Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11

Total number of words is 3780
Total number of unique words is 2031
31.2 of words are in the 2000 most common words
44.1 of words are in the 5000 most common words
50.8 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
სახე უხურდა და ცდილობდა ვინმეს მოჰფარებოდა, თითქოს თუ ფლატეზე გადმომდგარი
ბავშვები შეამჩნევდნენ, მაშინვე იცნობდნენ და ახლა იმაზე აყვირდებოდნენ, ეგ არ არის მეფის
შვილი, ეგეც ჩვენთან ერთად აქ უნდა იდგეს ფლატეზეო. ამ შიშმა, ტყუილის გამომჟღავნების
შიშმა მიიყვანა იგი აიეტთან, მუხლებაკანკალებული, და ქარისას ხელი ათხოვნინა. უფრო
მიუახლოვდა, მიეტმასნა იმას, რისიც ეშინოდა, რასაც გაურბოდა, რადგან ეგონა, ასე უფრო
შეუმჩნეველი დარჩებოდა ისიცა და მისი ტყუილიც, გარშემო რომ შემოხვეოდა, როგორც

ჩაძინებული გველი კურდღელს, რომელსაც გამოღვიძებისთანავე გადასანსლავდა. კურდღელი
კი დაუცდიდა, ვერსად წავიდოდა, რადგან უკვე მოენუსხა გველს.
მერე შვილები გაჩნდნენ და დამალული ტყუილი უარესად გაიზარდა, გაოთხმაგდა, რადგან მისი
ვაჟიშვილებიც სინამდვილეში იმ ტყუილის ნაყოფნი იყვნენ. ფრიქსემ მაშინ იგრძნო, რამხელა
ცოდვა ჩაედინა: ახლა მის ოთხ ნაშიერს უნდა ეტყუებინა თავი მთელი სიცოცხლის მანძილზე.
უფრო მეტიც, ვერასოდეს ვერ უნდა გაეგოთ, სამადლოდ რომ ჭამდნენ პურს, უცხოები რომ
იყვნენ, შემოპარულნი, კედლებჩამომპალ ქოხიდან გამოგვილნი ბედისწერის ცოცხით.
ფრიქსეს აღარ შეეძლო ასე ცხოვრება. ანდა რისი მაქნისი იყო, რას აკეთებდა, არაფერს არ
აკეთებდა და არც არავის აინტერესებდა იგი. თვითონ კი არა, მისი ბუდე და სამარე
აინტერესებდა ყველას, მისი ბუდე და სამარე. აკი ასეც უთხრეს, შენგან არაფერი არ გვინდა,
ბუდისა და სამარის მეტიო. ბუდე უკვე შექმნა, კი არ შექმნა, შავფრჩხილებიანმა ხელმა გუგულის
კვერცხივით ჩადო სხვის ბუდეში, რათა გამოჩეკისთანავე სამარეზე ეფიქრა, რომელსაც როდისმე
პატრონიც გამოუჩნდებოდა და ნარ-ეკალს მოჰგლეჯდა. არა, ის ნარ-ეკალი ჯერ სულზე ჰქონდა
მოდებული ფრიქსეს და თვითონვე უნდა მოეგლიჯა. ანდა როდემდე უნდა ყოფილიყო ასე
ცოცხლად დამარხული? რისი გულისთვის? მაგრამ... მაგრამ არც ისე ადვილი იყო
ოცდახუთწლიანი დუმილის დარღვევა, ოცდახუთწლიანი მორჩილების დავიწყება,
ოცდახუთწლიანი ვალიდან ამოსვლა. მაინც გადაწყვიტა შური ეძია სინამდვილეზე, ამდენი ხანი
ცხვარივით თავჩაღუნულს რომ აბალახებდა სხვის საძოვარზე, ამდენი ხანი ტყუილს რომ
ალაპარაკებდა და დუქნის ბიჭივით ათვალთმაქცებდა. როგორმე შვილებისთვისაც უნდა
შეეზიზღებინა სინამდვილე, როგორმე უკანვე უნდა გამოესყიდა თავიცა და ისინიც და მათთან
ერთად დაბრუნებულიყო "ზღაპრულ ქვეყანაში", გოგრის თესლის სუნით რომ ყარდა, ობი რომ
მოსდებოდა, სიძულვილის შხამით რომ გაჟღენთილიყო, მაგრამ მართლა მათი იყო, მათი
საკუთრება. ამიტომ თხრიდა სამი თვე მიწას მთებიდან ქალაქამდე, ამიტომ გამოიყვანა წყარო,
რადგან სხვა არაფერი გააჩნდა თავისა და შვილების გამოსასყიდი. ბედნიერი იდგა თხრილში,
რადგან შვილები გვერდით ჰყავდა, მათი ქშენა ესმოდა და დარწმუნებული იყო, არასოდეს არ
მიატოვებდნენ ისინი. მაგრამ არ დასცალდა, უფრო ადრე მოკვდა, ვიდრე ფიქრობდა, თუმცა
სიკვდილზე სრულებითაც არ ფიქრობდა მაშინ, სიკვდილი ბოლო მუხლი იყო პირობისა და ამ
მუხლის შესრულებას არ აპირებდა, სწორედ ამ მუხლის წინააღმდეგ აჯანყებულიყო ოცდახუთი
წლის მერე მთელი მისი არსება, მაგრამ, ეტყობა, დაუგვიანდა ამბოხი, ანდა უბრალოდ არ ეწერა,
უპირო კაცის სახელით წასვლა ამ ქვეყნიდან. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც თავიდან
გაურიგდნენ ერთმანეთს ისა და ვიღაცა, რომელსაც აქ, ამ შორეულ ქვეყანაში მხოლოდ და
მხოლოდ მისი "ბუდე და სამარე" სჭირდებოდა. უნებლიეთ ფრიქსემ პირობა პირნათლად
შეასრულა, მაგრამ მაინც ბედნიერი მოკვდა, რადგან, სიკვდილის წინ გაიფიქრა, რომ მის "ბუდესამარეში" აღებული ფულით ჰელეს კარგა ხანს არ მოაკლდებოდა დედის ხელით დამზადებული
შეჭამანდი.
აი, ასეთი მწარე იყო სიმართლე, რომლის გემოც ოცდახუთი წლის მერე გაუჩნდა აიეტს პირში.
მედეა რომ შემოვიდა, აიეტი ტახტზე იჯდა და ფრიქსეზე ფიქრობდა. ის უკვე მიხვედრილიყო,
ფრიქსე მტრის ბანაკიდან დაძრული პირველი ტალღა რომ იყო, ნაპირის მოსასინჯი,
აბრეშუმივით ნაზი და უხმაურო, ასევე უხმაუროდ რომ ჩაიწრიტა სილაში და თეთრი, ტყემლის

ყვავილივით თეთრი ქაფი შეატოვა ნაპირს. ტალღის ქაფის სუნი ჰქონდა ფრიქსეს თმასაც და ესეც
ახლა, ოცდახუთი წლის მერე გაახსენდა აიეტს. აიეტს ბავშვობიდანვე უყვარდა ეს სუნი, ზღვის
პირას პირქვე დაწვებოდა ხოლმე, ცხვირ-პირს სველ სილაში ჩაჰყოფდა, ნაპირზე ამოვარდნილ
ტალღას ზედ რომ გადაევლო და როცა ტალღა გადაივლიდა, აიეტს ესმოდა, როგორ შიშინებდა
მის შიშველ ზურგზე დარჩენილი ქაფი. ზღვა იზიდავდა, ისრუტავდა აიეტის გარუჯულ სხეულს,
ქვიშას ჩხრიალით აცლიდა, მაგრამ აიეტი მაინც ახერხებდა თავის შემაგრებას ამოძრავებულ
ქვიშაზე. ასე ეთამაშებოდა იგი ზღვას, რომელსაც მისი წაყვანა უნდოდა, მაგრამ ბიჭის ძარღვიანი
და მოქნილი სხეული ყოველთვის პირში ჩალაგამოვლებულს სტოვებდა ამოდენა სტიქიას. ეს
პატარა ბიჭი უკვე ისე კარგად იცნობდა ზღვას, სილაში ცხვირჩაყოფილს, მარტო ხმით შეეძლო
გამოეცნო ტალღის სიძლიერე, შეეძლო გამოეცნო, სად დაეჯახებოდა უკან დაბრუნებული წყალი
და ამიტომაც ყოველთვის ისე დროულად და მოხერხებულად გაარიდებდა ხოლმე სხეულს,
გაწბილებულ ტალღას ქვიშისა და ხმელი ნაფოტების მეტი ვერაფერი მიჰქონდა. აიეტმა
ბავშვობიდანვე იცოდა ისიც, რომ ტალღას ტალღა უნდა მოჰყოლოდა; ისიც იცოდა, მომდევნო
ტალღა წინამორბედზე ძლიერი იქნებოდა. ტალღები კი ისევ და ისევ ფრიქსეზე ფიქრმა გაახსენა.
ფრიქსე პირველი ტალღა იყო, მისი ვაჟები კი - მეორე, მეორეს მესამე მოჰყვა მოღიმარი
უცხოელის სახით, ხოლო მესამეს, რა თქმა უნდა, მეოთხეც უნდა მოჰყოლოდა, რადგან ასე
მოითხოვდა ბუნებისგან დადგენილი წესი და რიგი. სწორედ ამ მეოთხე ტალღის ამოცნობას
ცდილობდა ახლა აიეტი, მეოთხე უფრო ძლიერი უნდა ყოფილიყო, უფრო თამამიცა და
ხმაურიანიც. აიეტი ისე აწრიალდა, თითქოს უზარმაზარი, ყალყზე შემდგარი, თავზე მღვრიე
ქაფმობმული ტალღა მართლა ეპარებოდა სილაში პირქვე ჩამხობილ ბიჭს.
მედეას ხელში ბლის კუნწულა ეჭირა. აიეტმა გაიფიქრა: რა დაემართათ ჩემს გოგოებს,
მოსაკითხით რომ მოდიანო.
- ბალი მიირთვი, მამაჩემო, - შეჰღიმილა მედეამ.
- ბალი რომ მივირთვა, მერე რა უნდა მითხრა? - ჰკითხა აიეტმა და მართლაც მოუნდა ბალი,
რადგან პირში ცუდი გემო ჰქონდა.
"კუნწულა მომეწონა და შენთვის მოვტეხეო", - უთხრა მედეამ. აიეტმა კუნწულას მარცვალი
შეაწყვიტა და პირში ჩაიდო, თან გამომცდელად შესცქეროდა მოღიმარ ქალიშვილს, ეს მარტო ამ
საქმისთვის არ იქნება მოსულიო.
მედეამ გაუძლო მამის დაჟინებულ მზერას და სანამ აიეტს ჩაეძინებოდა, გულუბრყვილო
ღიმილი არ მოშორებია სახიდან. აიეტს კი ისე ჩაეძინა, კურკის გამოღებაც ვერ მოასწრო.
"როგორ დაბერდა მამაჩემიო", - გაიფიქრა მედეამ და გული ჩაწყდა.
აიეტს კი ეძინა, მედეას დამზადებულ წამალს ყინწი მოეწყვიტა მისთვის და ჭაღარა, გაჩეჩილი
თავი მკერდზე ჩამოვარდნოდა. მძინარე უფრო დიდი და შემზარავი ჩანდა.
მედეამ განჯინის გასაღები მაშინვე იპოვა, რადგან იცოდა, აიეტს კეფაზე ჰქონდა თმაში ჩაწნული.
ახლა ტახტი უნდა გამოეჩოჩებინა, რადგან ტახტი ზუსტად იმ ფარდაგჩამოფარებულ განჯინაზე
მიედგათ, რომელშიც ვერძის ტყავი ეკიდა. მედეა ტახტს მიაწვა, მაგრამ ძვრა ვერ უყო.

"მომეხმარეო" - გამწარებულმა გასძახა უცხოელს, მარმარილოს სვეტს რომ ამოჰფარებოდა.
უცხოელმა მოირბინა და ამ სიმძიმე, ლომისფეხებიანი ტახტი, არანაკლებ მძიმე მეფიანად
ადვილად გააჩოჩა, რადგან "ამირანის მალამოს" უკვე გაეჟღინთა მისი სხეული. ტახტს რომ
მიაჩოჩებდა, აიეტი თავს ისე აკანტურებდა, თითქოს ცხენზე ჩამოსძინებიაო. აიეტს ეძინა, მაგრამ
ყველაფერი ესმოდა და ხედავდა კიდეც, რადგან ეს ხელოვნური ძილი იყო და მისი გონება
მთლიანად მაინც ვერ გამოეთიშა. აიეტმა ისიც იგრძნო, როგორ მოუხილა შვილმა თავი, თითქოს
მკბენარი დასევიაო; ისიც იგრძნო, როგორ გამოაჩოჩეს ტახტიანად შუა დარბაზში, როგორ
გახსნეს საიდუმლო განჯინის კარი და რა ფაციფუცით გაახვიეს ფარდაგში ვერძის ტყავი,
უკანასკნელად რომ გაიელვა და გააჩახჩახა აიეტის დარბაზი. "ჩქარა, ჩქარაო", - წარამარა იძახოდა
უცხოელი და აიეტს უნდოდა ეთქვა: აი, შე ქალაჩუნა, შენა, ხმალი კი არა, თითისტარი უნდა
გეჭიროს ხელშიო; მაგრამ არც ხმა ემორჩილებოდა და არც ხელ-ფეხი. ამქვეყნისა აღარ იყო. ერთი
აიმედებდა მხოლოდ, რაკი ქალის კაბაში ხედავდა უცხოელს, ფიქრობდა, იქნებ მართლა
მესიზმრება ყველაფერი, აბა, ვაჟკაცს კაბა რამ ჩააცვაო.
როგორც კი ძილის წამალმა ძალა დაჰკარგა, "მედეაო!" - იბღავლა საზარლად და ტახტიდან
წამოვარდა, მაგრამ მედეა უკვე შორს იყო. გვიანღა იყო თავში ცემა და თვალების ბრიალი,
შეცდომა დიდი ხნის წინათ ჩაედინა, ახლა იმ შეცდომის მოწეული ნაყოფი მოწყვიტა მხოლოდ,
მწარე და ლორწოვანი. მისი ნდობა და გულკეთილობა უცხო თესლის ნაშიერებმა, მისი პურით
გამოკვებილებმა და გაზრდილმა შვილიშვილებმა ბოროტად გადაუხადეს. მოხდა ის, რაც უნდა
მომხდარიყო, როგორც კი საშუალება მიეცათ, მაშინვე თავიანთი თანამემამულის მხარე
დაიჭირეს, თუმცა ის თანამემამულე იქამდე თვალითაც არ ჰყავდათ ნანახი. მისმა სიუცხოვემ
მოხიბლათ და სისხლმა უგრძნოთ, თვითონაც შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ისეთები, სხვანაირად
რომ წარმართულიყო მათი ბედი. ამ უცნაურმა აღმოჩენამ ერთ წამში დაავიწყათ ფრიქსეს ვაჟებს
ის ზრუნვა და ამაგი, რამაც ხელი შეუშალათ გამხდარიყვნენ "ისეთები" და დაუფიქრებლად
ჩადგნენ ავაზაკთა სამსახურში, თითქოს მხოლოდ ამით დაამტკიცებდნენ თავიანთ ბერძნულ
წარმოშობას.
ხიზანის ბუნებაც ხომ ასეთია. რა თქმა უნდა, მადლობელია, პური რომ გაუყავი, ჭერქვეშ რომ
შეიფარე, ცეცხლთან ადგილი რომ გამოუნახე, მაგრამ, ამავე დროს გული შურით ევსება, რადგან
მას არც საკუთარი პური, არც საკუთარი ჭერი და არც საკუთარი ცეცხლი გააჩნია. მართალია, შენ
(მისი შემფარებელი) ამაში სრულებითაც არა ხარ დამნაშავე, მაგრამ მისი ფარული სიძულვილი
უმთავრესად შენსკენაა მომართული, რადგან შენ გაქვს ის, რაც შეიძლება მასაც ჰქონოდა და
თუკი ასეა, მაშინ ბუნებრივად იბადება მის აფორიაქებულ გონებაში ამგვარი კითხვაც: რატომ
გაქვს შენ და არა მას? ისიც აღიზიანებს, ვალდებული რომაა მადლიერი იყოს შენი. მადლიერების
ეს გრძნობა დამაკნინებელია, ის თავისთავად, ყოველგვარი განზრახვის გარეშე, მაღლა სწევს,
უფრო გამოსაჩენს ხდის შენს უპირატესობას. რაც უფრო ხელგაშლილი და ლმობიერი ხარ
ხიზანის მიმართ, მით უფრო სისხლჭარბი და დაუოკებელია მისი ღვარძლი. შენი
ხელგაშლილობა თრგუნავს მას და უფრო ზრდის იმ ვალის სიდიდესა და სიმძიმეს, რომლის
განაღდებასაც შენ არ ელოდები, მაგრამ "ვალი" თავის თავში ანაზღაურების აუცილებლობასაც
გულისხმობს. ამგვარი "ვალი" კი უმთავრესად ისე ნაზღაურდება, როგორც ფრიქსეს ვაჟებმა
აანაზღაურეს: ბოროტებით, ღალატითა და სისხლით, რათა თქვენ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენ,

კეთილსა და შემბრალებელს, დაგიმტკიცონ, რომ ისინიც რაღაცას წარმოადგენენ, მთლად
სამოწყალოდ არ გახდომიათ საქმე. პირიქით, ისე გაგიხდიან საქმეს, თავად დაგჭირდეს
მოწყალების თხოვნა; და თუ მართლა ასე მოხდა, მაშინ თვითონ იციან, მაშინ გაჩვენებენ, როგორ
უნდა მოწყალების გაღება. მათ უკვე უსწავლიათ შენგან და საკუთარ კისერზედაც გამოუცდიათ,
თუ რა ბოროტების მოტანა შეუძლია უთავბოლო, უანგარიშო სიკეთესა და ხელგაშლილობას.
ისინი ხომ ზურგს უკან ყოველთვის დაგცინოდნენ, როცა პურს თანაბრად ჭრიდი მათთვისაც და
საკუთარი შვილებისთვისაც; როცა შვილებს მეტი სიმკაცრით სჯიდი, თუკი უნებურად რამეს
აწყენინებდნენ უცხო თესლის ნაშიერებს, მარადიულ ლტოლვილებს და ამით, რა თქმა უნდა,
სიკეთის ნაცვლად ბოროტებას სჩადიოდი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ოჯახში შემოშვებული უცხო
კაცი, ვინც არ უნდა იყოს იგი, შენს მზეს მაინც არასოდეს დაიფიცავს, რადგან შენს მზეს თავისი
გოგრის თესლი ურჩევნია და ვიდრე შენთან მოვიდოდა, თავისი მზე ჰქონდა და ახლა ის მზე,
რომელიც სადღაც ისევ არსებობს, სიშორისა და მიუღწევლობის გამო, ასმაგად საყვარელი და
სანატრელი გახდომია. შენი მზე იმ მზეს ვერასოდეს ვერ შეცვლის. გახსენებით კი გაახსენებს და
უარესად დაასევდიანებს, გააბოროტებს. ის შენს მზეს უყურებს და თავისი მზე უდგას თვალწინ,
შენს პურს ჭამს და თავისი პური ენატრება, შენს წყალს სვამს და თავისი წყაროს ჩუხჩუხი ესმის,
რადგან ასეთია ადამიანის ბუნება, ადამიანისა არა, ხიზნისა. მეორეც ერთი... მეორეც ერთი, შენმა
გაუთავებელმა ქადაგებამ კაცთმოყვარეობაზე, შენს საკუთარ შვილებს, რომლებიც იძულებულნი
იყვნენ ესმინათ ეს ქადაგება, მრავალი არასწორი წარმოდგენა შეუქმნათ არა მარტო
კაცთმოყვარეობაზე, არამედ საერთოდ ცხოვრებაზე. მათაც დაიჯერეს, რომ ყველგან, სადაც არ
უნდა მოხვედრილიყვნენ ისინი, ისევე ხელგაშლილად და სიხარულით, ისევე უანგაროდ და
დაუეჭვებლად მიიღებდნენ, როგორც შენ ფრიქსე მიიღე. ეს რომ ასე არ იყო, ყველაზე მწარედ
ისევ შენმა ნაშიერმა იწვნია, შენმა უმცროსმა ქალიშვილმა. თუმცა თხუთმეტი წლის არც ერთ
გოგოს არ შეუძლია თავიდანვე ეჭვის თვალით შეხედოს გრძნობას, რომლის განსაცდელადაც
გაჩენილა და რომელსაც მთელი სიცოცხლე უნდა ემსახუროს, როგორც მეომარი დროშას. მედეა
ასეც მოიქცა და ახლა მთელი სიცოცხლის მანძილზე, სიყვარულის სარეცელზე ცხედარივით
გაშოტილს, პირმოკუმულს უნდა ეყვირა: იმიტომ, რომ მიყვარდა, მიყვარდა და მიყვარდაო.
პირმოკუმულს, რადგან ხმამაღლა ვერც გაბედავდა ეთქვა თავისი ერთადერთი და მარადიული
ღვთაების, ყველაფრის ამშენებლისა და ყველაფრის დამაქცევარის სახელი.
ახლა აიეტმაც იცოდა, შეცდომა რომ ჩაედინა, რადგან სწორედ ფრიქსეს ნაშიერებს
გადაებირებინათ მის წინააღმდეგ დედაცა და დეიდაც, მისი ღვიძლი ქალიშვილები, და
გუშინდელი ბიჭივით გაეცურებინათ კაცი, რომელიც საზარელი ხმითა და ღონით ომის ღმერთს
ედრებოდა. მაგრამ აიეტის არსება მაინც წინააღმდეგი იყო, მიეღო ეს შეცდომა, შეცდომა
დაერქმია იმისთვის, რასაც ადამიანის მოვალეობად თვლიდა, სიკეთედ აღქმული ბოროტებად
დაენახა. არა, აიეტს არ უნდოდა ასეთი ცოდნა, მაინც ვერაფერს ვერ ისწავლიდა მისგან, რადგან
ახლაც, მოტყუებულსა და გაწბილებულს, ვინმე უპოვარი და უსახლკარო რომ მოსდგომოდა
კარზე, დაუფიქრებლად მიიღებდა და სანამ რამეს გამოჰკითხავდა, ჯერ დააპურებდა. ასეთი იყო
მისი ბუნება და ვეღარაფერი ვეღარ შეუცვლიდა, ანდა რაღა დროს გადასხვაფერება იყო ამ
სიბერეში. ამიტომაც დადიოდა სასახლის ეზოში ხელებგაშლილი, გაკვირვებული და
სულელურად მოღიმარი. ვერ იჯერებდა, არ უნდოდა დაჯერება. რაც წამლით ჩაძინებულს
ცხადად ენახა, გამოღვიძებულს სიზმრად ეჩვენებოდა.

მედეა კი უკვე შორს იყო. მის საწოლზე შეჭრილი კულული იპოვეს მხოლოდ. ალბათ დედისთვის
დაეტოვებინა უკვალოდ გამქრალი სიქალწულის მოსაგონებლად.
მთელი ქალაქი ფეხზე დადგა. ნავსადგურიდან ზედიზედ გადიოდნენ მეომრებით გაძეძგილი
ხომალდები, ხოლო მეწინავე ხომალდის ქიმზე აიეტის ვაჟიშვილი, აფრასიონი იდგა; ის ამავე
ხომალდით მობრუნდებოდა უკან, უფრო სწორედ ამ ხომალდით მოიტანდნენ მის გვამსაც, სხვა
გემებთან ერთად. ეს აფრასიონმა უკვე იცოდა, იცოდა და მაინც მიდიოდა, რადგან ასე სურდა
ბედისწერას.
აიეტს კი ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ მისი სწრაფი ხომალდები ნამდვილად დაეწეოდნენ
ავაზაკებს და უკვე იმაზე ფიქრობდა, ვინ როგორ დაესაჯა. თუმცა გულის სიღრმეში რომ
იხედებოდა, აღარავინ აინტერესებდა მედეას გარდა. მედეას გვერდით ყველანი პატარები და
უფერულები ჩანდნენ. ასე თუ ისე, ყველას რაღაც გამართლება ჰქონდა, მედეას კი არა, მედეას
უმიზეზოდ ეღალატნა მამისთვის და ყველაზე მეტად ეს აკვირვებდა აიეტს. იმდენად
მოულოდნელი იყო მისთვის მედეას ღალატი, არც კი ცდილობდა რაიმე ახსნა-განმარტება
მოეძებნა ამ ღალატისთვის. აიეტს სისხლი სტკიოდა და ამიტომაც იყო, სასახლის ეზოში
აწყვეტილი გრიგალივით რომ დაძრწოდა და ბღაოდა: მედეა, მედეა მომიყვანეთო!
ქარისა, რომელიც ყველაზე მეტად გრძნობდა თავს დამნაშავედ, აღარავის ახსოვდა, არც არავინ
ადანაშაულებდა და როცა თვითონაც დარწმუნდა, ძაღლადაც არავინ მაგდებსო, იგრძნო, როგორ
ეზიზღებოდა ყველანი, ვის წინაშეც აქამდე თვალთმაქცობდა, ეშინოდა, ქმარ-შვილის განდგომა
არ შემატყონ, თავი არ მომეჭრასო. ის კი თურმე არავის აინტერესებდა, არავის, არავის. "მედეა" ბღაოდა მამამისი. "მედეაო" - ჩურჩულებდა სასახლის ყველა კუთხე-კუნჭული. მას კი
დანაშაულის ჩადენაც არ შეეძლო თურმე, რადგან არაფერი არ იყო, ყვავილის მისამაგრებელი
ადგილი და მეტი არაფერი, მოძრავი და მოლაპარაკე თოჯინა, ბავშვების სათამაშო, გასართობი.
არა, თოჯინაც არ იყო, უბრალოდ არ არსებობდა, მხრებაწურული, საჭმელშეზიზღებულ
ბავშვივით ამრეზილი, სანთელივით ერთ ღამეში გალეული და ჩამოღვენთილი, ამაოდ
დაბორიალობდა სასახლის ტალანებში და მტკივნეულად, მარილდაყრილ იარასავით გრძნობდა,
როგორი შეუმჩნეველი გამხდარიყო. დაწიოკებული, აღმა-დაღმა უთავბოლოდ მორბენალი
მსახურები ზედ აწყდებოდნენ, ხელსა კრავდნენ, გზიდან იშორებდნენ. ან ისინი დაებრმავებინა
უბედურებას, ანდა მართლა ვერავინ ვეღარ ამჩნევდა ქარისას, ვერავინ ვეღარ ცნობდა. ან ვის რად
უნდოდა ქალი, რომლის ქმრობასაც სიკვდილი არჩიეს, ხოლო შვილებმა მეძავივით მოატყუეს:
დასატყუარი დატყუეს და ფაცხაფუცხით გაიძურწნენ მისი სენაკიდან. "იქნებ მართლა აღარა
ვარო", - ფიქრობდა ქარისა, მაგრამ გრძნობდა, გრძნობდა კი არა, ეშინოდა, ცოცხალი რომ იყო,
რადგან მთელი მისი არსება განურჩეველ, განუსაზღვრელ, გაუნელებელ სიძულვილს გაეჟღინთა;
ასე მძაფრად არასოდეს უგრძვნია სიცოცხლე, რადგან აღარ უნდოდა იგი, ყელში ამოსვლოდა,
სუნი აეშვა, ამაზრზენი სუნი მძორისა, სიდამპლისა, სიბეჩავისა. ყველა და ყველაფერი
ეზიზღებოდა, არა, ყველაზე ძალიან მაინც მედეა ეზიზღებოდა ახლა, რადგან მედეამ აჯობა,
რადგან მედეა აღმოჩნდა ის, რასაც თვითონ მთელი სიცოცხლე თამაშობდა, რაზედაც
ოცნებობდა, მაგრამ ვერ ახერხებდა, რადგან არაფრის დათმობა არ შეეძლო და რაც თვითონ არ
შეეძლო, სხვებისგან მოითხოვდა. ამიტომაც გაეპარნენ ყველანი. მედეა კი მოიტაცეს. კი არ
გაეპარნენ, თან წაიყვანეს. მერე ვინ? ნამდვილმა მამაკაცმა, რომელსაც თვალებში ნადირის შუქი

უდგას და ფრიქსესავით უკან არ რჩება ფეხები, რადგან იცის, რა უნდა, რატომ უნდა, როდემდე
უნდა. ქარისას ხომ ნამდვილი მამაკაციც არ განუცდია, არ ღირსებია, რადგან სულსწრაფი იყო და
სულელი. განა საკუთარმა სისუელელემ არ შეუწვინა ლოგინში მედუზა, თევზი, გომბეშო.
საკუთარმა სისულელემ, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარმა სისულელემ. მაგრამ გომბეშომაც რომ
იუკადრისა მისი სარეცელი, გომბეშოც რომ გადაუხტა ლოგინიდან?! "ოოოხ, ქვა ქვაზე ნუ
ყოფილა, წყალს წაუღია ყველაფერიო", - იწყევლებოდა ქარისა და სადღაც, მისი სულის
წყვდიადიდან დაძრული სიცივე ძვალ-რბილში უჯდებოდა, აცახცახებდა, ალურჯებდა, თითქოს
მოტაცებულ დას მისი საბანიც დაეთრია და მთელი ქვეყნის თვალწინ გაეშიშვლებინა
მიტოვებული, დამცირებული და დამარცხებული ქარისა.
ორი კვირის თავზე ჰორიზონტზე ხომალდი გამოჩნდა. ისე ნელა მოდიოდა, თითქოს ეზარებოდა
და ვიღაცის უჩინარი ხელი ძალით მოათრევდა.
ქალაქი გაისუსა. ყველანი ცქერად იქცნენ. ქონგურზე გასული აიეტიც ზღვას გასცქეროდა, ზღვას
კი არა, იმ ერთადერთ შავ წერტილს, თანდათან საავდრო ღრუბელივით რომ იზრდებოდა და
ქალაქისაკენ მოიზლაზნებოდა. დაძაბულობისაგან ქვედა ტუჩი კბილებში მოექცია, ფართო,
ნაფოტა კბილები სისხლისგან დასწითლებოდა. ხომალდი კი ნელა, ძალისძალათი
უახლოვდებოდა ნაპირს.
"აფრასიონის ხომალდიაო" - იცნო ვიღაცამ და აიეტს სუნთქვა შეუგუბდა. მალე ანძაზე
აცოცებული კაციც გაარჩიეს. კაცი უშნოდ იკლაკნებოდა, თითქოს ანძის წვერზე კუდით
ურჩხული მიუბამთო, ხელებს თავში იცემდა და რაღაცას ყვიროდა. ბოლოს ხმამაც მოაღწია:
იგლოვეთ, ვანელებო, იგლოვეთო, - ყვიროდა ანძის წვერზე გასული კაცი.
ხომალდი მდევართა გვამებით იყო დატვირთული. გვამები ერთმანეთზე ეყარა და სისხლისაგან
ჩამოშავებულ ხომალდის კიდეზე ზოგს გაშეშებული, ამაზრზენად დაკრუნჩხული ხელი
გადმოეგდო, ზოგს - ფეხი და ზოგს კბილებდაკრეჭილი, თვალებგაშტერებული თავი. ნაპირზე
პირველად აფრასიონის გვამი გადმოიტანეს. მერე კი იხუვლა ხალხმა და ხომალდზე ავარდა,
გეგონებოდათ, ქათმები ნაგავში ფეტვის მარცვალს დაეძებენო. ისინი კი თავიანთ მკვდრებს
დაეძებდნენ და ისეთი სახეები ედოთ, თითქოს თუ ვერ იპოვიდნენ, წუხილისაგან გულები
დაუსკდებოდათ.
აფრასიონს ფერდში ჰქონდა ჭრილობა, უშნო და ამაზრზენი, თითქოს გომბეშოსთვის პირი
ძალით გაუღებინებიათო. ჭრილობას სისხლი შეხმობოდა. აიეტმა შვილის გვამთან ჩაიმუხლა და
დიდხანს უყურა გაცრეცილ სახეში, თითქოს გვამს რამის თქმა შეეძლო. აფრასიონს რაღაცნაირი,
თავზარდამცემი უზრუნველობით დამშვიდებოდა სახე და ასეთივე უზრუნველობით
გაშოტილიყო მამის ფეხებთან, ყველაფრისგან თავდაღწეული და ყველაფრის მიმართ თანახმად
გულგრილი.
აიეტმა ფრთხილად ჩაუყო ხელი აფრასიონს ჭრილობაში, შავი, შედედებული სისხლი ამოიღო და
სახე მოითხუპნა.

- ღალატით, ხალხნო, ღალატით! - ყვიროდა ანძაზე გასული კაცი. - ძილში დაგვხოცეს, ხალხნო,
ძილშიო!
ხომალდი რომ დაიცალა, ის ისევ ანძაზე დარჩა და ჩამოსვლას არც აპირებდა, თითქოს ამოდენა
ხალხი თვითონ დაეხოცა და ახლა შურისძიების ეშინოდა. უაზროდ ატრიალებდა ფოსოებიდან
სანახევროდ გადმოყრილ თვალებს. ორი დღე და ორი ღამე იჯდა კიდევ გიჟი ანძის წვერზე და
ორი დღე და ორი ღამე გადაბმულად, მოთქმით უყვებოდა ქალაქს იმ მწუხარე და შემზარავ
ამბავს, რომლის მოწმეც თვითონ გამხდარიყო და რომელსაც გაეგიჟებინა კიდეც.
- დამ გაიტყუა აფრასიონი, ხალხო, საკუთარმა! უცხოელმა კი ფერდში მახვილი ატაკა! მოთქვამდა გიჟი.
ორი დღისა და ორი ღამის მერე მოთმინებიდან გამოსულმა ვანელებმა ანძა ცულებით ძირში
გადაჭრეს. ანძის წვერი ნაპირს დაენარცხა და ზედ მიბმული კაცი გაჭყლიტა.
დიდი დრო აღარ გასულა ამის შემდეგ, ისევ გამოჩნდა ხომალდი. ეს მეწინავე ხომალდი იყო.
მალე მთელი დასალიერი გადაშავდა კრეტული, კუპრისფერი ხომალდებით. მეოთხე ტალღა
მოისწრაფოდა კოლხეთის ნაპირებისკენ. ყველაზე დიდი მეფე დიდხანს ზრდიდა ამ ტალღას,
დიდხანს ელოდებოდა ამ დღეს. და აი, ისიც გათენდა! ამ დღეს უნდა დაემთავრებინა, წერტილი
უნდა დაესვა დიდი ხნის წინათ დაწყებული საქმისთვის. ყველაფერი მზად იყო საამისოდ.
დაყოვნებას აზრი აღარ ჰქონდა. იასონის კოლხეთში გაგზავნის შემდეგ, კნოსის ნავსადგურში
ფეხმოუცვლელად იდგა ხალხი. გარეცხილი, კუპრისფერი ხომალდები ნელა ირწეოდნენ
დაოკებულ, ძალაგამოცლილ ტალღებზე, გრძელსა და წვეტიან ცხვირებს შუბებივით
უღერებდნენ სივრცეს, მტრისაგან რომ აშორებდათ. ხალხსაც იმის გაგება აინტერესებდა, საით
უმიზნებდნენ უფრო ზუსტად ამ მოჩხუბარი ხომალდების წამახული ცხვირები. სხვა მხრივ
ყველაფერი ნათელი იყო. კრეტელები მიჩვეულნი იყვნენ თავიანთი უძლეველი ფლოტის ასეთ
უეცარ აფუსფუსებას, მისი გაცილებაც უხაროდათ და დახვედრაც, რადგან ხელცარიელი
არასოდეს მობრუნებულა უკან. კვირაობით იცლებოდა ხოლმე ნადავლით მუცელგამოტენილი
ხომალდები: მოედინებოდა აზმუვლებული პირუტყვი: ჭრელი, მტვრიანი, ტალახშემხმარი,
კუდზე და ღაბაბზე კიდევ რომ შერჩენოდა მშობლიური მინდვრების ბირკა; მოგორავდა ღვინისა
და ზეთის კასრები; მოჩოჩავდა სკივრი და ბოღჩა; მოსლუკუნებდნენ ტირილისგან
ფერგაცრეცილი, წიწილებივით აბუზული გოგო-ბიჭები, მოირხეოდნენ უძინარი,
თმააბურდული ქალები, ჩამოხეული კაბები რომ ეცვათ, თითქოს საგანგებოდ, რათა უფრო
თვალშისაცემი გამხდარიყო მათი უცხო ფერ-ხორცი. "დიდება მინოსს!" - ყვიროდნენ ნაალაფარის
ხილვით აღგზნებული დამხვდურები და ნაომარ, გამარჯვებულ, გაბღენძილ ჯარისკაცებს,
მძიმედ შეჯავშნულნი, უზარმაზარ ხოჭოებივით რომ მოხოხავდნენ კნოსის ვიწრო ქუჩებში,
ყვავილებს ესროდნენ, ყველაფერს ესროდნენ, რაც კი ხელში მოხვდებოდათ. ჯარისკაცებს
ჭრილობების, ოფლისა და დამარცხებული ქვეყნების სუნი ასდიოდათ.
კნოსელები არც ახლა შემცდარან, ახლაც საომრად ამზადებდნენ ხომალდებს, მაგრამ ვისთან,
ვისთვის დაედგა მინოსს თვალი, არავინ იცოდა. ეს კი უარესად უშლიდათ საღერღელს, უარესად
უღვივებდათ ცნობისმოყვარეობას. "გამაგებინე, თუ კაცი ხარ, სადაური ღვინით გვიპირებს

მინოსი დათრობას, ანდა სადაური ქალის საყიდლად ვაგროვებ ფულსო", - ლაზღანდარობდნენ
ისინი, გამარჯვებით განებივრებულნი, დარწმუნებულნი, რომ ყოველთვის ასე იქნებოდა.
მინოსმა ეს უკვე ოცდახუთი წლის წინათ იცოდა, საით წავიდოდნენ დღეს, სწორედ დღეს, მისი
შავი ხომალდები. მართალია, ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ჩაიფიქრა, მაგრამ ახლა
დაყოვნება აღარ შეიძლებოდა. ოცდახუთი წლის მოთმინებას ერთი წამის დაყოვნება წყალში
გადაუყრიდა. ოცდახუთი წლის განმავლობაში ნაქსოვ ბადეს გაუგლეჯდა და ყველაფერი
თავიდან გახდებოდა გასაკეთებელი. მინოსი დღევანდელ დღეს კოლხეთიდან იასონის
სიკვდილის ცნობას ელოდებოდა, სასიხარულო ცნობას, რადგან ასე ჰქონდა ჩაფიქრებული,
დარწმუნებულიც იყო, აიეტი ოთხად გაგლეჯდა თავქარიან ყმაწვილს, უტიფრად რომ
მიადგებოდა და ეტყოდა: ვერძის ტყავის წასაღებად ჩამოვბრძანდიო. ხე, ხე... მათი საუბრის
წარმოდგენაზე ყოველთვის გულიანად ეცინებოდა მინოსს, იმდენად სულელურ აბდაუბდად
ეჩვენებოდა იგი. ბოლო-ბოლო მართლაც აბდაუბდა გამოვიდა, ათი წლის ბიჭმა უკეთ გაიგო,
რასაც მოითხოვდნენ მისგან, ვიდრე ტახტის მაძიებელმა ოყლაყმა. ფრიქსემ დავალება
პირწმინდად შეასრულა, ბუდეც გაიჩინა და სამარეც, ბუდე საბერძნეთის ერთგული ბარტყებით
იყო გაძეძგილი, სამარეში კი ბერძენი მეფის, დიახ, ბერძენი მეფის ნეშტი ესვენა და ვერავინ
დაუშლიდა მგლოვიარე საბერძნეთს, ჩამომჯდარიყო ამ სამარესთან. იასონმა კი წაიფორხილა,
ყველაფერი აურია, რადგან გმირობას მეფობა არჩია. იასონის სისხლიანი ტუნიკის ნაცვლად,
რომლის დაკიდებასაც აპირებდა მინოსი მეწინავე ხომალდის ცხვირზე, თავად იასონი
გამოეცხადა, თანაც ვერძის ტყავს აიეტის ქალიშვილიც მოაყოლა. ვის რაში უნდოდა ან ერთი, ან
მეორე, ან მესამე. საბრალო ბავშვები! სიყვარულის ქალღმერთმა გამოსტაცა ისინი აიეტს
სისხლიანი კლანჭებიდან. მართლაც ასე თქვა მინოსმა: "საბრალო ბავშვებიო" - როცა მოახსენეს,
კოლხეთიდან იასონი დაბრუნდა აიეტის ქალიშვილთან ერთადო. მაშინვე მიხვდა, რატომ არ
მოხდა ყველაფერი ისე, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული. მან ერთი შეცდომა დაუშვა, ყოვლად
გაუთვალისწინებელი და ყოვლად მიუტევებელი ისეთი მეფისთვის, როგორიც თვითონ იყო. მას
მედეა გამორჩა მხედველობიდან. მედეა! მინოსმა იცოდა, საკუთარი ტყავის გადასარჩენად
ყველაფერს რომ იკისრებდა იასონი, ყველა ყუნწში გაძვრებოდა, ყველა კუთხეს დასუნავდა
მგელივით, მაგრამ არ იცოდა, დაავიწყდა, გამორჩა, შესაძლებელი რომ იყო ერთ-ერთ კუთხეში
მედეა დახვედროდა, თოჯინა და მხსნელი. ერთი სულელი გოგო ყოველთვის გაერევა საქმეში და
თავდაყირა შეატრიალებს, რაც ბრძენს ოცდახუთი წლის განმავლობაში უფიქრია, აუწონია,
გაუზომავს, აურწყია, გამოუთვლია, გამოუანგარიშებია. მედეა ხომ იმიტომ არსებობს,
ბრძენისაგან განწირული გადაარჩინოს, რადაც არ უნდა დაუჯდეს. ასედაც მოხდა. იასონისგან
გმირი არ გამოვიდა. მინოსს კი გმირი სჭირდებოდა, არა, გმირის სისხლი, რომელიც სულელი
გოგოს წყალობით არ დაიღვარა და ამიტომაც აღარც ფასი ჰქონდა. მინოსმა გარკვევით უთხრა
იასონს, რასაც მოითხოვდა მისგან. სხვაც ბევრი უთხრა, მაგრამ იასონი თუ მართლა ჭკვიანი და
საზრიანი ყმაწვილი იყო, როგორადაც თავი მოჰქონდა, მხოლოდ იმ ერთი სიტყვისთვის უნდა
დაეგდო ყური და ისე მოქცეულიყო, როგორც ის სიტყვა ავალდებულებდა, ის პატარა,
ორმარცვლიანი, მაგრამ მრავლისმთქმელი სიტყვა. როცა იასონი პირველად დაიბარა მინოსმა,
კარგა ხანს არ მიაქცია ყურადღება, ვითომც ვერც ამჩნევდა, სხვებს ელაპარაკებოდა განგებ,
გულისყური კი მისკენ ჰქონდა, სწავლობდა, ამოწმებდა, შეიძლებოდა თუ არა ეთქვა მისთვის ეს
პატარა, ორმარცვლიანი სიტყვა. ყოველ შემთხვევაში, გარეგნობა იასონს ნამდვილად გმირისა

ჰქონდა. ლამაზიც იყო, ახალგაზრდაც. მისი დაღუპვა ბევრ გულს შესძრავდა. მინოსი
მოულოდნელად მოუბრუნდა იასონს და ჰკითხა: შენ ვინ ხარო? "მე იოლკოსის ყოფილი მეფის
შვილი და ახლანდელის ძმისშვილი გახლავარო", - დაუფიქრებლად უპასუხა იასონმა.
- არა, - თითქმის იყვირა მინოსმა, - შენ გმირი ხარ!
გმირმა კი ქალი მოიტაცა და ერთი გაქუცული ტყავის გულისთვის აიეტი მტრად გადაჰკიდა.
იასონიც მედეასავით სულელი ყოფილა, ვერც ერთმა ვერ გაიგეს, რა ევალებოდათ, მაგრამ ახლა
ხელს ხომ ვეღარ ჰკრავდა ამ საბრალო ბავშვებს. ძნელია, მართლაც ძნელია ყველას მამიდობა.
მართალია, მინოსი მეწინავე ხომალდზე იასონის სისხლიან ტუნიკს ვეღარ დაჰკიდებდა, მაგრამ
საჩხუბარი მიზეზი მაინც ხელთა ჰქონდა: მის წარგზავნილ კაცს მდევარი დაადევნეს; ცხვრის
ტყავი დაუკავეს და იძულებული გახადეს, მოეპარა იგი, ცხვრის გაქუცული ტყავი, ყველა
მწყემსს, ყველა ოხერსა და ავაზაკს რომ აცვია; ქალი დაუკავეს და იძულებული გახადეს, მოეტაცა
იგი, როცა ბერძენი მეფის სიძობას ყველა ქვეყანა ნატრობდა. კიდევ კარგი, იმ საბრალო ბავშვებს
ქომაგი ჰყავდათ. ყველაზე დიდი მეფე ყველაზე დაჩაგრულთა ქომაგიცაა. ახლა იასონთან
ანგარიშსწორებას აზრი არ ჰქონდა, არცა ღირდა. იასონმა, იასონმა კი არა, იასონმედეამ,
მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც, გააკეთა ის, რაც ევალებოდა. ამდენად, არა, როგორც
მოსთხოვეს, მაგრამ ისე, როგორც შეეძლო. ასე მაინც დამნაშავეა, მაგრამ მისი დანაშაულის
მიტევება შეიძლება. რაც მთავარია, ნადირი ბუნაგიდან გამოვიდა, გამოჩნდა და დასუსტდა
კიდეც, რადგან ერთი ლეკვი ცოცხლად მოსტაცეს, მეორე კი მკვდარი მიუგდეს. ო, იასონ! ო,
იასონმედეა! რას არ ჩაადენინებს კაცს სიყვარულის ქალღმერთი. ომისათვის მიზეზი კი
არსებობდა, მაგრამ სინატიფე აკლდა, მინოსისებური სინატიფე: მიზეზი მაშინ არის ნატიფი,
როცა შენიანის სისხლითაა შეღებილი და არა მოწინააღმდეგისა, რომლის სისხლიც სწორედ
ამიტომ უნდა დაიღვაროს. რაც მთავარია, უკვე ყველაფერი გაირკვა, ამ საქმის ყველა მონაწილემ
იცოდა, ვის რა წვლილი მიუძღოდა, ვინ რას გამორჩებოდა.
იასონმა ჯერ კიდევ დაუშრეტელი მდინარის ჭანჭრობებში, თორმეტნიჩბიან ხომალდზე,
კოლხურ ბურუსში გახვეულმა იგრძნო, ჯაგებში შეყუჟული ნადირის გამოსატყუებლად
გადმოსროლილი ქვა რომ იყო, მიწის გოროხი, განწირული, გამეტებული. მისი სიცოცხლე
ყველას ფეხზე ეკიდა, ერთს თუ გადაურჩებოდა, მეორე დაგლეჯდა, რადგან ორივეს სისხლის
დანახვა სჭირდებოდა, ერთმანეთს რომ დარეოდნენ. იასონს კი გადარჩენა უნდოდა მხოლოდ,
მაშინაც და ახლაც, მეტი არაფერი, საკუთარი ტყავის გადარჩენა. მაგრამ ამასაც სისხლი
დასჭირდა. იმ ქალის ძმის სისხლი, რომელმაც სიცოცხლე შეუნარჩუნა, არა, აჩუქა, ხელახლა
გააჩინა. მერე რა, განა ასე არ ჯობდა იასონისთვის და იმ ქალისთვისაც, თუკი მართლა უყვარდა
იასონი? ასე ჯობდა, ყველასათვის ასე ჯობდა, თანაც მალე იმდენი სისხლი დაიღვრებოდა,
მედეას ძმის სისხლი შიგ წვეთივით ჩაიკარგებოდა, ყველანი თანაბრად მართლები, ანდა
თანაბრად ცოდვილნი აღმოჩნდებოდნენ ღმერთების წინაშე. მოსახდენი უნდა მომხდარიყო და
მოხდა კიდეც. ვანიდან უკვე მოჩანდა მინოსის შავი ფლოტი, რომელსაც ოყაჯადო მოუძღოდა.
ეს უფროსი ოყაჯადოს, აიეტის ბიძაშვილის ვაჟი გახლდათ, უკანასკნელი იმედი, შურისძიების
ბურჯი ბატკნით გალახული მამისა, რომელიც სადღაც, ქვეყნის მეორე ბოლოში იმედსა და
უიმედობაში სამუდამოდ ჩაფერფლილიყო, მაგრამ საკუთარი ფერფლიდან, თითქმის უკვე

გაციებული ფერფლიდან, მაინც ამოეგდო ერთი ნაპერწკალი, რომელსაც მისი ამოუყრელი
ჯავრის, მოურეველი სიბერისა და გაუთავებელი მოლოდინის ღამე უნდა გაენათებინა. ცოლი
რომ ფეხმძიმედ შეიქნა, ისევ მიეცა იმედი დიდ ოყაჯადოს, მთლად არ გაეწირათ ღმერთებს,
გაუბზარავ ჭურჭელს უდგამდნენ გვერდით, რათა ახლა იმაში გადაეღვარა თავისი
გაწყალებული ოცნება, ღვარძლი და ჟინი. ცოლმა რომ მოილოგინა და უთხრა: ვაჟი მომილოცავს,
რა დავარქვათო, იფიქრა, ბევრი იფიქრა და თქვა, ამ ქვეყანაზე ერთი ოყაჯადო ყოველთვის უნდა
იყოსო. მაინც ვერ მოეწრო სანატრელ დღეს. მისი ვაჟიშვილი ჯერ ჩიკორს ატრიალებდა, გუდანაბადი რომ აიკრა და სულეთის გზას დაადგა. ასე ჯობდა, დამშვიდებულმა და დაიმედებულმა
მოუხუჭა თვალი ამქვეყნიურ სიავკარგეს, სიმკაცრესა და ვერაგობას.
ოყაჯადო რომ წამოიზარდა, მამის სათქმელი ყველას მამობილმა, ყველაზე დიდმა მეფემ უთხრა:
ტახტის მემკვიდრე ხარ, მაგრამ შენი ტახტი აქედან ძალიან შორსააო. მერე სახეში ჩააცქერდა და
იქამდე უყურა, სანამ მისმა ნათქვამმა ოყაჯადოს ბრტყელსა და უძრავ სახეზე პირუტყვული,
დაუოკებელი სიხარულის პირველი ნიშნები არ გააჩინა, როგორც თანდათან მზარდი,
ერთმანეთის მშთანმთქავი წრეები წყალში ჩაგდებულმა ქვამ. მერე კი ჰკითხა: მეფობა თუ
გინდაო. რა უნდა ეთქვა ოყაჯადოს თანხმობის მეტი, თუმცა მღელვარებისგან თანხმობის თქმაც
ვერ მოახერხა. მინოსი თვითონ მიხვდა, ოყაჯადო თანახმა რომ იყო. ოყაჯადოს მერე თვალით არ
უნახავს ყველაზე დიდი მეფე, მაგრამ ერთხელ ნახვაც საკმარისი აღმოჩნდა, სამუდამოდ რომ
გაჟღენთილიყო მისი სიდიადით, მარადიული, ხელშეუხები, სხვა ყველაფრის დამჩრდილავი
You have read 1 text from Georgian literature.
Next - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
  • Parts
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Total number of words is 3713
    Total number of unique words is 2149
    29.1 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2104
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Total number of words is 3786
    Total number of unique words is 2050
    32.9 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 2036
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Total number of words is 3729
    Total number of unique words is 2068
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    52.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Total number of words is 3798
    Total number of unique words is 2041
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.7 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Total number of words is 3774
    Total number of unique words is 2100
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Total number of words is 3823
    Total number of unique words is 2083
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2026
    33.7 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Total number of words is 3773
    Total number of unique words is 1978
    31.9 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 2031
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2106
    31.0 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Total number of words is 3704
    Total number of unique words is 2027
    30.8 of words are in the 2000 most common words
    45.1 of words are in the 5000 most common words
    51.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 2083
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Total number of words is 3829
    Total number of unique words is 2058
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 1976
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2062
    30.1 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Total number of words is 3775
    Total number of unique words is 1967
    34.5 of words are in the 2000 most common words
    49.1 of words are in the 5000 most common words
    56.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Total number of words is 3868
    Total number of unique words is 1886
    35.4 of words are in the 2000 most common words
    49.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2046
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Total number of words is 3709
    Total number of unique words is 1983
    33.1 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Total number of words is 3866
    Total number of unique words is 2020
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.4 of words are in the 5000 most common words
    54.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2020
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    54.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 2058
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2111
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2042
    30.5 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Total number of words is 3904
    Total number of unique words is 2006
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 1988
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Total number of words is 3889
    Total number of unique words is 1960
    31.7 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Total number of words is 3751
    Total number of unique words is 2127
    27.9 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Total number of words is 3814
    Total number of unique words is 2046
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Total number of words is 3808
    Total number of unique words is 2002
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2068
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.4 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 2023
    31.8 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2094
    29.3 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Total number of words is 3725
    Total number of unique words is 2171
    27.3 of words are in the 2000 most common words
    38.2 of words are in the 5000 most common words
    44.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Total number of words is 3887
    Total number of unique words is 2056
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Total number of words is 1188
    Total number of unique words is 820
    38.4 of words are in the 2000 most common words
    50.8 of words are in the 5000 most common words
    57.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.