Latin
Total number of words is 3871
Total number of unique words is 1877
29.4 of words are in the 2000 most common words
41.9 of words are in the 5000 most common words
49.5 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ავბედითი აუცილებლობა, რომ მთელი ბანკი დაეხსნა და ამით თავისი ფულიც
გადაერჩინა, რათა მოესწრო იმ ფულის გამოტანა და სადმე საიმედო ადგილას შენახვა.
და ახლა, რა რომ უპირატესობა მოიპოვა, ვიცე-პრეზიდენტი შეიქნა და უკვე ვეღარავინ
დაუფარავდა ბანკის საიდუმლო მექანიზმს, იქაურ საქმეთა ურთულეს ხვეულებს, ოდენ
ზარდამცემ საფრთხეს კი არა, ამ მექანიზმში ჩაბუდებულს, არამედ მის ოქროს
ფსკერსაც, ახლა კიდევ უფრო ნაკლები დაურჩა დრო, ვიდრე ოდესმე ჰქონდა. კაცმა
რომ თქვას, იმის დრო თუ ჰქონდა, ის შეეტყო, რა მარტივი და იოლი საქმე ყოფილა
ბანკიდან ფულის მოპარვა, თუკი ბაირონ სნოუპსისთანა მხდალსა და გამოტვინებულ
კაცსაც კი, რომელსაც ერთ ან ორ ათას დოლარზე დიდი თანხა ვერც კი წარმოედგინა
ალბათ, თუკიმისნაირ რეგვენსაც შეეძლო ამ საქმის დაუსჯელად გაკეთება; და იმის
დრო კიდევ, რომ სასწრაფოდ გამოეტანა იმ ბანკიდან თავისი ფული, ვიდრე
დანარჩენნი, სხვანი ყველანი (თუნდაც დამლაგებელი ზანგის ბიჭი, ყოველ დილას
იატაკის გამომხვეტელი), იმას არ იფიქრებდნენ - ალიაქოთი საკმაოდ მიწყნარდა
საიმისოდ, რომ გავრისკოთო (ანდა - უკვე ხელახლა დაგროვდებოდა იმდენი,
გარისკვად რომ ღირდესო), ჰოდა, ისინი დაასწრებდნენ იმ კაცს.
ეს
ამბავი
გახლდათ
სწორედ
ციებ-ცხელება,
სიჩქარე,
აწრიალება
და
დარცხვენილივით იგონებდა ის კაცი, რომ მისმა საკუთარმა გამჭრიახობამ კი არ
გადაუხსნა ის ბრწყინვალე პერსპექტივა, იმის შესაძლებლობა, რომ ერთი მოქნევით
თავიც გადაერჩინა საფრთხისგან და მტრისთვისაც შური მიეგო, არამედ შემთხვევითმა
შეხვედრამ უმეცარ, გაუთლელ კაცთან, ვისი საწუხარიც ბანკში შეტანილი, ალბათ
ორნიშნა ციფრით გამოხატული ფული იყო; ერთსა და ორ დღეს, ერთსა და ორ კვირას
არ გაევლო მას აქეთ, რაც ამ შურისგებამ იწყო მის გონებაში მომწიფება, ეტყობა, მას
შემდეგ, რაც ყველასთვის უცნობმა არენდატორმა, წელიწადში ალბათ ოთხჯერ მეტად
რომ ვერც ჩამოდიოდა ქალაქში, ის აზრი ჩააგონა; თავად არ დაუპირებია შურისძიება,
თითქოს ღმერთები იყვნენ თუ ბედისწერა იყო, ანდა გარემოება, ან სხვა რამ კიდევ,
მას რომ გამოესარჩლნენ მისდა დაუკითხავად და, რაღა თქმა უნდა, ოდესმე მოსთხოვენ
ამის სანაცვლოს.
ოღონდ ახლა უკვე იცოდა იმ კაცმა, რაც უნდა გაეკეთებინა. საკუთრივ ბანკი კი არ
უნდა გაეკოტრებინა თუ გაეცამტვერებინა, დე სპეინის თავზე კი არ უნდა ჩამოექცია,
როგორც სამსონმა ჩამოიმხო ბანი თავის თავზე, არამედ უნდა ამდგარიყო და
ხელმიუყოფელი ბანკი წაერთმია დე სპეინისთვის. რადგან ბანკი ფულს ნიშნავდა, ბანკი
ფული იყო სწორედ; ის კიდევ, რეტლიფის ნათქვამის არ იყოს, ფულს ზიანს
არასოდეს დაატეხდა, წამითაც არ ხელყოფდა ფულის ღირებულებას და შეუვალობას.
ერთობ დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ ფულისა. არა, ის ადგება და წარსტაცებს დე
სპეინს ბანკს და ფულს, რაც ერთი და იგივეა, მთელსა და უვნებელს წარსტაცებს, სხვა
სფეროში
გადაანაცვლებს
შეუმჩნევლად,
სხვაგვარ
ძალას
მოუპოვებს
ქალაქის
ეკონომიკაში; ჰოდა, დე სპეინს აღარაფერი დარჩება, თავისი სახლის გირავნობის
სიგელის მეტი, ის სახლი კიდევ, როგორც რეტლიფმა თქვა, იმიტომ მიაგირავა ბილ
უორნერს,რომ ბაირონ სნოუპსის მიერ მოპარული ფული აენაზღაურებინა.
ოღონდ როგორ უნდა გაეკეთებინა ეს საქმე? როგორ უნდა გაეძევებინა დე სპეინი
ბანკიდან, ან რანაირად უნდა აერთმია ზიანმიუცემელი ბანკი დე სპეინისთვის? როგორ
უნდა გამოეგლიჯა დე სპეინის ტორებისთვის ბანკი უვნებლად, თუკი, დარწმუნებით
იქნებოდა თუ მუქარით, მეანაბრეთა მეტ ნაწილს იმას აიძულებდა, რომ ფული
გამოეტანათ იმ ბანკიდან, როგორ უნდა აღეძრა მისი დამაშრეტელი ჩანჩქერი
დოლარებისა? რა გზით უნდა დაეჯერებინა მეანაბრეები და აქციონერები, თავიანთი
ფული ამ შენობიდან გამოეტანათ ერთიანად და მეორე შენობაში მოეთავსებინათ, თანაც
ისე, რომ ბანკის საჩინო გადახდისუნარიანობა არ შერყეულიყო?
რადგან იმ მოწილეთა ნახევარსაც რომ გაეტანა თავისი ფული, შარვლებს ცალი აჭიმით
რომ იმაგრებენ, საოქტომბრო-სანოემბროდ ბამბის ერთადერთ ხვავში ამონაგები ფული
რომ აბადიათ კაპიტალად და ორ-ორ, სამ-სამი ქცევა მიწა, დიდი ვერაფერი ამბავი
იქნებოდა. თავად კიდევ სულ უმწეო იყო: არც ჩამომავლობა უწყობდა ხელს, არც
თანდაყოლილი ნიჭი და არც ნათესაური კავშირები. და თუმცა მისისიპის შტატის
აქაურ სანახებში სხვა რომელიმე გვარის შვილებს გაცილებით სჭარბობდნენ ისინი, ვინც
სნოუპსის გვარს ატარებდა, ან რომელსამე სნოუპსზე იყო ჯვარდაწერილი, ან კიდევ
ხუთი ცენტით დაწყებული ხუთ დოლარამდე ფული ემართა სნოუპსისა, ვერც ერთი
მათგანი, ერთის გარდა, ბამბის ერთადერთი ხვავის მფლობელ მეანაბრესაც კი ვერ
შეედრებოდა; ხოლო ის ერთი - უოლსტრიტ-პანიკა, ბაყალი - უკვე სხვა ბანკის
მეანაბრე გახლდათ და მისი გამოყენება აღარ ეხერხებოდა, გინდაც რომ ფლემს რაიმე
საშუალება გამოეძებნა უოლსტრიტის გაალმასებული და მძულვარებით ატანილი ცოლის
შემოსარიგებლად.
ჰოდა, ამ შემთხვევისთვის ყველაზე გამოსადეგნი ვინც შეიძლებოდა ყოფილიყვნენ,
ისინი ხომ არ ჰყოლია და არა სნოუპსს: მეგობრების ამბავს მოგახსენებთ, იმ
მეგობრებისას, რომლებზეც გულდანდობილად შეეძლებოდა თქმა - დე სპეინის
წინააღმდეგ შევითქვათო. მეგობრები არ ჰყოლია, იცოდა-მეთქი, ის მინდა გითხრათ,
რომ მეგობრები არ ჰყავდა, რადგან არასოდეს მოუსურვებია, რომ ჰყოლოდნენ ისინი,
ტვირთად აკიდებოდნენ, პარაზიტული აბეზარობით შესჩენოდნენ (მეგობრობა ხომ ამას
ერქვა მისი დაკვირვებით და შეხედულებით). ჰოდა, თავის მოსწრებაში პირველად
ახლა მიხვდა, კაცს მეგობრები რომ სჭირდება თუნდაც იმიტომ, რომ ნებისმიერ დროს
შეიძლება შეიქმნას (და შეიქმნება კიდეც, ამ ამბავს ვერავინ გაექცევა) იმგვარი
ვითარება, როცა წაადგებიან ის მეგობრები; წაადგებიან კი არა, უსიკვდილოდ
დასჭირდებიან, რამეთუ სხვა ვერავინ უსაშველებს, გარდა მეგობრისა, გარდა იმ
კაცისა, რომლისთვისაც შეეძლება თქმა: რატომო, ნუ მკითხავ. ისე აიღე ეს
გირავნობის სიგელი იქნება, ხელწერილი, თამასუქი, აღმასრულებელი ფურცელი თუ
პისტოლეტი, მე რომ გეტყვი, იმას დაუმიზნე და ესროლეო. ჰოდა, ისევ მისი
უცოდინარობის ბრალი იყო ყველაფერი: ისე გამწარებული და გაკერპებული ფხოჭნიდა
მიწას, იმდენ ხანს მიპორტყავდა და მიიბრძოდა იმ თავისი ფულის საშოვნელად, რომ
საიმისო დრო აღარ დარჩენია, ესწავლა, თუ როგორ უნდა დაეცვა და შეენარჩუნებინა
ფული (ისე, კაცმა რომთქვას, ამასაც არ ნანობდა, რადგან არც სინანულისთვის
ეცალა). დიახ, სულ არ ნანობდა - რატომ არ გამაჩნია ის შესაძლებლობები, რაც
ცხოვრებამ არ მაღირსაო. თანაც იმიტომ კი არა მხოლოდ, მაშინ სინანულის დრო რომ
არ ჰქონია, არამედ უფრო იმიტომ, რომ მაშინ ჯერაც არ შექმნილიყო ის განწირული
მდგომარეობა, როცა მეგობრობაც კი ვეღარ გისაშველებს კაცს. ახლა დროის
მსვლელობაც კი მის წისქვილზე ასხამდა წყალს; კარგა ხუთ წელიწადს უნდა გაევლო,
ვიდრე ყოველივეს სასწორზე შეგდება მოუხდებოდა, როცა ის გოგო მიაღწევდა
სიმწიფეს.
ოღონდ ერთი იარაღი, ერთი ხელსაწყო კი ეშოვებოდა - ის მიღრინკული
არენდატორები, სულს იქით რომ არაფერი ებადათ, ვაივაგლახით რომ გაჰქონდათ
თავი; ყველგან იყვნენ ისინი, მთელ ოლქში, მთელი შტატის ეკონომიკა, კაცმა რომ
თქვას, იმათ ემყარებოდა; ეს მაინც ეშოვებოდა იმ კაცს და ამის კვალობაზე ალბათ
ერთი უგვანო და ბანალური აზრიც გაუელვებდა ხოლმე - მცირედთაგან შედგებაო
დიადი, მარცვალ-მარცვალ, წვეთ-წვეთად, წვრილ-წვრილ ფულად გროვდებაო. აწ
უკვე საიდუმლოდ მოქმედებდა. ისე, ყოველთვის უჩუმრად სჩვეოდა საქმიანობა, ვიდრე
ნაღმს არ შეაპარებდა სადმე და მერე მოულოდნელად ფეთქდებოდა ხოლმე ის ნაღმი,
ოღონდ ამჯერად მართლა თხუნელებთან და ჭიანჭველებთან ჰქონდა საქმე სარტორისებთან, ბენბოუებთან, ედმონდსებთან, ჰებერშემებთან და მათნაირებთან კი
არა, ვისი გვარებიც ოდითგანვე იყო აღბეჭდილი ოლქის მატიანეებში, ბანკის აქციებისა
და დიდ-დიდი თანხის მფლობელებთან კი არა, არამედ უსახელო და არასმქონე
არენდატორებთან, იმის მსგავს ხალხთან, მას რომ გაუბა ერთხელ მუსაიფი.
იმ ხალხის გადაბირება არ უცდია. ისე ეჭირა თავი თვალდასანახად იმის მოიმედეს იმან, იმ პირველმა ხმა უკვე დაარხიაო. იმის ცდაში იყო, ყველას დაენახა, როგორ
შედი-გამოდიოდა ჯეფერსონის ბანკში. ჩასაფრებული გახლდათ. ჰოდა, ბოლოს და
ბოლოსისინი ვითომ შემთხვევით შემოხვდნენ გზაზე, ორ-ორნი, სამ-სამნი, გროვაგროვა მიეახლნენ მისგან დასტურის მოსმენის მოიმედენი:
- დილა მშვიდობისა,
მიაკითხეთ?
მისტერ
სნოუპს.
მხარი
ხომ
არ
გექცათ,
იმ
ბანკს
რომ
- იქნებ მისტერ ფლემს იმდენი ფული გაუჩნდა, ერთ ბანკში ვეღარც დაატია?
- არა, კაცო, მაგ არა და, ცხონებული მამაჩემის ნათქვამის არ იყოს - ორ ხაფანგში
ორჯერ მეტი ენოტი მოყვებაო.
- მამათქვენს თუ უკითხავს,
რომელი მახე უფროა საშენოო?
მისტერ
სნოუპს,
- არა, კაცო, იმ გამოქექილმა ენოტმა
მოვხვედრილიყავი, სწორედ იქ მოვხვდიო.
ერთი
მარტო
გამოქექილი
ის
თქვა
-
ენოტისთვის
სადაც
-
უნდა
ეს იყო და ეს. ხარხარებდა ის ხალხი, ზოგჯერ ვინმე მუხლზეც დაირტყამდა ხელს,
გამოხუნებული კომბინეზონით დაფარულ მუხლზე. ოღონდ იმავე დღეს (ანდა იქნება
ერთი-ორი დღის თუ ერთი კვირის მერეც) თითო-თითოდ მიადგნენ ჯეფერსონის
ძველი ბანკის სარკმელს და დაკორძილი, დაკვრანჩხილი, მზით დამწვარი ხელებით
ლამის მონანულებმა მიუთვალეს ბანკნოტების თხელ-თხელი შეკვრები; ჩეკებს არასოდეს
იყენებდნენ ისინი შენატანი ფულის გადასარიცხად, თავადვე მიდიოდნენ მოსაძულებელ
ბანკში მითქმა-მოთქმას აყოლილნი, ნაღდ ფულად გამოჰქონდათ თავიანთი საცოდავი,
ილაჯის
გამწყვეტი
შრომით
თავმოყრილი
გროშები
და
მოედნის
გადავლით
მიმართავდნენ მეორე ბანკს, რომელსაც ასევე მოიძულებდნენ, როგორც კი იმ ბანკის
შესახებაც ისეთივე საიდუმლო ხმა დაირხეოდა.
იმიტომ, რომ სინამდვილეში არც თხუნელები ყოფილან და არც ტერმიტები.
თხუნელები იმდენს ახერხებენ, შენობას საძირკველს გამოუთხრიან ხოლმე, ტერმიტებს
კიდევ ის შეუძლიათ, ყავისფერი მტვრის გროვად აქციონ მთელი სახლი. მაგრამ იმათ
არც მუდოს ინდივიდუალიზმი ჰქონდათ, არც ტერმიტების უჯიათი კოლექტივიზმი,
თუმცა ჭიანჭველებივით მომრავლებულნი კი იყვნენ. ის იყო მხოლოდ, რომ, სნოუპსის
მსგავსად, თავიანთი საწყალობელი დოლარების გადარჩენის ჯახირში იყვნენ, და
ფლემმა ისიც იცოდა: ახალი ხმა თუ დაირხეოდა, ახალ ამბავს თუ მოჰკრავდნენ ყურს,
ისევ აფორიაქდებოდნენ და სხვა ბანკს მიაწყდებოდნენ; ჰოდა, დე სპეინს რომ
მოსურვებოდა, იმ ხმის მარჯვედ დამყრელი მხოლოდ იმას კი არ შეძლებდა, რომ
თავისი ძველი მეანაბრეები დაებრუნებინა, ბამბის ერთადერთი ხვავის მფლობელნი,
ჯეფერსონის ბანკის ყველა მეანაბრეს გადაიბირებდა. ოღონდ არც ის და არც სხვა
რომელიმე ჭკუათამყოფელი ბანკირი ამ ამბავს არ მოისურვებდა, რადგან ეს იმის
მომასწავებელი იქნებოდა, რომ მერე უარით გაესტუმრებინათ უამრავი ხალხი, ვინც
იმის მეცადინეობაში იქნებოდა, გაქცეული ჯორი და მიღრინკული ფერმა დაეგირავებინა
თავის ბარგიბარხანიანად და მერე იმ ფულით ნახმარი და დამტვრეული ავტომობილი
ეყიდა.
ეს არ კმაროდა, უღმერთოდ ცოტა რამეს ნიშნავდა ეს ამბავი. ჰოდა, ხელახლა
მოჰყვებოდა ხოლმე იმავე სახელთა ჩამოთვლას და ერთიმეორის მიყოლებით მყისვე
განიშორებდა, თითქოს მანამდე არასოდეს მოჰგონებოდნენ ისინი და მრავალგზის არ
დაესკვნას - მათგან ხეირი არ გამოვაო: მისი ძმისწული იყო თუ ბიძაშვილი უოლსტრიტ-პანიკა, ბაყალი, ამ ათიოდე წლის წინ უბრალო გულმოდგინების,
პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის წყალობით, აგრეთვე მამამისის დაღუპვისას
კომპენსაციად მიღებული ათასი დოლარის წყალობითაც მედუქნის კომპანიონად რომ
იქცა, ახლა კი მთელ ჩრდილოეთ მისისიპიში იმნაირი დუქნების მთელი ქსელის
მფლობელად შექნილიყო; მარტო უოლსტრიტიც იკმარებდა საიმისოდ, დე სპეინისთვის
ბანკი რომ წაერთმია, ოღონდ აქ ორი გადაულახავი დაბრკოლება ეღობებოდა; იმ ბიჭს
ფული უკვე სხვა ბანკში ჰქონდა შეტანილი და იმ ბანკის აქციონერი გახლდათ, და,
გარდა ამისა, მის ცოლს სიტყვა „სნოუპსის“ გაგონებაც არ შეეძლო და ჯეფერსონში
იმასაც ამბობდნენ, ქმარს შეჩენილია - გვარი გამოიცვალეო. მერე სხვა სნოუპსები
მოდიოდნენ, მისი სახლიკაცები, და იმ ოლქის დანარჩენი სნოუპსები. ისინი,
სნოუპსებიც რომ არ იყვნენ და არც არენდატორები, ამ წლების განმავლობაში
პროცენტებს რომ უხდიდნენ ფლემს მისგან ნასესხები ხუთი იქნებოდა, ათი თუ ოცი
დოლარისთვის, რომელნიც, კიდეც რომ გადაებირებინა, მიხმარებით არაფერში
მიეხმარებოდნენ.
ჰოდა, იმასვე უბრუნდებოდა ხოლმე, რითაც დაეწყო, ამაოდ უკირკიტებდა იმავე სიას
განაწამები, ნაცნობ სახელთა ერთიმეორის მიყოლებით განმშორებელი და წინასწარვე
მიხვედრილი - იმ სახელზე შევჩერდები, გახსენებაც რომ არ მინდაო. მისი სიმამრი
გახლდათ ის, ბილ უორნერი, და იმთავითვე იცოდა, რომ ბოლოს მაინც მოუწევდა
ასვლა იმ ღვარძლიან, გულფიცხ ბერიკაცთან, რომელიც ვერასოდეს დაუვიწყებდა, რომ
ფლემმა ხუთას დოლარად გამოსტყუა ფრანგის მამული და მერე ორ-სამ კვირაში სამასი
თუ ოთხასი პროცენტის მოგებით გაასაღა; ისევ უნდა ასულიყო იმ ბერიკაცთან,
თავმოდრეკილი რომ მიეახლა ამ ხუთი წლის წინ და დაიყოლია, თავისი გავლენა
საიმისოდ გამოეყენებინა, რათა ბანკის პრეზიდენტად ექცია სწორედ ის კაცი, ვისი
თავიდან მოშორებაც ამოეჭრა ახლა გულში ფლემს.
გამიგეთ? ეს იყო მისი საძნელო საქმე. სასტიკად არ გაუმართლა იმ კაცს, რაკი ის
ბავშვი, ვისთვისაც თავისი გვარი უნდა მიეცა, გოგო აღმოჩნდა. ეს რომარა, იმ
სიძნელის გადალახვაც არასოდეს მოუწევდა ალბათ. ეს რომ არა, შეეძლო მითვლემილს
უდრტვინველად ეოცნება შურისგებისთვის, რქებდადგმული დარჩენილიყო მშვიდად,
გინდაც ჩვეულ სავარძელში მოკალათებულიყოს ჩვეული წიგნითურთ. მისი ცოლის
შვილი გოგო რომ არ ყოფილიყო!
მაგრამ გოგო გახლდათ ის არსება. ამ ფაქტს (დიახ, დიახ, ზოგჯერ კაცებსაც
აინტერესებთ ხოლმე ფაქტები, ფლემ სნოუპსისთანა კაცებსაც კი), რა დღეც იქნებოდა,
ბოლოს და ბოლოს უეჭველად უნდა განეგმირა ის კაცი, წარმოუდგენელი, უეცარი
დარტყმით. ის არსება, ის გოგო, მის თვალწინ რომ იშვა და მერე თავისი ცხოვრების
ყოველ დღეს მის თვალწინვე ატარებდა. ამ ამბავში უბრალო იყო ის გოგო, ამ ამბის
არაფერი იცოდა, ეჭვიც არაფრის ჰქონდა. დიახ, იცოდა იმ კაცმა - გოგო არის და,
რაკი სულდგმულობს ამ ქვეყანაზე, უეჭველად სიმწიფეშიც უნდა შევიდესო; ჰოდა,
ყველა სხვა გოგოს მსგავსად, რა რომ სიმწიფეში შევიდოდა, დაქალდებოდა კიდეც.
ოღონდ ის კაცი ერთობ დაკავებული გახლდათ და ფულის შოვნის გაწამაწიაში მყოფს
საიმისო დრო აღარ დარჩენია, ის შეეტყო, ან მიხვედრილიყო მაინც იმას, რაც უნდა
სცოდნოდა ქალების ამბავი. გამიგეთ? დაიბადება მცირე რამ არსება, ციცქნა რაღაცა,
და თქვენც ამბობთ - ეს ცხენი იქნებაო, ანდა - ძროხა იქნებაო. ჰოდა, ხანი რომ
გამოხდება, ის არსება მართლა ცხენად იქცევა, ანდა ძროხად, და უნაკეროდ და
უნაწიბუროდ შეერთვის, ერწყმის გარემოს. ოღონდ ეს ის არსება, ის ციცქნა როდი
გახლავთ, ქალად რომ უნდა იქცეს (უნდა იქცეს და ვერც დააბრკოლებ რითიმე, ფლემ
სნოუპსი რომ ფლემ სნოუპსია, ისიც ვერაფერს გახდება), იმ ქალად, არავითარ
გარემოს რომ არ ერწყმის, იმ გარემოს კანონებს და უმრავლესობის მიერ იდეალად
მიჩნეულ ქცევის ნორმებს რომ არაფრად აგდებს ხოლმე. და პირუკუ ხდება, თავისი
სულისთქმით, თავისი არსებობით ის სუსტი და ნაზი სხეული უბატონდება სწორედ
გარემოს და ისე გამოქნის, გინდაც სანთელი ყოფილიყოს.
ეს ამბავი სჭირდა იმ კაცს. ეს ამბავი დაემართა. საიმდროოდ ალბათ ბედს
დამორჩილდა უკვე და თავს იმითღა ინუგეშებდა, რომ შურისძიების, თავისი
მტრისთვის სანაცვლოს მიგების ამაო ოცნებას ეძლეოდა. მე იმის თქმა მინდა, ყველა
შესაძლებლობას მხოლოდ იმიტომ ჩხრეკდა და ითვალისწინებდა-მეთქი, რათა ისევ და
ისევ იმასვე მიბრუნებოდა - ბამბის ერთადერთი ხვავის მფლობელ ხალხს, რომელიც
ერთიანად რომ გაგეყიდა თავ-თავისი გაქუცული კომბინეზონებიანად, საოლქო ეკლესიის
ბიუჯეტსაც ვერაფერს დააკლებდა, არამცთუ საოლქო ბანკისას. ასე რომ, როგორც
ეტყობა, ფარ-ხმლის დაყრამ მოუწია იმ კაცს და ის თუ არ აღიარა - რქებდადგმული
ქმარი ვარო, შეეგუა მაინც ამ ამბავს.
ჰოდა, მერე ის გოგო, მის მიერ ბოძებული გვარის მქონე, კი არ მოიწიფა და ქალად
კი არ იქცა მხოლოდ, არამედ ისეთ ქალად იქცეოდა თუ იმუქრებოდა - ისეთ ქალად
ვიქცევიო, განუმეორებელი რომ ეთქმით ხოლმე. ცხადია, გოგო ქალად კი უნდა
ქცეულიყო, ამ ამბავს ის კაციც ელოდებოდა და სასაყვედუროც არ ექნებოდა, გოგო
იმას რომ დასჯერებოდა, ჩვეულებრივ ქალად ქცეულიყო და მეტი არაფერი. იმ
კაცისთვის რომ ეკითხათ, რასაკვირველია, იმას ამჯობინებდა, გოგო უშნო ყოფილიყო,
მაინცდამაინც მახინჯი კი არა, ისე - უთვალადო და მფრთხალი ყოფილიყო
დაბადებიდანვე, შინაბერობისთვის განწირული, იმდენად ულაზათო, რომ მის ტოლ
ბიჭთაგან თვალში არავის მოსვლოდა; ჰოდა, საქმრო თუ გამოუჩნდებოდა, იმნაირი
შეხვედროდა, მამამისის (იმ გოგოს ტყუილი მამის) ფულზე სჭეროდა ცალი თვალიც
და ორივე თვალიც და ღვლეჭივით მოჰყოლოდა ხელში დასაგრეხად.
იმ კაცს არ სურდა, გოგო მომწიფებისთანავე გათხოვილიყო და თანაც ისეთ ვაჟს
გაჰყოლოდა, ფლემზე რომ არ იქნებოდა დამოკიდებული - ან აქედან შორს მყოფი
აღმოჩნდებოდა, ან ძალიან ახალგაზრდა, ან, რაც ყველაფერზე უარესი და
აღმაშფოთებელია,
ფულის
პატრონი,
ისე,
რომ
სნოუპსის
ქონება
არაფრად
დასჭირდებოდა. ვინმე იმგვარი, იმ ავაზაკისნაირი, გორილასავით ბეხლეწი რომ იყო
და სწორედ მაშინ ჩამოაბრძანეს ოჰაიოდან, როცა გოგოს თხუთმეტი წელი შეუსრულდა,
მეტი კი არა. ჰოდა, იმ ბეხლეწმა თავისი ოქროს ხელთათმანებით ან სულაც ოქროს
ხელთათმანთა პატრონის რეპუტაციით ისეთი შიშის ქარი შეუყენა ყველას, რომ მის
გარდა გოგოს სიახლოვეს ვეღარავინ გაჭაჭანდა; ოღონდ მერე იმასაც მოუხდა კუდის
ამოძუება, რადგან ამ საქმეში ოქროს ხელთათმანებიც ვეღარაფერს წაადგებოდა: ის
გოგო ქალი გახლდათ და ამიტომ მიუწვდომელი კი არ ყოფილა მხოლოდ,
მოურჯულებელიც იყო.
გამიგეთ? ის ავაზაკი, საიმისოდ რომ იყო მოწოდებული, „ფორდის“ სააგენტოსთვის
მაინც ეხელმძღვანელა, მუშათა მთელი კავშირისთვის თუ არა, არც განუდევნიათ და
არც გაუძევებიათ, რამეთუ ეს თითქმის ერთი და იგივეა; ისე გაქრა, მოტორების
საუკუნის ის კრონპრინცი, იმიტომ, რომ რაყიფი აღმოუჩნდა იქვე: უცოლო იურისტი,
იმგოგოზე ორჯერ უფროსი, რომელიც იმ პატარა ქალაქში დამკვიდრებულიყო და
იმდენად იყო იმ ქალაქით ხელფეხშებოჭილი, ზიანს ვერაფერს დაატეხდა; სიცოცხლესა
და წარმოსახვას უწამლავდა იმ გოგოს შორეულ მხარეთა გამო გამართული დამღუპველი
საუბრით, საღამოობით გამაგრილებელი წყლების გასაყიდ დახლთან ხვდებოდა ხოლმე
და სხეულს კი არ უცდუნებდა და ურყვნიდა მხოლოდ, გაცილებით უარეს რამეს
სჩადიოდა: გონებას ურყვნიდა, ფუჭსა და უგონო წარმოსახვას აღუძრავდა ლექსთა
წიგნებით და აღუსრულებელ იმედთა და ოცნებათა სასიკვდილო შხამს აწვეთებდა.
გამიგეთ? კაცი იფიქრებდა, მცირე ქალაქის მკვიდრი, ასაკში შესული (და კიდეც
გაჭაღარავებული) იურისტი ვერას გახდება, ასე რომ, მისი არც უნდა გეშინოდესო:
ერთი პირობა ხელიც შეუწყო იმას, ფლემს, იმ ოჰაიოელი გორილის თავიდან
მოცილებაში, ოღონდ მერე იმ გორილაზე საშიში თავადვე შეიქნა, რადგან გოგოს
შეუჩნდა - აქედან გაიქეცი, მამაშენისგან თავი დაიხსენიო; მარტო იმას კი არ
შთააგონებდა, რომ ცუდი იყო ის ქალაქი, რომელშიც გოგო ცხოვრობდა და რომელშიც
უნდა ეცხოვრა მომავალში, იმასაც ეუბნებოდა, სად უნდა ეძებნა ის აჩრდილები და
ფანტაზიები, რომელთა არსებობაც კი არ იცოდა გოგომ, ვიდრე ჭაღარა იურისტმა არ
გამოუჭედა ყოველივე ამით თავი.
ეს გახლდათ სიძნელე. და ამ სიძნელეს ის კაცი ვერ გადალახავდა, გინდაც რომ
თავისი მორჩილი საქმრო შეერჩია, ეყიდა იმ გოგოსთვის, რადგან ვერავის გააყოლებდა
ცოლად მანამდე, ვიდრე, ღმერთი იქნებოდა თუ ეშმაკი, ან კიდევ ბედისწერა, ანდა
იქნებ თავად ბუნება, მოთმინებაგამოლეული ბებერ ბილ უორნერს მაინც არ
გაისტუმრებდა საიქიოს. იმიტომ, რომ, როგორც კი ის გოგო გათხოვდებოდა, ის
ქალიც, ვინც მხოლოდ იმის გამო დათანხმდა სნოუპსის ცოლობას, რომ მაშინ ჯერაც
დაუბადებელ მის ბავშვს გვარი ჰქონოდა (ნაწილობრივ ბილ უორნერის წყრომისა და
რისხვისაც ეშინოდა და მისი დაშოშმინებაც სურდა ალბათ, მაგრამ უმთავრესად მაინც
ბავშვის ბედი აწუხებდა), ის ქალიც მაშინვე გაექცეოდა თავის აწინდელ საყვარელთან
ერთად იქნებოდა თუ მარტო თვითონ. ყოველ შემთხვევაში, მამამისის ის ანდერძი,
ფლემ სნოუპსზე მის გათხოვებამდე თვრამეტი წლის წინ და მის მიერ ფლემის სახელის
პირველად გაგონებამდე თორმეტი წლის წინ რომ იყო დაწერილი, ძალაში დარჩებოდა.
ასე რომ, ის გოგო ჯერჯერობით არ უნდა გათხოვილიყო. არადა, ამ ამბის ჩაშლაც არ
იყო ადვილი საქმე, თუგინდ იმ გოგოს ჯერაც თავის სახლში, ჯეფერსონში ყოფნისას;
რადგან ფეხბურთისა და კალათბურთის გუნდების მოთამაშეთა ნახევარი ჯგრო-ჯგროდ
მოაცილებდა ხოლმე სკოლიდან სახლამდე და კინოშიც ასევე მიჰყვებ-მოჰყვებოდა,
ვიდრე ის გოგო ჯერ უმცროს და მერე უფროს კლასებში სწავლობდა. ოღონდ
ჯერჯერობით შინ მაინც ეგულებოდათ და მამამისიც, ასე იყო თუ ისე, ერეოდა
მომხდარ ამბებში ან ვითარცა მამა (დიახ, დიახ, მამა; სხვა მამის ამბავი იმ გოგომ
არც იცოდა და ალბათ არც ირწმუნებდა, სიმართლეს უარყოფდა, ვისმე რომ
მოსურვებოდა მისთვის თვალის ახელა, იმიტომ, რომ ქალებს არც სიმართლე
აინტერესებთ და არც სიცრუე, იმათ ფაქტები აინტერესებთ მხოლოდ, სულერთია,
ჭეშმარიტი იქნება თუ არა ის ფაქტები, ოღონდ კი სხვა დანარჩენ ფაქტებს
შეესატყვისებოდეს ისინი; ჰოდა, იმ გოგოსთვის ფაქტი ის გახლდათ, რომ ის კაცი
მამამისი იყო იმ მარტივი ფაქტის ძალით, რომ ყველა სხვა გოგოსაც და ბიჭსაც თავ-
თავისი მამა ჰყავდა, თუკი სადმე ახლომახლო საფლავის ქვის ქვეშ არ განისვენებდა ის
მამა), ან კიდევ ვითარცა ფულის გამსესხებელი, რომელსაც შეეძლო სიძობის
მოსურნისთვის
თუ
მისი
რომელიმე
სახლიკაცისთვის
თამასუქი
წარედგინა
გასანაღდებლად.
მერე ის ჩაერია საქმეში, ის დამთხვეული ჭაღაროსანი, მიეძალა და მიეძალა გოგოს ეს,
ჩემო ბატონო, ნაყინიო,
ეს „კოკა-კოლაო“,
სხვა შტატების კოლეჯთა
პროსპექტებიო, ჰოდა, ბოლოს მართლა დააჯერა - აქედან გამგზავრება მარტო გულის
გამხარებელი ამბავი კი არ იქნება შენთვის, არამედ გევალება კიდეც, სკოლას
დაამთავრებ თუ არა, ჯეფერსონს მოსცილდეო. კი, მოსცილდებოდა და იმ ცდუნებით
სავსე სხეულს, რომლის გულისთვისაც ჯეფერსონში ბარე ათჯერ დაღვრილიყო უკვე
სისხლი (დიახ, დიახ, ნამდვილი სისხლი), გამოფენდა ფართო ასპარეზზე, სადაც,
რამდენიცგენებოთ, იმდენი დადის ცოლის სათხოვნელად გამზადებული მარტოხელა
ჭაბუკი. იმდენი მაინც შეძლო, არ გაუშვა ის გოგო, უფრო სწორად, ერთი წლით
დააყოვნა, აიძულა, დააჯერა (რანაირად მოახერხა, არ ვიცი, იქნებ ცრემლიც კი
მოიდინა; კი, ცრემლსაც მოიმარჯვებდა, ტირილის უნარი რომ ჰქონოდა) - ეს ერთი
წელი პანსიონში გაატარეო. ამასობაში თავად წვალობდა, თავს იმტვრევდა, როგორმე
იმ საფრთხეს რომ გადარჩენოდა - სხვა შტატების კოლეჯთა პროსპექტებით შემოჩენილ
იმ ასაკში შესულ პროვინციელ იურისტს, დიახ, სწორედ იმ ჭაღარამოძალებულ
იურისტს, რომელსაც იმდენი ემარჯვა, თავისი სახიფათო რაყიფი - ოჰაიოელი
ავტომექანიკოსი ჩამოეშორებინა. ოღონდ იურისტს სხვა ვერავინ ჩამოიშორებდა თავად
იმკაცის - სასოწარკვეთილებამდე მისული მამის გარდა, ჰოდა, იმან კიდევ ერთადერთი
ხერხი იცოდა და მეტი არაფერი - ფულის გამოყენება. ადვილად წარმოვიდგენ ხოლმე
ამ ამბავს: ფლემ სნოუპსი, რომელიც იძულებულია, მთელ წელიწადს გაფაციცებული
იყოს, ყოველ კაცს თვალი ადევნოს, ყოველ საპნის ვაჭარს თუ მეწვრილმანეს, ჩვენს
ქალაქში აგერ გუშინდელ ჩამოსულს, და თან გაწვალდეს და დაიტანჯოს იმის
მომეცადინე, როგორმე იმდენ ფულს ვესესხო, რომ მერე მასზე ვიყო დამოკიდებული.
ველოდი კიდეც ამ ამბავს, რაღა თქმა უნდა, წინასწარვე მქონდა ყოველივე
გაანგარიშებული, ვოცნებობდი - ამას და ამას ვიყიდი, ასე და ასე დავხარჯავ იმ
ფულს, რომლითაც ფლემს დავაღალატებ-მეთქი. მაგრამ იმან არ ქნა ეს ამბავი.
გამაცურა იმან და ერთი პატივიც მომაგო კიდევ: არამცთუ ხელი შემიშალა ჩემი
პატიოსანი სახელისთვის ჩირქის მოცხებაში იმით, რომ საცდური ამაცილა, ისიც
დაასკვნა, რომ იმ ჩირქის მოცხებამდე მოვაღორებდი და რომ ერთი საცდური
თავისთავად განარინებდა მეორეს. ასე იყო თუ ისე, ქრთამი არ შემოუძლევია. ახლა
ისიც ვიცი, რატომაც არ შემომაძლია: ხელი ჩაიქნია ამ ამბავზე. იმის თქმა მინდა,
ბოლოს და ბოლოს მიხვდა-მეთქი, რომ ის გოგო, ჯეფერსონში მისი დატოვება რომც
მოეხერხებინა, გაუთხოვარი არაფრის დიდებით არ გაჩერდებოდა, ჰოდა, მისი
გათხოვება და ბილ უორნერის მემკვიდრეობის სამუდამოდ დაკარგვა ხომ ერთი იყო.
იმიტომ, რომ იმ ზაფხულს, იმ უკანასკნელ ზაფხულს, ანდა უკეთ რომ ვთქვათ, იმ
შემოდგომაზე, როცა სკოლაში მეცადინეობა დაიწყო და ის გოგოც უკვე პანსიონში
შეუდგა ხელახლა სწავლას, მამამისი საკმარისად იყო მოცლილი საიმისოდ, რომ
ყოველივე შეეჯამებინა, ჰოდა, რაღა თქმა უნდა, იმ გოგოსთვის თვალის ერთი
შევლებაც კმაროდა, რომ მიმხვდარიყო ის კაცი (ანდა ვინც უნდა ყოფილიყო სხვა
მამაკაცი) - ასე ეს ამბავი დიდხანს ვერ გაგრძელდება, გინდაც რომ ის გოგო - აწ
უკვე ქალიშვილი - დამწყვდეული ვიყოლიოო. ახლა ის თავზარდამცემი ამბავი ყოველ
წუთს შეიძლებოდა მომხდარიყო. არადა, ვინ იცის, რანაირ შვებას მოჰგვრიდა იმის
უბრალო შეგნება, რომ როცა უნდოდა, მაშინ შეეძლო, მარტო იმის წუხილს კი არ
მორჩენოდა - ფული არ დავკარგოო, არამედ საერთოდაც გადაეწურა ყოველგვარი
იმედი, იმის არ იყოს, კბილის ექიმის ასისტენტი კარს რომ გამოაღებს და შემდეგიო, იტყვის შენზე შემოჩერებული, ჰოდა, გვიან რომ არის უკვე, წამოხტომას
და გაქცევას ვეღარ იკადრებ კაცი.
გამიგეთ? შეეძლო დამშვიდებულიყო. მეტი აღარ დასჭირდებოდა, ამაოდ დაეხარჯა
დრო მოიმედეს ან იქნებ მონანულსაც, გუნებაში ყველა ხერხის გადამჩხრეკელს და
მაინც, ყველას უარმყოფელს; რადგან, ვინ იცის, იქნებ სწორედ იმ ზაფხულს, იმის
გაწამაწიაში რომ იყო, ჩემთვის ფული როგორ შემოეტყუებინა სესხად, იქნებ იმასაც
იმედოვნებდა, ვინმე იმნაირი შემწე ეპოვა, ვის ოცნებასაც კაცთა მოდგმისთვის
მარტვილობა დაერქმეოდა და ვინც ღამით სამზარეულოს სარკმლიდან ტყვიას დაახლიდა
ბილ უორნერს. თუმცა მერე ეს აზრიც განიშორა, გადაწყვიტა - გულისხეთქვა
მეყოფაო.
ჰოდა, სიხარულიც დაიმკვიდრა თავისთვის, მარტო სიმშვიდე კი არა, რადგან იმ
მომჯადოებელ მოჩვენებაზე - სიმამრის ქონებაზე საბოლოოდ უარის მთქმელს შეეძლო
თავის ოდინდელ იმედს, შურისძიებისთვის თავის ოცნებას დაჰბრუნებოდა. კი, ახლა
კი იცოდა, რატომაც აჭიანურებდა ამდენ ხანს იმ თავის შურისძიებას, უკანასკნელი
ჯაბანივით უფრთხოდა, ბილ უორნერიც ეხსენებინა სხვა სახელთა შორის. იმიტომ,
რომ ამდენი ხანია, გუმანით მიხვედრილიყო, რომ მისი შველა ბილს შეეძლო
მხოლოდ. და თავისი შურისგების იარაღად ბოლოს და ბოლოს ბილი რომ შეერჩია,
თვითონვე მოუსპობდა საკუთარ თავს ყოველგვარ შესაძლებლობას, რომ მერე ბილ
უორნერის ქონებიდან ცოტა რაღაცა მაინც დარჩენოდა მემკვიდრეობად.
მაგრამ ახლა მორჩენილი იყო ეს ამბავი, აღსრულებული და გათავებული. ახლა
თავისუფალი გახლდათ. ერთადერთი ისღა დარჩენოდა, მისძალებოდა, ეიძულებინა,
ემლიქვნელა, ეღრიტინა, ემზაკვრა, - გააჩნია, რა უფრო მალე გაჭრიდა, - რათა ბილ
უორნერის აქციათა მეოხებით, აგრეთვე ბილ უორნერის მოშიშარი ხალხის და თავის
საკუთარ აქციათა მეოხებით და წვრილ-წვრილ არენდატორთა შემწეობით ბანკი
წაერთმია დე სპეინისთვის.
ერთადერთი ისღა დარჩენოდა, უნდა გადაეწყვიტა, რანაირად მისდგომოდა ამ საქმეს,
ერთი სიტყვით, ბილ უორნერისთვის როგორ დაევლო თავი. არადა, ესეც უეჭველად
გადაწყვეტილი ჰქონდა უკვე, ყოველმხრივ აწონილ-დაწონილი ჰქონდა საამისო გეგმა
მაშინვე, როცა ჯერაც ვერ ბედავდა, ბილ უორნერის სახელი გაევლო გუნებაში.
რადგან, ეტყობა, რა, რომ ერთხელ გადაწყვიტა და თავი აიძულა, საკუთარი
ხელითამოეშანთა თავისი ოდინდელი ფუჭი იმედი ცოლის მემკვიდრეობის მიღებისა,
მერე აღარ უყოყმანია. მარტო იმ გოგოსაც შეეძლო უორნერის ფულის მოიმედე კაცის
დაღუპვა, ჰოდა, ამიტომ იყო, აქამდე სახლიდან ფეხს რომ არ ადგმევინებდა მარტო
მისი კი არა, დედამისის სურვილის მიუხედავად (იმისი რომ აღარაფერი ვთქვათ,
იმშეპრეტილი მეზობლის, სულმუდამ სხვის საქმეში ცხვირის ჩამყოფის). მაშინაც
სახლში
ჰყავდა
გამომწყვდეული,
როცა
თვითონაც
კი
დარწმუნდა
სულ
ტყუილუბრალოდ აცდენს დროს იმ ძველმოდურ „ქალთა პანსიონშიო“. ასე იყო ეს
ამბავი მთელ წელიწადს და მერე ნახევარ წელიწადს კიდევ, საშობაო არდადეგებამდე;
ჰოდა, მერე ანაზდად, წინასწარ სიტყვის უთქმელად, კაცმა არ იცის, რანაირად გაუშვა გოგო, ჯეფერსონიდან გამგზავრების და კოლეჯში შესვლის ნება მისცა. კი,
ორმოცდაათ მილზე მეტი არ ყოფილა იქამდე, მაგრამ ორმოცდაათი ხომ იყო მაინც!
რატომო, ბრძანეთ? ცხადზე უცხადესია, რატომაც. რისთვის აკეთებდა, რაც დღემდე
გაეკეთებინა?
იმისთვის,
რომ გაცემულზე
მეტად ღირებულ რაღაცას იღებდა
სანაცვლოდ. ასე რომ, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს ეს ამბავი: ცოლს მიმართა,
პირისპირ როცა დარჩნენ (თქმა არ უნდა, ზოგჯერ კი ელაპარაკებოდნენ ხოლმე
ერთიმეორეს), ანდა, უფრო სწორად, ოთხნი რომ დარჩნენ, მაშინ, რადგან ორი მოწმე
წინა ოთახში ელოდებოდა, კალმისტარს როდის აიღებდა ის ქალი: მოაწერე ხელი ამ
საბუთს, რომლის ძალითაც მამაშენის ანდერძით მიღებული მემკვიდრეობის ნახევარი მე
უნდა დამრჩეს, სულერთია, ცოლ-ქმარი ვიქნებით საიმდროოდ თუ არა, ჰოდა, მაშინ
ლინდას გავუშვებ ჯეფერსონიდან სასწავლებლად. კარგი, ბატონო, ვთქვათ, იმ
საბუთის დახევაც შეიძლება, გაუქმება, გაპროტესტება. თუმცა იმ ქალმა არ იცოდა ეს
ამბავი, მაგრამ რომც არ დაეჭვებულიყო - საბუთს ძალა ექნებაო, იმწუთას ის
მემკვიდრეობა ხელთ რომ ჰქონოდა, უარს ეტყოდა განა ასეთი ამბისთვის იმ ნახევრის
მიცემაზე?
აი, ეს გახლდათ ის „როგორ“. ახლა მხოლოდ „როდის“ რჩებოდა გასარკვევი.
ზამთარი ჯერ არ გასულიყო, ლინდა უკვე კოლეჯში გახლდათ, ის კაცი კიდევ ისევ
ისე მიმოდიოდა ქალაქში მშვიდი და აუმღვრეველი, პლანტატორის შავი ფერის
ფართოფარფლიან შლაპასა და ერთი ბეწო ჰალსტუხში გამოწყობილი, დღეში ერთხელ
მაინც გამოჩნდებოდა ხოლმე მოედანზე, თანაც ქალაქის საათივით ზუსტი იყო. ჰოდა,
ასე იყო ეს ამბავი მთელ ზამთარს და გაზაფხულსაც, გუშინდელ დილამდე.
ნამდვილად. ადგა და გაემგზავრა. ამ ამბის წარმოდგენაც მოგიწევთ, რადგან ამჯერად
იმ წინა ოთახში მოწმეებიც არ მსხდარან: ისევ ის გრძელი, ახლა უკვე ზაფხულის
ბუღში გახვეული მოკენჭილი თემშარა (მაშინ მოუკირწყლავი იყო გზა, ის კაცი
პირველად რომ ჩამოვიდა თვრამეტი წლის წინ), უორნერის დუქნისკენ მიმავალი. რაკი
ჩქარობდა, ახლა ავტომობილით გაემგზავრა, - „როგორ“ და „როდის“ დაემთხვა,
ბოლოს
და
ბოლოს
ერთიმეორეს.
თანაც
უჩუმრად
გაემგზავრა,
ნაქირავები
ავტომობილით. იმის თქმა მინდა, ჩვენი ქალაქის მკვიდრს არ ეკუთვნოდა-მეთქი ის
ავტომობილი. თუმცა გავლენიან კაცს ახლა თითქმის ყველას ჰყავდა ავტომობილი
ჯეფერსონშიც და მთელ ოლქშიც, სნოუპსს ავტომობილი არ ჰყოლია. თანაც იმიტომ კი
არა, ძვირი რომ ჯდებოდა მისი ყიდვა, უფრო იმიტომ, რომ, არამცთუ გავლენიანი არ
ყოფილა ჯეფერსონში ის კაცი, ჯერჯერობით არც კი ოცნებობდა ამაზე: საკუთარ
სიცოცხლესავით დაიცავდა იმ საიდუმლოს, რამდენის გადახდა შეეძლო საყიდელში.
ოღონდ ახლა ისე ჩქარობდა, ავტომობილის დაქირავება მოუხდა, და იმდენად
მოწადინებული იყო საიდუმლოდ შეენახა საქმე, საკუთარი ავტომობილიც რომ
ჰყოლოდა, მაინც იქირავებდა და დაიხარჯებოდა; იმდენად საიდუმლოდ, რომ ფოსტის
ავტობუსით გამგზავრებაც ვერ გაბედა, თუმცა მაშინ ოლარის მეტი არ დაუჯდებოდა:
იმდენად საიდუმლოდ, თავის კლიენტთაგანაც ვერავის გამოართვა მანქანა, რომელიც,
კაცმა რომ თქვას, მას ეკუთვნოდა, რადგან მისი ფულით იყო ნაყიდი, მრავლის
უმრავლესთაგან ერთ-ერთი თამასუქით გამორთმეული ფულით. ნაცვლად ამისა,
ავტომობილი იქირავა (ჩვენ ის არ ვიცოდით, როგორი ავტომობილი იქირავა და სად
იქირავა, ოღონდ იოკნაპატოფური ნომერი არ ჰქონია იმ მანქანას) და უკანასკნელად
გაემგზავრა უორნერის გზაჯვარედინისკენ, იმ გზას გაუყვა, რომლითაც თვრამეტი წლის
წინ ჯორებშებმული ფურგონით ჩამოსულიყო ქალაქს. მთელი მისი ქონება იყო იმ
ფურგონში: მისი ცოლი და უკანონოდ შობილი გოგო, მისის უორნერის მიერ
ბოძებული მცირეოდენი ავეჯი, რეტლიფის მიერ ხელმოწერილი ნასყიდობის ქაღალდი
ჯეფერსონში მდგარი რესტორნის ნახევარზე და რამდენიმე დოლარი, იმ ფულის ნაშთი,
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ქალაქი - 21
  • Parts
  • ქალაქი - 01
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 1948
    28.4 of words are in the 2000 most common words
    39.5 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 02
    Total number of words is 3992
    Total number of unique words is 1824
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 03
    Total number of words is 3892
    Total number of unique words is 2027
    28.8 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 04
    Total number of words is 4126
    Total number of unique words is 1771
    33.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 05
    Total number of words is 3979
    Total number of unique words is 1874
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 06
    Total number of words is 3952
    Total number of unique words is 1875
    31.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 07
    Total number of words is 3971
    Total number of unique words is 1883
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 08
    Total number of words is 3954
    Total number of unique words is 1822
    30.2 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 09
    Total number of words is 3924
    Total number of unique words is 1905
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 10
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 1912
    29.8 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 11
    Total number of words is 3974
    Total number of unique words is 1897
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 12
    Total number of words is 4111
    Total number of unique words is 1678
    32.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 13
    Total number of words is 4103
    Total number of unique words is 1775
    34.3 of words are in the 2000 most common words
    46.5 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 14
    Total number of words is 3967
    Total number of unique words is 1939
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.4 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 15
    Total number of words is 3895
    Total number of unique words is 1868
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    50.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 16
    Total number of words is 3993
    Total number of unique words is 1860
    33.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 17
    Total number of words is 4054
    Total number of unique words is 1839
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 18
    Total number of words is 4154
    Total number of unique words is 1727
    33.2 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 19
    Total number of words is 3843
    Total number of unique words is 1854
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.2 of words are in the 5000 most common words
    46.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 20
    Total number of words is 3871
    Total number of unique words is 1877
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.9 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 21
    Total number of words is 4048
    Total number of unique words is 1843
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.9 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 22
    Total number of words is 4060
    Total number of unique words is 1866
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.4 of words are in the 5000 most common words
    50.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 23
    Total number of words is 3959
    Total number of unique words is 1758
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 24
    Total number of words is 4043
    Total number of unique words is 1842
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 25
    Total number of words is 3466
    Total number of unique words is 1703
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.