Latin
Total number of words is 4103
Total number of unique words is 1775
34.3 of words are in the 2000 most common words
46.5 of words are in the 5000 most common words
53.8 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
უეჭველად ფეხს წამოვკრავდი და დავეცემოდი, თაროს მისაწვდენად როცა გავიქაჩე.
- ჰო, - უთხრა გევინ ბიძიამ. - მერე?
- მორჩა, - თქვა მისტერ ჰემპტონმა.
- შიგ შესვლა რანაირად მოახერხა იმან? - შეეკითხა გევინ ბიძია.
- იმან? - თქვა მისტერ ჰემპტონმა.
- კარგი, ბატონო, - უთხრა გევინ ბიძიამ. - „იმათ“ იყოს, ასე თუ მოგწონთ უფრო.
- მაგაზე მეც ვიფიქრე, - თქვა მისტერ ჰემპტონმა. - სწორედ იმ გასაღების ამბავს
მოგახსენებთ. სწორედ იმ გასაღების-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ მისნაირ რეგვენსაც კი
ეყო საიმისო ჭკუა, თავისი სტუდიის გასაღები არ დაემალა, - თან ატარებდა კისერზე
ჩამოკიდებულს.
- ჰო-ო, რა ყოფილა, - თქვა გევინ ბიძიამ.
- დიახ, ჩემო ბატონო, - უთხრა ჰემპტონმა. - ის გასაღები იმ უჯრაში ჩავაგდე,
რაღაც-რაღაცები რომ მიყრია, ხელბორკილი და სამარქაფო რევოლვერი. ვისაც გნებავთ,
იმას შეეძლო შესულიყო, სანამ მე და მის ელმა იქ არ გახლდით (მის ელმა მისი
მდივანი იყო, ქვრივი, მისი ქმარი მისტერ ჰემპტონამდე შერიფობდა), და ხელს
გაეყოლებინა.
- ან კიდევ რევოლვერი გაეყოლებინა, - უთხრა გევინ ბიძიამ. - კაცმა რომ თქვას, კი
უნდა კეტავდეთ ხოლმე იმ თქვენს კაბინეტს, ჰებ. ოდესმე მაგ თქვენი საშერიფო ნიშანი
დაგრჩებათ იქ. ჰოდა, რომ მობრუნდებით, დაინახავთ, რომ ვიღაცა ბიჭუკელა
დამდგარა და ხალხს აპატიმრებს ქუჩაში.
- სწორს ბრძანებდე იქნება, - თქვა მისტერ ჰემპტონმა. - ჰოდა, ჩემო ბატონო, ასე
მოხდა ეს ამბავი, - დასძინა მან. - ვიღაცამ გასაღები გაიყოლა და ვისკი მიიტანა იმ
სტუდიაში. იქნებ იმათგანი იყო ვინმე, იმ ბიჭთაგანი, რომლებიც, შეჩვენებული
გროვერ უინბუშის ნათქვამის არ იყოს, ოთხივე ოლქიდან იყრიან თავს, ოღონდ კი
ღამღამობით ნერწყვი მოიდინონ იმდაწყევლილი სურათების ყურებისას.
- რა კარგია, ჩემოდანი მაინც რომ ჩაკეტილი გაქვთ. აქამდე თქვენთანაა, ხომ? რადგან
მისტერ ჰომბოლტი ჯერ არ ჩამობრძანებულა, ასე არაა?
- დიახ, - მიუგო მისტერ ჰემპტონმა.
- ჯეკ კრენშოუს და მის ამფსონს კიდევ სწორედ ვისკი აინტერესებთ
ფოტოსურათები. ასე რომ, ის ჩემოდანი ჯერ არავისთვის გადაგიციათ.
დაარა
- დიახ, - მიუგო მისტერ ჰემპტონმა.
- გადასცემთ კია? - შეეკითხა გევინ ბიძია.
- თქვენ რას ფიქრობთ? - თქვა მისტერ ჰემპტონმა.
- რასაც თქვენ, იმასვე, - მიუგო გევინ ბიძიამ.
- კაცმა რომ თქვას, ვისკიც სავსებით საკმარისია, - თქვა მისტერ ჰემპტონმა. - თუ არ
იკმარა, ისიც გვეყოფა, მოსამართლე ლონგს განაჩენის გამოტანამდე ერთი ის
ფოტოსურათი რომ ვუჩვენოთ. ჯანდაბას, - თქვა მან. - ბოლოს და ბოლოს,
ჯეფერსონის ამბავია. აქ ვცხოვრობთ ჩვენ. ჯეფერსონი ყველაფერზე მეტი გვიღირს,
იმის სიამოვნებაზე მეტიც, რომ იმ შეჩვენებულს ვასწავლოთ ჭკუა...
- დიახ, - უთხრა გევინ ბიძიამ. - ეგ ერთხელ მოვისმინე უკვე. - და მისტერ
ჰემპტონი წავიდა. ჩვენ ისღა დაგვრჩენოდა, დავლოდებოდით, დიდხანს არც
დაგვჭირვებია ლოდინი. იმის გამო თავის მტვრევა არ ღირდა - ბევრი გაიგონა
რეტლიფმა თუ ვერაო, რადგან იმთავითვე აშკარა იყო, რომ ყველაფერი გაეგონა.
ზურგს უკან კარი მიიხურა და ზღურბლზე შეჩერდა.
- ფლემ სნოუპსის ამბავი რატომ არ უთხარით გუშინ? - იკითხა მან.
- იმიტომ, რომ ფლემ სნოუპსს იყო თუ სხვა ვიღაცას, იმის საშუალება მისცა,
პირდაპირ მის კაბინეტში შესულიყო და გასაღები მოეპარა. ჰები თვალს ვეღარ
დახუჭავს დანაშაულზე, - უთხრა გევინ ბიძიამ. მერე ქაღალდები პორტფელში ჩააწყო,
პორტფელი დაკეტა და წამოდგა.
- მიბრძანდებით? - შეეკითხა რეტლიფი.
- დიახ, - მიუგო გევინ ბიძიამ. - უაიოტ-კროსინგზე ვარ მისასვლელი.
- ფლემს არ დაელოდებით?
- ფლემი აღარ მომაკითხავს, - თქვა გევინ ბიძიამ. - ვერ გაბედავს. ის ამბავი კიდევ,
რისთვისაც გუშინ მოქრთამვას მიპირებდა, ისედაც მოხდება, ოღონდ უქრთამოდ უკვე.
დასაზვერად ხელახლა მოსვლას ვეღარ გაბედავს. ახლა ის მოუწევს, მოითმინოს და
სხვებთან ერთად შეიტყოს საქმის შედეგები. იცის ეს ამბავი. - ოღონდ რეტლიფი კარს
მაინც ეღობებოდა.
- ჩვენი უბედურება ისაა, სწორედ ვერასოდეს ვაფასებთ ფლემ სნოუპსს. ჯერ ის
შეცდომა მოგვივიდა, რომ სულ არაფრად ჩავაგდეთ, მერე იმაში მოვტყუვდით, რომ
ნამეტანი დიდად შევაფასეთ, ჰოდა, ახლა ისევ შეცდომას ვეპირებით მისი
შეუფასებლობით. კაცს ფული თუ უნდა და მეტი არაფერი, გულის შესაჯერებლად ის
სჭირდება მხოლოდ, რომ გადათვალოს და სადმე საიმედო ადგილას შეინახოს, მორჩა
და გათავდა. მაგრამ ახლა ფლემმა იმასაც გაუგო გემო, რარიგად სასიამოვნოა ამ ახალი
საუნჯის პატრონობა, ჰოდა, ეს სულ სხვა რამე გახლავთ. ეს იგივეა, ზამთარში
სითბომ დაგატკბოს კაცი, ან სიგრილემ ზაფხულში, ანდა მშვიდობამ, თავისუფლებამ,
ან კიდევ დოვლათმა. ამას ასე უბრალოდ ვერ გადათვლი, საგულდაგულოდ ვერ
დასკვამავ სადმე და გულიდან ვერ ამოიგდებ, სანამ ხელახლა მოგესურვებოდეს მისი
შეხედვა. ამისთვის სულ მუდამ უნდა ზრუნავდე, სულ უნდა გახსოვდეს. ეს ყველას
დასანახად თუ არ გექნა, გინდაც არ გქონია და ისაა.
- რა არ გქონია? - შეეკითხა გევინ ბიძია.
- ის ახალი აღმოჩენა, იმან რომ მოახდინა ეს-ესაა, - თქვა რეტლიფმა. - სამოქალაქო
სათნოება დაარქვით, თუ გნებავთ.
- რატომ, - უთხრა გევინ ბიძიამ, - თქვენ სხვა რამე გინდოდათ დაგერქმიათ? რეტლიფი ჯიქურ, ცნობისმოყვარე მზერით მისჩერებოდა გევინ ბიძიას, თითქოს
რაღაცას მოელისო. - მერე, მერე, - უთხრა გევინ ბიძიამ. - გაგაწყვეტინეთ სიტყვა.
ოღონდ რეტლიფი უკვე აღარაფერს მოელოდა. - დიახ, ჩემო ბატონო, - თქვა მან. მოვა თქვენთან. უნდა მოვიდეს, რათა დარწმუნდეს, რომ თქვენც მიხვდებით
ყველაფერს, დრო როცა დადგება. იქნებ საღამომდე სადმე ახლომახლო იწრიალოს,
როგორც იტყვიან, წყლის დაწმენდას დაუცადოს. ჰოდა, მერე გეახლებათ, რომ, სხვა
თუ არაფერი, ის მაინც დაგანახვოთ - როგორ მოტყუვდა ჭკუაში ის კაცი, ვისაც ჩემი
ჩამოშორება უნდაო.
ასე რომ, უაიოტს აღარ გავმგზავრებულვართ, ოღონდ ამჯერად სნოუპსი თავად
რეტლიფმა ვერ შეაფასა სათანადოდ. ნახევარ საათსაც არ გაევლო, კიბეზე მისი ფეხის
ხმა შემოგვესმა, მერე კარიც გაიღო და შემოვიდა. თავისი შავი შლაპა აღარ მოუხდია,
დილა მშვიდობისა, ჯენტლმენებოო, - ესღა თქვა, მაგიდასთან მოვიდა, ზედ
მონტგომერი უორდის სტუდიის გასაღები დააგდო და გაბრუნდა, ხოლო გევინ ბიძიამ
უთხრა:
- დიდი მადლობელი გახლავართ. შერიფს დავუბრუნებ ამ გასაღებს. თქვენ ჩემსავით
ყოფილხართ, - თქვა მერე. - ჭეშმარიტება თქვენც ფეხებზე გკიდიათ, მარტო
სამართლიანობა გაინტერესებთ.
- მე ჯეფერსონი მაინტერესებს, - თქვა მისტერ სნოუპსმა და სახელურს მოჰკიდა ხელი
კარის გამოსაღებად.
- აქ მოგვიწევს ცხოვრება. ნახვამდის, ჯენტლმენებო.
11. ვ.კ. რეტლიფი
და მაინც, ვერაფერს მიხვდა ეს კაცი, თუმცა კი თავის კაბინეტში მჯდარი თვალს
ადევნებდა, რა ხერხით დაიხსნა ფლემმა ჯეფერსონი მონტგომერი უორდისგან. და
მაინც, მე არაფრის მოყოლა არ შემეძლო მისთვის.
12. ჩარლზ მალისონი
რასაც უნდა მისწრაფვოდა მისტერ სნოუპსი რეტლიფის აზრით, მე მაინც მგონია, რომ
ის, რასაც გევინ ბიძიამ მიჰყო იმხანად ხელი, არაფრის წამდგომი არ გახლდათ.
ამჯერად დედაჩემს ისიც აღარ დასჭირვებია, ყველაფერი მის მელისანდრა ბეკუსისთვის
გადაებრალებინა. რადგან საამდროოდ მის მელისანდრა გათხოვდა კიდეც, ცოლად
გაჰყვა ჩამოსულ კაცს, რომლის ამბავიც, თავად მის მელისანდრას გარდა, ყველამ ასე
ვიცოდით (იმისას ვერაფერს მოგახსენებთ, მამამისმა თუ იცოდა ეს ამბავი, იმ კაცმა,
ცისმარე დღე თავის ვერანდაზე რომ იყო მოკალათებული და ცალ ხელში სოდიანი
ვისკი ეპყრა, მეორეში კი ჰორაციუსის ან ვერგილიუსის წიგნი - ამგვარი შეხამება,
გევინ ბიძიას თქმით, უფრო ძლიერ კაცსაც გამომიჯნავდა ჩრდილოეთ მისისიპის
ლიტონი სოფლური ცხოვრებისგან) - ყველასთვის ცნობილი ახალორლეანელი მდიდარი
ბუტლეგერი არისო. სიმართლე რომ ითქვას, იმ ქალს არ სურდა, ეს ამბავი
დაეჯერებინა, მაშინაც კი, როცა მისი ქმარი ტყვიით შუბლგახვრეტილი მოასვენეს და
მერე ტყვიაგაუმტარი შეჯავშნილი კატაფალკით გაუყენეს სასაფლაოს გზას, უკან კიდევ,
ისეთი პიკარდები და კადილაკები მიჰყვებოდა, ჰოლივუდიც არ დაიწუნებდა, ალ
კაპონესი რომ აღარაფერი ვთქვათ.
არა, სხვას ვამბობ. ჩვენ კვლავინდებურად ვერაფერი შევიტყვეთ, იცოდა თუ არა ის
ამბავი მის მელისანდრამ, მისი ქმრის სიკვდილიდან კარგა ხნის გასვლის შემდეგაც,
როცა დიდძალი ფულისა და ორი შვილის პატრონი გახლდათ, ჰოდა, იმ მამულის
კიდევ; მის ბავშვობაში ჩვეულებრივი მისისიპური ბამბის პლანტაცია იყო ის მამული,
მაგრამ მისმა ქმარმა ისეთი თეთრ-თეთრი მესერები ჩააწკაპა, ისეთი ფლუგერები
დააყენა, რომ ის მამული რაღაც საშუალოდ იქცა კენტუკის საგარეუბნო კლუბსა და
ლონგ-აილენდის იპოდრომს შორის; მის მრავალ მეგობარს მიაჩნდა - ჩვენი ვალია,
თვალი ავუხილოთ, მივახვედროთ, ის იმდენი ფული საიდან მოედინებაო; მაგრამ
ახლაც კი ამის თაობაზე სიტყვას ჩამოაგდებდნენ თუ არა, საუბრის თემას ხელად
შეცვლიდა ხოლმე; ჯერაც ნორჩი ქალწული გეგონებოდათ, გაწლობილი, შავგვრემანი,
თუმცა მილიონერი გახლდათ და ორი ბავშვის დედა და საშინელი ძალა იფარვოდა
მასში - ის უმწეობა, უსუსურობა, ახლომახლო მყოფ ყოველ კაცს უმალ რაინდად რომ
აქცევს, ვიდრე შებრუნებას და მოძურწვას მოასწრებდეს. ჰოდა, საუბრის თემას
შეცვლიდა ხოლმე, თითქოს თავისი ქმრის სახელი არც არასოდეს სმენოდეს, თითქოს
არც კი არსებულიყოს ქვეყნად ის კაცი.
დიახ, ბატონო, ამჯერად დედაჩემი იმასაც ვეღარ ამბობდა - მელისანდრა ბეკუსი რომ
შეერთო, ამ უბედურებას ის გადაარჩენდაო; თანაც ამჯერად დედაჩემი ლინდა სნოუპსს
გულისხმობდა, ისევე, როგორც წინ - მისის ფლემ სნოუპსს. ერთი კია, რომ
ყოველივე გაისიგრძეგანა დედამ, იმიტომ, რომ წუხილს შეეშვა უცებ. - არაფერია, უთხრა მამაჩემს. - ეს ყველაფერი ერთხელ მოხდა უკვე: აღარ გახსოვს? მელისანდრაც
არ ჰყვარებია არასოდეს, ნამდვილად-მეთქი, იმის თქმა მინდა. რაღაც-რაღაც წიგნები
ჰქონდა ამოჩემებული, ყვავილები, ჩემს ტიტებს და ნარგიზებს წყვეტდა ხოლმე
გაშლისთანავე, ჰოდა, იქ უგზავნიდა, სადაც მთელი ეზო-მიდამო - მეტი თუ არა, ორ
აკრამდე მიწა მაინც - ტიტებით იყო გადაფარული; ჩემს საუკეთესო ვარდებს ჭრიდა
იმისთვის და ლექსებს უკითხავდა ჰამაკში ჩამჯდარი. გონებას უყალიბებდა მხოლოდ,
მეტი არც სურდა არაფერი. ოღონდ მელისანდრა ხუთი წლითაა ამაზე პატარა. მეტით
კი არა, ის გოგო კიდევ, ლამის ორჯერ უმცროსია, კაცმა რომ თქვას, ბაბუადაც
შეიძლება მოუდიოდეს გევინი.
ჰოდა, მამამ თქვა:
- ჰი, ჰი, ჰი! ჩამოყალიბებით კი ყალიბდება ის გოგო, ოღონდ მის გონებაზე კი არა,
გევინზე მოქმედებს ეს ამბავი. ჩემზეც კი იმოქმედებდა მისი ჩამოყალიბებული
ნაკვთები, ცოლი რომ არ მყავდეს და მისკენ გახედვის არ მეშინოდეს. შენ თვითონ თუ
შეგიხედავს იმ გოგოსთვის ოდესმე? ქალი კი ხარ, მაგრამ ადამიანი ხომ ხარ მაინც.
- გაჩუმდი! - უთხრა დედამ.
- კი, მაგრამ, - თქვა მამამ, - იქნებ მართლა დასახსნელი გვყავს გევინი იმ
თექვსმეტწლიანი კლანჭებისგან. შენ მოელაპარაკე, ჩემი უთხარი - თანახმაა, ოჯახის
ღირსების საკურთხეველზე თავი მსხვერპლად მიიტანოს-თქო?
- გაჩუმდი! გაჩუმდი ახლავე! - უთხრა დედამ. - ნუთუ ის მაინც არ შეგიძლია,
ცოტათი უკეთესად იხუმრო?
- სახუმაროდ რომ გვქონდეს საქმე, კარგი დაგემართოს, - თქვა მამამ. - ხუმრობის
გარეშე გეუბნები. გუშინ ნასადილევს მაგიდას უსხდნენ ორივენი კრისტიანის
საკონდიტროში. გევინს წინ ნაყინი ედგა მხოლოდ, ის გოგო კიდევ, რაღაც დომხალს
მიირთმევდა, ერთი ოცი, ის კი არა და, ოცდაათი ცენტი მაინც დაუჯდებოდა ალბათ.
ასე რომ, გევინმა მშვენივრად იცის, რასაც აკეთებს; ჰოდა, თუმცა ურიგო არ არის ის
გოგო, დედამისამდე მაინც ბევრი უკლია: რაღაც არა აქვს ისეთი, - და მამაჩემმა
ჰაერში ქვიშის საათის მსგავსი რამ გამოსახა ორივე ხელით, დედა კი მის წინ იდგა და
როგორც გველი, ისე უყურებდა. - იქნებ ჯერჯერობით მისი ნაკვთების ჩამოყალიბებას
აქცევს ყურადღებას, ჭკუის ჩამოყალიბება კიდევ, არ აფიქრებს მაინცდამაინც? ჰოდა,ვინ
იცის, იქნებ ოდესმე გევინსაც ისეთივე თვალით შემოხედოს, როგორითაც იმას
უყურებდა - ბანანის პლომბირი იყო თუ რაღაცა, რაც სკიტს მაკჰაუნმა მიართვა
სუფრაზე.
ოღონდ დედა წასულიყო უკვე. ჰოდა, ახლა, რაღა თქმა უნდა, ვინმე ესაჭიროებოდა,
მის მელისანდრას და ყველა მისი დაქალის (ესე იგი, ფაქტობრივად, მთელი
ჯეფერსონის) ნაირი, რათა თვალი სჭეროდა, როდის შედიოდნენ ნასკოლევს გევინი და
ლინდა კრისტიანის საკონდიტროში და ლინდა ბანანის პლომბირს შეექცეოდა ან კიდევ,
უბრალო ნაყინსა და სოდიან წყალს, ხოლო გევინის მიერ მისთვის გამოწერილი
ლექსების ბოლო წიგნი იქვე იყო, მარმარილოს მაგიდაზე, დამდნარი ნაყინის თუ
„კოკა-კოლის“ გვერდით. ოღონდ, მე რომ მკითხოთ, ჯეფერსონი მაინც ერთობ პატარა
ქალაქია საიმისოდ, რათა ოცდათხუთმეტი წლის ბერბიჭამ, თუნდაც ჰარვარდის
უნივერსიტეტის მაგისტრმა და ჰაიდელბერგის დოქტორმა, ლამის ოცდახუთი წლის
ასაკიდან ჭაღარამიძალებულმა, თექვსმეტი წლის გოგოსთან ერთად ნაყინი მიირთვას და
ლექსები იკითხოს არხეინად. თუმცა, თუკი მოსახდენი იყო ეს ამბავი, იქნებ
ოცდათხუთმეტი წელი ყველაზე შესაფერისი ასაკიც აღმოჩნდეს ბერბიჭასთვის, რათა
თექვსმეტი წლის გოგოს ნაყინით გაუმასპინძლდეს და ლექსების წიგნი უძღვნას ხოლმე.
ეს ვუთხარი დედაჩემს. ჰოდა, დედამ ასე მიპასუხა - გველის ხმით კი არა, იმიტომ,
რომ გველს არც აქვს ხმა, სწორედ ისეთი ხმით, როგორითაც კბილის სამკურნალო
ბორმანქანა ამოიღებდა ხმას, ლაპარაკი რომ სცოდნოდა:
- სამი წლიდან მოყოლებული, ოთხმოც წლამდე ისეთი ასაკი არასოდეს დაუდგება
მარტოხელა კაცს, როცა დაუსჯელად შეეძლოს, ნაყინით გაუმასპინძლდეს ხოლმე
თექვსმეტი წლის გოგოებს, - მითხრა დედამ. - გონებას უყალიბებს, - თქვა მერე.
ოღონდ გევინ ბიძიას რომ ელაპარაკებოდა, თაფლივით ჰქონდა ხმა. არა: არავითარ
ხმას არ გამოსცემდა, რადგან დუმდა მაშინ, იმას ელოდებოდა, გევინი თავად
ალაპარაკდებაო. არა: უფრო სწორად, ისე ელოდებოდა, რაკი იცოდა - გევინს
ალაპარაკება მოუწევსო: ჯეფერსონი ხომ ერთობ პატარა ქალაქი გახლდათ. არა, მე
იმის თქმა მინდა, რომ გევინ ბიძია მისი დღე და მოსწრება ჯეფერსონში თუ სხვა
პატარ-პატარა ქალაქში ცხოვრობდა, ასე რომ, არა მარტო ჩინებულად ხვდებოდა, რასაც
იტყოდა ჯეფერსონი მის გამოც, ლინდა სნოუპსის გამოც, იმ ბანანის პლომბირების თუ
ლექსთა წიგნების გამოც, არამედ იმასაც ხვდებოდა - ჩემს დაიას საკმარისად ჰყავს
დაქალები და ყოველივეს შეიტყობსო.
ჰოდა, ელოდებოდა დედაჩემი. შაბათი დღე იყო. გევინ ბიძია ორჯერ შევიდა
კაბინეტში (ჯერაც ასე ვეძახდით იმ ოთახს, ოღონდ დედასსობას არა, რადგან ბაბუა
ასე უწოდებდა ხოლმე, თუმცა, ბოლოს და ბოლოს, დედაც შეეშვა ბიბლიოთეკად მის
ხსენებას), სადაც დედა დამჯდარიყო და რაღაცას იწერდა, იქნებ სამრეცხაოში წასაღებ
თეთრეულს აღნუსხავდა; ორჯერ შევიდა და გამოვიდა გევინ ბიძია, მაგრამ დედას
მისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მერე გევინ ბიძიამ თქვა: - მე ვიფიქრე, იქნებ...
- სულ ასე საუბრობდნენ ხოლმე ისინი. ესე იგი, ამნაირად იმიტომ საუბრობდნენ
ალბათ, ტყუპი რომ იყვნენ. ესე იგი, მე დავასკვენი ასე, რადგან სხვა ტყუპი
არასოდეს მენახა და ვერ შევადარებდი. დედას წერაც არ შეუწყვეტია.
- რაღა თქმა უნდა, - უთხრა დედამ. - იქნებ ხვალვე? - აქ გევინ ბიძიას შეეძლო
წასულიყო, იმიტომ, რომ ეტყობა, ორივე მიხვდა, რასაც შეეხებოდა საუბარი. მაგრამ
გევინ ბიძიამ თქვა:
- მადლობელი ვარ. - მერე მე მომიბრუნდა: - მგონი, ალეკ სენდერი გიცდის ქუჩაში,
არა?
- კარგი ერთი! - თქვა დედამ. - რასაც ეგ შენგან შეიტყობს თექვსმეტწლიანი
გოგოების ამბავს, ალბათ ასჯერ უფრო მიამიტური იქნება იმაზე, რასაც ერთ მშვენიერ
დღეს თვითონ თექვსმეტწლიანი გოგოსგან გაიგებს. ესე იგი, დედამისს დავურეკო და
ვთხოვო, ხვალ ჩვენთან გამოუშვას სადილად, თუ შენ თვითონ დაურეკავ?
- მადლობელი
ამბებისას?
ვარ!
-
უთხრა
გევინ
ბიძიამ.
-
გინდა,
ყველაფერს
მოგიყვე
ამ
- შენ გინდა? - შეეკითხა დედა.
- კი, იქნებ ასე აჯობოს, - მიუგო გევინ ბიძიამ.
- ვითომ საჭიროა? - უთხრა დედამ. ამჯერად გევინ ბიძიას აღარაფერი უთქვამს. მერე
დედამ უთხრა: - კარგი, გისმენთ. - და გევინ ბიძიას არც ახლა ამოუღია ხმა.
ოღონდ ამასობაში ძველ გევინ ბიძიად იქცა ისევ. ამ წუთამდე ისე ლაპარაკობდა,
როგორც მე ვიცოდი ხოლმე ზოგჯერ ამეტყველება. ახლა კი იდგა, დედას კეფას
დასცქეროდა, გაბურძგნილი ჭაღარა თავი დაეხარა, გულის ჯიბიდან ლერწმის ჩიბუხის
გაბოლილი ტარი ამოსჩროდა, ჰოდა, თვალები, სახე ისეთი ჰქონდა, დანამდვილებით
ვერაფრით მიხვდებოდი, რას იტყოდა ამწუთას.
- ჰო-ო, - თქვა ბოლოს. - თუკი შენისთანა ადამიანიც - ჭორებს და ბინძურ მითქმამოთქმას არაფრით რომ არ აჰყვება ხოლმე, ისეთი, - თუკი ამნაირი ადამიანიც რაღაცას
იგონებს და თხზავს თავისთვის, წარმომიდგენია, რა დღეში იქნება მთელი ჯეფერსონი,
ამგვარი
ამბების
ყველა
სპეციალისტი.
ნამდვილად
წლები
მაკლდება,
ვახალგაზრდავდები, ციცერონს გეფიცები: აგერ ნახავ, გავალ ქალაქში და წითელ
ჰალსტუხს ვიყიდი. - დედას კეფას დააცქერდა. - მადლობელი ვარ შენი, მეგი, თქვა მერე. - ამ საქმისთვის ყველაფერი უნდა ვიღონოთ, მთელი ნებისყოფა უნდა
მოვიკრიბოთ. სნოუპსებისგან ჯეფერსონის დახსნა ჩვენი მოთხოვნილებაა, აუცილებელი
საქმეა, ვალია ჩვენი. ჰოდა, სნოუპსებისგან სნოუპსის დახსნა პატივია,პრივილეგია,
დამსახურება.
- მით უფრო, თუკი ის თექვსმეტწლიანი სნოუპსი მდედრობითი სქესისაა, ხომ? უთხრა დედამ.
- არა თუ? - შეეკითხა გევინ ბიძია.
- როდის გითხარი, არა-მეთქი?! - უთხრა დედამ.
- აპირებდი მაინც! - დედას ფიცხლად მიეახლა, თავზე ხელი დაადო და ისე
განაგრძო: - ჰოდა, ღმერთმა გაცოცხლოს! შენ ყოველთვის ცდილობდი, იმ
დაწყევლილი
ქალური
თვისების
წინააღმდეგი
ყოფილიყავი,
იმ
ცოლქმრული,
თავდაოკებული რესპექტაბელურობის ინსტინქტის წინააღმდეგი, მთელი კულტურის,
ჯერაც გადაუგვარებელი კულტურის საძირკველი რომაა; კულტურა ხომ მანამდე არ
გადაგვარდება, ვიდრე შენნაირ დაუყოლიებელ, შეუპოვარ ხალხს წარმოშობს კიდევ, იმ
ხალხს, ვისაც საიმისოდ ერჩის გული, რომ თავსაც დაატყდეს, კიდეც გაუმაგრდეს და
უარყოს კიდეც, - ჰოდა, წამით ისიც მოგვეჩვენა, ახლა დაიხრება და აკოცებსო
დედას: მე მგონია, სამივემ ასე ვიფიქრეთ. მაგრამ გევინ ბიძიას არ უკოცნია, უფრო
სწორად - დედამ მოასწრო თქმა:
- გეყოფა, დამანებე თავი! ბოლოს და
დავურეკო, თუ შენ თვითონ იზამ ამას?
ბოლოს,
გადაწყვიტე
-
ის
გინდა,
მე
- მე დავურეკავ, - უთხრა გევინ ბიძიამ. მერე მე გადმომხედა: - ორი წითელი
ჰალსტუხი იქნება, ერთი - საშენოდ. აფსუს, თექვსმეტის რომ არ ხარ ჯერ. იმ გოგოს
კავალერი სჭირდება, ესაა საქმე.
- თექვსმეტი წლისას თუ უსიკვდილოდ იმის კავალრობა მომიწევდა, მადლობა
ღმერთს, თექვსმეტის რომ არ ვარ ჯერ, - ვუთხარი მე. - კავალერი უკვე ჰყავს - მატ
ლივიტი. ოჰაიოში იყო თუ სადღაც სხვაგან, ოქროს ხელთათმანები მიიღო შარშან.
შესახედავადაც იმნაირია, იმ ოქროს ხელთათმანებს ახლაც კარგად იხმარდა. ასე რომ,
დიდი მადლობა მომიხსენებია.
- რაო, რაო? - დედამ თქვა.
- სისულელეს ამბობს რაღაცას, - უთხრა გევინ ბიძიამ.
- ეტყობა, არ გინახავს, რანაირი მოკრივეა, - მე მივუგე. - რომ გენახა, სისულელეო
- აღარ იტყოდი. მე კი მყავს ნანახი პრიჩერ ბერდსონგთან, რომ დაარტყა.
- შენი მეგობარი სპორტსმენებიდან პრიჩერ ბერდსონგი რომელია? - მკითხა დედამ.
- სპორტსმენი სულ არ არის ის ბიჭი, - ვუპასუხე. - სოფელში ცხოვრობს. კრივი
საფრანგეთში უსწავლია, ომის დროს. ის და მატ ლივიტი...
- მოიცა, - გევინ ბიძიამ მითხრა. - ის...
- ვინ „ის“? - იკითხა დედამ. - შენი რაყიფი?
- ...ოჰაიოელია, - თქვა გევინ ბიძიამ. - ის ახალი სკოლა აქვს დამთავრებული,
მექანიკოსების სკოლა, ფორდთან, ჰოდა, ფირმამ ჩვენთან გამოამწესა, გარაჟში,
მექანიკოსად...
- იმას თავისი მანქანა ჰყავს, ყვითელი, გადახდილი, - ვთქვი მე.
- და ლინდა იმ მანქანით სეირნობს ხოლმე? - იკითხა დედამ.
- ...ჰოდა, რაკი ჯეფერსონი პატარა ქალაქია, ის ბიჭი კიდევ ბრმა არ არის, - გევინ
ბიძიამ განაგრძო, - ადრე იყო თუ გვიან იყო, ლინდა სნოუპსსაც მოჰკრა თვალი,
ალბათ სახლსა და სკოლას შორის სადმე. ჰოდა, რაკი კაცია და ოცდამეერთეშია
გადამდგარი, ბუნებრივია, რომ დრო აღარ დაუკარგავს და გაეცნო ლინდას; ოქროს
ხელთათმანების მფლობელის რეპუტაციამ, რომელიც ან მართლა დაიმსახურა, ან
კიდევ, აქეთობისას გზაში მოიგონა თვითონვე, ეტყობა, ყველა შესაძლო რაყიფი
ჩამოაშორა და...
- შენ გარდა, - დედამ უთხრა.
- გეყოფა, - თქვა გევინ ბიძიამ.
- ჰო, შენ გარდა, - უთხრა დედამ.
- ის ბიჭი ხუთი წლითაა ლინდაზე უფროსი, მეტით კი არა, - თქვა გევინ ბიძიამ. მე კიდევ, ორჯერ უფროსი ვარ.
- შენ გარდა, - უთხრა დედამ. - სულერთია, რამდენისაც უნდა გახდე, ვინც გინდა,
ქალი ვთქვათ, იმაზე ორჯერ უფროსი შენ ვერც როდის ვერ შეიქნები, ჰოდა, ლინდა
რამდენისაა, ამას არა აქვს მნიშვნელობა!
- კარგი, კარგი, - თქვა გევინ
ჯეფერსონის დახსნა ვალია ჩვენი.
პატივია.
ბიძიამ. - ჰო, რას ვამბობდი? სნოუპსისგან
სნოუპსისგან სნოუპსის დახსნა კიდევ, დიდი
- შენ ამბობდი - პრივილეგიააო, დამსახურებააო, - უთხრა დედამ.
- კარგი, კარგი, - თქვა გევინ ბიძიამ, - სიამოვნება იყოს და მეტი არაფერი.
კმაყოფილი ხარ?
ამით მოათავეს. ცოტა ხნის შემდეგ მამაჩემი შინ დაბრუნდა, მაგრამ დედას არაფერი
ჰქონდა მოსაყოლი, რადგან მამამ უიმისოდაც ყველაფერი იცოდა; მამას ისღა
დარჩენოდა, ხვალინდელ დღეს დალოდებოდა, ხვალინდელ ნასადილევს.
ლინდა რომ მოვიდა, თორმეტს იყო ცოტათი გადაცილებული, სწორედ ის დრო იდგა,
როდესაც ეკლესიიდან გამოვიდოდა, თუკი ნამყოფი იყო იმ დღეს ეკლესიაში. იქნებ
იყო კიდეც, იმიტომ, რომ შლაპა ეხურა თავზე. თუმცა, ისიც შესაძლოა, რომ შლაპა
დედამისმა დაახურინა დედაჩემის ხათრით. ქუჩის კუთხეს გამოსცდა და ჩვენი
სახლისკენ წამოვიდა სირბილით. ჰოდა, მაშინ შევასწარი თვალი, რომ ის შლაპა
რაღაცნაირად გვერდულად გადაქანებოდა, გეგონებოდათ, ვინმემ მოსწია თუ დაქაჩა,
ანდა თვითონ წამოსდოო რაღაცას, ჰოდა, კიდევ ის იყო, რომ მეორე ხელი მხარზე
აეფარებინა. მერე ისიცდავინახე, რომ სახე საშინლად გაავებული ჰქონდა. შიშნაკრავიც
ჰქონდა, რაღა თქმა უნდა, მაგრამ ახლა, ჭიშკარში რომ შემოდიოდა მხარზე
ხელწავლებული, თანაც კი აღარ მორბოდა, ისე მოდიოდა ჩქარი და დაჯერებული
ნაბიჯით, სახე შიშნაკრავზე მეტად გაავებული ჰქონდა. ოღონდ მერე და მერე შიში
მეტად მიეძალა მის სახეს. ჰოდა, უცებ ორივე ის გამომეტყველება ერთ იერად
შეირწყა, ისეთ რამედ, რაც შიშსაც ნაკლებად ჰგავდა და გაავებასაც. რადგან სწორედ
იმწუთას კუთხიდან მანქანამ გამოუხვია და იქვე ჩაუქროლა - მატ ლივიტის მანქანამ, იმგვარი ნახმარი მანქანა ქალაქში მრავლად იყო, ოღონდ მის მეტს არავის უმშვენებდა
რადიატორს უზარმაზარი სპილენძის სირენა, ჰოდა, გაქროლებული კნოპს რომ
დააჭერდა, სირენა ორნაირ ხმაზე ყვიროდა ხოლმე. ჰოდა, უცებ ისე მომეჩვენა,
რაღაცის სუნს ვიკრავ-მეთქი, რაღაც ისეთი გაკრთა, რასაც ვერ ვხვდები, თუნდაც რომ
ის რაღაც ერთხელ უკვე მომხდარი იყოს-მეთქი. მანქანამ ჩაიქროლა, ლინდა კიდევ
ჩვენკენ გამოემართა დაძაბული, ფეხაჩქარებული, შლაპა გვერდზე მოქცეული, მხარში
ხელწავლებული, კვლავაც ქოშინით მსუნთქავი, თუმცა სახეზე შიშის მეტი აღარაფერი
ეტყობოდა, და ასე ამოვიდა ვერანდაზე, სადაც დედა და გევინ ბიძია ელოდებოდნენ.
- გამარჯობა, ლინდა! - დედამ უთხრა. - სახელო გაგხევია!
- ლურსმანს წამოვედე, - თქვა ლინდამ.
- ვხედავ, - უთხრა დედამ. - ზევით წავიდეთ, ჩემს ოთახში, კაბას გაგახდევინებ და
გაგიკერავ.
- არ ღირს, - თქვა ლინდამ. - ის აჯობებს, ქინძისთავი მათხოვოთ.
- კარგი, ნემსი აიღე და შენ თვითონ გაიკერე. მე წავალ, სადილს მივხედავ, უთხრა დედამ. - კერვა ხომ იცი?
- დიახ, მემ, - მიუგო ლინდამ. მერე ისინი ზევით ავიდნენ, დედას საწოლ ოთახში,
გევინ ბიძია და მე კიდევ, კაბინეტში შევედით. ჰოდა, რაღა თქმა უნდა, მამაჩემმა
გევინ ბიძიას უთხრა:
- ესე იგი, აქამდე მოსვლაც ვერ მოასწრო, რომ ვიღაცა აეტორღიალა, ხომ? რაო,
ვაჟკაცო, სადაა შენი ფარ-შუბი, შენი დარახტული ცხენი სადაა?
ოღონდ პირველად, მატს ჩვენი სახლის წინ ჩაქროლებისას თავისი სპილენძის სირენა არ
აუყვირებია, ასე რომ, ჩვენ ვერც კი ვხვდებოდით, რას აყურადებდა ესოდენ
გულმოდგინედ სადილობისას ლინდა; მხართან გახეული კაბა გაეკერა, ისე ამოენემსა,
იტყოდით, ათწლიან ბალღს უცოდვილიაო, ჰოდა, სახე ისევ დაძაბული და შიშნეული
ჰქონდა. მაგრამ ჩვენ მაშინ ჯერაც ვერაფერს ვხვდებოდით. ესე იგი, იმას ვერ
ვხვდებოდით, რამდენი რამის კეთება უხდება ერთბაშად ლინდას: ისიც უნდა
მოეჩვენებინა - სადილი მომწონსო, იმ ხალხს შორის, ვისაც, მისი გაგებით,
განსაკუთრებული მიზეზი არაფერი ჰქონდა საიმისოდ, რათა მისდამი კეთილად
ყოფილიყო განწყობილი, თან სულ იმის მოლოდინი უნდა ჰქონოდა, მატ ლივიტი
კიდევ რას იხიმანკლებსო, ჰოდა, იმასაც უნდა ცდილიყო, რომ არავის შეემჩნია მისი
საფიქრალი და საწუხარი. ესე იგი, დაძაბული უნდა დალოდებოდა მოსახდენს, ხოლო
მერე, როცა ის მოსახდენი ხდებოდა, ვითომც აქ არაფერიაო, ისე უნდა განეგრძო
მშვიდად ჭამა და დედაჩემის ყოველ შეკითხვაზე „დიახ, მემ“, „არა, მემ“ ეპასუხა.
ამასობაში კიდევ, ყვითელი მანქანა ხელახლა ჩაუქროლებდა ჩვენს სახლს, სირენაც ორ
ხმაზე კიოდა. ჰოდა, ამ დროს მამაჩემმა უცებ თავი ასწია, ჰაერი ხმიერად ჩაისუნთქა
და იკითხა:
- ეს რა სუნი მომდის?
- რა სუნი? - დედამ უთხრა. - რისი სუნი?
- აი, იმისი, - თქვა მამამ. - რამდენი ხანია, აღარ მიგრძნია... როდის იყო ის,
გევინ? - ჰოდა, მე მაშინვე მივხვდი, რასაც მამაჩემი ამბობდა, თუმცა, ის ამბავი რომ
მოხდა, მე დაბადებულიც არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩემმა ბიძაშვილმა მიამბო ყველაფერი,
გაუნმა. დედაჩემიც მიხვდა. ესე იგი, დედას ყველაფერი გაახსენდა, რადგან დე
სპეინის მაშინდელი კივილი კი ჰქონდა მოსმენილი. ესე იგი, იქნებ სირენას მაშინდელი
აკივლება მატ ლივიტთან არც დაეკავშირებინა, მაგრამ მისთვის ისიც კმაროდა,
ლინდასთვის და გევინ ბიძიასთვის შეეხედა იმწუთას. ანდა შესაძლოა, მარტო გევინ
ბიძიასთვის შეხედვაც საკმარისი ყოფილიყო - ისინი ხომ ტყუპი იყვნენ, ჰოდა, ამით
ყველაფერი ითქმის და ისაა, იმიტომ, რომ მაშინვე შეაჩერა მამა:
- ჩარლი! - მამამ კიდევ თქვა:
- იქნებ მის სნოუპსმა ამ ერთხელ მაპატიოს. - მამაჩემი ლინდას მიმართავდა. - საქმე
ისაა, რომ, როცა ჩვენსას თვალადი ქალიშვილი სადილობს ხოლმე, რაც უფრო
ლამაზია ის ქალიშვილი, მით უფრო ვცდილობ, ენა ავილესო - იქნებ ჩვენთან მოსვლა
კიდევ მოვანდომო-მეთქი. ოღონდ ამჯერად მგონი, მეტი მომივიდა. ასე რომ, თუკი
მის სნოუპსი იმას მაპატიებს, ნამეტანი თავგამოდებული რომ ვცდილობდი, სულელური
ხუმრობით გამეცინებინა, მე იმას ვაპატიებ, ნამეტანი თვალადი რომაა.
- ყოჩაღ შენ! - გევინ ბიძიამ უთხრა. - კი, ეს ხუმრობაც ვერ გამოგივიდა
მაინცდამაინც სანაქებო, მაგრამ სუსხდაკრული მაინც აღარაა იმ პირველივით.
ვერანდაზე გავიდეთ, მეგი, იქ უფრო გრილა.
- კარგი! - მიუგო დედამ. წინა ოთახში ცოტათი შევყოვნდით და ლინდას შევხედეთ.
მის სახეს შიში კი აღარ აღბეჭდოდა მხოლოდ, იმით აღძრული შიში, რომ ის,
თექვსმეტი წლის გოგო, პირველად მოხვედრილიყო უცხო სახლში, იმ ხალხის
გარემოცვაში, ვინც ალბათ წინასწარვე ამრეზილი იყო მისდამი. არ ვიცი, რა
აღბეჭდოდა სახეზე, ოღონდ დედამ კი იცოდა, იმიტომ,რომ ლინდა სწორედ დედას
შეჰყურებდა.
- კაცმა რომ თქვას, სასტუმრო ოთახში უფრო ეგრილება, - თქვა დედამ. - იქ
შევიდეთ. - ოღონდ უკვე გვიან იყო. უკვე მოგვწვდა სირენის ხმა, ყოველი ბგერა
გარკვევით ჩაგვესმოდა: „დუ დუ, დუ დუ, დუ დუ“, - მეტად და მეტად ხმამაღლა.
მერე ჩვენს სახლს გასწორებული, უფრო გარკვევით ახმიანდა, მერე მინელდა, ჰოდა,
ლინდამ უცებ დედას შეხედა, ერთ-ორ წამს მიაჩერდა განწირულად. მაგრამ ის
განწირულების გამომეტყველებაც გაუქრა; იქნებ წამით იყო მხოლოდ განწირულება,
მერე კი გაქრა და ოდინდელი დაძაბულობაღა შემორჩა მის სახეს.
- ჩემი წასვლის დროა, - ამოთქვა ლინდამ. - მე... მაპატიეთ, თუ შეიძლება,
წასვლის დროა... - და ამასობაში თავი ხელში აიყვანა: - მადლობელი გახლავართ
მასპინძლობისთვის, მისის მალისონ. მადლობელი გახლავართ მასპინძლობისთვის,
მისტერ მალისონ. მადლობელი გახლავართ მასპინძლობისთვის, მისტერ გევინ. - უკვე
იმ მაგიდას უახლოვდებოდა, სადაც მისი შლაპა და ხელჩანთა იყო. არა, იმის
მოლოდინი არ მქონია - მასპინძლობისთვის მადლობას მეც გადამიხდის-მეთქი.
- გევინმა ჩაგისვას და მიგიყვანოს სახლში, - დედამ უთხრა. - გევინ...
- არა, არა, - თქვა ლინდამ. - მე არ... მე, მე... ის არ... - და სადარბაზოში
გავარდა, ჭიშკრამდე მიმავალი ბილიკი თითქმის სირბილით გაიარა, ჭიშკარს
გაცილებული კიდევ, მართლა გაიქცა განწირულად. მერე თვალს მიეფარა.
- ციცერონს გეფიცები, გევინ, - მამამ უთხრა, - სულ წახდი კაცი. მაშინ ის მაინც
იყო, რომ ესპანეთ-ამერიკის ომის ვეტერანს გადაეყარე, სამარულო ავტომობილის
პატრონს. ჰოდა, ახლა შეკოწიწებულ დრანდულეტში ჩამჯდარი მოყვარული მოკრივე
შეგრჩა ხელში. ფრთხილად იყავი, ჩემო ძმაო, თორემ ველოსიპედზე შემომჯდარი
ბოისკაუტი გაგიწვევს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში.
- რაო? - დედამ იკითხა.
- შენ რაღას იზამდი, ოცი წლის რომ ყოფილიყავი და მექანიკოსად რომ გემუშავა
გარაჟში საღამოს ექვს საათამდე, ჰოდა, ამ დროს თმაგაჭაღარავებულ ბერიკაცს,
დონჟუანს ყოველდღე რომ გამოეჭირა სკოლიდან შინისკენ მიმავალი შენი გოგო, იმ
ბუნაგში შეეტყუებინა, სადაც სოდიანს ყლურწავენ, და ნაყინით ამოეყორა? საიდან
უნდა იცოდეს იმ ბიჭმა, რომ გევინს მისი გოგოს გონების ჩამოყალიბება უნდა და მეტი არაფერი?
თუმცა ახლა არავითარი „ყოველდღე“ აღარ იყო. საერთოდ, ყველაფერი დამთავრდა.
ვერ გავიგე, რა მოხდა, რანაირად აეწყო ასე: არ ვიცი, ლინდამ შემოუთვალა გევინ
ბიძიას - ნასკოლევს ნუღარ დამელოდებით ხოლმეო, არ ვიცი, შინ სხვა გზით
ბრუნდებოდა და გევინ ბიძია ვეღარ ხვდებოდა, ანდა იქნებ სულაც სკოლაში აღარ
დადიოდა ლინდა. უკვე უფროსკლასელი გახლდათ, მე კიდევ, დაწყებით სკოლაში
ვსწავლობდი ჯერაც, ასე რომ, ვერაფრით მეცოდინებოდა, სკოლაში დადიოდა თუ არა.
ისიც კი არ ვიცოდი, ჯეფერსონში იყო თუ - არა. იმიტომ, რომ ზოგჯერ თვალს
მოვკრავდი ხოლმე, როგორ მიაქროლებდა თავის მანქანას მატ ლივიტი გარაჟის
დაკეტვის შემდეგ; წინ ლინდაც ეჯდა იმ მანქანაში ხან დღისით, ხანაც იშვიათად,
საღამო ხანს - კინოსკენ თუ კინოდან შინისკენ გამგზავრებული. ახლა ლინდა აღარ
ჩანდა. მატ ლივიტი ან მარტო იჯდა ხოლმე მანქანაში, ან ვინმე თავისი თანატოლი
თუ უფროსი კაცი ჰყავდა გვერდით. რამდენადაც ვიცი, გევინ ბიძიასი არ იყოს, მატ
ლივიტიც აღარ ხვდებოდა ლინდას.
გევინ ბიძიასგანაც ვერაფერს შეიტყობდი კაცი. წინ სკოლიდან მომავალს დამინახავს,
როგორ ისხდნენ ის და ლინდა კრისტიანის საკონდიტროში და ნაყინს შეექცეოდნენ,
ჰოდა, მე რომ დამინახავდა ან ორივენი დამინახავდნენ, გევინ ბიძია მანიშნებდა ხოლმე
- შემოდიო, და მერე სამივენი მივირთმევდით ნაყინს. მაგრამ ახლა ის ამბავიც კი, მე
რომ საკონდიტროში შეჭყეტა აღარ მიხდებოდა, გევინ ბიძიას თითქმის არ დაჩნევია.
ჰოდა, ერთხელ, პარასკევ დღეს, თვალი მოვკარი, რომ გევინ ბიძია იმ საკონდიტროში
მაგიდას მისჯდომოდა და მელოდებოდა, როდის ჩავივლიდი და კვლავინდებურად
მიხმობდა შიგნით. და თუმცა მაგიდაზე ნაყინის მეორე ჭურჭელი არ მდგარა, მე მაინც
ის ვიფიქრე - ალბათ ლინდა ერთი წუთით წამოდგა და შესაძლოა, პარფიუმერიის
დახლთან ან გაზეთების მაგიდასთან დგას-მეთქი; ასე რომ, როცა შევედი და გევინ
ბიძიამ მითხრა - მე ატმის ნაყინი მაქვს, შენ რომელი გინდაო, მაინც სულ იმას
ველოდებოდი - აგერ-აგერ ლინდა გამოჩნდება-მეთქი საიდანმე.
- მე ხენდროსი მინდა, - მივუგე. მაგიდაზე გევინ
გამოწერილი ბოლო წიგნი იყო - ჯონ დონის ლექსები.
ბიძიას
მიერ
ლინდასთვის
- აქვე, ჯეფერსონში ფოსტით რომ გაუგზავნო კაცმა წიგნი, მაინც იმდენივე ჯდება,
რამდენიც მემფისს გაგზავნა დაჯდებოდა, - მითხრა გევინ ბიძიამ. - რა იქნება ვითომ,
ნაყინზე რომ დაგპატიჟო და ის ფოსტით გასაგზავნი მოგართვა, ჰოდა, შენ გზად
შეუარო და ეს წიგნი გადასცე?
- კარგი, - მივუგე მე. მისტერ სნოუპსი ჯეფერსონში რომ ჩამოვიდა, სახლი იქირავა.
მერე ალბათ იყიდა კიდეც ის სახლი, რადგან, ბანკის ვიცე-პრეზიდენტი როცა შეიქნა,
სახლის შეკეთება დაიწყეს, კედლებიც შეღებეს, ხოლო გლიცინიები მისის სნოუპსმა
თავისი ხელით დარგო ალბათ. ჭიშკარი რომ შევაღე, ლინდამ დამიძახა და
გლიცინიებშემოხვეული ფარდულის ქვეშ ჰამაკი დავინახე. გლიცინიები ჯერაც ყვაოდა
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ქალაქი - 14
  • Parts
  • ქალაქი - 01
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 1948
    28.4 of words are in the 2000 most common words
    39.5 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 02
    Total number of words is 3992
    Total number of unique words is 1824
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 03
    Total number of words is 3892
    Total number of unique words is 2027
    28.8 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 04
    Total number of words is 4126
    Total number of unique words is 1771
    33.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 05
    Total number of words is 3979
    Total number of unique words is 1874
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 06
    Total number of words is 3952
    Total number of unique words is 1875
    31.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 07
    Total number of words is 3971
    Total number of unique words is 1883
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 08
    Total number of words is 3954
    Total number of unique words is 1822
    30.2 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 09
    Total number of words is 3924
    Total number of unique words is 1905
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 10
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 1912
    29.8 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 11
    Total number of words is 3974
    Total number of unique words is 1897
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 12
    Total number of words is 4111
    Total number of unique words is 1678
    32.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 13
    Total number of words is 4103
    Total number of unique words is 1775
    34.3 of words are in the 2000 most common words
    46.5 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 14
    Total number of words is 3967
    Total number of unique words is 1939
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.4 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 15
    Total number of words is 3895
    Total number of unique words is 1868
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    50.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 16
    Total number of words is 3993
    Total number of unique words is 1860
    33.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 17
    Total number of words is 4054
    Total number of unique words is 1839
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 18
    Total number of words is 4154
    Total number of unique words is 1727
    33.2 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 19
    Total number of words is 3843
    Total number of unique words is 1854
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.2 of words are in the 5000 most common words
    46.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 20
    Total number of words is 3871
    Total number of unique words is 1877
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.9 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 21
    Total number of words is 4048
    Total number of unique words is 1843
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.9 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 22
    Total number of words is 4060
    Total number of unique words is 1866
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.4 of words are in the 5000 most common words
    50.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 23
    Total number of words is 3959
    Total number of unique words is 1758
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 24
    Total number of words is 4043
    Total number of unique words is 1842
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 25
    Total number of words is 3466
    Total number of unique words is 1703
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.