Latin
Total number of words is 3924
Total number of unique words is 1905
31.2 of words are in the 2000 most common words
43.0 of words are in the 5000 most common words
49.4 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
გაშინაურებულიყო როგორმე. უფრო სწორად, დედაჩემი იტყოდა ხოლმე ასე გაშინაურებას ცდილობსო.
ოღონდ, ეტყობა, იმანაც ვეღარ შეძლო ხეირიანად გაშინაურებულიყო, ეტყობა, ომმა
ისიც წაახდინა. მონტგომერი უორდ სნოუპსის ამბავს მოგახსენებთ. როგორც ჩანს,
ომიანობას ვერაფრით გადაეჩვია, შინ ვეღარ ბრუნდებოდა. ჰოდა, ბაიარდ სარტორისი
დაბრუნებით კი დაბრუნდა, მაგრამ გაშინაურებით ვეღარ გაშინაურდა და ისეთი
სისწრაფით დაქრიალებდა სარტორისის კარ-მიდამოსა და ჯეფერსონს შუა, რომ
პოლკოვნიკი
სარტორისი,
რომელსაც
ავტომობილები
ბაბუაჩემზე
ნაკლებად
არ
ეჯავრებოდა და ავტომობილის ყიდვის მოსურნე კაცისთვის ბანკიდან სესხიც არ
ემეტებოდა, თავის ეტლსა და სანაქებო ცხენებს შეეშვა და ბაიარდის მანქანით შეუდგა
მგზავრობას იმის მოიმედე, რომ, ვიდრე ბაიარდს თვითონ არ გამოსვლია წირვა ან
სხვა ვიღაცა არ გაუსტუმრებია საიქიოს, იქნებ სისწრაფეს მოუკლოსო.
ბოლოს
და
ბოლოს,ბაიარდმა
ჩვენი
(იოკნაპატოფას
მოწიფული
ხალხის)
მოლოდინისამებრ მაინც გაისტუმრა საიქიოს ერთი კაცი და ის კაცი ბაბუამისი გახლდათ
სწორედ. ჩვენ ის არ ვიცოდით, პოლკოვნიკ სარტორისს ცუდი გული თუ ჰქონდა;
პიბოდის, ექიმს, სამი წლის წინ უთქვამს მისთვის ეს ამბავი და სასტიკად
გაუფრთხილებია - ავტომობილს სიახლოვესაც არ გაეკაროთო. მაგრამ პოლკოვნიკმა
სარტორისმა თავისი გასაჭირი არავის გაუმხილა, საკუთარ დასაც კი არ გაენდო თურმე,
მისის დიუ პრეს, მის ოჯახს რომ უძღვებოდა: ადგა და შვილიშვილს ჩაუჯდა
მანქანაში, ყოველდღე იმით მიდი-მოდიოდა სახლსა და ქალაქს შუა - იქნებ ბაიარდმა
ისე სწრაფად აღარ იქროლოსო (ის კი არა, იმდენი მოახერხეს, მის ნარცისა ბენბოუ
დაიყოლიეს როგორღაც, ცოლად შერთეს ბაიარდს, იმის იმედი ჰქონდათ, ასე უფრო
მალე გაშინაურდებაო). მაგრამ ერთ დილას ბაბუა და შვილიშვილი გორაკიდან თავქვე
რომ დაეშვნენ საათში, ასე, ორმოცდაათი მილის სიჩქარით, გზაზე ზანგების ოჯახით
დატვირთული ფურგონი შემოეჩეხათ, ხოლო ბაიარდმა - ბაბუა, მარჯვედ იყავიო, და
პირდაპირ ხევში გადაუხვია; ავტომობილი არ გადაბრუნებულა, ზიანიც არაფერი
მოსვლია, ისე შეჩერებულა ხევში, მაგრამ პოლკოვნიკი სარტორისი უძრავად იჯდა და
თვალები ჯერაც ღია ჰქონდა თურმე.
ასე რომ, ბანკი უპრეზიდენტოდ დარჩა და ჩვენ მაშინღა შევიტყვეთ, ვის ეკუთვნოდა
ყველა აქცია: თურმე პოლკოვნიკი სარტორისი და მაიორი დე სპეინი, მერ დე სპეინის
მამა, ორ ყველაზე დიდ პაკეტს ფლობდნენ სიცოცხლეში, ხოლო მესამე ფრანგისხეველი
ბილ უორნერის ყოფილა. ჰოდა, ჩვენ ვფიქრობდით - იქნებ ბაირონ სნოუპსმა მარტო
იმის წყალობით კი არ მიიღო ბანკში ადგილი, რომ მის წინაპარს პოლკოვნიკ
სარტორისის მამის ხელქვეითად ემსახურა კავალერიაში, იქნებ ბებერი ბილ უორნერის
ჩაურევლადაც არ მომხდარაო ეს ამბავი. ოღონდ ამაში გულდაჯერებულნი არასოდეს
ვყოფილვართ, რადგან პოლკოვნილ სარტორისს საკმაოდ კარგად ვიცნობდით და ისიც
მოგვეხსენებოდა, რომ მისთვის საკმარისი იყო ერთხელ დაზვერვაში წასულიყო, ანდა
თუგინდ ისე ჩამომჯდარიყო ლაშქრობისას ცეცხლის პირას ვინმესთან ერთად, რომ
მაშინვე გამოეცნო, რა კაციც იყო ის კაცი.
რაღა თქმა უნდა, მრავალი აქცია, იქნებ უფრო მეტიც, ვიდრე იმ სამის ხელში იყო,
წვრილ-წვრილად ბევრ ოჯახს ჰქონდა, ვთქვათ, კომპსონებს, ბენბოუებს, პიბოდებს,
მისის იუნის ჰებერშემს, ჩვენებს და კიდევ ჩვენი ოლქის ასობით ფერმერსაც. ოღონდ
პოლკოვნიკ სარტორისის ადგილას მერი დე სპეინი რომ აირჩიეს პრეზიდენტად, ჩვენ
მხოლოდ მას შემდეგ შევიტყვეთ (კაცმა რომ თქვას, სწორედ ამის წყალობით
შევიტყვეთ), რომ ერთი და ორი წელიწადი არ ყოფილა გასული, რაც მისტერ ფლემ
სნოუპსი, სადაც კი მოიხელთებდა, აქციებს ყიდულობდა თურმე - თითო-თითოს თუ
ათ-ათს ერთად; ეს აქციები მისტერ უორნერისა და მერ დე სპეინის მიერ მამისგან
მემკვიდრეობით მიღებულ აქციებთან ერთად საიმისოდ საკმარისი იქნებოდა,რომ ვიცეპრეზიდენტიდან პრეზიდენტად ქცეულიყო (იმდენი ამბავი ხდებოდა, რომ, ვიდრე, ასე
ვთქვათ, წყალი არ დაიწმინდა, ჩვენ ისიც ვერ შევნიშნეთ, რომ მისტერ ფლემ
სნოუპსიც ვიცე-პრეზიდენტი გამხდარიყო ამასობაში), თუნდაც რომ მისის დიუ პრესა
და ბაიარდის ქვრივს (თავად ბაიარდმა ბოლოს და ბოლოს წირვა გამოიყვანა, როცა
ახლა თვითმფრინავს ცდიდა ოჰაიოში - ამბობდნენ, იმ თვითმფრინავით გაფრენა სხვამ
არავინ ისურვა, ჰოდა, არც ბაიარდისთვის იყოო მაინცდამაინც აუცილებელი იმაში
ჩაჯდომა) ხმა არ მიეცათ მისთვის.
მერი დე სპეინი გადადგა, თავისი საავტომობილო სააგენტო გაყიდა და სწორედ დროზე
შეიქნა ბანკის პრეზიდენტი. პოლკოვნიკ სარტორისის ბანკი სახელმწიფო ბანკი იყო,
რადგან, რეტლიფის ნათქვამის არ იყოს, პოლკოვნიკმა სარტორისმა, ეტყობა, იცოდა,
რომ სოფლელი ხალხი ამას უფრო საიმედო ამბად მიიჩნევდა და ერთ ათიოდე დოლარს
უფრო გაიმეტებდა ბანკში შესატანად; ქვრივ-ობლებისას აღარაფერს ვამბობ იმიტომ,
რომ ქალებს, ქვრივებიც რომ არ ყოფილიყვნენ, მამაკაცთაგან წამოწყებული არავითარი
საქმე არ უწამებიათ არასოდეს, მით უფრო - ფულის საქმე. რეტლიფმა ისიც თქვა პრეზიდენტის შეცვლასთან დაკავშირებით მთავრობას ვისიმე მოვლინება მოუხდება,
რათა დავთრები შეამოწმონო, თუმცა კი წლიური რევიზიის დრო ჯერ არ დამდგარიყო;
ჰოდა, იმ დილას, რვა საათზე, ორი რევიზორი უკვე ბანკის წინ იდგა და იცდიდა კარს გაგვიღებენ და შეგვიშვებენო; ეს ამბავი ბაირონ სნოუპსს უნდა გაეკეთებინა,
ოღონდ ბაირონ სნოუპსი არსად ჩანდა. ასე რომ, იმათ მოუწიათ სხვა ვისმე
დალოდებოდნენ, გასაღების მქონეს; და კარი მისტერ დე სპეინმა გააღო.
ჰოდა, ცხრის თხუთმეტ წუთზე, როცა დაახლოებით ცამეტი წუთი იყო გასული მას
შემდეგ, რაც რევიზორებმა ბაირონის დავთრების გასინჯვა დააპირეს, მისტერ დე
სპეინმა სნოუპსის სასტუმროში შეიტყო - წუხანდელ საღამოს აქეთ ბაირონი კაციშვილს
არ უნახავს, მას შემდეგ, რაც ცხრასა და ოცდაორ წუთზე სამხრეთის მატარებელმა
ჩაიარაო; ხოლო საშუადღეოდყველამ იცოდა, რომ ბაირონი ალბათ ტეხასში იყო უკვე,
თუმცა მექსიკამდე, ასე, ერთი დღის გზა კიდევ ექნებოდა დარჩენილი. ოღონდ
მთავარმა რევიზორმა ორი დღის შემდეგღა გამოთვალა დაახლოებით, რამდენი აკლდა
ფული; მაშინ ბანკის გამგეობა შეყარეს, მისტერ უორნერიც კი ჩამოვიდა, ზოგჯერ
წლობითაც რომ არ ჩნდებოდა ჯეფერსონში, ჰოდა, თითქმის მთელ წუთს უსმენდა
მთავარ რევიზორს და მერე თქვა:
- ჯანდაბას პოლიცია. ფრანგისხევში ააგზავნეთ ვინმე ჩემს რევოლვერზე და მერე
მომამხრობინეთ, რომელ მხარესაა გაქცეული.
მაგრამ ეს არაფერი იყო იმ ვაიუშველებელთან შედარებით, თავად მისტერ დე სპეინმა
რომ ატეხა, და მთელი ჯეფერსონი უმზერდა და უსმენდა ამ ამბავს, ხოლო მესამე
დღეს რეტლიფმა თქვა, თუმცა კი მე ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა: - აი,
რამდენი ყოფილან თურმე. ახლა ის მაინც ვიცით, მისის ფლემ სნოუპსი რა
ღირებულა. ახლა ბიძაშენი რომ დაბრუნდება, იმის ფიქრი აღარ მოუწევს - რამდენი
დავკარგეო, ზუსტად, უკანასკნელ ცენტამდე ეცოდინება, რაც კი დაუზოგავს. იმიტომ, რომ თვითონ ბანკმა არაფერი იზარალა. ბანკი ხომ სახელწმიფო იყო,
ბაირონის მიერ მოპარული ფული, ბაირონს დაიჭერდნენ თუ ვერ დაიჭერდნენ, მაინც
ანაზღაურდებოდა. ჩვენ მისტერ დე სპეინზე გვეჭირა თვალი. რაკი მამამისის ფული
პოლკოვნიკ სარტორისს ბანკის დაარსებაში შეეწია და თავად მისტერ დე სპეინი მისი
ვიცე-პრეზიდენტი იყო, პრეზიდენტადაც რომ არ აერჩიათ სწორედ ამ ამბის წინ, როცა
რევიზორებმა ბაირონ სნოუპსის დავთართა შემოწმება განიზრახეს, სულერთია, როგორც
ჩვენ ვფიქრობდით, იმას დაიჩემებდა, რომ მთელი ფული ანაზღაურებულიყო
უკანასკნელ ცენტამდე. ჩვენ იმის შეტყობას ველოდებოდით - დე სპეინმა თავისი
სახლი დააგირავაო, და, რაკი ამგვარი ხმა არ მოგვწვდენია, ისევ ის დავასკვენით საავტომობილო სააგენტოთი გაკეთებულა, ჩვენ რომ არ ვიცოდით, ფულისთვის თავი
ისე მოუყრიაო. იმიტომ, რომ მისგან სხვას არაფერს მოველოდით; ჰოდა, როცა
სახვალიოდ გამგეობის ხელახალი საგანგებო სხდომა მოიწვიეს, მეორე დღეს კიდევ
გამოაცხადეს - პრეზიდენტმა მოპარული ფული თავისივე ნებით საკუთარი სახსრების
ხარჯზე აანაზღაურაო, არც კი გაგვკვირვებია ეს ამბავი. რეტლიფის ნათქვამის არ
იყოს, იმდენად არ გაგვკვირვებია, რომ ორი თუ სამი დღის შემდეგღა მოვედით
აზრზე: კი, მაგრამ მგონი, ისიც მაშინ გამოაცხადეს - ფლემ სნოუპსი ბანკის ვიცეპრეზიდენტი შეიქნაო.
ახლა - წელიწადიც რომ გამოხდა - ორი უკანასკნელი ჯეფერსონელი ჯარისკაციც
ჩამობრუნდა სამუდამოდ, ანდა ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მაინც სამუდამოდ:
გევინ ბიძია ბოლოს და ბოლოს დაბრუნდა ომით გატანჯული ევროპიდან (რომლის
აღსადგენადაც იღვწოდა ამდენ ხანს) და ოლქის პროკურორადაც აირჩიეს, რამდენიმე
თვის შემდეგ კი მონტგომერი უორდ სნოუპსიც დაბრუნდა, ოღონდ, ბაიარდ
სარტორისის არ იყოს, ისიც ჯერჯერობით სამუდამოდ ჩამოვიდა. სამხედრო ფორმით
არც ის ყოფილა შემოსილი, შავი კოსტიუმი ეცვა და რაღაცნაირი საკვირველად
შეკერილი უსახელოო პალტო, თავზე შავი ველვეტის რაღაცა მოეგდო გვერდულად,
ხარის
ბუშტისნაირი,
ყელზე
კი
გრძელი,
ბოლოებგაშვებული
ჰალსტუხი
ეკონწიალებოდა, გრძელი თმა-წვერიც მოეშვა: და მის ჩამოსვლასთან ერთად
ჯეფერსონში ახალი სნოუპსური საქმე გამოჭახრაკდა. ვიტრინის მინაზე წარწერილი
სახელწოდება ამ ახალი დაწესებულებისა რეტლიფმაც ვერ განმიმარტა, და მე რომ კიბეს
ავუყევი, კაბინეტში შევედი (სადაც გევინ ბიძია ახალ წელიწადს ელოდებოდა, რათა
მისი დადგომისთანავე ოლქისპროკურორად ქცეულიყო) და ეს ამბავი ვუთხარი, გევინ
ბიძია მთელ ორ წამს არ შერხეულა, მერე კი წამოხტა და პირდაპირ კარისკენ
გაემართა.
- მაჩვენე სადაა, - მითხრა გევინ ბიძიამ.
იქითკენ წავედით, სადაც რეტლიფი გველოდებოდა. ის დაწესებულება შესახვევის
კუთხეში იყო მოთავსებული, გვერდითი კარიც შესახვევში გადიოდა. მღებავი ის იყო
ამთავრებდა საკვირველება რაღაცა ასოების გამოყვანას მინაზე:
მონტის ატელიე
შიგნით კიდევ, მინის მიღმა, მონტგომერი უორდი დავინახეთ. თავზე ისევ ის
ფრანგული რაღაცა დაეკოსებინა (გევინ ბიძიამ გვითხრა - ბასკური ბერეტი არისო),
ოღონდ პიჯაკი არ ეცვა. მაშინ შიგნით არ შევსულვართ. გევინ ბიძიამ თქვა: წავიდეთ. დაამთავროს ჯერ. - მაგრამ რეტლიფი არ წამოგვყვა. ასე თქვა:
- გავიხედოთ და ჩემი მიხმარება დასჭირდეს? - მაგრამ გევინ ბიძიამ ხელი ჩამკიდა.
- ატელიე ფოტოგრაფიას თუ ნიშნავს, ასე რატომ არ წააწერა? - ვიკითხე მე.
- ჰო-ო, - თქვა გევინ ბიძიამ. - მეც კი მინდა მაგ ამბის შეტყობა, - და თუმცა
რეტლიფი კი შევიდა შიგ, ნახვით ვერაფერი ნახა. იქიდან გამოსული ჩემნაირი
შესახედავი იყო.
- ფოტოგრაფიაო, - თქვა რეტლიფმა. - საინტერესოა, პირდაპირ ასე რატომ არ
წააწერა?
- გევინ ბიძაიამაც არ იცის, - მე მივუგე.
- მე კიდევ ვიცი, - თქვა რეტლიფმა.- არც მიკითხავს ვინმესთვის. ისე მოვინახულე
და მეტი არაფერი. - მე შემომხედა. მერე ორჯერ თუ სამჯერ თვალი დააფახულა. ფოტოგრაფია, - თქვა. - რაღა თქმა უნდა, შენ ჯერ პატარა ხარ საამისოდ.
ფოტოგრაფიული ატელიე გახლავს. - ისევ დააფახულა თვალი. - კარგი, მაგრამ რაში
სჭირდება? იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რასაც ომის დროს აკეთებდა, ისეთი კაცი
არ უნდა ბრძანდებოდეს, რომ წვრილმან რაღაცას დასჯერდეს, როგორც იოკნაპატოფელი
შინაყუდები ვართ შეჩვეული ნება-უნებურად.
მაგრამ მაშინ ვეღარაფერი შევიტყვეთ. რადგან მეორე დღეს იმან ბრძანა ფანჯარაზე
გაზეთები აეფარებინათ, ისე, რომ შიგნით ვეღარავის შეეხედა, კარიც ჩაკეტილი
ჰქონდა. ჩვენ ერთადერთს იმას ვხედავდით, რომ ფოსტაში სირსისა და როუბეკის მიერ
ჩიკაგოდან გამოგზავნილ ამანათებს იღებდა და დაბრუნებული კარს ისევ შეიკეტავდა
ხოლმე.
ჰოდა, ოთხშაბათს, საქალაქო გაზეთის მორიგი ნომერი რომ გამოვიდა, პირველი
გვერდის ლამის ნახევარი ეჭირა ვერნისაჟის მაუწყებელ განცხადებას, რომელშიც
ნათქვამი იყო: „განსაკუთრებით მანდილოსნებს ვიწვევთ“, ქვემოთ კიდევ ეწერა:
„ჩაი“.
- რაო? - ვკითხე. - მე მეგონა, ფოტოგრაფია იქნება-მეთქი.
- არის კიდეც, - თქვა რეტლიფმა. - ოღონდ შეგიძლია ერთი ფინჯანი ჩაიც დალიო
იქ შესულმა. ერთი კია, რომ ტყუილუბრალოდ დაიხარჯა. ყველა ჯეფერსონელი ქალი
და კაცების ნახევარი უამისოდაც მიაკითხავდნენ მარტო იმის გასაგებად - კარი
ჩაკეტილი რატომ ჰქონდაო.
დედაჩემს ისედაც უკვე ნათქვამი ჰქონდა - წავალო.
- შენ არ წამოხვალ, რაღა თქმა უნდა, - გევინ ბიძიას უთხრა დედამ.
- კარგი, გნებდებით, - თქვა გევინ ბიძიამ. - ესე იგი, კაცების უმეტესობაც მოვა. მართალიც აღმოჩნდა. გახსნის ცერემონია მთელ დღეს გაგრძელდა, რათა ყველა
მიმსვლელს შეძლებოდა მასში მონაწილეობა მიეღო. მონტგომერი უორდს მაინც ნაწილნაწილ მოუხდებოდა ხალხის შეშვება, მისი სავაჭრო ახლაც ისევე ცარიელი რომ
ყოფილიყო, როგორც იჯარით აღების დღეს. მაგრამ ახლა იმ სავაჭროში ათი კაციც ვერ
დაეტეოდა ერთად, იმდენად გამოეჭედათ ყოველგვარი ნივთით, თანაც გრძელ-გრძელი,
იატაკამდე ჩამოშვებული შავი ფარდები ეკიდა ყველგან, ხოლო როცა ფარდები
სპეციალური ბლოკების შემწეობით გადაიწეოდა, კაცს გეგონებოდა, ფანჯარაში
ვიხედებიო; ჰოდა, იმან ასე გვითხრა - ერთი ხედი პარიზის პანორამა არისო, მეორე
- სენის ხიდები და სანაპიროები, მესამე - ეიფელის კოშკი, მეოთხე - პარიზის
ღვთისმშობლის ტაძარიო; კიდევ ტახტები იდგა იქ, შავი ბალიშებით გაწყობილი,
მაგიდებზე კიდევ ვაზები ელაგა და პინაკები, რომლებშიც რაღაც იწვოდა და სურნელს
აკმევდა. თავდაპირველად ფოტოაპარატსაც ვერ შენიშნავდი კაცი. მაგრამ მერე იმასაც
შეამჩნევდი და უკანა კედელში დატანებულ კარსაც. და ამასობაში მონტგომერი უორდმა
ნაჩქარევად აღმოთქვა, დაიძრა კიდეც კარისკენ, ვიდრე იმის მოსაზრებას მოასწრებდა,
რომ მისთვის აჯობებდა, ასე არ ექნა:
- აქ ლაბორატორიაა. ჯერჯერობით დაკეტილია.
- ბატონო? - გევინ ბიძიამ უთხრა.
- აქ ლაბორატორიაა, - თქვა მონტგომერი უორდმა. - ჯერჯერობით დაკეტილია.
- თქვენ გგონიათ, ჩვენ იმას მოველით, რომ ლაბორატორია ხალხისთვის ღია იქნება?
- უთხრა გევინ ბიძიამ.
ოღონდ მონტგომერი უორდი უკვე მეორე ფინჯან ჩაის აწვდიდა მისის რაუნსველს. კი,
რაღა თქმა უნდა, ყვავილებიანი ვაზაც იდგა იქვე; გაზეთში ხომ სწორედ ასე იყო
დაბეჭდილი: „რაინსველის ყვავილები“; მაშინ იყო, გევინ ბიძიას რომ ვკითხე: „კი,
მაგრამ მისის რაუნსველის მეტი სხვა ვინ ყიდის ყვავილებს ჯეფერსონში, ჰა?“ ჰოდა,
გევინ ბიძიამ - რაუნსველის ქალმაალბათ განცხადების ფასის ნახევარი გადაიხადა და
უკანასკნელი დასაფლავებიდან შემონახული ექვსი ვარდის კოკორიც მიართვა, ოღონდ იმ
ვარდებს ხვალ-ზეგ ალბათ ხელახლა გაასაღებსო. მე იმ ქალის ვაჭრობას ვგულისხმობდი
და იმედია არ შევმცდარვარო. გევინ ბიძია წუთით კარს უმზერდა, მერე მონტგომერი
უორდს შეხედა, ჩაის როგორ უსხამდა მისის რაუნსველს. - ჩაით იწყება, - თქვა
ბოლოს.
მერე გამოვედით, ადგილი უნდა დაგვეცალა. - კი, მაგრამ ფულს სად იშოვის, თუ
ყველას უფასოდ ასვა ჩაი? - ვიკითხე მე.
- ხვალ აღარავის დაალევინებს, - მითხრა გევინ ბიძიამ. - ეს სატყუარა იყო,
ქალებისთვის მოწყობილი. ჰოდა, ახლა მე გეკითხები: ის რაღად დასჭირდა, რომ
ჯეფერსონელი მანდილოსნები ყველანი ერთ დღეს შეყრილიყვნენ მაგის ბუნაგის
სანახავად? - ახლა გევინ ბიძია სულ რეტლიფივით ლაპარაკობდა; რეტლიფი კიდევ
სწორედ ჩვენი ჩავლისას ვითომ შემთხვევით გამოვიდა კავეულის დუქნიდან.
- უკვე მიირთვით ჩაი? - უთხრა გევინ ბიძიამ.
- ჩაი, - თქვა რეტლიფმა. კითხვით არ უკითხავს. ისე თქვა. თვალს აფახულებდა
გევინ ბიძიას მაცქერალი.
- ჰო, - უთხრა გევინ ბიძიამ. - ჩვენცგეახელით. ოღონდ ლაბორატორია ჯერჯერობით
დაკეტილია.
- ვითომ უნდა გაიღოს? - იკითხა რეტლიფმა.
- კი, - მიუგო გევინ ბიძიამ. - ვიყავით იქ.
- იქნებ შევიტყო რამე, - თქვა რეტლიფმა.
- მაგის იმედიც გაქვთ? - უთხრა გევინ ბიძიამ.
- იქნებ ყური მოვკრა რამეს, - თქვა რეტლიფმა.
- მაგის იმედიც გაქვთ? - უთხრა გევინ ბიძიამ.
- იქნებ სხვამ შეიტყოს რამე, ჰოდა, იქნებ მე იქვე ვიდგე და ყური მოვკრა, - თქვა
რეტლიფმა.
ეს იყო და ეს, მონტგომერი უორდი მუქთი ჩაით აღარავის უმასპინძლდებოდა, ოღონდ
მცირე ხნის შემდეგ მის ვიტრინაში თანდათანობით ფოტოსურათები გამოჩნდა - სულ
ნაცნობ-ნაცნობი
ხალხი:
ქალები,
ბავშვებითურთ
იქნებოდა
თუ
უბავშვებოდ,
უფროსკლასელი მოწაფეები და სკოლის დამთავრებისას შეკერილ კაბებში გამოწყობილი
თვალადი
ქალიშვილები,
ანდა
ზოგჯერ
მივარდნილი
სოფლიდან
ჩამოსული
ახალჯვარდაწერილი წყვილი, შესახედად შებოჭილი, უხერხულ დღეში ჩავარდნილი,
ოდნავ გამომწვევი იერის მქონე; ჰოდა, კაცს შუბლზე ვიწრო ზოლი გასდევს თეთრად
- მზის განარუჯსა და შეკრეჭილ თმას შუა; ზოგჯერ კიდევ ორმოცდაათი წლის
შეუღლებული ცოლ-ქმარი, რომელსაც დიდზე დიდი ხანია ვიცნობდით, ოღონდ
მანამდე ვერ ვხვდებოდით, რამდენად დამსგავსებოდნენ ერთმანეთს, იმისაც თუ
აღარაფერს ვიტყვით, რომ ორივეს თანაბრად გაოცებული გამოხედვა ჰქონდა, თუმცა
ვერ გაიგებდი, რა აოცებდათ - ის ამბავი, რომ მათთვის სურათი გადაეღოთ, თუ ის,
რომ ამდენი ხანი გაეტარებინათ ერთად.
ჰოდა, მაშინაც კი, როცა ვინიშნეთ, რომ ვიტრინაში აგერ უკვე ორი წელიწადი
იქნებოდა, არამცთუ ერთი და იგივე ხალხი, ამ ხალხის ერთი და იგივე
ფოტოსურათები იყო გამოფენილი შეუცვლელად, თითქოს მას მერე, რაც მონტგომერი
უორდმა თავისი ატელიე გახსნა, ჯეფერსონში უცებ სკოლის დამთავრებაც შეეწყვიტოთ
და ჯვრისწერაც, და თითქოს ცოლ-ქმარნიც გადაშენებულიყვნენ, მონტგომერი უორდი
მაინც სულ დაკავებული იყო რაღაცით - კაცმა არ იცის, ახალ ფოტოსურათებს იღებდა
და ვიტრინაში არ ფენდა, თუ ძველებს ამრავლებდა და ასაღებდა, რათა ქირის
გადასახდელი ფული ეშოვა და უსახსრობის გამო ატელიე არ დაეხურა. დასაქმებული
გახლდათ და, ეტყობა, უმთავრესად ღამღამობით უხდებოდა მუშაობა ლაბორატორიაში,
რადგან ახლა ჩვენც ვიაზრებთ, რომ უმთავრეს საქმეებს ღამით აგვარებდა, თითქოს
უსიბნელოდ ვერ მოგვარდებოდა ის საქმეები. ჰოდა, კლიენტებად ახლა მეტწილად
მამაკაცები ჰყავდნენ, - დიდ ოთახში, სადაც გახსნის ცერემონია მოეწყო, ახლა
სიბნელე იყო, კლიენტები შესახვევის მხარეს დატანებულ გვერდით კარში შედიგამოდიოდნენ; თანაც იმნაირი იყო ის ხალხი, სურათის გადაღებას მაინცდამაინც ვერ
აფიქრებინებდი. საქმე კიდევ ფრთებს შლიდა; მეორე ზაფხულს ისიც შევნიშნეთ, რომ
კლიენტები - ჩვეულებრივ, ისეთივე ჭაბუკები, როგორიც მისი ჯეფერსონელი მუშტრები
იყვნენ - მეზობელი ქალაქებიდანაც ჩამოდიოდნენ და ღამღამობით გვერდით კარიდან
შედიოდნენ ატელიეში, რათა ჩაებარებინათ ან წამოეღოთ ფოტოსურათები თუ
ნეგატივები, ან, ერთი სიტყვით, რაც იყო, დანამდვილებით ვერაფერს მოგახსენებთ,
რა მოჰქონდათ ან რას აძლევდნენ იმ კაცს.
- არა, არა, - უთხრა გევინ ბიძიამ რეტლიფს, - შეუძლებელია, ჯეფერსონში ეგ
წარმოუდგენელია.
- ზოგი იმასაც ამბობდა
გაეპასუხა რეტლიფი.
-
ჯეფერსონში
ბანკის
გაძარცვა
წარმოუდგენელიაო,
-
- კი, მაგრამ ხომ უნდა ასაზრდოოს, - თქვა გევინ ბიძიამ, - ხანდახან მაინც ხომ
უნდა გაატარ-გამოატაროს და ჰაერი გადააყლაპოს.
- სად გაატარ-გამოატაროს? - ვიკითხე მე. - ვინ გაატარ-გამოატაროს?
- ერთი კია, რომ სასმლის ამბავიც ვერაფრის დიდებით ვერ იქნება, - თქვა
რეტლიფმა. - თქვენი პირველი ვარაუდი იმას მაინც გულისხმობდა - ყველაფერი
უჩუმრად კეთდებაო, ჰოდა, ვისკით ვაჭრობაზე ვერ იტყვი ამას.
- რომელი პირველი ვარაუდი? - ვიკითხე მე. - ვინ უნდაგაატარ-გამოატაროს? რადგან ვისკის ან აზარტული თამაშის სახსენებელიც არ შეიძლებოდა იქ ყოფილიყო;
გროვერ კლივლენდ უინბუშმა (იმან, რეტლიფს რომ ჰყავდა წილში შემდგარი პატარა
რესტორნის მფლობელად, ვიდრე ფლემ სნოუპსმა იმასაც არ აუკრა გუდა-ნაბადი. ახლა
ღამის პოლისმენად მსახურობდა) თვითონაც იფიქრა თურმე ამის თაობაზე. გევინ
ბიძიას მანამდე ეახლა, ვიდრე გევინ ბიძიას აზრად მოუვიდოდა ან ის გამოეძახა, ან
მისტერ ბაკ კონნორსი, ეახლა და ასე მოახსენა: ყოველ ღამეს ლამის იქ ვათენებდი. იმ
ფოტოსტუდიაზე მეჭირა თვალი, ვაკვირდებოდი, ვზვერავდი, ჰოდა, ახლა სავსებით
გულდაჯერებული ვარ, რომ მონტგომერი უორდთან არც არავინ თვრება, არც ვისკით
ვაჭრობენ, არც ზარს და არც კარტს არ თამაშობენო; ჩვენ ყველანი ვუფრთხილდებით
ჯეფერსონის სახელს და ის გვინდა, რომ დიდი ქალაქების ბინძური გარყვნილებისა და
ავკაცობისგან დავიცვათ, ჰოდა, სხვებზე უფრო ეს ამბავი მე მაფიქრებსო. ეს ამდენი
ხანია იმის მაგივრად, რომპოლიციის უბანში ჩემს სავარძელში ვიყო მოკალათებული და
მორიგი შემოვლის დროს ისე ველოდებოდე, სულ ფოტოგრაფიასთან ვარ დარჭობილი,
მაგრამ ერთხელაც ვერაფერი შევნიშნე ისეთი, ზარის თამაშის ან ლოთობის ეჭვი ამეღო,
არც ის შემიმჩნევია, რომ მონტგომერი უორდისგან გამოსულ ვინმე კლიენტს
სპირტიანის სუნი ჰქონოდა, ანდა ვინმე ნასვამს მაინც ჰგვანებოდაო; ეს კიდევ
არაფერი, ერთხელ დღისით, როცა მარტო ჩემი კანონიერი უფლება კი არა,
სამსახურებრივი მოვალეობაც იმას მოითხოვდა, რომ სახლში ვყოფილიყავი და
მძინებოდა ჩემთვის, ახლანდელის არ იყოს, როცა დასვენების მაგივრად აგერ ქალაქში
ჩამოვედი, რათა თქვენთვის, როგორც ოლქის პროკურორისთვის, თუმცა რწმუნებულება
ჯერ არც მიგიღიათ, ყოველივე მომეხსენებინა, იმისას თუ აღარაფერს ვიტყვით, რომ,
საცა სამართალია, ეს ყველაფერი თავად ბაკ კონნორსს უნდა გაეკეთებინა, ჰო, ერთხელ
დღისით
მთავარი
შესასვლელიდან
შევედი
იმ
განზრახვით,
რომ
პირდაპირ
ლაბორატორიაში მოვხვედრილიყავი, თუგინდ კარის შემტვრევაც დამჭირვებოდა.
იმიტომ, რომ ჯეფერსონელმა მოქალაქეებმა ნდობა გამომიცხადეს, ღამის პოლიციელად
გამამწესეს, რათა დიდი ქალაქების უკეთურება და გარყვნილება, აზარტული თამაშები
იქნება თუ ლოთობა, არსად გავაჭაჭანო; ჰოდა, ჩემდა გასაოცრად, მონტგომერი
უორდი წინ კი არ გადამდგომია, არც დაუცდია ჩემი თხოვნისთვის, ლაბორატორიის
კარი თვითონვე მოაფრიალა და იქაურობა დამათვალიერებინაო.
ასე რომ, მეც გული შევიჯერე და თქვენც გარწმუნებთ - იმ უკანა ოთახში არც
ლოთობაა, არც აზარტული თამაშები და არც სხვა რამე სიწამხდრე, ისეთი არაფერი
ხდება, რომ ჯეფერსონელ სათნო ქრისტიანებს შეანანოს - რატომ ვენდეთ, რაზე
გავაპოლისმენეთო; ჰოდა, ჩემი წმიდათაწმიდა მოვალეობა იყო ასე მოვქცეულიყავი,
გინდაც რომ ჯეფერსონის სახელს რომელიმე რიგით მოქალაქეზე მეტად არც
ვუფრთხილდებოდე, ჰოდა, თუ კიდევ რამეში შემიძლია გამოგადგეთ ჩემი წმინდა
მოვალეობის აღსასრულებლად, მარტო ერთი სიტყვა მიბრძანეთო. მერე გროვერ
კლივლენდ უინბურში გავიდა და უკვე კარს გაცილებული შეჩერდა და თქვა:
- გამარჯობა, ვ. კ., - და კიბე ჩაიარა. მაშინ კაბინეტში რეტლიფი გამოჩნდა.
- მოედანი ისე გადმოიარა და კიბეს ისეთი ამბით შემოუყვა, კაცი იტყოდი - რაღაცას
მიაკვლიაო, - თქვა რეტლიფმა. - ოღონდ, მე მგონია, მიკვლევით ვერაფერს
მიაკვლევდა. მე მგონია, მონტგომერი უორდ სნოუპსს იმ სტუდიიდან მაგის
გამობუნძულება იმაზე მეტად არ გაუძნელდებოდა, ვიდრე ფლემ სნოუპსს - ჩვენი
რესტორნიდან.
- ჰო, - თქვა გევინ ბიძიამ. მერე ჰკითხა: - რით უფრო უყვარდა თავის შექცევა
გროვერ უინბუშს ახალგაზრდობაში?
- თავის შექცევა? - იკითხა რეტლიფმა. მერე თქვა: - ჰო-ო... აღტყინება უყვარდა.
- როგორ, აღტყინება? - შეეკითხა გევინ ბიძია.
- ენის ტარტალით აღტყინება, - მიუგო რეტლიფმა.
- რა ენის ტარტალით? - იკითხა გევინ ბიძიამ.
- აი, იმ ამბავზე, - თქვა რეტლიფმა. თან თითქოს მე გადმომხედა ამის თქმისას.
არა: ვითომ ჩემთვის არც გადმოუხედავს. ანდა არა, არც ესაა სწორი. რადგან,
თვალიც რომ არ მოგეშორებინათ მისთვის, იმას მაინც ვერ იტყოდით - გევინ ბიძიას
წამით მაინც მზერა მოსწყვიტაო. ორჯერ დააფახულა თვალი. - სადიაცო ამბებზე
უყვარდა აღტყინება, - თქვა ბოლოს.
- სწორია, - გევინ ბიძიამ თქვა, - ოღონდ როგორ?
- საქმეც ესაა, - თქვა რეტლიფმა, - როგორ?
იმიტომ, რომ მე მეცხრე წელში ვიყავი გადამდგარი, ჰოდა, თუკი გევინ ბიძიამ და
რეტლიფმა, ერთი სამჯერ მაინც ჩემზე უფროსებმა (რომელთაგან ერთი ევროპაშიც იყო
ნამყოფი, ხოლო მეორეს იოკნაპატოფას ოლქის ყოველ ორღობეში, ყოველ თემშარაზე.
ყოველ გზაწვრილსა თუ გზაჯვარედინზე თითოჯერ მაინც ჰქონდა ფეხი დადგმული),
არ იცოდნენ, რა ამბავი იყო ეს ამბავი, ვიდრე ვიღაც არ ეახლა და არ მოახსენა, რაღა
საკვირველია, რომ მეც არაფერი მცოდნოდა.
ჰოდა, ერთი საქმე კიდევ იყო იმასთან დაკავშირებული, რასაც რეტლიფი სნოუპსების
საშოვარს უწოდებდა ახლა, ოღონდ გევინ ბიძიას არ უნდოდა ასე მოეხსენიებინა ის
საქმე, რადგან ჯერაც არ სურდა დაეჯერებინა, რომ ეკი სნოუპსი იყო. ეკის
ვაჟიშვილის ამბავს მოგახსენებთ, უოლსტრიტ-პანიკა რომ ერქვა, იმისას. იმის
მიხედვით თუ ვიტყვით, საქმეს რანაირად მოჰკიდა ხელი,როგორც კი ჯეფერსონში
მოხვდა და მიიხედ-მოიხედა ცოტა, და მგონი, თავის მოსწრებაში პირველად იაზრა სულაც არაა აუცილებელი, სნოუპსურად ირჯებოდე, რათა სუნთქვა შეიძლოო, ამის
მიხედვით თუ ვიტყვით, იმისდა მიუხედავად - სნოუპსი იყო თუ არა მამამისი,
თავად, რაღა თქმა უნდა, სნოუპსი არ ყოფილა.
ამბობდნენ (ის ბიჭი თორმეტის იქნებოდა, ფრანგისხევიდან ჯეფერსონს რომ
გადმოსახლდნენ), ქალაქში ჩამოვიდა თუ არა და შეიტყო - აქ სკოლა არისო, ის კი არ
აიჩემა მხოლოდ, რომ დედ-მამას სკოლაშიგაეშვა, თავისი ექვსწლიანი ძმა - ადმირალი
დიუიც წაიტანა სკოლაში. ორივენი ერთად დასხდნენ მოსამზადებელ კლასში, სადაც
დედები დაატარებდნენ პატარებს, შუადღემდეც ძლივს რომ ძლებდნენ თავ-თავის
ადგილებზე, იმხელა ბალღებს, ჰოდა, საგუბარში იხვის ჭუჭულებს შორის ცხენი რომ
გაერიოს, იმას ჰგავდა იმ ბავშვთა გროვას გარეული უოლსტრიტი.
ოღონდ ის იყო, ამ საბავშვო ბაღში სიარულს არ თაკილობდა: იქ დახანება
ერცხვინებოდა მხოლოდ, ასე რომ, ნაშუადღევს გაეცლებოდა ხოლმე; ერთი კვირა რომ
გამოხდა, უკვე პირველ კლასში დასვეს, საშობაოდ მეორეშიც გადაიყვანეს, და მის
ვეიდენ უაიოტმა, მეორე კლასის მასწავლებელმა, განუმარტა უოლსტრიტი და პანიკა
რასაც ერქვა, ასეთი სახელი არ შეგფერისო, უთხრა. მერე მომდევნო ზაფხულს
ამეცადინა, მესამე კლასი გაასრულებინა და შემოდგომაზე მეოთხე კლასში რომ დაჯდა,
უკვე უოლ სნოუპსს ეძახდნენ, რადგან მის ვეიდენ უაიოტმა ურჩია - უოლი კარგი
სახელია, მისისიპის შტატში ბევრს ჰქვია, ერთ გენერალსაც კი ერქვა უოლი, ასე რომ,
თუ გინდა, შენს სახელს „სტრიტი“ სულაც მოაშორეო; ჰოდა, უოლმა პირველსავე
დღეს თქვა და შემდეგშიც, როცა კი შეეკითხებოდნენ - სკოლაში შესვლა ასე რამ
მოგანდომებინაო, სულ იმას ამბობდა - ფულის ანგარიში მინდა ვისწავლოო.
ეს რომ, გევინ ბიძიამ გაიგო, გვითხრა:
- ხომ ხედავთ! ეტყობა, სწორი მითქვამს: სულერთია, ყოველ სნოუპსს სურს, ფულის
თვლა ისწავლოს, თუმცა არაფრად კი არ ესაჭიროება, კაცმა რომ თქვას; ისედაც თქვენ
უნდა დათვალოთ მის მაგივრად, თორემ თქვენთვისვე იქნება უარესი.
იმას, უოლისას ვამბობ, ფულის თვლა უნდა ესწავლა. იმ პირველ ზამთარსაც,
პირველი და მეორე კლასის მოწაფე რომ იყო, კიდეც მუშაობდა. სნოუპსის რესტორნის
გვერდით, სადაც მათ კარავში ჰქონდათ ბინა დადებული, იქვე მცირე დუქანი იყო,
საბაყლო. უოლი ყოველ დილას გაკვეთილების დაწყებამდე დიდი ხნით ადრე
დგებოდა. ამასობაში დღემ შემოკლება დაიწყო, ისე, რომ მალე სიბნელეში უხდებოდა
ადგომა. რკინის ღუმელს შეუკეთებდა და დუქანს გამოგვიდა ხოლმე, სკოლიდან
დაბრუნებული კიდევ გაყინულ საქონელს ჩამოარიგებდა ურიკათი, ვიდრე ბაყალმა
ნახმარი ველოსიპედი უყიდა და მერე ყოველ კვირას ხელფასიდან უქვითავდა იმის
საფასურს.
შაბათობით და უქმე დღეებში კიდევ ნოქარს ენაცვლებოდა დუქანში. ზამთარიც ასე
გაატარა და მთელი ზაფხულიც, ვიდრე მის უაიოტი მესამე კლასის დამთავრებაში
ეშველებოდა. ამითაც არ მოთავებულა ყველაფერი: ქალაქში საკმაოდ კარგად იცნობდნენ
უკვე, ასე რომ, ერთი მემფისური გაზეთის გასაღება ანდეს, ოღონდ ისე იყო
დაკავებული თავისი საქმეებით, გაზეთის დატარება ძმას დააკისრა. მომდევნო
შემოდგომაზე, უკვე მეოთხე კლასში რომ სწავლობდა, ჯექსონის გაზეთებიც მოიგდო
ხელში და ახლა ადმირალ დიუის გარდა კიდევ ორი ბიჭი ემსახურებოდა, ასე რომ,
საამდროოდ ყოველი მედუქნე, საქონლით მოვაჭრე, მქადაგებელი თუ კანდიდატი,
ყველა,
ვინც
უნდა
ყოფილიყო,
ვისაც
კი
რაიმე
პროსპექტის
გავრცელება
დასჭირდებოდა, უოლს მიაკითხავდა ხოლმე, რადგან ამას უკვე მთელი ორგანიზაცია
ჰქონდა შექმნილი.
ფულის თვლაც იცოდა და დაუნჯებაც. ასე რომ, თექვსმეტი წლისას იმ ცარიელი ბაკის
აფეთქების დროს მამა რომ დაეღუპა და ნავთობის კომპანიამ მისის სნოუპსს ათასი
დოლარი გადაუხადა, ასე, ერთი თვის მერე შევიტყვეთ, რომ მისის სნოუპსს საბაყლო
დუქნის მენახევრის წილი ეყიდა, უოლს კიდევ სკოლა დაემთავრებინა და იმ მედუქნის
კომპანიონად ქცეულიყო. ოღონდ ისევ ისე წამოხტებოდა ხოლმე უთენია ზამთარში,
ღუმელს ანთებდა და იატაკს გვიდა. ხოლო ცხრამეტის რომ შესრულდა, მისმა
კომპანიონმა დუქნის თავისი ნახევარი მისის სნოუპს მიჰყიდა და საქმეს შეეშვა, და,
თუმცა უოლი ჯერაც უწლოვანი იყო და დუქანს თავის სახელზე ვერ დაიწერდა,
ყველამ ვიცოდით, ვინც იყო იმ დუქნის ნამდვილი პატრონი, და უოლმა ახლა
თვითონვე აიყვანა ხელის ბიჭი, რათა ის წამომხტარიყო ზამთარში უთენია, ღუმელი
დაენთო და იატაკი გამოეხვეტა.
ჰოდა, ერთი ამბავი იყო კიდევ, ოღონდ იმ ამბავს სნოუპსების საშოვარი არ ეთქმოდა,
იმიტომ, რომ მოგებას არ იძლეოდა არავითარს. თუმცა არა, სწორს არ ვამბობ: ამ
ამბისთვის ერთობ დიდი ჯაფა გავწიეთ, გევინ ბიძიამ კიდევ თქვა - ყოველივე,
რისთვისაც ხალხი ამდენ ჯაფას გასწევს, უეჭველად მოგებას იძლევა, მოგებისთვის
კეთდება, იმის მიუხედავად, შეგიძლიათ ან თუნდაც გსურთ თუ არა, ის მოგება
დოლარებად და ცენტებად აქციოთო.
უკანასკნელი სნოუპსი, რომელიც იმათ ჯეფერსონს ჩამოიყვანეს, ქალაქში აღარ
შემოჰყოლიათ. მე იმის თქმა მინდა, იმ ადგილამდე იმგზავრა-მეთქი, საიდანაც უკვე
ჩანდა კოშკზე გამართული ქალაქის საათი, და ამის მერე უარზე დადგა; ამბობდნენ,
იმუქრებოდა კიდეც - ფრანგისხევში ავბრუნდებიო, გინდაც ბებერი ხარი ან ჯორი
ყოფილიყოს, ბაკის გაღებულ ჭიშკრამდე რომ მიდენითდა მერე ძვრას ვეღარ აქნევინებთ
ადგილიდან.
ესის ბერიკაცი გახლდათ. ზოგიერთი ამბობდა - ფლემის მამა არისო, სხვები იმას
ამტკიცებდნენ - მამა კი არა, ბიძამისიაო. სქელ-სქელი, ჯმუხი, ბინძური ბერიკაცი
იყო, დაფანჩულ წარბებქვეშ პატარ-პატარა ბოროტი თვალები უსხდა, ჰოდა, რეტლიფის
თქმით, კისერი მანამდე დაებერებოდა და წამოუჭარხლდებოდა ხოლმე, ვიდრე შენ
ერთი სიტყვის თქმას მაინც მოასწრებდი მისთვის. ქალაქიდან ერთ მილზე სახლი
უყიდეს და იქ დაბინავდა თავის შინაბერა ქალიშვილთან და ტყუპ შვილიშვილთან
ერთად; ტყუპს ვარდამანი და ბილბო ერქვა. ა. ო. სნოუპსის მეორე ცოლის ბიჭები
იყვნენ, იმ ქალის ვაჟიშვილები, გევინ ბიძია ნომერ მეორე ცოლს რომ უწოდებდა
ნომერი პირველი ცოლისგან განსასხვავებლად, აი, იმისგან, სნოუპსის სასტუმროს
გალერეაში სავარძელში რომ ირწეოდა დღენიადაგ.
სახლს მიწის მცირე ნაკვეთი ეკრა და ბერიკაცმა იმ ნაკვეთზე ბოსტანი და ბაღჩა
გააშენა. სწორედ ის ბაღჩა გახლდათ საშოვარი. თუმცა არა, მართალს არ ვამბობ. მე
ვიტყოდი - საშოვარი ბაღჩის მეოხებით გაჩნდა-მეთქი. რადგან იმ ბერიკაცს, როგორც
ეტყობა, საზამთრო გასაყიდად ანდა, თუ გნებავთ, საჭმელად კი არ მოჰყავდა, არამედ
სატყუარად აშენებდა, რათა იმ სატყუარის წყალობით დამტკბარიყო, სპორტს
მიჰყოლოდა, შეტოქებაში ჩაბმულიყო, ანდა გულს შემოსკდომოდა და საზამთროს
მპარავი ბიჭუნები დაეწიოკებინა; იმიტომ რგავდა, იმიტომ უვლიდა და თავს
დასტრიალებდა საზამთროებს, რათა მერე გატენილი საფანტის თოფით ხელში თავისი
სახლის უკანა ვერანდასთან ჩასაფრებულიყო ბაღჩიდან შლიგინ-შლიგინის მომლოდინე
და მერე თოფი დაეხალა იმ ბიჭუნებისთვის.
მაგრამ ერთ მთვარიან ნათელ ღამეს იმ ბერიკაცმა მართლა დაჭრა ჯონ უესლი რობეკი,
ჰოდა, მეორე დღეს ჰებ ჰემპტონი, ჩვენი შერიფი, სნოუპსს მიეჭრა და დაემუქრა ერთხელაც თუ გაგისვრია მაგ თოფიდან, მოვბრუნდები და ჩამოგართმევ, შენ კიდევ
თავს ციხეში გიკრავო. ასე რომ, სნოუპსი სროლას ვეღარ ბედავდა, ისღა დარჩენოდა,
ღობის გასწვრივ ალაგ-ალაგ ქვები დაეხვავებინა, ბარდებში მჯდარიყო კეტით ხელში და
ფარანიც თან ჰქონოდა გამზადებული.
ასე დაიწყო ეს საშოვარი. მისტერ ჰემპტონი ქალაქში რომ დაბრუნდა, ყველა მშობელი
გააფრთხილა - ბავშვებმა იმ დაწყევლილ ბაღჩასთან გაკარებაც აღარ გაბედონო, თუ
მაინცდამაინც ძალიან მოუნდათ საზამთრო, ჩემი ფულით ვუყიდი, იმიტომ, რომ ის
ბერიკაცი სულ თუ ასე გადარიეს, ადრე იქნება თუ გვიან, დამბლა დაეცემა და სული
გასძვრება, ჰოდა, ყველას ციხეში ჩაგვაჯენენო. ოღონდ ეს ამბავი ბერიკაცმა არ იცოდა,
რადგან ვარდამანს და ბილბოს არაფერი უთქვამთ მისთვის. ისინი იმას ელოდებოდნენ,
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ქალაქი - 10
  • Parts
  • ქალაქი - 01
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 1948
    28.4 of words are in the 2000 most common words
    39.5 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 02
    Total number of words is 3992
    Total number of unique words is 1824
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 03
    Total number of words is 3892
    Total number of unique words is 2027
    28.8 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 04
    Total number of words is 4126
    Total number of unique words is 1771
    33.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 05
    Total number of words is 3979
    Total number of unique words is 1874
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 06
    Total number of words is 3952
    Total number of unique words is 1875
    31.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 07
    Total number of words is 3971
    Total number of unique words is 1883
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 08
    Total number of words is 3954
    Total number of unique words is 1822
    30.2 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 09
    Total number of words is 3924
    Total number of unique words is 1905
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 10
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 1912
    29.8 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 11
    Total number of words is 3974
    Total number of unique words is 1897
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 12
    Total number of words is 4111
    Total number of unique words is 1678
    32.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 13
    Total number of words is 4103
    Total number of unique words is 1775
    34.3 of words are in the 2000 most common words
    46.5 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 14
    Total number of words is 3967
    Total number of unique words is 1939
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.4 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 15
    Total number of words is 3895
    Total number of unique words is 1868
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    50.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 16
    Total number of words is 3993
    Total number of unique words is 1860
    33.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 17
    Total number of words is 4054
    Total number of unique words is 1839
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 18
    Total number of words is 4154
    Total number of unique words is 1727
    33.2 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 19
    Total number of words is 3843
    Total number of unique words is 1854
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.2 of words are in the 5000 most common words
    46.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 20
    Total number of words is 3871
    Total number of unique words is 1877
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.9 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 21
    Total number of words is 4048
    Total number of unique words is 1843
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.9 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 22
    Total number of words is 4060
    Total number of unique words is 1866
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.4 of words are in the 5000 most common words
    50.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 23
    Total number of words is 3959
    Total number of unique words is 1758
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 24
    Total number of words is 4043
    Total number of unique words is 1842
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 25
    Total number of words is 3466
    Total number of unique words is 1703
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.