Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07

Total number of words is 3774
Total number of unique words is 2100
30.6 of words are in the 2000 most common words
43.1 of words are in the 5000 most common words
51.3 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
არის მოსულიო, მაგრამ აიეტის თავში ათასნაირი ფიქრები ირეოდნენ და დაუზოგავად
ნთქავდნენ ერთმანეთს მშიერი თევზებივით. ხომ შეიძლებოდა, ისინი ჩვეულებრივი ავაზაკები
ყოფილიყვნენ, კი არ გადაერჩინათ, არამედ, უბრალოდ, ტყვედ ჩაეგდოთ მისი შვილიშვილები,
დაეშინებინათ და ახლა გამოსასყიდს თხოულობდნენ, მაგრამ შენიღბულად, ეჭვი რომ არ
შეჰპარვოდა ვინმეს მათ ავაზაკობაში. ასე თუ აღმოჩნდებოდა, დიდი დღე არ ეწერა იმ ხომალდს,
მაგრამ თუ შვილიშვილები არ ტყუოდნენ, აიეტისაგან მართლაც წარმოუდგენელი უმადურობა
და სისასტიკე იქნებოდა, ასე განუკითხავად დაეწვა ხომალდიცა და მისი პატრონიც. პირიქით,
მეფური ბუნება ავალდებულებდა, პატივით მიეღო შვილიშვილების გადამრჩენელი ხალხი და
ღირსეულადაც დაესაჩუქრებინა. მაგრამ რაღა მაინცდამაინც ვერძის ტყავს თხოულობდნენ
ისინი? ფრიქსეს ვაჟებს ამაზედაც ჰქონდათ მზად პასუხი, მაგრამ ძნელი დასაჯერებელი იყო
ყველაფერი. თუ შვილიშვილებს დაუჯერებდა, ვითომ მათი მამის აჩრდილი სამშობლოში
ჩასულიყო და აეწრიალებინა თავისიანები, თუ გინდათ, რომ მოგასვენოთ და ჩემი ცოდვაც
მოგაშოროთ, გინდათ თუ არა იმ ცხვრის ტყავი დაიბრუნეთ, რომლითაც თქვენ დანას დავაღწიე
თავიო. ასე ყვებოდნენ და იფიცებოდნენ ფრიქსეს ვაჟები, მაგრამ ეჭვის მყრალი სუნი ჯიუტად
ეტანებოდა აიეტის დაბერილ ნესტოებს. იმდენ ბედნიერ შემთხვევას მოეყარა თავი, ერთნაირად
სასაცილო ჩანდა ნდობაცა და უნდობლობაც. რაღა მაინცდამაინც მისი შვილიშვილები უნდა
გადაერჩინა მაინცდამაინც იმ ხომალდს, რომელსაც მაინცდამაინც კოლხეთისაკენ ედო გზა და
მამასისხლად უღირდა საიმედო მეგზური და შუამავალი. რაღა მაინცდამაინც გადარჩენილების
ნათესავი უნდა აღმოჩენილიყო გადამრჩენელი, თუ თვითონ ღმერთებს არ უნდოდათ ასე, ანდა
თუკი უკეთესი ვერაფერი მოეგონა შეშინებული ბავშვისა თუ ხარბი ავაზაკის გონებას. "თუ კარგი
ხალხია, - ფიქრობდა აიეტი, - ლერწამში რატომ იმალებიან, ჩემი ნავსადგური ხომ ყველასათვის
ღიააო".
აიეტმა ყველაფერი ყურადღებით მოისმინა, მერე თავი ასწია, ჰაერი ხმაურით დაყნოსა,
ცხენივით, და თქვა: ჩემს სასახლეში ღალატის სუნი ტრიალებსო. მაგრამ მაინც დათანხმდა მიეღო
უცხოელი და როგორც შვილიშვილები სთხოვდნენ, "მხოლოდ მოესმინა" მისთვის. აიეტს უკვე
თვითონაც აინტერესებდა იმ უცხოელის ნახვა და თუ არ ბრძანა, კნუტებივით ამოეყარათ ისიცა
და მისი მხლებლებიც თორმეტნიჩბიან ხომალდიდან, მხოლოდ იმიტომ, თავიდან რომ აეცდინა
უსიამოვნო გაუგებრობა, თუკი ის უცხოელი მართლა მისი სიძის ნათესავი აღმოჩნდებოდა.
თორმეტნიჩბიან ხომალდზე კი მოუთმენლად ელოდებოდნენ ფრიქსეს ვაჟების დაბრუნებას,
უფრო სწორად, გაურკვეველ, უსახელო და უმისამართო მოლოდინს შეეპყრო ყველანი.
ფრიქსეს ვაჟების დაბრუნება შეიძლება საბედისწეროც აღმოჩენილიყო მათთვის. ადვილი
შესაძლებელია, ახლა აიეტის ხალხისათვის გაეწიათ მეგზურობა, მიესწავლებინათ მათი

ადგილსამყოფელი და მაშინ... მაშინ აღარაფერი უშველიდათ, იმაზედაც მადლობა უნდა ეთქვათ
და სამ-სამჯერ უნდა ეკოცნათ მიწისთვის აიეტის ფეხებთან, თუკი უკან გაბრუნების ნებას
მისცემდა. სამშობლოში მიღებული გადაწყვეტილება ახლა არც ისე სამართლიანი და არც ისე
იოლად შესასრულებელი ჩანდა. ფეხი უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ზეპირად, ზომის
აუღებლად შეკერილი წაღა. გაწეული შრომა ხარაზს ან წყალში უნდა ჩაჰყროდა, ანდა როგორმე
უნდა მოეგო განაწყენებული მუშტრის გული და შეექცია კიდეც, სანამ ახალს, უფრო ხალვათ
წაღას შეუკერავდა. ჩხუბსა და აყალმაყალს აზრი არ ჰქონდა, მუშტარი მართალიც იყო და
ღონიერიც. არც გაქცევა უშველიდა. ან სად გაქცეულიყო, ვინ აუნაზღაურებდა დაკარგულ დროს,
დახარჯულ მასალას, ამოღამებულ თვალებსა და სადგისით დაჩხვლეტილ თითებს. ამიტომაც
იცდიდა დაუშრეტელი მდინარის ლერწმოვანებში ჩამალული თორმეტნიჩბიანი ხომალდი,
აუტანელი იყო მისი მოლოდინი, უცხო გარემოს ყველაფერი, მათი განზრახვაც კი, იდუმალების,
მიუღწევლობის ბურუსში გაეხვია. შეიძლება, სწორედ დამალული განზრახვა იწვევდა უნებური
დანაშაულის გრძნობას, რაც თავის მხრივ შიშისა და სიფრთხილის გრძნობასაც უღვიძებდათ და
უღიზიანებდათ. სამშობლოდან იმდენად შორს იყვნენ, დახმარების არავითარი იმედი არ უნდა
ჰქონოდათ. არც კოლხთა ხომალდები ჩამოუვარდებოდნენ მათ თორმეტნიჩბიან ხომალდს
სისწრაფეში. ასე რომ, ყველაფერს ბედი და ბედნიერი შემთხვევა გადაწყვეტდა. ისინიც
იცდიდნენ.
პირველ ღამეს საგულდაგულოდ შენიღბულ ხომალდზე უვახშმოდ დაიძინეს, უფრო სწორად,
გაათენეს, რადგან ახლა, როცა სულ ერთი ნაბიჯიღა აკლდათ მიზნამდე, ყველაფერს თავისი
ნამდვილი ფერი და სუნი დაებრუნებინა. უკვალოდ გამქრალიყო უცხო ქვეყნისაკენ
მოგზაურობის სიამოვნებაცა და ხიფათების განცდის სურვილიც. აიეტის ქვეყანაში ქურდულად
შემოპარულნი მწარე ფიქრებს მისცემოდნენ. უცხო გარემო, ღამის წყვდიადი და ბაყაყების
გაუთავებელი ყიყინი მოსვენებას უკარგავდათ. ირგვლივ საზარელი მოჩვენებები დაძრწოდნენ,
დაშლიგინობდნენ, წითელ თვალებს აბრიალებდნენ, ჩურჩულებდნენ, ფაჩუნობდნენ, კიოდნენ
და ხარხარებდნენ. წყლის ჩვეულებრივი ჩქაფანიცა და ლერწმის შრიალიც თავზარს სცემდათ. იმ
ღამეს ცეცხლის ანთება ვერ გაბედეს. არც სანთლის თასმა შეუხსნია ვინმეს, თითქოს მზად უნდა
ყოფილიყვნენ გასაქცევად. ისხდნენ ასე, დამდურებულებივით, და თვითონაც არ იცოდნენ, რას
ელოდებოდნენ. ოღონდ მალე მოთავებულიყო ყველაფერი და, რაც მთავარია, ეს მტანჯველი,
გულისგამაწვრილებელი მოლოდინი, ერთადერთი სინამდვილე, რაც გარე სამყაროსთან
აკავშირებდათ.
"როგორ მომივიდა, როგორ ვენდე და როგორ გავუშვიო". - გულს ასკდებოდა იასონი. ის
ხომალდის ერდოზე იჯდა, ხელები წვივებზე შემოეხვია და ნიკაპი შიშველ მუხლებზე ჩამოედო.
შორიდან კაცს ეგონებოდა, დასძინებიაო, მაგრამ საკმარისი იყო, ოდნავ გაფაჩუნებულიყო რამე,
პატრონის მომლოდინე ძაღლივით, მაშინვე წამოწევდა თავს და წყვდიადს მიაშტერდებოდა.
იასონი შეგნებულად მოიქცა ასე, შეგნებულად გაუშვა ოთხივენი, რადგან ვერ გაბედა მძევლის
დატოვება. იმდენი რამე უამბეს მისმა "ნათესავებმა" მრისხანე აიეტზე, ეს უშიშარი
ბედისმაძიებელიც კი ჩააფიქრეს. მართალია, წამოსვლამდეც ბევრი რამე უთხრეს, ბევრი
თვითონაც გამოიკითხა კოლხთა მეფეზე, მაგრამ იქ, სამშვიდობოს, სხვა იყო, იქ მოსწონდა,
ეამაყებოდა კიდეც, ასეთ მრისხანე და ძალგულოვან კაცთან რომ მოუწევდა შეხვედრა. შენს

სახლში, სადაც მხოლოდ შენი ნაცნობ-მეგობრები შეკრებილან, თანაც ხელში ღვინით სავსე თასიც
გიჭირავს, სასიამოვნოცაა ლომზე საუბარი, თანაც ისეთ ლომზე, რომლის სიავე და
დაუნდობლობა ზღაპრად ქცეულა და მთელ ქვეყანას მოსდებია, მაგრამ ბრიყვი უნდა იყო, თუ
ასეთივე გრძნობა დაგეუფლება, როცა იმ ლომის ბუნაგის სუნი გეცემა ცხვირში. იასონს ძალის
იმედი არცა ჰქონდა და არც უნდა ჰქონოდა. ეშმაკობითა და მოხერხებულობით თუ გამოაცლიდა
იმ ქეციანი ვერძის ტყავს, რომელზედაც ლომი იწვა და შეფერებული მედიდურობით, ზანტად,
ათასში ერთხელ თუ დაახამხამებდა უცხო სტუმრებისაკენ მიპყრობილ ყვითელ თვალებს.
იასონსაც ცხვრის ქურქი უნდა ჩაეცვა, თავი ჩაეღუნა და მორიდებით დაეკიკინებინა თავისი
გასაჭირი, იქნებ ასე მაინც მოეგო გული იმ მრისხანე მეფისათვის, რომელმაც, ალბათ, უკვე
იცოდა დაუპატიჟებელი სტუმრების შესახებ და ვინ იცის, რა ავი ზრახვები უტრიალებდა თავში.
იასონს სხვა მაინც არაფერი შეეძლო, რომელიმე შვილიშვილის მძევლად დატოვება უარესად
გააცეცხლებდა აიეტს და იასონის სათხოვარსაც ავაზაკის ტყაპუჭს გადააცმევდა. ის მეფე იყო,
უსამართლოდ დაკარგული ტახტის სამართლიანი მემკვიდრე და ახლა მეორე მეფესთან
შემწეობის სათხოვნელად მოსულიყო. ამით ხომ ის აიეტის უპირატესობასაც აღიარებდა და
უსაზღვრო ნდობასაც უცხადებდა მის მეფურ ძალასა და კეთილშობილებას. განა მეფე, მით
უფრო აიეტივით ძლიერი, ვალდებული არ არის მხარში ამოუდგეს მეორე მეფეს, მით უფრო
იასონივით უძლურს, თუკი იმ მეორის სახელი და პატივი უსამართლოდ ითელება და თუკი ამ
სახელისა და პატივის აღდგენა ერთ ქეციან ტყავს შეუძლია, რომელიც აიეტისათვის, ოქროთი
მდიდარი აიეტისათვის, მართლაც ქეციანი ტყავია და მეტი არაფერი?! "აბა, თვითონ იფიქრე,
შენი სიკეთისა და გულუხვობის იმედი რომ არ მქონოდა, ამხელა გზაზე ასე ალალბედზე გიჟის
მეტი ვინ წამოვიდოდაო" - ალაგებდა იასონი აიეტისათვის სათქმელ სიტყვას, მაგრამ თვითონვე
არ მოსწონდა, რაც უფრო მეტს უკირკიტებდა, არბილებდა და ატკბილებდა, მით უფრო ყალბად
და არაბუნებრივად ეჩვენებოდა. დარწმუნებული იყო, აიეტი, თუკი მართლა ეღირსებოდა
მასთან მშვიდობიანი საუბარი, მაშინვე მიუხვდებოდა ეშმაკობას, სათქმელს არ
დაამთავრებინებდა, ანდა ენასთან ერთად ამოგლეჯდა სიმართლეს. არა, აშკარად დიდ გამოცდას
უმზადებდა ბედი იასონს. ან ბოლომდე უნდა გაეძლო, შიშს არ აჰყოლოდა, ანდა ახლავე,
შეუმჩნევლად, ისე, რომ მის ბიჭებსაც არ გაეგოთ, ჩაცურებულიყო წყალში და ბაყაყურით
გასცლოდა აქაურობას, სანამ ღონე ეყოფოდა, სანამ სამშვიდობოს გავიდოდა. უცებ მართლაც ისე
მოუნდა იასონს აქედან გაპარვა, თავი ძლივს შეიკავა, ბაყაყივით წყალში რომ არ მოედინა
ტყაპანი. ამ მაცდური ფიქრის მოსაშორებლად, წინ გადმოიხარა, ოთხზე დადგა დანესტიანებულ
მორებზე და ხომალდზე ჩამოწოლილ წყვდიადს, მის ბიჭებს რომ მალავდა, ჩურჩულით გასძახა:
გძინავთ, ძმებოო. მისმა ჩურჩულმა წყვდიადი შეაკრთო, ფუძეგამოცლილ სილის ბორცვივით
ჩამოაქცია; წყვდიადის დონდლო ნაფლეთები იასონისკენ გამოცოცდნენ, ბუდედანგრეულ
ხოჭოებივით. მეთაურის ჩურჩულმა ოდნავ მიყუჩებული შიში ისევ გამოაფხიზლა და ყველამ
უნებურად იმ ადგილს მიაშურა, საიდანაც ეს უსიამო ჩურჩული მოესმათ; თითქოს ხომალდს
უეცრად ბზარი გასჩენოდა და იმ ბზარიდან მათი დამღუპველი წყალი მოშხუოდა.
- ძმებო. - ისევ დაიჩურჩულა იასონმა.
მერე მუჭში ჩაახველა და რატომღაც ირგვლივ მიიხედ-მოიხედა.

მერე სინათლეც დაინახეს; ყვითელი, მოუსვენარი ლაქა დევნილი ნადირივით მოხტოდა
დაყურსულ ბუჩქებზე, მოძვრებოდა ასწლოვან ხეებს შორის, მოცოცავდა გველებივით დაგრეხილ
ფესვებზე და ყოველ წუთას ახლოვდებოდა, რადგან დიდხანს ვერაფერზე ვერ იმაგრებდა თავს,
მთელი ქვეყანა ქონწასმულივით ეცლებოდა ფეხქვეშ.
სინათლეს ფრიქსეს ვაჟები მოჰყვებოდნენ. "ჩვენა ვართო", - შორიდანვე გამოსძახეს ხომალდს,
თითქოს იგრძნეს, რა აუტანელი იყო ხომალდზე მყოფთათვის მოხტუნავე, ყველაფრის
დამაბრმავებელი სინათლის ყურება, სანამ გაიგებდნენ, რას მოუძღოდა, რას მალავდა იგი. ახლა
სინათლე ხომალდზე მყოფთა სახეებს ანათებდა და ამდენი დამფრთხალი სახის ხილვამ ისე
შეაძრწუნა არგუსი, ჩირაღდანი წყალში გადააგდო. შიშინით ჩამქრალმა ცეცხლმა ჰაერში კვარის
სუნი დააყენა.
დილით იასონი და ფრიქსეს ვაჟები ერთად გაემართნენ აიეტის სასახლისაკენ. დილამ სიმხნევე
შეჰმატა ყველას. დანახული ქვეყანა არც ისე საშიში იყო, როგორც წარმოდგენილი, ღამის
წყვდიადით გადაშლილი და გადაგვარებული. ღამეს უჟმურიც თან წაეყოლა, ერთიანად
მოელოკა ქვეყანა, როგორც გველი მოლოკავს ხოლმე ქვას, რომელზედაც შხამსა სტოვებს.
ფრიქსეს ვაჟების ნაამბობმაც ცოტათი ჩააწყნარა ავი წინათგრძნობით აწრიალებული გულები.
აიეტი თანახმა იყო მიეღო უცხო სტუმარი, ეს კი სხვას თუ არაფერს, სიცოცხლის შენარჩუნებას
მაინც ნიშნავდა. მიჩქმალულმა შიშმა ახლა ლაზღანდარობის გუნებაზე დააყენა ისინი. "ერთ
ღამეში მაზანდა აიწია, ახლა ცხვრის ტყავს პაპათქვენის ტყავიც თუ არ მოაყოლეთ, ისე
სამშობლოში არ წაგიყვანთო" - უთხრა იასონმა ფრიქსეს ვაჟებს, თვითონაც გაღიმებულნი და
აღტაცებულნი რომ შესცქეროდნენ მეთაურის ხუმრობაზე ახარხარებულ თანამემამულეებს.
ნელა, წვალებით თენდებოდა, მაგრამ სადღაც, უსასრულობის წიაღიდან დაძრულ დღეს
ვეღარაფერი შეაჩერებდა, სანამ მთლიანად არ დაიბადებოდა. ჯერ კიდევ წელამდე რძისფერ
ბურუსში იდგნენ ყველანი. თორმეტნიჩბიან ხომალდს მარტო ცხვირი და ანძა ამოეყო
გაგლეჯილი ბურუსიდან. სადღაც ჩიტმა დაუსტვინა და ამ სუსტმა, თითქმის უმნიშვნელო ხმამ
კიდევ უფრო დაადასტურა მიწის არსებობა. ყველამ ყურადღება მიაქცია ჩიტის სტვენას, კისრები
მოეღრიცათ, თითქოს ჩიტის დანახვასაც შეძლებდნენ, თითქოს სანამ ჩიტი უსტვენდა, ცუდი
არაფერი მოხდებოდა. მერე ბურუსის მცოცავი ხელებით უთანასწოროდ დაგლეჯილი მიწაც
გამოჩნდა. ბურუსი თავს აღწევდა უთავბოლოდ გადაფარჩხულ ბუჩქებსა და ხეებს, თითქოს
ძლივს ჩაძინებულ ბავშვს დედა ეპარებოდა, ბავშვს კი ჩაძინებამდე ორივე ხელით ჩაებღუჯა
დედის უბე და თავშალი. ხეებისა და მიწის დანახვამ უარესად გაამხიარულა ყველანი, თითქოს
გარემოც ეცნაურათ, თითქოს შინ მობრუნებულიყვნენ უკვე. მიწა აქაც მიწა იყო, ერთნაირად
სახედაღარული და სულის შემძვრელად გაყუჩებული მარადიული მშობიარობის ტკივილებით.
იასონი ხომალდის მოაჯირზე შედგა, ტუნიკის კალთები აიწია და ნაპირისაკენ ისკუპა. "ჰეეეი", ამოიძახა ხომალდმა და თვალი გააყოლა მეთაურის ბრინჯაოსფერ ბარძაყებს. "ასე იცის ბიჭმა!" დაიძახა იასონმა და სათითაოდ ამოიღო რბილსა და ნოტიო მიწაში კოჭებამდე ჩაფლული
ფეხები. მერე ამაყად გამოხედა მისი სიმკვირცხლით ახორხოცებულ ბიჭებს. ის მეთაური იყო და
შემთხვევას არ გაუშვებდა, თავი რომ გამოეჩინა ამ ბიჭების წინაშე.

- თქვენ კი იქამდე კენკრა და მაყვალი მაინც მოაგროვეთ. შიმშილით ნუ მოიკლავთ თავს, - ისევ
გამოსძახა იასონმა ხომალდს და ხაზგასმული არხეინობით გადადგა პირველი ნაბიჯი მისთვის
ესოდენ უცხო და ესოდენ საბედისწერო მიწაზე.
ჩიტი კი უსტვენდა, თითქოს მასაც ათამამებდა ბურუსიდან თავდაღწეული ქვეყნის ხილვა.
ფართო, ნოყიერი ფოთლები რძით გაძიძგულ ჯიქნებივით წვეთავდნენ. მთელ ქვეყანას შობისა
თუ განახლების მძაფრი სურნელი ეფინებოდა. გადახოხებულ ლოკოკინას ლორწოვანი,
ბრჭყვიალა ზოლები დაემჩნია ქვებზე. სილაში ჩაფლული თოთო ნიჟარები ხრაშუნით
იმსხვრეოდნენ ფეხქვეშ. დაუშრეტელი მდინარის სილისფერი წყალი ათასში ერთხელ, თითქოს
შემთხვევით მიაწყდებოდა ხოლმე თორმეტნიჩბიან ხომალდს და გამობერილ ფერდებზე
ხელისგულის მსგავს ანაბეჭდს უტოვებდა. მდინარის განუწყვეტელ ქარს ისე გადაეზნიქა
ლერწამი, თითქოს ეს წუთია ზედ ვიღაცა წოლილაო. მიწამ ამოიფშვინა და დამპალი სოკოსა და
აბედის სუნი სახეში შეაფრქვია დილის სუსხით აძიგძიგებულ ბიჭებს, ხომალდის მოაჯირზე
გადმომდგარნი ხელს რომ უქნევდნენ გაურკვევლობისაკენ არხეინად მიმავალ მეთაურს.
იასონს ხელში ზეთისხილის ტოტი ეჭირა. როგორც კი მიუახლოვდნენ სასახლეს, გაიქცა და
სამოციქულო ქვაზე ჩამოჯდა. მედეა ამ დროს ჯერ კიდევ თავის ოთახში იყო და ქარისასთან
წასასვლელად ემზადებოდა. არაფერი არ უგრძვნია, არაფერს არ შეუშფოთებია მისი არსება,
თუმცა სამოციქულო ქვაზე ჩამომჯდარ იასონს გული ბაგაბუგით უცემდა. ფრიქსეს ვაჟები
მოშორებით იდგნენ, თითქოს მათაც გადასდებოდათ იასონის დაფარული მღელვარება და,
რადგან მასთან ერთად მოსულიყვნენ პაპისეულ სასახლეში, ახლა ისინიც თავს უცხოებად
გრძნობდნენ. მცველებმა მალე შეამჩნიეს სამოციქულო ქვაზე ჩამომჯდარი უცნობი და როცა მის
სიახლოვეს ფრიქსეს ვაჟებიც დაინახეს, მაშინვე მიხვდნენ, ვინც უნდა ყოფილიყო იგი.
უკვე მთელი სასახლე ლაპარაკობდა თორმეტნიჩბიან ხომალდზე, ფრიქსეს დაკარგული ვაჟები
რომ მოეყვანა. აიეტმა ბრძანა, სტუმრებს ღირსეულად დახვედროდნენ. "სტუმრებსო" ხაზგასმულად თქვა აიეტმა, რადგან შვილიშვილებსაც უკვე "უცხოელებად" თვლიდა და თავი
ისე ეჭირა, თითქოს პირველად ხედავდა მათ. ფერგაცრეცილი, მაგრამ ამაყად წელში გამართული
იასონი გაღიმებული მოუძღოდა წინ ფრიქსეს ვაჟებს. მედეას ჯერ კიდევ არ გამოეღო თავისი
ოთახის კარი, როცა დერეფანში მხევლებმა ჩაირბინეს და მისმა სმენამ უნებურად შეიტოვა მათი
საუბრის უმნიშვნელო, თითქმის არაფრის მთქმელი ნაწყვეტი, როგორც გამოდებული თავშლის
ნაკუწი - ღობემ. მედეას გონებამ თითქოს არ მიიღო, უყურადღებოდ დატოვა შემთხვევით
ჩასმენილი სიტყვა თუ სიტყვები. მაგრამ, ეტყობა, მაინც მოასწრო და აღიქვა იგი, რადგან ცოტა
ხნის მერე, როცა სასახლისკენ მომავალი უცნობი დაინახა, მაშინვე პირველყოფილი სიცხადით
გაახსენდა დერეფანში ჩარბენილი მხევლების უცნაურად მოჟღურტულე ხმები, რომლებსაც
რატომღაც მხოლოდ ახლა, უცნობის ხილვისას მიეცა გარკვეული აზრი და მნიშვნელობა. მედეამ
ღობეს წამოდებული თავშლის ნაკუწიც დაინახა, უმწეოდ რომ ფრიალებდა ქარში, როგორც
ცალფრთიანი და ამიტომაც გასაფრენად უვარგისი არსება. მთელი სასახლე ეზოში
გამოფენილიყო და მედეას შეეშინდა, ხომ არ შევკივლეო, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველას
ყურადღება უცხოელ სტუმარს მიეპყრო.

ქარისამ რომ შვილები დაინახა, გული მოერღვა, იმდენად უმწეონი ჩანდნენ მომხიბვლელი
უცხოელის გვერდით. თვითონაც უცხოებივით მოაბიჯებდნენ, გუშინდელი სითამამის ნასახიც
არ შერჩენოდათ და ისე აცეცებდნენ თვალებს, თითქოს პირველად შემოედგათ ფეხი პაპისეულ
სასახლეში. ქარისამ იგრძნო, შვილები მას დაეძებდნენ და უნებურად წინ გამოვიდა. შვილებს
გაუხარდათ დედის დანახვა, დაბნეულად გაუღიმეს და ქარისას უარესად ეტკინა გული.
ნამდვილ უცხოელს კი თავი ამაყად ეჭირა, ზეთისხილის შტოს წვივზე იტყლაშუნებდა და
მომხიბვლელად იღიმებოდა. ქარისა ჯერ დაიბნა, მერე გაბრაზდა, მერე კი გული დასწყდა,
რადგან თავის სიცოცხლეში პირველად იგრძნო ასე მტკივნეულად, ასე შვების მომგვრელი
სიძულვილით მამაკაცის მიმზიდველი ძალა, გულუბრყვილო ღიმილს რომ ამოფარებოდა ახლა
და, უპირველეს ყოვლისა, მის საკუთარ შვილებს თრგუნავდა, აფერმკრთალებდა, ამდაბლებდა.
ქარისას ერჩია, მიწა გასკდომოდა ფეხქვეშ, ვიდრე ამ დღეში ეხილა შვილები. მან უკვე იცოდა, ვის
ბაძავდნენ ისინი, საიდან მოდიოდა მათი გუშინდელი სითამამე, სიტლანქე და უხეშობა, ასე რომ
გააოცა და მოხიბლა კიდეც იგი. "აი, თურმე როგორი ყოფილა ჩემი მეტოქეო", - ფიქრობდა ქარისა
და თვითონვე უკვირდა, ასე მშვიდად, ასე უდრტვინველად, დამაწყნარებელი უმწეობით რომ
ითმენდა მის არსებობას, ალბათ იმიტომ, მამაკაცად რომ ვერ წარმოედგინა მეტოქე და ახლა,
ამგვარი მოულოდნელობით უცაბედად დამშვიდებული, უარს ამბობდა აჯანყებოდა იმას,
რისთვისაც გაჩენილიყო, რასაც ელტვოდა, უსიტყვოდ ენდობოდა და ემორჩილებოდა კიდეც.
მედეას კი ისეთი გრძნობა დაუფლებოდა, ისე მოშვებოდა, ისე დაცარიელებოდა მთელი სხეული,
თითქოს გონი დაეკარგა და ნელ-ნელა, თანდათანობით ერკვეოდა სისუსტისა და არარაობის
ბურანიდან. ამ ავადმყოფურ შეგრძნებას ისიც უმძაფრებდა, ყველანი რომ უღიმოდნენ.
აფრასიონმა ხელიც შეავლო ფრთხილად, თითქოს მაჯას უსინჯავდა. ის კი, მისი სიზმრის გმირი,
ზეთისხილის შტოს იტყლაშუნებდა წვივზე და მედეას მხოლოდ მოქნეული ტოტის შხუილი
ესმოდა და გული ამოვარდნაზე ჰქონდა, რადგან ვერ გაეგო, ვერ მიმხვდარიყო, რატომ არ
მოდიოდა და რატომ არ ადებდა მხარზე ხელს, როგორც საკუთრებას. მედეა ხომ მისი საკუთრება
იყო. ეს უკვე ყველამ იცოდა, ალბათ, და იმიტომაც უღიმოდნენ. ისიც იცოდნენ, რის
სათხოვნელად იყო მოსული უცხოელი და რაზე ელაპარაკებოდა აიეტს. მაგრამ რა ჰქონდათ
ამდენი სალაპარაკო, რას შეცვლიდა ლაპარაკი, როცა ღმერთებს უკვე გადაეწყვიტათ მისი ბედი.
მედეას მხოლოდ ტოტის შხუილი ესმოდა და უცხოელის აწითლებულ წვივს ხედავდა, კი არ
ხედავდა, გრძნობდა, როგორ აწითლებდა უცხოელის წვივს ზეთისხილის აშხუვლებული ტოტი.
მერე ცეცხლის სუნი ეცა და დაინახა, როგორ ამოატრიალა თვალები ყელგამოჭრილმა ხარმა.
ახლა ყასბის ხმა ესმოდა, რაღაცას ეუბნებოდა და გადაბანილ, ცივი წყლისგან დაწითლებულ
ხელებს წინსაფარზე იმშრალებდა. ყასაბმა გაუღიმა, წინსაფარი მოიხსნა და ხარის
გასისხლიანებულ თავს გადააფარა. წინსაფრის კიდე სისხლის წებოვან გუბეში ჩავარდა და
მაშინვე გაიჟღინთა. მედეამ არ იცოდა, როდის მოსულიყო, ანდა რა უნდოდა აქ; ვერც ის გაეგო,
რას ეუბნებოდა ყასაბი და თვითონაც უღიმოდა. ყრუმუნჯივით, წინასწარვე ყველაფერზე
მობოდიშე, ყველაფერზე დამთანხმებელი ღიმილით. "ნუთუ ახლაც დამესიზმრაო" - წუხდა
მედეა და ვერ მიმხვდარიყო, სად გამქრალიყო უცხოელი, რატომ აღარ ესმოდა ზეთისხილის
ტოტის შხუილი და რატომ ვეღარ ხედავდა წვივის აწითლებულ კანს. კიბეებზე რომ ადიოდა,

ერთმა მონა ქალმა მეორეს დაუძახა: ჩვენი ბიჭებიც იბანენო და ისევ მოეკვეთა მედეას მუხლები.
უცხოელი მართლა მოსულიყო, აქ იყო, მამამისის სახლის კედლებში.
სანამ იასონი და ფრიქსეს ვაჟები სასტუმრო აბანოში სიამოვნებისგან ხვნეშოდნენ და
დგაფუნობდნენ, აიეტი ეზოში დადიოდა და სუფრის სამზადისს თვითონვე ადევნებდა
თვალყურს.
- შენც დაგესვენა ცოტაო, - დაუძახა კიბის თავიდან დედოფალმა.
- რას ამბობ, ქალო, რა დროს დასვენებაა, შვილიშვილები მეწვივნენ სტუმრადო, - უპასუხა
მოღუშულმა და მარნისკენ გასწია.
მარანში ბნელოდა. სველი მიწისა და ღვინის სუნი მომლოდინე ქალივით შემოეხვია და ტუჩებზე
უსიამოდ დაეკონა. აიეტმა ტუჩები მოიწმინდა. ქვევრთან მოფუსფუსე ლანდები გაშეშდნენ და
ორი წყვილი თვალი ქვემოდან მიაჩერდა აიეტს. "რას ხედავთ ამ სიბნელეშიო", - თქვა აიეტმა.
"შეჩვეულები ვართო", - უპასუხეს ლანდებმა და აიეტმა გაიგონა, როგორ მირაკრაკებდა ღვინო
ორშიმოდან კოკაში. მერე კედელზე ყვითელი ზაფრანის აცმა დაინახა და გაიფიქრა: არც ისე
ბნელაო. "ხომ არ მიირთმევთო", - უთხრეს ლანდებმა. აიეტმა სიბნელეს სველი ორშიმო
ჩამოართვა და მოიყუდა. ნელ-ნელა სვამდა. ორშიმოს ძირი რომ აუწია, ჭერზე ჩამოკიდებული
ყვითელი ზაფრანის აცმა ისევ დაინახა. "თენდებაო", - რატომღაც გაიფიქრა და ამ სულელურ
გაფიქრებაზე თვითონვე გაეცინა, ცარიელი ორშიმო სიბნელეს დაუბრუნა და მარნიდან
გამოვიდა. მარნიდან თითქოს სიბნელეც გამოიყოლა, კარგა მოსაღამოებულიყო. აიეტმა ეზო
გადაჭრა, გალავნის უკანა კარში გავიდა და აღმართს შეუყვა. უცებ გაიოფლა და გული
აუფრიალდა. მიდიოდა და ფიქრობდა: რა ამბავია ჩემს თავსო. ვიწრო, საცალფეხო ბილიკი
ყოველ ნაბიჯზე უხვევდა, ბუჩქებში მიიკლაკნებოდა, თითქოს ემალებოდა. აიეტიც უნებურად
ფეხს უჩქარებდა, ცდილობდა, როგორმე დაეჭირა ბილიკის კუდი, სანამ მოასწრებდა და
საბოლოოდ გაუჩინარდებოდა ბუჩქებში. უცებ, სად იყო და სად არა, ობოლი, წვეტიანი
ვარსკვლავი გამოქანდა ციდან და აიეტს თვალებს შორის დაეტაკა. თვალებიდან ნაპერწკლები
გააყრევინა და კარგა ხნით დაარბმავა. ცივი ოფლი ახლა სახეზეც წურწურით ჩამოსდიოდა.
ტანში უსიამოდ გააჟრჟოლა. ვარსკვლავი, წეღან თვალებს შორის რომ დაეტაკა, ისევ ცაზე ეკიდა
და ისე ციმციმებდა, თითქოს ისიც სულს იბრუნებდა. აიეტმა უნებურად ხელი სახეზე აიფარა.
ლეღვების ქვეშ დაბორკილი ცხენი ბალახს ახრამუნებდა. უცებ გარკვევით იგრძნო ცხენისა და
ხმელი ბალახის სუნი და ცხენზე შეჯდომა ისე მოენატრა, გული აუჩუყდა. შორიდან ნიავმა
ვიღაცის არხეინი ხმა მოიტანა: თვალი გეჭიროს არ ჩაგეწვასო. "ვკვდები", - გაიფიქრა აიეტმა და
უცებ გულზე მოეშვა, თითქოს სიკვდილის მთელი საშინელება მისი აღიარება იყო. აიეტს ისეთი
გრძნობა ჰქონდა, თითქოს მარტო ის კი არა, მასთან ერთად მთელი ქვეყანა კვდებოდა:
ვარსკვლავიც, ჯიუტად რომ მოსჩერებოდა, და აიეტს ვერ გაეგო, რა უნდოდა ვარსკვლავს, რას
მოსჩერებოდა - "იქნებ ესაა სიკვდილიო?" - გაიფიქრა კიდეც; იმ კაცის ხმაც კვდებოდა, "არ
ჩაგეწვასო" - ვიღაცას რომ დაუბარა და თვითონ კი იქით წავიდა, საითაც გულმა გაუწია; ლეღვის
ხეებიცა და მათ დახუთულ, მუმლებით აწრიალებულ წყვდიადში თავშეფარებული ცხენიც.
"ყველაფერი კვდება", - დაასკვნა აიეტმა. "იცი მაინც, რატომ კვდები?" - ჩაეკითხა საკუთარ თავს

და მწარე ღიმილმა სახე დაუსახიჩრა. "ვიცი, - გადააბა კითხვას პასუხი, - იმიტომ რომ... იმიტომ,
რომ, არ მინდა სიკვდილი".
აიეტმა წაიბორძიკა და უნებურად იქვე დაყრილ ლოდებს დაეყრდნო. ლოდი თბილი იყო, ღრმად
ჩაძინებული ნადირივით, თითქოს ფეთქავდა კიდეც.
მეორე დღეს მთელი ვანი აიეტის უცხოელ სტუმარზე ლაპარაკობდა. ხალხი ჯერ კიდევ კარგად
ვერ იყო გარკვეული საქმეში და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ერთმანეთში ურევდა
მართალსა და ტყუილს, გაგონილსა და გამონაგონს. ზოგი ამბობდა, ბერძენმა ტახტი მოსთხოვა
აიეტსო, ზოგი, პირიქით: ტახტი დაუკარგავს და აიეტს დახმარების სათხოვნელად მოადგაო,
ფრიქსეს ნათესავი ყოფილა და აიეტზე ახლობელი სხვა არავინ ჰყოლიაო. იმასაც ამბობდნენ: რის
ტახტი, რა ტახტი, ქალის სათხოვნელად ჩამოვიდა, ფრიქსესი არ იყოს, ეგეც დანათესავებას
გვიპირებსო. ცოტა-ცოტა სიმართლე ყველგან ერია, მაგრამ სიმართლე მაინც სხვა იყო: იასონმა
აიეტს ვერძის ტყავი მოსთხოვა, მეტი არაფერი. ეს იყო და ეს. თანაც იასონმა თავისი
თავგადასავალი და აქ ჩამოსვლის მიზეზი, რატომღაც, ზღაპრად მოუყვა აიეტს, ალბათ, იფიქრა,
ასე უფრო იოლად გავაგებინებო.
- იყო და არა იყო რა, - დაიწყო იასონმა, - იყო ქალაქი იოლკოსი. ამ ქალაქის მეფეს ნახევარძმა
ჰყავდა, დედით ერთნი იყვნენ, მამით კი სხვადასხვანი. ამ ნახევარძმას თვითონაც მოუნდა
მეფობა და ერთ მშვენიერ დღეს მართლაც დაისაკუთრა ტახტი, კანონიერ მეფეს კი კარი
გამოუკეტა. თქვენც კარგად მოგეხსენებათ, ერთ ტახტზე ორი მეფე ვერ დაეტევა, როგორც ერთ
სამზარეულოში ორი ქალი (იასონმა გაიღიმა). ჩავარდა საწყალი სიღარიბეში, მაგრამ რა უნდა
ექნა, თავს ზევით ძალა არ იყო. ეტყობა, ღმერთებმა მთლად არ გასწირეს ნამეფარი და ვაჟი აჩუქეს
(იასონმა გულზე ხელი მიიდო და ისევ გაიღიმა, ვითომ ის ვაჟი მე გახლავართო). მამას შეეშინდა,
ნახევარი ძმა არც შვილს შემარჩენსო და ახალშობილი მთებში გადამალა, მწყემსებთან. ხალხში კი
ხმა გაავრცელა, მკვდარი ბავშვი დამებადაო და ქელეხიც გადაიხადა (იასონმა შეიცადა და
დარბაზში მყოფნი მოათვალიერა. ყველანი ყურადღებით უსმენდნენ). ყმაწვილი რომ
წამოიზარდა, - გააგრძელა იასონმა და უცებ მედეა დაინახა, არა, მედეა კი არა, მედეას ხელები,
მუხლებზე დაეწყო და დასჩერებოდა, თითქოს წიგნს კითხულობსო. იასონს სიტყვა გაუწყდა,
ოდნავ წინ წადგმული მარჯვენა ფეხი ისე აუთამაშდა, თითქოს დასაკლავად წამოქცეულ
პირუტყვზე ედგა. უცებ ზღვის გუგუნი გაიგონა, ყრუ, შეკავებული, გეგონებოდათ თავზე
საბანწაფარებული რაღაცას ბუტბუტებს, ანდა მოთქვამსო. - ყმაწვილი რომ წამოიზარდა, აჩქარდა იასონი, - თავის ქალაქში დაბრუნება გადაწყვიტა. მივიდა მეფესთან და უთხრა: ესა და
ესა ვარ და ჩემი ტახტი დამიბრუნეო. ფეხზე ცალი სანდალიღა შერჩენოდა, ტახტს კი
თხოულობდა. - გაიცინა იასონმა, მაგრამ სიცილი ამჯერად ნაძალადევი გამოუვიდა, ეს
თვითონვე იგრძნო და ნირწამხდარმა გააგრძელა: - მეფეს თავზარი დაეცა, საიდან გამოტყვრა ეს
ოხერიო, მაგრამ ჭკვიანი იყო და ეშმაკობა იხმარა. თანახმა ვარო, მიუგო ნახევარძმისშვილს,
მხოლოდ ერთი პირობა უნდა შემისრულოო (აიეტმა თავი ასწია და იასონს თვალი გაუსწორა.
ყველამ იგრძნო, ამ ზღაპარში ეს პირობა იყო მთავარი. იასონიც აღელდა, მაგრამ მაინც დაატანა
თავს ძალა, რათა პირობის ყველა სიტიყვა გამოკვეთილად ეთქვა). მეფემ უთხრა: სიზმარში
ბიძაშენის, მამაშენის ბიძაშვილის, ფრიქსეს აჩრდილი გამომეცხადა და იმ ვერძის ტყავის უკან
დაბრუნება მთხოვა, რომლითაც იგი კოლხეთში გაფრინდაო. მე აღარც ასაკი მიწყობს ხელს და

აღარც ღონე მომდევს, ამოდენა საქმე ვითავო, შენ კი ახალგაზრდა ხარ, წაბრძანდი, ჩამოიტანე,
ბიძის აჩრდილიც მოასვენე და გვარსაც მოაშორე ცოდვაო. რა ექნა ჭაბუკს, ისიც ადგა და
წამოვიდა. - დაამთავრა იასონმა ზღაპარი და ისევ გაიღიმა, მომხიბვლელად, გულუბრყვილოდ.
- ყველაფერი გავიგე, - თქვა აიეტმა, - ადამიანი ორ ნაწილადაა გაყოფილი, ერთი ტახტზე ზის,
მეორე კი ტახტს დაეძებსო.
- ჩვენ არაფერი არ გვინდა, აქედან წასვლის მეტი, - უპასუხა არგუსმა.
არგუსს ძმებთან შედარებით უფრო თამამად ეჭირა თავი, მაგრამ მაინც ეტყობოდა, როგორ
ესიკვდილებოდა ყოველი სიტყვის თქმა. "ის ტყავი მამაჩემს ეკუთვნის, მამაჩემი კი ამ კაცის
ბიძაა. როგორ ვუთხრათ უარი მამის ნათესავს რაღაც ქეციანი ტყავის გამოო", - თქვა არგუსმა და
ყურებამდე გაწითლდა. "ქეციანი ტყავი" იასონის გამოთქმა იყო და მან ახლა უნებურად
გაიმეორა იგი.
ვანელები ამბობდნენ, აიეტი ისე გაცოფებულა, უთქვამს, ჩემს სუფრას რომ არ შეხებოდით,
სუყველას ენებს დაგაჭრიდით, მაგრამ ახლა იძულებული ვარ მოვითმინოო. ამაშიც იყო
სიმართლის ნატამალი, რადგან ერთი გზობა აიეტმა მართლა გადაწყვიტა, იქვე, სუფრასთანვე
დაეხოცა ყველანი, წიწილებივით წაეგლიჯა თავი შვილიშვილებისთვისაც, როცა მათი და მათი
ნათესავის მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი ყელში ამოუვიდა.
აიეტმა უცებ ლოყაზე ლომის ხაოიანი, მშრალი ენის შეხება იგრძნო და გვერდზე გადაქანდა:
"კიდევ ცოცხალი ყოფილაო", - გაუკვირდა და "რა გინდაო?" - ჰკითხა - შენ თვითონ რა გინდა? შეუბრუნა ლომმა კითხვა. დაამთქნარა, მკლავის სიგრძე წითელი ენა შავ ნესტოებზე გადაისვა და
გააგრძელა: მაგათ კიდევ ვეყოფიო.
ლომი აშკარად საბრძოლველად იყო განწყობილი, მარტო წაქეზებაღა აკლდა. "ხომ არ
მივუქსიოო", - ერთი კი გაიფიქრა აიეტმაც და თვალები ისე გადააბრიალა, ყველანი გაისუსნენ.
მეუღლემ გამაფრთხილებლად გაუღიმა და აიეტი ამ ღიმილს ისე ჩააფრინდა, როგორც
გაძარცული კაცი ქამარს, რომელიც აღარც კი იცის რაში გამოიყენოს. "არა, - გადაუჩურჩულა
აიეტმა ლომს, - ჯერ უნდა გამოვცადო, ვნახოთ, რა ბიჭები არიან, იქნებ ჩიტი ბდღვნადაც არ
ღირდესო".
"შენ იცი შენი საქმისაო", - ჩაიბურდღუნა ლომმა და აიეტის სულის გადაყვითლებულ ბალახში
ჩაწვა.
იასონი დაუშრეტელი მდინარის ჭანჭრობებში ჩამალულ თორმეტნიჩბიან ხომალდზე რომ
დაბრუნდა, თქვა: ცუდადაა საქმე, აიეტი, ვერძის ტყავის სანაცვლოდ, გამოცდას მიპირებს და,
ალბათ, ისეთ რამეს დამავალებს, მე კი არა, ქაჯიც ვერ შეასრულებსო.
- იქნებ ჩემი ძვლების წაღება მოგიხდეთ აქედან, - დაუმატა იასონმა.
დამალვას კი აზრი აღარ ჰქონდა, მათი აქ ყოფნა და განზრახვა უკვე ყველამ იცოდა, ასე რომ,
ჯობდა თორმეტნიჩბიანი ხომალდი აშკარად მიებათ ნაპირზე. იასონის ბიჭები ხოფებს ნელა

უსვამდნენ და თან ფიქრობდნენ: ალბათ, ყველა ლერწმის უკან კაცი ჰყავთ ჩასაფრებულიო.
თორმეტნიჩბიან, გამარჯვებასა და დროსტარებას შეჩვეულ ხომალდზე ისევ ჩამოწვა შიშისა და
გაურკვევლობის ღრუბელი. ყველანი დონდლო, სლიპინა მუცლის ქვეშ მოიყოლა და
თავფეხიანად გალუმპა. მუმლი და კოღო მომრავლდა. ბაყაყებმაც ხმას აუწიეს. ყურთასმენა აღარ
იყო.
ღამით დაუშრეტელი მდინარის ნაპირები ისევ ბურუსში გაეხვია. ფერფლისფერი, წებოვანი მასა
უხერხემლო ურჩხულივით მოძვრებოდა ტირიფებსა და ძეწნებს შორის და გზადაგზა ყველაფერს
განურჩევლად ნთქავდა. ბურუსი ტანში ატანდა. გემბანზე მიყრილი ბიჭები ერთმანეთს
ეხუტებოდნენ, ვინიცობაა რამე მოხდეს, ახლოს ვიყოთო. ხანდახან ჭოტი დაიკივლებდა, ისე
მოულოდნელად, ისე შემზარავად, ყველას სისხლი ეყინებოდა. მაგრამ რა უნდა ექნათ, ჭოტი
იმის ჭოტია, ღამღამობით თავისი ბოღმა და სატკივარი ქვეყანას შესჩივლოს. თავიანთ ქვეყანაშიც
ზუსტად ასე კიოდნენ ჭოტები, მაგრამ იქ სხვა იყო, იქ მარტო ბავშვს თუ შეაკრთობდა ჭოტის
უეცარი შეკივლება და ქალებს თუ დააწყევლინებდა თავს, სადღაც დამპალ ფუღუროში
გაფუყული ფრინველი.
იასონი ახლაც მარტო იჯდა კიჩოზე, ხელები წვივებზე შემოეხვია და ნიკაპი მუხლებზე ჩამოედო.
"ძაღლი მაინც მყავდესო", - ფიქრობდა იგი. ამოდენა ხომალდი მის ერთგულ ბიჭებს გაევსო და
მაინც მარტოდ გრძნობდა თავს, რადგან აიეტი მარტო მას უპირებდა გამოცდას, ამიტომაც
მხოლოდ მას ელოდა განსაცდელი. თუმცა ასედაც უნდა ყოფილიყო, ბიჭები ხომ მისი
გულისთვის წამოსულიყვნენ ამხელა გზაზე. მაგრამ ახლა ვერაფრით ვერ შეჰგუებოდა იმ აზრს,
მარტო მას რომ ელოდა ხიფათი. ადრეც ბევრჯერ მდგარა სიკვდილ-სიცოცხლის შუა, მაგრამ მისი
ჯიუტი ბუნება არასოდეს არ შეჰგუებია სიკვდილს. იასონს არ შეეძლო დაეჯერებინა, რომ ისიც,
ასეთი მარდი და ღონიერი, ასეთი ზრდილი და მომხიბვლელი, შეიძლებოდა სხვებივით
მომკვდარიყო. სიკვდილზე ფიქრი იმდენად აბნევდა და ასულელებდა, იმდენად ეძნელებოდა
საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა, უმალ და უყოყმანოდ ირწმუნებდა მომხიბვლელ სიყალბეს,
ოღონდ ამაზრზენი ჭეშმარიტებისათვის თვალი მოეხუჭა. სჯეროდა, ღმერთები მისი
გულისთვის რამე გამონაკლისს დაუშვებდნენ, არ მისცემდნენ ამ ქვეყნიდან წასვლის ნებას. ანდა
სად უნდა წასულიყო, აქაც მშვენივრად გრძნობდა თავს. აქ იყო მისი ადგილი და ამიტომაც
იდგამდა წელებზე ფეხს, ნემსის ყუნწში ძვრებოდა, რადგან აქ, ამ ქვეყანაზე უნდოდა ყველაფერი,
რაც სხვას ჰქონდა, ანდა შეიძლებოდა ჰქონოდა. მართალია, დღევანდელის არ იყოს, ბევრჯერ
გაწბილებულა, მაგრამ ყოველთვის ღირსეულად გამომძვრალა იმ არასასიამოვნო შეგრძნებიდან,
რომელსაც გაწბილება ბადებს. ახლაც ამაზე ფიქრობდა, ახლაც თავის დასაღწევ გზებს დაეძებდა
და გული სიბრაზით ევსებოდა, მარტო რომ იყო. აიეტს ამჯერად ზრდილობიანად
გამოეპანღურებინა, მაგრამ შეიძლებოდა უარესადაც დამთავრებულიყო ყველაფერი. ახლა
არჩევანის უფლება მაინც ჰქონდა: ან როგორც მობრძანდა, ისევე წაბრძანებულიყო, ანდა მიეღო
აიეტის გამოწვევა. ესეც მას უნდა გადაეწყვიტა, მხოლოდ და მხოლოდ მას ეხებოდა და იმიტომ.
ბიჭებს რა უჭირდათ, ხეტიალი და დროსტარება არც აქეთობას აკლდათ და არც იქითობას
დაიკლებდნენ. მას კი დროსტარებაზე მეტი უნდოდა და მეტიც მოეთხოვებოდა, საკუთარი
You have read 1 text from Georgian literature.
Next - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
  • Parts
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Total number of words is 3713
    Total number of unique words is 2149
    29.1 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2104
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Total number of words is 3786
    Total number of unique words is 2050
    32.9 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 2036
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Total number of words is 3729
    Total number of unique words is 2068
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    52.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Total number of words is 3798
    Total number of unique words is 2041
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.7 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Total number of words is 3774
    Total number of unique words is 2100
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Total number of words is 3823
    Total number of unique words is 2083
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2026
    33.7 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Total number of words is 3773
    Total number of unique words is 1978
    31.9 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 2031
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2106
    31.0 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Total number of words is 3704
    Total number of unique words is 2027
    30.8 of words are in the 2000 most common words
    45.1 of words are in the 5000 most common words
    51.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 2083
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Total number of words is 3829
    Total number of unique words is 2058
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 1976
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2062
    30.1 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Total number of words is 3775
    Total number of unique words is 1967
    34.5 of words are in the 2000 most common words
    49.1 of words are in the 5000 most common words
    56.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Total number of words is 3868
    Total number of unique words is 1886
    35.4 of words are in the 2000 most common words
    49.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2046
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Total number of words is 3709
    Total number of unique words is 1983
    33.1 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Total number of words is 3866
    Total number of unique words is 2020
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.4 of words are in the 5000 most common words
    54.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2020
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    54.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 2058
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2111
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2042
    30.5 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Total number of words is 3904
    Total number of unique words is 2006
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 1988
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Total number of words is 3889
    Total number of unique words is 1960
    31.7 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Total number of words is 3751
    Total number of unique words is 2127
    27.9 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Total number of words is 3814
    Total number of unique words is 2046
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Total number of words is 3808
    Total number of unique words is 2002
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2068
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.4 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 2023
    31.8 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2094
    29.3 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Total number of words is 3725
    Total number of unique words is 2171
    27.3 of words are in the 2000 most common words
    38.2 of words are in the 5000 most common words
    44.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Total number of words is 3887
    Total number of unique words is 2056
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Total number of words is 1188
    Total number of unique words is 820
    38.4 of words are in the 2000 most common words
    50.8 of words are in the 5000 most common words
    57.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.