Latin
Total number of words is 3979
Total number of unique words is 1874
31.2 of words are in the 2000 most common words
43.5 of words are in the 5000 most common words
49.6 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
და ნიადაგ კერავდა რაღაცას (მეტწილად გაუნის წინდებს კემსავდა), მამა და ბაბუა
კიდევ, საწერ მაგიდასთან ჭადრაკს მიუსხდებოდნენ ხოლმე; ზოგჯერ გევინ ბიძიაც
შემოვიდოდა წიგნით ხელში, თუკი იმის ცდაში არ იყო, რომ, რადაც უნდა
დასჯდომოდა, დედასთვის ჭადრაკი ესწავლებინა, რაც მანამდე გრძელდებოდა, ვიდრე
მე დავიბადე და იმხელა შევიქენი, რომ მე შემომჩენოდა.
ის დროც მოვიდა, როცა კინოში წამსვლელი ხალხი კინოსკენ გაემართა, სხვანი კიდევ,
ნავახშმევს შინიდან გამოვიდნენ, ქალაქის ცენტრში ჩაიარეს, რათა კრისტიანის
საკონდიტროში ჩამომსხდარიყვნენ, ან კომივოიაჟორებს გამოლაპარაკებოდნენ სასტუმროს
ჰოლში, ანდა სულაც საყავეში შეევლოთ თითო ფინჯანი ყავის დასალევად; ყველას
შეეძლო ეფიქრა - ბიძია გევინს მეტი აღარაფერი ემუქრებაო. მაგრამ ამჯერად მამამ კი
არა, თავად ბაბუამ აიღო თავი და თქვა:
- რას ჰგავს ეს! დღეს მეორედაა უკვე!
- არა, მეხუთედ, - მამაჩემმა უთხრა. - ეტყობა, ფეხი აუცდა.
- რა ქნაო? - იკითხა ბაბუამ.
- მუხრუჭზე უნდოდა დაეჭირა, რომ ჩვენს სახლთან წყნარად ჩაევლო, - უპასუხა
მამამ. - მაგრამ, ეტყობა, ფეხი აუცდა და მუხრუჭის მაგივრად სირენის პედალს
დააჭირა.
- ადექი, კონნორსს დაურეკე, - უთხრა ბაბუამ, მისტერ ბაკ კონნორსს გულისხმობდა.
- ვერ მოვითმენ ამას.
- ეგ გევინის საქმეა, - მიუგო მამაჩემმა. - როცა თქვენ ჭადრაკის თამაშით ხართ
დაკავებული, ქალაქის მთავარ იურიდიულ ხელისუფლებას გევინი წარმოადგენს.
პოლიციის უფროსსაც გევინი უნდა შეეხმიანოს. ანდა, ის აჯობებს, ქალაქის მერს თუ
დაელაპარაკება. მართალს არ ვამბობ, გევინ? - და გაუნმა მითხრა: ყველამ გევინ
ბიძიას შეხედა, მე კიდევ, შემრცხვა, გევინ ბიძიას გამო კი არა, სხვა ჩვენიანების,
დანარჩენთა გულისთვის შემრცხვაო. ისეთივე გრძნობა მქონდა, როგორიც იმის
შემხედვარეს გიჩნდება, როცა კაცს შარვალი სძვრება, ხელები კი დაკავებული აქვს სახურავს იმაგრებს, რათა თავზე არ ჩამოემხოსო. ეცოდებოდა კიდეც, ეცინებოდა,
რცხვენოდა, მაგრამარც იმის შეუმჩნევლობა იქნებოდა, რომ გევინ ბიძიას უცებ,
მოულოდნელად სახის სიშიშვლის დაფარვა მოუხდა, როცა ერთბაშად აკივლდა ის
სირენა და მანქანამ ნელი სვლით ხელახლა ჩაუარა ჩვენს სახლს, თუმცა უკვე ყველას
შეეძლო ეფიქრა - წეღან, ვახშმობისას უკანასკნელად ჩაგვიარა, ხვალამდე მაინც მეტი
აღარ
უნდა
გაჭაჭანდესო.
და
ამ
დროს
იკივლა
სირენამ,
გინდაც
ვინმე
ახარხარებულიყოს, და ასე მიხარხარებდა, ვიდრე ქუჩის კუთხეში არ შეუხვია, იმ
ადგილას, სადაც მისტერ დე სპეინი ყოველთვის ფეხს იღებდა პედლიდან. ოღონდ
სიცილიც მართლა ისმოდა - მამაჩემი იცინოდა; ჭადრაკის დაფასთან მიმჯდარი, გევინ
ბიძიას უყურებდა და იცინოდა.
- ჩარლი! - დედამ უთხრა. - გაჩერდი! -მაგრამ უკვე გვიან იყო. გევინ ბიძია
წამოხტა, კარისკენ გაემართა გაჩქარებული, თითქოს ვეღარაფერს ხედავსო, და გავიდა.
- ეს რაღა ამბავია? - იკითხა ბაბუამ.
- ტელეფონისკენ გაიქცა ბაკ კონნორსთან დასარეკად, - უთხრა მამამ. - რაკი ასეთი
ამბავი ხუთჯერ ხდება დღეში, ეტყობა, დაასკვნა - იმ ყმაწვილს ფეხი მუხრუჭისთვის
არ აუცდენიაო. - ოღონდ დედა უკვე თავს ადგა მამას, ცალ ხელში წინდა და
საკემსავი სოკო ეჭირა, მეორეში ნემსი ეპყრა ხანჯალივით.
- იქნებ გაჩუმდე, გენაცვალე? - უთხრა დედამ. - იქნებ შენთვის დაეგდ... ჯანდ...
მაპატიე, მამა, - ბაბუას უთხრა. - მაგრამ ასე იცის ამან... - და ისევ მამაჩემს
მიუბრუნდა: - გაჩუმდი, გაიგე? გაჩერდი ახლავე!
- როგორ გეკადრება, ჭირიმე, - მიუგო მამამ. - მე თვითონაც მშვიდობა მინდა და
სიწყნარე. - მერე დედა გავიდა, დაწოლის დრო იყო უკვე, და გაუნმა მიამბო ვხედავდი, როგორ ჩამომჯდარიყო გევინ ბიძია ჩაბნელებულ სასტუმრო ოთახში, შუქი
არ ენთო, წინა ოთახიდან ეფინებოდა ცოტაოდენი სინათლე, ისე, რომ, კიდეც
მოენდომებინა, კითხვას ვერ შეძლებდაო. ოღონდ არც აპირებდა თურმე კითხვას: ისე
მჯდარა მრუმეში, ვიდრე დედაჩემი, უკვე ხალათმოსხმული, თმაგაშლილი ჩამოსულა
ქვემოთ და გაუნისთვის უთქვამს:
- რატომ არ წვები? წადი, დაიძინე! გესმის? - და გაუნს მიუგია:
- დიახ, მემ. - დედა კიდევ, სასტუმრო ოთახში გასულა, გევინ ბიძიას სავარძლის
უკან გაჩერებულა და შესიტყვებია:
- დავურეკავ იმ კაცს, - ხოლო გევინ ბიძიას უკითხავს:
- ვის დაურეკავ? - მერე დედაჩემი სასტუმროდან გამოსულა და უთქვამს: - ახლავე
წადი და დაიძინე, ამწუთას! - მერე გაუნი წინ გაუშვია და თვითონაც მიჰყოლია
კიბეზე. ჰოდა, გაუნი რომ დაწვა და შუქი ჩააქრო, დედა მის კარს მიადგა თურმე და
ღამე მშვიდობისა უსურვა, და ახლა მათ ყველას იმის მეტი აღარაფერი დარჩენოდათ,
რომ დალოდებოდნენ. რადგან, თუმცა ხუთი კენტი რიცხვია, ხოლო გევინ ბიძიასთვის
საღამო რომ დამთავრებულიყო, ლუწი გახლდათ აუცილებელი, მაინც, ეტყობა,
დიდხანს არც მოუწევდათ ლოდინი, რამეთუ საკონდიტრო კინოს დამთავრებისთანავე
იკეტებოდა, ხოლო სასტუმროს ჰოლში კომივოიაჟორთა დაწოლის შემდეგაც თუ
დაახანებდა ვინმე, იმას, რაც უნდა უცოლშვილო კაცი ყოფილიყო, მერე მთელი
ჯეფერსონისთვის უნდა აეხსნა - ასე და ასეო. და გაუნს უფიქრია: სხვა თუ არაფერი,
ჩვენც და გევინ ბიძიაც მოსვენებულად, თბილად ვართ და ისე ველოდებით, თუმცა
გევინ ბიძია მარტოდმარტო კი ზის ჩაბნელებულ სასტუმრო ოთახში, ეს მაინც
უკეთესია, ვიდრე საკონდიტროში ან სასტუმროს ჰოლში ყურყუტი და დროის
გაწელვაო.
ოღონდ ამჯერად მისტერ დე სპეინს მოედანზე გამოსვლისთანავე ჩაურთავს სირენა:
გაუნს ესმოდა, როგორ ძლიერდებოდა მისი კივილი, როცა მანქანა ჯერ ერთ, მერე
მეორე მოსახვევს გამოსცდა და ჩვენი სახლისკენ გამოემართა. დამცინავად ისმოდა მისი
ხმიანობა, მაგრამ ერთი კი იყო, რომ მანქანა მეორე სიჩქარით აღარ მოდიოდა, ამიტომ
სწრაფად ჩაუქროლა ჩვენს სახლს, ჩაბნელებულ სასტუმრო ოთახს, სადაც გევინ ბიძია
იჯდა, ერთხელ შეუხვია, მეორედ, რათა თავის ქუჩაზე გასულიყო, და სირენის ხმაც
მიჩუმდა, ასე რომ, ღამის სიწყნარეღა შემორჩა ირგვლივ და მერე - ფეხის ხმა,
როდესაც გევინ ბიძია კიბეს შეუყვა. მერე წინა ოთახშიც ჩაქრა სინათლე და ყოველივე
დასრულდა.
ესე იგი, იმ ღამეს დასრულდა, საიმდღეოდ. რადგან ყოველივე სულ დამთავრდაო, გევინ ბიძიასაც არ უფიქრია. ის კი არა და, მალე ყველა მიხვდა, რომ გევინ ბიძიას
სულაც არ უნდოდა, რომ ყოველივე ამით დასრულებულიყო; მეორე დილას,
საუზმობისას, პირველად სწორედ გევინ ბიძიას აუწევია თავი და გაუნისთვის უთქვამს:
- აი, შენი ბიძაშვილი ჩარლიც რომ შეიძენს მანქანას, შენც მისტერ დე სპეინივით
გაერთობი ხოლმე, არა, ჩარლი? - ოღონდ ეს ამბავი ალბათ არასოდეს მოხდებოდა,
რადგან მამაჩემმა გევინ ბიძიას დამთავრება აღარც აცალა:
- მაგ აყროლებული ჯაბახანის მყიდველი ვარ?! არა, სამაგისო გამბედაობა არ მეყოფა.
ჩემი კლიენტები თავისი დღე და მოსწრება ჯორით და ცხენით მიდი-მოდიოდნენ.
ოღონდო, მითხრა გაუნმა, მამაშენს რომ მართლა ეყიდა მანქანა, სანამ თქვენსას
ვიდექი, კი ვიცოდი, როგორც მოვიხმარდი, აბა, სწორედ, სახლის წინ ვაქროლებდი
და სირენას ვაყვირებდიო!
მერე იგივე მოხდა, როცა გაუნი შინისკენ მოდიოდა სასადილოდ, მერეც - როცა
ყველანი სუფრას უსხდნენ. ოღონდ მარტო გაუნი კი არ იყო მიმხვდარი - გევინ ბიძია
სულაც არ აპირებს ამ ამბავს ბოლო მოუღოსო, რადგან, დედა რომ წაადგა გაუნს
თავზე, გევინ ბიძია ჯერ არც შებრუნებულიყო. ალეკსენდერი სულ იმას ამბობდა დედაჩემის თვალი და ყური კედელშიც ატანსო (როცა წამოიზარდა, იმაშიც დაგვიწყო
დარწმუნება - დედაჩემი ტელეფონით ლაპარაკის დროსაც იკრავს ხოლმე სუნს, როცა
ნასვამი ვარო). შესაძლოა, ყველა ქალი, ვინც კი დედად იქცევა ან ვისაც დედობის
გაწევა მოუხდება, - როგორც დედაჩემს უხდებოდა, დედის მაგივრობა გაეწია
გაუნისთვის, ვიდრე ის ჩვენთან ცხოვრობდა, - ასევე გრძნობს ხოლმე ყოველივეს,
ხოლო დედაჩემი ამგვარად მოიქცა: სწორედ იმ დროს გამოვიდა სასტუმრო ოთახიდან,
როცა გაუნი ჯიბეში იდებდა იმას.
- რა უყავი? - უთქვამს დედას. - სად წაიღე ის, გევინმა რომ მოგცა? ჭიკარტებიანი
კოლოფია, ხომ? ჭიკარტებიანი კოლოფი! გზაზე უნდა მოაბნიო, რომ სალტეები
დაეხვრიტოს, ხომ? გევინი პატარა ბიჭივით იქცევა, ღლაპივით. არა, მელისანდრა
ბეკუსი უნდა ითხოვოს, სანამ მთელი ოჯახი არ დაუღუპია.
- თქვენ ხომ ამბობდით - უკვე ძალიან გვიან არისო, - უთხრა გაუნმა. - ისეთ
ქვრივს შეირთავს უსიკვდილოდ, თან რომ ოთხი შვილი მოჰყვებაო.
- ალბათ იმის თქმა მინდოდა, ძალიან ადრე არის-მეთქი, - უპასუხა დედამ. მელისანდრას ჯერ ქმარიც არ ჰყავს. - მერე, გაუნს თითქოს ვერც ხედავსო, უთქვამს:
- მანფრედ დე სპეინიც კარგი ვინმეა. ღლაპი. - შემომყურებდა და სულაც ვერ
მხედავდაო, მითხრა გაუნმა. მერე ანაზდად ისეთი კარგი შეიქნა, სულ გოგონას
დაემსგავსაო: - არა, ყველანი ერთნაირები არიან ეგენი. - აქ ისევ დაუნახავს გაუნი. არ გაბედო მაგის გაკეთება, გესმის? აბა, ერთი გაგიბედია!
- კარგი, მემ! - უპასუხა გაუნმა. ამაზე ადვილი რა უნდა ყოფილიყო. ისა და ტაპი
მუჭში ჭიკარტებს დაიჭერდნენ და შუა ქუჩაში გაირბენდნენ, თითქოს ჯერ ვერ
გადაუწყვეტიათ, საით წავიდეთო. ჰოდა, ამასობაში ჭიკარტები თავისით ჩაცვივდებოდა
ავტომობილის ნაკვალევში: მისტერ დე სპეინს უკვე ცხრაჯერ გაევლო იმ ადგილას, ასე
რომ, გზას ორი ნაკვალევი დასჩნეოდა. ერთი კია, რომ დიდხანს მოუხდათ სიცივეში
ყურყუტი, რადგან გულით ეწადათ, მოსახდენ ამბავს შესწრებოდნენ. ტაპმა თქვა სალტეები რომ დასკდება, ავტომობილიც აფეთქდებაო. ეს ამბავი გაუნს მაინცდამაინც
არ სჯეროდა, ოღონდ დაბეჯითებით არაფერი იცოდა, იქნებ ტაპი ნაწილობრივ მაინც
იყო მართალი, იმდენად მაინც, რომ მოცდა უეჭველად ღირდა.
ჟასმინის მაღალი ბუჩქის უკან მოუხდათ ჩამალვა. ბინდდებოდა, სუსხი უფრო და
უფრო ეძალებოდა, გასტერმა სამზარეულოს კარი გამოაღო და ტაპს დაუწყო ძახილი,
მერე კართანაზე გამოდგა და ორივეს ეძახდა. სულ ჩამობნელდა და საძაგლადაც
აცივდა, და, როგორც იქნა, ფარების შუქიც გამოჩნდა. მანქანამ შესახვევს მოატანა,
სირენა კიოდა და კიოდა, და მანქანამ ნელ-ნელა, ხრიალით ჩაიარა, ესენი კიდევ
მიჩერებულნი იყვნენ, აყურადებდნენ, მაგრამ არაფერიც არ მომხდარა, მანქანა გაშორდა
და სირენაც კი ჩაჩუმდა; იქნებ ჭიკარტები ჯერ კარგად არ ჩარჭობია, დავიცადოთო, უთქვამს გაუნს. დაელოდნენ, მაგრამ მაინც არაფერი მოხდა. ისედაც კარგა ხანი იყო,
რაც გაუნს სახლში შესვლა მართებდა.
ნავახშმევს ყველანი კაბინეტში ისხდნენ ისევ, მაგრამ საერთოდ აღარაფერი ხდებოდა,
მანქანასაც კი აღარ ჩაუვლია, და გაუნმა იფიქრა - იქნებ მანქანა სახლში მისვლის
მერეღა აფეთქდა და ახლა გევინ ბიძია ვეღარც გაიგებს - შეუძლია თუ არა
ჩაბნელებული სასტუმროდან მაღლა ავიდეს და დაწვესო. მაშინ გაუნმა იმდენი
მოახერხა, გევინ ბიძიას უჩურჩულა - გინდა, იმის სახლთან მივირბენ და შევიტყობ,
რა ხდებაო. მაგრამ მამამ მაშინვე იკითხა:
- რა ამბავია? რას ჩურჩულებთ მანდ? - ასე რომ, არაფერი გამოვიდა. არც მეორე
დილას შეცვლილა რამე და სირენამ ისე ახლოს გაიხმიანა ჩვენს სახლთან, იტყოდით მომდევნო ჩავლისას აგერ სასტუმროში აყვირდებაო. მერე ორჯერ კიდევ შუადღისას.
ჰოდა, ნასადილევს, გაუნი სკოლიდან რომ ბრუნდებოდა, ტაპმა ანიშნა და ორივენი
სარდაფში ჩავიდნენ; ტაპს ძველი ფოცხი ჰქონოდა, ტარგადატეხილი, ისე რომ, ამათ
მოუხდათ ცეცხლი დაენთოთ და ტარის ნარჩენი მოეწვათ. კარგად რომ ჩამობნელდა,
გაუნი დარაჯად დადგა, ტაპმა კიდევ ნაკვალევის გარდიგარდმო თხრილი ამოიღო,
ფოცხს კბილები ამოაშვერინა, ზემოდან ფოთლები წააფარა და ორივენი ხელახლა
ჩასაფრდნენ ჟასმინის ბუჩქთან და დაელოდნენ, ვიდრე მანქანა ჩაივლიდა. ოღონდ არც
ამჯერად მომხდარა არაფერი, თუმცა ესენი, მანქანა რომ თვალს მიეფარა, გზაზე
გავიდნენ და თავისი თვალით ნახეს, რომ ბორბლებს ზედ ფოცხის კბილებზე
გადაევლო.
- ერთხელაც ვსინჯოთ, - თქვა გაუნმა. ადგნენ და მეორე დილასაც სინჯეს: ისევ
არაფერი. ჰოდა, ნასადილევს ტაპმა ძველი ქლიბი აამუშავა ფოცხის კბილებზე, მერე
გაუნი შეენაცვლა; ოღონდ იმასაც მიხვდნენ, რომ გაის ამ დრომდე მოუწევდათ ქლიბვა,
როცა კოტილიონის კლუბი კიდევ გამართავდა საშობაო მეჯლისს.
- სალესი ქვა გვინდა, - თქვა გაუნმა.
- ბიძია ნუნს აქვს სალესი ქვა, - უთხრა ტაპმა.
- თოფი გავიყოლოთ, ვითომ საკურდღლაოდ მივდივართ, - თქვა გაუნმა. ასეც
მოიქცნენ: ბიძია ნუნ ჰეიტვუდის სამჭედლოს მიაშურეს გარეუბანში. ბიძია ნუნი
მაღალი კაცი იყო, წაყვითალო; ცალი ფეხი თითქოს საგანგებოდ ჰქონდა მუხლში
მოკაკვული, რათა წინა საოლავთან ცხენი მოერგო ხოლმე ფეხზე; ცხენს ფეხში ხელს
წაავლებდა, მუხლს მიაბჯენდა და მეორე ხელით იქვე ჩასობილ ბოძს მოეჭიდებოდა,
ჰოდა, თუკი ამასობაში ბოძი არ წამოექცეოდათ, ცხენს რამდენიც უნდოდა, იმდენი
ეფართხალა დაეტლინკავა, ბიძია ნუნი ცხენთან ერთად იქანავებდა აქეთ-იქით, ოღონდ
ფეხი არც კი შეერხეოდა. ბიძია ნუნმა გაუნსა და ტაპს ნება მისცა სალესი მოეხმარათ,
ტაპი ბორბალს აბრუნებდა და წყალს უსხამდა, გაუნმა კიდევ ისე წაამახვა ყველა
კბილი, ავტომობილის სალტეს კი არა, რასაც გინდათ, იმას გახვრეტდა.
ამის მერე აუცილებლად სიბნელეს უნდა დავლოდებოდითო, მიამბობდა გაუნი.
სიბნელეს და მოგვიანო ხანს, რომ არავის დავენახეთო. რადგან წამახული კბილები
თავისას თუ იზამდნენ, ისეც შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ მანქანა არც ძალიან
წასულიყო ხელიდან, და მაშინ მისტერ დე სპეინი იმის მოსაზრებასაც მოასწრებდა - აქ
რაღაც ამბავიაო. ერთიც ვნახოთ, მაშინვე ძებნა დაეწყო და ფოცხი ეპოვა? ჯერ ეგონათ
- ყველაფერი ჩინებულად მოეწყობაო, რადგან დეკემბრის გრძელი საღამო იდგა და მიწა
ისე გაყინულიყო, ხელახლა მოუხდათ თხრილის გაჭრა, თანაც გუშინდელზე ბევრად
უფრო გრძელი თხრილისა, რათა ფოცხისთვის თოკი ჩაებათ და იმ თოკით უკანვე,
ჩვენს ეზოში შემოეთრიათ, როცა სალტე გასკდებოდა, ხოლო მისტერ დე სპეინს ჯერაც
არ ეცოდინებოდა ავარიის მიზეზი. ოღონდ ის მეორე დღე შაბათი იყოო, თქვა გაუნმა,
ასე რომ, მთელი დღე თავისუფალი გვქონდა და შეგვეძლო, ფოცხი ისე გაგვემართა,
რომ ჟასმინის ბუჩქთან ჩასაფრებულებს ყოველივე დღის სინათლეზე დაგვენახაო.
ჩაუსაფრდნენ კიდეც. ბუჩქს უკან ისხდნენ და გაუნს თოკის ბოლო ჰქონდა
ჩაბღუჯული, როცა ხმაური შემოესმათ, მანქანაც დაინახეს, მერე კი სირენა აკივლდა
და მანქანამ ჩაიარა, ჰოდა, სირენა მხიარულად მიხმიანებდა თურმე: „ხა-ხა, ხა-ხა,
ხა-ხა“, და ის იყო, იფიქრეს - ახლაც ყველაფერი ჩაგვიფლავდაო, რომ უეცრად
სალტემ - ბუჰო, დაიძახა; ოღონდ გაუნს თოკის გამოქაჩვა ვეღარ მოუსწრია, რადგან
თოკი იქით გაქაჩულა, ხელიდან გასხლტომია და ჟასმინის ბუჩქს დახვევია გველივით;
მანქანა კიდევ მიდიოდა და მისძახოდა: „ხა-ხა, ხა-ხა, ხა-ხა-ბუჰ“, - სალტეში
ჩარჭობილი ფოცხი ავტომობილის ფრთას მანამ ეხათქუნებოდა, ვიდრე მისტერ დე
სპეინმა მანქანა არ გააჩერა. ამ დროს მათ ზურგს უკან სასტუმრო ოთახის ფანჯარა
გაღებულა და ფანჯარაში დედა და მამა გადმომდგარან. მერე დედას უთქვამს:
- მიდით, შენ და ტაპი და მიეხმარეთ. შენც უნდა იცოდე მანქანის მოვლა, საცაა შენი
ბიძაშვილი ჩარლიც იყიდის ალბათ ავტომობილს.
- მაგ აყროლებული ჯაბახანის მყიდველი ვარ?! - უთქვამს მამაჩემს. - ხომ დავკარგე
ყველა მუშტარი, ან ცხენს ვინღა იყიდის ჩემგან, ან ჯორს!
- კარგი ერთი, - მიუგია დედას. - მგონი, დღესვე იყიდდი მანქანას, მამაჩემის რომ
არ გერიდებოდეს. იცი, რას გეტყვი? - მობრუნებია მერე გაუნს. - შენ მიეხმარე
მისტერ დე სპეინს, ტაპი სახლში მჭირდება.
ჰოდა, ტაპი სახლში შესულა, გაუნი კი მიახლებია მანქანას, სადაც მისტერ დე სპეინი
იდგა და გამსკდარ სალტეს ათვალიერებდა. ხელში ფოცხი ეჭირა, ტუჩები წამოებურცა,
თითქოს თავისთვის უსტვენსო. მერე გაუნს გადმოხედა, ჯაყვა ამოიღო, თოკი
გადაჭრა, ფოცხი პალტოს ჯიბეში ჩაიდო და თოკის აკეცვას შეუდგა, თან თვალს
მიადევნებდა, როგორ მოძვრებოდა თოკი ჩვენი ეზოდან; ტუჩები ისევ წამობურცული
ჰქონია მსტვინავი კაცივით. ამ დროს ტაპი გამოსულა სახლიდან, ქათქათა ქურთუკი
სცმია, იმ ქურთუკს მაშინ იცვამდა, როცა დედა სუფრის მომსახურებას ასწავლიდა
ხოლმე, ხელში სინი სჭერია, ზედ ყავის ფინჯანი, სანაღებე და საშაქრე მდგარა. მის
მეგიმ გაახლათ, ყავას ხომ არ ინებებთ, სანამ სიგრილეში ისვენებთო, - მოახსენა
თურმე ტაპმა.
- დიდი მადლობელი ვარ, - თქვა მისტერ დე სპეინმა. ჩვენი თოკი უკვე აეკეცა. ტაპს
სინი გამოართვა, მანქანის ფრთაზე ჩამოდგა და მერე დახვეული თოკი ტაპს გაუწოდა.
- აჰა, შენ საანკესედ.
- ჩემი არაა მაგ თოკი, - უთხრა ტაპმა.
- ახლა შენია, - მიუგო მისტერ დე სპეინმა. - შენთვის მიჩუქნია. - და ტაპმა
ჩამოართვა თოკი. მაშინ მისტერ დე სპეინმა ტაპს უთხრა - შენი თეთრი ქურთუკი
გაიხადეო, მერე საბარგე გახსნა, გაუნსა და ტაპს უჩვენა, დომკრატი და სალტის
დასაწებებელი სადაც იდო, და მერე ყავის სმას შეუდგა, ვიდრე ტაპი მანქანის ქვეშ
იყო შემძვრალი, დომკრატს უყენებდა და ისა და გაუნი მანქანას სწევდნენ. მერე
მისტერ დე სპეინმა დაცლილი ფინჯანი დადო, პალტო გაიხადა და გახვრეტილ
სალტესთან ჩაიმუხლა ხელსაწყოებმომარჯვებულმა. ოღონდო, მიამბობდა გაუნი,
ერთადერთი, რაც ამასობაში ვისწავლეთ, ისეთი გინება იყო, რომლის მაგვარი მანამდე
არც გაგვეგონაო. მერე მისტერ დე სპეინი წამომდგარა, ხელსაწყოები იქით მიუყრია და
ამჯერად გაუნისთვის უთქვამს: - სახლში შეირბინე, ბაკ კონნორსს დაურეკე, უთხარი
ჯებო მოიყვანე-თქო ჩქარა! - ამასობაში მამაჩემიც მოსულა ამათთან.
- ძალიან ბევრი ხომ არ გყავთ თანაშემწე? - უთქვამს მამას. - შემობრძანდით,
გადავკრათ ცოტა. ადრე კია, ვიცი, მაგრამ შობის დღეებია ახლა.
ყველანი სახლში შესულან და მამას მისტერ კონნორსისთვის დაურეკავს - ჯებო
მოიყვანეო. ბიძია ნუნ ჰეიტვუდის შვილი იყო ჯებო. მჭედლობას ეპირებოდა, მაგრამ
ამ დროს მისტერ დე სპეინმა ის თავისი წითელი ავტომობილი იყიდა და, როგორც
ბიძია ნუნი იტყოდა ხოლმე, „დაღუპა ბიჭი“. თუმცა გაუნი ვერ ხვდებოდა, რატომ
ერქვა ამ ამბავს დაღუპვა, რადგან, როცა ჯებო მჭედელი იყო და მეტი არაფერი, რომ
გამოტყვრებოდა, წელიწადში სამჯერ-ოთხჯერ მაინც ხვდებოდა ციხეში; ახლა კი, მას
აქეთ, რაც ჯეფერსონშიავტომობილები გაჩნდა, ჯებო ჩვენი ოლქის საუკეთესო
მექანიკოსად იქცა, და, თუმცა ძველებურად სვამდა და ციხეშიც ხვდებოდა ისევ,
მაგრამ ერთ ღამეზე მეტს აღარ ახანებდა იქ, რადგან მეორე დილასვე აღმოჩნდებოდა,
რომ ჯებო უსიკვდილოდ დასჭირვებოდა რომელსამე მანქანის პატრონს და ჯებოს
გამოსახსნელ ჯარიმასაც ის იხდიდა ხოლმე.
ყველანი სასადილოში შესულან. დედას უკვე გამოედგა გრაფინი და ჭიქები.
- მომითმინეთ, - თქვა თურმე მამამ. - გევინს დავუძახებ ახლავე.
- წავიდა უკვე,
მიირთვით.
-
ერთობ
საჩქაროდ
უთხრა
დედამ.
-
დაბრძანდით,
პუნში
- იქნებ ჯერ არ წასულა, - თქვა მამამ და გავიდა.
- იმათ ნუ დაელოდებით, თქვენი ჭირიმე, - უთხრა დედამ მისტერ დე სპეინს.
- არა უშავს, დავუცდი, - მიუგო მისტერ დე სპეინმა. - ჯერ ადრეა, რამდენიმე
წუთს შეიძლება მოცდა. - ოღონდ ამასობაში მამაც შემობრუნდა.
- გევინმა - დიდი ბოდიშიო, - თქვა მამამ. - გულისწვა აწუხებს ამ ბოლო ხანებში.
- გულისწვას მარილი ძალიან შველის-თქო, უთხარით.
- როგორ? - მამაჩემი შეეკითხა.
- მოდით-თქო, უთხარით, - მიუგო მისტერ დე სპეინმა. - მეგი ჩვენ შორის
სამარილეს ჩადგამს-თქო, უთხარით. - ამით მოთავდა ყველაფერი. მოვიდა თოფიანი
მისტერ კონნორსი, ხელბორკილდადებული ჯებოც მოჰყვა, და ყველანი მანქანისკენ
გაემართნენ. მერე მისტერ კონნორსმა თოფი ჯებოს დააჭერინა, ხელბორკილის
გასახსნელად გასაღები ამოიღო და ისევ ჩამოართვა თოფი. ჯებომ ხელსაწყოები
მოიმარჯვა და ხელად მოაძრო საბურავი ბორბალს.
- თქვენ ასე უნდა გექნათ, - უთხრა მამაჩემმა. - როგორმე ჯებო უნდა
დაგებალზამებინათ, - რამენაირად ისე, რომ არ გაყინულიყო და საჭმელიც არ
მოეთხოვა, - მერე მანქანისთვის უნდა დაგეკრათ სათადარიგო ბორბალივით. ჰოდა,
საბურავი თუ შეგექნებოდათ გამოსაცვლელი ან მოტორი დასაქოქი, მოხსნიდით,
დააყენებდით
და
განაბალზამებდით.
მგონი,
ასე
უნდა
ითქვას,
არა?
განაბალზამებდით.
- საბურავი რომ დააწებო, - მიმართა მისტერ დე სპეინმა ჯებოს, - კანტორაში
მომიტანე.
- მესმის, სერ,
წამოიძღვანოს.
-
უთხრა
ჯებომ.
-
მისტერ
ბაკმა
კიდევ
ჯარიმის
ქვითარი
- დეიდაშენს ყავისთვის მადლობა მოახსენე, - უთხრა მისტერ დე სპეინმა გაუნს.
- დეიდა კი არა, ბიძაშვილია ჩემი, - უპასუხა გაუნმა. - პუნშის მადლობაც ვუთხრა?
- მე ცენტრამდე გამოგყვებით მანქანაში, - უთხრა მამამ მისტერ დე სპეინს.
ეს ყოველივე შაბათს მოხდა. ხოლო კოტილიონის მეჯლისი ოთხშაბათისთვის იყო
დანიშნული. ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს ჯეფერსონში მეტი ყვავილი
გაიყიდა, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში საღდებოდა, იმაზე მეტიც კი, ვიდრე
ბებერი გენერლის კომპსონის დაკრძალვისას გასაღდა, ხოლო კომპსონი მარტო ბრიგადის
გენერალი კი არ ყოფილა, მისისიპის შტატის გუბერნატორიც გახლდათ - მართალია,
ორ დღეს გუბერნატორობდა სულ; მაგრამ მისტერ დე სპეინმა უჩვენოდ შეიტყო, რაც
გევინ ბიძიას ჩაედვა გულში, და იფიქრა - მეც იგივე უნდა გავაკეთოო. რაღა თქმა
უნდა, სასიამოვნო იქნებოდა იმის ფიქრი - ერთი და იგივე აზრი ორივეს თავთავისთვის მოუვიდაო, ოღონდ ნამეტანს კი ემგვანებოდა ეს ამბავი.
ასე რომ, ეტყობა, მისის რაუნსველმა გათქვა ყველაფერი. ამ მანდილოსანს საყვავილე
მაღაზია ჰქონდა; იმიტომ კი არა, გევინ ბიძიას ნათქვამის არ იყოს, თითქოს
ყვავილები ჰყვარებოდეს, იმიტომაც კი არა, თითქოს ფულის სიყვარულით ყოფილიყოს
შეპყრობილი; უფრო იმიტომ, რომ დასაფლავებებისთვის კარგავდა ჭკუას; თავად ორი
ქმარი მიებარებინა მიწისთვის, მეორე ქმრის შემდეგ მიღებული სადაზღვევო პრემიით
გახსნა სწორედ ის მაღაზია და ჯეფერსონის ყველა მიცვალებულს ამარაგებდა
ყვავილებით; ამ ქალმა უჩუმათა მისტერ დე სპეინს - გევინ ბიძიას მისის
სნოუპსისთვის სამეჯლისოდ ყვავილების გაგზავნა უნდაო. ოღონდ დედას თურმე
უთქვამს - მისის სნოუპსს ხომ ქმარი ჰყავს, მარტო მისთვის ყვავილების გაგზავნა არ
ივარგებსო. ამაზე გევინ ბიძიამ - შენ იქნებ ის გინდა, ყვავილები მისტერ სნოუპსსაც
გავუგზავნოო? მამამ კიდევ - შენი დაიასი მშვენივრად მესმისო. და გევინ ბიძიამ
თქვა: კარგი, ბატონო, მაშინ კოტილიონის კლუბის ყველა მანდილოსანს გავუგზავნიო.
ჰოდა, მისტერ დე სპეინიც იძულებული შეიქნა იგივე გაეკეთებინა, ასე რომ, მარტო
მისის სნოუპსს კი არა, ყველა დანარჩენ მანდილოსანსაც ორ-ორი თაიგული უნდა
მიეღო.
ჯეფერსონის სხვა მკვიდრთათვის აღარაფერს ვამბობ: კლუბის ყველა მანდილოსნის
ქმართა და არშიყთათვის კი არა მხოლოდ, არამედ მეჯლისზე მიწვეული ყველა
ქალაქელი მანდილოსნის ქმართა და არშიყთათვის; განსაკუთრებით იმათთვის, ვინც
დიდზე დიდი ხნის წინ იყო ოჯახს მოკიდებული; ისინი ხომ გულშიც არ გაივლებდნენ
თავიანთი ცოლებისთვის თაიგულები გაეგზავნათ და არც მათი მეორე ნახევრები
იქნებოდნენ ამის მომლოდინენი, გევინ ბიძია და მისტერ დე სპეინი რომ არა. ოღონდ
მთავარიმაინც გევინ ბიძია იყო, რადგან სწორედ იმან ატეხა ეს ამხელა ამბავი. ჰოდა,
კაცებისთვის რომ მიგეგდოთ ყური სადალაქოში, როცა სამეჯლისოდ თმას იკრეჭდნენ,
ან
კიდევ
მისტერ
კილენდის
სამკერვალოში,
საიდანაც
ნაქირავები
ფრაკები
გამოჰქონდათ, იტყოდით - გევინ ბიძიას ლინჩის მოწყობას უპირებენო.
ოღონდ მათში ისეთებიც იყვნენ, რომლებიც გევინ ბიძიას ლანძღვას არ სჯერდებოდნენ:
მისტერ გრენიე უედდელი და მისის მორის პრისტი. თუმცა ეს ცოტათი მოგვიანებით
შევიტყვეთ, მეჯლისის მეორე დღესღა მოგვწვდა ყველას ამბავი. მანამდე კი ხალხი
ხედავდა, რომ მისის რაუნსველის სავაჭროში, მამაჩემის ნათქვამის არ იყოს,
„რაუნსველის პანიკა“ დაწყებულიყო. (იძულებული გავხდი ასე მეხუმრა, თუმცა, კაცმა
რომ თქვას, გევინს იუმორის გრძნობა რაღაცა მოუჩლუნგდა და ამგვარი პრიმიტიული
ნაკვესის თქმაც ვერ მოახერხაო. ისე მამაჩემიც უკურთხებდა გევინ ბიძიას, რადგან
ახლა დედასთვის თაიგული უნდა გაეგზავნა; ადრე არ ფიქრობდა ამის გაკეთებას,
მაგრამ, რაკი გევინ ბიძია უგზავნიდა, მამას რაღა ეთქმოდა? ასე რომ, დედას ლამის
სამი თაიგული უნდა მიეღო, - იქნებ სხვა კაცებიც დაფეთებულიყვნენ და
გადაეწყვიტათ - კლუბის ყველა დიასახლისს თითო თაიგული უნდა გავუგზავნოთო.)
ერთი სიტყვით, მისის რაუნსველმა ორშაბათისთვის ერთიანად დაყიდა თავისი
ყვავილები;
საიმდროოდ,
როცა
სამშაბათს
სამხრეთის
მატარებელმა
ამოიარა,
ჯეფერსონის სამხრეთით თუ ჩრდილოეთით მდებარე მეზობელი ქალაქი უკვე
პირწმინდად იყო გამოწოვილი; ოთხშაბათს კიდევ საგანგებოდ დაქირავებულმა
ავტომობილმა სისხამ დილას იმდენი ყვავილი მოზიდა მემფისიდან, რომ მისის
რაუნსველს ხელახლა შეეძლო დაკვეთები დაეგზავნა თავისი შიკრიკის ხელითაც და
ლიუშუს ჰოგენბეკის მანქანითაც, მერე კი მისის იუნის ჰებერშემისგან ბოსტნეულის
დასატარებელი ურიკაც კი იქირავა, რათა ყველა თაიგული დროულად დაეგზავნა;
ჰოდა, ჩვენსას ხუთი თაიგული მოზიდეს და ის იყო, ჩვენებმა დაასკვნეს კიდეც ყველა დედასიაო, რომ ამ დროს დედამ კოლოფებზე წარწერები გადაიკითხა და თქვა:
- ეს ჩემი არაა, გევინისაა. - ჰოდა, ყველანი იდგნენ და გევინ ბიძიას შეჰყურებდნენ,
ის კიდევ ადგილიდან არ იძვროდა, ჰოდა, კოლოფს მიშტერებოდნენ ყველანი, და
გევინ ბიძიამ წაიღო კიდეც ხელი კოლოფისკენ, ოღონდ ჰაერშივე გაუშეშდა ის ხელი.
მაგრამ მერე კანაფი გადაჭრა, თავსახური ახადა, პაპიროსის ქაღალდი ააცალა და
მაშინვე, - გაუნმა თქვა: მოულოდნელად, ოღონდ აუჩქარებლადო, - პაპიროსის
ქაღალდი ისევ წააფარა და თავიც დაახურა კოლოფს.
- ჩვენ არ გვაჩვენებ? - დედა შეეკითხა.
არაო, მიუგო გევინ ბიძიამ. მაგრამ გაუნს უკვე ყველაფრისთვის მოეტანებინა თვალი.
ფოცხი იდო იქ, ორი კოკრით გაწყობილი, რაღაც ზორტით თუ ზონრით შეკონილი,
და გაუნმა ისიც დაინახა, რომ რეზინის იყო ის რაღაცა, ოღონდ მიხვედრით მერეღა
მიხვდა, რაც იყო, ერთი-ორი წლის მერე, როცა წამოიზარდა და მოიწიფა; თუმცა,
კაცმა რომ თქვას, მაშინაც იაზრა, რაც იქნებოდა, და იმასაც კი მიხვდა, ის რაღაცა
ნახმარი რომ იყო უკვე და ისიც ინიშნა მაშინვე, რა უნდა ეფიქრა გევინ ბიძიას ამის
თაობაზე, - სწორედ ამისთვის აახლა მისტერ დე სპეინმა ის საგანი: რა ბედენაა,
სწორად მიხვდა თუ ვერა გევინ ბიძია, როგორ და რანაირად იყო ის რაღაც ნახმარი,
სულერთია, დანამდვილებით მაინც ვერაფერს შეიტყობდა და ამიტომ სამუდამოდ
დაკარგა მოსვენება.
იმხანად გაუნი ცამეტს არ გადასცილებოდა და მანამდე ასე ეგონა - ქუდი რომ
შემიგდონ, კოტილიონის მეჯლისზე შემსვლელი მაინც არ ვარო. მაგრამ ამასობაში
იმდენ რამეს შეესწრო, ახლა უეჭველად მართებდა იქ მოხვედრა და ნახვა - კიდევ რა
შეიძლებოდა მომხდარიყო, თუმცა ვერაფრით წარმოედგინა, ისეთი ამბავი უნდა
დატრიალებულიყო ჩვეულებრივ მეჯლისზე. ჰოდა, თავის გამოსასვლელ ლურჯ
კოსტიუმში გამოეწყო და შეაჩერდა, როგორ მისციებოდა მამას თმადახვეული,
ბებიასეულ ბრილიანტის საყურეებდაკიდებული დედაჩემი - მითხარი, ამ ოთხიდან
ხელში რომელი თაიგული დავიჭიროო: შენ რომ მომიძღვენი, ის, თუ ამ სამში
შევარჩიო ისეთი, რომელიც ჩემს კაბას უფრო მოუხდებაო; მერე გაუნი გევინ ბიძიას
ოთახში შევიდა და იმან, თვითონ რომ ეკეთა, ისეთივე თეთრი ჰალსტუხი გაუნასკვა
გაუნს, ღილკილოში კიდევ ყვავილი გაურჭო; ბოლოს ყველანი დაბლა ჩავიდნენ, მათ
მომლოდინე ეტლში ჩასხდნენ და მოედნისკენ გაემგზავრნენ. ოპერის თეატრთან სხვა
ეტლებიც მოდიოდა, ხანდახან - ავტომობილიც, და გადმოდიოდნენ და გადმოდიოდნენ
წვეულნი - გამოწკეპილნი, დახვეულ-დახუჭუჭებულნი, სურნელგადაფრქვეულნი,
შალმოსხმულნი, საყურეებიანნი, გრძელ-გრძელ თეთრ ხელთათმანიანი დედაჩემივით,
ან კიდევ ფრაკით მოსილნი, გახამებულხალათიანნი, თეთრჰალსტუხიანნი, აგერ
გუშინდელი გაკრეჭილნი მამაჩემივით და გევინ ბიძიასავით; ხოლო ცუდმავალა ხალხი,
ზანგები და თეთრკანიანი ბიჭები კართან ირეოდნენ და ორკესტრის აგრიალებას
ელოდებოდნენ.
პროფესორი
ჰენდი
დირიჟორობდა,
ბილ-სტრიტიდან
მოწვეული,
მემფისელი.
ჩრდილოეთ მისისიპიში ყველა მეჯლისზე მისი ორკესტრი უკრავდა ხოლმე. მთელი
დარბაზი საშობაოდ იყო მორთული, ხოლო კოტილიონის კლუბის მანდილოსანნი
თავიანთ კავალრებთან ერთად ჩამწკრივებულიყვნენ და სტუმრებს ასე ეგებებოდნენ.
ყვავილთა სურნელი ქვემოდანვე, კიბის დასაწყისთანვე იგრძნობოდა თურმე, სამეჯლისო
დარბაზში რომ შეხვიდოდი, იტყოდი - ამ სურნელებას თვალითაც ვხედავო,გინდაც
სუსხიან დილას ჭაობის თავზე დამდგარი ნისლი ყოფილიყოს. მისტერ სნოუპსიც იქ
იყო ნაქირავებ ფრაკში გამოწყობილი; და ალბათ მთელი ჯეფერსონი თავდაპირველად
იმას ფიქრობდა - ეს ნაქირავები ფრაკი ნაფეხური არისო მხოლოდ, მის მიერ
გადადგმული იმ მეორე ნაბიჯის კვალია და მეტი არაფერიო; შემდეგშიღა მიხვდნენ
ყველანი, რომ ის ფრაკი სულაც არ ყოფილა კვალი, ისევე როგორც წყალსაწნევი კოშკი
არ იყო ძეგლი: წითელი ალამი იყო ის ფრაკი. არა, რკინიგზის ლიანდაგის მოსახვევში
აღმართული გამაფრთხილებელი ნიშანი იყო: მატარებელს მოერიდეთო!
რაკი კოტილიონის კლუბის წინამდგომობა იმ წელიწადს დედაჩემს უწევდა (ხოლო
საიმდროოდ, როცა მისის რაუნსველი ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რანაირ ოქროს
საბადოსაც წასწყდომოდა, ქალაქში უკვე აღარავის ეეჭვებოდა, რა ამბავიც ტრიალებდა
მისტერ დე სპეინს, გევინ ბიძიასა და მისის სნოუპსს შორის), ყველას ასე ეგონა პირველსავე ცეკვაზე გევინ ბიძიას მისის სნოუპსთან დააწყვილებსო. მაგრამ დედა ასე
როდი მოიქცა, მისის სნოუპსთან პირველად გრენიე უედდელი აცეკვა - ისიც
მარტოხელა კაცი იყო. ამის შემდეგაც ცეკვის რიგს გევინ ბიძიასა და მისტერ დე სპეინს
თანაბრად უნაწილებდა, ვიდრე მისტერ დე სპეინმა წყალში არ ჩაუყარა ყველაფერი.
მისტერ დე სპეინი ხომ ნამდვილი ბერბიჭა იყო. გევინ ბიძია სულ იმას ამბობდა არიან
გამოსწორებელი,
მოურჯულებელი
ბერბიჭები,
გინდაც
ასჯერ
იყვნენ
დაქორწინებულნი, და არიან კიდევ განწირული, დადედლებული ქმრები, თუ გინდა
ერთი ქალის შერთვაც ვერ მოახერხონო. ჰოდა, მისტერ დე სპეინი სწორედ ამგვარი
კაცი
იყო.
ესე
იგი,
პირველ
კატეგორიას
ეკუთვნოდა:
გამოუსწორებელი,
მოურჯულებელი ბერბიჭა, მუდმივი საფრთხე გახლდათ, რაც უნდა შემთხვეოდა.
რადგან, გევინ ბიძიას ნათქვამის არ იყოს, შემთხვევები, გარემოებანი, პირობები ისეთ
კაცთათვის არ იქმნება ხოლმე, როგორიც იყო მისტერ დე სპეინი, პირიქით - მისნაირი
ადამიანები თავადვე იქმნებიან შემთხვევებისა და გარემოებათათვის.
ამჯერად გაუმარჯვდა და ის იყო. მე იქ არ ვყოფილვარ, არაფერი მინახავს, ოღონდ
ახლა ვხვდები, რომ არც გაუნს ესმოდა, რასაც უყურებდა. მაგრამ შემდეგში მეც
დავიბადე, წამოვიზარდე და ჩემი თვალით ვიხილე მისის სნოუპსი, მერე კი იმდენად
მოვიწიფე, ისიც ვიგრძენი, რასაც გრძნობდნენ მისი შემხედვარე გევინ ბიძიაც და
მისტერ დე სპეინიც (ესენიც და ყველა ჯეფერსონელი მამაკაციც, ფრანგისხეველნიც,
ყველანი, ვისაც კი ოდესმე თვალი მოეკრა იმ ქალისთვის, ის მფრთხალი კაცუნებიც
კი, იმგვარად გულადნი და ხელმოცარულნი რომ არ იყვნენ, როგორიც იყო გევინ
ბიძია, და არც იმგვარად გულადნი და ქუდბედიანნი, როგორიც მისტერ დე სპეინი
იყო, თუმცაღა თავი უფრო კეთილგონიერ ადამიანებად კი მიაჩნდათ იმ კაცუნებს).
მერე ხანი გამოხდა, ის ქალი მიიცვალა და მისტერ დე სპეინიც გაემგზავრა ჩვენი
ქალაქიდან, ოფიციალურად შავებში ჩაცმული, თითქოს მისი კანონიერი მეუღლე
ყოფილიყოს ის ქალი, რომელსაც ჯეფერსონში აღარ ახსენებდნენ, ოღონდ, ჩემი არ
იყოს, მრავალნი იგონებდნენ და გლოვობდნენ, დარდობდნენ. იმას დარდობდნენ, რომ
მის ქალიშვილს ისეთი რაღაც არ გამოჰყოლოდა, რაც მას ჰქონდა მიმადლებული;
ოღონდ მერე ხვდებოდნენ - იმის გამო როდი დარდობდნენ, რომ მის ასულს იმგვარი
რაღაც არ გამოჰყოლოდა; არც იმის გამო, რომ დაგვკარგოდა რაღაც იმგვარი; ის
აწუხებდათ,
რომ
მსგავსი
რამ
აღარასოდეს
განმეორდებოდა.
მე
მგონია,
თავდაპირველად მისტერ დე სპეინსაც დაუდგა ისეთი წუთი, როცა შედრკა, წუთი,
როდესაც იმანაც კი უთხრა: „დადექი, შეჩერდი“, ვაითუ ისეთ რაღაცას გადავეყარე,
რაც ჩემზე წმინდა კი არაა მხოლოდ, ჩემზე გამბედავიცაა, გამბედავიც და
გაუტეხელიც, რადგან უფრო წმინდაა და უბიწო!“ არადა, მართლა ასე იყო საქმე.
შემდეგში გაუნი მიამბობდა - მთელი ის ამბავი იმიტომ ატყდა, მისის სნოუპსი მისტერ
დე სპეინს რანაირად ეცეკვებოდაო. უფრო სწორად - მისტერ დე სპეინი მისის სნოუპსს
რანაირად ეცეკვებოდაო. მანამდე გევინ ბიძიაც, თავად მისტერ დე სპეინიც, სხვა
დანარჩენი მამაკაცებიც, ვისაც კი მისის სნოუპსის სამეჯლისო პროგრამაში თავისი
სახელის ჩასაწერად გზავნიდა დედაჩემი, დარბაისლურად და წესიერად აცეკვებდნენ
მისის სნოუპსს. და უეცრად ყველას თავი მიუნებებია ცეკვისათვის, როგორღაც
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ქალაქი - 06
  • Parts
  • ქალაქი - 01
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 1948
    28.4 of words are in the 2000 most common words
    39.5 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 02
    Total number of words is 3992
    Total number of unique words is 1824
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 03
    Total number of words is 3892
    Total number of unique words is 2027
    28.8 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 04
    Total number of words is 4126
    Total number of unique words is 1771
    33.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 05
    Total number of words is 3979
    Total number of unique words is 1874
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 06
    Total number of words is 3952
    Total number of unique words is 1875
    31.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 07
    Total number of words is 3971
    Total number of unique words is 1883
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 08
    Total number of words is 3954
    Total number of unique words is 1822
    30.2 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 09
    Total number of words is 3924
    Total number of unique words is 1905
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 10
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 1912
    29.8 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 11
    Total number of words is 3974
    Total number of unique words is 1897
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 12
    Total number of words is 4111
    Total number of unique words is 1678
    32.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 13
    Total number of words is 4103
    Total number of unique words is 1775
    34.3 of words are in the 2000 most common words
    46.5 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 14
    Total number of words is 3967
    Total number of unique words is 1939
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.4 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 15
    Total number of words is 3895
    Total number of unique words is 1868
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    50.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 16
    Total number of words is 3993
    Total number of unique words is 1860
    33.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 17
    Total number of words is 4054
    Total number of unique words is 1839
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 18
    Total number of words is 4154
    Total number of unique words is 1727
    33.2 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 19
    Total number of words is 3843
    Total number of unique words is 1854
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.2 of words are in the 5000 most common words
    46.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 20
    Total number of words is 3871
    Total number of unique words is 1877
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.9 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 21
    Total number of words is 4048
    Total number of unique words is 1843
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.9 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 22
    Total number of words is 4060
    Total number of unique words is 1866
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.4 of words are in the 5000 most common words
    50.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 23
    Total number of words is 3959
    Total number of unique words is 1758
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 24
    Total number of words is 4043
    Total number of unique words is 1842
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 25
    Total number of words is 3466
    Total number of unique words is 1703
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.