Latin
Total number of words is 4126
Total number of unique words is 1771
33.1 of words are in the 2000 most common words
45.2 of words are in the 5000 most common words
51.5 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ოღონდ იმდენად სასაცილო იყო ის რაღაცა, გევინ ბიძია იმას უფრო ცდილობდა, ისე
ძალიან საცინრად არ წარმოედგინა ყოველივე, როგორც სინამდვილეში მომხდარიყო,
რადგან ისე სასაცილოდ რომ ეთქვა, როგორც სინამდვილეში მომხდარიყო, ყველანი
გადაფიჩინდებოდნენ და მეტს ვეღარაფერს გაიგონებდნენ. დედამაც თავი მიანება თურმე
საჭმელს: გაბუსუნებული იჯდა და გევინ ბიძიას თვალს არ აშორებდა; მაგრამ ამ დროს
ბაბუას საყელოდან ხელსახოცი ამოუძვრია და წამომართულა, მამაჩემი, გევინ ბიძია და
გაუნიც წამომდგარან, და ბაბუას ჩვეულებისამებრ უთქვამს დედასთვის:
- მადლობელი ვარ სადილისთვის, მარგარეტ, - მერე ხელსახოცი მაგიდაზე დაუდვია,
ხოლო გაუნი კართან მისულა და იქ გაჩერებულა, ვიდრე ბაბუა გავიდოდა (ისე,
როგორც მე ვაკეთებდი შემდეგში - როცა დავიბადე და წამოვიზარდე). ჩვეულებრივ,
გაუნი ასე იდგა კართან, ვიდრე დედა, მამა და გევინ ბიძიაც გავიდოდნენ ხოლმე
სასადილოდან. მაგრამ იმ დღეს ყველაფერი სხვაგვარად ხდებოდა. დედა არც
შერხეულა, იჯდა და გევინ ბიძიას შეჰყურებდა; მაშინაც გევინ ბიძიას იყო
მიჩერებული, მამას რომ მიმართა:
- შენ და გაუნიც ხომ არ ისურვებდით გავლას?
- არა, მემ, - მიუგო გაუნმა.
რეტლიფი შემოვიდა და თქვა:
რადგან
იმ
დღეს
- საღამო მშვიდობისა, იურისტო. სნოუპსებზე
შემოგიარეთ, - ხოლო გევინ ბიძია შეეკითხა:
ბიძიას
კაბინეტში
ახალ-ახალი
ამბების
იყო,
როცა
გასაგებად
- რომელი ახალი ამბების? - და რეტლიფმა უთხრა:
- თქვენ იმის თქმა გნებავთ - რომელი სნოუპსებისო? - მერე დაჯდა, გევინ ბიძიას
შეაჩერდა და ბოლოს უთხრა: - რატომ ახლაც არ მეტყვით? - და გევინ ბიძიამ
ჰკითხა:
- რას არ გეტყვით?
- მოუსვით, რეტლიფ, ჩემი კაბინეტიდანო.
ასე რომ, გაუნმა თქვა:
- არა, მემ!
- მაშინ, იქნებ მე მომცე წასვლის უფლება? - თქვა გევინ ბიძიამ და ხელსახოცი
მაგიდაზე დადო. მაგრამ დედაჩემი არც ახლა შერხეულა.
- შენ გინდა, იმას ვიზიტით ვეწვიო? - თქვა დედამ.
- ვის იმას? - იკითხა გევინ ბიძიამ.
და გაუნსაც კი მოსჩვენებია - გევინ ბიძიამ ეს ნამეტანი სწრაფად წარმოთქვაო. რადგან
ამასობაში მამაჩემსაც კი მოუსაზრებია, რაშიც იყო საქმე. თუმცა რა ვიცი. მე ასე
მგონია, იმ ამბავს რომ შევსწრებოდი თუნდაც გაუნის ხნისა, მაშინვე მოვისაზრებდი,
რომ, ოცი წლისაც რომ ვყოფილიყავი ანდა ნაკლებისაც, როცა მისის სნოუპსმა
პირველად გადაიარა ჩვენი ქალაქის მოედანი, იმას კი არ ვიაზრებდი მხოლოდ,
როგორც იყო საქმე, მე თვითონაც ალბათ გევინ ბიძიას ადგილას აღმოვჩნდებოდი.
მაგრამ გაუნმა მიამბო - მამაშენმა ისე დაიწყო ლაპარაკი, ვითომ ახლაღა მოისაზრა,
რაშიც არისო საქმე.
- დასწყევლოს ღმერთმა! - უთქვამს გევინ ბიძიასთვის. - თურმე რა ჭია შეგჩენია ეს
ორი კვირაა. - მერე დედას მიუბრუნდა: - არა, ღმერთს გეფიცები! ჩემი ცოლის
მისვლა იმ...
- ვინ იმ, თქვი, ვინ იმ? - მკვახედ მიახალა გევინ ბიძიამ.
დედა ჯერაც არ შერხეულიყო: იმათ შორის იჯდა უშფოთველად, ისინი კიდევ თავს
ადგნენ.
- სერ, - თქვა დედამ.
- ბატონო, - უთხრა გევინ ბიძიამ.
- ვინ იმ, სერ? - თქვა დედამ. ანდა იქნებ ასე თქვა მხოლოდ: „სერ?“ - თავაზიანად
იკითხა.
- შენ ბრძანე ჩემი სათქმელი, - უთხრა მამამ გევინ ბიძიას. - შენც კარგად იცი,
რანაირიცაა, რანაირადაც ახსენებს მთელი ქალაქი. ისიც მთელ ქალაქს აქვს გაგებული მისი და მანფრედ დე სპეინის ამბავი.
- რას ნიშნავს, - მთელი ქალაქიო? - თქვა გევინ ბიძიამ. - ვინაა მთელი ქალაქი,
თქვენ გარდა ვინაა? ალბათ ისინი, მზად რომ არიან, მეგისაც კი მოსცხონ ჩირქი,
თქვენზე მეტი ამ საქმის არაფერი რომ არ იციან.
- შენ იმასაც მიბედავ, ჩემი ცოლი ასე ახსენო? - უთხრა მამამ.
- არა, მე იმას ვბედავ, ჩემი და და მისის სნოუპსი ვახსენო ასე.
- ბიჭებო, ბიჭებო, ბიჭებო, - თქვა დედამ. - ჩემი ძმისწული მაინც დაინდეთ, - და
გაუნს მიუბრუნდა: - გაუნ, არაფრით არ გინდა, ცოტა გაისეირნო?
- არა, მემ, - უპასუხა გაუნმა.
- ჯანდაბას ძმისწული! - თქვა მამამ. - მე მამიდამისს უფლებას არ მივცემ...
- ესე იგი, ისევ შენი ცოლის შესახებ ლაპარაკობს? - უთხრა გევინ ბიძიამ. ოღონდ ამ
დროს დედაც წამოდგა, ისინი კიდევ ერთიმეორეს მისჩერებოდნენ მაგიდაზე წახრილნი.
- ახლა კი მართლა კმარა, - თქვა დედამ. - ორივემ ბოდიში მომიხადეთ. - იმათ
მოუხადეს ბოდიში. - ახლა გაუნსაც მოუხადეთ. - გაუნმა მითხრა, - ბოდიში მეც
მომიხადესო.
- ისე, მაინც ჯანდაბას ჩემი თავი, არ მოგცემ უფლებას... - დაიწყო მამამ.
- ამ წუთში არ გთხოვეთ ორივეს ბოდიშის მოხდა? - უთხრა დედამ. - მართლა
იმნაირიც რომ იყოს მისის სნოუპსი, როგორსაც შენ ამბობ, და მეც ისეთი თუ ვარ,
როგორადაც გევინს და შენ მიგაჩნივართ ორივეს, - ყოველ შემთხვევაში, ამაში მაინც
შეთანხმებულებს ჰგავხართ, - რას დამაკლებს ერთ ათ წუთს იმის სასტუმრო ოთახში
დახანება? თქვენი უბედურება ისაა, ქალების არაფერი გაგეგებათ. ქალებს ზნეობა არ
აინტერესებთ. ქალებს, უზნეობა რო უზნეობაა, ისიც არ აინტერესებთ. ჯეფერსონელი
მანდილოსნები იმის გამო კი არ იკლავენ თავს - ეს ქალი რას აკეთებსო. იმას არ
აპატიებენ არასოდეს - როგორ გამოიყურება. არა - ჯეფერსონელი კაცები როგორ
უყურებენ ხოლმე.
- შენ შენი ძმის ამბავი თქვი, - უთხრა მამამ. - მე ერთხელაც არ შემიხედავს იმ
ქალისთვის მის სიცოცხლეში.
- მით უარესი ჩემთვის, - მიუგო დედამ. - ესე იგი, რაღაცა მუდო მყოლია ქმრად.
არა, მუდო თბილსისხლიანია, შენ კიდევ, განათხარი თევზი ყოფილხარ და მეტი
არაფერი.
- ჯანდაბას ბარემ ჩემი თავი! - თქვა მამამ. - ერთი სიტყვით, ისეთი ქმარი გინდა,
არა? ყოველ შაბათს მემფისში რომ დაეთრეოდეს და მთელ ღამეს მალბერი-სტრიტზე
(მალბერი-სტრიტი - გასართობი სახლების რაიონი (რედ.)) წრიალებდეს?
- ახლა კი მიბრძანდით-მეთქი, უნდა გთხოვოთ, გაგიხარდებათ თუ არა, სულერთია,
- თქვა დედამ. ჯერ გევინ ბიძია გავიდა, თავის ოთახს მიაშურა მეორე სართულზე,
დედამ დარეკა და ჩვენი გასტერი იხმო, გაუნი კართან გაჩერდა, დედა და მამა
გაატარა, მერე დედა და გაუნი ვერანდაზე გავიდნენ (ოქტომბერი იყო, მაგრამ ისე
თბილოდა, დღისით ვერანდაზე ჯდომა შეიძლებოდა), დედამ საკერავს მიჰყო ხელი.
ამ დროს უკვე ქუდდახურული მამა გამოვიდა და უთხრა:
- ფლემ სნოუპსის მეუღლე მოსამართლე ლემუელ სტივენსის ასულის კალთას
ჩაჭიდებული შემოგოგმანდება ჯეფერსონის საზოგადოებაში, - და ქალაქში წავიდა
საყიდლებზე.
ამ დროს გევინ ბიძია გამოვიდა და შეეკითხა:
- აბა, თანახმა ხარ?
- რაღა თქმა უნდა, - უპასუხა დედამ. - ვითომ ასე უბედურადაა საქმე?
- ვეცდები, ისე მოვაგვარო, რომ სულ არ გაუბედურდეს, - უთხრა გევინ ბიძიამ. ქალი კი ხარ, მაგრამ ხომ გყავს ის ნანახი, ხომ გინახავს?
- ყოველ შემთხვევაში, ის მაინც მინახავს, კაცები როგორ უყურებენ ხოლმე, - მიუგო
დედამ.
- ჰო, - თქვა კი არა, ამოიოხრა გევინ ბიძიამ. - ჰო...
- ესე იგი, გადაარჩინო გინდა, არა? - უთხრა
შეუხედავს, საკემსავ წინდას არ აშორებდა თვალს.
დედამ.
ოღონდ
მისთვის
არ
- ჰო! - სწრაფად, უკვე ამოუოხვრელად უპასუხა გევინ ბიძიამ, ისე ნაჩქარევად
აღმოთქვა, კინაღამ ყველაფერი დაყაჭა, სანამ გონს მოეგებოდა, ასე რომ, დედას ისღა
დარჩენოდა, მის ნაცვლად თვითონვე დაესრულებინა:
- მანფრედ დე სპეინისგან.
მაგრამ ამასობაში გევინ ბიძია გონს მოეგო და ხმა მკვეთრი გაუხდა.
- შენც იქით გაუტიე? შენ და შენმა ქმარმა - ორივემ - საუკეთესო ხალხმა, ყველაზე
წმინდა ხალხმა, ყველაზე უცოდველებმა? ჩარლზმაც, თვითონ რომ გვიმტკიცებს ერთხელაც არ შემიხედავსო; შენც, ისევ ჩარლზი რომ გვიმტკიცებს - მარტო
მოსამართლე სტივენსის ასული კი არა, კეისრის ცოლიც არისო.
- მაინც რა... - დაუწყია დედას, მაგრამ მერე შეჩერებულა
შემოუხედავს: - არ გინდა, ერთი წუთით გახვიდე? შენი ჭირიმე!
და
გაუნისთვის
- არა, მემ, - მიუგო გაუნმა.
- ესე იგი, შენც იქით მიერეკები, - უთხრა დედამ. - შენც გინდა, კაცი იყო, ხომ? მერე ისევ გევინ ბიძიას მიუბრუნდა: - მაინც რა უფრო გაგულისებს, კაცმა რომ
თქვას? ის ამბავი, რომ მისის სნოუპსი არც ისე სათნო აღმოჩნდა, თუ ის, რომ,
როგორც ეტყობა, მანფრედ დე სპეინი შეურჩევია თავისი სათნოების შემლახველად?
- ჰო! - თქვა გევინ ბიძიამ. - უფრო სწორად, არა! ტყუილია ეგ ამბავი, ჭორია. ეგ
ყველაფერი...
- კი, მართალი ხარ, - უთხრა დედამ. - ეტყობა, მასეა საქმე. შაბათ დღეს
საპარიკმახეროში მოხვედრა ცოტა ძნელია, მაგრამ მაინც შეეცადე მოხვდე, გვერდით
რომ ჩაუვლი.
- მადლობელი ვარ, - მიუგო გევინ ბიძიამ. - ოღონდ თუკი ჯვაროსნულ ლაშქრობას
წამოვიწყებ და იმედის რაღაც ნასახი მაინც მექნება, ის აჯობებს, დაუვარცხნელი და
გაბურძგნილი ვიყო, ასე უფრო დამიჯერებენ. აბა, მიხვალ?
- რაღა თქმა უნდა, - მიუგო დედამ.
- მადლობელი ვარ, - თქვა გევინ ბიძიამ და გავიდა.
- ახლა შეიძლება, მეც წავიდე? - იკითხა გაუნმა.
- ახლა რაღატომ? - უთხრა დედამ. თვალს მიადევნებდა, როგორ გაჰყვა გზაწვრილს
გევინ ბიძია და ქუჩაში გავიდა. - მელისანდრა ბეკუსი უნდა შეერთო, - დასძინა
დედამ. მელისანდრა ბეკუსი ქალაქიდან ექვს მილზე გაშენებულ პლანტაციაში
ცხოვრობდა ვისკისბოთლიან მამამისთან ერთად. იმის თქმა როდი მინდა - ლოთი იყომეთქი მამამისი: არა, გვარიანი მეოჯახე გახლდათ. ოღონდ ის იყო, მთელ თავისუფალ
დროს ზაფხულობით ვერანდაზე ატარებდა, ზამთრობით კიდევ, ბიბლიოთეკაში ვისკის ბოთლი იქვე ედგა და ლათინურ ლექსებს კითხულობდა ნიადაგ. ხოლო მის
მელისანდრა სკოლაშიც და კოლეჯშიც დედაჩემთან ერთად სწავლობდა. მოკლედ, მის
მელისანდრა მუდამ ოთხი კლასით უმცროსი იყო დედაჩემზე. - ერთი პირობა მეგონა ასეც იზამს-მეთქი. მაგრამ, ეტყობა, არაფერი გამეგებოდა.
- ვის შეერთო, გევინს? - იკითხა გაუნმა.
- კი, - უთხრა დედამ. - ჯერჯერობით მეტისმეტად ახალგაზრდაა. ეგ იმნაირი კაცია,
მოწიფულშვილებიანი ქვრივების შესართავად რომ არიან ხოლმე განწირულნი.
- ახლაც შეუძლია, მის მელისანდრა შეირთოს, - თქვა გაუნმა.
- ახლა გვიანაა, - თქვა დედამ. - ვეღარც კი ამჩნევს მის მელისანდრას.
- კი, მაგრამ
ერთმანეთს.
რამდენი
მის
მელისანდრა
ქალაქში
ჩამოვა,
ყოველთვის
ხვდებიან
- შესაძლოა, რამეს უყურებდე და ვერ ხედავდე, ისევე როგორც შესაძლოა, უსმენდე
და არ გესმოდეს, - უთხრა დედამ.
- ოღონდ მისის სნოუპსს რომ შეხედა პირველად, მაშინ კი ხედავდა ყველაფერს! თქვა გაუნმა. - იქნებ იმას უცდის, ლინდას გარდა, კიდევ ერთი ბავშვი როდის
ეყოლება და როდის წამოეზრდებიან შვილები?
- არა, არა, - უთხრა დედამ. - სემირამიდას ცოლად არ თხოულობენ, მისი
გულისთვის საკუთარ ცხოვრებას იღუპავენ ხოლმე. ამგვარი რისკის გაწევა სემირამიდას ცოლად მოყვანა - მარტო ისეთ ჯენტლმენებს შეუძლიათ, რომლებსაც
დასაკარგავი საერთოდ არაფერი აქვთ, მისტერ ფლემ სნოუპსის არ იყოს. აფსუს, დიდი
ბიჭი ხარ უკვე. ამ ორი-სამი წლის წინ ავდგებოდი და სტუმრად წაგიყოლებდი იმ
ქალთან. ახლა შენ თვითონ უნდა თქვა სიმართლე, რომ ძალიან გინდა წამოსვლა,
იქნებ შემეხვეწო კიდეც - წამოგყვებითო.
მაგრამ გაუნი აღარ შეხვეწნია. იმ შაბათ საღამოს ფეხბურთის მატჩი იყო დანიშნული
და, თუმცა გაუნი პირველ გუნდში ჯერაც არ მიეღოთ, წინასწარ არაფრის თქმა არ
შეიძლებოდა, - იქნებ ვინმეს ფეხი მოეტეხა, ან უცებ ავად გამხდარიყო, ანდა იქნებ
სულაც, მოთამაშე არ ჰყოფნოდათ. გარდა ამისა, დედაჩემს დამხმარე აღარც
დასჭირვებია, ისედაც მთელი ქალაქი ეხმარებოდა: მეორე დილას ეკლესიისკენ
მიმავალნი, მოედნამდეც არ ვიყავითო მისულნი, მიამბო გაუნმა, პირველივე გზად
შემოყრილი ქალი მხიარულად შეგვეხმიანა - წუხანდელი ამბავი უკვე გავიგეო.
- რას მეუბნებით? - შეეხალისა თურმე იმ ქალს დედაჩემიც.
გზად შეხვედრილ მეორე მანდილოსანს (ბაირონის წრისა და კოტილიონის კლუბის
წევრს) უთქვამს:
- სულ იმას კი ვამბობდი - რამდენად უფრო გაგვიადვილდებოდა ცხოვრება, მარტო
იმას რომ ვიჯერებდეთ, და იმასაც მთლად არ ვენდობოდეთ, რასაც საკუთარი თვალით
ვიხილავთ-მეთქი.
- რას მეუბნებით? - ამ მანდილოსანსაც ისევე შეხალისებია დედაჩემი.
ბაირონის წრე და კოტილიონის კლუბი - ორივე ერთადაც და ცალ-ცალკეც ყველაფრის საზომად იყო მიჩნეული. ბიძია გევინიც შეეშვა სნოუპსებზე ლაპარაკს. ესე
იგი, გაუნის ნათქვამის მიხედვით, თითქმის საერთოდაც აღიკვეთა ლაპარაკი. საიმისოდ
აღარც ეცალა თითქოს, რომ აზრი მოეკრიბა და ლაპარაკი საუბრად, ხელოვნებად
ექცია, - ეს კი ყოველი კაცის მოვალეობად მიაჩნდა. საიმისოდ აღარც ეცალა თითქოს,
რომ რაიმე მოემოქმედა, და იმასღა ელოდებოდა, თავისით როდის მოხდებოდა რაიმე,
ვითომ ლოდინი ერთადერთი საშუალება ყოფილიყოს იმ რაიმეს თავისით მოსახდენად.
უფრო მეტიც, კი არ ელოდებოდა მხოლოდ, არამცთუ შემთხვევას არ გაუშვებდა
ხელიდან, რითიმე მიშველებოდა დედაჩემს, ათასგვარ წვრილ-წვრილ საქმესაც იგონებდა
სამისოდ, ასე რომ, თვითაძრახების დროსაც თითქოს ორი კურდღლის ერთად დაჭერას
აპირებდა ამით.
საამდროოდ ფიცხად, ნაწყვეტ-ნაწყვეტად ლაპარაკი დასჩემებია. მისი სიტყვები ხშირად
აღარაფრით უკავშირდებოდა იმას, რასაც დედაჩემი, მამა და ბაბუა ამბობდნენ წამის
წინ; ჩვეულებისამებრ, უბრალოდ კი აღარ ააკაკანებდა ხოლმე თავის ტყვიამფრქვევს
(როგორც თვითონვე იცოდა თქმა), მოუზომველ ქება-დიდებას გადმოაფრქვევდა
უეცრად, იმდენად გადაჭარბებულს, რომ ცამეტი წლის გაუნიც კი ხვდებოდა ნამეტანიაო. ეს ქება-დიდება რომელსამე ჯეფერსონელ ქალს მიემართებოდა, ვინმე
იმათგანს, ვისაც თვითონ გევინ ბიძიაც და დედაჩემიც მთელი სიცოცხლე ისედაც
იცნობდნენ, ასე რომ, ყოველ მათგანთან მათი დამოკიდებულება, მათი შეხედულება
დიდზე დიდი ხნის წინ იყო ცნობილი. და მაინც, მთელ თვეს, ყოველ სამ-ოთხ
დღეში ერთხელ, სუფრას მიმჯდარი გევინ ბიძია უცებ შეწყვეტდა გულმოდგინე ღეჭვას
და, რასაც უნდა შეხებოდა პაპაჩემის, დედასა და მამას საუბარი, ამ საუბარში, ასე
რომ ვთქვათ, ლამის თმით ჩაითრევდა ხოლმე მორიგ მანდილოსანს: თანაც ბაბუას კი
არ მიმართავდა, არც მამაჩემს და გაუნს, უშუალოდ დედას ამცნობდა, თუ რაოდენ
გულკეთილი იყო, ან რაოდენ ლამაზი, ან - გონიერი, ან კიდევ - თავშესაქცევი ერთი
იმ ქალთაგანი, რომელსაც დედაჩემი ისედაც შეზრდოდა თითქმის.
დიახ, დიახ, ის მანდილოსნები ყველანი ბაირონის წრისა და კოტილიონის კლუბის ან
ერთ-ერთი მათგანის წევრები იყვნენ (მარტო დედამ იცოდა ალბათ, რომ გევინ ბიძია
ცდილობდა, მაინცდამაინც კოტილიონის კლუბი დაენარჩუნებინა), და ჩვენიანები უმალ
ხვდებოდნენ, რომ კიდევ ერთი მათგანი სწვეოდა ვიზიტით მისის ფლემ სნოუპსს.
ოღონდ გაუნი ბოლოს და ბოლოს გაკვირდა - ყოველთვის რანაირად იგებს გევინ ბიძია
მავანი და მავანი მანდილოსნის ვიზიტის ამბავს, როგორ ამოშლის ხოლმე იმათი
სიიდან, ვინც ჯერაც არ არის იქ ნამყოფი, ან იმათ სიაში როგორ შეაქვს, ვინც
ნამყოფია, ერთი სიტყვით, სათვალავს როგორ უძღვებაო? ჰოდა, გაუნმა დაასკვნა იქნებ მისის სნოუპსის სახლს უთვალთვალებსო ბიძია გევინი. არადა, ნოემბერი იყო,
მშვენიერი სანადირო ამინდი იდგა და, რაკი გაუნი ფეხბურთის გუნდს უკვე
ჩამოხსნოდა, მასა და ტაპს (ტაპი ალეკ სენდერის უფროსი ძმა გახლდათ, ოღონდ,
ჩემი არ იყოს, იმხანად არც ალეკ სენდერი ყოფილა დაბადებული. მე იმის თქმა
მინდა, ტაპიც ჩვენი გასტერის ვაჟი იყო-მეთქი, და, რადგან გასტერის ქმარსაც ტაპი
ერქვა, მამას - უფროს ტაპს, ხოლო ვაჟიშვილს - უმცროს ტაპს ეძახდნენ) სკოლის
მერე ყოველდღე შეეძლოთ ეკურდღლავათ გევინ ბიძიას ნაჩუქარი ტერიერებით. მაგრამ,
ნაცვლად ამისა, გაუნი თითქმის მთელი კვირა ყოველ საღამოს მისტერ სნოუპსის
სახლის უკან ხევში იყო ჩასაფრებული და იმ სახლს კი არ ზვერავდა, იმაზე ეჭირა
თვალი - გევინ ბიძია ხომ არ არის სადმე ჩამალული, რათა უთვალთვალოს, ამჯერად
რომელი მანდილოსანი ეწვევაო ვიზიტით მისის სნოუპსს. რადგან იმხანად გაუნი
ცამეტი წლის იყო, მეტის კი არა, და მარტოოდენ გევინ ბიძიას უთვალთვალებდა;
შემდეგში, დიდი ხნის მერეღა მოუსაზრებია - ცოტა მეტხანს რომ ვმჯდარიყავი ხოლმე
იმ ხევში და უკეთაც მედარაჯა, მისტერ დე სპეინსაც შევისწრებდი და დავინახავდი უკანა ფანჯარაში როგორ მიძვრება ან გარეთ როგორ მოფორთხავსო; ხომ მთელი
ჯეფერსონი გულდაჯერებული იყო - ასე ხდებაო ეს ამბავი, ასე რომ, გაუნს ისეთი
რამე ეცოდინებოდა, რისთვისაც ბევრ ჯეფერსონელს აართმევდა თითო-ოროლა
დოლარს.
ოღონდ, თუკი გევინ ბიძია მართლა იმალებოდა იმ ხევში, გაუნმა მაინც ვერც ერთხელ
ვერ შეისწრო. მეტიც: გევინ ბიძიასაც არც ერთხელ არ შეუსწრია გაუნი იქ. რადგან
დედაჩემს ოდესმე რომ შეეტყო - გაუნი მისტერ სნოუპსის სახლის უკან ხევში იმალება
იმის მოვარაუდე, რომ გევინ ბიძიაც იქ იმალებაო, მაშინ, გაუნის თქმის არ იყოს,
იმას ვერ იტყოდი, გევინ ბიძიას რა დღეს დააყრიდა, მაგრამ გაუნს რასაც
დამართებდა, ამის მიხვედრა კი შეიძლებოდა. იქნებ უარესიც მომხდარიყო: ერთიც
ვნახოთ და, მისტერ სნოუპსს შეეტყო - გაუნს იმის ეჭვი აქვს, რომ გევინ ბიძია ხევში
იმალება და მის სახლს უთვალთვალებსო. ან ამაზე უარესიც: ერთიც ვნახოთ და,
მთელ ქალაქს შეეტყო - გაუნი ხევში იმალება, რადგან ეჭვი აუღია - გევინ ბიძია იქ
იმალებაო.
მაგრამ როცა კაცი ცამეტი წლისაა და მეტის არა, თვითონაც ვერ ხვდება ხოლმე, რასაც
აკეთებს, და მაშინ არც არაფრის ეშინია. დღემდე მაგონდება, რას არ ვაკეთებდით მე
და ალეკ სენდერი ასევე მიუმხვდარად, და დღემდე მიკვირს - საერთოდ როგორ
აღწევენ-მეთქი პატარა ბიჭები მოწიფულობის ასაკამდე ცოცხალნი. მახსოვს, თორმეტის
გავხდი. ის-ის იყო, გევინ ბიძიამ თოფი მაჩუქა; ეს უკვე მას შემდეგ ხდებოდა
(მამაჩემის განმარტებისამებრ), რაც მისის სნოუპსმა გევინ ბიძია იძულებული გახადა,
ჰაიდელბერგში დაესრულებინა განათლების მიღება; მერე გევინ ბიძია ომშიც იყო, მერე
დაბრუნდა კიდეც და მისთვის ზედგამოჭრილი ადგილიც უბოძეს - ოლქის
პროკურორად აირჩიეს. ჰოდა, ერთ შაბათს ხუთნი წავედით საკურდღლაოდ - მე, სამი
თეთრკანიანი ბიჭი და ალეკ სენდერი კიდევ. ციოდა, ასეთ სუსხიან ამინდს ჯერ არ
მოვსწრებოდით. ხერიკენ-კრიკს რომ მივატანეთ, დავინახეთ, რომ რუ სულ ერთიანად
ყინულით დაფარულიყო, და ბჭობა შეგვექნა - ვინ რამდენად დაახტებაო ყინულს.
ალეკ სენდერმა გვითხრა - ოთხივენი თითო-თითო დოლარს თუ მომცემთ,
დავახტებიო. ჩვენ დავყაბულდით და მაშინვე, ვიდრე მის შეჩერებას მოვასწრებდით,
ალეკ სენდერი, როგორც იყო ჩაცმული, ისევე წამოვარდა და ყინულით გადაფარულ
რუში ისკუპა.
ამოვათრიეთ წყლიდან, სანამ ტანზე იხდიდა, ცეცხლი დავანთეთ, ჩვენ-ჩვენს
სამონადირო კურტაკებში შევფუთნეთ და მისი ტანისამოსის შრობას შევუდექით, რათა
სამოსი არ შეყინულიყო, ბოლოს ისევ ჩავაცვით და ამ დროს გვითხრა - კარგი, ახლა
დოლარ-დოლარი მომეცითო.
ამაზე აღარ გვიფიქრია. იმ დროს მისისიპის შტატის ქალაქ ჯეფერსონში, და,
საერთოდ, მთელ მისისიპის შტატშიც, არც ერთ ჩემს ნაცნობ ბიჭს დოლარიანი
არასოდეს ჰქონია, ჰოდა, ოთხი ბიჭიდან ოთხივეს ერთბაშად რომ ჰქონოდა თითოს
თითო დოლარი, ამის წარმოდგენაც არ შეიძლებოდა. ასე რომ, სავაჭროდ შეგვექნა
საქმე. ჯერ ბაკ კონნორსი მოურიგდა: ალეკ სენდერმა უთხრა - შენც თუ დაახტები
ყინულს, დოლარი მიპატიებიაო. ბაკი დაახტა და, სანამ იმას ვაშრობდით, მე ვთქვი:
- რაკი დახტომა გვიწევს, მოდი, ყველანი ერთად დავახტეთ და მოვათაოთ ეს ამბავი.
ის იყო, დავიძარით კიდეც რუსკენ, რომ ალეკ სენდერი აყვირდა - თეთრკანიან ბიჭებს
ჩემი გასულელება გინდათ, ზანგი რომ ვარ, იმიტომო, რაც მე გავაკეთე, იმის
გაკეთებით აპირებთ, დოლარ-დოლარი შეირჩინოთო. ისევ ვაჭრობა მოგვიხდა.
მომდევნო ეშლი ჰოლკომი იყო. ეშლი ხეზე აძვრა და, როცა ალეკ სენდერმა უთხრა გეყოფა ასვლაო, თვალდახუჭული გადმოხტა და ალეკმა დოლარი აპატია. მერე ჩემი
ჯერი დადგა და ვიღაცამ თქვა - რადგან ალეკის დედა ამათი მზარეულია და ეს და
ალეკი დაბადებიდან შეზრდილები არიან, ალეკ სენდერი სულ უბრალო რამეს
გააკეთებინებსო. მაგრამ ალეკ სენდერმა თქვა - არა, მაგაზე მეც ვიფიქრე და სწორედ
ამიტომ ამას ეშლიზე მეტი უნდა მოვთხოვოო, და ზედ ასკილის ბუჩქებზე
გადმომდგარი ხე შეარჩია საჩემოდ. რაღა თქმა უნდა, გადმოვეშვი; ისე მომეჩვენა,
ქარ-ცეცხლში ჩავხტი-მეთქი, ხელები და სახე დამეკაწრა, შარვალი დამეხა. ოღონდ
სამონადირეო კურტაკი ახალთახალი მეცვა, მტკიცედ ნაკერი (გევინ ბიძიას გერმანიიდან
გამოუგზავნია, როგორც კი ჩემი დაბადების მაუწყებელი დეპეშა მისვლია დედასგან;
ჰოდა, როცა იმდენად წამოვიზარდე, რომ მისი მორგება შევძელი, ყველანი ამბობდნენ
- ამაზე ლამაზი კურტაკი მთელ ჯეფერსონში არ მოიძებნებაო), ასე რომ, კურტაკი
ძალიან არც დაფხრეწილა, ჯიბე აეხა მხოლოდ. დარჩა ჯონ უესლი რობეკი და
ამასობაში ალეკ სენდერმა, ეტყობა, მოისაზრა - უკანასკნელი დოლარიც ხელიდან
მეცლებაო; რადგან, რას არ აღუთქვამდა უესლი, მაგრამ ალეკი არაფრით არ
თანხმდებოდა. ბოლოს უესლიმ შესთავაზა: რიგრიგობით ყველაფერს თავიდან გავაკეთებ
- ჯერ ყინულს დავახტები, მერე ორივე იმ ხიდან ცალ-ცალკე გადმოვეშვებიო, მაგრამ
ალეკი მაინც უარზე იყო. საბოლოოდ ერთ რამეზე მორიგდნენ, თუმცა ამგვარი
გარიგება ალეკ სენდერის მიმართ რაღაცნაირად, უსამართლობა გამოდიოდა, რადგან ამ
ორი წლის წინ ჯონ უესლის იმ ბერიკაცმა - ებ სნოუპსმაც მიაყოლა ზურგში საფანტი,
ასე რომ, ჯონ უესლისთვის ეს ამბავი პირველი არ ყოფილა, - იქნებ ამიტომაც
დაჰყაბულდა ასეთ პირობას. მორიგებით კიდევ ამნაირად მორიგდნენ: ჯონ უესლიმ
ჩემი სამონადირო კურტაკი აიღო და თავისაზე მოიცვა, რადგან უკვე მიხვედრილი
ვიყავით, რომ ჩემი კურტაკი ყველაზე გამძლე იყო, მერე ეშლის სვიტერი გამოართვა
და თავ-კისერი დაიბურა, ჩვენ ოცდახუთი ნაბიჯი გადავთვალეთ, ალეკ სენდერმა
თავისი თოფი ცალი ტყვიით გატენა, და ვიღაცამ, იქნებ მე ვიყავი სულაც, ძალიან
ნელა დაიწყო თვლა - ერთი, ორი, სამი; და როცა იმ ვიღაცამ - ერთიო, ჯონ
უესლიმ მოკურცხლა, ჰოდა, - სამიო, იმ ვიღაცამ როცა თქვა, ალეკ სენდერმა ჯონ
უესლის ზურგში ესროლა; მერე ჯონ უესლიმ მე და ეშლის კურტაკი და სვიტერი
დაგვიბრუნა და ჩვენც (უკვე გვიანი იყო) შინისკენ გავწიეთ. ოღონდ მე მთელი გზის
სირბილ-სირბილით გავლა მომიხდა, რადგან იმნაირი სიცივე მანამდე არასოდეს
დაეჭირა ჩვენს მხარეში, ხოლო ჩემი სამონადირო კურტაკი დასაწვავი შეგვექნა: იმის
თქმა უფრო ადვილი იყო - კურტაკი დავკარგე-მეთქი, ვიდრე იმის განმარტება, თუ
რატომ იყო იმ კურტაკის ზურგი ექვსი ნომერი საფანტით დაცხრილული ერთიანად.
მერე ისიც შევიტყვეთ, საიდან იგებდა გევინ ბიძია, თუ რომელი მანდილოსანი
ეწვეოდა ხოლმე ვიზიტით მისის სნოუპსს. თურმე მის ნაცვლად მამაჩემი აღრიცხავდა
ამ ამბავს. იმის თქმა როდი მინდა - მამაჩემი გევინ ბიძიასთან მსტოვრობდა-მეთქი.
ყველაზე ნაკლებად გევინ ბიძიასთვის დახმარების გაწევა, მისთვის მხარში ამოდგომა
ეხალისებოდა. გევინ ბიძიაზე მეტად ალბათ დედაზე იყო გამწყრალი იმ პირველ დღეს,
დედამ მისის სნოუპსის ნახვა რომ დააპირა; გეგონებოდათ, ის უნდა, რომ ორივეს
გადაუხადოსო - დედასაც და გევინ ბიძიასაც: გევინ ბიძიას იმის გამო, რომ მისის
სნოუპსთან დედას შევლა მისი მოფიქრებულიაო, დედას კიდევ იმის გამო, რომ აქვე,
გევინ ბიძიას და გაუნის გასაგონად ხმამაღლა თქვა - სტუმრობითაც ვესტუმრები და ეს
ამბავი დასაძრახიც არაფრით იქნებაო. სიმართლე რომ თქვას კაცმა, როგორც გაუნმა
მიამბო, მამაჩემი გაცილებით მეტს ფიქრობდა თურმე მისის სნოუპსზე, ვიდრე გევინ
ბიძია. საკმარისი იყო ხელების ფშვნეტით ოთახში შემოსულ მამას ეთქვა: „ფუი,
დაგწყევლის ღმერთი!“ - ან კიდევ რამე ამდაგვარი: „იღბალი არ გინდა?“ - უკვე
ყველამ ვიცოდით, რომ ან ის-ის იყო, მისის სნოუპსს გადაჰყროდა ქუჩაში, ან ამბად
შეეტყო - კოტილიონის კლუბის კიდევ ერთი მანდილოსანი ეწვიაო ვიზიტით მისის
სნოუპსს.
ბოლოს დეკემბერიც დადგა; ის იყო, დედამ გვიამბო - კოტილიონის კლუბმა ერთხმად
გადაწყვიტა,
საშობაო
მეჯლისზე
მისტერ
და
მისის
სნოუპსებს
მოსაწვევები
გავუგზავნოთო, ბაბუაც უკვე წამოდგა, ხელსახოციმაგიდაზე დადო და თქვა:
„მადლობელი ვარ სადილისთვის, მარგარეტ“, და გაუნმაც კარი გაუღო ბაბუას, რომ ამ
დროს მამაჩემმა თქვა:
- ცეკვებზე იწვევთ? მერე, რომ არ ეცოდინოს ცეკვა? - და გაუნმა თქვა:
- რად უნდა იმას ცეკვის ცოდნა? - და სიჩუმე ჩამოვარდა; გაუნმა მიამბო - ყველანი
ერთბაშად გაყუჩდნენ და მე შემომაჩერდნენო; ისიც მითხრა - თუმცა დედაშენი და
გევინ ბიძია და-ძმად მოუდიან ერთიმეორეს, მაინც ერთი ქალია, მეორე - მამაკაცი,
ჰოდა, მამაშენი იმათი სისხლისმიერი ნათესავი არც არის, ოღონდ სამივეს ზუსტად
ერთი და იგივე გამომეტყველება აღბეჭდოდა სახეზე, როცა შემომყურებდნენო. მერე
მამას უთქვამს დედაჩემისთვის:
- აბა, ერთი, აღვირით დაიჭირე, კბილებს გავუსინჯავ, შენ არ ამბობდი - ცამეტისაა,
მეტის არაო?
- რა ვთქვი ისეთი? - უკითხავს გაუნს.
- ჰო, რას ვამბობდით? - განაგრძო მამაჩემმა. - ჰო, ცეკვებიო, საშობაო მეჯლისიო.
- ახლა გევინ ბიძიას მიმართავდა: - კაცი არ ვიყო, მანფრედ დე სპეინი უკან თუ არ
გყავდეს მოტოვებული უკვე. ერთი საცოდავი ობოლი ბიჭია, არც ცოლი ჰყავს, არც
ტყუპისცალი დაი, ჯეფერსონის ყველა ლიტერატურული და სნობისტური კლუბის
დამფუძნებელი; ჰოდა, ფლემ სნოუპსის ცოლთან ის თუ შეუძლია, რომ... - ამ
სიტყვებამდეო, მიამბო გაუნმა, დედაშენი გევინ ბიძიასა და მამაშენს შორის იყო
ჩამდგარი, ორივესთვის მკერდზე ხელი ჰქონდა მიბჯენილი, რათა ერთიმეორეზე არ
მიეშვაო. მაგრამ ამ სიტყვებზე ორივენი - დედაც და გევინ ბიძიაც - მამასკენ
შებრუნებულან, დედაჩემს ცალი ხელით მამასთვის პირი დაუმუწავს, მეორით იმას
ცდილობდა თურმე, გაუნისთვის ყურები დაეცო; მერე დედასაც და გევინ ბიძიასაც
ერთი და იგივე ამოუძახიათ, ოღონდ გევინ ბიძიას დედასნაირად არ უთქვამს თავისი
სათქმელი:
- არ გაბედო, გესმის?
- თქვი, აბა, თქვი!
მამას ხმა აღარ ამოუღია. ოღონდ წინასწარ მამაც ვერ მიმხვდარა, კიდევ რა ჰქონდა
გულში ამოჭრილი მის ცოლისძმას:გევინ ბიძია იმას ცდილობდა თურმე, დედაჩემი
დაეყოლიებინა - კოტილიონის კლუბი იმ საშობაო მეჯლისზე მანფრედ დე სპეინს
სულაც ნუ მოიწვევსო.
- არ იქნება ეგ, დასწყევლოს ღმერთმა! - უთქვამს მამას.
- ვითომ რატომ არა? - შეეკითხა დედა.
- მანფრედ დე სპეინი ქალაქის მერია, - უთხრა მამამ.
- ქალაქის მერი ხალხის მსახურია, - თქვა დედამ. - რაღა თქმა უნდა, მთავარი
მსახურია, მაჟორდომი. მაგრამ მაჟორდომს იმის გამო არავინ სტუმრად არ ეპატიჟება,
მაჟორდომი რომაა. სტუმრად ამისდა მიუხედავად იწვევენ ხოლმე.
მაგრამ მერმა დე სპეინმა მიწვევა მაინც მიიღო. იქნებ დედამ, გევინ ბიძიას სურვილის
საწინააღმდეგოდ, ეს მიწვევა სწორედ იმ მიზეზის გამო არ გააუქმა, მამასთან
საუბრისას რომ ახსენა, განმარტა და დააზუსტა კიდეც: მე და ჩემი კოტილიონის
კლუბი სულაც არ ვართ ვალდებულნი, მანფრედ დე სპეინი მოვიწვიოთ იმის გამო,
რომ ქალაქის მერი არისო; ჰოდა, ეს რომ დაემტკიცებინათ, ადგნენ და მიიწვიეს
ქალაქის მერი. მარტო მამაჩემი იყო, ეს მიზეზი რომ არ ირწმუნა:
- არა, მე ვერ გამაბრიყვებთ, თვალში ნაცარს ვერ შემომაყრით. თქვენ სკანდალი
გინდათ, ნეტავი რამე მოხდესო, იმას ნატრობთ. შფოთი გიყვართ. თქვენ ის გინდათ,
ეს ორი მამლაყინწა ერთიმეორეს ეძიძგილაოს თქვენ გამო - დედლების გამო. სადაც
გინდა, იქ შერეკავთ, ოღონდ კი ერთმა სისხლი ადინოს მეორეს; იმიტომ, რომ
სისხლის ყოველი წვეთი, ყოველი ამოლურჯებული თვალი, ანდა ყველას დასანახავად
გადაფხრეწილი საყელო, ტანსაცმლის ნაფლეთი და ლაფში ამოსვრილი შარვალი
თქვენთვის იგივეა, რაც ხელახალი გულის მოფხანა მამაკაცთა მოდგმაზე, რომელსაც
დამონებული ჰყავხართ, დღედაღამ ტყვედ გამომწყვდეული, ჰოდა, იმის მეტი
აღარაფერი გაქვთ საქმე, რომ ის მამაკაცები დააპუროთ და დროდადრო ტელეფონით
იჭორაოთ. რომც არ არსებულიყო კლუბი, სადაც ორი კვირის მერე მეჯლისის მოწყობა
შეიძლებოდეს, კაცობას ვფიცავ, ახალს ჩამოაყალიბებდით, ოღონდ კი მისის სნოუპსი
მიგეწვიათ გევინ სტივენსთან და მანფრედ დე სპეინთან ერთად. თუმცა ამჯერად
ტყუილუბრალოდ ფლანგავთ დროსაც და ფულსაც - გევინი ჩხუბის ატეხას თავს ვერ
მოაბამს.
- გევინი ჯენტლმენია, - თქვა დედამ.
- აბა, რა, - მიუგო მამამ. - არ უნდა-მეთქი, იმას კი არ ვამბობ, როგორ ატეხოს,
ის არ იცის. არა, არ სინჯავსო, ვერც ამას იტყვი კაცი. რისიც ძალა შესწევს,
ყველაფერს შეეცდება. ისე, ვერ შეძლებს, იმნაირი დაკა-დაკა წამოიწყოს, რომ მანფრედ
დე სპეინისთანა კაცი ჩაითრიოს ამ ამბავში.
მაგრამ მისტერ დე სპეინმა რაც გაეწყობოდა, ყველაფერი მოიმოქმედა საიმისოდ, რათა
გევინ ბიძიასთვის ესწავლებინა, თუ როგორ უნდა ჩხუბის ატეხა. ეს ამბავი იმ დღეს
წამოიწყო, როცა მოსაწვევები დაგზავნეს და დე სპეინსაც მიუვიდა. მანამდე, ადრე,
თავისი წითელი სამარულო ავტომობილი როცა შეიძინა, უპირველეს ყოვლისა ის
გააკეთა, რომ სირენა დაუყენა ავტომობილს, და მერად მისი არჩევის დღემდე, იმ
სირენის ხმა აყრუებდა მთელ ქალაქს. ამის შემდეგ ცოტა ხანში ლიუშუს ჰოგენბეკმა
ვიღაც დაიყოლია (ვგონებ, მისტერ როტ ედმონდსი, ანდა იქნებ მისტერ დე სპეინიც,
რადგან ლიუშუსის მამა - ბუნ ჰოგენბეკი ჯერ კიდევ იმ დროს, როცა მაიორი დე
სპეინი სანადირო ადგილებს ფლობდა, ამ მაიორ დე სპეინს, აგრეთვე მისტერ როტის
მამას - ედმონდს მაკკაზლინს და ბიძამისს - აიკ მაკკაზლინს ემსახურებოდა,რაღაც
კურძვალის - მეძაღლის - ერთგული პარასკევას მაგივრობას უწევდა), ნახმარი პიკაპის
საყიდლად თამასუქი აწყალობებინა და ტვირთის გადაზიდვას თუ ხალხის გადაყვანგადმოყვანას მიჰყო ხელი. სირენა ამასაც ეყენა ავტომობილზე. ჰოდა, კვირაობით,
ნასადილევს, ჯეფერსონელ მამაკაცთა ნახევარი თავ-თავიანთ ცოლებს გამოეპარებოდა
ხოლმე შინიდან, გზის სწორ მონაკვეთზე იყრიდნენ თავს, ქალაქიდან, ასე, ორ მილზე
(თუმცა ხმაური უფრო შორიდანაც ისმოდა, როცა იმ მხრიდან უბერავდა ქარი), და იქ
მისტერ დე სპეინი და ლიუშუსი ეჯიბრებოდნენ ერთიმეორეს. ამ მარულაში
მონაწილეობისთვის ლიუშუსი ყოველ მგზავრს თითო ნიკელს ართმევდა, ხოლო მისტერ
დე სპეინი უფასოდ სვამდა ყველას.
და უცებ პირველი, რაც მისტერ დე სპეინმა მოიმოქმედა მერად არჩევის შემდეგ, ის
იყო, რომ ბრძანება გამოსცა - ქალაქის ფარგლებში სირენის აყვირება აკრძალულიაო.
ასე რომ, მრავალ წელიწადს ჩაევლო უკვე, რაც სირენის ხმა აღარავის გაეგონა. და
უეცრად, ერთ დილას, სწორედ ის ხმა შემოგვესმა. უკეთ, ჩვენებს შემოესმათ, ბაბუას, დედას, მამას, გევინ ბიძიას და გაუნს, - რადგან სირენა ზედ ჩვენი
ფანჯრების
ძირში
აკივლებულა
დილაადრიანად.
გაუნს
მაშინვე,
ფანჯარაში
გადახედვამდე უცვნია, ვისიც იყო ის მანქანა: ერთი რომ ლიუშუსის მანქანა სულ
სხვაგვარად ხმიანებდა, და, გარდა ამისა, თუ ქალაქის მერსარა, სხვას ვის უნდა
გაებედა კანონად ქცეული ბრძანებულების დარღვევა? ის იყო, რაღა თქმა უნდა:
წითელი მანქანა კუთხეს მიჰფარებია და სირენაც მაშინვე ჩაჩუმებულა, როგორც კი
ჩვენს სახლს გასცილდა თურმე. ჰოდა, გევინ ბიძია იჯდა თავისთვის და საუზმეს
შეექცეოდა, ვითომც არაფერი მომხდარიყოს.
შუადღისას სკოლიდან მობრუნებულმა გაუნმა ჩვენი სახლისკენ რომ შემოუხვია, ისევ
მოესმა სირენის ხმა: მისტერ დე სპეინს რამდენიმე კვარტალით გაეგრძელებინა გზა,
ოღონდ კი ჩვენი სახლის წინ მეორე სიჩქარით ჩაევლო სირენააკივლებულს. და ამის
შემდეგაც, დედა, მამა, გევინ ბიძია და გაუნი სადილობას რომ უნდა მორჩენილიყვნენ;
ჰოდა, დედაჩემი ქვადქცეულივით იჯდა და არსაით იყურებოდა, მამა გევინ ბიძიას
უმზერდა, გევინ ბიძია კი იჯდა და კოვზით ყავას ურევდა, თითქოს ფინჯანში კოვზის
წკარუნის გარდა მთელ ქვეყნიერებაზე სხვა რამე ხმაური არც არსებულიყოს.
და ერთხელ კიდევ, ასე, ექვსის ნახევარზე, შებინდებისას, როცა მედუქნეებიც,
ექიმებიც,
ადვოკატებიც,
მერებიც,
საერთოდ,
მთელი
ის
ხალხი
შინისკენ
მიეშურებოდა, რათა გუნებიერად ევახშმა და ხვალ დილამდე სახლიდან ფეხი აღარ
გამოედგა; ამჯერად გაუნმა იმასაც კი მოატანა თვალი, რომ, როდესაც დე სპეინმა
სახლს ჩაუქროლა, გევინ ბიძია სირენის ხმას აყურადებდა. უკეთ, გევინ ბიძია ამჯერად
აღარავის უმალავდა, რომ ესმოდა იმ სირენის კივილი: თავი აუღია და ისე სჭერია
გაზეთი ხელში, ვიდრე სირენა ხმიანებდა და მერე ჩაჩუმდა, როცა დე სპეინი ჩვენს
სახლს გასცილდა და პედალს ფეხი მოაშორა; გევინ ბიძიასაც აუღია თავი და ბაბუასაც,
როცა მანქანამ ჩაიქროლა, ოღონდ ამჯერად ბაბუა ოდნავ შეჭმუხნილა, ხოლო გევინ
ბიძიას არაფერი დასტყობია, ისე იჯდა და იცდიდა უშფოთველად. და გაუნს თითქოს
ესმოდა კიდეც მისი ნათქვამი: მორჩა და გათავდა. მეოთხედაც ხომ უნდა ჩამოევლო,
ისე ვერ მოხვდებოდა თავისი სახლის გზაზე.
და მართლაც, მეტი აღარაფერი გაუგონიათ აღარც ვახშმობისას, აღარც ნავახშმევს, როცა
ყველანი გავიდნენ კაბინეტში, სადაც დედაჩემი საქანაო სავარძელში მოკალათდებოდა
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ქალაქი - 05
  • Parts
  • ქალაქი - 01
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 1948
    28.4 of words are in the 2000 most common words
    39.5 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 02
    Total number of words is 3992
    Total number of unique words is 1824
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 03
    Total number of words is 3892
    Total number of unique words is 2027
    28.8 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 04
    Total number of words is 4126
    Total number of unique words is 1771
    33.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 05
    Total number of words is 3979
    Total number of unique words is 1874
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 06
    Total number of words is 3952
    Total number of unique words is 1875
    31.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 07
    Total number of words is 3971
    Total number of unique words is 1883
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 08
    Total number of words is 3954
    Total number of unique words is 1822
    30.2 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 09
    Total number of words is 3924
    Total number of unique words is 1905
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 10
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 1912
    29.8 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 11
    Total number of words is 3974
    Total number of unique words is 1897
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 12
    Total number of words is 4111
    Total number of unique words is 1678
    32.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 13
    Total number of words is 4103
    Total number of unique words is 1775
    34.3 of words are in the 2000 most common words
    46.5 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 14
    Total number of words is 3967
    Total number of unique words is 1939
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.4 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 15
    Total number of words is 3895
    Total number of unique words is 1868
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    50.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 16
    Total number of words is 3993
    Total number of unique words is 1860
    33.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 17
    Total number of words is 4054
    Total number of unique words is 1839
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 18
    Total number of words is 4154
    Total number of unique words is 1727
    33.2 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 19
    Total number of words is 3843
    Total number of unique words is 1854
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.2 of words are in the 5000 most common words
    46.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 20
    Total number of words is 3871
    Total number of unique words is 1877
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.9 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 21
    Total number of words is 4048
    Total number of unique words is 1843
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.9 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 22
    Total number of words is 4060
    Total number of unique words is 1866
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.4 of words are in the 5000 most common words
    50.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 23
    Total number of words is 3959
    Total number of unique words is 1758
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 24
    Total number of words is 4043
    Total number of unique words is 1842
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 25
    Total number of words is 3466
    Total number of unique words is 1703
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.