Latin
Total number of words is 4154
Total number of unique words is 1727
33.2 of words are in the 2000 most common words
44.7 of words are in the 5000 most common words
51.5 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
დაიხედავს და აღარც პერანგი ექნება და აღარც მისი ამხანაგი; იმიტომ, რომ, იმის არ
იყოს, მელას რაც ესიზმრებოდა, ისე გიღირდესო. იმისას თუ აღარაფერს ვიტყვით,
რომ მგლის შიშით მგლობას ვინ მოშლისო.
კარგი, ჩემო ბატონო. ოღონდ იმისას რაღას ბრძანებთ, იმ რვა-ნახევარი ათასიდან,
რკინიგზამ რომ ჩაუთვალა მისის ჰეიტს მისი ქმრის და ჩემი ხუთი ჯორისთვის, იმ
ფულიდან რამდენი ექნება ხელზე დარჩენილი? თქვენც გეშლებათ, სხვების არ იყოს,
ნამდვილად. ნახევარი აქვს დარჩენილი. საქმე ის არის, რომ იმ ფულს მისი
დავალებით ვიცე-პრეზიდენტი განაგებდა. რასაკვირველია, ვიცე-პრეზიდენტისთანა
ფინანსური ოსტატი რომ არა, ნახევარზე მეტი ვერაფრის დიდებით ვერ შეენახებოდა,
იქნებ ნაკლებიც დარჩენოდა და ისაა. ასე რომ, კაცმა რომ თქვას, საჩივლელი არაფერი
აქვს, იმისას თუ აღარაფერს ვიტყვით, რომ, კანონის ძალით, თვითონ მას იმ ნახევრის
ნახევარი ეკუთვნის მხოლოდ, რადგან ლონზო ჰეიტი კი იყო მისი, მაგრამ ის ხუთი
ჯორი ჩემი გახლდათ.
კარგი, ჩემო ბატონო. როგორ გგონიათ, იმ რვა-ნახევარი ათასის ნახევარს რა უნდა
მოსვლოდა? ესეც გეშლებათ. იმიტომ, რომ ის ნახევარი ვიცე-პრეზიდენტმა წაიღო. კი,
ბატონო, ყველაფერი თვალდასანახად გაკეთდა, კანონიერად; იმან ასე ახსნა ეს ამბავი:
თვითონ მისის ჰეიტმა რომ უჩივლოს რკინიგზას სამართალში, საცოდავმა მარტოხელა
ქალმაო, დიდი-დიდი, ხუთი ათასი მიიღოსო. იმ ხუთი ათასის ნახევარიც მე
დამრჩებოდა, ჯორები ხომ ჩემი იყო. ჰოდა, ჩვენ ორს ერთად რომ გვეჩივლა
სასამართლოში და თანაც მისი მხარე დაეჭირა ენერგიულ კაცს, რომელიც იმ უგულო
მილიონერებს - რკინიგზის მაგნატებს - აიძულებდა, მარტოხელა ქალს სამართლიანად
მოქცეოდნენ, მაშინ მე რამე უფლება რომ გამეცხადებინა იმ ჯორებზე, რაკი ჩემს
ჯორებს იმ მოსახვევში ადრეცშეხვედროდათ უბედურება, რკინიგზა მაშინვე იყნოსავდა
რაღაცას და ვერავინ ვერაფერს ვერ მიიღებდა. ჰოდა, ამ საქმეს ის თუ მოჰკიდებდა
ხელს, ვიცე-პრეზიდენტი, მაშინ ის ქალი შვიდ-ნახევარს, იქნებ ათი ათასსაც
მიიღებდა, ჰოდა, მაშინ მარტო იმ ქალს კი არ ექნებოდა განაღდებული მიღებული
ფულის ნახევარი, ვიცე-პრეზიდენტი ერთ ასიანს მეც მომიგდებდა თავისი წილიდან.
ყველაფერი კანონიერად და პატიოსნად კეთდებოდა: მე ენისთვის კბილი უნდა
დამეჭირა და ჩემი ასი დოლარი მიმეღო, ჰოდა, ამის წინააღმდეგი თუ წავიდოდი,
ვიცე-პრეზიდენტს სულ შემთხვევით წამოსცდებოდა, ვისიც იყო ჯორები, და ვერავინ
ვერაფერს ვერ მიიღებდა. ვიცე-პრეზიდენტს კიდევ, ამით არაფერი დააკლდებოდა,
რადგან არაფერს დაკარგავდა - ვიცე-პრეზიდენტს, ჩემო ბატონო, არც ლონზო ჰეიტი
ჰყოლია და არც ის ხუთი ჯორი.
მოკლედ, თქვენც ხედავთ, რანაირი უბრალო ასარჩევია: ასი დოლარის მიღება ჯობია
თუ არაფრის მიღება? იმისას თუ აღარაფერს ვიტყვით, მე და მისის ჰეიტი როგორც
თავად ვიცე-პრეზიდენტმა ბრძანა, ერთი ქალაქის მცხოვრებნი ვართ და, ასე შეიძლება
ითქვას, საქმიანი ნაცნობობა გვაქვს ერთმანეთის; თანაც მისის ჰეიტი ქალია, ბუნებით
გულჩვილი და გულკეთილი, ჰოდა, ვინ იცის, იქნებ დრო რომ გაივლის, უფრო
ლმობიერი გახდეს და ისიც ინებოს, რომ ცოტა რამე მიბოძოს იმ რვა-ნახევარი ათასი
დოლარის თავისი ნახევრიდან. ოღონდ ეს იმას მოწმობს მხოლოდ, რომ ვიცეპრეზიდენტმა ყველაფერი იცის, რისი ცოდნაც კი შეიძლება, რკინიგზის კომპანიების და
რვა-ნახევარი ათასი დოლარის ამბავი, ის არ იცის მხოლოდ, გულის მაგივრად რა
უდევს მკერდში მისის ჰეიტს. ჰოდა, არც ისე გამოდის და აღარც ასე ეს ამბავი. იმის
არ იყოს, იმდენმა წყალმა ჩაიარა, რომ აღარც ღირს ხეხო ქვიშითა. ჰოდა, მე რაღა
გზა მქონდა, რომ უმრავლესობას არ დავმორჩილებოდი - ორ ხმასერთის წინააღმდეგ,
ანდა იქნებ რვა-ნახევარ ათასს ასი დოლარის წინააღმდეგ. ანდა იქნებ ესეც არ გახდა
საჭირო, მისის ჰეიტის წილად რგებული იმ რვა-ნახევარი ათასის ნახევარმაც იკმარა
ჩემი ასიანის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ მისის ჰეიტის ჯობნა მე მარტო ერთი
საშუალებით შემეძლო, - ჩემი საკუთარი ოთხი ათას ორას ორმოცდათერთმეტი
დოლარი რომ მქონოდა, იმით. მაშინაც ის მომიხდებოდა, მისის ჰეიტისთვის გამეყო
ის ორმოცდამეთერთმეტე დოლარი.
ოღონდ ისაა, რომ მიმიფურთხებია ამ ამბისთვის. ეს ყველაფერი უკვე გულიდან
ამოვიგდე. რომელ ქვეყანაშიც მიხვიდე, გაგქონდეს და გამოგქონდესო. - ამის
თქმაზეო. გევინ ბიძიამ გვიამბო, ფიცხლად შემობრუნდა მისის ჰეიტისკენ, ოღონდ
თავისი ბოღმიანი და აღშფოთებული რატრატი არ შეუწყვეტიაო. - თქვენთან
მოსალაპარაკებლად მოვედი. მე თქვენი საკუთრება აღმომაჩნდა, თქვენ კიდევ - ჩემი.
ერთი კია, რომ პირისპირ მინდოდა დავრჩენილიყავით და ისე მოგვეგვარებინა ეს
საქმე.
- ღმერთი შეგეწიოს, გენაცვალე, - ჰეტმა უთხრა. - ჩემსას თუ ამბობ, მე სულ ნუ
მომაქცევ ყურადღებას. ჩემი ჭირი იმდენი გადამხდა, სხვისი ჭირის ამბავი რომ მესმის,
მგონია, გულს მეფონა-მეთქი. თქვენ თქვენი სათქმელი ბრძანეთ, მე კიდევ აგერ
ვიჯდები ჩემთვის და ღორის ხორცს მივხედავ, არ დაიწვას.
- მომისმინეთ, - უთხრა ა. ო-მ მისის ჰეიტს, - ერთი წუთით წავიდნენ ესენი
ყველანი.
ჯერაც ჩაცუცქულმა მისის ჰეიტმა თავი მოაბრუნა და ჯიქურ შემოხედა. - რატომ
ვითომ? - უთხრა. - მე მგონი, მარტო ეს ქალი არაა, ამ ეზოში როცა მოეგუნებება,
მაშინ რომ შემოვა და, როცა მოეხასიათება, მაშინ რომ დარჩება ან წავა ხოლმე. მაშინო, გევინ ბიძიამ გვითხრა, ა. ო-მ ერთი სწრაფი, გულჯავრიანი და
თავშეკავებული ჟესტი გააკეთაო.
- კარგი, - თქვა მერე, - კარგი. მაშინ შევუდგეთ. ერთი სიტყვით, თქვენ ჯორი
წაიყვანეთ.
- იმ ჯორის საფასური უკვე გადაგიხადეთ მე თქვენ, - უთხრა მისის ჰეიტმა. - ჰეტმა
მოგიტანათ ფული.
- ათი დოლარი, - თქვა ა. ო-მ. - ის ჯორი კიდევ ას ორმოცდაათი ღირს.
- არ ვიცი, ღმერთმანი, რა ჯორია ისეთი, ას ორმოცდაათ დოლარად რომ ფასობს, უთხრა მისის ჰეიტმა. - მე ის ვიცი, რკინიგზა იხდის ხოლმე ჯორების საფასურს;
იმგზობაზე, სანამ ის ჩერჩეტი ჰეიტი საბოლოოდ გამოტვინდებოდა და თავის თავსაც
მიაკოჭავდა ლიანდაგს, რკინიგზამ სამოც-სამოცი დოლარი გადაიხადა თითო ჯორში...
- ჩუმად! - თქვა ა. ო-მ. - გაჩუმდით.
- რატომ ვითომ? - უთხრა მისის ჰეიტმა. - ვითომ რამე ისეთი საიდუმლო შეიძლება
წამომცდეს, თქვენ რომ არ დაგიყაჭიათ ყველა აქ მყოფისთვის?
- კარგი, - თქვა ა. ო-მ. - ოღონდ თქვენ ათდოლარიანი გამომიგზავნეთ სულ.
- მე სხვაობა გამოგიგზავნეთ, - უთხრა მისის ჰეიტმა. - იმ ჯორის საფასურის და
იმის სხვაობა, რაც ჰეიტის გემართათ.
- რა მემართა მე ჰეიტის? - თქვა ა. ო-მ.
- ჰეიტი ამბობდა - რამდენი ჯორებს მატარებლის გასატანად მივრეკავ, იმდენ
ორმოცდაათ დოლარს მიხდისო, ჰოდა, რკინიგზა კიდევ თქვენ სამოც-სამოც დოლარს
გაძლევდათ თითო ჯორში. ამ ბოლო გზობაზე აღარ გადაგიხდიათ ჰეიტისთვის,
იმიტომ, რომ ყოველთვის მერე უხდიდით ხოლმე, ამ ბოლო გზობაზე კიდევ არაფერი
„მერე“ აღარ ყოფილა. ჰოდა, ამის საფასურად წამოვიყვანე ის ჯორი და ათი დოლარი
გამოგიგზავნეთ ჰეტის ხელით, მოწმე რომ მყოლოდა. - ამან კი გააჩერაო სნოუპსი, გვითხრა გევინბიძიამ. მართლა ხმა ჩაუწყვეტია. ეს ფეხზე მდგარი და მისის ჰეიტი
ჩაცუცქული მისჩერებოდნენ ერთიმეორეს, ამასობაში კიდევ ჰეტმა ისევ გადააბრუნა
ტაფაზე მოშიშხინე ხორცი. ორივენი გაქვავებულიყვნენო, - გვითხრა გევინ ბიძიამ, ასე რომ, მისტერ ფლემს ორჯერ მოუხდა თავისი შეკითხვის გამეორება, ვიდრე ისინი
გაიგონებდნენო.
- მორჩით? - შეეკითხა თურმე ა. ო-ს.
- რა ბრძანეთ? - თქვა ა. ო-მ.
- მორჩით თუ არა-მეთქი? - იკითხა ფლემმა. ჰოდა, გევინ ბიძიამ გვითხრა - ახლა
ყველამ დავუნახეთ ხელში ტილოს ტომსიკა. ისეთი, როგორშიც ბანკის სეიფებში ფულს
ინახავენო.
- დიახ, - თქვა ა. ო-მ. - მორჩა, ის მაინცაა, რომ ამ საქმიდან ათდოლარიანი მაინც
დამრჩა ისეთი, თქვენ რომ ვერ წამართმევთ. - ოღონდ მისტერ ფლემს მისთვის
ყურადღება აღარ მიუქცევია. მისის ჰეიტს მიუბრუნდა და იმ ტომსიკიდან დაკეცილი
ქაღალდი ამოიღო.
- აი, თქვენი სახლის გირავნობის სიგელი, - უთხრა. - სადაზღვევო კომპანია ნაღდს
გადაგიხდით. ხელახლა შეგიძლიათ აიშენოთ სახლი. აი, - უთხრა, - გამომართვით.
მაგრამ მისის ჰეიტი არც შერხეულა. - რისი გულისთვის? - შეეკითხა.
- ბანკისგან გამოვისყიდე დღეს ეს ქაღალდი, - უთხრა მისტერსნოუპსმა. - დაწვით,
თუ გნებავთ, ოღონდ მე ის მინდა, ჯერ ხელში აიღოთ, - მისის ჰეიტმა ქაღალდი
გამოართვა, ჰოდა, ახლა ყველანი იმას მივჩერებოდით, მისტერ ფლემმა ხელახლა
როგორ ჩაყო ხელი იმ ტომსიკაში და ამჯერად ფულის დასტა ამოიღო, - გვითხრა
გევინ ბიძიამ. ა. ო-ც იმას მისცეცებოდა თურმე თვალდაუფახულებლად.
- ღმერთო მომკალი, - უთქვამს ჰეტს, - ამდენით ერთ ღორს ამოყორავდა ადამიანი.
- რამდენი ჯორი გყავს ბაკში? - შეეკითხა მისტერ ფლემი ა. ო-ს. ოღონდ ა. ო. ისევ
შეშტერებოდა სახეში და ხმას არ იღებდა. მერე ხშირ-ხშირად ააფახულა წამწამები და შვიდიო, თქვა.
- შვიდი კი არა, ექვსი, - უთხრა მისტერ ფლემმა. - ერთი ჯორი ამწუთას მიჰყიდე
მისის ჰეიტს. შენ რომ ვაჭრობ, ისეთ ჯორებს რკინიგზა სამოც-სამოც დოლარად
აფასებს თითოს. შენ დაგიჩემებია - თითო ას ორმოცდაათი ღირსო. კარგი, ნუ
ვივაჭრებთ. ექვსჯერ ას ორმოცდაათი იქნება...
- შვიდჯერ! - ხმამაღლა ამოიხრიალა ა. ო-მ. - არავისთვის არ მიმიყიდია ის ჯორი,
არც მისის ჰეიტისთვის და არც სხვა ვინმესთვის, მომისმინეთ. - მისის ჰეიტს
მიუბრუნდა. - ჩვენ ჯერ არ მოვრიგებულვართ. არ მოვრიგებულვართ-მეთქი,
გეუბნებით. აბა, მონახეთ ერთი ისეთი კაცი, ვისაც რამე ენახოს ან გაეგონოს, გარდა
იმისა, რომ თქვენ იმას ცდილობდით, ის ათდოლარიანი შემოგეჩეჩებინათ ჩემთვის,
რომელსაც აგერ უკან გიბრუნებთ. აჰა, - თქვა და დაჭმუჭნილი ქაღალდის ფული
გაუწოდა, მერე ესროლა ის ფული ისე, რომ ფული მისის ჰეიტის კაბას შეეხო და
მიწაზე დავარდა. მისის ჰეიტი დასწვდა და აიღო.
- მოწმეების დასწრებით მაძლევთ? - შეეკითხა.
- სწორედ მასე, - თქვა სნოუპსმა. - ნეტავი ათჯერ მეტი მაინც ყოფილიყვნენ
მოწმეები. - ახლა მისტერ ფლემს მიმართავდა, - ასე რომ, არავისთვის არ მიმიყიდია
ის ჯორი. ჰოდა, შვიდჯერ ას ორმოცდაათი ათას ორმოცდაათი დოლარი გამოდის...
- ცხრაასი, - თქვა მისტერ ფლემმა.
- ათას ორმოცდაათი, - თქვა ა. ო-მ.
- ჯორს რომ მოიყვან, მაშინ მიიღებ, - უთხრა მისტერ ფლემმა. - ოღონდ ერთი
მთავარი პირობით.
- რა პირობით? - იკითხა ა. ო-მ.
- ფრანგისხევში ახვალ ისევ და ჯეფერსონში მეტი არასოდეს გაიჭაჭანებ.
- ჰოდა, თანახმა თუ არ ვარ? - იკითხა ა. ო-მ.
- დღეს სასტუმრო გავყიდე მე, - თქვა მისტერ ფლემმა. ჰოდა, ახლა ა. ო. უკვე
ხმის გაუღებლად შეჰყურებდა, მისტერ ფლემი კი ცეცხლისკენ მიდგა და იმ დასტიდან
ფულის გადათვლას შეუდგა ხუთ-ხუთდოლარიანების, დოლარიანების და შიგადაშიგ ათდოლარიანებისას. ა.ო-მ უკანასკნელად გაიბრძოლა.
- ათას ორმოცდაათი, - თქვა მან.
- ჯორს როცა მოიყვან, - უთხრა მისტერ ფლემმა. ჰოდა, ა. ო-მ ცხრაასი დოლარი
მიიღო მხოლოდ, გადათვალა, უბის ჯიბეში ჩაიდო. ჯიბე შეიკრა და მისის ჰეიტს
მიუბრუნდა.
- ასე, ჩემო ბატონო, - თქვა. - სადაა ბატონ ვიცე-პრეზიდენტ სნოუპსის ჯორი?
- ხეზეა მიბმული მისტერ სპილმერის სახლს უკან, ხევში, - მიუგო მისის ჰეიტმა.
- ძალიან ახლოს დაგიბამთ, - თქვა ა. ო-მ. - მოტსტაუნშიც შეგეძლოთ ჩაგეყვანათ
და იქ მიგეკოჭათ. მაშინ მართლა გაიხარებდით გულს იმის შემხედვარე, დროს და
ძალას როგორ დავკარგავ ჯორის მოსაჩიქჩიქებლად. - ისევ მიმოიხედა სახეზე ბოღმიან
ღიმაკრულმა, დაუოკებლად გაჯიქებულმა. - ყველაფერი მშვენივრად გამოაწყვეთ, ხომ?
თქვენც და ვიცე-პრეზიდენტსაც, ორივეს შეგეძლოთ ფული დაგეზოგათ, იმას რომ
თავისთან დაეტოვებინა ის გირავნობის სიგელი, რომლითაც ახლა აღარაფერი აღარაა
დაგირავებული, თქვენც აღარ მოგიწევდათ სახლის აშენება. კარგი, ჩემო ბატონო,
კარგად
ბრძანდებოდეთ.
როგორც
კი
იმ
ჯორს
ბაკში
შევუშვებ
ვიცეპრეზიდენტისდანარჩენ ექვს ჯორთან, ბატონ ვიცე-პრეზიდენტს პატივს დავდებ და
სახლში ვეწვევი იმ ას ორმოცდაათი დოლარის მისაღებად, იმიტომ, რომ, იმის არ
იყოს, მქონებელს ზრდილობა მიემატოსო, იმისას თუ აღარაფერს ვიტყვით, რომ
ნაჩუქარ ცხენს, თუკი ცარიელზე დასვეს, კბილს არ გაუსინჯავენო. ჰოდა, თუკი
იურისტ სტივენსს ისეთი რამე გამოჰყვა თან, რის ქონებასაც ვიცე-პრეზიდენტი
მოისურვებდა, თვალი კარგად უნდა ეჭიროს, იმიტომ, რომ, იმის არ იყოს, მგლის
შიშით მთვარეს უყეფდაო. კარგად ბრძანდებოდეთ. - თქვა და წავიდა. ჰოდა, გევინ
ბიძიამ გვითხრა - მისტერ ფლემმა ახლა უკვე მე მომმართა ორჯერ, ვიდრე მის
ნათქვამს გავიგონებდიო.
- რა ბრძანეთ? - შეეკითხა გევინ ბიძია.
- რამდენი უნდა მოგართვათ-მეთქი? - უთხრა მისტერ ფლემმა. ჰოდა, გევინ ბიძიამ
გვიამბო: კინაღამ ის ვუთხარი - ერთი დოლარი-მეთქი; მაშინ მისტერ ფლემი მეტყოდა
- ერთი დოლარი, მეტი არაო? მე კიდევ შემეძლო მეთქვა - დიახ, ერთი დოლარი,
ანდა დანამიბოძეთ თქვენი, ან კიდევ, ფანქარი, ან სხვა რამე, ხვალ დილას ეს
დღევანდელი ამბავი სიზმარი რომ არ მეგონოს-მეთქი. ოღონდ გევინ ბიძიას ეს არ
უთქვამს. სხვა უთხრა მხოლოდ:
- არც რამდენი. ჩემი კლიენტი მისის ჰეიტი გახლავთ. - ჰოდა, მისტერ ფლემს
ხელახლა მოუხდა ორჯერ შემსიტყვებოდაო, - გვიამბო გევინ ბიძიამ. - რა ბრძანეთ? უკითხავს მისტერ ფლემისთვის.
- ანგარიში შეგიძლიათ გამომიგზავნოთ.
- რისი ანგარიში?
- მოწმედ რომ ბრძანდებოდით, იმისი, - უთხრა მისტერ სნოუპსმა.
- აჰა, - თქვა გევინ ბიძიამ. მისტერ სნოუპსი წასასვლელად გაემზადა. ჰოდა, გევინ
ბიძიამ
გვითხრა:
მე
ვიფიქრე,
ახლა
მეტყვის-მეთქი
თქვენც
ქალაქში
მობრძანდებითო? ანდა იქნებ - ერთად ხომ არ წავიდეთო? იმას მაინც იტყვის-მეთქი,
ვიფიქრე, - ნახვამდისო. მაგრამ მისტერ სნოუპსს ეს არ უთქვამს. საერთოდ არ
უთქვამს არაფერი, ისე შებრუნებულა, წასულა და თვალს მიჰფარებია. მაშინ მისის
ჰეიტმა ჰეტს უთხრა თურმე:
- ყუთი მოიტანე.
- მეც მაგას ველოდებოდი, იმ საქმეს როდის მოითავებს-მეთქი, - თქვა ჰეტმა. მისის
ჰეიტი მივიდა, სკამს და ჩანგალს დასწვდა, ჰეტმა კიდევ ბოსლიდან ყუთი გამოიტანა
და ცეცხლის პირას დადგა. - ახლა, გენაცვალე, - გევინ ბიძიას მიმართა, - ჩამოჯექი
აგერ და დაისვენე.
- თქვენ დაბრძანდით, - უპასუხა გევინ ბიძიამ. - მე მთელ დღეს ვიჯექი, თქვენ არ
ჩაგიმუხლავთ. - ოღონდ, ვიდრე გევინ ბიძია იუარებდა, ჰეტი უკვე ეწყობოდა იმ
ყუთზე. გევინ ბიძია აღარც ახსოვდა, ახლა მოშიშხინე ხორცს დასჩერებოდა და იმას
მიადევნებდა თვალს, მისის ჰეიტმა ტაფა როგორ გადმოდგა ცეცხლიდან.
- თქვენ ბრძანეთ რაღაცა ამ ღორის ხორცზე? - იკითხა ჰეტმა. - თუ, თქვენ კი არა,
მე ვიყავი? - მისის ჰეიტმა ხორცი გაანაწილა და გევინ ბიძია იდგა და უმზერდა,
როგორ შეექცეოდნენ ისინი, ტაბურეტზე მჯდარი მისის ჰეტი ახალ თეფშზე ახალ დანაჩანგალს ხმარობდა, ჰეტი კიდევ ყუთზე ჩამოსკუპებულიყო და პირდაპირ ტაფიდან
ჭამდა: ეტყობა, მისის ჰეიტს მარტო თავისთვის ეყიდა ახალი ჭურჭელი. ღორის ხორცს
შეექცეოდნენ და პურს გამდნარ ცხიმში აწობდნენ. მერე ჰეტმა ფინჯანში ყავა ჩაასხა,
სათავისოდ კიდევ ცარიელი თუნუქის ქილა მოიძია საიდანღაც. ჰოდა, ამასობაში ა. ო.
დაბრუნდა, უჩუმრად გამოილანდა სიბნელიდან (უკვე ჩამოღამებულიყო), გაჩერდა და
ისე იდგა ცეცხლისკენ ხელებგაწვდილი, გეგონებოდათ, ალს ეფიცხებაო.
- კაცმა რომ თქვას, წავიღებ ამ ათდოლარიანს, - აღმოთქვა ა. ო-მ.
- რომელ ათდოლარიანს? - იკითხა მისის ჰეიტმა. ჰოდა, გევინ ბიძია იმას მოელოდა
თურმე - ახლა ა. ო. თუ არ აღრიალდა, ღრენას მაინც მოჰყვებაო. მაგრამ იმას არც
ერთი უქნია და არც მეორე, ისე მდგარა ცეცხლისკენ ხელებგაწვდილი, გეგონებოდათ,
შეამცივნაო, - გვიამბო გევინ ბიძიამ, - იდგა დალეული, გასაცოდავებული და
დამფრთხალი, გაყუჩებულიო.
- არ მომცემთ? - უკითხავს მისის ჰეიტისთვის.
- რას არ მოგცემთ? - თქვა მისის ჰეიტმა. გევინ ბიძიამ გვითხრა - ეტყობა, იმ
პასუხს არ მოელოდა, საერთოდაც აღარ ელოდებოდა მისის ჰეიტის ხმის გაგონებას:
იდგა და ფიქრობდა რაღაცას, წყნარი და უნდო გაოცებით შეპყრობილი.
- რამდენი წელიწადია ვჯახირობ, რისკს ვეწევი, წელებზე ფეხს ვიდგამ და სამოცსამოც დოლარს ვიღებ თითო ჯორში. თქვენ კიდევ, ასე ერთბაშად, უწვალებლად და
ურისკოდ ლონზო ჰეიტი და ჩემი, იმისი კი არა, ჩემი ხუთი ჯორი რვა-ნახევარ
ათასად გაყიდეთ აგერ. რასაკვირველია, თითქმის მთელი ის ფული ლონზოსთვის
გერგებოდათ და სულ არ შემშურებია თქვენი. ქვეყანაზე ვერც ერთი სულიერი ვერ
იტყვის ჩემზე - შურდაო, თუმცა საკვირველი კი იყო, რომ თქვენ მიიღეთ ყველაფერი,
ჩემი ჩვეულებრივი საფასურიც კი თქვენ მიიღეთ - ხუთი ჯორის სამოც-სამოცი
დოლარი. არადა, თქვენ ხომ არ დაგიქირავებიათ ის კაცი, არც კი იცოდით, მაშინ
სად იყო, იმისას თუ აღარაფერს ვიტყვით, რომ ჯორები თქვენი არ ყოფილა; იმ
ფულის ნახევარი რომ მიგეღოთ, თქვენთვის ისიც კმაროდა, იმის ცოლი ყოფილიყავით.
ჰოდა, ახლა, როცა აგერ ამდენი წელიწადია, არ შემშურებია თქვენი, უკანასკნელი
ჯორიც წამართვით და ას ორმოცი კი არა, ას ორმოცდაათი დოლარი მაზარალეთ.
- ხომ დაიბრუნეთ თქვენი ჯორი, კიდევ არ ხართ კმაყოფილი? - ჰეტმა უთხრა. აბა, რაღა გინდათ?
- სამართლიანობა მინდა, - თქვა ა. ო-მ. - სამართლიანობა მინდა და მეტი არაფერი.
უკანასკნელად გეკითხებით, - თქვა მერე. - მომცემთ თუ არა ჩემს ათდოლარიანს?
- რომელ ათდოლარიანს? - იკითხა მისის ჰეიტმა. მაშინ ა. ო. გატრიალდა და
წავიდა. რაღაცას ფეხი წამოჰკრა, - გევინ ბიძიამ თქვა, ჰეტის ქაღალდის ჩანთა
იყოო,- მაგრამ არ დაცემულა და გზა განაგრძო. წამით თვალი მოვკარიო, - გვიამბო
გევინ ბიძიამ, - მარტო მე დავინახე, რადგან არც მისის ჰეიტი და არც ჰეტი აღარ
უყურებდნენო, თითქოს ჩარჩოში მოქცეულიყოს ორ გაჭვარტლულ მილს შუა ცისკენ
ხელაპყრობილი, მერე გაქრა - ამჯერად სამუდამოდ, მე თვალი გავადევნე, ოღონდ არც
მისის ჰეიტს და არც ჰეტს თავიც არ აუწევიათო...
- რა უქენით იმ ჯორს, ჭირიმე? - ჰეტმა უთხრა მისის ჰეიტს. საიმდროოდ პურის
ერთი ნაჭერიღა დარჩენოდათო, - გვიამბობდა გევინ ბიძია. მისის ჰეიტი იმ ნაჭერს
დასწვდომია და თავის თეფშზე საწებლის ნარჩენისთვის მოუსვია.
- ტყვიით მოვკალი, - თქვა მისის ჰეიტმა.
- როგორო? - თქვა ჰეტმა. მისის ჰეიტმა პურის ნაჭერი პირში ჩაიდო. - ჰო, - თქვა
ჰეტმა, - ჯორმა სახლი გადაგიბუგათ, თქვენ კიდევ ჯორი მიახვრიტეთ. ეს, მე
მგონია, რომ სამართლიანობაზე მეტია. ეს, კბილი კბილისა წილო, რომ იტყვიან,
ისაა. - ამასობაში სულ დაღამებულიყო. ჰეტს კიდევ თავისი დამძიმებული ჩანთითურთ
ერთ-ნახევარი მილის სიგრძე გზა ჰქონდა გასავლელი დავრდომილთა თავშესაფრამდე.
თუმცა ზამთრის ღამე გრძელია და, გევინ ბიძიას ნათქვამის არ იყოს, არც ის
თავშესაფარი გაიქცეოდა სადმე. ჰოდა, გევინ ბიძიამ გვითხრა, ცარიელი ტაფის ხელში
მჭერლი ჰეტი ისევ ჩამოჯდა ყუთზე და ერთი ამოიოხრაო შვებით და სიხარულით: ოჰ, თქვენ გენაცვალეთ, ეს რა ამბები გადაგვხდა დღეს!
ჰოდა, რეტლიფი, რაღა თქმა უნდა, ისევ იქ იქნებოდა. კლიენტებისთვის განკუთვნილ
სკამზე დამჯდარიყო თავისი ლურჯი, გამოხუნებული და უმწიკვლო ხალათით
მოსილი, კვლავინდებურად უჰალსტუხო, თუმცა კი ხელოვნური ტყავის კურტაკი ეცვა
და შავი ფერის მძიმე ლაბადა, ზამთრის პალტოს მაგივრობას რომ უწევდა. ორშაბათი
დღე იდგა და გევინ ბიძია დილიდანვე გამგზავრებულიყო რაღაც საწრეტი არხების გამო
ნიუ-მარკეტში გამართულ ინსპექტორთა შეკრებაზე. ჰოდა, მე ვიფიქრე - თავისი
გამგზავრების ამბავი რეტლიფისთვისაც უნდა ეცნობებინა, როცა რეტლიფმა გუშინ
სახლში შეუარა-მეთქი.
- კი შეეძლო ეთქვა, - მითხრა რეტლიფმა, - მაგრამ რა უჭირს. საქმე არაფერი მაქვს.
ისე შემოვიარე, გულის გადასაყოლებლად, საცინრად.
- ჰო-ო, - მე ვუთხარი, - ა. ო-ზე საცინრად და სნოუპსის იმ ჯორზე, მისის ჰეიტის
სახლი რომ გადაწვა, ხომ? მე მეგონა, თქვენ და გევინ ბიძიამ გუშინვე იცინეთ-მეთქი
იმ ამბავზე.
- კი, მასე იყო, - მითხრა რეტლიფმა. - ოღონდ ამ ამბავზე სიცილი რომ აგიტყდება,
მიხვდები, რომ სულ არ ყოფილა სასაცილო ამბავი. - რეტლიფმა შემომხედა. - როდის
დაბრუნდება ბიძაშენი?
- მე მეგონა, უკვე დაბრუნდა-მეთქი.
- კარგი, - თქვა რეტლიფმა. მაგ არაფერი. - ისევ შემომხედა. - ესე იგი, ორის
ამბავი მოთავებულია, ერთიღა დარჩა.
- ვინ ერთი? - შევეკითხე. - ერთი სნოუპსი კიდევ, მისტერ ფლემმა რომ უნდა
ამოძირკვოს ჯეფერსონიდან, და მაშინ თვითონ იქნება ერთადერთი სნოუპსი, ხომ?
თუ...
- ასე-ე, - თქვა რეტლიფმა. - ახლა ისღაა საჭირო, ერთ ანტიმოქალაქეობრივ ზღუდეს
კიდევ გადაევლოს, ისეთს, მონტგომერი უორდის ფოტოსტუდია და ა. ო-ს სარკინიგზო
ჯორების ამბავი რომ იყო, და ჯეფერსონში საერთოდ აღარაფერი დარჩება ფლემ
სნოუპსის გარდა. - რეტლიფმა შემომხედა. - იმიტომ, რომ ბიძაშენმა ხელიდან გაუშვა
ის ამბავი...
- რა გაუშვა ხელიდან? - ვკითხე მე.
- თუმცა მის ცხვირწინ კი მოხდა ყველაფერი და ფლემი თავისი ფეხით მობრძანდა აქ
იმის მეორე დღეს, ფედერალურმა პოლიციამ ის სტუდია რომ მოჩხრიკა, და შერიფის
კაბინეტში გამქრალი გასაღები ჩააბარა ბიძაშენს; ჰოდა, აგერ ახლაც, შაბათ საღამოს,
მისის ჰეიტის ნასახლართან, როცა ფლემმა იმ ქალს გირავნობის სიგელი მისცა და ა.
ო-ს ჯორების ფული მიუთვალა, ახლაც გაუშვა ხელიდან ეს ამბავი. მე კიდევ, ვერ
მითქვამს მისთვის ეს.
- რატომ ვერ ეუბნებით? - ვკითხე მე.
- იმიტომ, რომ არ დამიჯერებს. ეს ისეთი ამბავია, საკუთარ თავს უნდა იცნობდეს
კაცი, საკუთარ თავზე უნდა ჰქონდეს გამონაცადი, შიშით უნდა კანკალებდეს. რადგან
სხვამ რომ უთხრას, სანახევროდ დაიჯერებს მხოლოდ. ისიც იმას, რისი გაგონებაც
თვითონ ენატრებოდა. ოღონდ მაშინ მოსმენითაც არ მოუსმენს, იმიტომ, რომ
წინასწარვე შეგუებულია იმ ამბავს, ერთადერთი იმას იფიქრებს - უყურე შენ, რა
ჭკუის კოლოფი გამომიჩნდაო! ჰოდა, რისი გაგონებაც არ სურს, ჩემო ბატონო, ის
წინასწარვე აქვს უარყოფილი; ჰოდა, არც დაიჯერებს ამ წინასწარ უარყოფილ ამბავს,
რამდენიც უნდა შეაყარო კედელს ცერცვი. შეიძლება, შავი დღეც დააყენოს იმ
მატრაკვეცას, ვინც სხვის საქმეში ჩაჩხირულა და მისთვის ეს ამბავი მოუყოლია.
- ისე გამოდის, თქვენ იმიტომ არ მოგისმენთ და არც დაგიჯერებთ, რომ არ სურს,
სინამდვილე იყოს ეს ამბავი, ხომ?
- სწორედ მასეა, - მითხრა რეტლიფმა, - ასე რომ, მოცდა მომიწევს. იმასუნდა
ვუცადო, სანამ თვითონაც არ გაიგებს. ეს ძნელად სავალი გზაა, ნაღდი გზაა,
ერთადერთი სწორი გზა. მაშინ თუ არ დამიჯერა, შეშინდება მაინც.
- შიშით დიდი ხანია ეშინია უკვე, - ვუთხარი მე.
- მაგ კარგია, - თქვა რეტლიფმა. - უნდა ეშინოდეს. ყველას უნდა გვეშინოდეს.
იმიტომ, რომ, როცა კაცს უბრალოდ ფული ენატრება ისევ ფულის გულისთვის,
თუგინდ ძალაუფლების გულისთვისაც, მაინც ბევრი რამეა ისეთი, რასაც არ იკადრებს,
რის წინაშეც უკან დაიხევს. მაგრამ როცა მისნაირი კაცი სულ პატარაობიდანვე,
ანგარიშს ისწავლის თუ არა, ასე დაასკვნის - ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება,
რასაც კი მოისურვებო, ჰოდა, მთელი სიცოცხლე ყველა თავის საქმეს ამაზე ააშენებს,
თანაც იმიტომ კი არა, გულბოროტი რომაა, იმიტომ, რომ იცის - თავისი ნებით არა
კაცი ცენტსაც არ გაიმეტებს მისთვის და არც თვითონაა არავისი მთხოვნელი; ჰოდა,
ჩემო ბატონო, ამნაირი კაცი ყველაფრისთვის მზად რომაა, მერე და მერე, წლები რომ
მოემატება, უცებ მიხვდება - დამგვიანებია, მთავარი რაც იყო, ხელიდან წამსვლიაო.
ჰო, ქონება კი აქვს ამ კაცს იმდენი დაგროვილი, რომ ვერც დაითვლი, ვერც ინატრებ,
დასიზმრებითაც ვერ დაგესიზმრება იმდენი. ოღონდ ის წასვლია ხელიდან, რაც
ყველაფერზე მეტად სჭირდებოდა, რაც მის ცხოვრებას აზრს შესძენდა ან სიმშვიდეს
მაინც მოუპოვებდა. ჰოდა, იმას ფულით ვერ იშოვი ვერაფრით, ის ყოველ ბავშვს
დაბადებიდანვე უსასყიდლოდ ეძლევა, ჰოდა, რა რომ გაიზრდება, ზოგჯერ ხვდება
კიდეც - დამგვიანებია, იმას ვეღარ დავიბრუნებო...
- კარგი, მაგრამ რა არის ეგ, რა სჭირდება იმ კაცს? - ვკითხე მე.
- კაიკაცობის სახელი, - მითხრა რეტლიფმა.
- კაიკაცობის სახელი?
- ნამდვილად, - მითხრა რეტლიფმა. - როცა კაცს ფული და ძალაუფლება სჭირდება
მხოლოდ, სადმე უსიკვდილოდ შეჩერდება: ყოველთვის გამოიძებნება ისეთი რაღაცა,
რასაც მარტო ფულის გულისთვის არ გააკეთებს. მაგრამ კაიკაცობის სახელი თუ
დასჭირდა, ამის გულისთვის არაფრის წინაშე უკან არ დაიხევს. ჰოდა, როცა თითქმის
გვიანია უკვე, როცა მიხვდება - თურმე ეს მჭირდებოდაო, მერე იმასაც ხვდება - რომც
ვიშოვო ის, რაც მჭირდება, იმ ნაპოვნის ისე უბრალოდ ცხრაკლიტულში დამალვა და
იქ მისი გაჩერება არ ეწყობაო, ის კი არა, სანამ სულს ვითქვამ, მის შესანარჩუნებლად
წელებზე ფეხს უნდა ვიდგამდეო. ჰოდა, ამას რომ გადაწყვეტს, მერე უკან აღარ
დაიხევს არაფრის წინაშე და თავის გარშემო ყველას და ყველაფერს ტანჯვა-წამებაში
ამყოფებს.
- კაიკაცობის სახელი, ხომ? - ვთქვი მე.
- ნამდვილად, - თქვა რეტლიფმა.
იმისთვის, პრეზიდენტი უნდა შეიქნეს.
-
ბანკის
ვიცე-პრეზიდენტობა
აღარ
კმარა
- უნდა შეიქნეს? - ვკითხე მე.
- მე იმის თქმა მინდა, მალე შეიქნება-მეთქი. იმას ვერ გაბედავს, საქმე სასწორზე
შეაგდოს და იცადოს, სამერმისოდ გადადოს. მისის სნოუპსის ქალიშვილი რომაა,
ლინდა, უკვე...
- თორმეტ აპრილს ცხრამეტის შესრულდება, - ვთქვი მე.
- ...ცხრამეტისაა,
შესრულდება?
ჰოდა,
იმ
ქალაქში
კიდევ...
შენ
რა
იცი,
თორმეტში
რომ
- გევინ ბიძიამ თქვა, - ვუთხარი მე.
- რასაკვირველია, - თქვა რეტლიფმა და განაგრძო: - ...იმ უნივერსიტეტში კიდევ,
ოქსფორდში, ალბათ ათასობით არიან ახალგაზრდა კაცები - ახალ-ახალი, უცნობი,
სანდომიანი ხალხი, ჰოდა, იმ გოგოს იქ ყურის მგდებელიც არავინ ეყოლება, პანსიონის
უფროსის გარდა. იმ გოგოს რა ენაღვლება, იმას კი არ ჰყავს ცოლად ბიძია ბილ
უორნერის
ქონების
განახევრებული
ნახევრის
მემკვიდრე!
არადა,
აქაც
კი,
ჯეფერსონშიც, ის გოგო შარშან რომ სწავლობდა, იმ პანსიონშიც სახიფათო იყო მისი
ყოფნა, ახლა კიდევ, ბიძაშენმა, იმ გოგოს დედამ თუ სხვა ვიღაცამ, ანდა იქნებ
ორივემ ერთად, ბოლოს და ბოლოს დაიყოლიეს ფლემი, რომ იმ გოგოსთვის ნება
მიეცა, პანსიონი მიეტოვებინა და შობის შემდეგ კოლეჯში გადასულიყო სასწავლებლად.
ჰოდა, ჩემო ბატონო, იქ კი ვეღარ ეჭირება ფლემს თვალი იმ გოგოს ნაცნობ
ჭაბუკებზე, ისე, როგორც აქ მწყემსავდა მის ტოლ ბიჭბუჭებს. აქ ის მაინც იყო, რომ
იმ ბიჭბუჭების ნათესავები ცხოვრობდნენ, ფლემის მოვალეები, და შეეძლოთ
მოხმარებოდნენ, იმ ყმაწვილებს როცა უმკლავდებოდა. იმისას თუ აღარაფერს ვიტყვით,
რომ ახლა ის გოგო საღამოობით სახლში კი აღარ იჯდება, კაცს რომ შეგეძლოს, ხელი
გაიწვდინო და გული დააჯერო - კი, ნამდვილად აქ არისო. ასე რომ, ვერ გაბედავს,
საქმე სასწორზე შეაგდოს. ახლა ყოველ წუთს შეიძლება დეპეშით აცნობონ ან
ტელეფონით დაურეკონ იმ გოგოს ამბავი - ეს-ესაა, გაიქცა მეზობელ ქალაქში (სადაც
მომრიგებელ მოსამართლეს ფეხებზე ჰკიდია შენი ფლემ სნოუპსი) და საცაა
გათხოვდებაო... და იმდენიც რომ მოახერხოს, იმ ამბიდან ერთი ათი წუთის მერე
მიაგნოს იმგენს და უკან წამოაბრძანოს...
- ...მაინც გვიან იქნება უკვე და საქმეს აღარაფერი ეშველება, - ვთქვი მე.
- დიახ, - თქვა რეტლიფმა. - ბიძაშენმაც კი იცის ეს ამბავი. მისნაირი კეთილშობილი
და დახვეწილი აზრების კაცსაც მართებს იცოდეს, რომ ფლემს ხელი მოეცარება თუ
არა, მისის სნოუპსი მაშინვე მიატოვებს. ჰოდა, მაშინ ფლემი იმ ქალის მემკვიდრეობის
ნაწილს კი არ უნდა დაემშვიდობოს მხოლოდ, არამედ გამგეობის არჩევნებზე ის ხმებიც
უნდა დაკარგოს, ბიძია ბილს თავისი აქციების წყალობით რომ აქვს მოპოვებული. ასე
რომ, ფლემმა ახლავე, დაუყოვნებლად უნდა გადადგას ნაბიჯი, ბანკის პრეზიდენტი
უნდაშეიქნას, მარტო იმიტომ კი არა, უორნერის ქონება რომ მოიგდოს ხელში. ამის
გაკეთება ნაწილობრივ მაშინ შეიძლება, იმ ბანკის პრეზიდენტი თუ გახდა, რომელშიც
აქვს თავისი ფული შენახული ბიძია ბილს. ეს ამბავი მანამდე უნდა მოახდინოს,
ვიდრე არ უცნობებიათ - ლინდა გათხოვდაო: ასე თუ არ ქნა, იმ ხმებს დაკარგავს,
ბიძია ბილს თავისი აქციების წყალობით რომ აქვს მოპოვებული.
17. გევინ სტივენსი
ბოლოს და ბოლოს, ისიც შევიტყვეთ, სხვა ბანკს რატომ მიაბარა იმ კაცმა თავისი
ფული. სატყუარას მოწყობასავით იყო ეს ამბავი. არა, საქმე ის კი არ ყოფილა, ფული
სხვა ბანკში რომ შეიტანა, ჯეფერსონის ძველ ბანკში; იმას ის სურდა, ქალაქ
ჯეფერსონის და იოკნაპატოფას ოლქის მოსახლეებს შეეტყოთ - თავისი ფული იმ
ბანკიდან გამოიტანა, სადაც თვითონ ვიცე-პრეზიდენტია, და სხვა ბანკში შეინახაო.
ოღონდ ეს მერე იყო. მანამდე კიდევ მხოლოდ ის უნდოდა, ფული გადაერჩინა
როგორმე, რადგან მაშინ საამისოდ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა. ერთობ ცოტა ხანი
იყო გასული მას აქეთ, რაც ბანკებთან საქმის დაჭერა უხდებოდა, ჰოდა, აზრადაც არ
მოსდიოდა, რომ ბანკის საქმეს მორალი ახლავს თან, შეუვალი ეთიკა; უამისოდ ერთი
რომელიმე ბანკი კი არა, საერთოდაც ვერ იარსებებდა ბანკები, როგორც ინსტიტუტი და
საზოგადოებრივ ურთიერთობათა ფორმა.
ჰოდა, ბანკი ელისაბედის დროინდელი ტავერნისმაგვარ რაღაცად წარმოედგინა იმ კაცს,
ანდა ამერიკის უდაბნოთა დასახლების ეპოქის საზღვრისპირა სასტუმროდ: საღამო ხანს
ჩამოხტები იქ, რათა უდაბნოში არ მოგიწიოს ღამის გათევამ; საჭმელ-სასმელს და
სადგომს გიშოვიან, ლოგინსაც (ანდა ლოგინისმაგვარ რაღაცას); ჰოდა, დილით
გამოღვიძებულმა თუ აღმოაჩინე, რომ ვიღაცას შენი ჯიბეები გამოუცარიელებია, ან
ცხენი მოუპარავთ შენთვის, ან კიდევ ყელიც გამოუღადრავთ, საკუთარი თავის მეტს
ვერავის დააბრალებ ამ ამბავს, იმიტომ, რომ კაციშვილი არ მოგძალებია მაინცდამაინც ამ გზით იმგზავრე და ღამის გასათევადაც აქ ჩამოხტიო. ასე რომ, იმას
რა მიხვდა, სწორედ იმ გარემოებათა წყალობით, მე რომ ვიცე-პრეზიდენტად ვიქეცი,
ბანკი ისეთმა რეგვენმა გაძარცვა, ვერც გამბედაობით და ვერც მარიფათით რომ ვერ
დაიკვეხნისო (ამდენად კი იცნობდა თავის სახლიკაცს, ბაირონს), მაშინ ისიც
გადაწყვიტა, შემთხვევა მიეცემოდა თუ არა, ფული გამოეტანა იმ ბანკიდან; მოკლედ
რომ ვთქვათ, იმ მგზავრივით ლოგიკურად მოიქცა, რომელიც ცხენს უნაგირს ხდიდა
სასტუმროს ეზოში და უცებ დაინახა, როგორ გადმოისროლეს ზედა სართულის
ფანჯრიდან ყელგამოღადრული შიშველი გვამი, ჰოდა, დრო აღარ დაუკარგავს, ცხენი
ხელახლა შეკაზმა, მოახტა და სხვა სასტუმროს საძებრად გააჭენა, ანდა სულაც
გადაწყვიტა - ღამეს ტყეში გავათევ, კაცმა რომ თქვას, ინდიელები, დათვები და
ყაჩაღები ამაზე უარესს რას დამმართებენო.
იმის მეტი არაფერი უნდოდა, ფული გადაერჩინა როგორმე, იმდაგვარი რუდუნებით,
იმნაირი მძიმე შრომით ნაშოვნი ფული; ყველაფერს სწირავდა იმ ფულის შოვნას იმ
დღიდან, რაც მამამისი რომელიღაც მიღრინკული ფერმიდან გადმობარგდა და ბილ
უორნერისგან სხვა მიღრინკული ფერმა აიღო იჯარით ფრანგისხევში, ისეთი ფერმა,
მისნაირი გაღლეტილის მეტი რომ არავინ აიღებდა, რადგან იმის იმედად ყოფნა
არაფრის დიდებით არ შეიძლებოდა - ამ ფერმით როგორც იქნება, თავს გავიტანო;
სწორედ მაშინ მიხვდა, პირველად, თვითონაც რომ არაფერი ებადა და არც არაფერი
ექნებოდა იმის მეტი, ვიდრე თვითონვე წაგლეჯდა დროის სრბოლას და ბედისწერას,
და რომ საამისოდ ფულის გარდა სხვა რამე იარაღი არასოდეს ექნებოდა.
დიახ, თავისი დღე და მოსწრება მსხვერპლად ჰქონდა შეწირული ყოველივე - თავისი
უფლებებიც, სურვილებიც, იმედებიც, ურომლისოდაც კაცს არ ეცხოვრება ამქვეყნად.
თავად ვერასოდეს შეიყვარებდა, ვერც შეძლებდა შეყვარებას, იცოდა ეს ამბავი;
ბუნებით არ ეწერა თავისი არცოდნა და მასში დაფარული უმანკოება იმის არცოდნისა
და უმანკოებისთვის შეერწყა, ვინც მისი პირველი სიყვარული იქნებოდა. ხომ მამაკაცი
იყო და მისი შეუვალი უფლება და იმედი უნდა ყოფილიყო ეს ამბავი. ოღონდ,
ნაცვლად ამისა, ბედმა ის არგუნა, სხვისი შვილის მამად ქცეულიყო, ცოლიც იმნაირი
შეხვედროდა, მხურვალე მადლობაც რომ არ მიეგო მისთვის, მხურვალე ვნების რომ
აღარაფერი ვთქვათ, რამეთუ ამგვარი ვნება სამისო საქმე არ გახლდათ. ცოლმა
მზითევით მიუზღო სანაცვლო.
ერთობ ილაჯის გამწყვეტ შრომას ეწეოდა მისი დღე და მოსწრება იმ ფულის
გულისთვის და ისიც იცოდა, რომ სულის ამოხდომამდე ვერასოდეს წამითაც ვერ
მოადუნებდა სიფხიზლეს; თანაც ამნაირად ცხოვრება საიმისოდაც კი არ მართებდა, რომ
ის ფული გაებევრებინა; არა, უკვე მოქუჩებულის, დაგროვებულის შენარჩუნება
ავალებდა ამას. ფულის ნამცეც-ნამცეც, მისხალ-მისხალ შემგროვებელი მაშინვე მიხვდა,
რომ სხვაგვარად იმ ფულს თავს ვერასოდეს მოუყრიდა, თუ მუდამდღე ჭიანჭველასავით
არ გაირჯებოდა თავდაუზოგავად, რადგან (ამის შემცნობმა პირველად განიცადა
თავმოდრეკილება) ახლა იმასაც მიხვდა, რომ უბირ კაცად დარჩენილი სხვებს ვერ
აჯობებდა, იმ განსწავლულ ხალხს თავს ვერ დაუვლიდა, რომელთა მოღორება, ჭკუაში
მოტყუება
და
გაყვლეფა
მართებდა
ამას.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ქალაქი - 19
  • Parts
  • ქალაქი - 01
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 1948
    28.4 of words are in the 2000 most common words
    39.5 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 02
    Total number of words is 3992
    Total number of unique words is 1824
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 03
    Total number of words is 3892
    Total number of unique words is 2027
    28.8 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 04
    Total number of words is 4126
    Total number of unique words is 1771
    33.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 05
    Total number of words is 3979
    Total number of unique words is 1874
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 06
    Total number of words is 3952
    Total number of unique words is 1875
    31.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 07
    Total number of words is 3971
    Total number of unique words is 1883
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 08
    Total number of words is 3954
    Total number of unique words is 1822
    30.2 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 09
    Total number of words is 3924
    Total number of unique words is 1905
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 10
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 1912
    29.8 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 11
    Total number of words is 3974
    Total number of unique words is 1897
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 12
    Total number of words is 4111
    Total number of unique words is 1678
    32.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 13
    Total number of words is 4103
    Total number of unique words is 1775
    34.3 of words are in the 2000 most common words
    46.5 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 14
    Total number of words is 3967
    Total number of unique words is 1939
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.4 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 15
    Total number of words is 3895
    Total number of unique words is 1868
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    50.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 16
    Total number of words is 3993
    Total number of unique words is 1860
    33.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 17
    Total number of words is 4054
    Total number of unique words is 1839
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 18
    Total number of words is 4154
    Total number of unique words is 1727
    33.2 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 19
    Total number of words is 3843
    Total number of unique words is 1854
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.2 of words are in the 5000 most common words
    46.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 20
    Total number of words is 3871
    Total number of unique words is 1877
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.9 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 21
    Total number of words is 4048
    Total number of unique words is 1843
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.9 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 22
    Total number of words is 4060
    Total number of unique words is 1866
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.4 of words are in the 5000 most common words
    50.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 23
    Total number of words is 3959
    Total number of unique words is 1758
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 24
    Total number of words is 4043
    Total number of unique words is 1842
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 25
    Total number of words is 3466
    Total number of unique words is 1703
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.