Latin
Total number of words is 4054
Total number of unique words is 1839
30.0 of words are in the 2000 most common words
42.0 of words are in the 5000 most common words
48.3 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ჰოდა, მისის ჰეიტი წამოხტა, ვედრო ხელიდან არ გაუშვია,
თვალები დააკვესა და თავისი მაღალი, მკვეთრი ხმით იყვირა:
ისე
შემობრუნდა,
- უჰ, ის ძაღლის დაგდებული! - ჰოდა, ხელში ვედროს მჭერელი გავარდა
სამზარეულოდან, ნისლში შერგო თავი, ქაღალდისჩანთიანი ჰეტიც უკან მიჰყვა. არ
ყინავდა-მეთქი, მოგახსენეთ, - ნისლი გახლდათ ჩამოწოლილი: გეგონებოდათ,
ჯეფერსონის მთელი ძილისმიერი სულისთქმა, იანვრის იმ გრძელ ღამეს შენივთული,
კვლავაც გაწოლილა ნისლსა და მიწას შუა და დაზრობისგან იფარავსო; თითქოს ცხიმის
ფენა ყოფილიყოს უკანა კარის ხის კართანაზე, აგურის წყობაზე, სარდაფის სახურავსა
და კართანადან ჩარიგებულ ფიცრებზე გადაგლესილი, და როცა ხელში ჯერაც
ნაკვერჩხლებიანი ვედროს მჭერელი მისის ჰეიტი იმ ფიცრებზე შედგა, ფეხი ისე
დაუსხლტა, წონასწორობა ძლივს შეინარჩუნა. რეზინისჩუსტებიან ჰეტს ფეხი არ
მოსრიალებია.
- ფრთხილად იყავით! - მხნედ შეუძახა ჰეტმა. - სახლის წინ არიან! - ოღონდ ერთი
იმ ცხოველთაგანი სახლის წინ აღარ იყო უკვე. ფეხმოცურებული მისის ჰეიტი არ
დაცემულა, არც კი შეჩერებულა, მხარი შეიბრუნა და გაქანდა სახლის კუთხისკენ,
სადაც მოულოდნელად და უჩუმრად, თითქოს მოჩვენებააო, ჯორი გამოცურებულიყო.
ესეც მისტერ ა. ო. სნოუპსის ჯორი გახლდათ. ესე იგი, ვიდრე იმათ სამი წლის
წინანდელ იმ დილას რკინიგზის ლიანდაგზე ხუთი ჯორისგან არ გამოაცალკევეს მისტერ
ჰეიტი, ვერავინ ამჩნევდა მის კავშირს იმ ამბავთან, რომ მისტერ სნოუპსი ჯორებს
ყიდულობდა ხოლმე, თუმცა დროდადრო ვინმე კვირობდა - რანაირად ახერხებს
მისტერ ჰეიტი საარსებო სახსრის შოვნას, როცა მუდმივი სამუშაო არც კი აქვსო.
რეტლიფის ნათქვამის არ იყოს, საქმე ის გახლდათ, რომ ყველას მეტისმეტად უკვირდა
- რა ეშმაკებად წამოიწყო ა. ო. სნოუპსმა ეს ჯორებით ვაჭრობის ამბავიო. ოღონდ
რეტლიფმა იფიქრა, იფიქრა და დაასკვნა - იქნებ ეს ამბავი გასაგებიც იყოსო; იქ,
ფრანგისხევში ა. ო. მჭედელი შეიქნა, თუმცა კი ამ საქმის არაფერი გაეგებოდა, და
ცხენები და ჯორები შეიძულა, რადგან სიკვდილივით ეშინოდა მათი, ჰოდა, ჩემო
ბატონო, იქნებ სავსებით გასაგები ამბავია, აქაც ისეთ საქმეს რომ მოეკიდა, რისიც
არაფერი გაეგება, არც უყვარს ის საქმე და არც ეხერხებაო. თანაც ახლა ა. ო. ექვსჯერ
თუ რვაჯერ, ან კიდევ ათჯერ უფრო მეტად შიშობდა, იმიტომ, რომ ნაცვლად ერთი
ცხენის ან ერთი ჯორისა, რომელსაც პატრონი სვეტზე მიაკოჭავდა და თვითონ გვერდზე
გადგებოდა ხოლმე, ახლა საქმე ჰქონდა რვა, ათ, ანდა თორმეტ აშვებულ ჯორთან,
ვიდრე თოკის ჩაბმას არ მოუხერხებდა როგორმე.
მაინც მოახდინა ა. ო-მ ის საქმე - მემფისის ბაზრობაზე ჯორები იყიდა, ჯეფერსონში
ჩამორეკა, ფერმერებს და ქვრივ-ობლებს, შავკანიანები იყვნენთუ თეთრკანიანები,
იმდენად მიასაღა, რამდენიც შეაძლიეს, ნაკლები რომ აღარც ითქმოდა, იმ ფასად,
ჰოდა, მერე (იმ ღამემდე, როცა სატვირთო მატარებელმა მისტერ ჰეიტიც გაიტანა და
ჯეფერსონმა პირველად იაზრა - მისტერ ჰეიტსა და მისტერ სნოუპსის ჯორებს შორის
რაღაც კავშირი ყოფილაო) ჯორები, თითო-თითოდ იქნებოდა თუ წყვილ-წყვილად, ან
კიდევ მთელ ჯოგებად, მუდამ ერთიმეორეზე გადაბმულნი ქერელის მტკიცე თოკით,
რომელიც უცვლელად იყო ხოლმე მისტერ სნოუპსის საჩივრებში ნახსენები და
ოქმებითაც დადასტურებული, ღამის სატვირთო მატარებლების მსხვერპლნი ხდებოდნენ
სწორედ იმ დიდ მოსახვევთან, სადაც მისტერ ჰეიტიც დაიღუპა. ბოლოს ვიღაცამ
(რეტლიფი თავს იკლავდა - მე კი არა, სადგურის მოხელემო) სნოუპსს ფოსტით
გაუგზავნა ჩვენს უბანზე მატარებელთა მიმოსვლის დაბეჭდილი განრიგი.
ოღონდ მისტერ ჰეიტის თავს დამტყდარი უბედურების შემდეგ (უბედურების კი არა,
ანგარიშში მოტყუებისო, - რეტლიფმა თქვა. - მიმოსვლის განრიგი და მასთან ერთად
საათი სწორედ მისტერ ჰეიტისთვის უნდა გაეგზავნათო) სნოუპსის ჯორებმა უცებ
მოიშალეს ანაზდეული სიკვდილი ლიანდაგზე. რკინიგზის კომპანიის წარმომადგენელი
რომ ჩამოვიდა მისის ჰეიტის საქმის მოსაგვარებლად, სნოუპსიც აღმოჩნდა იმ საქმის
დამსწრე და საამისოდ მის მოსწრებაში ყველაზე საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება
მოუხდა: ერთი მხრივ, უბრალო კეთილგონიერება იმას კარნახობდა - რკინიგზის მიერ
მოწყობილ გამოძიებას ახლოს არ უნდა გავეკაროო; არადა, მისის ჰეიტსაც ერთობ
კარგად იცნობდა; მისის ჰეიტს უკვე ნათქვამი ჰქონდა მისთვის - ზარალის
ასანაზღაურებლად გაღებული თანხიდან სულ უმცირესის მიღების ერთადერთი
საშუალება ის იქნება, რკინიგზის კომპანია მხარდაჭერას დაგვპირდესო.
და მაინც, ხელი მოეცარა იმ კაცს. მისის ჰეიტმა წარბშეუხრელად განაცხადა - იმ
ხუთი ჯორის ერთადერთი პატრონი ჩემი ქმარი გახლდათო. ისიც კი არ დასჭირვებია,
აშკარად გამოეწვია სნოუპსი ამ მტკიცების უარსაყოფად; სნოუპსმა თვალი მოჰკრა
მხოლოდ იმ ფულს (კი, ბანკში მივიდა, რამდენიც გული ერჩოდა, იმდენზე გაბედა
მიახლოება, იდგა და უცუცქურებდა), როცა მისის ჰეიტმა იმ თავის ტომსიკაში
ჩაჩურთა და წინსაფარქვეშ ამოიდო. მანამდე კიდევ აგერ ხუთი თუ ექვსი წელიწადი
იქნებოდა, რეგულარულად ევლინებოდა მშვიდსა და მთვლემარე ჯეფერსონს გახელებულ
ღრიალსა და მტვრის ბუღში; მისი მოახლოების მაუწყებელი საცოდავი ძახილი და
ვიშვიში იყო, ხოლო მისი ქარავნის მსვლელობისა - მტვრის მოყვითალო ბუდე,
რომელშიც დოქისმაგვარი თავები რიალებდა და ფლოქვები მოთქარუნობდა; ამ
მსვლელობას კი თავად სნოუპსი აგვირგვინებდა, - სუნთქვაშეხუთული მიძუნძულებდა,
პირი დაებჩინა და მოსთქვამდა თავგზაარეული, სასოწარკვეთილი და ზარდაცემული.
რკინიგზის წარმომადგენელთან საუბრის შემდეგ რომ გამოვიდა, მის სახეს ჯერაც
შერჩენილი ჰქონდა დაბნეულობისა და სასოწარკვეთის კვალი, ოღონდ თავზარდაცემა
ახლა გაცბუნებად ქცეულიყო, უიმედო, აღშფოთებულ და მძვინვარე უნდობლობად,
რომელიც გამოსჭვიოდა გულხარბი რწმენის გამომეტყველების წიაღ, რაც მანამდე სამ
წელიწადს არ მოსცილებია სახეზე. რეტლიფის ნათქვამის არ იყოს, მდგომარეობიდან
ამგვარი გამოსავალი და ამნაირი სიძნელეები სხვას ვერავის ეღირსებოდა: იმას,
სნოუპსს, მანამდე ის ჯაფა ადგებოდა მხოლოდ, რომ სადგურის მიმღებ ბაკში
შეერეკებინა ჯორები და მერე გასამრჯელო გადაეხადა იმ ზანგისთვის, რომელიც თავის
ეჟვნებიან ფაშატს სნოუპსის ბაკისკენ გაუყოლებდა და მავთულით გადაბმულ ჯორებს
ქალაქის გავლით წაასხამდა, ჰოდა, მერე სნოუპსი იმ თავის ბაკში დამწყვდეულ
ჯორებს თვითონვე დაყიდდა; ახლა კიდევ ის სჭირდებოდა უკვე, სათითაოდ
გამოეყვანა ჯორები სადგურის ბაკიდან და მერე ჯოგად გაერეკა შუკაში, რომლის
ბოლოშიც მისის ჰეიტის შემოუღობავი ეზო იყო; ჰოდა, ჯეფერსონის წყნარ გარეუბანში
იდგა ერთი ღრიალი, ავარდნილ მტვრის ბუღში ურჩხულები მიქრიალებდნენ მისის
ჰეიტის ეზოსკენ, სადაც ორივენი ებმებოდნენ ბრძოლაში - მისის ჰეიტი და სნოუპსი:
სახლიდან მამაკაცივით გინებ-გინებით გამოჭრილ მისის ჰეიტს ცოცხი ეპყრა ან სხვა რამ
საჭურველი, რაც ხელში მოჰყვებოდა; მაშინ სნოუპსი დროებით მაინც იკლავდა
შურისგების წყურვილს, ცოტათი მაინც ეფონებოდა გულს გაუსაძლისი დაძაბულობით,
გაუსაძლისი უმწეობისა და უსამართლობის გრძნობით და იმ თავისი ბოღმით
გაწამებულს (რეტლიფმა თქვა - ეტყობა, დიდი ხანია, აღარც სჯერა ის ამბავი, რომ
მისის ჰეიტს იმ ფულიდან ერთ ცენტს მაინც ააფცქვნის, ჰოდა, განწირული და ამაო
იმედის მეტი აღარც არაფერი დარჩენიაო). ახლა ორივენი - მისის ჰეიტი და სნოუპსი
- უნდა გამონთებოდნენ ხოლმე იმ ჯორებს, დაეჭირათ და შემორაგულში დაემწყვდიათ
ხელახლა აგრიალებულ ფლოქვთა შორის მოხტუნავეებს, თითქოს უსიტყვო ცეკვის
კორიანტელში ყოფილიყვნენ ჩაბმულნი დეკორაციასავით აღმართული სახლის წინარე,
ჰოდა, სნოუპსი გულდაჯერებული გახლდათ - ამ სახლის შესაფერადებლად ნახმარი
გამძლე საღებავიც კი ჩემი ფულით არის ნაყიდი და შიგ გაფუფუნებული დიასახლისიც
ჩემს ხარჯზე ცხოვრობსო (რეტლიფის ნათქვამის არ იყოს, სწორედ ამიტომ არ უჩიოდა
მისის ჰეიტი სნოუპსს სასამართლოში მისგან თავდასახსნელად; მასაც სამაგიერო უნდა
მიზღოდა იმ გადასარევი შემთხვევისთვის, თავისი ქმრის რვა ათას დოლარზე გაცვლა
რომ მოახერხა). ამასობაში ყოველი ამგვარი ალიაქოთის დროს მთელი უბნის ხალხი იქ
იყრიდა თავს - წინსაფრიანი და ჩაჩიანი ქალები, ეზოებში მოთამაშე ბავშვები, კაცები,
შავკანიანნი თუ თეთრკანიანნი, რომელთაც იმარემარეზე შემთხვევით ჩაევლოთ და ახლა
მეზობელ მესრებს გადმოსდგომოდნენ სეირის საყურებლად.
ჯორი რომ გამოჩნდა, უკვე მოჭენაობდა, თავი მაღლა აეშვირა და ამიტომ ჟირაფის
უმაღლესი ჩანდა ნისლის საფარვლიდან გამოჭრილი. გეგონებოდათ, პირდაპირ მისის
ჰეიტს და ჰეტს უნდა მოაწყდესო ყურებზე ავშარააფართხუნებული ჯორი.
- აგერ! აგერ! დაიკარგე-მეთქი!
გაჰკიოდა
ჰეტი
და
ქაღალდის
ჩანთას
იქნევდა.
-
ოჰო-ჰო!
მისის ჰეიტი შებრუნდა და სლიპ ფიცრებზე ისევ ფეხი დაუსხლტაო, - უამბო მერე
ჰეტმა რეტლიფს. მერე მისის ჰეიტი და ჯორი ერთად გაქანებულან ბოსლისკენ,
რომლის ღია კარშიც ძროხას უძრავი თავი გამოეყო და გაკვირვებული მოსჩერებოდა
ამათ. წუთის წინ ბოსლის კარში მშვიდად ჩამდგარ, ნისლს შეჩერებულ და მცოხნელ
ძროხას ალბათ ჟირაფიც არ მოეჩვენებოდა იმსიმაღლე და ისეთი საშინელი, როგორიც
ის ჯორი იყო, იმისას თუ აღარაფერს ვიტყვით, რომ ჯორი იმას ეპირებოდა, ჭენებჭენებით გაევლო ბოსლის წიაღ, ვითომ ჩალის კედელი ყოფილიყოს აღმართული მის
წინაშე, ანდა სულაც მირაჟი. ასე იყო თუ ისე, ჰეტმა თქვა - ძროხა ისე გაუჩინარდა
ბოსელში, გინდაც ასანთის ღერი კოლოფში ჩამალულიყოსო. ჰოდა, იქ, ბოსლის
შიგნით, რაღაც გაოცებით და შიშით ამოიბღავლა, თითქოს ვინმეს გიტარის ან ბანჯოს
ერთი სიმი შეეჟღრიალებინოსო. ჰოდა, მისის ჰეიტიც სწორედ იქით მიიჩქაროდა, ჰეტის ნათქვამის არ იყოს, დედათა მოდგმის ერთობის უნებურად დამცველი, ჯორებისა
და მამაკაცების ხელყოფისაგან; ჰოდა, ისა და ჯორი ბოსლისკენ მიექანებოდნენ
გამალებულნი და მისის ჰეიტმა ის იყო, ნაკვერჩხლებიანი ვედროც შემართა თურმე
ჯორისთვის სათხლეშად. რაღა თქმა უნდა, ეს ყოველივე თვალის დახამხამებაში
მომხდარა. მე ჯერაც იმას ვყვიროდი, - აგერ, აგერ-მეთქი, - ჰყვებოდა ჰეტი, ოღონდ ამასობაში ჯორი შემობრუნდა და პირდაპირ ჩემკენ გამოვარდა, მე ჩემი
ქაღალდის ჩანთა ავუქნიე, ჯორმა გვერდით ჩამიქროლა, სახლის მეორე კუთხესთან
შეუხვია და ისევ დაიკარგა ნისლში, ისიც ისე, როგორც ასანთის ღერი კოლოფშიო.
მაშინ მისის ჰეიტმა ის ვედრო სარდაფში ჩასასვლელ აგურის საფეხურზე ჩამოდგა, იმან
და ჰეტმა სახლის კუთხეს შემოურბინეს და სწორედ იმას მოატანეს თვალი, როგორ
მიასკდა ჯორი სახლის ქვეშიდან გამომავალ მამალს თავის რვა თეთრ-თეთრ
დედლიანად. ჰეტმა თქვა მერე - ეს ამბავი ბიბლიის თუ სამისნო წიგნის სურათს
ჰგავდაო: ბელზებელივით თუ ქაჯივით ნისლიდან გამოჭრილი ჯორი პატარ-პატარა
ფრთოსან არსებათა ღრუბელმა თითქოს ისევ ნისლში გააქანაო. ჰეტი და მისის ჰეიტი
ისევ გარბოდნენ. მისის ჰეიტს ახლა გადატეხილი ლოგორო ეჭირაო, - თქვა ჰეტმა,
ოღონდ ის კი ვეღარ გაიხსენა, სად წამოევლო მისის ჰეიტს ხელი იმ ლოგოროსთვის.
- სახლის წინ კიდევ არიან! - იყვირა ჰეტმა.
- უჰ, ის ძაღლის დაგდებული! - აღმოთქვა მისის ჰეიტმა. ბევრი ჯორი დახვდათ იქ.
ჰეტმა თქვა მერე - ის ცხვირსახოცისხელა ეზო ჯორებით და ა. ო. სნოუპსით იყო
გავსებულიო. ის ეზო ისეთი მოცუცქნული იყო, სამ-სამფუტიანი ორი ნახტომით
შეიძლებოდა მისი გადავლა, მაგრამ ამათ რომ შეხედეს, მიკროსკოპის ქვეშ მოქცეულ
წყლის წვეთს ჰგავდა თურმე. ოღონდ ახლა გინდაც თვითონვე მოქცეულიყვნენ იმ
წყლის წვეთში. უფრო სწორად, ჰეტმა თქვა - მისის ჰეიტი და ა. ო. სნოუპსი
მოექცნენ იქ, იმიტომ, რომ მე სახლთანვე შევჩერდი, ვუტიეო, თუმცა იმ ეზოს ვერც
ერთ კუთხეში თავს სამშვიდობოს ვერ დაიგულებდიო; ჰოდა, უმზერდა თურმე ჰეტი,
როგორ შევარდა ლოგორომომარჯვებული მისის ჰეიტი ჯოგის შუაგულში ღმერთმა იცის,
რისი მოიმედე, იქნებ თავისი მოუწყვლელობის იმედის მქონე, - თუმცა ისე ყოფილა
გაანჩხლებული, რამის მოსაზრების თავი აღარც ჰქონია, - შიგ შუაგულში შეიჭრა იმ
ავშარააფართხუნებულ ჯორს გამოდევნებული, რომელსაც ისევ ისე მიაქროლებდა
ბუმბულის ქარბორბალა, მოსროლილი კონფეტივით თუ სწრაფმავალი კატერის უკან
დარჩენილი ქაფივით გაქანებული.
მისტერ სნოუპსიც გარბოდა თურმე, ჯორებიც დაჭენაობდნენ; სნოუპსსა და მისის ჰეიტს
თვალი დაუკვესებიათ ერთმანეთისთვის და სნოუპსს ამოუხრიალებია:
- სადაა ჩემი ფული, სადაა ჩემი ნახევარი?
- ის დამაჭერინეთ, ის ავშარიანი, - უთქვამს მისის ჰეიტს. - მაგის ფეხი არ ვნახო
აქ! - ჰოდა, ორივენი, ჰეტი და მისის ჰეიტი, ისევ გავარდნილან, ასე რომ, სნოუპსის
ხრინწიანი ხმა ახლა უკნიდან ესმოდათ:
- მომეცი ჩემი ფული! ჩემი წილი მომეცი!
- მოერიდეთ! - ჰეტს დაუძახია ხელახლა. - გვეწევა ისევ!
- თოკი მოიტანეთ, თოკი! - უღრიალა მისის ჰეიტმა სნოუპსს.
- სად ვნახო მერე თოკი! - იბღავლა სნოუპსმაც.
- სარდაფში! - იყვირა თურმე ჰეტმა. თავადაც დროს არ კარგავდა. - იქითა მხრიდან
მოუჭერით გზა, - შეუძახა მისის ჰეიტს. ჰოდა, მისის ჰეიტმა და მე სახლის კუთხეს
რომ შემოვურბინეთო, - ჰყვებოდა მერე თვითონ, - აშვარააფართხუნებული ჯორი უკვე
იქ დაგვხვდაო. ქათმების ღრუბელზე ამხედრებული მოფრინავდა თითქოს ის ჯორი,
იმიტომ, რომ სახლის გარშემო მოჭენავე ხელახლა გადასწყდომია სახლქვეშ პირდაპირი
გზით გამომძვრალ ქათმებს, ჰოდა, მისის ჰეიტმა და ჰეტმა სახლის კუთხეს რომ
შემოურბინეს, ისევ უკანა ეზოში ამოყვეს თავი.
- ღმერთო მომკალი! - იყვირა ჰეტმა. - ძროხას დაგვიწიხლავს! - მართლა სურათს
ჰგავდაო, - ჰყვებოდა მერე. ბოსლიდან უკანა ეზოს შუაგულშიგამოვარდნილა ძროხა.
ისა და ჯორი ერთ ნაბიჯზე გაშეშებულიყვნენ პირისპირ, თავი დაეხარათ და ფეხები
გაეფარჩხათ წიგნის ორი ეტაჟერივით. სნოუპსს კიდევ ხუფი აეხადა და წელამდე
ჩასულიყო სარდაფში, თოკს თუ ეძებდა, ჰოდა, იქვე საფეხურზე ის ნაკვერჩხლებიანი
ვედრო იდგა ისევ. ჰეტმა თქვა მერე - კი ვიფიქრე მაშინვე, თავახდილი სარდაფი
ნაკვერჩხლებიანი ვედროსთვის მაინცდამაინც შესაფერისი ადგილი არ უნდა იყოს-მეთქი,
ჰოდა, ალბათ მართალიც იყო მისი ნათქვამი. ესე იგი, ჰეტს რომ არ ეთქვა - ასე
ვიფიქრეო, სხვა იტყოდა, რადგან მოსახდენი რომ მოხდება, მერე ყოველთვის
გამოიძებნება ხოლმე ისეთი ვინმე, ვისაც გულს უხარებს საკუთარი წინდახედულობა და
სხვისი დაუდევრობა. ერთი კია, რომ, თუკი მოვლენები ისეთი სისწრაფით მიეწყო
ერთიმეორეს, როგორც ჰეტი ჰყვებოდა, მაშინ ის არის გაუგებარი, ფიქრის დრო
როგორღა დარჩათ იმათ.
იმიტომ, რომ ყოველივე ხელახლა ამოძრავებულიყო. ამჯერად სახლის კუთხეს რომ
შემოურბინეს, ა. ო. უკვე თოკს მოათრევდა (ეპოვა ბოლოს და ბოლოს), იმის უკან
კუდაპრეხილი ძროხა მორბოდა, ძროხის უკან - ჯორი, მერე - მისის ჰეიტი და
ბოლოს - ჰეტი. ჰოდა, ჰეტმა ხელახლა თქვა - თავახდილ სარდაფთან ნაკვერჩხლებიან
ვედროს მოვკარი თვალი (სარდაფი კიდევ ყოველგვარი ხარახურით იყო ამოვსებული სახმელებლად სახმარი ცარიელი ყუთებით, ძველი გაზეთებით, დამტვრეული ავეჯით)
და ისევ გავიფიქრე - ამის ადგილი აქ არ არის-მეთქი.
ისევ მოსახვევი. სნოუპსი, ძროხა და ჯორი - სამივენი უკვე დაინთქნენ
თავგზადაკარგული ქათმების ღრუბელში - ქათმები ხელახლა გამძვრალიყვნენ სახლის
ქვეშ და სწორედ დროულად გამოფენილიყვნენ. ოღონდ ისევ სახლის წინ რომ
აღმოჩნდნენ ყველანი, იქ სნოუპსის მეტი აღარავინ დახვედრიათ. პირქვე ეგდო,
პიჯაკის კალთები დაცემისას თავზე წაფარებოდა და ჰეტმა დაიფიცა - მის თეთრ
ხალათს ზურგზე ძროხის გაყოფილი ჩლიქის და ჯორის ფლოქვის კვალი აღბეჭდოდაო.
- სად გაქრნენ? - დაუყვირა ჰეტმა სნოუპსს. იმას პასუხი არ გაუცია. - გვეწევიან! მისის ჰეიტს შეუძახა. - უკანა ეზოში არიან ისევ!
დიახ, იქ გახლდნენ. ჰეტმა ასე თქვა - იქნებ ძროხა ისევ ბოსელში შევარდნას
აპირებდა, მაგრამ ძალიან დიდი ქანი ჰქონდა აღებული და, ნაცვლად ამისა,
ყოველგვარი შიში დაივიწყა, შებრუნდა და პირდაპირ ჯორს დაეტაკაო; მისის ჰეიტმა
და მე ვერ მივუსწარით, ჩვენი თვალით რომ გვენახა, მერე რაც მოხდა, მხოლოდ
ხმაური მოგვესმა, - ლაწუნი და გრიალ-გრიალი, - როცა ჯორი შებრუნდა და აგურის
საფეხურზე წაიბორძიკაო. ჰოდა, ესენი რომ მიცვივდნენ, ჯორი აღარსად იყო. აღარც
ვედრო იდგა საფეხურზე, მაგრამ ჰეტმა თქვა - მაშინ ეს ვერ შევნიშნეო. მარტო ძროხა
იდგა ეზოს შუაგულში, ძველ ადგილას, ფეხები გაეფარჩხა და თავი დაეღუნა, თითქოს
ვიღაცას ჩაევლოს და ის მეორე ეტაჟერი გაეყოლებინოს. ჰეტი და მისის ჰეიტი არ
შეჩერებულან, ოღონდ მისის ჰეიტი ახლა მძიმედ მირბოდა თურმე, პირდაბჩენილი,
სახეზე მასტიკის ფერი დასდებოდა და ცალი ხელით მკერდი ეჭირა თავისი. ჰეტმა
თქვა - საიმდროოდ ორივეს ქანცი გვქონდა გაწყვეტილი და ისე ნელა მივრბოდით,
ჯორი ზურგიდან წამოგვეწია და თავზე გადაგვევლოო. ასე თქვა ჰეტმა. ფლოქვთა
ხშირ-ხშირი გათქარუნება და ოფლის მძაფრი სუნი - და ჯორი უკვე წინ იყო
გავარდნილი (ქათმებმა ან ის მოისაზრეს ბოლოს და ბოლოს - სახლის ქვეშ დარჩენა
აჯობებსო, ან კიდევ იმათაც ილაჯი გაუწყდათ და ამჯერად ვეღარ გამოძვრნენ სახლის
ქვეშიდან). მისის ჰეიტმა და ჰეტმა კუთხეს რომ მიატანეს, ჯორი საბოლოოდ
გაუჩინარდა ნისლში. ამათ მოესმათ, როგორ გაითქარუნა და როგორ მიწყდა შორს მისი
ხშირ-ხშირი და დამცინავი ფლოქვთა ცემა.
ჰეტი ჰყვებოდა მერე - მე შევჩერდიო. - აბა, ჯენტლმენებო, სიჩუმე, - თქვა თურმე.
- მგონი, ჩვენ... - ჰოდა, ამ დროს იგრძნო სწორედ ის. გაშეშებული ვიდექი, ჰაერს
ვყნოსავდი და თითქოს თვალნათლივ დავინახე თავახდილი სარდაფი და აგურის
საფეხური, რომელზეც, უკანასკნელად რომ ჩავურბინეთ, ვედრო აღარ იდგაო. ღმერთო დიდებულო! - გასძახა მისის ჰეიტს. - დამწვრის სუნი დგას! გავარდი
სახლში, ფულს უშველე!
ცხრა საათი იქნებოდა, ეს ამბავი რომ მოხდა, ხოლო საშუადღეოდ სახლი ერთიანად
გადაიბუგა. რეტლიფმა თქვა - ხალხმა და სახანძრო მანქანამ იქამდე რომ მიატანეს,
ქმრისეულ ფარაჯამოსხმული მისის ჰეიტი ქოლგით ხელში ის-ის იყო სახლიდან
გამორბოდა, უკან კიდევ ჰეტი მოსდევდაო. ჰეტს ცალ ხელში თავისი ქაღალდის ჩანთა
სჭერია, მეორეში - მისის ჰეიტის პასტელის პორტრეტი. მისის ჰეიტს ფარაჯის ცალ
ჯიბეში კომპოტის ქილა ჩაეჩურთა, ის ქილა იმით იყო ამოტენილი, რაც რვა-ნახევარი
ათასი დოლარიდან დარჩენოდა; ჰოდა, იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მისის ჰეიტი
როგორ ცხოვრობდა (რა თქმა უნდა, მეზობელთა მონათხრობის თანახმად), მაშინ
ქილაში იმ თანხის უდიდესი ნაწილი უნდა დებულიყო; ფარაჯის მეორე ჯიბეში მძიმე,
მონიკელებული რევოლვერი დებულა. მისის ჰეიტს ქუჩა გადაუჭრია და მეზობლის
სახლის გალერეაში ასულა. ამის მერე იქ იჯდა სარწევ სავარძელში, მის გვერდით
ისეთსავე სავარძელში ჰეტი მოკალათებულიყო, ორივენი გაუჩერებლად ირწეოდნენ და
გაჰყურებდნენ, როგორ მოისროდნენ ქუჩისკენ მის ჭურჭელსა და ავეჯს მეხანძრეები.
საამდროოდ, რეტლიფის ნათქვამის მიხედვით, იქ საკმარისად შეკრებილიყვნენ ამ
საქმით დაინტერესებული პირნი, რომელნიც მოედანზე გავარდნილან, ა. ო.
მოუძებნიათ და ამბავი შეუტყობინებიათ.
- მე რა მესაქმება? - უთქვამს ა. ო-ს. - მე ხომ არ დამიდგამს ის ნაკვერჩხლებიანი
ვედრო იქ, საიდანაც შიგ სარდაფში გადაუძახა ვიღაცამ.
- ოღონდ სარდაფს ხომ თქვენ ახადეთ თავი, - რეტლიფმა უთხრა.
- რასაკვირველია, - თქვა სნოუპსმა. - მერედა, რატომ ავხადე? იმიტომ, რომ თოკი
ამომეტანა, მისი თოკი, თვითონ არ გამგზავნა იმ თოკისთვის?
- იმიტომ, გაგგზავნათ, რომ თქვენი ჯორი დაგეჭირათ, მის ეზოში შევარდნილი, უთხრა რეტლიფმა. - ახლა ვეღარ დაიძვრენთ თავს. ჩვენი ოლქის ნაფიცების რომელი
შემადგენლობაც უნდა იყოს, მისის ჰეიტის სასარგებლოდ გამოიტანს განაჩენს.
- კი, - თქვა სნოუპსმა, - ნამდვილად მასე იქნება. ქალი რომაა, იმიტომ მხოლოდ.
იმიტომ, რომ ქალია, ჯანდაბაში წასულა მისი თავი. კარგი, მიბრძანდეს ნაფიცებთან,
ჯანდაბაში წასულა იმათი თავი. ენა მეც მაბია აგერ; მეც შემიძლია, რაღაც-რაღაცები
მოვახსენო იმ ნაფიცებს... - ოღონდ აქ, რეტლიფის ნათქვამის მიხედვით, სიტყვა
გაუწყდა. ეს ამბავი ა. ო. სნოუპსის საქციელს არ ჰგავდაო, - თქვა მერე რეტლიფმა.
- რადგან ა. ო. მუდამ იმდენ აბურდულად ნათქვამ ანდაზას აფრქვევს, ვიდრე არ
მიხვდები, რომელი ანდაზები და რამდენი ანდაზა აუდომხალებია, ვერც იმას
მოისაზრებ კაცი, რა მოჭორა, ჰოდა, ამასობაში უკვე გვიან არისო; ოღონდ ამჯერად
ნამეტანი შეფიქრიანებული გახლდათ, ტყუილის რომ აღარაფერი ვთქვათ, ანდაზების
თავიც აღარ ჰქონდა, ჰოდა, ყველანი იმას შეჩერებოდნენო.
- მაინც რა? - უთქვამს ვიღაცას. - რა შეგიძლიათ უამბოთ სასამართლოს?
- არაფერი, - უპასუხა სნოუპსმა. - იმიტომ, რომ... ერთი სიტყვით, იმიტომ, რომ
არაფერი სასამართლო არ შედგება. მისის მენი ჰეიტი მე მიჩივლებს სასამართლოში?
ცუდად გცნობიათ, ბიჭებო, ის ქალი, თუკი იმას ფიქრობთ - ასეთი ჩვეულებრივი
უბედური შემთხვევის გულისთვის ალიაქოთს ატეხავსო. მით უმეტეს, არც მე და არც
სხვა ვინმეს იმ შემთხვევის თავიდან აცილება არ შეგვეძლო. მისნაირი სამართლიანი და
გულკეთილი ქალი მთელ იოკნაპატოფას ოლქში არ მოიძებნება. ჰოდა, პირში ვეტყოდი
ამას.
სწორედ საამისო შემთხვევა მიეცაო, - თქვა რეტლიფმა. - მისის ჰეიტი უკვე მის
ზურგს უკან იდგა, მისის ჰეიტის ზურგს უკან კიდევ ჰეტი დამდგარიყო თავისი
ქაღალდის ჩანთით ხელში, ჰოდა, მისის ჰეიტმა შეჯგუფებულ ხალხს მოავლო თვალი
და მერე ა. ო-ს მიაჩერდაო.
- მე იმ ჯორის საყიდლად მოვედი, - უთხრა მისის ჰეიტმა.
- რომელი ჯორის? - იკითხა ა. ო-მ. უცბად უკითხავს ეს, როგორც რეტლიფმა
გვიამბო, ანგარიშმიუცემლად, რადგან სხვა რამეზე ფიქრობდა. მერე კი, ისევ
რეტლიფის ნათქვამის თანახმად, ნახევარ წუთს მაინც მისციებოდნენ ერთიმეორეს
თვალებით. - ჯორი გჭირდებათ? - ჰკითხა სნოუპსმა. - ას ორმოცდაათი
დაგიჯდებათ, მისის მენი.
- რა - დოლარი? - შეეკითხა მისის ჰეიტი.
- რაღა თქმა უნდა, - ას ორმოცდაათი ცენტი და ნიკელი, არა, მისის მენი, - უთხრა
სნოუპსმა.
- ას ორმოცდაათი დოლარი, - თქვა მისის ჰეიტმა. - ჰეიტი ცოცხალი რომ იყო,
უფრო იაფი ღირდა ჯორები.
- მას მერე ბევრი რამე შეიცვალა, - უთხრა სნოუპსმა, - თქვენ და მეც შევიცვალეთ,
მისის მენი.
- კი, მასე უნდა იყოს საქმე, - თქვა მისის ჰეიტმა და წავიდა. მეტი აღარაფერი
უთქვამსო, - გვიამბო რეტლიფმა, - შეტრიალდა და წავიდა, ჰეტიც უკან გაჰყვაო.
- თქვენი რომ
სნოუპსისთვის.
ვყოფილიყავი,
მასეთ
რამეს
არ
ვეტყოდი,
-
უთქვამს
რეტლიფს
- ახლაო, - გვითხრა რეტლიფმა, - ა. ო-ს საზიზღარი, წვინატი სახე მოექუშა,
პირზე დუჟიც კი მოადგაო.
- ერთი გაბედოს, - თქვა სნოუპსმა, - მაგ იქნება თუ სხვა ვინმე, სულერთია,
გაბედოს სასამართლოში ჩივილი და სიტყვა დაძრას ჯორის და ჰეიტის თაობაზე... გაჩუმდა და ისევ გულგრილი შეექნა სახე. - აბა, - თქვა მერე, - რას იტყვით?
- მე როგორც ვატყობ, იმის არ გეშინიათ, სამართალში სახლის გადაწვისთვის რომ
მიგცემთ ის ქალი, - უთხრა რეტლიფმა.
- მე მიმცემს სამართალში? - თქვა სნოუპსმა. - მისტერ ჰეიტი? ამ ხანძრის
გულისთვის ჩემგან რამის მიღება რომ დაეპირებინა, როგორ გგონიათ, ძებნას
დამიწყებდა და ფულს შემომაძლევდა?
ეს ამბავი დღის პირველი საათისთვის მოხდა. ოთხზე კიდევ მე და ალეკ სენდერი
სარტორისის სადგურისკენ გავემგზავრეთ კაკბებზე ძაღლებით სანადიროდ, რადგან მისის
ჯენი დიუ პრეს ჯერაც ჰყავდა მონადირე ძაღლები, ალბათ იმას ელოდებოდა - ბენბოუ
სარტორისი იმხელა გაიზარდოს, თოფის ხელში დაჭერა შეეძლოსო. გევინ ბიძია მარტო
იყო თავის კაბინეტში, კიბის თავიდან რეზინის ჩუსტების ფრატუნი შემოესმა და ჰეტი
შემოვიდა. მისი ქაღალდის ჩანთა გაბერილიყო, იღლიაში ქაღალდის პარკი ამოეჩარა,
იქიდან ბანანებს იღებდა და შეექცეოდა. ჰოდა, ცალ ხელში მონაკბეჩი ბანანის
მჭერელმა მეორე ხელით დაჭმუჭნილი ათდოლარიანი მოიფათურა და გევინ ბიძიას
გაუწოდა.
- მისის მენიმ გამოგიგზავნათ თქვენ, - თქვა ჰეტმა. - იმ კაცს უკვე მივეცი ათი
დოლარი. - და უამბო გევინ ბიძიას: მოედნის კუთხეში ვიცდიდი, ჰოდა, დაღამებას
რომ აღარაფერი აკლდა, ძლივს გამოჩნდა სნოუპსი, მე ჩემი შესაჭმელი ბანანი ვიღაც
ქალს მივეცი, მერე ათდოლარიანი ამოვიღე და სნოუპსმა ის ფული გამომართვაო.
- რაო? - უთქვამს სნოუპსს. - მისის ჰეიტმა საჩემოდ გამოგატანა ეს ფული?
- ჯორის საფასურად, - მიუგო ჰეტმა. - ხელწერილი არაა საჭირო. მეშემიძლია
დავადასტურო, რომ მოგეცით ეს ფული.
- ათი დოლარიო? - თქვა სნოუპსმა. - იმ ჯორში ათი დოლარი? ხომ ვუთხარი - ას
ორმოცდაათი-მეთქი.
- აბა, რაკი მასეა, თქვენ თვითონ მორიგდით, - უთხრა ჰეტმა. - მე ის დამაბარა
მარტო - ეს ფული მიეციო, როცა იმ ჯორის წამოსაყვანად მიდიოდა.
- ჯორის წამოსაყვანადო?.. თვითონ წავიდა და გამოიყვანა ჯორი ჩემი ბაკიდან?
- ღმერთი შეგეწიოს, შვილო, - ჰეტმა თქვა, - სწორედ ასე ვუთხარიო. - მისის მენის
არც ერთი ჯორის არ ეშინია. ხომ ნახე შენი თვალით. ჰოდა, ეს თქვენ გაახლათ, გევინ ბიძიას უთხრა.
- მე რაღასთვის? - შეეკითხა გევინ ბიძია. - მე ხომ არ მყავს ჯორი.
- იურისტისთვის, - მიუგო ჰეტმა. - მისის ჰეიტი ვარაუდობს - იურისტი
დამჭირდებაო.
საღამოს,
რომ
მოვეწყობი,
ჩემს
სახლთან
მობრძანდესო,
ასე
შემოგითვალათ.
- სახლთანო? - თქვა გევინ ბიძიამ.
- ნასახლართან, გენაცვალე, - უთხრა
გეახელით, მეტი აღარ შემიძლია.
ჰეტმა.
-
ბანანი
არ
გინდათ?
მე
ბევრს
- არა, დიდი მადლობელი ვარ, - უთხრა გევინ ბიძიამ.
- არაფრის, - თქვა ჰეტმა. - მიირთვით, მიირთვით. მე ერთიც რომ შევჭამო კიდევ,
იმის ნატვრაში ვიქნები - ღმერთმა ბანანი არასოდეს შექმნას-მეთქი.
- არა, დიდი მადლობელი ვარ, - უთხრა გევინ ბიძიამ.
- არაფრის, საბურნუთედ?
თქვა
ჰეტმა.
-
ეს
მიბრძანეთ,
ათი
ცენტი
ხომ
არ
გექნებოდათ
- არა, - უთხრა გევინ ბიძიამ და ფული ამოიღო, - დოლარის მეოთხედი მაქვს
მხოლოდ.
- აი, რას ნიშნავს კეთილშობილი ადამიანი, - თქვა ჰეტმა. - წვრილი ფული რომ
მოსთხოვო, დოლარის მეოთხედს ან ნახევარდოლარიანს, არა და, სულაც დოლარს
გიბოძებს. აბა, იმ ღვთის გლახებისგან ათ ცენტზე მეტს ვერ ეღირსები. - ფული
გამოართვა და უკვალოდ გაქრა ის ფული. - ზოგს ის ჰგონია ჩემი - დილიდან
საღამომდე ქალაქში დაწოწიალობს ხელგაწვდილი და ყველას მადლობას ეუბნებაო. ასე
არ გახლავთ საქმე. ჯეფერსონს მეც ვემსახურები. თუკი, ბიბლიის ბრძანებისამებრ,
ხელი მბოძებლისა არ იქმნეს გლახაკ, მაშინ ეს ქალაქიც არ იქნება გლახაკი, რადგან აქ
ყოველთვის ბლომადაა ისეთი ხალხი, ვინც მზადაა რამე გიბოძოს - ნიკელიდან
დაწყებული და ძველი შლაპით დამთავრებული. ოღონდ ყველა ჩემი ნაცნობიდან მარტო
მე გახლავართ ყოველთვის მზად ნაბოძების მისაღებად. ჯეფერსონი დაბეჩავდებოდა, მე
რომ დილიდან საღამომდე, წვიმა იქნება, თოვლი თუ პაპანაქება სიცხე, მბოძებელს არ
ვლოცავდე! აბა, შემიძლია, მისის მენის თქვენი ვუთხრა - მობრძანდება-მეთქი?
- დიახ, - მიუგო გევინ ბიძიამ და ჰეტი წავიდა. გევინ ბიძია კი იჯდა და მის წინაშე
მაგიდაზე დადებულ მოჭმუჭნილ ქაღალდის ფულს უმზერდა. მერე ხელახლა შემოესმა
კიბიდან ნაბიჯის ხმა და თავის სკამზე მჯდარი კარს მიაცქერდა, ჰოდა, მერე მისტერ
ფლემ სნოუპსი შემოვიდა და კარი მიიხურა.
- საღამო მშვიდობისა, - თქვა მისტერ სნოუპსმა. - ბარემ ჩემს საქმეებსაც ხომ არ
მოჰკიდებდით ხელს?
- ახლა? - იკითხა გევინ ბიძიამ. - დღეს?
- დიახ, - უთხრა მისტერ სნოუპსმა.
- დღესო, - გაიმეორა გევინ ბიძიამ. - მაგ საქმეს რაიმე კავშირი თუ აქვს ჯორთან და
მისის ჰეიტის სახლთან?
ჰოდა, გევინ ბიძიამ მერე გვიამბო: მისტერ სნოუპსს ის კი არ უკითხავს - რომელ
სახლთანო? ან - რომელ ჯორთანო? ან კიდევ - თქვენ საიდან იცით მაგ ამბავიო?
დიახო, - ეს უთქვამს მხოლოდ სნოუპსს.
- მაინცდამაინც ჩემთან რატომ მობრძანდით? - შეეკითხა გევინ ბიძია.
- ამავე მიზეზით, სახლის აშენება რომ მომენდომებინა, საუკეთესო ხუროს დავუწყებდი
ძებნას, ჰოდა, მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემა რომ მნდომებოდა - საუკეთესო ფერმერს
მივაკითხავდი, - თქვა სნოუპსმა.
- მადლობელი გახლავართ, - უთხრა გევინ ბიძიამ. - სამწუხაროდ, არ შემიძლია. იმ მოჭმუჭნილი ათდოლარიანის ხელის ხლებაც კი არ დასჭირვებია გევინ ბიძიას.
მისტერ სნოუპსმა იმ ფულს არათუ შემოსვლისთანავე მოატანა თვალი, არამედ მაშინვე
იმასაც მიხვდა, საიდანაც გაჩნდაო ის ფული მაგიდაზე. - როგორც ხედავთ,
მოწინააღმდეგე მხარის ინტერესების დამცველი გახლავართ უკვე.
- ახლა იქ მიბრძანდებით? - იკითხა მისტერ სნოუპსმა.
- დიახ, - უპასუხა გევინ ბიძიამ.
- მაშინ ყველაფერი რიგზე ყოფილა, - და სნოუპსმა ჯიბეს გაიკრა ხელი.
თავდაპირველად გევინ ბიძია ვერც კი მიხვდა, რას აპირებდა სნოუპსი; უსიტყვოდ
შეჰყურებდა, როგორ ამოიღო სნოუპსმა ძველებური, ლითონისსაკეტიანი საფულე,
გახსნა, ათდოლარიანი ამოაძვრინა, საფულე დაკეტა, ფული იმ მეორე, მოჭმუჭნილი
ქაღალდის გვერდით დადო, საფულე ისევ ჯიბეში ჩაისრიალა და დადგა გევინ ბიძიას
მაცქერალი.
- ხომ მოგახსენეთ - მოწინააღმდეგე მხარის ინტერესების დამცველი გახლავართ-მეთქი,
- უთხრა გევინ ბიძიამ.
- მე კიდევ მოგახსენეთ - ყველაფერი რიგზეა-მეთქი, - თქვა მისტერ სნოუპსმა. - მე
ვექილი არ მჭირდება, იმიტომ, რომ უკვე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო, მოწმე მჭირდება
მხოლოდ.
- კი, მაგრამ მაინცდამაინც მე რატომ შემარჩიეთ? - იკითხა გევინ ბიძიამ.
- იმ მიზეზით სწორედ, - თქვა მისტერ სნოუპსმა. - საუკეთესო მოწმე მჭირდება.
ჰოდა, ორივენი იქითკენ გაემართნენ. საშუადღეოდ მზეს ნისლი გაეფანტა და მისის
ჰეიტის სახლისგან გადარჩენილი ორი გაჭვარტლული მილი ახლა ზამთრის მინავლული
დაისის ფონზე შავად ილანდებოდა. და ამ დროს მისტერ სნოუპსმა - მომითმინეთო.
- რა ბრძანეთ? - შეეკითხა გევინ ბიძია. მაგრამ მისტერ სნოუპსს პასუხი არ გაუცია და
ისინი, მისულნი რომ არ იყვნენ, ისე შეჩერდნენ. უკვე მომწვდა ღორის ხორცის სუნი,
ხანძარს გადარჩენილი ბოსლის წინ დანთებულ ცეცხლზე რომ იწვებოდაო, - გვიამბო
გევინ ბიძიამ. ცეცხლის პირას ახალთახალ სკამზე ჰეტი დასკუპებულიყო, ტაფაზე
აშიშხინებულ ხორცს ჩანგლით აბრუნებდა, იქით კიდევ მისის ჰეიტი ჩაცუცქულიყო და
ახალთახალ თუნუქის ვედროში ძროხას წველიდა.
- ყველაფერი რიგზეა, - თქვა მისტერ სნოუპსმა, და - რა ბრძანეთო? - ხელახლა
შეეკითხა გევინ ბიძია, რადგან ა. ო. ვერ შენიშნა მანამდე, ა. ო. მოულოდნელად
აღმოჩნდა მათ გვერდით, გინდაც აღმოცენებულიყოს, ბინდიდან სინათლის წრეში
მოხვედრილიყოს (ცეცხლის პირას ნაკვერჩხლებზე ახალთახალი მოთუთიებული საყავე
მდგარა და ახლა გევინ ბიძიას ყავის სურნელიც მოსწვდენია). შეჩერებულა ა. ო.
მისის ჰეიტის კეფას დაშტერებული, გევინ ბიძია და ფლემი ჯერაც არ დაენახა. ოღონდ
ჰეტს კი ჰყავდნენ დანახული ესენი, ასე რომ, რა მიუახლოვდნენ, უკვე ესიტყვებოდა
კიდეც გევინ ბიძიას.
- ერთი სიტყვით, ათი დოლარიც რომ არა, ყავა და ღორის ხორცი მაინც
მოგიყვანდნენ აქ, - თქვა ჰეტმა. - მეც მასე ვარ. რამდენი წელია, ასეთ მადაზე აღარ
ვყოფილვარ. მე რა - ჩიტის საკენკზე ნაკლები მყოფნის ხოლმე. ოღონდ ყავის და
ღორის ხორცის სურნელებას ვიკრავ თუ არა... შეეშვით ერთ წამს მაგ ძროხის წველას,
გენაცვალე, - მისის ჰეიტს მიმართა. - თქვენი იურისტი მობრძანდა.
მაშინ ა. ო-მაც დაინახა ესენი, ფიცხლად გამოხედა მხარზემოთ თავისი საძაგელი,
შეშფოთებული, დაბოღმილი სიფათით. ახლა გევინ ბიძიას ბოსლის შიგნითაც შეეძლო
შეეხედა. დაელაგებინათ იქაურობა, ნაგავი გაეფოცხათ, მერე გამოეხვეტათ კიდეც,
სოხანეზე თივა გაეფინათ. ახალთახალი ნავთის ფარანი ენთო ხის ყუთზე ნამჯის
ლეიბისგვერდით, ლეიბზე კიდევ ლოგინი გაეშალათ. ახლა გევინ ბიძიამ მეორე ყუთსაც
მოატანა თვალი, ცეცხლის პირას მაგიდის ნაცვლად დადგმულს, ახალთახალი დანაჩანგალი ეწყო ზედ, კოვზი, ლამბაქი და ფინჯანი და ფაბრიკაში გამომცხვარი დიდი
პური.
ოღონდო, გევინ ბიძიამ თქვა, მისტერ ფლემის დანახვაზე ა. ო. არ შეშფოთებულაო;
მთელი საქმე ის გახლდათ, მე ჯერაც ვერ მივხვედრილიყავი, რომ ა. ო. ისეთ დღეში
იყო ჩავარდნილი, როცა იმედის გადაწურვას მოჩვენებითი უზრუნველობით ფარავენო.
- ჰო, თქვენც მობრძანდით, - უთქვამს ა. ო-ს, - ვექილიც თქვენი მოგიყვანიათ.
ახლა ალბათ ამ ფარანსაც ხელიდან გამოაცლით, ახალ თეფშებსაც, სკამსაც,
საწველელსაც, ჰოდა, იქნებ რძეც გაიყოლიოთ, წველას რომ მოათავებს, ჰა? კარგი
საქმეა, ლამის კეთილშობილური საქციელიცაა, - აქვე მოხდება, ეზოში, სანამ სულ არ
ჩამობნელებულა. იმიტომ, რომ თქვენმა ვექილმა, რაღა თქმა უნდა, ყველაფერი იცის
- ჯორების და ცეცხლის წაკიდების აქაური ამბები. ისე გამოდის, ერთადერთი უბირი
ადამიანი ყოფილა აქ - დეიდა ჰეტი; ოღონდ ჰეტს იმის ცოდნა კი მართებს, ამ
წუთშიც რომ წამოხტეს და გავარდეს, თავის დავრდომილთა თავშესაფარს რომ მიატანს,
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ქალაქი - 18
  • Parts
  • ქალაქი - 01
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 1948
    28.4 of words are in the 2000 most common words
    39.5 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 02
    Total number of words is 3992
    Total number of unique words is 1824
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 03
    Total number of words is 3892
    Total number of unique words is 2027
    28.8 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 04
    Total number of words is 4126
    Total number of unique words is 1771
    33.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 05
    Total number of words is 3979
    Total number of unique words is 1874
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 06
    Total number of words is 3952
    Total number of unique words is 1875
    31.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 07
    Total number of words is 3971
    Total number of unique words is 1883
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 08
    Total number of words is 3954
    Total number of unique words is 1822
    30.2 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 09
    Total number of words is 3924
    Total number of unique words is 1905
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 10
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 1912
    29.8 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 11
    Total number of words is 3974
    Total number of unique words is 1897
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 12
    Total number of words is 4111
    Total number of unique words is 1678
    32.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 13
    Total number of words is 4103
    Total number of unique words is 1775
    34.3 of words are in the 2000 most common words
    46.5 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 14
    Total number of words is 3967
    Total number of unique words is 1939
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.4 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 15
    Total number of words is 3895
    Total number of unique words is 1868
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    50.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 16
    Total number of words is 3993
    Total number of unique words is 1860
    33.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 17
    Total number of words is 4054
    Total number of unique words is 1839
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 18
    Total number of words is 4154
    Total number of unique words is 1727
    33.2 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 19
    Total number of words is 3843
    Total number of unique words is 1854
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.2 of words are in the 5000 most common words
    46.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 20
    Total number of words is 3871
    Total number of unique words is 1877
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.9 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 21
    Total number of words is 4048
    Total number of unique words is 1843
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.9 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 22
    Total number of words is 4060
    Total number of unique words is 1866
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.4 of words are in the 5000 most common words
    50.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 23
    Total number of words is 3959
    Total number of unique words is 1758
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 24
    Total number of words is 4043
    Total number of unique words is 1842
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 25
    Total number of words is 3466
    Total number of unique words is 1703
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.