Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02

Total number of words is 3784
Total number of unique words is 2104
30.5 of words are in the 2000 most common words
41.6 of words are in the 5000 most common words
48.9 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
და ახროტინებული ცხვრებით მოიფინა. კაცები დანებით გამორბოდნენ, ქალები მიწას აყრიდნენ
სისხლის გუბეებს, ბავშვები კი სრულებითაც არ აპირებდნენ ხელი აეღოთ ამ უცნაურ ახირებაზე,

ამოდენა მსხვერპლი რომ სჭირდებოდა. "ვერძობანამ", როგორც თვითონვე დაარქვეს თამაშს,
ყველაფერი დაავიწყათ. მალე ვანელებს ცხვრის ხორცი დასანახად შესჯავრდათ. ცხვარი კი არ
ილეოდა. არც კი იცოდნენ, ამდენი ცხვარი თუ ჰყავდათ. ცხვრის პეტელმა სხვა ყველანაირი ხმა
განდევნა ქალაქიდან. ყრუ-მუნჯებივით დაბნეულად მოღიმარი ხალხი უაზროდ შლიდა ხელებს,
კაცები თვალს არიდებდნენ დასაჭექად გამზადებულ ქალებს, მაგრამ უნდოდათ თუ არ
უნდოდათ, მაინც უნდა ჩარეულიყვნენ საქმეში, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაევიწყებინათ
ბავშვებისათვის ეს მართლაც სულელური თამაში, სულელური კი არა, დამღუპველი, ოჯახის
დამაქცევარი, მოყვარული ცოლ-ქმრის გამთიშველი, კერიის გამციებელი... და მართლაც, იმ
დღეებში ვანში სადილი არ გაკეთებულა, ქმარი ცოლთან არ განმარტოებულა, ქვაბიცა და
საწოლიც განწირული ცხოველის მავედრებელ, სისხლისგამყინავ პეტელს აევსო. "შემოჰკარიმეთქი, სანამ დროა. შემოჰკარი!" - უკვე ღვარძლიანად შეჰღმუოდნენ ცოლები ქმრებს, მაგრამ
ქმრები კიდევ დიდხანს იფხანდნენ ქეჩოებს, რადგან ძალიან უყვარდათ ბავშვები. სიყვარულს
შიშიც ემატებოდა, დარწმუნებულნი იყვნენ, ბავშვს თუ შემოჰკრავდნენ, ხელი გაუხმებოდათ. ეს
რწმენა კი შთამომავლობით გადადიოდა თაობიდან თაობაზე და ყველანი ბრმად
ემორჩილებოდნენ, რადგან არავის გასჩენია მისი შემოწმების სურვილი. ან რა ჰქონდათ
დასაეჭვებელი? რატომ უნდა აეტკიებიათ აუტკივარი თავი?
ვანი კი ამასობაში ნაომარ ქალაქს დამსგავსებოდა. ქუჩებში ფილაქანი აიყარა, ღობე-ყორეები
მოირღვა, ხეებს ძონძებივით ეკიდა ჩამოხლეჩილი ტოტები, ბავშვებიც ერთიანად დაჩეჩქვილდალილავებულიყვნენ. ახლა აღარც ღამით ჰქონდათ მოსვენება, "ვერძობანას! მათ სიზმრებშიაც
შეეღწია: ვითომ ვერძზე ისხდნენ და მიფრინავდნენ, მაგრამ სიამოვნების ნაცვლად სული შიშით
ელეოდათ, ვერძს ზურგი გასიპული ჰქონდა, რქაზე კი ეკალი ესხა. თავის დამაგრება ჭირდა,
ხოლო ქვევით აქაფებული ზღვა ღრიალებდა, ყალყზე დგებოდა, მშიერი ნადირივით ეტანებოდა
ვერძსაც და ბავშვსაც. სუნთქვაშეკრული ბავშვი თავს ვეღარ იმაგრებდა ვერძის გასიპულ ზურგზე
და აღრიალებულ ზღვისკენ თვითონაც ღრიალით მიჰქროდა. გულგახეთქილი, ლოგინიდან
წამოვარდნილი მშობლები ბავშვს აღვიძებდნენ, წყალს ასმევდნენ, უფრო მეტს ზედ ასხამდნენ
და ეხვეწებოდნენ, გამოფხიზლდი, გამოიხედე, შენი მშობლები ვართო. გაწუწული ბავშვი
ძაგძაგებდა, კბილებს გიჟივით აკრაჭუნებდა და მშობლებს ძალით იშორებდა, რა გინდათ, თავი
გამანებეთ, ხომ ხედავთ მძინავსო.
რა არ სცადეს, რა არ მოიგონეს, მაგრამ არ იქნა და აღარ გაუარა ბავშვებს ამ უცნაურმა გატაცებამ.
ხოლო როცა არც დაყვავებამ გასჭრა და არც მუქარამ, ბავშვები დააბეს, ხელ-ფეხი გაუკოჭეს და
დაჰყარეს, როგორც დასადაღავი მოზვრები სამჭედლოს წინ. მაგრამ არც ამით შეცვლილა რამე,
ბავშვების გატაცება თოკზეც ძლიერი აღმოჩნდა. ისინი წამებულებივით ყველაფერს უხმოდ
იტანდნენ, შესაფერ დროს უცდიდნენ, მერე თოკებს კბილებით ღრღნიდნენ და შინიდან
გარბოდნენ, რათა ყველაფერი თავიდან დაეწყოთ.
და აი, ერთ დღეს მოხდა ის, რისაც ყველას ეშინოდა და რასაც უკვე ყველა ელოდებოდა. მამამ
შვილს ხელი შემოჰკრა. მთელს ქალაქში ისეთი ლაწანი გაისმა, კარ-ფანჯრები ჩამოცვივდა, ჯამჭურჭელი დაიმსხვრა, მიწაში ქვევრები დაიბზარა, ბოსლებსა და ფარეხებში საქონელი
აზმუვლდა, ყველაზე მძიმე საგნებმაც კი თავისით მოინაცვლეს ადგილი. მამა, რომელმაც შვილს

შემოჰკრა, ქალაქის მთავარ მოედანზე გამოვიდა და მთელ ქალაქს დაანახა გამხმარი მარჯვენა,
ჩამოხლეჩილი ტოტივით რომ ეკიდა მხარზე.
მაშინ ვანელებმა გადაწყვიტეს, საერთოდ აღარ შემოეშვათ ქალაქში ცხვარი, სანამ ბავშვები
დაიზრდებოდნენ და ყველაფერი ჩაწყნარდებოდა. მთელ ქალაქში ერთადერთი ცხვარი დარჩა,
ისიც აიეტის სასახლის ეზოში საგანგებოდ მისთვის აგებულ სადგომში ება; გარშემო ცერისხელა
კურკლი ეყარა, პირს განუწყვეტლივ აცმაცუნებდა და, რაც მთავარია, ანათებდა;
ოქრომჭედლების უბანზე რომ ამოატარეს, მისმა ხუჭუჭა ბეწვმა იმდენი ოქროს მტვერი აიკრა,
შეიწოვა და დაირჩინა, ამ უჩვეულო ტვირთით დამძიმებულს, ფეხის გადადგმაც უჭირდა.
სადგომში რომ შეიყვანეს, ისე გაანათა იქაურობა, თითქოს ცხვარი კი არა, ალიზის კედლების
გასაშრობად დანთებული კოცონიაო.
ვანელი ბავშვები, სხვა ბავშვების მსგავსად, ყველაფერს ადვილად ეგუებოდნენ; რაკი ცხვარი
გაქრა, "ვერძობანაც" დაივიწყეს, მაგრამ ვანის ყველა კარიბჭესთან და, რა თქმა უნდა,
ნავსადგურშიც, ჯერ კიდევ დიდხანს იდგნენ მცველები, ვინმეს რომ არ შემოეპარებია ეს ყოვლად
უწყინარი და ამავე დროს ყოვლად სასარგებლო ცხოველი.
ამასობაში ზაფხულმაც მოაწია. სასახლეში სააგარაკო სამზადისი დაიწყო. აქოთქოთდნენ ძიძაგადიები, ისეთი ალიაქოთი დააყენეს, თითქოს მტერი დასცემოდათ და აღარ იცოდნენ რა
წაეღოთ, რა უფრო გამოადგებოდათ ლტოლვილებს.
როგორც ყოველთვის, ბავშვებს ჯერ წასვლა არ უნდოდათ, მუცლის ტკივილს იგონებდნენ,
ეკალბარდივით ებღაუჭებოდნენ ყველასა და ყველაფერს, და მართლაც ისე გაუჭირდათ ძიძაგადიებს მათი ნავში ჩასმა, როგორც ტომარაში ხმელი ძეძვის ჩატენა. მაგრამ საკმარისი იყო
წელსზევით შიშველ მენავეებს ნიჩბები წყალში ჩაეშვათ, ბავშვებს ყველაფერი დავიწყებოდათ,
ზღვისა, ნავისა და მენავეების გარდა. ნავი ჩრდილოეთისაკენ აიღებდა გეზს, სანამ წყალუხვი
მდინარის შესართავს მიადგებოდა, მერე მდინარეში შეცურდებოდა და ქვეყნის შუაგულისკენ
აუყვებოდა გადაბურდულ ნაპირებს, ტაძრებივით გარინდულ ტყეებს, გადაბრიალებულ ბაღვენახებს, ბოლისა და ნახირის სუნით გაყუჩებულ სოფლებს, გოგო-ბიჭებით გადაჭრელებულ
შუკებსა და ეზოებს.
ჩარდახიან ნავს ახლა სამი ბავშვი მიჰყავდა: ქარისა, აფრასიონი და ფრიქსე.
ფრიქსე უკვე შეჩვეოდა ახალ "და-ძმას". თუ ქარისა, ძიძა-გადიების უჩუმრად, ნავიდან
გადაიხრებოდა და წყალში ჩაყოფდა ხელს, ფრიქსეც იგივეს იმეორებდა. თუ ქარისა ეტყოდა
გამიცვალე ადგილიო, დაუფიქრებლად თანხმდებოდა. თითქოს ორივეს ერთდროულად
გასჩენოდათ ადგილების გაცვლის სურვილი. ქარისა ცელქობაში ორივე ბიჭს ჯობნიდა. ერთ
ადგილას ვერ ისვენებდა, განუწყვეტლივ კისკისებდა, ჰქონდა თუ არა საამისო მიზეზი.
აფრასიონი თავისთვის იჯდა და წყალზე გადმოფენილ ტოტებს, ჰაერში გაშეშებულ
ნემსიყლაპიებსა და ხავერდოვან ბუჩქებში ჩამალულ ჩიტებს უსმენდა. აფრასიონი ფრიქსეზე სამი
წლით უმცროსი იყო, ქარისაზე კი ორით. არაჩვეულებრივი სიმშვიდითა და ბავშვისთვის
შეუფერებელი ლაპარაკით ყველაზე მეტად ძიძა-გადიებს აღიზიანებდა, რადგან მათი ბუნება

წინასწარვე შეგუებული იყო ბავშვის სიცელქეს, მოუსვენრობას, სიკერპესა და სიჯიუტეს, და
თუმცა ყოველთვის წუწუნებდნენ, ჩიოდნენ და თავბედსაც იწყევლიდნენ, მაინც ეს იყო მათი
ცხოვრება და ასეთი "ძნელად მოსავლელი" ბავშვების გარეშე არც მათ ძიძა-გადიობას ჰქონდა
ფასი. აფრასიონმა კი არ გაუმართლათ, ერთხელაც არ დაჰკარგვიათ, ერთხელაც არ დაულევია
გაოფლილს ცივი წყალი, ერთხელაც არ გამიზეზებულა საჭმელზე, ერთხელაც არ ჩაწოლილა
ლოგინში ხელ-ფეხ დაუბანელი. ძიძა-გადიები კი რიღას მაქნისები იყვნენ, თუ საშუალება არ
მიეცემოდათ შეშფოთებისა, გაბრაზებისა, წამოტირებისა და ჩივილისა. "მამიდამისის ბრალია, ის
ასულელებსო" - ამბობდნენ ძიძა-გადიები და თუმცა ეშინოდათ ამ მაღალი, ჭოკივით გამხმარი და
პირმოკუმული ქალისა, მაინც შემთხვევას არ გაუშვებდნენ, ზურგს უკან არ გაეჭორათ. "არც მაგის
გაცოცხლებული მკვდარი უნახავს ვინმეს და არც მაგის გაახალგაზრდავებული ბებერიო" ამბობდნენ ისინი, თითქოს ამით რამე ჩრდილი მიადგებოდა მათ პირქუშ მეტოქეს, რომელსაც
მათზე გაცილებით მეტი გავლენა ჰქონდა აფრასიონზე, თუმცა არც ხელ-პირს ბანდა და არც
ფაფას უხარშავდა. ქალაქზე რომ ჩაივლიდა, ნიავის ამოქროლვამდე მთელს ქალაქში წამლის
სუნი იდგა. მამიდა ყამარი მართლა ასწავლიდა თავის ძმისშვილებს სამკურნალო და შხამიანი
ბალახების გამოცნობას, მაგრამ ქარისაზე ადრევე ჩაიქნია ხელი. ქარისას ის ყვავილი მოსწონდა,
რომელსაც დიდი ფურცელი ჰქონდა და თმაში კარგად ჩერდებოდა; სხვას ვერც ამჩნევდა და არც
აინტერესებდა. "შენგან ცოლის მეტი არაფერი გამოვაო", - უთხრა ერთხელ მამიდა ყამარმა,
მაგრამ ქარისას არ წყენია, გაეხარდა კიდეც, ასე უცებ რომ გაანებეს თავი, ასე იოლად რომ
დაუსხლტა ხელიდან მამიდის შეგონებებს.
აფრასიონს კი შეეძლო დილიდან საღამომდე ეცქირა, როგორ ინაყებოდა უზარმაზარ ქვიჯაში
ათასნაირი ფესვი; უსასრულოდ ეყნოსა ქონდრის ხის, ცერეცოს, მრავალძარღვას, ქარქვეტასა თუ
რძიანას სუნი და ბედნიერებისაგან ცასა სწვდებოდა, როცა ნებას აძლევდნენ, გრძელი ჯოხით
მოერია აბუყბუყებულ ქვაბისთვის, რომელშიაც, მამიდას თქმით, სიკვდილ-სიცოცხლის წამალი
დუღდა და გადმოდუღდა. ბევრი რამე ისწავლა აფრასიონმა მამიდისაგან, მაგრამ, საუბედუროდ,
არც მას ეწერა ქურუმობა. ის ბიჭი იყო და თანაც უბრალო ბიჭი კი არა, ტახტის მემკვიდრე. "მე
მაინც არასოდეს არ გავხდები მეფეო", - ამბობდა აფრასიონი და ამას იმიტომ კი არ ამბობდა,
მეფობას ქურუმობა რომ ერჩია, არამედ იმიტომ, წინასწარ რომ შეეძლო ყველაფრის განჭვრეტა,
რაც მომავალში უნდა გადახდომოდა თავს. წინასწარ განჭვრეტის უნარი ბუნებას ეჩუქებინა
მისთვის და ამით სამუდამოდ გამოერჩია სხვა ბავშვებისაგან, სამუდამოდ წაერთმია
მოულოდნელობის განცდის სიმძაფრე. მეორე და მთავარი უბედურება კი ის იყო, არავის რომ არ
სჯეროდა მისი, არც მამიდას და, ალბათ, ყველაზე მეტად მამიდას, რადგან, თავად მისანმა,
სხვებზე კარგად იცოდა, რამდენი ცოდნა და გამოცდილება სჭირდებოდა, კაცის ბედი კი არა,
ამინდი რომ გამოგეცნო ერთი დღით ადრე. მაგრამ აფრასიონმა უცნაური ბავშვის სახელი მაინც
დაიმკვიდრა. აიეტს არ მოსწონდა, მეოცნებე მემკვიდრე რომ ეზრდებოდა, მას
მუხლებგადატყაული, გახვითქული, ცხენის ფაფარს გამობმული ქაჯი ერჩია, მაგრამ ჯერ საქმეში
არ ერეოდა, ჯერ აფრასიონი ქალებს ეკუთვნოდა და აიეტიც იცდიდა. "ბავშვია, გაუვლისო", ამბობდნენ მის გასაგონად სასახლეში, მაგრამ აიეტს არც ეს ესმოდა, არ უნდოდა გაეგო, თითქოს
თუ ყურადღებას არ მიაქცევდა, უკეთესად მოერეოდა ბავშვობას მისი ვაჟიშვილი. აიეტმა არ
იცოდა, რას უნდა გაევლო, რა უცნაურობა სჭირდა ტახტის მემკვიდრეს, მაგრამ ხვდებოდა,
"უცნაურობა" რბილად ნათქვამი სიტყვა იყო და ამ სიტყვას შეიძლებოდა ათასნაირი

მნიშვნელობა მიეღო, თუკი ჩაეძიებოდა. შეიძლება, ამის ეშინოდა აიეტს და ამიტომაც არ ერეოდა
საქმეში. ასე იყო თუ ისე, აფრასიონი ჯერ ისევ ქალების ფრთის ქვეშ იზრდებოდა. ძიძა-გადიებს
კი, მოუსვენარი, თამაშზე გადაგებული, ძნელად მოსავლელი ქარისა ერჩიათ, წყნარსა და გამგონ
აფრასიონს. აფრასიონი ხანდახან ისეთ რამეს ეტყოდათ, ფეტვივით დააბნევდათ ხოლმე. ქარისა
კი ჩვეულებრივი ბავშვი გახლდათ, ცელქი, დაუღალავი, კისკისა.
ერთხელ აფრასიონი ავად გახდა, მაშინ ხუთი წლისაც ძლივს იქნებოდა. სიცხე მოსვენებას არ
აძლევდა და მთელი ღამეები შამფურივით ტრიალებდა საწოლში. ძიძა სასთუმალთან ეჯდა და
ყვინთავდა.
- ჭადარი ამბობს... - დაიწყო უცებ აფრასიონმა.
- აბა, ჭადარიო, - წამოვარდა გულგახეთქილი ძიძა.
- ჭადარი ამბობს, ვინმემ ფოთოლი რომ შემაწყვიტოს და აფრასიონს დააფაროს შუბლზე, მაშინვე
მორჩებაო, - თქვა აფრასიონმა.
რა უნდა ექნა ძიძას, ამ შუაღამისას ხეზე ხომ არ აძვრებოდა, ან რა იცოდა, რომელი ჭადარი
ელანდებოდა სიცხისაგან გადაბლენტილ ბავშვს.
აფრასიონი კეთილი ბიჭი იყო. ყველაფერზე გული შესტკიოდა. ქათამი რაა, ქათმის დაკვლას ვერ
აყურებინებდით. თონეს რომ გაახურებდნენ, დაკვირტული ფიჩხის ტკაცატკუცზე ცრემლი
მოადგებოდა ხოლმე. "ასეთი თუ დარჩა, როგორ უნდა იცხოვროსო", - გულს ასკდებოდა აიეტი.
აიეტმა რა იცოდა, სასახლეში თავსაც რომ იქცევდნენ მის მემკვიდრესთან ლაზღანდარობით,
თორემ დიდი ცოდვა დატრიალდებოდა ალბათ. ამდენს ვეღარ მოითმენდა ვერც მამა და ვერც
მეფე. "ერთი მითხარი, თუ ბიჭი ხარ, შარშან რომ შავტარიანი დანა დამეკარგა, სად არის და
როგორ არის ახლაო", - ეკითხებოდნენ შუაში ჩაყენებულ აფრასიონს სასახლის უსაქმურები.
აფრასიონი კი წუხდა, ტუჩებს იჭამდა, შუბლზე ოფლი ასკდებოდა, ამდენის გაგება რომ არ
შეეძლო. მართლა ესმოდა, რას ამბობდა ჩიტი, ან ბალახი, ბზარში ჩამალული ჭრიჭინა თუ
ფოთლებზე ადგაფუნებული წვიმა, გული წინასწარ უგრძნობდა, თუკი რამე სასიხარულო, ანდა
საწყენი უნდა შეხვედროდა მასაც და მის ახლობლებსაც, ხოლო იმ დანის ავანჩავანი, შარშან რომ
დაჰკარგოდა ვიღაცას, და ისიც საკითხავი იყო, მართლა დაჰკარგოდა თუ არა, რა თქმა უნდა, არ
იცოდა და ვერც გაიგებდა. ამიტომაც წუხდა აფრასიონი და დამნაშავესავით თავჩაღუნული იდგა
"დაკარგული დანის" პატრონის წინაშე, თითქოს თვითონ მოეპარა ის დანა და ახლა ნაქურდალის
გამოჩენისა რცხვენოდა. თუმცა, ისეთი უცნაური ლაპარაკი იცოდა, არავის გაემტყუნებოდა,
თავშესაქცევად გაეჩერებინა ეს ფერმკრთალი ბიჭი, სასახლის ტალანებში მართლა მისანივით
რომ დახეტიალობდა. "ყველა პეპელა ბრმაა", - ამბობდა აფრასიონი და როცა ჰკითხავდნენ,
რატომ აბრმავებ პეპლებს, რა დაგიშავესო, სრულიად სერიოზულად პასუხობდა, მე კი არ
ვაბრმავებ, ბრმებად იბადებიან, ორი დღის სიცოცხლე უფრო გრძელი რომ ეჩვენოთო.
"პეპელა რომ ბრმა არ იყოს, ჩამოსაჯდომი ყვავილის არჩევასაც ვერ მოასწრებდა, ყველა ყვავილი
ერთნაირად მოხიბლავდა, ერთნაირად მიიზიდავდა და იმასაც უნდა ეწვალა, ეყოყმანა და ამ
წვალებასა და ყოყმანში მოკვდებოდა კიდეც. ახლა კი უფრო მეტსაც ასწრებს და უფრო მეტ

ყვავილსაც პოულობს, რადგან ბრმაა და არჩევანის უნარი არა აქვსო", - ამბობდა აფრასიონი და
მოდი და ნუ გაგიკვირდებოდა ამ ცეროდენა ბავშვისაგან ასეთი ლაპარაკი.
"ბავშვისა არაფერი სცხიაო", - ამბობდნენ ძიძა-გადიები და ისევ "დასაბმელი" ქარისა ერჩიათ,
წყნარსა და თვინიერს, უდროოდ დაბრძენებულსა თუ სულელად დაბადებულ აფრასიონს.
ახლა აფრასიონი სხვებთან ერთად ნავში იჯდა და წყალუხვი მდინარის ნაპირებს
ათვალიერებდა. მან ეს გზა ზეპირად იცოდა, მაგრამ რაც სხვებისათვის ჩვეულებრივი ხე, ბუჩქი
ან ყვავილი იყო, სხვა ათასი ხის, ბუჩქისა და ყვავილის მსგავსი, მისთვის ყოველ მათგანს
უთვალავი სული და სახე ჰქონდა. ნაირნაირ, უცნაურ ჩვენებად შეიძლება ქცეულიყო უცებ
წვიმით ჩამორეცხილი ფლატე თუ სოკოებით გადაჭმული კუნძი. მან წინასწარ იცოდა, სად
წამოუხტებოდათ ვეფხვი და, მართლაც, მოუხვევდა თუ არა მდინარე, მოტვლეპილ ბორცვიდან
ისე უცებ იფეთქებდა იელი, თითქოს ვეფხვი წამოვარდაო, "ვეფხვი, ვეფხვიო", - ყვიროდა
აფრასიონი და თვალებგაბრწყინებული იღიმებოდა, არავის რომ არ შეეძლო მისი "ვეფხვის"
დანახვა, თუმცა მთელი გზა ქარისაცა და ფრიქსეც აცეცებდნენ თვალებს, კისრებს
იგრძელებდნენ, რათა თვითონაც ამოეცნოთ ჩვეულებრივ ჯაგნარში - მდინარისკენ მომავალი
ირმების ჯოგი, ასაფრენად გამზადებული არწივი თუ მოქეიფე ავაზაკები. მაგრამ რასაც
აფრასიონი ხედავდა, ის მათთვის არ არსებობდა. მენავეებიც უნებურად უსმენდნენ ბავშვებს,
ეღიმებოდათ მათ სისულელეებზე და უფრო ხალისიანად აწვებოდნენ ნიჩბებს.
- აბა, გვითხარი, ის ჩიტი რას ამბობსო, - უთხრა მენავემ აფრასიონს.
ის მენავე ყველაზე ახლოს იჯდა ბავშვებთან და როცა იღიმებოდა, ჩამტვრეული კბილები
მოუჩანდა. ქარისას უკვე შეემჩნია მენავის ჩამტვრეული კბილები და ხშირ-ხშირად გამოხედავდა
ხოლმე, მოუჩანს თუ არაო.
- ის ჩიტი ამბობს, როგორ გაზრდილა ქარისა, ნეტავ მეც ასე მომაჩიტებინა ბარტყებიო, - მაშინვე
უპასუხა აფრასიონმა.
ყველამ ქარისას შეხედა. ქარისას შერცხვა, მაგრამ დამორცხვება რომ არ შესტყობოდა, ფრიქსეს
ისე მაგრად უბიძგა ხელი, ფრიქსე მერხიდან გადავარდა და სახე ნიჩბის ტარს ჩამოკრა. ძიძაგადიები წამოცვივდნენ, ნავი ატორტმანდა, უნებურად ყველანი ერთმანეთს მიაწყდნენ. ფრიქსეს
ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა, ფერი დაჰკარგვოდა, მაგრამ მაინც იღიმებოდა. სისხლს მჯიღით
იხოცავდა და უარესად ეთხუპნებოდა სახე. ამის შემხედვარე, ქარისა გულიანად კისკისებდა.
ალბათ, ამიტომაც არავის გაუგონია აფრასიონის ნათქვამი: იმ ჩიტმა ისიც თქვა, ქარისა ფრიქსეს
ცოლი გახდებაო.
ათი წლის მერე მართლაც ასრულდა ჩიტისა თუ აფრასიონის წინასწარმეტყველება.
***
ფრიქსეს და ქარისას ქორწილმა მთელი ქალაქი სასიყვარულოდ განაწყო. წლისთავზე ქალების
უმრავლესობა მოსალოგინებელი იყო. ხან გუთანს გადმოდგამდნენ ბანზე, ხან კი ჯარას, ვის რა
გაუჩნდებოდა, ბიჭი თუ გოგო. ქარისას ფეხმძიმობა არც კი გაუგია, არც სახე შეშუპებია და არც

ფეხები, მუცელიც ძლივს ეტყობოდა, უხდებოდა კიდეც. საგანგებოდ ფეხმძიმობისთვის შეკერილ
კაბებს ძველებურად დააფრიალებდა და ერთდროულად სასახლის ყველა კუთხიდან ისმოდა
მისი კისკისი. ქარისა ბედნიერებას ეცეკვებოდა, თავს არ უტყდებოდა, არ უნდოდა დაეჯერებინა,
მისი გარდაქმნილი ბუნება სამუდამოდ რომ ემშვიდობებოდა უდარდელსა და უზრუნველ
სიყმაწვილეს. ბებია ქალმა საწოლში ჩვილი რომ ჩაუწვინა, ცოტა გაუკვირდა კიდეც, უცებ ვერ
მოისაზრა, რა კავშირი ჰქონდა ამ პატარა არსებასთან, ოფლიანსა და ოდნავ შეღინღლულ თავს
ჯიუტად რომ აბრუნებდა მისკენ, როგორც ყვავილი სინათლისაკენ. მას ადრე არასოდეს ენახა ეს
სასაცილო ცხოველი, შორეული მგზავრობით დაქანცული, ჯერ კიდევ რომ ვერ მოსულიყო
გონზე, მემკვიდრეობით მიღებული გამოცდილება თვალებს რომ ახუჭვინებდა, რათა ძილბურანში შეჩვეოდა ახალ გარემოს და საბოლოო გამოღვიძებისას თავზარი აღარ დასცემოდა.
პირველი გრძნობა, რაც ქარისას საკუთარი შვილისადმი გაუჩნდა, უცხოობის გრძნობა იყო,
მაგრამ ბავშვის პირველსავე წამოტირებაზე ისე დაეთუთქა გულ-მუცელი და ისე უცებ მოისაზრა,
რას მოითხოვდა მისგან ეს უშნო და უმწეო მბრძანებელი, მაშინათვე ძუძუ ჩაუდო პირში,
თითქოს მთელი სიცოცხლე ასე ეწვა გვერდით და არასოდეს არ არსებობდა დრო, როცა ქარისას
არ ჰყავდა იგი. ქარისა უკვე დედა იყო.
არც მეფე-დედოფალი გამოჰკლებია თანამოქალაქეთა სასიყვარულო აღტკინებას. აიეტის
მეუღლემაც თითქმის ქალიშვილთან ერთად მოიმშობიარა. მაგრამ დედოფლისთვის ცოტა
ნაგვიანევი აღმოჩნდა მშობიარობა, ძუძუში რძე არ ჩაუდგა. სამაგიეროდ ქარისას იმდენი რძე
ჰქონდა, შვილსაც აჭმევდა და დასაც.
ქარისამ ერთმანეთის მიყოლებით ოთხი შვილი გააჩინა. ოთხივე ვაჟი. ვაჟებს მამის ხათრით
ბერძნული სახელები დაარქვეს: არგუსი, კიტისორე, მელასი და ფრონტისი. მართალია, ისინი
ტყუპები არ იყვნენ, მაგრამ ტყუპებივით ერთდროულად მოუნდებოდათ ხოლმე ჭამაც და
ტირილიც. მოთმინებიდან გამოსული ფრიქსე თავზე დაადგებოდა და დაჰყვიროდა: აკკო,
ალფისტო, მირმო; აკკო, ალფისტო, მირმოო - და ბავშვებიც მაშინვე ჩუმდებოდნენ. ასე რომ,
თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, ხალხიც მომრავლდა და ცხოვრების ხალისიც, მაგრამ
ერთ დღეს ფრიქსემ მოიწყინა, სევდა შემოაწვა გულზე. იმ დღეს ლოგინიდან არ წამომდგარა, იწვა
გულაღმა და ჭერს მიშტერებოდა. ხან ერთი ვაჟი შემოუყვანა ქარისამ, ხან მეორე. ბოლოს
ოთხივენი ერთად დააგორა მამის საწოლზე. დათვის ბელებივით ღონიერი ვაჟები ყირაზე
გადადიოდნენ, მაგრამ ფრიქსეს შუბლი მაინც არ გახსნია, იწვა და ჭერს უყურებდა.
ასე გაგრძელდა მთელ კვირას, მთელ თვეს და ატირებული ქარისა მშობლებს ფეხებში ჩაუვარდა,
მიშველეთ, ქმარი მეკარგებაო.
- იქნებ აღარ უყვარხარ? - ჰკითხა აიეტმა შვილს, როცა მისი ნაამბობი გულდასმით მოისმინა.
- თუ არ ვუყვარვარ, დღესვე გასძრომია სული! - იყვირა ქარისამ.
მამის ნათქვამმა წამით მაინც დააეჭვა, მაგრამ მაშინვე გამოერკვა, თავი ჯიუტად აიქნია და თქვა:
ასე რომ იყოს, ტანი მიგრძნობდაო.

- მეც ვუყვარვარ და შვილებიც, მაგრამ გულზე რაღაც უჟმური აწევს და ჩვენამდე აღარ უშვე-ე-ბს,
- მოთქმასავით გააგრძელა ქარისამ.
მეორე დღეს მეფე-დედოფალმა სიძეს დახედეს. სიძე გულაღმა იწვა ერთი თვის აულაგებელ
ლოგინში და ჭერს მიშტერებოდა. სახის ფერი შესცვლოდა, კანი მობოშებოდა, თვალები
ჩასცვენოდა, ჩაღამებოდა; გალეული, სანთლისფერი ხელები საბანზე ზემოდან დაეწყო; სიმამრსიდედრის დანახვაზე, ოდნავ გაიღიმა, უფრო სწორედ, გაღიმება სცადა და პირი ისე საცოდავად
დაეღრიჯა, დედოფალმა თვალი აარიდა.
- აბა, ჩემო სიძე, მითხარი, როგორ ბრძანდები, - დაუყვავა აიეტმა.
ფრიქსემ სახეში შეხედა აიეტს, უყურა, დიდხანს უყურა და ცერისხელა ცრემლი ჩამოუგორდა
ლოყაზე. "ხელიდან წასულაო", - ჩუმად გადაულაპარაკა აიეტმა მეუღლეს.
სასახლე მისნებით, მკითხავებითა და მაჯის შემტყობებით გაივსო. წამლის სუნით ისე აქოთდა
იქაურობა, მოახლეები ცხვირზე ხელმოჭერილნი დადიოდნენ. ავადმყოფს კი არაფერი
დასტყობია.
მოდიოდნენ და მოდიოდნენ ექიმები, მისნები, მარჩიელები; ყველას გაეგო აიეტის სიძის
ავადმყოფობა. მალე სასახლეში ადგილი რომ აღარ დარჩა, სასახლის ეზოებში დადგეს კარვები.
აიეტი დაბნეული დაალაჯებდა კარვებს შორის, როგორც მხედართმთავარი, რომელმაც არაფერი
იცოდა მტრისა, როდის გამოჩნდებოდა, ან საიდან გამოტყვრებოდა. საითაც არ უნდა გაგეხედათ,
ყველგან ცეცხლი ენთო, ყველგან წამალი იხარშებოდა. ბედს შეჩვეული, უბრძოლველად
დანებებული ავადმყოფი თვალდახუჭული ყლაპავდა ფუტკარსა და ღრიანკალს, მერცხლის
ნაცარსა და კალიის ფეხებს, კაკბის ელენთასა და მელიის სკორეს. დაკონკილი კარვებიდან
დილიდან საღამომდე ისმოდა მისნების გაბმული ბუტბუტი. ქარისამ უკვე იცოდა, თუ სნეული
ბნელში ყოფნას ინატრებდა, ავი ნიშანი იყო, თუ სასთუმლიდან თავი გადაუვარდებოდა, თუ
კედელს დაუწყებდა ლაპარაკს, თუ სუნთქვა მყრალი ექნებოდა, თუ კაცის ნახვა არ ენდომებოდა,
თუ ცალი თვალი დაუპატარავდებოდა, და კიდევ ათასი, ათიათასი ავი ნიშანი იცოდა ქარისამ
ზეპირად და ფეხები ჩამოწყვეტაზე ჰქონდა, რადგან ყოველდღე ამდენჯერვე უნდა მიერბინა
ავადმყოფის სარეცელთან, რათა მის სახეზე შეემოწმებინა მისნების ნაბუტბუტარი. როგორც
ქარისას ეჩვენებოდა, ავადმყოფს ყველა ავი ნიშანი ჰქონდა, მაგრამ მაინც არ შეეძლო შეჰგუებოდა
იმ აზრს, ქმარი რომ მოუკვდებოდა, ასე უბრალოდ და ასე უსინდისოდ თუ ადგებოდა და
მიატოვებდა. "რა უფლება აქვს სიკვდილისაო", - ფიქრობდა ქარისა და თავზარი ეცემოდა,
ქვრივობას რომ წარმოიდგენდა.
ქარისა ლაღად იყო გაზრდილი, რასაც ინატრებდა, უსრულდებოდა კიდეც და ბოლო-ბოლო
დაიჯერა, არაფერს რომ არ შეეძლო მისი დაღონება და გაწბილება. ახლა კი, ეს წყეული,
ამოუხსნელი სენი ჩასდგომოდა ჯიბრში და ლამის ეჯობნა კიდეც.
ფრიქსეს სიკვდილი ბევრ რამეს შეცვლიდა ქარისას ცხოვრებაში. ყველაფერს რომ თავი
დავანებოთ, ვალდებული იქნებოდა ქმარი ეგლოვა, ძაძები ჩაეცვა, ბნელში ჩაკეტილიყო და, ვინ
იცის რამდენი ხნით, დამალვოდა ცხოვრებას, დამალვოდა საკუთარ თავს. ქარისას კი ეს არ

შეეძლო. არ შეეძლო და არც უნდოდა. ვინღა დაუბრუნებდა სიბნელეში დაკარგულ დროს, ვინ
იკისკისებდა მის მაგივრად, ვინ ჩაიმაგრებდა თმაში ყველაზე ფართოფურცლიან ყვავილს.
"ჩემთვის რა უნდა გესწავლებინა, თვითონ არაფერი გცოდნიაო", - უყვირა ერთხელ მამიდა
ყამარს და მამიდამ დამჭკნარ პირზე ხელი მიიფარა, ძმისშვილი რომ არ დაეწყევლა. ქარისამ
შავთვალება მალალო და მისი ქალიშვილები სულ კინწისკვრით გამოყარა სასახლიდან, რადგან
ვერც მათმა სიმღერამ გამოახედა ავადმყოფი. მთელ სასახლეს გული უკვდებოდა, ამ დღეში რომ
ხედავდა ქარისას. ძნელი სათქმელია, ვინ უფრო ეცოდებოდათ, სასიკვდილოდ განწირული
ქმარი, თუ მისი ახალგაზრდა მეუღლე, კბილებით ჩაფრენილი ქმრის მილეულ სიცოცხლეს.
სასახლის მოედანზე ფეხმოუცვლელად იდგა ხალხი. ათასში ერთხელ რომელიმე მსახური
ქონგურზე გადმოდგებოდა და თავს გადააქნევდა, არაფერია ახალიო.
ერთ დღეს აიეტთან მეუღლე შევიდა და უთხრა: მეფე ხარ და უშველე, სიძეს ვიღა ჩივის, შვილი
გვეღუპებაო.
- იქნებ ცოდვა გაწევს რამე? - ჰკითხა დედოფალმა და დაუმატა, მე შენსა და ღმერთების წინაშე
პირნათელი ვარო.
ამ ამბავმა აიეტიც ჩააფიქრა, დაგრიხა ფიქრის ბაწარი, ჩაჰკიდა უძირო ჭაში და ჩაჰყვა. ჩაჰყვა და
გული გადაუქანდა, ჭის ფსკერი ხალხით იყო სავსე და ის ხალხი მას ელოდებოდა. "მადლობა
ღმერთს, გაგახსენდითო", - შესძახეს ჭის ბინადრებმა. აიეტი დააკვირდა, კიდევ დააკვირდა და
ყველანი იცნო: მის მიერ განდევნილი კოლხები იყვნენ, ჯავრნაჭამი, ხელმოცარული,
დამარცხებული და ტიტველ მგლებივით საშიშნი და დაუნდობელნი.
ყველაზე მეტს მისი ბიძაშვილი, კოლხეთის ყოფილი მეფე, ოყაჯადო ყვიროდა: ჭკუით იყავი,
აიეტ, ტახტი არ გამიცვითო, თორემ მერე ბიძაშვილობა ვეღარ გიშველისო. სხვები მხარს
უბამდნენ და იდგა ჭაში ერთი ხორხოცი და გნიასი. აიეტს რატომღაც ბავშვობა გაახსენდა, უფრო
სწორედ ერთი დღე გაახსენდა ბავშვობისა, ბიძაშვილი რომ გალახა. აიეტმა უცებ იცოდა
გაბრაზება, მერე თვალები უბნელდებოდა და თვითონაც არ ახსოვდა, რას აკეთებდა. იმ დღესაც
რაღაცაზე გააბრაზა ოყაჯადომ. გაბრაზებულმა აიეტმა, სხვა რომ ვერაფერი მოიხელთა, იქვე
მდგარ ბატკანს უკანა ფეხებში ჩაავლო ხელი და ბიძაშვილს გამეტებით შემოჰკრა, გაქცეულსაც
ბატკნიანად დაედევნა. იმ დღის მერე ოყაჯადო ერიდებოდა აიეტის გაბრაზებას. თავი ისე ეჭირა,
ვითომ არაფერი მომხდარიყოს და თვითონაც იცინოდა, როცა "ბატკნით გალახულს" ეძახდნენ
მამა-ბიძები. აიეტს დიდი ხნის დავიწყებული ჰქონდა ეს ამბავი და თვითონვე გაუკვირდა ახლა,
ამდენი ხნის მერე, ჭაში ჩაკიდულს რომ გაახსენდა. "იმის მერე ვეჯავრებიო", - გაიფიქრა აიეტმა.
აიეტი დიდხანს ითმენდა ოყაჯადოს მეფობას, მაგრამ როცა შეატყო, ბიძაშვილის უყაირათობას
შეიძლება ქვეყანაც დაეღუპა, ვეღარ მოითმინა და ერთ მშვენიერ დღეს ისიცა და მისი დამქაშებიც
სამუდამოდ მოაშორა ტახტს; მაგრამ უსისხლოდ და უმტროდ ასეთი საქმე არ კეთდება, რაც არ
უნდა მართალი იყო, შენს სიმართლეს პურივით ყველას ვერ გაუნაწილებ. აკი ვერც გაუნაწილა.
ბოღმასა და შურისძიების სურვილს ამოდენა ჭა აევსო და ეს ჭა დღითიდღე სულ ასე გაივსებოდა,
სანამ, დამწიფებული მუწუკივით, ერთხელაც იქნებოდა, არ გასკდებოდა და არ გამოირწყვებოდა.

ჯერ გაუშვებენ მელასაო და მერე დაუწყებენ სტვენასაო, ასე დაემართა აიეტსაც, რადგან თავის
დროზე გამორჩა, მხოლოდ მკვდარი ძაღლი რომ არ იკბინება. ნამეფარი, თავის ხალხიანად,
ხომალდებში ჩაჯდა და სამშობლოდან გადაიხვეწა. აიეტს ხელი არ შეუშლია, წავიდნენ, ოღონდ
მომშორდნენო; არც არავიზე დასწყვეტია გული, უხეიროს გარდა. უხეირო ნამდვილი მეომარი
იყო, იარაღით ჭამდა პურს და, ჯერ კიდევ პირტიტველა ბიჭს, ვერავინ შეედრებოდა ვერც ღონესა
და ვერც სიმარდეში. ოცი კაცი რიგში რომ ჩაგეყენებინათ, ერთად გაიტანდა ოცივეს მისი
ნატყორცნი შუბი. ოყაჯადოს შემთხვევით ენახა იგი და სასახლეში წამოეყვანა. მერე, ყველაფერი
წაღმა რომ შეტრიალდა, უხეიროც მასთან ერთად ჩაჯდა ხომალდში.
აიეტი ჭიდან გუნებამოშხამული ამოვიდა. პირველსავე კარავში შევიდა და მისანს უთხრა: ასეთი
და ასეთი ცოდვა მაწევს, ეს ხომ არ არის ჩემი სიძის ავადმყოფობის მიზეზიო.
- განა ეგ ცოდვაა? - შეუბრუნა კითხვა მისანმა.
ხანგრძლივმა, მოურჩენელმა სენმა თანდათან ყველას გული გაუგრილა ავადმყოფის ბედის
მიმართ. დრომ ჩვეულებრივ მოვლენად აქცია წამლებისა და დაკონკილი კარვების მყრალი სუნი.
მისანთა და მარჩიელთა, მკურნალთა და მაჯისშემტყობთა გაუთავებელი ჩხუბი და კამათი,
დამწყვდეული, წამლის საცდელი ძაღლების ყმუილიც, ძაღლური ერთგულებითა და სიხარბით
რომ თქვლეფდნენ წამალგარეულ სალაფავს და ყოველდღე ათობით ეწირებოდნენ მათთვის
უცნობი ადამიანის სიცოცხლეს.
ერთმა მისანმა სხვების უჩუმრად შავ ძაღლს ფრიქსეს ხელის ნაბანი გადაასხა, ძაღლმა ტანი რომ
არ შეიბერტყა, კარავი ჩუმად აშალა და სასახლიდან გაიპარა. მისნის გაპარვა მალე შეამჩნიეს,
რადგან ნაკარვალზე, გამოხუნებულ მიწის პატარა ნაგლეჯზე, ძვლების ზვინი იდგა,
გეგონებოდათ იმ მისანს ჭამის მეტი არაფერი უკეთებიაო. გაპარულ მისანს მალე სხვებიც
მიჰყვნენ, ზოგმა რა მოიმიზეზა და ზოგმა რა. არც არავის უცდია მათი შეჩერება, ყველას თავი
მოედრიკა უკურნებელი სენის წინაშე და ყველაფერზე თანახმანი იყვნენ, ოღონდ რამე
შეცვლილიყო, თუნდაც უარესობისკენ. მისანთა და მკურნალთა ეს ერთიანი აყრაც
მოსალოდნელი ცვლილებების წინამორბედი იყო. კარავი რომ აიშლებოდა, მის ნახგომზე
გამოხრული ძვლების ხროვა რჩებოდა და ახლა ამაზე ჰქონდათ წიოკობა ნაშიმშილევ, მაგრამ
ბედზე გადარჩენილ ძაღლებს. ქვაბები სახმარად აღარ ვარგოდა, რამდენიც არ უნდა ეხეხათ, აღარ
შორდებოდა ფსკერზე მიმწვარი ბალახბულახი. ჩაუნელებელ კოცონებს ფილაქანი დაებზარა და
სამუდამოდ მიეხატა ზედ საკუთარი გამოსახულება, ნაცრისფერი და უძრავი.
და აი, ერთ მშვენიერ დღეს აქამდე ჩრდილში მდგარმა მკურნალმა, თავი რომ მარტო დაიგულა,
გამბედაობაც მოიკრიბა და ხმამაღლა განაცხადა: ეს ისეთი სენია, არც დანას მიიკარებს და არც
მალამოსო. ამ სენს სამშობლოს მონატრება ჰქვია და მშობლიური ჰაერით გაბერილი ერთი ღორის
ბუშტი მთელს ჩვენს წამლებს ასჯერ და ათასჯერ გადაამეტებსო.
- აგაშენა ღმერთმა! - ამოიგმინა ფრიქსემ და საწოლში გვერდი იცვალა.
ეს პირველი სიტყვები იყო, რაც ფრიქსეს მთელი ავადმყოფობის მანძილზე ამოსვლოდა პირიდან.
მალე მთელი სასახლე იმეორებდა ამ სიტყვებს: გაიგეთ, ფრიქსემ თქვა, "აგაშენა ღმერთმაო". ისე

უხაროდათ, თითქოს ამ ორი სიტყვის თქმა უჭირდა აქამდე ფრიქსეს, ყელში ჰქონდა ძვლებივით
გაჩხერილი და რაკი, ბოლოს და ბოლოს, მაინც ამოთქვა თუ ამოანთხია, ახლა აღარაფერი
უჭირდა.
ავადმყოფობის დადგენა, მართალია, განკურნებას არ ნიშნავს, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა,
ფრიქსეს თვალში რომ გამოეხედა. მალე ფეხზეც წამოდგა. სასახლე ზეიმობდა, წყალში არ
ჩაუცვივდათ ამოდენა ამაგი. ქარისას კისკისმა ტალანები მოირბინა და აიეტსაც უჟმური
სიზმარივით დაავიწყა ჭის ბინადრები. აქამდე დაუფასებელი და ჩრდილში მდგარი მკურნალი
განდიდდა და დაესახლა. "მოთმინებით გვაჯობაო", გულზე სკდებოდნენ სხვები, უფრო ადრე
რომ მიეტოვებინათ ავადმყოფის სარეცელი.
მართალია, ფრიქსე წამოდგა, მაგრამ მაინც ავადმყოფად დარჩა, ეგ იყო, რომ აღარ იწვა
გაუნძრევლად, ეზოშიც ჩამოდიოდა, წამომდგარი მამის ხილვით აჟღურტულებულ, ფეხებში
გაბლანდულ ვაჟიშვილებს თავზე ხელსაც გადაუსვამდა ხოლმე, მაგრამ მისი ფიქრი და გონება
სხვაგან ფრენდა, ისევ ბურანში დარჩენილიყო. სეირნობისას უცებ სახედარივით
გარინდდებოდა, თავს მაღლა ასწევდა და სიცარიელეს იქამდე მიაშტერდებოდა, სანამ ცოლი, ან
მეთვალყურე მსახური ხელს ოდნავ არ უბიძგებდა. ახლა ბალახებს დააშტერდებოდა, მერე
რომელიმე მათგანს მოწყვეტდა, დაყნოსავდა, გაღეჭავდა, ისევ დაყნოსავდა და იტყოდა: ეს
ბალახი ჩვენშიც ხარობსო.
თუ სხვები, ასე თუ ისე, განკურნებულად თვლიდნენ ფრიქსეს, ქარისამ ხომ იცოდა, მისი
მეუღლის თავს კარგი ამბავი რომ არ იყო.
აქამდე ქარისას ერთი რამის ეშინოდა მხოლოდ, ფრიქსე არ მომკვდარიყო და ქვრივად არ
დაეტოვებინა ოთხი შვილის ამარა. ქარისამ თავიდანვე დაირწმუნა თავი, ფრიქსე მისთვის
გამოეგზავნათ ღმერთებს, ფრიქსეს ქარისა უნდა ყვარებოდა, ეს ევალებოდა და ამიტომაც არ
ჰქონდა სიკვდილის უფლება. ამიტომაც არ გადასწურვია ქარისას იმედი, თუმცა მისნების
ნაბუტბუტარ ყველა ავ ნიშანს ქმრის სახეზეც კითხულობდა. ახლა კი... ახლა აღარ იცოდა,
ქვრივობა ჯობდა თუ ასეთი ქმრის ცოლობა. ფრიქსე თითქოს ვერ ამჩნევდა ქარისას, აღარც მისი
დანახვა უნდოდა და აღარც მისი ხმის გაგონება. ამ ამბავმა ქარისა ჯერ დააბნია, იმდენად ძნელი
წარმოსადგენი, იმდენად ძნელი დასაჯერებელი იყო, ქმარს მობეზრებოდა, აღარ ყვარებოდა.
ერთი პირობა ისიც იფიქრა, მისნებმა და მკითხავებმა ხომ არ შემიცვალესო, მაგრამ რაც დრო
გადიოდა, ცხადი ხდებოდა, ფრიქსე შეგნებულად არიდებდა თავს. მაშინ კი გაცეცხლდა ქარისა,
მაგრამ ავადმყოფობისგან ჩამომჭკნარ ფრიქსეს რომ უყურებდა, საცოდაობით იწვოდა და თავს
იკავებდა; ოღონდ თვითონაც არ იცოდა, სანამდე ეყოფოდა მოთმინება. მათი საწოლი ჯერ კიდევ
გათიშული იყო, ფრიქსე დუმდა, ქარისას კი თავმოყვარეობა არ აძლევდა ნებას, თვითონ
შეეთავაზებინა თავისი თავი, მაგრამ ახლა უფრო გვიანობამდე ეჯდა ქმარს სარეცელთან, თუმცა
მისი ქმარი, ხისგან გამოჩორკნილ თოჯინასავით უძრავი და უმწეო, შორს იყო მისგან,
ღრუბლებში დაფრინავდა და აღარ შეეძლო, ან არ უნდოდა ქარისას მშვენიერებათა დანახვა.
ქარისა შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს, მაგრამ, ამავე დროს, საგონებელში აგდებდა ქმრის
გულგრილობა. იმასაც გრძნობდა, ფრიქსე ახლა უფრო იზიდავდა თავისი გულგრილობით,
უფრო მნიშვნელოვანი და უფრო საინტერესოც გამხდარიყო მისთვის. მაგრამ ეს მეორე მხარე იყო,

შედარებით უმნიშვნელო; იქამდე ვერ მოისვენებდა, სანამ არ გაიგებდა ამ გულგრილობის
მიზეზს. მისი ბუნება ვერ შეეგუებოდა, თუნდაც ერთი დღით ყოფილიყო დავიწყებული,
უგულველყოფილი, მობეზრებული. არა, ქარისა ამას ვერ აიტანდა, ჯობდა ისევ სიკვდილს
წაერთმია ქმარი, ვიდრე ქმარი თავისით წავიდოდა მისგან. მაგრამ ჯერჯერობით მოთმინება
ჯობდა, თავი ისე უნდა დაეჭირა, ვითომ ვერაფერს ამჩნევდა, ვითომ არაფერი არც იყო
შესამჩნევი. მეუღლის სარეცელთან ჩამომჯდარი, სიცოცხლესავით მომხიბვლელი და ხალისიანი,
You have read 1 text from Georgian literature.
Next - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
  • Parts
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Total number of words is 3713
    Total number of unique words is 2149
    29.1 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2104
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Total number of words is 3786
    Total number of unique words is 2050
    32.9 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 2036
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Total number of words is 3729
    Total number of unique words is 2068
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    52.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Total number of words is 3798
    Total number of unique words is 2041
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.7 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Total number of words is 3774
    Total number of unique words is 2100
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Total number of words is 3823
    Total number of unique words is 2083
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2026
    33.7 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Total number of words is 3773
    Total number of unique words is 1978
    31.9 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 2031
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2106
    31.0 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Total number of words is 3704
    Total number of unique words is 2027
    30.8 of words are in the 2000 most common words
    45.1 of words are in the 5000 most common words
    51.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 2083
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Total number of words is 3829
    Total number of unique words is 2058
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 1976
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2062
    30.1 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Total number of words is 3775
    Total number of unique words is 1967
    34.5 of words are in the 2000 most common words
    49.1 of words are in the 5000 most common words
    56.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Total number of words is 3868
    Total number of unique words is 1886
    35.4 of words are in the 2000 most common words
    49.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2046
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Total number of words is 3709
    Total number of unique words is 1983
    33.1 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Total number of words is 3866
    Total number of unique words is 2020
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.4 of words are in the 5000 most common words
    54.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2020
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    54.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 2058
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2111
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2042
    30.5 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Total number of words is 3904
    Total number of unique words is 2006
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 1988
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Total number of words is 3889
    Total number of unique words is 1960
    31.7 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Total number of words is 3751
    Total number of unique words is 2127
    27.9 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Total number of words is 3814
    Total number of unique words is 2046
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Total number of words is 3808
    Total number of unique words is 2002
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2068
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.4 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 2023
    31.8 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2094
    29.3 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Total number of words is 3725
    Total number of unique words is 2171
    27.3 of words are in the 2000 most common words
    38.2 of words are in the 5000 most common words
    44.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Total number of words is 3887
    Total number of unique words is 2056
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Total number of words is 1188
    Total number of unique words is 820
    38.4 of words are in the 2000 most common words
    50.8 of words are in the 5000 most common words
    57.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.