავე წვენი გამოადინა. მერე შვილს იდაყ-ვი გაჰკრა, შენც აიღე,
სირცხვილიაო. შვილი სარკმელში იყურებოდა, ისე ხმამაღლა გამოუვიდა უარის თქმა,
თვითონვე შეეშინდა საკუთარი ხმისა, გადაწითლებულ შუბ-ლზე ხელი გადაისვა და გაიღიმა.

- აი, ჩვენ... იმ საქმეზე... მოკლედ... - დაიწყო ვაჟის დედამ, მაგრამ თინას დედამაც ზუსტად მაშინ
თქვა: წელს მოისხა პირველადო.
ორივე დედას გაეცინა და ორივემ ერთდროულად მოუბოდიშა ერთმანეთს.
თინას ბედი თითქოს გადაწყვეტილი იყო, ასე თუ ისე, ორივე მხარემ თქვა თავისი სათქმელი და
კარგადაც გაიგეს ერთმანეთისა. ახლა თინაზეღა იყო საქმე. ორივე დედა ერთნაირად
მავედრებელი თვალებით შესცქეროდა თინას. ვაჟი ისევ სარკმელში იყუ-რებოდა, თინა კი ისე
მშვიდად იჯდა, თითქოს მარტო აქ ჯდომა ევალებოდა, თითქოს წინასწარ ეთხოვნათ, შენ
მხოლოდ დაჯექი, დაგვესწარი და გინდა მოგვისმინე, გინდა არაო. "ვენაცვალე, რცხვენია ჩვენს
გოგოსაო" - თქვა ვაჟის დედამ. ვაჟმა ისე ამოიქში-ნა, თითქოს აქამდე სუნთქვას იკავებდა. "აბა,
რომ ვერაფერი პატივი გეცითო" - მოი-ბოდიშა თინას დედამ.
ქუჩა კარგად არც კი ჰქონდათ ჩათავებული დედა-შვილს, თინა რომ დაეწიათ. მარ-თალია,
ისინიც თინაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ახლა სწორედ თინას ნახვას
მოელოდნენ. ამ ძნელსა და სავალდებულო სტუმრობას ორივენი ისე აეღაჟღაჟებინა, თითქოს
ოჯახიდან კი არა, აბანოდან ბრუნდებოდნენ.
- თინა, შვილო! - შეჰკივლა ვაჟის დედამ.
თინა სადღაც, მათ თავებს ზემოთ იყურებოდა სივრცეში, თითქოს, რაც ახლა უნდა ეთქვა, ძლივს
დაეზეპირებინა და ეშინოდა, რამეს ან ვინმეს რომ შევხედო, ყურადღება გამეფანტება და
შემეშლებაო.
- თუ მართლა ჩემი ქმარი გახდები, სანამ პირში სული მედგმება, სანამ შენი და-ნახვა შემეძლება,
სანამ კბილები არ დამცვივა, სანამ ფრჩხილები არ დამაცვდება, შენს ხორცს დავგლეჯო - თქვა
თინამ.
შიშისაგან ენაჩავარდნილი და დაბნეული დედა-შვილი ლამის სირბილით გაეცალა იქაურობას.
თითქმის გადაწყვეტილი საქმე ისე უცებ ჩაიფუშა, თინას დედ-მამამ არც იცოდნენ, რა ეფიქრათ,
როგორ აეხსნათ გულის გამაწვრილებელი დუმილი და უმოქმედობა მა-თი ქალიშვილის ხელის
მთხოვნელებისა. რატომ უნდა დაეწუნებინათ თინა, ან თუ დაიწუნეს, რატომ უნდა დაემალათ,
რატომ მაშინვე არ უნდა ეთქვათ, არ მოგვწონს, გადავიფიქრეთო? განა იმედის მოცემა ასე
ადვილი საქმეა? ან იქნებ გაეხუმრნენ? რამე ძველი ჯავრი ჰქონდათ და ახლა გაუხსენეს? მაგრამ
არავინ რომ არ ჰყავდათ განაწყე-ნებული? "არავინო?" - მეათასჯერ ეკითხებოდნენ ერთმანეთს:
კაცი ხელებს შლიდა და მხრებს იჩეჩავდა, ქალი კი გამომცდელად შესცქეროდა თვალებში. თინას
დუმილი უარესად უკლავდათ გულს, დაწუნებული ქალიშვილის საცოდაობით იწვოდნენ. "რა
იყო, რა გატირებს, ხომ არ მოგვკვდომიაო" - ხანდახან შეუწყრებოდა თინას მამა ცოლს და
თვითონვე არ სჯეროდა, როცა ამბობდა: მაგისთანა ოყლაყი იმდენი მოგვად-გება, იქნება კეტით
ვყრიდეთო. თინასთან კი ხმას არ იღებდნენ. სანუგეშო სიტყვის სათქმელად ენა არ
უტრიალდებოდათ, რადგან ეგონათ, როგორც კი შვილს ანუგეშებ-დნენ, მაშინვე მართლა
სანუგეშოდ გაუხდებოდათ საქმე. მათ გარდა მთელმა ქალაქმა იცოდა ამ ჩაფლავებული
დამოყვრების ამბავი. თინასაგან დაშინებულ დედა-შვილს არაფერი დაემალათ, ხოლო მათ

მონაყოლს სხვებიც დაეფრთხო საცოლე ბიჭებმა გუ-ნებაში ხაზი გადაუსვეს თინას, რადგან
სრულებითაც არ ეპიტნავებოდათ მთელი ქა-ლაქის სალაპარაკო და სამასხარაო გამხდარიყვნენ
თვითონაც. კარგად რომ ვერ იყო საქმე, ამას თინას მშობლებიც ხვდებოდნენ, კვირას კვირა
ემატებოდა და მალე კეტით კი არა, იქნება ყელაწეულნი მდგარიყვნენ ჭიშკართან და გამვლელგამომვლელისთვის ეხვეწნათ, შემოდით, ნახეთ მაინც, დაგიბრმავდათ თვალებიო.
თინა კი იბრძოდა, მას არც მშობლების ვიშვიში ესმოდა და არც ვანელების ქილი-კაობა. ერთი
პატარა ბრძოლა კიდევ მოეგო, მაგრამ საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ კი-დევ შორს იყო,
იარაღადქცეული მოთმინება განუწყვეტლივ მომარჯვებული უნდა ჰქო-ნოდა, განუწყვეტლივ
უნდა ეხეხა და ეპრიალებინა ყოველდღიურად, როგორც დედამი-სი ხეხდა და აპრიალებდა
ჭურჭელს, რადგან ერთი დღისთვის კი არ სჭირდებოდა, არამედ სამარადისოდ. თინას,
მოთმინების გარდა, მართლა არ ჰქონდა სხვა იარაღი და არც ის იცოდა, კიდევ რამდენ ხანს
დასჭირდებოდა იგი, როდის გაამარჯვებინებდა სა-ბოლოოდ, ან როდის მოუღებდა ბოლოს.
"გავძლებ, უნდა გავძლოო", - თქვა თინამ, როცა ფარნაოზის კრეტაზე გამგზავრების ამბავი გაიგო.
მართალია, მას მოლოდინის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ მაინც არ უნდა შეგუებოდა ფარნაოზის
დაკარგვას, ვერც შეეგუებოდა, რადგან ერთადერთი, რაც მართლა არ შეეძლო, შეგუება იყო
სწორედ. ამიტომაც ითმენდა. გრძნობდა, ხვდებოდა, კრეტაზე გამგზავრება უკანასკნელი გაბრძოლება იყო ფარნაოზისა, და ეს გაბრძოლებაც მარცხით დამთავრდებოდა, რადგან ნამდ-ვილ
პატრონს გაურბოდა და არარსებულ მეგობარს დაეძებდა. პირველს მისი გადარჩე-ნა შეეძლო
მხოლოდ, მეორეს კი - დაღუპვა. ფარნაოზმა ჯერ არ იცოდა ეს, ამის გა-სარკვევად მიდიოდა და
აუცილებლადაც გაარკვევდა, რადგან როდისმე დადგებოდა დრო, როცა მომვლელი
დასჭირდებოდა. განა ტალღებმა იციან, რომელ ნაპირს შეასკ-დებიან, ქვიანსა თუ სილიანს?
მაგრამ მაინც ერთი სული აქვთ, როდის მიაღწევენ ნა-პირამდე, რათა დაიმსხვრენ, დაიფუშონ და
განადგურდნენ იმ ერთწამიანი შეხების გუ-ლისთვის, რისთვისაც საერთოდ გაჩენილან, სადღაც,
ბნელსა და გათოშილ წიაღში. მეგობარი ან ტალღაა, ან კლდოვანი ნაპირი, ან იღუპება, ან ღუპავს.
ამაშია სწორედ მისი ძალაცა და სილამაზეც, მარადიული ძალა და წარმავალი სილამაზე, რადგან
ყველა ახალ წყვილს, ყველა ახალ კლდოვან ნაპირსა და ტალღას, თავისი, განსაკუთ-რებული,
განუმეორებელი სილამაზე მოაქვს. პატრონი კი სხვაა, ის სილიანი ნაპირია, არც თავს დაიღუპავს
და არც შენ მოგცემს დაღუპვის უფლებას. მას გულიცა და გო-ნებაც თავის ადგილზე აქვს და
ერთიცა და მეორეც მხოლოდ და მხოლოდ იმ მოვალე-ობას ასრულებს, რისი ასრულებაც ბუნებას
დაუვალებია. ბუნებასა და არა ბედისწე-რას. მისი გული გლეხის მუყაითობით ატრიალებს
სამიოდე ლიტრა სისხლს და ამ სისხლს მისი გონება ძაღლის სიფხიზლით ყარაულობს, რადგან
იცის, მისი ყოველი წვეთი საჭიროა, საგვარეულო განძივით, საუკუნეების მანძილზე მიწაში
რომაა ჩაფ-ლული და ვერავინ ამოთხრის, ვერავინ შეეხება, რადგან ამ დამარხულ განძზეა დაფუძნებული მთელი გვარის სიძლიერე, სახელიც, წარსულიც, აწმყოცა და მომავალიც. ამ
გვარისთვის შავი დღე არ არსებობს, სანამ განძი მიწაშია დამარხული; ამიტომაც, ადვილი
შესაძლებელია, ბევრ რამეს იკლებს, ბევრ რამეს ითმენს, მაგრამ არ იღუპება, რადგან ფეხი
სიმდიდრეზე უდგას.
თინასაც ჰქონდა თავისი დამარხული განძი და მასაც ფეხი მაგრად ედგა ზედ. ფარნაოზის
კრეტაზე გამგზავრებამ, რა თქმა უნდა, შეაშფოთა, მაგრამ ვერ შეარყია. ფეხი ვერ მოაცვლევინა.

უმეთვალყუროდ ფარნაოზს მართლაც ყველაფერი შეიძლებო-და შემთხვეოდა, მაგრამ რაც არ
უნდა შემთხვეოდა, მაინც უნდა დაბრუნებულიყო, რადგან პატრონი ჰყავდა. რაც შეიძლება მალე
უნდა გაეგო ეს, რადგან ამის ცოდნა გადაარჩენდა მხოლოდ, დააშოშმინებდა, დაარწმუნებდა, ეს
რომ იყო ერთადერთი ნაპი-რი, სახლი თუ არა, თავშესაფარი მაინც, სადაც ხელშეუხებლობის
უფლებას მოიპო-ვებდა, რადგან გვერდით პატრონი ეყოლებოდა და არა მასავით თავქარიანი
მეგობარი, სულელი და ტიტლიკანა გოგო კი არა, ცოლი.
ფარნაოზი უნდა დაბრუნებულიყო. სულერთი იყო, როდის დაბრუნდებოდა. თინა ბოლომდე
მოითმენდა, რადგან მისთვის დროს არ ჰქონდა მნიშვნელობა, მისთვის მთა-ვარი მიზანი იყო და
ამ მიზნისთვის ყველაფერს დაუფიქრებლად გაწირავდა. რა თქმა უნდა, დროსაც. როცა იცი, რომ
გელოდებიან, შეგიძლია არ ჩამოხვიდე, შეგიძლია არ-ჩევანი გააკეთო ჩამოსვლასა და
არჩამოსვლას შორის, ეს შენი საქმეა და როგორც არ უნდა დაწყდეს გული მომლოდინეს, მაინც
მთლიანად ვერ დაგადანაშაულებს, რადგან ამ დანაშაულის ნახევარი მასზედაც ვრცელდება,
რადგან, შეიძლება, სწორედ მისი მი-ზეზით, სწორედ ის რომაა მომლოდინე, ამიტომაც არიდებ
თავს ჩამოსვლას. მაგრამ სხვაა, როცა არ იცი ვინ გელოდება, ვინ ითმენს უშენობას. არა, ფარნაოზი
უნდა ჩა-მოსულიყო, უფლება არ ჰქონდა არჩამოსვლისა, რადგან არ იცოდა, თინა რომ ელოდებოდა.
ფარნაოზის გამგზავრების შემდეგ თინამ ისევ მოუხშირა პოპინა-ქალუკასთან სტუმ-რობას, რათა
ფარნაოზის ჩამოსვლამდე შესჩვეოდა მისთვის განკუთვნილ ადგილს, რო-მელსაც სხვა ვერც
ერთი ქალი ვერ დაიკავებდა. ეს თინას ადგილი იყო და ამ ოჯახის დანარჩენმა ქალებმა
უსიტყვოდ გაიგეს ეს, უფრო სწორედ, თავი დაირწმუნეს, რადგან ასე სჭირდებოდათ: თინა არა
მარტო მათ სიმარტოვეს დააფრთხობდა, თუკი საერთოდ შეიძლება სიმარტოვის დაფრთხობა,
არამედ იმის რწმენასაც ჩაუნერგავდა, ჯერჯერო-ბით მათთვისაც რომ არ დამთავრებულიყო
ყველაფერი. თინა ახალი ქალი იყო, შე-უბღალავი, გაუტეხავი, იმედიანი და ხალისიანი. თანაც,
ასეთი ლამაზი და ჯიშიანი ფეხები ჰქონდა. გასარჩევი ლობიოსა და გალებად ასასხმელი ნივრის
მესამედი თინამ კალთაში ჩაიხვეტა და შუაში ჩაუჯდა პოპინასა და ქალუკას. მან ბავშვობიდანვე
იცო-და, რომ აქ, ამ ჭერქვეშ, ამ კედლებს შორის უნდა მოედინა ნამდვილი ოფლი და ამ ოფლის
სუნით გაეჟღინთა აქაურობა, როგორც დაპყრობილი მიწა - სისხლით. და მართლაც, როცა თინამ
ფარნაოზი ისევ დაინახა (ეს კი იმ დღეს მოხდა, შავთვალება მალალოს რომ ასაფლავებდნენ),
უცებ მთელი არსებით იგრძნო, ბრძოლა დამთავრე-ბულიყო. ფარნაოზი ჭიშკართან იდგა, თინა
კი თავისი ოთახის სარკმლიდან იყურებო-და, მათ შორის პროცესია მიდიოდა, როგორც მღვრიე
და გაზანტებული მდინარე, რომ-ლის ზედაპირიც დაგლეჯილ რტოებსა და ყვავილებს
ერთიანად გადაეპენტა. პროცესი-ის თავში ხის მძიმე სარკოფაგი მიირწეოდა, ამ სარკოფაგში
ბაბილონიდან გადმოხვე-წილი შვიდი ქალიშვილის დედა და მთელი ქალაქის მასპინძელი
განისვენებდა. სარ-კოფაგს შვიდი შაოსანი ქალი მიჰყვებოდა და ამ შვიდ ქალში ერთ-ერთი ინო
იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა ახლა ამას თინასთვის, როცა ბრძოლა უკვე დამთავრებულიყო და ფარნაოზიც მართლა დამარცხებული მეომარივით ატუზულიყო ჭიშკარ-თან,
ფერმკრთალი და დაბნეული, რადგან მისი ბედი უკვე გამარჯვებულს ეპყრა და მას უნდა
გადაეწყვიტა: მოეკლა თუ დაერჩინა. თინას ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს აქედანვე შეეძლო
გადაეწვდინა ხელი და ფარნაოზი წიწილასავით აეყვანა, აეყვანა და ბარემ ყველასთვის

დაენახვებინა, თავისი უსასრულო, განუსაზღვრელი და საზრიანი მოთმინების ნადავლი. მაგრამ
თინამ მაინც თავი შეიკავა, მოცდა ამჯობინა, სანამ თვითონ ფარნაოზი დაუძახებდა.
- მე მიკვირს? - ამოისლუკუნა პოპინამ და მხოლოდ მაშინ შეამჩნია ფარნაოზმა, პოპინა რომ
ტიროდა.
- არა, პოპინა, არა... - დაუყვავა ფარნაოზმა. - სხვანაირად გამომივიდა, განა საკ-ვირველია, მე რომ
ცოლი შევირთო?
- საკვირველი? - პოპინა ახლა იღიმებოდა და სველი სახე უბრწყინავდა.
- ცრემლი მოიწმინდე! - უთხრა ფარნაოზმა.
***
ოჯახში ახალი საფიქრალი და სალაპარაკო გაჩნდა. საფრთხეც. ფარნაოზს ცოლის შერთვა კი
გადაეწყვიტა, მაგრამ რაღა მაინცდამაინც მათ არჩეულ ქალს შეირთავდა, ქალის მეტი რა იყო,
ალბათ, მასაც ეყოლებოდა ვინმე და, შეიძლება, სულაც იმის გა-მო დაბრუნებულიყო შინ. ასევე
შეიძლებოდა, ის ქალი აქაურიც არ ყოფილიყო, იქ გაეცნო ფარნაოზს, იქ გადაჰყროდა და ახლა
მის ჩამოსვლას უცდიდა მხოლოდ, თვი-თონ კი უფრო ადრე იმიტომ წამოსულიყო, თავისიანები
რომ გაეფრთხილებინა, მოუმ-ზადებლები არ დახვედროდნენ უცხო ქალს. რაღას არ ფიქრობდნენ
პოპინა და ქალუ-კა, თინაც სადღაც გამქრალიყო და ესეც აფრთხობდათ, ყველაზე ძალიან ეს აფრთხობდათ, რადგან ახლა გრძნობდნენ, როგორ მოეტყუებინათ, როგორ გაესულელები-ნათ ეს
საწყალი გოგო, რომელსაც მთელი ათი წელი მართლა სჯეროდა ამ ორი უმ-წეო და უუფლებო
დედაკაცისა. არა, ამ ორი ბოროტი და თავკერძა დედაბრისა, ყვე-ლას რომ ეღრიჯებოდნენ,
ყველას რომ მათხოვრებივით აცოდებდნენ თავს და ერთი სული ჰქონდათ, როდის
გადააცმევდნენ თავიანთი ცოდვისა და უბედურების ფლასს. თინაც ხომ ამისათვის უნდოდათ.
საამისოდ ამზადებდნენ, და თუ მართლა გაუმართლ-დებოდათ განზრახული, თინაც
უყოყმანოდ, უდრტვინველად, სიხარულითაც კი, მიიხ-ვეტდა თავისკენ მათი ცოდვისა და
უბედურების მესამედს, როგორც გასარჩევ ლობიოს, ანდა გალებად ასასხმელ ნიორს. თინა კი
დაეღუპათ, მაგრამ თვითონაც გადასარჩენად ჰქონდათ საქმე. იქნებ ფარნაოზი ამიტომაც ვერ
ამბობდა სათქმელს ბოლომდე? მართ-ლაც, განა ადვილი სათქმელი იყო, მე ცოლი მომყავს და
თქვენ მიბრძანდით, რადგან ამ სახლს ერთი დიასახლისიც ეყოფაო? იქნებ ამიტომაც უთხრა
პოპინას, რატომ გიკ-ვირსო? მართლაც, რატომ უნდა გაჰკვირვებოდა, რა გასაკვირია, უცხო ქალს
არ სდო-მებოდა ქმრის ნათესავებთან ცხოვრება, რაც არ უნდა ახლობლები ყოფილიყვნენ ისი-ნი.
ყველა ქალს ქმარიცა და ოჯახიც თავისთვის უნდა და არც გაემტყუნება, როცა მოეპრიანება მაშინ
წამოწვება, ხან მოხრაკულს მიართმევს, ხან კი ხმელა პურზე გა-დაატარებს ოჯახს. თუ სტუმრად
ეწვევი, მული ხარ, მაგრამ თუ შეეხიზნები - მუმლი.
ასე ბჭობდნენ და მსჯელობდნენ საგონებელში ჩავარდნილი ქალები. ერთი შეხედ-ვით,
სრულებითაც არ იყო სიმართლეს მოკლებუბული მათი მსჯელობა. ხომ შეიძლე-ბოდა ფარნაოზი
მართლა ისეთ აშარს გადაჰყროდა, რომელიც პირველ რიგში მისია-ნებს გამოაძევებინებდა
შინიდან. სანამ ეგენი მანდ იქნებიან, ჩემს ცოლობას ვერ ეღირსებიო. განა ცოტა იყო ამგვარი

მაგალითები? ან იქნებ, როგორც ერთხელ კუსა-მაც თქვა, ისეთი ქალის შერთვას აპირებდა,
თვითონვე რცხვენოდა, ვერ გაემხილა და ამიტომაც აჭიანურებდა დაოჯახებას? ასე იყო თუ ისე,
ორივე შემთხვევაში პოპინაცა და ქალუკაც ხელისშემშლელნი გამოდიოდნენ მხოლოდ. ეს
ფარნაოზის სახლი იყო და, ბოლოს და ბოლოს, ვისაც უნდოდა იმას მოიყვანდა. უნდა
გარკვეულიყო ყველაფე-რი და რაც შეიძლება მალე, რადგან ორივემ კარგად იცოდა, ყველაზე
ძნელი ასატანი ზედმეტი ქალია, მით უფრო, ორი.
პოპინამ სკივრიდან უხეიროს თითქმის უხმარი სანდლები ამოიღო და ფარნაოზთან შევიდა.
- ჩაიცვი, მამასია, - უთხრა და ფეხებთან ჩაუცუცქდა.
- მახვილი? - ჰკითხა ფარნაოზმა.
- რა მახვილი?! - გაუკვირდა პოპინას და ძმას ქვემოდან ამოხედა.
- მამისეული, - თქვა ფარნაოზმა. - არ დაუტოვებია? - ჩაეკითხა ცოტა ხნის შემდეგ.
- არაფერი რომ არ ვიცი - შეწუხდა პოპინა და ოთახი ისე მოათვალიერა, თითქოს სადღაც მართლა
უნდა დებულიყო მახვილი. ოთახში ერთადერთი იარაღი იყო, ისიც კედელში შესობილი, და
ტარზე თეთრად დათრთვილული ჩურჩხელები ეკიდა. უხეი-როს დანარჩენი შუბები უკვე დიდი
ხნის წინათ გაეყიდა კუსას ვენახის ჭიგოებად. ერ-თი წლის მკვდარი იყო უხეირო, კუსამ შუბები
რომ წაიღო. "მეც ხომ მეკუთვნის რა-ღაცა ამ სახლიდანო" - თქვა და წავიდა.
- რა თქვი? - ისევ ჩაეკითხა ფარნაოზი.
პოპინამ თავი გააქნია.
- ასეც ვიცოდი! - თქვა ფარნაოზმა.
სადღაც შეშას აპობდნენ. ორივემ ნაჯახის ხმას მიუგდო ყური. მერე მამალმა დაი-ყივლა. ჭერზე,
ზუსტად მათ თავზე, მორიელი გარინდულიყო. "ახლა მოწყდებაო", - გა-იფიქრა ფარნაოზმა,
მაგრამ არც განძრეულა, რაღაცნაირი, უცნაური მოთენთილობა დაუფლებოდა, მთელს ტანში
გასჯდომოდა სენივით. არც დის დაფრთხობა უნდოდა, დისა კი არა, ამ იდუმალი წუთისა,
ნაჯახის ხმას, მამლის ყივილსა და მორიელის გა-რინდულ ჩრდილს რომ გაევსო, დაემძიმებინა
და შეეფერხებინა, არაბუნებრივად, ამა-ფორიაქებლად გაეგრძელებინა, თითქოს უკანასკნელი
წუთი იყო და განგებ ითრევდა ფეხს, რათა ვისაც რა ჰქონდა მოსასწრები, მოესწრო: ნაჯახს შეშის
დაპობა, მამალს ამოყივლება, მორიელს გესლის ამონთხევა, ხოლო ობოლ და-ძმას თავიანთი
სიობლის გამოტირება. ფარნაოზი გრძნობდა, ეს წუთი მისი გულისთვის ითრევდა ფეხს, რათა
მასაც მოესწრო ყველაფრის დანახვა, აღქმა და შეთვისება, ყველაფრისა, რაც აქამდე არსებობდა,
მაგრამ ან ვერ ამჩნევდა, ან არ უნდოდა შეემჩნია, რადგან არ უნდოდა და-ეჯერებინა, რომ
ნამდვილი და მარადიული ცხოვრება სწორედ ასეთი მარტივი ხმებისა და საგნებისგან
შედგებოდა, როგორიც ნაჯახის ხმა, მამლის ყივილი თუ ჭერზე გა-რინდული მორიელის
ჩრდილია. თვითონაც მარტივი არსება იყო და უფლებაც არ ჰქონდა, აჯანყებოდა ამ სიმარტივეს,
როგორც მისი შემადგენელი ნაწილი, ისეთივე უმნიშვნელო და ამავე დროს ისეთივე

აუცილებელი, როგორც სხვა ყველაფერი. ისიც აუცილებელი იყო, იმდენად აუცილებელი,
რამდენადაც სწორედ მისი მეშვეობით მოწ-მდებოდა მიმდინარე დროის სიზუსტე, ამ წუთას, ამ
ერთი წუთის განმავლობაში, მაგ-რამ არც ეს იყო პატარა საქმე, რადგან ეს ერთი წუთი არა მარტო
ფარნაოზის, არა-მედ მთელი სამყაროს ერთი წუთი იყო.
პოპინა კი მამაზე ფიქრობდა, უფრო სწორედ, მისი სიკვდილის წინა დღეზე. ეს დღე კი
ფარნაოზის უცნაურმა შეკითხვამ გაახსენა, "მამას ჩემთვის მახვილი ხომ არ დაუტოვებიაო".
მახვილი არა და, იმ დღეს უხეირომ რაღაცა მართლა დაუტოვა შვი-ლებს, მაგრამ პოპინამ ვერ
გაიგო, ვერ მიუხვდა მამას. მერე კი დაავიწყდა, რადგან მა-ინცდამაინც არც თავიდან
დაინტერესებულა. იმ დღეს უხეირომ პოპინას დაუძახა. პო-პინამ იფიქრა, ალბათ წყლული
გაეხსნა და საფენი ექნება გამოსაცვლელიო. ოთახში რომ შევიდა, იქაურობა ეუცხოვა, მაგრამ
მაშინვე მიხვდა, რატომაც: უხეირო არ ქარ-გავდა, ხელები აფრისხელა ტილოზე დაეწყო და
თავაღერილი მიშტერებოდა კედელს. თავი არც მოუბრუნებია, ისე იკითხა, ვინ არისო.
- მე ვარ, მამა - დაიბნა პოპინა. არ ელოდა ამგვარ შეკითხვას.
- იქ ვინ არის-მეთქი, დიდ ოთახში? - უთხრა უხეირომ.
- ხოო - დამშვიდდა პოპინა, - არავინ, თინაა, ჩვენი მეზობელი.
- მაპატიე! - თქვა უხეირომ და პოპინა ისევ შეკრთა, დაიბნა, მამას შეაცქერდა სახე-ში.
უხეიროს რაღაც აწუხებდა, რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ კი ეთქვა, ვერ შე-ლეოდა, როგორც
ბავშვი სათამაშოს, იმიტომ კი არა, სხვისთვის რომ არ ემეტება, არა-მედ ვერ ენდობა იმ სხვას, არ
სჯერა, რომ მოუვლის, არ დააგდებს, არ გატეხავს, თვი-თონ კი უყვარს ის სათამაშო, მასთან
ერთად იძინებს და იღვიძებს, იხუტებს და ათ-ბობს და შეძლო კიდეც, გადაეცა მისთვის თავისი
სითბო და სუნი - სული ჩაებერა და გაეცოცხლებინა. ამიტომაც გაუჩნდა შიში და უნდობლობა,
რადგან ის მარტო მის-თვის გაცოცხლდა, სხვებისთვის კი მაინც უსულო და უგრძნობელ საგნად
დარჩა, სა-თამაშოდ. განა თვითონაც არ წყდება გული, ტოლები რომ წუწურაქას ეძახიან, ცხვირს
უბზუებენ, ახლოს აღარ იკარებენ, აღარც ის უნდათ, აღარც მისი სათამაშო, მაგრამ ახლა უფრო
სახიფათოა სათამაშოს გათხოვება, რადგან განაწყენებულმა ბავშ-ვებმა, შეიძლება, ახლა
შეგნებულად, თუნდაც შურის საძიებლად, ერთ წუთში გაგლი-ჯონ და დააქუცმაცონ იგი, რათა
დაუმტკიცონ, რომ არ ღირდა ამის გულისთვის მე-გობრების განაწყენება.
პოპინა კი ვერაფერს ხვდებოდა, დაბნეული შესცქეროდა სახეში, ხედავდა, მაგრამ ვერაფერს
ამჩნევდა, რადგან ეს სახე ბავშვობიდან ნაცნობი იყო მისთვის.
- მაპატიეთ, შენცა და ფარნაოზმაც - გააგრძელა უხეირომ.
- მამა... - დაიწყო პოპინამ, მაგრამ უხეირომ არ აცალა, ან იქნებ არც გაუგონია პოპინას ხმა და ისევ
თვითონ გააგრძელა: - ყველაფერი. შენცა და ფარნაოზმაც, ასეც უთხარი, თუ დაბრუნდება. სხვა
არაფერი არ დაუბარებიაო, არაფერი.
- გინდა, საფენს გამოგიცვლი? - უთხრა პოპინამ.

- არა, ახლა კარგადა ვარ. წადი! - თქვა უხეირომ.
უცებ პოპინას საკუთარი ხმა შემოესმა: მთელი წვერი ძაფის ნაკუწებით ჰქონდა სავსე. სულ
თითო-თითოდ ამოვაცალეთ მე და თინამო, - ყვებოდა იგი.
- რატომ არ დამიცადა, რატომ?! - თქვა ფარნაოზმა.
როგორ უნდა დაეცადა უხეიროს ფარნაოზისთვის, განა მასზე იყო დამოკიდებული, როდის
მოკვდებოდა? კიდევ დიდხანს გაძლო. ვანის ბრძოლის შემდეგ, როცა საბედის-წერო შემთხვევამ
ამხელა კაცი სამუდამოდ მიაჯაჭვა საწოლს, იგი განუწყვეტლივ კვდებოდა. ამ ხნის
განმავლობაში მისი ბობოქარი სიცოცხლე უთვალავი ჭრილობები-დან და წყლულებიდან ჩუმად
მიიპარებოდა, როგორც ღვინო გაბზარული ქვევრიდან. სიკვდილამდე ცოტა ადრე ბავშვსაც აღარ
გაუჭირდებოდა მისი ატატება, როცა, დაჭრი-ლი, ათმა კაცმა ძლივს შემოიყვანა ვანის გალავანში.
შინაურები ვერ ამჩნევდნენ, რადგან ყველაფერი მათ წინ ხდებოდა, ან რას იფიქრებდნენ, როცა
ღვინო დასჭირდე-ბოდათ, ქვევრი ცარიელი დახვდებოდათ. ქვევრი საიმედოდ ეგონათ
გადაგოზილი, სი-ცოცხლე კი მიიპარებოდა, მითქრიალებდა და უაზროდ და უკვალოდ
იკარგებოდა მი-წაში.
- რატომ არ დამიცადა, რატომ?! - გაიმეორა ფარნაოზმა.
პოპინა კი ყვებოდა, სადილი რომ შევუტანე, იატაკზე ეგდო. არა, მამა არ დამინა-ხავს, იატაკზე
ტილო ეგდო. სად წავიდა-მეთქი, გამიკვირდა და ტილოს ასაღებად რომ დავიხარე, ფეხი
გამოჩნდა, მაშინვე ვიცანი, ან რა ძნელი საცნობი იყო. ტილო, თურმე, ზედ გადაჰფარვოდა.
- მარტოობამ მოკლა! - თქვა ფარნაოზმა.
პოპინა კი ყვებოდა: თინამ გაუხილა წვერი. ძაფის ნაკუწები ისე ჩახლართვოდა, თითქოს ჭია
შესევიაო. მთელი დღე უხილავდა თინა წვერს.
- მარტოობამ! - გაიმეორა ფარნაოზმა.
- კარგი გოგოა თინა - თქვა უცებ პოპინამ და გაჩუმდა.
- ხო - უპასუხა, არა, ისევ თავისთვის თქვა ფარნაოზმა.
ამის მერე დიდი დრო აღარ გასულა და თინა, ახლა უკვე სამუდამოდ, შევიდა უხე-იროს ოჯახში.
კერასთან ახალი ქალი დატრიალდა, რომელსაც ეს კერა იმდენხანს უყ-ვარდა, იმდენხანს
ფიქრობდა და ოცნებობდა მასზე, ახლა, რაკი კანონიერი პატრონი გამხდარიყო მისი, არაფერს
აღარ გაუჭირვებდა, არ ჩააქრობდა, და მთელი ქვეყნის და-სანახად იტრიალებდა, ბედნიერებითა
და მისი გამონაშუქით სახეალეწილი. პირველსა-ვე ღამეს იგრძნო თინამ, მათი საწოლი, არა
თავდავიწყების, არა სიკვდილამდე მისუ-ლი ნეტარების, არამედ ცოლქმრული მოვალეობის
აღსასრული ადგილი იქნებოდა მხოლოდ, მაგრამ მისთვის ესეც ბევრს ნიშნავდა, ამაზედაც
თანახმა იყო.
- გძინავს? - ჰკითხა თინამ.

- არა - უპასუხა ფარნაოზმა.
- იქნებ ცუდად წევხარ? - ისევ ჰკითხა თინამ.
ფარნაოზმა ძუძუზე დაადო ხელი. თინა გაირინდა. ფარნაოზს კი ისეთი გრძნობა ჰქონდა,
თითქოს ვიღაც უყურებდათ, თითქოს მათი ოდნავ გაფაჩუნებაც მთელ ქალაქს ესმოდა, თითქოს...
თითქოს სხვის ლოგინში იწვა, სხვის დავალებას ასრულებდა და უსინდისოდ ტყუოდა - მისი
ხელები, მთელი მისი სხეული იმ "სხვის" მოძრაობებს იმეორებდა, თუ ვერ იმეორებდა, ბაძავდა
მაინც, რათა სიბნელითა და ვნებით თვალებ-დაბრმავებული ქალი ვერ მიმხვდარიყო, "იმის"
მაგივრად სხვა რომ შემოეწვინა მისთ-ვის ბედისწერას. თინამ გაკოჭილი ნადირივით გაიბრძოლა.
სადღაც ძაღლები ყეფდნენ. დილით, გაახილა თუ არა თვალი ფარნაოზმა, მაშინვე თინას ხმა
გაიგონა. ქვაბს მი-ხედე, პოპინაო, - იძახდა თინა. მთელი სახლი სამშვიდობო ფუსფუსითა და
სურნელო-ვანი, მადისაღმძვრელი ოხშივრით გავსებულიყო.
წლისთავზე სახლი ახალშობილის ჭყიპინითა და სველი საფენებით გაივსო. ახლა უხეიროს
შუბის ტარზე, ჩურჩხელების ნაცვლად, ისევ ჩვრები და ჭინჭები ეკიდა. ჩვილს თვალი არც
გახელოდა და უკვე მთელი სახლი არ ყოფნიდა. ყოველდღე იხეო-და საფენებად და არტახებად
ძველი კაბები და წინსაფრები, ხილაბანდები და პერან-გები, მაგრამ ეს მართლა თითისხელა,
You have read 1 text from Georgian literature.
Next - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
  • Parts
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Total number of words is 3713
    Total number of unique words is 2149
    29.1 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2104
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Total number of words is 3786
    Total number of unique words is 2050
    32.9 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 2036
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Total number of words is 3729
    Total number of unique words is 2068
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    52.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Total number of words is 3798
    Total number of unique words is 2041
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.7 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Total number of words is 3774
    Total number of unique words is 2100
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Total number of words is 3823
    Total number of unique words is 2083
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2026
    33.7 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Total number of words is 3773
    Total number of unique words is 1978
    31.9 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 2031
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2106
    31.0 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Total number of words is 3704
    Total number of unique words is 2027
    30.8 of words are in the 2000 most common words
    45.1 of words are in the 5000 most common words
    51.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 2083
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Total number of words is 3829
    Total number of unique words is 2058
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 1976
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2062
    30.1 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Total number of words is 3775
    Total number of unique words is 1967
    34.5 of words are in the 2000 most common words
    49.1 of words are in the 5000 most common words
    56.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Total number of words is 3868
    Total number of unique words is 1886
    35.4 of words are in the 2000 most common words
    49.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2046
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Total number of words is 3709
    Total number of unique words is 1983
    33.1 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Total number of words is 3866
    Total number of unique words is 2020
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.4 of words are in the 5000 most common words
    54.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2020
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    54.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 2058
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2111
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2042
    30.5 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Total number of words is 3904
    Total number of unique words is 2006
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 1988
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Total number of words is 3889
    Total number of unique words is 1960
    31.7 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Total number of words is 3751
    Total number of unique words is 2127
    27.9 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Total number of words is 3814
    Total number of unique words is 2046
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Total number of words is 3808
    Total number of unique words is 2002
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2068
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.4 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 2023
    31.8 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2094
    29.3 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Total number of words is 3725
    Total number of unique words is 2171
    27.3 of words are in the 2000 most common words
    38.2 of words are in the 5000 most common words
    44.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Total number of words is 3887
    Total number of unique words is 2056
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Total number of words is 1188
    Total number of unique words is 820
    38.4 of words are in the 2000 most common words
    50.8 of words are in the 5000 most common words
    57.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.