Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30

Total number of words is 3751
Total number of unique words is 2127
27.9 of words are in the 2000 most common words
39.7 of words are in the 5000 most common words
47.2 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
შუბლშეჭმუხვნილი და ბრაზიანი არსება იმავე დღეს სვრიდა ყველაფერს; სამი
მკლავებდაკაპიწებული ქალი დილიდან საღამომდე რეცხავდა, წურავდა, აფენდა და აუთოვებდა
გამოხუნებული ფოთლებითა და ყვავილე-ბით გადაჩითულ ჭინჭებს. ფარნაოზი შინიდან
დამარცხებულივით, წელში მოხრილი გადიოდა, რათა სარეცხის თოკებს არ წამოდებოდა, არ
გახლართულიყო მისი შვილის მძაფრი სურნელით გაჟღენთილ ჩვრებში. თვითონაც ეს სურნელი
ასდიოდა და არაჩ-ვეულებრივად ამაყი და დარცხვენილი მიაბიჯებდა ქუჩაში.
ბავშვს უხეირო დაარქვეს. თინამ თავიდანვე განაცხადა, რაც გინდათ ის დაარქვით, რა
მნიშვნელობა აქვს, რა ერქმევაო. ასე კი, არა მარტო ქმრისა და ქმრის ნათესავების საამებლად
მოიქცა, არამედ მართლა სულერთი იყო მისთვის, რა ერქმეოდა ახალ ძა-ლას, ახალ დუღაბს, მის
ციხეს რომ ამაგრებდა. ბავშვის გაჩენამ თინას უფლებები და მნიშვნელობა უცებ გაზარდა.
პოპინაცა და ქალუკაც ისე შესციცინებდნენ თვალებში, როგორც ღმერთქალს, რომელსაც მათ
თვალწინ სასწაული მოეხდინა. მეტი სასწაული რაღა იქნებოდა, ჭერი ამაღლებულიყო, კედლებს
უკან დაეხიათ, აკვანი აყვავებულიყო და თავზე ჩიტები დაჟივჟივებდნენ. მკერდმოღეღილი,
უდარდელად მომღიმარი თინა ჩვილს დაუდევრად ათამაშებდა ხორციანსა და ღონიერ
ბარძაყებზე, კაბაში რომ ვეღარ ეტეოდნენ და ისე გადაეჭიმათ კალთა, თითქოს გაგლეჯვას
უპირებდნენ, როგორც ერ-თმანეთზე გადაბმული, მაგრამ სხვადასხვა მხარეს გარეკილი კამეჩები.
თინა მართლა ღმერთქალივით უბრალო, თამამი და კეთილი იყო, უყვარდა და ეცოდებოდა მისი
ხილვით გაბედნიერებული ხალხი და შეეძლო, უსასრულოდ მჯდარიყო ასე, თვითონაც
გართობილიყო და სხვებიც გაერთო მის კალთაში მობუქნავე ჩვილით, ალივით რომ
ტკარცალებდა, თევზივით რომ უსხლტებოდა, მაგრამ ვერსად წაუვიდოდა, რადგან
სხვებისათვის უხილავი თოკით საიმედოდ ჰყავდა გულზე გამობმული.

ფარნაოზისთვის თითქოს ყველაფერი დამთავრდა, უფრო სწორედ, ფარნაოზს უფ-ლება აღარ
ჰქონდა, ეცხოვრა ძველებურად, უნდოდა თუ არა, უნდა შეშვებოდა მამისა და, აქედან
გამომდინარე, საკუთარი დანაშაულის ჩხრეკას და სამუდამოდ აეღო ხელი ამ დანაშაულის
გამოსწორებაზე, რადგან მარტო აღარ იყო, მასაც შვილი ჰყავდა, უმ-წეო და უენო, და რადგან
ჰყავდა, ანგარიშიც უნდა გაეწია მისთვის, ეზრუნა მის ბედ-სა და მომავალზე, განწმენდილიყო ამ
ახალი მოვალეობის გრძნობით, როგორც დაფას გადაწმენდენ ხოლმე ჩვრით, რათა ზედ ახალი
სიტყვა დაწერონ. სიტყვა, რაც ადრე ეწერა დაფაზე, ყველამ დაისწავლა უკვე, ანდა გადაიწერა
მაინც და ამიტომ აუცილე-ბელიც გახდა მისი წაშლა, ასევე აუცილებელი გახდა ახლის დაწერა,
თუკი წინ წა-წევას აპირებდა ცოდნის გზაზე დამდგარი გონება. მაგრამ განა წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ფარნაოზისთვის დაოჯახება? თვითონ არ გასჩენია ამგვარი გრძნობა. პირი-ქით, რაც
იცოდა, ისიც დაივიწყა, რაც ჰქონდა, ისიც დაჰკარგა და სამაგიეროდ ოჯახი დააწვა კისერზე,
ხოლო ოჯახმა იმდენი რამე მოსთხოვა, იმდენი დღემდე არარსებული წვრილმანი ამოუტივტივა
ცხვირწინ, დროც არ რჩებოდა, საფუძვლიანად დაფიქრებუ-ლიყო მის ცხოვრებაში მომხდარ
ცვლილებებზე. უთენია წამომდგარი, შინ საღამოს ბრუნდებოდა, დაღლილობისგან მკლავები
უცახცახებდა, ძლივს იხდიდა გაოფლილსა და ბეჭებზე მიწებებულ პერანგს, ფეხსაბანი წყლის
ორთქლში გახვეული, სკამზევე თვლემდა, თავს ცხენივით აკანტურებდა, მაგრამ დილით
დაუფიქრებლად, დაუზარებ-ლად დგებოდა, რათა ისევ დაეგო ქვაფენილი, გამოეცვალა იატაკი,
გამოეთალა აბაზა-ნა, და რაც უფრო მეტი საქმე ჰქონდა, მით უფრო მეტი მონდომებით
მუშაობდა, რად-გან ახლა სასჯელს კი არ იხდიდა, ოდესღაც, უნებლიეთ ჩადენილი
მკვლელობისთვის, არამედ ბავშვსა ზრდიდა, სიცოცხლეს ემსახურებოდა.
შუბუც, ძველებურად, მხარში ედგა ოჯახს. ვენახი და საყანე მინდორი, ბრძოლებში გამოჩენილი
მამაცობისთვის რომ ეჩუქებინათ უხეიროსათვის, ისევ არსებობდა, მაგრამ ყოველ წელიწადს
უფრო და უფრო ნაკლებ მოსავალს იძლეოდა, ეტყობა, ისიც შუბუ-სავით ბერდებოდა, თუმცა
ისევ არც თავს უტყდებოდა და არც მას აძლევდა მოსვენე-ბას. შუბუ წელგამართული დადიოდა,
ქათქათა წვერიც უკვდავების საბუთივით ეფინა მკერდზე, მაგრამ წლებს მაინც თავისი
გაჰქონდათ. ის ახლა ვანშიც იშვიათად ჩამო-დიოდა, თუმცა უხეიროს მამული ორი საათის
სავალზე იყო. ვენახში ჩადგმულ ქოხში ცხოვრობდა, ქოხთან ერთი სახედარი ება და ეგ იყო და ეგ,
სანამ მოსავლის აღების დრო არ მოაღწევდა და დამხმარე მუშახელს არ იქირავებდა, კაციშვილი
არ ჰყავდა ხმის გამცემი, თვითონ კი სახედარსა და ვენახს ისე ელაპარაკებოდა, თითქოს გაუგებდნენ და, თქვენ წარმოიდგინეთ, ესმოდათ კიდეც მისი.
შუბუ ვენახს მიწას უფხვიერებდა, ნაკელს უზიდავდა, სხლავდა, ალამაზებდა და, ბოლოს და
ბოლოს, ღამით მის გვერდით წვებოდა კიდეც, რათა საკუთარი სხეულით გაეთბო, როგორც
ავადმყოფი და მცივანა მეუღლე. დღეები დღეებს მიჰყვებოდნენ, თვე-ები - თვეებს და ასე
თანდათანობით, ფერებ-ფერებით, კიდევ ერთხელ გამოიტანდა ხოლმე ვაზი კვირტს. მალე იმ
კვირტიდან პატარა და ღიამწვანე ფოთოლი, მუჭში მოჭმუჭნული ცხვირსახოცივით, გამოყოფდა
ყურს. კვირტი ადამიანის ხელის მტევანის მსგავს ლერწად იქცეოდა და მწვანე, პატარა
ბურთულები მეჭეჭებივით დაეყრებოდა. ეს ის დრო იყო, როცა გაზაფხულის წვიმები, დიონისეს
ამალასავით, სიცილ-ტკრცია-ლითა და ყიჟინით გადაირბენდნენ ქვეყანაზე. ვენახი ჯუჯა
ბაყაყებით ივსებოდა. მეჭე-ჭის მსგავსი ბურთულები კი დღითი დღე იზრდებოდნენ და

იბერებოდნენ სალათისფე-რი სითხითა და სინათლით, უფრო სინათლით, რადგან ეს
ბურთულები ღამითაც ანა-თებდნენ და ათასნაირ მუმლსა და მწერს იზიდავდნენ. ზაფხულის
ბოლოს ბურთულე-ბი ფერს იცვლიდნენ, ახლა ფერიც სინათლისა ჰქონდათ და ისე ეჭიმებოდათ
კანი, თითქოს თითის მიდებაზე გასკდებოდნენ, ანდა თითზე თაფლის წვეთებივით აგეწეპებოდნენ. შუბუ მტევანს პეშვს რომ ამოუდებდა, გული მამობრივი სიხარულითა და სი-ამაყით
ევსებოდა. შემოდგომაზე ვენახი აწრიალდებოდა, შეწუხდებოდა, მზითა და მი-წის წვენით
გაძიძგული მტევნები ასტკივდებოდა, როგორც მელოგინე ქალს ძუძუები, შეშუპებული და
გაფართოებული დვრილებიდან თავისით რომ მოწვეთავს რძე. ვენახს ემშობიარა, ახლა ნაყოფის
ამოყვანა იყო საჭირო მისი ლაჯებიდან, მშობიარობის ტკი-ვილებს ერთიანად რომ დაეგრიხა.
ვენახს სულის მოთქმა სჭირდებოდა, დასვენებას თხოულობდა, თუმცა უკვე გადასულიყო იმ
ბუნდოვანსა და მომთენთავ ძილ-ღვიძილ-ში, ნამშობიარევ დედაკაცს რომ ეუფლება. მაშინ შუბუ
მუშახელს ქირაობდა. თითო ვაზიდან თითო გოდორი ჩამოდიოდა. სიმსუქნისგან გამსკდარ
მარცვალს ფუტკარი ეხ-ვეოდა, თვრებოდა და ბზუოდა სიმთვრალის ერთფეროვან სიმღერას.
შუბუც თითქოს ერთბაშად თავისუფლდებოდა განვლილი წლებისაგან, როგორც ვენახი
ნაყოფისგან, და ახალგაზრდა მამასავით ამჩატებული ადგილს ვეღარ პოულობდა. მისი შვილები,
მისი ტყუპი შვილები გოდრებში ისხდნენ და ყურისწამღებად ჭყიოდნენ, დაბინავებას
მოითხოვდნენ, ახალსა და ახალ ყურადღებას.
პატარა უხეიროს დაბადება რომ გაიგო შუბუმ, მართლა გაყმაწვილდა, ვენახს ბებ-რუხანა
ცოლივით მიესიყვარულა და გაამხნევა, რა დროს სიბერეა, ქალო, ხომ ხედავ ჯერ კიდევ
საჭირონი ვართო.
თინა ბედნიერი იყო, რადგან ყველაფერი ჰქონდა, რისი ნატვრაც ქალს შეეძლო. დღითი დღე
უფრო მძაფრი ხდებოდა გამარჯვების შეგრძნება. რა თქმა უნდა, მისთვის სულერთი არ იყო,
ეყვარებოდა თუ არა იგი ფარნაოზს, მაგრამ არც ისეთი სულელი და მეოცნებე გახლდათ, ამდენი
მოეთხოვა. რაც მთავარია, ფარნაოზს მისი ქმარი ერქ-ვა, მის გვერდით იყო და ყოველთვის მის
გვერდით იქნებოდა, ნებით თუ უნებლიეთ. ეს თავისთავად უკვე ბევრს ნიშნავდა, თავისი
უსასრულო ბრძოლიდან ამაზე მეტის გამორჩენას არც ადრე აპირებდა. დანარჩენს, რისი
გაკეთებაც მას არ შეეძლო, დრო გააკეთებინებდა. დრო და იძულებითი სიახლოვე. თინა კარგად
იცნობდა ფარნაოზს, ისევე კარგად, როგორც უბანს, სადაც დაბადებულიყო და გაზრდილიყო;
შეეძლო თვალდახუჭულს წარმოედგინა იგი, თმის ძირიდან ფეხის ფრჩხილებამდე, წინასწარ
მიხვედრილიყო, რას იტყოდა, ანდა რას გააკეთებდა, და ისიც იცოდა, მისი სული იმ-დენად იყო
სავსე მიუღწევლისადმი, უხილავისადმი, არარსებულისადმი სიყვარულითა და ერთგულებით,
იქ მისთვის ადგილი აღარ რჩებოდა. "მერე რა? მე ესეც მყოფნისო, - ფიქრობდა საწოლში
მოკუნტული თინა, - მე ბედნიერი ვარ და ჩემი ბედნიერება ორი-ვეს გვეყოფაო: ჩემმა ხორცმაც
იგივე უნდა იგრძნოს და განიცადოს, რასაც ჩემი სული გრძნობს და განიცდისო; მთავარია, სანამ
სული მიდგას, არაფერი გავუჭირვო ჩემს ქმარ-შვილსაო" - ასე ფიქრობდა თინა და მართალი იყო
თავის თავთან, უფლებაც ჰქონდა ბედნიერებისა, ისეთი ერთგულება და სიმტკიცე გამოეჩინა
ბავშვობის დროინ-დელ ოცნებისა თუ აჩემების მიმართ. თინას, რა თქმა უნდა, აქამდეც შეეძლო
გათხო-ვება, ამგვარად ბედნიერი ნებისმიერი ქმრის ხელშიც იქნებოდა, მაგრამ ფარნაოზი მარტო
ქმარი არ იყო მისთვის, შემთხვევით თუ შეგნებულად, ფარნაოზი აღმოჩნდა ის საცდელი ქვა,

რომლითაც თინა საკუთარ ნებისყოფას, ღირსებასა და შესაძლებლო-ბებს ამოწმებდა. ფარნაოზი
ბალავარი იყო, მარტოს, სხვების დაუხმარებლად, ნაბიჯ-ნაბიჯ, გოჯა-გოჯა რომ მოეთრია
საძირკველთან, პირღია ორმოსთან, რომელზედაც თავისი მომავალი ცხოვრების აშენებას
აპირებდა. თინას ნაფიქრალი, ძალაუნებურად, თუნდაც სიახლოვის გამო, თავის მსგავსს
ბადებდა ფარნაოზის არსებაშიც. ფარნაო-ზიც დაახლოებით ასე ფიქრობდა და ცოლი
ეცოდებოდა, ასე ბრმად, ასე ხელაღებით რომ მიილტვოდა ბედნიერებისაკენ, არაფრისგან რომ
აკოწიწებდა ბუდეს, როგორც ღა-რიბი გოგო კაბას, რათა არც ის გამოჰკლებოდა საცეკვაოდ
თავშეყრილ ტოლ-ამხანა-გებს. ფარნაოზი იმასაც გრძნობდა, აუცილებელი რომ იყო იმ
ბედნიერებისთვის, რო-მელსაც ეს ჯიუტი და ყოჩაღი ქალი თავისთვის დაეძებდა; სიმძიმესაც
გრძნობდა იმ სასახლისა, ბედნიერების მაძიებელი ქალის გონებას რომ წამოეჭიმა. ახლა
ვალდებუ-ლი იყო, მოეთმინა და ეზიდა იგი, არ გამოცლოდა მის გამაღიზიანებელ სიმძიმეს,
რადგან ასე სჭირდებოდა ვიღაცას, ვიღაცას კი არა, მის ცოლს, მისი შვილის დედას, მის
თანამეცხედრეს. ბედისწერა ახლაც დასცინოდა ფარნაოზს. ბედნიერება, რომელ-საც იგი მეორე
ადამიანს აძლევდა, ყალბი იყო, წარმოდგენილი, მაგრამ ესეც უნდა მოეთმინა, გაჩუმებულიყო,
რადგან თოკის ერთი ბოლო ყელზე თუ ჰქონდა შებმული, მეორე - თინას დაეხვია მაჯაზე. ეს
თოკი კი უხეირო იყო, მათი შვილი.
ერთხელ, შინ დაბრუნებულმა ფარნაოზმა ეზოში პატარა ბიჭი დაინახა, ბიჭი მო-კირწყლულ
ბილიკზე იჯდა, ორივე ხელში ვაშლი ეჭირა და გამეტებით ურტყამდა ფილაქანს. დაბეჟილი
ვაშლის წვენს ფილაქანი დაელაქა. ფარნაოზს გული გადაუქან-და, თითქოს მისი დავიწყებული
წარსულის ხატი დაესვენებინათ შუადღის სიცხით ჩაყუჩებულ ეზოში, ტოტის გამონაზარდივით
სუსტი და მყიფე, მაგრამ უფლებამოსი-ლი, პასუხი მოეთხოვა გაწბილებისთვის, დავიწყებისთვის
და ხელმეორედ გამოხმობის-თვის. ფარნაოზმა მამობა იგრძნო და სისხლი გაუთბა, ძვლები
დაურბილდა და ისე აწრიალდა, თითქოს საფრთხე ელოდა ბიჭს, ფილაქანზე ვაშლს რომ ჟეჟავდა.
"რატომ დაუტოვებიათ მარტოო" - გაიფიქრა და ირგვლივ მიმოიხედა. "ა-ა-ა-აღ", - იძახდა ბავშ-ვი.
ღობის ძირას ქათმები მიწას ქექავდნენ. ხეხილის წვრილი ფოთლების ჩრდილი ბადესავით
გადაფარებოდა ბავშვსაც და ეზოსაც. ფარნაოზი დაიხარა და ბავშვი ფრთხილად აიყვანა. ბავშვმა
ლოყაზე სველი ხელი მოუთათუნა და ფარნაოზს უარე-სად აუჩუყდა გული, ისეთი სუსტი და
პატარა იყო ბავშვის ხელი, ისეთი ცოცხალი. ბავშვის სითბომ და სიმსუბუქემ ღონე წაართვა და
ფრთხილად, გაუბედავად მიჰყავდა იგი შინისკენ. ის იყო, მუხლით უნდა შეეღო კარი, მაგრამ
ასევე, მუხლაწეული, ერთ ადგილას გაირინდა, რადგან კარი თავისით გაიღო და სამი ქალი, თინა,
პოპინა და ქალუკა, გაღიმებული შემოეგება მამა-შვილს: ოჰ, ჩვენი კაცები დაბრუნებულანო. ფარნაოზი სახტად დარჩა, თვითონაც იღიმებოდა და არ იცოდა, რომელი ქალისთვის მიე-ჩეჩებინა
ბავშვი, რომლის ჩამორთმევასაც არც ერთი ქალი არ აპირებდა. მაინცდამა-ინც არც ბავშვს
გაუწევია ქალებისკენ, ცალი ხელი მამისთვის კისერზე მოეხვია, მეო-რეში დაბეჟილი ვაშლი
ეჭირა და ისე უბღვერდა ქალებს, თითქოს ქომაგი მოეყვანა და ახლა ანგარიშის გასწორებას
უპირებდათ. "შეხედეთ, ერთი შეხედეთ, როგორ შეიფერა პატივისცემაო" - იცინოდნენ ქალები,
მერე ისინიც განგებ იკრავდნენ კოპებს და დო-ინჯშემოყრილნი ეუბნებოდნენ: რა იყო, რას
გვიბღვერ, რამე ხომ არ გვმართებს შე-ნიო. ფარნაოზიც უკვე მიმხვდარიყო ქალების ოინბაზობას
და დაბნეული იღიმებოდა. ასე ლომს დაუბამენ ხოლმე მისატყუარზე ცოცხალ თიკანს და

შეშინებული თიკნის პეტელით გულმიცემული, მადააღძრული ლომი დინჯი და მეფური
ნაბიჯებით შედის ხაფანგში.
ბავშვი დროის ყველაზე უტყუარი საზომია. მისი ყოველდღიური ზრდა შენი ყო-ველდღიური
დაბერებისა და დაუძლურების დამადასტურებელია. რაც ბავშვს ემატება, ის შენ გაკლდება და
რასაც ბავშვი უახლოვდება, შენ იმას შორდები, თითქოს უხი-ლავი ბორბლის მანებზე ხართ
მიბმული ერთმანეთის გვერდით და ის ბორბალი, თქვენთვის შეუმჩნევლად, ბრუნავს.
ბავშვისთვის რომ თენდება, შენთვის ღამდება.
"ღმერთო, როგორ გავიდა ცხოვრებაო" - გაიფიქრა ფარნაოზმა.
მართლაც დიდი დრო გასულიყო, გასულიყო, რადგან ეს იყო მისი მთავარი თვისე-ბა,
დაუდევრად მიაბიჯებდა თავის გზაზე, მკაცრი და საქმიანი. არც აინტერესებდა, ვის აბიჯებდა,
ან რას აბიჯებდა ფეხს, რა უნდა გაესრისა, რა უნდა გაეცამტვერებინა, რისთვის უნდა
შეეტოვებინა სამუდამოდ შიშველი ტერფების ანაბეჭდი. მთავარია, ადა-მიანი არ
გადაშენებულიყო, რადგან ყოველთვის ჰქონდა დასანგრევი და გასასრესი,რა-საც ადამიანის
ხელი და გონება დაუსრულებლად შეუქმნიდა, თუმცა ეგონებოდა, ჩემ-თვის ვქმნიო, ჩემი
შთამომავლობისთვისო, რომელსაც მისი ნახელავისა და ნააზრევის ნანგრევთა ხილვა
დაარწმუნებდა, სწორედ იქ რომ მისულიყო, სადაც მიესვლებოდა: მამის სახლში.
დრო ისევე მოქმედებდა ადამიანის სულზე, როგორც მთვარე სტიქიაზე. დროის ამგ-ვარი
ზემოქმედების უნარი იმდენად ბუნებრივი და ამიტომაც იმდენად შეუმჩნეველი იყო, ადამიანს
თვალის მიდევნება უჭირდა და მის გარშემო, ანდა მის არსებაში მომხ-დარი ცვლილება, რასაც
უმთავრესად წამიერი გამოფხიზლების ჟამს ამჩნევდა, აუცი-ლებლობად მიაჩნდა, რადგან უკვე
მომხდარიყო, თანაც, უიმისოდ.
ასე იყო ვანშიც, რადგან ვანიც ჩვეულებრივი ქალაქი იყო და იქაც ჩვეულებრივი ხალხი
ცხოვრობდა.
ერთ დღეს, ვანის ყველაზე მიყრუებულ ქუჩაში მკვდარი ბედია იპოვეს. თოკის გორ-გალი ამ ხნის
განმავლობაში ისე გაზრდილიყო, ისე დამძიმებულიყო და ისე დაბლან-დულიყო, ბოლოს და
ბოლოს, სიბერისა და ამოუხსნელი საიდუმლოსგან გაწამებული ბედიაც გამოეგუდა თავის
ჭრელსა და უხეშ მკლავებში. ბედია, მართლაც, ობობის ქსელში გამომხრჩვალი ბუზივით ეგდო.
ობობას მთელი მისი სისხლი გამოეწოვა და აბლაბუდის ნაკუწები შეეტოვებინა ზედ. ბედია
ბავშვებმა იპოვეს. არც მისი ცნობა გასჭირვებიათ, თუმცა თოკის დაბლანდული გორგალიდან
მარტო კინკრიხო და ფეხის ქუსლებიღა მოუჩანდა. ბედიას ქალაქში გიჟის სახელი ჰქონდა
დავარდნილი და ბავშ-ვების საყვარელ გასართობად ქცეულიყო, ჯერ აიეტისა და მერე ოყაჯადოს
მეჯინიბის მსგავსად.
"ბედია მოდის, ბედია, ზღვას მოათრევს თოკითაო" - ყვიროდნენ ღობე-ყორეზე შე-მომდგარი
ბავშვები და ქვების სროლითა და ყიჟინით ეგებებოდნენ ბერიკაცს, თავფე-ხიანად ჩაკარგულს
ერთმანეთზე გადაბმულ, სხვადასხვა ფერისა და ზომის ნაკუწებში. მართლაც უცნაური სანახავი
იყო ბედია, უკანა ფეხებზე შემდგარ ზღარბსა ჰგავდა. ტანი დამრგვალებოდა, გაბურძგნოდა და

უთავბოლოდ, ფენა-ფენა შემოხვეული თოკის ჭრელი რგოლები სიარულისას ისე ერწეოდა,
თითქოს ეს წუთია გველების ბუდიდან ამომძვრალა გველებიანადო.
- ხალხნო, ზღვა გვეპარება, ხალხნო... - მოჰყვიროდა ბედია ქუჩებს, ხმაჩახლეჩილი, ოფლში
გახვითქული, ჭუჭყისა და თოკის ბალნით შეჭმული, ამაზრზენი და სასაცი-ლო.
ბედია ბავშვებმა იპოვეს, თოკის ბოლოებში ხელი ჩაავლეს და შუა ქალაქში გამო-ათრიეს. ბედიას
გვამს ამით არაფერი დაშავებია, ისე სქლად და საიმედოდ იყო გახვე-ული თოკის ხლართებში,
გეგონებოდათ, ტურებს მუმია ამოუგდიათ სარკოფაგიდან, გაუჩეჩიათ, მაგრამ სასურველ
გვამამდე მაინც ვერ ჩაუღწევიათო. თოკებში გახვეული ბედია ქუჩებს მოამტვერებდა და
ბავშვების ყვირილზე გამოსული ხალხი ხველითა და ცემინებით გროვდებოდა მის გარშემო.
ბედიას სიკვდილმა მაინც გული დასწყვიტა ყველას და შუა ქუჩაში, მისი გვამის გარშემო
შეკრებილნი, ერთნაირად, მტკივნეულად გრძნობდნენ, რომ ბედია, თავისი ჭრელი თოკის
გორგალით, შეიძლება უმნიშვნელო, მაგრამ განუყოფელი და აუცილებელი ნაწილი იყო მათი
ქალაქისა, ურომლისოდაც ქალაქიც დაკარგავდა ზედმიწევნით თავისებურ იერს. ისინი
ვეღარასოდეს იხილავდნენ ბედიას, უკანა ფეხებზე შემდგარი ზღარბივით რომ მოჰყვებოდა
ქუჩას და ზღვის გა-პარვით აშინებდა ხალხს, თუმცა მისი ჩახლეჩილი ხმის გაგონება ყველას
ღიმილს ჰგვრიდა და სეირის გუნებაზე აყენებდა. ვანი არც ამით გამოირჩეოდა სხვა ქალაქებისაგან. ყველა ქალაქს ჰყავს თითო გიჟი, რადგან გიჟიც სჭირდება, მით უფრო უწყინა-რი, ქვას თუ
არ ისვრის და გიჩერდება, თავი რომ შეიქციო, გაერთო და გამხიარულდე. აბა, სულ საქმეზე ხომ
არ იფიქრებ, ნაღველს ხომ არ ჩაიქცევ, თვალებს ხომ არ ამო-იღამებ? ათასში ერთხელ გული თუ
არ გადააყოლა კაცმა, შეიძლება თვითონაც გა-გიჟდეს, მაგრამ სანამ გიჟის გამოჩენა უხარია, სანამ
სასაცილოდ ეჩვენება მისი ყოვე-ლი სიტყვა და ყოველნაირი საქციელი, შეუძლია დამშვიდებული
ბრძანდებოდეს.
ვანის გიჟი, რომელსაც მეჯინიბე შეეცვალა, და, ალბათ, თავადაც გამოუჩნდებოდა შემცვლელი,
ახლა შუა ქუჩაში ეგდო. ტურების ნათრევ მუმიასავით, და ყველას ეცო-დებოდა, ყველას ის
მხიარული წუთები ახსენდებოდა, წლების განმავლობაში, მოუ-ლოდნელი საჩუქრებივით რომ
არიგებდა იგი, უპოვარი და გულუხვი. ქალაქი მადლიე-რი იყო ბედიასი, მაგრამ ამ მადლობის
გამოთქმა, გამოხატვა ვერ მოეხერხებინა, ვერ მოება თავი, იმდენნაირი გული და ენა ჰქონდა,
ერიდებოდა, რამე სისულელე არ წა-მოვროშო და მე თვითონ არ გავხდე დასაცინიო. ბედია კი
ერთი იყო, თანაც მკვდარი, ვალმოხდილი და უსარგებლო.
მერე ბედიას ცოლი მოვიდა, ახლა იმან ჩაჰკიდა თოკის ბოლოში ხელი და შინისა-კენ გაათრია.
ბედიას ცოლმა გვამიანად ქოხს გარშემო შემოუარა, მერე კართან შეჩერდა, გვამს მოუბრუნდა და
უთხრა: დაემშვიდობე შენს ქოხსაო. როცა დარწმუნდა, ჩემმა ქმარმა დაამთავრა ქოხთან
გამოთხოვებაო, ისევ თოკს ჩაჰკიდა ხელი და გვამი ზღვისკენ გაათ-რია. ზღვამდე კი უკვე შორს
იყო. გვამი ჯერ ზღვის დანატოვარ რიყეზე მიჯაყჯაყებდა, მერე სილაზე მიჩოჩავდა, მერე
ატალახებულ მიწაზე გასრიალდა, ყლორტებგამოხუნე-ბულ წყალმცენარეებზე ფართო კვალი
გაავლო და, როგორც იქნა, წყალშიც შეცურ-და, მაგრამ არც ეს იყო ზღვა; ეს ჭაობის წყალი იყო,
მკვდარი, ჩახუთული, დამყაყებუ-ლი. ქალი თავჩაღუნული მიდიოდა, სახედარივით, ჯიუტად

მიაბოტებდა წყალში. წყა-ლი ჯერჯერობით კოჭებამდე სწვდებოდა, მაგრამ თანდათან
ღრმავდებოდა; კაბა მუხ-ლებამდე დასველებოდა, დაღლილიყო, ხელისგულები გადახეხვოდა
და უხურდა; გვა-მიც თითქოს უარესად დამძიმებულიყო. წყალი ვერ ერეოდა, ვერ
აეტივტივებინა და მის თავთან შრიალით იპობოდა, მღვრიე და ტალახიანი. ქალი კი მიდიოდა.
ახლა წყალი მუხლებამდე სწვდებოდა, კაბა კი წელამდე სველი ჰქონდა. სიარული უჭირდა,
ბორძიკობდა, სუნთქვა გახშირებოდა; სადღაც, კეფისა და კისრის შესაყართან გაჩენი-ლი ოფლის
წებოვანი ნაკადი ხერხემალს თავქვე დაუყვა და მთელი ტანი აუქავა. ქა-ლი მიდიოდა და
იწყევლებოდა, ბრაზიანად, გულით, ზღვასაც წყევლიდა და გვამსაც, რომელიც, სანახევროდ
წყალში ჩაძირული, თითქოს წყალქვეშა ფესვებს ეჭიდებოდა და უძალიანდებოდა. გვამი წელს
ზევით წყალში იყო ჩაძირული, ფეხები კი ამოეშვი-რა. თოკი დაჭიმულიყო, შლამსა და წუმპეში
ამოლუმპულიყო და ჩამოგრძელებული, ჩამოღვენთილი ტალახი გაზაფხულის მზის სხივებზე
გალხობილი ლოლუებივით ეკი-და. "ჩემთვის არც ცოცხალი იყო და არც მკვდარიო" - ფიქრობდა
ქალი. კაბა უკვე მკერდამდე დასველებოდა და შემოტმასნული ქსოვილი მის გამხდარსა და
სიბერისგან დაუშნოვებულ სხეულს აჩენდა. "არც ცოცხალი და არც მკვდარი"... - ჯიუტად, ბრაზნარევი სინანულით იმეორებდა ქალი. უცებ შეჩერდა და ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა,
გაკვირვებულმა გამოხედა გვამს. ახლა მხოლოდ საკუთარი სუნთქვა ესმოდა. მობოშე-ბულ თოკს
ტყაპანით დასცვივდა ტალახის ლოლუები, გვამს ნემსიყლაპია დააჯდა, ყვავილივით მსუბუქი
და სიფრიფანა. ქალმა სული მოითქვა, მერე შემობრუნდა და ისევ ნაპირისკენ წამოვიდა. გვამმა
წყალში ფართე, აფუტფუტებული წრე შემოხაზა და თოკიც ისევ დაიჭიმა. ქალმა თანდათან ფეხს
აუჩქარა. კი არ მიდიოდა, მირბოდა, გაშმაგებული მიადგაფუნებდა იქაურობას, საკუთარ
მიუხვედრელობას გაეცოფებინა და ცდილობდა მალე მოეთავებინა ტყუილუბრალოდ
გამოვლილი გზა, თითქოს მოწაფე არასწორად დაწერილ ფრაზას შლიდა, სანამ დამცინავი
ამხანაგები და მკაცრი მას-წავლებელიც შეამჩნევდა. ქალი მხოლოდ მაშინ შეჩერდა, როცა მიწაზე
ამოაღწია. გვა-მი ტალახის უზარმაზარ ბელტად ქცეულიყო და ოდნავღა ჰგავდა ადამიანის
სხეულს, როგორც დაწყებული ქანდაკება, მაგრამ ქალს ახლა ამის შემჩნევა არ შეეძლო, ის მთელი
ძალით თოკს ექაჩებოდა და გვამიც ნელა, წვალებით ამოდიოდა მიწაზე, რო-გორც თევზით
გატენილი ბადე. სანახევროდ ამოთრეული გვამი ქალმა მიატოვა და თვითონ ქოხისკენ გაიქცა.
გვამი მარტო დარჩა, გულგრილი და უგრძნობელი. აქა-იქ წყალმცენარის გრძელი, დაკლაკნილი
ყლორტები ასწეპებოდა. იწვა და ვერ კი გრძნობდა, იწვა და ვერ კი ხედავდა, იწვა და არ ესმოდა,
როგორ მოახრიალებდა ნავს მისი მეუღლე. მისთვის ყველაფერი სულერთი იყო, ტალახის
უზარმაზარ ბელტად ქცეულიყო და სულერთი იყო, რას გამოძერწავდა მისგან ღმერთი, ანდა
გამოძერწავდა თუ არა რამეს საერთოდ.
ქალმა ნავი მოათრია, მერე უკან მოექცა და მთელი ძალით მიაწვა. ნავმა სველი, შლამიანი მიწა
ჩახია, ჩაფხრიწა და თავი წყალზე აუტივტივდა, თითქოს უცებ გა-ცოცხლდაო; მიწაზე
დარჩენილი ტანი ღრჭიალით გადაებრიცა, გადაუქანდა. ქალმა ცოტა ხანს კიდევ შეაჩერა ხელი
ნავის კიჩოზე, თითქოს მართლა ცოცხალ არსებას ამშვიდებსო, ტალახში წამოკოტრიალების
ნებას არ აძლევსო, და მერე ისევ გვამს მი-უბრუნდა, როგორც იქნა ხელები შეუცურა და ასწია.
გვამს ბელტა-ბელტა სცვიოდა ტალახი, მსუბუქდებოდა, მაგრამ მაინც ძლივს მიიტანა ნავამდე.
გვამი თავით ჩაეშვა ნავში, გაფშეკილი ფეხები ამოშვერილი დარჩა, მაგრამ ქალს ამისთვის
ყურადღება აღარ მიუქცევია, ნავს მხრით აწვებოდა, წყევლიდა და ევედრებოდა, როგორც გაოჩნე-

ბულ სახედარს; ტალახი სახეზედაც ასწეპებოდა, დაძაბულობისგან მთელი სხეული უთრთოდა,
ფეხები კოჭებამდე სილაში ეფლობოდა და უცურდა. ნავი ძალისძალათი, ბორძიკითა და
ღრჭიალით მიჩოჩავდა. ბოლოს წყალზე ატივტივდა და ქალმაც შვება იგრძნო. ნავის კიდეზე
მუცლით გადაწვა და ფეხებით მიწას უბიძგა. ახლა თვითონაც თავფეხიანად ტალახში იყო
ამოგანგლული. სველი ქვედატანი ისე აითრია, თითქოს ვარცლიდან სარეცხი ამოიღოო; მღვრიე
წყალი წურწურით ჩამოსდიოდა. ნავში იდგა და ნიჩბით აწვებოდა დონდლო ფსკერს. ბევრჯერ
შეუვარდა ნავი ლერწმებში, სანამ ზღვამდე მიაღწევდა. მაინც მიიწევდა წინ, წყალიც თანდათან
ღრმავდებოდა და როცა ნიჩაბი ფსკერს ვეღარ მიაწვდინა, მიხვდა, უკვე ზღვაში გასულიყო. ახლა
ნიჩაბს ჩვეუ-ლებრივად უსვამდა. ერთმანეთს დადევნებული ტალღები ნავს ქვეშ უძვრებოდნენ
და ქალს სუნთქვა უჩერდებოდა. პირველად იჯდა ნავში მარტო. ზღვისა კი ყოველთვის ეშინოდა.
შიში იმ ღამეს დასჩემდა, ქორწინების ღამეს, როცა მთვრალების ხორხოცსა და ღრიანცელში
ბედიამ ნავში ჩასვა და ზღვაზე გაიყვანა, მექორწილეები ჩირაღდნე-ბით იდგნენ ნაპირზე და
სიმღერით მიაცილებდნენ. ქალი ვერაფერს ხედავდა, ის ზურგით იჯდა ნაპირისკენ და
სუნთქვაშეკრული ადი-ჩადიოდა ჰაერში, თითქოს უხი-ლავ საქანელაზე შემოესვათ. მხოლოდ
ნიჩბების ტყლაშუნი ესმოდა და ზღვის უცნაუ-რი ამოხვნეშა. ესაა ჩემი ნამდვილი სახლიო,
ეჩურჩულებოდა მერე ქმარი. ახლა მის ქმარს ფეხები ამოეშვირა ნავიდან და ტალახში
ამოგანგლული თოკის რგოლები ეყარა ზედ, თითქოს ნაწლავები გამოუყრევინებიათო.
"ყოველთვის შენი იყო, ყოველთვის შენ უყვარდი და იმიტომ. მარტო შენ..." - ბუტბუტებდა ქალი.
ის ზღვას ელაპარაკებოდა და ზღვაც ათასში ერთხელ, მოულოდნელად ამოიხვნეშებდა ხოლმე,
როგორც მაშინ, ქორ-წინების ღამეს. ქალი და ზღვა იმ კაცის სიკვდილს დაეახლოებინა, რომელიც
ერთის-თვის ქმარი იყო, მეორისთვის კი საყვარელი. დროს ვნება დაეცხრო და ეჭვიანობის
უნარიც წაერთმია მათთვის და ახლა ბებერი ნათესავებივით მშვიდად, აუღელვებლად
საუბრობდნენ. "ღვინოსაც ვეღარ სვამდა. ერთ ჭიქას თუ დალევდა, მთელი ღამე სიცხიანივით
შფოთავდა. საჭმელიც აღარ უნდოდა, მონატრებით კი მოინატრებდა ხოლმე, გამაკეთებინებდა,
მაგრამ ერთ ლუკმას თუ წაილოღნიდა, ისიც დიდი ამბავი იყო. ბოლოს მთლად გამოსულელდა,
ბავშვივით გამიხდა სადევნელი და აკი ქუჩაში მომიკვდა კიდეც"... - ბუტბუტებდა ქალი, თითქოს
ნათესავთან მართლა ბავშვი მიეყვა-ნა დასატოვებლად და იმის უზნეობაზე ელაპარაკებაო.
აქ უკვე ნამდვილი ზღვა იყო, ღონიერი, ძარღვიანი, უძირო. ნაპირი ძლივსღა ჩანდა, ვიწრო
ხორცისფერი ზოლი გაწოლილიყო ქათქათა ღრუბლის ქვეშ. ქალი აღელდა, დაფაცურდა,
ატორტმანებულ ნავში წამოიმართა და ხმამაღლა დაიძახა, ნახვამდის ჩე-მო კაცოო! - თითქოს
მშველელს უხმობდა, ანდა თითქოს მისი კაცი გაიგებდა. მერე გვამს ნიჩაბი შეუგდო და ტალახის
უზარმაზარმა ბელტმა წყალში მოადინა ტყაპანი. გამსუბუქებული ნავი შექანდა, თავი ისე აიქნია,
სკამის ფიცარს დროულად რომ არ მობღაუჭებოდა, ქალიც ზღვაში აღმოჩნდებოდა. იმ ადგილას,
სადაც გვამი ჩავარდა, ჯერ ქაფისფერი ორმო გაჩნდა, მაგრამ ორმომ მალე შეიკრა პირი და მის
ნაცვლად ყა-ვისფერი, წრიული ლაქა ატივტივდა; მალე ის ლაქაც გაიცრიცა, გალხვა, და განბანილი, გასუფთავებული გვამი ამოცურდა წყლის ზედაპირზე. თოკის ყველა ნაკუწს პირველყოფილი ფერი დაებრუნებინა, ოღონდ უფრო მობოშებულიყო და ნელა, ზანტად,
უსიცოცხლოდ ირხეოდა, როგორც რომელიღაც ზღვის ცხოველის კიდურები.

ქალი გამწარდა, ამას კი აღარ ელოდა, მაშინვე ნიჩაბი მოიმარჯვა და ნავი ატივტი-ვებულ
გვამისკენ გააცურა. გვამი კი მართლა ჰგავდა რომელიღაც უცნაურ ცხოველს, ჭრელსა და
მრავალფეხას, სადღაც, ზღვის ჯურღმულში თავისი სიკვდილით რომ მომ-კვდარიყო და
მხოლოდ მერე ამოცურებულიყო მაღლა, ზედაპირზე, რათა ქვეყნისთვი-საც ეჩვენებინა თავისი
ლამაზი ფერები.
ქალმა გვამს ნიჩაბი მკერდზე დააჭირა და ჩაძირა, მაგრამ გვამი გაბერილი ბუშტი-ვით
გამოუსხლტა ნიჩაბს და ისევ მაღლა ამოტივტივდა. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ქალმა აღარ
იცოდა, რა ექნა, გარშემო წყლის უსასრულო და ერთფეროვანი სივრცე გადაჭიმულიყო მხოლოდ
და ამ სივრცის შუაგულში მისი ნავი და ჭრელ თოკებში გახვეული გვამი ტივტივებდა.
- რა გინდა, შე ოხერო, რა?!. - იყვირა ქალმა.
მერე ნავში ჩაჯდა, სახე გალუმპულ მუხლებში ჩამალა და აქვითინდა. მზეს მისი ზურგი გაეშრო
და გამოეხუნებინა. ის კი ქვითინებდა, მწარედ, გულიანად, ტყეში და-კარგული ბალღივით.
ირგვლივ არაფერი არ იყო, არაფერი, ცარიელი, ფოლადისფერი, ერთფეროვანი სივრცის მეტი.
ნავი და გვამი ერთ წრეში ტრიალებდნენ, ელამუნებოდ-ნენ, ეტმასნებოდნენ და გაურბოდნენ
ერთმანეთს, თითქოს სათამაშოდ, გასართობად გამოსულიყვნენ ზღვაში. მაგრამ ქალს სათამაშოდ
არ ეცალა, მას საქმე ჰქონდა და ამ საქმისთვის როგორმე უნდა მოება თავი, რადაც არ უნდა
დაჯდომოდა, გინდაც გადაჰ-ყოლოდა. "მომეხმარე, ხომ უნდა დავმარხოთ. ცოცხალი თუ
გინდოდა, მკვდარზე რატომ ამბობ უარსო" - ჩაჰღმუვლა ქალმა ზღვას. სიბრაზისგან თვალები
ამღვრეოდა, უმწეო-ბისგან სახე დაპატარავებოდა და გაქვავებოდა. ზღვა გვამს არ იღებდა, უკან
აბრუნებ-და, უარს ამბობდა მის მოვლა-პატრონობაზე. ეს კი ქალისთვის დიდი უსამართლობა
იყო, უსინდისობაც, რადგან, რაც თავი ახსოვდა, ამ გვამის წართმევას უპირებდა იგი, ლამის შინ
უვარდებოდა, ყოველღამე ფეხმოუცვლელად, უსირცხვილოდ იდგა მათი ქოხის კარებთან და
ეძახდა, ეჩურჩულებოდა, ვინ იცის, რას არ პირდებოდა, სანამ ამ გვამს სული ედგა, ღონე ერჩოდა
და თავისუფლად შეეძლო ამდგარიყო ერთი ქალის საწოლიდან, რათა მეორეს წაჰყოლოდა. ახლა
კი უარზე იყო, უსულო გვამი არ სჭირ-დებოდა და იმიტომ, მაგრამ ახლა ქალი გაჯიუტდებოდა,
ახლა ის არ მოიცვლიდა ფეხს, სანამ თავისას არ მიაღწევდა.
ქალი წყალზე გადაიხარა, თოკის ბოლოს მისწვდა, კიჩოზე გამონასკვა და ნავი ნა-პირისკენ
გააცურა. თოკი, რომელიც ნავსა და გვამს აერთებდა, ისევ დაიჭიმა, წყლი-დან ამოსხლტა,
ვერცხლისფერი შხეფები შეიბერტყა და გაბრწყინდა. დიდმა თევზმა აპრეხილი კუდით წყლის
ზედაპირი ათიოდე მეტრზე გადახნა, თითქოს გუთანმა მიწა-ზე კვალი გაიტანაო, და ისევ
წყალში გაუჩინარდა. ქალს თევზი არ დაუნახავს, თავჩა-ღუნული უსვამდა ნიჩაბს. ქალის შიშველ
ფეხებთან ორი მუჭა წყალი აღმა-დაღმა დასრიალებდა, როგორც ბრტყელი, უხერხემლო და
ცივსისხლიანი არსება. ქალი არც ამას აქცევდა ყურადღებას, სხვა საფიქრალი ჰქონდა და ცას
შეშფოთებული ახედავდა ხოლმე, რადგან ყველაფერი დაღამებამდე უნდა მოესწრო. საკუთარი
თვალით უნდა ენახა, როგორ ჩაიძირებოდა გვამი, როგორ დაბინავდებოდა, ახლა უკვე
სამუდამოდ, იმ სახლის კედლებში, რომლისკენაც მთელი სიცოცხლე მიილტვოდა, და, ალბათ,
დიდი ხნის წინათ გადაბარგდებოდა იქ, მიწიერ ცოლს რომ არ გამოეჩინა ასეთი სიჯიუტე,
ერთხელ მაინც რომ დაეთმო, ერთხელ მაინც რომ მობეზრებოდა მისი შეკავება.

როგორც კი ნავის ძირი მიწას გაეხახუნა, ქალი გადახტა და მუხლებამდე წყალში გაიქცა. დიდმა
დრომ გაიარა, სანამ ნამდვილ მიწას მიაღწევდა, შესაფერ ლოდს შეარ-ჩევდა და ნავამდე
მიათრევდა. ისევ ზღვაში რომ გავიდა, მზე უკვე გადახრილიყო, ზღვის ზედაპირი თეთრად
აქოჩრილიყო, ერთიანად აფუთფუთებულიყო, მოკლედ, რო-გორც მისი ქმარი იტყოდა ხოლმე,
ზღვა გაფუჭებულიყო. ნავი განუწყვეტლივ ირწეო-და. ბრტყელსა და გაფუყულ ლოდს
ერთმანეთის გასწვრივ, თვალების მსგავსი, ორი ნავი ნასვრეტი გასჩენოდა. გაქვავებულ მედუზას
ჰგავდა, არა, ქვისგან გამოკვეთილ მე-დუზას, და ქალი გრძნობდა, როგორ იპყრობდა, ალენჩებდა
და ადუნებდა მისი მომნუს-ხველი მზერა. დღემ ისე გაიარა, ხემსი არ ჩასვლია პირში, წყალი არ
დაულევია, მკლავები დაწყვეტაზე ჰქონდა, მხრების ადგილას ტკივილი ჩაბუდებულიყო, ცხელი
და ოფლიანი, და, როგორც კი გაინძრეოდა, მაშინვე გულზე ეძგერებოდა ხოლმე. ერთხელ
ტკივილისგან გონებაც დაჰკარგა, მაგრამ თვითონ არ გაუგია, რადგან ისევ ტკივილმა
გამოაფხიზლა. ერთხელაც არ უფიქრია დაესვენა, ან საერთოდ ჩაექნია ხელი ამ უაზ-რო
ჭაპანწყვეტაზე, რადგან თვითონ უაზრობად არ თვლიდა, პირიქით, დარწმუნებული იყო, ამ
საქმისთვისღა აცოცხლებდნენ ღმერთები. ეს მისი საქმე იყო და მხოლოდ ის მოაბამდა თავს.
რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ზღვისთვის უნდა ჩაებარებინა ქმრის გვამი, გვამი კი არა, მთელი
ავლადიდება, რაც მარადიული მორჩილებით და მოახლე-ობით მოეპოვებინა. იქნებ ახლა მაინც
გამძღარიყო ზღვის გაუმაძღარი გული, დამშვი-დებულიყო და მოეხედა ქვეყნისაკენ, რომელსაც
ერთი უბედური ცოლ-ქმრის გულისთ-ვის შემოსწყრომოდა. ქალს ყოველთვის ეშინოდა ზღვისა
და თუმცა მთელი სიცოცხ-ლე ეჭვიანობდა მასზე, თითქოს ზღვა კი არა, მეზობლის ქვრივი
ყოფილიყო, მაინც არასოდეს დასცდენია გადაბრუნებული სიტყვა. სანამ ახალგაზრდა იყო, მის
ქება-დი-დებაში ათენ-აღამებდა, აქოჩრილ ტალღებს გვირგვინებით ურთავდა და დაჩოქილი
ევედრებოდა, რათა ზღვას მისი ქმრისთვის არაფერი აეტეხა, უვნებლად დაებრუნებინა შინ, ცოტა
ხნით მაინც გამოეშვა, თუმცა ცოლს, თანაც ახალგაზრდას, მეტის მოთხოვნის უფლებაც ჰქონოდა.
მის ქმარს ზღვის სუნი ასდიოდა, მისი ქმრის ტუჩებს ზღვის გემო ჰქონდა, მაგრამ ქალი მაინც
ჩუმდებოდა, მაინც ვერ ბედავდა ქმრის შეჩე-რებას და თვითონვე აღვიძებდა, ზღვაზე გასვლა
რომ არ დაგვიანებოდა იმას. მარტო დარჩენილს კი ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ქმრის
საყვარელს მხევლად დასდგო-მოდა, ფეხებს ბანდა, თმას უვარცხნიდა და სარკესაც უჭერდა,
სანამ ის მოირთვებოდა, რათა მის ქმარს უფრო ლამაზი დახვედროდა. ქალი ამასაც უხმოდ
იტანდა, რადგან ზღვის ეშინოდა, განუწყვეტლივ ეშინოდა, რადგან, მისი ფიქრით, ზღვას არ
უნდა ეპა-ტიებინა მისთვის იმ კაცის ცოლობა, რომელიც თავისთვის სჭირდებოდა. აკი არც აპატია, ქმარი ჯერ გაუგიჟა, მერე კი ქუჩაში ამოხადა სული, უპატრონო ძაღლივით. მაგ-რამ არც
მკვდარი ქმარი ეკუთვნოდა ქალს, ისიც ზღვისთვის უნდა მიერთმია, რათა ზღვას საკუთარი
თვალით ენახა, საბოლოოდ დარწმუნებულიყო, მართლა რომ მომკვ-დარიყო კაცი, მისივე
სიყვარულით გაგიჟებული, დაბმას რომ უპირებდა. ასე ფიქრობ-და ქალი და კბილებით
ჩაფრენოდა თოკს, რომლითაც გვამი გამოება ნავის კიჩოზე. სველი და დაჭიმული თოკი უარესად
განასკულიყო, არ ემორჩილებოდა, პირიდან უსხ-ლტებოდა და ღრძილებს უსისხლიანებდა.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
  • Parts
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Total number of words is 3713
    Total number of unique words is 2149
    29.1 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2104
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Total number of words is 3786
    Total number of unique words is 2050
    32.9 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 2036
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Total number of words is 3729
    Total number of unique words is 2068
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    52.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Total number of words is 3798
    Total number of unique words is 2041
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.7 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Total number of words is 3774
    Total number of unique words is 2100
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Total number of words is 3823
    Total number of unique words is 2083
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2026
    33.7 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Total number of words is 3773
    Total number of unique words is 1978
    31.9 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 2031
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2106
    31.0 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Total number of words is 3704
    Total number of unique words is 2027
    30.8 of words are in the 2000 most common words
    45.1 of words are in the 5000 most common words
    51.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 2083
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Total number of words is 3829
    Total number of unique words is 2058
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 1976
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2062
    30.1 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Total number of words is 3775
    Total number of unique words is 1967
    34.5 of words are in the 2000 most common words
    49.1 of words are in the 5000 most common words
    56.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Total number of words is 3868
    Total number of unique words is 1886
    35.4 of words are in the 2000 most common words
    49.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2046
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Total number of words is 3709
    Total number of unique words is 1983
    33.1 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Total number of words is 3866
    Total number of unique words is 2020
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.4 of words are in the 5000 most common words
    54.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2020
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    54.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 2058
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2111
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2042
    30.5 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Total number of words is 3904
    Total number of unique words is 2006
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 1988
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Total number of words is 3889
    Total number of unique words is 1960
    31.7 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Total number of words is 3751
    Total number of unique words is 2127
    27.9 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Total number of words is 3814
    Total number of unique words is 2046
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Total number of words is 3808
    Total number of unique words is 2002
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2068
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.4 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 2023
    31.8 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2094
    29.3 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Total number of words is 3725
    Total number of unique words is 2171
    27.3 of words are in the 2000 most common words
    38.2 of words are in the 5000 most common words
    44.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Total number of words is 3887
    Total number of unique words is 2056
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Total number of words is 1188
    Total number of unique words is 820
    38.4 of words are in the 2000 most common words
    50.8 of words are in the 5000 most common words
    57.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.