Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26

Total number of words is 3747
Total number of unique words is 2042
30.5 of words are in the 2000 most common words
43.8 of words are in the 5000 most common words
51.8 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ფულსაც უდებდა, თანაც ისე, რომ მას არ შეემჩნია, არაფერი სცოდნოდა და მერე გაეგო, როცა
ქალი მასთან აღარ იქნებოდა. "სატრფოც" სიამოვნებით იტყუებდა თავს, თვალსაც სიამოვნებით
ხუჭავდა, ანდა სწორედ მაშინ შეტრიალდებოდა ხოლმე, მაშინ მოუნდებოდა სანდლის
გასწორება, როცა ქალი ჯიბეში ფულს უკუჭავდა. მისთვის სულერთი იყო, ვინ აუვსებდა ქისას და
როდის იგრძნობდა ფულის სიმძიმეს, ქალის თანდასწრებით, თუ მერე, შინისკენ მიმავალი. რა
თქმა უნდა, შავთვალება მალალოს ყველა ასეთი სიყვარული, ადრე თუ გვიან, მარცხით
მთავრდებოდა. პირველად ან თვითონ ეხილებოდა თვალი, ან "სატრფოს" უბნელდებოდა გონება
და მუქთა ლოგინითა და უმტკივნეულოდ ნაშოვნი ფულით გარყვნილი, თავის სიხარბესა და
სულსწრაფობას დაურიდებლად ამჟღავნებდა. "რაც შენ ფული შემოგდის, - იწყებდა გაქსუებული
"სატრფო", - რას უშვრები? მე რა, სახედარი ხომ არ გგონივარ? ლამის ქალაქის მასხარა გავხდე".
"მერე რა, მერე რა, - ღიღინებდა სიცრუის ვარდისფერ ღრუბლებში თავშერგული შავთვალება
მალალო, - ვინც რა უნდა ისა სთქვას, ვინც რა უნდა ისა სთქვასო". ის ჯერ ვერ ხვდებოდა, საით
უმიზნებდა მისი "სატრფო", ან არ უნდოდა, მიხვედრილიყო, რადგან ვარდისფერ, გრილსა და
ხავერდივით ბუსუსა ღრუბლებში თავს უკეთესად გრძნობდა. მაგრამ, ადრე თუ გვიან, მაინც
უნდა გამოეყო იქიდან თავი, რადგან ის ხელოვნური ღრუბელი იყო და ჰაერს არ ატარებდა.
"ღორო! ღორო!" - ყვიროდა მიწაზე დაბრუნებული შავთვალება მალალო, "ღორი" კი უკვე ქუჩაში
მიაბიჯებდა და მკერდში მუშტს გამეტებით იცემდა, უსამართლოდ შეურაცხყოფილი კაცივით,
ანდა ვენახდასეტყვილი გლეხივით. დიდხანს გაგრძელდა ასე. ბევრჯერ იწვნია შავთვალება
მალალომ გაწბილების სიმწარე, სანამ საბოლოოდ არ აუცრუვდა გული სიყვარულზე, სანამ
საბოლოოდ არ გაბოროტდა და დაუძინებელ მტრად არ იქცა ყველასთვის, ვისაც სიყვარულისა
კიდევ სჯეროდა. აჩრდილებივით ცვლიდნენ ერთმანეთს ერთნაირად უხეში, ერთნაირად
სულწასული და ერთნაირად დაბნეული მამაკაცები, დღეებიც ამ მამაკაცებივით ჰგავდნენ
ერთმანეთს და შავთვალება მალალოს სძულდა ყველანი, ხოლო სიძულვილი, ხორკლიანი და
ცივი ხელებით, სხეულთან ერთად თანდათან სულსაც უცვლიდა და უმახინჯებდა. ახლა

მისთვის მთავარი შურისძიება იყო. შურისძიება და თავის გადარჩენა, რაკი სამუდამოდ
დარწმუნებულიყო ცხოვრების ვერაგობაში. გამომწვევი სიარული, თამამი სიტყვა-პასუხი,
მოულოდნელი, აღგზნებული სიცილიცა და გაუთავებელი სიმღერაც მხოლოდ იმიტომ
სჭირდებოდა, მის გადასათელად დაძრული ქვეყანა რომ შეეკავებინა. მას ეს ქვეყანა ეჯავრებოდა,
და ეომებოდა კიდეც, დასცინოდა, აკნინებდა, აწვალებდა და აბინძურებდა, რადგან ქვეყანამაც
ასეთად გააცნო თავი. ის სრულებითაც არ აპირებდა მის გაცნობას, მას მხოლოდ თავისი
უბედურება უნდოდა, იმავე ქვეყანამ რომ გამოგლიჯა ხელიდან, სანაცვლოდ კი თვითონ
ესტუმრა, ტალახიანი ფეხებით შეაბოტა მის ოთახში და, შიშველი მამაკაცივით უზარმაზარი და
უმწეო, გვერდით ამოუწვა. შავთვალება მალალო პირველად დააფრთხო ქვეყნის სიდიადემ,
მაგრამ მალე იგრძნო მისი უმწეობაც, და მოვალეობის აღსრულების დროსაც შეეძლო დაეცინა და
დაემცირებინა იგი. ქვეყანა დიდი იყო, მაგრამ უფრო დამყოლი, უფრო ადვილად
მოსათვინიერებელი, ვიდრე ერთი კაცი, უფრო სწორედ, ვიდრე პირველი კაცი, რომელსაც
სისხლიანი ტუჩები ჰქონდა და სადოღე ცხენივით ცქმუტავდა ადგილზე. ის უნდა გაქცეულიყო,
შეეძლო და იმიტომ; ქვეყანას კი გაქცევა არ შეეძლო, იმდენი ფეხი ჰქონდა, ერთმანეთში
ეხლართებოდა, ბორძიკობდა და ყველაფერს ებღაუჭებოდა, თავი რომ შეემაგრებინა როგორმე.
მას მომვლელი სჭირდებოდა, წარმმართველი, რადგან ყმაწვილივით ცეტი იყო და მოხუცივით
უნდილი. "მასპინძელო, მასპინძელო, მასპინძელოო", - ჩხაოდა ლერწმის გალიაში ჩამწყვდეული
თუთიყუში, არა, სიყვარული, და შავთვალება მალალოც იცინოდა და ტიროდა, ტიროდა და
იცინოდა, რადგან მისი შემყურე ქვეყანა თვითონ იყო ერთდროულად სატირალიცა და
სასაცილოც.
როცა შავთვალება მალალომ თავისი ნაბოლარა ქალიშვილის სიყვარულის ამბავი შეიტყო,
თავზარი დაეცა. მტერი, რომელსაც უკვე განადგურებულად და ერთხელ და სამუდამოდ
დამარხულად თვლიდა, ცოცხლდებოდა, ყლორტს იკეთებდა და თანაც ისე გათავხედებულიყო,
შინ შემოჰპარვოდა, ისევ მისი სისხლითა და ხორცით იკვებებოდა, რათა ისევ მას დასტყდომოდა
თავზე, ერთხელ კიდევ დაექცია და დაეწიოკებინა, თითქოს ერთი ადამიანისთვის არ კმაროდა,
რაც უკვე გადაეტანა მისი წყალობით. მტერი ძლიერიც იყო და ვერაგიც. დროულად, ჩანასახშივე
უნდა ამოეძირკვა იგი შავთვალება მალალოს, რადგან ისიც არ დაჰკარგოდა, რაც ამ ძლიერსა და
ვერაგ მტერთან ბრძოლაში მოეპოვებინა. შავთვალება მალალო მართლაც დროულად
დატრიალდა და ამჯერადაც გაიმარჯვა, მაგრამ შედეგმა კი არ გაახარა, დააღონა და შეაწუხა,
თითქოს მეზობლის მობარებული ბავშვი შემოკვდომოდა. მაგრამ მაშინ დიდხანს არ აჰყოლია
წუხილს, სჯეროდა, სწორედ იქცეოდა, რადგან ინოც მისი ქალიშვილი იყო და სიყვარულისგან
უბედურების მეტს ვერც ის მიიღებდა. სინდისმა მერე გააწამა, მერე გაუხდა აუტანელი, როცა
უფროსმა ქალიშვილებმა შინიდან გამოაგდეს, მოგვშორდი, სტუმრებს ნუ გვიფრთხობო. მაშინ კი
საბოლოოდ დარწმუნდა, გამოუსწორებელი ცოდვა ჰქონდა ჩადენილი და ამიტომაც სჯიდნენ
ღმერთები. ამ ცოდვითღა ედგა სული. ცოდვა აძლებინებდა. კი არ აძლებინებდა, სიკვდილის
ნებას არ აძლევდა, რადგან სიკვდილი ცოდვისგანაც გაათავისუფლებდა და დაისვენებდა. "თუ
მართლა გიყვარვარ და გეცოდები, ქვა ჩამარტყიო", - ეხვეწებოდა ხოლმე ინოს.
დედის გამოძევების შემდეგ აღარც ინო გაჩერებულა დებთან. დედა შეეცოდა, მარტომ როგორ
უნდა იცხოვროსო, მაგრამ შავთვალება მალალომ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ცოცხლად რატომ

უნდა დაიმარხო, ანდა შენი მოწოდებული წყალი როგორ უნდა დავლიოო. ინოს მაინც არ
მიუტოვებია დედა, როგორც კი თავისუფალ დროს იშოვიდა, მაშინვე მისკენ გარბოდა. სანამ
შავთვალება მალალო თმას იგლეჯდა და მოთქვამდა: რატომა ხარ ასეთი კეთილი, რატომ
გველივით თავს არ გამიჩეჩქვავო, ქოხს გამოგვიდა, ლოგინს გაამზეურებდა, სადილს
გააკეთებდა, მერე წყალს აადუღებდა და ბავშვივით გაჯიქებულ დედას ძალისძალათი ჩასვამდა
ხოლმე ტაშტში. დედა მსუბუქი იყო, პატარა და მსუბუქი, და მისი დალეული, ავადმყოფურად
თეთრი, ლურჯი ძარღვებით დაფარული სხეულის ხილვა ინოს გულსაც უჩუყებდა და
ახალისებდა კიდეც. მერე ერთად სადილობდნენ და იმწუთას ორივენი ბედნიერები იყვნენ.
"გინდა სარკეს მოგიტანო", - ეუბნებოდა ინო კოხტად თმადავარცხნილსა და გაქათქათებულ
დედას, შავთვალება მალალო კი ქოქოლას აყრიდა სარკეს და ორივენი იცინოდნენ, გულიანად,
დედაშვილურად. ინო ხელცარიელი არასოდეს მოვიდოდა, ყოველთვის მოჰქონდა საჩუქრად
კაბა თუ ხილაბანდი, ფლოსტები თუ პერანგი. შავთვალება მალალო თავს იკლავდა, მართლა
წუხდა, შვილი თვითონ რომ იკლებდა და მას უზიდავდა, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც
უხაროდა, ბავშვივით შეეფაკლებოდა ხოლმე სახე, როცა ინო საჩუქარს წინ გაუშლიდა. თუმცა
შავთვალება მალალოს უკვე არაფერი აღარ სჭირდებოდა, რაც მაცვია, ამის ღირსიც არა ვარო,
ეუბნებოდა შვილს და საჩუქრებს ცალკე სკივრში ალაგებდა. სკივრს მხოლოდ მაშინ ხსნიდა,
როცა მარტო იყო, ხელგაუყრელ კაბას ტახტზე გაფენდა, ფეხთით ახალთახალ წაღებს
დაუწყობდა, თავთით გაუშლელ თავსაფარს დაუდებდა და, დაქირავებული მოტირალივით,
საკუთარ თავს დასტიროდა: უბედურო შავთვალება მალალო, ნახე, შენგან დაღუპულმა შვილმა
რეები მოგიტანა, როგორ უყვარხარ, როგორ გაპატია, ადე, დაინახე შენი დასამიწებელი
თვალებითო. ხანდახან ინო შემოუსწრებდა ხოლმე მოტირალ დედას და ეხვეწებოდა, ნუ, ნუ,
შენი ჭირიმე, სატირალი რა გჭირს, სანამ ცოცხალი ვარ, არაფერს გაგიჭირვებო. ამ სიტყვებზე
უარესად ემდუღრებოდა გული შავთვალება მალალოს და შუბლს გამეტებით ურტყამდა ტახტის
კიდეს, სანამ კანი არ გადაუსკდებოდა და ბებერ სისხლში არ ამოეგანგლებოდა სახე. ინო
ძლივძლივობით ააგლეჯდა ხოლმე მისავათებულ დედას ტახტიდან, სახეს ბანდა, გამსკდარ
კანზე აბლაბუდას ადებდა და ათას სისულელეს, ტყუილსა და მართალს უყვებოდა, სანამ იმას
გულზე გადაეყრებოდა და დაავიწყდებოდა თავისი სატირალი. შავთვალება მალალო
გატრუნული უსმენდა შვილის ტიტინს, სახეც თანდათან უმშვიდდებოდა, თითქოს შვილის
მონაყოლიც აინტერესებდა, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა ინო რწმუნდებოდა, დავამშვიდეო, უცებ
ჰკითხავდა: რატომ მაპატიეო? ამას კი ისეთი ხმით ეკითხებოდა, ინოს ძალა წაერთმეოდა ხოლმე,
თვითონაც ვეღარ ერეოდა ტირილს და, დედის კალთაში თავჩარგული, სლუკუნებდა, რა გჭირს
საპატიებელი, დედა ხარ და ამაგს გიხდიო. მაგრამ შავთვალება მალალო ჯიუტად აქნევდა თავს
და თავისას გაიძახოდა: რატომ მაპატიეთ, რატომ თავი ქვით არ გამიჩეჩქვეთ შენცა და
ფარნაოზმაცო. ინოს ისე სიამოვნებდა ფარნაოზის სახელის გაგონება, დედას აღარ აწყვეტინებდა
და სანამ შავთვალება მალალო მოთქვამდა და ვიშვიშებდა, მის კალთაში თავჩარგულ ინოს
მოღუშული, ზღვიდან ახლად ამოსული და სიცივისგან აძაგძაგებული ფარნაოზის
წარმოდგენაზე ბედნიერებისგან გული ეწურებოდა. შავთვალება მალალო ერთადერთი ადამიანი
იყო მთელს ქვეყანაზე, ვისთანაც ფარნაოზზე ლაპარაკი შეეძლო. ფარნაოზს თითქმის ყოველი
შეხვედრისას იხსენებდნენ და უსასრულოდ უყვებოდნენ ერთმანეთს, რაც კი იცოდნენ ამ მარად
მოღუშულსა და გულკეთილ ბიჭზე, ზღაპრის გმირივით რომ დამახსოვრებოდათ ორივეს.

"თვალი რომ გავახილე, ჩემს წინ ფარნაოზი იდგაო", - ვინ იცის მერამდენედ ყვებოდა
შავთვალება მალალო ფარნაოზთან შეხვედრის ამბავს.
- იმ დღეს? - ეკითხებოდა ინო, ვითომ არ იცოდა და არც მოესმინა ეს ამბავი.
- ხო, იმ დღეს - პასუხობდა შავთვალება მალალო და აგრძელებდა: ისეთი შეშინებული სახე ედო,
სიცილი ძლივს შევიკავეო.
- კი არ ეშინოდა, რცხვენოდა - ექომაგებოდა ინო პატარა ბიჭს. გულში კი, თავისთვის, სხვას
ამბობდა: არც ეშინოდა და არც რცხვენოდა, ვუყვარდი და მეძებდაო.
ფარნაოზის კრეტაზე წასვლის ამბავი მათაც ჰქონდათ გაგებული, მაგრამ ეჭვიც არ ეპარებოდათ,
აუცილებლად დაბრუნდებოდა. ორივენი ელოდებოდნენ, რადგან, მათი აზრით, ფარნაოზი იყო
ერთადერთი ადამიანი, რომელსაც უფლება ჰქონდა დასჯისაც და მიტევებისაც. რაც დრო
გადიოდა, რაც უფრო უძლურდებოდა შავთვალება მალალო, მით უფრო ძნელი ასატანი
ხდებოდა მისი მოლოდინი. მით უფრო სანატრელი ხდებოდა სიკვდილი, რადგან ისა და ქვეყანა
ერთმანეთს ვეღარ უგებდნენ, ერთმანეთს აღარ სჭირდებოდნენ, ის კი არა, ნატამალიც აღარ
დარჩენილიყო მათი ხანგრძლივი და მხიარული სტუმარ-მასპინძლობისაგან. სიბერისა და
უმწეობის ქოხში შეყუჟულ შავთვალება მალალოს ახლა ისევ ახსენდებოდა თავისი სიყვარული,
ოდნავ თავგადახრილი, ღიმილისგან ბაგეგაპობილი, სურვილისგან დამუნჯებული, დამთრგუნავი სიმშვიდითა და უდარდელობით რომ შემოსცქეროდა და მზეზე აბრჭყვიალებული დანით
ჯოხსა თლიდა. ახსენდებოდა, მაგრამ ავი, გარდაუვალი უბედურების ნაცვლად, ახლა
გამაბრუებელ, დამამშვიდებელ ნეტარებასა და ბედნიერებას განიცდიდა, რადგან მის
წარმოდგენაში მხოლოდ და მხოლოდ ამ უდარდელად მომღიმარსა და ცხენივით მოუსვენარ
კაცსა თუ ღვთაებას შეეძლო მისი გამოყვანა ქვეყნის ცხრაკლიტულიდან, სადაც ოდესღაც
თვითონვე დაემწყვდია. ეს კაცი თუ ღვთაება მხოლოდ ამიტომ არსე-ბობდა, მაგრამ შავთვალება
მალალოს კარგად აღარც კი ახსოვდა მისი სახე და როცა მასზე ფიქრობდა, ყოველთვის ფარნაოზი
ედგა თვალწინ, ისა და ფარნაოზი ერთ არ-სებად ქცეულიყო მისთვის, მარადიულ არსებად,
რომელსაც ყველა ქალი თავისებურად ხედავდა და ერთნაირად აღიქვამდა. შავთვალება მალალო
გვიან მიხვდა ამას, გვიან მიხვდა, სიყვარულის ღვთაება რომ გამოეძევებინა თავის
სასტუმროდან; ასე კი იმიტომ მოიქცა, შვილი რომ შეეცოდა. არა, კი არ შეეცოდა, შვილისაც
შეშურდა, რადგან სწორედ იმ დღეს დარწმუნდა, რა უაზრო იყო მისი მოლოდინი, რა სწრაფად
გასული-ყო დრო თუთიყუშის გაუთავებელ ჩხავილში. ახლა მხოლოდ ეს ჩხავანა თუთიყუშიღა
უდასტურებდა, ოდესღაც მისთვისაც რომ არსებობდა სიყვარული, რომელმაც ამდენი ხნის
უშედეგო ძებნის შემდეგ საკუთარი ქალიშვილის თვალებიდან შემოაჭყიტა. შავ-თვალება
მალალოს შეშურდა. შურმა გააბოროტა და თავგზა აუბნია, ნაადრევად მოტე-ხა და დააბერა.
ცოდვა კი იზრდებოდა, იზრდებოდა და იზრდებოდა, როგორც ნაპირის-კენ მომავალი ხომალდი.
ამ ხომალდს უნდა მოეყვანა მისი გამკითხველი, მისი მიმტე-ვებელიც, რომელიც სიკვდილის
ნებას მისცემდა, დაუნანებლად მოისრიალებდა იმქ-ვეყნიურ წყვდიადში, სკინტლშემხმარ
გალიასავით ცარიელსა თუ უსარგებლოს. და აი, ასრულდა კიდეც მისი მოლოდინი. გამკითხავი
მის წინ იჯდა, მშვიდი და ლმობიერი.

- ეხ, ფარნაოზ, ფარნაოზ!.. - თითქოს წამოიკვნესა შავთვალება მალალომ და ფარ-ნაოზს
სრულებითაც არ გაჰკვირვებია, სახელით რომ მიმართეს ამ უცხო ქოხში, რად-გან უკვე შეჩვეოდა
იმ აზრს, ეს კუზიანი, მუშტისხელა, წამწამებგაცვენილი და პირ-მორღვეული დედაბერი
ოდესღაც სახელგანთქმული შავთვალება მალალო რომ იყო, რომლის სიმღერის მოსასმენადაც
ხალხი სხვა ქალაქებიდან ჩამოდიოდა და ამ მშვენი-ერი ქალის ხელით მორთმეულ ყურძნის
მტევანში დაუფიქრებლად იხდიდა მთელი წლის მონაგარს. არც ფარნაოზის წარმოდგენაში
არსებობდა შავთვალება მალალოზე უფრო ლამაზი და უფრო ძლიერი ქალი. ოდესღაც ისიც
მდგარა მის წინაშე შიშისა-გან მუხლებაკანკალებული და მღერვარებისაგან კრიჭაშეკრული.
- დედი, დედილო, გამარჯობა! - მაინც აღელდა ფარნაოზი.
- ახლა კი, მომკალი! - თქვა შავთვალება მალალომ.
"რას ამბობ?! - გულწრფელად გაიოცა ფარნაოზმა. რა დროს სიკვდილიაო", და ისე მოათვალიერა
ქოხი, თითქოს ამ ათი წლის წინათ აქ დაეტოვებინა უკვდავების წამა-ლი და ახლა იხსენებდა,
რომელ ადგილას დავდეო. ფარნაოზმა ისევ დაინახა თხა. თხას თეთრი, წითელ წრეებში
მომწყვდეული თვალები ჰქონდა და ისე მოეჭუტა, თით-ქოს ისიც რაღაცას იხსენებსო.
- ცხოვრება თუ გინდა, მომკალი! - თქვა შავთვალება მალალომ. მერე ნაძალადევად გაიღიმა და
დაამატა: სტუმარმა წასვლა უნდა იცოდესო.
შავთვალება მალალო სიკვდილისთვის მზად იყო. მისი მოლოდინი დასრულებული-ყო. აქ, ამ
პატარა ქოხში, სტუმრის მეტი არავინ და არაფერი აღარ აკავებდა. ეს უკა-ნასკნელი სტუმარიც
მალე გაუდგებოდა თავის გზას, ის კი ფეხმორყეულ ტახტზე დარჩებოდა, ქოხის აშმორებულ
სიცარიელეს სიბერისგან დაპატარავებულ ზურგს შე-აქცევდა და სამუდამოდ ჩაიხუტებდა
სიკვდილს, ყველაზე ძლიერსა და ყველაზე ერთ-გულ მამაკაცს, როგორიც კი თავისი ხანგრძლივი
ცხოვრების გზაზე შეხვედრია. მან დაინახა კიდეც სიკვდილი: ქოხის ყველაზე ბნელ კუთხეში
მისმა ცივმა, ყინულისფერ-მა, სურვილისგან გადიდებულმა თვალმა გაიელვა, მაგრამ
შავთვალება მალალოს სრულებითაც არ შეშინებია. პირიქით, ქარავნის წინამძღოლივით,
რომელსაც მგზავ-რობის თადარიგი წინასწარვე დაუჭერია, უცებ საფუძვლიანი სიმშვიდე
დაეუფლა. ქა-რავნის წინამძღოლივით კი არა, გასათხოვარი ქალივით, რომელსაც საქორწილო
მორ-თვა-მოკაზმვაში შეუმჩნევლად გაჰპარვია სიქალწულის უკანასკნელი დღე.
- მობრძანებულა ვაჟბატონი! - თქვა შავთვალება მალალომ.
ფარნაოზს ეგონა, ჩემზე ამბობსო, და გაკვირვებულმა შეხედა. შავთვალება მალალო სადღაც, მის
იქით უაზროდ იყურებოდა, თვალებში შუქი ჩაქრობოდა და ამ ერთ წამ-ში მართლაც მომაკვდავ
დედაბერს დამსგავსებოდა. ფარნაოზს რატომღაც ფილამონე გაახსენდა, აწრიალებული,
მავედრებელი თვალებით რომ ამოსცქეროდა, მოულოდნე-ლად გამომტყვრალი სიკვდილისგან
სამუდამოდ, სამარადისოდ დამფრთხალი. "ესეც მე მიკვდებაო", - გაიფიქრა შეძრწუნებულმა. "მე
თვითონ, მე თვითონო", - ჩიფჩიფებდა შავთვალება მალალო და მორჩილად მიჰყვებოდა
ფარნაოზს ტახტისკენ.

- მადლობელი ვარ, ღმერთებო, ჩემს საბრალო ინოს პატრონი რომ მოუვლინეთო! - თქვა
შავთვალება მალალომ და ტახტზე გადაწვა.
ისე დაპატარავებულიყო, გეგონებოდათ, ტახტზე ვიღაცას ჭუჭყიანი სარეცხის ბოხჩა დაუგდიაო.
ფარნაოზი გაოცებული დასცქეროდა. "ინოს პატრონი მოუვლინეთო", ისე ამბობდა, თითქოს
ფარნაოზი ინოს გულისთვის ჩამოსულიყოს ვანში, მაგრამ ინოს ხსენებამ ისე ააფორიაქა, თითქოს
მეზობლებთან ლაპარაკით გართულ დიასახლისს უცებ ცეცხლზე შემოდგმული რძე გაახსენდაო.
შავთვალება მალალო კი წუხდა, კისე-რი უმწეოდ გადაეგდო, თვალები ავად ულაპლაპებდა და
დაშაშრულ, თითქოს ძალით გადაჭიმულ ტუჩებს კურდღელივით აცმაცუნებდა. მაგრამ მისი
ნალაპარაკევისგან ახ-ლა აღარაფერი ესმოდა ფარნაოზს, თუმცა მომაკვდავი აშკარად მას
მიმართავდა, რამ-დენჯერმე ჰკითხა კიდეც: თუ მართლა ფარნაოზი ხარ, რატომ არა მკლავო. ამ
უბედუ-რი ქალის საცოდაობით გულმოკლული ფარნაოზი გულხელდაკრეფილი დასცქეროდა
ზემოდან. ან რა უნდა ექნა? რას უშველიდა? ასე უნდა მდგარიყო და ეცადა. არა, უნ-და
წასულიყო, რადგან ახლა წასვლა ევალებოდა მხოლოდ. თვითონაც გრძნობდა, ზედმეტი იყო ამ
ქოხში, სადაც მხოლოდ სიკვდილისთვის და მომაკვდავისთვის დარჩე-ნილიყო ადგილი. მისი აქ
ყოფნა კი ხელს უშლიდა მათ შეუღლებას, რასაც მომაკვ-დავისთვის მხოლოდ და მხოლოდ
შვების მოტანა შეეძლო. ერთადერთი, რაც ახლა ფარნაოზს აკავებდა, მომაკვდავის წამიერი
გამოფხიზლება იყო, მაგრამ ეს წამიერი გა-მოფხიზლება უფრო შემზარავსა და გულის
დამთუთქველს ხდიდა აღსასრულს. ფარ-ნაოზი გრძნობდა, მალე ახალი სადარდებელი და
ახალი დანაშაული მოემატებოდა. მი-ატოვებდა თუ არ მიატოვებდა იგი ახლა შავთვალება
მალალოს, ორივე შემთხვევაში დამნაშავე იქნებოდა და ეს დანაშაულიც ბედისგან ჰქონდა
მისჯილი, ამ დანაშაულის ჩასადენად ამხელა გზა რომ გამოატარა და შინ მისული უკანვე
გამოაბრუნა. ახლა ფარნაოზს ის უნდა აერჩია, რაც შავთვალება მალალოსთვის იქნებოდა
უკეთესი. შავ-თვალება მალალოსთვის კი მისი წასვლა ჯობდა, რადგან მისი სიახლოვე
სიცოცხლეს უხანგრძლივებდა, სიცოცხლის გახანგრძლივება კი ტანჯვის გახანგრძლივებას
ნიშნავ-და მხოლოდ.
ფარნაოზი ტახტზე დაიხარა, მომაკვდავს ოფლიან შუბლზე აკოცა და უთხრა: იქნებ როგორმე
ჩაიძინო, დილით კი მკურნალს მოგიყვანო. ამას რომ ამბობდა, თვითონაც იცოდა, არც მკურნალს
მოიყვანდა და აღარც შავთვალება მალალო დახვდებოდა ცოცხალი, გინდაც გაებედა ხელმეორედ
ამ ქოხში შემოსვლა. ტყუოდა, მომაკვდავს ატყუებდა, და თავი ეჯავრებოდა... ტახტზე დახრილ
ფარნაოზს შავთვალება მალალომ უცებ კავივით გამოსდო კისერზე ხელი და მიხრწნილი,
მომაკვდავი დედაბრისთვის წარმოუდგენელი ძალით თავისკენ მიიზიდა. ფარნაოზს კისერი
ეტკინა და ესიამოვნა.
- შემომფიცე, ინოს რომ მიხედავ! - ამოჰღმუვლა შავთვალება მალალომ და ცხელი,
სიკვდილისმიერი ოხშივარი სახეში შეასუნთქა.
- გეფიცებიო - დაუფიქრებლად უპასუხა ფარნაოზმა, უფრო იმიტომ, მომაკვდავი დაემშვიდებინა,
რაც შეიძლება მალე გასცლოდა და აღარ შეესუნთქა ეს ცხელი და წებოვანი ოხშივარი. იმ წუთას
ანგარიში არ გაუწევია თავისი ნათქვამისთვის, უბრა-ლოდ, ტანმა უგრძნო, კი არ უგრძნო,
უბრძანა, პასუხი არ დაეყოვნებინა და ასედაც მოიქცა. შავთვალება მალალომ ხელი რომ გაუშვა,

უნებურად შეკრთა, თითქოს სხეუ-ლის რომელიღაც ნაწილი, რომლის არსებობასაც აქამდე ვერ
გრძნობდა, უცებ ცუ-ლით ჩამოასხიპესო. ფარნაოზი ქოხიდან გამოსული იყო, შავთვალება
მალალოს ხმა რომ მოესმა.
- ინოს უყვარხარო! - ეძახდა მომაკვდავი.
ფარნაოზი აქედან პირდაპირ სასაფლაოზე წავიდა. მისდა გასაოცრად, საფლავი, სა-დაც ქვისგან
გამოთლილი ინოს თავი ეგულებოდა, ადვილად იპოვნა, მაგრამ, როგორც ფიქრობდა,
უპატრონობისგან ბალახი მოსდებოდა. ხმელი, დანის პირივით ბასრი ბა-ლახი ფარნაოზმა
ხელით დაგლიჯა და საფლავი ისევ საფლავს დაამსგავსა. დასერი-ლი ხელისგულები
სასიამოვნოდ უბჟუოდა, თავს მსუბუქად და ხალისიანად გრძნობდა. მერე მოსუფთავებულ
საფლავს გადაემხო, როგორც ბავშვობაში იქცეოდა ხოლმე, სიცხისაგან გამომშრალსა და
დანამცეცებულ მიწას ტუჩებით შეეხო და ჩასძახა: დედა მოგიკვდა, გოგოვ, დედაო.
ასე, საფლავზე გადამხობილს, ჩაეძინა კიდეც.
დილით, როგორც კი შედგა ფეხი მამისეულ სახლში, მაშინვე მიხვდა, უხეირო აღარ იყო. სახლში
სიცარიელე სუფევდა, თითქოს მამამისს მისთვის დაეცალა აქაუ-რობა. მართალია, უხეიროს
არასოდეს არ გაუვლია საკუთარ სახლში, სულ ერთ ოთახში იყო გამოკეტილი, მაგრამ, სანამ
სული ედგა, მთელი სახლი მისი დუმილით იყო დამუხტული, ყველაფერი მისი უცაბედი
აბობოქრების მოლოდინში ისუსებოდა. ახლა კი დაძაბული დუმილიცა და მოლოდინიც
გამქრალიყო და მისი ადგილი არაფ-რისმთქმელ სიცარიელეს დაეკავებინა. ეს სიცარიელე
ფარნაოზს ელოდებოდა, ფარნა-ოზს უნდა ამოევსო იგი, მისი ჯერი დამდგარიყო.
ფარნაოზი უხეიროს ოთახში შევიდა და პირველად ის სამფეხა, დაბალი სკამი დაი-ნახა,
რომელზედაც საათობით, თვეობით, წლობით, ხმისამოუღებლად, სუნთქვაშეკრუ-ლი იჯდა
ხოლმე და აღტაცებული შეჰყურებდა, როგორ ჭრელდებოდა მამის დამსხვრე-ულ მუხლებზე
გადაფარებული აფრისხელა ტილო. ის ტილო ახლა ოთხად დაეკეცათ და ტახტზე დაედოთ,
უზარმაზარი წიგნივით. უხეიროს უკანასკნელად ნასროლი შუ-ბიც ისევ ისე იყო კედელში
შესობილი, ოღონდ ახლა შუბის ტარზე ჩურჩხელები ეკი-და, თეთრად დათრთვილული.
ფარნაოზმა ჩურჩხელა შეწყვიტა და ჩაკბიჩა. "ჩემი გავ-ლებულიაო", - გაუხარდა ქალუკას და
მკერდზე მიეხუტა.
- როდის მოკვდა? - იკითხა ფარნაოზმა.
- ვინ? მამა? მეხუთე წელია უკვე, - უპასუხა პოპინამ და გაუღიმა.
პოპინამ აღარ იცოდა, რა ექნა ძმისთვის. ამ მოულოდნელ სიხარულს ისე გამოესუ-ლელებინა, კი
არ დადიოდა, დაფრინავდა, დაფოფინობდა და ერთი სული ჰქონდა, რო-დის აჩვენებდა
ყველაფერს, რისი ნახვაც, მისი აზრით, ფარნაოზს აუცილებლად უნდა გახარებოდა.
- წამო, ახლა შენი საწოლი ვნახოთ... ეს სკამი ხომ გახსოვს? აგე, შენი გატეხილი კოკურა... ჭიკჭიკებდა პოპინა და ვერც კი ამჩნევდა, მისი ძმა უძრავად რომ იდგა და ხმელი ჩურჩხელის

ლუკმას ზოზინით, უნდილად ღეჭავდა. უცებ პოპინამ ტაში შემოჰ-კრა და თქვა: მართლა, წუხელ
შავთვალება მალალო მომკვდარაო.
- ხომ გახსოვს? - ჰკითხა პოპინამ ფარნაოზს. ფარნაოზმა თავი დაუქნია.
ფარნაოზისთვის ეს უკვე ძველი ამბავი იყო, ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ეს სიკვდილი მას
ჩამოეტანა და გზაში რომ შეფერხებულიყო, ანდა რამე ხიფათს გადაჰყ-როდა, შავთვალება
მალალო ახლაც ცოცხალი იქნებოდა. ის უნებური მკვლელი იყო შავთვალება მალალოსი და
როცა პოპინამ თქვა "შავთვალება მალალო მომკვდარაო", მართლა მკვლელივით შეკრთა,
რომელსაც არ ეგონა, ასე მალე თუ იპოვნიდნენ მის მიერ დამალულ გვამს. "ხომ შეიძლება, ვინმეს
დავენახე წუხელო" - ფიქრობდა ფარნა-ოზი და ახლა უკვე მართლა ეშინოდა, რადგან არ იცოდა,
როგორ უნდა ემართლა თა-ვი, თუკი ვინმე ხელს დაადებდა და მკვლელობას დასწამებდა.
- დღეიდან მამაჩემის ტახტზე დავწვები - თქვა ფარნაოზმა, თითქოს უკეთესი, უფ-რო საიმედო
თავშესაფარი აღარ არსებობდა ამ ქვეყანაზე - ლოგინი არ მინდა, ამას დავიხურავ - მოკლედ
მოსჭრა ფარნაოზმა და ხელი აფრისხელა ტილოს დაადო.
პოპინას ღიმილი სახეზე შეეყინა, შემცივნებულივით, მხრები აიწურა, მერე თავი ჯიუტად აიქნია,
თითქოს აბეზარ კრაზანას იშორებდა, ისევ გაიღიმა, მაგრამ ახლა სხვანაირად, მკრთალად,
სევდიანად, და თქვა: კი, ბატონო, როგორც შენ გესიამოვნე-ბაო.
ფარნაოზმა მხოლოდ ახლა მიაქცია დას ყურადღება. პოპინა მოტეხილიყო, თმაში თეთრი,
გრძელი ზოლები გასჩენოდა, სახე დაპატარავებოდა, კისერზე კანი დაშაშვრო-და და
მობოშებოდა, თითქოს ეს ათი წელი კი არ ეცხოვრა, გაეძლო, რაღაცისგან გა-დარჩენილიყო.
ფარნაოზს გული აუჩუყდა, დას ხელი მოჰკიდა, ძალით მიიზიდა და მუხლზე დაისვა. "როგორა
ხარ, დაო, როგორ ცხოვრობო", - ჩასჩურჩულა ყურში და საფეთქელზე აკოცა. ტუჩებით ძარღვის
ფეთქვა იგრძნო და რატომღაც უარესად შეე-ცოდა და. პოპინამაც იგრძნო, ძმას რომ ეცოდებოდა,
თანაგრძნობამ მოადუნა, დაასუს-ტა და თავი ისე ჩამოადო მხარზე, თითქოს ხელში ატატებულ
ბალღს უცებ რული მოერიაო. ქალუკას მარცხენა ხელის ნახევრად მოღუნული თითები ლოყაზე
მიედო, იდაყვი მეორე ხელის პეშვზე დაებჯინა, თავი ოდნავ გვერდზე გადაეხარა და ცრემლჩამდგარი თვალებით შესცქეროდა და-ძმის ალერსს, თითქოს ავადმყოფი აყვავებულ ხეს
უყურებსო.
***
საღამოს კუსა და ზიარა მოვიდნენ. ზიარა ერთი ობოლი გოგო იყო, მეზობლებს გაეზარდათ
სამადლოდ, გამონაცვალითა და ნასუფრალით. სანამ კუსას გადაეყრებოდა, ხან ერთ
მეზობელთან ათენებდა ღამეს, ხან მეორესთან, რადგან რიგრიგობით ყველა იხმარებდა შინაურ
საქმეებში. პატარა ქალი იყო, კამეჩის ფუნას ამოეფარებოდა. სადმე რომ გააგზავნიდნენ,
აუცილებლად ვინმეს ბავშვს აიყვანდა ხელში, ასე უფრო ნაკლე-ბად მახინჯი გამოვჩნდებიო.
მეზობლებს ეცოდებოდათ ეს უთქმელი და ხელმარჯვე გოგო და ისე შეჩვეოდნენ, რაღაც
სიყვარულის მსგავსი გრძნობაც გასჩენოდათ. ზიარა-საც ყველა უყვარდა, ყველას თავისიანად
თვლიდა და, ამიტომაც, ვისთანაც არ უნდა ყოფილიყო, საქმეს ყოველთვის ხალისით

ეკიდებოდა. ქალაქს ჯერ კიდევ ეძინა, ზიარა რომ უკვე ფეხზე ტრიალებდა, საქონელს
მიხედავდა, წყალს მოიმარაგებდა, მერე გრძელტარიან ცოცხს აიღებდა და დერეფანსა და წინა
ეზოს ღიღინ-ღიღინით გამოგ-ვიდა. "გათენებულაო" ამბობდა ხალხი ზიარას ღიღინის
გაგონებაზე.
ზიარამ კუსა პირველად ქუჩაში დაინახა, უფრო ცწორად, ჯერ ტომრის ჟღრიალი გაიგონა, ამ
უცნაურმა ხმამ მოატრიალებინა თავი ქუჩისკენ და სამუდამოდ გააოგნა კიდეც: ქუჩაში კუსა
მოდიოდა, თავაწეული, ამაყი და მედიდური. კუსამ ამ უბანში შე-არჩია პატარა, მიყრუებული
ქოხი და მაშინვე გადმობარგდა, როგორც კი თავისი ორ-სართულიანი სახლი იმანოს მიჰყიდა,
ხოლო ორმეტრიანი მეუღლე, სიკვდილის ამხა-ნაგი პატუ, დედამისს უკანვე მიჰგვარა.
ჯერჯერობით ასე სჯობდა კუსასთვის. ამ ბო-ლო დროს იმდენნაირი განსაცდელი გადახდენოდა
თავს, თვითონაც უკვირდა, ასე მშრალად როგორ გამოსულიყო ნაპირზე. მართალია, ქალაქს
სალაპარაკო გაუჩინა, უძ-ვლო ენა დაუგრძელა, მაგრამ ამაშიც თვითონვე იყო დამნაშავე,
ზედმეტი მოუვიდა, გულს აჰყვა და ნაადრევად გამოჭენდა სააშკარაოზე. ყველაფერი კი
სიმამრისა და ბი-ძის წყალობით მოუვიდა, თავისიანებმა უმტრეს, თუმცა ქალაქი ერთის
სიკვდილსაც და მეორის გადახვეწასაც მას აბრალებდა. სიმამრი ძროხასავით აჩეხაო, ბიძა
გადაკარ-გაო, თვითონ ორსართულიან სახლშია გამოჭიმულიო, მკვდარ ბავშვებს აჩენსო და ვინ
იცის, რას არ უგონებდნენ და რას არ მოუგონებდნენ კიდევ, დროულად თუ არ გაეც-ლებოდა.
ქალაქს სალაპარაკო არ დაელეოდა, მაგრამ სულ ხომ კუსაზე არ ილაპარა-კებდა? რაც მთავარია,
სასახლე დუმდა, ძველებურად უღებდა კარს, ძველებურად უხ-დიდა ხელფასსაც, მაგრამ ამ
გაუთავებელი ლაყბობით გაბეზრებულს, შეიძლება ვე-ღარ მოეთმინა და ერთ მშვენიერ დღეს
ეკითხა: ვინ არის, ბოლოს და ბოლოს, ეს კუ-საო. ეს უნდოდათ მის მტრებსაც, ამის იმედი
ჰქონდათ და ვერ მოისვენებდნენ, სანამ კედელზე არ მიაჭყლეტდნენ ჭრიჭინას, ერთი წამით,
თავისივე სისულელის, თავისივე სილაჩრის გამო გამოცოცებულს საფრიდან. არა, ახლა გვერდზე
გადგომა და თავის მოკატუნება სჯობდა. სახლსაც უნდა შელეოდა და სარდაფსაც, რადგან
ერთიცა და მეორეც ყველას თვალში ეჩხირებოდა. ამიტომაც მტრობდნენ. მაგრამ ამ დაცხრილულ
ქოხში რომ იხილავდნენ მეფის მოხელეს, მაშინაც აღარ დაიმოკლებდნენ ენებს? მაში-ნაც აღარ
იტყოდნენ: აბა, რას ამბობთ, ერთი გაქუცული ფარდაგისა და პირმოტეხილი დოქის მეტი
არაფერი გააჩნიაო? არა, მისი მტრები მაინც ვერ მოისვენებდნენ, ასე ად-ვილად არ შეეშვებოდნენ,
მაგრამ წყალს კი ჩაუგუბებდათ პირში. დიდი-დიდი, დაეცი-ნათ, სად იყო და სად აღმოჩნდაო,
მაგრამ ამასაც გაუძლებდა კუსა, დაცინვა საშიში არ იყო. ყველაფერს მოევლებოდა, ყველაფერი
გამოსწორდებოდა, სანამ ტყავის ტომრის ტარების უფლება ექნებოდა, ამის უფლებას კი ვერავინ
წაართმევდა, ვერც ოყაჯადო, რადგან უკეთესს ვის გადაულოცავდა, უკეთესად ვინ
მოემსახურებოდა? მართალია, ის სასახლეში ერთ-ერთ ჩვეულებრივ მსახურად ითვლებოდა და
ოყაჯადომ, ალბათ, არც იცოდა მისი არსებობის შესახებ, მაგრამ ხალხის თვალში ამ სასახლეს
წარმოადგენდა, მეფის სუნი ასდიოდა. ხვალ ყველანი სხვანაირად დაიწყებდნენ ჭიკჭიკს,
გადასავლე-ლი გადაივლიდა და კუსას ცაზე ისევ გამობრწყინდებოდა მზე. მკვდარსა და დაკარგულს ხალხი ცხელ გულზე თუ გამოექომაგება, ცოცხალს კი ანგარიში უნდა გაუწი-ოს,
სიამოვნებს თუ არა. კუსამ ეს იცოდა და ამიტომაც ითმენდა თაგვების გამოჭმულ ქოხში
ცხოვრებას. "კეთილი და პატიოსანი, კეთილი და პატიოსანი, კეთილი და პატი-ოსანიო", მიჟღრიალებდა ქოხიდან სასახლემდე და უკვე იმის გეგმებს აწყობდა, რო-გორ დაებრუნებინა

უკანვე ორსართულიანი სახლიცა და ორმოცსაფეხურიანი სარდა-ფიც. სასახლეში რომ ეტყოდნენ,
შეგიძლია წახვიდე, დღეს აღარ ხარ საჭიროო, პირ-დაპირ ორმოცსაფეხურიანი სარდაფისკენ
გასწევდა, ისეთი სახით ჩაათავებდა კიბეს, თითქოს ისევ მას ეკუთვნოდა და დასახედად
გამოევლო. "ჰა, როგორაა საქმე, საფეხუ-რი ხომ არ მომატებიაო", - მიუგდებდა ხოლმე იმანოს და
ყველა კასრს სათითაოდ ჩა-მოუვლიდა, ზოგს ხელს ჩამოუსვამდა გამობერილ ფერდებზე, ზოგს
მუშტს მიუკაკუ-ნებდა, ზოგს სალტეებს უსინჯავდა, მზრუნველ და ყაირათიან მეპატრონესავით.
იმა-ნოც, რატომღაც, თავს ვალდებულად თვლიდა, დაეპატიჟა და თავისი ხელით მიერთმია
დაცვარული, ქალის მკლავივით გრილი ხელადა. მერე კი, შუაღამისას, ძლივძლივო-ბით
ამოიყვანდნენ ხოლმე ორმოცსაფეხურიან კიბეზე მუქთა ღვინით გალეშილ კუსას იმანო და მისი
მოსამსახურე ბიჭი, რომელსაც იმანო ბახას ეძახდა, პირს შინისკენ აქ-ნევინებდნენ, ერთს
უბიძგებდნენ, თითქოს წყალში ტივს აცურებდნენ, და კუსაც მი-ცურავდა სიმთვრალის
ჭორომებზე ატორტმანებული, ალღოს მინდობილი, როგორც ტივი დინებას. ღობეებზე
მომწყდარი ძაღლები უყეფდნენ. "კიდევ გამსკდარა, ყასაბიო", - ბუზღუნებდნენ მისი
ღრიანცელით ძილგამკრთალი და დამფრთხალი ვანელები და საწოლებში გვერდს იცვლიდნენ.
კუსა კი მიდიოდა, მიბარბაცებდა, მიღრიალებდა მტრების ჯინაზე. "ვენაცვალე ჩვენს მეფესო", ცას ეძახდა კუსა და ღობეს მომწყდარ ძაღლებს აგინებდა: თქვენი პატრონის მკვდარი და
ცოცხალიცო. მაგრამ რაც უფრო უახლოვდებოდა თავის ქოხს, მით უფრო იზრდებოდა
სიმარტოვისა და გარიყულობის გრძნობა. ქოხში არავინ ელოდებოდა, არც მტერი და არც
მოყვარე. ერთი ტახტი ედგა, ერთი პირმოტეხილი დოქი ჰქონდა და ერთიც გაქუცული ფარდაგი.
ის ფარდაგი ხან ქვეშ ეგო, ხან ზემოდან ეხურა: გააჩნია, როგორი ამინდი იქნებოდა. კუსა ფეხით
აღებ-და ქოხის კარს. "მოგიკვდა ამშენებელიო", - მიაწყევლიდა და ტახტზე გაუხდელად მიეგდებოდა ხოლმე. არ იქნა და არ დაავიწყდა კუსას კარგი ცხოვრების ყადრი. დრო კი
ზღაპრულად ჩქარა მიქროდა, მიქროდა კი არა, ქრებოდა, როგორც ქარში გატანილი ჭრაქი და
უეცრად ჩამოვარდნილ სიბნელეში კუსას ჯერჯერობით მხოლოდ ფიქრი და ოცნება შეეძლო
კარგ ცხოვრებაზე. ეს ფიქრი და ოცნება ანადგურებდა კუსას. იწვა თვალდაჭყეტილი,
სიმარტოვის ტახტზე, და ფიქრობდა, ფიქრობდა, მაგრამ ადგილიდან არ იძროდა მისი ფიქრი,
არც ხორცი ჰქონდა, არც სილბილე, არც სუნი და არც გემო. ის კი იმაზე ფიქრობდა, რაზედაც
ოდესღაც ერთხელ უკვე ეფიქრა, სინამდვილედაც ექცია, მაგრამ ბოლოს მაინც დაეკარგა. კუსას
ახალი საფიქრალიც გასჩენოდა. ეს მე-რე შეამჩნია, უფრო გვიან, როცა ასე თუ ისე შეეჩვია ახალ
გარემოში ცხოვრებას. კუ-სა ინოზე ფიქრობდა და სიბრაზისგან იხრჩობოდა, გონება
უბნელდებოდა, იმ წამიერი სისუსტისთვის, ამ უშნო და გაჩხინკულ ქალთან რომ გამოეჩინა. კუსა
მხოლოდ ინოს წინაშე თვლიდა თავს დამარცხებულად, მართალია, ერთი წუთით, მაგრამ იმ
ერთი წუთის განმავლობაში ინო ბატონობდა მასზე. თვითონვე მისცა ამის უფლება, ლამის
ფეხები დაუკოცნა, ქოშები და კაბა მიართვა, ის კი არა, უმღერა კიდეც. სიმღერა აცო-ფებდა
ყველაზე მეტად, საკუთარი, ხრინწიანი ხმა ყურებში ედგა და მოსვენებას არ აძლევდა. კუსა
ინოზე ისე ფიქრობდა, როგორც გალახული გამლახველზე, მაგრამ ერთ ღამეს გაოფლილს
გაეღვიძა, პირმოტეხილი დოქი სულმოუთქმელად დაცალა, მერე მთელი ქალაქი სირბილით
გადაჭრა და, აქოშინებული, ინოს მიადგა. სული რომ ჩაიბ-რუნა, ისე უკმეხად მიახალა, ცოლად
გამომყევიო, თითქოს ვიღაცის დანაბარებს გა-დასცემდა. ინო ჯერ მოიღუშა, მერე სიცილი
აუვარდა, როდის-როდის დაიმორჩილა ხმა და თვითონაც მკვახედ და აგდებულად უთხრა:

მთლად გამოსულელებულხარო. კუსა უსიტყვოდ გამობრუნდა, რადგან შინიდან გამოსვლამდეც
იცოდა, ასე რომ დამთავრდე-ბოდა მისი ღამეული სტუმრობა.
ინოს უარმა ერთხელ კიდევ დაარწმუნა, აჩქარებას სიკეთე არ მოჰქონდა. ყველა-ფერს თავისი
დრო ჰქონდა, რომელიც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგებოდა. დაცდა იყო საჭირო და
ისიც იცდიდა. ყოველ დილით მოიგდებდა მხარზე ხელსაწყოე-ბით სავსე ტომარას და ჟღრიალჟღრიალით გაუყვებოდა ქუჩას ოყაჯადოს სასახლისა-კენ. ამ ხმის გაგონებაზე ვანელებს სისხლი
ეყინებოდათ, ეზოში სათამაშოდ გამოფე-ნილ ბავშვებს უკანვე შელალავდნენ ხოლმე, კარებს
კეტავდნენ და გულისფანცქალით ელოდნენ, როდის ჩაიწრიტებოდა ეს უსიამო ჟღრიალი.
ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამ ხმის გაგონება სიხარულით ავსებდა, ზიარა იყო. ზიარას ეს ხმა
You have read 1 text from Georgian literature.
Next - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
  • Parts
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Total number of words is 3713
    Total number of unique words is 2149
    29.1 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2104
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Total number of words is 3786
    Total number of unique words is 2050
    32.9 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 2036
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Total number of words is 3729
    Total number of unique words is 2068
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    52.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Total number of words is 3798
    Total number of unique words is 2041
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.7 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Total number of words is 3774
    Total number of unique words is 2100
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Total number of words is 3823
    Total number of unique words is 2083
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2026
    33.7 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Total number of words is 3773
    Total number of unique words is 1978
    31.9 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 2031
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2106
    31.0 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Total number of words is 3704
    Total number of unique words is 2027
    30.8 of words are in the 2000 most common words
    45.1 of words are in the 5000 most common words
    51.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 2083
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Total number of words is 3829
    Total number of unique words is 2058
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 1976
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2062
    30.1 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Total number of words is 3775
    Total number of unique words is 1967
    34.5 of words are in the 2000 most common words
    49.1 of words are in the 5000 most common words
    56.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Total number of words is 3868
    Total number of unique words is 1886
    35.4 of words are in the 2000 most common words
    49.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2046
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Total number of words is 3709
    Total number of unique words is 1983
    33.1 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Total number of words is 3866
    Total number of unique words is 2020
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.4 of words are in the 5000 most common words
    54.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2020
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    54.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 2058
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2111
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2042
    30.5 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Total number of words is 3904
    Total number of unique words is 2006
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 1988
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Total number of words is 3889
    Total number of unique words is 1960
    31.7 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Total number of words is 3751
    Total number of unique words is 2127
    27.9 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Total number of words is 3814
    Total number of unique words is 2046
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Total number of words is 3808
    Total number of unique words is 2002
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2068
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.4 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 2023
    31.8 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2094
    29.3 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Total number of words is 3725
    Total number of unique words is 2171
    27.3 of words are in the 2000 most common words
    38.2 of words are in the 5000 most common words
    44.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Total number of words is 3887
    Total number of unique words is 2056
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Total number of words is 1188
    Total number of unique words is 820
    38.4 of words are in the 2000 most common words
    50.8 of words are in the 5000 most common words
    57.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.