Latin
Total number of words is 3825
Total number of unique words is 1948
28.4 of words are in the 2000 most common words
39.5 of words are in the 5000 most common words
45.3 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
უილიამ ფოლკნერი
„ქალაქი“
1.ჩარლზ მალისონი
მე მაშინ დაბადებულიც არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი ბიძაშვილი გაუნი კი იყო იმხელა,
უკვე შეეძლო, ყოველივესთვის თვალი მიედევნებინა, დაემახსოვრებინა და მერე, როცა
წამოვიჩიტე და მოსაზრების უნარი გამიჩნდა, ჩემთვისაც ეამბა. კაცმა რომ თქვას,
მარტო გაუნი კი არა, გევინ ბიძიაც იყო იმხელა ან, უფრო სწორად, მარტო გევინ
ბიძია კი არა - გაუნიც. ცამეტი წლის გახლდათ გაუნი. პაპამისი ბაბუაჩემის ძმა იყო.
ოღონდ ჩვენი ჯერი რომ მოდგა, აღარც ვიცოდით, რად მოვუდიოდით ერთიმეორეს.
ამიტომ გაუნი ბაბუაჩემის გარდა, ყველას ბიძაშვილებად გვიხსენიებდა და ჩვენც
ყველანი, ბაბუაჩემის გარდა, ბიძაშვილს ვეძახდით, ეს იყო და ეს.
მისიანები ვაშინგტონში სახლობდნენ, გაუნის მამა სახელმწიფო დეპარტამენტში
მსახურობდა თურმე. მერე უცებ სახელმწიფო დეპარტამენტს მამამისი ჩინეთში
გაუმწესებია, ჩინეთში თუ ინდოეთში, თუ სხვაგან სადღაც დასაკარგავში, ორი წლით
გაუგზავნია, დედამისიც იმას გაჰყოლია, ჰოდა, გაუნი ჩვენთან დაუტოვებიათ - მანდ
იყოს და ჯეფერსონის სკოლაში ისწავლოს, სანამ დავბრუნდებოდეთო. იმხანად,
„ჩვენთან“ - ბაბუას, დედას, მამაჩემსა და გევინ ბიძიას ნიშნავდა. იმასაც
მოგიყვებით, რა იცოდა გაუნმა ამ ამბისა მანამდე, ვიდრე მე დავიბადებოდი და
იმხელა შევიქნებოდი, რომ მეც მცოდნოდა. ჰოდა, ჩვენ-მეთქი, როცა ვამბობ, ან ჩვენ ვფიქრობდით, ჩვენ გვეგონა-მეთქი, - მაშინ ჯეფერსონს ვგულისხმობ და კიდევ
იმას, რასაც ჯეფერსონში ფიქრობდნენ.
ჯერ ის გვეგონა, წყალსატუმბის ავზი ფლემ სნოუპსის ძეგლი არისო მხოლოდ. მაშინ
არაფერი გაგვეგებოდა. მერეღა მივხვდით - მისისიპის შტატის ქალაქ ჯეფერსონში
წამომართული ავზი ძეგლი კი არა, ნაფეხური ყოფილა.
ერთ ზაფხულს ფლემმა ჯორებშებმული ფურგონი შემოიყვანა ჯეფერსონში სამხრეთაღმოსავლეთის გზაზე. ფურგონში ცოლი ესვა და ბავშვი, ოჯახის ქონებაც ზედ ეწყო.
ჰოდა, მეორე დღესვე დახლში ჩადგა ვ. კ. რეტლიფის კუთვნილ პატარა რესტორანში.
უკეთ რომ ვთქვათ, რეტლიფი და კიდევ ერთი კაცი წილში იყვნენ შემდგარნი და ისე
ფლობდნენ ამ რესტორანს. რადგან რეტლიფი, საკერავი მანქანების გამსაღებელი
აგენტი, ერთთავად გზაზე იყო გამდგარი თავისი ფურგონით (მაშინ პირველი
გამოშვების „ფორდი“ ჯერ არ ჰქონია ნაყიდი), შიგ საკერავი მანქანის ნიმუში რომ
ედგა, ანდა, უფრო სწორად, ჩვენ გვეგონა ასე - რეტლიფი კიდევ არისო იმ
რესტორნის მოწილე, ვიდრე გაზინთულწინსაფრიანი კაცი არ დავინახეთ დახლთან,
ჩასკვნილი, სიტყვაძუნწი კაცი, ბანტად შეკრული ერთი ბეწო ჰალსტუხი რომ ეკეთა,
ამღვრეული თვალები ჰქონდა და პატარა ცხვირი, კაუჭა, ქორის ნისკარტის მინაგვანი.
ერთი კვირაც რომ გამოხდა, სნოუპსმა რესტორნის უკან ტილოს კარავი ჩადგა და შიგ
დაესახლა ოჯახითურთ. მაშინ იყო, რეტლიფმა გევინ ბიძიას რომ უთხრა:
- აცალეთ ოღონდ და გროვერ კლივლენდსაც (გროვერ კლივლენდ უინბუში მისი
კომპანიონი იყო) გააქრობს იმ რესტორნიდან.
ეს პირველი ზაფხული გახლდათ. „სნოუპსების პირველი ზაფხული“, როგორც გევინ
ბიძიამ შეარქვა. თვითონ ბიძია მაშინ ჰარვარდში იყო, სწავლობდა, ხელოვნების
მაგისტრობა უნდა მიეღო. ამის შემდეგ იურისპრუდენციის ფაკულტეტზე აპირებდა
შესვლას - აქაურ, მისისიპის შტატის უნივერსიტეტში, რათა დაემთავრებინა და
მამამისს თანაშემწედ დასდგომოდა. თუმცა უამისოდაც ყოველი არდადეგების დროს
ეხმარებოდა მამამისს, ქალაქის პროკურორს. მისის სნოუპსი მაშინ თვალითაც არ ენახა
ჯერ, რაღა თქმა უნდა, არც იცოდა, რომ გერმანიაში გაემგზავრებოდა, ჰაიდელბერგის
უნივერსიტეტში სასწავლებლად; ის კი არა, იმასაც ვერ ხვდებოდა - გულით
მომინდებაო ჰაიდელბერგს გამგზავრება: ისე ამბობდა ხოლმე - ოდესმე იქ წასვლაზე
უარს არ ვიტყოდიო. მისი შეხედულებით, ეს იყო ჩინებული აზრი, საამო საფიქრალი
და მარჯვე დროს საუბარში ჩასართველიც.
გევინ ბიძია და რეტლიფი ხშირად მასლაათობდნენ. ეს იმიტომ, რომ, თუმცა
რეტლიფს სკოლაც არ ჰქონდა ხეირიანად დამთავრებული და ერთთავად გზაზე იყო
გამდგარი, საკერავ მანქანებს ყიდდა (ან ყიდდა, ან ცვლიდა, ან კიდევ, თავის მხრივ
ყიდულობდა რამეს), მასაც და გევინ ბიძიასაც ადამიანები აინტერესებდნენ, გევინ
ბიძიას თქმის არ იყოს, რადგან, ჩემთვის რომ გეკითხათ, უმთავრესად ის
აინტერესებდათ, თავიანთი ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინათ როგორმე. უკეთ
რომ ვთქვათ, აქამდე იყო ამგვარად საქმე. რადგან უბრალო ცნობისმოყვარეობა აღარ
ეთქმოდა ამ ამბავს. ახლა შიშმა შეიპყრო ორივენი.
სწორედ რეტლიფისგან შევიტყეთ პირველად სნოუპსის ამბავი. ან, უფრო სწორად,
სნოუპსების. თუმცა არა, მართალს არ ვამბობ: 1864 წელს პოლკოვნიკ სარტორისის
ცხენოსანთა ესკადრონშიც ირიცხებოდა თურმე ერთი სნოუპსი, იმ ესკადრონში,
იანკების მეწინავე ხაზებზე თავდასხმა და მათთვის ცხენების წაგვრა რომ ევალებოდა.
მაგრამ ერთ დღეს ის სნოუპსი კონფედერატებმა შეიპყრეს, რადგან მათი ცხენების
წასხმაც დაუპირებია, და, ამბობენ, ჩამოახრჩვესო. ოღონდ არც ეს უნდა იყოს
სიმართლე, რადგან(როგორც რეტლიფმა გევინ ბიძიას უთხრა) ამ ათიოდე წლის წინ
ფლემი და ვიღაცბერიკაცი, ეტყობა - მამამისი, ჩვენს მხარეში გამოჩენილან საიდანღაც
და, პატარა ფერმა აუღიათ იჯარით ბილ უორნერისგან, რომლის ხელშიც იყო ლამის
მთელი ოლქი, და ჯეფერსონიდან, ასე, ოც მილზე მდებარე პატარა სოფელი
ფრანგისხევი. ის ფერმა იმდენად ერთი ციცქნა და მიღრინკული ყოფილა, იქაური
მიწაც ისე მოყანებულიყო თურმე, მხოლოდ წყალწაღებული ფერმერების მეტი არავინ
იღებდა იჯარით და წელიწადზე მეტხანს ვერც ისინი ძლებდნენო. მაგრამ ებსა და
ფლემს მაინც აუღიათ იჯარით ის ნაკვეთი და, ეტყობა (როგორც რეტლიფმა თქვა),
ებს თუ ფლემს, თუ ორივეს ერთად, უპოვია ის...
- რა უპოვიაო? - გევინ ბიძიამ იკითხა.
- მეც არ ვიცი ხეირიანად, - მიუგო რეტლიფმა. - ის, რაც ბიძია ბილმა და ჯოდიმ,
მათი ფიქრით, საიმედოდ ჩაფლეს მიწაში, რადგან იმავე ზამთარს ფლემი ბიძია ბილის
დუქანში დადგა ნოქრად. ჰოდა, იქ ნაპოვნი, ეტყობა, კარგად გამოადგათ, ანდა იქნებ
აღარც არაფრის მაქნისი იყო ის ნაპოვნი; იქნებ ფლემმა ახლა ისეთ რაღაცას მიაკვლია,
რაც, უორნერების ფიქრით, დუქანშივე, დახლის ქვეშ იყო საიმედოდ დამალული.
იმიტომ, რომ ერთ წელიწადში ები ფრანგისხევს გადაბარგდა თავის ვაჟიშვილთან,
ამასობაში კიდევ საიდანღაც ახალი სნოუპსი გაჩნდა და იჯარით აღებულ ფერმაში
დაესახლა; ორმა წელიწადმაც რომ ჩაიარა, ერთი სნოუპსიც გამოჩნდა და სამჭედლო
აიღო იჯარით. ჰოდა, იმდენივე შეიქნენ სნოუპსები ფრანგისხევში, რამდენიც
უორნერები იყვნენ; ხუთი წელი რომ გავიდა, სწორედ იმ წელიწადს, ფლემი
ჯეფერსონში რომ გადმოსახლდა, უორნერებზე მეტიც შეიქნენ სნოუპსები, რაკი ერთი
უორნერთაგანი სნოუპსს გაჰყვა ცოლად და კიდევ ერთ თოთო სნოუპსუკას აწოვებდა
ძუძუს.
ეტყობა, ფლემს ახლა უკვე ბიძია ბილის სახლში ეპოვა რაღაც. მისი ერთადერთი
ქალიშვილი ეპოვა, უორნერის შვილთაგან უმცროსი, უბრალო სოფლელი ლამაზმანი კი
არა, მთელი ოლქის პირველი მზეთუნახავი. და ეს ამბავი ბილ უორნერის მიწისა და
ფულის გამო კი არ გაუკეთებია მხოლოდ. იმიტომ, რომ მეც მინახავს ის ქალი და
ვიცი, როგორი ქალიც იყო, თუმცა იმხანად ასაკში შესული ეთქმოდა უკვე, ქმარიც
ჰყავდა და ჩემზე უფროსი გოგოც. მე კიდევ, ჯერ თერთმეტის ვიყავი მხოლოდ, მერე
- თორმეტის და ბოლოს ცამეტი წლისაც („კი, როგორ არა, - თქვა გევინ ბიძიამ. თორმეტი წლისასაც საბრიყვედ ჩამოგერთმევა იმის წარმოდგენა - მე პირველად
დავკარგე ჭკუა ქალისთვისო“). მოსული, ტანადი, როგორც იტყვიან, იუნონას სადარი
არ ყოფილა ის ქალი. ისე იყო ძნელი დასაჯერებელი, რომ დედაკაცის ერთ ცოცხალ
სხეულს შეეძლო ეტვირთა და დაეუნჯებინა ეს ყოველივე: ერთობ ჭარბი სითეთრე,
ერთობ ჭარბი ქალურობა, იქნებ ერთობ ჭარბი ელვარება, აღარც ვიცი, რა დავარქვა;
ეს იყო მხოლოდ, შეხედავდი იმ ქალს და უმალ მადლიერების გრძნობა დაგეუფლებოდა
იმის გამო, მამაკაცად რომ იყავი გაჩენილი და ამქვეყნად ცხოვრობდი, მასთან ერთად
არსებობდი დროსა და სივრცეში, ხოლო მომდევნო წამს (უკვე სამუდამოდ) რაღაცნაირი
განწირულებაც მოგიცავდა, რადგან იცოდი, რომ ერთი მამაკაცი ვერასოდეს იკმარებდა
საიმისოდ, რათა მისი ღირსი შექნილიყო, მისი თავი მოეპოვებინა და დაენარჩუნებინა.
და საუკუნო იყო შენი გულის ჯავრი, რადგან ამიერიდან სხვა ვინმეზე ფიქრიც აღარ
გაგივლიდა გულში.
აი, რა იპოვა ამჯერად ფლემმა. ერთ მშვენიერ დღეს, როგორც რეტლიფმა გვიამბო,
ფრანგისხევში შეიტყვეს, რომ ფლემ სნოუპსი და იულა უორნერი მეზობელ ოლქში
გამგზავრებულიყვნენ, გადასახადი შეეტანათ და დაქორწინებულიყვნენ; და იმავე დღეს,
ისევ რეტლიფის სიტყვით რომ ვთქვათ, ისიც შეეტყოთ ფრანგისხევში, რომ იულასთვის
გულდამწვარ
სამ
ჭაბუკსაც
გუდა-ნაბადი
აეკრა
წინაღამით,
ვითომ
ტეხასში
გახიზნულიყვნენ თუ სადღაც სხვაგან, დასავლეთით, ისე შორს, რომ ბიძია ბილი და
ჯოდი უორნერი, ძალიანაც რომ მოენდომებინათ, ვერაფრის დიდებით ვეღარ
მოიძევდნენ. ერთი თვე რომ გამოხდა, ფლემი და იულაც ტეხასს გამგზავრებულან
(როგორც გევინ ბიძიამ თქვა, იმ მხარეში, დამნაშავეთა, გაკოტრებულთა ან უბრალოდ,
ოპტიმისტთა თავშესაფარი რომაა), მეორე ზაფხულს ჩამობრუნებულან და ქალიშვილიც
ჩამოჰყოლიათ, სამთვიან პირობაზე ცოტათი მოზრდილი გოგო...
- ჰოდა, იმ ცხენების ამბავი კიდევ, - დასძინა გევინ ბიძიამ. ეს ამბავი კი ვიცოდით,
ფლემ სნოუპსს პირველს არ ჩამოურეკავს ცხენები ჩვენს მხარეში. თითქმის ყოველ
წელიწადს დასავლეთიდან, პრერიებიდან ვინმე მოდენიდა გასაყიდად ველურ,
გაუხედნავ ცხენთა რემას. ამჯერად ცხენები ვიღაც ტეხასელს მოუსხამს და სნოუპსიც
სწორედ იმ დღეს ჩამობრუნებულა ცოლითურთ. ოღონდ ის ცხენები ნამეტანი ველურები
ყოფილან და საქმე იმით დამთავრებულა, რომ ჩითივით ჭრელ-ჭრელი გაუხედნავი
მხეცები არამცთუ მთელ ფრანგისხევში, არამედ ჩვენი ოლქის მთელ აღმოსავლეთ
ნაწილში მიმოფანტულან. და ის მაინც ვერავის დაუმტკიცებია, რომ ფლემის იყო ის
ცხენები. - არა, არა, - თქვა გევინ ბიძიამ. - თქვენ ხომ ისე არ გაძურწულხართ,
როგორც იმ სამმა მოუსვა ბიძია უორნერის თოფის გახსენებისთანავე. ის არ მითხრათ
ახლა - ფლემ სნოუპსმა რესტორნის ჩემი ნახევარი ერთ იმ ცხენში გამიცვალაო,
სულერთია, არ დაგიჯერებთ. მაინც რაში გაგიცვალათ?
სუფთა ხალათით მოსილი, სანდომიანი, შავგვრემანი, წმინდად წვერგაპარსული
რეტლიფი მის წინაშე იჯდა და თავის გონიერ, გამჭრიახ თვალებს, გევინ ბიძიას
მზერას არიდებდა.
- იმ ძველ სახლში, - თქვა მან. გევინ ბიძიას ხმა არ გაუღია. - მოხუცი ფრანგის
კარ-მიდამოში. - გევინ ბიძიას ხმა არ გაუღია. - ერთი სიტყვით, ფული რომ არის
ჩამარხული. - აქ კი მიხვდა გევინ ბიძია: რადგან მთელ მისისიპის შტატში და,
საერთოდ, მთელ სამხრეთში არც ერთი პლანტატორის ძველი, ომამდელი სახლ-კარი არ
არის ისეთი, იანკებისგან გადასარჩენად ბაღში ჩაფლული ფულისა და ვერცხლის
ჭურჭლეულის
ლეგენდა
რომ
არ
უკავშირდებოდეს,
ამჯერად
იგულისხმებოდა
დანგრეული სახლი, უორნერს რომ ეკუთვნოდა, ძველად კი იმ პატარა სოფლის
მფლობელის სამკვიდრო იყო და სწორედ აქედან წარმოდგა სახელწოდება ფრანგისხევი. ისე, ყველაფერში ჰენრი არმსტიდი ყოფილა დამნაშავე, იმას მოსვლია
აზრად, სნოუპსს გასწორებოდა იმ ცხენის გამო, ტეხასელისგან რომ იყიდა, და მერე
თვითონვე მოიტეხა ფეხი ცხენის დევნისას. - თუმცა არა, - თქვა რეტლიფმა, - მეც
დამნაშავე ვარ, სხვებიც, ყველანი ვართ დამნაშავე. არც ისე ადვილი იყო იმის
გამოცნობა, რად უნდოდა ფლემს ყველას თვალში გამოჩხირული ის ძველი კარმიდამო. იმას არ ვამბობ, ყიდვით რატომ იყიდა-მეთქი. მუქთად მიცემული რატომ
აიღო-მეთქი, იმას მოგახსენებთ. ჰენრი რომ კვალში ჩაუდგა ფლემს, თვალთვალი რომ
დაუწყო და ბოლოს ძველ ბაღში მიწის თხრისას შეისწრო, მერე აღარ გასჭირვებია ჩემი
დაყოლიება - ხვალღამ წამომყევი და შენი თვალით ნახე, მიწას რომ თხრისო.
- ჰოდა, ფლემი თხრას რომ შეეშვა და იქაურობას გაეცალა, თქვენ და ჰენრი
ბუჩქებიდან გამოძვერით და თქვენც თხრას შეუდექით, - უთხრა გევინ ბიძიამ. ჰოდა, იპოვეთ. განძის ნაწილს კი მიაკვლიეთ. ოღონდ მეტი არც ყოფილა საჭირო.
სწორედ იმდენი მოიძიეთ, რომ მეორე დილასვე ფლემთან გავარდნილიყავით და
რესტორნის თქვენი ნახევარი ფრანგის კარ-მიდამოს ნახევარში გაგეცვალათ. მერე თუ
თხარეთ კიდევ დიდხანს თქვენ და ჰენრიმ?
- მე მეორე ღამესვე შევეშვი, - მიუგო რეტლიფმა, - როგორც კი საქმე ავწონ-დავწონე
და ის ფულიც უფრო გულდაგულ გავსინჯე.
- ასე და ამრიგად, - თქვა გევინ ბიძიამ. - ფული გავსინჯეო.
- ვერცხლის დოლარები მოვთხარეთ ჰენრიმ და მე. ძველებიც იყო იმათში. ჰენრის
წილში მგონი, ოცდაათი წლის წინ მოჭრილიც აღმოჩნდა ერთი.
- გასაგებია. ერთი სიტყვით, ოქრო გაურევია ქვიშაში სატყუარად, ოქროს მაძიებლებმა
რომ იციან, ისე, - თქვა გევინ ბიძიამ. - ქვეყნის უხნესი ხრიკია და მაინც
წამოგებულხართ იმ ანკესზე. ჰენრი არმსტიდი კი არა, თქვენ.
- კი, - რეტლიფმა თქვა. - ეგეც იმ ხნისაა თითქმის, როგორისაც ის მანდილი, იულა
უორნერს რომ გადასძვრა მაშინ. და იმავე ხნისაა თითქმის, როგორისაც ბიძია ბილის
საფანტიანი თოფი. - ეს თქვა და მეტი აღარაფერი უთქვამს. ოღონდ ერთი წლის
შემდეგ გევინ ბიძია ქუჩაში შეაჩერა და უთხრა:
- თუკი სასამართლო წინააღმდეგი არ იქნება, ერთ შესწორებას შევიტანდი, იურისტო.
„მაშინ“ მინდოდა, ასე შემეცვალა - „ჯერაც“-მეთქი.
- „მაშინ“ შეგეცვალათ და „ჯერაცო“ გეთქვათ?
- შარშან მოგახსენეთ: ის მანდილი, მისის ფლემ სნოუპსს რომ გადასძვრა-მეთქი მაშინ
თავიდან; ახლა „გადასძვრას“ მაგივრად ვიტყოდი - ჯერაც რომ გადამძვრალი აქვსმეთქი თავიდან. ისე, ერთ კაცს კი ვიცნობ, ვინც ახლაც არ იტყოდა უარს, იმ
მანდილისთვის ეპატრონა.
ამასობაში სნოუპსმა არამცთუ კომპანიონი გამოაბუნძულა რესტორნიდან ხუთ-ექვს
თვეში, არამედ თვითონაც მოშორდა იქაურობას, ჰოდა, ჭუჭყიან დახლთან და ტილოს
კარავშიც მისი ადგილი დაიჭირა სხვა სნოუპსმა, პირველის წინ წაწევით გაჩენილი
სიცარიელის მიერ შეწოვილმა ფრანგისხევიდან. ესეც იმნაირადვე მოევლინა ჯეფერსონს,
რანაირადაც, რეტლიფის ნათქვამისამებრ, მთელი ფრანგისხევი გაევსოთ იმათ უწყვეტ
ნაკადად: ყოველი ფრანგისხეველი სნოუპსი თითო საფეხურით მაღლა იწევდა და
სივრცეს ათავისუფლებდა მომდევნო სნოუპსისთვის, რომელიც, კაცმა არ იცის, საიდან
გამოტყვრებოდა და მის ადგილს იკავებდა. უეჭველია, ახლაც მორიგი სნოუპსი იქ იყო
უკვე, თუმცა რეტლიფს ჯერ არ ეცალა საიმისოდ, რათა ფრანგისხევში ასულიყო და
გული დაეჯერებინა.
ახლა ფლემსა და მის მეუღლეს ქალაქის განაპირას პატარა სახლი ჰქონდათ ნაქირავები
და
ფლემი
საქალაქო
ელექტროსადგურის
ზედამხედველი
შექნილიყო.
ეს
ელექტროსადგური
წყალსატუმბს
ამუშავებდა
და
დენს
აწვდიდა
ქალაქს.
თავდაპირველად ყველანი სახტად დავრჩით; იმის გამო კი არ შევცბუნებულვართ,
ადგილი რომ მიიღო ფლემმა, მაშინ აქამდე ჯერაც არ ვიყავით მისულნი; იმან
გაგვაშტერა, მანამდე ეჭვადაც არ ვიცოდით, ამგვარი ადგილი თუ არსებობდა, ამნაირი
თანამდებობაც
თუ
იყო
ჯეფერსონში
ელექტროსადგურის
ზედამხედველის
თანამდებობა, რადგან ელექტროსადგურს - იმ ქვაბებსა და მანქანებს, წყალსადენის
ტუმბოს და გენერატორს რომ ამოქმედებდა, უამისოდაც ართმევდა თავს ხეტყის
სახერხის ძველი მოტორისტი, გვარად ჰარჯერი: გენერატორსა და ქალაქის ქსელზე
კიდევ მაშინ თვალი ეჭირა ელექტროტექნიკოსს, რომელსაც ქალაქი კონტრაქტის
მიხედვით უხდიდა ფულს. ერთი სიტყვით, რაც ჯეფერსონში წყალსადენი და
ელექტროენერგია გაჩნდა, იმ დღიდანვე დიდებულად იყო აწყობილი საქმე. და უცებ
ელექტროსადგურს ზედამხედველი არ დასჭირდა მოულოდნელად?! და, ამავე დროს,
ასევე მოულოდნელად, ზედამხედველი შეიქნა ვიღაც გადამთიელი, ჩვენს ქალაქში ორი
წლის ნაცხოვრებიც რომ არ იყო და (როგორც ჩვენ გვეგონა) ელექტრონათურაც მის
დღეში რომ არ ენახა ორი წლის წინანდელ იმ საღამომდე, აქ რომ შემოდგა პირველად
ფეხი.
ეს იყო, ამან გაგვაოცა, თორემ ფლემ სნოუპსი რომ აღმოჩნდა ისგადამთიელი, არ
გაგვკვირვებია მაინცდამაინც. რადგან საიმდროოდ უკვე ყველას გვყავდა ნანახი მისის
სნოუპსი. თუმცა ნახვით იშვიათად ვნახულობდით, რესტორნის დახლთან თუ
ვკიდებდით ხოლმე თვალს, ისეთივე გაზინთულწინსაფრიანი, კატლეტებს, შაშხიან
ერბოკვერცხს თუ მაგარ-მაგარ ბიფშტექსებს რომ წვავდა ბინძურ ნავთქურაზე, ან კიდევ
კვირაში ერთხელ შევეყრებოდით მოედანზე მარტოდ მავალს ნიადაგ; გეგონებოდათ,
გეზი არსაით ჰქონდა აღებული, ისე მიდიოდა, ისე იძვროდა ზნეკეთილობის,
თავდაოკების, მარტოსულობის შარავანდედმოსილი, - ათჯერ უფრო თავდაუოკებელი
და ასჯერაც უფრო ამაღელვებელი, ვიდრე იმნაირ საბანაო კოსტიუმში გამოწყობილი
რომელიმე ქალიშვილი, ოციანი წლების დამდეგს რომ დაიწყეს ტარება; თითქოს შენს
შეხედვამდე სულ რაღაც ერთი წამის წინ სამოსი წამოსწეოდა და მობობოქრე
ქარბორბალასავით შემობლარდნოდა, ოღონდ - წამიერად მხოლოდ. კვალდაკვალ თუ
გაჰყვებოდი, თვალის დახამხამებაშივე განიძარცვებოდა იმ სამოსისგან, რადგან ისე
მიდიოდა, თითქოს ვარსკვლავი ყოფილიყოს, ცად მორონინე და დაძენძილი ქუფრი
ღრუბლებიდან გამომზირალი.
ჰოდა, ჩვენს მერს, მაიორ დე სპეინს დიდი ხანი იყო ვიცნობდით. მისისიპის შტატის
ჯეფერსონშიც და მთელ სამხრეთშიც იმხანად უამრავი იყო ისეთი ხალხი, გენერლად,
პოლკოვნიკად ან მაიორად რომ იწოდებოდნენ, რადგან მათი მამანი თუ პაპანი
გენერლები,
პოლკოვნიკები,
მაიორები
თუ
უბრალო
რიგითები
ყოფილიყვნენ
კონფედერაციის არმიაში, ან კიდევ საერთო საქმეში თავიანთი წვლილი იმით შეეტანათ,
რომ შტატის გუბერნატორის პოსტზე ემსახურათ თავდადებით. ოღონდ მაიორ დე
სპეინის მამა მართლა იყო კავალერიის მაიორი, თავად დე სპეინმაც ვესტ-პოინტის
სამხედრო აკადემია დაამთავრა, უმცროსი ლეიტენანტის ჩინით კუბაზე გაემგზავრა
საომრად და იქიდან დაჭრილი დაბრუნდა - გრძელი ნაიარევი თმიდან მარცხენა ყურსა
და მთელ ლოყაზე მიუყვებოდა. ამგვარი კვალი ან ხმალს უნდა დაეტოვებინა, ან
კიდევ, ზუმბას, ასე რომ, ჩვენ გულდაჯერებულნი ვიყავით - ვინმე ესპანელმა დაჭრაო
ბრძოლის დროს, ხოლო არჩევნების წინ მისი პოლიტიკური მეტოქეები ამტკიცებდნენ ვიღაც სერჟანტმა ნაჯახი ჩასცხო, როცა ზარს თამაშობდნენო.
რადგან დაბრუნდა და გაიძრო თუ არა იანკების ცისფერი ფორმა, მაშინვე ვიაზრეთ,
რომ ისა და ჯეფერსონი ერთიმეორეს ვერაფრით შეეწყობოდნენ, რომელიმეს უეჭველად
მოუხდებოდა იარაღის დაყრა. ოღონდ დე სპეინს არა, რაღა თქმა უნდა: არც ბრძოლის
ველს დათმობდა და არც იმას იფიქრებდა - როგორმე შევეგუებიო ჯეფერსონს, აქეთ
შეეცდებოდა, ისე მოეღვლეჭა ჯეფერსონი, ქალაქი ცდილიყო მასთან შეგუებას.
ახალგაზრდებს დიდი იმედიც ჰქონდათ - თავისას უეჭველად გაიტანსო.
მანამდე კიდევ ჯეფერსონი ისეთივე იყო, როგორიც ყველა სხვა პატარა ქალაქი
სამხრეთისა: იმ დღიდან, რაც უკანასკნელმა იანკიმ ხელი ჩაიქნია და თავის გზას
გაუყვა, ან კიდევ პირწავარდნილ მისისიპელად გადაიქცა, აქ აღარაფერი მომხდარა
საგულისხმო. როგორც რიგი და წესია, ჩვენც გვყავდა მერი და საბჭო ოლდერმენებისა,
რომლებიც, ახალგაზრდობის შეხედულებით, თავ-თავიანთ ადგილებზე ისხდნენ თუ
ნოეს კიდობნის დროიდანვე არა, იმ დროიდან მაინც, რაც ჩიკასოს ტომის უკანასკნელი
ინდიელი ოკლაჰომას გაამგზავრეს 1820 წელს. ჰოდა, მაშინაც ასეთივე ბერიკაცები
იყვნენ, მეტი არც კი მოსძალებიათ სიბერე; ქალაქის მერი, პატრიარქივით თეთრი და
გრძელწვეროსანი მისტერ ადამსი, ჩემი ბიძაშვილის, გაუნისმაგვარ ყმაწვილკაცებს
უფალი ღმერთის უხნესადაც მიაჩნდათ მგონი, გინდაც, ქვეყნიერებაზე პირველი კაცი
ყოფილიყოს. გევინ ბიძია იმასაც ამბობდა - მარტო თორმეტ-ცამეტი წლის ბიჭები კი
არ არიან ისეთნი, ბოლოში ს-ს რომ აკლებენ მის სახელს და ასე მიმართავენო:
„მისტერ ადამ“. ხოლო ადამსის ჩაგოდრებულ ბებრუცუნას „მის ევა ადამს“
უწოდებდნენ, თუმცაღა ამ ჩაგოდრებულ ევას უკვე დიდი ხანი იყო, აღარავითარი
საფრთხე აღარ ემუქრებოდა, რომ მისი ცდუნების სურვილით აღიძვრებოდა გველი თუ
სხვა ვინმე.
ჩვენ გვაინტერესებდა, რანაირ ნაჯახს იხმარდა ლეიტენანტი დე სპეინი ჯეფერსონის ისე
გამოსაკოპიტებლად, რომ ქალაქი სწორედ მას მორგებოდა. მოძებნა კიდეც ამნაირი
ნაჯახი. ჩვენი ელექტროტექნიკოსი (სწორედ ის, გენერატორებს, დინამო-მანქანებს და
ტრანსფორმატორებს რომ უვლიდა) გენიოსი იყო. ერთხელ, 1904 წელს, თავისი უკანა
ეზოდან ქუჩაში გამოგრიალდა ჩვენ მიერ ოდესმე ნანახთაგან პირველი ავტომობილით,
თავისი ხელით რომ გაეკეთებინა მთლიანად - მოტორითა და მაგნეტოთი დაწყებული
და თვლების მანებით დამთავრებული. გამოგრიალდა და სწორედ იმ დროს გაიჭრა
მოედანზე, როცა პოლკოვნიკი სარტორისი ბედაურებშებმული თავისი ეტლით შინისკენ
მირონინებდა. თუმცა პოლკოვნიკი სარტორისი და მეეტლე არ დაშავებულან და, როცა
ცხენების დაჭერა მოხერხდა, ისინიც საღ-სალამათნი აღმოჩნდნენ, ხოლო ეტლის
შეკეთება ელექტროტექნიკოსმა თვითონვე იკისრა (ამბობენ, პატრონს ისიც კი შესთავაზა
- ბენზინის მოტორს დაგიყენებთო), პოლკოვნიკი სარტორისი მაინც სიტყვით გამოვიდა
ოლდერმენთა საბჭოს მორიგ სხდომაზე, და მათ გამოსცეს ბრძანებულება, რომლის
ძალითაც ჯეფერსონის ქუჩებში იკრძალებოდა ყოველგვარი მოტორიანი მიმოსვლის
საშუალებით მგზავრობა.
დე სპეინმაც ამით ისარგებლა სწორედ. თანაც, არა მარტო დე სპეინმა. მხოლოდ
ჯეფერსონში კი არა, ყველგან ამასვე ელოდებოდა ახალგაზრდობის მთელი აწინდელი
თაობა, რომლის აზრითაც, ესმხრჩოლავი, მოხრიალე, თვითნაკეთი და თვითმოძრავი
დრანდულეტები, მისტერ ბაფალო (ელექტროტექნიკოსი) მოცალეობის ჟამს ყოველგვარი
ხარახურისგან რომ აკოწიწებდა, მოვლენა კი არ იყო მხოლოდ, შეერთებული შტატების
ბედი, მომავალი იყო ნამდვილი. დე სპეინს წინასაარჩევნო კამპანიაც აღარ სჭირდებოდა
მერად გასახდომად - ოღონდ კი თავისი კანდიდატურა წამოეყენებინა. ქალაქის
მრავალნაცადი მამანიც მიხვდნენ ამას, რადგან სწორედ მათ მიმართეს თავგადაკლულ
საშუალებას: გამოიგონეს, გამოჩხრიკეს თუ გაიმეორეს (როგორც გენებოთ) ის
ყბადაღებული ამბავი - კუბაზე ზარის თამაშისა და სერჟანტის ნაჯახის ამბავი. და
მაშინ დე სპეინმა ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე ერთხელ და სამუდამოდ მოუღო
ბოლო ამ ამბავს. კეისარი რომ კეისარი იყო, მეტ ფხას ვერც ის გამოიჩენდა.
დილით მოხდა ეს ამბავი, ფოსტის მოსვლის ხანს. ქალაქის მერი, ადამსი და მისი
უმცროსი ვაჟიშვილი ტერონი, დე სპეინზე ახალგაზრდა და მასზე არცთუ ბევრად
ჯანიანი, ოღონდ ცოტათი მაღალი, ფოსტიდან გამოდიოდნენ და დე სპეინს
გადააწყდნენ. უფრო სწორად, დე სპეინი თავისთვის იდგა მოსეირეთა გროვით
გარშემორტყმული და ის იყო, თითით მოისინჯა ნაიარევი, რომ ადამსსაც შეასწრო
თვალი.
- დილა მშვიდობისა, ბატონო ჩემო, - უთხრა დე სპეინმა. - ეს რა ხმები დადის
ქალაქში ზარის თამაშისა და ნაჯახის თაობაზე?
- სწორედ მაგ კითხვის დასმა სურდათ თქვენთვის ჯეფერსონელ ამომრჩევლებს, სერ, თქვა მისტერ ადამსმა. - თუკი ამ ამბის უარმყოფელი საბუთები მოგეპოვებათ და თუკი
მათთვის კუბაზე არ მოგიწევთ გამგზავრება, ჩემი რჩევა იქნებოდა, წარმოგედგინათ ის
ქაღალდები.
- მე უფრო ნაღდი საშუალებაც ვიცი, - მიუგო დე სპეინმა. - თქვენ, თქვენო
მაღალღირსებავ, საამისოდ ხანდაზმული ბრძანდებით, მაგრამ ტერონი უკვე მოწიფული
კაცია. თქვენი ნებართვით, აგერ მაკკაზლინის დუქანში გადავალთ ორივე, იქიდან ორ
ნაჯახს გამოვიტანთ და ხელად გავარკვევთ, რომელია მართალი.
- კარგი ერთი, ლეიტენანტო! - თქვა ტერონმა.
- ჯავრი ნუ გაქვთ, - უთხრა დე სპეინმა. - ნაჯახები ჩემს ხარჯზე იყოს.
- კარგად ბრძანდებოდეთ, ჯენტლმენებო, - თქვა ტერონმა. მაშინ ამით მოთავდა
საქმე. ივნისში კი დე სპეინი მერად აირჩიეს. ეს ნამდვილი გადატრიალება იყო.
რადგან საქმე ის კი არ ყოფილა მხოლოდ, დე სპეინმა არჩევნებში რომ გაიმარჯვა.
ჯეფერსონში ახალი ერა დაიწყო და დე სპეინი მისი ქომაგი იყო მხოლოდ, გოტფრიდ
ბულონელი, ტანკრედი, მეოცე საუკუნის ჯეფერსონელი რიჩარდ ლომგული.
ღირსეულადაც ატარებდა ამ მანტიას. თუმცა არა, მანტია კი არ ყოფილა ეს, დროშა
იყო, და ის დროშა მას ჰქონდა ნატვირთი, უკვე წინ იყო გაჭრილი, ვიდრე
ჯეფერსონელნი ვიაზრებდით, რომ მზად ვიყავით, ფეხდაფეხ მივყოლოდით. მისტერ
ბაფალო ქალაქის ელექტროტექნიკოსად დანიშნა და თვიური ხელფასი დაუწესა. ოღონდ
მისი
პირველი
ოფიციალური
დადგენილება
პოლკოვნიკ
სარტორისის
მიერ
ავტომობილების თაობაზე გამოცემულ ბრძანებულებას შეეხებოდა მაინც. რაღა თქმა
უნდა, ჩვენ ის გვეგონა, ქალაქის საბჭოს ახალ წევრებთან ერთად, იმ ბრძანებულებას
თუნდაც იმიტომ გააუქმებს, რომ იმ დამპალმა ჯირკმა, პოლკოვნიკი სარტორისი რომ
ჰქვია, მეორე ჯირკს - მერ ადამსს გამოაცემინა ის ბრძანებულება. მაგრამ ამგვარად
როდი მოიქცნენ. როგორც მოგახსენეთ, მისი არჩევა ნამდვილ გადატრიალებას
მოასწავებდა. ეტყობა, იმ საუბარმა მერ ადამსთან და ტერონთან ნაჯახის თაობაზე,
მთელ ჯეფერსონელ ახალგაზრდობას აუხილა თვალი. ყველა იმას-მეთქი, ის მინდა
ვთქვა, ვისაც საკუთარი დუქანი ან ბამბის საწმენდი მანქანა ჯერ არ გააჩნდა და არც
საადვოკატო ან საექიმო პრაქტიკა ჰქონდა, ვინც ნოქრად იდგა მხოლოდ ან მოანგარიშედ
დუქნებში, ბამბის საწმენდ მანქანებთან თუ კანტორებში და იმის ცდაში იყო,
ცოტაოდენი
ფულისთვის
მოეყარა
თავი
და
ცოლი
შეერთო.
ყველა
ამათი
ერთსულოვნების მეოხებით იქცა მერად დე სპეინი. ოღონდ მარტო ეს კი არ
გაუკეთებიათ, მეტიც შეძლეს. ვიდრე თვითონ მიხვდებოდნენ ან გაფიქრებას
მოასწრებდნენ, მიხრწნილი ოლდერმენები გამოაძევეს და ქალაქის მამათა ადგილებზე
შეძვრნენ მანფრედ დე სპეინის კალთას თუ იმ ყბადაღებულ ნაჯახს ჩაჭიდებულნი. კაცი
იფიქრებდა, იმ საავტომობილო კანონს მაშინვე სანაგვეზე მოისვრიანო სამუდამოდ,
მაგრამ მათ, პირიქით, ის ბრძანება, დიპლომივით თუ სიგელივით, პერგამენტის
ნაჭერზე გადააწერინეს, ჩარჩოში ჩაასმევინეს და ქალაქის მმართველობაში კედელზე
გამოკიდეს, შუშის ქვეშ, ელექტრონათურით განათებულ ადგილას. და მალე თვით
ჩიკაგოდანაც
კი
ავტომობილით
ჩამოსული
ხალხი
სიცილით
კვდებოდა
ამ
ბრძანებულების დანახვისას, რადგან, როგორც გევინ ბიძიამ თქვა, იმ ზღაპრულ,
ლეგენდარულ დროს ავტომობილი სასწაულად მიაჩნდათ თურმე; ეს ამბავი მანამდე
იყო, ვიდრე ყოველ ამერიკელს საკუთარი ავტომობილი გაუჩნდებოდა და ბორბლებქვეშ
მეტი ხალხი გაიჟლიტებოდა, ვიდრე ომში წყდება ხოლმე.
დე სპეინმა მეტიც გააკეთა. თავად ჩამოიყვანა ქალაქში პირველი ნამდვილი
ავტომობილი - წითელი, გადახდილი, სამარულო ავტომობილი, მამის დანატოვარი
ეტლში შესაბმელი ცხენები დაყიდა, თავლა და ბაგა მიანგრია, ჯეფერსონში პირველი
გარაჟი გამართა და პირველი საავტომობილო სააგენტო დააარსა, ასე რომ, ახლა
ავტომობილის ყიდვა ქალაქის საბჭოს წევრებსაც შეეძლოთ და სხვა ახალგაზრდებსაც,
რომლებსაცარც ერთი ბანკი ცენტსაც არ მისცემდა საამისოდ. დიახ, მოტორების
საუკუნემ ჯეფერსონშიც შემოდგა ფეხი და დე სპეინი მის მსვლელობას ჩაუდგა სათავეში
იმ წითელი, გადახდილი ავტომობილით, უჩვეულო შესახედიც რომ იყო და
მიმზიდველიც და ისეთივე მოურჯულებელ ბერბიჭას და ქარიხვეტიას რომ ჰგავდა,
როგორიც თავად დე სპეინი გახლდათ. როგორიც გახლდათ და როგორიც დარჩა
სამუდამოდ, მამისეულ ხის დიდ სახლში მზარეულისა და თეთრსერთუკიანი ლაქიის
ანაბარა მყოფი; კოტილიონის ცეკვისას მუდამ პირველ წყვილში იდგა, ქალებიც
პირველს მას ირჩევდნენ; იმხანად კაფეში თავშეყრა რომ სცოდნოდა მემუდმივე ხალხს
- არისტოკრატებს, ოთხას ოჯახს კი არა, სწორედ კაფეს მემუდმივე ხალხს - და
ჩვენთანაც, ჯეფერსონშიც რომ შეეტყოთ ეს ამბავი, აქაც პირველი იქნებოდა;
ოცდაათიოდე წლით გვიან რომ დაბადებულიყო, მისგან ნარნარ ოლეოგრაფიას
შექმნიდნენ და მასზეც ისე ილოცებდნენ, როგორც გეიბლზე, ჰარლოუსა თუ მონროზე
ლოცულობენ, სიცოცხლეშივე ამერიკელ წმინდანებად შერაცხილ ადამიანებზე.
ჰოდა, მისის სნოუპსი პირველად მაშინ დავინახეთ, მოედანზე რომ მოდიოდა და
გეგონებოდათ, მისი სხეული ამ შუადღისას საცაა, ცეცხლად აღაგზნებს ტანისამოსს, ასე
რომ, ზედ ფერფლის თხელი რიდეც აღარ შერჩებაო; და გვეგონა, თვით ბედისწერას
ვხედავდით, იმ ბედისწერას, რომლისადაც იყვნენ განწირულნი ორივენი - ეს ქალიც
და მერი დე სპეინიც. არაფერი ვიცოდით, როდის შეხვდნენ, პირველად როდის
შეხედეს ერთიმეორეს. არც გვესაჭიროებოდა, შეიძლება ითქვას, არც გვინდოდა ამის
ცოდნა. იმას კი ვვარაუდობდით - რაღაც ეშმაკური ხერხითა და საშუალებით ეს ქალი
ღამღამობით თავის სახლში დაჰყავსო, მაგრამ დაბეჯითებით არც ეს ვიცოდით. მის
ადგილას სხვა ვინმე რომ ყოფილიყო, ჩვენ შორის ისეთებიც გამოინახებოდნენ, რომელიმე ბიჭი ან ჭაბუკი, - მთელი ღამით ჩაუსაფრდებოდნენ და შეიტყობდნენ ამ
ამბავს, მაგრამ დე სპეინს მზირად არ ვუსხდებოდით, პირიქით, მისი მხარე გვეჭირა
ყველას.
არაფრის
შეტყობა
არ
გვეწადა,
ისე
ვიყავით
მისი
მოკავშირენი,
კონფედერატები; მთელი ქალაქი მისი თანამზრახველი იყო და სნოუპსისთვის რქების
დადგმაში ეშველებოდა, თუმცა, რომ გეკითხათ, ვერც იმას დაგიმტკიცებდით, რომ ეს
ყოველივე თავიდან ბოლომდე ჩვენივე შეთხზული არ იყო. არაერთხელ გვინახავს,
როგორ მეგობრულად მოდიოდნენ გვერდიგვერდ დე სპეინი და სნოუპსი, და სწორედ
მაშინ (თუმცა ჩვენ ჯერჯერობით არაფერი ვიცოდით) დე სპეინი აწესებდა თუ იმის
ფიქრში იყო, როგორ დაეწესებინა ელექტროსადგურის ზედამხედველის თანამდებობა
(ისიც კი არ ვიცოდით, ამგვარი თანამდებობა რომ არსებობდა ქალაქში, იმას როგორღა
ვიფიქრებდით - გვჭირდებაო ამგვარი თანამდებობა), დაეწესებინა და მერე მისტერ
სნოუპსისთვის ებოძებინა. არა, მისტერ სნოუპსის წინააღმდეგნი როდი ვიყავით, ჯერ
არ ამოგვეკითხა წერილნი და ნიშნნი, რომელნიც გაგვაფრთხილებდა, საფრთხეს
გვაუწყებდა, საიმისოდ აღგვძრავდა, რათა მკერდით დაგვეცვა მისგან ჩვენი ქალაქი;
არც ოჯახური ღალატის, ცოდვის მომხრენი ვყოფილვართ. ის იყო მხოლოდ, დე
სპეინსა და იულა სნოუპსს ვემხრობოდით, იმას ვემხრობოდით, რასაც ეს ორნი
განასახიერებდნენ და რასაც გევინ ბიძია უბრალო, უცოდველი, უნაპირო და უკვდავი
ვნების ღვთაებრიობას უწოდებდა; ამ ორს ვემხრობოდით, ერთურთის საბედოდ
მიმჩნევს და იმის შემცნობელს, რომ ერთმანეთისთვის იყვნენ გაჩენილნი ამქვეყნად. თან
გვეამაყებოდა, რომ სწორედ ჯეფერსონში ხდებოდა ეს ამხელა ამბავი.
გევინ ბიძიაც კი გაოცდა, დიახ, ბიძია გევინი. რეტლიფს უთხრა:
- არც ისე დიდია ჩვენი ქალაქი. რატომ არ წაასწრებს ფლემი?
- არ სურს ეგ, - მიუგო რეტლიფმა. - ჯერჯერობით არაფრად ესაჭიროება.
შემდეგ შევიტყვეთ, რომ ქალაქს - მერს, ოლდერმენთა საბჭოს, არ ვიცი, ვის და
როგორ - ელექტროსადგურის ზედამხედველის თანამდებობა დაეწესებინა და ფლემ
სნოუპსი დაენიშნა ამ ადგილზე.
ღამღამობით ელექტროსადგურს ხეტყის სახერხის ყოფილი მოტორისტი ჰარკერი უვლიდა
ზანგ
ცეცხლფარეშ
ტომის
ტერლ
ბიუჩემთან
ერთად,
რომელიც
საცეცხლეებს
უტრიალებდა, ვიდრე მისტერ ჰარკერიც იქ იყო და მანომეტრებს ადევნებდა თვალს,
რადგან ტომის ტერლს ამის გაკეთება არ შეეძლო თუ არ სურდა - როგორც ჩანს,
ვერაფრით ეწყობოდა იმ აზრს, რომ შესაძლოა, რაიმე კავშირი არსებულიყო ქვაბქვეშ
ცეცხლის შენთებასა და საქვაბეზე დამაგრებულ პატარა გათხუპნილ საათს შორის,
დროსაც რომ არ უჩვენებდა არასოდეს. დღისით კიდევ მეორე ზანგი, ცეცხლფარეში
ტომ-ტომ ბერდი მარტოკაც აუდიოდა ელექტროსადგურის მოვლას, ხოლო მისტერ
ბაფალო თუმცა რეგულარულად კი აკითხავდა იქაურობას, ოღონდ უფრო რიგის და
წესის დასაცავად დადიოდა, რადგან ტომ-ტომს ცეცხლის შეკეთება კი არ შეეძლო
მხოლოდ, იმდენად განსწავლული კაცი იყო, მანომეტრების ჩვენებაშიც ერკვეოდა და,
გარდა ამისა, მისტერ ბაფალოს ან მისტერ ჰარკერზე უარესად როდი იცოდა ორთქლის
ძრავასა და დინამომანქანების წმენდა თუ დაზეთვა. წარმოუდგენელიც იყო ამ საქმის
უკეთ აწყობა, რადგან უკვე დროული კაცი - მისტერ ჰარკერი ღამის ცვლაში მუშაობას
არ თაკილობდა, ის კი არა, მგონი, ამჯობინებდა კიდეც დღის ცვლას, ხოლო
ბუღასავით ჯანიან ტომ-ტომს, ორას გირვანქას რომ იწონიდა და სამოც წელს იყო
მიტანებული, თუმცა შესახედავად ორმოცისაზე მეტის არ ჩანდა, ორიოდე წლის წინ
მეოთხედ შეერთო ცოლი - ახალგაზრდა ქალი, რომელიც ელექტროსადგურიდან
რკინიგზის ხაზის გასწვრივ ორ მილზე მდგარ ქოხში გამოემწყვდია ეჭვიან თურქსავით
და ახლა დღის ცვლის გარდა არაფრის გაგონება აღარ სურდა. და თუმცა საამდროოდ
ჩემმა ბიძაშვილმა გაუნმაცდაიწყო ღამის ცვლაში ჰარკერთან მუშაობა, მისტერ სნოუპსს
მანომეტრთა ჩვენებების შეტყობა და საზეთეებში ზეთის ჩასხმაც კი ესწავლა უკვე.
ეს ამბავი ელექტროსადგურის ზედამხედველად მისი დადგომიდან ორი წლის შემდეგ
მოხდა. გაუნმა გადაწყვიტა, შემოდგომიდან ჩვენს ფეხბურთელთა გუნდში ეთამაშა, და
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ქალაქი - 02
  • Parts
  • ქალაქი - 01
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 1948
    28.4 of words are in the 2000 most common words
    39.5 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 02
    Total number of words is 3992
    Total number of unique words is 1824
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 03
    Total number of words is 3892
    Total number of unique words is 2027
    28.8 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 04
    Total number of words is 4126
    Total number of unique words is 1771
    33.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 05
    Total number of words is 3979
    Total number of unique words is 1874
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 06
    Total number of words is 3952
    Total number of unique words is 1875
    31.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 07
    Total number of words is 3971
    Total number of unique words is 1883
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 08
    Total number of words is 3954
    Total number of unique words is 1822
    30.2 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 09
    Total number of words is 3924
    Total number of unique words is 1905
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 10
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 1912
    29.8 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 11
    Total number of words is 3974
    Total number of unique words is 1897
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 12
    Total number of words is 4111
    Total number of unique words is 1678
    32.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 13
    Total number of words is 4103
    Total number of unique words is 1775
    34.3 of words are in the 2000 most common words
    46.5 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 14
    Total number of words is 3967
    Total number of unique words is 1939
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.4 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 15
    Total number of words is 3895
    Total number of unique words is 1868
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    50.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 16
    Total number of words is 3993
    Total number of unique words is 1860
    33.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 17
    Total number of words is 4054
    Total number of unique words is 1839
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 18
    Total number of words is 4154
    Total number of unique words is 1727
    33.2 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 19
    Total number of words is 3843
    Total number of unique words is 1854
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.2 of words are in the 5000 most common words
    46.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 20
    Total number of words is 3871
    Total number of unique words is 1877
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.9 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 21
    Total number of words is 4048
    Total number of unique words is 1843
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.9 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 22
    Total number of words is 4060
    Total number of unique words is 1866
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.4 of words are in the 5000 most common words
    50.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 23
    Total number of words is 3959
    Total number of unique words is 1758
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 24
    Total number of words is 4043
    Total number of unique words is 1842
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 25
    Total number of words is 3466
    Total number of unique words is 1703
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.