Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01

Total number of words is 3713
Total number of unique words is 2149
29.1 of words are in the 2000 most common words
41.3 of words are in the 5000 most common words
49.2 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა
პირველი ნაწილი
აიეტი
ეს იმდროინდელი ამბავია, როცა ვანი ზღვისპირა ქალაქი იყო; როცა კოლხეთის მიწაზე
პირველმა ბერძენმა დაადგა ფეხი და მორიდებულად ითხოვა თავშესაფარი. ზღვამაც სწორედ იმ
დღეს გაბედა და ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ პირველი ნაბიჯი გადადგა უკან. მთავარი
პირველი ნაბიჯი იყო, მერე ყველაფერი თავისით მოხდებოდა, ან ვინ გაუბედავდა შეჩერებას.
ყველა ვანელს, დიდიან პატარიანად, კალთაზე რომ გამოება ზღვა, მაინც გაიპარებოდა, რადგან
ვერავითარი ძალა ვეღარ აღუდგებოდა წინ ბუნების ჩანაფიქრს. ადრე თუ გვიან ასე უნდა
მომხდარიყო, ზღვა გამბედაობას მოიკრეფდა და შეუდგებოდა ამ მართლაც ვერაგული
განზრახვის აღსრულებას.
ვანელები ისე დაფრთხნენ, ისე დაიბნენ, მერე აღარც უცდიათ დაკარგულის ძებნა და დაბრუნება.
მათი ღრმა რწმენით, რაც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გაღრმავდა, ზღვამ ისინი რაღაც
დიდი ცოდვის გამო მიატოვა, დიახ, მიატოვა, როგორც მარჩენალმა - ოჯახი, ქმარმა - ცოლი,
რომლის ქარაფშუტობასა და გარე-გარე კურკურს აღარ დაადგა საშველი. ქმარიც ადგა და წავიდა.
მაგრამ წასვლამდე ისე ფრთხილად, საზრიანად და მოთმინებით იქცეოდა, ვერ შეატყობდით, რა
ჰქონდა განზრახული, ხოლო, როცა ყველაფერი გამომჟღავნდა, უკვე შორს იყო.
ზღვისგან მიტოვებული მიწა, ახალშობილის კანივით სველი და დაჭმუჭნილი, თანდათან
გაიზარდა, გაფართოვდა და სამგლოვიარო არშიასავით გაუყვა მთელ სანაპიროს. მერე ვანსა და
ზღვას შუა უზარმაზარი ჭაობი გაჩნდა, ურჩხულის ამონარწყევივით მწვანე, დაბუშტული და
ლორწოიანი. ოდესღაც სახელგანთქმული, ქვეყანაში გამოსული ქალაქი, მივარდნილ, მიუვალ და
მიყრუებულ ადგილად იქცა. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ყველა ვანელის ფანჯრიდან
მოჩანდა ზღვა, ყველა ვანელის ჭერქვეშ ისმოდა მისი გაბმული, გაუთავებელი ქშენა. არც ერთ
ვანელს არ მოუვიდოდა აზრად, სარკმელი მხოლოდ ზღვის საცქერლად გამოეღო, ანდა ძილი
გაეტეხა და ლოგინში წამომჯდარს მისთვის ესმინა. ზღვა ყოველთვის ახლოს ეგულებოდა.
რომელ ქალს სჯერა, ქმარი რომ მიატოვებს? არც ვანს სჯეროდა, ზღვა თუ მიატოვებდა. წითელი,
სისხლივით ხასხასა კრამიტით გადახურული, თამამად დასკუპებოდა წინ, როგორც ლამაზი
გოგო სიყვარულით გაოგნებულ გოლიათს.
ვანელებს უყვარდათ ნავსადგურში გამოსვლა, უცხო ხალხთან გამოლაპარაკება, ენის მოფხანა და
ქვეყნის ავანჩავანის გაგება. ყველაფერი აინტერესებდათ, ყველაფერი იცოდნენ, სად რომელი
ხომალდი იდგა, რა მოეტანა, რითი იტვირთებოდა, მიდიოდა თუ მოსულიყო. ნავსადგურიდან
ქვეყანა უფრო ვრცელი და უფრო საინტერესო ჩანდა. ვანიც ამ ვრცელი და საინტერესო ქვეყნის

ნაწილი იყო და აქეთკენაც ხალისით მოისწრაფოდნენ ხომალდები. აქ გატარებული დრო ყველას
ერთ უცნაურ, თავბრუდამხვევ სიზმარივით ამახსოვრდებოდა.
ვინც ღვინის ვაჭარ ბახას ორმოცსაფეხურიან სარდაფში არ იყო ნამყოფი, მან ნამდვილი ღვინის
გემო არ იცოდა. იქ დალეული ერთი ჯამი ღვინო ქვევრებს გადასწონიდა, ერთი ღამის
საყვარელივით უცებ და უდროო დროს მოგანატრებდა თავს, საქმეს მიგატოვებინებდა და ისევ
ვანისკენ გაქნევინებდა პირს. არც მან იცოდა სიმღერის ფასი, ვისაც შავთვალება მალალოსა და
მისი ექვსი ქალიშვილისთვის ერთხელ მაინც არ მოესმინა.
შავთვალება მალალო ბაბილონელი ქალი გახლდათ და ყველა უცხოელს მის მშობლიურ ენაზე
უმღეროდა. "ბაბილონმა გამაჩინა, ვანმა კი გამზარდაო", - ასე აცნობდა ხოლმე თავს შავთვალება
მალალო სტუმრებს და რომ გეკითხათ, ალბათ, თვითონაც ვერ გიპასუხებდათ, რომელი უფრო
უყვარდა, რომელი ერჩია: ბაბილონი თუ ვანი. ექვსი, ერთნაირად თმადავარცხნილი, ერთნაირ
კაბებში გამოწყობილი ქალიშვილი ისე დაემსგავსებინა, გეგონებოდათ, შავთვალება მალალო
ერთდროულად ექვსი სარკიდან იყურებაო. ქალიშვილები თვალებში შესციცინებდნენ დედას,
როგორც კარგი მოწაფეები მასწავლებელს და თუთიყუშივით იმეორებდნენ, იმეორებდნენ და
იზეპირებდნენ მის სიტყვა-პასუხსა და მიხვრა-მოხვრას.
შავთვალება მალალოს ნამდვილი თუთიყუშიც ჰყავდა, ბაბილონიდან ჩამოყოლილი,
ერთადერთი თანამემამულე და ერთადერთი მოწმე გზადაგზა გაფლანგული ახალგაზრდობისა.
თუთიყუშს ისეთი სახე ედო, თითქოს საკუთარ თავს ყარაულობდა, თითქოს ერთდროულად
მოწყენილი ტუსაღიც იყო და მისი ფხიზელი მეთვალყურეც. ქვევრისებური, ლერწმის გალია
გრძელი ჯაჭვით ეკიდა ჭერზე და ვისაც არ უნდა ჩაევლო გვერდით, უსათუოდ ხელს წაჰკრავდა,
თითქოს იმის დარდი აწუხებდა, მეთვალყურეს ტუსაღი ძილში არ გაეპაროსო. "მასპინძელო!" დაიჩხავლებდა გალიასთან ერთად აქანავებული თუთიყუში, ამოძუებულ კუდს კაუჭა, შავსა და
პრიალა ნისკარტთან მიიტანდა და ბორბალივით დატრიალდებოდა ხარიხაზე. მერე ერთხელ
კიდევ დაიძახებდა "მასპინძელოო" და ყვითელ, გვირილის ხელა თვალებს ბრაზიანად
დაუბრიალებდა ქვეყანას, ყველასა და ყველაფერს, რაც გალიის კედლებს იქით დარჩენილიყო.
"მასპინძელო, მასპინძელოო", მაშინვე აჰყვებოდნენ ხოლმე თუთიყუშს შავთვალება მალალოს
სტუმრებიც, უგალიოდ დარჩენილნი და დაბნეულად მოღიმარნი თავისუფლების ტყვეობაში.
მართლაც, ერთი სიამოვნება იყო შავთვალება მალალოსთან სტუმრად ყოფნა. ბევრს მოუწევდა
აქეთკენ გული, უცხოსაც და შინაურსაც, მაგრამ ყველა როდი ხდებოდა შვიდი მომღერალი ქალის
ყურადღების ღირსი. შავთვალება მალალოს ერთი შეხედვით შეეძლო კაცის გამოცნობა. "ცუდი
სიმთვრალე ეცოდინებაო" - დაასკვნიდა მაშინვე, როგორც კი წვრილს, ახლო-ახლო ჩასმულ
თვალებს, ანდა არაბუნებრივად წითელსა და სველ ტუჩებს დაინახავდა. ვინც კი ცუდი
სიმთვრალე იცოდა, მისთვის სამუდამოდ იკეტებოდა შავთვალება მალალოს სახლი. "ჩემი სახლი
ტაძარიაო" - უყვარდა თქმა შავთვალება მალალოს და მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები
უმთავრესად მამაკაცები იყვნენ, მთელ სახლში მართლაც სამაგალითო სისუფთავე და სიმშვიდე
სუფევდა, შვიდი წყვილი ხელისა და შვიდი წყვილი თვალის წყალობით. სტუმრები დიდ
ოთახში იკრიბებოდნენ, სადაც მოლაპარაკე თუთიყუშის გალია ეკიდა და ექვსი ერთნაირად
თმადავარცხნილი, ერთნაირ კაბებში გამოწყობილი ქალიშვილი დაუზარებლად უხსნიდა და

ურჩევდა, სად წასულიყვნენ, რა ენახათ, რა ეყიდათ და გაესინჯათ მათთვის ჯერ კიდევ უცხო
ქალაქში. ასე გადიოდა დრო ლერწმის გალიის ჩრდილით აქანავებულ ქვეყანაში. ამ დიდი
ოთახის გარდა ბევრი პატარა ოთახიც იყო შავთვალება მალალოს სახლში, მაგრამ რა
სალაპარაკოა, რა ხდებოდა იმ პატარა ოთახებში, ან საერთოდ რა ხდებოდა შავთვალება მალალოს
სახლში, როცა იქიდან სიმღერა აღარ ისმოდა. თუმცა ქალაქს სწორედ მაშინ ახსენდებოდა
შავთვალება მალალოცა და მისი ქალიშვილებიც. მოულოდნელად ჩაბუდრებული სიმღერა ერთი
წუთით მთელ ქალაქს ააფორიაქებდა ხოლმე, როგორც გლეხს - ჯერ დაუთესავ ყანაზე ფიქრი.
ყველას, ვისაც კი ბედი თუ განზრახვა ვანისკენ აქნევინებდა პირს, ერთი სული ჰქონდა საკუთარი
თვალით ენახა, რაც ამბად გაეგონა, რისი გულისთვისაც მართლა ღირდა, გაბმულიყო ამსიგრძე
გზაზე. მან ჩამოსვლამდე იცოდა, ვანური სამკაულისათვის ათი ქალი რომ გამოყვებოდა ცოლად;
ვანური ხანჯალი რომ შეება, ანდა ვანურ აკვანში ჩაეწვინა შვილი, შურისაგან ნახევარ ქალაქს
დაებრიცებოდა სახე. ის კი არა, მომაკვდავისათვის რომ ეთქვათ, ვანურ სარკოფაგში ჩაგაწვენთო,
ისე გაუხარდებოდა, ისე იოლად გადაეყრებოდა მოახლოებული სიკვდილის შიში, თითქოს
ვანური სარკოფაგი სიკვდილისგანაც დაიფარავდა.
სხვაც ბევრი რამ ეგულებოდათ ვანში სანახავიცა და გასაკვირიც, ისე კი დარიაჩანგის ბაღიც
ეყოფოდა კაცს სამზერლად და სანატრელად. ამ ბაღის ერთი ბოლო კვირტს რომ იკეთებდა,
მეორე ბოლოს ნაყოფი ჩამოსდიოდა. ისეთ სურნელს აფრქვევდა, ვაჟკაცს წააბარბაცებდა.
ვანელები ამბობდნენ, ვინც დარიაჩანგის ბაღში თავის ხელით მოწყვეტილ ვაშლს შეჭამს,
ოქროსთმიანი ვაჟი გაუჩნდებაო. ვაშლის მოწყვეტა კი ყველას შეეძლო, ვისაც მოესურვებოდა;
ყველას შეეძლო წამოკოტრიალებულიყო მის ხავერდოვან სიგრილეში, მაგრამ კიწი რაა, კიწიც არ
უნდა შეეტეხა, თორემ ამოდენა ბაღი თვალის დახამხამებაში უკვალოდ გაქრებოდა. ბაღის
სურნელი ზღვაშივე ეგებებოდა ვანისაკენ მომავალ ხომალდს, უხილავ მკლავებს ხვევდა,
თავისკენ იზიდავდა და მერე უკვე ძნელად თუ დაიღწევდი თავს ამ სურნელოვანი მარყუჟიდან,
ათას რამეს რომ გპირდებოდა, ათასნაირად რომ გიფორიაქებდა გულსა და გონებას.
"მოვსულვართ და ეგ არისო" - ამბობდნენ მეზღვაურები, როგორც კი მარადიული ნაყოფიერების
სურნელი მოეფინებოდა ზღვას. ეს იმ ქალაქის გამოსაცნობი სურნელი იყო, ნელ-ნელა რომ
ამოდიოდა ზღვიდან აჩქარებული ხომალდის თვალწინ, თეთრად რომ ქათქათებდა, თავზე კი
წითელი კრამიტის ალმური ედგა.
მართალია, ვანის ყველა უბანს თავისებური, განსაკუთრებული ელფერი ჰქონდა, მაგრამ
ოქრომჭედლების უბანი მაინც სხვა იყო. არც ერთი უცხოელი არ წავიდოდა ვანიდან ისე,
ერთხელ მაინც არ გაევლო ამ უბანში. ნათქვამია, ქებას ნახვა სჯობიაო, და ვინ გაუშვებდა
ხელიდან ასეთ ბედნიერ შემთხვევას. დილიდან საღამომდე ისმოდა ოქრომჭედლების უბნიდან
პატარა ჩაქუჩების ტაკატუკი, ჩარხების ღუღუნი და საჭრეთლების წრიპინი; დილიდან
საღამომდე იწნეხებოდა, იჭრებოდა და იტვიფრებოდა ოქროს ლასტები, დილიდან საღამომდე
წკრიალებდა, კისკისებდა და ფერხორცით ივსებოდა კეთილშობილი ლითონი, ერთ ღამეში
დაქალებულ გოგოსავით. ამ უბანს ჯადოქრების უბანსაც ეძახდნენ და მართლაც იყო რაღაც
იდუმალი, მომნუსხველი და მომთვინიერებელი ოქრომჭედლის ეშმაკურად მოწკურულ
თვალებსა და შეკავებული ღიმილით დანაოჭებულ ტუჩებში. უბნის თავსა და ბოლოში იმოდენა
სარკეები დაედგათ, ცხენიანი კაცი გამოჩნდებოდა შიგ. ვის გაუძლებდა გული, ვის არ გაექცეოდა

თვალი სარკისაკენ, როცა გაგებული ჰქონდა, ამ უბანზე ამოვლილი, ვინც არ უნდა იყოს, ოქროს
კაცად იქცევაო. თვალი გაურბოდა კი არა, წასვლა ავიწყდებოდა, ხელით ამოწმებდა სარკის
ზედაპირს და თვითონაც ისე დაბნეულად იღიმებოდა, როგორც სარკიდან გამომზირალი ოქროს
კაცი.
პატარა, საწნახელივით ვიწრო სახელოსნოებში ციყვებივით შეყუჟული ოქრომჭედლები ვითომ
ზედაც არ უყურებდნენ გაოცებულ უცხოელს, მაგრამ წინასწარვე იცოდნენ, როდის როგორ
მოიქცეოდა. "ახლა ხელებზე დაიხედავსო" - იტყოდნენ ისინი გუნებაში და უცხოელიც, თითქოს
ხათრს არ უტეხდა, გზაზე ნაპოვნი ნივთებივით ათვალიერებდა საკუთარ ხელებს.
ოქრომჭედლების გამოცდილებით უცხოელს ახლა სარკე უნდა შეემოწმებინა და არც ის
აყოვნებდა, ათრთოლებულ თითებს ფრთხილად, გაუბედავად მოაფათურებდა ხოლმე სარკის
ზედაპირზე, როგორც ბრმა - გარდაცვლილი ტყუპისცალის სახეზე. ყველას ერთნაირად
ეუფლებოდა შიშნარევი რიდი და მოკრძალება გამოუცნობის წინაშე, თუმცა რა იყო გამოსაცნობი,
ერთმანეთზე გადაბმული სახელოსნოებიდან ოქროს იმდენი მტვერი გამოდიოდა, სპილოს ჯოგი
რომ გაგეტარებინათ, თავფეხიანად მოოქროვდებოდა.
ასე ცხოვრობდა ვანი, სანამ ზღვისპირა ქალაქი იყო, სანამ კოპწია ქალის უყურადღებობით
განაწყენებული გოლიათი გუდანაბადს აიკრავდა, ემანდ გულუხვობა სიბრიყვეში არ
ჩამითვალონო. ყველაფერი კი იმ დღეს დაიწყო, როცა ბედიამ თავის ნავში ცოცხალმკვდარი ბიჭი
და ვერძი ამოათრია. არავის არ გასჩენია უბედურების წინათგრძნობა, მთელი ქალაქი საზეიმოდ
იყო განწყობილი. არც ბუნებას აუტეხია განგაში. ზღვა ისევ ისე ლივლივებდა. მოკრიალებულ
ცას ერთი ფთილა ღრუბელი უფრო მშვიდსა და ახლობელს ხდიდა. მოფარებულში ქალი ზღვის
წყლით იბანდა თავს. ბავშვებს თიკანი აეყვანათ სახურავზე, დამფრთხალი თიკანი ადგილზე
ტრიალებდა, კრამიტზე ფეხი უსხლტებოდა, საცოდავად კიკინებდა, მაგრამ ბავშვები მოსვენებას
არ აძლევდნენ, ქვებს ესროდნენ, უყვიროდნენ, ხელებს უქნევდნენ და ისიც კიკინ-კიკინით
მიხტოდა სახურავიდან სახურავზე.
გონწასული ბიჭი ისე ჩახვეოდა ვერძს, ბედია იძულებული გახდა ორივენი ერთად ამოეთრია
ნავში. ბედიამ სველი ხელები გულმკერდზე შეიმშრალა და უნებურად ქალაქს გამოხედა,
თითქოს ქალაქი ეტყოდა, საიდან ან როგორ მოხვედრილიყო ამ შუა ზღვაში თითის ხელა ბიჭი
და არაჩვეულებრივი სიდიდის ვერძი. შორს, ლაჟვარდისფერ ბურუსში, წითელმა კრამიტმა
გაიჭიატა. ბედიას გაეღიმა. გადარჩენილი ბავშვიცა და ვერძიც მის ნავში ესვენა. ნებაზე
მიშვებული ნიჩბებით შეკავებული ნავი ერთ ადგილას ტრიალებდა, ტორტმანებდა, თითქოს
ბედიასაც და მის ნადავლსაც წყალში გადაყრას უპირებსო. დანარჩენი მეთევზეებიც აქეთკენ
მოიჩქაროდნენ. ისინი კოჭებამდე იდგნენ თევზში, მაგრამ თევზი ვიღას ახსოვდა, ყველა
ცდილობდა ახლოს მისდგომოდა ბედიას ნავს და შიგ ჩაეხედა. ნავში ახალხან, მათ თვალწინ
ხელმეორედ დაბადებული ბიჭი იწვა. მეთევზეების გარუჯულსა და გამკვრივებულ სახეებზე
სიხარულისა და სიამაყის ღიმილი უცებ ისე შეიფრთხიალებდა ხოლმე, როგორც ჭრელი ჩიტი
ქანდარაზე. მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ბედია აეღელვებინა ამ ამბავს. ეს უცხო ბიჭი, მართლაც
ახალშობილივით უსახელო და უწარსულო, მისი წყალობით ხელმეორედ მოვლენოდა ქვეყანას.
ეტყობა, ასე ეწერა ბედის ფიცარზე, განსაცდელი შეხვდეს, მაგრამ თავი დააღწიოს და ვანელი
მეთევზის ნავში ხელმეორედ დაიბადოსო.

ბედია მოძალებულ ღიმილს ვეღარ მორეოდა, ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ორღობეში
ჩვილჩაკრული, ჭყეტელა ჭინჭებით დამშვენებული აკვანი მიჰქონდა.
ნიჩბები ჭრიალებდნენ. ნავი უკვე მსუბუქად მისრიალებდა ნაპირისაკენ და ამოდენა ფარღალალა
სივრცეს ოჯახური სიმყუდროვით ავსებდა. ეს სივრცე ბედიას სახლი იყო, აქ გაჩენილიყო,
გაზრდილიყო და დაბერებულიყო კიდეც. ამ სახლის კედლებს თავიანთ ჭკუაზე გამოეძერწათ,
გამოეწრთოთ და გაეწვრთნათ მისი სული და ხორცი. ის ამ სახლში საცხოვრებლად ვარგოდა
მხოლოდ; ირგვლივ ყველაფერი გაჩენის დღიდანვე ნაცნობი და ახლობელი იყო. ზღვაზე გასულ
ბედიას გული ყოველთვის საგულესა ჰქონდა. ტყუილად როდი აერჩიათ მეთევზეებს თავიანთ
მეთაურად, ხუთი თითივით იცოდა, სად რა იდო ამ სახლში, საიდან ადგებოდა მზე, საიდან
ჩამოდიოდა წვიმა; ათასჯერ ჰქონდა გადაჩხრეკილი ყველა კუთხე-კუნჭული, სარდაფიც და
საკუჭნაოც. ერთ ნახვად ღირდა ვირთევზების ჯოგს დადევნებული ბედია, ნავის ქიმზე
შემდგარი, ოდნავ წინ გადახრილი და იღლიამდე გაშიშვლებული, ბრინჯაოსფერი მკლავით
თავს ზევით სამთითა შემართული. მაშინ ბედია სანადიროდ გამოსულ ღმერთს ემსგავსებოდა და
ამაოდ აწვებოდა გულმკერდზე ქარი, ამაოდ არყევდნენ ნავის ქროლვით გაცოფებული ტალღები,
გალახულნი და დამცხრალნი ისევ გამჩენის წიაღს რომ უბრუნდებოდნენ სადღაც, ბედიას ზურგს
უკან. ბედია ნავის განუყრელი ნაწილი იყო, მისი ამონაყარი, მისი ტოტი, მისი სიმტკიცე და
სილამაზეც. ბედიას ნატყორცნი სამთითა მხოლოდ ერთი წუთით გაუჩინარდებოდა ხოლმე
მწვანე, აქაფებულ ზვირთებში და თითქმის მაშინვე, წყვდიადიდან ამოსხლეტილ სხივივით,
გაბრწყინდებოდა მზეზე, გამარჯვებული, გამარჯვების ცრემლებით სველი. უცაბედი
სიკვდილით გასაცოდავებულ ვირთევზას გარშემო სისხლის შავი ლაქა შემოსდგომოდა და
ამაოდ ცდილობდა შესცოცებოდა ზედ, ისევ ჩაბრუნებულიყო თავის მრგვალსა და სლიპინა
ჭურჭელში, საიდანაც სამუდამოდ გამოედევნა ბედიას სამთითას.
ზღვაზე მომხდარმა ამბავმა უფრო ადრე მიაღწია ნაპირამდე, ვიდრე ნავებმა. მთელი ქალაქი
გამოფენილიყო. ყველას აინტერესებდა გადარჩენილი ბიჭის ნახვა. სავსე ტიკებივით
ათახთახებული ბიჭიცა და ვერძიც ნავიდან ფრთხილად გადმოიყვანეს, სილაზე დააწვინეს და
მოასულიერეს. პირველად ვერძი გამოერკვა, მაშინვე ფეხზე წამოხტა, რამდენჯერმე დააბოყინა,
ბეწვი შეიბერტყა და განაწყენებული კაცივით გვერდზე გაიხედა. მალე ბიჭმაც გაახილა თვალი.
ბედიამ ბიჭს თავქვეშ მუხლი ამოსდო და ხელადიდან ღვინო მოასმევინა. ბიჭი დაიმანჭა და
ღვინო უკანვე ამოასხა. "ჩვენებური არ ყოფილაო" - გაიხუმრა ბედიამ. პირზე მუჭმიფარებული
ქალები გაბმულად ზმუოდნენ. მოსულიერებული, თვალგახელილი ბიჭი უფრო შემზარავს
ხდიდა სიკვდილს, რომლისგანაც შემთხვევით დაეღწია თავი. სისხლისფერი ღვინის ნაკადი ბიჭს
კისერში ჩაუცურდა და გულმკერდზე უცნაური ყვავილივით გაეფოთლა. ბიჭი თავისით
წამოდგა. მოკლე ტუნიკი ეცვა, ოქროს სირმებით გაწყობილი. ცალი სანდალი დაჰკარგოდა,
მეორე სანდლის თასმები კი წვივზე ჯვარედინად შემოეხვია. მაგრად მოკუმული მჯიღი
ძლივსძლივობით გაშალა და ხალხისკენ გაიშვირა, ხელისგულზე დაჭმუჭნილი, ფერშეცვლილი
და კიდეებდამსკდარი ზეთისხილის ფოთოლი ედო. ბედიამ ფოთოლი აიღო, კარგახანს ატრიალა
ხელში და, როცა დარწმუნდა, მართლა ფოთოლი იყო და არაფრით არ შეიძლებოდა სხვა რამე
ყოფილიყო, მაღლა ასწია და დაიძახა: ზეთისხილის ფოთოლია, თავშესაფარს თხოულობსო!

ბიჭიცა და ვერძიც მაშინვე აიეტს მიჰგვარეს. საღამოსთვის ყველაფერი მისხალ-მისხალ გაირკვა.
აიეტის სასახლიდან ბარტყებივით ბრმად მოფრინავდნენ ახალთახალი ცნობები და მაშინვე
პირში უვარდებოდნენ მომლოდინე ქალაქს. ვანის რომელ უბანშიაც არ უნდა მოხვედრილიყავით
იმ დღეს, ყველგან ბიჭისა და ვერძის უცნაურ თავგადასავალს ყვებოდნენ, სახლების წინ
ჩამომსხდარი დედაბრებიც, ღვინის ვაჭარ ბახას ორმოცსაფეხურიან სარდაფში თავშეყრილი
კაცებიც, უთავბოლოდ მოსეირნე გოგო-ბიჭებიცა და, თქვენ წარმოიდგინეთ, შავთვალება
მალალოს სტუმრებიც კი.
ბიჭისა და ვერძის თავგადასავალი მართლაც უცნაური იყო. ბიჭი ხელმწიფის შვილი აღმოჩნდა,
სახელად ფრიქსე ერქვა. დაცა ჰყოლია, მაგრამ გზაში დაღუპვია. მამამისს, როგორც იტყვიან,
ლოგინი გაუახლებია, მაგრამ დედინაცვალს გერები აუთვალწუნებია, სხვისი ოხრებისთვის
რატომ მოვიწყვიტო წელიო. იმდენი უქნია, ბოლოს ქმარიც გადმოუბირებია, ვირის ტვინი
უჭმევია და შვილების დახოცვაზე დაუყაბულებია. მიზეზად კი მოუსავლიანობა დაუხვევია
ხელზე, ვითომ მაგათი ბრალია ჩვენს სახელმწიფოში ყანა თავთავს რომ არ იკეთებსო,
სინამდვილეში კი თურმე თვითონვე ახმობდა და აოხრებდა სათესლედ გადარჩეულ ხორბალს.
იმდენი უჩიჩინებია, ისე გაუბეზრებია ქმარი, თუ ქალის შენახვის თავი არ გქონდა, ცოლად
რატომ მირთავდიო, იმასაც ჩაუქნევია ხელი. მაგრამ სწორედ მაშინ, როცა ქურუმს გალესილი
დანა უკვე ხელში სჭერია, სად იყო და სად არა, ვერძი მოფრენილა, კი არ მოურბენია, მოფრენილა,
ოხერტიალი და-ძმა ზურგზე შეუსვამს და ყველანი ხახამშრალი დაუტოვებია. დედინაცვალი
ქვის სროლით მოსდევდა თურმე, მაგრამ რაღას გააწყობდა. ის პაწაწა გოგო გზაში დაღუპულა.
საცოდავს გრძელი, ოქროსფერი კულულები ჰქონია და ვაშლა ლოყები. კიდევ ბევრი უფრენია
ვერძს, მაგრამ ბოლოს ისიც დაღლიდა და ბიჭიანად ჩვენს ზღვაში მოუდენია ტყაპანი. აიეტს ბიჭი
ძალიან მოსწონებია და ძალიანაც გამწყრალა, ეს რა ხალხი ყოფილა, ასეთი ბიჭი მართლა არამია
მაგათთვისო. მერე თავისი შვილები, ქარისა და აფრასიონი მოუყვანინებია და უთქვამს:
დღეიდან სამნი ხართ, აბა თქვენ იცით, უცხოობა არ აგრძნობინოთო.
ბიჭი და ვერძი სასახლეში რომ წაიყვანეს, ხალხიც მალე დაიშალა. ნაპირზე მარტო მეთევზეები
დარჩნენ. თევზი მისახედი იყო, ნავები დასაბინავებელი. სილაზე ამოთრეული ნავების ხრიალი
რომ გაიგო ბედიამ, ისევ გაახსენდა დილანდელი შეშფოთება. დილით, როცა ნავებს ზღვისკენ
მიაჩოჩიალებდნენ, ბედიას ზღვა ეშორა, ზურგი გაეოფლა და გაუკვირდა, მაგრამ მაშინ ხმა არ
ამოუღია, იფიქრა, ალბათ, მომეჩვენა, ანდა მართლა დავბერდი და იმის ბრალიაო, მაგრამ,
ეტყობა, ბოლომდე მაინც ვერ ამოეფხვრა ეჭვის ჭია, რადგან ახლაც, როგორც კი ხალხი დაიშალა
და ნავები ცხელ სილაზე ყელგამოჭრილ კამეჩებივით ახრიალდნენ, ისევ წამოუარა
დილანდელმა შეშფოთებამ. აქამდე არც გახსენებია, ანდა სად იყო საამისო დრო. დილის თევზი
ბარაქიანად ეტანებოდა ბადეს; მერე შორს მოტივტივე შავი საგანი დაინახა და ტანმა უგრძნო,
რაღაც არაჩვეულებრივი უნდა მომხდარიყო მის ცხოვრებაში. მაშინვე იქით გააცურა ნავი.
მართალია, თევზიც დაჰკარგა და ბადეც, მაგრამ ასეთი ნადავლით არასოდეს დაბრუნებულა
ზღვიდან. ის რომ არა, მართლაც დიდი ცოდვა დატრიალდებოდა. განა მისი ბრალი არ იქნებოდა,
ბიჭი რომ დაღუპულიყო? განა სახლის პატრონმა არ უნდა აგოს პასუხი ყველაფერზე, რაც მის
სახლში ხდება? ასე ფიქრობდა ბედიაც, მაგრამ ახლა პირველ მღელვარებას უკვე გაევლო, ბიჭიცა
და ვერძიც სამშვიდობოს იყვნენ და ბედიას ისევ გაახსენდა უცაბედად დაგრძელებული მანძილი

ზღვასა და ნავების სადგომს შორის. არა, ზღვა ნამდვილად რაღაცას ეშმაკობდა. მეთევზეები
ნავებს უკვე ქვიშაზე მოახრიალებდნენ, ის კი ჩაცუცქებულიყო და ჭროღა, მოუსვენარი
თვალებით ხან ზღვას გახედავდა, ხან გადაკაშკაშებულ ნაპირს, სადაც სილის ყველა მარცვალსაც
კი ტერფებით ცნობდა. მეთევზეები ნელ-ნელა გაიკრიფნენ. მძიმედ მიაბიჯებდნენ და ამაყად
მიჰქონდათ თევზით ამოთეთრებული კალათები. ერთი-ორჯერ გამოსძახეს თავიანთ მეთაურს,
რას შვრები, აღარ მოდიხარო, მაგრამ ბედიამ ხელი რომ აუქნია, მაშინვე გაანებეს თავი. ბედია ასე
იოლად ვერ წავიდოდა აქედან. მის საკუთარ სახლში ვიღაცას დაუკითხავად გადაეადგილებინა
ავეჯი, არა, ავეჯი კი არა, კედელი. მართალია, უმნიშვნელოდ, მაგრამ თუ დროზე არ მიხედავდა,
ასე ცოტა-ცოტაობაში ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება, საერთოდ აღარ დახვედროდა. ბედიამ
იცოდა, თვალის გაშტერებით ზღვას ვერაფერს დააცდენინებდა, ზღვას თვალიც გაუძლებდა და
მოთმინებაც. ის საკუთარ ეჭვს ათვალიერებდა, წონიდა, ღირდა თუ არა საგანგაშოდ,
მოუწონებდა ხალხი ასეთ სიფხიზლეს, თუ ვიღაც ოხუნჯის სამასხარაო გახდებოდა: ჩვენს
ბედიას ზურგწამხდარი ვირივით კაჭკაჭი მოლანდებიაო. არც ეს იყო გამორიცხული. ამიტომ
მეტი მოთმინება მართებდა, ეჭვს - შემოწმება. ეჭვი პატარა იყო, თევზის ქერცლივით სლიპინა და
დრეკადი, ხელიდან სხლტებოდა, მაგრამ შორს არ გარბოდა, იქვე ორ ნაბიჯზე ეგდო და
ბრჭყვიალებდა და, ალბათ, ყველაზე სწორი გამოსავალი იყო ის, რაც ბედიამ აირჩია. მან თოკით
რამდენჯერმე გადაზომა მანძილი ნავების სადგომიდან ზღვამდე, მერე თოკი დაახვია და
კისერზე გადაიცვა, ყოველთვის რომ ხელთა ჰქონოდა, თუკი დასჭირდებოდა. გადაიცვა თუ არა
კისერზე თოკი, მაშინვე დამშვიდდა, თითქოს ამ გაბურძგნული თოკით ამოდენა ზღვა დააბა და
ახლა უიმისოდ ფეხსაც ვერ მოიცვლიდა.
ბახას ორმოცსაფეხურიანი სარდაფი უკვე ხალხით იყო სავსე. აქაც ბიჭსა და ვერძზე
ლაპარაკობდნენ. სარდაფში გრილოდა, მოსაუბრეთა დაგუბული, ათრთოლებული ხმები,
შებოლილი, ნესტით დალაქავებული კედლები და გაუბედავი, კიბის შუა წელამდე ჩამოპარული
დღის სინათლე ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს რომელიღაც აკრძალული ღვთაების
სამყოფელში მორწმუნენი საიდუმლოდ შეკრებილანო.
ღვინის ვაჭარი ბახა ყურადღებით უსმენდა სარდაფში თავშეყრილ ხალხს, მაგრამ სრულებითაც
არ სიამოვნებდა, მისი მსახური ბიჭი იმანო უსაქმოდ რომ იდგა და გულხელდაკრეფილი,
არხეინად მიჰყუდებოდა კასრს; ღვინის ვაჭარ ბახას ქეიფის ყურება უყვარდა, მთვრალი ხალხი
უფრო აინტერესებდა, ვიდრე ფულის მოგება და რომ მოგეკლათ, ღვინოში წყალს არ გაურევდა,
დიდ ცოდვად მიაჩნდა ამ ორი შეურიგებელი სტიქიის ერთ ჭურჭელში მოთავსება, რადგან მათი
ნაძალადევი შეუღლების შედეგად ყოველთვის ბეჩავი და უნდილი ბავშვი იბადებოდა. თუკი
ვინმე ერთ ხელადას იყიდდა, ბახა ორს ჩამოდგამდა,: ოღონდ მალე არ წასულიყო, ეყაყანა,
ებორძიკა, სანამ... სანამ კიდევ შეეძლებოდა ორმოცსაფეხურიან კიბეზე ასვლა, კურდღელივით
ფხიზელ, კურდღელივით მხდალ ქვეყანაში დაბრუნება.
ღვინის ვაჭარი ბახა იმ ღვთაებრივი ძალით იყო მოხიბლული, კასრებში რომ ჰყავდა
ჩამწყვდეული. ნებაზე თუ მიუშვებდა, მთელ ქვეყანას გადაღებავდა, გარდაქმნიდა და ისეთ სახეს
მისცემდა, როგორიც მოეპრიანებოდა. და მართლაც, როცა იმანო კასრს კოკას შეუდგამდა ხოლმე,
ისეთი გრძნობა ეუფლებოდა ღვინის ვაჭარ ბახას, თითქოს მის სარდაფში თავშეფარებულ
ღვთაებას ძარღვი ეხსნებოდა და იმ ძარღვიდან მოთქრიალებდა ეს ჯადოსნური სითხე,

ღვთაებასავით უსასრულო და მარადიული. ღვინის ვაჭარ ბახას აუღელვებლად არ შეეძლო
ეცქირა, როგორ გადადიოდა ღვინო კასრიდან კოკაში, კოკიდან დოქში, დოქიდან ჯამში, ჯამიდან
კი სტომაქში; ეს დიდებული, საზეიმო სვლა ერთი ჭურჭლიდან მეორეში, კასრიდან
თავდაღწეულ ღვინოს სულის მოსათქმელად, ფეხის გასაშლელად სჭირდებოდა, გზადაგზა
ხალისდებოდა, კისკისებდა, ბრწყინავდა, შხეფებს ისროდა და ჯიუტად მიიწევდა წინ საბოლოო
მიზნისაკენ, რათა უკანასკნელ წვეთამდე, განურჩევლად გადაეცა ყველა მსურველისათვის
თავისი ძალა და სიხალისე და როცა ეს ძალა და სიხალისე ყველას გადაედებოდა ხოლმე, მაშინ
ღვინის ვაჭარი ბახა ბედნიერად გრძნობდა თავს, ბედნიერი და ამაყი იჯდა თავის საყვარელ
სკამზე, როგორც ამ ძალის პატრონიცა და წარმმართველიც, თითქოს მართლა მისგან გამოდიოდა
ეს ყოვლის გარდამქმნელი ძალა, ყველას რომ ალამაზებდა, ათამამებდა და ამდიდრებდა. იჯდა
ღვინის ვაჭარი ბახა თავის საყვარელ სკამზე, მუხლებს შორის შვინდის მრგვალთავიანი ჯოხი
ჩაედგა, გასივებული, მზითა და ქარით დაშაშრული ხელები ჯოხის თავზე კრამიტებივით
შემოეწყო, ზემოდან კი ნიკაპი დაებჯინა, თითქოს შიშობდა, კრამიტები არ ჩამოცვივდესო. განა
რამე შეედრებოდა იმ თამამ ხმებს, მარადიული ნესტითა და წყვდიადით დარბილებულ თაღებში
რომ გუგუნებდნენ, ბობოქრობდნენ და ჟღრიალ-ჟღრიალით ჩამოდიოდნენ ძირს, ერთმანეთში
არეული სიმღერისა, ფიცისა, დაპირებისა თუ დაქადნების ნამსხვრევებად? ღვინის ვაჭარი ბახა
ბედნიერი იყო, სიცოცხლე რომ გრძელდებოდა, მის ორმოცსაფეხურიან კიბეზე ყოველ დილით
რომ მოცოცავდა სინათლე და სარდაფის იდუმალი წიაღიდან ამომავალ ხმებსა და სურნელს
საღამომდე უჭუტავდა თვალებს, ოქროსბეწვიან კატასავით ნებიერი, და ასე უნდა ყოფილიყო
სულ, რადგან სულ ასე იყო, რაც ამ სარდაფის პატრონი გამხდარიყო და თითქოს სამუდამოდ
მოკალათებულიყო შიგ, როგორც კერპი ტაძარში.
ბედიამ კიბიდანვე დაიძახა: ბიჭის მამა ვარ, ერთ ჩაფ ღვინოს ვდგამო. სარდაფი ახორხოცდა.
- იმანო, საშუალოდან! - გასძახა ღვინის ვაჭარმა ბახამ მოსამსახურე ბიჭს, რომელსაც ნამდვილი
სახელით არასოდეს არ მიმართავდა და ამიტომაც სხვებიც იმანოს ეძახდნენ. იმანომ კარგად
იცოდა, ერთნაირი ღვინო რომ ესხა ღვინის ვაჭარ ბახას კასრებში, მაგრამ მაინც "საშუალოს"
შეუყენა კოკა. კასრის დასახელება მაგიურად მოქმედებდა მუშტარზე, ხალისი ემატებოდა, თავი
ეამაყებოდა, შინაურად რომ თვლიდნენ და "განსაკუთრებულ" ღვინოს ასმევდნენ. უბრალო
სიტყვაც თავის საქმეს აკეთებდა ამ ზღაპრულ სარდაფში.
კარგად იყვნენ უკვე შეზარხოშებულნი, როცა ყასაბმა თქვა: ვერძიც დამიკლავს და ნერბიც,
ბატკანიცა და თოხლიც, ერკემალიცა და ჭედილაც, მაგრამ ფრთისა არაფერი შემიმჩნევიაო.
- დუმის ქვეშ თუ შეგიხედავს? - ჰკითხა მჭედელმა.
სახე ისე წამოჭარხლებოდა, თითქოს გავარვარებულ ლითონს დასცქეროდა; ყვრიმალებზე კი
ორი თეთრი ლაქა გასჩენოდა და ალბათ ამიტომაც დანარჩენი სახე არაბუნებრივად წითელი
მოუჩანდა.
- დუმის ქვეშ?! - გაიკვირვა ყასაბმა.

- დუმის ქვეშა ჰქონია ფრთები, - თქვა მჭედელმა. აშკარად ეტყობოდა თავს ძალას ატანდა,
თვითონვე რომ არ გასცინებოდა საკუთარ ხუმრობაზე. სამაგიეროდ სხვებმა ვეღარ შეიკავეს თავი
და უეცარი სიცილი ჭურჭელივით მიემსხვრა კედლებს. ყასაბსაც გაეღიმა, თავი გააქნია და
რატომღაც იდაყვით მაგიდა მოამშრალა.
მჭედელი წარმატებამ გაათამამა. ახლა ბოჩიას დაადგა თვალი, აკვნის ოსტატს, ყველაზე
ძონძროხა კაცს, არა მარტო ამ სარდაფში, არამედ მთელს ქალაქში; აუჩემდა, გინდა თუ არა, ამ
ათი წლის წინათ ერთი ღამით საბერძნეთში ხარ ჩაპარულიო.
- შენი ამბავი რომ ვიცი, ერთი ღამეც გეყოფოდაო, - ამბობდა მჭედელი.
სარდაფმა ისევ გაიცინა. ყველაზე მეტს ყასაბი იცინოდა.
ბოჩია პირთეთრა კაცი იყო და ასეთივე თეთრი, ოქროსფერი ღინღლით დაფარული მკლავები
ჰქონდა. მზიან ამინდში, ვანში კი უმთავრესად მზიანი ამინდი იდგა, ქუჩაში შეხვედრილ
ნაცნობს ერთი წუთით რომ გამოლაპარაკებოდა, ერთიანად დაწითლდებოდა ხოლმე, თითქოს
ენდროს წვენში უბანავიაო. თავად გულკეთილსა და მორიდებულს, საწყენი თუ შეხვდებოდა
რამე, ხეების ქვეშ დადგებოდა და მაშინვე გადაეწმინდებოდა გუნება. მისი დამზადებული აკვანი
თავისით ირწეოდა და ღიღინებდა კიდეც, ერთხელ უნდოდა ხელის წაკვრა, მერე ბავშვის
პატრონს შეეძლო მშვიდად დაეძინა. არავინ იცოდა, რა ხნის იყო ბოჩია, ყველას ასეთი ახსოვდა,
ასეთი დახვედროდა და ასეთივე დაეტოვებინა მის მრავალ თანამოქალაქეს, მათ შორის საკუთარ
შვილებსაც. მისი მრავალრიცხოვანი შთამომავლობა განუწყვეტლივ მრავლდებოდა მიწაზეც და
მიწაშიც. იბადებოდნენ, ხანში შედიოდნენ, ბერდებოდნენ და იხოცებოდნენ, ბოჩია კი უცვლელი
რჩებოდა. ასეთი იყო ბოჩია მაშინაც, როცა ფოთოლამ პირველი შვილი გაუჩინა. მერე კი მათ
ოჯახში აღარ შეწყვეტილა აკვნის ჭრიალი და ჩვილის ღუღუნი. ეს უცნაური ცოლ-ქმარი დროს არ
ეპუებოდა. შეიძლება იმიტომ ხდებოდა ასე, ფოთოლასა და ბოჩიას მზე და მთვარე ერთმანეთზე
რომ ამოსდიოდათ, გაუნელებელი სიყვარული რომ შეჰყროდათ და ვერც კი წარმოედგინათ ეს
ქვეყანა უერთმანეთოდ. ბოჩიას განუწყვეტლივ ენატრებოდა თავისი კაფანდარა, ხალისიანი და
დაუზარელი ფოთოლა. არც ის ახსოვდა ვინმეს, რამდენი ხნის ცოლ-ქმარი იყვნენ ისინი. ბოჩიამ
ფოთოლა მამობილის სიკვდილის მერე შეირთო, იმავე დღეს, როცა დაუმთავრებელ აკვანზე
თავმიდებულ მამობილს სამუდამოდ დაეძინა. მამობილიც აკვნის ოსტატი იყო, ხის სუნით ისე
გაჟენთილიყო, კოდალები ასხდებოდნენ. ერთი ნაბიჯით დააგვიანა ბოჩიამ, ვერ მოასწრო
მადლობის თქმა ამ მართლაც ხესავით კეთილი კაცისათვის. ბოჩია რომ სახელოსნოში შევიდა,
მამობილს აკვანზე ჩამოედო თავი, მოწყვეტილი, ჩამოშვებული მკლავები კი ბურბუშელაში
ეთრეოდა. დაუმთავრებელი აკვანი ნელა ირწეოდა. ბოჩიას მამობილისაგან ბევრჯერ ჰქონდა
გაგებული, ცარიელი აკვნის გარწევა არ ვარგაო, და აკვანი გააჩერა. ბოჩიამ ფოთოლა მამობილის
სახლში მოიყვანა, მამობილის ფეშტამალი აიფარა, მამობილის ჩარხს მიუჯდა და მუხლებამდე
ჩაჰყო ფეხები ცაცხვის სურნელოვან ბურბუშელაში; მერე იმდენი შვილი გაუჩნდათ, ანგარიში
აერიათ და ყველა ბავშვს შვილად თვლიდნენ, თავიანთი იყო თუ სხვისი. "ხომ შეიძლება ჩემი
შვილი ყოფილიყოო" - პირველი ეს გაიფიქრა, როცა ფრიქსე დაინახა, ამოდენა ხალხის თვალწინ
უმწეოდ გაშოტილი სილაზე, წყალმცენარის ღეროსავით სუსტი და უსიცოცხლო. ბოჩია
მიგდებული ბავშვი იყო და შეიძლება ამიტომაც უყვარდა ბავშვები. მართალია, თვითონაც აღარ

ახსოვდა თავისი ასაკი, მაგრამ აქამდე თვალწინ ედგა ის მზიანი დილა, როცა მისმა მამობილმა
ფრთხილად გადააძრო კალათას ჭრელი ხელმანდილი და შიგ ჩაიხედა. კალათაში ბოჩია იწვა და
სწორედ მაშინ აეხილა თვალი, როცა მამობილმა ხელმანდილი გადახადა კალათას. პირველი, რაც
მან დაინახა, რაც სამუდამოდ აღიბეჭდა მის მახსოვრობაში, მამობილის გაოცებული,
გაღიმებული და დილის მზით განათებული სახე იყო. ამის მერე ბოჩიასთვის მთელ ქვეყანას
ასეთი სახე ჰქონდა: გაოცებული, გაღიმებული და დილის მზით განათებული. ახლა ფრიქსეზე
ფიქრობდა. მჭედლის ოხუნჯობამ ისევ გაახსენა გადაფითრებული, ტუჩებგალურჯებული
ბავშვი; ბოჩიამ ერთი პირობა დააპირა კიდეც გამოსულიყო ხალხიდან და ეთქვა, ჩემი შვილია,
დამანებეთ, მე თვითონ მოვუვლიო, მაგრამ ვერ გაბედა, ისე ღელავდა, ენა ვერ
მოუტრიალდებოდა სიტყვის სათქმელად, მაგრამ დაუფიქრებლად იშვილებდა, უკეთესი
პატრონი რომ არ გამოსჩენოდა ამ უცხო ბიჭს.
მჭედელი კი ჭირვეულობდა, გამოსავალს ვეღარ პოულობდა უკვე მარილგამოცლილი
ხუმრობიდან; ამას თვითონაც გრძნობდა, ღიზიანდებოდა და უფრო და უფრო იხლართებოდა
შიგ.
- ფოთოლამ თუ იცის ეს ამბავი, ფოთოლამ? - ხმაში ბრაზი გაერია მჭედელს. თითქოს ბოჩია ათი
წლის წინათ მართლა ჩაპარულიყო საბერძნეთში ერთი ღამით და მართლა ეღალატა
ფოთოლასათვის. ყასბის მეტი აღარავინ იცინოდა მის გაჭიანურებულ ხუმრობაზე. მჭედელს ესეც
აბრაზებდა, აღარ იცოდა, ყასაბს მიბრუნებოდა, თუ ჯერ ბოჩიასთან მოემთავრებინა საქმე. მისი
ლაპარაკი უკვე ჭინჭყლსა ჰგავდა, რასაც უაღრესად ამძაფრებდა თანამესუფრეთა დუმილი.
ამიტომ, როცა ბედიამ დაუძახა, გეყოფა, დაგვალევინე რამეო, თითქოს გამოფხიზლდა და ბედიას
კისერზე გადაცმულ თოკს წყალწაღებულივით წაეტანა.
- ერთი გამაგებინეთ, რატომ იხრჩობს ეს კაცი თავს! - იყვირა მჭედელმა და თოკი ისე მაგრად
მოქაჩა, ბედიას კისერი ეტკინა.
ბედია შეკრთა, მოეჩვენა, თითქოს ზღვამ აიქნია თეთრად აქოჩრილი თავი და მარილისფერი
თვალები დაუბრიალა.
- კარგად ვიცნობ მაგ ბერძნებს, ერთ ცხვარს შემოგიგდებენ და მთელ ფარას მოგთხოვენო, - თქვა
ღვინის ვაჭარმა ბახამ.
ბიჭისა და ვერძის ამბავი შეიძლება უფრო მალე დავიწყებოდათ ვანელებს, ყველაფერი ასე რომ
დამთავრებულიყო, მაგრამ მოხდა ის, რასაც არავინ არ ელოდა. მეორე დღეს მთელი ქალაქი
ცხვარზე ამხედრებული ბავშვებით გაივსო. გაფრენის სურვილით შეპყრობილი ბავშვები აღმადაღმა დააქროლებდნენ პირზე დუჟმომდგარსა და თვალებჩასისხლიანებულ ცხვრებს, მაგრამ
მათდა გასაოცრად, მათდა გულდასაწყვეტად, არც ერთი ცხვარი არ აპირებდა მიწას თუნდაც
ერთი გოჯით ასცდენოდა, ისევ მიწაზე სიკვდილი ერჩიათ და მართლაც დიდხანს ვერ
უძლებდნენ ეს უწყინარი ცხოველები მათთვის ყოვლად შეუფერებელ ჯირითს, ბუშტებივით
გაბერილნი, ლაჯებში უსკდებოდნენ გაჯიუტებულ მხედრებს. ქუჩები თვალამოტრიალებული
You have read 1 text from Georgian literature.
Next - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
  • Parts
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Total number of words is 3713
    Total number of unique words is 2149
    29.1 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2104
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Total number of words is 3786
    Total number of unique words is 2050
    32.9 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 2036
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Total number of words is 3729
    Total number of unique words is 2068
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    52.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Total number of words is 3798
    Total number of unique words is 2041
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.7 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Total number of words is 3774
    Total number of unique words is 2100
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Total number of words is 3823
    Total number of unique words is 2083
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2026
    33.7 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Total number of words is 3773
    Total number of unique words is 1978
    31.9 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 2031
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2106
    31.0 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Total number of words is 3704
    Total number of unique words is 2027
    30.8 of words are in the 2000 most common words
    45.1 of words are in the 5000 most common words
    51.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 2083
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Total number of words is 3829
    Total number of unique words is 2058
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 1976
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2062
    30.1 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Total number of words is 3775
    Total number of unique words is 1967
    34.5 of words are in the 2000 most common words
    49.1 of words are in the 5000 most common words
    56.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Total number of words is 3868
    Total number of unique words is 1886
    35.4 of words are in the 2000 most common words
    49.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2046
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Total number of words is 3709
    Total number of unique words is 1983
    33.1 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Total number of words is 3866
    Total number of unique words is 2020
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.4 of words are in the 5000 most common words
    54.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2020
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    54.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 2058
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2111
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2042
    30.5 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Total number of words is 3904
    Total number of unique words is 2006
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 1988
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Total number of words is 3889
    Total number of unique words is 1960
    31.7 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Total number of words is 3751
    Total number of unique words is 2127
    27.9 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Total number of words is 3814
    Total number of unique words is 2046
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Total number of words is 3808
    Total number of unique words is 2002
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2068
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.4 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 2023
    31.8 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2094
    29.3 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Total number of words is 3725
    Total number of unique words is 2171
    27.3 of words are in the 2000 most common words
    38.2 of words are in the 5000 most common words
    44.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Total number of words is 3887
    Total number of unique words is 2056
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Total number of words is 1188
    Total number of unique words is 820
    38.4 of words are in the 2000 most common words
    50.8 of words are in the 5000 most common words
    57.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.