Latin
Total number of words is 3992
Total number of unique words is 1824
31.3 of words are in the 2000 most common words
42.6 of words are in the 5000 most common words
48.0 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
მაშინ ისიც მოუვიდა აზრად, - მე მგონია, თვითონაც არ იცოდა, როგორ და
რანაირად, - რომ ღამღამობით ელექტროსადგურის საცეცხლეში ნახშირის შეყრა
ჩინებული წვრთნა იქნება, ამით მოწინააღმდეგის გვერდის ავლასა და ბურთის
წართმევასაც ხელად ვისწავლიო. ოღონდ ამ აზრს დედაჩემი და მამაჩემი არ
იზიარებდნენ, ვიდრე საქმეში გევინ ბიძია არ ჩაერია (საამდროოდ გევინ ბიძიას
ჰარვარდის უნივერსიტეტი დაემთავრებინა და ხელოვნების მაგისტრობა მიეღო, გარდა
ამისა, მისისიპის უნივერსიტეტის იურისპრუდენციის ფაკულტეტიც დასრულებული
ჰქონდა, ადვოკატთა კოლეგიის წევრადაც ჩაერიცხათ და, რაკი ბაბუა თითქმის
არავითარ საქმეს ხელს აღარ ჰკიდებდა, შეიძლება ითქვას, რომ ქალაქის პროკურორი
გევინ ბიძია იყო; უკვე ერთ წელიწადს გაევლო - ეს ამბავი ივნისში ხდებოდა, გევინ
ბიძია ის-ის იყო დაბრუნდა უნივერსიტეტიდან და იმ ზაფხულს მისის სნოუპსი ჯერ არ
ენახა - მას შემდეგ, რაც ჰაიდელბერგზე ლაპარაკს მოჰყვა ისე, სიტყვის მასალად).
- რატომაც არა? - თქვა გევინ ბიძიამ. - გაუნი მეთოთხმეტეშია უკვე გადამდგარი:
დროა, სხვაგანაც ათიოს ღამე, სახლის გარდა. ჰოდა, ელექტროსადგურზე უკეთეს
ადგილს სად ნახავს? მისტერ ჰარკერი და ცეცხლფარეში არ ჩააძინებენ.
გაუნი ტომის ტერლის ხელქვეითი შეიქნა და მისტერ ჰარკერი პირველი ღამიდანვე არ
აძლევდა ჩაძინების საშუალებას, სულ მისტერ სნოუპსის ამბებს მოუთხრობდა,
რაღაცნაირი გულშეუძვრელი განცვიფრებით ლაპარაკობდა, გინდაც პლანეტათა შეჯახების
მომსწრე კაცს მოეყოლოს ნანახი. ეს ამბავი შარშან დაიწყო. ერთხელ ტომ-ტომს
საცეცხლეები გამოუწმენდია და გასასვლელში ჩამომჯდარა, ჩიბუხი გაუჩაღებია.
საცეცხლეები გუზგუზებდა, დამცველი სარქვლიდან შუა ქვაბში ორთქლი მოშხუოდა. ამ
დროს მისტერ სნოუპსი
სარქველს მიშტერებია.
შემოსულა,
გაჩერებულა
რაღაცის
მღეჭველი
და
მსტვინავ
- რამდენს იწონის ეს სასტვენი? - უკითხავს.
- ამ სარქვლისას თუ ბრძანებთ, ათ გირვანქამდე იქნება, - უთქვამს ტომ-ტომს.
- სხმული სპილენძია? - ჩასძიებია მისტერ სნოუპსი.
- ერთიანად, იმ ნახვრეტის გარდა, რითაც უსტვენს, თქვენი ბრძანების არ იყოს, უთქვამს ტომ-ტომს. ჯერჯერობით ამით მოთავებულა საქმე. ორი თვეც რომ გავიდა,
მისტერ ჰარკერი საღამოს სამორიგეოდ მისულა და დაუნახავს, რომ დამცველი
სარქვლები სამივე ქვაბიდან გამქრალიყო და მათ ადგილზე მიეხრახნათ დუიმიანი
ფოლადის ჭანჭიკები, ათას გირვანქა წნევასაც რომ უძლებს, ჰოდა, ტომის ტერლი
მიმდგარი ყოფილა და, რაკი სტვენის ხმა არ ისმოდა, ხშირად უმატებდა თურმე
საცეცხლეებს.
- ჰოდა, სამივე ქვაბის ძირი ჩალის ღერითაც გაიხვრიტებოდა, - უთქვამს მისტერ
ჰარკერს. - პირველი ქვაბის მანომეტრს რომ შევხედე, დარწმუნებული ვიყავი, სანამ
რეგულატორთან მოვასწრებ მივარდნას, საიქიოს გავემგზავრები-მეთქი. ჰოდა, როცა
როგორც იქნა შევასმინე ტერლის გოგრას - ამ ციფერბლატზე ასი იმას ნიშნავს, მარტო
სამსახურს კი არ დაკარგავ, ისე დაკარგავ, ვეღარც შენ და ვეღარც სამუშაოს კაციშვილი
ვეღარ გიპოვით-მეთქი, იმდენად დავშოშმინდი, იმის კითხვაც მოვახერხე - სარქვლები
რა იქნა-მეთქი?
- მისტერ სნოუპსს წაუღია, - მითხრა ტერლმა.
- კი, მაგრამ რა ჯანდაბად უნდოდა?
- მე რა ვიცი, მე იმას მოგახსენებთ, რაც ტომ-ტომისგან გავიგე. ასე მითხრა მისტერ სნოუპსმა თქვა, წყალსატუმბის ავზში ტივტივა ნამეტანი მსუბუქია, მალე წყალი
გაჟონავს, ჰოდა, ის სარქვლები ტივტივას მინდა მივამაგრო დასამძიმებლადო.
- შენ იმის თქმა გინდა... - ვუთხარი და ენა დამება. - შენ იმის თქმა გინდა...
- ტომ-ტომმა თქვა, მე კი არა. მე არაფერი ვიცი მეტი.
ასე იყო თუ ისე, სარქვლები გამქრალა; ავზში იყო ჩაშვებული თუ არა, ამის
გამორკვევა იმ ღამეს არ ეხერხებოდა. წნევა რომ დაეცა და ყოველივე როგორღაც
მოგვარდა, მე და ტერლი ცოტათი დავშოშმინდითო, ჰყვებოდა მისტერ ჰარკერი.
ოღონდ, ღმერთმანი, მთელ ღამეს თვალი არ მოგვიხუჭავს, დილამდე ნახშირის
გროვაზე ვისხედით, ისეთ ადგილას, საიდანაც სამივე მანომეტრი ჩანს. ჰოდა,
ნაშუაღამევიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც წნევა დაეცა, სამივე ქვაბში იმდენი
ორთქლი აღარ იქნებოდა, მაყალი რომ გაეხურებინა. შინ რომ დავბრუნდი და ლოგინში
ჩავწექი, ძილი არაფრით მომეკიდა. თვალს დავხუჭავდი თუ არა, ჯამისხელა
მანომეტრი და ნიჩბისტოლა წითელი ისარი მესიზმრებოდა, ის ისარი ასი გირვანქისკენ
მიცოცავდა და ოფლში გაღვრილს ყვირილით მეღვიძებოდაო.
რა გათენდა, ტერლი არ გამიგზავნია, მე თვითონვე ავძვერი წყალსატუმბზე და
ტივტივა გავსინჯე. რა სარქველი, რის სარქველი! შესაძლოა, მისტერ სნოუპსს არც
უფიქრია იმ სარქვლების იქ დამაგრება, ყველას დასანახავ ადგილზე, საიდანაც, ვინც
კი მოისურვებდა, ყველას შეეძლო წაღება. და, თუმცა ის ავზი ორმოცდარვაფუტიანია
სიმაღლით, მაინც შემეძლო ონკანი გამეღო და წყალი დამეცალა. ოღონდ მე
უბრალომოტორისტი ვარ, მისტერ სნოუპსი კიდევ, ელექტროსადგურის ზედამხედველი,
თანაც დღის ცვლა უკვე დაწყებული იყო და ისიც ვიცოდი - თუკი ჯო ბაფალო
სადგურში შეივლიდა და სარქვლების მაგივრად, იმ ათასგირვანქიან ჭანჭიკებს ნახავდა,
ტომ-ტომი ყველაფერს რიგიანად აუხსნიდაო.
ასე რომ, შინისკენ წავედი. ჰოდა, მეორე ღამეს ისიც ძლივს მოვახერხე, ტერლისთვის
იმდენზე ამეწევინებინა ორთქლის წნევა, დგუში დაეძრა როგორმე ადგილიდან,
დინამო-მანქანებისას აღარაფერს ვამბობ; მომდევნო ღამესაც ასე იყო, მერეც. ამასობაში
ათმა დღემ ჩაიარა და სატვირთო სადგურიდან რაღაც ყუთი მოგვიტანეს; ტომ-ტომი
ელექტროსადგურში იყო და ჩვენ ორმა ავხადეთ თავი (ზედ დიდრონი შავი ასოებით
ეწერა: „ფასდადებით“, ოღონდ იარლიყი აღარსად იყო. „კი ვიცი, სადაც გადააგდო“,
- თქვა ტომ-ტომმა), ჭანჭიკები მოვხრახნეთ და ახალი დამცველი სარქვლები
დავაყენეთ. მერე ტომ-ტომმა მართლა იპოვაო დაჭმუჭნილი იარლიყი: „მისტერ ფლემ
სნოუპსს, ელექტროსადგური, ჯეფერსონი, მისისიპის შტატი, ფასდადებით, ოცდასამი
დოლარი და ოთხმოცდაერთი ცენტი“.
ოღონდ ამ საქმეში ისეთი ამბებიც ერია, მისტერ ჰარკერმაც რომ არ იცოდა, ვიდრე
გევინ ბიძიამ არ უამბო მას შემდეგ, რაც ტომ-ტომმა მოუთხრო გევინ ბიძიას: ერთხელ
ტომ-ტომი ნახშირის გროვაზე რომ იჯდა და ჩიბუხს აბოლებდა, მისტერ სნოუპსი
შემოსულა და რაღაც ნივთი შემოუყოლებია. ტომ-ტომს ჯერ ის ეგონა, ჯორის ნალი
არისო, მაგრამ მისტერ სნოუპსი იმ ნივთიანად კუთხეში მიმდგარა, ქვაბებს უკან, იქ,
სადაც უვარგისი ნაწილების მთელი ხორო იყო დაზვინული - სარქვლები, ღერძები,
მილისები. მგონი, იმ დროიდან დაგროვილი, როცა ჯეფერსონში პირველად აინთო
ელექტრონის შუქი; მერე მისტერ სნოუპსი დაჩოქილა, ყოველი ნაწილის მაგნიტით
სინჯვა დაუწყია და ამორჩეულები გასასვლელში დაუგროვებია. მერე ტომ-ტომს
დაუნახავს, ყოველი ნატეხი ხელახლა როგორ შეუმოწმებია მაგნიტით და სპილენძი
რკინისგან გამოურჩევია. ბოლოს ტომ-ტომისთვის უბრძანებია - სპილენძი მოაქუჩე და
კანტორაში გადაზიდეო.
ტომ-ტომმა სპილენძი ყუთში მოათავსა. სნოუპსი კანტორაში ელოდებოდა - იჯდა და
იღეჭებოდა. წამითაც არ შეუწყვეტია ღეჭვა და ერთხელაც არ გადაუფურთხებიაო,
უთქვამს ტომ-ტომს.
- ტერლს თუ ხარ შეწყობილი? - შეეკითხა მისტერ სნოუპსი.
- მე ჩემი საქმე ვიცი, - მიუგო ტომ-ტომმა. - ჰოდა, ტერლი რას აკეთებს, არაა ჩემი
საქმე.
- ტერლი კიდევ სხვას ფიქრობს, - თქვა მისტერ სნოუპსმა. - ტერლს ის უნდა, დღის
ცვლაში გადავიყვანო, ღამ-ღამე მუშაობით ვიღლებიო.
- ჯერ იმდენი იმუშაოს, რაც მე მიმუშავია, დღის ცვლაში მერე გადავიდეს, - თქვა
ტომ-ტომმა.
- ამდენ ხანს მოცდას არ აპირებს, - უთხრა მისტერ სნოუპსმა. მერე მოუყვა ტომტომს - ტერლს ელექტროსადგურიდან რკინის მოპარვა აქვს გადაწყვეტილი, მერე ამ
ამბავს შენ გადმოგაბრალებს, რომ მე ავდგე და სამსახურიდან გაგაგდოო. დიახ, დიახ.
ასე უამბო გევინ ბიძიას ტომ-ტომმა - მისტერ სნოუპსმა სწორედ ასე თქვა: რკინის
მოპარვაო. იქნებ მისტერ სნოუპსს იმ დღემდე მაგნიტის არაფერი სმენოდა და ამიტომ
ეგონა - არც ტომ-ტომს სმენია არასოდეს და ვერც კი მიხვდა, რას ვაკეთებდიო. მე
იმის თქმა მინდა, არც მაგნიტის ამბავი სმენოდა, არც სპილენძის, და სპილენძს
რკინისგან ვერც არჩევდა-მეთქი. ანდა იქნებ იმას ფიქრობდა - რაკი ზანგია ტომ-ტომი,
ეს ამბავი ფეხებზე უნდა ეკიდოსო. ან კიდევ - რაკი ზანგია, იცის თუ არ იცის,
ფეხებზე კიდია თუ არ კიდია, სხვის საქმეში ცხვირს მაინც არ ჩაყოფს, მით უმეტეს,
თუკი თეთრკანიანი არისო გარეული ამ საქმეში. ოღონდ, რასაკვირველია, ჩვენ ის თუ
შეგვეძლო, გუმანით მივმხდარიყავით ამ ამბავს. ეს არც ისე ძნელი იყო. იდგა ბრგე,
შავტუხა ტომ-ტომი, თავი დაეხარა - ნამდვილი შავი ბუღა იყო და ბუღასავით
იმზირებოდა სწორედ. ტერლს კიდევ, პირიქით, ტყავის უნაგირის ფერი ედო და
ნახშირით სავსე ნიჩბიანადაც ას ორმოცდაათ გირვანქას ან აიწონიდა, ან - არა. - აი,
რა აქვს განზრახული, - თქვა სნოუპსმა. - ამიტომ მინდა, ეს ყველაფერი შენს სახლში
წაიღო, ოღონდ კრინტი არავისთან დაძრა. მალე სამხილებს მოვუყრი თავს ტერლის
წინააღმდეგ და გარეთ გავუძახებ.
- მე უკეთესი ხერხიც ვიცი, - უთხრა ტომ-ტომმა.
- რა ხერხი? - იკითხა სნოუპსმა. მერე თქვა: - არა, ეგ არ გამოდგება. ჩხუბი თუ
ატეხე, ორივეს გაგყრით, იცოდე, როგორც გითხარი, ისე ქენი. რაღა თქმა უნდა,
თუკი აქ მუშაობა არ მოგბეზრებია და იმას არ ფიქრობ, რომ ტერლს დაუთმო შენი
ადგილი. ასე ფიქრობ?
- ცეცხლს მგონი, გვარიანად ვუკეთებ, საჩივარი ჯერ არავის უთქვამს, - მიუგო ტომტომმა.
- მაშინ როგორც გითხარი, ისე ქენი, - თქვა სნოუპსმა. - ეს ყველაფერი ამ საღამოს
სახლში წაიღე. ოღონდ ისე, დანახვით ვერავინ დაგინახოს, ცოლიც რომ იყოს შენი.
ჰოდა, თუ არ გინდა, ისიც თქვი. ვინმე უფრო დამყოლს ვიშოვი.
ტომ-ტომი დაემორჩილა. ყოველთვის, როცა კი უვარგისი ნაწილები დაგროვდებოდა,
ხედავდა ტომ-ტომი, როგორ სინჯავდა ამ ნაწილებს მაგნიტით სნოუპსი, სპილენძს
ცალკე აქუჩებდა, მერე ტომ-ტომი იმ სპილენძს სახლში ეზიდებოდა და მალავდა.
იმიტომ, რომ ორმოცი წელი იყო, ტომ-ტომი ცეცხლფარეშად მუშაობდა, მას აქეთ,
რაც მოწიფული კაცი შეიქნა, ხოლო ამ სამ ქვაბს უკვე ოც წელიწადს დასტრიალებდა,
სულ პირველადაცმანვე შეუნთო ცეცხლი. თავდაპირველად ერთ ქვაბს უკეთებდა
ცეცხლს და თვეში ხუთ დოლარს იღებდა. მერე ქვაბი სამი შეიქნა, ტომ-ტომი სამოც
დოლარს იღებდა ხელფასად, სამოცი წლის იყო და საკუთარი სახლი ედგა, მიწის
ფრთაზე სიმინდიც ეთესა, ჯორიც ჰყავდა, ორთვლიან ეტლსაც ფლობდა და იმ
ორთვალათი ყოველ კვირა დღეს ორ-ორჯერ მიემგზავრებოდა ეკლესიისკენ, ოქროს
საათით დამშვენებული, თანაც გვერდით ახალგაზრდა ცოლი ესვა და თანაც მეტი
ახალგაზრდა ცოლის ყოლა აღარც ეწერა ალბათ.
ოღონდ იმხანად მისტერ ჰარკერმა მხოლოდ ის იცოდა, რომ ლითონის ნაყარნუყარი
თანდათანობით გროვდებოდა ქვაბების უკან, კუთხეში, მერე კი ერთ ღამეს ქრებოდა
უცებ. და ახლა ყოველ საღამოს ერთსა და იმავე ხუმრობას იმეორებდა ელექტროსადგურში აჩქარებული ნაბიჯით შევიდოდა და ტერლს ეტყოდა ხოლმე: „მე
ისე ვატყობ, ჯერ არ გაჩერებულა ჩვენი მანქანა. იმ მილისებში და პოჭოჭიკებში
გვარიანი ბევრია სპილენძი, ოღონდ ნამეტანი ჩქარა ბრუნავენ და მაგნიტს ვერ
მიუმარჯვებ. ამ ამბავში კი გაგვიმართლა, მგონი. ამ ქვაბებსაც გაასაღებდა, ის რომ
იცოდეს, უამათოდ ცეცხლს რას შეუკეთებდით შენ და ტომ-ტომი“.
მისტერ ჰარკერმა ისიც გვიამბო, მერე რა მოხდა, ნაახალწლევს, ქალაქში რევიზია რომ
ჩამოვიდა.
- ორი კაცი ჩამობრძანდა, სათვალიანები. დავთრები შეამოწმეს, ყველგან ჩაყვეს
ცხვირი, ყველაფერს აღრიცხავდნენ და იწერდნენ. მერე კანტორაში დაბრუნდნენ,
ექვსზე, მე რომ მივედი, კიდევ იქ იყვნენ. რაღაცა აკლდათ, მგონი: რაღაც-რაღაც
სპილენძის ნაწილები დავთრებში აღნუსხული ყოფილა და აღარ აღმოჩენილა;
დავთრებში შეტანილი ახალთახალი სარქვლები და წვრილ-წვრილი ნაწილები კი იყო
ხელუხლებელი. ოღონდ მიწა გამისკდეს, ერთი ძველი დეტალი მაინც თუ ენახოთ,
გარდა უვარგისი სარჭობისა, ისეთ ადგილას რომ ეგდო შემთხვევით, სადაც მაგნიტი
ვერ მისწვდებოდა. საკვირველი იყო სწორედ. წამიყოლეს და ხელახლა მივაკითხეთ
ელექტროსადგურს. მე ფარნით ვუნათებდი, ისინი კიდევ, ყოველ კუთხეს ჩხრეკდნენ
და გვარიანადაც დაითხუპნეს თეთრ-თეთრი ხალათები მურით, კუპრითა და
ჭვარტლით,მაგრამ აშკარა იყო - მთელი ის იმდენი სპილენძი გინდაც წყალს წაეღოს.
იმ საღამოს ამით მოთავდა საქმე.
მეორე დილას ისევ მოგვადგნენ, ქალაქის მმართველობის მოხელეებიც ახლდნენ თან.
მისტერ სნოუპსი იკითხეს, მაგრამ კარგა ხანს მოუხდათ ლოდინი, ვიდრე თავისი
კუბოკრული კეპით გამოეცხადებოდა რაღაცის მღეჭველი. იდგა, იღეჭებოდა და
შეჰყურებდა, ისინი კიდევ, ბუტბუტებდნენ, იშმუშნებოდნენ, ვერაფრის დიდებით ვერ
აკადრეს თქმა. მერე ბევრი იბოდიშეს, ისევ იჭოჭმანეს და იბურტყუნეს, - ნამეტანი
უკაცრავად კი გახლავართ, მაგრამ სხვა გზა აღარ გვაქვს, როგორც ელექტროსადგურის
ზედამხედველს, თქვენ უნდა მოგმართოთო; ახლავე გვიბრძანეთ, ჰარკერი, ტომ-ტომი
და ტერლი დავატუსაღებინოთ, თუ ხვალამდეც შეიძლება მოცდაო? ის კიდევ, იდგა და
იღეჭებოდა, თვალები ცომზე დაღვენთილ ცხიმის ორ წვეთს მიუგავდა, ჰოდა,
რევიზორები ბოდიშობდნენ და ბოდიშობდნენ.
- სულ რამდენისაა? - იკითხა იმან.
- ორას თვრამეტი დოლარის და ორმოცდათორმეტი ცენტის, მისტერ სნოუპს.
- მეტის ხომ არაა?
- ორჯერ შევამოწმეთ, მისტერ სნოუპს.
- კარგი, - თქვა იმან, ჯიბეში ხელი ჩაიყო, ფული ამოაძვრინა, ორას თვრამეტი
დოლარი და ორმოცდათორმეტი ცენტი ნაღდი ჩაუთვალა და ხელწერილი მოსთხოვა.
მომდევნო ზაფხულს გაუნი ტერლის ხელქვეითი შეიქნა, ასე რომ, აწი ყველაფერს
თავისი თვალით ხედავდა ან ტერლისგან ტყობილობდა. ერთ საღამოს მისტერ სნოუპსი
საქვაბის კარში გამოჩნდა უეცრად, ტერლი თითის დაქნევით გაიხმო და ამჯერად უკვე
ტერლი და სნოუპსი აღმოჩნდნენ კანტორაში პირისპირ.
- რაზე ხართ შენ და ტომ-ტომი წაკიდებული? - შეეკითხა.
- მე და ტომ-ტომი? - გაშრა ტერლი. - მე რომ ტომ-ტომთან წაკიდება შემეძლოს,
კაი ხანია, სადგურიდან აიბარგებოდა და სხვა სამუშაოს იშოვიდა, თუგინდ
ოფიციანტად დადგებოდა. წაკიდებით ორი კაცი უნდა წაიკიდოს, ჰოდა, ტომ-ტომი
მარტო მუშაობს, ისე ბუღასავით კია.
- ტომ-ტომს ჰგონია, რომ შენ დღის ცვლაში გინდა გადასვლა, - უთხრა მისტერ
სნოუპსმა.
ტერლს თვალები აცაბაცა წაუვიდა.
- ისე, ნიჩაბს ტომ-ტომზე უარესად არ ვხმარობ, - თქვა მან.
- ტომ-ტომმაც იცის ეგ ამბავი, - უთხრა მისტერ სნოუპსმა. - ისიც იცის, ხანში რომ
შედის. ოღონდ არც ის ეშლება, რომ შენს მეტი ვერავინ წაართმევს სამუშაოს. - და
მისტერ სნოუპსმა ტერლს უამბო: აგერ ორი წელიწადი იქნება, ტომ-ტომი
ელექტროსადგურიდან სპილენძს იპარავს და შენთვის უნდა ამ ამბის გადმობრალება,
რათა აქედან გაგაგდოთო; დღესაც მითხრა - ტერლი ქურდი არისო.
- მიჰქარავს, - თქვა ტერლმა. - რაკი არ მომიპარავს, ვერც ერთი შავკანიანი ხელს
ვერ დამადებს, რაც უნდა ჯანიანი იყოს.
- რაღა თქმა უნდა, - უთხრა მისტერ სნოუპსმა. - ჰოდა, ახლა ის სპილენძი უნდა
დავაბრუნოთ.
- ეგ საჩემო საქმე აღარაა, - მიუგო ტერლმა. - მისტერ ბაკ კონნორსს ჯამაგირს
სწორედ მაგაში აძლევენ.
ბაკ კონნორსი ქალაქის შერიფი გახლდათ.
- აბა, ვერ გადარჩენილხარ ციხეს და ისაა, - უთხრა მისტერ სნოუპსმა. - ტომ-ტომი
იმას იტყვის, სპილენძის არაფერი ვიციო. ჰოდა, ისე გამოვა, რომ მარტო შენ იცოდი
სპილენძის ამბავი. როგორ გგონია, მისტერ კონნორსმა რა უნდა იფიქროს? ისე გამოვა,
რომ შენ ერთს გცოდნია, სადაც იყო სპილენძი დამალული, ჰოდა, ბაკ კონნორსი
იმდენს კი მიხვდება, მოპარულ საქონელს საკუთარ ფარდულში, რეგვენი რომ
რეგვენია, ისიც არ დამალავსო. მოკლედ, იმ სპილენძის უკან მოზიდვის მეტი
ვერაფერი გიშველის. დღისით მიაკითხე, როცა ტომ-ტომი სამუშაოზეა, აიღე და
მომიტანე, ჰოდა, მე დავმალავ და სამხილი მექნება ტომ-ტომის წინააღმდეგ. თუმცა,
იქნებ არც გინდა დღის ცვლაში მუშაობა? მასე გეთქვა თავიდან, ვინმე სხვას
მოვძებნიდი.
იმიტომ, რომ ტერლს ცეცხლფარეშად ორმოც წელიწადს არ ემუშავა. საერთოდაც არ
ემუშავა ამდენ წელიწადს, რადგან ოცდაათი წლის გახლდათ, მეტის კი არა. ოღონდ,
ასისაც რომ ყოფილიყო, ორმოც წელიწადს მუშაობას კაციშვილი ვერ დააყვედრიდა.
- იმას თუ არ ჩავუთვლიდით, რაც ღამღამობით უწოწიალია, - თქვა მისტერ
ჰარკერმა. - თუკი ტერლი ოდესმე დაოჯახდა თავისდა ჭირად, სულერთია, საკუთარ
სახლშიც ფანჯრიდან მოუწევს გადაძრომა, ასე თუ არ იქნა, იმასაც ვერ გაიაზრებს რისთვის მოვედიო. მართალი არ ვარ, ტერლ?
ასე რომ, მისტერ ჰარკერის ნათქვამის არ იყოს, ეს ამბავი ტერლის დანაშაულზე
მეტად, სნოუპსის შეცდომა გახლდათ.
- შეცდომა ის იყო, - დასძინა მისტერ ჰარკერმა, - რომ ტომ-ტომის ახალგაზრდა და
სახენათელი ცოლი დროზე ვერ გაახსენდა სნოუპსს. არ გინდა მოფიქრება,
ჯეფერსონელი ზანგებიდან ტერლი შეარჩიო მაინცდამაინც, ის ტერლი, ამათი მილის
არემარეზე ყოველ გოგოსთან ერთხელ მაინც უსიკვდილოდ რომ არის გადამძვრალი
ფანჯრიდან, ნაცადი მაინც რომ აქვს გადაძრომა? ჰოდა, მაინცდამაინც ტერლი შეარჩია
და ტომ-ტომისას გაგზავნა იმის მცოდნე, რომ ამ დროს, საღამოს ექვს საათამდე,
ტომ-ტომი თვით მისტერ სნოუპსის ზედამხედველობით ნახშირს ექაჩებოდა, მერე კი
ორი მილი ფეხით უნდა გაევლო სახლამდე. ეგონა, ტერლი დროს ტყუილუბრალოდ
დაკარგავდა (ახლა გაუნი მთელ ღამეს მუშაობდა. რას იზამს: ხომ უნდა გამოეძინა
ტერლს ნახშირის ორმოში ნაშუაღამევის შემდეგ. ამასთან, ტერლი გვარიანად
შეიფერთხა, ჰოდა, ეს მისთვის უძილობაზე გაცილებით უარესი ამბავი იყო), სხვაგან
სადმე დაიწყებდა ფათურს, თუ არა ტომ-ტომის ლოგინში. ჰოდა, როცა იმას
ვფიქრობ, როგორ ექაჩება ტომ-ტომი ნახშირს საცეცხლეებთან და ამ დროს ტერლი
რქებს როგორ ადგამს მეგობრულად, სწორედ ისე, როგორც მერი დე სპეინია მისის
სნოუპსთან, თუკი ბიძაშენს დავუჯერებთ და, გარდა ამისა, ტომ-ტომი სპილენძის
მოპარვის გაწამაწიაშიაცაა, რათა ტერლმა სამუშაო არ წაართვას, ტერლი კიდევ მთელ
ამ დროს დღისით-მზისით ტომ-ტომის მაგივრად მუშაობს მის საკუთარ სახლში, როცა
ამას ვფიქრობ, მეჩვენება - ნამდვილად გულზე გავსკდები-მეთქი.
მაგრამ აქამდე არ უნდა მისულიყო საქმე: ყველამ ვიცოდით, რომ ამნაირი
მდგომარეობა დიდხანს ვერ გასტანდა. ოღონდ ის არ ვიცოდით, რა უფრო ადრე
მოხდებოდა: ტომ-ტომი წაასწრებდა ტერლს, მისტერ სნოუპსი წაასწრებდა ტერლს, თუ
მისტერ ჰარკერს გაუსკდებოდა გული. გაიმარჯვა მისტერ სნოუპსმა. იმ საღამოს მისტერ
ჰარკერი, ტერლი და გაუნი ცვლის გადასაბარებლად რომ მივიდნენ, სნოუპსი კანტორის
კარში იდგა; ისევ გაიხმო ტერლი თითის ქნევით და კვლავ პირისპირ აღმოჩნდნენ
კანტორაში.
- ახლა იპოვე? - შეეკითხა სნოუპსი.
- როდის ახლა? - თქვა ტერლმა.
- ამ საღამოს, შებინდებულზე, - უთხრა მისტერ სნოუპსმა. - შენ ყანა-ყანა რომ
მიიპარე და ფანჯარაში გადაძვერი, მე ფარდულს უკან ვიდექი...
ამაზე ტერლს თვალები აცაბაცა წაუვიდა.
- იქნებ იქ არ ეძებ, სადაც საჭიროა, - უთხრა მისტერ სნოუპსმა. - თავის ლოგინში
თუ დამალა ტომ-ტომმა ის სპილენძი, სამი კვირის წინაც უნდა გეპოვა. ერთხელაც
დაძებნე. ჰოდა, თუ მაინც ვერ მიაგენი, ტომ-ტომს ვთხოვ წაგეხმაროს. - ახლა
ტერლს სულ გადაებრიცა თვალები.
- ხვალ სამი ან ოთხი საათით მეტხანს გავჩერდები იქ, - თქვა მან. - ჩემს მოსვლამდე
ნუ გამოუშვებთ ტომ-ტომს.
- კარგი, ეგ ჩემზე იყოს, - თქვა სნოუპსმა.
- არსად გაგექცეთ,
დამიცადეთ.
სანამ
არ
დავბრუნდები,
- კარგი, ეგ ჩემზე იყოს, - თქვა სნოუპსმა.
ძალიანაც
რომ
შემაგვიანდეს,
მაინც
და ამით მოთავდა საქმე. მეორე საღამოს გაუნი და მისტერ ჰარკერი ელექტროსადგურში
მივიდნენ და უცებ მისტერ ჰარკერმა სწრაფად მოათვალიერა საქვაბე. მაგრამ სიტყვის
თქმაც ვერ მოასწრო, რომ მისტერ სნოუპსი უკვე კარში იდგა და კითხულობდა: „სადაა
ტომ-ტომი?“ რადგან იმ საღამოს ცვლას ტომ-ტომი კი არ ელოდებოდა, არამედ მეორე
ზანგი, ქვაბებს კვირადღეობით რომ უკეთებდა ცეცხლს, ვიდრე ტომ-ტომს ეკლესიაში
მიყავ-მოყავდა თავისი ნორჩი მეუღლე.
დაგწყევლის ღმერთიო, - წამოუძახია მისტერ ჰარკერს, გავარდნილა, მისტერ
სნოუპსისთვის გვერდით ჩაუქროლია კანტორაში და ტელეფონის ყურმილს სწვდომია.
მერე უკანვე გამოჭრილა და სირბილ-სირბილში გაუნისთვის მოუსწრია დაბარება:
- ოტისს მოველაპარაკე! - ოტისი მისი ძმისწული იყო თუ ბიძაშვილი, ერთისიტყვით,
რადაც მოუდიოდა, ხეტყის სახერხში ის დადგა ჰარკერის ადგილას და ზოგჯერ, როცა
ამას ღამის გაცდენა დასჭირდებოდა, საქვაბეშიც ცვლიდა ხოლმე. - თხუთმეტ წუთში
აქ იქნება, მანამდე შენ მიხედე საქმეს, როგორც შეგეძლოს.
- მოითმინეთ, - უთხრა თურმე გაუნმა. - მეც თქვენთან ერთად წამოვალ.
- ჯანდაბაშიც წასულხარ, - არც შეჩერებულა, ისე მოაყვირა მისტერ ჰარკერმა, - მე
შევნიშნე პირველად. - ამის თქმა იყო და, გავარდა უკანა ეზოში, სადაც ნახშირის
ოთხთვალებით გავლებული ნაკვალევი იმ გზისკენ მიუყვებოდა, რომლითაც ტომ-ტომი
ყოველ დილა-საღამოს მიდი-მოდიოდა სახლიდან სამუშაოზე თუ უკანვე. მთვარის
შუქზე მირბოდა მისტერ ჰარკერი, რადგან ლამის გავსებული იყო მთვარე. მეორე
საღამოსაც მთვარის სინათლით იყო ყველაფერი გადაქათქათებული, როცა მისტერ
ჰარკერი და ტერლი უწყინრად გამოცხადდნენ დაწესებულ დროს ტომ-ტომის
მოადგილის შესაცვლელად.
- კი, ძმაო, - უთქვამს მისტერ ჰარკერს გაუნისთვის. - სწორედ სულზე კი
მივუსწარი. ტერლი სულ გადაირია, გესმის? უკანასკნელად მიადგა იმ სახლს,
გადაწყვეტილი ჰქონდა, ან მოეძებნა ის სპილენძი, ან კიდევ, დაბრუნებულიყო და
მისტერ სნოუპსისთვის ეთქვა - ვერ ვიპოვეო. ასე იყო თუ ისე, ეს სოფლის იდილია
უნდა დასრულებულიყო. ასე რომ, დროზე მივუსწარი. ის იყო,ტერლმა სიმინდის ყანა
გადაიარა თურმე, ფანჯარას მიადგა მთვარის სინათლეზე და გადაძვრა; სწორედ
საიმისოდ ეყო დრო, რომ ოთახის გავლით საწოლამდე მისულიყო, საბანი გადაეწია,
თავისი გულის მურაზისთვის ხელი ჩაევლო და ეთქვა: „იწექი, ჩემო სიხარულო,
მამიკო მოვიდა“. მაშინაც, მეორე საღამოსაც მე თვითონ ტერლზე ნაკლებად კი არ
ვიყავი შეშინებული და გაოცებულიო, - თქვა გაუნმა; რადგან ტერლი დარწმუნებული
იყო - ტომ-ტომი ახლა ელექტროსადგურშია, სახლიდან ორ მილზე, და ჩემს
მიბრუნებამდე იქიდან ფეხს ვერ გამოადგამსო. ჰოდა, საბანი რომ გადასწია, დაინახა,
რომ თავიდან ფეხებამდე ჩაცმული ტომ-ტომი საწოლზე იწვა და ხელში გრძელი დანა
ეჭირა. ისეთი, როგორითაც ყასბები საქონელს კლავენ ხოლმე.
- დროზე მივუსწარი, - თქვა მისტერ ჰარკერმა. - გინდაც განრიგის მიხედვით
მისულიყოს საბარგოს ორთქლმავალი. ის იყო, ტომ-ტომს უნდა ესკუპა, რომ ტერლიც
გამოტრიალდა და მოუსვა, სახლიდან გარეთ გამოვარდა, მთვარის სინათლეზე, ტომტომი კიდევ ზედ მოახტა თავის დანიანად, ჰოდა, ჩემო ბატონო, სულ იმას
ჰგავდნენ... რა ჰქვია იმ ორმაგ მხეცს, ნახევრად ცხენი რომ არის და ნახევრად კაცი,
ძველ წიგნებში რომ ხატია?..
კენტავრიო, - შეაშველა გაუნმა.
- ...ჰო, სულ კიტავრს ჰგავდნენ, უკანა ფეხებით რომ მიჭენაობს და საკუთარი თავის
გადასწრება უნდა წინა ფლოქვში გრძელი დანის მჭერელს. მერე მთვარის სინათლიდან
ტყეში შერგეს თავი. კი, ძმაო, ტომ-ტომი ხომ ტერლზე ბევრად ზორბაა, მაგრამ,
ღმერთმანი, ისე მიაჭენებდა ტერლი, ერთი წამითაც რომ შეჩერებულიყო, ის დანა
თავისით ჩაესობოდა, სურდა თუ არა ტომ-ტომს ეს ამბავი.
- ტომ-ტომი ბუღასავითაა, - ჰყვებოდა მერე ტერლი. - ერთი სამჯერ კი იქნება ჩემზე
დიდი. მაგრამ მაინც მივაჭენებდი. აბა, რა უნდა მექნა? რომ მივიხედავდი და იმ
პრიალა დანას დავინახავდი, მეგონა, ტომ-ტომისთანას კიდევ ორსაც ავიკიდებ და
ნაბიჯსაც არ შევანელებ-მეთქი. ჯერ გავრბოდი და მეტი არაფერი მახსოვდაო, ჰყვებოდა ტერლი. ხეებს შორის რომ მოვხვდი თუ მოვხვდით, მაშინ კი ვიფიქრე იქნებ ხეს დავატაკო და გადმოვაგდო-მეთქი, მაგრამ ცალი ხელითაც ისე ჩამებღაუჭა,
რამდენი მისი დატაკება ვცადე, იმდენი მეც შევასკდი ხეს. ჰოდა, მივჭენაობდი და
მივჭენაობდი, ის დანაც მთვარის სინათლეზე ლაპლაპებდა და ისიც ვიცოდი, სირბილის
მეტი რომ ვერაფერი მიშველიდა. ამასობაში ტომ-ტომი აბღავლდა - ჩამომსვიო. ორივე
ხელით ჩამეჭიდა და მაშინ ვიაზრე - დანას მგონი, გადავურჩი-მეთქი. ოღონდ ისე
ვიყავი გაქანებული, ფეხებს ჩემი აღარაფერი ეყურებოდათ, ტომ-ტომს რაღას
დაუჯერებდნენ, თუმცა მთელი ხმით კი ღრიალებდა. მერე ტომ-ტომმა ორივე ხელი
თავში მტაცა და, გიყვარდეს, მოწრიახება დამიწყო, ვითომ ლაგამამოდებული
გადარეული ჯორი ვყოფილიყავი, და მაშინ მეც დავინახე ხრამი. სიმაღლით ორმოც
ფუტამდე იქნებოდა, სიგანით კიდევ, ერთი მილის სიგანე ჩანდა, ოღონდ გვიანი იყო
უკვე. ამ საცოდავ ფეხებს სირბილისთვის არც მოუკლიათ, სანამ გადავიჩეხებოდით,
ეგერ ნახშირი რომაა დახვავებული, იმხელაზე გაირბინეს კიდევ ჰაერში და მერე
დავასკდით ფსკერს.
გაუნმა ჯერ ის იკითხა - გადაგდებული დანის მაგივრად რა მოიმარჯვაო ტომ-ტომმა?
არაფერიო, - მიუგო ტერლმა. უბრალოდ, დამსხდარან ხრამის ფსკერზე მთვარის
სინათლეში და საუბარს შეჰყოლიან. გევინ ბიძიამ ახსნა ეს ამბავი: ეს არისო საღმრთო
ზარის დაცემა, გულისხმას მოსვლა, რომელიც ყოველნაირ ცხოველს, მათ შორის
ადამიანსაც მიემადლება, როცა კი რაიმე გაუსაძლის განცდას, მაგალითად, სასტიკ
სიშმაგეს ან სასტიკ შიშს გამოივლისო. ჰოდა, ისხდნენ იმ ფსკერზე ორივენი და ის კი
აღარ მიაჩნდათ საგულისხმოდ, რომ ერთმა მათგანმა, გევინ ბიძიას ნათქვამის არ იყოს,
მეგობრულად დაადგა რქები მეორეს, არამედ ის, რომ პირმტკიცე კავშირი დაამყარეს
ერთიმეორესთან: ტომის მტერი ტერლი კი არა, ფლემ სნოუპსი იყო, ის დაძვრებოდა
ტომ-ტომის სახლში; ტერლის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, მაგრამ ტომ-ტომი კი არა,
ფლემ სნოუპსი იყო, ვინც მას სიკვდილითემუქრებოდა.
- ამ დღეში იყვნენ, მე რომ მივუსწარი, - თქვა მისტერ ჰარკერმა.
- თქვენ მიუსწარით? - შეეკითხა გაუნი.
- მაგ მოგვეხმარა, - თქვა ტერლმა.
- ვერ მოგართვეს, - გაუწყრა მისტერ ჰარკერი. - მე ისე გატყობთ, ორივეს
დაგვიწყებიათ, რაც წუხელ საღამოს გითხარით იმ ხრამში. არც ვიცი თქვენი ამბავი
რამე და არც მინდა ვიცოდე, დამკალით თუ გინდა, გესმით?
- კარგი, - თქვა გაუნმა. - მერე რა მოხდა?
და ტერლმა უამბო, როგორ მიბრუნდნენ ორივენი ტომ-ტომისას. ტომ-ტომმა
სამზარეულოში სკამზე მიკოჭილი ცოლი ახსნა, მერე სამივემ ჯორი შევუბით,
ფარდულიდან სპილენძი გამოვზიდეთ და ორთვალაზე დავტვირთეთო. ლამის ნახევარ
ტონამდე ყოფილა ის სპილენძი და მთელ ღამეს ეზიდებოდნენ თურმე,დილამდე.
- სად ეზიდებოდით? - შეეკითხა გაუნი.
მაგრამ მერე გაუნს უფიქრია - მისტერ სნოუპსმა გამოარკვიოს, სადაც ეზიდებოდნენო.
უკვე თენდებოდა და მალე ტომ-ტომმა გზიდან გადმოუხვია, ნაკვალევს გამოჰყვა, რათა
დღის ცვლაში ჩამდგარიყო. აი, სულ ახლოს მოვიდა ბრგე ტომ-ტომი, გრძელ კისერზე
პატარა, ჯიუტი, ქვემეხის ყუმბარასავით მრგვალი თავი რომ ედგა, და ამ დროს
ყველანი შებრუნდნენ და დაინახეს: მისტერ სნოუპსი საქვაბის კარში ჩამდგარიყო.
გაუნმა თქვა: ეტყობა, მისტერ სნოუპსიც კი მიმხვდარი იყო - დროს ტყუილუბრალოდ
დავკარგავ, თითის დაქნევით რომელიმე მათგანის მიხმობა რომ დავაპიროო; ჯიქურ
მისდგომია ტერლს:
- რატომ არ იპოვე?
- არ იყო და იმიტომ, - უთქვამს ტერლს.
- რა იცი, მერე, რომ არ იყო? - უკითხავს მისტერ სნოუპსს.
- ტომ-ტომმა მითხრა, - მიუგია იმას.
რადგან ახლა დროის დაკარგვა აღარაფრის მაქნისი იყო, მისტერ სნოუპსი წუთით ტომტომს შეაჩერდა და თქვა:
- რა უყავი?
- იქ დავდევით, სადაც უნდა დებულიყო თქვენი ნათქვამის კვალობაზე, - უპასუხა
ტომ-ტომმა.
- დავდევითო? - იკითხა მისტერ სნოუპსმა.
- ჰო, ტერლმა და მე დავდევით, - თქვა ტომ-ტომმა.
მაშინ მისტერ სნოუპსი წუთით ისევ შეაშტერდა ტომ-ტომს და თქვა:
- მე როდის ვთქვი?
- მაშინ ბრძანეთ, როცა ამიხსენით, დამცველი სარქვლები სად მიგქონდათ, - მიუგო
ტომ-ტომმა.
თუმცა საამდროოდ ავზში წყალმა გვარიანად დაიკრა სპილენძის გემო და დრო იყო,
ვინმეს მიეხედა ამ საქმისთვის, - ავზი დაეცალა და გაეწმინდა, - მისტერ სნოუპსს
არც უფიქრია ამის გაკეთება. რადგან საამდროოდ ელექტროსადგურის ზედამხედველი
აღარ გახლდათ, „სამსახურის ინტერესებისთვის“ გადამდგარიყო, როგორც მისტერ დე
სპეინი იტყოდა ლეიტენანტ დე სპეინობისას; ჰოდა, ახლა შეეძლო, დღენიადაგ
მჯდარიყო ქალაქის განაპირას დაქირავებული სახლის გალერეაში და ჯეფერსონის
სახურავებს ზემოთ ამართული ავზისთვის ემზირა. თავის ძეგლს გასცქერისო, - ასე
იფიქრებდა ზოგიერთი. განა ძეგლი არ ყოფილა ის ავზი, ნაფეხური იყო. ძეგლი
მხოლოდ იმას ნიშნავს - აი, რას მივაღწიეო, ხოლო ნაფეხური - აი, სად ვიყავი,
როცა წინ დავიძარიო.
- ნუთუ მაშინაც არაფერი მოიმოქმედა? - შეეკითხა გევინ ბიძია რეტლიფს.
- არაფერი, - უპასუხა რეტლიფმა, - არ წაასწრო თავის ცოლს მანფრედ დე სპეინთან;
მისთვის ეს იგივეა, კაცი პირველი გამგზავრებისას ქინძისთავით ოცდოლარიანს რომ
მიიბნევს ხალათის შიგნით და იმედი რომ აქვს - თავს მემფისის საროსკიპოში
ამოვყოფო. ჯერხნობით არაფრად ესაჭიროება იმ ქინძისთავის შეხსნა.
2. გევინ სტივენსი
ქინძისთავი ჯერაც არ შეეხსნა. ჩვენ კიდევ ყველას გვიკვირდა - თავს რით ირჩენს, რა
ფულით, იმ თავისი დაქირავებული სახლის გალერეაში მთელი ზაფხული ცისმარე
დღეს რომ ზის (ასე გვეჩვენებოდა) და წყალსადენის ავზს გაჰყურებსო. და, ვიდრე
ქალაქის ხელისუფლებმა არ მოისაზრეს, ავზი დაეცალათ და ამოეწმინდათ, რათა წყალს
სპილენძის გემო მოშორებოდა, ისიც არ ვიცოდით, რამდენი სპილენძი გაატანა ერთ
ზანგ ცეცხლფარეშს, რათა მეორე ეიძულებინა, ამას ქურდობაში შეშველებოდა, და
როგორ შეითქვა ორივე ზანგი საკუთარი ტყავის გადასარჩენად, როგორ გადაუძახა იმ
სპილენძის ნაწილებს ავზში, საიდანაც ამან ვერ შეძლო, ვერ გაბედა ამოღება.
ახლაც არ ვიცით, ნამდვილად იქ იყო თუ არა ის სპილენძი. ვერასოდეს შევიტყობთ,
ნამდვილად რამდენი გააყოლა ხელს და გაასაღა (იმის თქმა მინდა - ვიდრე ტომ-ტომს
თუ ტერლს მიიხმარდა-მეთქი) მანამდე, სანამ ვიღაცამ (ალბათ ბაფალომ, რადგან ის
ბერიკაცი, ჰარკერი, რომ შეენიშნა - ნაწილები იკარგებაო, სნოუპსს გააცურებდა და
თვითონ მოითბობდა ხელს, იმიტომ, რომ, რაც უნდა მოეკატუნებინა თავი - მარტო
ის
მაინტერესებდა,
რა
მოხდებოდაო,
სინამდვილეში,
თავს
წყევლიდა
სიბრმავისთვის) მუნიციპალიტეტს შეატყობინებდა და ელექტროსადგურს რევიზორებს
მიუსევდა. ცოდნით ის ვიცოდით მხოლოდ, რომ ერთ მშვენიერ დღეს სამივე დამცველი
სარქველი სადღაც გაქრა. ისღა დაგვრჩენოდა, გვევარაუდა, წარმოგვედგინა, შემდეგ რა
მოხდებოდა: მანფრედ დე სპეინი - სწორედ მანფრედი - თავისთან ახმობინებს და
ეუბნება: „აი, რას გეტყვით, ჩემო ძმაო“, ან - „ოსტატო“, ან კიდევ - „მეგობარო“,
ერთი სიტყვით, ვინ იცის, როგორ მიმართავდა მანფრედი იმ თავის... კარგი,
ვთქვათ, ამფსონს თავისას, იქნებ - ინსპექტოროო, ასეც ეუბნებოდა. „აი, რას
გეტყვით, ინსპექტორო.
აქ ოცდასამი დოლარის და ოთხმოცდაერთი ცენტის
სპილენძი...“ - სანამ ახმობინებდა, ჯერ დავთარს ჩახედავდა, რაღა თქმა უნდა. „...დაკარგულა თქვენი გამგებლობისას. ჰოდა, ის სპილენძი ფასდადებითაც შეიძლება
გამოიგზავნოს“. თანაც, ჰარკერის სიტყვით, ორი რევიზორი ორ დღეს იწურებოდა და
ბლუკუნებდა, ვიდრე გულს გაიმაგრებდნენ და მოახსენებდნენ, რამდენის იყო
დაკარგული სპილენძი მათი ანგარიშით და შეხედულებით. ამის შემდეგ იყო, სნოუპსმა
ჯიბეს რომ გაიკრა ხელი და გადაიხადა.
მაშასადამე, ორმოცდაათდოლარიანი ხელფასის მქონეს ის თავისი თანამდებობა ორას
ორმოცდაორი დოლარი და ოცდაცამეტი ცენტი ნაღდი ფული დაუჯდა. ასე რომ,
თავისი ჯამაგირი მისხალ-მისხალ რომ მოექუჩებინა ერთიანად, იმ ორასრაღაცა
დოლარის გამოკლებით, და ერთი ორასის მოპარვა კიდეც რომ მოესწრო, სულერთია,
ამ ფულით ოჯახს ვერ დაარჩენდა. და მაინც, აგერ ორი წელიწადი იყო, იმ თავის
გალერეაში იჯდა და წყალსაწნევ ავზს გაჰყურებდა ნიადაგ. ეს ამბავი ვკითხე სწორედ
რეტლიფს.
- მეურნეობას აშენებს, - მიპასუხა რეტლიფმა.
- აშენებსო? - ვთქვი (კარგი, თუნდაც შევყვირე მე). - რა უნდა აშენოს, როცა
დილიდან საღამომდე იმ ავზსაა მიჩერებული?
- სნოუპსებს აშენებს, - განმიმარტა რეტლიფმა. - სნოუპსები უნდა მოაშენოს: მაგენის
მთელი გვარი დედიან-ბუდიანად მაგას მოსდევს კიბე-კიბე, თითო საფეხურით ზევით
მოტოტყავს. ოღონდ ის ერთი, რესტორანი რომ ერგო მემკვიდრეობით, სნოუპსი არაა.
ნამდვილად, უეჭველად არაა სნოუპსი. ამაში დაეჭვებაც არ შეიძლება, არ გეპატიება
კაცს, იმიტომ, რომ დედამისმაც, ქმრის მხრიდან დანათესავებული ერთი გადასარევი
ქალის არ იყოს, როგორც ძველი ბუკოლიკური პოეტი იტყვის, „უმალ შეიხსნა წელზე
სარტყელი“, ვიდრე იმ სნოუპსს გაჰყვებოდა ცოლად, ვინც ეკის კანონიერ მამად
მიაჩნდათ.
ჰო, ეკი ერქვა იმას, იმ კისრის ძვალგადატეხილ კაცს, სწორედ ასეთი ჩამოვიდა ჩვენს
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ქალაქი - 03
  • Parts
  • ქალაქი - 01
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 1948
    28.4 of words are in the 2000 most common words
    39.5 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 02
    Total number of words is 3992
    Total number of unique words is 1824
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 03
    Total number of words is 3892
    Total number of unique words is 2027
    28.8 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 04
    Total number of words is 4126
    Total number of unique words is 1771
    33.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 05
    Total number of words is 3979
    Total number of unique words is 1874
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 06
    Total number of words is 3952
    Total number of unique words is 1875
    31.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 07
    Total number of words is 3971
    Total number of unique words is 1883
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 08
    Total number of words is 3954
    Total number of unique words is 1822
    30.2 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 09
    Total number of words is 3924
    Total number of unique words is 1905
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 10
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 1912
    29.8 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 11
    Total number of words is 3974
    Total number of unique words is 1897
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 12
    Total number of words is 4111
    Total number of unique words is 1678
    32.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 13
    Total number of words is 4103
    Total number of unique words is 1775
    34.3 of words are in the 2000 most common words
    46.5 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 14
    Total number of words is 3967
    Total number of unique words is 1939
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.4 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 15
    Total number of words is 3895
    Total number of unique words is 1868
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    50.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 16
    Total number of words is 3993
    Total number of unique words is 1860
    33.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 17
    Total number of words is 4054
    Total number of unique words is 1839
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 18
    Total number of words is 4154
    Total number of unique words is 1727
    33.2 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 19
    Total number of words is 3843
    Total number of unique words is 1854
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.2 of words are in the 5000 most common words
    46.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 20
    Total number of words is 3871
    Total number of unique words is 1877
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.9 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 21
    Total number of words is 4048
    Total number of unique words is 1843
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.9 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 22
    Total number of words is 4060
    Total number of unique words is 1866
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.4 of words are in the 5000 most common words
    50.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 23
    Total number of words is 3959
    Total number of unique words is 1758
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 24
    Total number of words is 4043
    Total number of unique words is 1842
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 25
    Total number of words is 3466
    Total number of unique words is 1703
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.