Latin
Total number of words is 3861
Total number of unique words is 1912
29.8 of words are in the 2000 most common words
40.6 of words are in the 5000 most common words
47.0 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
სნოუპსი ნასადილევს თავს როდის მიდებდა, მერე კი შევარდებოდნენ და აღვიძებდნენ
და
აღვიძებდნენ,
გაჰყვიროდნენ,
ღრიალებდნენ
ვიღაც
ბიჭები
ბაღჩაში
გადმოსულანო; ისიც ყვირილ-ყვირილით და გინებ-გინებით წამოვარდებოდა, კეტს
ხელს წამოავლებდა და თავქუდმოგლეჯილი გარბოდა ბაღჩისკენ, ჰოდა, ბაღჩაში არავინ
დახვდებოდა ხოლმე, ირგვლივ კაციშვილი არ ჭაჭანებდა, მხოლოდ სახლის კუთხეს
მიფარებული ვარდამანი და ბილბო კვდებოდნენ სიცილით, მერე ბერიკაცს გაექცეოდნენ
და თავს უშველიდნენ, ის კიდევ მიწაზე ქვებს მოიფათურებდა და ესროდა.
ვერაფრის დიდებით ვერ მიხვდა, რა უბედურება ტრიალებდა მის თავს. თუმცა არა,
სწორს არ ვამბობ. მიხვდომით მუდამ ხვდებოდა. მისი საცოდაობა ის იყო, რომ გული
არ უზამდა, საწოლიდან არ წამომხტარიყო, როცა ისინი ყვირილ-ყვირილით
შემოცვივდებოდნენ - ბაბუა! ბაბუა! ბაღჩაში ბიჭები გადმოსულანო, - ვაითუ მართალი
ყოფილიყო მათი მოტანილი ამბავი. ისევ კეტისთვის უნდა წამოევლო ხელი და
გავარდნილიყო წინასწარ იმის მცოდნე, რომ ბაღჩაში ალბათ არავინ იქნებოდა, გარდა
კუთხის უკან მიყუჟული ვარდამანის და ბილბოსი. ჰოდა, დაჭერით ვერც იმათ
დაიჭერდა, ქვები უნდა მიეყოლებინა იმათთვის და ელანძღა, ვიდრე ქვებიც არ
შემოელეოდა
და
სულისთქმაც,
მერე
კი
შეჩერდებოდა
აქლოშინებული,
სუნთქვაშეკრული, კისერგაჭარხალებული და სალანძღავ სიტყვათა ჩურჩულითღა
აღმომთქმელი. ჰოდა, ჩვენ - ექვსიდან თორმეტ წლამდე ასაკის ყველა ჯეფერსონელი
ბიჭი, ხანდახან უფრო მოწიფულნიც - მივდიოდით და იმ ღობის უკან ვიმალებოდით
სათვალთვალოდ. ჩვენ ხომ არასოდეს გვენახა, როგორ კვდება დამბლის დაცემისგან
კაცი, ჰოდა, გვეშინოდა, ასეთი შემთხვევა ხელიდან არ გაგვეშვა და ამ ამბავს ვერ
შევსწრებოდით.
ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა გევინ ბიძია ბოლოს და ბოლოს ჩამობრუნდა ევროპის
აღდგენის შემდეგ. მოედანზე გადავდიოდით და იმ გოგოს შევეყარეთ. ძნელი
სათქმელია, გევინ ბიძიას შეხედა თუ არა, ოღონდ ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ
ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს და, რაღა თქმა უნდა, დალაპარაკებითაც არ
დამლაპარაკებია, გვერდით როცა ჩავუარეთ. რას იზამ, არც ველოდი ამას: ზოგჯერ კი
შემესიტყვებოდა ხოლმე, ზოგჯერ კიდევ ხმასაც არავის სცემდა, და შეჩვეულიც ვიყავით
ამ ამბავს. ამჯერადაც ასე მოხდა: ისე ჩაგვიარა, პოინტერმა რომ იცის ჩარბენა
ნაბულის გაკეთების წინ. ჰოდა, მერე დავინახე, რომ გევინ ბიძია შეჩერდა და თვალი
გააყოლა იმას. მაშინ გამახსენდა, რომ გევინ ბიძია 1914 წლის მერე აღარ ყოფილა
ჯეფერსონში, უკვე რვა წელიწადს გაევლო მას აქეთ, ასე რომ, ის გოგო ხუთი-ექვსი
წლის თუ იქნებოდა, როცა გევინ ბიძიამ ნახა უკანასკნელად.
- ვინ არის ეს გოგო? - მკითხა გევინ ბიძიამ.
- ლინდა სნოუპსია, - მივუგე, - იცნობ შენ, მისტერ ფლემ სნოუპსისქალიშვილია. მეც ვიდექი და თვალს მივაყოლებდი. - პოინტერივით კი დადის, - ვთქვი მერე. - მე
იმის თქმა მინდა - იმ პოინტერივით-მეთქი, რომელმაც ეს-ესაა...
- მესმის, რისი თქმაც გინდა, - მითხრა გევინ ბიძიამ. - მშვენივრად მესმის, შენ რომ
იცოდე.
8. გევინ სტივენსი
მშვენივრად
მივხვდი,
რისი
თქმაც
უნდოდა.
ის
გოგო
თანაბარი
ნაბიჯით
მოემართებოდა, აშკარად გვხედავდა, და მაინც, ერთხელ არ შემოუხედავს; მის მზერას
მკაცრი არ ეთქმოდა, არც ჯიუტი, უფრო დაუნჯებული იყო, ფიქრმიძალებული. ჩვენ
გარეშე, ჩვენ უკან მისციებოდა რაღაცას ის მზერა. მოზარდ პოინტერს სჩვევია ასე ზედ გადაგახტება, გზიდან თუ არ მოეცალე, როცა რამდენიმე ნაბიჯიღა აშორებს
მიზანს - ნაბულის გაკეთებას; ამ დროს უცდომელ გეშს კი აღარ მიჰყვება, მიზანში
ამოღებული მსხვერპლისთვის მოუტანებია უკვე თვალი. თანაბარი ნაბიჯით ჩაგვიარა,
თითქოს მოზარდი მონადირე ძუკნა ყოფილიყოს, ცხადია, ჯერაც აუმძუვნებელი,
დაუნერბავი,
ჯიშიანი
მონადირე
ძუკნა,
უბიწოებაშეულახველი,
მიწის
უგულებელმყოფელი კი არა, მისგან ასხლეტის მოწადინე, რადგან მიუდგომელს უნდა
ევლო დედამიწაზე; მიწისგან, ჩვენგან განდგომილს თავგაუყადრებლობის, ყოველივეს
არადმიჩნევის გამო კი არა, ისე - თავისი უცხოობით, უცოდნელობით, უბიწოებით
მიუხებელს, ისევე როგორც მთვარეულია მიუხებელი ქვეყნიურ ღელვათა და
შფოთთაგან.
ცამეტი-თოთხმეტი წლის იქნებოდა ალბათ უკვე. მე ვერ ვიცანი, ოღონდ იმიტომ კი
არა, რომ რვა წელიწადი იყო გასული, რაც აღარ მენახა, ხოლო კაცთა ნაშიერნი, მით
უფრო ქალები, ერთიანად შეიცვლებიან ხოლმე ათიდან თხუთმეტი წლის ასაკამდე.
დედამისის გამო ვერ ვიცანი. თითქოს, თქვენი არ იყოს, მეც ისე მქონოდეს
წარმოდგენილი, რომ მისნაირ ქალს თავისი პირწავარდნილი ასლი უნდა გაეჩინა
უეჭველად, რომ სხვაგვარად არ ეგებოდა არაფრის დიდებით. იულა უორნერისას
მოგახსენებთ, გამიგეთ? - იულა უორნერი-მეთქი და არა იულა სნოუპსი, თუმცა კი
შემეძლო - მმართებდა კიდეც - გვერდიგვერდ წარმომედგინა ისინი ლოგინში. გარნა ის
ქალი ჩემთვის იულა სნოუპსი ვერასდროს ვერ იქნებოდა თუნდაც იმიტომ, რომ არ
ეგებოდა ეს ამბავი, იმიტომ თუნდაც, რომ მე ვიუარე ამის აღიარება. ჰოდა, იულა
უორნერი ვალდებული იყო ეს მაინც მოემოქმედა, ამით მაინც შეშველებოდა იმ ლიტონ
მამაკაცურ შიმშილს, რომელსაც ვარამად გადაგიქცევდათ მხოლოდ იმითაც, რომ
არსებობდა ამქვეყნად, ცოცხლობდა, სულს ითქვამდა; იმით, რომ დაბადებულიყო,
მზისქვეშეთს მოვლენოდა, ამ ორომტრიალის ნაწილად ქცეულიყო; თუმცა კი იმ
შიმშილს თავად ვერასოდეს დააოკებდა, თვითონ ვერას გახდებოდა. ოღონდ ისიც კი,
ერთადერთი იულა უორნერიც დაჭკნობად იყო მაინც განწირული; და, რაკი მოკვდავი
იყო, საიმისოდაც გახლდათ განწირული, რომ მარად დაუპურებელი დაშთომოდა ის
შიმშილი, ვერც კი ეშეღავათებინა მისთვის; განწირული გახლდათ საიმისოდ, რომ
ვერასდროს ვერ გაექარვებინა ის ვარამი, ის შიმშილი საგანთა მარადიული
ორომტრიალისა; ხოლო როცა თავად განშორდებოდა ამ ორომტრიალს, თავისი
არყოფნით უნდა ნაცვალეგო ის მწვავე სიცარიელე, სადაც მისი შუქმფინარე ხატება
ბრწყინავდა ოდესღაც.
ჰოდა, რაღა თქმა უნდა, პირველად იმას იფიქრებდი კაცი - უეჭველად უნდა
განმეორდესო, იტყოდი, თავისი ორეული უნდა შვას, თუკი შთამომავლის დატოვებამ
მოუწიაო. ოღონდ უმალვე იმასაც მიხვდებოდი - არა, თავისი ორეული არაფრის
დიდებით არ უნდა გააჩინოსო. თავად ბუნება არ იქმდა ამას, ორ იმნაირ არსებას
ერთად არ გააჭაჭანებდა ისეთ მცირე სარბიელზე, როგორიც იყო მისისიპის შტატში
მდებარე ჩვენი ჯეფერსონი, მით უფრო - ერთი საუკუნის, სამუდამოდ დამფრთხალი
ერთი თაობის ფარგლებში. რადგან თავად ბუნებას, ვნებათა და გულისთქმათა
ქარტეხილების მოყვარულ ბუნებასაც კი წესად აქვს დადებული, რომ ყოველ ამნაირ
ქარტეხილს, ყოველგვარ ვნებას ახალ-ახალი საზრდელი ასულდგმულებდეს. საამისოდ
კი დროა საჭირო, რათა ის ახალი საზრდელი იქნეს მოწეული, რადგან იმას, იულა
უორნერს, უკვე გაუჩანაგებია, შთაუნთქავს, გაუცამტვერებია, რაც რომ მის ირგვლივ
იყო. და ამ დროს სულ ის მახსენდებოდა ხოლმე, რაც მეგიმ უთხრა ერთხელ გაუნს,
მაშინ, დიდი ხნის წინ, მე რომ მორჩილის, შეგირდის ხვედრს ვჯერდებოდი ჯერაც,
რათა მსხვერპლად მიმეტანა ჩემი თავი: ელენეებს და სემირამიდებს ცოლად არ
ირთავენ, მათი გულისთვის თავს იღუპავენო მხოლოდ.
ჰოდა, ის გოგო სულ არ ჰგავდა დედამისს. და მაშინვე, იმწამსვე მივხვდი, ვისაც
ჰგავდა. მახსოვს, მაშინ, დიდი ხნის წინ, ჩემს ნაგვიანევ გიჟმაჟურ ყმაწვილკაცობაში
ვერაფრით ვერ გადამეწყვიტა - რომელია-მეთქი უფრო გასაძლისი ორი გაუძლისი
განცდიდან: ორიდან რომელი თითია (პოეტის ნათქვამის არ იყოს) ნაკლებ
მტკივნეულად და მწარედ საკვნეტი? ესე იგი, მანფრედ დე სპეინმა აცდუნა უბიწო
მეუღლე, თუ თავად მანფრედი მოიგდო-მეთქი ბადეში მრუშმა ნიმფომანმა? აი, ეს
საკითხავი მაწამებდა. თუ პირველია მართალი, რა ისეთი მამრული სიქველენი ჰქონდა
მანფრედ დე სპეინს, მე რომ არ გამაჩნდა? ხოლო თუ მეორეა სწორი, მაშინ რატომ
მოხდა, როგორ მოხდა, რომ ბედისწერის ბრმა, უკეთური, უმართებულო მეხისტეხა
მაინცდამაინც მანფრედ დე სპეინს დაატყდა თავს და ვერ ხელიწიფა, არ მოიწადინა,
მასთან ერთად გევინ სტივენსიც განეგმირა? მაშინ მე იმ ჭკუაზე ვიყავი, იმასაც
დავყაბულდებოდი (ო, დიახ, ყოველივე იმდენად ზარდამცემი, იმდენად სასაცილო
გახლდათ!), რომ საზიაროდ გვყოლოდა ის ქალი, თუკისხვარიგად არ მოხერხდებოდა
მისი დაუფლება.
სწორედ მაშინ იყო (იმისას მოგახსენებთ, როგორ განვუმარტავდი ჩემსავე თავს, მანფრედის ადგილას მე რატომ არ აღმოვჩნდი, ჩემზე რატომ არ შეჩერდა-მეთქი იმ
დღეს, სწორედ იმ წამს ის ბედითი, მონიო მზერა), გული რომ მინდოდა
შემეჯერებინა - ის ქალი უბიწო, ერთგული, უმწიკვლო მეუღლე უნდა იყოს-მეთქი.
ყველაფერი იმ წყეული ჩვილის, იმ დაწყევლილი ბავშვის ბრალია-მეთქი, ვფიქრობდი, - იმ უზაკველი ციცქნა გოგოსი, რომელიც თავისი უმანკო სულისთქმით,
თავისი ყოფნით, არსებობით მაწვალებდა, მტანჯავდა, სიმშვიდეს მიკარგავდა: ო, ის
საკითხავი რომ არ ყოფილიყო - მაინც ვინ არისო ბავშვის მამა, ანდა კიდევ უკეთესი თავად ბავშვი რომ არ არსებულიყო! შვებაც კი ვიგრძენი იმის წყალობით, რომ
ერთხანს შეიძლებოდა თითები აღარ გეკვნიტა კაცს, რადგან ის თითები საჭირო შეიქნა
- დროს ვანგარიშობდი მათზე. რეტლიფმა მიამბო - ნაქორწილებს მაშინვე ტეხასს
გაემგზავრნენ, ჰოდა, თორმეტი თვის მერე რომ ჩამობრუნდნენ, ბავშვს ფეხი უკვე
ადგმული ჰქონდაო. ოღონდ ეს ამბავი (ბავშვის ფეხის ადგმის ამბავი-მეთქი, იმის თქმა
მინდა) არ მჯეროდა, ჩემი კაეშნის, ეჭვიანობის, სასოწარკვეთილების გამო კი არა,
რეტლიფის გამო არ მჯეროდა. ოღონდ, კაცმა რომ თქვას, სწორედ რეტლიფმა
მანუგეშა. - თუ გნებავთ, ვარამი შემიმსუბუქა-მეთქი, ასე ვიტყვი; დიახ,
გულახდილად მოგახსენებთ - ცრემლი მაღვრევინა, უჩუმარი ცრემლი, ოღონდ ეს ის
ცრემლები იყო, ჯამბაზის, კომედიანტის ძვირფას ეჟვნებად რომ დასწკრიალებენ
ცრემლად დადენილ ნაგვიანევ სიჭაბუკეს. რადგან ის ციცქნა გოგო ერთი დღისაც რომ
ყოფილიყო, რეტლიფი მაინც მოჭორავდა - უკვე ფეხი აუდგამსო, - რეტლიფიც
იმიტომაა სწორედ. ის კი არა და ბავშვი სულაც რომ არ არსებულიყო, რეტლიფი მაინც
შეთხზავდა ბავშვის ამბავს, იმასაც მოიგონებდა - უკვე დარბისო. იმიტომ მხოლოდ,
რათა საკუთარი ვარაუდები და მიკიბულ-მოკიბული ეჭვები დაედასტურებინა, ფაქტების
შემოწმება კიდევ ვერ ხერხდებოდა - ამ მხრივ თავი ქუდში ჰქონდა, მრავალი მილის
მანძილით იყო გამომიჯნული და ორი წელიწადით კიდევ, რომლებიც ფრანგისხევში
მომხდარ ამბებსა და ჯეფერსონს შორის გაწოლილიყო. მაგრამ მაშინ იმის დაჯერება
უფრო მინდოდა - ის ბავშვი ფლემისგან ჰყავს-მეთქი; მანფრედ დე სპეინის მაცდურად
დასახვა სჯობდა იულა უორნერის გარყვნილ ქალად მიჩნევას, - ოღონდ ამის
გამფიქრებელი ისევ თითებს ვიჭამდი სიმწრით და ისიც აშკარა ხდებოდა: კაცმა არ
იცის, რა უფრო გულის მომწყვლელია - იმის ფიქრი, რომ ის ქალი მზადაა, მთელი
ქვეყნიერების მანფრედებს გაუღოს კარი, გევინ სტივენსი კი უკუაგდოს, თუ იმის
ვარაუდი, რომ მზადაა, მარტოოდენ ფლემ სნოუპსს დასჯერდეს, ხოლო გევინ სტივენსი
მაინც განიშოროს-მეთქი.
ასე რომ, თქვენც ხომ ხვდებით, რას არ მოიმოქმედებს კაცი, რამდენ სატანჯველს
გამოიწყობს სათავისოდ, ოღონდ კი მშვიდი და უშფოთველი ცხოვრებისგან დაიხსნას,
გადაირჩინოს თავი. არა, ეს ამბავი, ეტყობა, იმ მანიაკისას ჰგავს, მკბენარს რომ
დაისევს განზრახ, მხოლოდ იმიტომ კი არა, მერე მათი მოშორებით რომ ისიამოვნოს,
რადგან თვით ჭაბუკური სიშლეგის დროსაც კი მოგვეხსენება ის ამბავი, რომ
მარადიული არაფერია ამქვეყნად; უფრო იმიტომ, რომ ჭაბუკური სიშლეგის დროსაც კი
იმის შიში გვაძრწუნებს - სამარადისოდ არაფერი გაგრძელდებაო, ხოლო არარას
ყველაფერი სჯობს, რაც უნდა იყოს, თუ გნებავთ, მკბენარიც. მოკლედ, როგორც
ერთი პოეტი იტყოდა: „ოცნება ჩემი გაკრთა და წარხდა, ნაცვლად დამირჩა ოდენ
არარა“ (ციტატა ა. გ. ჰაუსმანის (1859-1936) პოემისა “შროპშირელი ბიჭი”) ;
თუმცა, მადლი ღმერთებს, ეს უტიფარი სიცრუეა, რადგან, - კვლავ მადლი
ღმერთებს! - არარა ვერსად იბოგინებს, რამეთუ არარა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე
პარადოქსი გახლავთ, მოუთმენელი რამ არის, არად სანდომი, არსაწადი, და, კიდეც
რომ მოგვეწადინებინა, თავად არარა, იმ ღვთის პირიდან გადავარდნილი პოეტის მიერ
გამოგონებული, მარად და გარდაუვალად აღივსებოდა მარად ახალი და მარად
აღორძინებადი კაეშნით, რათა მისით ჩემივე თავის აწყვა შემძლებოდა, თუკი იმ აზრის
გაბეჯითება მომიხდებოდა - მე თვითონაც მარადი მოძრაობა ვყოფილვარ-მეთქი.
ოღონდ მეორე ვარაუდი მაინც უკეთესი იყო. თუკი მე არ შემხვდება ის ქალი, ნურც
ფლემ სნოუპსს დარჩება-მეთქი ნურასოდეს. ასე რომ, ნაცვლად პოეტური ოცნებისა,
რომელიც გაკრთება და წარხდება შენთვის არარას დამნარჩუნებელი, საგულისხმო ისაა,
რაც ხელთ გრჩება ხოლმე, ხოლო ხელთ მუდამ ის შეგრჩება, რაც აღარაფრად მიგაჩნია,
ძარღვებში სისხლის ჩქეფა რომ შეგნელებია ცოტათი, გული რომ ცოტათი მეტად გაქვს
მოგონებებით გასენილი; სულერთია, სისხლში სამუდამოდ რჩება იმის ხსოვნა, რომ
ოდესღაც სისხლს იმის უნარი მაინც შესწევდა, სევდით გათანგულიყო. ჰოდა, ისე
გამოდიოდა, რომ ის ბავშვი, ის გოგო ფლემ სნოუპსის ქალიშვილი კი არ ყოფილა,
ჩემი იყო; ჩემი ქალიშვილი და თან შვილიშვილიც ჩემი, რადგან ის ჭაბუკი,
მაკკერონი, იმ შორეულ დროს ნაყოფად მისი ჩამსახველი (დიახ, ბატონო, თუკი
დამჭირდა, რეტლიფსაც შემიძლია ვერწმუნო), იმ შორეული დროის გევინ სტივენსი
გახლდათ, და, რაკი ხელთ შემორჩენილი უნდა შემოგრჩეს კიდეც, თუ არა და
შემორჩენილი აღარც იქნება, - ესე იგი, გევინ სტივენსი მისსავე შვილს სამუდამოდ
შეუჩერებია თავისი ცხოვრების იმ მიჯნაზე, იმ თავის ასაკში, ხოლო რაკი „უწლოვან
ბალღში მამრი არის ჩაბუდებული“ (ინგლისელი პოეტის, უორდსვორთის ლექსის
სტრიქონი) , - ესე იგი, ის მაკკერონი სამარადისოდ, საუკუნოდ აღბეჭდილა იმ
გარდაცვლილ ჭაბუკში, იმ გევინში, და ახლა ის გევინ სტივენსი აწინდელის, ასაკში
შესულის ძედ ქცეულა თითქოს, - ჰოდა,ისე გამოდის, რომ მაკკერონის ბავშვი გევინ
სტივენსის შვილიშვილი ყოფილა.
რაღა თქმა უნდა, ის კიდევ საკითხავია, თავად გევინ სტივენსი აპირებს თუ არა იმ
მამობას თუ პაპობას. ყოველ შემთხვევაში, იმას ვერ წარმოიდგენდა, რომ ერთი
წამიერი შემოხედვა იულა უორნერისა, რომელსაც გვერდით ჩავლისას გევინ სტივენსი
არც კი შეუმჩნევია, სნოუპსთა რომელიმე ნაშიერის მამობილობას დააკისრებდა. იმას
მოანდომებდა, ეს ნაშიერი იმ დაწყევლილი ოჯახისთვის გამოეტაცებინა, რომელთანაც
ქორწინებამ დააკავშირა ის ქალი. მე იმის თქმა მინდა, მამობილი იმ აზრით-მეთქი,
რომ სულ უბრალო აღშფოთება, ნაწყენობა, ცდუნება per se, ისევე როგორც სიღარიბე
per se და (როგორც ითქმის) სათნოება per se საკუთარ თავს თვითონვე შეეწევიან
ხოლმე. ოღონდ ვაჟი - ნაშიერის მამობილობას და არა ქალისას. დიახ, სულ იმას
ვფიქრობდი, - სნოუპსთა ყოველი ნაშიერი უეჭველად მამრობითი სქესის არსებაამეთქი,
თითქოს
თავად
ღვთაებრივი
რაობა
დედაკაცის
ბუნებისა
წინასწარვე
გამორიცხავდა, შეუძლებელს ხდიდა სნოუპსობას. არა: თითქოს სნოუპსობის ცნება
თავშივე შეიცავდა რაღაც უძიროსა და გარდაუვალ ჰერმაფროდიტიზმს, გვარის
გაგრძელებაში, სახეობის გახანიერებაში, და ამ გვარის თავად არსება მუდამ მამრობით
ინდივიდში განსხეულდება ხოლმე და ჩასახვის, შვილოსნობის ყველა ორგანო საიმისოდ
არის მიმარჯვებული, რომ ოდენ მამრულ საწყისს წარმოშობდეს, რომ მდედრობითი
სქესის სნოუპსს თავისივე მსგავსის გაჩენა არ შეეძლოს, და თითქოს ამიტომაა, რომ ძუ
სნოუპსები უვნებელნი არიან, ციების კოღოსი არ იყოს, - თუმცა კოღოს ამბავი კი
სწორედ პირიქითაა: სწორედ დედა კოღოა სნების აღმძვრელი ორგანოებით აღჭურვილი.
ანდა იქნებ იმდენად ბუნების კანონი არ ეთქმოდეს ამ ამბავს, რამდენადაც განგება,
თავად უფალი ღმერთის ფხიზელი თვალი, ულმობელი და სასტიკი, რადგან, ასე რომ
არა, სნოუპსები მთელ ქვეყნიერებას დაეპატრონებოდნენ, მისისიპის შტატში მდებარე
ქალაქ ჯეფერსონის რომ აღარაფერი ვთქვათ.
ახლა ფლემ სნოუპსი იმ ბანკის ვიცე-პრეზიდენტი შეიქნა, ჩვენ კლავინდებურად
სარტორისის ბანკს რომ ვუწოდებდით ხოლმე. დიახ, ბატონო, ჩვენც კი გვყვანან ვიცეპრეზიდენტები ბანკებში. ოღონდ წინ ჯეფერსონელნი ბანკის ვიცე-პრეზიდენტს
ყურადღებას არც აქცევდნენ; ბანკის ვიცე-პრეზიდენტიო, რომ იტყოდი, გინდაც, ისეთი
კაცი გეხსენებინოს, ვისაც მარტოოდენ იმათ მოეპოვებინა უფლება, მაიორად ან
პოლკოვნიკად წოდებულიყო, რომ თავისი ფული ან დრო, ან კიდევ გავლენა
გამოეყენებინა გუბერნატორის არჩევნებისას - იმათგან განსხვავებით, ვისაც ის ტიტული
მამამისისგან თუ პაპამისისგან ჰქონდა მემკვიდრეობით მიღებული და ვისაც მართლა
ეგელვებინა ცხენი იანკის ჯარისკაცების პირისპირ, მანფრედ დე სპეინის ან ჩვენი
პოლკოვნიკი სარტორისის არ იყოს.
ასე რომ, ფლემი პირველი იყო ბანკის ცოცხალ ვიცე-პრეზიდენტთაგან, ვინც ჩვენი
ყურადღება მიიპყრო. მანფრედ დე სპეინმა ერთი საფეხურით რომ აიმაღლაურა, ფლემმა
ის
პოსტი
მემკვიდრეობით
მიიღო,
ასე
მოვკარით
ყური
და
მიზეზიც
მოგვეხსენებოდა: საქმე გადაწყვიტა ბილ უორნერის აქციებმა იმ წვრილ-წვრილ
თავმონაყართან ერთად, რაც ფლემს შეესყიდა ნელ-ნელა, თანაც ცხადია, უმანფრედოდ
არ
მოხდებოდა
ეს
ამბავი.
ერთი
სიტყვით,
ყოველივე
თავის
რიგზეა,
გამოჭახრაკებულია ყველაფერი, ახლა რაღას უშველი კაცი. ჩვენ შეჩვეული ვიყავით
ბანკის ვიცე-პრეზიდენტთა საკუთრივ ჩვენეულ ჯეფერსონულ ნიმუშს თუ ჯილაგს,
ჰოდა, ვიცე-პრეზიდენტის როლში გამოსული სნოუპსისგანაც
მხოლოდ, რომ იმ ნიმუშის მიხედვით გაირჯებოდა.
კი
იმას
მოველოდით
მაგრამ ჩვენდა გასაოცრად აღმოვაჩინეთ, რომ ის კაცი ცდილობდა იმგვარი ყოფილიყო,
როგორადაც მართებდა ყოფნა ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მისი სნოუპსური, ან, უკეთ
რომ ვთქვათ, ფლემური თვალსაზრისით. დღის მეტ ნაწილს ბანკში ატარებდა ის კაცი.
თანაც იმ კაბინეტში კი არა, სადაც წინ პოლკოვნიკი სარტორისი გახლდათ
დაბრძანებული, ახლა კი მანფრედ დე სპეინი იჯდა; არა, სწორედ დარბაზში
დაერჭობოდა ხოლმე, სარკმლის შორიახლოს, და იმას აშტერდებოდა, როგორ შედიგამოდიოდნენ კლიენტები ფულის შესატანად თუ გამოსატანად; ჰოდა, ისევ ის მაუდის
კეპი ეხურა და ისევ ის ბანტად განასკვული პატარა ჰალსტუხი ეკეთა, რომლებითაც ამ
ცამეტი წლის წინ ჩამოსულიყო ქალაქში, ყბებსაც ისევე თანაბრად სძრავდა, თითქოს
რაღაცას იღეჭებაო, თუმცა ამ ცამეტი წლის განმავლობაში, სხვისი არ ვიცი და, მე
ერთხელაც არ დამინახავს, რომ გადაეფურთხებინოს მაინც იმ კაცს.
ოღონდ ერთხელ დარბაზში რომ გამოჩნდა, ერთბაშად ვეღარც შევიცანით. დგომით ისევ
იქ იდგა, ნაჩვევ ადგილას, სარკმლის შორიახლოს, საიდანაც ყოველივეს ხედავდა
(თუმცა ის არ ვიცოდით, იმას თუ მიადევნებდა თვალს - ფული რამდენი შემოდიოდა
ან რამდენი გაედინებოდა; იქნებ ის იყო მხოლოდ, რომ მიმდინარე ოპერაციების
მაცქერალი შეშდებოდა ერთ ადგილას, რაკი ეს სანახაობა იმ ბანკში ხდებოდა,
რომელიც რამდენადმე მასაც ეკუთვნოდა, - ვითარცა მოადგილეს, რწმუნებით
აღჭურვილ პირს, - მისი ბანკიც იყო, მისი სიქადული; ჰოდა, რა ბედენაა, რამდენს
გაიტანენ ბანკიდან ფულს, სულერთია, ისეთი კაციც გამოჩნდება, ვინც აქვე შემოიტანს
იმ ნულ-პლუს-პირველ დოლარს; ანდა შესაძლოა ისიც მართლა სჯეროდა, რომ ისეთი
წუთიც უნდა დამდგარიყო, როცა დე სპეინი იქნებოდა თუ სხვა ვინმე, ვისაც კი
დაევალებოდა ეს ამბავი, სარკმელს შიგნიდან მოადგებოდა და ხალხს გამოუცხადებდა:
ბოდიში, მეგობრებო, ფულს ვეღარ გავცემთ, იმიტომ,რომ აღარ გვაქვსო. - ჰოდა,
იქნებ იმის გამოც იყო ფლემი იქ დარჭობილი, რათა გული შეეჯერებინა - ასე არ
არისო საქმე).
ოღონდ ამჯერად ვეღარც შევიცანით-მეთქი. კი, ბანტად განასკვული ჰალსტუხიც ისევ
ეკეთა და ყბაც თანაბრად უმოძრავებდა, მაგრამ ახლა შლაპა ეხურა, ახალთახალი
ფართოფარფლიანი ფეტრის შლაპა, სოფლელი მქადაგებლები და პოლიტიკანები რომ
ატარებენ ხოლმე, ისეთი. მეორე დღეს კიდევ, როგორც რიგი და წესია, სარკმლის
გისოსებს მიღმა იყო უკვე, იქ, სადაც ნაღდი ფული ეწყო და საიდანაც ფოლადის კარი
გადიოდა იმ ფულის ღამღამობით შესანახ სეიფში. და მაშინ იმასაც მივხვდით - ფულს
აღარ უთვალთვალებსო; უკვე ყოველივე შეეტყო, რისი შეტყობაც სჭირდებოდა. ახლა
აღრიცხვას ადევნებდა თვალს, საბუღალტრო საქმეს ზვერავდა.
ჰოდა, ახლა ჩვენ - ზოგიერთმა ჩვენგანმა, უმცირესობამ, - ასე დავასკვენით:
საიმისოდ ემზადება, რათა ძმისწულს თუ ქვისლს თავისას - ბაირონ სნოუპსს
დაანახვოს, ბანკის გაძარცვა როგორ ჯობსო. მაგრამ რეტლიფმა (რაღა თქმა უნდა,
რეტლიფმა) მაშინვე შეგვაცვლევინა აზრი. - არა, არა, - გვითხრა, - მაგას იმის
გამოძიება უნდა - შეიძლება თუ არა ფულის ისე ყურწაგდებულად შენახვა, რომ
ბაირონ სნოუპსისთანა ყეყეჩმაც კი მოახერხოს ამ ფულის თუგინდ ნაწილის მოპარვაო.
თქვენ ფლემ სნოუპსის ამბავი არ იცით, ბატონებო. მარტო ფულს კი არა,
ყალთაბანდობასაც იმდენად სცემს პატივს, რომ ფულის უბრალო გაცოცებით არ
დაამცირებს და არ გააუფასურებს ყალთაბანდის ხელობას.
მომდევნო დღეებში იმან, სნოუპსმა პიჯაკი გაიძრო, აჭიმებიანი იდგა გისოსებს გადაღმა
და ამისთვის ფულს უხდიდნენ ყოველ შაბათს; ახალ შლაპას არ იშორებდა,
მოანგარიშეების უკან იდგა და ბანკის საქმეთა წარმოებას სწავლობდა. მერე შევიტყვეთ,
რომ თამასუქის გასანაღდებლად თუ პროცენტების გადასახდელად კლიენტის ყოველი
მოსვლისას, ზოგჯერ სესხის გაცემის დროსაც (თუკი იმ ურჯუკ ბერიკაცებს,
პოლკოვნიკ სარტორისისდროინდელ ძველ კლიენტებს არ გადაეყრებოდა, - ისინი
უბოდიშოდ გამოაბრძანებდნენ ხოლმე იმ უკანა ოთახიდან, იმასაც არ დაელოდებოდნენ,
დე სპეინი როდის იზამდა ამას, ხანდახან კიდევ ნებართვასაც არ სთხოვდნენ დე სპეინს
საამისოდ) ფლემი უეჭველად ესწრებოდა ამ ამბავს, ყბებს ნელა, თანაბრად სძრავდა,
იდგა, უთვალთვალებდა და სწავლობდა თურმე; მაშინ იყო, რეტლიფმა რომ თქვა:
მაგას მარტო იმის შესწავლა სჭირდება, თამასუქი ისე როგორ დაიწეროს, რომ ფულის
მსესხებელმა კაცმა ვერაფრით ამოიკითხოს - ან რა ვადითაა გაცემული, ან პროცენტი
რამდენი უნდა იხადოსო. ერთ დროს პოლკოვნიკმა სარტორისმა იცოდა ამნაირად წერაო
(ამბობდნენ, ლეგენდასავით ჰყვებოდნენ, რომ ერთხელ პოლკოვნიკს თამასუქი
დაუწერია სოფლელი კლიენტის, ფერმერის სახელზე, იმას კიდევ ის ქაღალდი აუღია,
დაუხედავს, მერე უკუღმა შეუბრუნებია, ისევ დაუხედავს და პოლკოვნიკისთვის
გაუწვდია ხელახლა - კი, მაგრამ, პოლკოვნიკო, რა წერია, ვერ გავარჩიეო; მერე
პოლკოვნიკიც დაშტერებია იმ ქაღალდს, იმასაც უტრიალებია წაღმა-უკუღმა, ბოლოს
გადაუფხრეწია, ნაგვის კალათში გადაუსვრია და უთქვამს - მეც ვერაფერი გავარჩიე,
ტომ, მოდით, ახალი დავწეროთო). მაშინ ყოველივეს შეიტყობს, რაც უნდა იცოდეს
კაცმა ჯეფერსონში ბანკის საქმეების საწარმოებლად, და სწავლის დასრულებასაც
შეძლებსო.
როგორც ეტყობა, ეს ამბავიც ისწავლა ბოლოს და ბოლოს. ერთ მშვენიერ დღეს ბანკში
აღარ მისულა, არც სახვალიოდ გამოცხადებულა, აღარც მომდევნო დღეს. ოცი წლის
წინ კიდევ, როცა ის-ის იყო გახსნილა ბანკი, მისის ჯენი დიუ პრეს, პოლკოვნიკ
სარტორისის დას, დარბაზის კუთხეში გიგანტური ფიკუსი დაედგმევინებინა. კაცის
სიმაღლეს აჭარბებდა ის ხე, იმხელა ადგილს იკავებდა, რაც ეზოში დადგმულ
საპირფარეშოს დასჭირდებოდა, ყველას ხელს უშლიდა, ზაფხულობით კიდევ იმ
ფიკუსის გამო შესასვლელი კარის მოფრიალება ვეღარ ხერხდებოდა. მაგრამ მისის დიუ
პრე არც პოლკოვნიკს და არც ბანკის გამგეობის წევრებს ფიკუსზე ხელს არ
აკარებინებდა,
რამეთუ
იმ
ძველი
სკოლის
მიმდევარი
გახლდათ,
რომლის
შეხედულებითაც ყოველ შენობაში უეჭველად რაიმე მცენარე უნდა იდგეს შხამიან
ანაორთქლთა შთასანთქმელად. რაღა თქმა უნდა, არავის ესმოდა, მაინცდამაინც ის
გიგანტური ხეშეშფოთლიანი მცენარე რატომ უნდა მდგარიყო იმ ადგილას, მაგრამ,
ეტყობა, მისის დიუ პრე გულდაჯერებული იყო - ფიკუსის ამ სქელ-სქელ, რეზინივით
გამძლე ფოთოლთა გარდა ვერანაირი ფოთლები ვერ უშველის მომშხამველ ანაორთქლს,
რომელიც ჰაერს წამლავს იქ, სადაც ამდენი ღელვა და გულისხეთქვაა იმ აუარება
ფულის გამო, ჩემი ძმის ბანკში რომ ინახებაო.
ასე რომ, ხანი რა გამოხდა და აღარავის დაუნახავს დარბაზში მდგარი და იმის
მოდარაჯე სნოუპსი - სესხი ვის მიაქვს, ვინ აბრუნებს, ანდა ანაბრები ვის შემოაქვსო
(უფრო სწორად, იმის მოთვალთვალე - ვის როდის რამდენი გააქვს ან რამდენი
მოაქვსო ფული; რეტლიფის შეხედულებით, სწორედ ამის გამო ყურყუტებდა იმ
დარბაზში), ჩვენ მოგვეჩვენა, რომ მისის დიუ პრეს ფიკუსი დარბაზიდან გამქრალიყო,
იქაურობა მიეტოვებინა. ჰოდა, რამდენიმე დღე რომ გავიდა კიდევ და დავრწმუნდით ფლემი დარბაზში აღარ გამოჩნდებაო, ისიც მოგვეჩვენა, რომ ფიკუსი წაეღოთ,
დაეწვათ, მოესპოთ ერთიანად. გეგონებოდათ, ნაირ-ნაირი ამბის უგრძესი ჯაჭვი
გაბმულაო: ბანკიც, ისეთი ძველი სენტიმენტალისტის მიერ დაარსებული, როგორიც
პოლკოვნიკი სარტორისი იყო, საიმისოდ დაარსებული, რათა, რეტლიფის ნათქვამის არ
იყოს, ბაირონ სნოუპსისთანა ჩერჩეტსაც მოეხერხებინა მისიგაქურდვა; სამარულო
მანქანაც, ბაიარდ სარტორისი რომ ერთობ გამეტებით დააქროლებდა ჩვენებურ
თემშარებზე (ჯეფერსონელი მანდილოსნები ამბობდნენ - ტყუპისცალი ძმის ომში
დაღუპვამ ისე დაამგლოვიარა, თავიც სასიკვდილოდ გაუწირავსო, თუმცა, ჩემი აზრით,
ცოტათი სხვაგვარად იყო საქმე: ბაიარდს ბრძოლა უყვარდა, ჰოდა, ომი რომ
დამთავრდა, თავზარდამცემი პერსპექტივის წინაშე აღმოჩნდა - სურდა თუ არა, უნდა
ემუშავა), მერე კი ბაიარდს ბაბუამისი ჩაუჯდა მანქანაში იმის მოიმედე - იქნებ ისე
აღარ იქროლოსო. ყოველივე ამის შედეგად ბანკის რეორგანიზაციის წინ ჩვეულებრივმა
რევიზიამ აღმოაჩინა, რომ ბაირონ სნოუპსი თურმე ქურდავდა ბანკს; ამის შედეგად
მანფრედ დე სპეინი, მამამისის მონაწილეობით დაარსებული ბანკის რეპუტაციის
გადასარჩენად, იძულებული შეიქნა, ფლემ სნოუპსი ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
თანამდებობაზე მიეღო - ჰოდა, ამის ერთადერთი შედეგი ის გახლდათ, რომ ფლემის
თავზე კუბოკრული კეპი უცებ გაქრა და ის შავი სამარიფათო პოლიტიკანურმქადაგებლური შლაპა დაეკოსა.
იმიტომ, რომ ის შლაპა სულ ზედ ეხურა. ყოველდღე ვნახულობდით მოედანზე.
ოღონდ ბანკში ვერასოდეს ვხედავდით, მისსავე ბანკში, იქ, სადაც გამგეობის წევრი კი
არ გახლდათ მხოლოდ, არამედ მის იერარქიაში გარკვეული ადგილი ეკავა უფროსობის მიხედვით მეორე. იმ ბანკში თავის ფულსაც კი არ ინახავდა. კი, ბატონო,
ვიცოდით ეს ამბავი, რეტლიფი გვყავდა ამის თავდები. რეტლიფს კი უნდა სცოდნოდა
დანამდვილებით - რამდენი წელიწადი შეეწირა უკვე იმ ამბისთვის, რომ დაენერგა და
შეენარჩუნებინა იმგვარი რეპუტაცია, ყველა ჯეფერსონელისგან გამორჩეულ კაცად რომ
აქცევდა, ჰოდა, ახლა იმ ზომას იყო მისული, ქუჩაში გავლასაც ითაკილებდა, თუკი
ყოველგვარი კითხვის პასუხი მზად არ ექნებოდა, თუკი ყოველგვარ სიტუაციას ახსნას
ვერ მოუძებნიდა - ყოველივეს, რაც, კაცმა რომ თქვას, არც იყო მისი საქმე. ჰოდა,
რეტლიფმა იცოდა-მეთქი: ფლემ სნოუპსი თურმე აღარ იყო კლიენტი იმ ბანკისა,
რომელშიც ვიცე-პრეზიდენტობდა თავად, ის კი არა და მეორე წელს თავისი მიმდინარე
ანგარიშიც მეორე ბანკში, მათ მოქიშპე ჯეფერსონის ძველ ბანკში გადაერიცხა.
ამის მიზეზიც ყველამ ვიცოდით. მართალი ვყოფილვართ-მეთქი, იმის თქმა მინდა,
ყველანი, ცხადია, გარდა რეტლიფისა, რომელიც იმას ცდილობდა, ჩვენთვის აზრი
შეეცვლევინებინა. ჩვენ თვალს ვადევნებდით, როგორ ცდილობდა ფლემი თავისი ბანკის
გისოსებს მიღმა საბანკო საქმის ყველა ნიუანსს ჩასწვდომოდა, რათა შემდეგ გულდასმით
დაეგმანა ის საძრომები, რომლებითაც მისი ქვისლი იყო თუ ბიძაშვილი, ბაირონი,
დიდი ხელოვნება რომ არ დასჭირვებია, ისე აცოცებდა ნაშალ-ნაშალ ნადავლს;
ვხედავდით, როგორ შედი-გამოდიოდა სარდაფში ნაღდი ფონდის მიმოქცევის, მატებისა
თუ
შემცირების
მოთვალთვალე,
საიმწუთოდ
დადარაჯებული,
როცა
ყველაზე
ხელსაყრელი იქნებოდა ბანკის გაძარცვა; ჰოდა,
ის წუთი რომ დაუდგაო,
ვვარაუდობდით, ფლემს ისე ჰქონდა უკვე საქმე აწყობილი, რომ მისი წმინდა მოგება
ას პროცენტს აღწევდა, ამიტომ თვითონვე წინასწარ იზრუნა საიმისოდ, რათა საკუთარი
ფულიდან არც ერთი ცუდად გდებული ცენტის მოპარვა არ დასჭირვებოდაო.
- არა, - თქვა რეტლიფმა. - არა, არა.
- კი, მაგრამ მაშინ საკუთარ თავს თვითონვე გაყვლეფდა, - ვუთხარი, - რა მოხდება,
მისი აზრით, სხვა მეანაბრეები, განსაკუთრებით ის უბირი ხალხი, ბანკის საქმეების
რომ არაფერი იციან, და ის გონებაგახსნილი ხალხი, ყველაფერი რომ იციან სნოუპსების
ამბები, - უცებ რომ შეიტყობენ - ბანკის ვიცე-პრეზიდენტს თავის ბანკში ჯიბის
ფულიც არ გაუჩერებიაო?
- არა-მეთქი, - მომიგო რეტლიფმა. - თქვენ არავის...
- ესე იგი, იმის იმედი აქვს, ის სურს, ის ენატრება - თავის საკუთარ ბანკს დაესხას,
გაძარცვით არ გაძარცვოს, ოღონდ გააჩანაგოს, დაკეტოს, ხომ? კი, მაგრამ ვითომ რისი
გულისთვის? მანფრედ დე სპეინზე რომ შური იძიოს ცოლის გამო?
- არა-მეთქი, გითხარით, - თქვა რეტლიფმა. - არავის ფლემის არ გესმით-მეთქი,
გეუბნებით, სულ არ გესმით. მოგახსენეთ უკვე - მარტო პატივს კი არ სცემს ფულს ის
კაცი, აღმერთებს ნამდვილად. ბანკს არაფრის დიდებით ზიანს არ დაატეხს. ყოველი
ბანკი, თავისი იქნება თუ სხვისი, მისთვის ფულს ნიშნავს, ჰოდა, ფულს არასოდეს
დაამცირებს, არ შეურაცხყოფს ცუდი მოქცევით. ეტყობა, მის ცხოვრებაში ერთადერთი
საქციელი იყო ისეთი, არასოდეს რომ აღარ გაიმეორებს. გაიხსენეთ სპილენძის
ნაწილების ამბავი იმ წყალსატუმბზე. ეტყობა, ახლაც ეღვიძება ხოლმე ღამღამობით და
ისევ აზრიალებს ტანში. იმიტომ კი არა, იმ საქმეში რომ იზარალა, იმიტომ, რომ
აქამდე არავინ იცის, როგორ იზარალა და რამდენი იზარალა სინამდვილეში, რადგან
ვერავის
დაესიზმრება,
რამდენი
გაასაღა
ის
ძველ-ძველი
სპილენძი,
ვიდრე
გადაცდებოდა - ბითუმად ვაჭრობას ჩაიდებდა გუნებაში და ტომ-ტომ ბერდს და ტომი
ბიუჩემს ჩაიყოლიებდა. ჰოდა, ახლა ერცხვინება - რაკი ამნაირი გზით დავიწყე ფულის
კეთება, მე თვითონვე ამომისვრია ლაფში ჩემი თავი ისეთ ხალხთან ერთად, ვისაც
ფული იმიტომ ეკარგება, რომ მოპარვით კი მოიპარავენ, ოღონდ მერე აღარ იციან, სად
გადამალონ, იმ ფულის დარაჯობამ რომ არ მოუწიოთო.
- კარგი, მაგრამ
ცდილობდა?
ახლა
რაღა
ამბავი
წამოიწყო?
-
შევეკითხე.
-
რის
გაკეთებას
- არ ვიცი, - მომიგო რეტლიფმა. უცნაური მარტო ის კი არ იყო, რეტლიფი
შეკითხვის პასუხად რომ ამბობდა - არ ვიციო, თვითონაც გაუცნაურდა უცებ,რეტლიფი
რეტლიფს აღარ ჰგავდა: მუდამ აუმღვრეველ, მშვიდ, შეუცნობელსა და ცბიერ სახეზე
დაბნეული არა, მაგრამ რაღაცნაირად გაოცებული, ყოველ შემთხვევაში, ფხიზელი
გამომეტყველება აღებეჭდა: - არ ვიცი და მორჩა. უნდა გავისიგრძეგანოთ ეს ამბავი.
იმიტომ გეახელით სწორედ - იქნებ რამე იცის-მეთქი, ვიფიქრე, თავი დავიიმედე. და ამასობაში ისევ რეტლიფად იქცა: მაკვილაკ, ცბიერ კაცად, ის რომ მოსდგამდა
თან... აღარც ვიცი, რა დავარქვა, - იქნებ ოპტიმიზმი არა, არც გულოვნება,
მხნეობაც არა, უფრო - გამჭრიახობა, ანდა მიამიტობა თუნდაც.
- ოღონდ გამოდის, რომ არც თქვენ გცოდნიათ არაფერი. დასწყევლის ღმერთი,
მთავარი ისაა, წინასწარ არაფერი ვიცით და ვერ დავასწრებთ ხოლმე. გინდაც
კურდღელი გყავდეს წინ, არა, კურდღელი კი არა, უფრო საშიში რამე, შხამიანი,
კბენია, ღელის პირას ჩირგვებში ჩამალული: გაიხედავ და შეინძრევა ჩირგვი, ჰოდა, ის
აღარ იცი - რა არის იქ ჩასაფრებული, საით გაიქცევა, თუკი გამოვარდა იქიდან. რომ
გამოხტება, მერეღა დაინახავ, ხან დროზე შეასწრებ თვალს, ხანაც - ვერა. მთავარი
ისაა, პირდაღებული არ დარჩე მისი გამოვარდნისას; ის იმით გჯობია, რომ გარბის
უკვე, იცის, საითაც მოუსვამს, შენ კიდევ, ჩემო ბატონო, ერთ ადგილას ხარ
დარჭობილი და არ იცი, საით გამოენთო. თუმცა, ისე, დაწევას ყოველთვის
მოახერხებს კაცი.
ეს სწორედ ის ამბავი გახლდათ, ჩირგვები რომ შეირხა პირველად. მეორე ამბამდე
თითქმის წელიწადმა განვლო. შემოვიდა, დილა მშვიდობისა, იურისტოო, მითხრა, და
უწინდებური რეტლიფი იყო ისევ - აუმღვრეველი, ცბიერი, თავაზიანი, ცოტათი
ზედმეტად გამჭრიახი. - ვიფიქრე, თქვენთვის საგულისხმო იქნება-მეთქი, რომ
პირველმა მოისმინოთ ცხელ-ცხელი ამბები - იმ ოჯახთან თქვენც გესაქმებათ რაღაცა,
ასე რომ ვთქვათ, თქვენი უიღბლობის თუ უქომაგობის გამოისობით. ჯეფერსონის
ბანკის გამგეობის გარდა არავინ იცის ჯერჯერობით.
- ჯეფერსონის ბანკისო? - ვთქვი მე.
- კი, ბატონო. იმისას მოგახსენებთ, სნოუპსი რომ არაა, ეკის ვაჟიშვილისას, იმ ეკის,
თვითონაც რომ არ ყოფილა სნოუპსი, ნავთის დაცლილ ბაკთან ერთად რომ აფეთქდა
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ქალაქი - 11
  • Parts
  • ქალაქი - 01
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 1948
    28.4 of words are in the 2000 most common words
    39.5 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 02
    Total number of words is 3992
    Total number of unique words is 1824
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 03
    Total number of words is 3892
    Total number of unique words is 2027
    28.8 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 04
    Total number of words is 4126
    Total number of unique words is 1771
    33.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 05
    Total number of words is 3979
    Total number of unique words is 1874
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 06
    Total number of words is 3952
    Total number of unique words is 1875
    31.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 07
    Total number of words is 3971
    Total number of unique words is 1883
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 08
    Total number of words is 3954
    Total number of unique words is 1822
    30.2 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 09
    Total number of words is 3924
    Total number of unique words is 1905
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 10
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 1912
    29.8 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 11
    Total number of words is 3974
    Total number of unique words is 1897
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 12
    Total number of words is 4111
    Total number of unique words is 1678
    32.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 13
    Total number of words is 4103
    Total number of unique words is 1775
    34.3 of words are in the 2000 most common words
    46.5 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 14
    Total number of words is 3967
    Total number of unique words is 1939
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.4 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 15
    Total number of words is 3895
    Total number of unique words is 1868
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    50.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 16
    Total number of words is 3993
    Total number of unique words is 1860
    33.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 17
    Total number of words is 4054
    Total number of unique words is 1839
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 18
    Total number of words is 4154
    Total number of unique words is 1727
    33.2 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 19
    Total number of words is 3843
    Total number of unique words is 1854
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.2 of words are in the 5000 most common words
    46.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 20
    Total number of words is 3871
    Total number of unique words is 1877
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.9 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 21
    Total number of words is 4048
    Total number of unique words is 1843
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.9 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 22
    Total number of words is 4060
    Total number of unique words is 1866
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.4 of words are in the 5000 most common words
    50.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 23
    Total number of words is 3959
    Total number of unique words is 1758
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 24
    Total number of words is 4043
    Total number of unique words is 1842
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 25
    Total number of words is 3466
    Total number of unique words is 1703
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.