Latin
Total number of words is 4111
Total number of unique words is 1678
32.8 of words are in the 2000 most common words
44.6 of words are in the 5000 most common words
50.1 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
პირს იქით იზამდა, ჰოდა, კაცმა რომ თქვას, უოლტერი უფრო ფიცხი იყო და
ხუშტურიანი. უკანა ოთახიდან გამოვიდა უოლტერი და - ვინ მეძახდაო, იკითხა:
- მე დაგიძახე, - უთხრა ბიძია ბილიმ. - სად იყავი წუხელ, თერთმეტის ნახევარზე?
- ვინ, მე-ე? - სულ გროვერ კლივლენდივით იკითხა უოლტერმა, ოღონდ ისე
იკითხა, თითქოს ბიძია ბილის იმის შეტყობა ნდომებოდეს, სად იყო უოლტერი მაშინ,
როცა დოქტორი აინშტაინი თავის ფარდობითობის თეორიას ქმნიდა. - წუხელისო,
ბრძანებთ? - იკითხა უოლტერმა. - სად ვიქნებოდი ვითომ? სახლში ვიყავი,
ლოგინში...
- სად იქნებოდი და იმ დასაქცევ სამიკიტნოში იყავი, „ცისფერ ბატში“, ყოველ
საღამოს რომ ყურყუტებ, სანამ გროვერ უინბუში ყველა ზინზლიანს არ გამოგრეკავთ
იქიდან და არ დააკეტვინებს ხოლმე, - უთხრა ბიძია ბილიმ.
- თუკი თქვენც მოგეხსენებათ ყველაფერი, რაღას მეკითხებით? - თქვა უოლტერმა.
- კარგი, - თქვა ბიძია ბილიმ. - რომელ საათზე დააკეტვინა მისტერ უინბუშმა წუხელ
თქვენი სამიკიტნო? - უოლტერი იდგა და თვალს აფახულებდა. მუდამ ამოწითლებული
ჰქონდა თვალები. დაძველებულ ხელის სანაყინეში ნაყინს აკეთებდა ხოლმე, იჯდა
ჩაბნელებულსა და ცივ სარდაფში, რომლის ერთადერთი კარი აფთიაქის უკან შესახვევში
გადიოდა, სანაყინეს ატრიალებდა და გამვლელნი მის დაწითლებულ თვალებს
ხედავდნენ მხოლოდ, თანაც ბოროტი კი არ ჰქონია თვალები, არც ველური, საშიშარი ჰქონდა, გინდაც დრაკონის ან ნიანგის თვალები ყოფილიყოს, - ღმერთმა თუ
ქნას, წაგებორძიკა და მის საუფლოში მოხვედრილიყავი. იდგა უოლტერი და თვალს
აფახულებდა. - რომელ საათზე დააკეტვინა გროვერ უინბუშმა „ცისფერი ბატი“? იკითხა ბიძია ბილიმ.
- მე ვერ მომისწრო მისტერ უინბუშმა, მის მოსვლამდე წამოვედი, - თქვა უოლტერმა.
და უცბად - მანამდე არც შეგვინიშნავს - მისტერ ჰემპტონი გაჩნდა საიდანღაც, დადგა
და უოლტერს მიაჩერდა. ოღონდ უოლტერივით თვალს არ აფახულებდა. დიდი იყო,
დიდმუცლიანი, წვრილ-წვრილი უფერული მსუსხავი თვალები უსხდა, თითქოს
დაფახულებაც რომ არ სჭირდებდოა, ისეთი. ახლა გროვერ კლივლენდს ჩაშტერებოდა
უკვე.
- ვერ მომისწროო? - შეეკითხა უოლტერს.
- ჭირი და არგადარჩენა, - ბიძია ბილიმ თქვა. - როდის იყო, იმ დაწყევლილი
სამიკიტნოდან თავისით რომ გამოუდგამს ფეხი, გააღებენ თუ არა, სინათლის
ჩაქრობამდე იქ არ აგდია?
- ვიცი, - თქვა მისტერ ჰემპტონმა. ჯერაც გროვერ კლივლენდს მისციებოდა თავისი
უფერული მსუსხავი დაუფახულებელი თვალებით. - ძალიან დიდი ხნის ნამყოფი ვარ
აქ შერიფადაც და პოლიციის უფროსადაც. - და გროვერ კლივლენდს მიმართა: - სად
იყავით წუხელ საღამოს, როცა სწორედ საჭირო შექნილხართ? - ოღონდ გროვერ
კლივლენდი თავის დაძვრენას ლამობდა ჯერაც: ეს არ უნდა დაუკარგო კაცმა, თუმცა წარმატების იმედი თვითონაც აღარ ჰქონდა.
- ჰო, თქვენ იმ ორის ამბავს ბრძანებთ, ბიძია ბილის აფთიაქში რომ იყვნენ წუხელის
თერთმეტის
ნახევარზე.
კი
მოვკარი
თვალი,
რასაკვირველია.
ოღონდ
იმას
ვიფიქრებდი, აბა, რას ვიზამდი, ბიძია ბილი და სკიტსი არიან-მეთქი. ჰოდა,
მაშინ...
- მაშინ რა?.. - უთხრა მისტერ ჰემპტონმა.
- მაშინ... საპოლიციო უბანში წავედი, ჩემო ბატონო... ჰოდა, საღამოს გაზეთის
კითხვა დავიწყე, - თქვა გროვერ კლივენდმა. - იქ გახლდით სწორედ: ვიჯექი
პოლიციაში და მემფისურ საღამოს გაზეთს ვკითხულობდი...
- უიტ რაუნსველმა ის ორი კაცი რომ დაინახა აქ, თქვენ მოგაკითხათ პოლიციაში, უთხრა მისტერ ჰემპტონმა. - მთელ საათს გიცდიდათ თურმე. ამასობაში აქ სინათლე
ჩამქრალა, ოღონდ წინა კარში გამოსული არავინ დაუნახავს. ჰოდა, თქვენ მაინც არ
გამოჩენილხართ. აგერ უოლტერიც ამბობს - არც „ცისფერ ბატში“ ყოფილაო. სად
იყავით წუხელ საღამოს, გროვერ?
ჰოდა, ახლა სადღა უნდა წასულიყო ის კაცი? მდუმარედ იდგა, პიჯაკი რევოლვერის
ტარს ზემოთ გადმოჩაჩოდა, ჯიბიდან კიდევ ხელკეტი ჰქონდა ამოჩრილი, როგორც
ხალათი ამოეჩრება ხოლმე შარვლიდან ყმაწვილს. საქმეც ეს არის სწორედ: გროვერ
კლივლენდი ერთობ ხანდაზმული გახლდათ საიმისოდ, ყმაწვილს რომ ჰგვანებოდა.
ბიძია ბილიც, მისტერ ჰემპტონიც, სხვანიც მას მისჩერებოდნენ, მერე კი ანაზდად
შეგვრცხვა მისი ყურება, იმის შეტყობის შეგვრცხვა, რის შეტყობაც მოგვიწევდა
უეჭველად. მხოლოდ მისტერ ჰემპტონს არ ერცხვინებოდა. ამდენ ხანს შერიფად რომ
იყო ნამყოფი, იქნებ იმიტომაც შექნილიყო ამგვარი, იმიტომ მიხვდა, რომ გროვერ
კლივლენდის კი არ უნდა შერცხვენოდა, არამედ ჩვენი, ყველასი.
- ერთხელ ექიმი პიბოდი ავადმყოფისგან ბრუნდებოდა თურმე ღამის პირველი
საათისთვის და დაუნახავხართ, როგორ გამოხვედით აგერ შესახვევში იმ დაწესებულების
გვერდითი კარიდან, მონტგომერი უორდ სნოუპსი თავის სტუდიას რომ უწოდებს.
მეორედ კიდევ მე ვბრუნდებოდი სახლში შუაღამის ხანს და შიგ შემავალი დაგინახეთ.
რა ხდება იქ, გროვერ?
გროვერ კლივლენდი ახლა აღარც კი ირხეოდა, თითქმის ჩურჩულით აღმოთქვა:
- კლუბია იქ.
ახლა უკვე მისტერ ჰემპტონმა და გევინ ბიძიამ გადახედეს ერთიმეორეს.
- მე რას მომაჩერდით,
წარმომადგენელი.
-
გევინ
ბიძიამ
უთხრა.
-
თქვენ
ბრძანდებით
კანონის
ნამდვილად თავშესაქცევი იყო ეს ამბავი: არც ერთი და არც მეორე არავითარ
ყურადღებას არ აქცევდა მისტერ კონნორსს, რომელიც პოლიციის უფროსი გახლდათ და
კარგა ხანი გადიოდა უკვე, ამ საქმისთვის ხელის მოკიდება მართებდა. იქნებ სწორედ
ამიტომაც არ უმზერდნენ ესენი იმას.
- ოლქის პროკურორი თქვენ ბრძანდებით, - თქვა მისტერ ჰემპტონმა. - თქვენ უნდა
ბრძანოთ, რისი გაკეთება გვმართებს კანონის მიხედვით, ჰოდა, მაშინ აღსრულებით მე
აღვასრულებ.
- ჰოდა, რაღას ველოდებით? - თქვა გევინ ბიძიამ.
- იქნებ გროვერმა იმის თქმა ინებოს, რა ხდება იქ,
ტყუილუბრალოდ, - თქვა მისტერ ჰემპტონმა.
რომ დრო არ
დავკარგოთ
- არა, დასწყევლოს ღმერთმა, - თქვა გევინ ბიძიამ. - დაეხსენით ჯერჯერობით. და გროვერ კლივლენდს მიმართა: - პოლიციაში მიბრძანდით, ჩვენ გამოგიძახებთ.
- შეგიძლიათ მემფისური გაზეთი ჩაიკითხოთ ბოლომდე, - უთხრა მისტერ ჰემპტონმა.
- თქვენც აღარ გვჭირდებით, - მიუბრუნდა მისტერ კონნორსს.
- ჯანდაბას ბარემ ჩემი თავი, შერიფო, - თქვა მისტერ კონნორსმა. - თქვენს
გამგებლობაში ოლქია მხოლოდ. ჯეფერსონში რაც რამე ხდება, ჩემი გასაძღოლია.
ისეთივე უფლება მაქვს... - ამის თქმაზე შეჩერდა, ოღონდ გვიან იყო უკვე; მისტერ
ჰემპტონმა თავისი მსუსხავი უფერული დაუფახულებელი თვალებით შემოხედა.
- განაგრძეთ, - უთხრა მისტერ ჰემპტონმა. - ისეთივე უფლება გაქვთ, ნახოთ, რას
ინახავს იქ მონტგომერი უორდ სნოუპსი, როგორიც მე და გევინს, ხომ? მაშინ გროვერი
რაღაზე არ დაიყოლიეთ, რომ იმ კლუბში შეეყვანეთ? - მაგრამ მისტერ კონნორსი
თვალს აფახულებდა მხოლოდ. - წავიდეთ, - მიუბრუნდა მისტერ ჰემპტონი გევინ
ბიძიას.
და გევინ ბიძიაც მიჰყვა.
- შენი წასვლის დროცაა, - მითხრა მე.
- ყველას წასვლის დროა, - თქვა მისტერ ჰემპტონმა. - აცალეთ ახლა ბიძია ბილის,
ქურდებისგან
წაღებული
საქონლის
აღწერა
აქვს
გასაკეთებელი
ნარკოტიკების
ინსპექტორებისა და დაზღვევის კომპანიისთვის.
ქუჩაში გამოვედით და მონტგომერი უორდის სტუდიისკენ მიმავალ მისტერ ჰემპტონსა
და გევინ ბიძიას გავაყოლეთ თვალი.
- რა იქნება? - ვკითხე რეტლიფს.
- არ ვიცი, - მითხრა, - თუმცა არა, მგონი, ვიცი. ოღონდ მოცდა მოგვიხდება,
ვიდრე ჰები და ბიძაშენი არ დაამტკიცებენ ამას.
- რა გგონიათ, რა უნდა იყოს? - შევეკითხე.
ამის თქმაზე შემომხედა.
- ვნახავთ აგერ, - მითხრა. - მეათეში კი ხარ გადამდგარი, მაგრამ იმხელა კაცი ჯერ
არ შექნილხარ, ნაყინზე რომ უარი თქვა, ხომ? წამოდი. ბიძია ბილის და სკიტსს ნუ
შევაწუხებთ, კაფე „დიქსიში“ წავიდეთ. - შევედით იმ კაფეში, ორი ნაყინი
გამოვართვით და ხელახლა გამოვბრუნდით ქუჩაში.
- მაინც რა იქნება? - ვკითხე მე.
- მე ასე მგონია, ფრანგული ფოტოსურათები უნდა იყოს, ბარათებზე დაბეჭდილი.
მონტგომერი უორდი ომის მერე წამოიღებდა პარიზიდან. შენ ალბათ ვერ ხვდები
რაცაა, ხომ?
ვერ ვხვდები-მეთქი, - მივუგე.
- „კოდაკით“ გადაღებული სურათებია, იმ სურათებზე კიდევ კაცები და ქალები ათას
მამაძაღლობას აკეთებენ. ჰოდა, ტანზე სულ გახდილები არიან, ჩემო ბატონო. - ძნელი
სათქმელია, მიყურებდა თუ არა. - ახლა მიხვდი?
- ვერა, ვერ მივხვდი, - ვთქვი მე.
- იქნებ მაინც მიხვდი? - მითხრა რეტლიფმა.
რა ყოფილა თურმე! გევინ ბიძია მერე მოგვიყვა - მონტგომერი უორდს იმნაირი
სურათების
დიდი
ალბომი
ჰქონია,
ფოტოგრაფიაში
იმდენად
გაწაფულა,
იმ
სურათებიდან დიაპოზიტივები დაუმზადებია და უკანა ოთახში იმ დიაპოზიტივებს
ჯადოსნური ფარნით ზეწარზე უჩვენებდაო. ისიც გვიამბო,როგორ იდგა მონტგომერი
უორდი და მას და მისტერ ჰემპტონს მასხრად იგდებდა. ოღონდ მეტწილად გევინ
ბიძიას მიმართავდა თურმე.
- რასაკვირველია, - უთქვამს მონტგომერი უორდს. - ის არც მიფიქრია, რომ ჰებს...
- მისტერ ჰემპტონს-თქო, ასე თქვი, - უთხრა მისტერ ჰემპტონმა.
- ...საიმისო ჭკუა ეყოფოდა...
- მისტერ ჰემპტონს-თქო, ასე თქვი, ლაწირაკო, - უთხრა მისტერ ჰემპტონმა.
- მისტერ ჰემპტონს... - თქვა მონტგომერი უორდმა. - ...ოღონდ თქვენ ხომ
იურისტი ბრძანდებით. ის ხომ არ გგონიათ, ამ საქმეს ისე მოვკიდებდი ხელს, ჯერ
კანონები არ წამეკითხა, როგორ გგონიათ? კი, ბატონო, შეგიძლიათ ყველას
კონფისკაცია გაუკეთოთ, რასაც აქ იპოვით; დარწმუნებული ვარ, მისტერ ჰემპტონი
იმას არ იზამს, რაღაცა კანონის გულისთვის ხელი შემიშალოს ამ ამბავში...
მაშინ იყო, მისტერ ჰემპტონმა სილა რომ გააწნა.
- ნუ შვრებით, ჰებ! - გევინ ბიძიამ უთხრა. - ნუ სულელობთ!
- მირტყას, - თქვა მონტგომერი უორდმა, - ჯადოსნური ფარნის ჯახირს ის სჯობია,
მწყალობელ კაცს სასამართლოში უჩივლო. უფრო უხიფათო ამბავიცაა. ჰო, რას
ვამბობდი? ჰო, ფოსტითაც რომ დამეგზავნა, რაც, მართალი გითხრათ, არ მიქნია,
სულერთია, ეს საქმე ფედერალურ ხელისუფლებას უნდა გამოეძია მაინც; ოღონდ
ფედერალურ მეთვალყურეს ერთსაც ვერ ვხედავ აქ რაღაცა. ჰოდა, ბრალდებაც რომ
შემიკოწიწოთ - ამით ფულს აკეთებდაო, მოწმეებს სად იშოვით? გროვერ უინბუშის
მეტი კაციშვილი არ გყავთ, ჰოდა, გროვერ უინბუში ვერ გაბედავს მაგის დამოწმებას;
იმიტომ კი არა - სამუშაოს დავკარგავო, სამუშაოს ისედაც დაკარგავს, იმიტომ, რომ
ქალაქ ჯეფერსონის წმინდა ქრისტიანები არ იზამენ ამას, - რანაირად შეიძლება ქვეყანამ
შეიტყოს, რას აკეთებს მათი პოლიცია მაშინ, როცა ყველას ასე ჰგონია - მუშაობსო.
ჩემი დანარჩენი კლიენტებისას აღარაფერს ვამბობ, ხსენებით არ ვახსენებ, ოღონდ
ყველგანაა ის ხალხი - ბანკებშიც, დუქნებშიც, ბამბის საწმენდ მანქანებზეც, ბენზინის
ჩამოსასხმელებზეც, ფერმებშიც - ორივე ოლქში ჯეფერსონს გაღმა-გამოღმა; ჰოდა,
ღმერთმანი, ისიც ვიფიქრე: მომდექით და დამაჯარიმეთ, ნახავთ აგერ, რა ხელად
გასწორდება ანგარიში... - შეჩერდა და რაღაცნაირი ყრუ გაოცებით თქვა: დაგწყევლის! - მერე სხაპასხუპით მოაყოლა: - მომკიდეთ ხელი და ჩამაჯინეთ, ათასი
ცალი შტამპიანი კონვერტი მომეცით და სამ დღეში იმაზე მეტ ფულს ვიშოვი, ვიდრე
იმ დაღუპული ფარნით ორ წელიწადში მოვუყარე თავი. - ახლა უკვე მისტერ ჰემპტონს
მიმართავდა: - იქნებ მეტი არც გჭირდებოდეთ არაფერი - სურათები კი არა,
კლიენტების სია გჭირდებათ იქნება; გადადექით სამსახურიდან და, რამდენიც
გაგეხარდებათ, იმდენს დააყაჭვინებთ იმ ხალხს. თუმცა არა: ის სჯობია, მაგ თქვენს
საშერიფო ვარსკვლავს არ შეელიოთ, მასე უფრო მარჯვედ მოხვეტავთ ფულს.
ოღონდ ამჯერად გევინ ბიძიას აღარაფრის თქმა აღარ დასჭირვებია, ამჯერად მისტერ
ჰემპტონს აღარც კი გაურტყამს იმ ბიჭისთვის. ისე იდგა თვალმოწკურული, ვიდრე
მონტგომერი უორდი ჩაჩუმდებოდა. მერე გევინ ბიძიას მიმართა:
- მართალია ეს? მართლა ფედერალური მოხელე უნდა გვესწრებოდეს? ისეთი არაფერი
კანონი გვაქვს, ეს რომ გამოვიჭიროთ? მოიფიქრეთ რამე! ვითომ ქალაქის კანონებშიც
არაფერია? - ჰოდა, ახლა უკვე გევინ ბიძიამ თქვა: - დაგწყევლის!
- საავტომობილო კანონი, - თქვა მერე. - სარტორისის კანონი. - მისტერ ჰემპტონი
კიდევ იდგა და შეჰყურებდა. - ჩარჩოში არაა კედელზე გამოკრული თქვენი კაბინეტის
წინ? ერთხელ მაინც შეგიხედავთ? ჯეფერსონის ქუჩებში ავტომობილით მგზავრობა
აკრძალულიაო...
- რაო? - მონტგომერი უორდმა თქვა.
- ხმამაღლა თქვით, - უთხრა გევინ ბიძიამ. - მისტერ ჰემპტონს არ ესმის თქვენი.
- კი, მაგრამ მაგ ამბავი ქალაქის ამბავია! - თქვა მონტგომერი უორდმა. - ჰოდა,
ჰემპტონი ოლქის შერიფია მხოლოდ; ქალაქის კანონის დამრღვევს მაგ ვერ ჩააჯენს.
- შენ გგონია მასე, - მისტერ ჰემპტონმა უთხრა. მონტგომერი უორდს მხარზე ხელი
დაადო; ჰოდა, გევინ ბიძიამ თქვა მერე - მონტგომერი უორდის ადგილას იმას
ვამჯობინებდი, ისევ სილა გაეწნაო. - მაგას ჩვენ კი არა, შენს ვექილს მოახსენებ.
- მომითმინეთ, - უთხრა მონტგომერი უორდმა გევინ ბიძიას. - თქვენც ხომ გყავთ
ავტომობილი. ჰემპტონსაც ჰყავს!
- ჩვენ ანბანის რიგის მიხედვით ვმუშაობთ, - მიუგო გევინ ბიძიამ. - ჰ-მდე ჯერ არ
მიგვიღწევია, ს-ზე ვართ მისული, ჰოდა, სნ სტ-ზე წინაა. დააკავეთ, ჰებ!
ჰოდა, მონტგომერი უორდს გასაქცევი აღარსაით ჰქონდა. სულ დაიბნა და გაშეშებული
იდგა. გევინ ბიძია კიდევ უმზერდა, როგორ შეუშვა ხელი მისტერ ჰემპტონმა
მონტგომერი უორდს, სურათებიან ალბომს დასწვდა და კონვერტებს, აგრეთვე
სურათებით გამოვსებულს, იმ ბაკს მიადგა, რომელშიც მონტგომერი უორდი ზოგჯერ
ფირს მართლა ამჟღავნებდა ხოლმე, და სურათებს იმ ბაკში გადაუძახა, მერე კი
თაროზე დაიწყო ხელის ფათური, ბოთლებსა და გამამჟღავნებლიან ქილებს შორის.
- რას ეძებთ მანდ? - შეეკითხა გევინ ბიძია.
- ვისკის... ნავთს... საწვავს რამეს, - უპასუხა მისტერ ჰემპტონმა.
- საწვავსო? - თქვა მონტგომერი უორდმა. - მომისმინეთ, მაგ სურათები ფული ღირს.
რას გეტყვით, იცით? მოდი, მოვრიგდეთ: მომეცით ჩემი სურათები და ჯანდაბაში
წავალ ამ თქვენი დამპალი ქალაქიდან, ფეხი აღარ იქნება ჩემი აქ. კარგი, ბატონო, თქვა მერე, - ჯიბეში ას დოლარამდე მექნება. აგერ დავდებ მაგიდაზე, ჰოდა, თქვენ
და სტივენსი შებრუნდით და ათი წუთი მადროვეთ...
- აღარ გინდათ გაარტყათ? - თქვა გევინ ბიძიამ. - მე ნუ მომაქცევთ ყურადღებას,
თანაც თვითონ მთხოვს - შებრუნდითო, ასე რომ, ხელის შემართვის მეტი არაფერი
დაგჭირდებათ. - მაგრამ მისტერ ჰემპტონმა ისღა ქნა, ერთ ბოთლს წაავლო კიდევ
ხელი, საცობი ამოაძრო და დაყნოსა. - არ გაქვთ მაგის უფლება, - უთხრა გევინ
ბიძიამ. - ეგ ნივთები საბუთებია.
- ერთიც გვეყოფა, - თქვა მისტერ ჰემპტონმა.
- ეგ ჯერ კაცმა არ იცის, - უთხრა გევინ ბიძიამ. - როგორ გირჩევნიათ - უბრალოდ,
სასჯელი დაადოთ თუ სულ ამოძირკვოთ? - ჰოდა, შეჩერდა მისტერ ჰემპტონი, ცალ
ხელში ბოთლი ეჭირა, მეორეში - საცობი. - ხომ იცით, რასაც დამართებს
მოსამართლე ლონგი იმ კაცს, ვისაც ერთი ამნაირი სურათი აღმოაჩნდება. - ლონგი
ჩვენი ოლქის ფედერალური მოსამართლე გახლდათ. - ჰოდა, წარმოიდგინეთ ერთი, იმ
კაცს რაღას უზამს, ვისაც ვაგონი ექნება მთელი.
და მისტერ ჰემპტონმა ბოთლი თავის ადგილას დადგა, მერე კი მისი თანაშემწე მოვიდა
ჩემოდნითურთ და იმ ჩემოდანში ალბომი და კონვერტები ჩააწყვეს და ჩაკეტეს. მისტერ
ჰემპტონმა ჩემოდანი თავის სეიფში შეინახა, რათა შემდეგ ქალაქს ჩამობრუნებულ
მისტერ ჰომბოლტისთვის მიეცა, ფედერალური სასამართლოს აღმასრულებლისთვის.
მონტგომერი უორდი საოლქო ციხეში ჩასვეს ავტომობილის ტარებისთვის, რითაც ქალაქ
ჯეფერსონის კანონები ირღვეოდა, და მონტგომერი უორდი ჯერ გინებას მოჰყვა, მერე
მუქარას, მერე კი ისევ შეეცადა ვინმე მოექრთამა საპატიმროს თუ ქალაქის
უფროსთაგან, ყოველ კაცს ფულს აჩეჩებდა. ჩვენ კიდევ იმას ვმკითხაობდით - მისტერ
დე სპეინთან შეხვედრის ნებართვას რამდენ ხანში მოითხოვსო. იმიტომ, რომ
ვიცოდით, ამქვეყნად ყველაზე ნაკლებად ბიძამისის თუ ბიძაშვილის - ფლემის
ეიმედებოდა, იმ კაცის, ვისაც მკვლელობაში დადანაშაულების წყალობით, ერთი
სნოუპსი უკვე მოეშორებინა თავიდან, ჰოდა, ვითომ მეორისგან რატომ არ უნდა
დაეხსნა თავი იმ საჯაყი სურათების მეოხებით?
ჰოდა, გევინ ბიძიაც კი, რომელსაც, რეტლიფის ნათქვამის არ იყოს, თავის
წმიდათაწმიდა მოვალეობად მიაჩნდა ჯეფერსონელთათვის არასოდეს შეემჩნევინებინა რომელიმე სნოუპსმა გამაკვირვაო, გევინ ბიძიაც კი არ ელოდა იმ დღეს ფლემს,
რომელიც მის კაბინეტში შემოვიდა, თავისი ახალი შავი შლაპა მაგიდის კიდეზე
ჩამოდო და დაჯდა, ყბები ნელა უმოძრავებდა გაუწყნარებლად, თითქოს კბილების
დაუხსნელად რაღაცის გაღეჭვას ცდილობსო. მისტერ ჰემპტონის თვალებში კაცი
ვერაფერს ამოიკითხავდი, იმიტომ, რომ ერთობ ჯიქურ მოგციებოდა ის თვალები;
ვერსად წაუხვიდოდი მის მზერას, ისევე როგორც წინ შემოფეთებულ ცხენს ვერ
წაუხვალ ვერსად ვიწრო ბილიკზე, სადაც მისთვის გვერდის აქცევა არ ეხერხება. ხოლო
მისტერ სნოუპსის თვალებში კაცი იმიტომ ვერ ამოიკითხავდი ვერაფერს, რომ სულაც
არ გიმზერდა ის თვალები - გინდაც დამდგარი გუბე ყოფილიყოს. ერთი თუ ორი
წუთის მერეღა მივხვდი, ერთსა და იმავეს რომ ვუმზერდითო მისტერ სნოუპსი და მე,
- თქვა გევინ ბიძიამ; ოღონდ სხვადასხვანაირად ვუმზერდითო.
- მე ჯეფერსონის ამბავი მაფიქრებს, - აძრახდა მისტერ სნოუპსი.
- მეც, - თქვა გევინ ბიძიამ. - იმ შეჩვენებული გროვერ უინბუშის ამბავი და ჩრდილო
მისისიპელი
ყველა
დანარჩენი
გამოტვინებული
ყმაწვილკაცისაც
თოთხმეტიდან
ორმოცდათვრამეტი წლის ასაკამდე, ოცდახუთ-ოცდახუთ ცენტს რომ იხდიდნენ, ოღონდ
კი იმ ალბომში ჩაეჭყიტათ.
- გროვერ უინბუში აღარც გამხსენებია, - თქვა მისტერ სნოუპსმა, - გამოაგდებენ
სამსახურიდან, ჰოდა, ყველას მოუნდება შეტყობა - რატომ გამოაგდესო, და გასკდება
საქმე. - ეს იყო მისტერ სნოუპსის უბედურება. მე იმის თქმა მინდა, ეს იყო-მეთქი
ჩვენი უბედურება, როცა მისტერ სნოუპსთან გვიხდებოდა საქმის დაჭერა: გაგებით
ვერაფერს გაუგებდი, გინდაც მოგჩვენებოდა - ახლა ნამდვილად მიმზერსო. - არ ვიცი,
მოგეხსენებათ თუ არა - დედამისი უაიტლიფში სახლობს. ყოველ შაბათს თითო
დოლარის საჭმელს უგზავნიდა დედამისს ფოსტის ეტლით.
- მაშასადამე, ერთს თუ დავიხსნით, ორივე გადაგვირჩენია და ისაა, - თქვა გევინ
ბიძიამ. - ის თუ გვინდა, გროვერ უინბუშის დედას შაბათობით ისევ მისდიოდეს
დოლარის საჭმელ-სასმელი, ვიღაცამ უნდა დაიხსნას თქვენი ძმა, ძმისწული - რად
მოგიდით ის ბიჭი?
რეტლიფის ნათქვამის არ იყოს, იქნებ მისტერ სნოუპსი მის ზურგს უკან ნალაპარაკევს
კიდეც წაუყრუებდა ხოლმე, ოღონდ არანაირ გადაკრულ სიტყვას არ წაუყრუებდა
არასოდეს. ყოველ შემთხვევაში, გაკენწვლას და დაცინვას არ მიაყურისძირებდა. ანდა,
ყოველ შემთხვევაში, ამჯერად არ იზამდა ამას. - მე ასე მესმის ამ ამბის თაობაზე, -
თქვა სნოუპსმა. - ოღონდ თქვენ იურისტი
გვესმოდეს, ამის ცოდნა თქვენი საქმეა.
ხართ.
სხვაგვარად
რანაირად
უნდა
გადაკრულ სიტყვას არც გევინ ბიძია მიაყურისძირებდა ხოლმე. - თქვენ სხვა
იურისტთან მოხვდით, - უთხრა. - მაგ საქმე ფედერალურ სასამართლოსეხება. და,
გარდა მაგისა, მე ხელს მაინც ვერ მოვკიდებდი; ფულს იმაში ვიღებ, რომ მეორე
მხარის ინტერესები დავიცვა. და, გარდა მაგისა, - უთხრა (სანამ ქალაქის პროკურორი
იყო და მეტი არაფერი, გევინ ბიძიაც ისევე მეტყველებდა, როგორც ჰარვარდსა თუ
ჰაიდელბერგში იციან ლაპარაკი. მაგრამ მას მერე, რაც ჩემთან ერთად მთელი ოლქი
შემოიარა ოლქის პროკურორის პოსტზე თავისი კანდიდატურის წაყენების შემდეგ,
იმნაირადვე მოჰყვა ლაპარაკს, როგორც იმ ხალხს სჩვეოდა, ვისაც ესაუბრებოდა ხოლმე
მესერთან შეჩერებული თუ დუქანთან ჩაცუცქული, ასე მესმის ამ ამბის თაობაზე, ამდაგვარი რამეც კი დასცდებოდა, მისტერ სნოუპსის წეღანდელი ნათქვამის არ იყოს),
მოდი, გავერკვეთ ერთი. მე ხომ ციხეში მინდა ჩავაჯინო ის ბიჭი.
ჰოდა, ამის თქმისას იყო, გევინ ბიძია რომ მიხვდა - მისტერ სნოუპსი და მე ერთსა
და იმავეს ვუმზერთ, ოღონდ სხვადასხვა ადგილას ვდგავართო, ამიტომ მისტერ
სნოუპსმა სწრაფად, ოღონდ გევინ ბიძიასავით მშვიდად თქვა: - მეც მაგ მინდა. რადგან მონტგომერი უორდი მისი კონკურენტი იყო, ისევე როგორც უოლსტრიტი,
ერთიმეორეს იმ მხრივ ჰგავდნენ, რომ ჯეფერსონში ყოფნა ორივეს ევიწროებოდა. ხოლო
გევინ ბიძიას, რეტლიფის აზრით, არ ესმოდა ეს ამბავი. - მეც მაგ მინდა, - თქვა
მისტერ სნოუპსმა. - ოღონდ მე სხვა მაქვს მიზეზი. მე ჯეფერსონის ამბავი მაფიქრებს.
- რას იზამ, მით უარესი ჯეფერსონისათვის, - თქვა გევინ ბიძიამ. - მონტგომერი
უორდს ლონგი გაასამართლებს, ჰოდა, ერთ ისეთ სურათსაც რომ დაინახავს ლონგი,
მთელი ჩემოდნისას აღარაფერს ვამბობ, მონტგომერი უორდი რომ მონტგომერი
უორდია, ისიც შემეცოდება ნამდვილად. გახსოვთ, შარშან უილბერ პროვაინს რა
დაემართა?
უილბერ პროვაინიც ფრანგისხევში სახლობდა. რეტლიფის სიტყვით, სინამდვილეში
სნოუპსის გვარის უნდა ყოფილიყო; ჰოდა, როცა განგებისთვის ცხადი შეიქნა, რომ ეკ
სნოუპსი თავისი საგვარეულოს იმედებსა და ოჯახურ ტრადიციებს ვერ გაამართლებდა,
განგებამ სიცარიელის შესავსებად საიდანღაც უილბერ პროვაინი გამოჩხრიკაო. პროვაინს
არყის სახდელი მოწყობილობა ედგა ხევში, წყაროს პირას, სახლიდან, ასე, ერთნახევარ მილზე, და მისი სახლის უკან კარიდან წყარომდე ბარე ექვსი დუიმის სიღრმე
საცალფეხო ბილიკი იყო გაკვალული და იმ ბილიკით პროვაინი ორ წელიწადს დღეში
ორ-სამჯერ მიდი-მოდიოდა, სანამ არ გამოიჭირეს და ფედერალურ სასამართლოში არ
მიაბრძანეს; ჰოდა, ვექილი შეკითხვებს რომ უსვამდა, ამას ისეთი გაკვირვებული და
მიამიტი სახე ჰქონდა, თითქოს არყის ხდის ამბავიარასოდეს სმენოდეს მის დღეში.
თქვა კიდეც ასეა: ჩემს მოსწრებაში არ გამიგონია, ამ ათი მილის არემარეზე ვინმეს
არყის სახდელი მოწყობილობა ჰქონდესო; ბილიკისას აღარაფერს ვამბობ, ათი წელია,
იმ წყაროსკენ ფეხი არ გამიდგამს, სანადიროდ, ან, თუ გინდა, სათევზაოდაც არ
წავსულვარ, რადგან ქრისტიანი კაცი ვარ და ასე მაქვს გაბეჯითებული - ღვთის
გაჩენილ სულიერს არც ერთი ქრისტიანი არ უნდა კლავდეს, თევზმა კიდევ, რვა წლის
რომ ვიყავი, მაშინ მაწყინა და მას აქეთია, პირში აღარ ჩამიკარებიაო.
მერე მოსამართლე ლონგი შეეკითხა - როგორ გგონიათ, ის ბილიკი საიდან გაჩნდაო?
უილბერი მოსამართლე ლონგს შეაშტერდა, თვალი ორ-სამჯერ დააფახულა და
მოახსენა: ვერაფრით მივმხვდარვარ, იქნებ ჩემმა ქალმა გაკვალა, წყაროდან წყალს რომ
თრაქავდაო. ხოლო მოსამართლე ლონგი (ასეთი მოკლე გვარი კი ჰქონდა, ოღონდ
ექვს-ნახევარი ფუტის სიმაღლე კაცი გახლდათ და მისი შემხედვარე იტყოდი - ცხვირი
ამ სიმაღლის მეექვსედს მაინც შეადგენსო) მაგიდაზე წაიხარა, ერთხანს აშტერდებოდა
უილბერს ცხვირის წვეტზე სათვალეაკრული და ბოლოს უთხრა: მე თქვენ კატორღაში
გაგისტუმრებთ, ოღონდ ვისკის ხდისთვის კი არა, ერთ-ნახევარი მილის სიშორეზე
წყლის ზიდვით თქვენს ცოლს წელს რომ აწყვეტინებდით, იმიტომო. აი, რანაირ
კაცთან მოუწევდა მონტგომერი უორდს საქმის დაჭერა. ჰოდა, ქალაქ ჯეფერსონის რომ
აღარაფერი ვთქვათ, იოკნაპატოფას ოლქში ყოველ კაცს თითქოს გაგონილი უნდა
ჰქონოდა იმ არყის მხდელის გასამართლების ამბავი. მაგრამ მისტერ სნოუპსს ის ამბავი
თითქოს არ ჰქონოდეს გაგონილი. იმიტომ, რომ ყბებიც კი შეუჩერდა.
- ამბობენ, მოსამართლე ლონგმა იმას ხუთი წელი მიუსაჯაო, - თქვა მან. - იქნებ
ზედმეტი ოთხი წელი სწორედ ბილიკისთვის იყო?
- შესაძლოა, - უთხრა გევინ ბიძიამ.
- ხუთი წელი ნამდვილად, ხომ? - თქვა მისტერ სნოუპსმა.
- ნამდვილად, - უთხრა გევინ ბიძიამ.
- ბიჭი გავიდეს, - თქვა მისტერ სნოუპსმა.
- არა, - უთხრა გევინ ბიძიამ.
მისტერ სნოუპსს ხელახლა აუმუშავდა ყბები. - გავიდეს, - თქვა მან.
- ჯეფერსონის ამბავი მეც მაფიქრებს, - უთხრა გევინ ბიძიამ. - თქვენ პოლკოვნიკ
სარტორისის ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ბრძანდებით. მე თქვენზეც კი მიხდება ფიქრი.
- დიდი მადლობელი გახლავართ, - თქვა მისტერ სნოუპსმა. ახლა აღარაფერს
უმზერდა. დროს უქმად არ კარგავდა, მაგრამ არც ჩქარობდა; ისე წამოდგა, მაგიდიდან
თავისი ახალი შავი შლაპა აიღო, დაიხურა, კარისკენ გაემართა, გამოაღო და მაშინაც
კი არ შეჩერებულა, თითქოს ფეხი მოინაცვლაო მხოლოდ და ისე თქვა, რომ
არავისთვის მიუმართავს, როგორც არავის უმზერდა ხოლმე: - ნახვამდის. - მერე
გავიდა და კარი გაიხურა.
მაშინ მე დავიწყე: - რა... - და სიტყვა გამიწყდა, მე და გევინ ბიძიამ ორივემკარს
შევხედეთ, ჰოდა, კარი ისევ გაიღო, დაახლოებით ერთი ფუტის სიგანეზე მოღიავდა,
ოღონდ ჩქამიც არ ისმოდა იქიდან, მერე კი რეტლიფის ლოყა და ცალი თვალი
დავინახეთ, მერე რეტლიფიც შემოვიდა, კაბინეტში შემოაბიჯა და მაგიდას მოადგა
გვერდულად.
- დავაგვიანე თუ ნამეტანი ადრე მოვედი? - იკითხა.
- არც ერთი და არც მეორე, - უთხრა გევინ ბიძიამ. - გადაიფიქრა ეტყობა. რაღაც
მოხდა. ყველაფერი აირ-დაირია. თავიდან ვითომ არაფერი უჭირდა საქმეს. ხომ
ხვდებით, როგორც იქნებოდა - ჩემი ამბავი არაა ეს, ყოველ შემთხვევაში, ჩემი
სახლიკაცის ამბავი სულ არააო. იცით, რა თქვა?
- საიდან მეცოდინება? - მიუგო რეტლიფმა. - აი, ახლა შევიტყობ.
მოდი, გავერკვეთ-მეთქი, მე ვუთხარი,
ჰოდა, იმან - მეც მაგ მინდაო...
მე ის ბიჭი
ციხეში მინდა ჩავსვა-მეთქი.
- ასე, - თქვა რეტლიფმა. - მერე?
- ვითომ - ჩემი ამბავი არ არისო, ჩემი სახლიკაცის ამბავი არ არისო, - თქვა გევინ
ბიძიამ. - ჯეფერსონის ამბავი არისო. ასე რომ, ამას მერე მუქარა უნდა მოჰყოლოდა,
მაგრამ არ მოჰყოლია...
- მუქარა რატომ? - რეტლიფმა იკითხა.
- ასეა წესი, - მიუგო გევინ ბიძიამ. - ჯერ ლიქნა, მერე მუქარა, შემდეგ ქრთამი.
მონტგომერი უორდმაც ასე სცადა.
- ეგ მონტგომერი უორდი არ გახლავთ, - თქვა რეტლიფმა. - მონტგომერი უორდი
ფლემი რომ ყოფილიყო, ის სურათები ჯეფერსონს ვერ იხილავდა, ჰოდა, ჯეფერსონი
ხომ თვალით ვერ ნახავდა იმ სურათებს. ოღონდ თქვენ იმას ნუ იდარდებთ - ფლემს
მონტგომეტი უორდზე მეტი ტვინი აქვსო; ჩვენს ქალაქში თითქმის ყველას აქვს იმაზე
მეტი ტვინი. სადარდებელი ისაა, უფრო უტვინო ვინ აღმოჩნდება. ჰო, მერე?
- მერე ადგა და წავიდა,- უთხრა გევინ ბიძიამ. - არადა, ის იყო, დაწყებას
ეპირებოდა. ისიც კი მთხოვა - ჩიკი გავიდესო. ჰოდა, არა-მეთქი, რომ ვუთხარი,
ქუდი აიღო, დიდი მადლობელიო, მითხრა და გავიდა, ვითომ პაპიროსის
მოსაკიდებლად შემოევლოს.
გევინ ბიძიას მიჩერებული რეტლიფი თვალებს აფახულებდა. - ესე იგი, იმას ის
უნდა, რომ მონტგომერი უორდი ციხეში ჩავარდეს. ოღონდ ახლანდელ გარემოებაში არ
სურს მოხდეს ეს ამბავი. ჰოდა, მერე გადაუფიქრებია.
- ჩიკის გამო გადაიფიქრა, - უთხრა გევინ ბიძიამ.
- მერე გადაუფიქრებია, - თქვა რეტლიფმა.
- მართალს ამბობთ, - თქვა გევინ ბიძიამ, - იმიტომ, რომ იცოდა - ჩიკის გარეთ
გაშვება რაკი იუარა, ქრთამზეც უარს ამბობსო.
- არა, - თქვა რეტლიფმა. - ფლემ სნოუპსისთვის ქვეყნიერებაზე ისეთი კაცი არ
არსებობს, რომელსაც ასე თუ ისე ვერ მოისყიდდა; ერთია მხოლოდ საჭირო - მიგნება
უნდა, რანაირად იყიდი იმ კაცს. ოღონდ რატომ გადაიფიქრა მერე?
- საქმეც ეგაა, - თქვა გევინ ბიძიამ. - რატომ?
- რას საუბრობდით, ჩიკი გავიდესო, როცა გთხოვათ?
- ციხის ამბავს, - მიუგო გევინ ბიძიამ. - ამ წუთში არ გითხარით?
- უილბერ პროვაინის ამბავს, - მე ვთქვი.
რეტლიფმა შემომხედა. - უილბერ პროვაინისო?
- მისი არყის სახდელი ახსენეს, - ვუთხარი მე, - ის ბილიკი და მოსამართლე
ლონგი.
- ჰო, ასე-ე? - თქვა რეტლიფმა. - მერე, მერე?
- მერე არაფერი, - უპასუხა გევინ ბიძიამ. - ის თქვა მხოლოდ - ბიჭი გავიდესო, მე
კიდევ ვუთხარი...
- არა, მაგ მერე იყო, - მე ვთქვი. - მანამდე კიდევ მისტერ სნოუპსმა - ხუთი წელი
მიუსაჯაო, იქნებ ზედმეტი ოთხი წელი ბილიკისთვის იყოო, ჰოდა, შენ უთხარი შესაძლოაო; მერე მისტერ სნოუპსმა ხელახლა იკითხა - ნამდვილად ხუთი წელი
მიუსაჯა, ხომო, შენ კიდევ უპასუხე - ნამდვილადო, ჰოდა, მერე ჩემი თქვა გავიდესო.
- კარგი, კარგი, - მითხრა გევინ ბიძიამ. ოღონდ რეტლიფს კი შეჰყურებდა. - ჰო? შეეკითხა.
- მეც არ ვიცი, - თქვა რეტლიფმა. - ერთი ვიცი მხოლოდ - მადლი უფალს, რომ
მონტგომერი უორდ სნოუპსი არ ვარ.
- კი, - თქვა გევინ ბიძიამ. - ერთი მოსამართლე ლონგმა ის ჩემოდანი ნახოს და...
- რასაკვირველია, - თქვა რეტლიფმა. - მაგ სემის საქმეა. არა, მონტგომერი უორდს
ბიძამისის - ფლემის უნდა ეშინოდეს, ოღონდ, როგორც ეტყობა, ჯერ არ ესმის ეს
ამბავი.
ჩვენც უნდა ვუფრთხოდეთ მაგ კაცს.
სანამ მარტო
ფულებს იყო
გამოდევნებული, ის მაინც ვიცოდით, რას უნდა მივმხვდარიყავით, თუმცა კი
გვესმოდა - უცებ ვერ მივხვდებითო. მაგრამ ამჯერად... - თვალმოფახულემ
შემოგვხედა.
- კარგი, ბატონო, - თქვა გევინ ბიძიამ. - როგორღა მოვიქცეთ?
- გახსოვთ ის ანეკდოტი, ერთმა კაცმა თავისი გზააბნეული ძაღლი როგორ იპოვა?
დაჯდა ის კაცი, ჩემო ბატონო, და წარმოიდგინა - ძაღლი რომ ვყოფილიყავი, მე
თვითონ საით გავიქცეოდიო, მერე ადგა, იქით გაემართა, იპოვა ძაღლი და სახლში
მიიყვანა. ჰოდა, ვთქვათ, ფლემ სნოუპსი ვართ მე და თქვენ და საშუალება მოგვეცა,
თავი დავიხსნათ ჩვენი - როგორ ითქმის? - არაპრეზენტაბელური ძმისწულისაგან,
ციხეში შეგვიძლია გამოვამწყვდიოთ. ოღონდ ჩვენ ახლა ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
გახლავართ და იმას ვერ ვიზამთ,ქვეყანამ შეიტყოს, რომ ჩვენი ძმისწული, თუგინდ
არაპრეზენტაბელურიც იყოს, ჩუმ-ჩუმად ფრანგულ სურათებს ათვალიერებინებსო.
ციხეში მისი გამომმწყვდეველი მოსამართლე კიდევ სწორედ ის კაცი გახლავთ, ვინც
უილბერ პროვაინს უთხრა - პარჩმენში იმის გამო კი არ გისტუმრებ, ვისკის რომ
ხდიდი, იმიტომ გგზავნი, შენს ცოლს ერთ-ნახევარ მილზე წყლის თრაქვით წელს რომ
აწყვეტინებდიო. - თვალები დააფახულა გევინ ბიძიას მაცქერალმა. - მართალი
ბრძანდებით. „რა?“ კი არა, „როგორ?“ - ეს იქნება საკითხის სწორად დასმა. და,
რახან თქვენ უანგარო კაცი ხართ, იმას კიდევ ჭკუა ეყო საიმისოდ, რომ ფული ჰებ
ჰემპტონისთვის არ შეეძლია, ჩვენ არაფერი ვიცით, რა არის ეს „როგორ“. რაც
ბაპტისტებში დიდი ბობოლა შეიქნა, მას აქეთ თუ გაუჩნდა იმას განგების იმედი.
განგების იმედად იქნებ კიდეც იყო ის კაცი. ასეა თუ ისე, განგება კი შეეწია. ეს
ამბავი მეორე დილას მოხდა, ათი საათისთვის; ის-ის იყო, გევინ ბიძია და მე
კაბინეტიდან გამოვდიოდით უაიოტ-კროსინგისკენ გასამგზავრებლად (რაღაც აყალმაყალი
ატეხილიყო საწრეტ თხრილზე შეწერილი გადასახადის გამო დავის დროს), რომ
უეცრად მისტერჰემპტონი შემოვიდა. გეგონებოდათ, რაღაცას უსტვენსო კბილებს შორის,
ხალისიანი და უდარდელი, თითქოს უსტვენდა, ოღონდ არავითარ ხმას არ
გამოსცემდა, მოტივის რომ აღარაფერი ვთქვათ. - დილა მშვიდობისა, - თქვა მან. გუშინ იქ, იმ სტუდიაში რომ ვიყავით და მე რომ ბოთლებში ვბუჯურობდი თაროზე
სპირტეულის ან რამე საწვავის მოსაძებნად...
- ჰო, - უთხრა გევინ ბიძიამ.
- რამდენი ბოთლი ან თუ გინდა
ბრძანდებოდით იქ, ხომ ნახეთ?
ქილა
გავხსენი
და
დავყნოსე?
თქვენ
ხომ
- მგონი, ყველა, - მიუგო გევინ ბიძიამ. - რა იყო?
- მეც ასე მეგონა, - თქვა მისტერ ჰემპტონმა. - ოღონდ შეიძლებოდა შევმცდარიყავი.
- გევინ ბიძიას შეჰყურებდა თავისი მსუსხავი თვალებით და ისევ ისე უხმოდ უსტვენდა
კბილებს შუა.
- ჰო, ახლა შეგვამზადეთ უკვე, - უთხრა გევინ ბიძიამ. - აღგვაგზნეთ, რამდენადაც
საჭირო იყო. თქვით ახლა!
- ამ დილას, ასე, ექვს საათზე, ჯეკ კრენშოუმ დამირეკა (მისტერ კრენშოუ
გადასახადის ამკრეფი იყო და ჯერაც ნადირობდა ვისკის მხდელებზე ჩვენს ოლქში).
მთხოვა - რაც გაგეწყობათ ჩქარა იმ სტუდიაში მობრძანდითო. ორნი დამხვდნენ იქ,
უკვე ყველაფერი მოეჩხრიკათ. თაროზე რომ დოქები დგას, გუშინ მე რომ გავხსენი და
დავყნოსე, ჰოდა, გამამჟღავნებელი „კოდაკის“ მეტი რომ არაფერი ყოფილა, ამ დილას
ორ დოქში სიმინდის ვისკი დამხვდა, თუმცა, მოგახსენეთ უკვე, შეიძლებოდა
შემშლოდა და ის დოქები გამომრჩენოდა გუშინ. ღუმლის უკან ნავთის ბაკში კიდევ
ხუთი გალონი რომაა, იმისას აღარაფერს ვამბობ, გუშინ არ დამიყნოსია, იმიტომ, რომ
არ მდგარა გუშინ იქ, ღუმლის უკან რომ ჩავხედე; ასე რომ არ ყოფილიყო, თაროზე
მდგარი ბოთლების სინჯვას არ დავიწყებდი და ძებნას აღარ მოვყვებოდი - სურათები
რით დავწვაო. თუმცა, თქვენი თქმის არ იყოს, შეიძლებოდა შევმცდარიყავი.
- არა, მაგას თქვენ ბრძანებდით, მე კი არა, - უთხრა გევინ ბიძიამ.
- მართალს ბრძანებდეთ იქნება, - თქვა მისტერ ჰემპტონმა. - ბოლოს და ბოლოს მას
აქეთია ვუტრიალებ შინნახად არაყს ამ ოლქში, რაც შერიფად ამირჩიეს პირველად.
ჰოდა, ათას ცხრაას ცხრამეტი წლიდან ისე გავიწაფე, დაყნოსვაც აღარ მჭირდება:
მაშინვე სუნს ვიკრავ ხოლმე, როგორც კი იქ აღმოვჩნდები, სადაც წესით არ უნდა იყოს
არაყი. იმ ხუთგალონიანი ბაკის რომ აღარაფერი ვთქვათ, რომელიც ისეა ჩადგმული,
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ქალაქი - 13
  • Parts
  • ქალაქი - 01
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 1948
    28.4 of words are in the 2000 most common words
    39.5 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 02
    Total number of words is 3992
    Total number of unique words is 1824
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 03
    Total number of words is 3892
    Total number of unique words is 2027
    28.8 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 04
    Total number of words is 4126
    Total number of unique words is 1771
    33.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 05
    Total number of words is 3979
    Total number of unique words is 1874
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 06
    Total number of words is 3952
    Total number of unique words is 1875
    31.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 07
    Total number of words is 3971
    Total number of unique words is 1883
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 08
    Total number of words is 3954
    Total number of unique words is 1822
    30.2 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 09
    Total number of words is 3924
    Total number of unique words is 1905
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 10
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 1912
    29.8 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 11
    Total number of words is 3974
    Total number of unique words is 1897
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 12
    Total number of words is 4111
    Total number of unique words is 1678
    32.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 13
    Total number of words is 4103
    Total number of unique words is 1775
    34.3 of words are in the 2000 most common words
    46.5 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 14
    Total number of words is 3967
    Total number of unique words is 1939
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.4 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 15
    Total number of words is 3895
    Total number of unique words is 1868
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    50.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 16
    Total number of words is 3993
    Total number of unique words is 1860
    33.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 17
    Total number of words is 4054
    Total number of unique words is 1839
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 18
    Total number of words is 4154
    Total number of unique words is 1727
    33.2 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 19
    Total number of words is 3843
    Total number of unique words is 1854
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.2 of words are in the 5000 most common words
    46.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 20
    Total number of words is 3871
    Total number of unique words is 1877
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.9 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 21
    Total number of words is 4048
    Total number of unique words is 1843
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.9 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 22
    Total number of words is 4060
    Total number of unique words is 1866
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.4 of words are in the 5000 most common words
    50.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 23
    Total number of words is 3959
    Total number of unique words is 1758
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 24
    Total number of words is 4043
    Total number of unique words is 1842
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 25
    Total number of words is 3466
    Total number of unique words is 1703
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.