Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19

Total number of words is 3868
Total number of unique words is 1886
35.4 of words are in the 2000 most common words
49.3 of words are in the 5000 most common words
57.2 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
- გამარჯობა, ჩიტუნია! - თქვა ნირწამხდარმა კუსამ, უფრო ინოს დასამშვიდებლად, თითქოს
დროულად თუ არ დაუყვავებდა, ინო მართლა ყელში ეცემოდა.
კუსა ასეთ შეხვედრას არ ელოდა. რამდენჯერ გამოუტანია ინოს მისთვის ყურძენი. ეჩვენებოდა
თუ მართლა ასე იყო, ინოს თითქოს უხაროდა კიდეც მისი დანახვა; იდგა ხოლმე
გულხელდაკრეფილი ინო და ღიმილით შემოსცქეროდა, სანამ ხელისგულზე დადებულ მტევანს
კუსა მოუხერხებლად ძიძგნიდა და მის დედა-დებს ელაზღანდარებოდა. ხოლო როცა კუსა
იტყოდა: კარგია თქვენთან ყოფნა, მაგრამ საქმე უკეთესიაო, - ინო საცოდავად დაიღრიჯებოდა,
თითქოს გული წყდებოდა, თითქოს არ უნდოდა, კუსა რომ წასულიყო. კუსა ამასაც ამჩნევდა და
სიამოვნებდა კიდეც, თუმცა ინო არ მოსწონდა, სამაგიეროდ ინოს თანდასწრებით უკეთესად
ხუმრობდა ხოლმე, უფრო მოსწრებულად, როგორც მაყურებლის მხარდაჭერით წახალისებული
მსახიობი. ინო მართლაც მაყურებლის როლში გამოდიოდა ყოველთვის. იდგა და იღიმებოდა, არ
ერეოდა კუსასა და დედა-დების ლაზღანდარობაში.
- გარეთა გაქვს დიდი გული. თუ მართლა ასეთი ვაჟკაცი ხარ, შინ შემოდი - ეუბნებოდნენ კუსას
ინოს ფაშფაშა დები და ერთნაირად, ერთ ხმაზე იცინოდნენ.
- ხე, ხე, - იცინოდა კუსაც, - შინ შემოდი... კარგია, მე და ჩემმა ღმერთმა.

კუსა ამას კი ამბობდა, მაგრამ გულში გრძნობდა, ფაშფაშა დები მართლები იყვნენ, კუსა გარეთ
იყო თამამი, ბევრ ქალთან უფრო ადვილი იყო ლაპარაკი, ვიდრე ერთთან დაწოლა. ერთის
ეშინოდა. ერთთან შეიძლება ვეღარ მორეოდა სურვილს, ფერი წასვლოდა, ან ხმა ჩაწყვეტოდა.
მოკლედ, ისე ვერ მოქცეულიყო, როგორც ამ გამოცდილ ქალებთან იყო საჭირო. ის ერთი, რა თქმა
უნდა, ყველას მოსდებდა კუსას შერცხვენას და მერე აღარ შეეძლებოდა ასე თამამად დგომა ამ
სახლის წინ, საიდანაც მის ფეხის ხმაზე რვა ქალი გამორბოდა, მის სიძლიერესა და
უპირატესობაში დარწმუნებული. მთავარი იყო, არ აჰყოლოდა კუსა ცდუნებას, არ დაეკარგა
უპირატესობა, რომელიც თავშეკავებით მოეპოვებინა. მაგრამ ბოლოს მაინც შეცდა, პატუმ
შეაცდინა. აყლაყუდა პატუმ, ყველაფერს რომ ამადლიდა, ასაკსაც, სიქალწულესაც, ხალსაც კი.
პატუ ჯერჯერობით ერთადერთი ქალი იყო კუსასთვის, მაგრამ კუსამ მაინც იცოდა, მაინც
გრძნობდა, განსაკუთრებული არაფერი ჰქონდა მის მეუღლეს, გარდა ასაკისა და სიმაღლისა.
მართალია, პატუ ხშირად ეუბნებოდა, ჩემს მზეს უნდა იფიცებდე, რადგან შენზე უფროსიცა ვარ
და მაღალიცო, მაგრამ კუსა არც ისეთი სულელი იყო, ბედნიერებისგან თავბრუ დასხმოდა და
მართლა ღვთის წყალობად ჩაეთვალა ორი თავით მაღალი დედაბერი. კუსა პატუს "ღირსებებს"
მამამისის ფულების ხათრით ითმენდა მხოლოდ, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მოითმინა. ახლა
პატუსთან ანგარიშსწორების დრო არ იყო. თვითონაც ნანობდა, მაგრამ სინანული რაღას
უშველიდა. რამე უნდა მოეფიქრებინა, მთლად რომ არ გამასხარავებულიყო ამ უშნო ქალის
წინაშე. უბედურება ის იყო, რომ ეს უშნო ქალი თავგზას უბნევდა კუსას. მსგავსიც არაფერი
განეცადა, პირი უშრებოდა, ფეხი ისე უცახცახებდა, თითქოს მიწა იძროდა, ყანყრატო ექავებოდა,
უნდოდა ისეთ რამეს დაჰპირებოდა, თვითონვე პირი დაეღო გაოცებისაგან. იმ წუთას მართლა
ყველაფერი ემეტებოდა ამ ქალისთვის, ოღონდ ახლოს მიეშვა, ხელი მოეკიდებინა, მუხლამდე
მაინც აეწია კაბა, მკლავი მაინც გაეშიშვლებინა. კიდევ ერთი წუთი რომ გაგრძელებულიყო ასე,
კუსა დაიღუპებოდა, ტომრიანად დაეცემოდა მუხლებზე, მართლა დაჰპირდებოდა ოქროს
ქოშებს, ფარჩის კაბას, სამაჯურსა და საყურეს. "დაბნეულ ფეტვის მარცვლისაააა", - ამოიხრიალა
კუსამ და საკუთარი ხმის გაგონებაზე თავზარი დაეცა. ინოც შეკრთა. ერთი წამით შეუთრთოლდა
გაქვავებული სახე, მაგრამ ეს ერთი წამიც საკმარისი აღმოჩნდა, კუსას თვალი რომ ახილვოდა,
გონება გახსნოდა და დაუოკებელი, დამაკნინებელი ლტოლვა ყველასათვის ადვილად
ხელმისაწვდომი ქალისადმი რისხვითა და სიძულვილით შესცვლოდა. "ხე, ხე" - ჩაიცინა კუსამ.
წეღანდელი მღელვარების ნატამალიც აღარ შერჩენოდა. ის უკვე ჩვეულებრივი კუსა იყო,
ალღოიანი, საზრიანი, საქმიანი. კუსამ ერთ წამში ყველაფერი წარმოიდგინა და ახლა უკვე
წინასწარ ზეიმობდა გამარჯვებას, გამარჯვებას, რომელიც გაცილებით მეტს ნიშნავდა მისთვის,
ვიდრე ერთი გაჩხინკული გოგოს გაშიშვლება და დამორჩილება. "როგორც ირკვევა, ინოც ჩემზე
უფროსი ყოფილაო", - ფიქრობდა კუსა და იღიმებოდა, მშვიდად, არხეინად. ქალი, რომელმაც
წეღან ლამის დააჩოქა, ლამის კაბა და ქოშები გამოსტყუა, მისთვის ახლა იგივე იყო, რაც
გამაძღარი ობობასთვის მკვდარი ბუზი, საიმედოდ გაბლანდული ქსელში და შესაჭმელად
ხვალისათვის გადადებული. კუსა დიდი ხანია იცნობდა ინოს, მაგრამ რატომღაც არასოდეს
მოსვლია აზრად, რომ ინო და ის გოგო, რომელიც ფარნაოზმა მამამისის სატრფიალო ბარათიდან
გამოკვეთა, ერთი და იგივე იყო. კუსამ ერთი კი თქვა: ეს გოგო მგონი მეცნობაო, მაგრამ ბიძამისმა
რომ გაუბიაბრუა, საიდან უნდა გეცნობოდეს, როცა ჩემი მოგონილიაო, თვითონაც აღარ
ჩასციებია, ან რაში აინტერესებდა. ის მაშინ სხვაზე ფიქრობდა, სხვა აინტერესებდა. იმდენი

უკირკიტა ამ საქმეს, სანამ მართლა არ გამოადინა წყალი. აკი ერთი ძაღლის თავი გააყიდინა
კიდეც ფარნაოზს. თვითონვე უთხრა ფარნაოზმა: გავყიდე და ძველი ვალი გადავიხადეო. რა
ვალი ჰქონდა ბიძამისს, არც ის აინტერესებდა კუსას, გული კი დასწყდა, მის წამოწყებულ საქმეში
წილი რომ არ დაუდეს. მერე გოგოს თავიც გაქრა სახელოსნოდან, მაგრამ კუსა მაშინაც გაჩუმდა,
თუმცა ეჭვი ჰქონდა, რომ ის თავიც გაყიდა ბიძამისმა. კუსა კი გაჩუმდა, ნამუსზე აგდებდა
ფარნაოზს, მაგრამ გულში უკვირდა, სწყინდა და ბრაზობდა კიდეც, მადლობასაც რომ არ
ეუბნებოდნენ. წილში გაყვანას ვიღა ჩიოდა, უსამართლობა ხეთქავდა გულზე. უსამართლობას
წონასწორობიდან გამოყავდა კუსა, ხოლო ფარნაოზი ამ უსამართლობის განსახიერებად იქცა
მისთვის. მას მერე, რაც თვალი აეხილა, მიიხედ-მოიხედა და ქვეყანა უკეთესად დაინახა,
ბიძამისს "ალალი ლუკმა" და "პატიოსნება" ეკერა პირზე, თანაც ერთიცა და მეორეც ისე ესმოდა,
როგორც თვითონ უნდოდა, როგორც ხელს აძლევდა. დისშვილისა არაფერი მოსწონდა, თუმცა
იმავე დისშვილის წყალობით ნაშოვნ ფულს უსინდისოდ იჯიბავდა, უდრტვინველად. იჯიბავდა
კი არა, იქით აყვედრიდა, შენ შემაცდინე, შენ გამიყვანე ბაზარშიო. კარგია, მე და ჩემმა ღმერთმა,
დედაბერს აუპატიურებდნენ და თან პირში აფურთხებდნენო, ასე იყო მისი საქმეც, მაგრამ კუსას
უკვე იმდენი უსამართლობა შეხვედროდა პატიოსანი ბიძისაგან, ქვის თავების ამბავი აღარც კი
ახსოვდა. სამსახური რომ დაიწყო, იმის ნაცვლად, წაეხალისებინა ახალგაზრდა კაცი, ხელი
შეეწყო, მხარში ამოსდგომოდა, უსაყვედურა: "გათავდა, ახლა თავშიც რომ ჩაგარტყან,
გაბრაზების უფლება არა გაქვს, რადგან ნაწყალობევ პურსა ჭამო". - უთხრა მაშინ ფარნაოზმა. ასე
კი იმიტომ უთხრა, დისშვილის რომ შეშურდა. აბა, სად ქვების კოდვა, სად მეფის სამსახური.
ფარნაოზს კი ქვების კოდვის მეტი არაფერი შეეძლო, ხოლო რაც თვითონ არ შეეძლო,
სხვებისთვისაც შურდა. შურდა, დიახ, შურდა, უსამართლო იყო, უსამართლო და იმიტომ, ასევე
შეშურდა კუსას სახლიც. ჯერ იყო და ძლივს იკადრა, ძლივს მობრძანდა სანახავად, შურისგან
მილოცვაც დაავიწყდა და მოიღუშა, როგორც იცის ხოლმე. ვერც კუსამ დამალა მაშინ ღვარძლი
და ყველას გასაგონად მიახალა: რა იყო, ბიძაჩემო, რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის, ცეცხლისგან
გავიყარეთ, ნათესაობისგან კი არაო. ის კი უარესად იღუშებოდა და თავისას გაიძახოდა, მტერს
რატომ იმატებო, რა გვჭირდა გასაყოფიო, ჩვენი სიღარიბის ლუკმა ბოლომდე უნდა გაგვეყო,
როგორც გაგვიყვიაო, ტკბილი იყო თუ მწარე, ვერავინ დაგვამადლებდაო. ვერავინ! როგორ არა,
თუ არ გჯერათ, პოპინასა და ქალუკას ჰკითხეთ, ისინი დაუკრავენ კვერს. კუსა კი მაგის ჩიტი არ
გახლავთ, უკეთესად იხედება. ვერავინ კი არა, პირველი თვითონ იმადლებოდა, ლუკმას პირში
უთვლიდა. მერე რა, რომ არ ამბობდა. დანახვა თუ შეგიძლია, თქმა არცაა აუცილებელი. ისეთი
ამბით შემოვიდოდა ხოლმე, ისეთი ამბით შემოიტანდა ოფლის სუნით აყროლებულ პურს,
ვითომ მართლა ქვეყნის ამშენებელი მყავდა. ერთი წუთით რომ დაეგვიანებინათ ქალებს სუფთა
პერანგის მორბენინება, ერთი წუთით რომ დაჰგვიანებოდათ ფეხსაბანი წყლის შემოტანა,
მამასავით, ისეთ ჭექა-ქუხილს ასტეხდა, თითქოს ქვეყანა დაიქცეოდა, ერთი საწყალი
ქვისმთლელი ოფლიან პერანგში თუ დარჩებოდა და ფეხდაუბანელი მიეგდებოდა ტახტზე. არა,
პატივი უყვარდა და იშნოვებდა კიდეც, ღმერთივით მოღუშული იჯდა ხოლმე სამფეხა სკამზე,
სანამ ტაშტითა და თუნგებით გარბი-გამორბოდნენ პოპინა და ქალუკა. დიდი ამბავი, მისი
მოტანილი პური ძაღლსაც არ ეჭმეოდა, ისე იყო დამბალი და გაჟღენთილი კაცის ოფლით, ის კი
გაბღენძილი იჯდა და უსიტყვოდ მოითხოვდა პატივისცემას, ყურადღებას, მადლობას.
კუსასგანაც, რა თქმა უნდა, კუსასგანაც, რადგან კუსასაც მოუტეხავდნენ ხოლმე ოფლიან პურს,

ქვის მტვერი რომ ჩაკვდომოდა და კბილებში კნაწაკნუწი გაჰქონდა. კუსას ეს პური კი არ
ზრდიდა, აჩიავებდა, აუძლურებდა, რადგან სიძულვილით ჭამდა, ღვარძლით, ძალის-ძალათი;
რადგან, სანამ ჭამდა, ბიძა გაღიმებული შემოსცქეროდა, მადლობის მოლოდინში. კუსა ხომ
უპატრონო იყო, შემთხვევით გაჩენილი, გაუთვალისწინებელი, და აი, მშვენიერი მიზეზი
ჰქონდა, მადლობა ეთქვა, ხელები დაეკოცნა ასევე შემთხვევითი, გაუთვალისწინებელი, მაგრამ
მისდა საბედნიეროდ, კეთილშობილი, პატიოსანი და გულუხვი მფარველისათვის,
მზამზარეულად რომ დაეხვედრებინათ მისთვის ღმერთებს, მთლად არ გაეწირათ. მართლაც, რა
დაშავდებოდა, კუსას მადლობა რომ ეთქვა. რა მოხდა, ფარნაოზი უცხო ხომ არ იყო, ბიძა იყო,
დედის ძმა. ევალებოდა კიდეც, მფარველობა გაეწია დისშვილისთვის. მაგრამ მართლა ასე იყო?
მართლა არაფერი მოხდებოდა? მოხდებოდა, როგორ არ მოხდებოდა. ჯერ ერთი, მადლობის თქმა
ბედთან შეგუებას ნიშნავდა, შემთხვევითობისა და გაუთვალისწინებლობის აღიარებას, მეორეც
ერთი... მეორეც ერთი და მესამეც ერთი და მეასეც ერთი, კუსა არასოდეს შეეგუებოდა ამას. ის
არავისზე ნაკლებად არ თვლიდა თავს და არც არავისზე ნაკლები ეკუთვნოდა რამე ამ ქვეყანაზე.
აკი დაამტკიცა კიდეც. უპირველეს ყოვლისა კი თავისიანებს დაუმტკიცა, სულელ ქალებსა და
ქვისკოდია ფარნაოზს. მართალია, ფარნაოზს არც სამსახური მოსწონდა მისი და არც სახლი,
მაგრამ ათი სიცოცხლე რომ ეცოცხლა, ვერც ერთს ეღირსებოდა და ვერც მეორეს, თავისი
უმაქნისობის და, რაც მთავარია, თავისი პატიოსნების წყალობით. რა თავში იხლიდა კუსა ასეთ
პატიოსნებას, არც ტანსაცმლად გამოადგებოდა და არც საჭმლად. ამგვარ პატიოსნებას
ბოროტების მოტანა შეეძლო მხოლოდ, გაღიზიანება, ტკბილი ლუკმის ჩამწარება და უაზრო,
უსაფუძვლო მტკიცება იმისა, რის საწინააღმდეგოსაც თვითონ ცხოვრება ადასტურებდა. კუსა
უკვე კაცი იყო, მთელი ქალაქი იცნობდა, იცნობდა კი არა, შიშით ელეთ-მელეთი მოსდიოდათ მის
დანახვაზე; ვინ გაუბედავდა ლუკმის დამადლებას? ვერავინ! ახლა მართლა ვერავინ. ვერც
ბიძამისი, პატიოსნებაზე რომ დებდა თავს, ხალხში რომ არ ერეოდა, მთელი დღე ქვას
უკაკუნებდა და სახედრის საოფლესავით ბოლავდა. "ვერ მოგართვი, ბიძაჩემო, ვერა!" - გულზე
სკდებოდა კუსა, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, სადღაც, სულის ჩაუღწეველ სიღრმეში მაინც
შეშფოთებით გრძნობდა, ბიძამისი სხვა იყო, სხვანაირი, რაღაცით ყველასგან გამორჩეული და
სწორედ იმ რაღაცით აცოფებდა კუსასაც.
ფარნაოზმა ცოლიც დაუწუნა, თვითონ არ ჰყავდა და იმიტომ. ასე იფიქრა პირველად კუსამ, როცა
ფარნაოზი ჩვეულებისამებრ მოიღუშა და მოჰყვა ქადაგებას: ჯერ ახალგაზრდა ხარო, ფულის
გულისთვის ან თავს რატომ იღუპავ, ან იმ დედისხელა ქალს რატომ აპამპულებო. მაგრამ კუსას
ფეხებზე ეკიდა ბიძის ქადაგება, პირიქით, უარესად განუმტკიცდა რწმენა, რომ მისი არჩევანი და
გადაწყვეტილება სწორი იყო. აბა, მეძავი შეერთო, მეძავის თავი ეჩორკნა ქვებისაგან? ეს უფრო
პატიოსნება იქნებოდა, ვიდრე დარბაისელი ქალის შერთვა? კი ბატონო, თუ ესაა პატიოსნება,
კუსა თვალს დახუჭავს, გვერდზე გადგება, არაფერში ჩაერევა და შეირთოს ფარნაოზმა ინო. არა,
გვერდზე გადგება კი არა, თავს არ დაზოგავს, არ მოისვენებს, პურს არ შეჭამს, სანამ ამ საქმეს თავს
არ მოაბამს. ახლავე მოსინჯავს. ახლავე გაარკვევს, რა აზრისაა ინო ბიძამისზე და მერე საქმესაც
შეუდგება. სამუდამოდ ამოვა ბიძამისის ვალებიდან, სიკეთეს სიკეთით გადაუხდის, ხე, ხე,
რითია ცუდი წყვილი, ქვისმთლელი და მეძავი, სახელგანთქმული მეომრის ვაჟი და
სახელგანთქმული მეძავის ქალიშვილი, რომელიც მალე დედასავით გაითქვამს სახელს, ცოტა

თუ გასუქდება, ანდა კაბაში ზოგიერთ ადგილას ჭინჭებს მაინც ჩაიტენის. მერე კი დავსხდეთ და
ვილაპარაკოთ პატიოსნებაზე.
ასე, ანდა დაახლოებით ასე ფიქრობდა ინოს ოთახში სვეტივით აღმართული კუსა და გულში
კროჭინობდა, სიამოვნებისაგან თვალები უბრწყინავდა. არც ერთ დედაკაცს არ შეეძლო მსგავსი
სიამოვნების მინიჭება მისთვის. ინოსაც შეემჩნია კუსას უეცარი გარდაქმნა და ახლა
გაკვირვებული შემოსცქეროდა, ვერ გაეგო, რატომ უღიმოდა ასე, დასცინოდა თუ აყვედრიდა,
ექადნებოდა თუ ლაპარაკის ღირსადაც აღარ თვლიდა. ინო წუხდა, მოუსვენრად წრიალებდა
ტახტზე და თვალებით ევედრებოდა, ეთქვა რამე, ოღონდ ხმა ამოეღო და თუნდაც გაელანძღა,
გაეთათხა, დაემცირებინა, რადგან, ინოს აზრით, კუსას საამისო უფლება ჰქონდა. ის ხომ
ფარნაოზის დისშვილი იყო; ან როგორ იფიქრა, კუსა მასთან დასაწოლად რომ შემოვიდოდა აქ,
ერთი წუთით როგორ დაუშვა, კუსა რომ ამას იკადრებდა. არა, კუსა ბიძამისის შურის საძიებლად
იყო მოსული და თუ მაინც ზოგავდა, მაინც არაფერს ეუბნებოდა, იმიტომ, რომ ეცოდებოდა, ანდა
მღელვარებისაგან ვეღარ მოენახა ის სიტყვა, რომელსაც ინო იმსახურებდა და რომელიც ინოს
ბაღლინჯოსავით მიაჭყლეტდა ტახტზე. "თქვი, ღირსი ვარო" - უნდოდა ეყვირა ინოს, მაგრამ
მონუსხულივით ისევ ისე იჯდა და თვალს არ აშორებდა მხარზე ტომარაგადაკიდებულ
მსაჯულს. კუსა კი სხვას ფიქრობდა, სხვაგან ფრენდა მისი მოზეიმე გონება. "დაკარგე კაბა და
ქოშები, ჩიტუნია, - კროჭინობდა გუნებაში, - ასეა, კუსა სხვა კაკალია, მაგრამ არა უშავს,
სამაგიეროდ ისეთ ქმარს შეგრთავ, თავზე საყრელად გექნება, რაც არასდროს გღირსებია:
პატიოსნება და ოფლით აყროლებული პურიო".
- ფარნაოზმა მოგიკითხა, - თქვა კუსამ ხმამაღლა.
კუსა ერთადერთი კაცი იყო, რომლისგანაც ინოს ფარნაოზის ამბის გაგება შეეძლო. მისი ყოველი
გამოჩენა აფრთხობდა და ახარებდა კიდეც, რადგან მისი ფარული რწმენით, კუსა ტყუილად არ
მოდიოდა, რაღაცას აუწყებდა, მაგრამ ვერ გაერკვია, ავსა თუ კარგს. უფრო ავის მოლოდინი
ჰქონდა და, თუმცა, გაურკვევლობა უარესად უწეწავდა სულს, მაინც მადლიერი იყო კუსასი,
ამდენ ხანს რომ იკავებდა თავს, ამდენ ხანს რომ ზოგავდა, რადგან ადგილზე მოკვდებოდა,
ფარნაოზის ცუდი ამბავი რომ გაეგო. კუსა კი მოდიოდა და მიდიოდა, წელიწადის დროსავით,
წელიწადის მეხუთე დროსავით, და სანამ მისი სტუმრობა გრძელდებოდა, ყველაფერი
იყინებოდა ირგვლივ. არა, ყველაფერი ქრებოდა, მხარზე ტომარაგადაკიდებული კუსას გარდა,
რომელსაც თავისუფალ ხელისგულზე ინოს გული ედო და დაუნდობლად, უშნოდ ძიძგნიდა,
როგორც ყურძნის მტევანს.
კუსას ნათქვამმა ინოს თავზარი დასცა, არც გაჰკვირვებია, არც გახარებია, უბრალოდ გააოგნა,
ვერც კი მოასწრო კარგად ჩასწვდომოდა ნათქვამის აზრს, ვერც კუსა და ფარნაოზი დაუკავშირა
უცებ ერთმანეთს, ყრუ, ტლანქი დარტყმა იგრძნო კეფაში და მისმა მომლოდინე არსებამ
ტკივილი ნეტარებად აღიქვა. ინოს ისევ გაუქვავდა სახე, ჭერს მიაშტერდა, თითქოს გახსენებას
ცდილობდა, იცნობდა თუ არა ვინმე ფარნაოზს, მაგრამ მალევე გამოერკვა, ტახტიდან წამოხტა და
ისე მოულოდნელად გავიდა ოთახიდან, კუსას ღიმილი სახეზე შეეყინა.

კუსას არაფერი აღარ ესაქმებოდა ამ ოთახში, რაც გაიგო, ჯერჯერობით ესეც კმაროდა, მაგრამ
მაინც გაბრაზდა, ინომ ასე უბოდიშოდ რომ მიატოვა. - "რა უფლების ძალითო?" - ღვარძლიანად
გაიფიქრა კუსამ, მაგრამ ახლა აყალმაყალისთვის არ ეცალა, უცაბედად წამოწყებულ საქმეს
მიხედვა სჭირდებოდა. საქმეში ეს გაბრაზებაც გამოადგებოდა, უკეთესად აწონ-დაწონიდა
ყველაფერს, საფიქრალი კი ბევრი ჰქონდა, ბევრი რამე იყო გასარკვევი, ძაფის უბრალო
ნაკუწამდე, ფსკერამდე. მან ჯერ ერთი რამე იცოდა მხოლოდ: ინო და ფარნაოზი ერთმანეთს
იცნობდნენ. ინო იყო სწორედ ის გოგო, ფარნაოზმა რომ გამოაქანდაკა, მერე კუსას უჩუმრად
გაყიდა, ფული კი მთლიანად ჩაიჯიბა, თუმცა სამართლიანობა თუ არსებობდა, თუ ყველაფერი
ბიძამისის არშინით არ იზომებოდა, მაშინ კუსასაც ეკუთვნოდა წილი იმ ფულიდან. მაგრამ ჯერ
ამის დრო არ იყო, არც კუსა დაწვრილმანდებოდა ასე. სხვანაირად დაამტკიცებდა თავის
სიმართლეს. ახლა ის იყო დასადგენი: უყვარდა თუ სძულდა ინოს ფარნაოზი. ამის დადგენასაც
დრო უნდოდა, სიფრთხილე, ჭკუა, ეშმაკობა, რადგან ქალთან ჰქონდა საქმე, ხოლო ქალის
სიყვარულიცა და სიძულვილიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს. საყვარელი და საძულველი სახელის
ხსენებას ერთნაირად შეეძლო წამოეგდო ქალი ისევე, როგორც ინო წამოაგდო წეღან. ერთს კი
გრძნობდა, მტკივნეულად გრძნობდა, მუწუკივით, ხორცში ჩამკვდარ ხიწვივით: უყვარდა თუ
სძულდა ინოს ფარნაოზი, მაინც მასზე მაღლა იდგა კაცი, რომლის დამცირებაცა და დამხობაც
გაუნელებელ ოცნებად გადაქცეოდა. კუსა ინოსთვისაც არაფერი არ იყო, მუშტარიც კი. ხოლო
ფარნაოზის ხსენებამ გიჟივით წამოაგდო, ყველაფერი დაავიწყა, მოვალეობაც, თითქოს კუსას
მკვდარი გომბეშო დაენახვებინა მისთვის. "კეთილი და პატიოსანი, კეთილი და პატიოსანი,
კეთილი და პატიოსანიო", - მოჟღრიალებდა კუსა ქუჩაში და ერთი სული ჰქონდა, როდის
იხილავდა ფარნაოზს. საინტერესოა, ახლა რაღას იტყოდა ბიძამისი, ახლაც ხომ ვერ მოუკიბავდა:
საიდან უნდა იცნობდე ამ გოგოს, როცა ჩემი მოგონილიაო. ნეტავ ასე ეთქვა, კუსასაც ეს უნდოდა,
მაშინვე მიუმღერებდა: ტყუი, ტყუი, ბიძუნიაო. მერე კი... მერე კი საქმე აჩვენებდა, როგორ
მოქცეულიყო და რა ეთქვა.
კუსამ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, უკვე დიდი წვლილი რომ მიუძღოდა ინოსა და
ფარნაოზის ცხოვრებაში, იმის შეკოწიწებას რომ აპირებდა, რაც თვითონვე დაემსხვრია. კუსას
ჩხავილმა გამოდენა ინო და ფარნაოზი დარიაჩანგის ბაღიდან და ჭეშმარიტად იმ დღეს
გაითიშნენ, როცა შუბუმ კუსას დაბადება აუწყათ. რაც მერე მოხდა, საბრალო და სასაცილო
გაბრძოლება იყო მხოლოდ. ეს არც ინომ და ფარნაოზმა იცოდნენ. არავინ იცოდა, ბედისწერის
გარდა, კუსა ბედისწერასავით გარდაუვალი იყო.
ფარნაოზი კი სასჯელს იხდიდა: ქვებს კოდავდა. დაჰკრავდა თუ არა ჩაქუჩს ქვის ხორკლიან
ზედაპირს, აყაყანებული ქალაქი სადღაც ქრებოდა. რჩებოდა მხოლოდ ქვა, ნაცრისფერი,
უკაცური კუნძული და თვითონ. თვითონაც ქვის ფერი მიეღო, ქვის მტვერი ედგა თავზე და
ჩაქუჩის ხმით იგერიებდა ფიქრებს, ქვის პატარა კუნძულიდან ჩამოთრევას რომ უპირებდნენ,
ცხოვრების ზღვაში ჩაყურყუმალავებას. ცხოვრებას არც ამ პატარა კუნძულის დათმობა უნდოდა,
ოთხივე მხრიდან შემოსდგომოდა და უტყლაშუნებდა ტალახისფერ ტალღებს. "გამანებე თავი.
ხომ ხედავ, მარტო ვარ, - ამბობდა თავისთვის ფარნაოზი, - თუ ჩხუბი გინდა, ერთი კაცი მომეცი,
მხოლოდ ერთი კაცი და მერე ვილაპარაკოთ". ფარნაოზს ცხოვრების კი არ ეშინოდა, არამედ
დამარცხების რცხვენოდა. მას უკვე ეწვნია მისი გემო და ერთხელ თუ შეძლო, დარწმუნებული არ

იყო, მეორეჯერაც რომ შეძლებდა მტკიცედ, აუღელვებლად ჩაევლო ახარხარებული ხალხის წინ.
დამარცხებაზე ფიქრს წონასწორობიდან გამოჰყავდა. ისეთი გაშმაგებით დაუშენდა ხოლმე
ჩაქუჩს ქვის ხორკლიან ზედაპირს, თითქოს ამ ერთადერთი თავშესაფრის დაქუცმაცებას
ცდილობსო. მაგრამ ქვა მაგარი იყო, ხოლო კაცის სიმარტოვე უფრო აქვავებდა, აპირქუშებდა.
ფარნაოზმა უკვე იცოდა, რაც მომხდარიყო; ისიც იცოდა, მისი დანაშაული სხვათა დანაშაულის
გამონაყარი იყო, გაგრძელება, თვითონ კი - დანაშაულებათა უკვე ღრმად ფესვგადგმული,
ტანდამსხვილებული და დატოტვილი ხის ნაწილი, სულაც კენწერო, და პირველად მას
დაეძგერებოდა ხოლმე ქარიცა და წვიმაც. ფარნაოზი ცას შესცქეროდა. როგორც არ უნდა
გადაეზნიქა ქარს, როგორც არ უნდა დასწოლოდა კისერზე წვიმა, იმდენს მაინც ახერხებდა,
ცისთვის თვალი არ მოეშორებინა. ძირს ჩამოხედვისა კი ეშინოდა, ეშინოდა - დაენახა ტოტი,
რომელსაც აგრძელებდა, ამთავრებდა, რადგან ის ტოტი მამამისი იყო, უხეირო, ოდესღაც
სახელგანთქმული მეომარი, მტრის რისხვა და პატრონის იმედი. ის ახლა გაშოტილი იწვა და
ქარგავდა, ასე იგერიებდა მტრად გადაკიდებულ სიმართლეს. უხეირო სიმართლეს ებრძოდა,
რადგან სიმართლე მეგობრის გვამის წართმევას უპირებდა; უხეირო კი თავცოცხალი ვერ
დაუთმობდა, ვერ შეელეოდა, რადგან ეს გვამი ადასტურებდა მხოლოდ, ოდესღაც ისიც
ნამდვილად რომ არსებობდა, ცხოვრობდა, დადიოდა, კაცი ერქვა. ამიტომაც დამალა უხეირომ
იგი აფრისხელა ტილოს ქვეშ, ამიტომაც გაიმკაცრა სახე, ამიტომაც განუდგა ცხოვრებას. არავის არ
ჰქონდა უფლება, გადაექექა ძონძები, ძვირფასი გვამისთვის წაფარებული; ის იმის მადლიერიც
იყო, გვამი რომ შერჩა, ღამით მაინც რომ შეეძლო, ჩაეყმუვლა იმ გვამისთვის თავისი დარდი და
უმწეობა. ფარნაოზი დარწმუნებული იყო, მამამისიც ხვდებოდა უკვე, როგორ გაეპამპულებინა
ბედისწერას, სახელოვანი მეომარი ტუტუც ბავშვად გაეხადა, რომელსაც ერთმა ძიამ მეორე ძიას
ვენახი დააგლეჯინა, გასამრჯელოდ კი პანღური ამოარტყა, თანაც ისე ამოარტყა, წელში ვეღარ
გამართულიყო, რადგან იმ ძიას ის ტუტუცი ბავშვი ხუთი წუთით სჭირდებოდა, როგორც
საღერღელაშლილ ჯარისკაცს მეძავი, იძულებული რომაა, ერთი-ორი ტკბილი სიტყვაც უთხრას,
სანამ დასანახად შესძულდება. როცა ფარნაოზი ასე ფიქრობდა, სიბრაზე წაეკიდებოდა ხოლმე
გულზე, უნდოდა ჩაქუჩი გადაეგდო, მთელი სიმაღლით წამომდგარიყო ქვის კუნძულზე და
დაეყვირა: შენ მამაჩემის გაბითურებაც გეყოფაო, მაგრამ მამის შეწუხებული სახე რომ
წარმოუდგებოდა, პირზე მომდგარ სათქმელს ძალით ყლაპავდა, როგორც, დიასახლისის
ხათრით, მორიდებული სტუმარი ყლაპავს უგემური კერძის დაუღეჭავ ლუკმას. "ერთი კაცი
მომეცი, ერთი კაცი მომეციო", - უაზროდ და უთავბოლოდ იმეორებდა თავისთვის ქვასთან
დაბრუნებული ფარნაოზი. ფარნაოზი მართლა ოცნებობდა მეორე კაცზე, რომლის არც
დაბეზღების შიში ექნებოდა და არც დაცინვისა. ეს მეორე კაცი ჯერჯერობით მარტო ოცნებაში
არსებობდა. ოცნება კი სინამდვილისაგან ისევე განსხვავდებოდა, როგორც სალამური
ლერწმისაგან. ლერწამს მოჭრა უნდოდა, გამოთლა, გამოწვა, ნასვრეტების ამოღრუტვნა და კიდევ
საკითხავი იყო, დაუკრავდა თუ არა. კუსამ არ გაუმართლა. ის მღვრიე წყალში თავისი თევზის
დაჭერას ცდილობდა და სხვა ყველაფერი ფეხებზე ეკიდა. ამიტომაც ის უცხოზეც საშიში იყო. არც
მამასთან საუბრებს მოსდევდა რამე შედეგი. უხეირო ფარნაოზის გულისტკივილს ბრალდებად
იღებდა, თავს იმართლებდა, ახლოს არ უშვებდა და წვერგაჩეჩილი, თვალებგადმოკარკლული
იგერიებდა შვილს, როგორც სიმართლის, მისი ყველაზე დიდი მტრის, მოციქულს.

- ასე იმიტომ ლაპარაკობ, შუბი რომ არ გჭერია ხელში! - ყვიროდა წვერგაჩეჩილი და
თვალებგადმოკარკლული უხეირო.
- მამაჩემო! - ყვიროდა ფარნაოზიც, როგორმე რომ დაეჩრდილა მამის ხმა. - მამაჩემო! ასე იმიტომ
ლაპარაკობ, არაფერი რომ აღარ შეგიძლია.
ფარნაოზს ეჭვი არ ეპარებოდა, მამამისი ფეხზე რომ ყოფილიყო, პირველი ის აიღებდა იარაღს და
მასაც ასწავლიდა, როგორ მოეხმარა იგი. მან ხომ მართლა არ იცოდა იარაღის ხმარება, არავის
უსწავლებია, არცა სჭერია ხელში. უხეიროს შუბები მისთვის შორეული წარსულის დაშლილი
ღობის სარები იყო, სევდისა და ყოვლად გაურკვეველი სიამაყის აღმძვრელი, მთელი ბავშვობა,
როგორც აკრძალულ ხილს, შორიდან რომ შესცქეროდა, რადგან უხეიროს შიშით ვერავინ
მიაკარებდა იმათ თითს, პოპინას გარდა. მარეხის სიკვდილის მერე, მხოლოდ პოპინას ჰქონდა
უფლება, გაეხეხა და გაეპრიალებინა მამისეული შუბები. ფარნაოზმა იმდენ ხანს უყურა ამ
შუბებს, სანამ მათი მნიშვნელობა არ დაავიწყდა. დაავიწყდა, რადგან მამამისსაც ასე უნდოდა;
რადგან მამამისმა ყველაზე კარგად იცოდა, რა ცოდვა-ტირილის დატრიალება შეეძლოთ ამ
გალურსულსა და გაპრიალებულ ჯოხებს, როგორც კი ვინმე აიღებდა ხელში.
- შენ ხომ გეშინია შენივე შუბებისა?! - ყვიროდა ფარნაოზი.
და უხეიროს მართლა ეშინოდა ამ პირბასრი, ამაყად მოპრიალე და დროებით, მხოლოდ
დროებით გაქვავებული გველებისა. ეშინოდა იმიტომ, რომ დაშორდა, შორიდან დაინახა ისინი.
სანამ ხელში ეჭირა, ვერ ამჩნევდა, მათი გაუმაძღარი პირები ყოველთვის სხვისკენ იყვნენ
მიმართული, მაგრამ, როგორც კი დაშორდნენ ერთმანეთს, მაშინვე გაიგო, თუ რანი იყვნენ ისინი,
რისთვის იყვნენ მოგონილნი და გაჭედილნი. შეეშინდა და დადუმდა. ხოლო მისი დუმილი
სხვებსაც შიშს უნერგავდა; ფარნაოზსაც, უპირველეს ყოვლისა ფარნაოზს, რადგან მან ამ შუბების
ხმარებაც არ იცოდა; ხელში რომ აეღო, შეიძლება თავი დაეშავებინა, თვალი გამოეთხარა, ანდა
ყანყრატოთი დაგებოდა ზედ. უხეირო რომ ფეხზე ყოფილიყო, მაშინ სხვა იქნებოდა, მაშინ
ფარნაოზიც მეომარი იქნებოდა, შუბებსაც თავიდანვე შეეჩვეოდა, სხვა თუ არაფერი, ყოველდღე
მაინც ჩამოართმევდა შინ მობრუნებულ მამას.
- შენი ბრალია, მე თუ იარაღის ხმარება არ ვიცი! - ამბობდა ფარნაოზი, ახლა უკვე მშვიდად,
თუმცა ჯერ ისევ ბრაზობდა.
ფარნაოზი მართალი იყო და ამიტომაც ბრაზობდა. ხანდახან იმასაც ფიქრობდა, მამამისი განგებ
რომ მოიქცა ასე, რათა მას, ფარნაოზს, უხეიროს სისხლსა და ხორცს, არ ჰქონდა მამის შეცდომის
გამოსწორების საშუალება.
- განა ასე ჯობია? განა შენ კი გინდოდა, შენი შვილები... თქვი, აღიარე, რომ შეცდი! - ევედრებოდა
სახელგანთქმულ მამას ფარნაოზი.
მამა-შვილის გაუთავებელი კამათი ვერხვის ფოთოლივით ათრთოლებდა პოპინას. სიტყვები კი
ესმოდა, მაგრამ აზრი ვერ გამოჰქონდა სიტყვებიდან. ყველაზე უფრო იმისი ეშინოდა, კუსა არ
შემოსწრებოდათ. გუმანით გრძნობდა, მისი მამა და ძმა მისი შვილის საწინააღმდეგო საქმეზე
მსჯელობდნენ, არა, კი არ მსჯელობდნენ, უთავბოლოდ ყვიროდნენ და ეს ყვირილი უჩენდა

სწორედ პოპინას ამგვარ გრძნობას. ეს ყვირილი კუსას არ უნდა გაეგო, კუსას ყურამდე არ უნდა
მიეღწია, თორემ... პოპინამ ამდენი აღარ იცოდა და კარს უკან ატუზული ხელებს იმტვრევდა. თან
ქუჩისკენ ჰქონდა ყური. ის უკვე შეგუებოდა თავის ბედსა და მოვალეობას, სურვილი და ოცნება
დიდი ხნის წინათ გამოეგავა გულიდან და ახლა ერთი სანატრელიღა ჰქონდა: არაფერი
მომხდარიყო, სულ ასე ყოფილიყვნენ, როგორც იყვნენ. მას სამი მამაკაცის მოვლა-პატრონობა
ევალებოდა და სამივე მამაკაცი მისთვის თანაბრად ახლობელი და ძვირფასი იყო, იმდენად
ძვირფასი, ყოველ დილა-საღამოს ღმერთებს მადლობას სწირავდა, მაინცდამაინც ამ სამი
მამაკაცის მოვლა-პატრონობა რომ დაევალებინათ მისთვის. პოპინას ფიქრი და საზრუნავი
სახლის კედლებს არ სცილდებოდა და წელებზე ფეხს იდგამდა, რათა ამ სახლში ყველას
ერთმანეთი ჰყვარებოდა, ყველა მშვიდი და ლმობიერი ყოფილიყო დანარჩენების მიმართ,
რადგან, მისი აზრით, მხოლოდ სიმშვიდე, ლმობიერება და ბედთან შეგუება დაიფარავდათ
უფრო დიდი უბედურებისაგან, რომელიც უნდა მომხდარიყო, აუცილებლად უნდა მომხდარიყო,
და მოხდებოდა კიდეც, თუკი დროულად არ მოეგებოდნენ გონს, არ გაანებებდნენ თავს ამ
გაუთავებელ ჩხუბსა და ყვირილს. პოპინა ამას გუმანით გრძნობდა, ქალის უტყუარი გუმანით,
და მაშინვე ასტეხდა ხოლმე განგაშს, როგორც კი მამა-შვილი ხმას აუწევდნენ. მაგრამ ვინ აქცევდა
ყურადღებას მის შიშსა და წინათგრძნობას. ანდა (ასე კი ხშირად ფიქრობდა ხოლმე) კაცები
იმისთვის იყვნენ გაჩენილნი, უბედურებას რომ გადაჰყროდნენ, უბედურება რომ დაეტეხათ
სხვებისთვისაც. ეს შიში პოპინას სიყმაწვილიდან დასჩემდა, იმ დღის მერე, როცა ფილამონემ
სამღებროში მიიმწყვდია და გააუპატიურა. პოპინამ ვერც მაშინ გაიგო და ახლაც არ ესმოდა,
რატომ მოექცა ფილამონე ასე. ამ მართლაც უცნაურ საქციელს არავითარი ახსნა არ ჰქონდა, გარდა
იმისა, რომ ფილამონეც კაცი იყო და უბედურება მოჰქონდა. პოპინას ყველაფერზე მეტად
უბედურებისა ეშინოდა და ამიტომაც გაუჩნდა ყველაფრისადმი მორჩილების გრძნობა. ეს
გრძნობა ასულდგმულებდა და აბედვინებდა კიდეც, ყოველ დილით ფეხი გადმოედგა
საწოლიდან. მან უკვე იცოდა, პატარა, უმნიშვნელო არსება იყო, ცხოვრების დანამატი, რომელსაც
არ შეიძლებოდა საკუთარი ფიქრი და ოცნება ჰქონოდა, რადგან სხვათა ფიქრსა და ოცნებას უნდა
შესწირვოდა. ყველას შეეძლო გაეთელა იგი, ფიქრი თუ გაიტყუებდა, ოცნებას თუ აჰყვებოდა,
რამეს თუ ინატრებდა, თუნდა სხვათა უჩუმრად, თავისთვის, გულის სიღრმეში. გათელვა კი
მტკივნეულიც იყო და ამაზრზენიც, მან ეს უკვე კარგად იცოდა და ცდილობდა, არაფერზე არ
ეფიქრა, არაფერზე არ ეოცნება, არაფერი არ ენატრა, გარდა ამ სამი მამაკაცის სიმშვიდისა,
ჯანმრთელობისა და ბედნიერებისა. პოპინას მამაკაცებში ჩაბუდებული ძალის ეშინოდა,
რომელიც სხვათა მორჩილებას მოითხოვდა და არა სიყვარულს. სიყვარული აბრაზებდათ,
აღიზიანებდათ და თავგზას უბნევდათ. მართალია, სამივე მამაკაცი მისი ახლობელი, მისი
სისხლი და ხორცი იყო, მაგრამ პოპინას მაინც ეშინოდა მათი და ალბათ, არც გაუკვირდებოდა,
რომელიმე მათგანი ისევე მოქცეოდა, როგორც ფილამონე მოექცა ერთხელ. საბედნიეროდ, ამის
მსგავსი არაფერი მომხდარა ჯერჯერობით, მაგრამ ეს სრულებითაც არ კმაროდა პოპინას რწმენის
შესაცვლელად.
ტომრის ჟღრიალს რომ გაიგებდა, პოპინა მაშინვე უხეიროს ოთახში შევარდებოდა, კუსა მოდისო,
მიაძახებდა ყვირილისაგან სახეალეწილ მამასა და ძმას და უკანვე გამორბოდა, რათა ახლა შვილს
მიჰგებებოდა.

კუსა ყოველთვის გაღიმებული შემოდიოდა, მიიხედ-მოიხედავდა, თითქოს სხვაც უნდა
დახვედროდა ვინმე. ის სხვა მამა-შვილის საუბარი იყო, მოულოდნელად შეწყვეტილი,
დაფეთებული რომ დაეძებდა ოთახიდან გასასვლელს და უარესად ხმაურობდა. გაღიმებული
კუსა დედას გამოხედავდა. კართან ატუზული და გულხელდაკრეფილი პოპინა თავს უაზროდ
აიქნევდა ხოლმე, თითქოს თვალზე ჩამოშლილი თმის გადაგდებას ცდილობდა. კუსა კი
იღიმებოდა, იღიმებოდა, იღიმებოდა და სიამოვნებისგან კაკანებდა, მისი მოულოდნელი
სტუმრობით დაბნეული მამა-შვილი ერთმანეთს რომ შეჰყურებდა. "კარგია, ასე უნდაო", ზეიმობდა კუსა გუნებაში. ყველას და მათ შორის მის პაპა-ბიძას ერთხელ და სამუდამოდ უნდა
ჩაენერგა გონებაში, რომ ის ფილამონეს ნაბიჭვარი კი არა, მეფის მოხელე იყო და უფრო მეტი
მოეკითხებოდა, ვიდრე სხვებს ეგონათ.
კუსა ახლაც გაღიმებული შემოვიდა, გადატანილი მღელვარების ნასახიც არ შერჩენოდა.
- რა პირკატა გეცემათ ხოლმე? გამარჯობათ! - თქვა კუსამ და ტომარა ფეხებთან დაიდო.
უხეირო საქარგავს მიუბრუნდა, კუსა ფარნაოზს შეატოვა. ფარნაოზმაც სხვა ვერაფერი მოიგონა,
დისშვილი მოიკითხა.
- მააადლობთ! - გააგრძელა კუსამ.
ცოტა ხნის მერე კი დაუმატა, არც ისე ცუდად ვარ, როგორც თქვენ გინდათ და არც ისე კარგად,
როგორც მე ვინატრებდიო.
- შენი ცუდი აქ არავის გაუხარდება, - რატომღაც მკაცრად, უხეშად უპასუხა ფარნაოზმა და
ოთახიდან გავიდა.
კუსამ უხეიროს შეხედა. უხეირო ქარგავდა, სახე დამშვიდებოდა, რადგან უკვე შეეღწია თავის
ქვეყანაში და ამ ქვეყნისა აღარაფერი ესმოდა. კუსამ მხრები აიჩეჩა და ტომარას დასწვდა.
კუსა ფარნაოზს ქუჩაში დაეწია, გვერდში ამოუდგა და თითქოს დიდი ხნის დაწყებულ საუბარს
აგრძელებდა, უთხრა: ტყუილად მებუტები, იქ თუ დავდივარ, ისევ შენი გულისთვის. ვინ იცის,
რას არ ეუბნებიან პატუს, მაგრამ რა ვუყო, ილაპარაკონ. მე რაც მევალება, იმას ვაკეთებო.
ფარნაოზმა გაკვირვებულმა შეხედა, მაგრამ მაინც არ გაჩერებულა, პირიქით, უფრო აუჩქარა
ფეხს, თითქოს საფრთხე იგრძნო და ცდილობდა, დროულად გასცლოდა აქაურობას. ფარნაოზმა
მართლა იგრძნო რაღაც საფრთხის მაგვარი, არასასიამოვნო, შემაწუხებელი, და უნებურად
დაიძაბა. მღელვარება გულსაც გადაედო და ბუდიდან ამოხტომას ცდილობდა, თითქოს გველი
დაენახა, მისკენ გამოცოცებული. კუსა ისევ წამოეწია და მხარზე ხელი დაადო. ფარნაოზი
გაჩერდა. კუსამ გაუღიმა, პირი ყურთან, რაც შეეძლო, ახლოს მიუტანა, შეთქმულივით მიიხედმოიხედა და სხაპასხუპით ჩასჩურჩულა: მე ყველაფერი ვიცი, ახლაც იქიდან მოვდივარო.
- საიდან? - ვეღარ მოითმინა ფარნაოზმა, თუმცა უკვე იცოდა, რასაც უპასუხებდა კუსა.
- ხე, ხე, საიდან! - გაიმეორა კუსამაც.

- ახლა არ მცალია, სხვა დროს ვილაპარაკოთ, - უცებ აჩქარდა ფარნაოზი და თვითონაც
მოათვალიერა ქუჩა, თითქოს მათი ერთად გამოჩენა აკრძალული იყო, სახიფათო, ყოვლად
წარმოუდგენელი.
ფარნაოზმა წასვლა დააპირა, მაგრამ კუსამ ისევ მხარზე დაადო ხელი, - რა ცალები გკიდიაო, თითქმის უყვირა, მაგრამ მაშინვე დაუწია ხმას და ჩურჩულით გააგრძელა: - რა ცალები გკიდია,
როდემდე უნდა იყო ასეო.
"ეგ რაღა შენი საქმეა", - გაიფიქრა ფარნაოზმა, თქმით კი არაფერი უთქვამს, გაკვირვებული
შესცქეროდა დისშვილს, როგორც ბავშვი ჯადოქარს, რომელსაც ციცრის კვერცხი პირში ჩაედო
და ყურიდან გამოეღო.
- თუმცა შენ რა გენაღვლება, გოგომ იკითხოს! - თქვა კუსამ.
ფარნაოზმა იგრძნო, როგორ წითლდებოდა, თითქოს კუსას რაღაც უხამსობა ეთქვა, თითქოს მისი
You have read 1 text from Georgian literature.
Next - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
  • Parts
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Total number of words is 3713
    Total number of unique words is 2149
    29.1 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2104
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Total number of words is 3786
    Total number of unique words is 2050
    32.9 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 2036
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Total number of words is 3729
    Total number of unique words is 2068
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    52.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Total number of words is 3798
    Total number of unique words is 2041
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.7 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Total number of words is 3774
    Total number of unique words is 2100
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Total number of words is 3823
    Total number of unique words is 2083
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2026
    33.7 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Total number of words is 3773
    Total number of unique words is 1978
    31.9 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 2031
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2106
    31.0 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Total number of words is 3704
    Total number of unique words is 2027
    30.8 of words are in the 2000 most common words
    45.1 of words are in the 5000 most common words
    51.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 2083
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Total number of words is 3829
    Total number of unique words is 2058
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 1976
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2062
    30.1 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Total number of words is 3775
    Total number of unique words is 1967
    34.5 of words are in the 2000 most common words
    49.1 of words are in the 5000 most common words
    56.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Total number of words is 3868
    Total number of unique words is 1886
    35.4 of words are in the 2000 most common words
    49.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2046
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Total number of words is 3709
    Total number of unique words is 1983
    33.1 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Total number of words is 3866
    Total number of unique words is 2020
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.4 of words are in the 5000 most common words
    54.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2020
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    54.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 2058
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2111
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2042
    30.5 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Total number of words is 3904
    Total number of unique words is 2006
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 1988
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Total number of words is 3889
    Total number of unique words is 1960
    31.7 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Total number of words is 3751
    Total number of unique words is 2127
    27.9 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Total number of words is 3814
    Total number of unique words is 2046
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Total number of words is 3808
    Total number of unique words is 2002
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2068
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.4 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 2023
    31.8 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2094
    29.3 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Total number of words is 3725
    Total number of unique words is 2171
    27.3 of words are in the 2000 most common words
    38.2 of words are in the 5000 most common words
    44.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Total number of words is 3887
    Total number of unique words is 2056
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Total number of words is 1188
    Total number of unique words is 820
    38.4 of words are in the 2000 most common words
    50.8 of words are in the 5000 most common words
    57.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.