Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12

Total number of words is 3759
Total number of unique words is 2106
31.0 of words are in the 2000 most common words
43.5 of words are in the 5000 most common words
51.7 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
მეფურობით, რასაც მთელი მისი არსება ასხივებდა. ამ არაადამიანურ სიდიადესთან საუბრის
შემდეგ (მართალია, ოყაჯადოს სიტყვა არ დაუძრავს მინოსთან შეხვედრისას, მაგრამ რატომღაც
მთელი სიცოცხლის მანძილზე ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდა, რომ ასე გულითადად, ასე
საქმიანად და სასიამოვნოდ სხვასთან არავისთან ესაუბრა), ცოტა გაიბღინძა კიდეც, ღირსი ვარ და
მაფასებენო. ოყაჯადო იმავე დღეს შეუდგა მეფობის, ამ მართლაც რთული, მაგრამ სარგებლიანი
ხელობის შესწავლას. მას უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რადაც უნდა დაჯდომოდა,
ტახტზე ამძვრალიყო, ვისიც არ უნდა ყოფილიყო იგი, სადაც არ უნდა მდგარიყო, გინდაც ცხრა
მთისა და ცხრა ზღვის იქით. სიტყვა "ვანი", მომავალი მეფობის გარდა, სხვას არაფერს
ეუბნებოდა. ათი სიცოცხლე რომ ეცხოვრა, ერთხელაც არ მოენატრებოდა, თუმცა, მინოსამდე,
მიხრწნილი მამისაგანაც ბევრჯერ გაეგო მისი არსებობის შესახებ, "ჩვენ ვანელები ვართ,
შვილოო", - ეტყოდა ხოლმე მამა და ხავსმოდებულ წვერზე აცახცახებულ თითებს ისე
ჩამოისვამდა, თითქოს წვერზე შემხმარ მოლოდინის წლებს ითვლიდა. "ვიცი, მამიო" - ეძახდა
ოყაჯადო და გაქცევაზე ეჭირა თვალი, რათა ჩიკორი ებზრიალებინა, ანდა წყაროდან მომავალ
გოგოს ჩასაფრებოდა და მარჯვედ ნასროლი ქვით კოკა მხარზე დაემსხვრია. მაშინ ბავშვი იყო
ოყაჯადო და არც გაემტყუნებოდა, გულს რომ ვერ უდებდა პაპისხელა მამასთან საუბარს, მაგრამ
როცა მინოსმა ჩახედა სახეში და სისხლი სამუდამოდ გაუყინა, სამუდამოდ გააბრუა და
გამოალენჩა, როგორც გველმა ბეღურა, ოყაჯადოს ვანის გარდა არაფრის გაგონება აღარ უნდოდა.
ვანში მეფობა ელოდა, მასაც შეეძლებოდა დიდ მეფესავით გარინდებული მჯდარიყო, სიტყვა არ
დაეძრა, კენჭი არ გადაებრუნებინა საათობით, კვირაობით, თვეობით, უსასრულოდ. ერთს
დარდობდა მხოლოდ, ვანში რომ წავალ და მეფედ დავჯდები, ნეტავ რას ვიზამ, აქაურობა რომ
მომენატრებაო. მაგრამ მისი დარდიც ფუყე იყო, თავშესაქცევი - მეფობის მოლოდინში გაწელილ

დროს უცებ გამოუხტებოდა და ფეხს ააჩქარებინებდა, როგორც შინისკენ მიმავალ, მთელი დღის
ნაბალახარით გაზანტებულ ნახირს გოშია.
დიდი მეფე კი დუმდა, აყოვნებდა, თითქოს დავიწყებოდა თავისი დანაპირები. ოყაჯადომ
დედისაგან იცოდა, დავიწყებაც მეფეთა თვისება რომ იყო, და გაურკვეველი მოლოდინით
დამფრთხალი და დასევდიანებული, დატყვევებული მელიის ლეკვივით, წინ და უკან
დაწრიალებდა ოთახში, ხოლო როცა დედა შეუძახებდა, დაეტიე ერთ ადგილას, შე არ გასაჩენოო,
ახლა დედას მიაშტერდებოდა პასუხისა თუ ნუგეშის მოლოდინში. შვილის ბრტყელი და უძრავი
სახის დანახვაზე ცუცას (ასე ერქვა ოყაჯადოს დედას) ქირქილი აუტყდებოდა ხოლმე, ერთ ხელს
პირზე მიიფარებდა, მეორეს, გამოსაფხიზლებლად, ოყაჯადოს ამოჰკრავდა ნიკაპქვეშ და
ქირქილებდა. ოყაჯადოს წამალიც ეს იყო, დედის ქირქილი. სანამ ცუცა არ მოიღუშებოდა,
იქამდე მასაც არაფერი ჰქონდა საგანგაშო. ცუცაზე კარგად არავინ იცოდა, რა ხდებოდა დიდი
მეფის სასახლეში, ისიც იცოდა, რაც ახლო მომავალში უნდა მომხდარიყო. "მე გაგაჩინე და მევე
დაგსვამ ტახტზე, რომელზედაც მამაშენს უკანალი მოუცურდაო", - ეუბნებოდა ხოლმე ცუცა
ოყაჯადოს და მასაც სჯეროდა. ასე სჯერათ ყველა სანუგეშო სიტყვისა სიკვდილმისჯილ
ტუსაღებს. ოყაჯადოს დედა უყვარდა და გულის სიღრმეში ცოტა ეშინოდა კიდეც მისი, რადგან
ცემა იცოდა. ცუცას აზრით ჯოხი ყველა მასწავლებელს ჯობდა და თვითონაც ყოველთვის
სცემდა ოყაჯადოს, ბავშვობაშიც, როცა ბავშვობით დააშავებდა რამეს და მერეც, როცა
წამოიზარდა და დედის უკითხავად, დედასთან შეუთანხმებლად დგამდა დაუფიქრებელ
ნაბიჯს. როცა გალახული ოყაჯადო ჩაუფიქრდებოდა ხოლმე თავის საქციელს, დედამისი
ყოველთვის მართალი გამოდიოდა, თუმცა დიდი ფიქრის თავი არც ბავშვობაში ჰქონია და არც
დიდობაში. მაგრამ იმდენი ჭკუა კი ჰქონდა, დედის სიმართლე შეემჩნია და ეღიარებინა კიდეც.
ასე თანდათანობით, რაღა თქმა უნდა, წკეპლისა და სილაქის დახმარებითაც, განიმსჭვალა
მთელი მისი არსება დედისადმი განუსაზღვრელი რიდითა და მოკრძალებით, რაც მთავარია,
ნდობით, თუმცა, მეფობაზე ფიქრმა, ყველაზე დიდი მეფის თავზარდამცემმა დუმილმა და
გაუთავებელმა მოლოდინმა, მაინც გადაადგმევინა კიდევ ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯი. არც
ახლა ჰკითხა დედას და ახლაც მწარედ ინანა, თუმცა სარგებელიც ბევრი ნახა: დედა დაიამხანაგა,
თანამზრახველად გაიხადა და მერე არც არასდროს დარღვეულა ცოდვითა და მკვლელობით
განმტკიცებული მათი კავშირი.
თავის პატარა ჭკუით რაკი ვერაფერი მოუხერხა გაურკვევლობის ღრუბელს, ფუტკრის
გუნდივით რომ დაბზუოდა თავზე, ერთ მშვენიერ დღეს ადგა და კნოსის სახელგანთქმულ მისანს
ეწვია, ძღვნად ერთი ტომარა ხორბალი და ერთიც შავთეთრა ბატკანი მიართვა. მისანი
გულწრფელად ჩაფიქრდა, არაფრის ამოკითხვა არ შეიძლებოდა ოყაჯადოს ბრტყელსა და უძრავ
სახეზე, თითქოს სახე კი არა, გამომწვარი თიხის ნიღაბი აუფარებიაო. მისანმა მდუღარეში
გველის კბილი და ჭოტის თვალი ჩააგდო, ოყაჯადოს მორთმეული შავთეთრა ბატკნის ბეწვი და
ერთი პეშვი ხორბალი ჩაჰყარა და იქამდე ურია ქვაბს დაგრეხილი ჯოხით, სანამ ნახარში
ფსკერამდე არ დაიყვანა, თან რაღაცას ბუტბუტებდა. ოყაჯადო მოთმინებით იცდიდა, დედაზე
ფიქრობდა, ერთი დაანახა ჩემი თავიო. ბოლოს მისნის ხმამ გამოაფხიზლა. "ქვაბი აიღე და
ნახარში პირში ჩამასხიო!.." - ეუბნებოდა მისანი.
- ცხელია, - შეწუხდა ოყაჯადო.

- ასე უნდა, - უპასუხა მისანმა, პირი გააღო და თავი უკან გადასწია. ოყაჯადო ისე მოიქცა,
როგორც მისანმა დაარიგა. მერე ისევ თავის სკამზე ჩამოჯდა და არაფის მთქმელი, გაგეშებული
თვალებით გეიზერივით აბუყბუყებულ მისანს მიაჩერდა. მისანს ღია პირიდან ოხშივარი და
მყრალი სუნი ამოსდიოდა. ითმინა ოყაჯადომ, ბევრი ითმინა, ბოლოს ვეღარ მოითმინა და
ჰკითხა: ჰა, მეტყვი, ქალო, გასახარსაო. მისანმა პირში გაციებული მყრალი ნახარში
გადმოაპურჭყა და თქვა, ამ პურს ადამიანის სისხლი ურევია, ეს ბატკანი ძაღლის რძითაა
გაზრდილი, შენ კი მეფის შვილი არ უნდა იყოო.
ოყაჯადოს უცებ ისე აეწვა ლოყა, თითქოს დედას სილაქი შემოეკრა. "ახია, რა მინდოდა, რას
მოვეთრეოდი დედაჩემის უკითხავადო", - ერთი მწარედ გაიფიქრა და დაძმარებული
გამოტრიალდა. ოყაჯადოს თითქოს უნდა დაეჯერებინა ამ გამურული ბებრუცუნასთვის, პირში
ადუღებულ წყალს რომ იჩერებდა, გველის კბილსა და ჭოტის თვალს ყლაპავდა და მაინც
არაფერი მოსდიოდა, მაგრამ გამოვიდა თუ არა მისნის აქოთებული ქოხიდან, მაშინვე
მათხოვარივით აედევნა ეჭვი, მათხოვარივით დაეღრიჯა: შემამოწმე, ჩემი მადლი მოიკიდე და
არც შენ დაგიშავდება ამით რამეო. სად უნდა შეემოწმებინა ოყაჯადოს, სად მოეძებნა
მაინცდამაინც იმ ხორბლის მომყვანი გუთნის დედა, ანდა ის დამთხვეული ძაღლი, თავისი
ლეკვების ნაცვლად ბატკნებს რომ აწოვებდა ძუძუს. ერთადერთი, რაც ოყაჯადოს შეეძლო და რაც
ყველაზე მეტად სცემდა თავზარს, რადგან ადამიანის სისხლგარეული პურიცა და ძაღლის რძით
გაზრდილი ბატკანიც ფეხებზე ეკიდა, თავისი მეფური თუ არამეფური წარმოშობის დადგენა
იყო. ამ საიდუმლოს ერთადერთი გასაღები ჰქონდა და ის ერთადერთი გასაღები დედამისს
ჰქონდა მიბარებული, უფრო სწორად, საიდუმლოცა და საიდუმლოს გასაღებიც პირადად მას
ეკუთვნოდა და, ვინ იცის, დროის ყუთში ჩადებული, როდის გადაეყლაპა ყუთიანად, ღრმად
დარწმუნებულს, არასოდეს რომ აღარ დაჭირდებოდა იგი. ოყაჯადოს თუ სიმართლის გაგება
უნდოდა, შიში უნდა დაეძლია, მორიდება ცოტა ხნით გვერდზე გადაედო და დედამისი,
ყველაზე დიდი მეფის სასახლეში მიღებული ქალი, კოლხეთის ტახტის ღირსეული დედოფალი,
მამამისის თანამეცხედრე, როგორმე აეძულებინა, უკანვე ამოენთხია ოდესღაც, ოყაჯადოზე ადრე
გაჩენილი საიდუმლო მისი ჩასახვისა. როგორი გასაბედი იყო დედისთვის, თანაც ცუცასთანა
დედისთვის, ამგვარი სათხოვარი? მაგრამ ეჭვმა აღარ მოასვენა ოყაჯადო, კალთა ჩამოახია,
სახლამდე მოსდია და დაემუქრა კიდეც, ქვეყანას შეგიყრი, თუ მოწყალებას არ გაიღებო. მაშინ კი
დაფრთხა ოყაჯადო, ამ ოხერმა მართლა არ მომჭრას თავიო; ერთი პირობა ისიც გაიფიქრა, ალბათ
ყველაზე დიდმა მეფემაც შეიტყო უკვე ეს ამბავი და იმიტომ აღარ მეძახისო. ამდენს კი ვეღარ
გაუძლო, მაშინვე დედასთან მიძუნძულდა და ისე სხაპასხუპით მიაყარა, დედი, წუხელის
სიზმარში მასწავლეს, თუ ძუძუს მომაწოვებ, სიბერემდის ვიცოცხლებო, თითქოს ვიღაცის
დანაბარებს გადასცემდა. ცუცამ გამომცდელად შეხედა, მაგრამ ვერც მან ამოიკითხა რამე შვილის
ბრტყელსა და უძრავ სახეზე, ეგ იყო, რომ ოფლით დასცვაროდა დამუწუკებული შუბლი.
"დაკაცებულაო" - გაიფიქრა და შვილის სიბრიყვემ გული აუჩუყა, დედობა გაახსენა. ოყაჯადოს
ერთი სული ჰქონდა, როდის შეიხსნიდა დედა გულსპირს, ადგილზე ცქმუტავდა და ხელებს
იფშვნეტდა.
მერე არაფერი ახსოვს ოყაჯადოს, თეთრი, თავგაბრტყელებული ძუძუ რომ დაინახა, თვალები
დაუბნელდა, ისე დააჭირა კბილები ძუძუსთავს, თვითონაც ვერ გაერჩია, რას ამბობდა. მაგრამ

ცუცამ გაიგო, გაიგო და გამწარდა კიდეც, რას იფიქრებდა, სიბერეში თუ გაუხსენებდნენ ცოდვას,
თანაც ვინ? ვისთვისაც ეს ცოდვა ჩაედინა, ამ ცოდვის ნაყოფი, ცხენების ხვიხვინსა, თივისა და
ხმელი ნეხვის სუნში ჩასახული არსება, საჯინიბოს ფიცრის იატაკივით ბრტყელი და უძრავი
სახით რომ მოვლენოდა ქვეყანას. ცუცამ ძალით გამოგლიჯა გასისხლიანებული ძუძუ საკუთარი
სითამამითა და გაგონილით უარესად აღგზნებულ ოყაჯადოს, რომელსაც დორბლი და დედის
სისხლი ერთად ჩამოსდიოდა ნიკაპზე და არც კი ცდილობდა, მოერიდებინა სახე გამწარებული
დედის ფრჩხილებისთვის. ცუცა ისე გაშმაგებული ჰპორჭყნიდა შვილის სახეს, თითქოს მთის
სველ ფერდობზე დაცურებული, თავის შეკავებას ცდილობსო. მკლავები რომ დააწყდა, ერთხელ
კიდევ მიახალა: მეჯინიბის შვილი ხარ, შენი ადგილი ფუნაშიაო, და ოთახიდან გავარდა.
ოყაჯადო კი, კიდევ დიდხანს იდგა ასე გაშტერებული, ჩამობღორტნილი, დედისა და საკუთარი
სისხლით სახეგადარეცხილი. არც ერთი ნაკვთი არ შერხევია. თვალები კი თანდათან
აუბრჭყვიალდა და ტუჩის კუთხეებში ჩასახული ღიმილი მალე მთელ სახეზე გაეფოთლა,
თითქოს საჯინიბოს ახლახან მორეცხილ იატაკს ჭერში დარჩენილი ნასვრეტებიდან მზემ
ჩამოხედაო. ოყაჯადოს ხარხარი აუვარდა. იატაკზე დაგორდა და ფეხები ააპარტყუნა, თითქოს
ვიღაცას იგერიებდა, ახლოს არ იკარებდა, მარტოს რომ ეხარხარა, მარტოს განეცადა იატაკზე
კოტრიალის სიამტკბილობა. ოყაჯადო თავისი ბედის მადლობელი იყო, მეჯინიბის შვილისთვის
მეფობა დაეკისრებინა, და ახლა ვანში კი არა, ვანზე შორსაც წავიდოდა, უსიკვდილოდ აღარ
დათმობდა, რაც უკვე ხელის გაუნძრევლად მოეპოვებინა, ბედისა თუ ცუცას
შორსმჭვრეტელობის წყალობით. "დიდი ქალია დედაჩემიო", - აღტაცებით ფიქრობდა ოყაჯადო.
მეორე დღეს მეჯინიბე თავგაჩეხილი იპოვეს თავლაში. მკვდარი კაცის სიახლოვით
დამფრთხალი ცხენები ერთ კუთხეში მიყუჟულიყვნენ და თავაწეულები, კბილებდაკრეჭილები
ხვიხვინებდნენ. მარტო ცუცამ იცოდა, სად ეძებნათ დამნაშავე, მაგრამ ერთი ღამის ნაქურდალ
სიყვარულს, რომელიც უკვე წარსულს ჩაბარებოდა, მაინც კაცისმკვლელი შვილი ამჯობინა,
რადგან ის შვილი მომავლისთვის სჭირდებოდა.
მართალია, ოყაჯადოს ზურგს უკან ყველაზე დიდი მეფე ედგა, გამარჯვებაც წინასწარ ჰქონდა
განაღდებული, რადგან აიეტს ახლა მინოსის ჯარი კი არა, ბავშვიც მოერეოდა, მაგრამ მაინც ვერ
გაბედა ვანის ნავსადგურში შესვლა, ისევ ავაზაკების გაკვალული გზა აირჩია და თავისი ფლოტი
დაუშრეტელ მდინარეში შეიყვანა. ჯარი მაშინვე ნაპირზე გადმოსხა და სწორედ აქ, ვანსა და
დაუშრეტელ მდინარეს შორის დაელოდა აიეტის უკანასკნელ გაბრძოლებას. აიეტი დამარცხდა.
რომ დამარცხდებოდა, თვითონაც იცოდა, მაგრამ უბრძოლველად არ უნდოდა ვანის დატოვება.
ახალმა ღალატმა კიდევ უფრო გააცეცხლა და დააბეჩავა იგი. მხედართმთავრების უმრავლესობა,
რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ აიეტის მზეს ფიცულობდნენ, ყველასათვის მოულოდნელად
ოყაჯადოს ბანაკში აღმოჩნდნენ. ამდენი ხნის ნათმენმა ჯავრმა და უბედურებამ ერთბაშად დარია
ხელი აიეტს და მისი პირადი მცველები იძულებული გახდნენ, თოკებით გაეკოჭათ ეს ლომივით
მძვინვარე კაცი და ასე გაკოჭილი გაეტაცათ მისივე ქალაქიდან, სადაც დღეის იქით ფეხი აღარ
დაედგმებოდა და სადაც ბედმა თუ უბედობამ ამდენი ძირმწარე ბალახი აღეჭვინა და ამდენი
სისხლნარევი მიწა აჭამა. ბალღივით უმწეო, ბალღივით აღნავლებული აიეტი სამუდამოდ
განარიდეს მშობლიურ ქალაქს. ვინც უკანასკნელად მისი ქვითინი გაიგონა, სიკვდილამდე აღარ
დავიწყნია; ვინ იფიქრებდა, თუ იმ გოლიათ და მრისხანე კაცს ტირილი შეეძლო. იმანაც

გააკვირვა ყველანი, რომ აიეტი თავის დამარცხებას, ვერაგულად მოკლულ ვაჟიშვილს,
გაპარტახებულ სახლ-კარს კი არ დასტიროდა, არამედ თავის უმცროს ქალიშვილს, რომელსაც
ყველა მის უბედურებაში მიუძღვოდა წვლილი. "შენ რა გეშველება უჩემოდ, ჩემო უბედურო
შვილოო", - დედაკაცივით ქვითინებდა აიეტი.
დაუშრეტელ მდინარესთან ბრძოლა ისევ გრძელდებოდა, მტრედის ფეხებივით გაეწითლებინა
სისხლს ტირიფებისა და ძეწნების ქათქათა ძირები. თუმცა აიეტი აქ აღარ იყო, მაგრამ მისი
ერთგული მეომრები ფეხს არ იცვლიდნენ და უკანასკნელ კაცამდე ჩაიხოცნენ კიდევაც.
ოყაჯადო რომ ვანში შევიდა, ვანელებმა თუ მის მიერვე წინასწარ გაგზავნილმა ხალხმა (ეს
ბოლომდე გაურკვეველი დარჩა), ქალაქის გალავნიდან აიეტის სასახლემდე ქუჩები ფარდაგებით
მოჰფინეს და ზემოდან ჭრელაჭრულა ყვავილები მოაბნიეს. ქალაქი გასუსული ელოდებოდა
გამარჯვებულს, თითქოს ერთბაშად დაჰკარგვოდა უნარი წინააღმდეგობისაც და აღტაცებისაც.
თუმცა ერთმა ვანელმა თავისივე სახლის ბანიდან გადმოაფსა მოფარდაგებულ ქუჩას და როცა
ოყაჯადოს ჯარისკაცმა ყელში შუბი ატაკა, სისხლთან ერთად ამოანთხია: გაუმარჯოს აიეტსო.
დაუშრეტელ მდინარეზე ტევა აღარ იყო. მოდიოდნენ და მოდიოდნენ ხომალდები, რომელთაც,
ჯარის გარდა, აიეტის მიერ განდევნილთა ოჯახებიც მოჰყავდა. შურისძიება ამოდიოდა ჭიდან.
სამშობლოში დაბრუნებულნი აღარ უცდიდნენ ხომალდის დაყენებას, პირდაპირ წყალში
ხტებოდნენ და ნაპირისკენ მიცურავდნენ, მერე წელამდე წყალში მიბორძიკობდნენ, მერე
მიხოხავდნენ და ასე ხოხვით ადიოდნენ სანატრელ ნაპირზე, გაშმაგებულნი კოცნიდნენ და
ჭამდნენ შლამსა და ტალახს.
ნათქვამია, ცხენს პატარა კოღოც მოერევა, თუ დიდი მგელი მიეშველებაო. ასედაც მოხდა.
დაუშრეტელი მდინარის ნაპირები შურისმაძიებლებით გაივსო. ბევრი მათგანი შორს,
ღვინისფერი ზღვის ოთხმოცდაათქალაქიან კუნძულზე დაბადებულიყო, მაგრამ მშობლებს
ბავშვობიდანვე ისე ჩაენერგათ დაკარგული მიწის სიყვარული, ახლა ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ
ამ სიყვარულის გამომჟღავნებაში.
დედები მღვრიე ზვირთებში ძუძუთა ბავშვებს თავებს აყოფინებდნენ, ჭუჭყიანი ჩვრებივით
ავლებდნენ და გულიანად იცინოდნენ, როცა აღნავლებულ ჩვილებს ნესტოებიდან და
ყურებიდან სილიანი წყალი თქრიალით ჩამოსდიოდათ. "განიბანეთ, განიბანენეთო!" ყვიროდნენ აღგზნებული დედები და ნაპირზე გამოსულებს ხამისფერი, სველი კაბები ისე
შემოტმასნოდათ, ისე მძიმედ მოაბიჯებდნენ, თითქოს ეს წუთია, თავისთავად გამოძერწილან
თიხისგანო. ხალხი სიმღერით გროვდებოდა ძეწნებისა და ტირიფების ქვეშ, თუმცა კი არ
მღეროდნენ, ყვიროდნენ, საკუთარი ხმა რომ გაეგოთ როგორმე. სახეზე ყველას ცრემლი
ჩამოსდიოდა, მაგრამ ვერც კი გრძნობდნენ, ვერ გაერჩიათ - ცრემლი იყო თუ მდინარის წყალი,
საიდანაც ეს წუთია ამოსულიყვნენ. თანდათან ნაპირი ისე გაივსო, ფეხის მოსაკიდი ადგილიც არ
დარჩა. ბევრნი ისევ წელამდე წყალში იდგნენ და იქიდან აწვდიდნენ ხმას სამშობლოში
დაბრუნების სიმღერასა თუ ღრიანცელს. ამოდენა უსახლკარო ხალხი ერთ შენივთულ,
ატორტმანებულ, აღნავლებულ, ამღერებულ და აყაყანებულ მასად ქცეულიყო და ერთი ჭერი
ედგა თავზე: სიხარული! ბოლომდე გაურკვეველი, თავმოუყრელი, სტიქიური, მაგრამ მაინც

სიხარული. ვერ გაიგებდით, სად იწყებოდა და სად მთავრდებოდა, რადგან ადგილიდან ვერ
იძვროდა, ადგილზე იტკეპნებოდა, ფეხს ინაცვლებდა, სანამ ამ უზარმაზარ ჭრელ მასასა და
სანატრელ ქალაქს შორის ძმათა ხელჩართული ბრძოლა გრძელდებოდა, დაუნდობელი,
სისხლიანი, გაუთავებელი.
წყალუხვი მდინარის ნაპირები სანახავად ერთდროულად გულის ამაჩუყებელიც და ამაზრზენიც
იყო. თვითონ მდინარე კი, ნაპირიდან ნაპირამდე, ჭრელაჭრულა ძონძებს, თივით გატენილ
თოჯინებს, ლერწმით თავდაცობილ დოქებს, თავსაფრებსა თუ ნიჩბის ნამტვრევებს, რაც ხალხს
ნაპირზე გადასვლისას დაჰკარგვოდა თუ მოეშორებინა, ერთიანად დაეფარა. მდინარის წყალი ამ
უსარგებლო ძღვენს ატრიალებდა, აქუჩებდა, როგორც გამოცდილი ნაგაზი ფარას და მერე
გაშლილი ზღვისკენ მიაქროლებდა.
მეორე ნაწილი
უხეირო
უხეირო საკაცეზე იწვა. სპილენძისფერი, დაკუნთული მარჯვენა საკაციდან ჩამოვარდნოდა და
ისე ქანაობდა, თითქოს სისხლიანსა და ბობოქარ ცხოვრებას სამუდამოდ ემშვიდობებაო. ასე
ფიქრობდნენ მეომრებიც, სიცხითა და ამსიმძიმე კაცის თრევით გუნება რომ მოშხამვოდათ. რაც
უფრო ახლოვდებოდა ვანი, მით უფრო მძიმდებოდა ტვირთი, მით უფრო უაზრო ეჩვენებოდათ
თავიანთი ჭაპანწყვეტა. უხეირო ამქვეყნისა აღარ იყო. ან რა შეიცვლებოდა, გინდაც მიეღწია
ვანამდე და სიკვდილის წინ თვალი შეევლო ქალაქისთვის, აგერ ბარე ოცდაათი წელი გულში
ნატვრად რომ დაატარებდა. ისიც საკითხავია, იცნობდა თუ არა.
უხეირო ნამდვილი მეომარი იყო, იარაღით არჩენდა ოჯახს და ახლა აღარც კი ახსოვდა, როდის
მოხდა, თივით გატენილ ტიკინაზე ხელმიჩვეულმა, ნამდვილ ადამიანს რომ აძგერა შუბი და
პირველად ჩახედა მომაკვდავს თვალებში; მომაკვდავს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ
საცოდავად დამანჭული პირიდან სიტყვის ნაცვლად სისხლი ამოსდიოდა. იმის მერე უხეიროს
ხელიდან აღარ გაუგდია შუბი. ის კი არა, ქალთან რომ წვებოდა, შუბსაც იქვე, საწოლის გვერდით
დებდა, ადვილად რომ მიწვდენოდა. ბევრი კაცი მოეკლა უხეიროს, თვითონაც ბევრჯერ
გადარჩენოდა სიკვდილს, მაგრამ ამ საქმეზე ხელი მაინც არ აუღია, რადგან სხვა არაფერი იცოდა.
"იქამდე ხარ კაცი, სანამ მეორე კაცის მოკვლა შეგიძლიაო", - ამბობდა ხოლმე იგი.
უბედურება ისე მოულოდნელად გამოტყვრა, ყველას გული დასწყვიტა. მით უფრო, რომ
ბრძოლა უკვე დამთავრებული იყო.

უხეიროს ბრძოლის ველზე არჩეული შუბები ფიჩხის გუდურასავით ამოეღლიავებინა და
გვამებზე მოაბოტებდა. პატრონმკვდარმა, გაგიჟებულმა ცხენებმა, ჩაწყნარებულ ბრძოლის ველზე
საომარ ეტლს უთავბოლოდ რომ დააქროლებდნენ, არხეინად მომავალ უხეიროს ხელნის თავი
კეფაში წაჰკრეს და წაქცეულს ფეხებზე ეტლი გადაატარეს. მოულოდნელი დარტყმისაგან
დარეტიანებულმა და გაოცებულმა უხეირომ გაიფიქრა, საქვეყნოდ მომეჭრა თავიო. მერე
წამოდგომა სცადა, მაგრამ წელქვევით მოწყვეტილი სხეული ვეღარ დაიმორჩილა. მწარედ
გაეღიმა, ეგეც შენი ვანიო, და ხელისგულებზე დაყრდნობილმა უაზროდ მიმოიხედა ირგვლივ.
სადღაც ცხენი ჭიხვინებდა, დანახვით კი ვერაფერი დაინახა. "შუბები რა მექნაო", - ახლა ეს
გაიფიქრა უხეირომ და ხელები, მის უზარმაზარ სხეულს სვეტებივით რომ იმაგრებდნენ, უცებ
ისე აუძაგძაგდა, იძულებული გახდა დაწოლილიყო. უხეირომ თვალი დახუჭა, ხოლო როცა ისევ
გაახილა, საკაცეზე იწვა, მის ქალიშვილს, ათი წლის პოპინას, მხარზე მამისეული შუბი გაედო და
საკაცეს მოჰყვებოდა. შუბი ბავშვს აწვალებდა, გეგონებოდათ, მასში ჩასახლებულ სულს
გაუღვიძია და გართობა მოსდომებიაო. ბავშვის სუსტსა და გამოუცდელ ხელებში თავს ლაღად
გრძნობდა. პატრონს ამდენს ვერ გაუბედავდა. უხეირომ იცოდა, სად ჩაევლო და როგორ ჩაევლო
ხელი. ამ ხელის დაუდევარი, მტკივნეული და ამავე დროს სასიამოვნო ჟრუანტელის მომგვრელი
შეხება შუბს საბრძოლველად აღაგზნებდა ხოლმე. ახლა კი პამპულობის გუნებაზე დამდგარიყო.
მის ახალ მტვირთველს უნდა სცოდნოდა, ვისთან ჰქონდა საქმე. როცა ამ ბავშვმა პირველად
დაუპირა აღება, ნაცნობი ტკივილის მოლოდინში უნებურად დაიძაბა, გაილურსა, მოემზადა,
მაგრამ მსგავსიც არაფერი მომხდარა. ბავშვმა ერთი ბოლო აუწია, მხარი შეუყენა და
ძლივსძლივობით ააწყვიტა მიწას მისი საამაყო ბუნიკი. "მოკლედ, შეშასავით გამიდო მხარზეო", გაიფიქრა შუბმა. ჯერ გაბრაზდა, მერე კი პამპულობის ხუშტურმა წამოუარა. ერთი-ორი წუთით
გაილურსებოდა ხოლმე ბავშვის მხარზე, ვითომ ბედს შევეჩვიეო, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა
ფიქრებში გაბლანდული ბავშვი მის არსებობას ივიწყებდა, უეცრად წინ გასხლტებოდა,
დაყირავდებოდა, ბუნიკის წვერით მიწას წაჩიჩქნიდა და ფიქრებიდან გამორკვეულ ბავშვსაც თან
წაიფორხილებდა. "ხომ ხედავ, ვერ მორევიხარო", - დაუძახებდა ბავშვს ვიღაცა. შუბი კი
კისკისებდა, სიცილისაგან მთელი სხეული უთრთოდა და უბზინავდა. ბავშვი ჯიუტობდა,
თითქოს შუბის ვერაგობასაც ხვდებოდა და დაბეჟილ მხარზე უდარდელად აქანავებულ შუბს
ორივე ხელს ისე უჭერდა, ძარღვები დაწყვეტაზე ჰქონდა.
"მამაჩემი მოკვდა", - ფიქრობდა ბავშვი. "ეგ შუბი ხელში აღარ აიღებაო", - ფიქრობდა უხეირო და
ვერაფრით ვერ გაეგო, რა მოჰქონდა მის მეუღლეს ასეთი მძიმე, პოპინას რომ მოჰყვებოდა უკან.
როდის-როდის მიხვდა და გაეღიმა: მის მეუღლეს არაფერიც არ მოჰქონდა, ფეხმძიმედ იყო.
შევიდოდნენ თუ არა ვანის კარიბჭეში, მარეხს მშობიარობა დაეწყებოდა, თვითონ მშობიარობას
გადაჰყვებოდა, თავის სანაცვლოდ კი, სამუდამოდ დაკუტებულ მეუღლეს ვაჟს აჩუქებდა. ასე
რომ, უხეიროს ოჯახის წევრთა რიცხვი არ შეიცვლებოდა. ახალ სახლში, რომელსაც უხეიროს
დაუცლიდნენ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის, ისევ იმდენივე შევიდოდნენ: უხეირო
და მისი ორი შვილი, ათი წლის პოპინა და ჯერ კიდევ დაუბანელი, ჭიპშეუჭრელი ფარნაოზი.
უხეირომ გონება რომ დაჰკარგა, ყველაზე ადრე მასთან ერთგულმა მსახურებმა შუბუმ და
ქალუკამ მოირბინეს. შუბუ მაშინვე მუხლებზე დავარდა და ყური გულზე დაადო. ცოცხალიაო! ამოსძახა უკვე შეგროვილ ხალხს და ახლა მთელს ტანზე მოუფათურა ხელი, "არაფერი, არაფერი,

კაცოო" - ბუტბუტებდა შუბუ. საქმე კი ცუდად იყო. ეტლის ბორბლებს უხეიროსთვის ორივე
ბარძაყის ძვალი დაემსხვრია, კუნთები დაეგლიჯა, ჭრილობებიდან სისხლი თქრიალით
იღვრებოდა. იმდენ ადგილას გადამსკდარიყო ხორცი, შეხვევას აზრი არ ჰქონდა. "მიწა
დავაყაროთო", - თქვა ვიღაცამ.
როცა უხეიროს ფეხმძიმე ცოლი და ათი წლის ქალიშვილიც მოვიდნენ, უხეირო წელქვევით უკვე
დაემარხათ. სისხლმა მიწაში გამოჟონა. მიწის ფხვიერი ზვინი თანდათან დამძიმდა, დადაბლდა
და შეიკუმშა. მეორედ რომ გამოუცვალეს მიწა, სისხლის დენამ იკლო, ხოლო მესამედაც რომ
გამოუცვალეს, სულმთლად შეწყდა. სამაგიეროდ უხეიროც გადასხვაფერდა: დაილია,
დაიჭმუჭნა, გაშავდა. "იქნებ აჯობებსო..." - ისევ დაიწყო ვიღაცამ, მაგრამ შუბუმ მაშინვე
გააწყვეტინა:
- უხეირომ ვანი უნდა ნახოს! - იყვირა შუბუმ.
გამოჩნდა თუ არა ვანის ჭიშკარი, მარეხს მუცელი ასტკივდა. ქალუკამ ტკივილებისაგან
სახედაღრეჯილი მარეხი გზიდან გადაიყვანა და ქვაზე დასვა. "თქვენ წადითო", - დაუძახა
დანარჩენებს. მაგრამ მეომრებმა საკაცე მიწაზე დაასვენეს და ნელა, ალბათ დრო რომ მოეგოთ და
სახსრებისთვის ცოტა შვება მიეცათ, ქალებისაკენ გაემართნენ.
მარეხი ქვაზე იჯდა, გვერდით ქალიშვილი ამოსდგომოდა, ქალუკას თავზე დაედო ხელი. წელში
მოკაკვულ მარეხს მუხლები მიეტყუპებინა, შუბლზე ოფლის მსხვილი და მბზინავი წვეთები
დასეოდა.
- დაიკარგეთ აქედან! - შეუღრინა მეომრებს ქალუკამ.
ქალუკას იმედი ჰქონდა, მარეხს შეტევა გადაუვლიდა და როგორმე შინამდე მიაღწევდნენ. მაგრამ
მარეხი უარესად მოიკუნტა და ქვიდან ჩამოცურდა. თვალებში შიში და სასოწარკვეთა
ჩასდგომოდა, ვერავის ვეღარ სცნობდა. ისე საცოდავად იღიმებოდა, თითქოს ცემას უპირებდნენ,
გალურჯებული ტუჩები დაუწვრილდა, დაეჭიმა, გულაღმა გადაწვა და ხელები სახეზე აიფარა,
თითქოს ისეთ სამარცხვინო საქმეს სჩადიოდა, უფლება აღარ ჰქონდა ქვეყნისთვის შეეხედა.
"გოგო წაიყვანეთო", - დაუძახა გატრიალებულ მეომრებს ქალუკამ და პოპინას ხელი უბიძგა.
მეომრებმა გზაზე დადებული საკაცე ისევ მხარზე გაიდეს და თითქმის სირბილით გასწიეს
ვანისკენ.
უხეიროს არაფერი გაუგია. თვალი რომ გაახილა, უკვე შინ იყო, ტახტზე იწვა, ზეთის ჭრაქში ალი
პარპალებდა, მაგრამ უხეირო მაინც ვერაფერს არჩევდა, უზარმაზარი, დამრგვალებული
ჩრდილების გარდა, ოთახში რომ დაბორიალობდნენ, ერთმანეთს აწყდებოდნენ,
ერთიანდებოდნენ და ისევ ითიშებოდნენ, ნელა და წვალებით, თითქოს წებო ჰქონდათ წასმული.
სახლი უცნაური ხმებით იყო სავსე. თითქოს ჩრდილებიც ამ ხმებს დასდევდნენ დასაჭერად თუ
გასადევნად. მდინარის ჩხრიალი, ტურების მოთქმა და ცხენების ხვიხვინი არეულიყო
ერთმანეთში. სწორედ ამ ხმებმა დაუბრუნეს გონება უხეიროს, ჯერ იფიქრა ბანაკში ვარო, მაგრამ
თითქოს მაშინვე, სადღაც, ძალიან ახლოს ჩვილი ატირდა. ამ ხმამ გაახალისა, მარეხი
გათავისუფლებულაო, გაიფიქრა და წამოდგომა მოუნდა, სცადა კიდეც, მაგრამ ვიღაცის

უჩინარმა ხელმა შეაჩერა, უჩინარი ხელი წამოწევას უშლიდა, ისევ საწოლზე აბრუნებდა, სანამ ამ
ხელის პატრონი, ისიც უჩინარი, ყალბი და არაბუნებრივი ხმით ეუბნებოდა: იწექი, უხეირო,
იწექი, მარეხს აღარაფერი ეშველებაო.
უხეირომ მაშინვე დაუჯერა ხელსაც და ხმასაც, დაუჯერა და ყველაფერსაც მიხვდა: ეს ახალი
ცნობა იოლად და სწრაფად აითვისა მისმა არსებამ, რადგან ყოველგვარი შეზავებისა და
შეპარების გარეშე მთელი ჯამფილა წამალი ერთბაშად გადააყლაპეს და ისიც ერთბაშად მორჩა
და განიკურნა გაურკვევლობისაგან, იმედისაგან, ძრწოლვისაგან, ფუჭი ოცნებისაგან. მარეხი
მოკვდა! ოთახში საგნები და სხეულები გამოიკვეთა. უხეირომ ყველანი იცნო. მართლაც, მარეხის
გარდა, ყველანი აქ იყვნენ, მარეხი კი, რა თქმა უნდა, აქ ვერ იქნებოდა, რადგან მომკვდარიყო.
უხეიროს არ აინტერესებდა ის წვრილმანები, რომლებიც მას გამორჩენოდა გონწასულობის გამო.
განა სულ ერთი არ იყო? მისი გამოთიშვით ისარგებლა სიკვდილმა და მარეხი მოიტაცა. ფეხზე
რომ ყოფილიყო, ასე არ მოხდებოდა, ასე რომ, მისი ბრალიცაა მარეხის სიკვდილი. "რა უცნაურია,
- ფიქრობდა უხეირო, - მარეხი აღარ არის, არასოდეს აღარ იქნება. სანამ გონწასული ვეგდე,
სიკვდილი გადაიბირა და ჩემს მაგივრად წააყვანინა თავი. გონება კი დამიბრუნდა, მაგრამ მარეხი
სამუდამოდ დავკარგე. განა არ ჯობდა... ეი, სიკვდილო, მე რიღასთვის დამტოვე, ჰა? სიკვდილის
რა ბრალია, კაცმა გონება არ უნდა დაკარგოს, უნდა გაძლოს, მოითმინოს, აჯობოს, ან თუ
დაკარგავს, აღარ უნდა დაიბრუნოს უკან. ქალმა ერთხელაც რომ გაათიოს სხვაგან ღამე, სანდო
აღარაა. გონებაც ასეა. მარეხი კი აღარ არის, აღარ შეხტება ძილში, აღარ გამიღიმებს, აღარასოდეს
აღარ მეტყვის, როგორც იცოდა ხოლმე, რაღა გვიჭირს, თქვენს ხილვას რომ ვეღირსეთო. მარეხი
წავიდა, სანაცვლოდ კი ეს აჩხავლებული ძონძები დატოვა, ქალუკას რომ სათუთად მიუხუტებია
გულზე და ისე მიყურებს, თითქოს ელოდება, როდის დავუძახებ და ვეტყვი: მოდი, ქალუკა,
მაჩვენე ჩემი შვილი, მადლობა ღმერთს, ეგ მაინც შეგვინარჩუნაო".
- ეგ ბავშვი არ იცოცხლებს! - იყვირა უცებ უხეირომ.
ცოტა ხნის მერე კი ჩვეულებრივი ხმით გააგრძელა, თითქოს საოჯახო დავალებას აძლევდა
მსახურებს: დროზე მოკალით, დედამისს რომ მიეწიოსო.
ქალუკას სახე შეეცვალა, შემკრთალმა თვალი მოავლო ოთახში შეკრებილთ: ამხელა ტვირთს
მარტო მე ნუ ამკიდებთ, მომეხმარეთო. მაგრამ ვერავინ გაბედა, სიტყვა შეებრუნებინა
უხეიროსთვის.
უცნაურად იწყებდა ახალშობილი ცხოვრებას: დედამ მაშინვე მიატოვა, ზედაც არ დაუხედავს;
მამამ კი სიკვდილის განაჩენი გამოუტანა დედის მკვლელობისთვის. დედამისი მეორე ოთახში
იატაკზე ესვენა, ზემოდან თეთრი, აფრისხელა ტილო გადაეფარებინათ. ცხედრის ფეხებთან
პოპინა ჩაცუცქულიყო და მუხლებში თავჩარგული მშიერი ლეკვივით საწყალობლად
სლუკუნებდა.
მარეხის დასაფლავებამ უხმაუროდ და უფერულად ჩაიარა.
დაკრძალვის დღეს მარეხი შუა ოთახში ტახტზე დაასვენეს და აფრისხელა ტილო გადახადეს.
გაცრეცილ სახეზე სამუდამოდ შეჰყინვოდა შვებისა და სინანულის ღიმილი. მეზობელ

ოთახიდან უხეირო ყვიროდა: ბავშვმა აკოცოს, დაამახსოვრდებაო. ქალებსაც წარამარა მიჰყავდათ
პოპინა დედის ცხედართან. დედა მკვდარიც ლამაზი იყო, მაგრამ სიკვდილს მაინც შეეცვალა.
პოპინას ეგონა, ეს უძრავი და ლამაზი ქალი დედამისი კი არა, დედამისის მსგავსი ტიკინა იყო,
მის მოსატყუებლად დაესვენებინათ აქ, ნამდვილი დედა კი, სიკვდილს წაეყვანა. პოპინას არც
უკვირდა, არც ეშინოდა. განა დედისგანვე არ იცოდა, სიკვდილს ის რომ მიჰყავდა, ვინც
მოეწონებოდა და ვისაც ამის ღირსად ჩათვლიდა? ცოტა ეამაყებოდა კიდეც, სიკვდილმა ამჯერად
დედამისი რომ აირჩია, მაგრამ ვერ გაეგო, რა საჭირო იყო ამ ლამაზი ტიკინის, ასე ძალიან რომ
ჰგავდა დედამისს, აქ დასვენება. მიცვალებულის გათოშილი კანის უსიამო შეხება გულს ურევდა.
"მაშინებენო", - ფიქრობდა იგი, მაგრამ ვერ მიმხვდარიყო, ვის რაში სჭირდებოდა მისი შეშინება.
როცა უხეირომ ერთხელ კიდევ იყვირა, ბავშვმა აკოცოსო და როცა ქალებმა ერთხელ კიდევ
მიიყვანეს ცხედართან, თავი ვეღარ შეიკავა და გული აერია. გულისრევამ თავბრუ დაახვია და
თვალი დაუბნელა. არც გაუგია, როგორ მობანეს სახე. გულისპირი დასველებოდა. ცხედრისკენ
გახედვაც აღარ უნდოდა და ცდილობდა, სხვა რამეზე ეფიქრა, თუნდაც პეპელაზე, ნემსით რომ
მიემაგრებინა კედელზე ვიღაცას, ვისაც მასზე ადრე ეცხოვრა ამ სახლში, ვისთვისაც, ალბათ,
ყველაფერი ნაცნობი და ახლობელი იყო ირგვლივ, მაგრამ მაინც მიეტოვებინა აქაურობა, გაესწრო
სიკვდილისთვის, ვერაგი ძაღლივით რომ ასდევნებოდა უხეიროს ოჯახს. სიკვდილს უარესად
გაეუცხოებინა ყველაფერი. პოპინამ იცოდა, მშობლებთან ერთად სამშობლოში ბრუნდებოდა,
უხაროდა კიდეც, მაგრამ მოლოდინმა არ გაუმართლა, სახლში, რომლისკენაც გამოზამთრებული
მერცხალივით მოისწრაფოდა, ორი საკაცე შემოუძღვა, ერთზე ეტლით გადათელილი მამა ესვენა,
მეორეზე - დედის ცხედარი, ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს შინ კი არა, სიკვდილის სამეფოში
შემოედგა ფეხი, საამისოდ კი პატარა იყო. ამას თვითონაც გრძნობდა, მაგრამ ერთი წუთითაც არ
გასჩენია აქედან გაქცევის სურვილი. ან სად უნდა გაქცეულიყო? ყველანი აქა ჰყავდა, დედაც აქ
დაბრუნდებოდა, როცა ძალიან მოენატრებოდა შვილები. ფარნაოზი ხომ ცოცხალი იყო.
მართალია, მამამისმა ბრძანა, ახლავე მოკალითო; მაგრამ პოპინამ იცოდა, ფარნაოზი ქალუკამ
გადამალა სადღაც. ქალუკამ ისიც თქვა: რომ მოვკლა, დედამისს როგორღა შევხედო სახეშიო.
მაშინ გაუჩნდა იმედიც, უცებ დაიჯერა, დედა მართლა დაბრუნდებოდა. უნდა მოეთმინა, უნდა
მოეცადა და, რაც მთავარია, ფხიზლად ყოფილიყო, დედის მოსვლა რომ არ გამოპარვოდა.
ამის მერე თითქმის ყოველღამე ესიზმრებოდა მიცვალებული დედა, დედა კი არა, დედის
მსგავსი ტიკინა, რომელსაც პეპელა დაჰფარფატებდა თავზე. დაძინებისა ეშინოდა.
დარწმუნებული იყო, სიზმარი საიდანღაც უთვალთვალებდა, როდის მოერეოდა ძილი.
სიზმარში ყველაფერი ისე ზუსტად და ისე თანმიმდევრულად მეორდებოდა, სიზმარი აღარც
ეთქმოდა. მამა ყვიროდა, ქალები ვიშვიშებდნენ, ეფერებოდნენ, ნუ გეშინია, დედაშენიაო და
ძალით მიჰყავდათ ტახტისაკენ. ტახტის ზემოთ პეპელა ფარფატებდა და შავი, მბზინავი მტვერი
სცვიოდა. "ეს პეპელა დედაჩემის სულიაო", - ფიქრობდა პოპინა სიზმარში. გამოღვიძებული კი
მაშინვე იმ კედელს მიაშურებდა, რომელზედაც პეპელა მიენემსა ვიღაცას. პეპელა რომ ადგილზე
დახვდებოდა, რატომღაც მშვიდდებოდა და ცივ ფილაქანზე დგომით აძიგძიგებული ისევ
საწოლისკენ გარბოდა.
ასე მეორდებოდა ყოველ ღამე. გარდაცვლილ დედაზე ფიქრი მოსვენებას უკარგავდა პატარა
გოგოს, უდედობა აფრთხობდა, გრძნობდა, როგორ სჭირდებოდა უფროსი ქალი, რომლისთვისაც

უნდა მიებაძა, რომლისგანაც უნდა ესწავლა ის, რისი ცოდნაც აუცილებლად დასჭირდებოდა. მან
ხომ არაფერი იცოდა, გარდა იმისა, რომ ქალი იყო. ამის თქმა მოასწრო მხოლოდ დედამ. "შენ
ქალი ხარ, დაიმახსოვრეო", - ეუბნებოდა დედა, მაგრამ პოპინა არ ჩქარობდა გაეგო ამ სიტყვების
აზრი, ან რა ეჩქარებოდა, დედა გვერდით ჰყავდა, შეეძლო უსასრულოდ ეცქირა მისთვის და
ბედნიერებისგან თავბრუ ეხვეოდა, როცა წარმოიდგენდა, თვითონაც ასეთი ლამაზი ქალი
გახდებოდა, თვითონაც ასე გაღიმებული ჩაიხედავდა სარკეში. ახლა დედის სიტყვები ქვებივით
დუმდნენ, თითქოს თვითონაც მომკვდარიყვნენ. პოპინა უკვე მთელი არსებით გრძნობდა,
ყოველთვის ასეთი უმწეო და უვიცი რომ დარჩებოდა, თუკი ვერ ჩაწვდებოდა ამ შეუღწეველსა და
დამთრგუნავ დუმილს. "მე ქალი ვარ, ქალი ვარ, ქალი..." - იმეორებდა ძილის წინ პირაღმა
გაშოტილი და თვალებდაჭყეტილი. მაგრამ როცა თანდათან გამოიკვეთა გრძნობა, რომელსაც ეს
სიტყვები ბადებდა, პოპინა აიწურა, ეს შიშის გრძნობა იყო. "მე ქალი ვარ, ამიტომაც უნდა
მეშინოდეს, უნდა მეშინოდეს ყველაფრისა, რადგან ქალი ვარ. ამის თქმა უნდოდა, ალბათ,
დედასაც, მაგრამ ვერ მეუბნებოდა. ანდა მე არ მესმოდა, რადგან მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი
ქალიო", - ფიქრობდა პოპინა. ეს ისეთი ფიქრი იყო, ადვილად ვერ შეეშვებოდა და ისიც
უსასრულოდ იმეორებდა ერთსა და იმავეს: რისი უნდა ეშინოდეს ქალს? ყველაფრისა. მაინც?
მამისაც უნდა ეშინოდეს? მამისაც. ძმისაც? ძმისაც. რატომ? იმიტომ, რომ ქალია. "ღმერთო, ამაღამ
მაინც თუ დამესიზმრება დედა, - ბუტბუტებდა ძილგამკრთალი პოპინა. - ანდა ნამდვილი დედა
You have read 1 text from Georgian literature.
Next - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
  • Parts
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Total number of words is 3713
    Total number of unique words is 2149
    29.1 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2104
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Total number of words is 3786
    Total number of unique words is 2050
    32.9 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 2036
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Total number of words is 3729
    Total number of unique words is 2068
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    52.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Total number of words is 3798
    Total number of unique words is 2041
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.7 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Total number of words is 3774
    Total number of unique words is 2100
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Total number of words is 3823
    Total number of unique words is 2083
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2026
    33.7 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Total number of words is 3773
    Total number of unique words is 1978
    31.9 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 2031
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2106
    31.0 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Total number of words is 3704
    Total number of unique words is 2027
    30.8 of words are in the 2000 most common words
    45.1 of words are in the 5000 most common words
    51.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 2083
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Total number of words is 3829
    Total number of unique words is 2058
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 1976
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2062
    30.1 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Total number of words is 3775
    Total number of unique words is 1967
    34.5 of words are in the 2000 most common words
    49.1 of words are in the 5000 most common words
    56.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Total number of words is 3868
    Total number of unique words is 1886
    35.4 of words are in the 2000 most common words
    49.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2046
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Total number of words is 3709
    Total number of unique words is 1983
    33.1 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Total number of words is 3866
    Total number of unique words is 2020
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.4 of words are in the 5000 most common words
    54.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2020
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    54.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 2058
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2111
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2042
    30.5 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Total number of words is 3904
    Total number of unique words is 2006
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 1988
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Total number of words is 3889
    Total number of unique words is 1960
    31.7 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Total number of words is 3751
    Total number of unique words is 2127
    27.9 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Total number of words is 3814
    Total number of unique words is 2046
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Total number of words is 3808
    Total number of unique words is 2002
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2068
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.4 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 2023
    31.8 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2094
    29.3 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Total number of words is 3725
    Total number of unique words is 2171
    27.3 of words are in the 2000 most common words
    38.2 of words are in the 5000 most common words
    44.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Total number of words is 3887
    Total number of unique words is 2056
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Total number of words is 1188
    Total number of unique words is 820
    38.4 of words are in the 2000 most common words
    50.8 of words are in the 5000 most common words
    57.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.