Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22

Total number of words is 3866
Total number of unique words is 2020
33.4 of words are in the 2000 most common words
46.4 of words are in the 5000 most common words
54.9 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
გამორჩეული და დასაცინი. ასეთი კუსა პოპინამ მამისა და ძმის თვალებით დაინახა, თვითონ
შვილის ავ-კარგის შესამჩნევ თვალზე ლიბრი ჰქონდა გადაკრული და მარტო რომ ყოფილიყო,
მამისა და ძმის შიში რომ არ ჰქონოდა, როგორც იმ წყვილი კვიპაროსისა, შეიძლება ბედნიერ
დედადაც ჩაეთვალა თავი. მართლაც, რამდენ დედას შურდა მისი, რამდენჯერ გაწყრომიან
მეზობელი ქალები, რამ დაგაბეჩავა ასე, შენი შვილის პატრონიო, მაგრამ გახარების ნაცვლად
პოპინას ყოველთვის გული ჩაწყვეტია, რადგან მეზობლების შესაშურ შვილს დედისადმი
ერთადერთი გრძნობა ჰქონდა, სიძულვილის გრძნობა, და თუ აქამდე საერთოდ არ დაევიწყნა
გამჩენი, ამ გრძნობის წყალობით, ამ გრძნობის გამომჟღავნების სურვილით. პოპინას სხვების
დახმარება არ დასჭირვებია შვილის სიძულვილის დასანახად. არც უცებ ახელია თვალი.
თავიდანვე ამჩნევდა, თვითონვე ეძებდა და პოულობდა კიდევაც ამ სიძულვილს შვილის
თვალებში, ხმაში, საქციელში და გულშიც, რადგან გულშიც ისევე შეიძლება სიძულვილის
დამალვა, როგორც ჩვარში ნაღვერდლისა. პოპინა ამ სიძულვილის დედაც იყო, მან გააჩინა, მისი
მუცლიდან გამოჰყვა იგი კუსას, როგორც სიბრმავე, სიყრუე, სუსტი გონი და კუტი ფეხები, მაგრამ
რომელ დედას მოუკლავს შვილი თანდაყოლილი ფიზიკური ნაკლის გამო, რომელს არ გასჩენია
დამაბრმავებელი ოცნება სასწაულზე, მაინცდამაინც მისი შვილის განსაკურნავად რომ
გამოწირავდა ბუნება ერთ მშვენიერ დღეს, რომელიც უსასრულოდ თენდება და ღამდება,
ღამდება და თენდება, მაგრამ მხოლოდ ოცნებაში, იმედსა და სიზმარში. პოპინაც ამ "ერთმა
მშვენიერმა დღემ" შეაცდინა, ამ "ერთმა მშვენიერმა დღემ" დააჯერა, მისი შვილიც როდისმე
განიკურნებოდა, განიწმინდებოდა განუკურნელი სენისგან და, რაც მთავარია, აპატიებდა,
აპატიებდა, აპატიებდა. მაგრამ დრო საწინააღმდეგოს ადასტურებდა: სენი ძლიერდებოდა,
იზრდებოდა, თავს ვეღარ მალავდა და ერთი სული ჰქონდა, როდის გადაედებოდა ყველასა და
ყველაფერს. "შვილი დავღუპე, ქალუკა, შვილი, მე ბინძურმა დედაკაცმაო" - შესჩიოდა პოპინა
ქალუკას, მერე თვალი გაუშტერდებოდა და ისეთი ხმით იტყოდა, შვილისთვისაც ზედმეტი ვარ,
რაღას ველოდებიო, ქალუკას ხორცი დაეწეწკებოდა ხოლმე.
- შვილი არ ჰყავს და იმიტომ. ჯერ არ იცის მშობლის ფასი - განგებ ხმამაღლა შესძახებდა ქალუკა,
უფრო საკუთარი მღელვარების დასაფარავად, ვიდრე პოპინას დასამშვიდებლად.
პოპინა ერთ რამეში ცდებოდა: დედის მიმართ კუსას სხვა გრძნობებიც ჰქონდა. სიძულვილი
ერთადერთი გრძნობა არ იყო. მაგალითად, კუსა მადლიერიც იყო პოპინასი და რაც დრო
გადიოდა, მით უფრო უმტკიცდებოდა ეს გრძნობა, რადგან იმაშიც რწმუნდებოდა, პოპინა
ერთადერთი კარიბჭე რომ იყო, საიდანაც მას ამ ქვეყანაში შემოღწევა შეეძლო. ეს ქვეყანა კი უკვე
ისე შეჰყვარებოდა, ხანდახან თავზარი დაეცემოდა ხოლმე, რა მეშველებოდა, იმ დამთხვეულ
ფილამონეს აღვირი რომ ამოედო თავისი საოხრისათვის და ასე არ მომხდარიყოო. კუსას
შიშისაგან სუნთქვა ეკვროდა, როცა წარმოიდგენდა, ბრმა ლეკვივით ტომარაში ჩაგდებული,
როგორ მიჰყავდა იგი პოპინას მდინარისკენ, ფილამონეს დანატოვარი კვალის მოსასპობად,
უარესი ცოდვის ჩასადენად, ვიდრე საკუთარ მონასთან ბღლარძუნია. მართლა უღრმესი
მადლობა ღმერთებს, ასე რომ არ მოხდა, თუმცა, პოპინას არ ჰქონდა მისი მოკვლის უფლება,
პოპინას მისი გაჩენა ევალებოდა მხოლოდ. დანარჩენი თვითონ კუსაზე იყო დამოკიდებული,
გაართმევდა თუ ვერა თავს სხვების გაფუჭებულ საქმეს, ერთი მხდალი სხეულიდან მეორე
მხდალ სხეულში გადასახლებული, ბოლომდე ოთხად მოკაკვული, საკუთარ მუხლებში

თავჩარგული დარჩებოდა, თუ მოახერხებდა დაბადებას, წელში გაშლას, თვალის ახელას. კუსამ
უფრო მეტი შეძლო, კუსამ აღმოაჩინა, რომ ყველანი ერთმანეთს ჰგავდნენ, ერთნაირები იყვნენ და
კანონიერება და უკანონობა ცარიელი სიტყვები იყო მხოლოდ, ვიღაცას ყალბი ფულებივით რომ
გადაეყარა ბრბოში და თვითონ სიცილით იგუდებოდა ზედახორის შემყურე. კუსა უპირველეს
ყოვლისა პოპინას ემადლიერებოდა, ამის აღმოჩენის საშუალება რომ მისცა. ამ აღმოჩენამ
მიზანიც გაუჩინა: ახლა სხვებისთვისაც უნდა დაემტკიცებინა ის, რაც ჯერჯერობით მარტო მან
იცოდა. მან კი იცოდა, რომ ყველას ერთნაირად მოჰყვებოდა დედის მუცლიდან ცოდვის ტყირპი,
ოღონდ, ზოგს ეს ტყირპი სახეზე ჰქონდა, ზოგს კი დამალულ ადგილას. "კეთილი და პატიოსანი,
კეთილი და პატიოსანი, კეთილი და პატიოსანი" - სამჯერ ზედიზედ იმეორებდა გუნებაში კუსა
და მერე მკურნალის სიდინჯით დაამატებდა ხოლმე: მოვითმინოთ, ვნახოთ, კაცის გაშიშვლებას
რა უნდაო. კუსას ებრალებოდა კიდეც პოპინა, მაგრამ მარტივი, უსაფუძვლო, წამიერი,
ზიზღნარევი სიბრალულით. კუსას მკვდარი ჩიტივით ეცოდებოდა დედა და მაშინ ეცოდებოდა,
როცა ხედავდა, ნახვით კი იშვიათად ნახულობდა. უფრო იმიტომ მოდიოდა, თავი გაეხსენებინა
თავისიანებისათვის, არ ეფიქრათ, ისიც ფილამონესავით ადვილად მოსაშორებელი იქნებოდა,
გამქცევი. არა, კუსას ადგილი აქ იყო, აქ ჰქონდა საქმე.
"გამარჯობათ" - იტყოდა შემოსვლისთანავე და სკამზე გაღიმებული დაეშვებოდა. იშვიათი
სტუმარივით, ანდა საჩოთირო საქმეზე მოსული კაცივით, ღიმილს არ იშორებდა პირიდან.
პირველსავე სკამზე ჩამოჯდებოდა, ტყავის ტომარას ფეხებთან დაიდებდა, მეწვრილმანე
ვაჭარივით, და იღიმებოდა. კუსა აქ ისვენებდა, ერთობოდა, სიამოვნებდა, ამდენ ხალხს
ერთბაშად რომ შეაკრთობდა ხოლმე მისი მოულოდნელი გამოჩენა. ყველანი თვალებში
შესციცინებდნენ, უყვავებდნენ, ებოდიშებოდნენ და დაბნეულობისაგან თვითონაც არ იცოდნენ,
რას ამბობდნენ. როცა პოპინა შეეხვეწებოდა: მოშინაურდი, წყალი მაინც შეისხი პირზე, ესეც შენი
სახლიაო, - უარის ნიშნად თავს იქნევდა მხოლოდ და იღიმებოდა, მაგრამ ახლა სხვანაირად,
შემწყნარებლურად, სულგრძელად, როგორც მდაბიურად გადაცმული მეფე, რომელსაც
შემთხვევით, ავდრის გამო შეუფარებია თავი საბრალო დედაბრის ქოხში და უხარია, ბავშვურად
უხარია, საცნაური რომ დაჰკარგვიათ, ვერ მიმხვდარან, ვინ სწვევიათ სტუმრად, თორემ, როგორ
გაუბედავდნენ დარწყილული ლოგინის გაშლასა და ნათაგვარი პურის მირთმევას.
"სახლიც მაქვს და კარიც. რა შემატყვეთ სამაგისოო" - იღიმებოდა კუსა.
კუსა ახლაც მოულოდნელად მოვიდა. ის იყო, ევახშმათ. პოპინას ერთმანეთზე შეწყობილი
თეფშები გაჰქონდა სამზარეულოში, მაგრამ ტომრის ჟღრიალი რომ გაიგო, კარისკენ შემობრუნდა
და გაჩერდა. ერთი სული ჰქონდა, როდის დაინახავდა შვილს, უვნებელსა და საღ-სალამათს.
დარიაჩანგის ბაღის გაქრობასა და ხალხის უეცარ აღტკინებას დიდი ზარალი მოჰყოლოდა.
ყველგან ამაზე ლაპარაკობდნენ. იმასაც ამბობდნენ, ოყაჯადო, პირველ რიგში, თავის ხალხს
დასჯის, წესრიგი რომ ვერ დაამყარესო.
- გამარჯობათ, - თქვა კუსამ.
მაშინვე სკამზე ჩამოჯდა და ტომარა ფეხებთან დაიდო. ჩვეულებრივად იღიმებოდა, თუმცა
ეტყობოდა, გუნებაზე ვერ იყო. ყვრიმალები სიცხიანივით უწრიატებდა. იჯდა და იღიმებოდა,

ბრაზიანად, ღვარძლიანად, მწარედ, სილანაჭამ კაცივით, ჯერ რომ თვითონაც არ იცის, როგორ
მოიქცევა, ჩაყლაპავს, მოუთმენს შეურაცხმყოფელს, თუ აქვე ამოიყრის ჯავრს.
- შენ ხომ არაფერი შეგხვდება? - ვეღარ მოითმინა პოპინამ.
- რაზე ამბობ? - ვითომ ვერ გაუგო კუსამ.
პოპინა უცებ აღელდა, თვალებით თავისუფალი სკამი მონახა, თეფშებიანად ჩამოჯდა და
მხოლოდ მერე უთხრა, აი, დილანდელზეო.
- ჰოო, - გააგრძელა კუსამ და ფარნაოზს შეხედა. - ბიძაჩემი პირველი გარბოდა.
ახლა პოპინამაც შეხედა ფარნაოზს. ფარნაოზი თავჩაღუნული იჯდა და საკუთარ ხელებს
დასცქეროდა. ფარნაოზს მშრომელი კაცის ხელები ჰქონდა, ლოდის ნამტვრევებს უგავდა, მძიმე
და წახნაგოვან ნამტვრევებს, გაჭირვების ჟამს იარაღის მაგივრობის გაწევაც რომ შეუძლიათ,
ძალას რომ ასხივებენ, თუმცა ეს ძალა კი არ აფრთხობს მნახველს, არამედ რაღაცნაირი
სევდანარევი სიმშვიდით ავსებს და აბრუებს, როგორც ცეცხლი, ანდა წვიმა, რადგან საშრომლად
არის გამიზნული და არა ვინმეს მოსაკლავად. ფარნაოზი არ ელოდა კუსას გამოცხადებას,
დილანდელი შემთხვევის შემდეგ, მისი წარმოდგენით, კუსა უნდა დამალვოდა, გაქცეოდა და
გადახვეწილიყო, რაც შეიძლება შორს, რათა ფარნაოზს მართლა არ აღესრულებინა ის საზარელი
განზრახვა, კუსასთან ბღლარძუნში რომ გასჩენოდა. თვითონ ვერაფრით ვეღარ მოიშორა
მოულოდნელად, მზის ქვეშ, გახურებულ სილაში დაბადებული განზრახვა, მისი
სიმხურვალისგან გარუჯულიყო, სილასავით ჩალექვოდა სულში, და მთელი სხეული სტკიოდა,
უბჟუოდა, ეწიწკნებოდა, როგორც მიუჩვეველსა და ზღვაზე პირველად გასულ კაცს. მთელი დღე
კუსაზე ფიქრობდა, კუსა ედგა თვალწინ, ათასნაირი კუსა: გესლიანად მოღიმარი, ბავშვივით
აზლუქუნებული, სიბრაზისგან სახეგადალესილი და სიკვდილისგან დასახიჩრებული. როცა ხმა
გავარდა, ოყაჯადო პირველ რიგში თავის ხალხსა სჯისო, ახლა ამან შეაწუხა, რადგან ყველაზე
ნაკლებად ოყაჯადოს ჰქონდა კუსას დასჯის უფლება, ყველაზე ნაკლებად კი არა, საერთოდ არ
ჰქონდა, რადგან ოყაჯადო, ალბათ, არც იცნობდა კუსას, მას კი, კუსა უყვარდა და თუ მართლა
შეძლებდა და მოკლავდა კუსას, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის გამო. ფარნაოზს სხვა
მიზეზებიც ჰქონდა ამ საზარელი ნაბიჯის გადასადგმელად, მაგრამ მას ანგარიშის გასწორება კი
არ უნდოდა კუსასთან, როგორც ოყაჯადოს, არამედ მისი გადარჩენა. გადარჩენით კი მხოლოდ
სიკვდილი გადაარჩენდა კუსას, მისი შეცვლა და გამოსწორება ისევე შეუძლებელი იყო, როგორც
ჰაერისგან ნიჩბის გამოთლა. კუსა ასეთად გაეჩინათ ღმერთებს და სანამ პირში სული ედგმებოდა,
სიძულვილის გუთნისდედა იქნებოდა, შიშის მთესველი, ქუჩაშიც, დუქანშიც, მეზობლებშიც,
საკუთარ ოჯახშიც კი, რადგან თვითონ იყო მშიშარა, გამუდმებით ეშინოდა ყველაფრისა,
საკუთარი ჩრდილისაც, რადგან არც საკუთარ ჩრდილს ენდობოდა; არ სჯეროდა, მასაც თუ
შეიძლებოდა ჰქონოდა ჩრდილი. ფარნაოზი უკვე იცნობდა კუსას, უკვე ყველაფერს მიმხვდარიყო
და კუსას ანკესზე ჩამოფლეთილი გული სიბრალულით ეწურებოდა. სიბრალულითა და
ბრაზით, რადგან თუ დილანდელი აურზაურის გამო მართლა რამე უსიამოვნება შეხვდებოდა
კუსას, ის უნებურად ოყაჯადოს მოკავშირე გამოდიოდა. კუსას თუ დასჯიდნენ, მხოლოდ და
მხოლოდ იმიტომ, ასეთი ბიძა რომ ჰყავდა. მეფის მოხელის ბიძას მეტი სიდინჯე მართებდა და

არა, მეთულუხჩე ბიჭივით, წინ და უკან სირბილი, ყველაზე ადრე რომ ცდილობს მიირბინოს
წყაროსთან, ყველაზე ადრე აავსოს კოკურა და ყველაზე ადრე მიურბენინოს მუშტარსაც ახალი და
ცივი წყალი. თუმცა არა, რა შედარებაა, მეთულუხჩე ბიჭი საქმეს აკეთებს, წყალში აღებული
ფულით, შეიძლება, ოჯახსაც ინახავს, ავადმყოფ მშობლებს ეხმარება, უმცროს და-ძმას ზრდის,
ანდა თავისთვის შრომობს, მომავალზე ფიქრობს, ერთ მშვენიერ დღეზე, როცა თვითონაც
ჩაიცვამს ახალ წაღებსა და პერანგს. ფარნაოზის დილანდელი სირბილი კი უაზრო და უმიზნო
ლტოლვა იყო, მზის დაბნელებით დაფეთებული პირუტყვის გაშმაგება და მეტი არაფერი,
არაფრის გამო, სისულელის გამო, რადგან მოსახდენი მაინც მოხდებოდა. აკი მოხდა კიდეც,
ყველას თავისი ბუზანკალი მიარბენინებდა და იმიტომ. უმრავლესობას სასწაულის სიდიადე,
დაუჯერებელი სანახაობა იზიდავდა; ბევრი იმიტომ მირბოდა, სხვები რომ მირბოდნენ;
სამაგიეროდ შედეგი ყველასათვის ერთნაირი აღმოჩნდა: დანაშაულის გრძნობა, განუწყვეტელი
მოლოდინი სასჯელისა და სიძულვილი იმ წამიერი თავაშვებულობისა, მოუშორებელ
ლაქასავით, მუწუკივით რომ გასჩენოდა მარადიულ მორჩილებას. ახლა ისინიც თავს
გაბითურებულად თვლიდნენ, ვიღაცის ფეხის ამყოლებად, და თვითონვე ჩაქოლავდნენ,
თვითონვე გაუსწორდებოდნენ იმ ვიღაცას, თუკი ამის საშუალება მიეცემოდათ. ფარნაოზი მზად
იყო, ყველაფერი თვითონ დაებრალებინა. დილით, როცა დარიაჩანგის ბაღისკენ მირბოდა, ეგონა
ამოდენა ხალხი მას მოყვებოდა, მის უბედურებას იზიარებდა და უკითხავად, უანგაროდ
თავაზობდა დახმარებას. ფარნაოზს სიამაყით გული ებერებოდა, ხალხის თანაგრძნობა ფრთებს
ასხამდა და სანამ კუსა თოკს გამოსდებდა, ერთი წამითაც არ დაეჭვებულა, სიგიჟე და სისულელე
რომ იყო მისი ლტოლვის საბაბი, პირწავარდნილი თავხედობა რომ იყო მისი დროშა, გაწბილების
შუბით დაფლეთილი, ავადმყოფური სიზმრებითა და ჩვენებებით გაბინძურებული. ვინ იცოდა,
ან გინდაც სცოდნოდა, ვის რაში აინტერესებდა ორი ტიტლიკანა ბავშვის აჩრდილი, ორი მუმია,
გამოურწყველი სევდითა და სინანულით დაბალზამებული, სიჯიუტის, სიბრიყვისა და
შეურიგებლობის არტახებში გახვეული. ან ფარნაოზს რაში სჭირდებოდა ისინი? რომელ
დღისთვის ინახავდა? რისი იმედით? იქნებ გამორჩენის იმედით? იმ მენავესავით, ხელობად რომ
გაუხდია დამხრჩვლებით ვაჭრობა, სილაში რომ მალავს წყალქვეშა ლოდებზე დასახიჩრებულსა
და თევზებისგან სანახევროდ შეჭმულ გვამს, სანამ ჭირისუფლები მოაგნებენ, გამოიცნობენ და
შეისყიდიან.
ფარნაოზს რცხვენოდა, საკუთარ ხელებს დასცქეროდა და იცდიდა, რას ეტყოდა კუსა, რის
სათქმელად მოსულიყო. ფარნაოზი ყველაფერს ელოდებოდა მისგან, უფრო სწორედ, რაც არ
უნდა ეთქვა კუსას, ყველაფერს უდრტვინველად მოისმენდა, კუსა კი ტყუილუბრალოდ არ
მოვიდოდა აქ, მას საფრთხე ელოდა და მოსალოდნელი განსაცდელი ყველაფრის უფლებას
აძლევდა. კუსას რომ ეთქვა, შენს წასაყვანად მოვედი, რადგან შენ ხარ მთავარი დამნაშავე და მე
სრულებითაც არ ვაპირებ შენი გულისთვის ვაგო პასუხიო, ფარნაოზი უსიტყვოდ გაჰყვებოდა.
ასევე დაუფიქრებლად გაუწვდიდა ხელს, თუკი კუსა დახმარებას სთხოვდა. ფარნაოზს,
მართალია, ხელი არ აუღია თავის განზრახვაზე, მაგრამ ამ წუთას კუსას მიმართ მხოლოდ
დანაშაულისა და სიბრალულის გრძნობით იყო გამსჭვალული, საკუთარ ხელებს დასცქეროდა
და ელოდებოდა, იცოდა, კუსას მასთან ჰქონდა საქმე და თუ აქამდე პირადად არ მიმართავდა,
მხოლოდ იმიტომ, თავადაც რომ სჭირდებოდა დამშვიდება, სათქმელის დალაგება, სიტყვების
შერჩევა; ისიც ხომ ადამიანი იყო ბოლოს და ბოლოს.

- პირველი ბიძაჩემი გარბოდა, - გაიმეორა კუსამ.
პოპინამ უხეიროს ოთახისკენ გაიხედა, თითქოს ქუხილის მოახლოება იგრძნო. მერე გაიღიმა, ისე
ვზივარ, თითქოს საქმე არ მქონდესო, უთხრა უხეიროს ოთახის გამოკეტილ კარს, მაგრამ არც
წამოწეულა სკამიდან, ოღონდ უფრო მაგრად მიიხუტა მუცელზე დასარეცხი, ერთმანეთზე
დაწყობილი თეფშები.
- ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება - თქვა ცოტა ხნის მერე, ჩუმად, გაუბედავად.
- შენი ბრალია ყველაფერი! - უცებ იყვირა კუსამ და ბარძაყზე მუშტი დაირტყა.
პოპინამ უნებურად ორივე ხელი სახეზე აიფარა, როგორც დედამისმა იცოდა ხოლმე უხეიროს
ხსენებისას. თავის ნებაზე მიშვებული თეფშები იატაკზე ზრიალ-ზრიალით ჩამოშვავდა.
ფარნაოზი არც ახლა განძრეულა. ჩაცუცქული პოპინა თეფშის ნამტვრევებს კალთაში იგროვებდა,
ზეთის ჭრაქში ალი პარპალებდა. ალს ღამის პეპელა უვლიდა ირგვლივ. ხანდახან ნიავი თუ
ოთახში მყოფთა ამონასუნთქი ალს პეპელაზე მიაგდებდა და დაფეთებული პეპელაც გვერდზე
გახტებოდა, რათა იმავე წამს უკან მობრუნებულიყო და გაეგრძელებინა თავბრუდამხვევი ცეკვა
თავისი ღვთაების წინაშე, სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე, ბრმად და ერთგულად. პეპელას არ
შეეძლო მოშორებოდა თავის ღვთაებას, ამ პატარა სინათლეს, თითქოს თავბრუდამხვევი ცეკვითა
და ტრიალით გამოხმობილს არარაობიდან; ორი დღის სიცოცხლეც მხოლოდ ამისთვის უნდოდა:
ღვთაება ეხილა და შესწირვოდა, ლამაზსა და მაცდურს, მომჯადოებელსა და დაუნდობელს.
იატაკზე ჩაცუცქული პოპინა თეფშის ნამტვრევებს კალთაში იგროვებდა. ისიც პეპელას ჰგავდა,
ისიც თავის ღვთაებას მიეზიდა და ვეღარ გაეტანა ათრთოლებული ფეხები ამ ოთახიდან, სადაც
კარგი არაფერი ელოდებოდა. ქალუკამ მეორე ჭრაქი შემოიტანა, მაგრამ ოთახში მაინც ბნელოდა,
სხეულის ცალკეული ნაწილები მოჩანდა მხოლოდ, გატყავებული ხორცივით მოწითალო და
მბზინავი.
- ნუ ჩხუბობთ, სირცხვილია - თქვა ქალუკამ და ჭრაქი აგურის თაროზე შემოდო.
- გვაცალე, დედაკაცო! სირცხვილი თავის დროზე არ გაგხსენებია! - შეუღრინა კუსამ.
სიბნელე სრულებითაც არ აფერხებდა საუბარს. ფარნაოზი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში
თავიც არ აუწევია, მაინც ყოველთვის ადვილად ხვდებოდა, ვის მიმართავდა კუსა, დედას თუ
ბებიას, მაგრამ მან ისიც იცოდა, კუსა მხოლოდ მასთან იყო მოსული, მასთან ჰქონდა საქმე და თუ
აქამდე ქალებს ეკინკლავებოდა, ამ კინკლაობით ფარნაოზისკენ იკაფავდა გზას, გზის სისწორესა
და სიმტკიცეს ამოწმებდა. ფარნაოზიც მოთმინებით ელოდებოდა.
"რას მებუტებით, ჩემი ბრალია, ბიჭად რომ გავჩნდი? - ამბობდა კუსა, - იცოცხლე, მართლა კარგი
იქნებოდა, გოგო ვყოფილიყავი. ერთ კაცს როგორ ვერ შევაცდენდი. სულაც ბიძაჩემი აქ არ იყო?
ჩვენ ხომ ასეთი წესი გვაქვს? რაღა უცხო ვეძებოთ, შინაურთან არ ჯობია? შინაური ნამუსს
შეგინახავს, უცხო კი სხვაა... ერთი რომ წაიფორხილო? ტყირპი რომ გამოგიჩნდეს? მერე რას
შვრები? შენ ის მითხარი, შენი შვილის, ეგრეთ წოდებული მამაჩემის მამის სახელი თუ გახსოვს,
ქალუკა, ჰა?!"

ფარნაოზმა შვებით ამოისუნთქა, მოლოდინი დასასრულს უახლოვდებოდა, ამას კუსას ხმაც
ადასტურებდა და საქციელიც. კუსა სკამზე აცქმუტდა, თითქოს დაებათ და თავს იშვებდა. მალე
ფეხზეც წამოდგა და ამის მერე აღარც დამჯდარა, გული რომ ამოიბერტყა, ტომარა ზურგზე
მოიგდო და ჟღრიალ-ჟღრიალით გავიდა ოთახიდან, სადაც სამი ადამიანის გული ცეცხლის ალზე
ფრთებშეტრუსულ პეპელასავით ფეთქავდა.
- იცით, რატომ გარბოდა ბიძაჩემი პირველი? - უცებ თქვა კუსამ, ცოტა ხანს შეიცადა, თითქოს
მსმენელებს აფრთხილებდა, ყურადღებით იყავით, მთავარი ახლა იწყებაო და ღიმილნარევი
ხმით გააგრძელა: - იმიტომ რომ... იმიტომ რომ ფარნაოზს კუსა არ უყვარს. ბიძას დის შვილი არ
უყვარს, ფეხებზე ჰკიდია. არა, ფეხებზე კი არ ჰკიდია, ეჯავრება. არ იცოდით? პირველი გაგებაა
თქვენთვის? როგორ გეკადრებათ, ასეთ გამოცდილ ქალებს თვალები მაინც სად გქონდათ? აი,
კუსა გოგო რომ ყოფილიყო, მაშინ დედა-ბებიის მსგავსად ნაბიჭვარი ეჯდებოდა კალთაში და
მარჩენალი ბიძის ფეხის ხმაზე ძაღლივით წამოხტებოდა ხოლმე, ძაღლივით აულოკავდა ხელფეხს და გინდაც წიხლი ეთავაზებინა ქვების თრევით წელში გამწყდარ ბიძას, მაინც
მოურბენინებდა სუფთა პერანგს, ფეხსაბან წყალს გაუნელებდა და პირში მიაჩერდებოდა თავის
ერთადერთ იმედსა და პატრონს, ოფლის სუნით აყროლებული პურის მოლოდინში. მაგრამ,
სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, კუსამ იმედი გაუმტყუნა ბიძას, სხვებისთვის მზრუნველ ბიძას, არ
მისცა საშუალება გამოემჟღავნებინა თავისი სიკეთე და კეთილშობილება. ასე არ არის, ბიძაჩემო?
თუმცა არა, მთლად ასე არაა. შენი პატიოსნება, სიკეთე და მზრუნველობა ხელმოცარული
ჯამბაზის ნიღაბია და მეტი არაფერი, ამ ნიღბის უკან სხვა რამე იმალება, ჯამბაზის უნდილობა,
უნდილობა და სილაჩრე. შენ ხომ ქალთან დაწოლისაც გეშინია? კუსამ კი ყველაფერში გაჯობა.
ამის დანახვაც გაგიჭირდათ, თქვე კარგო ხალხო? კუსას ორსართულიანი სახლი აქვს, საკუთარი,
საკუთარი ოფლით აშენებული, რადგან სხვებივით მზამზარეულად არ დახვედრია. კუსა მეფის
სამსახურში დგას. ცნობილი კაცია, პატივს სცემენ, ეშინიათ, შინ კი ცოლი ელოდება, თანაც
ფეხმძიმე. განა ცოტაა? განა ვინმეს გაემტყუნება, შურით რომ გულზე სკდებოდეს, მით უფრო
ბიძას, უფროსს, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ქვაზე კაკუნის მეტი ვერაფერი უსწავლია,
მეძავის სამყოფი ფულიც ვერ უშოვია და ავი ძაღლივით იღრინება, სხვებსაც უშლის ყურძნის
ჭამას. კაკ-კუკ, კაკ-კუკ, მიდი, კოდალა, უკაკუნე, ვინც რა იცის, ის უნდა აკეთოს, მაგრამ ქვას რომ
მატლი არა ჰყავს, რითი უნდა მოიკლა შიმშილი? თუმცა, აქ არა ვარ? მე რომ არ გყავდე, რითი
უნდა მოიკლა შიმშილი, ჰაა? შურით, რა თქმა უნდა, შურით. შური ადვილი საქმეა, სახლის
აშენებას კი სხვა რამე სჭირდება, ქალის დაორსულებასაც... რამე-რუმე. შენ თუ არ შეგიძლია,
სხვებს მაინც აცალე, დალოცვილო; საქმეში ხარ? აკი უკვე ვთქვი, ავი ძაღლივით არც თვითონ
ჭამს და არც სხვას აჭმევს-მეთქი. ყველაფერი, ეკუთვნის თუ არა, თავისთვის უნდა. ყველაფერი.
იცის ალბათ, ხვდება რაზედაც ვეუბნები. ბიძაჩემი ჭკვიანი კაცია, ეშმაკიცაა, ქვეშქვეშა. სულ
უბრალო არ გეგონოთ, ბრაზიანიცაა, ოოოო, რომ იცოდეთ, როგორი ბრაზიანია. ბრაზიანი და
წესიერი. ერთხელ შევედი მეძავთან, ისიც მაგის გულისთვის და არ მაპატია. თვითონ ხომ
გაბრაზდა და გაბრაზდა, ხალხიც ამიჯანყა, აქაო და ჩემს მაგივრად ისინი მიბრეგვავენ კუსასო, მე
კი გვერდზე გავდგები, ხელსუფთა და პატიოსანიო. ხომ მართალია? ალბათ, ისიც იფიქრა, ჩემს
დისშვილს მეფე გამოაპანღურებს და მერე აღარც გული ექნება და აღარც შეძლება სხვის ვენახში
ძრომიალისო. არც ესაა მართალი? - უცებ ხმას აუწია კუსამ. - ერთი ჰკითხეთ, ვის ირთავს ცოლად,
ის ოხერი ბაღი რომ არ გამქრალიყო, ახლა კახპა გეჯდებოდათ შინ. ისე კი ახი იქნებოდა. ქალი

ვარო, იმანა თქვას. ყოველღამე მთელს ქალაქს უწვება, დილით კი ქალწულივით დგება. თქვენ კი
ერთ ღამეში ამოიყორეთ მუცლები, თითქოს მოსწრებაზე იყო, თითქოს აღარ გეღირსებოდათ. არა,
არც ახლა ვარ მართალი, იმ კახპას ისევე სჭირდები შენ, როგორც მჭედელს გახვრეტილი
საბერველი. ჩემი თუ არ გჯერა, ერთი წადი, ისე შეიარე... ფულს მე მოგცემ. კი მაგრამ, ყველაფერს
რომ თავი გავანებოთ, შენ რა უფლების ძალით აფარებ ხელს ყველასათვის ღია კარს? შენ ხომ იმან
გაგაცოფა, იქიდან მოვდივარო რომ გითხარი? თუ, მაინცდამაინც ჩემთვის არ შეიძლება იმ კარში
შეხედვა? რა თქმა უნდა, მე ხომ შენი დისშვილი ვარ, ხალხი რას იტყვის? ფეხებზე მკიდია, რას
იტყვის ხალხი. სადაც მინდა, იქ შევალ, ვისი რა საქმეა; მე ცხოვრება მინდა, ცხოვრება კი
ყველასია, ვინც მოიხმარს, ვისაც შნო აქვს. პატიოსნება მერე, როცა დავბერდებით, ჯერ კი ჩემი და
შენი არ არსებობს. რაც გუშინ შენი იყო, ის, შეიძლება, ხვალ ჩემი გახდეს. გახდება კიდეც. არავის
არა აქვს ნება, წინ გადამიდგეს, დამიშალოს, მხოლოდ იმიტომ, დედაჩემმა არასწორად რომ
გამაჩინა, სიჩქარეში რაღაც გამორჩა, რაღაც დაავიწყდა. არც შენ არა გაქვს უფლება, პირველ რიგში
შენ, რადგან, სხვა თუ არაფერი, დედაჩემი შენი დაა, შენი სისხლი და ხორცი. რა ჩემი საქმეა,
რომელმა გამაჩინეთ, ცალ-ცალკე თუ ორივემ ერთად. ჩემთვის ორივენი ერთნი ხართ,
ერთნაირები. ასე რომ, მეც თქვენისთანა ვარ, თუმცა ჩვენი ცხოვრება მაინც არ შეიძლება ერთად.
ასე არ არის? "ასეაო" - უპასუხა ცოტა ხნის მერე საკუთარ თავს და ტომრის ასაღებად დაიხარა,
ოთახიდან ზურგით გავიდა, თვალი არ მოუშორებია ფარნაოზის ხელებისათვის, ამ ხნის
განმავლობაში მართლა ქვის ნამტვრევებივით უძრავად რომ ეყარნენ პატრონის მუხლებზე.
სანამ კუსა ლაპარაკობდა, სიბნელიდან ხან მისი წითელი ხელის მტევანი გამოხტებოდა, ხან
აცახცახებული ყბა, ცხვირი თუ ყურის ბიბილო, თითქოს მდუღარე წყალი ადამიანის დაკუწულ
სხეულს უთავბოლოდ ატრიალებდა. კუსას ლაპარაკმა ყველაზე მეტად პოპინა დააფრთხო.
იატაკზე ჩაცუცქული, შიშისაგან უარესად დაპატარავებული, ცდილობდა, ჩოჩვა-ჩოჩვით, რაც
შეიძლება შეუმჩნევლად გასცლოდა იქაურობას, დასხლტომოდა სიძულვილის იმ წებოვან გუბეს,
მის შვილს რომ ამოენთხია და თანდათან კიდევ უფრო იზრდებოდა, იატაკის ღრმულებს
ავსებდა, უხსენებლის ჯოგივით ბზინავდა და მოცოცავდა, თითქოს პოპინას უნდა სწვდენოდა
კალთაში. პოპინას გაქცევა უნდოდა, მაგრამ ფეხები არ ემორჩილებოდა, დაკივლება უნდოდა და
პირი ვერ გაეღო, თითქოს ყველაფერი სიზმარში ხდებოდა. ფარნაოზიც ისევ უძრავად იჯდა,
მოწმესავით, და გული ამაზრზენი სიბრალულით ეწურებოდა. "არა, არ შეიძლება... ასე როგორ
უნდა იცხოვროსო" - ფიქრობდა იგი.
კუსამ გული კი იჯერა, კი ამოიბერტყა, მაგრამ ფარნაოზის დუმილმა შეაშინა, ტანმა საფრთხე
უგრძნო, უარესი, ვიდრე გადაეტანა, ნამდვილი საფრთხე, მხოლოდ და მხოლოდ მისთვის
გაჩენილი, მისკენ მომავალი და არა ბრმა და განუკითხავი, ალალბედზე მოხეტიალე. კუსა
ლაპარაკშივე მიხვდა, მეტი რომ მოუვიდა, ღრმად რომ შეტობა უცნობ მდინარეში, დაუკრეფავში
რომ გადავიდა, მაგრამ თავს ვეღარ მოერია, მცველის დუმილმა და გულგრილობამ გააცოფა,
გაათავხედა, თუმცა იმ მცველს მძიმე და ბასრი ქვები წინასწარვე მოეგროვებინა კალთაში.
"გიტყუებს, გეყოფა, ნუღა მიხვალ ახლოსო", - განგაშობდა კუსას მეორე, მარად ფხიზელი გონება,
მაგრამ კუსას აღარ შეეძლო გაჩერება, წერას აეტანა, წერა ერეკებოდა წინ.
კუსა ისე აიტანა შიშმა, შინამდე ძლივს მიათრია ფეხები. "დამიგე, ვკვდებიო", - ზღურბლიდანვე
მიაძახა ცოლს და თითქმის გაუხდელი შეწვა ლოგინში. პატუს სულელური შეკითხვებისთვის

თავი რომ აერიდებინა, მაშინვე კედლისკენ გადაბრუნდა და ფიქრებს მიეცა. საფიქრალი კი ბევრი
ჰქონდა. ამ მოკლე ხანში ბევრი რამე გადახდენოდა თავს, რასაც წონასწორობიდან გამოეყვანა და
თანდაყოლილი სიფრთხილის გრძნობაც დაევიწყებინა მისთვის. მართლაც რა საჭირო იყო,
ფარნაოზსაც სცოდნოდა, რას ფიქრობდა მასზე კუსა. განა ამით ფარნაოზს რამე დააკლდებოდა?
პირიქით, ფარნაოზი ახლა უფრო ძლიერი იყო, მან იცოდა ის, რაც არ უნდა სცოდნოდა: მტრის
ვინაობა და განზრახვა. კუსამ საიდუმლო გასცა. უბრალო კი არა, გადამწყვეტი, რომელსაც უნდა
წარემართა მომავალი ბრძოლის ბედი. კუსამ კი ეს საიდუმლო თავისი ფეხით მიურბენინა მტერს;
ვინ მოიქცეოდა ასე, ბრიყვის მეტი. არავინ. შეიძლება ბრიყვსაც შეეკავებინა თავი. ბრიყვსაც!
კუსამ კი ვერ შეიკავა, იმიტომ რომ... არა, რაც არ უნდა გაბრაზებულიყო კუსა, სიბრიყვეს ვერ
დასწამებდა თავს; ისევ შიშმა, ისევ წყეულმა შიშმა აურია გზა-კვალი; როცა ერთი ნაბიჯიღა
აკლდა მსხვერპლამდე, უფრო ძლიერმა მხეცმა თვითონ მას გაუკეთა ნაბული. კაცმა რომ თქვას,
არც შიში გაემტყუნებოდა კუსას. ბიჭი იყავი და ნუ შეგეშინდებოდა. კუსა კი არა, სასახლის
ეზოში ბალახი დაჭკნა, ნაბადმოსხმული მცველები გაჭაღარავდნენ, ოყაჯადოს კი ისეთი
მცველები ჰყავდა, ყველა მათგანი ხელდახელ მივიდოდა დათვზე. გადაფითრებულ კარისკაცებს
ერთმანეთი გამოჰყავდათ დარბაზიდან, როგორც დაჭრილები ბრძოლის ველიდან. "ვერ
ვაწყნარებთო", - ისეთი ხმით ამბობდნენ ისინი, ზედმეტი ჩაძიება აღარ იყო საჭირო. ჩურჩულით
ნათქვამი ეს ორი სიტყვა სიკვდილის თრთოლვასავით გადაურბენდა ხოლმე მთელ სასახლეს და
კიდევ ერთი წუთით რომ დაგვიანებოდათ დამნაშავის პოვნა, ძნელი სათქმელია, რა მოყვებოდა
ქეციანი ბაღის გაქრობას. სასახლის მცველთა უფროსი დაიკარგა, სამრეცხაოში ოთხი ქალი
დაიხრჩო, დაიხრჩო თუ თვითონ ჩაჰყვეს თავი მდუღარეში, ბოლომდე გაურკვეველი დარჩა, ორი
მოახლე საკუთარ ნაწნავზე ჩამოკიდული იპოვეს, სახაბაზოს ცეცხლი გაუჩნდა და ამოდენა
შენობა ისე უცებ ჩაიფერფლა, კაციშვილმა ვერ მოასწრო გამოსვლა, არა, ერთმა-ორმა მაინც
მოასწრო, მაგრამ ისე იყვნენ დამწვრები, ვერც თვითონ თქვეს და ვერც სხვებმა დაადგინეს მათი
ვინაობა. ასე რომ, ჯერ კიდევ არ იცოდნენ, ვინ გადარჩა და ვინ ვერა. არა, შიში არ გაემტყუნებოდა
კუსას, ეს დღე მძიმე დღე იყო მისთვის, დიდი გამოცდა. ნებისყოფამ უშველა, მხოლოდ და
მხოლოდ ნებისყოფამ. დღეს მისი სული ეკიდა ბეწვზე, მისი საუნჯე, აუნაზღაურებელი,
ერთადერთი, რისი მოპოვებაც არაფრით აღარ შეიძლებოდა. ხმა რომ გავარდა, დილანდელი
აყალმაყალის გამო ოყაჯადო პირველ რიგში თავის ხალხს დასჯისო, კუსას სული ფეხებში
გაეპარა, ისე მოიბუზა, თითქოს მართლა მისთვის უნდა ეტაცნათ ხელი, თითქოს მარტო ის იყო
ოყაჯადოს კაცი, იმიტომ რომ, იმიტომ, რომ ბიძამისი პირველი გარბოდა, ყოჩივით, არა, გიჟივით.
მარტო კუსას კი არა, ყველას დაენახა იგი. ასეც ამბობდნენ: პირველი უხეიროს ვაჟი გარბოდაო.
სასახლეს არაფერი დაემალება, მაგრამ საიდან უნდა იცოდეს სასახლემ, რომ ის მართლა გიჟი და
დამთხვეული, ყველაზე ძალიან კუსას ეზიზღება. ამიტომაც იბუზებოდა, პატარავდებოდა,
კედლის ბზარში მიძვრებოდა და ცოტა კიდევ რომ გაგრძელებულიყო დამნაშავის პოვნა, ვეღარ
გაუძლებდა გული, ფეხებში ჩაუვარდებოდა ოყაჯადოს და ეტყოდა (თუკი ხმა ამოუვიდოდა
ყელიდან), ხომ დავაბი, მეტი რა მექნა, ერთი კაცი მთელ ქალაქს როგორ მოვერეოდიო. მართლა
ჩალით ხომ არ არის ქვეყანა დახურული?! თუკი ის დაინახეს, როგორ გარბოდა კუსას უტვინო
ბიძა პირველი, ისიც დაენახათ, როგორ აბამდა კუსა თავის ქვისმტვრეველ ბიძას. საბედნიეროდ,
დამნაშავე მალე იპოვეს, იმან იპოვა, იმან. თორემ ხალხმა მერე შემოირტყა თავში ხელი, უიმე, ეგ
არ იყო ცხენივით რომ დაიხვიხვინა, დარიაჩანგის ბაღი გამქრალაო. კარგი, სხვებს დაავიწყდა,

მაგრამ კუსას როგორ მოუვიდა, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამის დავიწყება. ერთიც ვნახოთ
და... არა, იმას არაფერი შეეშლება, მაგრამ ერთიც ვნახოთ და შეშლოდა? მაშინ ხომ შენზედაც ახი
იქნებოდა, მაშინ ხომ ღირსი იქნებოდი? ასეთ დროს "ვიცოდი და დამავიწყდა" და "ვიცოდი და
დავმალე" ერთი და იგივეა. განა არ იციან, შენც რომ დამნაშავე ხარ?! იციან, როგორ არ იციან,
მაგრამ გაპატიეს, რადგან უნებურად დააშავე, რადგან შენზე სულგრძელები არიან. ამიტომ,
მთელი სიცოცხლე ამ უნებური დანაშაულის გამოსყიდვას უნდა შესწირო, უნდა დაამტკიცო,
პატიების ღირსი რომ იყავი. იცოცხლე, იმ დაკოდილ აყლაყუდას კარგი დღე არ დაადგება, მაგრამ
ამით კუსას რა? აღარ დაადგა საშველი მის დამშვიდებას, ვერაფრით ვერ მოიგო შიშის გული,
მეფის გოშიასავით, ყეფა-ყეფით რომ ასდევნებოდა.
რაც უფრო მეტს ფიქრობდა კედელს მიშტერებული, ციებიანივით აძაგძაგებული კუსა, მით
უფრო რწმუნდებოდა, ყველაფერში მისი სიმამრი იყო დამნაშავე, ქალაქის მასხარა და ოინბაზი.
მკვდარს როგორ აჰყვა, როგორ გაუყადრა თავი. სწორედ ეს იყო დასაცინი და არა ნაბიჭვრობა.
ნაბიჭვრობა ბედისაგან ჰქონდა თავზე მოხვეული და რაც არ უნდა ეფაფხურა, ვეღარ
მოიშორებდა, მაგრამ გული ხომ მის ხელში იყო, იმდენი ხომ შეეძლო, საკუთარი გული საითაც
უნდოდა, იქით წაეყვანა, თვითონ კი არ აჰყოლოდა, როგორც მოუვიდა, ის ეტარებინა თავის
ჭკუაზე. გულს აჰყვა კუსა, გულს! ორი კურდღლის დაჭერა მოინდომა, ერთ დღეს დაუპირა
ანგარიშის გასწორება სიმამრსაც და ბიძასაც. ისე, ხელი რომ არ შეშლოდა, ჩანაფიქრი მართლაც
კარგი იყო. აბა, მაშინ გენახათ სიცილ-ხარხარი, როცა კუსა პირველ ჭიქას ასწევდა და იტყოდა...
არა, ჯერ ფარნაოზს დაეღრიჯებოდა, ბიძა ხარ, პატივი დაგვდე და გვითამადეო, მაგრამ
ფარნაოზი რომ გაიპრანჭებოდა, მაშინ კუსა მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმებდა და იტყოდა, რამ
გამომაშტერა, სად გაგონილა, სიძეკაცი თავის ქორწილში თამადობდესო. ატყდებოდა და რა
ატყდებოდა. პატარძალს დაუწყებდნენ ძებნას, მაგრამ შავთვალება მალალოსა და მისი შვიდი
ქალიშვილის გარდა დედაკაცის სული არ იჭაჭანებდა გარშემო, თვალის საწიერზე. მაგრამ ვერ
მიართვეს, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. აჩქარდა და იმიტომ, უცებ მოინდომა ბიძა-სიმამრის
ჯავრის ამოყრა, სინამდვილეში კი ჯავრი მიიმატა. დარდს მოგცემ - დარდს დაგავიწყებო, ასე
მოუვიდა კუსასაც, დამნაშავე კი თვითონვე იყო, ეს ხეთქავდა გულზე, საკუთარი სხეული
ეზიზღებოდა, ნამშობიარევი ძაღლივით მომჩვარული და გაოფლიანებული. თითქოს, სიჩქარეში
ბრმა ლეკვები დაეყარა და ამაზრზენი უმწეობით გრძნობდა, როგორ აღოღდებოდნენ ზედ,
როგორ ულოღნიდნენ ძუძუს თავებს სიბრიყვისა და სულსწრაფობის ნაშიერნი. კუსა ისე გაიტაცა
ბიძა-სიმამრის გაბითურების სურვილმა, ბევრი უბრალო ჭეშმარიტებაც კი დაივიწყა, დაავიწყდა,
ყველაფერს რომ თავისი დრო აქვს, ყველაფერი რომ დროს ელოდება, დრო კი - არაფერს.
ტყუილად კი არ უთქვამთ, თავის დროზე დალეული შხამიც კი ტკბილიაო. კუსამ კი დაივიწყა,
შამფურს დაუწყო თლა, თუმცა წერო ცაზე მიფრინავდა. ასე ფიქრობდა კუსა და სიბრაზისაგან
მართლა უღონდებოდა გული. "ვკვდებიო" - სულთმობრძავივით ამოიქშენდა ხოლმე, მაგრამ
საწოლთან მირბენილ პატუს წიხლით იშორებდა, რადგან პატუც ის იყო, რაც მამამისი. იმ დღეს
დაჰკარგა კუსამ გონება, როცა ღვინის ვაჭარმა ბახამ ამ ქვეყანას თავი დაუკრა. "ძაღლი მიგაკვდეს
სულშიო", - კი მიაძახა სიმამრს, ამდენი ხნის მოლოდინი წყალში რომ ჩაუყარა და მთელი
ქალაქის სამასხარაო გახადა, მაგრამ ბოლოს ლამის თვითონვე მიაკვდა. იმ დღეს დაიწყო
ყველაფერი. დღეს კი დაგვირგვინდა. დღეს რომ კუსამ შიში და მღელვარება გადაიტანა, თავგზა
დაებნეოდა კი არა, ისიც საოცარია, სული როგორ შერჩა. მართალია, მგელს გადაურჩა, მაგრამ

ცოტას მორჩა მგლისფერ ძაღლს თვითონვე ჩაუვარდა ხახაში. კაცი რომ დიდ განსაცდელს
გადაურჩება, ტროყიაანთ ბიჭივით სულელდება, ლომი ბუზად ეჩვენება, ცა ქუდად აღარ მიაჩნია
და დედამიწა ქალამნად. თუმცა მაინც კუსაა დამნაშავე. ხომ იცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე. კაცი
კუბოშიც რომ გაღიმებული იწვება, იმისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ისე, კაცმა რომ თქვას,
რა ჰქონდა სატირელი, ტაშფანდურით იცხოვრა, რაც რამე ჰქონდა, მუცელს მოახმარა, თუმცა არა,
ოჯახზედაც იზრუნა, ისეთი სახედარი დაუტოვათ, არაფერს გაუჭირვებდათ. აკი ასეც დაუბარა
იმ მართლა ვირსა და ოტროველას: ახლა შენ იცი და შენმა ბიჭობამო. კისერზე კი კრამიტის
ნამტვრევი და ორმეტრიანი თამასუქი ჩამოჰკიდა, ნიშანი დაადო, ჩემს არყოფნაში, ემანდ ვინმეს
არ შეგეშალოთ, ჩემი ვირიაო. ამიტომაც იღიმებოდა, არხეინად იწვა ვაზის ყლორტებით
მორთულ სარკოფაგში და იღიმებოდა. მაგრამ, თუ სამართალი არსებობდა, ახლა კუსასთვის
უნდა ეცლიათ, მისი ჯერი იყო და არც აპირებდა ვალში დარჩენას. თუმცა, მკვდრის ღიმილი
You have read 1 text from Georgian literature.
Next - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
  • Parts
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Total number of words is 3713
    Total number of unique words is 2149
    29.1 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2104
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Total number of words is 3786
    Total number of unique words is 2050
    32.9 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 2036
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Total number of words is 3729
    Total number of unique words is 2068
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    52.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Total number of words is 3798
    Total number of unique words is 2041
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.7 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Total number of words is 3774
    Total number of unique words is 2100
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Total number of words is 3823
    Total number of unique words is 2083
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2026
    33.7 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Total number of words is 3773
    Total number of unique words is 1978
    31.9 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 2031
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2106
    31.0 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Total number of words is 3704
    Total number of unique words is 2027
    30.8 of words are in the 2000 most common words
    45.1 of words are in the 5000 most common words
    51.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 2083
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Total number of words is 3829
    Total number of unique words is 2058
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 1976
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2062
    30.1 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Total number of words is 3775
    Total number of unique words is 1967
    34.5 of words are in the 2000 most common words
    49.1 of words are in the 5000 most common words
    56.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Total number of words is 3868
    Total number of unique words is 1886
    35.4 of words are in the 2000 most common words
    49.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2046
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Total number of words is 3709
    Total number of unique words is 1983
    33.1 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Total number of words is 3866
    Total number of unique words is 2020
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.4 of words are in the 5000 most common words
    54.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2020
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    54.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 2058
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2111
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2042
    30.5 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Total number of words is 3904
    Total number of unique words is 2006
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 1988
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Total number of words is 3889
    Total number of unique words is 1960
    31.7 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Total number of words is 3751
    Total number of unique words is 2127
    27.9 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Total number of words is 3814
    Total number of unique words is 2046
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Total number of words is 3808
    Total number of unique words is 2002
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2068
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.4 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 2023
    31.8 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2094
    29.3 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Total number of words is 3725
    Total number of unique words is 2171
    27.3 of words are in the 2000 most common words
    38.2 of words are in the 5000 most common words
    44.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Total number of words is 3887
    Total number of unique words is 2056
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Total number of words is 1188
    Total number of unique words is 820
    38.4 of words are in the 2000 most common words
    50.8 of words are in the 5000 most common words
    57.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.