Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34

Total number of words is 3862
Total number of unique words is 2023
31.8 of words are in the 2000 most common words
42.9 of words are in the 5000 most common words
49.9 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ფარნაოზმა. არა, ინომ, ალბათ, არც იცოდა ამ თხის არსებობა და გინდაც სცოდნოდა, სად ეცალა
სამწყემსავად. სისულე-ლე იყო ამგვარი ფიქრი, მაგრამ ამ ფიქრმა სხვა, უფრო ძნელად შესალევი
ფიქრი გა-უჩინა ფარნაოზს, რომელიც თანდათანობით, დღითი დღე ისე გაუშინაურდა, ისე გაუტკბა და დაუმეგობრდა, დაარწმუნა კიდეც, მისთვის რომ დაევალებინათ ღმერთებს ამ
უპატრონო თხის მწყემსობა, რათა საბოლოოდ განწმენდილიყო ძველი ცოდვებისგან და ახლა
მაინც გაეღო ის ყურადღება და მზრუნველობა, რაც თავის დროზე, ერთგუ-ლი ძაღლის,
კიკინებაპრეხილი გოგოსა და კუტი ბავშვის მიმართ ვერ გამოემჟღავნები-ნა. ღმერთები
მართლებიც იყვნენ და კეთილებიც, ფარნაოზს მწყემსობა უნდა ესწავ-ლა. ერთი თხის მწყემსვა
მაინც უნდა შეძლებოდა, თუკი მართლა აპირებდა ახალი ცხოვრების დაწყებას. ფარნაოზს სახლი
დაავიწყდა, გულაღმა იწვა მღვიმის ქვის იატაკზე და გაღიმებული უსმენდა თავის მეგობარ
ფიქრს. ის კი ათასჯერ გარდაცვ-ლილი და ათასჯერ ხელახლა დაბადებული კაცის
დამაჯერებლობით უხსნიდა, უმარ-ტავდა და უმტკიცებდა, რომ სრულებითაც არ იყო გასაკვირი,
თუ ერთ მშვენიერ დღეს ინოც ამოვიდოდა აქ. "განა ზღვაში გადაგდებული ქვა სამუდამოდ
ქრება, სამუდამოდ იკარგება? არა, არც ქრება და არც იკარგება, უბრალოდ, მისი დანახვა აღარ
შეგვიძ-ლია, რადგან წყალშია ჩაძირული. მაგრამ, შეიძლება, ვიღაცამ წყალში ჩაყვინთოს და
სწორედ ის ქვა ამოიღოს, ჩვენ რომ სამუდამოდ დაკარგული გვეგონა" - ამბობდა მეგო-ბარი ფიქრი
და ფარნაოზს ისე მოსწონდა, ისე აღელვებდა მეგობრის ნალაპარაკევი, მართლაც უსასრულოდ
შეეძლო ესმინა და წოლილიყო ასე, გულაღმა გაშოტილი, სა-კუთარი სხეულის სიმძიმით
გაჩენილ ღრმულში. ძნელი დასაჯერებელი იყო, მართლა ისე რომ მოხდებოდა, როგორც მისი
მეგობარი ამბობდა, მაგრამ მაინც იყო მის ნალა-პარაკევში იმედის თოკის ნაგლეჯი, რომელსაც
ყველა, ფარნაოზის დღეში მყოფი, და-უფიქრებლად ჩასჭიდებდა ხელს. ფარნაოზსაც
ეძნელებოდა გაეშვა ხელი ამ თოკისთ-ვის, მაგრამ იძულებული იყო, დროებით მაინც
მოქცეულიყო ასე, რადგან იქ, ქვევით ბიჭი ეზრდებოდა და იმ ბიჭსაც სჭირდებოდა ხელის
ჩასავლები, სანამ სიარულს ის-წავლიდა და წელში გაიმართებოდა.
ფარნაოზის გაგარეულება დიდი ხანია შეემჩნიათ ოჯახში, თინა ძველებური მუყაი-თობით
დასტრიალებდა ჯამ-ჭურჭელსა და კერას, მაგრამ პოპინასა და ქალუკას თავ-ზარს სცემდა მის
გულში დატრიალებული ცეცხლის გუგუნი. ორივენი ქალები იყვნენ და ორივეს გამოეცადა
უგულებელყოფის სიმწარე, სიმარტოვის ყინვა და ეკალი. თინა უბედური იყო, უიღბლო - მისი
ბედი ორ სულელ დედაკაცს გადაეწყვიტა, თავიანთთ-ვის სასარგებლოდ, რადგან მათ უფრო
სჭირდებოდათ თინა, ვიდრე თინას ისინი. თი-ნასთვის არც უკითხავთ, თანახმა თუ იყო მათი
რძლობისა, არც ფარნაოზისთვის უკითხავთ რამე, თუმცა მაშინ ფარნაოზი აქ არ იყო და ისიც არ
იცოდნენ, დაბრუნ-დებოდა თუ არა როდისმე. ისინი კი სამეზობლოდ გადმოსულ გოგოს
ასულელებდნენ, აქებდნენ, ანებივრებდნენ და "რძალო-რძალოს" ძახილით შემოჰყავდათ
კაკანათში. ახ-ლა თინა ყველაზე უბედური ქალი გამოდიოდა მათ შორის, ქმარი ჰყავდა და
ქვრივი-ვით ცხოვრობდა, ლოგინს ორისთვის შლიდა და შიგ მარტო იძინებდა, თუკი იძინებდა
საერთოდ, თანაც იძულებული იყო, ქმრის ნაალერსები ქალივით ხალისიანად ეტრია-ლა ოჯახში,
რათა სხვებსაც არ გაეგოთ, სხვებიც არ მიმხვდარიყვნენ, რა პატარა, უმ-ნიშვნელო,
დამაკნინებელი და ძალით მოპოვებული ადგილი ეჭირა მას ამ ოჯახში. არა მარტო ქალები,
ფარნაოზიც გრძნობდა ამას, მასაც ეცოდებოდა თინა და ცდი-ლობდა, რაც შეიძლება
ყურადღებიანი და თავდაჭერილი ყოფილიყო მის მიმართ, მაგ-რამ იმასაც გრძნობდა, ამგვარ

მეცადინეობას არავითარი შედეგი არ მოსდევდა, არც შეიძლებოდა მოჰყოლოდა, რადგან გული
არ ერია საქმეში, გული იქ, მღვიმეში დაე-ტოვებინა გაველურებული თხის ანაბარა და ერთი
სული ჰქონდა, როდის მოათავებდა საქმეს, როდის აირბენდა დასახედად, დასარწმუნებლად,
უვნებლად რომ დახვდებოდა თხაცა და გულიც, თუმცა სანამ მღვიმემდე ააღწევდა, ისე
ღელავდა, თითქოს მარტო-ხელა და ავადმყოფი დედისთვის წამლის მიწოდება უგვიანდებოდა.
როგორც კი ქა-ლაქს გასცდებოდა, მაშინვე ავი წინათგრძნობა აეკვიატებოდა ხოლმე, ვაითუ აღარ
დამხვდეს, ვაითუ ნადირმა დაგლიჯაო, მაგრამ შეიხედავდა თუ არა მღვიმის წყვდიად-ში, ორი
ყვითელი ლაქა გაიელვებდა და ნაცნობ კიკინსაც გაიგონებდა. "არ აციებს კერასო" მადლიერების გრძნობით იტყოდა ხოლმე ფარნაოზი და საკუთარი სხეულის სიმძიმით გაჩენილ
ღრმულში წვებოდა. ასე ცხოვრობდა ფარნაოზი, ხოლო იმ დღის მერე, როცა პატარა უხეირო
დაიღუპა, საერთოდ აღარ გამოსულა მღვიმიდან, სანამ ცოცხალ-მკვდარი, უგონო და
უგრძნობელი, ძალით არ გამოათრიეს ოყაჯადოს ჯარის-კაცებმა.
სახლში ცხოვრების ყაიდა შეიცვალა, ქალებსაც აღარ უჩერდებოდათ გული შინ და დილიდანვე
იმის ბჭობაში იყვნენ, ისევ სასაფლაოზე გასულიყვნენ, თუ ისევ ზიარას-თვის დაეხედათ. ზიარა
ფეხმძიმედ გახლდათ და ესეც ამართლებდა მათ ყოველდღიურ სტუმრიანობას. პატარა უხეირო
კი თვალსა და ხელს შუა იზრდებოდა, თითქოს თვი-თონაც გრძნობდა, ცოტა დრო რომ ჰქონდა
განკუთვნილი ამ ქვეყანაზე, მოსასწრებად ჰქონდა საქმე, თუკი საერთოდ აპირებდა რამის
მიხვედრასა და გაგებას, თუკი არ უნ-დოდა, ისეთივე უმეცარი და გულუბრყვილო წასულიყო ამ
ქვეყნიდან, როგორიც მოვ-ლენოდა.
ერთ დღეს თინამ პატარა უხეირო ფეხზე დააყენა, ფარნაოზისკენ შეატრიალა და ზურგში ოდნავ
უბიძგა. ფარნაოზი ოთახის მეორე ბოლოში იჯდა და მონუსხულივით მისჩერებოდა მისკენ
ბორძიკით მომავალ შვილს. აზრადაც არ მოსვლია, წამომდგარიყო და ხელი შეეშველებინა.
გაუნძრევლად იჯდა და, შიშის ნაცვლად, მოუთმენელი, სულსწრაფი და ამაფორიაქებელი
მოლოდინი დაუფლებოდა. პატარა უხეირომ მშვიდო-ბიანად მიაღწია მამამდე და გაშლილი
ხელისგულები მუხლებზე დააწყო. "დადისო", - გაიფიქრა ფარნაოზმა და ცოლს შეხედა. თინაც
მას უყურებდა და თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე, დამსხვრეულ შუშებს უგავდა. ფარნაოზი
შეაძრწუნა თინას ცრემლმა, ის ერთდროულად სიხარულის ცრემლიც იყო, შვილის პირველი
დამოუკიდებელი ნა-ბიჯების ხილვით მოგვრილი, და გლოვისაც: თინა მისგან წასულ შვილს
მისტიროდა, შვილიც მიდიოდა მისგან, სამუდამოდ მიდიოდა და თინა ისევ მარტო რჩებოდა.
ფარნა-ოზმა ძლივს ამოღერღა: მომილოცავს ბიჭის დავაჟკაცებაო. თინამ გაიღიმა, ხელის
ზურგით თვალი ამოიწმინდა და თქვა: ახლა ამას უნდა ვუცადო მთელი სიცოცხლეო. ერთი
წუთის მერე თინას დედის კალთაში ედო თავი და ბავშვივით ზლუქუნებდა. დე-დამისი მატყლს
ჩეჩავდა, "რა მოხდა, შე უბედუროო" - შეიცხადა ელდანაცემმა, შვილს თმაში ჩაავლო ხელი და
ძალით აიგლიჯა კალთიდან მისი გავარვარებული სახე. თი-ნას სველ ლოყებზე მატყლის ბეწვები
ასწებებოდა. უარესად რომ არ შეეშინებინა დე-და, თავს ძალა დაატანა და ნაწყვეტ-ნაწყვეტად
ამოისლუკუნა: არაფერი, დედაჩემო, არაფერი, პატარა უხეირომ გაიარაო. დედამისს პირკატა ეცა.
როგორც ყველა ხანში შესული ადამიანი, ისიც უცებ და იოლად განეწყო ყოველგვარი
უბედურების მოსასმე-ნად, გადასატანადაც, და თინას დროზე რომ არ გაეცა ხმა, ალბათ, იტყოდა
კიდეც, რას იზამ, შვილო, მოსახდენი უნდა მოხდესო, რადგან გუმანი უმალ შვილის მოვლა-

დამშვიდებას უბრძანებდა, ვიდრე უაზრო წიოკობის ატეხვას, მით უფრო, რომ ჯერ არც ის
იცოდა, რა უბედურება დასტეხვოდა თავზე მის საბრალო ქალიშვილს. თინას ნათქვამმა კი მის
ცნობისმოყვარეობას, რაღაც არაჩვეულებრივს რომ მოელოდა თუ მო-ითხოვდა, ცივი წყალი
გადაასხა. "ადე, ნუ გამიოხრე მატყლიო" - შეუღრინა შვილს და კალთა გადაიბერტყა. თინა კი
სლუკუნებდა, სახეზე ჩამოშლილ თმას ისწორებდა და უაზროდ იღიმებოდა, რათა დედამისს არ
შეეტყო, როგორ უჭირდა ადგომა, უჭირდა კი არა, არ შეეძლო, ფეხებს ვეღარ გრძნობდა, აღარ
ჰქონდა ფეხები და მათ ნაცვლად ცივი და დაბუჟებული სიცარიელე გამობმოდა წელსქვევით.
"რომ ვეღარ ავდგეო?!" - ფიქრობდა თავზარდაცემული თინა, მაგრამ ფარ-ხმალს მაინც არ ყრიდა,
იცოდა, ამა-საც მოერეოდა, თუკი მოითმენდა და არ შეიმჩნევდა, დედისათვის არ უნდა
გაეგებინე-ბინა, თორემ ისეთ წიოკობას ატეხდა, ქვეყანას შეუყრიდა. "რა მოხდა, რა არის საწიოკო, ხომ შეიძლება, დედა-შვილი სულ ასე ისხდნენ და მატყლსა ჩეჩავდნენო?" - თავს იმშვიდებდა
თინა და გაღიმებული შესცქეროდა პირმოკუმულ დედას.
- რას ვუზივარ, მოგეხმარო მაინცო - თქვა თინამ და თვითონაც აიღო მატყლის ფთილა.
მისი დრო ამოწურულიყო, ჩამოთავებულიყო, როგორც კოდში საფქვავი. ტომარას თავის
მოკვრაღა აკლდა და ზურგზე მოკიდება. მოსახდენი მომხდარიყო, თანაც ისე მომხდარიყო,
როგორც მას უნდოდა. ვისი რა ბრალია, თუ აქანავებული ლეღვის ტო-ტიდან ყველაფერი
მომხიბვლელი და ადვილად ხელმისაწვდომი ჩანდა? თინამ შეასრუ-ლა ის, რაც მიზნად დაისახა
და ახლა ვერავინ გაამტყუნებდა, დედის ფეხებთან რომ მჯდარიყო და მატყლი ეჩეჩა. მაგრამ
გაწბილებულ ოცნებას, წყალში ჩაყრილ მოთმი-ნებასა და დაკარგულ დროსაც ხომ სჭირდებოდა
დაცვა და გამართლება? არა, თინას-თვის ახალი ბრძოლის დრო დგებოდა, შურისძიების დრო, და
ისიც დაუნდობელი იქ-ნებოდა ყველას მიმართ, ვინც არ გაუგო, ვინც მისი თეთრი შავად დაინახა,
ანდა დაი-ჯერა, ყველაფრის მოთმენა რომ შეეძლო მას. აქ, დედის ფეხებთან გატრუნვა დამარცხებას ნიშნავდა, ბედთან შეგუებას, საკუთარი უმწეობისა და უსამართლობის აღია-რებას. მაგრამ
აღსარება დაჰგვიანებოდა თინას, აღარც თავის გამტყუნების უფლება ჰქონდა, რადგან აქამდე
შეგნებულად ხუჭავდა თვალს, შეგნებულად იყრუებდა ყურს, რათა დრო მოეგო, ერთი ნაბიჯიც
წაედგა წინ, სიყვარულის დასახიჩრებულ გვამამდე მიეღწია, ეხილა და დარწმუნებულიყო,
მართლა გვამი, მართლა მისი სიყვარულის გვამი რომ იყო იგი. სხვებს შეიძლება შეშლოდათ,
მიემსგავსებინათ, ანდა სულაც მო-ეგონათ, თინას გასამწარებლად. რაც არ უნდა ძნელი
ყოფილიყო, ჯობდა მაინც საკუ-თარი თვალით ენახა და სამუდამოდ გამოეძევებინა გულიდან
მტანჯველი იმედიცა და ეჭვიც: ვაითუ მომატყუეს, ვაითუ ძალით დავიბრმავე თვალიო. ახლა
ყველაფერი ზურგს უკან მოეტოვებინა, სულისშემხუთავი გზაც და ძვირფასი გვამის ხილვაც. მაგრამ გვამსაც სჭირდებოდა მოვლა-პატრონობა, იმ გვამს კი თინას მეტი არავინ ჰყავდა
დამმარხველი, თინა იყო მისი პატრონი და ღირსეულადაც დამარხავდა, არც ცრემლს დააკლებდა
და არც მსხვერპლს. დედამისს გინდაც არ ეთქვა, წადი, აქ რას უზიხარ, შენ შენი მატყლი გაქვს
დასაჩეჩიო, მაინც წამოდგებოდა, თავისი სიჯიუტით მაინც აღიდგენდა სადღაც გამქრალ ფეხებს
და ძველებურად, ამაყი ცოლისა და ბედნიერი დედის უზრუნველობით, შეაღებდა უხეიროს
ეზოს ჭიშკარს, რადგან ამ ჭიშკარს იქით იყო მისი ნამდვილი ცხოვრება. ეს ცხოვრება კი ჯერ არ
დამთავრებულიყო, რაღაც აკ-ლდა, რაღაც, თითქმის უმნიშვნელო, მაგრამ აუცილებელი,
დასრულების უფლება რომ მოეპოვებინა. ის "რაღაცაც" ამ ჭიშკრის იქით არსებობდა მხოლოდ,

და როცა თინამ ჭიშკრის სახელურს მოჰკიდა ხელი, გული ისევე აუთრთოლდა, როგორც იმ
დღეს, ფარნაოზის ცოლი რომ გახდა. "აი, ჩემი სახლიო" - მაშინაც და ახლაც ასე გაიფიქრა თინამ
და ეზოში შევიდა. უკვე სახლთან მისული, უკანვე გამობრუნდა, პოპინას გაუქ-მებულ
სამღებროზე მიყუდებული ცოცხი აიღო და მოკირწყლული ბილიკიდან ხმელი ფოთლები
გადახვეტა.
თინა არ აპირებდა რაიმეს შეცვლასა და გამოსწორებას, სამაგიეროდ, მტკიცედ ჰქონდა
გადაწყვეტილი, დასასრულისთვის დაეცადა, როგორიც არ უნდა ყოფილიყო იგი. გული
უგრძნობდა რაღაც არაჩვეულებრივი უნდა მომხდარიყო, ყველას რომ შეძ-რავდა, შეაძრწუნებდა.
ბოლოს და ბოლოს, ტაძარი ინგრეოდა, მოთმინების ტაძარი, სი-ჯიუტის ქვითა და კირით ნაშენი.
თინაც ამ ტაძრის კედლებთან ერთად იზრდებოდა და მტკიცდებოდა, მაგრამ ბავშვური
გულუბრყვილობითა და ოცნებით წამოწყებული მშენებლობა თანდათან სხვა მნიშვნელობას
იძენდა. თუკი თინა ფარნაოზის შემოტყუ-ებას შეძლებდა, მაშინ ეს ტაძარი მათთვის და მათი
შვილებისთვის ყველაზე გამძლე და სამუდამო თავშესაფარი უნდა ყოფილიყო. თინამ მართლაც
შეუძლებელი შეძლო, მაგრამ ტაძარმა ვერ გაამართლა თავისი დანიშნულება. საკირედ იქცა,
სატუსაღოდ, საცხედრედ... ალბათ, რაღაც დააკლო ანდა გადააჭარბა თინამ, რაღაც ვერ
გაითვალის-წინა, მაგრამ ამის გამოსწორება უკვე გვიანღა იყო. ეს ტაძარი ან ასეთად უნდა დარჩენილიყო, ან საერთოდ უნდა დანგრეულიყო, და ინგრეოდა კიდეც. თინა უკვე შეჩვეო-და ამ
აზრს, მაგრამ გული კი არ წყდებოდა, სინანულს კი არ გრძნობდა, არამედ ჩა-მონგრეული
კედლების გრუხუნის მოლოდინში ძნელად ასახსნელი სიხარულითა და მოუთმენლობით
ცახცახებდა იმ ბავშვივით, ხის მოჭრას რომ ადევნებს თვალს და ერ-თი სული აქვს, აქანავებული,
ატორტმანებული ხე როდის დაენარცხება მიწაზე გა-ფარჩხული ტოტების ლაწალუწით.
თინას მოლოდინი ოჯახის დანარჩენ წევრებსაც გადასდებოდა, ყველას გასჩენოდა ავი
წინათგრძნობა და ყველა თავისებურად წუხდა, რადგან სახელი ვერ დაერქმიათ, არ იცოდნენ,
რას ნიშნავდა იგი, რას მოასწავებდა. გაურკვევლობა კი უარესად აფრ-თხობდათ, ერთმანეთს
თვალს არიდებდნენ, ღობე-ყორეს ედებოდნენ, როგორმე რომ ჩა-მოთავებულიყო თითქოს მათ
ჯიბრზე გაწელილი დღე და თავთავიანთ საწოლებში განმარტოებულიყვნენ, ერთმანეთისაგან
წყვდიადითა და დუმილით გამოყოფილ კუნძუ-ლებზე, სადაც ძეძვის მეტი არაფერი ხარობდა,
თვალს მაინც რომ დაესვენა, და სადაც დაუნდობელი ტურები გათენებამდე ყურისწამღებად
ჩხაოდნენ.
პოპინამ სასაფლაოზე სიარულს მოუხშირა, დღეს არ აცდენდა. საქმეც რომ ჰქონო-და შინ, მაინც
იქ წასვლა ერჩია, თითქოს საქმე მოიცდიდა, მიცვალებულები კი ვერა. "რა ვქნა, წუხელაც
დამესიზმრნენ, ისეთი სახე ედო მამაჩემს, მთელი ღამე ტირილში გავატარე, რაღაცა აწუხებს და
ვერ გამიგიაო" - თავს იმართლებდა პოპინა. სინამდვი-ლეში კი თვითონ აწუხებდა რაღაცა და ვერ
გაერკვია, ეს წუხილი ერეკებოდა შინი-დან, წუხილი და ავი წინათგრძნობა. თითქოს
მოსალოდნელ უბედურებას მშობლების სიახლოვეს უფრო ადვილად აარიდებდა თავს. მკვდარი
მშობლები უფრო საიმედონი გამხდარიყვნენ, ვიდრე ცოცხალი ნათესავები, რადგან უბედურება
მხოლოდ ცოცხლე-ბისგან იყო მოსალოდნელი, ცოცხლებისგან და ცოცხლებისთვის. პოპინას
ძველმა შიშმაც გაუხსენა, ყველას დამფრთხალი შესცქეროდა თვალებში, ყველას ეფერებოდა,
რადგან არ იცოდა, ვისგან ან ვისთვის მზადდებოდა უბედურება, რასაც ავი წინათგრძ-ნობა

ყოველდღე უდასტურებდა. არც წყვილი კვიპაროსი ავიწყდებოდა, სისხლით ბან-და ქერცლიან
წვივებს, იქნებ ასე, ყველას ფერებითა და სამსახურით, მოეგო ღმერთე-ბის გული და ოჯახი
გადაერჩინა. სხვა რა შეეძლო, რა ეღონა? დიდი-დიდი მშობლებ-თან თუ მოყვებოდა თავის
გასაჭირს, თუმცა ყველაფრის თქმას იქაც ერიდებოდა, საწყენსა და საჩოთიროს განგებ
მიაფუჩეჩებდა ხოლმე, გული რომ არ დაეწყვიტა და ზედმეტად აღარ შეეწუხებინა ისინი.
აკლდამას რომ გამოგვიდა და ფილაქანზე წყალს მოაპკურებდა, რომელიმე ლოდზე
ჩამოჯდებოდა, გაიღიმებდა, თითქოს მართლა დაინა-ხა მშობლებიო, და მოყოლას იწყებდა,
წყნარად, თანამიმდევრულად, ისე, რომ საკუთა-რი ხმისთვისაც ესმინა, რათა სწრაფად
შეძლებოდა შერბილება ანდა გამოსწორება, თუკი, ლაპარაკით გართულს, რამე მშობლებისთვის
არასასიამოვნო წამოსცდებოდა. დარწმუნებული იყო, მშობლები გულისყურით უსმენდნენ. ისიც
ცდილობდა, ყოველი სიტყვა მკვდრებისთვის უფრო სასიამოვნო და ადვილად მოსასმენი
გაეხადა.
პატარა უხეირომ რომ გაიარა, პოპინა იმ დღესაც გაიქცა სასაფლაოზე. იქაურობა დააწკრიალა,
ლოდზე ჩამოჯდა, ხელები კალთაში ჩაიწყო და თქვა: ორივესთვის მომი-ლოცავს, დღეს პატარა
უხეირომ გაიარაო.
- უკვე დიდი ბიჭია - ხმა გაუთბა პოპინას და ენად გაიკრიფა - უკვე კბილებიც გა-მოეჭრა. რა არის,
იმის ენამ რომ არ თქვას. იმ დღეს შუბუმ მაყვალი ამოიტანა ვენა-ხიდან, სახეში ჩახედა და უთხრა:
თუ იცი, რატომ გქვია უხეიროო. არც კი დაფიქრე-ბულა, პაპაჩემსაც უხეირო ერქვა და იმიტომო,
პაპაჩემი მეომარი იყო და მეც მეომარი უნდა გამოვიდეო. სიცილით დაგვხოცა. შუბუ კი ხანჯალს
დაჰპირდა. რა შეგეშინდათ? ნამდვილს კი არა, ხისას. თუ სულ ასეთი კარგი ბიჭი იქნები, ისეთი
ხანჯალი უნდა გამოგითალო, ამირანსაც რომ შეშურდესო. ის იყო და ის, ვეღარ მოვაშორეთ
შუბუს, მეც შენთან უნდა წამოვიდე და გიყურო, როგორ გამოთლი ხანჯალსო. დედამისმა ძლივს
ჩამოსვა ვირიდან (პოპინამ ხმამაღლა გაიცინა, რადგან ნათლად დაუდგა თვალ-წინ, როგორ
ექაჩებოდა თინა ვირზე შესკუპებულ უხეიროს). ოოოხ - სიცილს ოხვრა გადააბა პოპინამ და უცებ
მოიწყინა. კარგა ხანს იჯდა ჩუმად, ჩვეულებისამებრ შემკრ-თალი და მობუზული. მერე თავი
აიქნია, თითქოს სახეზე ჩამოვარდნილ თმას ისწო-რებსო და თქვა: ღმერთმა ნუ ქნას, ისიც
შენსავით უბედური გამოვიდესო.
პოპინა დღეს ვეღარ დაზოგავდა მკვდრებს, დღეს ვეღარ ითვალთმაქცებდა და თავის შიშსაც და
სამდურავსაც პირდაპირ, შეუნიღბავად ეტყოდათ, ეტყოდათ, რადგან სხვა გზა არ ჰქონდა,
მკვდრების იმედზეღა იყო დარჩენილი. ისინი კი მომკვდარიყვნენ, მაგ-რამ მაინც პოპინას
მშობლები იყვნენ და იქიდანაც უნდა მოხმარებოდნენ, იქიდანაც უნდა დაერიგებინათ ჭკუა და
იქიდანაც უნდა შეეწიათ მანუგეშებელი სიტყვა. პოპინას მკვდრები ეცოდებოდა, მაგრამ თვითონ
უფრო ცოდო იყო: ისინი, მართალია, მიწაში იყვნენ, მაგრამ მაინც ერთად იყვნენ და ეს უკვე
დიდი შეღავათი იყო, დიდი უპირატე-სობა პოპინასთან შედარებით. პოპინას ძმაც ჰყავდა და
შვილიც, მაგრამ ორივე ბო-ლომდე უცხო დარჩა მისთვის, ორივესი ეშინოდა, რადგან ერთი
უმამოდ გაეჩინა და ამით სამუდამოდ დაემცირებინა სხვების თვალში, მეორეს კი მოუშორებელ
ტვირთად დასწოლოდა თავზე. შეიძლება, მხოლოდ პოპინა ფიქრობდა ასე, თვითონვე ირწმუნებდა თავს, რომ ძმისთვისაც და შვილისთვისაც დამცირებისა და უბედურების მეტი არა-ფერი
მოჰქონდა და ამ მოგონილი დანაშაულით თვითონვე იმწარებდა სიცოცხლეს, რადგან კაცებისა

საერთოდ არაფერი გაეგებოდა. უცნაური და საშიში მამის წყალო-ბით, მისთვის კაცები საერთოდ
უცნაურნი და საშიშნი გახდნენ. არაფრისა არ შინე-ბია ისე, როგორც მამის, რადგან მამაც
ყოველთვის მკვდარი იყო მისთვის, დედასთან ერთად მოჰკვდომოდა, მაგრამ დედისაგან
განსხვავებით, მამა ბრაზიანი მკვდარი იყო, რომელიც თითქოს ცოცხლად დარჩენილთა
დასაფრთხობად და გასამწარებლად დაე-ტოვებინათ დაუმარხავი. პოპინას მაშინ ბევრი არ
მოეკითხებოდა, თუნდაც, ბავშვობის გამო, ხოლო მამამისს სწორედ ის აფრისხელა ტილო ჰქონდა
გადაფარებული, რომე-ლიც ცოტა ადრე დედის ცხედარს ეფარა. სხვაც ბევრი რამე აღიქვა და
შეითვისა პო-პინას დამფრთხალმა გონებამ მაშინ არასწორად და სამუდამოდ, და თუმცა მას მერე
დიდი დრო გავიდა, ისეთი არაფერი მომხდარა, აზრი შეცვლოდა, ძველი რწმენა გაქარწყლებოდა. განა ფილამონეც, ფარნაოზიცა და კუსაც მამამისივით უცნაურნი და სა-შიშნი არ
იყვნენ? "შენი ბრალია, მამაჩემო, შენი!.. - ჩაესმა პოპინას საკუთარი ხმა და სისხლი გაეყინა, ერთი
კი გაიფიქრა, როგორ მიტრიალდება ენა მკვდრის გასამტყუნებ-ლადო, მაგრამ მაშინვე
გადაწყვიტა, ბარემ ბოლომდე ამოებერტყა გული, თუკი უნდო-და, ცოტა შვება მასაც ეგრძნო.
ნაძალადევად გაიცინა და გააგრძელა: - კაცები შებრუ-ნებულად ხედავთ ყველაფერს: რაც გაქვთ,
ის არ გინდათ. არკი იცით, რა გინდათ. ჩე-მი ძმაც, რაც დრო გადის, სულ შენ გემსგავსება. შენც
ასეთი იქნებოდი, ფეხზე რომ გეარნა. თინა მეცოდება, რაც არ უნდა იყოს, სხვისი შვილია, ჩვენს
უბედურებას მას-თან რა ესაქმება... აღარ იცის, როგორ მოიგოს ჩემი ძმის გული, ოჯახზეა
გადაყოლი-ლი, ქმარ-შვილის მეტი არაფერი ახსოვს, იმის დროც აღარ რჩება, დედასთან გადაირბინოს. არ შეიძლება, ოჯახშიც დაილაპარაკოს კაცმა ტკბილად? რატომ არ შეიძლება? ამიხსენი.
სხვას ვიღას ვკითხო? ჩემი შვილია და, ისე მიბღვერს, თითქოს... არა აქვს საბღვერლად საქმე? მამა
წავართვით, გავუქციეთ. იქამდე ურბენია, სანამ სული არ ამოსძვრება, მაგრამ რას ვერჩით, იმას
რაღას ვერჩოდით? იმიტომ, რომ შენს შვილს უკეთესი ქმარი ეკუთვნოდა, არა? არა, მამაჩემო,
ყველანი ჩვენზე უკეთესები არიან. ჩვენ ვიღაცამ დაგვწყევლა, რაღაც ცოდვა დაგვატეხა თავზე და
ისე გაგვაბრუა, ვეღარც კი ვამჩნევთ, კიდევ რომ ცხოვრობს ჩვენს გარშემო ხალხი. სხვებს რაღას
ვუმწარებთ ცხოვრებას? ყველას რაღაცა აქვს გასახარი, სტუმარი დაუდით, ჭირიც იციან და ლხინიც. ჩვენთან კი ვინ მოვა, კუსასა და ზიარას მეტი, თუმცა ახლა ფარნაოზიც სტუმა-რი გაგვიხდა.
მე ჩემს თავს აღარ ვჩივი, ან ვის რაში ვჭირდები, მაგრამ მარტო მე ხომ არა ვარ ცოცხალი? დედა
რომ მომიკვდა, მეც მაშინ უნდა დავმარხულიყავი. ცოცხლად უნდა დავმარხულიყავი. რატომ
დამტოვე, დედაჩემო, რატომ?! არ გეცოდები, ახლა მა-ინც არ გეცოდები?! რამე მაინც
გესწავლებინა, არ იცოდი, სად მტოვებდი?! შენ რომ არ გეღალატა, იქნებ ჩემთვისაც
გამორეულიყო ერთი ბედნიერი დღე, იქნებ ჩემი შვი-ლიც აღარ მოშხამავდა ქვეყანას! ჩემი შვილი
ხომ შხამიანია, დედაჩემო, გველის შხამი აქვს ენის ქვეშ. როგორ უნდა იცხოვროს ასე, ვის
დაეწვება გული? ცოდვის შვილია და იმიტომ, ჩემი შვილია და იმიტომ მეცოდება, მე გავაჩინე
ასეთი. გველკაცია ჩემი შვილი, დედაჩემო, გველკაცი. რა მექნა, მითხარი, ან სად გავქცეულიყავი,
გაქცევაც რომ არ შემიძლია! გაქცევა კაცების საქმეა, ყველა კაცი გარბის, ყველას გაქცევაზე
უჭირავს თვალი. ხომ ასეა, მამაჩემო? ნეტავ შენც შეგძლებოდა გაქცევა. რომ არ შე-გეძლო, იმიტომ
ჩამოხმი ზეზეურად, მაგან გადაგრია. თუ კვდებოდით, ფარნაოზს რა-ღას აჩენდით? ფარნაოზი
ხომ ჩემზე უბედურია, ჩემზეც და შენზეც, მამაჩემო, შენი შვილია და ისიც შენ დაგემსგავსა,
მაგრამ იმას გული აქვს დამსხვრეული, გულისთ-ვის ვერ მოუყრია თავი, მამაჩემო. იმ დღეს
თინამ ვეღარ შეიკავა თავი და აკი უთხრა, რა ვქნა, ეტყობა, არ ყოფილა საშველი, აღარ შემიძლია

შენი შეკავება და რაც მოგი-ვიდეს, თავს დააბრალეო, შენ არც ცოლი გინდა და არც შვილიო, თავს
იტყუებ, ძა-ლით გვეპოტინები, რადგან იცი, რა მოგელის უჩვენოდ და გეშინიაო. ან ჩვენ რას
გვაწვალებ, ან თავს რაზე იწვალებო. მოსახდენი მაინც მოხდება და რაც ადრე მოხდე-ბა,
უკეთესიაო, მამაჩემო. შენმა შვილმა კი ხმა ვერ ამოიღო, თავჩაღუნული იჯდა. გუ-ლი
დამეთუთქა, ლამის დავუყვირე, არ დაუჯერო-მეთქი, თინა განაწყენებულია და თვითონ არ იცის,
რას ამბობს-მეთქი. მაგრამ მეც ენა დამება. რადგან თინა მართალია, მამაჩემო, ხომ მართალია
თინა? მიპასუხეთ, რა ვქნათ, როგორ ვუშველოთ ფარნაოზს? შვილი გეღუპებათ, შვილი!"
პოპინას ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლი, თითქოს გუშინ დაემარხა მშობლები, თითქოს გუშინ
დაობლებულიყო და საკუთარი საცოდაობით იწვოდა. სხვა რომ ვერა-ფერი გაეწყო, მუშტებით
კაბის კალთას აწვებოდა, თითქოს ვერ დამშვიდდებოდა, სა-ნამ არ ჩახევდა, სანამ არ ჩაფხრეწდა.
ხანდახან ისე აიქნევდა თავს, თითქოს არ მოს-წონდა, არ აკმაყოფილებდა მკვდარი მშობლების
რჩევა-დარიგება, თუმცა ეს რჩევა-და-რიგებაც მისსავე აღგზნებულ გონებაში იბადებოდა.
- მეც ვიცი, რომ არაფერი არ ეშველება, მეც ვიცი, რომ ესეც ჩვენი ბედია, მაგრამ ვიყოთ ასე
გულხელდაკრეფილნი?! - მოთქვამდა პოპინა.
მშობლებთან ლაპარაკმა, ასე თუ ისე, მაინც დაამშვიდა, რაღაცისგან გათავისუფლ-და, რაღაცა,
ბალღამივით მწარე და მავნებელი, გამოიტანა ნათქვამმა სიტყვამ მისი არსებიდან და შვება
აგრძნობინა. პოპინა წამოდგა, კაბა გაისწორა და ახლა უკვე ნა-ხევრად ხუმრობის კილოთი თქვა:
ცოცხალს კაცი ლაპარაკს ვერ გაგიბედავდა, ახლა კი, გინდა თუ არა, მაინც უნდა მომისმინოო.
მშობლების აკლდამიდან გამოსული პოპინა ძნელი, ბუნდოვანი სიზმრიდან თავ-დაღწეულს
ჰგავდა, შინამდე არაფერი არ მოჰყვებოდა ხოლმე, ვერც თავის ნათქვამს იხსენებდა, ვერც
მშობლებისას; არადა, დარწმუნებული იყო, მართლა იქიდან ბრუნდე-ბოდა, მართლა ელაპარაკა
მათთან, შეცვლით კი არაფერი იცვლებოდა: ეჭვი ისევ ეჭ-ვად რჩებოდა, შიში კი - შიშად. "ესენიც
მასულელებენო, - ფიქრობდა შინისკენ მიმა-ვალი პოპინა, - ყველაფერზე თავს მიქნევენ,
არაფერში კი არ მეხმარებიანო". ასე რომ, პოპინა სახლში ძველებურად დამფრთხალი და
დაბნეული შედიოდა, ოღონდ უარესად გულმოკლული საკუთარი უმწეობითა და მკვდრების
გულგრილობით. "იქნებ იქ უკე-თესია ცხოვრება და ამიტომაც აღარ ადარდებთ ჩვენი ამბავიო" გაჰკრავდა ხოლმე პოპინას ამგვარი ფიქრიც და უნებურად ფეხს აუჩქარებდა, თითქოს ფიქრს
გამოუსწ-რებდა და აღარ დააკაწვრინებდა თავს. ცხოვრება გრძელდებოდა და არც მას ჰქონდა ამ
ქვეყნიდან ასე იოლად წასვლის უფლება, რაც არ უნდა მომხიბვლელად დაეხატათ მისთვის
მშობლებს საიქიო ცხოვრება. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, პატარა უხე-ირო არსებობდა და
ზიარაც ფეხმძიმედ იყო. მასაც ჰქონდა თავისი სიხარული, მართ-ლა მთლად კი არ
გასწყრომოდნენ ღმერთები. ზიარას ფეხმძიმობის ამბავს პოპინა შეგნებულად უმალავდა
მშობლებს, ეშინოდა არ დაეთარსათ, აბუჩად არ აეგდოთ ღმერთებს მისი წინამასწარა სიხარული.
სიხარულით კი ძალიან უხაროდა. ზიარას მშობიარობას ბევრი რამე უნდა შეეცვალა, უპირველეს
ყოვლისა კი მისი შვილი, მისი უბედური შვილი. პოპინა დედა იყო და უთქმელადაც გრძნობდა,
როგრ სტანჯავდა კუ-სას უშვილობა, როგორ უმატებდა გესლს და ამ გესლში როგორ იხრჩობოდა
თვითონ-ვე. კუსას შვილი წამალივით სჭირდებოდა, ან გესლისგან განკურნავდა, ან გასაქცევ
მიზეზს მისცემდა. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, თავის სანაცვლოს დატოვებდა, თვითონ

კი გაიქცეოდა. ისიც კაცი იყო და, ასე თუ ისე, მის ძარღვებშიც უხეიროს სისხლი წრიალებდა,
ნაწილობრივ მაინც, იმდენი, რომ მოსვენება დაჰკარგოდა. კუსა-მაც იცოდა, ბევრი რამე იყო
დამოკიდებული ზიარაზე და ისე დატკბობოდა ცოლს, მა-თი ამბავი მეზობლებს სალაპარაკოდ
ჰქონდათ გამხდარი. კუსამ სახლში მოიხედა, ქო-ხი ხელახლა გადაახურვინა, ეზოს ღობე
შემოავლო და სახედარიც იყიდა. ზიარას რცხვენოდა ვირით სეირნობა ქალაქში, ისედაც
მუშტისხელა, უარესად პატარავდებოდა და თავჩაღუნული, ჯიუტად ჩასცქეროდა ვირის
გაფშეკილ ქეჩოს. კუსა კი გაღიმებუ-ლი მიუძღოდა ვირს და ტომარასაც განგებ უფრო ხმამაღლა
აჟღრიალებდა, ყველას რომ მიექცია მათთვის ყურადღება. ერთ დღეს კი ზიარას ცოცხი ხელიდან
გამოართვა, ქოხი თვითონ გამოგავა და უთხრა: თუ ცოცხალ ბავშვს გამიჩენ, საერთოდ აღარ გცემო. პოპინამ ყველაფერი იცოდა, რადგან ზიარა არაფერს უმალავდა დედამთილს, გუ-შინ ეს
მითხრა და ასე და ასე მომექცაო, მაშინვე ჩაუკავლავდა ხოლმე. პოპინამ ისიც იცოდა, მისი შვილი
რატომ ანებივრებდა, რატომ დაჰფოფინებდა თავზე ზიარას, ქმრის ყურადღებასა და ორსულობას
ერთნაირად რომ დაემრგვალებინა და გაელამაზებინა კიდეც. ზიარას კუსასთვის გაქცევის
უფლება უნდა მიეცა. ასე ფიქრობდა პოპინა, რადგან, მისი აზრით, კაცები შვილებს იმიტომ
აჩენდნენ, თვითონ რომ გაქცეულიყვ-ნენ, თითქოს ახალშობილის ჭყავილი ის იდუმალი და
ნანატრი ნიშანი იყო, რომე-ლიც მათი ჟამის დადგომას აუწყებდათ, როგორც მამლის ყივილი
გათენებას. პოპინას აზრით, მხოლოდ ამ ნიშნის მერე იწყებდნენ კაცები ცხოვრებას, ნამდვილ
მამაკაცურ ცხოვრებას, უაზროს, უსასთუმლოს და უქალებოს, ქარივით სწრაფსა და
თავისუფალს. მათი ნაშიერის ჭყავილით გათენებული დღე მათი მოვალეობის აღსრულებასაც
ნიშ-ნავდა და მათი უკანასკნელი, მხოლოდ მათთვის განკუთვნილი დღის დადგომასაც.
ამიტომაც ეკარგებოდათ თავგზა, ამიტომაც ვერ ახერხებდნენ ამ დღის მშვიდობიანად
დამთავრებას, იმასაც ვერ ახერხებდნენ, წესიერად მომკვდარიყვნენ, კი არ კვდებოდნენ,
იღუპებოდნენ და სხვებსაც ღუპავდნენ, რადგან დაღუპვაც ისევე გარდაუვალი იყო მათთვის,
როგორც განთავისუფლება, მაგრამ ამის მისახვედრად დროც აღარ რჩებო-დათ. სამაგიეროდ
ქალები ხვდებოდნენ ამას, არა მარტო პოპინა, არამედ ყველა ქალი. აკი თინამაც უთხრა
ფარნაოზს: შენი შეკავება აღარ შემიძლია, და რაც მოგივა, თავს დააბრალეო. თინამ იცოდა, რაც
მოუვიდოდა ფარნაოზს, პოპინამაც იცოდა და ამიტო-მაც გაცეცხლდა თინაზე, როგორ უბრალოდ
გაიმეტა, როგორ იოლად აიღო ხელი თა-ვის მოვალეობაზეო, რადგან, იმავე პოპინას აზრით, თუ
კაცის მოვალეობა გაქცევა იყო, ქალს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უნდა შეეფერხებინა ეს გაქცევა,
ფეხებში უნ-და ჩავარდნოდა, ხელი არ უნდა გაეშვა, გინდაც დასაღუპად განწირული კაცი წიხლით შესდგომოდა, უნდა მოეთმინა, უნდა გაეძლო, რადგან ესაა ქალის მოვალეობა, ამიტომ
გააჩინა ქალად ღმერთმა.
პოპინას ყველაფერი არ მოუყოლია მშობლებისთვის, ბევრი რამე კი შებრუნებუ-ლად მოუყვა.
მართალია, პოპინა ყოველთვის თინას მხარეზე იყო, თანაუგრძნობდა და ამართლებდა კიდეც,
მაგრამ იმ დღეს, როცა პატარა უხეირომ პირველად გაიარა, თავ-ზარი დასცა თინას მრისხანებამ
და დაუნდობლობამ. ეს იმდენად მოულოდნელი და იმდენად დაუშვებელი აღმოჩნდა
პოპინასთვის, დიდხანს ვერ მოისაზრა, რა ხდებოდა, და პირდაღებული შესცქეროდა რძალს;
თინას თმა გასწეწოდა, კაბა ტანზე შემობრე-ცოდა, ისე წამოჭარხლებოდა სახე, თითქოს კალოზე
ნიჩბით ხორბალს ანიავებდა. ფარნაოზი თავჩაღუნული იჯდა და პოპინას შეეცოდა ძმა, თავი
ვეღარ შეიკავა და და-უძახა: არ დაუჯერო, თვითონაც არ იცის, რას ამბობსო. თინა კი იმას

ამბობდა, რაც წლების მანძილზე დაგროვებოდა გულში და მისი პირიდან ამოსულ სიტყვას
მომაკვ-დინებელი ძალა ჰქონდა, რადგან გამწარებული და მოთმინებიდან გამოსული ქალის
სიტყვა იყო. "ზიარასი რატომ უნდა მშურდესო, - ამბობდა თინა, - მე რატომ უნდა ვი-ყო
ყველაფერში გამორჩეული, როცა თავიანთ გომბეშო ცოლებს ქმრები ვირებით ასე-ირნებენო.
ვისაც ჩემი დანახვა არ სიამოვნებს, თავი ქვას უხლია, ერთ დღეს გაწყვე-ტილხართ ყველანიო".
ფარნაოზი თავჩაღუნული იჯდა, არა, ფარნაოზი პატარა უხეიროს უყურებდა, საცო-დავად
აწურული, გაოცებული და დამფრთხალი ხან მამას რომ გახედავდა, ხან კი დე-დას, როგორც
უნებურად შუაზე გადატეხილს და ამავე დროს ყველაზე საყვარელ სა-თამაშოს. პატარა
უხეიროსაც, როგორც ყველა ბავშვს, თავისი ანგარიში ჰქონდა, სა-დაც ორჯერ ორი ყოველთვის
სამი გამოდიოდა, ისა და მისი მშობლები. მისი ანგარი-ში ამაზე შორს არც მიდიოდა და არც
სჭირდებოდა. სამი მისთვის ყველაზე ცხადი და ამავე დროს ყველაზე ჯადოსნური ციფრი იყო.
განუყოფელი და მარადიული. განა ყველა ისე არ ანგარიშობს, როგორც ხელს აძლევს? რა
გასაკვირია, ბავშვსაც ჰქონდეს თავისი ანგარიში? "ეშმაკურადაა ყველაფერი მოწყობილი, ფიქრობდა ფარნაოზი, - თუ სიკეთე გინდა, ბოროტებასაც უნდა მოუხუჭო თვალი. ერთს მეორე
მოსდევს. ან ორივეს ზურგი უნდა შეაქციო, ან ორივე უნდა ჩაიხუტო, ორივენი თავხედი და უზრდელი ბავშვებივით არიან, მცირეოდენი ყურადღებაც საკმარისია ერთის მიმართ, მა-შინვე
კალთაში რომ ჩაგისხდნენ, რადგან ერთმანეთს ხელს არ უშვებენ და წინასწარ-ვე არიან
შეთანხმებულნი, ყველაფერი ძმურად გავიყოთო". თვითონაც ამიტომ იყო ასეთი, ვერავის ვერ
მოუტანა სიკეთე, რადგან ბოროტების ჩადენა არ შეეძლო. ვერც დამნაშავის დამღას მოიშორებდა,
გინდაც თხის რძეში განბანილიყო და გინდაც კაცის სისხლში. ასე იქნებოდა სულ, ან რა
შეცვლიდა, რა გარდაქმნიდა, გინდაც ესწავლა, ახლა ნასწავლი დაკვრა საიქიოს თუ
გამოადგებოდა. კაცი რასაც დათმობს, სამუდამოდ უნდა დათმოს, ხოლო რასაც აირჩევს, უნდა
იმყოფინოს კიდეც. ისიც და ისიც არ გა-მოდის, არ შეიძლება. ისიც და ისიც კეთილი ბოროტებაა,
ან ბოროტი სიკეთე, ნაძა-ლადევად შერწყმული, ნაძალადევად შეთითხნილი და ამიტომაც
ამაზრზენი, უსისხლო და უნდილი, უნაკვერჩხლო ცეცხლი, რომელზედაც არც მწვადი იწვის და
არც შამფუ-რი. მის ოჯახშიც ასეთი ცეცხლი ენთო და თინა ცამდე მართალი იყო, წყალს რომ
ასხამდა, ფეხებით რომ ტკეპნიდა, რადგან ასეთ ცეცხლს ისევ უცეცხლობა სჯობდა. არ გაუვიდა
თვალთმაქცობა, გაუგეს, მიუხვდნენ ეშმაკობას და სახეში მიაყარეს ქვიშა, ბაჯაღლო ოქროდ რომ
ასაღებდა. თინა რომ არ უყვარდა, იმიტომ კი არ იყო დამნაშა-ვე, არამედ იმიტომ, მოთმინების
საშუალება რომ მისცა, ამდენი დრო რომ დააკარგვი-ნა, უაზროდ და უშედეგოდ. მაგრამ
თვითონაც ჩაუვარდა კოვზი ნაცარში. თუ მან თი-ნას დრო დააკარგვინა, თინამ თავის
მართლების საშუალება წაართვა. თუკი ოჯახი აღარ ექნებოდა, როგორღა ეთქვა შვილისთვის:
თქვენი გულისთვის ვწვალობდი, თქვე-ნი გულისთვის ვითმენდი და თქვენი გულისთვის ვიყავი
გაჩუმებულიო. კარგია, რომ ასე მოხდა, კარგია, რომ დროზე მოხდა ის, რაც ადრე თუ გვიან მაინც
მოხდებოდა. ყველამ ის უნდა აკეთოს, რაც შეუძლია. ქვისმთლელმა ქვა უნდა კოდოს, რადგან
თა-ვიდანვე ქვის კოდვა უსწავლია, სხვა არაფერი იცის, ან თუ იცის, უნდა დაივიწყოს, რადგან
ზედმეტი ცოდნა ხელს შეუშლის მხოლოდ, მკლავს დაუძაბუნებს, თვალს გა-უშტერებს, ათას
რამეს დაჰპირდება, არაფერს კი არ მისცემს, რადგან ის ზედმეტი ცოდნაა, ზედმეტი კი ცოდნაც
მავნებელია. ადამიანს იმდენი ცოდნა სჭირდება, რაც შთამომავლობით გადმოეცემა, როგორც
სახლი, ან იარაღი, საწოლი თუ ვარცლი. ასე ფიქრობდა ფარნაოზი და მამა ახსენდებოდა, ხუთი

წლის წინათ გარდაცვლილი მამა ეცოდებოდა და ბავშვური მონატრებით, ბავშვური
მოუთმენლობით უნდოდა, რამე, მისი ხელშენავლები ნივთი სჭეროდა ხელში. მაგრამ ახლა
წამოდგომა უსინდისობა იქნებო-და, ამ წუთას ისე არავის სჭირდებოდა იგი, როგორც თინას. მას
კიდევ შეეძლო ამ დღის გადატანა, გაჭიანურება, თინას კი - აღარ. თინას მოთმინება
You have read 1 text from Georgian literature.
Next - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
  • Parts
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Total number of words is 3713
    Total number of unique words is 2149
    29.1 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2104
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Total number of words is 3786
    Total number of unique words is 2050
    32.9 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 2036
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Total number of words is 3729
    Total number of unique words is 2068
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    52.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Total number of words is 3798
    Total number of unique words is 2041
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.7 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Total number of words is 3774
    Total number of unique words is 2100
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Total number of words is 3823
    Total number of unique words is 2083
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2026
    33.7 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Total number of words is 3773
    Total number of unique words is 1978
    31.9 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 2031
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2106
    31.0 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Total number of words is 3704
    Total number of unique words is 2027
    30.8 of words are in the 2000 most common words
    45.1 of words are in the 5000 most common words
    51.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 2083
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Total number of words is 3829
    Total number of unique words is 2058
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 1976
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2062
    30.1 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Total number of words is 3775
    Total number of unique words is 1967
    34.5 of words are in the 2000 most common words
    49.1 of words are in the 5000 most common words
    56.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Total number of words is 3868
    Total number of unique words is 1886
    35.4 of words are in the 2000 most common words
    49.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2046
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Total number of words is 3709
    Total number of unique words is 1983
    33.1 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Total number of words is 3866
    Total number of unique words is 2020
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.4 of words are in the 5000 most common words
    54.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2020
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    54.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 2058
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2111
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2042
    30.5 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Total number of words is 3904
    Total number of unique words is 2006
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 1988
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Total number of words is 3889
    Total number of unique words is 1960
    31.7 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Total number of words is 3751
    Total number of unique words is 2127
    27.9 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Total number of words is 3814
    Total number of unique words is 2046
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Total number of words is 3808
    Total number of unique words is 2002
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2068
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.4 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 2023
    31.8 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2094
    29.3 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Total number of words is 3725
    Total number of unique words is 2171
    27.3 of words are in the 2000 most common words
    38.2 of words are in the 5000 most common words
    44.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Total number of words is 3887
    Total number of unique words is 2056
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Total number of words is 1188
    Total number of unique words is 820
    38.4 of words are in the 2000 most common words
    50.8 of words are in the 5000 most common words
    57.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.