Latin
Total number of words is 3952
Total number of unique words is 1875
31.8 of words are in the 2000 most common words
43.3 of words are in the 5000 most common words
49.8 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
მიმდგარ-მომდგარან და გაუნს დაუნახავს, რომ მისის სნოუპსი და მისტერ დე სპეინიღა
ცეკვავდნენ, ხოლო ირგვლივ ყველანი გაშეშებულიყვნენ გაოცებისგან. მე რომ
წამოვიზარდე და თოთხმეტის, ან იქნებ თხუთმეტ-თექვსმეტი წლისაც შევიქენი,
მაშინღა მივხვდი, სახელდობრ რა დაინახა მაშინ გაუნმა ისეთი, რომ თვითონაც არ
ესმოდა, რასაც უყურებდა: იმწამს მოატანა თვალი, როცა მისტერ დე სპეინმა
(რომელიც თვითონაც კი არ განცვიფრდა მხოლოდ, არც კი დაიჯერა, შეძრწუნდა ამას რას ვშვრებიო) იმნაირად დაიწყო ცეკვა მისის სნოუპსთან, რათა შური ეძია გევინ
ბიძიაზე იმის გამო, რომ გევინ ბიძიამ ასერიგად დააფრთხო ის, მისტერ დე სპეინი,
აიძულა ღლაპივით მოქცეულიყო - სირენა ეკივლებინა თუ ფოცხი მოერთმია ძღვნად,
ან კიდევ ყვავილები იმ ნახმარი რაღაცით შეეკონა; აიძულა თავისივე თავის
შეშინებოდა, მიმხვდარიყო - სულაც არ ვყოფილვარ ისეთი, როგორიც ამდენ ხანს
მეგონა ჩემი თავი, რაკი ამდაგვარი სიბრიყვეების ჩადენა ვიკადრეო; ხოლო მისის
სნოუპსი იმნაირად ცეკვავდა, უკეთ, მისტერ დე სპეინს იმიტომ აძლევდა უფლებას,
ხალხის თვალწინ იმნაირად ეცეკვა მასთან, რომ ცოცხალი ადამიანი იყო და არ
ერცხვინებოდა ეს ამბავი, ისე როგორც იმწუთას - ან იქნებ მუდამაც - ერცხვინებოდათ
მისტერ დე სპეინსაც და გევინ ბიძიასაც. ისეთი გახლდათ, როგორიც იყო,
შესახედაობაც ისეთი ჰქონდა,როგორიც იყო, და არ ეთაკილებოდა ეს ამბავი, არც
ეშინოდა, არც რცხვენოდა იმისა, რომ ამგვარი ყოფის მოხარული იყო, იმისიც კი არ
რცხვენოდა, თუ როგორ ვლინდებოდა ეს სიხარული, რადგან მხოლოდ ამგვარად
შეეძლო მისი გამოვლენა, და არც ეშინოდა, არც რცხვენოდა იმისა, - ამ არაკაცთა
აღშფოთებული ბრბო უცებ ყოველივეს არ მიხვდესო. ხოლო ისინი მიმდგარმომდგარიყვნენ,
ენაჩავარდნილნი,
დამფრთხალნი
იდგნენ
და
მოცეკვავეთ
მისჩერებოდნენ. და იმ განწირულსა და საწყალობელ არაკაცებს, შიშნეულად
დაქორწინებულსა თუ დაუქორწინებელ ვაჟებს იმგვარად აღშფოთებული, იმგვარად
შეურაცხყოფილი იმიტომ ჰქონდათ სახეები, ცდილობდნენ ერთიმეორისგან ის ამბავი
დაეფარათ, რომ ყველაზე მეტად ტირილი უნდოდათ, ქვითინი, რადგან გულოვნება,
მამაცობა აკლდათ, რადგან ყოველმა მათგანმა იცოდა - ქვეყნიერებაზე ერთადერთი
მამაკაციც რომ ყოფილიყო თვითონ (იმისას ნუღარას ვიტყვით, ამ სამეჯლისო
დარბაზში რომ ყოფილიყო ერთადერთი), არამცთუ ვერ გაუმაგრდებოდა თუ ვერ
გაუმკლავდებოდა, - ვერც კი გადაურჩებოდა ამ დიდმშვენიერებას, ამ დიდებულ
უსირცხვილობას.
რასაკვირველია, ჩარევით ამ საქმეში მისტერ სნოუპსი უნდა ჩარეულიყო - ქმარი,
უფალი, კანონიერი მფარველი ხომ ის გახლდათ. მაგრამ მის ნაცვლად გევინ ბიძია
ჩაერია, თუმცა არც ქმარი ყოფილა, არც უფალი, არც რაინდი, არც დამცველი, არც
მფარველი, უბრალოდ - გევინ ბიძია იყო: უცებ მისთვის სულერთი შეიქნა გადაიქელებოდა ან დაწყლულდებოდა თუ არა შერკინებისას მისის სნოუპსი, ოღონდ კი
მისგან რაღაც მაინც გადარჩენილიყო მას შემდეგ, რაც გევინ ბიძია სულს
გააფრთხობინებდა მისტერ დე სპეინს. გაუნმა მიამბო, როგორ ეკვეთა ბიძია მისტერ დე
სპეინს, მხარში ჩააფრინდა და მოზიდა, ჰოდა, ამ ამბის შემყურე კაცები ეზოში
ჩამავალ კიბეს მისწყდომიან, ქალებიც უკვე აწივლებულან, თან მიჰყოლიან სირბილით
მამაკაცებს, ასე რომ, გაუნს მოუხდა ქვედაბოლოებსა და ფეხებს შუა ძრომით
დაშვებულიყო საფეხურებზე. ხოლო ეზოში მობორიალე ფეხებს იქით გაუნმა თურმე
დაინახა, როგორ ცდილობდა წამომდგარიყო ძირს დაცემული გევინ ბიძია. მერე გაუნმა
იმ ფეხებს შორის გზა გაიკაფა და დაინახა, რომ გევინ ბიძია ხელახლა წამოდგა, სახე
ერთიანად დასისხლიანებული ჰქონდა; ორმა კაცმა მიირბინა თურმე მასთან, ეტყობა,
რაღაცით მიშველება უნდოდათ, ოღონდ გევინ ბიძიამ ისინი იქით მიაწყვიტა და კვლავ
მისტერ დე სპეინს ეკვეთა. ჰოდა, რომ წამოვიზარდე, ამასაც მივხვდი: გევინ ბიძიას
სულაც არ უნდოდა მისტერ დე სპეინის მოკვლა ან თუნდაც დაჭრა, იმ წუთში მისთვის
უკვე ცხადიშეიქნა - სულერთია, ვერაფერს გავაწყობო. და იმ წუთს გევინ ბიძია ისევ
გევინ ბიძიად იქცა. ისე ცდილობდა საკუთარი სისხლით დაეცვა ის კანონი, რომლის
თანახმადაც დაცვა ხამს ქალის სიწმინდის და სათნოებისა, იმისდა მიუხედავად,
არსებობს თუ არა ის სიწმინდე და სათნოება.
- დაგწყევლის ღმერთი, - თქვა მისტერ დე სპეინმა. - გააკავეთ ვინმემ, მაცალეთ
აქედან წასვლა. - ჰოდა, მამაჩემმა გევინ ბიძია გააკავა, ვიღაცამ კიდევ მისტერ დე
სპეინს პალტო და შლაპა მოურბენინა და ისიც გაეცალა იქაურობას. გაუნი თურმე
მტკიცედ ყოფილა გულდაჯერებული - ახლა კი უეჭველად ავტომობილის სირენა
აკივლდებაო. მაგრამ სირენას ხმაც არ გაუღია. ყველაფერი მიწყნარდა. მხოლოდ გევინ
ბიძია იდგა და ჯერ თავისი, მერე კი მამაჩემის ცხვირსახოცით სისხლს იწმენდდა
სახიდან.
- ბრიყვო! ბრიყვო! - ეუბნებოდა მამაჩემი. - როგორ არ გესმის, რომ შენი ჩხუბი არ
იქნება? რომ არ იცი, რა გაჩხუბებს?
- მერე, შენი აზრით, ვითომ სხვა ხერხიც არსებობს სასწავლებლად? - უთხრა გევინ
ბიძიამ.
შინ მიბრუნების მერე შეიძლებოდა კაცს ჟილეტიც გაგეხადა, საყელო ჰალსტუხიანად
მოგეძრო და სახეზე სველი პირსახოცი მიგეფინა სისხლის შესაჩერებლად. ამ დროს
სააბაზანოში დედაჩემი შევიდა, ხელში ყვავილი ეჭირა, თაიგულიდან ამორჩეული
წითელი ვარდი.
- აჰა, - უთხრა დედამ. - იმან გამოგიგზავნა.
- არ არის ეგ მართალი, - მიუგო გევინ ბიძიამ. - შენი ყვავილია.
- შენ არ ამბობ მართალს, - უთხრა დედამ. - იმ ქალმა გამოგიგზავნა.
- არა, - თქვა გევინ ბიძიამ.
- ესე იგი, უნდა გამოეგზავნა! - უთხრა დედამ. მერე ატირდა თურმე; გაუნმა თქვა ეხვეოდა გევინ ბიძიას თუ მუჭებს უტყაპუნებდაო, თან სლუკუნებდა და ეუბნებოდა: სულელო! შე სულელო! რა შენი ღირსი არიან ისინი! არც ერთი არაა შენი ღირსი,
თუ გინდა ყველაზე ლამაზიც იყოს, თუ გინდა ისე იქცეოდეს, როგორც... როგორც
ნამდვილი კახპა! არავინ არაა შენი ღირსი, არავინ, არავინ!
ოღონდ იმ საღამოს მისტერ სნოუპსს მხოლოდ ეს კვალი კი არ დაუტოვებია
ჯეფერსონის ცხოვრებაში, მის გამო კიდევ ერთ ცხვირს ადინეს სისხლი და ორი თვალი
დაალურჯეს კიდევ. დედაჩემმა რომ თაიგულები მიიღო, იმათგან მეოთხე - გრენიე
უედდელის გამოგზავნილი იყო. ისიც ბერბიჭა გახლდათ მისტერ დე სპეინივით. ესე
იგი, იმგვარი ბერბიჭა, რომლებიც, გევინ ბიძიას ნათქვამის თანახმად, მთელი
სიცოცხლის განმავლობაში ბერბიჭობენ, სულერთია, შეირთავენ თუ არა ოდესმე ცოლს.
იქნებ ამიტომაც არ გაჰყვა ცოლად სელლი ჰეპტონი. ყოველ შემთხვევაში, ბეჭედი უკან
გაუგზავნა და მორის პრისტს მისთხოვდა. ჰოდა, გევინ ბიძიამ და მისტერ დე სპეინმა
ის ამბავი რომ ატეხეს, რასაც მამაჩემი რაუნსველის პანიკას უწოდებდა, გრენიემ
იფიქრა - ახლა კი დრო ვიშოვეო, და მისისპრისტს სტანდარტული საპანიკო ყვავილთა
კონა კი არ გაუგზავნა უბრალოდ, სამი იმხელა სიდიდის თაიგული აახლა. შესაძლოა,
მისის პრისტმა ის თაიგული მეჯლისზე სწორედ იმიტომ ვერ წამოიძღვანა, ნამეტანი
დიდი რომ იყო. ყოველ შემთხვევაში, ყვავილები თან არ მოჰყოლია, მაგრამ, ამისდა
მიუხედავად, გევინ ბიძიამ და მისტერ დე სპეინმა ეზოში ადგილი რომ დაცალეს,
გრენიე და მორის პრისტი სწორედ იქითკენ გაეშურნენ, და მერე გრენიე ნომერი
პირველი ამოლურჯებული თვალით გამოვიდა იქიდან, ხოლო მორისი ცხვირგატეხილი
დაბრუნდა შინ. ჰოდა, მეორე დილით სელლი ქალაქში რომ გამოვიდა, ნომერი ორი
ჩალურჯებული თვალი იმას დაუნახეს. მართალია, თავისი თაიგულით ვერ გაიბრწყინა
ყველას წინაშე, მაგრამ იმ ჩალურჯებული თვალით კი გვარიანად გაიკეკლუცა. მთელ
დილას ხომ დადიოდა და დადიოდა ქალაქში, ნასადილევსაც გამოგოგმანდა, რათა ის
ჩალურჯებული თვალი ყველას დაენახა, თუ ვერ ნახავდნენ, ამბავი მაინც
მისწვდენოდათ მისი. კაცი იფიქრებდი, იმ თავისი ჩალურჯებული თვალით კიდეც
ამაყობსო, - თქვა გაუნმა.
4. ვ.კ. რეტლიფი
კი, ნამდვილად ამაყობდა. მაგის მომთხრობელს დეიდამისისთვის რომ ეკითხა (იმ ორი
ბიძისთვის კი არა, არც ბაბუასთვის, - რომელიმე ნათესავი ქალი რომ შეეწუხებინა,)
ის მიახვედრებდა, რატომაც ეამაყებოდა სელლის - ისეთი ქმარი მყავს, შეუძლია
თვალი ამომილურჯოსო, ჰოდა, ცოლიც ისეთი დავუდივარ, ჯერ კიდევ შემიძლია
ჭკუიდან გადავაცდინოო.
ჰო, პირველი ჯეფერსონელი სნოუპსი ფლემი კი არ ყოფილა, მინკი იყო პირველი. რვა
თვე იჯდა ჯეფერსონის საპყრობილეში, ვიდრე პარჩმეში გაემგზავრებოდა მუდმივ
საცხოვრებლად ჯეკ ჰიუსტონის მოკვლისთვის. და ამ რვა თვეს სულ ის ფიქრი
აწვალებდა - ხომ არ გადავცდიო.
არა, ჯერ ჰიუსტონის მოკვლის გამო როდი ეჭვობდა, ამ მხრივ კი იცოდა, რასაც
სჩადიოდა. ჯეკი ქედმაღალი იყო, თანაც მარტოხელა კაცი, ჰოდა, ამნაირი შეხამება
ვერაა კარგის მომასწავებელი; მარტოხელა იმიტომ გახლდათ, ახალგაზრდა ცოლი
დაეღუპა, იმას კიდევ, ერთი რომ, კაი ხანს მიუწევდა გული იმ ქალისკენ, ვიდრე
დაინარჩუნებდა, მეორეცაა და ქორწინებიდან წელიწადსაც არ გაევლო, ისე გამოეცალა
ხელიდან ცოლი; ხოლო ქედმაღლობით იმდენად ქედმაღალი იყო, ოთხ წელიწადშიც
ვერ აიძულა თავი, ის ქალი დაევიწყებინა. ანდა იქნებ სხვა რამეც იყო მიზეზი:
ცოლთან ერთად ექვს-შვიდ თვეს იცხოვრა სულ, მის დანარჩუნებას კიდევ ექვსი-შვიდი
წელიწადი მაინც მოანდომა, მეტი თუ არა. ჰოდა, შეადარეთ, ჩემო ბატონო, ექვსიშვიდი თვე და ექვსი-შვიდი წელიწადი. დაღუპვითაც ისე დაეღუპა, უარესი რომ აღარც
ითქმის: თავლაში წიხლების ცემით მოკლა სწორედ იმ წმინდა სისხლის ულაყის მამამ,
რომლიდანაც ოთხი წლის მერე მინკმა ტყვიით ჩამოაგდო ჯეკი. ჰოდა, ცოლის
დაღუპვის მერე ჰიუსტონი უფრო პირქუში შეიქნა და ოთხ წელიწადს სულ იმას
იგონებდა, როგორ მოხდა ის ამბავი. ასე რომ, კაცს ქედმაღლობა თუ მოსდგამს და
თან გამოწყვეტილი დარჩება და სიქუშე მიეძალება, მერე და მერე ამპარტავნობაც
ემატება და ემატება ხოლმე.
მაგრამ ფრანგისხეველებმა კაი ხანია იცოდნენ, ამაყი კაცი რომ იყო, ისიც
მოეხსენებოდათ, რანაირად გაუძნელდა ლიუსი პეიტის აღმზრდელთა დაყოლიება ცოლად გამატანეთო. ასე რომ, მინკ სნოუპსს რომ არ გადასწყდომოდა, არაფერი
უჭირდა საქმეს.
იმიტომ, რომ მინკი გულღრძო კაცი იყო, ერთადერთი სულით ხორცამდე დაბოღმილი
სნოუპსი იყო იმათგან, ვისთანაც კი მოგვწევია შეხვედრა. შეშლილებიც ერივნენ
სნოუპსებში, გულფიცხებიც - თოფის წამალივით რომ იფეთქებდნენ ხოლმე, იმ
ბერიკაცის - ებისნაირი გადამბუგველნიც, ანდა უწყინარნი და უბოროტონი ეკისმაგვარნი; თუმცა, კაცმა რომ თქვას, ეკი არც იყო სნოუპსთაგანი, რაც უნდა
წაეგდო ენა დედამისს, ეკი სნოუპსების ბუნაგში დასაბადებელი არ იყო, ისე როგორც
ბეღურას არ მართებს ძერას ბუდეში გამოჩეკა; რეგვენიც ჰყავდათ სახლეულთაგანი
ერთი, პირწმინდა რეგვენი - ა. ო. ოღონდ მანამდე არ შეგვხვედროდა ისეთი კაცი,
ასე უანგაროდ და თანაც უნუგეშოდ დაბოღმილი რომ ყოფილიყო.
იქნებ ამიტომაც იყო ერთადერთი ბოღმიანი სნოუპსი: გამორჩენით ვერაფერს
გამორჩებოდნენ ისინი ამ ბოღმას. ოღონდ თავისი სახლიკაცის ა. ო-სი არ იყოს,
ეტყობა, სიყეყეჩე ამასაც მოსდგამდა, თორემ ასე არ გადაცდებოდა არაფრით. არა,
ჩემო ბატონო, იმას კი არ მოგახსენებთ, გადაცდენა ის იყო, ჰიუსტონს რომ ესროლამეთქი; იმას მოგახსენებთ, რომ მაინცდამაინც ისეთი დრო შეარჩია საამისოდ, როცა
ფლემი ტეხასში იყო და თაფლობის თვეები ჯერაც არ მოემთავრებინა. რასაკვირველია,
კი იცოდა ის ამბავი, რომ ფლემი არ ჩამობრუნებულიყო. ანდა იქნებ წინადღეს ისიც
შეატყობინეს სნოუპსური უმავთულო ტელეგრაფით - სახვალიოდ ფლემი ფრანგისხევში
ამობრუნდებაო, ჰოდა, მერეღა გამოჩხრიკა ის თავისი დაჟანგული, მეათე კალიბრის
ვაზნებით გასატენი თოფი, ბუჩქებში ჩაუსაფრდა და ცხენიდან ჩამოაგდო ჰიუსტონი.
თუმცა რა ვიცი... იქნებ საიმდროოდ ყველაფერი სულერთი შეიქნა ამისთვის, ოღონდ
კი ჰიუსტონი მიზანში ამოეღო და თოფის გასროლისას ბიძგი ეგრძნო მხარში.
ერთი სიტყვით, ამნაირი საქმე მოახდინა ამ კაცმა, და, ეტყობა, როცა ჰიუსტონი
გზისპირა ტალახში ეგდო უკვე, ჰოდა, მისი დაფეთებული. აღვირმიშვებული,
ცარიელუნაგირიანი და უზანგებმოკონწიალე ულაყი უორნერის დუქნისკენ მიჭენაობდა,
ვითომ იქ მომხდარი ამბის მიტანა ნდომებოდეს, ეტყობა, მაშინღა მიხვდა მინკი და
ზარი დაეცა: ნამეტანი აჩქარებულიყო იმ საქმის მოსახდენად, რასაც აღარაფერი
ეშველებოდა აწი. სწორედ ამიტომ შეეცადა, გვამი გადაემალა, მერე კიდევ თოფი
წყალში მოისროლა და დუქანს მიადგა. ჰოდა, მერე, სანამ შერიფი ჰიუსტონის ძებნაში
იყო, სულ იქ წრიალებდა, იმიტომ კი არა - შერიფმა კვალს მიაგნო თუ ვერ მიაგნოო,
არა, ჩემო ბატონო, იმას უცდიდა - ფლემი ტეხასიდან ჩამობრუნდება და
გამომიხსნისო; ასე იყო ეს ამბავი, სანამ ჰიუსტონის ძაღლმა იმ მაძიებლებს გვამი არ
მიაკვლევინა, ვიღაც მეთევზეებმა კიდევ წყალში თოფი იპოვეს და ყველამ ის თქვა მინკის თოფი არისო, იმიტომ, რომ იმნაირი თოფი სხვას ვერაფრით ვერ ექნებოდა.
ჰოდა, მაშინ ბოღმამ და ნაწყენობამ - ეს რა უსამართლობა ხდება,რანაირი ღალატიაო სულ გაუტეხა გული კაცს, რადგან ასე დაასკვნა თუ ასე მოისაზრა, ერთი სიტყვით,
იფიქრა: ეტყობა, ფლემმა ჰიუსტონის მოკვლის ამბავი გაიგო და განგებ არ ბრუნდება
ფრანგისხევში, საერთოდ, მისისიპიში, ჩემი მოშველება რომ არ დასჭირდესო. არა,
გულის გატეხა არც ეთქმოდა ამ ამბავს, ჩვეულებრივი ბოღმა იყო და ნაწყენობა: ამას
უნდოდა ფლემ სნოუპსისთვის დაემტკიცებინა - მეც ფეხებზე მკიდიხარო; შერიფი
საპყრობილისკენ რომ მიამგზავრებდა ხელბორკილიანს, დრო მოიხელთა, გადასახურის
ორ კადონს შუა კისერი გააძვრინა და მერე ფეხებისა და ტანის გადმოთრევასაც
შეეცადა, ვიდრე არ იმარჯვეს და უკან არ შეათრიეს ეტლში.
ოღონდ ის იყო, რომ აღშფოთებაც, წყენაც, გულის გატეხაც დიდხანს არ გაჰყოლია.
ალბათ გულისხმას მოვიდა - უნდა მოთავდესო ეს ამბავი, და, ეტყობა, გაიხარა
კიდეც, ყოველივე მართლა რომ მოთავდა და სიმშვიდეც და საღი გონებაც ხელახლა
დაუბრუნდა. ახლა ისღა დარჩენოდა, საპყრობილეს უკეთ შეწყობოდა და ფლემ
სნოუპსის დაბრუნებას დალოდებოდა, რადგან ფლემ სნოუპსი რომ ფლემ სნოუპსია,
იმასაც შეეძლო სამუდამოდ გადაკარგულიყო, თუნდაც სათაფლობისთვეოდ და თუნდაც
ტეხასში.
ასეც მოიქცა. იჯდა თავისთვის საკანში, ზედა თაროზე (აბა, რა, ნაღდი,
პირველხარისხოვანი მკვლელი გახლდათ, ვიღაც კარტის მოთამაშე ზანგი კი არა, ასე
რომ, სამუშაოდ ეს არ გაჰყავდათ), იჯდა და მოუთმენლობაც არ ემჩნეოდა; სარკმელს
მიადგებოდა ხოლმე, გისოსებს ხელს ჩასჭიდებდა და იმ ქუჩას, იმ ტროტუარს
გამზერდა, საიდანაც ფლემი მოედანზე უნდა გამოსულიყო. პირველი თვე ისე გაილია,
არავითარი მოუთმენლობა არ დასტყობია, მეორე თვესაც არ წუხდა მაინცდამაინც,
თუმცა ბრალდება უკვე წაყენებული ჰქონდა; ხანდახან თუ შეეხმიანებოდა რომელსამე
გამვლელს - ფლემი ხომ არ ჩამობრუნებულაო; მეორე თვის მიწურულშიღა იფიქრა ეტყობა, ჯერ არ ჩამოსულაო, ასე რომ, გამვლელებს ახლა იმას გასძახოდა: ბილ
უორნერს გადაეცით ფრანგისხევში - ჩამოვიდეს და მნახოსო.
ჰოდა, გასამართლებამდე ორი კვირის მეტი რომ აღარ იყო დარჩენილი და მაინც, კაცს
არ მოუკითხავს ამისთვის, არც ბილ უორნერს და არც სხვა ვინმეს, მაშინ კი იაზრა:
ვერაფრის დიდებით ვერ დავიჯერებ, რომ ფლემი აქამდე არ ჩამობრუნებულიყოს, ისაა,
რომ იმ ხალხს, ვისაც სარკმლიდან გავძახოდი, ჩემი თხოვნის გადაცემა არც უფიქრიაო.
ჰოდა, რაკი ახლა ღამღამობით ცოტა ხანს ეძინა ხოლმე (შეიხედავდი ამის საკანში კაცი
და მოჰკრავდი თვალს: ზედა თაროზე, გისოსებს მიღმა სიბნელე იდგა, მაგრამ ქუჩის
ფარნის სინათლე აჩენდა თეთრ ლაქას - ამის სახეს, და ორ ლაქას კიდევ გისოსებისთვის ჩაჭიდებულ ხელებს), საიმისო დრო ბევრი ჰქონდა, რომ ასე მდგარიყო
და თუ გინდა დილამდე დალოდებოდა, როდის ჩაივლიდა ისეთი ვინმე, ვისაც
ანდობდა თავის დასაბარებელს: რომელიმე ყმაწვილი, ვთქვათ, სტივენსების ბიჭის
(იურისტ სტივენსის ძმისწულის) მაგვარი, ვინმე ისეთი, უფროსებს ჯერ რომ არ
გაეთახსირებინათ, ამის მტრად არ ექციათ ჯერ. ჩურჩულით შეეხმიანებოდა ხოლმე
ასეთებს, ბოლოს ისინიც შეჩერდებოდნენ და ამოხედავდნენ, ეს კიდევ ჩურჩულსვე
დაადევნებდა შიშით უკუქცეულებს:
- ყმაწვილებო! ბიჭებო! ეი, თქვენ, მანდ! ათი დოლარი არ გინდათ? ჰოდა,
გადაეცით ფრანგისხევში ფლემ სნოუპსს, ასე უთხარით - შენი ბიძაშვილი მინკ სნოუპსი
რომ არის, იმან შემოგითვალა, ჩქარა ჩამოდი-თქო, გესმით, ჩქარა-თქო!
ასე გახლდათ ეს ამბავი იმ დილამდე, სასამართლომდე. შემოიყვანეს თუ არა
ხელბორკილიანი, თვალები ააცეცა, იქაურობა მოათვალიერა, კიდევ და კიდევ
წაიგრძელა კისერი, უყურებდა, როგორ შემოჭედილიყო ხალხი, როგორ მოძვრებოდნენ
და მოძვრებოდნენ, თუმცა დასაჯდომი ადგილი აღარსად მოიძებნებოდა უკვე; ასე იყო
მიშტერებული, ვიდრე მსაჯულებს აფიცებდნენ, სკამზე შედგომაც კი დააპირა, ვითომ
- უკეთ დავინახოო, სანამ ძალით არ ჩამოათრიეს; მდივანი უკვე საბრალდებო აქტს
კითხულობდა, ჰოდა, ეს კისერს იგრძელებდა ისევ, წრიალებდა, ვიდრე ბოლოს არ
შეეკითხნენ - თავს დამნაშავედ თუ ცნობთო?
მაშინ ხელახლა აძვრა სკამზე, შეჩერებაც ვერ მოასწრეს,
ბოლოში ჩარიგებულ სახეებს გახედა და აღმოთქვა:
სასამართლოს
დარბაზის
- ფლემ!
ამასობაში მოსამართლემ ჩაქუჩი ააკაკუნა, სასამართლოს მიერ
ვექილიც წამოვარდა, მდივანიც აყვირდა - სიწყნარე დაიცავითო.
მისთვის
დანიშნული
ოღონდ მინკი მაინც თავისას გაიძახოდა:
- ფლემ! ფლემ სნოუპს!
მაშინ თავად მოსამართლე გადმოიხარა ამისკენ და მიმართა:
- ეი, თქვენ! სნოუპს! - ვიდრე ბოლოს და ბოლოს მინკიც არ მიუბრუნდა და არ
შეხედა. - ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?
- რაო? - იკითხა მინკმა.
- თქვენ მოკალით თუ არა ჯეკ ჰიუსტონი? - უთხრა მოსამართლემ.
- ხელს ნუ მიშლით! - მიუგო მინკმა. - ვერ ხედავთ, საქმე რომ მაქვს? - ამის თქმა
იყო და ისევ შებრუნდა იმათკენ, იმ ხალხისკენ, ვინც იმის შესატყობად იყო მოსული ერთიც ვნახოთ და არ ჩამოახრჩონო; რადგან, თუმცა იმას კი ამბობდნენ - ჭკუიდან
გადამცდარი არისო, მაინც, რაკი თვითონვე მოისურვა ეს ამბავი, თვითონვე ჩამოიხრჩო
კინაღამ თავი, ისე გამოდიოდა, რომ სასამართლოს მისივე გულისწადილი უნდა
შეესრულებინა. ჰოდა, იდგა და გასძახოდა: - ეი, რომელი ხართ მანდ! რომელს
გყავთ მანქანა? უორნერის დუქანში გავარდით ახლავე და ფლემ სნოუპსს დამიძახეთ!
რასაც ეტყვით,გადაგიხდით ის კაცი, აქეთ დაგისართავთ კიდევ - ათ დოლარს
მოგიმატებთ, ოცს მოგიმატებთ...
შარშანდელ ზაფხულს იურისტს რაღაც უნდა მოემოქმედა, ოღონდ ის არ იცოდა, რისი
გაკეთება მართებდა მაინც. ახლაც უნდა მოემოქმედა რაღაცა, ოღონდ ახლა მისთვის
უკვე სულერთი იყო, რასაც მოიმოქმედებდა. არა მგონია, ძებნით ეძებნოს რამე. ჩემი
შეტყობით, ისე, ალალბედზე გაიწოდა ხელი და რაღაცას ჩაეჭიდა, სიფთაზევე ხელში
მოხვედრილ საქმეს; ჰოდა, შემთხვევით ეს აღმოჩნდა იმ სპილენძის ნაწილების საქმე,
რომლებიც, კაცმა არ იცის, სად იკარგებოდა ელექტროსადგურიდან და რომელთა
ამბავიც მთელ ჯეფერსონს, ფლემ სნოუპსის ჩათვლით, - კი, ჩემო ბატონო, სწორედ
ფლემ სნოუპსის ჩათვლით, - სურდა სამუდამოდ დაევიწყებინა თუნდაც სულ უბრალო
ზრდილობის გამო.
როგორც შტატის პროკურორმა, ეს საქმე რომ აღძრა, იურისტმა სააქციო კომპანიისა და
მერ დე სპეინის წინააღმდეგ, ბრალად რომ დასდო სამსახურებრივი მდგომარეობის
ბოროტად გამოყენება და დანაშაულებრივი თანამონაწილეობა, ერთი სიტყვით, რაც
ჰქვია ამ ამბავს იმათ ენაზე, ჩვენ ყველამ, რასაკვირველია, ის ვიფიქრეთ - ალბათ
იმას აპირებს, მივიდეს და ეს ქაღალდები მანფრედ დე სპეინს საწერ მაგიდაზე
დაულაგოსო. ოღონდ შევცდით ყველანი: მერ დე სპეინთან გარიგებას ახლაც ისევე არ
აპირებდა თურმე, როგორც იმ საღამოს კოტილიონის კლუბის ეზოში, როცა მისმა სიძემ
უთხრა - ჩხუბი რა შენი საქმეა, რომ არ იცი, რა გაჩხუბებსო. თუმცა, კაცმა რომ
თქვას, ეს ამბავი იურისტს თავადაც კარგად მოეხსენებოდა, რადგან ოცდაორი წლის,
იქნებ ოცდასამისაც იყო უკვე. დე სპეინისგან არაფერი არ უნდოდა, იმიტომ, რომ
თვითონ არც იცოდა, რა იყო ის რაღაც, ერთადერთი რამ, რაც დე სპეინს
მიმადლებული ჰქონდა და იურისტს ესაჭიროებოდა, ვიდრე მამამისმა არ აუხსნა იმ
უკანასკნელ დღეს.
ჰოდა, აღძრა საქმე იურისტმა. მალე დილის მატარებელს სააქციო კომპანიის მიერ
მოვლენილი ახალგაზრდა კაცი ჩამოჰყვა, კოხტა ქალაქური კოსტიუმი ეცვა, კოხტა
ქალაქური ჩემოდანი ეჭირა ხელში. ჩამოვიდა და ჯერ ის თქვა - აბა, მეგობრებო,
ერთი თქვენი ჩინებული ვისკი გადავკრათ და მოვსინჯოთ, ამ საქმეზე იქნებ კიდეც
მოვრიგდეთო. მერე კი მთელ დღეს წრიალებდა დაფეთებული, საქალაქთაშორისო
ტელეფონით რეკავდა და რეკავდა, შუალედებში კიდევ იმ ორ ზანგ ცეცხლფარეშს
ელაპარაკებოდა - ტომ-ტომ ბერდს და ტომის ტერლ ბიუჩემს, თანაც იმას უცდიდა,
როდის ჩამობრუნდებოდა საიმდროოდ უცებ მეზობელ ოლქში სტუმრად გამგზავრებული
ფლემი.
მერე, ჩემო ბატონო, მესამე დღეს სააქციო კომპანიის ერთი წარმომადგენელი კიდევ
ჩამობრძანდა, ეტყობა, ნამეტანი დიდი კაცი, - თმაც გასჭაღარავებოდა, პულმანის
ვაგონითაც ემგზავრა, ზოლიანი შარვალი ეცვა, საათის ოქროს ძეწკვი იმსისხო
ეკონწიალებოდა, მორებს გადაათრევდი იმით კაცი; სათვალეც ოქროსი ეკეთა, კბილის
საჩიჩქნიც კი ოქროსი ჰქონდა, ჰოდა, სერთუკიანი იყო, შლაპიანი; ერთი სიტყვით,
იმხელა ბობოლა გახლდათ, საღამოსთვის ჰოლსტონის სასტუმროში ერთ ჭიქა წყალსაც
აღარავინ მოგაღირსებდათ, იმიტომ, რომ ყველა ოფიციანტი და ყველა მსახური იმის
კართან იყო დაყუდებული, იმას ემსახურებოდა; მოკლედ, რომ მოესურვებინა,
სახვალიოდ ნებისმიერ ჯეფერსონელ ზანგს აახლებდნენ, თუკი იმას მოიფიქრებდა, რით
დაესაქმებინა
ამდენი
ხალხი.
მიმართვით
კიდევ
ყველას
ასე
მიმართავდა:
„ჯენტლმენებო, ჯენტლმენებო, ჯენტლმენებო“. ჰოდა, ჩვენი მერი დე სპეინი იქ
გამოცხადდა, სადაც მრგვალ მაგიდას მისხდომოდნენ ყველანი, გაიცინა და მერე თქვა:
- ბოდიშს ვიხდი, მაგრამ წასასვლელი გახლავართ. ჯეფერსონი
მისისიპის შტატში, იმის მერსაც უხდება ზოგჯერ წამუშავება.
რომ
ჯეფერსონია
ჰოდა, იურისტი სტივენსი მშვიდად იჯდა, სახეზე გადაფითრებულიყო და შესახედადაც
ზუსტად იმნაირი გახლდათ, როგორიც იმ საღამოს, თავის სიძეს რომ უთხრა - შენი
აზრით, ვითომ სხვა ხერხიც არსებობს ჩხუბის სასწავლებლადო?
ფლემ სნოუპსი ჯერაც არ ჩამობრუნებულიყო, მოძებნითაც ვერსად მოეძებნათ, ეტყობა, მოგზაურობდა, ტყეში მიდი-მოდიოდა სადმე, უტელეფონო ადგილებში;
ჰოდა, იმ ბობოლა მოხელემ, თეთრჟილეტიანმა, კბილის საჩიჩქნიც ოქროსი რომ
ჰქონდა, ბრძანა: დარწმუნებული ვარ, მისტერ დე სპეინი სიამოვნებით გადადგება,
მოდი, დავთანხმდეთ მის გადადგომას და ამით მოვათაოთ, ყოველგვარი უსიამოვნება
დავივიწყოთო. ამაზე იურისტმა სტივენსმა მიუგო: დე სპეინი კარგი მერია, მისი
გადადგომა სულაც არ გვინდაო. მაშინ თეთრჟილეტიანმა: აბა, რა გნებავთო? თქვენ
იმის დამტკიცება მოგიხდებათ, რომ ჩვენი კლიენტის წარმომადგენელმა ნამდვილად
მოიპარა სპილენძის ნაწილები, საბუთად კი იმ ორი ზანგის ნათქვამის მეტი არაფერი
მოგეპოვებათ, იმიტომ, რომ თავად მისტერ სნოუპსი ქალაქიდან წასულიაო.
- კი, მაგრამ წყალსაწნევი ავზი ხომ არსად წასულა, - უთხრა იურისტმა სტივენსმა. ხომ შეგვიძლია დავცალოთ ის ავზი.
მაშინ, როგორც თვითონ ამბობდნენ, ქალაქის საბჭოს წევრთა საგანგებო სხდომის
მოწვევა მოუხდათ. ჰოდა, ამის მაგივრად რაღაცა საჯარო თავყრილობა გამოუვიდათ,
ისეთი, სილამაზის დედოფალს რომ ირჩევენ ხოლმე; რვა საათიდან სასამართლოს
შენობაზე ზარი რეკავდა, გეგონებოდათ, მართლა ღამის სხდომისმაგვარი რამე
ყოფილიყოს დანიშნული, მოდიოდა და მოდიოდა ქუჩებში ხალხი, მოედანზე
იკრიბებოდა,თან გაუჩერებლად ხუმრობდნენ, იცინოდნენ ყველანი. მერე იმათ
დაასკვნეს - მერის კაბინეტში ამ ხალხის ნახევარიც ვერ დაეტევაო, და სხდომათა
დარბაზში გადაინაცვლეს, ვითომ სასამართლო დაწყებულიყოს.
იანვარში ხდებოდა ეს ამბავი; იმ საშობაო მეჯლისის მერე სამი კვირა თუ იქნებოდა
გასული, მეტი არა. ჰოდა, მოწმეები რომ გამოვიდნენ, მაშინაც კი კაცი იფიქრებდა მასხრობა არისო ეს ყველაფერი, რადგან უმრავლესობა სეირის საყურებლად მოსულიყო.
ვიღაცამ მოსამართლის ჩაქუჩი ააკაკუნა მაგიდაზე, ვიდრე სიცილი და ოხუნჯობა არ
მიწყნარდა, და მაშინ ქალაქის საბჭოს ერთმა წევრმა დაიწყო:
- არ ვიცი, რა დაჯდება იმ ავზის დაცლა, მაგრამ, მიწა გამისკდეს...
- სამაგიეროდ, მე ვიცი, - იურისტმა სტივენსმა უთხრა. - გავიკითხე უკვე. სამას
ოთხმოც დოლარად შეიძლება დამხმარე ცისტერნა აშენდეს და წყალი იმაში გადაიქაჩოს,
მერე ისევ მთავარ ავზში გადმოისხას წყალი და დამხმარე ცისტერნა დაირღვეს. ჰოდა,
ავზში ჩაძრომა და შემოწმება არაფერი დაგვიჯდება - მე თვითონ ჩავძვრები შიგ.
- კარგი, - თქვა ქალაქის საბჭოს იმავე წევრმა. - ოღონდ მაინც, მიწა გამისკდეს,
თუ...
- კეთილი, - თქვა იურისტმა სტივენსმა. - მე გადავიხდი ყველაფერს. - ჰოდა,
სააქციო კომპანიიდან მოვლინებული ბატონი, ის, თეთრჟილეტიანი, ამბობდა:
„ჯენტლმენებო,
ჯენტლმენებო,
ჯენტლმენებო“.
ამასობაში
მეორე
წამოვარდა,
ახალგაზრდა კაცი, და აღრიალდა:
- ვერ ხვდებით, მისტერ სტივენს? ხვდებით თუ ვერა? სპილენძის ნაწილები რომ
იპოვოთ იმ ავზში, სულერთია, დანაშაულის შედგენილობა მაინც არ გექნებათ,
იმიტომ, რომ ის ნაწილები ქალაქის ქონებაა.
- მაგაზეც ვიფიქრე, - მიუგო იურისტმა. - სპილენძის ნაწილები ისედაც ქალაქს
ეკუთვნის, ავზი რომ არ დავცალოთ, მაინც, ოღონდ სადაა ის ნაწილები?
ამაზე იმ ახალგაზრდამ, სააქციოდან ჩამოსულმა:
- მომითმინეთ! მომითმინეთ! მაგისას არ ვამბობ! მე იმისას მოგახსენებთ, რომ, რაკი
სპილენძის ნაწილები სახეზეა, ესე იგი, დანაშაულის შედგენილობაც არ არსებობს, ესე
იგი, ის ნაწილები არასოდეს მოუპარავთ.
- კი, მაგრამ ტომ-ტომ ბერდი და ტომის ტერლ ბიუჩემი ამბობენ - მოვიპარეთო,
იმიტომ, რომ თვითონ გაზიდეს ის ნაწილები, - თქვა იურისტმა.
ამასობაში ქალაქის საბჭოს ორი წევრი ერთად აყაყანდა. მოიცა, მოიცაო, - ორივე
გაჰყვიროდა, ვიდრე უფრო მაღალხმიანმა, ჰენრი ბესტმა არ აჯობა.
- კი, მაგრამ, გევინ, ვის ადანაშაულებ? ვითომ ის ზანგებიც მანფრედის დაყენებულები
არიან?
- დანაშაული არ დასტურდება, ბატონო! ჩვენ ვიცით, რომ სპილენძის ნაწილები
ავზშია, ზანგები თვითონ არ ამბობენ - ავზში გადავუძახეთო? - იყვირა სააქციოდან
ჩამოსულმა ახალგაზრდამ. ის მეორე კიდევ, უფროსი, თეთრჟილეტიანი, იმეორებდა
და იმეორებდა: „ჯენტლმენებო! ჯენტლმენებო!“ - გეგონებოდათ დიდი დოლი
ბუბუნებსო შორიდან, ოღონდ ყურადღებასაც აღარავინ აქცევდა. ჰენრი ბესტი
აღრიალდა:
- მაცალეთ, დაგწყევლით ღმერთი! - იმხელა იღრიალა, ყველანი ჩაჩუმდნენ, მერე
ჰენრიმ თქვა: - ის ზანგები კი გამოტყდნენ - სპილენძის ნაწილები მოვიპარეთო,
მაგრამ, ვიდრე ავზს არ დავცლით, ქურდობის არავითარი საბუთი არ გვექნება. ასე
რომ ჯერჯერობით შეგვიძლია ვიფიქროთ - იმ ზანგებს არაფერი მოუპარავთო. ჰოდა,
ავზი თუ დავცალეთ და ის დაწყევლილი სპილენძი მოვიძიეთ, მაშინ გამოვა, რომ
იმათ მოუპარავთ და ქურდობაში არიან დამნაშავენი. ოღონდ სპილენძის ნაწილები
ავზში თუ აღმოჩნდა, ისიც ხომ გამოვა, რომ არაფერი მოუპარავთ. იმიტომ, რომ
სპილენძის ნაწილები არამცთუ ქალაქის საკუთრებად იქცევა ხელახლა, არამედ იმ
ნაწილებს აქამდეც არ შეუწყვეტიათ ქალაქის საკუთრებად მყოფობა. დასწყევლოს
ღმერთმა, გევინ, ნუთუ ამის დამტკიცებას აპირებთ? კი, მაგრამ რა ეშმაკად გინდათ ეს
ამბავი? რა ეშმაკად?
ჰოდა, იურისტი სტივენსი იჯდა თავისთვის წყნარად, ხმის გაუღებლად, აუმღვრეველი
სახე მიტკალივით გადათეთრებოდა. ჩხუბი იქნებ არ იცოდა ჯერ, მაგრამ არც ისეთი
წესი სმენოდა სადმე - სინჯვაც აკრძალულიაო.
- მართალია, - თქვა მან. - თუკი ავზში არის სპილენძის ნაწილები, ქალაქის ძვირად
ღირებული ქონება, ქალაქის ერთ-ერთი მოსამსახურის მხრივ ხელის შეშვებისა და
მიჩქმალვის შედეგად იმ ავზში უკანონოდ გადაადგილებული, მაშინ, ის ნაწილები
კიდეც რომ მოიძებნოს, სახეზეა დანაშაულის ჩადენის მცდელობა ქალაქის ერთ-ერთი
მოსამსახურის მხრივ ხელის შეშვების ვითარებაში. მაგრამ იმ ავზს, per se
(თავისთავად (ლათ.)) , აგრეთვე იმ ფაქტს - არის თუ არა მასში ის სპილენძის
ნაწილები per se, არც აქვს მნიშვნელობა. გარნა ჩვენ ვკადნიერდებით და
პატივცემული სააქციო საზოგადოების ყურადღებას შემდეგ კითხვას მივაპყრობთ.
სახელდობრ რაგვარი ბოროტმოქმედება ჩაიდინა ქალაქის პატივცემულმა მერმა?
სახელდობრ რაგვარ ბოროტმოქმედებას და ვის მიერ ჩადენილს მფარველობს ჩვენი
ქალაქის უმთავრესი მსახური? - ოღონდ იურისტმა თვითონაც არ იცოდა, რა უნდოდა.
და როცა ხვალინდელ დღეს მამამისმა აუხსნა - შენი საქციელის მიხედვით შეიძლება
ვიფიქროთ, რომ სწორედ ესა და ეს გინდაო, და იურისტი ვითომ დაეთანხმა კიდეც
მამამისს, მაინც სხვა რამე გახლდათ ეს ამბავი.
ჰოდა, მაშინ მეტს ვეღარაფერს ეწივნენ ისინი, ისღა ბრძანეს - ამ საქმეს უბრალო
მოყვარულთა ჯგუფი, ქალაქის საბჭოს წევრთა კრებისნაირი,ვერაფრისდიდებით ვერ
გადაწყვეტსო. ამ საქმის გადაჭრა პროფესიონალს, ნამდვილ, უტყუარ მოსამართლეს
მართებდა. სურდათ თუ არა ეს ამბავი, ისეთ ჩიხში მოემწყვდნენ, სასამართლოს გარეშე
თავს ვეღარაფერს მოაბამდნენ. მე არც კი ვიცოდი, მსაჯული დიუკინფილდი თუ
ხალხში იჯდა, ვიდრე ჰენრი ბესტი არ წამოდგა და მთელ დარბაზს არ გადააწვდინა
ხმა:
- მოსამართლე დიუკინფილდო! აქ არის თუ არა მოსამართლე დიუკინფილდი?
ჰოდა, მოსამართლე დიუკინფილდი უკანა რიგში წამოდგა და თქვა:
- დიახ, ჰენრი?
- ეტყობა, მოგვიწევს დახმარება გთხოვოთ, მსაჯულო, - უთხრა ჰენრიმ. - მგონი,
ჩვენზე ნაკლებად არ მოგისმენიათ, რაც აქ ითქვა, და, იმედია, ჩვენზე უკეთესად კი
მიხვდებოდით, როგორცაა საქმე.
- კეთილი, კეთილი, - თქვა მოსამართლე დიუკინფილდმა. - ხვალინდელ სხდომაზე,
დილის ცხრაზე მოვისმენთ ამ საქმეს. ჩემი ფიქრით, არც მოსარჩელეს და არც
მოპასუხეს დღეს აქ გამოსულთა გარდა სხვა დამცველები არ დასჭირდებათ, ოღონდ,
თუკი
მოისურვებენ,
შეუძლიათ
მოიწვიონ
დამატებითი
მოწმეები,
თუ
სეკუნდანტებიო, ასე უნდა მეთქვა?
ამის მერე ყველანი ლაპარაკ-ლაპარაკით, ხუმრობითა და სიცილით წავედ-წამოვედით;
არც ერთის მხარე არ დაგვიჭერია, ისე, პრინციპის გულისთვის ვიყავით ყველანი იმ
უცხოების, სააქციო კომპანიიდან მოვლენილების წინააღმდეგნი მხოლოდ იმიტომ,
გარეშენი რომ იყვნენ ისინი ჩვენთვის; ჰოდა, იმ ამბისთვის ყურადღებაც არ
მიგვიქცევია, რომ იურისტს მისი ტყუპისცალი და გვერდში ამოსდგომოდა, ვითომ
მცველი ყოფილიყოს მისი და თითქოს ჰენრი ბესტისთვის ნდომოდეს თქმა - ახლა ხომ
მოისვენებთ, იქნებ ჩემს ძმას ახლა მაინც დაეხსნათო. არც ბიჭისთვის მიგვიქცევია
ყურადღება, - ვერ გავარჩიე, რომელი იყო, ხალხში რომ გაძვრა-გამოძვრა და
მაგიდასთან მისულმა რაღაცა გადასცა იურისტს, ჰოდა, იურისტმაც ხელიდან
გამოართვა; არც ის გაგვიგია, რომ საღამოს კრებასა და ხვალინდელ დილას შორის
ისეთი რაღაც მოხდა, რაც ვერაფრის დიდებით ვერ შევიტყვეთ და, მე ასე მგონია,
ვერც ვერასოდეს შევიტყობთ; წავედ-წამოვედით სახლებში თუ ჩვენ-ჩვენს საქმეზე,
მოედანი დაცარიელდა, ოღონდ რკინა-კავეულის დუქნის თავზე, სადაც იურისტის და
მამამისის კაბინეტი იყო, ერთი ფანჯრიდან კიდევ გამოდიოდა შუქი. ჰოდა, ჩემო
ბატონო, იჯდა ის კაცი იქ მარტო, - რაღა თქმა უნდა, თუკი მართლა იქ იჯდა და
თუკი მართლა მარტო იყო, - და, როგორ ითქმის? - განსცდიდა სულსა თვისსა.
5. გევინ სტივენსი
პოეტები, ცხადია, მართალს არ ამბობენ. იმათ რომ მივუგდოთ ყური, მე ის კი არ
უნდა მცოდნოდა მხოლოდ, თუ ვინ გამომიგზავნა ბარათი, ისიც უნდა მეგრძნო
წინასწარ - აი, ახლა ბარათს მომიტანენ-მეთქი. სინამდვილეში კიდევ უცბად ვერც კი
მივხვდი, ვისი იყო ის ნაწერი, რომ წავიკითხე, მას შემდეგაც. ოღონდ პოეტები ხომ
თითქმის ყოველთვის ცდებიან, როცა კი ფაქტებს შეეხება საქმე. იმიტომ ცდებიან, რომ
ფაქტები, კაცმა რომ თქვას, არც აინტერესებთ: იმათ სიმართლე აინტერესებთ
მხოლოდ. სწორედ ამიტომ მათ მიერ ნაუბარი სიმართლე იმდენად მართებულია, რომ
იმათაც კი, ვისაც რაღაცნაირი თანდაყოლილი, პრიმიტიული სიძულვილით ჰყავთ
პოეტები მოძაგებული, ეს სიმართლე აღტაცებითა და ძრწოლით აღავსებს ხოლმე.
არა, არაა ეს მართალი. ეს იმის გამო ხდება, რომ სასოებით ყოფნას ვერ ბედავ,
გეშინია სასოებით ყოფნისა. იმედის იმ სიღრმისა კი არ გეშინია, რომლის ძალიც
შეგწევს, იმის გეშინია, რომ შენ - სისხლისა და ხორცისგან შეთხზული მყიფე
ჩიტბადე, სადაც ძილგამკრთალი ოცნებებითა და სასოებით ფანცქალებს ეს მიკმენდილი,
მფრთხალი, უნაპირო გულისთქმა, - ვერ შეძლებ ამ ნდომის შესრულებას; რეტლიფი
ასე იტყოდა: იმიტომ, რომ იცი - არასდროს გეყოფა საიმისო ვაჟკაცობა, რათა ისეთი
ზიანი მიაყენო, ისეთი ზარალი დაატეხო, როგორსაც დაატეხდი, ნაღდი მამაკაცი რომ
ყოფილიყავიო; აქ ისიც შეეძლო დაემატებინა, ანდა მე დავსძენ მის ნაცვლად - ჰოდა,
ღმერთს მადლი შესწირე, ასე რომ არისო. ო, დიახ, მადლი შესწირე ღმერთს, მადლი
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ქალაქი - 07
  • Parts
  • ქალაქი - 01
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 1948
    28.4 of words are in the 2000 most common words
    39.5 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 02
    Total number of words is 3992
    Total number of unique words is 1824
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 03
    Total number of words is 3892
    Total number of unique words is 2027
    28.8 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 04
    Total number of words is 4126
    Total number of unique words is 1771
    33.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 05
    Total number of words is 3979
    Total number of unique words is 1874
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 06
    Total number of words is 3952
    Total number of unique words is 1875
    31.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 07
    Total number of words is 3971
    Total number of unique words is 1883
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 08
    Total number of words is 3954
    Total number of unique words is 1822
    30.2 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 09
    Total number of words is 3924
    Total number of unique words is 1905
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 10
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 1912
    29.8 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 11
    Total number of words is 3974
    Total number of unique words is 1897
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 12
    Total number of words is 4111
    Total number of unique words is 1678
    32.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 13
    Total number of words is 4103
    Total number of unique words is 1775
    34.3 of words are in the 2000 most common words
    46.5 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 14
    Total number of words is 3967
    Total number of unique words is 1939
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.4 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 15
    Total number of words is 3895
    Total number of unique words is 1868
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    50.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 16
    Total number of words is 3993
    Total number of unique words is 1860
    33.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 17
    Total number of words is 4054
    Total number of unique words is 1839
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 18
    Total number of words is 4154
    Total number of unique words is 1727
    33.2 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 19
    Total number of words is 3843
    Total number of unique words is 1854
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.2 of words are in the 5000 most common words
    46.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 20
    Total number of words is 3871
    Total number of unique words is 1877
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.9 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 21
    Total number of words is 4048
    Total number of unique words is 1843
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.9 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 22
    Total number of words is 4060
    Total number of unique words is 1866
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.4 of words are in the 5000 most common words
    50.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 23
    Total number of words is 3959
    Total number of unique words is 1758
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 24
    Total number of words is 4043
    Total number of unique words is 1842
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 25
    Total number of words is 3466
    Total number of unique words is 1703
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.