Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33

Total number of words is 3803
Total number of unique words is 2068
31.2 of words are in the 2000 most common words
44.4 of words are in the 5000 most common words
52.3 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
უყურებდა და დამცინავად იღი-მებოდა. ისიც იცოდა, რამ მოიყვანა კუსა ამ თავსხმაში აქ, რატომ
მოიყვანა ზიარაც. ეს დღეები, ალბათ, ზარზეიმში გაატარა, ასეთი საიდუმლო რომ იცოდა. რა
იცოდა მა-ინც ამისთანა? გარდა იმისა, რომ ინომ ნატკენი თითი შეუხვია ფარნაოზს. ინოს ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა. კი, მაგრამ რაღა ინოს სახლის წინ მოიტეხა კისერი? საიდან იცოდა
ფარნაოზმა, ინო იქ რომ ცხოვრობდა? მეორეც ერთი, რა კუსას საქმეა, სად მოიტეხავს ფარნაოზი
კისერს? არავის საქმე არ არის და კეთილი ინებონ, ნურც ჩაერევიან, თორემ... რა "თორემ?" რას
იმუქრები? თუ მართლა არაფერი მომხდარა, რა-ტომ გიფრიალებს გული, რატომ გეშინია
ორთქლის ღრუბლისკენ გახედვისა, თითქოს ღრუბელი კი არა, ურჩხულია, ღრუბლის სახე
მიუღია, სახლში შემოგპარვია და სა-ცაა, ისევ ურჩხულად გადაქცეული, წინ დაგისკუპდება და
ისე გაგიღიმებს, თვითონვე ჩაუვარდები პირში, თუნდაც იმიტომ, მისი ღიმილი რომ აღარ
დაინახო. არა, ყელში რომ გაეჩხირო, ხმა რომ ჩაუხშო და არ ათქმევინო ის, რის სათქმელადაც
მოსულა. ეს საბრალო ზიარაც გაუპამპულებია, მთელი კვირა აზეპირებინებდა ალბათ, აქ რომ
ეთ-ქმევინებინა: შვილი მინდა, ვისზე რა ნაკლები ვარო. მართლაც რითია ვინმეზე ნაკ-ლები? შენ
თუ შვილი გყავს, იმიტომაც არ დახტუნაობ ასკინკილით გარე-გარე, შინ კი მევალესავით
იბღვირები. გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო, ასეა შენი საქმეც. მაგრამ კუსას რას მოატყუებ,
არც სხვას მოგატყუებინებს კუსა, არც ცოლსა და არც იმას. შენ ხომ ორი კურდღლის დაჭერა
გინდა? როცა ცოლთან ხარ, ის გენატრება, ხოლო როცა იმასთან ხარ, ცოლისკენ გამორბიხარ,
თითქოს სარკოფაგიდან ამოცვენი-ლი მკვდრები დაგდევნებიანო. არა, ასე არ გამოვა. ერთ-ერთს
უნდა შეეშვა, ერთ-ერთი სამუდამოდ უნდა დაივიწყო. ან იქნებ იმის იმედი გაქვს, ისა და თინა

შეთანხმდებიან და შუაში ჩამიწვენენო? ლაჩარი ხარ და მეტი არაფერი, ლაჩარი! არა, თაგვი,
წუწკი თაგვი, ერთდროულად რომ მოუნდომებია ნიგვზის ორივე ლებანის დათრევა, მაგრამ ვერ
მიართვეს, კატამ მოუსწრო და თავისი მომნუსხავი თვალებით ადგილზე გააშეშა. აი, ახლა გამოვა
კატა ორთქლის ღრუბლიდან და როგორც მოეპრიანება, ისე აბურთა-ვებს თაგვს, სიცილით
დახოცავს ყველას. მერე, შიშისაგან გონდაკარგულს, კუდში ჩა-ავლებენ ხელს, ერთს
ააპორწიალებენ და სანაგვეზე მოისვრიან. მადლობა თქვი, ამაზე თუ დაგყაბულდნენ და კატამ
დაანება შენი თავი სანაგვეზე გადასაგდებად. კატამ იცის თაგვის გემო, ისიც იცის, თაგვს
მომკვდარუნება რომ ეხერხება.
ამ ფიქრებში იყო ფარნაოზი, ორთქლის ღრუბლიდან კუსა რომ გამოვიდა, ფარნაო-ზის წინ
სკამზე ჩამოჯდა და დაშაშრული ხელები გახურებულ ბარძაყებზე დაისვა. "ინო თუ ახსენა,
მოვკლავო" - გაიფიქრა ფარნაოზმა. კუსა ხმას არ იღებდა, თავისთ-ვის იჯდა და
თითებგაფარჩხულ ხელებს ბარძაყებზე ისვამდა; მერე წამოდგა, ზიარას-თან მივიდა, ბავშვი
ჩამოართვა და ბავშვიანად ისევ თავის სკამთან დაბრუნდა. პატარა უხეირომ ფარნაოზი დაინახა,
სიხარულისგან სახე გაუბრწყინდა, დაიფრუტუნა, ვარ-დისფერ პირზე დორბლი მოადგა და
ხელები გაუშვირა. ფარნაოზს მოერიდა კუსასთ-ვის ბავშვის ჩამორთმევა, ეს კუსამაც იგრძნო და
გაუღიმა, პატარა უხეირო სახით თა-ვისკენ შემოატრიალა, მიტყუპებულ ბარძაყებზე დაიყენა და
ზედიზედ რამდენჯერმე ჩა-აბუქნინა. "აჩუ, აჩუ, ცხენო, საით გაგაჭენო?" - იძახდა კუსა და პატარა
უხეიროსაც უცებ დაავიწყდა ფარნაოზი, გულიანად კისკისებდა, სიამოვნებდა, ბუქნისაგან
სუნთქვა რომ ეკვროდა და პატარა, ფუნჩულა თითებით კუსას ცხვირს ეტანებოდა. ფარნაოზმა
თვალი აარიდა, გრძნობდა, როგორ ღიზიანდებოდა, როგორ ებურძგნებოდა კანი, თით-ქოს მის
გასაბრაზებლად იძახდა კუსა: აჩუ, აჩუ, ცხენოო. პატარა უხეირო ნეტარებისა-გან ფრუტუნებდა,
დორბლის ვერცხლისფერ ბუშტულებს აფრქვევდა და ისე სხმარტა-ლებდა, გეგონებოდათ, კუსამ
რომ ხელი გაუშვას, აფრინდებაო. კუსა განგებ ათამაშებ-და პატარა უხეიროს ფარნაოზის
ცხვირწინ, ვითომ, ამ ბავშვის პატრონს, რა უფლება გაქვს სხვა რამეზე ფიქრისაო. ერთი წუთიც
და ფარნაოზი წამოვარდებოდა, ძალით გამოგლეჯდა ბავშვს და მერე... მერე არ იცოდა, რა
მოხდებოდა, მაგრამ თუ ახლავე არ შეწყდებოდა გულუბრყვილო ბავშვისა და გველაძუა კაცის
თამაში, მხოლოდ და მხო-ლოდ, მის გასაღიზიანებლად გამიზნული, რაღაცა აუცილებლად
მოხდებოდა. იმაზე უფრო სკდებოდა გულზე, კუსა პატარა უხეიროსაც რომ ასულელებდა,
ვითომ მართლა სიამოვნებდა მასთან თამაში. ფარნაოზმა ვერაფრით ვერ ანიშნა ქალებთან
ლაპარაკით გართულ თინას, ბავშვი წაიყვანეო, დაძახება კი ვერ გაბედა, ხმას არ ენდო, ხმა დაფარულ ბრაზსა და მღელვარებასაც ამოიყოლებდა და ყველას ყურადღებას მიიქცევდა. ქალები
წყნარად საუბრობდნენ, უხაროდათ, ერთად რომ იყვნენ, ერთ ჭერქვეშ, ერთმა-ნეთის
ახლობლები, და ირგვლივ ასეთი სიმშვიდე სუფევდა. მეტი არც არაფერი უნ-დოდათ, არც
არაფერი ადარდებდათ.
- ნუ გააწვალეთ ეს კაცი! - მაინც ვეღარ მოითმინა ფარნაოზმა.
ქალებს არც ახლა მიუქცევიათ მათთვის ყურადღება, ან შეიძლება, ვერც კი გაიგეს ფარნაოზის
ნათქვამი, ყელიდან არაბუნებრივად სუსტი და მთრთოლვარე ხმა ამოუვი-და. ფარნაოზს შერცხვა
და გაილურსა. როგორც ყოველთვის, ახლაც მტკივნეულად, წუხილითა და შეშფოთებით
გრძნობდა, როგორ წითლდებოდა. "ხე, ხე..." - ჩაიცინასა-ვით კუსამ. ის ახლოს იჯდა და არც

ფარნაოზის ხმის გაგონება გასჭირვებია და არც მისი შინაგანი მღელვარების ამოცნობა. მაშინვე
წამოდგა და ბავშვი თინას ჩაუგორა კალთაში. თინამ ღიმილით ამოხედა, ბავშვი ზიარას
გადააწოდა და ლაპარაკი გააგრ-ძელა. კუსა თავის სკამთან დაბრუნდა.
- ასეა ცხოვრება... - თქვა კუსამ.
- რა თქვი? - ჰკითხა ფარნაოზმა.
კუსამ არ უპასუხა. აღარც ფარნაოზი ჩასციებია. ჩუმად ისხდნენ და ქალებს უსმენ-დნენ. პატარა
უხეიროც გატრუნულიყო ზიარას კალთაში. გარეთ წვიმდა. თუ რამის თქმას აპირებდა, ახლა
უნდა ეთქვა კუსას. ირგვლივ სრული სიმყუდროვე სუფევდა. კუსა იდაყვებით მუხლებს
დაჰყრდნობოდა და სახეში შესცქეროდა ფარნაოზს.
- არაფერს გამოსწირავენ ჩვენი ქალები? - თქვა ფარნაოზმა, უფრო კუსას გასაჩე-რებლად,
გასაჩუმებლად, პირსმომდგარი სიტყვა უკანვე რომ ჩაებრუნებინა იმისთვის.
კუსა კარგს არაფერს იტყოდა, მაგრამ რაც კუსამ თქვა, იმდენად მოულოდნელი და იმდენად
წარმოუდგენელი იყო ფარნაოზისთვის, გაოცებისგან პირი დააღო. გადაუღე-ბელ წვიმას, ოთახში
გამეფებულ სიმყუდროვესა და ბავშვთან თამაშს შეიძლება მარ-თლა დაეყენებინა კუსა
გულახდილი საუბრის გუნებაზე, მაგრამ არც ის იყო გამო-რიცხული, ახალ მახეს აგებდა, ახალი
ვერაგობა განეზრახა.
- ბიძაჩემო, აი, ერთ დღეს რომ დაიძახოს ვინმემ: ვანელებო, გვეყოფა მონობაო, შენ რას იზამდი? ჰკითხა კუსამ.
პასუხის დაყოვნება არ შეიძლებოდა, კუსა გადაიხარხარებდა და ეტყოდა: რისი გე-შინია, სხვა
ხომ არა ვარ, შენთანაც თუ არა ვთქვი, აბა ვიღასთან ვთქვაო. ამიტომაც იყო, დაუფიქრებლად რომ
უპასუხა ფარნაოზმა: სადაც სხვები, მეც იქაო, თუმცა, რომც დაფიქრებულიყო, მაინც ასე
უპასუხებდა.
- როგორ გგონია, რას იზამდნენ სხვები? - ისევ ჰკითხა კუსამ და სკამიანად უფრო ახლოს მიჩოჩდა
ფარნაოზთან.
ამჯერად კი დაუგვიანდა ფარნაოზს პასუხი, მაგრამ კუსამ თვითონვე გააგრძელა: რას იზამდნენ
და, ამის დამძახებელს თავს გაუჩეჩქვავდნენო.
- შენც ასე მოიქცეოდი, ბიძაჩემო? - არ მოეშვა კუსა გადაფითრებულ ფარნაოზს.
- მე არ ვიცი, როგორ მოიქცევიან სხვები... - თავი აარიდა პირდაპირ პასუხს ფარ-ნაოზმა და
მაშინვე იგრძნო, კიდევ ერთხელ დამარცხდა და ეს დამარცხება, სხვა და-მარცხებებთან
შედარებით, უფრო მნიშვნელოვანიც იყო, რადგან დისშვილთანაც ვერ თქვა ის, რასაც ყველაზე
დიდ სიმართლედ თვლიდა, რაც ზეზეულად ახმობდა და ალ-პობდა, როგორც მკურნალის
უყურადღებობით ჭრილობაში ჩარჩენილი ჭუჭყი.

ამ საუბრის შემდეგ ფარნაოზს უარესად დაეკარგა მოსვენება. შეგნებულად თუ შე-უგნებლად
კუსამ დაუმტკიცა, რა უაზრობა იყო ყველაფერი, რისთვისაც ამდენი ხნის განმავლობაში გულს
ასკდებოდა, არარსებულ გზებს დაეძებდა, ოდესღაც დამთავრებუ-ლი და დავიწყებული საქმის
თავიდან გადაქექვას აპირებდა და ვერც კი გრძნობდა, ისევე ძნელი და წარმოუდგენელი რომ იყო
ეს, როგორც დაკლული და გატყავებული პირუტყვის საძოვარზე გადენა. თანაც მარტო, ცარიელტარიელი მოჰკიდებოდა ამოდენა საქმეს და თავისი სიმარტოვითაც ყველას დასაცინი ხდებოდა,
რადგან ხალხისთვის მარტო კაცი ჭამაშიც ცოდოა და ომში რა ხეირი დაადგებოდა. კუსამ ხომ
უთხრა: შენ სხვებივით არ მოიქცეოდიო, სხვები კი მართლა გაუჩეჩქვავენ თავს, თუკი ვინმე გაბედავს და დაუძახებთ: ყველანი მონები ვართ, მე კი აღარ მინდა მონობა და კეთილი ინებეთ, ცოლშვილიანად გაწყდით ჩემი თავისუფლების გულისთვისო. კუსას სიმართ-ლე უფრო მწარე იყო და
ამიტომაც უფრო ნაღდი, წყალი არ გაუვიდოდა. კუსას ნათქ-ვამიდან ისე გამოდიოდა, თითქოს
ფარნაოზი თავისით კი არ გამდგარიყო განზე, არა-მედ ბედს გამოეცალკევებინა, მარტო
დაეტოვებინა და სიმარტოვით გამწარებული თვი-თონ ვერც ამჩნევდა, როგორ შურდა, როგორ
აცოფებდა სხვათა სიმშვიდე და კმაყოფი-ლება, შურდა, მაგრამ ამ გრძნობისა რცხვენოდა და სხვა,
მისთვის შეუფერებელ სამო-სელში ხვევდა. ამიტომაც ყველასათვის თვალშისაცემი ხდებოდა,
როგორც ჭრელა-ჭრულა ჯამბაზი, სანახაობაზე ხალხის მოსაზიდად რომ გაუშვებენ ქუჩებში.
კუსა მარ-თალი იყო, ფარნაოზი სხვებივით ვერ მოიქცეოდა, ვერ გაუჩეჩქვავდა თავს იმ ადამი-ანს,
რომელიც მათ მონობას აღიარებდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის ადამიანი, შეიძ-ლება, თვითონვე
ყოფილიყო (ასე ფიქრობდა კუსა). მეორეც ერთი, მეორეც ერთი, თეთრი სახედარი სხვა სახედრებს
არ უყვართ, სულ იმის შიშში არიან, ჩვენმა პატ-რონმა ახლა ამაზე არ მოგვდოს შარი, თქვენც
რატომ არა ხართ თეთრებიო - თქვა მა-შინ კუსამ და ცოტა ხნის მერე დაუმატა: ერთი კაცის
პატიოსნება გინდ ყოფილა, გინ-და არა, თუმცა ჯობს, არც ის იყოს, რადგან ხელის შეშლის მეტს
არაფერს აკეთებსო. როგორც ფარნაოზმა გაიგო, მას პატიოსნად თვლიდნენ და ეს იყო მისი
ყველაზე დი-დი დანაშაული, თეთრი სახედარივით გამორჩეული, ყველას თვალში ეჩხირებოდა,
სხვის ქვაბსა და ლოგინს უთვალთვალებდა, როცა თავისი მისახედი ჰქონდა. მთლად ასე არ
უთქვამს კუსას, მაგრამ ასე გამოდიოდა, ფარნაოზმა ასე გაიგო კუსას ნათქვამი: ყველამ თავის
ქვაბსა და ლოგინს რომ მიხედოს, საქმე წინ წავაო. და მართლაც, რამ-დენად უკეთესი იქნებოდა
ყველასათვის, ფარნაოზი საერთოდ არ ყოფილიყო, ანდა ისიც სხვა დანარჩენს დამსგავსებოდა და
სიმართლის მთქმელისთვის ერთი ქვა მასაც გამოეკრა კალთაში. ფარნაოზი ბევრ რამეში
ეთანხმებოდა კუსას, გულისყურით უსმენ-და და ეშინოდა, ვინმეს არ დაერღვია მათი
განმარტოება. "ნეტავ, ქალებს არ გავახსენ-დეთო" - ათასში ერთხელ გაიფიქრებდა ხოლმე იგი და
მარტო ამის გაფიქრება უშლი-და ხელს, უფრო დაწყნარებულად მოესმინა კუსასთვის.
- მგლებში მაცხოვრებელმა ყმუილი უნდა იცოდეს - ამბობდა კუსა, - ეს ძველი სიბრძნეა და ახალს
ვერავინ მიუმატებს, გინდაც მიუმატოს, ახალს ძველი სჯობია, რადგან ბევრჯერაა გამოცდილი
და უფრო სანდოა; კაცი ძველ ტანსაცმელს საჭიროე-ბისთვის იცვამს, ახალს კი თავის
გამოსაჩენად და სხვების გულის გასახეთქადო.
ფარნაოზი უსმენდა, უსმენდა და უკვირდა, მისი არსება უყოყმანოდ და უდრტვინვე-ლად
იღებდა კუსას ნალაპარაკევს, მაგრამ შიგნით, სულის სიღრმეში ყველაფერი უც-ვლელად
რჩებოდა, მისი სული, ნიავგადავლილი მინდორივით, თრთოდა, იფოფრებოდა, მაგრამ

ადგილზევე რჩებოდა, ვერ მიჰყვებოდა ნიავს, რადგან არც ნიავს შეეძლო მისი დაძვრა. ფარნაოზს
კი ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს დიდი გარდაქმნის მიჯნაზე იდგა და სულ ერთი ნაბიჯიღა
აკლდა, სრულიად ახალ, მისთვის ახალ სამყაროში აღმოჩენილიყო და მასაც, ამ სამყაროს
კანონიერი ბინადრებივით, მოეპოვებინა მარა-დიული სიმშვიდისა და ყოველდღიური
ცხოვრებით ტკბობის უფლება, მაგრამ არ იქნა და არ დაადგა საშველი ამ ერთი, ამ თითქმის
უმნიშვნელო ნაბიჯის გადადგმას, თუმ-ცა მთელი მისი არსება მზად იყო საამისოდ, ამას
იხვეწებოდა, როგორც ავადმყოფი, განკურნების იმედი რომ ჩაესახება და ახლა ყველაფერი
მომვლელებზეღაა დამოკიდე-ბული; მთავარია მომვლელებს არ მობეზრდეთ მისი მოვლაპატრონობა, ერთი ღამე კი-დევ გატეხონ, ერთხელ კიდევ გაიქცნენ წამლის მოსატანად, ერთხელ
კიდევ შეუ-ზიზღებლად გაიტანონ მისი ქოთანი. კუსას ვერ გაამტყუნებდა, კუსა მზად იყო,
დახმა-რებოდა განკურნების გზაზე შემდგარ ფარნაოზს, თავს არ იზოგავდა, რაღას არ ეუბნებოდა: ყვავმა ზღვის იქითაც შავი კვერცხი დადოო, კოდალა სულ აკაკუნებს, მაგრამ მისი
გაკეთებული ხარატულები არავის უნახავსო, ვის პურსაც ჭამ, ხმალიც იმისი უნდა მოიქნიოო,
არა მჯერა, რომ ჭრიჭინამ კვერცხი დადოს არწივისო, მაგრამ ფარნა-ოზს არ ეწერა იმ
საბედისწერო ნაბიჯის გადადგმა, რადგან ერთი და იგივე სიტყვა სხვადასხვანაირად ესმოდა
მკურნალსაც და ავადმყოფსაც. ამიტომაც უთხრა, ალბათ, მოთმინებიდან გამოსულმა კუსამ:
თევზი ბალახის მოსაძოვად ნაპირისკენ რომ წამოვა, გათავებულია მისი საქმე, აუცილებლად
მებადურის წერა გახდებაო.
მერე ყველანი სუფრას შემოუსხდნენ. ქალები ისე ტრიალებდნენ, თითქოს დიდი წვეულება
ჰქონდათ. ოთხი ქალის დიასახლისობას მთელ სახლში მართლაც საზეიმო განწყობა შეექმნა.
ხმამაღლა იცინოდნენ, ერთმანეთს არ აცლიდნენ ადგომას კერძის გამოსატანად, შენ რატომ უნდა
ადგე, მე მოვიტანო; მოკლედ, ერთმანეთს დატკბობოდ-ნენ და იმ წუთას მართლა გულით
უყვარდათ ერთმანეთი. ზიარა პატარა უხეიროს სუფრასთანაც არ იშორებდა, კალთაში ეჯდა,
რასაც მოიტანდნენ, ყველაფერზე კითხულობდა, ბავშვს ეჭმევა თუ არაო. "ძირს ჩაუშვი, არაფერი
უშავს, მიჩვეულია ღოღიალსაო" - ეუბნებოდა თინა, მაგრამ ზიარა უფრო მაგრად იხუტებდა
პატარა უხე-იროს, თითქოს ძალით უპირებდნენ წართმევას. თინას ნათქვამმა ფარნაოზს
რატომღაც დედალუსის კუტი შვილი გაახსენა და ახლა ამაზე გადაუქანდა გული, ხომ შეიძლება
ესეც კუტად დარჩესო. ფარნაოზმა ცხადად დაინახა იატაკზე დაყურსული იკაროსი, დიდი,
გაოცებული თვალებით ასცქეროდა ჰაერში აფარფატებულ ბუმბულს. ამ ჩვენე-ბამ ისე შეაკრთო
და შეაწუხა, ლამის თავს ვეღარ მოერია და იკითხა: რა ხნიდან იწყებენ ბავშვები სიარულსაო.
რატომ უნდა დამსგავსებოდა მისი შვილი დედალუსის შვილს, საიდან სადაო, მაგრამ თვითონ
იყო ფეთიანი, ყველგან უბედურებას დაეძებდა, როგორც ბრმა ქათამი ხორბალს, რადგან, კუსას
თქმისა არ იყოს, სიამოვნებდა საკუ-თარი უბედურება. ასე ფიქრობდა ფარნაოზი და გუნებაში
შვილის ასაკს ანგარიშობ-და. პატარა უხეირო მეორე წელში გადამდგარიყო. მაგრამ, ალბათ, არ
ეგვიანებოდა სი-არული, თორემ ქალები უფრო ადრე შეამჩნევდნენ, რადგან ქალებს მასზე მეტი
გაეგე-ბოდათ ბავშვისა. ფარნაოზი ცოტა დამშვიდდა და თვითონაც დაუძახა ზიარას: ჩამოს-ვი,
ხომ ხედავ, ხელს გიშლის ჭამაშიო. ზიარა კი უარესად იხუტებდა კალთაში ასხ-მარტალებულ
პატარა უხეიროს და ამბობდა: უიმე, რას ამბობთ, ამას ვენაცვალე, ჩემი შვილი ეს არისო.

ქალუკამ ყალიოდ მოხარშული დედალი შემოიტანა და კუსას დაუდგა წინ. კუსამ ორთქლში
გახვეულ დედალს მარილი მუჭით მოაყარა, სადაც არის ბედი შენი, იქ მი-გიყვანს ფეხი შენიო,
თქვა და დანას პირი გაუსინჯა. რატომღაც ყველანი დაიძაბნენ, გაჩუმდნენ და კუსას მიაჩერდნენ
ხელებში. კუსა დანის პირით ხელისგულს იფხეკდა, გაღიმებული შესცქეროდა ფარნაოზს და
ეუბნებოდა: დანა დაგჩლუნგებია, ბიძაჩემოო. მერე წამოდგა, კართან მივიდა, ტყავის
ტომარასთან ჩაიმუხლა, თავმოხსნილ ტომარაში იღლიამდე ჩაჰყო მკლავი და ისე გაიტრუნა,
თითქოს ტომრიდან ცოცხალი გველი უნ-და ამოეყვანა და ცდილობდა, მოხერხებულად
წვდენოდა კისერში. ტომარა აჟღრიალდა. ცოტა ხნის მერე, გრძელმა, წვერიანმა დანამ მართლაც
ცოცხალი გველის ტანივით გაიელვა ჰაერში. "დანა ამას ჰქვიაო", - თქვა კუსამ და ისევ
მაგიდასთან დაბრუნდა. ის ქათამი, ფრთების გარდა, მარტო კუსამ და ზიარამ შეჭამეს, ვერავინ
დააკარა პირი, თუმცა ორივენი თავგამოდებულნი ირწმუნებოდნენ, მშვენიერი ქათამია და
კარგადაც მოხარშულაო. კუსამ ერთი ფრთა თინას გადაუღო, მეორე კი - ფარნაოზს, თან გაიღრიჯა: ერთმანეთის ფრთა შეჭამეთ, ერთმანეთს რომ არ გაუფრინდეთო.
კუსა და ზიარა რომ წავიდნენ, სახლი უცებ ჩაკვდა. ლაპარაკი უჭირდათ, თითქოს დიდი ხნის
დამდურებული ხალხი ისევ შერიგებულიყვნენ, მაგრამ სათქმელი არაფერი ჰქონდათ, რადგან
უბრად ყოფნაში განვლილ დროს მაინც თავისი გაეტანა და ისინიც სამუდამოდ გაეუცხოვებინა
ერთმანეთისთვის. თინამ ბავშვი წაიყვანა დასაძინებლად. პოპინა და ქალუკა ისე ალაგებდნენ
სუფრას, თითქოს ამ სუფრასთან მათი მიზეზით ვიღაცას კაცი შემოჰკვდომოდა. ფარნაოზი ისევ
მაგიდასთან იჯდა და სვამდა, მაგრამ ღვინო არ ეკიდებოდა, არ უსრულებდა საწადელს, მას კი
დათრობა უნდოდა, არაფერ-ზე რომ აღარ ეფიქრა, გონება რომ დაეკარგა, გული რომ
შეჰღონებოდა და მძორივით გაეთრიათ, მძორივით უგრძნობელი ჩაეგდოთ საწოლში, თუკი იქ
იყო მისი ადგილი და სხვა გამოსავალი არ არსებობდა. იმ საწოლში ფარნაოზს ძილი აღარ ეწერა,
მეტს ვეღარ ითვალთმაქცებდა, ისედაც საკმარისად წაებილწა და დაეცირებინა იგი თავისი
თვალთმაქცობით. კუსამ უკანასკნელი უკან დასახევი გზაც გადაუჭრა, უკანასკნელი საშუალებაც
წაართვა იმისა, ინოსთან შეხვედრა სიზმრად, კოშმარად, ოცნების აბდა-უბდა მონაჩმახად
ჩაეთვალა. მას სხვანაირად ჰქონდა წარმოდგენილი ინოსთან შეხვედ-რის დღე, სხვანაირად
ეხატებოდა, თუმცა არ სჯეროდა, როდისმე მართლა თუ გათენ-დებოდა იგი. გათენდა და
დაღამდა კიდეც. ერთი კვირის წინათ დაღამდა, სამუდამოდ, სამარადჟამოდ, უიმედოდ,
უკვალოდ და სამარცხვინოდ. ფარნაოზმა იმ დღეს უკანასკნე-ლი შესაძლებლობა გაუშვა
ხელიდან, უკანასკნელი შესაძლებლობა თავის მართლები-სა, დანაშაულის გამოსყიდვისა და
ნამდვილი, ჭეშმარიტი ბუნების გამომჟღავნებისა. ფარნაოზმა იმ დღეს დაჰკარგა ინო, იმ დღეს
გასწირა საბოლოოდ, რადგან სწორედ იმ დღეს უნდა გამოეყვანა, ძალით უნდა გამოეთრია ათასი
კაცის გახრწნილი ვნებით აშ-მორებული ოთახიდან და მასთან ერთად დასდგომოდა უსასრულო
გზას, რომელიც წარსულამდე არსებულ დროში გადაიყვანდათ, პატარა მღვიმეში, რადგან
სწორედ იქ შეეძლებოდათ ეცხოვრათ ისე, როგორც ოდესღაც ცხოვრობდნენ ადამიანები, თამამად
და თავისუფლად, საკუთარი თავის იმედით, ნადირის შიშითა და მზის სიყვარულით, და, რაც
მთავარია, რწმენით, რომ ხვალაც ერთად გაიღვიძებდნენ, ჩანავლებული, მაგ-რამ ჩაუქრობელი
კერიის პირას, მის მარადიულ სითბოს მიფიცხებულნი, როგორც ლეკვები დედის მუცელს.
მაგრამ ეს ოცნება იყო, ფუჭი ოცნება, რადგან რაც არ უნდა ეფიქრა და ეჭოჭმანა ფარნაოზს, მეორე
გულით, უფრო ამტანი, მოურიდებელი გულით იცოდა, ვერასოდეს მოიქცეოდა ასე, გინდაც

ათჯერ, ათასჯერ განმეორებულიყო ინოს-თან შეხვედრის დღე, რომელიც ისეთივე სინამდვილე
იყო, როგორც ყველა დანარჩენი, რაც მისთვის განეკუთვნა ბუნებას. ეს დღეც მისი საკუთრება იყო
და როგორმე უნდა გადაეტანა. აკი გადაიტანა კიდეც. ინოს ხელი ჰკრა, სამუდამოდ შეაქცია
ზურგი და ოჯახს მოაშურა, რადგან ინოს ოთახისა თუ სამარხის კართან ვიღაც გარეწარი აიტუხა, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, როდის დაიამხანაგებდა ფარნაოზს. ფარნაოზს კი შეეშინდა
და სწორედ მაშინ გახდა გარეწარიც, მოღალატეც, თვალთმაქციცა და უსინ-დისოც, და თუმცა
ამით, როგორც მერე კუსამაც განუმარტა, სხვებს დაემსგავსა და იმ სხვებთან ცხოვრების უფლებაც
მოიპოვა, სამაგიეროდ, სამუდამოდ დაჰკარგა ის, რასაც ვეღარაფერი შეუცვლიდა, რადგან მისი
შემცვლელი არც არსებობდა. მან ოცნების უფლება დაჰკარგა, ოცნებისა და სიყვარულის. ერთიცა
და მეორეც ხელის გაუნძრევ-ლად მოინდომა და იმიტომ, მსხვერპლის გაუღებლად. ღვინო რაღას
უშველიდა, ან როგორ მოეკიდებოდა, როცა მისი სული ფხიზლდებოდა ახლა, ნელა, ტანჯვითა
და წამებით ახელდა ცისხელა თვალს და ფარნაოზი სულის თვალით ინოს ხედავდა, ტირილისაგან აცახცახებულ მხრებსა და ფუტკრისფერ თავს, შესაბრალისად რომ ჩაე-ქინდრა ინოს,
მენახირის შოლტით ყინწმოწყვეტილ ყვავილივით. ფარნაოზს ინო ენატრებოდა, უფრო მწარედ,
ვიდრე მკვდარი დედის ხილვა, უფრო მტანჯველად, ვიდ-რე დაკარგული სამშობლოს
დაბრუნება, რადგან ინო ერთადერთი ქალი იყო, რომელ-საც მკვდარი დედისა და დაკარგული
სამშობლოს მაგივრობის გაწევაც შეეძლო. ასე ავადმყოფურად არასოდეს მონატრებია ფარნაოზს
ინო; ალბათ, ტანი უგრძნობდა, სა-მუდამოდ რომ კარგავდა, საბოლოოდ რომ ემშვიდობებოდა და
აღარასოდეს ეღირსებოდა მისი ხილვა.
ფარნაოზმა ვერც გაიგო, როდის გამოვიდა შინიდან, არავის გაუჩერებია, არავის უკითხავს, სად
მიდიხარ ამ თავსხმაშიო, თითქოს სხვებმაც იგრძნეს, რომ ახლა, ამ წუთას არავის არ ჰქონდა
უფლება, თავისი არსებობა გაეხსენებინა მისთვის, რაიმე ყურადღება გამოეჩინა მის მიმართ.
ფარნაოზი თავისუფალი იყო, არავის, არაფერს აღარ ეკუთვნოდა, გარდა მოულოდნელად
გაჩენილი განზრახვისა და არავითარი მნიშ-ვნელობა არ ჰქონდა, რას წარმოადგენდა ეს
განზრახვა, მნიშვნელოვანი იყო თუ უმ-ნიშვნელო, დამღუპველი თუ გადამრჩენელი, მისაღწევი
თუ მიუღწეველი. რაც მთავა-რია, არსებობდა და ზემოქმედების უნარი ჰქონდა.
ის უკვე მირბოდა, წყვდიადი გამდნარი ფისივით ლაპლაპებდა, სხეულზე ეკვროდა და
აბრკოლებდა. ის კი წინ გადახრილიყო, სახეზე ხელები აეფარებინა, წვიმა რომ მოეგერიებინა, და
ჯიუტად მიიწევდა წინ. ქალაქი არ თავდებოდა, თითქოს ისიც წყვდიადივით, წყვდიადივით კი
არა, გამდნარი ფისივით იწელებოდა, გრძელდებოდა და ფეხდაფეხ მისდევდა. ეზოებიდან
წვიმას თავშეფარებული ძაღლები ყეფდნენ, უხა-ლისოდ, ყასიდად, პატრონების გასაგონად,
თორემ თავიანთი ძაღლური გუმანითა გრძნობდნენ, ეს აქოშინებული ადამიანი არავითარ
საშიშროებას არ წარმოადგენდა მათთვის. შეიძლება, გულსაც უკეთებდნენ წვიმაში მარტო
დარჩენილ კაცს, ნუ გეში-ნია, აქ ჯერ კიდევ ქვეყანაა, სადმე შენც შეაფარებ თავსო. ფარნაოზი კი
მირბოდა, თავითა და მხრებით მიაპობდა წვიმასა და წყვდიადს. ცარიელი, ვიწრო ქუჩები გვირაბებს ჰგავდნენ, საიდანაც თქორით განათებული ქვაფენილი გამორბოდა. სარკმლები-დან
გამოჭყეტილ სინათლეზე წვიმა ოქროსფრად ირხეოდა, თითქოს სახურავზე დალი გულაღმა
გაწოლილა და თმა მიწამდე ჩამოშლიაო. "გიჟივით დავრბივარ ამ ქალაქშიო" - ფიქრობდა
ფარნაოზი და უკვირდა, აქამდე რომ ვერ გაეღწია ქალაქიდან. დაღლილო-ბისგან ძლივსღა

სუნთქავდა, თავფეხიანად სველი იყო. მაგრამ მაინც გრძნობდა, რო-გორ ჩასდიოდა კისერში
წყალი. უცებ დედალუსი გაახსენდა. კი არ გაახსენდა, მოე-ლანდა. თითქოს სველ სახურავზე
შავი, კოლხური ნაბდისხელა ფრთების ფართხუნით იმაგრებდა თავს და მოსძახოდა: რით ვერ
გაიგე, თავი იგივე ბოლოა, ხოლო ბოლო იგივე თავიო. "თავი იგივე ბოლოა, ბოლო იგივე თავი,
თავი იგივე ბოლოა, ბოლო იგივე თავი" - უაზროდ, უსასრულოდ იმეორებდა თვითონაც და
მირბოდა.
შინიდან რომ გამოვიდა, ჯერ კიდევ არ იყო კარგად გარკვეული თავის განზრახვა-ში, გრძნობდა,
წინააღმდეგობა არ უნდა გაეწია ამ განზრახვისთვის, გაცნობით კი მე-რეც გაეცნობოდნენ
ერთმანეთს, გზადაგზა. მაგრამ ეცა თუ არა წვიმის პირველი შხე-ფი სახეში, გონებაც გაუნათდა,
დაინახა კიდეც ის პატარა მღვიმე, სადაც ოდესღაც მასა და ინოს, ავაზაკის იმედით შინიდან
გაპარულებს, თავი შეეფარებინათ, ათიოდე ხმელი პურისა და ღორის დაშაშხული ბარკლის
ანაბარა, რადგან მაშინ უფრო თამა-მები იყვნენ და უფრო ახლოს იყვნენ მიზანთანაც, რომელიც
ამდენი წლის მერე აღარც კი არსებობდა. სამაგიეროდ მღვიმე გადარჩენილიყო, ორი ბავშვის
საგზლით გაეტანა თავი და გაღიზიანებული ნიჟარის მსგავსად, მარგალიტად ექცია ამ ორი ბავშვის გულუბრყვილო ოცნება. ახლა ის მღვიმე, თუ მარგალიტიანი ნიჟარა, მუჭში ეჭი-რა ღამეს და
ათასში ერთხელ, ერთი წამით შლიდა მუჭს, ფარნაოზისთვის რომ დაე-ნახვებინა, შეეხარბებინა
და მიეზიდა. ფარნაოზიც ბრმად, ალალბედზე მიიკვლევდა მისკენ გზას, ქვიშა და ღორღი
ჩხრიალით ეცლებოდა ფეხქვეშ, ხელნაკრავივით აწყდე-ბოდა გადაფარჩხულ ბუჩქებს,
დაუზოგავად რომ სცემდნენ სახეში სველი და დრეკადი ტოტებით, თითქოს წვიმასა და
წყვდიადს ისინიც გაეანჩხლებინა, ისინიც აემხედრები-ნა ამ მარტოხელა ადამიანის წინააღმდეგ,
რომელიც მაინც მათკენ იშვერდა ხელებს, მაინც მათ ებღაუჭებოდა, რადგან მაღლა უნდოდა
ასვლა, მაღლა ეგულებოდა თავშესა-ფარი, მისი იმედის, ოცნებისა და იმედის საგანძური.
როგორმე უნდა მიეღწია იქამდე და მიაღწევდა კიდეც, რადგან ადამიანი იყო და სხვა გზა არ
ჰქონდა. ნათრევი და ნაწ-ვალები, მრავალგზის ხელმოცარული, ათას განსაცდელში გამოვლილი,
ხანგრძლივი ტყვეობიდან თავდაღწეული, ის იმ განძის სანახავად მიდიოდა, ოდესღაც, მისთვის
უკე-თეს დროს, შავი დღისთვის რომ გადაემალა. დამარხულმა განძმა გააძლებინა დღემდე, ის
რომ ეგულებოდა, იმიტომ არ ეთელვინებოდა, იმიტომ არ ეკვლევინებოდა ცხოვრე-ბას. ახლა
მთავარია, გზა არ დაბნეოდა და განძიც ხელუხლებელი დახვედროდა. დიდი დრო გასულიყო იმ
დღის მერე, როცა განძი აქ ამოიტანა და იმ იმედით მიაბარა მი-წას, არასოდეს რომ არ
დასჭირდებოდა.
მღვიმე ადვილად იპოვა, თუმცა, არც უძებნია, თურმე თავიდანვე მისკენ მოდიოდა, რადგან
გულს მოჰყავდა, გული უწევდა მეგზურობას, მაგრამ დაინახა თუ არა მღვიმე, ფეხი მოეკვეთა,
რადგან ქაჯური, არაადამიანური, არარსებული ალღოთი იგრძნო, მღვიმეში ვიღაც იყო.
გრძნობას, რომელიც ფარნაოზს დაეუფლა, შიში არ ეთქმოდა, მაგრამ შიშსა ჰგავდა,
დამბორკველი, ყოველგვარი აღტკინების ჩამაქრობელი და გამა-ბითურებელი ძალით. ფარნაოზი
მაინც შევიდა მღვიმეში, შეწყალების სათხოვნელად მოსულ ტყვესავით, წელში მოხრილი და
წინასწარ შეგუებული ყოველგვარ მოულოდ-ნელობას. უნდა შესულიყო, გინდაც სახეში ძუ
მგელი სცემოდა, გველი შემოხვეოდა კისერზე, ანდა ავაზაკს ხანჯალი ეტაკებინა მუცელში.
წელში რომ გაიმართა, ორი ყვითელი ლაქა დაინახა, თითქოს კაცის ფეხის ხმაზე მღვიმის სულმა

თვალები და-აჭყიტაო. ლაქები უცებ გაქრა და ფარნაოზმა საშინელი დარტყმა იგრძნო მკერდში;
პირველად ვერც მოისაზრა, რა მოხდა, ეგონა, თვითონვე შეასკდა კედელს, სიბნელისა-გან
დაბრმავებული. მერე ჩლიქების ფხაკუნი გაიგონა და ორმა ყვითელმა ლაქამ მღვიმის მეორე
კუთხეში გაიელვა. ფარნაოზი დამშვიდდა, მღვიმეში რომელიღაც უწყი-ნარი ცხოველი აფარებდა
თავს, რომელიც უცხო სტუმრის გამოჩენას ისე დაეფრთხო, დაუფიქრებლად მიატოვებდა
აქაურობას, რაღა თქმა უნდა, თუკი ეს უცხო სტუმარი ამის ნებას მისცემდა და ერთი წამით მაინც
მოშორდებოდა გასასვლელს. ფარნაოზს მკერდი უბჟუოდა, არ სტკიოდა, მაგრამ თანდათან
უხურდებოდა. თითქოს ქალუკა შალში გახვეულ ცხელ აგურს ადებდა, როგორც ადრე,
ბავშვობისას, წვიმაში ტანტა-ლითა და ზღვაში ჭყუმპალაობით გაციებულს. ფარნაოზი ვერ
ხვდებოდა, გასასვლელს რომ კეტავდა, მღვიმე კი უარესად ჩაიხუთა, პირსა და ნესტოებში
დუბელა წყალივით უგროვდებოდა ცხოველის მძაფრი სუნი; ცხოველი კი ვერ ისვენებდა,
წრიალებდა, მღვიმის იატაკს ჩლიქებით ფხოჭნიდა და ხმამაღლა სუნთქავდა. ფარნაოზი გასასვლელს მოშორდა და იქვე ჩაჯდა, კი არ ჩაჯდა, ხორკლიან კედელს ზურგი ჩამოახოხი-ალა, ისე
დაღლილიყო, განძრევის თავიც აღარ ჰქონდა. მღვიმეში ცივი ჰაერი შემოიჭ-რა, მეძებარი
ძაღლივით მოირბინა მღვიმე და სველი თეძოებით ყველაფერს გაეგლისა. გარეთ ისევ წვიმდა.
მარტო დარჩენილი წვიმა ლაპარაკ-ლაპარაკით ჩარბოდა ღორღიან ფერდობზე. მღვიმის
ბინადარიც დამშვიდებულიყო, კუთხეში მიყუჟულიყო და ორი ყვითელი ლაქა ფარნაოზისთვის
მიეპყრო. "მხედავსო", - გაიფიქრა ფარნაოზმა. მერე ყვითელი ლაქები გამრავლდნენ, ერთმანეთში
აირივნენ, დაბზრიალდნენ და ფარნაოზს ჩაეძინა. დილით თხის პეტელმა გამოაღვიძა, თხა
დასდგომოდა თავზე და დიდი, წყლისფერი, წითელ წრეებში მომწყვდეული თვალებით
ათვალიერებდა.
გარეთ აღარ წვიმდა. მღვიმის იატაკი თხის კურკლით იყო მოფენილი. ფარნაოზიც კურკლში
იჯდა, მთელი სხეული სტკიოდა, ტანზე შემშრალი ტანსაცმელი ეხამუშებო-და, მოძრაობას
უშლიდა. მერე დამპალი ძონძის ნაფლეთები და ბარძაყის თეთრი ძვა-ლი დაინახა, მისი და ინოს
საგზლის ნარჩენები, და ისე მადიანად გაიზმორა, თითქოს დიდი ხნის მონატრებულ სახლში
გაღვიძებოდა. თხამ დაიკიკინა და ფარნაოზს ამაზეც გაეღიმა. ირგვლივ ყველაფერი
გულისამაჩუყებლად ნაცნობი იყო. თხა კი ჯიუტად დაჰკიკინებდა თავზე, თითქოს ღამის
გასათევ ფულსა სთხოვდა.
- ეეე, ბებრუცუნა, ეს ჩემი სახლია! - უთხრა ფარნაოზმა თხას.
თხა დიდი ხნის მოსაწველი იყო, რძით გაძიძგული ძუძუები ლაჯებში აღარ ეტეო-და. იმდენი
რძე დაგროვებოდა, დაბერილი და დაწითლებული კერტებიდან თავისთავად წვეთავდა; რძის
თეთრი და მსუყე წვეთი ტყაპანით ეცემოდა ქვის იატაკზე და მტკავე-ლისხელა გუბეს აჩენდა.
როდის-როდის მიხვდა ფარნაოზი თხის გაჭირვებას და შეწუ-ხებული მის უკანა ფეხებთან
ჩაცუცქდა. გაუბედავად შეავლო ხელი მკვრივსა და გა-ძიძგულ ძუძუს და ქაფიანი რძის პირველი
ნაკადი შხუილით დაეღვარა მუხლებზე. ძარღვიანი, ჯიუტი კერტები წარამარა უსხლტებოდა
გაწებილი თითებიდან. მღელვარე-ბისგან უცებ გაიოფლა. თხას ძუძუებს ტკენდა მამაკაცის
უხეში და გამოუცდელი ხე-ლი, მაგრამ ეს ტკივილი მოგონილი იყო იმ ნეტარებასთან, რასაც
დაგროვილი რძის მოშორება ანიჭებდა. გაუნძრევლად იდგა, ხელი რომ არ შეეშალა ისედაც
გამოუცდე-ლი მწველავისთვის. გათავისუფლებული რძე კი მოშხუოდა, ჯერ მწველავის

მუხლებ-ზე იღვრებოდა და მერე მიწაზე, ღრმულებში გროვდებოდა, იბუშტებოდა, ბინძურდებოდა, ფერს იცვლიდა და ახლა მღვიმიდან გასასვლელს დაეძებდა. ფარნაოზს უკვე კო-ჭებამდე
სწვდებოდა რძე, ხოლო რძის სუნი და ოხშივარი ღრუბელივით დასდგომოდა თავზე. ფარნაოზმა
რძეში დაიჩოქა და ძუძუს პირი შეუშვირა, მძლავრი, მჩხვლეტავი ნაკადი თვალებში ეშხეფებოდა,
აბრმავებდა, მაგრამ მაინც ახერხებდა მის დაჭერას და ხმაურით, ფაციფუცით ყლაპავდა. მთელი
სახე რძეში ჰქონდა მოთხუპნული, "სად ეტე-ვა ამდენი რძეო" - ფიქრობდა გაკვირვებული,
რადგან ისიცა და თხაც უკვე სანახევ-როდ რძეში იდგნენ. რძეს მიეკვლია გასასვლელისთვის და
ზანტად, ტორტმანით მიიზ-ლაზნებოდა მღვიმიდან, რათა სამზეოზე გამოსული, კისრისტეხით
დაშვებულიყო ფერ-დობზე და რაც შეიძლება შორს გაეტანა თავისი ჯადოსნური სითბო და
სურნელი. მაგრამ მის სათავეს ჯერ არაფერი შეტყობოდა. ამ უცნაური თხის სიუხვე და სიბარა-ქე
ფარნაოზს უკვირდა და უხაროდა კიდეც, ისიც კი გაიფიქრა, იქნებ ღმერთებისააო, რადგან თხა
მართლაც ღვთაებრივი სიმშვიდით იდგა და ათასში ერთხელ თუ გამოხე-დავდა მის ფეხებთან
ჩაცუცქულ კაცს. მერე გაბმულად დაიკიკინა, სველი, დამჩატებუ-ლი ძუძუები ისე გამოგლიჯა
ხელიდან, თითქოს ფარნაოზს თავის შესაქცევად ეჭირა ისინი, საკუთარ რძეში გააბოტა და
მღვიმიდან გავიდა. რძეც შხუილით მიჰყვა უკან. მალე ისევ გამოჩნდა მღვიმის იატაკი, ბარძაყის
თეთრი ძვალი და ძონძის ნაკუწები; რძე აქა-იქ ღრმულებშიღა ჩარჩენილიყო. ფარნაოზი
არასოდეს არ ყოფილა ასეთი გა-ხარებული, თითქოს თხის რძეს ყველაფრისგან ერთბაშად
განეკურნა. არა, თითქოს არც არაფერი ჰქონდა განსაკურნებელი, რადგან აქ, ამ მღვიმეში
გაჩენილიყო, თხას გაეზარდა და ახლა პირველად უნდა გამოსულიყო სამზეოზე. ღელვით კი
იმიტომ ღე-ლავდა, იმიტომ უფრიალებდა გული, ჯერ რომ არ იცოდა, რა დახვდებოდა გარეთ. გარედან მხოლოდ ჩიტის სტვენა აღწევდა, ხოლო ჩიტს ისეთი მშვიდი, წკრიალა და სა-სიამოვნო
ხმა ჰქონდა, სამყარო, სადაც ამგვარი ხმა იბადებოდა, არ შეიძლებოდა თვი-თონ უშნო, ბოროტი
და სახიფათო ყოფილიყო. ისიც ხომ თხის რძით იყო განბანილი და, ალბათ, იქაც რძის
დამათრობელი სუნი ტრიალებდა, მინდორი ხასხასებდა და აქა-იქ გამოჭყეტილ ყვავილებს
ალისფერი ფუტკრები დაბზუოდნენ; მინდორზე კაცს ხნუ-ლი გაჰქონდა, კაცს დედიშობილა
ბავშვები მოჰყვებოდნენ, ყვავილებივით ლამაზი და ფუტკრებივით აბეზარი; ხოლო იმ ბავშვებს
მუცელზე მიხუტებული კალათებით პუ-რის, სიკეთის, სიყვარულის, სიმშვიდისა და სიბრძნის
თესლი მოჰქონდათ. ასეთ ქვეყა-ნას ხედავდა ფარნაოზი თხის რძით გაჟღენთილ მღვიმეში და
რატომღაც მამამისის აფრისხელა ტილო ახსენდებოდა, მაგრამ ახლა ესეც ახარებდა, მღვიმიდან
დანახული ქვეყნისა და მამის ნახელავის გარეგნული მსგავსება ახარებდა - ეს მსგავსება ადასტურებდა, უხეიროც ასეთ ქვეყანას რომ ხედავდა; თუ არ ხედავდა, უნდოდა მაინც, ასეთი
ყოფილიყო იგი. ასე რომ, უკვე ორნი გამოდიოდნენ ერთნაირი თვალისა და სურვილის მქონენი.
ეს კი რაღაცას ნიშნავდა, სხვა თუ არაფერი, ორი ერთზე მეტი იყო, მეტი დაეჯერებოდა და ხვალ
შეიძლება კიდევ მიმატებოდათ ვინმე, თუკი ის ვინმე სინამდ-ვილეში არსებობდა და ახლა ისიც
ამ ჩიტის სტვენას უსმენდა. სამი კაცი კი უკვე ხალხია.
ფარნაოზი მღვიმიდან თამამად გამოვიდა. თხა ნეკერს წიწკნიდა. ფეხის ხმაზე თავი აიღო და
მხოლოდ მაშინ მიხვდა ფარნაოზი, ეს თხა ადრეც ჰყავდა ნანახი, ისიც გაახ-სენდა, სად ენახა და
როდის. ეს თხა შავთვალება მალალოს თხა იყო. ამდენს კი აღარ ელოდა ფარნაოზი. თუ
ბედისწერა ისევ არ აპამპულებდა, მაშინ მაინცდამაინც რაღა ამ მღვიმეში უნდა შეეფარებინა თავი
შავთვალება მალალოს თხას? "ხომ შეიძლე-ბაო"... - დაიწყო და ვეღარ გააგრძელა ფიქრი

You have read 1 text from Georgian literature.
Next - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
  • Parts
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Total number of words is 3713
    Total number of unique words is 2149
    29.1 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2104
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Total number of words is 3786
    Total number of unique words is 2050
    32.9 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 2036
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Total number of words is 3729
    Total number of unique words is 2068
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    52.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Total number of words is 3798
    Total number of unique words is 2041
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.7 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Total number of words is 3774
    Total number of unique words is 2100
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Total number of words is 3823
    Total number of unique words is 2083
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2026
    33.7 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Total number of words is 3773
    Total number of unique words is 1978
    31.9 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 2031
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2106
    31.0 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Total number of words is 3704
    Total number of unique words is 2027
    30.8 of words are in the 2000 most common words
    45.1 of words are in the 5000 most common words
    51.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 2083
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Total number of words is 3829
    Total number of unique words is 2058
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 1976
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2062
    30.1 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Total number of words is 3775
    Total number of unique words is 1967
    34.5 of words are in the 2000 most common words
    49.1 of words are in the 5000 most common words
    56.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Total number of words is 3868
    Total number of unique words is 1886
    35.4 of words are in the 2000 most common words
    49.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2046
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Total number of words is 3709
    Total number of unique words is 1983
    33.1 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Total number of words is 3866
    Total number of unique words is 2020
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.4 of words are in the 5000 most common words
    54.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2020
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    54.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 2058
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2111
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2042
    30.5 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Total number of words is 3904
    Total number of unique words is 2006
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 1988
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Total number of words is 3889
    Total number of unique words is 1960
    31.7 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Total number of words is 3751
    Total number of unique words is 2127
    27.9 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Total number of words is 3814
    Total number of unique words is 2046
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Total number of words is 3808
    Total number of unique words is 2002
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2068
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.4 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 2023
    31.8 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2094
    29.3 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Total number of words is 3725
    Total number of unique words is 2171
    27.3 of words are in the 2000 most common words
    38.2 of words are in the 5000 most common words
    44.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Total number of words is 3887
    Total number of unique words is 2056
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Total number of words is 1188
    Total number of unique words is 820
    38.4 of words are in the 2000 most common words
    50.8 of words are in the 5000 most common words
    57.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.