Latin
Total number of words is 3993
Total number of unique words is 1860
33.0 of words are in the 2000 most common words
44.8 of words are in the 5000 most common words
50.5 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
მივყევი კართანამდე, საფეხურები ავიარე და ის იყო, ხელი შევმართედასაკაკუნებლად,
რომ ბადურ კარს იქით ქალი დავინახე - წინა ოთახში სულ უძრავად იდგა და
მიმზერდა.
- დილა მშვიდობისა, - მითხრა. - მობრძანდით. - და ბადური კარი უკვე აღარ
გვაშორიშორებდა, ხოლო ის ქალი ისევ ისე მაკვირდებოდა. არა, არც გამომწვევად
მიმზერდა, არც თავაზიანად, ისე მომჩერებოდა. მერე შებრუნდა; იმხანად ყველა
ჯეფერსონელ ქალს, ჩვენს მეგისაც კი, თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი, მაგრამ იმ ქალს
კვლავინდებურად
მძიმე
ოქროს
გორგლად
ჰქონდა
დახვეული
კეფაზე
თმა;
დილდილაობით ჩასაცმელი ხალათი კი არ ემოსა, არც საგარეო კაბა, არც საშინაო, ჩვეულებრივი ჩითის კაბა ჩაეცვა; და მაინც, თუმცა კი ის ქალი ოცდათხუთმეტი წლის
იყო უკვე (არა, ოცდათექვსმეტის, თუკი იმ დიდებული დაცემის დღიდან
ვიანგარიშებთ რეტლიფისნაირად), მაინც ეს კაბაც, - იმ სამოსლის არ იყოს,
რომლითაც ამ თექვსმეტი წლის წინ გადაიარა პირველად მოედანი, - ისე ადგა ტანზე,
იტყოდით - ფაცაფუცით მოუსწრია ჩაცმა, რათა ეს ათახთახებული სხეული დაეფარაო.
კი, რასაკვირველია, სასტუმრო ოთახიც ზუსტად ვესტიბიულისნაირი იყო, ყოველივე
იმგვარი იყო ირგვლივ, როგორიც უკვე ნანახი მქონდა სადღაც, თუმცა ვერ
გამეხსენებინა - სად მენახა. ყავას ხომ არ მიირთმევთო? - უკვე ისიც მკითხა ამ ქალმა
და სერვიზსაც მოვატანე თვალი დაბალ მაგიდაზე, მაგიდას კიდევ ორი სავარძელი
ჰქონდა
მიმაგრებული.
ჰოდა,
წაგებული
ვარ-მეთქი,
გავიფიქრე,
ტომარაგადაცმული ან ჯვალომოსხმულიც რომ გამომგებებოდა, მაინც წაგებული ვარმეთქი. მერე ვიფიქრე: ესე იგი, მართლა გართულებულა-მეთქი საქმე. რადგან ეს
ყოველივე - ყავაც, დაბალ-დაბალი მაგიდაც, ერთიმეორესთან ინტიმურად მიდგმული
სავარძლებიც - შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებზე ან თუნდაც კუჭზე სამოქმედოდ კი არ
იყო
გამიზნული,
არამედ
დახვეწილი
სულის
მოსანადირებელი
გახლდათ.
დახვეწილობას მონატრებული სულისო, - ასეც შეიძლება ითქვას.
- მადლობელი გახლავართ, - მივუგე, მერე დაველოდე, ვიდრე დაჯდებოდა და მეც
ჩამოვჯექი. - ოღონდ ერთი ეს მიბრძანეთ - ვითომ სამაგისოდ გვაქვს საქმე? რაღა
დაზავება გვჭირდება, მე ისედაც იარაღაყრილი ვარ.
- აბა, საბრძოლველად მობრძანდით? - მკითხა იმან და ყავა ჩამოასხა.
- რა შემიძლია უიარაღოს? - ვუთხარი მისმა მაცქერალმა: დახრილი თავი,
დაუდევრად
აკრული,
ლამის
აწეწილი
თმის
გორგალი,
ხელი,
რომელსაც
ხელეწიფებოდა, გმირი მებრძოლის აკვანი დაერწია ან მამამისის ხელთაგან გავარდნილი
ხმალი აეტაცებინა; ჰოდა, ახლა ეს ხელი უბრალო, დავერცხლილი, იაფფასიანი
ყავადნიდან უბრალო სასმელს ასხამს (ამათთან ყავაც არ ივარგებს ალბათ), და ეს
ყოველივე აქ ხდება - ამნაირ სახლში, ამნაირ ოთახში. ჰოდა, უცებ გამახსენდა, სადაც
მენახა უწინ ამგვარი ოთახები, ამგვარი შემოსასვლელები. ფოტოსურათებში მენახა,
ვთქვათ, ჟურნალ „ქალაქსა და სახლ-კარში“ გამოქვეყნებულ ფოტოსურათებში,
რომელთა ქვეშ მიბეჭდილი იყო ხოლმე: „ამერიკული ინტერიერი“. საავეჯო მაღაზიათა
ყოველნაირ კატალოგში ბეჭდავენ კიდევ ამ სურათებს და სპეციალურ წარწერასაც
უკეთებენ: „ეს არც ასლია, არც რეპროდუქცია. ეს გახლავთ ნიმუში ავეჯისა, რომლის
დაკვეთაც მხოლოდ ჩვენთან შეგიძლიათ თქვენი გემოვნებისდა მიხედვით“. - დიდი
მადლობა, - ვუთხარი, - ნაღები არ მინდა, მარტო შაქარს ვუზამ. ოღონდ სათქვენო
რომ არაა ეს ყველაფერი?
- მაინც რა? - მკითხა იმან.
- ეს ოთახი. თქვენი სახლი. - ოღონდ თავდაპირველად რატომღაც, ისიც მეგონა ხომ არ მომეყურა-მეთქი.
- ეს ჩემი ქმრის ნახელავი გახლავთ, ჩემი კი არა.
- უკაცრავად, ვერ გაგიგეთ, - ვუთხარი.
- ავეჯი ჩემი ქმრის შერჩეულია.
- ფლემის? - შევყვირე. - ფლემ სნოუპსის? - იმას კიდევ არც გაჰკვირვებია, არც
შეშინებულა, ისე შემომყურებდა განურჩეველი სახით და ჩემს დაცხრომას ელოდებოდა.
მარტო მაკკერონისგან არ გამოჰყოლია ლინდას ის მისი თვალები, ოღონდ თმის ფერი
ჰქონდა მთლიანად მამამისისა. - ფლემ სნოუპსის! - გავიმეორე. - ფლემ, ფლემ
სნოუპსის!
- დიახ, მემფისში გახლდით წასული საამისოდ. ფლემმა ზუსტად იცოდა, რაც
სურდა. არა, სწორს არ ვამბობ. ჯერ არ იცოდა. ის იცოდა - რაღაცა მჭირდება,
რაღაც უნდა მქონდესო. გამიგეთ?
- გაგიგეთ, - ვუთხარი, - მშვენივრად გაგიგეთ. მემფისში ჩავედითო.
- დიახ, - თქვა იმან. - ჩასვლით კიდევ იმიტომ ჩავედით, რომ ფლემს ვინმე ისეთი
უნდა მოეძებნა, ვინც შეძლებდა ეთქვა - ესა და ეს იყიდეთო. იცოდა, რომელი
მაღაზიისთვისაც უნდა მიგვეკითხა. მაშინვე გამოიძია - არაფრის ყიდვას თუ არ
აპირებს
თქვენთან
კაცი,
იმაში
რამდენს
გამოართმევთ,
რომ
დაჯდეს
და
მოგელაპარაკოთო? თუ მიმიხვდით, ესე იგი, ვაჭრობის ამბავი არ გახლდათ ეს.
ვაჭრობით როცა ვაჭრობთ, საქონელი იქნება თუ მიწის ნაჭრები - რითაც გნებავთ,
შეგიძლიათ გაურიგდეთ, მაგრამ ისიც შეგიძლიათ, რომ არ გაურიგდეთ არავის,
გააჩნია, როგორ აეწყობა საქმე; არავინ მოგეძალებათ - გინდა თუ არა, იყიდეთ ან
გაყიდეთო: თუ ვერ მორიგდით, დაშორდებით და იქნებით თქვენთვის. აქ კიდევ
სხვაგვარად გახლდათ საქმე. ფლემს რაღაც უნდა დაენარჩუნებინა და იცოდა,
აუცილებლად რომ სჭირდებოდა ის რაღაცა. ოღონდ არ იცოდა, რა სჭირდებოდა. ასე
რომ, მარტო დამოკიდებული კი არ იყო მაღაზიის პატრონზე, მარტო იმას კი არ უნდა
დალოდებოდა - აქეთ მასწავლის, რა ვიყიდოო; იმაზეც იყო დამოკიდებული, რა
სინდისის პატრონიაღმოჩნდებოდა ის კაცი, ვისაც ყველაფერი უნდა მოეყიდა ამისთვის,
რაც კი რამე იყო საჭირო. იმიტომ, რომ იმ ნივთების ფასი და ღირებულება ამან არ
იცოდა, ერთადერთი ის ჰქონდა გაბეჯითებული - უსიკვდილოდ მჭირდებაო. ესეც
გამიგეთ, ხომ?
- დიახ, დიახ, - ვთქვი, - გაგიგეთ. მერე, მერე?
- ამას მაინცდამაინც ესა და ეს სჭირდებოდა, მაინცდამაინც იმნაირი კაცის შესაფერისი,
თვითონ რომ შეიქნა. ჰოდა, მაღაზიის პატრონმა უთხრა: კი, მგონი, მიგიხვდითო,
თქვენ ჯერ სოფლის დუქანში იდექით ნოქრად, მერე ქალაქში გადმოხვედით და
რესტორნის პატრონი შეიქენით, ახლა ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ბრძანდებითო; კაცმა
მოკლე ხანში ასე წაიწია და ალბათ ამასაც არ დასჯერდება, ესე იგი, ისაა საჭირო, მის
სახლში ვინც შევა, ამ ამბავს ყველა მიხვდესო; კი, ახლა კი ვიცი, რაც გჭირდებათო!
ამაზე ფლემმა - არაო, უთხრა. მაინცდამაინც ძვირის ამბავს არ ვამბობო, - მაღაზიის
პატრონმა თქვა, - ოღონდ კაცის დაწინაურება რომ ჩანდესო. ფლემმა ისევ, არაო.
კარგი, ჩემო ბატონო, - მაღაზიის პატრონმა თქვა, - აბა, მაშინ რამე ძველებურიო.
ჰოდა, სხვაგან შეგვიყვანა, გვიჩვენა, რასაც ამბობდა. მაგალითად, აი, ეს შეიძლება
აიღოს კაცმა და უფრო ძველებური შესახედავი გახადოსო. ამაზე - რატომო? - ფლემმა
ჰკითხა. რატომ და - ვითომ ოჯახისეულია, ვითომ ბაბუასგან დაგრჩათო. ჰოდა,
ფლემმა - კი, ბაბუა ნამდვილად მყავდა, ისე, როგორც ყოველ კაცს ჰყავს, არ ვიცი,
რა კაცი იყო, ოღონდ ეს კი ვიცი, მის დღეში მთელი სახლის კი არა, ერთი ოთახის
გასავსები ავეჯიც არ მოეძევებოდაო; ესეც არ იყოს, არავის გაბრიყვებას არ ვაპირებ,
რეგვენის მეტი არავინ შეეცდება ჭკვიანი ხალხი გააბრიყვოს, ჰოდა, რეგვენის
გაბრიყვება ვისაც სჭირდება, ის თვითონ არის რეგვენიო. მაშინ მაღაზიის პატრონმა მომითმინეთო, და ტელეფონთან მივიდა. ცოტა ხანს ვიცადეთ, მერე ის ქალი მოვიდა,
მაღაზიის პატრონის ცოლი. თქვენ რას ისურვებდითო? - მე მითხრა. ჩემთვის
სულერთია-მეთქი. როგორო? - მკითხა და გავუმეორე ჩემი ნათქვამი. ჰოდა, მაშინ
ფლემს შეხედა და დავინახე, როგორ იყვნენ დიდხანს ერთიმეორეს მიჩერებული. მერე
ამ ქალმა თავის ქმარსავით ხმამაღლა კიარა, ჩუმად თქვა, ძალიან მშვიდად: - ვიციო.
ამაზე ფლემმა - მომითმინეთ, რა ეღირებაო? ჰოდა, იმ ქალმა - თქვენ კომერსანტი
ბრძანდებით, მოდი, გაგირიგდებით; მთელ ავეჯს ჯეფერსონში ჩამოვზიდავთ და სახლს
გაგიწყობთ, თუ მოგეწონათ, იყიდეთ, არა და, ყველაფერს უკან დავაბრუნებ და ერთ
ცენტსაც არ გამოგართმევთო.
- გასაგებია, - ვუთხარი. - მერე?
- ეს იყო და ეს, მეტი არაფერი. ყავა გაგიცივდებოდათ, მეორე ფინჯანს მოგართმევთ
ახლავე. - წამოდგა კიდეც, მაგრამ მე შევაჩერე.
- როდის იყო მაგ ამბავი? - შევეკითხე.
- ოთხი წლის წინ, - მომიგო. - ეს სახლი რომ იყიდა ფლემმა, იმ წელიწადს.
- სახლი იყიდაო? - აღმოვთქვი.
პრეზიდენტი რომ შეიქნა, მაშინ?
-
ოთხი
წლის
წინ?
ესე
იგი,
ბანკის
ვიცე-
- დიახ, - მომიგო. - მაგ ამბის გამოცხადების წინადღეს. ახლავე მოგართმევთ მეორე
ფინჯანს.
- არ მინდა ყავა! - ვუთხარი, თან ჩემთვის ვიმეორებდი - ფლემ სნოუპსი, ფლემ
სნოუპსი-მეთქი, ვიდრე უცებ არ ვთქვი, არ წამოვიყვირე: - არაფერი არ მინდა!
მეშინია მე! - მერე ჩავეკითხე: - რა ბრძანეთ? - და იმან გამიმეორა:
- სიგარეტი არ გნებავთ? - ჰოდა, ისიც ვიცანი, ის ნაყალბევი ვერცხლის კოლოფი.
წესით იმ ყუთს მისნაირი სანთებელაც უნდა ხლებოდა, მაგრამ იმან სიგარეტებიანი
კოლოფიდან სამზარეულოში სახმარი უბრალო ასანთი ამოიღო. - ლინდამ მითხრა, ლერწმის ჩიბუხს ეწევაო. მოსწიეთ, თუ გნებავთ.
- არა, - ვუთხარი. - არაფერი არ მინდა, ოღონდ ფლემ სნოუპსი, - ვთქვი, - ფლემ
სნოუპსი!
- დიახ, - თქვა იმან, - მე კი არ ვუშლი ჯეფერსონიდან წასვლას და კოლეჯში
მოწყობას.
- კი, მაგრამ რატომ? - ვთქვი. - ლინდა ხომ არც კია მისი... ის ხომ არც კია
ლინდას... მაპატიეთ! მაგრამ თქვენც ხომ მოგეხსენებათ - იმდენად საჩქარო, იმდენად
საგულისხმო ამბავია, რომ საიმისო დროც აღარაა...
- ცერემონიის დრო, ხომ? - მითხრა იმან. არა, არც კი შევრხეულვარ, ისე ვიჯექი და
ვუმზერდი, როგორ წაიხარა, ფეხსაცმლის ლანჩას ასანთი გამოკრა და სიგარეტს
მოუკიდა.
- არაფრის, - ვუთხარი, - არაფრისთვის არ უნდა გვეცალოს, ლინდას საქმის გარდა.
რეტლიფი მიხსნიდა რაღაცას ამ დილით, მაგრამ არ მოვუსმინე, იქნებ იმასვე
მეუბნებოდა, რაც თქვენ მითხარით ამ ერთი წუთის წინ, მე კიდევ არ მოვუსმინე, არ
მინდოდა მოსმენა. ამ ავეჯის ამბავი, მაღაზიაში გატარებული დღის ამბავი. როცა იმან
თვითონაც არ იცოდა, რა უნდოდა, იმიტომ, რომ დიდი არაფერი ბედენა იყო, რა
იქნებოდა ნაყიდი: მთავარი ის იყო, რომ იმას აუცილებლად სჭირდებოდა,
უსიკვდილოდ უნდა ჰქონოდა, უნდა შეეძინა, სულერთია, რა დაჯდებოდა ეს
ყველაფერი, ვინ რას დაკარგავდა, ვინ დამწუხრდებოდა და გაუბედურდებოდა. მას ის
სჭირდებოდა, რაც სავსებით ზუსტად მოერგებოდა ისეთ ადამიანს, როგორადაც თვითონ
იქცეოდა ხვალ, როცა მის დანიშვნას გამოაცხადებდნენ: ვიცე-პრეზიდენტის ცოლიც,
მისი ქალიშვილიც სახლის მორთულობის ნაწილს შეადგენენ დანარჩენ ავეჯთან ერთად.
ამის თქმა გინდოდათ ჩემთვის?
- დაახლოებით რაღაც მაგდაგვარის, - თქვა იმან.
- დაახლოებით რაღაც ამდაგვარის? - აღმოვთქვი. - რასაკვირველია, ამით არ
მოთავებულა ყველაფერი, სულაც არ მოთავებულა. ფულისას აღარაფერს ვამბობ,
რადგან ვისაც კი მისი ბანტად განასკვული ჰალსტუხი უნახავს, მაშინვე მიხვდება, რომ
ის კაცი თავისი ფულიდან ერთ ცენტსაც ვერ გაიმეტებს პლაცკარტი ბილეთისთვის,
რათა სასწავლებელში თუნდაც თავისი საკუთარი შვილი გაამგზავროს, არამცთუ სხვისი
შვილი, უკანონ... - მაგრამ აქ დავდუმდი. ის ქალი ისევ ეწეოდა და სიგარეტს
აკვირდებოდა, ოღონდ არ წაუყრუებია.
- დაასრულეთ, - მითხრა - უკანონოდ დაბადებული, ხომ?
- დამნაშავე ვარ თქვენ წინაშე, - ვთქვი მე.
- რატომ? - მკითხა იმან.
- დამნაშავედ უნდა ვგრძნობდე თავს. იქნებ მეგრძნო კიდეც, თქვენც რომ ამნაირად
გრძნობდეთ თავს, ან თავს მაინც გვაჩვენებდეთ ამნაირად...
- განაგრძეთ, - მითხრა იმან. - ესე იგი, ფულის ამბავი არაა.
- იმიტომ, რომ იმ კაცს, იმ კაცს კი არა, თქვენ შეგეძლოთ ფული ბიძია ბილისთვის
გამოგერთმიათ, იმისას თუ აღარაფერს ვიტყვით, რომ მეც შემეძლო ფული მომეცა
სტიპენდიის სახით. თუმცა იქნებ ასეცაა საქმე? იქნებ ის იმ აზრს ვერ ეგუება, რომ
თუნდაც სხვისი ფული, მისი მოსისხლე მტრის ფული, - ბიძია ბილი მისთვის მტერია
ალბათ, - შეიძლება იმაზე გადაიყაროს, რომ ბავშვი სხვა შტატში გაიგზავნოს
სასწავლებლად, მაშინ, როცა თავად ყოველ წელიწადს გადასახადს იხდის მისისიპის
სკოლების სარჩენად.
- განაგრძეთ, - მითხრა იმან, - არაა ფულის ამბავი.
- ესე იგი, ბოლოს დაბოლოს, ყველაფერი აიხსნება იმ სურათით, ავეჯეულის
კატალოგში რომაა ფერად-ფერად ასლად გადმოღებული რომელიმე ჩარლსტაუნური ან
რიჩმონდული, ლონგაილენდური თუ ბოსტონური ფოტოდან; ესე იგი, ოღონდ კი
ყოველივე იმგვარად გამოიყურებოდეს, როგორც ფლემ სნოუპსი უნდა წარდგეს მისი
შეხედულებით
იოკნაპატოფას
ოლქის
საზოგადოებრივი
აზრის
წინაშე.
სანამ
მიღრინკული რესტორნის პატრონი იყო და მეტი არაფერი, მანამდე შეიძლებოდა, რომ
მთელ ფრანგისხევში (მთელ ფრანგისხევშიც და მთელ ჯეფერსონშიც, მთელ იმ
არემარეზეც - რეტლიფის და მისნაირების წყალობით) ხალხს სცოდნოდა, რომ მისი
გვარის მქონე ბავშვი სინამდვილეში მ-მ...
- უკანონოდ დაბადებულია, - ხელახლა თქვა იმან.
- მასე იყოს, - ვთქვი, ოღონდ ის სიტყვები ჩემდა თავად აღარ გამიმეორებია. მაშინაც კი, რესტორანი გვარიან ფასად რომ გაასაღა და ელექტროსადგურის
ზედამხედველი რომ შეიქნა, ამ ამბავს მაშინაც არ ჰქონია მნიშვნელობა. მერეც,
საზოგადო საქმეში რომ აღარ იდგა, კერძო მევახშე და მომხვეჭელი რომ იყო მხოლოდ
და ჩუმ-ჩუმად მიჰყვებოდა თავის საქმეს; იმისას თუ აღარაფერს ვიტყვით, რომ ათი
თუ თორმეტი წელიწადი გავიდა, ჰოდა, ამ ხნის განმავლობაში იმასაც კი შეეძლო
ერწმუნებინა - ჯეფერსონელნი იმდენად კეთილად არიან განწყობილნი თორმეტ-ცამეტი
წლის გოგონასადმი, ყოველნაირი უმაქნისი და უაზრო ინფორმაციით სიცოცხლეს არ
მოუშხამავენო. მაგრამ მერე ბანკის ვიცე-პრეზიდენტი შეიქნა. ჰოდა, ახლა უცებ ვიღაც
გარეშე კაცი ჩარეულა საქმეში და იმ გოგონას ჩასციებია - სხვა შტატში წადი
სასწავლებლად და საშობაო არდადეგებამდე სამი თვე მაინც იქ გაატარეო. იქ მყოფი
ახალგაზრდების მშობლები კიდევ ამის მოვალენი არ გახლავან, ასე რომ, სულაც არ
არიან ვალდებულნი, პირში წყალი ჩაიგუბონ - იმ ახალგაზრდებიდან ყველას შეუძლია,
გოგოს ის საიდუმლო გაუმჟღავნოს, რომელიც, რადაც უნდა დაჯდეს, უეჭველად
დასაფარია. თურმე რა ყოფილა საქმე, - ვთქვი, ოღონდ იმ ქალს არც ამჯერად
შემოუხედავს ჩემთვის: მშვიდად, აუჩქარებლად ეწეოდა და ამდოვრებულ ბოლს თვალს
მიადევნებდა. - აბა, მაინც თქვენ ყოფილხართ დამნაშავე, - ვუთხარი. - იმან ლინდას
ჯეფერსონიდან წასვლა აუკრძალა და თქვენც გაიძულათ მიმხრობოდით, იმით
დაგემუქრათ, რასაც თვითონვე უფრთხის - დედამისის თავისმოსაჭრელი წარსულის
ამბავს ვუამბობ ლინდას და იმასაც ვეტყვი, უკანონოდ შობილი რომ არისო. რას
გეტყვით, იცით? ან მამათქვენს სთხოვეთ ფული, ან მე გამომართვით, ჰოდა, რაც
გაგეწყობათ შორს გაგზავნეთ ჯეფერსონიდან, თორემ მე თვითონ ვუამბობ, ვინც არის
სინამდვილეში, ანდა - ვინ არ ყოფილა არასოდეს სინამდვილეში.
- მერე თქვენ გგონიათ, დაგიჯერებთ? - მითხრა იმან.
- რა ბრძანეთ? - ვთქვი. - არ დამიჯერებს? მე არ დამიჯერებს? ლინდას სარკეში
ყურებაც არ დასჭირდება, რომ შეადაროს და უარყოს, ისიც საკმარისი იყო, ჩვიდმეტ
წელიწადს რომ იცხოვრა მის გვერდით. იმაზე უკეთესი რა უნდა იყოს ლინდასთვის,
მე რომ დამიჯეროს, ყოველ კაცს დაუჯეროს, იმას ჩაეჭიდოს, რასაც ის ხალხი ეტყვის,
ვისაც ამდენი ლმობიერება ექნება, რომ აუხსნას - მისი შვილი არ ხარო? როგორ
გეკადრებათ! მეტი რა უნდა, გარდა იმის უფლებისა, რომ დედამისი უყვარდეს,
რადგან დედამისმა სიყვარულის ფასად გადაარჩინა, სნოუპსად არ შვა ამ ქვეყანაზე.
ჰოდა, ეს თუ არ კმარა, იმაზე მეტს ვინ ინატრებს, რომ ამგვარი იყოს, როგორად
ყოფნასაც კაცთა მოდგმის უმრავლესობა ვერ ღირსებია, უფლება ჰქონდეს ის
დაიმსახუროს, რასაც ერთი დაიმსახურებს ხოლმე ათეულ მილიონთაგან - არა მარტო
იწოდებოდეს „შვილად სიყვარულისა“, არამედ თავადვე იყოს ერთი იმ რჩეულთაგანი,
სიყვარულის უკვდავ შვილთა ნათესავთაგანი; ისინი ხომ იმ შეუპოვარი უმანკო ვნების
ნაყოფნი არიან, რომელიც მზად კი არაა მხოლოდ, განწირულიცაა საიმისოდ, რათა
სიყვარულს უმსხვერპლოს მთელი ქვეყნიერება; ოდითგანვე ამისთვის ოცნებობდნენ
მუდამ ის უნიათო, უძალო, ძილგამკრთალი და მფრთხალი ადამიანები, პოეტებად
სახელდებულნი, ოცნებობდნენ, დარდობდნენ და ამითვე სულდგმულობდნენ, იმითვე
ეძლეოდნენ აღმაფრენას... - ახლა უკვე შემომყურებდა ის ქალი, აღარ ეწეოდა,
სიგარეტი ისე ეჭირა და ცისფერი კვამლის წიაღიდან გამომცქეროდა.
- თქვენ მაინცდამაინც კარგად არ უნდა იცნობდეთ ქალებს, ხომ? - მითხრა იმან. ქალებს პოეტების ოცნება კი არ აინტერესებთ, ფაქტები აინტერესებთ, სულერთია,
სიმართლე იქნება თუ არა, ოღონდ კი ეს ფაქტები სხვა ფაქტებს ეწყობოდეს და
თანხვდებოდეს. თქვენ არ დაგიჯერებდათ ლინდა. იმასაც არ დაუჯერებდა, კიდეც რომ
ეთქვა თვითონ. მაგ არა და, შეგიძულებდათ ორივეს, მით უმეტეს - თქვენ, იმიტომ,
რომ თქვენ ატეხეთ მთელი ეს ამბავი.
- აბა, თქვენი აზრით, ლინდა შეეგუება... ყველაფერ ამას... იმ კაცსაც? ცარიელზე
დარჩენას ამჯობინებს? უარს იტყვის იმაზე, რომ ისწავლოს, სხვაგვარად იცხოვროს?
არა, არ მჯერა თქვენი!
- ლინდასთვის მაგ ამბავი ცარიელზე დარჩენა არ იქნება. მაგასამჯობინებს ბევრ რამეს,
თითქმის ყველაფერს.
- არ მჯერა თქვენი! - ვთქვი, შევყვირე მე, ან კიდევ ასე გავიფიქრე - შევყვირემეთქი. კი, გავიფიქრე მხოლოდ, თქმით კიდევ სხვა რამე ვთქვი: - აბა, ვერაფრის
გაკეთებას ვერ შევძლებ?
- შეძლებთ, - მითხრა იმან. ახლა თვალს არ მაშორებდა ჩამქრალი სიგარეტის ხელში
მჭერელი. - ცოლად შეირთეთ ლინდა.
- რაო? - ვთქვი, არა, შევყვირე მე. - გაჭაღარავებულმა კაცმა, ქალზე ორჯერ
უფროსმა? ნუთუ ვერ ხედავთ, რა მაწუხებს? ჯეფერსონისგან მისი დახსნა მინდა,
მისთვის თავისუფლების მინიჭება მინდა, უფრო მაგრად, უფრო მეტად, უფრო
საშინლად მიკოჭვა კი არა! თქვენ კიდევ ფაქტების რეალობაზე მელაპარაკებოდით!
- ერთადერთი ფაქტი გათხოვებაა, სხვა ყველაფერი - პოეტების რომანტიკული
ნაბოდვარი. შეირთეთ ცოლად. თქვენ ნამდვილად გამოგყვებათ. სწორედ ახლა, ამ
გზაჯვარედინზე ვერ შეძლებს, ვერ მოახერხებს უარის თქმას. შეირთეთ ცოლად.
- მშვიდობით, - ვთქვი მე. - მშვიდობით.
ჰოდა, რეტლიფი, ამ ერთი საათის წინ რომ დავტოვე,
კლიენტებისთვის განკუთვნილ სავარძელში მოკალათებული.
ისევ ისე
დამხვდა ჩემი
- ხომ შევეცადე, ამეხსნა თქვენთვის, - მითხრა. - ფლემის საქმეა, რაღა თქმა უნდა.
აბა, იულას და იმ გოგოს რატომ უნდა ეთქვათ უარი ამ შესაძლებლობაზე, რომ ცხრაათი თვით მაინც მოშორებოდნენ ერთმანეთს?
- ახლა მაქეთ შემიძლია აგიხსნათ, როგორცაა საქმე, - ვუთხარი. - ფლემ სნოუპსი
ბანკის ვიცე-პრეზიდენტია, სახლიც სავიცეპრეზიდენტო უდგას და ავეჯიც, ჰოდა, იმ
ავეჯის ნაწილს ვიცე-პრეზიდენტის ცოლ-შვილიც უნდა წარმოადგენდეს.
- არა, - მომიგო რეტლიფმა.
- კარგი, - ვთქვი მე, - ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არავის არ უნდა გაახსენებინოს,
რომ მისი ცოლი გათხოვებისას უკვე მუცელქმნილი ბრძანდებოდა ვიღაცისგან. ჰოდა,
ის გოგო სხვაგან თუ წავიდა სასწავლებლად, ვინმე გამოჩნდება ისეთი, ფლემ სნოუპსის
რომ არაფერი მართებს, გოგოს უამბობს - სინამდვილეში ესა და ეს ხარო, და მთელი
ეს ამხელა ცირკი ხუხულასავით დაინგრევა.
- არა, - მომიგო რეტლიფმა.
- კარგი, ბატონო, - ვთქვი მე. - მაშინ თქვენ ბრძანეთ.
- ფლემს იმის ეშინია - არ გათხოვდესო.
- რაო? - აღმოვთქვი მე.
- რაღა თქმა უნდა, - მითხრა რეტლიფმა. - ჯოდი რომ დაიბადა, ბიძია ბილ
უორნერმა ანდერძი დაწერა და იმ ანდერძით მთელი ქონების ნახევარი მისის უორნერს
არგუნა, ნახევარი კიდევ - ჯოდის. იულაც რომ გაჩნდა, ბიძია ბილმა ანდერძი
გადაასწორა - მისის უორნერს თავისი ნახევარი დაუტოვა, ოღონდ მეორე ნახევარი
ჯოდის და იულას გაუნაწილა ტოლად. ეს ანდერძი აჩვენა სწორედ ფლემს, როცა ამას
იულა უნდა შეერთო, ჰოდა, მერე აღარ შეუცვლია ანდერძი. უკეთ რომ ვთქვათ, ფლემ
სნოუპსმა ბერიკაცს დაუჯერა, როცა იმან უთხრა - ანდერძს აღარ შევცვლიო. ოღონდ
სხვებს შეეძლოთ არ დაეჯერებინათ, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ფლემმა ფრანგის
კარ-მიდამოს ამბავში მოაღორა სიმამრი.
- რაო? - აღმოვთქვი მე. - ნუთუ ბილმა ის კარ-მიდამო მზითვად მისცა იულას?
- აბა, რა, - მითხრა რეტლიფმა. - ყველა მაგას ამბობდა და ვერც ბიძია ბილი
იუარებდა ვერაფრით. იმან ფლემს ის კარ-მიდამო შეაძლია, ფლემმა კიდევ უთხრა ფულად მერჩივნაო. ამიტომ იყო, ფლემი და იულა ერთი დღით გვიან რომ წავიდნენ
ტეხასში: ევაჭრა და ევაჭრა ფლემი სიმამრს, ჰოდა, ბიძია ბილმა აიძულა, ისეთ მცირე
თანხას დასჯერებოდა, როგორიც თავიდან ფიქრადაც არ მოუვიდოდა. მაგრამ ბოლოს
და ბოლოს ფლემმა უთხრა - კარგი, მაგ ფულს ავიღებ, ოღონდ ტეხასიდან
დაბრუნებისას იმის საშუალება მომეცი, იმავე ფასად ის კარ-მიდამო ვიყიდოო. ასე
მორიგდნენ და ფლემი ტეხასიდან იმ ჭრელ-ჭრელ ცხენებიანად ჩამობრუნდა. მერე,
მტვერი რომ დაიწმინდა, მე და ჰენრი არმსტიდმა ფრანგის კარ-მიდამო ვიყიდეთ - მე
რესტორნის ჩემი ნახევარი გავიღე, ჰენრი კიდევ გვარიან თანხას ჩამოვიდა, ასე რომ,
საკმარისად მოგროვდა ბიძია ბილისთვის იმ ფულის გადასახდელად, რომელიც სულ
გადავიწყებული ჰქონდა უკვე. ამიტომაცფიქრობს ფლემი - ბიძია ბილი თავის ანდერძს
აღარ შეცვლისო. ჰოდა, შიშობს ახლა - ის გოგო ჯეფერსონიდან რომ გაუშვას და რომ
გაუთხოვდეს, მაშინ იულაც უეჭველად მიატოვებს. კი, ბატონო, არაო - ფლემმა თქვა
პირველმა, მაგრამ ახლა სამივე თქვენი წინააღმდეგია, იულაც და თვითონ ის გოგოც,
სანამ ვინმეს ცოლად არ გაჰყოლია. იმიტომ, რომ ქალებს არ აინტერესებთ...
- მომითმინეთ, - ვუთხარი, - მე მათქმევინეთ. იმიტომ, რომ ქალებს ვერაფერი
გავუგე, იმიტომ, რომ ისეთი ამბები, როგორიცაა სიყვარული, ან მორალი, ან კიდევ
იმის სურვილი - ყოველი შემთხვევა გამოიყენო საიმისოდ, რომ ერთ-ერთ სნოუპსად არ
იქცეს ადამიანი, - ესყოველივე პოეტის რომანტიკული ნაბოდვარია; ჰოდა, ქალებს
რომანტიკული ნაბოდვარი კი არ აინტერესებთ, არამედ მხოლოდ ფაქტები აინტერესებთ:
მათთვის სულერთია, როგორია ფაქტები, სიმართლეა თუ არა, ოღონდ კი ეს ფაქტები
სხვა ფაქტებს თანხვდებოდეს და ეწოდებოდეს. სწორს არ ვამბობ?
- კაცმა არ იცის, - მითხრა რეტლიფმა. - მე იქნებ მთლად მასე არ მეთქვა.
- ყველაფერი იმის ბრალია, ქალებს რომ ვერაფერი გავუგე, - ვთქვი მე. - ერთი
მითხარით მაინც, თქვენი ჭირიმე, თქვენ რომელი ეშმაკი შეგეწიათ, ასე რომ გესმით
იმათი?
- იქნებ ის იყო, რომ ვუსმენდი ხოლმე, - მითხრა რეტლიფმა. ეს კი ვიცოდით
ყველამ: რამდენჯერ უნახავს იოკნაპატოფას ყოველ მცხოვრებს ამ უკანასკნელი ათითორმეტი წლის განმავლობაში სახლს მიმსგავსებული გაღებილი თუნუქის ყუთი,
რომელშიც საკერავი მანქანის ნიმუში იდგა (წინ ის სახლაკი ცხენის ფურგონზე იყო
მოთავსებული, ბოლო ხანს კი - ნახევრად სატვირთო პიკაპზე). ისიც ყველას ჰქონდა
ნანახი, როგორ შეჩერდებოდა ხოლმე რომელსამე ჭიშკართან ათასობით იარდისა და
ასობით შარაგზის გამომვლელი ის ფურგონი თუ ავტომობილი და როგორ შეიკრიბებოდა
მის გარშემო ერთი მილის არემარიდან ხუთი-ექვსი ჩაჩიანი და ჩალისქუდიანი
დედაკაცი; თავად რეტლიფი, თავის განუშორებელ, სუფთა ლურჯ ხალათში
გამოწყობილი, სადმე ჩრდილში, ვერანდაზე ან ეზოში იყო ჩამომჯდარი და უსმენდა
შეუცნობელი, აუმღვრეველი, თავაზიანი და ცბიერი სახის მქონე. დიახ, ეს ყველას
მოგვეხსენებოდა.
- აბა, მე იმათ არ ვუსმენდი ალბათ, ვისი მოსმენაც იყო საჭირო, - ვთქვი მე.
- ანდა იქნებ იმათ უსმენდით, ვისი მოსმენაც არ იყო საჭირო, - მითხრა რეტლიფმა.
- საერთოდ, თქვენ არასდროს არ უსმენდით არავის, რადგან მაშინვე თქვენ თვითონ
აძრახდებოდით ხოლმე.
დიახ, სულ ადვილი საქმე გახლდათ. ის იყო მხოლოდ საჭირო, თავის დროზე ქუჩაში
გამოვსულიყავი, რათა იმას დავენახვე და გვერდით შუკაში გავარდნილიყო თავის
დასახსნელად. მერე მთელი კვარტალის შემოვლაც აღარ მომიხდებოდა, საკონდიტრო
უნდა გამევლო, უკანა შესავალიდან გავსულიყავი, ასე რომ, იმას რაც უნდა ერბინა,
შესახვევში პირველი მე მოვხვდებოდი და კუთხეში ჩავუსაფრდებოდი. ჰოდა, საკმარისი
დრო მქონდა იმ წუთამდე, ვიდრე მისი აჩქარებული ფეხის ხმა შემომესმებოდა; მაშინ
გამოვედი და, ვიდრე ის ხელის აწევას მოასწრებდა თითქოს ჩემს განსაშორებლად თუ
ჩემგან თავის დასაცავად, მაჯაში ვწვდი. ფრთხილად მეჭირა მისი ხელი, ის კიდევ
ცდილობდა, გამოეგლიჯა, გაეთავისუფლებინა და თან მეუბნებოდა - გამიშვით!
გამიშვით!
- კარგი, - ვთქვი მე, - კარგი! ეს მითხარი მხოლოდ: გახსოვს, იმ დღეს
საკონდიტროში რომ უნდა შევხვედროდით, შენ ჯერ სახლში შეუხვიე ტანსაცმლის
გამოსაცვლელად? შენ თვითონ გადაწყვიტე, სახლში შესულიყავი და მეორე კაბა
ჩაგეცვა. ოღონდ ის ხომ დედაშენის აჩემება იყო, ტუჩები რომ შეიღებე, ნელსურნელება
წაისვი და აბრეშუმის ჩულქებსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში გამოეწყვე, ასე არაა?
- მაგრამ ის ფრთხილად ქაჩავდა ჩემს ხელში ჩაჭერილ თავის მაჯას. მის
გამოთავისუფლებას ცდილობდა და ჩურჩულით იმეორებდა:
- გამიშვით! გამიშვით!
16. ჩარლზ მალისონი
რეტლიფის ნათქვამის მიხედვით, გევინ ბიძიას მოსვლამდე ასეთი ამბავი მომხდარა.
იანვარი იყო. ღრუბლიანი დღე იდგა, მაგრამ არ ყინავდა, რადგან ნისლიც
ჩამოწოლილიყო. ჰეტი მისის ჰეიტის წინა ოთახში შევარდა, იქიდან კიდევ
სამზარეულოს ეცა, ბავშვურად ხმამაღლა და ხალისიანად აყვირებული:
- მის მენი! თქვენს ეზოში ჯორი შემოსულა!
ხეირიანად არავინ იცოდა, რა ხნის იყო ეს დედაბერი. ჯეფერსონელნი ვერც იმას
გეტყოდნენ, რამდენი წელი იქნებოდა გასული მას შემდეგ, რაც ჰეტი დავრდომილთა
თავშესაფარში დამკვიდრებულიყო საცხოვრებლად. ბერიკაცები ამბობდნენ - სამოცდაათს
მიტანებული იქნებაო, თუმცა თვითონ ჰეტის გამოთვლის თანახმად, მავან და მავან
ჯეფერსონელ მანდილოსანთა ასაკს თუ გავითვალისწინებდით (საპატარძლოებით
დაწყებული და ბებიებით დამთავრებული, ვისაც ის აკვანში ანანავებდა თურმე), ასი
წლისაც გამოდიოდა, რეტლიფი კიდევ ირწმუნებოდა - სამი საუკუნისა მოიყარაო.
ოღონდ დავრდომილთა თავშესაფარში დასაძინებლად თუ მივიდოდა ჰეტი, ან ღამის
გასათევად, ან კიდევ ღამის ნაწილის გასატარებლად. რადგან მთელ დანარჩენ დროს ან
მოედანზე იყო, ან ქუჩებში, ანდა დავრდომილთა თავშესაფრიდან ჯეფერსონს მომავალ
ერთ-ნახევარი მილის სიგრძე ტალახიან გზაზე. აგერ ოცდახუთი წელი მაინც იქნებოდა
გასული, რაც ქალაქელი მანდილოსნები მეზობელ სახლთან მისი დანახვისას, ან
თუნდაც მისი მაღალი, ომახიანი ხმის გაგონებისას სააბაზანოში იკეტებოდნენ ხოლმე.
ოღონდ ესეც ვერ უშველიდა, თუკი მანამდე სადარბაზოს და უკანა შესასვლელის
დაგმანვა დაავიწყდებოდათ. იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან ხომ უნდა გამოსულიყვნენ.
ჰოდა, რომ გამოვიდოდნენ, ჰეტიც იქვე დახვდებოდა - ტანმაღალი, ხმელ-ხმელი,
შოკოლადისფერი პირისკანის მქონე, ენაწყლიანი, მხნე, რეზინის ჩუსტებითა და
ჩაფართხუნებული, თაგვისფერი პალტოთი მოსილი; იმ პალტოს კიდევ ის ჰქონდა
შემოყოლებული, რასაც ორმოცი თუ ორმოცდაათი წლის წინ ბეწვი ეთქმოდა; თავზე,
თავსაფარს ზემოთ ხასხასა წითელი ქუდი ეხურა, მოხუცებულ მისის კომპსონისგან
ნაწყალობევი ამ ორმოცდაათი წლის წინ, როცა გენერალი კომპსონი ჯერაც ცოცხალი
იყო (თავდაპირველად ამავე ფერის საკვოიაჟს დაატარებდა, ქვანახშირის შახტივით
უძიროს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჯეფერსონში ათცენტიანი საქონლის დუქანი გახსნეს,
ის უძირო საკვოიაჟი შეიცვალა ქაღალდის ჩანთებით, რომლებსაც დუქანში უფასოდ
იძლეოდნენ); სამზარეულოში სკამზე ჩამოჯდებოდა ხოლმე და, თუმცა მოწყალების
სათხოვნელად იყო მოსული, მაღალი წრის მანდილოსანივით იცოდა ამეტყველება,
ერთობ დარბაისლური ტონით.
ასე მიდი-მოდიოდა ერთი სახლიდან მეორეში, თითქოს რაღაც მცურავი კუნძული
ყოფილიყოს, ირგვლივ მყოფთათვის ძრწოლისა და პანიკის დამტეხი; ყოველდღიურ
ხარკად ნასუფრალი და ძველმანები ჰქონდა გაჩენილი, ზოგჯერ კიდევ - ბურნუთის
სამყოფი ხურდა ფული, ქალაქის რია-რიასა და ორომტრიალში იძვროდა ცისმარე დღეს
გადასახადის ამკრეფივით განურინებელი. ერთი კია, რომ ბოლო ხანს, მას შემდეგ,
რაც მისის ჰეიტი დაქვრივდა, ჯეფერსონმა მისის ჰეიტის წყალობით შეღავათი იგრძნო
დროებით
მაინც.
ოღონდ
ამ
შეღავათის
დროსაც
ნამდვილი
სიმშვიდე
არ
დამკვიდრებულა. უფრო ის იყო, რომ ჰეტმა მისის ჰეიტის სამზარეულოში თავისებური
ადგილობრივი შტაბი თუ მეწინავე საფურაჟე პოსტი მოიწყო მას შემდეგ, რაც მისტერ
ჰეიტი და მისტერ ა. ო. სნოუპსის ხუთი ჯორი ქალაქთან ახლოს დიდ მოსახვევთან
გაიტანა
ჩრდილოეთისკენ
მიმავალმა
ჩქარმა
მატარებელმა
და
დავრდომილთა
თავშესაფარშიც კი ააღწია ხმამ - მისის ჰეიტმა ქმრის დაღუპვისთვის რვა ათასი
დოლარი მიიღოო. ქალაქს ჩამოსული ჰეტი პირდაპირ მისის ჰეიტისას მოდიოდა და
ზოგჯერ შუადღემდეც იქ რჩებოდა, ქალაქის ჩამოვლას ამის მერეღა იწყებდა. ხანდახან,
ცუდ ამინდში ჰეტი მთელ დღესაც რჩებოდა ხოლმე მისის ჰეიტთან. ასეთ დღეებში
მისი მუდმივი კლიენტები თუ მსხვერპლნი, მისგან დროებით თავდახსნილნი,
საგონებელს ეძლეოდნენ - ნუთუ იმ ქალს, მამაკაცური ხასიათის და მამაკაცური ენის
პატრონს, რომელმაც, რეტლიფის ნათქვამის არ იყოს, რვა ათასი პროცენტის მოგებით
მიჰყიდა თავისი ქმარი რკინიგზის კომპანიას და რომელიც შეშასაც თავისი ხელით
დაჩეხავს, ძროხასაც თვითონ წველიდა, ბოსტანსაც ბარავდა და უვლიდა, - ნუთუ იმ
ქალს საცოდავი ჰეტი იმის გულისთვის ეხმარება, რომ ზღურბლზე გადაბიჯების
უფლებას აძლევენ, ანდა იმისთვის, რომ იქ შეუძლია, მაღალი წრის მანდილოსნის
კილოზე იმეტყველოს, ვითომ თავის შესაქცევად და დიასახლისის გასართობად
მისულიყოსო.
მისის ჰეიტის სამზარეულოში შევარდა პალტოთი მოსილი, ქაღალდის ჩანთის ხელში
მჭერელი და მაღალ ხმაზე აყვირებული ჰეტი:
- მის მენი! თქვენს ეზოში ჯორი შემოსულა!
მისის ჰეიტი ქურასთან იყო ჩაცუცქული, ნაკვერჩხლებს ყრიდა ვედროში. უშვილო ქალი
გახლდათ და ახლა მარტო მარტო ცხოვრობდა თავისფიცრულ სახლში, იმავე ფრად რომ
იყო შეღებილი, რა ფრადაც რკინიგზის კომპანია სადგურის შენობებს და სატვირთო
ვაგონებს ღებავდა, - როგორც ვიტყოდით ხოლმე ჩვენ ყველანი იმ სამი წლის
წინანდელი სამახსოვრო დილის პატივსაცემად, როცა ის, რაც მისტერ ჰეიტისგან იყო
დარჩენილი, იმისგან გამოაცალკევეს, რაც ხუთი ჯორისა და რამდენიმე ფუტის სიგრძის
ახალი ქერელის თოკისგან დარჩენილიყოდა ლიანდაგის გასწვრივ მიმობნეულიყო. ხანი
გამოხდა და მისის ჰეიტს მოევლინა რკინიგზის კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც
მოვალე იყო, სარჩელები დაეკმაყოფილებინა. ჰოდა, ცოტა ხანმაც რომ გაიარა, მისის
ჰეიტმა ჩეკით რვა ათას ხუთასი დოლარი მიიღო, რადგან, გევინ ბიძიას ნათქვამის არ
იყოს, იმ ნეტარ დროს რკინიგზის კომპანიებიც კი თავიანთ სამხრეთის განყოფილებებსა
და ფილიალებს ყველა იმის კანონიერ და სამართლიან საშოვრად მიიჩნევდნენ, ვინც
ლიანდაგის ახლომახლო სახლობდა. და, თუმცა მისტერ ჰეიტის სიკვდილამდე
რამდენიმე წლით ადრე კი დაიწყო ის ამბავი, რომ ღამღამობით სწორედ იმ დიდ
მოსახვევში ჯორები თითო-თითოდ თუ წყვილ-წყვილად ბორბლებქვეშ ყვებოდნენ
(უცნაური დამთხვევა გამოდიოდა - თითქმის ყოველთვის მისტერ სნოუპსის ჯორები
აღმოჩნდებოდნენ ხოლმე; ადვილი გამოსაცნობი იყვნენ, რადგან ყოველთვის, როცა კი
მატარებელი მის ჯორებს გაიტანდა, ჯორებს ახალთახალი მაგარი თოკი ჰქონდათ
ჩაბმული), გევინ ბიძიას ნათქვამის არ იყოს, ის მაინც პირველად მოხდა, რომ მათი
ბედუკუღმართი აღსასრული ადამიანსაც ხვდა წილად.
მისის ჰეიტმა საფასური ნაღდ ფულად მიითვალა. ჩითის კაპოტით მოსილი იდგა
სალაროს სარკმელთან, თავისი განსვენებული ქმრის სვიტერი ეცვა და თავს ეხურა
ნამდვილი რბილი შლაპა, ამ საბედისწერო დღეს მისტერ ჰეიტის ნაქონები; იდგა და
სახეგაყინული, შუბლშეკრული მდუმარედ უსმენდა ჯერ მოანგარიშეს, მერე მოლარეს, დაბოლოს - პრეზიდენტს (თავად მისტერ დე სპეინს), რომელნიც ჯერ იმას
უჩიჩინებდნენ - კუპონებიო, მერე - ვადიანი ანაბრებიო, ბოლოს - ჩვეულებრივი
ანაბრებიო, რის შემდეგაც ფული წინსაფარქვეშ ჩამოკიდებულ ტომსიკაში ჩაიწყო და
წავიდა, მერე თავისი სახლი იმ გამძლე საღებავით შეღება სადგურებისა და სატვირთო
ვაგონების ფრად, როგორც ეტყობა, გულაჩუყებულმა ან (რეტლიფის ნათქვამის არ
იყოს) მადლიერმა, ჰოდა, იმის მერე მარტოდმარტო ცხოვრობდა კვლავინდებურად
ჩითის კაპოტით, სვიტერითა და რბილი შლაპით მოსილი, იმ ჩასაცმელ-დასახურავში
გამოწყობილი, რომელსაც მისი ქმარი ატარებდა, ვიდრე უმაქნისი არ შეიქნა მისთვის
ის ჩასაცმელი და დასახურავი; ოღონდ ფეხსაცმელი საკუთარი ეცვა უკვე; მამაკაცის
ფეხსაცმელი იყო, ღილებიანი, ტიტის ბოლქვისმაგვარი ყელიანი, მოძველებული და
მოდიდან დიდი ხნის წინ გამოსული ფასონის ფეხსაცმელი, - მისტერ უილდერმარკი
წელიწადში ერთხელ საგანგებოდ მისთვის უკვეთავდა ხოლმე.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ქალაქი - 17
  • Parts
  • ქალაქი - 01
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 1948
    28.4 of words are in the 2000 most common words
    39.5 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 02
    Total number of words is 3992
    Total number of unique words is 1824
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 03
    Total number of words is 3892
    Total number of unique words is 2027
    28.8 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 04
    Total number of words is 4126
    Total number of unique words is 1771
    33.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 05
    Total number of words is 3979
    Total number of unique words is 1874
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 06
    Total number of words is 3952
    Total number of unique words is 1875
    31.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 07
    Total number of words is 3971
    Total number of unique words is 1883
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 08
    Total number of words is 3954
    Total number of unique words is 1822
    30.2 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 09
    Total number of words is 3924
    Total number of unique words is 1905
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 10
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 1912
    29.8 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 11
    Total number of words is 3974
    Total number of unique words is 1897
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 12
    Total number of words is 4111
    Total number of unique words is 1678
    32.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 13
    Total number of words is 4103
    Total number of unique words is 1775
    34.3 of words are in the 2000 most common words
    46.5 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 14
    Total number of words is 3967
    Total number of unique words is 1939
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.4 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 15
    Total number of words is 3895
    Total number of unique words is 1868
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    50.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 16
    Total number of words is 3993
    Total number of unique words is 1860
    33.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 17
    Total number of words is 4054
    Total number of unique words is 1839
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 18
    Total number of words is 4154
    Total number of unique words is 1727
    33.2 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 19
    Total number of words is 3843
    Total number of unique words is 1854
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.2 of words are in the 5000 most common words
    46.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 20
    Total number of words is 3871
    Total number of unique words is 1877
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.9 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 21
    Total number of words is 4048
    Total number of unique words is 1843
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.9 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 22
    Total number of words is 4060
    Total number of unique words is 1866
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.4 of words are in the 5000 most common words
    50.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 23
    Total number of words is 3959
    Total number of unique words is 1758
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 24
    Total number of words is 4043
    Total number of unique words is 1842
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 25
    Total number of words is 3466
    Total number of unique words is 1703
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.