Latin
Total number of words is 3466
Total number of unique words is 1703
31.3 of words are in the 2000 most common words
42.2 of words are in the 5000 most common words
49.3 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ხელახლა, ივლისი - ახალი ორლეანიდან ჩრდილოეთისკენ მიმავალი მატარებელი
ჩამოდგა ბაქანზე. ვაგონის საფეხურიდან პირველად ზანგი გამცილებელი ჩამოხტებოდა
ხოლმე, - პულმანის ვაგონიდან კი არა, ის ვაგონები მატარებლის ბოლოში იყო
მიბმული ყოველთვის, იმ ვაგონების გამცილებლებს თითქმის ვერც კი ვნახულობდით,
წინა, უპლაცკარტო ვაგონიდან ჩამოხტებოდა ხოლმე, - რათა ბაქანზე გაებოლთა და
სადგურის მუშებს თუ სხვა ზანგებს გასაუბრებოდა, მუდამ რომ იკრიბებოდნენ
სამგზავრო მატარებლების დასახვედრად. ოღონდ ამჯერად თვით უფროსი გამცილებელი
ჩამოვიდა პირველი, მატარებელი თითქმის არც გაჩერებულიყო, ისე ჩამოხტა, ჰოდა,
იმას მატარებლის უფროსი მოჰყვა ფეხდაფეხ, თეთრკანიანი. ვაგონის გამცილებელი
სულ არ ჩამოსულა, ის იყო მხოლოდ, სარკმელში გადმოჰყო თავი და ლამის წელამდე
გადმოიწია.
ჰოდა, მერე ოთხი არსება გადმოვიდა კიდევ, როგორც გამოირკვა - ბავშვები. ყველაზე
მაღალი გოგო გახლდათ, ოღონდ ჩვენ ვერ გავიგეთ, უფროსი იყო ის გოგო თუ
ტანმაღალი მხოლოდ. გოგოს ორი ბიჭი მოჰყვებოდა, სამივეს კომბინეზონი ეცვა,
ბოლოში კიდევ, კოჭებამდე ჩაფართხუნებულ პერანგისამარა ბიჭუკელა მოსდევდათ.
კაცის ხალათს ჰგავდა ის პერანგი, ფქვილის ტომრისგან, ანდა იქნება ძველი კარვის
ნაჭრისგან შეკერილს. ყოველ მათგანს მკერდზე მავთულით მიბნეული ჰქონდა მუყაოს
ფირფიტა, რომელზეც ფანქრით მიეწერათ:
გამომგზავნი: ბაირონ სნოუპსი. ელ-პასო. ტეხასი.
მიმღები: მისტერ ფლემ სნოუპსი, ჯეფერსონი. მისისიპის შტატი.
ოღონდ მისტერ სნოუპსი ამ ამბავს არ დასწრებია. მოუცლელი გახლდათ - ბანკირი
შეიქნა და ბაპტისტთა ეკლესიის პრესვიტერი, ქვრივი, მარტოდმარტო ცხოვრობდა დე
სპეინის ძველ სახლში, იმდაგვარ ნაგებობად რომ გადაეკეთებინა, სამხრეთში რომ
აშენებდნენ სამოქალაქო ომამდე. ერთი სიტყვით, იმათ დასახვედრად მისტერ სნოუპსი
არ მოსულა, დინკ კვისტენბერი დახვდა. იმ კაცს ფრანგისხევშივე მოეყვანა ცოლად
მისტერ სნოუპსის ერთ-ერთი და თუ დისწული, თუ რადაც მოუდიოდა ის ქალი,
ჰოდა, როცა მისტერ სნოუპსმა ა. ო. სნოუპსი უკან გააბრუნა ფრანგისხევში, ჩვენთან
კვისტენბერის ოჯახი ჩამოსახლდა, რათა ეყიდა თუ დაექირავებინა, ყოველ შემთხვევაში
- სახმარად მიეღო „სნოუპსის სასტუმრო“, რომელიც ახლა „სნოუპსის სასტუმრო“ კი
აღარ იყო უკვე, არამედ „ჯეფერსონის ოტელი“ გახლდათ, თუმცა გაჩერებით იქ იგივე
ხალხი ჩერდებოდა - საქონლის ვაჭრები და საოლქო სასამართლოს ნაფიცი მსაჯულები.
რასაკვირველია, იმდენად მოწიფული კაცი კი იყო დინკი, მისტერ სნოუპსის სიძეობა
რომ შეეფერებინა, ოღონდ იმას არავინ იფიქრებდა, „მისტერი“ ეწოდებინათ ამნაირი
კაცისთვის.
დინკი სადგურზე იყო, მისტერ სნოუპსმა თუ გამოგზავნა ალბათ, და იმ ბავშვების
დანახვაზე ალბათ იმანაც იგივე იგრძნო, რაც ჩვენ ვიგრძენით, თვალი როცა მოვკარით,
და რასაც, როგორც ეტყობოდათ, უფროსი გამცილებლებიც, მატარებლის უფროსიც და
ვაგონის გამცილებელიც გრძნობდნენ მოყოლებული ახალი ორლეანიდან, სადაც ეს
საკვირველება რაღაც ტვირთი ჩაებარებინათ. იმიტომ, რომ ის არსებანი ადამიანებს არ
ჰგავდნენ. გველის წიწილებს ჰგავდნენ ისინი. თუმცა იქნებ ამის თქმაცნამეტანია. ასეა
თუ ისე, ბავშვებს არ ჰგავდნენ ნამდვილად; ყველაზე ნაკლებად ბავშვებს ჰგავდნენ მუქი, შეშუპებული სახე ჰქონდა ყოველ მათგანს, შავ-შავი ჯაგარი თმა, თვალებიც
სულ შავი, სულ უძრავი, არც ერთ ჯეფერსონელს, იოკნაპატოფას ოლქის არც ერთ
მკვიდრს ერთხელაც არ დაუნახავს, თვალი რომ დაეხამხამებინოს რომელიმე მათგანს.
არ ვიცი, დინკი გაგებინებით რას აგებინებდა იმ არსებებს, რადგან გამცილებელმა უკვე
ყველას უთხრა, ვინც კი უსმენდა (არადა, საამდროოდ მის გარშემო კარგა ძალი ხალხი
შექუჩებულიყო) - არც ერთი ენა, რომელიც კი ოდესმე გამიგონია, ამგენმა არ იციან,
ჰოდა, ისე ფრთხილად ყოფნა კი გმართებთ, იმიტომ, რომ ამათგან ერთს დასაკეცი
ექვსდუიმიანი დანა აქვსო. ის აღარ იცოდა გამცილებელმა, რომელს ჰქონდა დანა,
ოღონდ არც იმის სურვილი გაუმჟღავნებია, რომ გამოერკვია ეს ამბავი. ასე იყო თუ
ისე, დინკმა ის არსებები მანქანაში ჩასხა, ჰოდა, მატარებელი თავის გზას გაუყვა.
იქნებ ამით იყო სწორედ, ხალხს რომ აშინებდნენ ის არსებები, ანდა, ყოველ
შემთხვევაში, სკიტს მაკჰაუნი რომ დააშინეს კრისტიანის საკონდიტროში. იმიტომ, რომ
ერთი კვირაც არ იყო გასული, კრისტიანის საკონდიტროს შეეჩვია ოთხივე (ისე
სიარულით ოთხივე ერთად დადიოდა ყოველთვის, გეგონებოდათ, ექიმი იყო თუ სხვა
ვიღაცა,
ყოველ
მათგანს
დაბადებისთანავე
გადაჭრილი
ჭიპლარით
უფროსს
მიაკოჭავდაო. საამდროდ უკვე ვიცოდით, ვინც იყვნენ ისინი: ბაირონ სნოუპსის და
ჯიკარილელი აპაშების ტომის
საკონდიტროში
შევიდოდნენ
პირგამოტენილნი.
ინდიელი
და
ორ
ქალის შვილები
წუთში
უკან
გახლდნენ). ჰოდა, იმ
გამოდიოდნენ
ნაყინით
ქალაქშიც განუშორებელნი იყვნენ ისინი და ქალაქგარეთაც, დღე იქნებოდა თუ,
როგორც მერე გამოირკვა, ღამე: ერთხელ, ღამის ორ საათზე ოტის ჰარკერმა იმ დროს
წაასწრო, „კოკა-კოლას“ ჩამოსასხმელი ფაბრიკის კუთხიდან რომ მოიწკაპებოდნენ.
რანაირად მოხვდნენ შიგნით, ღმერთმა დასწყევლოს მაგენის თავი, არ ვიციო, ოტისმა თქვა, - ყველა კარი ჩაკეტილი იყო და არც ამომტვრეული ფანჯარა მინახავს,
ოღონდ ხუთი-ექვსი ფუტის სიშორეზე კი ვიგრძენი თბილი სიროფის სუნი, უმცროსს
სიროფი იმ თავის პერანგია თუ რაღაცა უბედურება, იმაზე გადასხმოდაო. ამაზე ახლოს
არ მივკარებივარ, შევუყვირე, ვუბრძანე - სახლში წადით-მეთქი, სნოუპსთან (ოტისს
იმის თქმა უნდოდა - „ჯეფერსონის ოტელშიო“), მაგრამ ხმის ამოუღებლად იდგნენ და
მომჩერებოდნენო; დაშავებით არ დამიპირებია, რამე დამეშავებინა, ის მინდოდა,
ადგილიდან დაძრულიყვნენ, იმიტომ, რომ ჩემი იქნებ არც ესმოდათო. ისე გაუშლია
ოტისს ხელები, ვითომ დაჭერას უპირებდა, შეუყვირებია და მაშინვე ხმა ჩასწყვეტია მის წინ დანამ იელვა თურმე, იელვა და უმალ გაუჩინარდა. ოტისს იმის დანახვაც ვერ
მოუსწრია, სამთაგან რომელს ჰქონდა დანა დამალული - გოგოს თუ რომელიმე უფროს
ბიჭს. ჰოდა, მეორე დილას მისტერ კონნორსი დინკ კვისტენბერს მიადგა და უბრძანა ღამღამობით ქუჩაში აღარ გაუშვაო.
- კი, როგორ არა, - დინკს უთქვამს, - თქვენ თვითონ სცადეთ ერთი. თქვენ
სცადეთ, რომ არ გაუშვათ, ქუჩაში იქნება თუ სხვაგან სადმე. კი, გაძლევთ ამის
უფლებას, მომეხმარეთ, თქვენი ჭირიმე!
ასე რომ, იმ ძაღლის ამბავი როცა მოხდა, თავად მისტერ ჰებ ჰემპტონმაც ვეღარ
გაბედა, იმათ მიჰკარებოდა. ამბავი კიდევ ამნაირი გახლდათ: იმხანად ჯეფერსონში
ქუჩებს კირწყლავდნენ და ქალაქში ბევრი ახალი ინჟინერი, მოიჯარადრე თუ სხვა
ხელობის კაცი ჩამოვიდა თავ-თავის ოჯახიანად (როდელის ოჯახის არ იყოს, იმათი
შვილი გახლდათ, მანამდე ორი წლის წინ არდადეგები რომ მოგვიწყო). ერთ მათგანს
შვილი არა და, კადილაკი კი ჰყავდა, მის ცოლს კიდევ, ძაღლი ჰყავდა, მისივე
ნათქვამის მიხედვით - ხუთას დოლარად ღირებული. მანამდე ჯეფერსონში ორმოცდაათ
დოლარზე ძვირი ძაღლის ამბავი არ გაგვეგონა, კარგად დაგეშილ პოინტერს ან სეტერს
თუ არ ჩავთვლით (და ერთ ძაღლს კიდევ, ლომი რომ ერქვა, ელდერტერიერის
ნაჯვარს, ოდესღაც მაიორ დე სპეინს რომ ჰყავდა, მისტერ დე სპეინის მამას ჩრდილომისისიპელი მონადირეები იმ ძაღლის ამბებს დღემდე ჰყვებოდნენ); ჰოდა,
საყელურზე
ოქროს
ფირფიტამიმაგრებული
ის
ჩინური
ფინია
კადილაკით
დაბრძანდებოდა, მანქანის სარკმლიდან მარტო სხვა ძაღლებს კი არა, ხალხსაც
უღრჭენდა კბილებს, თანაც საგანგებოდ შერჩეულ ხორცს მიირთმევდა, მისტერ უოლ
სნოუპსის მეხორცე საგანგებოდ რომ უკვეთავდა კანზას-სიტიში, რადგან ხალხს ერთობ
ეძვირებოდა იმ ხორცის ყიდვა და შეჭმა.
ჰოდა, უცებ გაქრა ის ძაღლი. არავინ იცოდა, როგორ მოხდა ეს ამბავი, იმიტომ,
რომ, როცა კი ის ძაღლი კადილაკის სარკმლიდან არ აღრჭენდა კბილებს, მაშინ იმ
სახლის ფანჯრიდან იკრიჭებოდა, მას... მის პატრონებს რომ ჰქონდათ ნაქირავები.
ოღონდ, ასე იყო თუ ისე, გაქრა ის ძაღლი. ჰოდა, მე ასე მგონია, ქვეყანაზე არც ერთ
ქალს მისის უიდრინგტონივით არ მოუკლავს თავი ამნაირი ამბის გულისთვის: მემფისის
და ჩრდილო მისისიპის, დასავლეთ ტენესის და აღმოსავლეთ არკანზასის ყველა
გაზეთში გამოაქვეყნა განცხადება. ძაღლის მპოვნელს დიდ გასამრჯელოს აღუთქვამდა;
ამასობაში მისტერ ჰემპტონსაც და მისტერ კონნორსსაც ძილი ჰქონდათ გატეხილი
ღამღამობით, - მისის უიდრინგტონი წამდაუწუმ ტელეფონით ურეკავდა, ჰოდა,
სადაზღვევო კომპანიის აგენტი (იმ ძაღლის სიცოცხლე, რასაკვირველია, დაზღვეული
იყო, იქნებ ჯეფერსონში დაზღვეული ადამიანი მეტი კი იყო, ვიდრე დაზღვეული
ძაღლი, მაგრამ ამ შემთხვევაში დაუზღვეველნიც ხომ სჭარბობდნენ ძაღლებს), დღე
იქნებოდა თუ ღამე, მისისუიდრინგტონთან ერთად ეზო-ეზო დარბოდა და გაიძახოდა
„ძი! ძი! ძი!“ - უფრო სწორად, მე და ალეკ სენდერს გვეჩვენებოდა ასე, ოღონდ
მერე გევინ ბიძიამ აგვიხსნა - იმ ძაღლს ჩინელი პოეტის პატივსაცემად ლაო-ძი ერქვაო.
ჰოდა, ერთხელ ოთხივე ინდიელი სნოუპსი კრისტიანის საკონდიტროდან რომ
გამოდიოდა, ვიღაც გამვლელმა მიათითა და - შეხედეთო, - იყვირა:
ოქროსფირფიტიანი საყელური გახლდათ. უმცროსს ჩამოეცვა კისერზე იმ თავისი
პერანგის ზემოთ. მისტერ კონნორსი უმალვე გამოცხადდა და უმალვე აფრინა მისტერ
ჰემპტონთან კაცი. მაშინ იყო სწორედ, მისტერ ჰემპტონმა იმათთან მიახლოება რომ ვერ
გაბედა, ჰოდა, ჩვენ ყველამ ალბათ იგივე გავიფიქრეთ, რაც მისტერ ჰემპტონმა: რა
დომხალი აირევა ტროტუარზე, მისტერ ჰემპტონის ვეება სტომაქი იმ დანას რომ
წამოეგოს, თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებსო. ჰოდა, ოთხი სნოუპსი ინდიელი
თუ ინდიელი სნოუპსი (აღარც ვიცი, რომლის თქმა იქნება უფრო სწორი) იქვე
ჩამწკრივებულიყო, მისტერ ჰემპტონს მისჩერებოდნენ და საშიში შესახედავი სულ არ
ყოფილან, სულ არა; რასაკვირველია, ის არ ითქმის - უმანკო შესახედავი იყვნენო,
მით უმეტეს - სანდომიანიო, ოღონდ საშიშარნი არ ჩანდნენ - ოთხი დაკეცილი ჯიბის
დანაც ხომ უწყინარი ჩანს თითქოს. ბოლოს მისტერ ჰემპტონმა თქვა:
- კარგი, ბატონო, ნაყინის საჭმელად დაიარებიან აგერ და ღამღამობით იმ ფაბრიკაში
დაძვრებიან, ხომ? სხვა დროს სადღა არიან?
- სადგომის თუ რეზერვაციისნაირი რაღაცა აქვთ მოწყობილი გამოქვაბულში, თვითონვე
გამოთხარეს დიდ ხევში სკოლის უკან, - უთხრა მისტერ კონნორსმა.
- შეგიხედავთ იმ გამოქვაბულში? - შეეკითხა მისტერ ჰემპტონი.
- რასაკვირველია, - მიუგო მისტერ კონნორსმა. - არაფერი არაა შიგ
ნაყარნუყარის და ძვლების მეტი, ჰოდა, მაგენის სათამაშო ხარახურაა კიდევ.
რაღაც
- ძვლებიო? - მისტერ ჰემპტონმა იკითხა. - რა ძვლები?
- ჩვეულებრივი, - თქვა მისტერ კონნორსმა. - ქათმის ძვლები და რაღაც ნეკნები,
ნამუსრევია ალბათ.
მაშინ მისტერ ჰემპტონი შებრუნდა და თავის მანქანაში ჩაჯდა, მისტერ კონნორსი კიდევ
- თავისაში, წითელი ფარები და სირენა რომ ეყენა, სხვებიც შეეჭედნენ, ვინც კი
დაეტია, და ორივე მანქანა სკოლისკენ გაემართა, ჩვენ კიდევ, დანარჩენებმა, ფეხით
გავსწიეთ, რადგან ჩვენც გვინდოდა შევსწრებოდით, როგორ შეეცდებოდა იმ
გამოქვაბულში შეძრომას მისტერ ჰემპტონი თავის ღიპიანად, და, თუკი შეძვრებოდა,
მერე გამოძრომას როგორღა მოახერხებდა. არადა, მართლა შეძვრა. მისტერ კონნორსმა
გამოქვაბული დაანახვა, ოღონდ პირველობა კი დაუთმო, რაკი მისტერ ჰემპტონი
შერიფი გახლდათ. ჰოდა, მისტერ ჰემპტონმა კერის პირას დახვავებული ძვლების გროვა
ფეხსაცმლის ჭვინტით მიმოაბნია, მერე კი ზოგიერთი ძვალი გვერდზე გამოაცალკევა.
მისტერ ჰემპტონი ხომ მონადირე გახლდათ, თანაც გვარიანი, კარგი მონადირე, ვიდრე
ღიპი იმხელაზე წამოეზარდა, რომ უღრან-უღრან ძრომიალი ვეღარ შეძლო.
- აგერაა თქვენი ძაღლი, - თქვა მისტერ ჰემპტონმა.
მახსოვს, - მას აქეთ ხუთი წელიწადი გავიდა, - როგორ ვუსხედით მაგიდას ყველანი,
ქუჩაში მატ ლივიტის მანქანამ გაიქროლა და მამამ გევინ ბიძიას უთხრა - ეს რა სუნი
მომდისო? რაღა თქმა უნდა, იმ სპილენძის ამბავი მისტერ სნოუპსს ელექტროსადგურში
ჩემს დაბადებამდე შეემთხვა; იმ დილას კიდევ, გევინ ბიძიას კაბინეტში მისის
უიდრინგტონი და დაზღვევის აგენტი გახლდნენ, რადგან ის ფინია ავადმყოფობაზე ან
უბედურ შემთხვევაზე, ან კიდევ სტიქიურ უბედურებაზე იყო დაზღვეული მხოლოდ,
ჰოდა, დაზღვევის აგენტმა განაცხადა (მე მგონია, საკმაო ხანს იყო უკვე ჯეფერსონში,
რათა რეტლიფთან გამოლაპარაკება მოესწრო; ამ ამბავს ვერავინ ასცდებოდა, ვინც კი
რამდენიმე საათით მაინც მოხვდებოდა ჩვენს ქალაქში, იმისას აღარაფერს ვამბობ, ერთი
კვირით ვინც ჩამოვიდოდა ხოლმე) - ის ოთხი ნახევრად სნოუპსი ინდიელი ამგვარ
უბედურებათა რიცხვს არ მიეკუთვნებიან, ასე რომ, სასამართლოში ჩივილი თვით
ქალაქ ჯეფერსონის წინააღმდეგ შეიძლებაო. მისტერ სნოუპსის და სპილენძის
დაკარგული ნაწილების ამბავი გევინ ბიძიასგან ვიცოდი მხოლოდ, ოღონდ იმას კი
შევესწარი, მამამ როგორ თქვა მაშინ - ეს რა სუნი მომდისო? ჰოდა, მერე მისტერ
სნოუპსი შემოვიდა, შლაპა მოიხადა და - დილა მშვიდობისაო, - ისე მოგვმართა
ყველას, გინდაც არავისთვის მიემართოს; მერე დაზღვევის აგენტს შეეკითხა - იმ
ძაღლის გადასახდელი რამდენიაო.
- იმ ჯიშის ძაღლის სრული ღირებულება ხუთასი დოლარი გახლავთ, მისტერ სნოუპს,
- მიუგო აგენტმა და მისტერ სნოუპსი დაჯდა (დაზღვევის აგენტი წამომხტარიყო და
თავისი სკამი მისტერ სნოუპსისთვის დაეთმო საწერ მაგიდასთან), ჯიბიდან ჩეკის
ბლანკი ამოიღო, თანხა ჩაწერა, ის ბლანკი გევინ ბიძიას მიუჩოჩა მაგიდის იქით,
წამოდგა და - ნახვამდისო, - ისე მოგვმართა ყველას, გინდაც არავისთვის მიემართოს,
შლაპა დაიხურა და გავიდა.
ოღონდ ამას არ დასჯერებია, იმიტომ, რომ მეორე დღეს ბაირონ სნოუპსის ინდიელები
გაქრნენ. რეტლიფი მოვიდა და გვიამბო ეს ამბავი.
- რასაკვირველია, - თქვა რეტლიფმა, - ფრანგისხევში გაამგზავრა ფლემმა ისინი.
მაგენის არც ერთმა დედაკაცმა, მე იმის თქმა მინდა - ა. ო-ს არც ერთმა ცოლმა არ
მოინდომა იმგენის შეხიზნება. მაგრამ ბოლოს და ბოლოს დუიტ ბინფორდმა (დუიტ
ბინფორდსაც სნოუპსების ქალი ჰყავდა ცოლად, უორნერის დუქანთან სახლობდა)
წაიყვანა თავისთან. ოღონდ იმპირობით, რომ ყველა სნოუპსმა თანაბრად მომაშველოს
კვირაში სულზე დოლარ-დოლარიო. რაღა თქმა უნდა, თუკი გაუძლო ერთ კვირას
იმგენს.
ასეც გამოვიდა სწორედ. მე იმის თქმა მინდა, მართლა თითქმის ერთ კვირას გაუძლომეთქი. რეტლიფი ისევ მოგვადგა, დილა იყო. - ჰო, ჩემო ბატონო, გუშინ
ნაშუადღევს ფრანგისხევში აღარ გახლდით უკვე, ახლა ალბათ მთელი ოლქიც
თავდახსნილია ჩვენგან. ახლა სადგურზე გახლავართ მუყაოს ფირფიტებდაკრული,
ბარგის საფასური გადახდილია, ოცდამესამეს ველოდებით, სამხრეთისკენ მიმავალ
რეისს, ან სხვა რომელიმეს, ოღონდ კი ტეხასში ელ-პასოსთან ახლოს ჩაიაროს სადმე,
- ჰოდა, მოჰყვა ამ ამბისას: ამნაირი შეჯვარება, შეიძლება ითქვას, მეცნიერებისთვის
საგულისხმო - რა ჰქვია იმას? - და გევინ ბიძიამ - ანთროპოლოგიურსო, - უკარნახა,
- ანთროპოლოგიურ ცდას წარმოადგენს; გადაშენების გზაზე დამდგარი წითელკანიანი
ამერიკელების ის ოთხი ნაშიერი ერთ თეთრკანიანს იმსხვერპლებდა, დორის სნოუპსის
დედასა და მეზობლებს დროზე რომ არ მიესწროთო.
ჰოდა, გვიამბო: დუიტ ბინფორდმა ისინი თავისთან რომ მირეკა, ნახა თურმე, რომ
ისინი ლოგინზე დაწოლას არ აპირებდნენ, ლეიბი იატაკზე ჩამოუთრევიათ და იმაზე
ჩაწკაპულან, მეორე დღეს კიდევ დუიტს და მის ცოლს უნახავთ, რომ იმათ საწოლიც
ნაწილებად დაეშალათ და ის ნაწილები კუთხეში კედელზე აეყუდებინათ, ალბათ - არ
შეგვავიწროვოსო. ეს ყველაფერი ისე უჩუმრად გაეკეთებინათ, ჩქამიც არ გაეღოთ.
დუიტს უთქვამს: სანამ უმცროსისთვის შევწუხდებოდი და ვიზრუნებდი, ჯერ იმ აზრმა
გამკრა - რა არის, რომ მაგათსას ვერაფერს გაიგონებო. იმათი წასვლა-მოსვლისას
ოჯახში არავინ იცოდა - შინ იყვნენ თუ არა ისინი; ასე რომ, ისიც შეეძლოთ,
დუიტის საწოლ ოთახში მდგარიყვნენ ღამით, სიბნელეში და მას დასჩერებოდნენ.
- ჰოდა, ადგა დუიტი და გადაწყვიტა - შევამოწმებო, - გვიამბობდა რეტლიფი. ტალის ოჯახში გადასულა, ვერნონისთვის ფარანი გამოურთმევია, შუაღამემდე მოუცდია
და მერე ჩუმად - ჩემს სიცოცხლეში ამაზე უხმაუროდ არ გავნძრეულვარო, თქვა - წინა
ოთახიდან იმგენის ოთახის კართან მიპარულა სუნთქვაშეჩერებული. ის კარი კიდევ,
ჩემო ბატონო, წინასწარ გაუხვრეტია იმნაირი ვარაუდით, რომ, ფარანს რომ
მოვიფათურებ და მივანათებ, სინათლე სწორედ იმ ადგილას დაეცეს, სადაც ნამჯის
ლეიბზე ორი თავია მიდებული, იმათი, შუაში რომ წვანანო. ჰოდა, სუნთქვაც
შეუჩერებია, მიუყურადებია, ვიდრე არ დარწმუნებულა, ჩამიჩუმი რომ არ ისმოდა, და
მერე ჩაურთავს სინათლე. ოთხივე თავი იქ დახვედრია და რვა დაჭყეტილი შავ-შავი
თვალი ამას მოსჩერებოდა თურმე.
დუიტმა თქვა - კი, სიხარულით გავბრუნდებოდიო. მაგრამ ახლა სულ გადარევდა იმ
უმცროსის გამო წუხილი. ჰოდა, აღარ იცოდა თურმე, რა გაეკეთებინა, იმიტომ, რომ
იმ დანის ამბავზე გაეფრთხილებინათ უკვე, თუმცა თვითონ დანახვით არ დაენახა
დანა. მაშინ გახსენებია სწორედ ის ტაბლეტები, ოპიუმის ტაბლეტებიანი შუშა, ის
ტაბლეტები მოწიფულ კაცს წააქცევდაო, - ექიმ პიბოდის მიუცია მისის დუიტისთვის,
ინკუბატორის ლამპა რომ აუფეთქდა და იმ ქალს წინა მხარეს თმა ამოუწვა ერთიანად.
ჰოდა, დუიტს რვა ტაბლეტი აუღია. დუქანში ოთხი ბოთლი გაზიანი წყალი უყიდია,
ყოველ ბოთლში ორ-ორი ტაბლეტი ჩაუგდია, ბოთლებისთვის თავი ხელახლა დაუცვია
და იქ დაუმალავს, სადაც, მისი შეხედულებით, ძებნა უნდა დაეწყოთ იმგენს. ჰოდა,
რა რომ დაღამებულა და ის ოთხი ბოთლიც გამქრალა, იმას ერთხანს მოუცდია, წამალს
რომ ემოქმედა. მერე ვერნონის ფარანი აუღია, წინა ოთახი გაუვლია და ლეიბისკენ
გაცოცებულა - ახლა უკვე გამოცდილებით იცოდა, სადაც ეძინა იმ უმცროსს, ერთი
სიტყვით, სადაც იწვა მაინც. ცალი ხელი ფრთხილად გაუწვდია და იმ ღამის პერანგის
კალთა მოუფათურებია, მეორე ხელში ფარანი ჰქონია გამზადებული.
ჰოდა, ამ ამბავს რომ მიყვებოდა, ტიროდა კაცი, იმდენად შიშისგან არა, რამდენადაც
იმისგან, რომ საკუთარ თავსაც ვერ უჯერებდა.
დაშავებით არაფერს დავუშავებდიო, - მითხრა, - ცუდს
ღმერთმანი, მარტო იმის გაგება მინდოდა, იმათგან რომელი...
არაფერს
ვუპირებდი,
- რა - იმათგან რომელიო? - შეეკითხა გევინ ბიძია.
- მაგას მოგახსენებთ სწორედ, - უთხრა რეტლიფმა. - ფარნის ანთებამ აღარ მოუწია
იმ კაცს. ის იყო, რომ იგრძნო, როგორ აეწვა ორივე ლოყა ზევიდან ქვევით.
საამდროოდ უკვე ოთხზე დამდგარი უკანვე გამოვრბოდიო, - თქვა. - კი ვიცოდი,
იმის დროც აღარ მქონდა, შევბრუნებულიყავი, მით უმეტეს - წამოვმხტარიყავი და
გამოვქცეულიყავი, იმისას აღარაფერს ვამბობ - კარის მიკეტვის დრო ხომ არ მქონდა
და არ მქონდაო. ჰოდა, იმ ოთახში რომ შევარდნილა, რომელშიც მისის დუიტთან
ერთად ცხოვრობდა, იმ ოთახის კარის დაკეტვის დროც აღარ ჰქონდა დარჩენილი,
მაგრამ მაინც მოუხდა ის კარი მიეჯახუნებინა, მიეკეტა და აყვირებულიყო, მისის
დუიტისთვის დაეძახა. ამასობაში კამოდი მიუჩოჩებია კართან გასამაგრებლად, მისის
დიუტს კიდევ, ლამპა აუნთია და მის საშველად მოურბენია, ოღონდ ამან უყვირა
თურმე - ჯერ ფანჯრები ჩაკეტეო. ლამის ატირებულიყო ის კაცი, ლოყებზე სისხლი
მოწვეთავდა, ცალი თვალი ამოუვსია სისხლს და მთელ სახეს მოსდებია ბაგის
კუთხეებამდე, გინდაც გადაბარდღნილი ღიმილი ყოფილიყოს. კი, ის ღიმილი ისევე
შერჩებოდა სახეზე, რომ არ მოეწმინდა. ჰოდა, მერე გადავწყვიტეთო, - თქვა, - ის
აჯობებს, ლამპა ჩავაქროთ და სიბნელეში ვისხდეთო; ოღონდ ამასობაში გახსენებია,
რომ
„კოკა-კოლას“
ჩაკეტილ
ფაბრიკაში
ისე
შეძვრნენ
ისინი,
პატენტიან
სიგნალიზაციასაც რომ არ გაჰკარებიან.
ასე რომ, ფანჯრები ჩაკეტეს, ლამპა აღარ ჩაუქრიათ, ჰოდა, ასე მსხდარან იმ სიცხეში
გამოკეტილ
ოთახში,
სანამ
იმდენად
არ
გათენებულა,
რომ
მისის
დუიტს
სამზარეულოში შეპარვა, ღუმლის დანთება და საუზმის მომზადება გაებედა. ოღონდ
სახლში აღარავინ ყოფილა უკვე. რასაკვირველია, თავი სამშვიდობოს არ ეგულებოდათ,
მაგრამ, ასეა თუ ისე, სახლში აღარავინ ყოფილა და იმგენს უფიქრიათ - ხომ არ
აჯობებს, ფლემს ან ჰებ ჰემპტონს შევუთვალოთ, ეს ინდიელები მოგვაშორონო, ანდა
ნასაუზმევს ხომ არ შევკრათ და ტალს ხომ არ მივუგდოთო. ასეა თუ ისე, მე და ჩემმა
ქალმა გადავწყვიტეთ, აწი გვეყოფა ეს ამბავი, ჯანდაბას კვირაში ოთხი დოლარიო.
ჰოდა, ცხრა საათი იქნებოდა, დუქანში მისულა ის კაცი, რომ იქიდან ჯეფერსონში
დაერეკა, მაგრამ ამასობაში მისის სნოუპსი მიშველებია, მე იმის თქმა მინდა, ა. ო-ს
ცოლი-მეთქი, მეორე ნომერი, მანამდე რომ გადააყენეს, სანამ ქალაქში გადაბარგებას
მოასწრებდა.
დორის სნოუპსს ჩვენც ვიცნობდით. რომც არ გვცნობოდა, ერთი შეხედვისთანავე
მივხვდებოდით, ვინც იყო ის ბიჭი, იმიტომ, რომ ძალიან ჰგავდა თავის უფროს ძმას
- კლარენს (სენატორ კ. ეგლსტოუნ სნოუპსს, ჩვენს - ანდა, რეტლიფის და გევინ
ბიძიას ნათქვამის არ იყოს, - უორნერის წარმომადგენელს შტატის სენატში), ორი
წვეთი წყალივით ჰგავდა (ამასაც გევინ ბიძია ამბობდა). გონებრივი განვითარებით
მცირეწლოვანს დაედრებოდა, კლარენსზე უმცროსი იყო, ოღონდ მისი შემხედვარე იმას
კი არ იტყოდით - უმცროსიაო, იმას იტყოდით - უფრო უხმარი არისო. ისე, როგორც
საქმეში ნაკლებად გამოყენებული ნაჯახი ან ტყვიამფრქვევი არის ხოლმე უფრო უხმარი.
ზორბა, ლოხი, ასე, ჩვიდმეტი წლის ბიჭი იყო, თავის ძმასავით რაღაცნაირად ლეგა:
ძენძივით წანაცრისფრო თმა ჰქონდა, ცომივით დონდლო წანაცრისფრო სხეული,
იტყოდით - ჭრილობიდან სისხლი კი არა, რაღაცა უფერული შვრიის ფაფა
დასდინდებაო. ერთადერთს იმას გაუხარდა სნოუპსთაგან, თუ ფრანგისხეველთაგან, თუ
გნებავთ, იოკნაპატოფას მთელი ოლქის მკვიდრთაგან, ტეხასელი სახლიკაცების
ჩამოსვლა. კაცმა რომ თქვას, პირველი დღიდანვე იშვილა კიდეც ისინიო, - რეტლიფმა
გვითხრა. ჰოდა, დორისს თურმე უთქვამს - იმათთან ლაპარაკს ვახერხებო,
სანადიროდაც შემიძლია მეძებრებივით დავგეშოო, სად ესენი და სად უბრალო
მეძებრების ხროვა, ადრე იქნება თუ გვიან, ძაღლები დაიღლებიან და სახლისკენ
მოუსვამენ, ამათთვის კიდევ, გინდა აქ ყოფილან და გინდა იქ, სულერთიაო.
ისე კი შეუდგა კიდეც იმათ დაგეშვას. ჯერ ის გააკეთა, რომ დუქნის წინ კუნძზე
გაზიანი წყლის ბოთლი შემოდგა, თოკი ჩააბა, ის თოკი დუქნამდე მიაწვდინა, თვითონ
გალერეაში ჩამოჯდა და უყურებდა, როგორ უვლიდნენ ისინი გარშემო, სანამ ისე
მიუახლოვდნენ, რომ რომელიმეს უკვე შეეძლო, ხელი ეტაცა ბოთლისთვის. მაშინ ამან
თოკს ხელი გამოკრა და ბოთლი კუნძიდან ჩამოაგდო ისე, რომ ისინი ვეღარ
მისწვდომოდნენ. ოღონდ ეს ერთხელ მოახერხა მხოლოდ. მერე და მერე ის უხდებოდა,
გაზიანი წყალი თვითონვე შეესვა, ბოთლში კი ჭუჭყიანი წყალი ან სხვა საძაგლობა რამე
ჩაესხა ხოლმე. არადა, სხვაგვარი ხერხით წვრთნიდა კიდევ - კანფეტის ქაღალდს
აიღებდა, შიგ მიწას გაახვევდა, ანდა არაფერსაც არ გაახვევდა ხოლმე, ჰოდა, ისინი
ვერაფრით ვერ ხვდებოდნენ, რა უბედურება სჭირდათ, მით უმეტეს, თუკი
დროდადრო
ნამდვილ
კანფეტსაც
გაურევდა,
ან
კიდევ,
ხენდროს
თუ
ფორთოხლისწყლიან ბოთლს დაუდგამდა.
ერთი სიტყვით, სულ იმათთან იყო ის ბიჭი, როცა ხალხიც უყურებდა, მაშინ
უყვიროდა და ხელებს უქნევდა ძაღლებსავით - აქეთ წამოდით თუ იქით გავარდითო.
რაღაც ადგილიც ჰქონდათ სათამაშო იმათ, გამოქვაბული თუ რაღაცა ამდაგვარი, ისიც
ხევში, გზიდან, ასე, ნახევარ მილზე. აბა! ჰოდა, იმნაირი ზორბა ბიჭი, დორისი
რომაა, ლამის მოწიფული, პატარასავით თამაშობდა ხოლმე იმ ოთხთან ერთად.
მოკლედ, დუიტიც მიადგა დუქანს და დორისის დედაც გამოჩნდა გზაზე ყვირილყვირილით - ინდიელები, ინდიელებიო! დედის გულმა უგრძნო რაღაცა, დედის
ინსტინქტმა; იმიტომ, რომ ჯერ მგონი, არაფერი იცოდა, რადგან, რომც სცოდნოდა,
ისეთ დღეში იყო, მეტს ვერაფერს იტყოდა სულერთია: დუქნის წინ გზაზე გაჩერდა,
ხელებს იმტვრევდა და ისე ყვიროდა - ინდიელები, ინდიელებიო! - ვიდრე გალერეაში
ჩამომჯდარი კაცები ნელ-ნელა არ წამოიშალნენ და მერე კიდეც გავარდნენ, რადგან
ამასობაში დუიტიც მივიდა. იმან კი იცოდა, რისი თქმაც უნდოდა მისის სნოუპსს.
იქნება იმას დედის გული არ უცემდა მკერდში და დედის ინსტინქტი არ გააჩნდა,
მაგრამ მისის სნოუპსისთვისაც ხომ არ დაუსვიათ იმ ღამეს ორივე ლოყაზე დანა!
- ინდიელებიო? - აღმოთქვა დუიტმა. - ღმერთო მომკალი, გავვარდეთ ახლავე,
ბიჭებო! იქნებ დავაგვიანეთ უკვე!
ოღონდ დაგვიანებით არ დაუგვიანიათ. სწორედ სულზე მიუსწრეს. მალე შემოესმათ
კიდეც დორისის ღრიალი და ჭყივილი, მერე დორისიც დაინახეს შორიდან, ჰოდა,
მაშინ ყველაზე ფეხმარდები ვინც იყვნენ, ისინი გავარდნენ და ხევში ჩაცვივდნენ,
სადაც ხეს მიკოჭილი დორისი იდგა და მის გარშემო შეშის გვარიანი ზვინი იყო
შემოწყობილი, სწორედ ახალაბრიალებული.
ასე რომ, ნამდვილად სულზე მიუსწრესო, - გვითხრა რეტლიფმა. ჯოდის მაშინვე
დაურეკავს ფლემისთვის; ისე, კაცმა რომ თქვას, წუხელის უნდა მომხდარიყო ეს
ამბავი, მაგრამ დორისის მეძებრები ამ დილამდე ვეღარსად უნახავთ. ჰოდა, ამ დილას
დუიტს ფარდა რომ აუწევია, დაუნახავს, რომ ისინი გალერეაში ყურყუტებდნენ თურმე
საუზმის
მოლოდინში.
ოღონდ
დუიტის
სახლი
ბარიკადებად
იყო
ქცეული
გუშინწინდელი ღამის მერე. ჯოდის ავტომობილიც იქვე იდგა, როგორც იტყვიან,
ყოველი შემთხვევისთვის გამზადებული. ჰოდა, იმ ავტომობილში იმგენის შეტყუება
სულ არ იყო ძნელი საქმე, იმიტომ, რომ, დორისის თქმის არ იყოს, იმგენისთვის რა
- გინდა აქ ყოფილან და გინდა იქ, სულერთია...
ასე რომ, ჩემო ბატონო, ახლა სადგურზე ბრძანდებიან ისინი. იქნებ გნებავთ
რომელიმეს, წამომყვეთ და შეხედოთ იმას, რასაც საბოლოო სცენა ეწოდება, თუკი არ
მეშლება ნათქვამი. ჯეფერსონში აშკარად სნოუპსური მოქცევის ნამდვილი ბოლო ეს
გახლავთ, თუკი ნათქვამი არ მეშლება.
მე და რეტლიფი სადგურისკენ გავემგზავრეთ და გზადაგზა ბოლომდე მომიყვა ამბავს.
ყველაფერი მის იუნის ჰებერშემს მოუგვარებია: ჯერ ახალ ორლეანში დაურეკავს,
ტურისტთა მომსახურების ბიუროში - ვინმე დახვდეს ჯეფერსონის მატარებელს და
მეორე მატარებელში გადასვას ისინი, ელ-პასოსკენ მიმავალშიო; მერე ელ-პასოს
ბიუროში - საზღვარზე გადაიყვანეთ და მექსიკის პოლიციას ჩააბარეთ ბაირონ
სნოუპსთან სახლში მისაყვანად, ან რეზერვაციაში გასაგზავნად, ანდა სხვაგან სადმე
გასამწესებლადო. ჰოდა, ამ დროს კოლოფი დავუნახე რეტლიფს და - ეს რა არისმეთქი? - ვკითხე. მაგრამ რეტლიფმა არაფერი მიპასუხა, თავისი პიკაპი სადგომზე
გააჩერა, ის მუყაოს კოლოფი წამოიძღვანა და ბაქანზე გავედით. იქ იყვნენ ისინი სამს კომბინეზონი ეცვა, მეოთხეს, უმცროსს - ჩაფართხუნებული ღამის პერანგი.
ოთხივეს ახალი ფირფიტა ჰქონდა მკერდზე მავთულით მიბნეული:
გამგზავნი: ფლემ სნოუპსი. ჯეფერსონი. მისისიპის შტატი.
მიმღები: ბაირონ სნოუპსი. ელ-პასო. ტეხასი.
ჩვენ რომ მოვედით, იმათ გარშემო კარგაძალ ხალხს მოეყარა თავი, ოღონდ
მაინცდამაინც ახლოს არავინ ეკარებოდა. ჰოდა, რეტლიფმა იმ თავის კოლოფს თავი
ახადა; ყველაფერი ოთხ-ოთხი ეწყო შიგ - ოთხი ფორთოხალი, ოთხი ვაშლი, ოთხი
შოკოლადი, მიწის თხილის ოთხი პარკუჭი, ოთხი საღეჭი რეზინი. - ფრთხილად
იყავი, - მითხრა რეტლიფმა, - იქნებ აჯობოს, ძირს დავდოთ ეს ყუთი და, ჯოხით
იქნება თუ სხვა რაღაცით მივუჩოჩოთ, - ოღონდ ამის გაკეთება არ დაუპირებია,
ყოველ შემთხვევაში, არ მოქცეულა ასე, ის მითხრა მხოლოდ: - წამოდი, შენ
მოწიფული კაცი არ ხარ ჯერ, მე მგონია, არ უნდა დაგკბინონ, - მიუახლოვდა და
ფორთოხალი გაუწოდა, ჰოდა, ის რვა თვალი არც ფორთოხალს უყურებდა, არც ჩვენ
მოგვჩერებოდა და არც არაფერსუმზერდა ირგვლივ; მერე იმ გოგომ, სხვების უმაღლესი
რომ იყო, სწრაფად და გაურკვევლად თქვა რაღაცა, გეუცნაურებოდა კაცს, ბავშვის
წკრიალა ხმა რომ ამბობდა იმას. მაშინ ერთი ხელი გამოგვიწოდა და ფორთოხალი
ჩამოგვართვა, იმას სხვები მოჰყვნენ ფრთხილად და აუჩქარებლად, ოღონდ სწრაფსწრაფად. ჰოდა, მე და რეტლიფი ვურიგებდით იმ ხილს, იმ კანფეტებს, პარკუჭებს,
და ხელები ხელახლა მოიწევდნენ ჩვენკენ, ჰოდა, ჩვენი საჩუქრები ისე უცებ ქრებოდა
სადღაც, თვალის მოტანებასაც ვერ ვასწრებდით, მხოლოდ ღამისპერანგიან ბიჭუკელას
არ ჰქონდა, ეტყობა, ჯიბეები. ბოლოს გოგო დაიხარა და, რის შენახვაც იმას ვერ
მოეხერხებინა, ის გამოართვა.
მერე მატარებელიც ჩამოდგა; უპლაცკარტო ვაგონის კარი ღრჭიალ-ღრჭიალით გაიღო და
კარის ჭრილში ვიწრო კიბე გადმოეკიდა ვიწრო ჩამოვარდნილ ყბასავით. მის ჰებერშემმა
ალბათ უფროს გამცილებელს დაურეკა ან კიდევ, გზის უფროსს (ანდა იქნება ვიცეპრეზიდენტს თავად), რადგან ვაგონიდან ორივე გამცილებელი გადმოვიდა, ერთმა
სწრაფად გადაიკითხა ოთხივე ფირფიტა, ჰოდა, ჩვენ - ჩვენ ყველანი: ჯეფერსონის
წარმომადგენელნი გახლდით ჩვენ - გავყურებდით, როგორ აიწკაპნენ კიბეზე ის
არსებანი და როგორ გაუჩინარდნენ რკინის გაუმაძღარ ხახაში: კომბინეზონიანი გოგონა
და ორი ბიჭი, მერე კი ის ბიჭუკელაც, კოჭებამდე ჩაფართხუნებული პერანგი რომ
ეცვა, მამაკაცის ნახმარი პერანგის მინაგვანი, ფქვილის ტომრისგან, ანდა იქნებ ძველი
კარვის ნაგლეჯისგან შეკერილი - ჩვენ ვეღარ შევიტყვეთ, რისი იყო.
You have read 1 text from Georgian literature.
  • Parts
  • ქალაქი - 01
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 1948
    28.4 of words are in the 2000 most common words
    39.5 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 02
    Total number of words is 3992
    Total number of unique words is 1824
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 03
    Total number of words is 3892
    Total number of unique words is 2027
    28.8 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 04
    Total number of words is 4126
    Total number of unique words is 1771
    33.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 05
    Total number of words is 3979
    Total number of unique words is 1874
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 06
    Total number of words is 3952
    Total number of unique words is 1875
    31.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 07
    Total number of words is 3971
    Total number of unique words is 1883
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 08
    Total number of words is 3954
    Total number of unique words is 1822
    30.2 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 09
    Total number of words is 3924
    Total number of unique words is 1905
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 10
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 1912
    29.8 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 11
    Total number of words is 3974
    Total number of unique words is 1897
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 12
    Total number of words is 4111
    Total number of unique words is 1678
    32.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 13
    Total number of words is 4103
    Total number of unique words is 1775
    34.3 of words are in the 2000 most common words
    46.5 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 14
    Total number of words is 3967
    Total number of unique words is 1939
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.4 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 15
    Total number of words is 3895
    Total number of unique words is 1868
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    50.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 16
    Total number of words is 3993
    Total number of unique words is 1860
    33.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 17
    Total number of words is 4054
    Total number of unique words is 1839
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 18
    Total number of words is 4154
    Total number of unique words is 1727
    33.2 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 19
    Total number of words is 3843
    Total number of unique words is 1854
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.2 of words are in the 5000 most common words
    46.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 20
    Total number of words is 3871
    Total number of unique words is 1877
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.9 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 21
    Total number of words is 4048
    Total number of unique words is 1843
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.9 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 22
    Total number of words is 4060
    Total number of unique words is 1866
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.4 of words are in the 5000 most common words
    50.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 23
    Total number of words is 3959
    Total number of unique words is 1758
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 24
    Total number of words is 4043
    Total number of unique words is 1842
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 25
    Total number of words is 3466
    Total number of unique words is 1703
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.