Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03

Total number of words is 3786
Total number of unique words is 2050
32.9 of words are in the 2000 most common words
45.2 of words are in the 5000 most common words
52.3 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
გათენებამდე ეჩურჩულებოდა ძილგამკრთალსა და ერთიანად მოჩვარულ ქმარს, რომელსაც
ყველაზე მეტად მისი მომხიბვლელობისა და სიხალისის ატანა უჭირდა. ქარისაც ხვდებოდა ამას,
თვითონაც ღიზიანდებოდა, მაგრამ არ იმჩნევდა, დაფარული სიბრაზისაგან გაუხეშებული ხმით
ახსენებდა თავიანთ ბავშვობას, პირველ კოცნას, პირველი შვილის დაბადებას... თითქოს
გაჭირვეულებულ ბავშვს დასაძინებელ ზღაპარს უყვებოდა და, შეიძლება, თვითონაც ვეღარ
გრძნობდა, ყოველი მისი სიტყვა ცუდად შენიღბული მუქარა რომ იყო, ქალის მუქარა, რომელიც
არავის არ მისცემდა ნებას მასხრად აეგდო მისი ყველაზე ბედნიერი დღეები.
ქარისა ამაყი, პატივმოყვარე ქალი გახლდათ, მაგრამ ჯერ კიდევ შერჩენოდა ბავშვური
გულუბრყვილობა: რასაც ფიქრობდა, იმას ხედავდა და ისეთად ხედავდა, როგორიც უნდოდა
რომ დაენახა. ის იმ ყაიდის ქალებს ეკუთვნოდა, წინასწარვე რომ გადაწყვეტენ, ვის შეაყვარონ
თავი, ერთ დღეს რომ დაიჯერებენ შეყვარებულნი ვართო და უყოყმანოდ, უდრტვინველად
იბლანდებიან წარმოდგენილი სიყვარულის ბადეში. ეს რწმენა, ხანდახან, მთელი სიცოცხლის
მანძილზე, ნამდვილი სიყვარულის მაგივრობას უწევთ და სხვა ქალებთან შედარებით,
გაცილებით მტკივნეულად განიცდიან ყოველგვარ მარცხს, რადგან ქვეცნობიერად იმასაც
გრძნობენ, თვითონვე რომ არიან ყველაფრის წამომწყებნი. მარცხი ისევე აღიზიანებთ, როგორც
ფიზიკური ნაკლი, რომლის არც შემჩნევა უნდათ და არც დამალვა შეუძლიათ. თავის
მოსულელება ასეთი ქალებისათვის თავდაცვის საშუალებაა და, მართლაც, ყოველთვის ისე
უჭირავთ თავი, თითქოს არაფერი ჰქონდეთ შესაშფოთებელი. სინამდვილეში, ხალხისა ეშინიათ,
ხალხის თვალში დამცირების, და პირად ცხოვრებას ისეთივე გულმოდგინებით მალავენ,
როგორც უადგილო ადგილას ამოსულ ბალანს.
ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მტკიცედ რომ გადაწყვიტა, "ფრიქსეს თავი უნდა შევაყვაროო", მერე კი
ვეღარ გაარკვია, რა უფრო მთავარი იყო მისთვის, ბავშვობაში მიღებული გადაწყვეტილება თუ
ფრიქსე. ეს გადაწყვეტილება ზრდიდა და აქალებდა ქარისას და მხოლოდ მასზე იყო
დამოკიდებული, როგორი იქნებოდა იგი, როცა მართლა შეძლებდა კაცის შეყვარებას, თამამი და
პირდაპირი, თუ მხდალი და ანგარიშიანი. ქარისა მხდალიც იყო და ანგარიშიანიც. სიყვარული,
თუკი მართლა არსებობდა ასეთი რამე, სამკაულად სჭირდებოდა და არა სატანჯველად. ის
სატანჯველად არ იყო გაჩენილი, ტკივილს ვერ აიტანდა, ის კი არა, თითი რომ გაკაწვროდა,
ნახევარ სასახლეს სული უნდა ებერა განაკაწრზე, მეორე ნახევარს კი კოცნითა და საჩუქრებით
აევსო. ქარისას ის უნდოდა, რაც დაამშვენებდა, კიდევ უფრო გამოაჩენდა და კიდევ უფრო
შესაშურს გახდიდა მის ბედსა და სილამაზეს. ფრიქსესაც ამიტომ შეაყვარა თავი. უცხოელი მეფის
შვილი დღითიდღე იზრდებოდა, მშვენდებოდა და დღითიდღე იქცევდა გოგოების ყურადღებას.
ქარისამ კი თავი შეაყვარა, რადგან ქარისა ყველა გოგოს ჯობდა და ის უნდა ყვარებოდა ყველაზე
კარგ ბიჭსაც. მაგრამ ეს ძველი ამბავი იყო უკვე, ახლა ის "ყველაზე კარგი ბიჭი" გაპარვას

აპირებდა, აღარ უნდოდა ქარისა და ადვილი შესაძლებელია, თუკი მართლა ასე მოხდებოდა,
ხვალ მასხრად აეგდოთ ქარისა იმავე გოგოებს, რომლებსაც თავის დროზე თვალი დაუყენა და
შურით დაუხეთქა გულები. "შვილი კიდევ გავაჩინოთ, ესენი უკვე გაიზარდნენ, რაღა დროს
მაგათი მოფერებაა, ხომ ხედავ ახლოსაც აღარ გვიკარებენო", - ეტიტინებოდა ქარისა ფრიქსეს და
როცა ფრიქსე პასუხობდა: ეგენიც არ უნდა გაჩენილიყვნენო, ვერ გაეგო, რატომ არ უნდა
გაჩენილიყვნენ მისი შვილები და გრძნობდა, როგორ ელეოდა მოთმინება, რა ცოტა აკლდა, ქმარს
რომ ყელში სწვდომოდა და ფრჩხილებით ამოეძირკვა მისთვის სანახევროდ ისედაც
გადმოყრილი თვალები.
- მაგათგან რა ხალხი უნდა გამოვიდეს, ჯერ კუჭში საკუთარი პური არ ჩასვლიათო, - ამბობდა
ფრიქსე.
ქმრის სიტყვები მწარედ ხვდებოდა გულზე ქარისას, იმ წუთას დასანახავად ეჯავრებოდა
ფრიქსე, რადგან იმას არ ამბობდა, რაც მას აწუხებდა და აინტერესებდა. მეორეც ერთი, ფრიქსეს
უფლებაც არ ჰქონდა, უმადური ყოფილიყო ვინმესი. ქარისას ქმარ-შვილს ვინ გაუბედავდა
პურის დამადლებას, ან ფრიქსეს როგორ უტრიალდებოდა ენა, თუ ესეც მორიგი ხრიკი არ იყო
ქარისასაგან თავის დასაღწევი. ქარისას გაკვირვებული, ზიზღნარევი ღიმილი შეეყინებოდა
ხოლმე სახეზე.
- ამადლის თუ არ ამადლის, ასეა, - თავისას იმეორებდა ფრიქსე.
ეს ღამეული საუბრები, ყოვლად უაზრო და უნაყოფო, ორივეს უაღრესად აღიზიანებდა და
თანდათან, ნებაზე მიშვებული წყალივით, ნთქავდა და ატალახებდა იმ პატარა ეზო-ყურეს,
ქარისას რომ შემოეღობა ოდესღაც წარმოდგენილი სიყვარულით. ახლა ისინი ყოველ სიტყვას
გადაჭარბებულ მნიშვნელობას აძლევდნენ, გულში ათასჯერ წონიდნენ, აწვალებდნენ და
თვითონაც წვალობდნენ. ცოლიცა და ქმარიც თავთავიანთ ნაჭუჭებში შეიკეტნენ და ახლა იქიდან
დაუწყეს თვალთვალი ერთმანეთს. ფრიქსეს ავადმყოფობის გამო გათიშული საწოლი ისევ
გათიშული დარჩა. სიცოცხლე გაჭირდა, გაუფერულდა, კოჭლი ცხვარივით ჩამორჩა ფარას, მზით
განათებულ გორაკებს რომ მიიძოვდა და მიათეთრებდა. ვანში შემოდგომის წვიმები დაიწყო,
გალავანზე შეცოცებულ ძაღლყურძენას შაშვები შეესია. გარუხებულ ფილაქანზე წითელი
ფოთოლი ეყარა. მთებიდან დაძრულმა ჯანღმა ქალაქი გადაიარა და ზღვაზე გაწვა. შეშას ცრემლი
სდიოდა, მაგრამ არაფერი ჯობდა ცეცხლთან ჯდომას.
ფრიქსეს მიზეზი გამოუჩნდა, ისევ გამოკეტილიყო თავის ოთახში, გაშოტილიყო ტახტზე და
თვალები ჭერისთვის მიეშტერებინა. მაგრამ ერთ დღეს, ყველასათვის მოულოდნელად,
ვაჟიშვილები იხმო. ქარისას გულმა ცუდი უაზრა, მაგრამ მამას შვილებთან განმარტოებას ხომ
ვერ დაუშლიდა? სანამ ვაჟები მამის ოთახში იყვნენ, ქარისამ ვეღარ მოისვენა, ჯერ საქსოვს
მოჰკიდა ხელი, მაგრამ მალე დარწმუნდა, აცახცახებული ჩხირებით აცაბაცა თვლები გამოჰყავდა,
და ახლა სამკაულების ყუთი გახსნა, ბეჭდები და საყურეები მაგიდაზე წამოჰყარა და სათითაოდ
მოირგო, თითქოს პირველად ხედავდა, მაგრამ დიდხანს ვერც ამას დაუდო გული და ხელის
ერთი მოსმით კიტრის ნაფცქვენივით გადახვეტა მაგიდიდან. ბოლოს ისე გამწარდა, მოახლეს
ცოცხი გამოსტაცა, ზერელედა ჰგვი, კუთხეებში მტვერი გრჩებაო, მაგრამ ცოცხიც მალე მიახეთქა

კედელს და ოთახიდან გავარდა. ბევრჯერ აუარა-ჩაუარა ქმრის გამოკეტილ ოთახს, იქნებ წამლად
ერთი სიტყვა მაინც გამოფრინდესო, მაგრამ ოთახიდან ჩამიჩუმიც არ ისმოდა, თითქოს
ერთიანად ამოხოცილან, ანდა გაპარულანო. ქარისას ხუთი ყველაზე ახლობელი და საყვარელი
ადამიანი ახლა ამ ოთახში იყო, მაგრამ მისი არსებობა ამწუთას არც ერთს არ ახსოვდა. ქარისამ
თავი გარიყულად იგრძნო და ისეთი სევდა შემოაწვა გულზე, "შე ბედდამწვაროო", მიატირა
საკუთარ თავს და მწარე, ხმაურით ჩაყლაპული ცრემლი ესიამოვნა. ქარისა ისეთი ხის ანაჭერი
გახლდათ, თავის გაპარტახებულ ეზო-ყურეში სხვას არ ჩაახედებდა, არც ეჭვის ჭიას მისცემდა
ნებას, სხვების თვალწინ გამოცოცებულიყო. ახლაც უცებ გამოფხიზლდა, ცრემლმა გამოაფხიზლა
და ღვარძლიანად გაუღიმა სიცარიელეს. მან მიიღო ქმარ-შვილის გამოწვევა და საბრძოლველად
მოემზადა.
ასე გაიარა შემოდგომამ, მერე ზამთარმაც და, როცა კარიბჭის თაღებში პირველი მერცხალი
დატრიალდა, მხოლოდ მაშინ იგრძნო ქარისამ, რა დრო გასულიყო ამ უაზრო თვალთვალსა და
მიყურადებაში. "კიდევ ერთი გაზაფხულიო", - გაიფიქრა სევდიანად.
მიწა ჯერ კიდევ სველი იყო, ჯერ კიდევ იდო თოვლი შორეულ მწვერვალებზე, ფრიქსემ
სახედარს ბარ-ნიჩაბი რომ აჰკიდა, ვაჟებიც თან გაიყოლა და მთებისკენ გასწია. როცა ჰკითხეს,
სად მიდიხარ, რა გადაგიწყვეტიაო, ვალიდან ამოსვლაო, უპასუხა ფრიქსემ. ქარისამ თავისი
ხელით ჩაულაგა ქმარ-შვილს საგზალი. არც იმათ უთქვამთ, სად მიდიოდნენ და არც ქარისას
უკითხავს. სხვებს კი ეუბნებოდა: წავლენ, გაივლიან, კაცები არიან, ახლა მამასთანაც არაფერი
გაუჭირდებათო. სანამ მისი ქმარ-შვილი პირველად გავიდოდა უიმისოდ სასახლის გალავანში,
სახიდან ღიმილი არ მოშორებია.
სამი თვე სარკმელთან იდგა ქარისა, სამი თვე თავგანწირულად იგერიებდა ავ წინათგრძნობას,
რადგან დარწმუნებული იყო, ხუთივენი დაბრუნდებოდნენ, ასე ვერაგულად, სიტყვის
უთქმელად არ მიატოვებდნენ, ვერ გაბედავდნენ მის გაცურებას. ხეები აყვავდნენ, დაიკვირტნენ
და შეიფოთლნენ კიდეც. ჰაერში ირმის დორბლი დაფრინავდა. სამი თვის თავზე ქალაქში ბარნიჩბების ხმამ მოაღწია და ვანელებმა მალე დაინახეს კიდეც წელამდე თხრილში ჩამდგარი
ფრიქსე და მისი ვაჟები. მათ ზურგსუკან პირღია და დაკლაკნილი თხრილი ნისლით გაბაცებულ
მთებამდე გადაჭიმულიყო. ხუთი კაცი გამალებით თხრიდა მიწას, თხრილის კიდეზე ხმელი
პური და ხელადა შემოედგათ. ვანელები შეწუხდნენ, ამ დღეში რომ იხილეს მეფის სიძე და
შვილიშვილები, მაგრამ ფრიქსემ ახლოს არავინ გაიკარა: ქალაქში წყლის შემოყვანა ღმერთებმა
დამავალეს, რათა ამით მაინც გადაგიხადოთ მადლობა, უპატრონო ბავშვს თავშესაფარი რომ
მომეცითო.
- ეს მარტო ჩემი და ჩემი შვილების საქმეა, - მტკიცედ განაცხადა ფრიქსემ და გაოფლილი სახე
ხელის ზურგით მოიწმინდა, გალეულ კისერზე ლურჯი ძარღვი უფეთქავდა, მოხრილი და
სუსტი ბეჭები მზეზე დასწვოდა.
ქალაქში უფრო გაჭირდა თხრილის გაყვანა, სახლებისთვის გვერდი უნდა აექციათ, ქუჩები
გადაეჭრათ, სანამ მთავარ მოედანს მიაღწევდნენ. თხრილით გაგლეჯილ ქუჩებზე მორებს
სდებდნენ, ხალხს რომ სიარული შეძლებოდა. მთავარ მოედანზე ფრიქსემ ქვითკირის ნავი

ამოაშენა, თაღი დაადგა, თაღში ღარი დაატანა და ერთ მშვენიერ დღეს მღვრიე, დაუწმენდავი
წყალი, მოთვინიერებული ურჩხულივით, წამოჰყვა თხრილს ნისლით გაბაცებული მთებიდან
ქალაქამდე - გზადაგზა ისე იკლაკნებოდა, თითქოს უხილავი და შემაწუხებელი ტვირთის
მოშორებას ცდილობსო - ბოლოს, თაღში დატანებული ღარიდან ითქრიალა და პირველ შხეფებს
შარშანდელი ფოთლები, ბალახის ხმელი ღეროები და შლამიც გადმოაყოლა. წელამდე შიშველი,
მიწაში ამოგანგლული ფრიქსე ნავის კიდეზე ჩამომჯდარიყო, ხელში ჯამი ეჭირა და ხალხს
ეპატიჟებოდა: მოდით, გასინჯეთ ჩემი წყალიო. ფრიქსე ბედნიერი იყო, მისი ოთხი ვაჟი იქვე, მის
ფეხებთან მიყრილიყო და დაღლილობისაგან მძიმედ სუნთქავდა. წყალი დგაფუნობდა, შხეფებს
აფრქვევდა და მთელი ქალაქის თავზე გრილსა და ვერცხლისფერ ბურუსს აყენებდა. ამ ბურუსში
გახვეულ ფრიქსეს ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ოცდახუთი წლის წინათ დაკარგულ სახლში
დაბრუნებულიყო.
ქარისა მაშინაც სარკმელთან იდგა, მოედანზე შეკრებილი ხალხის ჟრიამული ესმოდა და
გრძნობდა, როგორ დაშორებოდა ქმარ-შვილს. ისინი კი მობრუნებულიყვნენ, მაგრამ ისეთები
არა, ამ სამი თვის წინათ რომ გაესტუმრებინა. სამი თვის უკედლებო, უმეთვალყურო ცხოვრებას,
თხრილში ძილსა და ერთი ხელადიდან დალეულ წყალს ისინი უარესად დაეახლოვებინა და
დაემსგავსებინა კიდეც ერთმანეთისათვის. მართალია, ქარისას არც ერთი არ ენახა ჯერ, მაგრამ
გრძნობდა, გაუჭირდებოდა მათი ცნობა. იმ ხუთს, სისხლის გარდა, სხვა რაღაცაც აერთებდათ,
თითქოს თხრილი თავიანთ გარშემო შემოევლოთ და ქარისა თხრილს აქეთ დაეტოვებინათ.
გაღმა ნაპირზე არავინ ეპატიჟებოდა და ქარისას უცებ შეეშინდა ქმარ-შვილთან შეხვედრისა,
ისინი უფრო ძლიერებიც ჩანდნენ, თანაც ხუთნი იყვნენ და, თუ მათთან ყოფნა უნდოდა, მარტოს
უნდა გადმოეძლია ხუთი მამაკაცის ძალა. ის ხომ მარტო იყო. თუმცა არა, ქარისას მედეა ჰყავდა,
დაცა და ქალიშვილიც. მედეა რომ გაახსენდა, შვება იგრძნო, მედეა თხუთმეტი წლისაც არ იყო
ჯერ, მაგრამ მაინც მისი იყო, მისიანი!
მედეა აღმოჩნდა ის ნოყიერი მიწა, სადაც მამიდა ყამარს შეეძლო მშვიდად ჩაეთესა თავისი
ცოდნის მარცვალი. მამიდა ყამარი ჯიუტად ებღაუჭებოდა სიცოცხლეს, ქედს არ უხრიდა, ბოლო
წუთამდე ჭოკივით წელგამართული დადიოდა, რადგან გული უგრძნობდა, ადრე თუ გვიან,
ღირსეული მემკვიდრე გამოუჩნდებოდა იმ საქმეს, რომლისთვისაც, ვინ იცის, რამდენი წელი
შეელია. ქარისამ და აფრასიონმა არ გაუმართლეს იმედი. ერთს საამისოდ ქალურმა
ქარაფშუტობამ შეუშალა ხელი, მეორეს კი - ბიჭობამ. მამიდა ყამარის რწმენით, ბუნების
საიდუმლოებათა ცოდნა მამაკაცის ხელში იგივე იყო, რაც გიჟის ხელში ხანჯალი. ასე რომ,
როგორც კი მედეამ ძიძის კალთას გაუშვა ხელი, მაშინვე მამიდა ყამარის იდუმალ სამყაროში
შებაჯბაჯდა. ათი წლისას უკვე ცოფიანის დაწყნარებაც შეეძლო და უწყინარის გაცოფებაც.
გონიერი და მგრძნობიარე გოგო ადვილად მიიკვლევდა გზას ცოდნის უკაცრიელ ტალანებში.
მთელი ქვეყანა, ბალახის ფესვიდან ვარსკვლავამდე, წიგნივით ედო წინ და საკმარისი იყო,
წუთით მაინც მოეშორებინა თვალი, მამიდა ყამარი მტაცებელი ფრინველის ნისკარტივით
მოკაუჭებულ თითს წიგნზე დაუკაკუნებდა და ისევ შიგ ჩაახედებდა. ეს ბრძნული, იდუმალების
ბურუსით გამშვენიერებული წიგნი თანდათან ისე გადაეფოფრა ბავშვის მაძიებელ სულსა და
გონებას, როგორც კრუხი ერთადერთ კვერცხს, რომლის მოვლა-გამოჩეკაზეღაა დამოკიდებული
მისი გვარჯილაგის შენარჩუნება. წიგნის სიტკბო-სიმწარეში, სითბო-სიცივეში მედეაც თანდათან

იზრდებოდა და ნათდებოდა; მის სინათლეს დღითიდღე ახალახალი საოცრებანი გამოჰყავდა
მარადიულობის წყვდიადიდან. სანამ მისი დისშვილები ღობე-ყორეს ედებოდნენ და ქვეყანა
ფეხზე ჰქონდათ ამოცმული, ცოდნის სუსხით შემკრთალი და მობუზული მედეა მამიდის
შეგონებებს ისმენდა და იმახსოვრებდა, გადაყრუებულ ტყე-ღრეებსა და ხევ-ხუვებში
დაჰყვებოდა და კაბის კალთაში ათასნაირ ყვავილს, ბალახსა და ხავსს იგროვებდა.
- ბალახშია კაცის სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოო, - ეუბნებოდა ჭოკივით გამხმარი და
წელგამართული მამიდა.
მამიდა ყამარზე ამბობდნენ, კაცს თუ შეხედა, ადგილზე გააქვავებსო. ეს, რა თქმა უნდა, ტყუილი
იყო, მაგრამ მართლა უცნაური თვალები ჰქონდა, მწვანე, ცეცხლიანი, გეგონებოდათ, წარბები და
წამწამები თვალების სიმხურვალეს შეუტრუსიაო. მედეამ იცოდა ამ თვალების ძალა, უცნაური
ჟრუანტელი დაურბენდა ხოლმე მთელს ტანში, როცა მამიდა ყამარი გამომცდელ მზერას
მიაპყრობდა და ეტყოდა: ნეტავი მომინდებოდეს, იმწუთას შენისთანა კნაჭა გოგოდ ვიქცეოდიო.
მედეას სჯეროდა, მართლა რომ შეეძლო მამიდამისს კნაჭა გოგოდ გადაქცევა. ის კი არა, უეცრად
ორ, ერთნაირად ჭორფლიან, პატარა გოგოს დაინახავდა ხოლმე, კაბის კალთებში ბალახბულახი
რომ მოეგროვებინათ და გამხდარი კანჭები მოუჩანდათ. მედეა თავჩაღუნული დაჰყვებოდა
მამიდას და გულში ფიქრობდა, ნეტავი მართლა მოუნდებოდეს, ნეტავი მართლა იქცეოდეს
ჩემოდენა გოგოდ, ერთს მაინც გადავკოტრიალდებოდით ამ მინდორზეო. მედეამ მამიდისგან
იცოდა, ამგვარი ფიქრი დანაშაული იყო, რადგან ცოდნის ადგილს იკავებდა გონებაში; მედეამ
ისიც იცოდა, მინდორზე სულელი და არაფრისმცოდნე ბავშვები კოტრიალობდნენ, მაგრამ
ხანდახან ისე წამოუვლიდა თამაშის ჟინი, თანახმა იყო, ყველაზე სულელი და ყველაზე უვიცი
ბავშვი ყოფილიყო მთელს ქვეყანაზე, ოღონდ ერთხელ თავის ნებაზე გაენავარდა.
მამიდა ყამარს ფიქრის წაკითხვაც შეეძლო; უცებ გაუჩერდებოდა, ერთს ისე გამოხედავდა,
თითქოს ბუჩქებში ნადირმა დაიღრინაო, და ეტყოდა: სად დაფრინავ, მე ვისთვის ვლაპარაკობო.
მამიდა ყამარი რომ მოკვდა, მედეას არც გაჰკვირვებია და არც ძალიან დასწყვეტია გული, რადგან
ესეც ყოვლისშემძლე მამიდის სურვილად ჩათვალა: ალბათ, ასე იყო საჭირო, ალბათ, სიკვდილი
ერჩია კნაჭა გოგოდ გადაქცევასო. არც ის გაუკვირდებოდა, ერთ მშვენიერ დღეს სულეთიდან
მობრუნებული რომ ენახა.
მამიდა ყამარის ტაძარი დარიაჩანგის ბაღში იდგა. მედეა ყოველდღე დადიოდა იქ და მთელმა
ქალაქმა იცოდა, როდის გამოჩნდებოდა ჯორებშებმული ეტლი. ეტლზე შემდგარ მედეას
მარჯვენაში სადავე ეჭირა, მარცხენაში კი მათრახი. თორმეტ მხევალს კაბები მუხლებამდე აეწია
და სირბილით მიჰყვებოდა უკან. ცოტა ხნის მერე, ერთი ჭკუისა და ერთმანეთზე მშვენიერი
ცამეტი ქალიშვილი კოცონივით დაბრიალებდა დარიაჩანგის ბაღში. აქ იყო მათი ქეყანა, მათი
სამფლობელო, უცხო თვალს გარიდებული და ტაძრის სიახლოვით ჩაწყნარებული. მაგრამ
მეორე, უფრო ვრცელი, უფრო დაუცველი და უფრო თამამი ქვეყანა, საიდანაც ყოველ დილას
გამორბოდნენ ისინი, ჯორებშებმულ ეტლის მტვერში გახვეულნი, არც აქ აძლევდათ მოსვენებას,
აქამდენაც აწვდენდა ტლანქსა და ვნებიან ხმას. ეს ხმა ათრთოლებდა ფოთლებს, ახტუნავებდა
კალიებს, აზუზუნებდა ფუტკრებს და გოგოებიც გრძნობდნენ, თავს არ უტყდებოდნენ, მაგრამ

გრძნობდნენ, ამ ხმის ბრალი რომ იყო, თვითონაც თუ ფოთლებივით თრთოდნენ, ფუტკრებივით
ბზუოდნენ და კალიებივით მიხტოდნენ ბალახიდან ბალახზე. ისინი ამ ხმას კი არ გაურბოდნენ,
თითქოს მასთან ერთად განმარტოებულიყვნენ, რათა უფრო ღრმად ჩასწვდომოდნენ, გაეგოთ და
შეჩვეოდნენ კიდეც.
დაბნეულ ფეტვის მარცვალსაააა...
წამოიწყებდა უცებ რომელიმე გოგო და დანარჩენებიც მაშინვე აჰყვებოდნენ:
რა მოჰკრეფს წიწილის მეტი.
მე და შენის სიყვარულსაააა
რა გაჰყრის სიკვდილიიიის მეტი?
მღეროდნენ და მრავალმნიშვნელოვნად იღიმებოდნენ, შეთქმულებივით სახეში შესცქეროდნენ
ერთმანეთს, საკუთარი სითამამით შემკრთალნი და აღტაცებულნი. სიტყვებს ამოფარებული
საიდუმლო დანაშაულის ტკბილ ბურანში ხვევდათ.
მედეას კი ამ სიმღერაში ყველაზე ძალიან წიწილა მოსწონდა, ფეტვის მარცვალს რომ კენკავდა,
ყვითელი და გაფუყული.
აქანავებულ რტოებში ხანდახან ზღვის ლურჯი, ფიქრიანი თვალი გამოკრთებოდა და ახლა
ზღვისკენ გაუწევდათ გული. საბანაო ადგილიც მყუდრო და მოხერხებული შეერჩიათ, მხოლოდ
ზღვას შეეძლო მათი სიშიშვლის დანახვა. რადგან იმალებოდნენ, ალბათ, იცოდნენ კიდეც,
რატომაც იმალებოდნენ, რა სჭირდათ დასამალი. ზღვა თვალისმომჭრელად ლაპლაპებდა.
ადგაფუნებულ წყლიდან ხან ვარდისფერი დუნდული გამოაჭყეტდა, ხან მარმარილოს
ფიქალივით თეთრი მუცელი, ანდა ძუძუს ხორკლიანი დვრილი. მერე გახურებულ სილაზე
დაეყრებოდნენ და მზისგან დავიწროებულ თვალებს ცას მიაბჯენდნენ. იმ მეორე ქვეყნიდან
წამოყოლილი ხმა ახლა მათ საფეთქლებში გუგუნებდა. ისინიც გატრუნულნი უსმენდნენ და
ამაფორიაქებელი, ძნელად მოსარევი სიხარული ეუფლებოდათ, როგორც საჩუქრის მომლოდინე
ბავშვებს.
ქარისა რომ შემოვიდა, მედეა თმას ივარცხნიდა. თმა ნაუცბათევად გაიკრა უკან და სარკე
გვერდზე გადადო.
- რა ლამაზი ხარ, - უთხრა ქარისამ.

მედეას გაეღიმა და უნებურად თვალი ისევ სარკისკენ გააპარა. ქარისა დას გვერდით მიუჯდა,
შუბლზე აკოცა და გაუმეორა, ძალიან ლამაზი ხარო.
ქარისამ იცოდა მოსიყვარულება, არც საქებარ სიტყვას დაიშურებდა ვინმესთვის. თვითონ რომ
ყველაზე ლამაზი იყო, ეჭვიც არ ეპარებოდა, მაგრამ ეს სილამაზე სხვებისთვისაც უნდა
ყოფილიყო ასატანი, სხვებსაც უნდა ეღიარებინა იგი. ამიტომ არც ქარისა ივიწყებდა უმნიშვნელო
ქრთამის გაღებას. ტკბილი სიტყვის დამადლება ისეთივე დანაშაულად მიაჩნდა, როგორც
ავადმყოფთან ხელცარიელი მისვლა.
მედეა უშნო გოგო არ იყო, მაგრამ არც ლამაზი ეთქმოდა, ამინდივით ცვალებადი გარეგნობა
ჰქონდა, არა მარტო სახის ნაკვთები, მთელი სხეული შეეცვლებოდა ხოლმე, თვალების ფერიც კი.
ერთი წუთის წინ აყვავებული ტოტივით ნაზი და ვარდისფერი, შეიძლება, უცებ ჩიხში
მიმწყვდეულ ნადირს დამსგავსებოდა, ერთდროულად რომ ჩასდგომია თვალებში სევდაცა და
მრისხანებაც.
- შენს ქმარს თავი სიზმარში უნდა ეგონოს და გამოღვიძებისა ეშინოდეს, - თქვა ქარისამ.
მედეამ გაიღიმა. "ეს რომელი კაბა გაცვიაო", - ჰკითხა ქარისამ და მკერდზე ხელი ჩამოუსვა.
მედეამ კაბაზე დაიხედა.
- ყველას გადია მე ვარ. ჩემთვის დროც აღარ მრჩება, - თქვა ისევ ქარისამ და ახლა იმან გაიღიმა.
მერე კარგა ხანს დუმდნენ ორივენი. ქარისამ უცებ მოიწყინა, რაღაცას დასჩერებოდა იატაკზე.
მედეამ კი არ იცოდა, რა ეთქვა, და უცებ შვება იგრძნო, დის ხმა რომ შემოესმა ისევ:
- ვისაც მე არ ვუნდივარ, წყალს წაუღია ყველანი, ქმარიცა და შვილებიც. ქოთანიც შენ უნდა
გაუტანო, რადგან მოახლისა რცხვენია, შენი კი არა.
მედეა დაიძაბა. ქარისა სხვას ამბობდა, უჩვეულოს, რაზედაც არასოდეს არ ულაპარაკიათ ადრე.
მედეამ იცოდა, ქალები რომ თხოვდებოდნენ, კერპად რომ იხდიდნენ თავიანთ ქმრებს და
მართლაც ტაძრის მხევლებივით ტრიალებდნენ ოჯახში, მაგრამ ეს სხვა ქვეყანაში ხდებოდა და იმ
ქვეყნისა მედეას არაფერი გაეგებოდა, არაფერი იცოდა, გარდა იმ სულელური ლექსისა, მისი
მხევლები რომ მღეროდნენ დარიაჩანგის ბაღში. ის ქარისას ქვეყანა იყო. მართალია, ისა და ქარისა
დები იყვნენ, მაგრამ ისე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, როგორც წყალი ღვინისაგან. მედეა
ღვთაებას ეკუთვნოდა, ქარისა კი მამაკაცს. მამიდა ყამარმა მედეა თავიდანვე მთვარის მხევლად
განაწესა და, შეიძლება, ამიტომაც არასოდეს არ უფიქრია სხვანაირ ცხოვრებაზე. არც მისი
ბავშვობა ჰგავდა სხვებისას. ერთადერთ თოჯინას, თვითონვე რომ შეეკოწიწებინა, აქამდე
სასთუმლის ქვეშ მალავდა უკანონო შვილივით, რადგან გრძნობდა, ისიც იმ ქვეყნიდან,
მედეასთვის აკრძალული ქვეყნიდან იყო მოგზავნილი და მასაც იქითკენ ეწეოდა. მედეას კი იქით
გახედვისაც ეშინოდა. მაშინვე მამიდა ყამარის ცეცხლოვანი თვალები და მტაცებელი ფრინველის
ნისკარტივით მოკაკვული თითი დაუდგებოდა ხოლმე თვალწინ. მამიდა ყამარისგან
მემკვიდრეობით მიღებული ცოდნა სარქველივით აწვებოდა მის არსებაში ჩაბუდებულ ქალობას,
სინათლესა და ჰაერს უხშობდა, არ აძლევდა თავის წამოწევის ნებას. მედეამ ჯერ არ იცოდა, რომ
მთელ მის ცხოვრებას მისივე ქალურობის ის პატარა, ძალით მიჩქმალული, ჯერ კიდევ

განუვითარებელი ყლორტი წარმართავდა, რითაც ბუნებას დაეჯილდოებინა და არა იმავე
ბუნების საიდუმლოებათა ცოდნა, რაც მამიდა ყამარისგან მიეღო. ეს სხვა ცოდნა იყო და ჯერ
წყვდიადში თვლემდა, თუმცა უკვე იშმუშნებოდა ძილში, როგორც ღრმად ჩაძინებული პატიმარი
მედილეგეს ნაბიჯების ხმაზე. ნაბიჯები ახლოვდებოდა, დილეგის თავზე ტრიალებდა და
ძლიერდებოდა. მედეას შესცივდა და მოიბუზა. ქარისამ გადაიკისკისა.
- ალბათ ისე შეგაშინე, კაცისკენ აღარც გაიხედავო, - თქვა ქარისამ და ისევ გადაიკისკისა.
- არა, - გააგრძელა თვითონვე, - ოჯახში სიამტკბილობაც ბევრია, ვინც გიყვარს, წყალსაც მიაწვდი
და ქოთანსაც.
მედეამ არ იცოდა, რა ეთქვა, როგორ მოქცეულიყო. ერთს კი გრძნობდა, რაღაცის მიხვედრას
თხოულობდნენ მისგან, რაღაცის, რასაც მისი უფროსი და ასე აეფორიაქებინა. მედეამ არც ის
იცოდა, ქარისას ჭია რომ გასჩენოდა და კოდალას ნატრულობდა. კოდალის მეტი არაფერი არ
უნდოდა, ის ჭია რომ ამოეცლია თავისი ბასრი ნისკარტით. მედეამ რამდენჯერმე დააპირა კიდეც
ეთქვა, უფრო გასაგებად მითხარი, რა გაწუხებს, ხომ ხედავ, ვერ მივმხვდარვარო, მაგრამ თავი
შეიკავა. თუ ქარისა "უფრო გასაგებად" არ ამბობდა, ალბათ არც იყო საჭირო. მედეა თვითონ იყო
დამნაშავე, მისი მიუხვედრელობის ბრალი იყო, თვითონაც რომ წვალობდა და დასაც აწვალებდა.
ქარისამ კი სრულიად მოულოდნელად ისეთი რამ ჰკითხა, უარესად დააბნია: შენ თუ იცი,
როგორ ქოთს ავადმყოფის ლოგინიო. საბედნიეროდ, პასუხს აღარ დაუცადა და გააგრძელა: ვინც
არ უნდა იწვეს შიგ, სულერთია, მაინც წამოგაზიდებს, მაინც შეიკავებ სუნთქვას, სანამ შეგეძლება,
სანამ რამეს არ მოიმიზეზებ და არ გამოიძურწები გარეთო.
"რომ მომინდებოდეს, მაშინვე შენისთანა კნაჭა გოგოდ ვიქცეოდიო", - რატომღაც გაახსენდა
მედეას მამიდა ყამარის სიტყვები. ამ სიტყვებს მამიდა ყამარი ხშირად იმეორებდა და მედეასაც
ყოველთვის უკვირდა, რატომ არ უნდა სდომებოდა მამიდას პატარა გოგოდ გადაქცევა, ცოტა
ხნით მაინც. "იქნებ ამიტომო", - გაიფიქრა მედეამ, რადგან უცებ იგრძნო, რაღაც ბუნდოვანი,
ძნელად ხელჩასავლები კავშირი რომ არსებობდა ყველა კნაჭა გოგოსა და ქარისას ნალაპარაკევს
შორის, ხოლო რასაც ქარისა ამბობდა, იმდენად ამაზრზენი ჩანდა, მედეას უკვე ერთი სული
ჰქონდა, როდის წავიდოდა იგი. ქარისა, თავისდა უნებურად, სწორედ იმ კარს აჯაჯგურებდა,
რომლის იქითაც მედეას ნამდვილ ბუნებას ჯერ კიდევ ეძინა, მაგრამ მძინარესაც ესმოდა და
აღიზიანებდა ეს უსიამო ხმა, შეგნებულად თუ შეუგნებლად, მის გამოღვიძებას რომ ცდილობდა.
მაგრამ ასე დამდურებულივით ჯდომაც უსინდისობა იქნებოდა მისგან. ქარისა თვალებით
სთხოვდა, ხმა ამოეღო, რამე ეთქვა, დაემშვიდებინა, მხარი დაეჭირა, აჰყოლოდა. ყოველ წუთას
შეიძლებოდა, წარბები შეეწკიპა, გაბრაზებულიყო და მედეას დუმილი განდგომად ჩაეთვალა.
- როგორ მიხარია, ფრიქსე რომ წამოდგა, - თქვა უცებ მედეამ.
ფრიქსეს ხსენებაზე ქარისა გველნაცემივით შეკრთა, გაკვირვებული სახე დაედო. ერთი ცხადი
იყო, მედეას ვერაფერი გაეგო, ანდა ეშმაკობდა და თვალს არიდებდა სატკივარს, რომელსაც
ქარისა აჩეჩებდა. ქარისა ამისთვის მოვიდა მხოლოდ, თავისი სატკივარი უნდოდა მოეშორებინა,
როგორც ნივთი, რომლის დანიშნულებისა არაფერი გაეგებოდა, ვერ მიმხვდარიყო, რაში

გამოეყენებინა საერთოდ. არც მედეა აურჩევია შემთხვევით. რაც არ უნდა ყოფილიყო, სხვა
ქალებივით არ იზეიმებდა მაინც, როცა გაიგებდა, მისი უფროსი და ქმარს აღარ უნდოდა, თავს
არიდებდა და ემალებოდა, როგორც გაზულუქებული ბავშვი გადიას. ქარისა ამის შესაჩივლად
მოვიდა სწორედ, სიმარტოვისა შეეშინდა და დასთან გამოიქცა. მაგრამ მაშინვე იგრძნო,
დისთვისაც რომ გაუჭირდებოდა ბოლომდე გულის გახსნა. ეჭვიც არ ეპარებოდა, მედეა
თანაუგრძნობდა, მაგრამ ახლა სწორედ ამ თანაგრძნობისა შეეშინდა. თუკი თანაგრძნობას
დაიმსახურებდა, ასე თუ ისე, მაინც დამცირდებოდა მედეას თვალში, ამით მისი სატკივარი
მხოლოდ გაიზრდებოდა, რადგან ახლა ორს ეცოდინებოდა ის, რაც აქამდე მარტო მან იცოდა.
მეორე, ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი, უკვე ეჭვის თვალით დაუწყებდა ცქერას, შეეცდებოდა
თვითონაც აღმოეჩინა ის ნაკლი, რის გამოც შეიძლებოდა გული აჰყროდა ქმარს ამ მართლაც
მშვენიერსა და მარად მოღიმარ ქალზე. ისევ თვალთმაქცობა ჯობდა და ქარისაც
თვალთმაქცობდა. მედეას არარსებულ ქმარს თითს უქნევდა, აფრთხილებდა, ემუქრებოდა
კიდეც, თუკი მოღორდებოდა, თუკი გვერდზე გაექცეოდა თვალი მას მერე, როცა მედეას
საქალწულე სარტყლის შეხსნის ნება მიეცემოდა. "არ ვაპირებ გათხოვებასო", - ეუბნებოდა
ცრემლნარევი ხმით მედეა, მაგრამ ქარისა მაინც თავისას განაგრძობდა, უკანვე რომ ჩაებრუნებინა
მთავარი სათქმელი, რისი გულისთვისაც მოსულიყო, რისი გულისთვისაც საერთოდ დაეწყო
ლაპარაკი. "კაცი ცოლითაა ამაყიცა და ბედნიერიც", - ბობოქრობდა ქარისა, მაგრამ როცა მედეამ
მოულოდნელად ფრიქსე ახსენა, უცებ წყალი გადაესხა, ისე გამოხედა მედეას, თითქოს პირთან
მიტანილ ჯამზე ხელი აუკრესო. მედეას გული დაუმძიმდა, ავმა წინათგრძნობამ გუნება
მოუშხამა, რადგან უცებ მთელი არსებით იგრძნო, რა საცოდავი და უბედური იყო მისი უფროსი
და, ერთდროულად ისიც იგრძნო, რა ძლიერი და დამთრგუნავი იყო კერპი, ქარისას რომ აერჩია.
უეცრად ჩამოვარდნილ სიჩუმეში მედეას უცნაური ფაჩუნი შემოესმა და უნებურად გულზე
აიფარა ხელები, თითქოს ვინმეს შეეძლო დაენახა, როგორ იშლებოდა მისი გული, მზედაკრულ
კვირტივით.
- შენ კი ბედნიერი იქნები, - თქვა ქარისამ.
ფრიქსეს ვაჟები ახლა ყოველდღე იკრიბებოდნენ მამასთან. იქიდან დაბრუნებულებს ისეთი
სახეები ედოთ, თითქოს დიდ დანაშაულს სჩადიოდნენ. ყველას თვალს არიდებდნენ. ოთხივეს
ერთნაირად ჰქონდა სახე ალეწილი. თვალებიც სიცხიანივით ულაპლაპებდათ. ქარისა გრძნობდა,
მასსა და ქმარ-შვილს შორის საიდუმლო გაჩენილიყო, რომელშიაც არც წილი ედო და არც
ადგილი ჰქონდა. იტანჯებოდა, მაგრამ სიამაყე მაინც არ აძლევდა ნებას, თავი დაემდაბლებინა და
შვილებისთვის ეთხოვნა, გამაგებინეთ რა ხდებაო.
შვილებს დედა ძველებურად, ისევ მთელი გულითა და სინაზით უყვარდათ, მაგრამ ეს უკვე აღარ
იყო ერთადერთი სიყვარული. ქარისას მეტოქე გასჩენოდა, მაგრამ იმ მეტოქის არც სახე იცოდა და
არც სახელი, ამიტომაც უფრო მეტად ეშინოდა მისი და უკვე აღარ ჩქარობდა მასთან შეხვედრას.
მაგრამ ეს საიდუმლოც ისევე მოულოდნელად და მარტივად გაიხსნა, როგორც ყველა
საიდუმლო. ერთ დღეს, როცა მთელი ოჯახი სადილად იჯდა, ფრიქსეს უფროსმა ვაჟმა არგუსმა

თასიდან ღვინო მოწრუპა და თქვა: ჩვენი ზღვა ღვინისფერიაო. დანარჩენი სამი ვაჟი დედას ისე
დაჟინებით მიაშტერდა, ქარისა უნებურად დაიძაბა, რაღაც ითქვა, რაღაც მნიშვნელოვანი, რაც
ბევრ რამეს აუხსნიდა, უფრო ყურადღებიანი რომ ყოფილიყო. ქარისამ ფრიქსეს შეხედა. ფრიქსემ
იგრძნო ცოლის მზერა, ყვრიმალი აუწრიატდა, მაგრამ თავი მაინც არ აუღია. მერე თვითონაც
მოსვა ღვინო, თასი გვერდზე გააჩოჩა და არგუსს უთხრა: ოღონდ ამ ღვინისა არა, ჩვენებურ
ღვინოს სხვა ფერი დაჰკრავსო.
მაშინ კი მიხვდა ქარისა, რომელ ზღვაზე და რომელ ღვინოზე იყო ლაპარაკი. უცებ მოეშვა,
ხელები კალთაში ჩაიწყო და მწარედ გაიღიმა მოტყუებული კაცივით, სხვა ადგილას რომ
მიატანინეს ტვირთი. "რამდენი ხანია კაბა არ გამომიცვლიაო" - გაიფიქრა ქარისამ და უცებ
იგრძნო, როგორ ბრაზდებოდა, როგორ ეკიდებოდა ცხელი ქარი თმის ძირიდან ფეხის
ფრჩხილამდე. იმიტომ კი არა, საშინელების მოლოდინი რომ გაუწბილდა, არამედ იმიტომ, ასე
რომ იჯდა ქმრისა და შვილების თვალწინ, დაღლილი კაცივით მობუზული, კალთაში
ხელებჩაწყობილი. ქარისამ ხელი ისე დაჰკრა მაგიდაზე, ღვინით სავსე თასი იატაკზე
გადმოვარდა და ჟღრიალ-ჟღრიალით დაბზრიალდა.
- რას მებუტებით, გველი ხომ არ შემიწვავს თქვენთვის! - იყვირა ქარისამ.
ფრიქსემ სადილი მიატოვა და თავის ოთახში გაიძურწა. შვილებმა ვერ გაბედეს ადგომა, თითო
ლუკმა კიდევ წაილოღნეს ძალისძალათი, თითქოს მართლა გველის ხორცსა ჭამდნენ, მერე
დედას მადლობა გადაუხადეს სადილისთვის და წამოიშალნენ. ფრონტისმა ფეხი აითრია, მაგრამ
პირგამეხებულ დედასთან მისვლა მაინც გაუჭირდა და უფროს ძმებს გამოედევნა. ქარისა მარტო
დარჩა, თავს გამარჯვებულად თვლიდა, მაგრამ იმის ნაცვლად, ეზეიმა, უფრო და უფრო
ბრაზდებოდა. "რა მემართებაო", თვითონვე უკვირდა, მაგრამ ჭურჭელი ისევ ზრიალით
ჩამოდიოდა თაროებიდან და მის ფეხებთან იმსხვრეოდა. მან უკვე იცოდა თავისი მეტოქის
სახელი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერც თმით დაითრევდა და ვერც თვალებს ამოკაწრავდა. ის
აქედან ძალიან შორს იყო, ამიტომ უფრო ძლიერიცა და ღირსეულიც ჩანდა. ქარისას ისღა
დარჩენოდა, ჭკუისთვის მოეხმო და ღმერთებისთვის მადლობა შეეწირა, მისი მეტოქე
ჩვეულებრივი, მოკვდავი ქალი რომ არ აღმოჩნდა, დედაკაცი დედაკაცის ნაშობი, რომლის
მეტოქეობა, უბრალოდ არსებობაც კი, მართლა მიწასთან გაასწორებდა მის ქალურ სიამაყესა და
პატივმოყვარეობას. კაცმა რომ თქვას, ქარისას უფლებაც არ ჰქონდა, დაეშალა შვილებისთვის
მამის სამშობლოს სიყვარული; ალბათ, არასოდეს მოუვიდოდა თავში ამგვარი აზრი, მის ქმარშვილს ყველაფერი საიდუმლოების ბურუსში რომ არ გაეხვია. ქარისას ქალური ღირსება
გადარჩენილი იყო, შეულახავი, მაგრამ ასე არასოდეს არ გაცოფებულა, შეიძლება იმიტომაც, თავი
სამშვიდობოს რომ დაიგულა. ახლა სხვა სახე მიიღო ქმარ-შვილის გაუთავებელმა ჩურჩულმაც:
"რადგან მიმალავენ, ეტყობა, ჩემი შიშიც ჰქონიათო", დაასკვნა გუნებაში და გადაწყვიტა იქით
შეეტია შეთქმულებისთვის, მართლა ეგრძნობინებინა თავისი ძალა და ძალაუფლება, რათა
ერთხელ და სამუდამოდ შეეგნოთ, ვისთან ჰქონდათ საქმე. უპირველეს ყოვლისა კი მედეასთან
მივიდოდა, გულში ნაზად ჩაიკრავდა და ეტყოდა: თუ გიყვარვარ, იმდღევანდელი ჩემი
ლაპარაკიცა და საქციელიც დაივიწყე, უძინარი ვიყავი და შენც გაგაწვალე, ჩემო პატარა, ჩემო
ლამაზო და ჩემო სულელო დაიკონაო. ვინ იცის, რას არ ფიქრობდა მედეა. თუმცა ისეთი სახე

ედო, თითქოს ვერაფერს ხვდებაო, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, ეთვალთმაქცა. არც ისეთი
გულუბრყვილო იყო, როგორადაც თავს აჩვენებდა. მაგ ხნისას უკვე შვილი ჰყავდა ქარისას.
მართალია, უეცარი განდგომა არც სიცოცხლეში აპატია ქარისამ ქმარს და არც მკვდარს დაუვიწყა,
მაგრამ მათი ურთიერთობა, ასე თუ ისე, მაინც გამოსწორდა. ოჯახი ისევ ოჯახს დაემსგავსა,
გარედან ასე ჩანდა, უფრო სწორად, გარედან არ ჩანდა გათიშული საწოლი და ქარისას შეეძლო
მშვიდად ყოფილიყო.
ერთ საღამოს ქარისა სავარძელში იჯდა და ქსოვდა. ფილაქანზე გაგორებულ ძაფის გორგალს
კატა ეთამაშებოდა. ფრიქსე ტახტზე გაშოტილიყო, ჭერს შესცქეროდა. ვაჟები კუთხეში
მიმსხდარიყვნენ და ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ. ბოძის ბზარში ჩამალული ჭრიჭინა
გულსაკლავად მოთქვამდა. მისი გაბმული ხმა ოთახში გამეფებულ სიმყუდროვეს უფრო
ამძაფრებდა. უცებ ქარისამ თავი აიღო და ყველას გასაგონად თქვა: ისე არ მომკლა, ჩემი ქმრისა
და შვილების სამშობლო არ ვნახოო. ამას კი მართლა არავინ მოელოდა ქარისასაგან, არც ქმარი და
არც შვილები, არც ჭრიჭინა, რადგან უცებ ისიც გაჩუმდა. ფრიქსე ტახტზე წამოჯდა და შიშველი
ტერფებით ფლოსტებს დაუწყო ძებნა.
- მართლა ამბობ?! - ჰკითხა ხელისგულებით ტახტის კიდეზე დაყრდნობილმა და წინ
გადმოხრილმა ფრიქსემ.
"მართლა ვამბობო", - დაუდასტურა ქარისამ და ვითომც აქ არაფერიაო, ისევ განაგრძო ქსოვა.
ფრიქსე და მისი ვაჟები აწრიალდნენ, წამოიშალნენ და ნელ-ნელა, ლაპარაკ-ლაპარაკით ქარისას
გარშემო მოგროვდნენ. ქარისა კი ქსოვდა, იღიმებოდა და თავს მშვიდად იქნევდა. ვაჟებს
სიხარულით გული ებერებოდათ, ტკბილად მოღიმარი დედა თავს რომ უქნევდა და უწონებდა
მამის მონაყოლით გაცნობილსა და შეყვარებულ ქვეყანას. ყველანი ენად გაიკრიფნენ, ერთმანეთს
You have read 1 text from Georgian literature.
Next - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
  • Parts
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Total number of words is 3713
    Total number of unique words is 2149
    29.1 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2104
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Total number of words is 3786
    Total number of unique words is 2050
    32.9 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 2036
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Total number of words is 3729
    Total number of unique words is 2068
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    52.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Total number of words is 3798
    Total number of unique words is 2041
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.7 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Total number of words is 3774
    Total number of unique words is 2100
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Total number of words is 3823
    Total number of unique words is 2083
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2026
    33.7 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Total number of words is 3773
    Total number of unique words is 1978
    31.9 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 2031
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2106
    31.0 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Total number of words is 3704
    Total number of unique words is 2027
    30.8 of words are in the 2000 most common words
    45.1 of words are in the 5000 most common words
    51.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 2083
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Total number of words is 3829
    Total number of unique words is 2058
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 1976
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2062
    30.1 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Total number of words is 3775
    Total number of unique words is 1967
    34.5 of words are in the 2000 most common words
    49.1 of words are in the 5000 most common words
    56.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Total number of words is 3868
    Total number of unique words is 1886
    35.4 of words are in the 2000 most common words
    49.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2046
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Total number of words is 3709
    Total number of unique words is 1983
    33.1 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Total number of words is 3866
    Total number of unique words is 2020
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.4 of words are in the 5000 most common words
    54.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2020
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    54.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 2058
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2111
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2042
    30.5 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Total number of words is 3904
    Total number of unique words is 2006
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 1988
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Total number of words is 3889
    Total number of unique words is 1960
    31.7 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Total number of words is 3751
    Total number of unique words is 2127
    27.9 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Total number of words is 3814
    Total number of unique words is 2046
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Total number of words is 3808
    Total number of unique words is 2002
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2068
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.4 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 2023
    31.8 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2094
    29.3 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Total number of words is 3725
    Total number of unique words is 2171
    27.3 of words are in the 2000 most common words
    38.2 of words are in the 5000 most common words
    44.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Total number of words is 3887
    Total number of unique words is 2056
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Total number of words is 1188
    Total number of unique words is 820
    38.4 of words are in the 2000 most common words
    50.8 of words are in the 5000 most common words
    57.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.