Latin
Total number of words is 3971
Total number of unique words is 1883
31.3 of words are in the 2000 most common words
42.9 of words are in the 5000 most common words
49.0 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
მიუძღვენი ყოველივე იმისთვის, რასაც სიმშვიდე დაგიმკვიდრებს, როცა ერთობ გვიან
იქნება უკვე: და მაშინ დამცხრალი იმ მყიფე ჩიტბადესაც დაინანავებ მუხლებზე, იმ
ძილგამკრთალ, პყრობილ კაეშანსაც, და ჩურჩულით ამეტყველდები: „კმარა, კმარა,
გაივლის ეს ყველაფერი; ვიცი, გაუძლებ, ვიცი, გულმაგარი რომ ხარ“.
კაბინეტში რომ შევედი, პირველ ყოვლისა ყველა ნათურა ავანთე: იანვარი რომ არ
ყოფილიყო, ოცდაათგრადუსიანი ყინვა რომ არა, კარსაც გავაღებდი და მოფრიალებულს
დავტოვებდი - ეს იქნებოდა კიდევ ერთი გამოვლინება იმ ქალის წმინდა სახელის
დასაცავად მისისიპელი ჯენტლმენის მხრივ სათუთი ზრუნვისა და მაშინვე გავიფიქრე:
ღმერთო ჩემო! გაჩახჩახებულია ყველაფერი, ხომ მთელი ქალაქი დაგვინახავს! - კი
ვიცოდი, რომ გროვერ უინბუში (ჩვენი ქალაქის კონსტებლი) ამწუთას ამოიჭრებოდა
ჩემთან, ვითომ მე დამეძახებინოს, რადგან, მარტო მაგიდის ნათურა რომ ყოფილიყო
ჩართული, იფიქრებდა - ზის და მუშაობსო, და დამეხსნებოდა, მაგრამ ამ
გაჩირაღდნებული ოთახის შემხედვარე უეჭველად გამომეცხადებოდა - მოულოდნელი
სტუმრის შესასწრებად კი არა, ისე, წასამასლაათებლად.
ასე რომ, უნდა წამოვმხტარიყავი, ზედა შუქი გამომერთო იმის მცოდნეს, რომ,
წამოვდგებოდი თუ არა, სავარძლის სახელურებს ჩაჭიდებულ თითებს დავხსნიდი თუ
არა, უეჭველად გავიქცეოდი, შინისკენ გავიძურწებოდი, მეგისკენ, - დედაჩვენის
გარდაცვალების შემდეგ მეგი სულ იმას ცდილობდა, დედობა გაეწია ჩემთვის და
შესაძლოა ოდესმე მექცეს კიდეც დედად. ჰოდა, ვიჯექი და ვფიქრობდი - იმის
შესაძლებლობა და დრო მქონდეს-მეთქი, რომ როგორმე შევატყობინო, ავუხსნა,
დავუკავშირდე იმ ქალს, სადაც უნდა იყოს ახლა სახლიდან ჩემკენ მომავალი, - რომ
შემეძლოს-მეთქი რეზინისლანჩიანი, უჩუმრად საბიჯებელი ფეხსამოსი შევახსენო,
თალხი მოსასხამი და თავშალი, უჩინმაჩინად მქცეველი; არადა, იმასაც ვხვდებოდი უჩუმრად საბიჯებელი ფეხსაცმლის და თალხი თავსაბურავის გახსენებაც კი საბოლოოდ
გამორიცხავდა, აქარწყლებდა მათი მოხმარების საჭიროებას, რადგან მაშინ მე იქნებ არც
შევცვლილიყავი, რაც ვარ, იმადვე დავრჩენილიყავი, ოღონდ შიშის, ხვაშიადობის,
გატრუნვის უღირსსა და გამქელველ გრძნობას მინებებული ის ქალი საბოლოოდ
დაკნინდებოდა.
ასე რომ, კიბეზე მისი ფეხის ხმა რა შემომესმა, ისიც არ მიფიქრია - თუ ღმერთი
გწამთ, ფეხზე გაიხადეთ, ან ფეხის წვერებზე მაინც იარეთ-მეთქი. ეს არა და სხვა
რამე კი გავიფიქრე: „როგორ წყნარად მობაკუნობს ქუსლებზე, თითქოს სულ
უბრალოდ, ჩვეულებრივად იძვროდეს, მაშინ როცა ვაგნერის მუსიკად უნდა
მოედინებოდეს, მუსიკის თანხლებით კი არა, მუსიკის წიაღშივე, გრგვინვის თუ
სპილენძის საყვირთა აჟღერებულ ნაკადში, როდესაც მთელი სხეული ბგერათა დინებას,
ქარიშხლისა და ძალოვანი არფების ხმას არის შეწყობილი“. მერე ვიფიქრე - რაკი
თვითონვე გადაწყვიტა, სწორედ აქ დაენიშნა ჩემთვის ასე თუ ისე საიდუმლო და
გვიანი პაემანი, თვალებში მაინც უნდა შემომხედოს-მეთქი. მანამდე არ შემოუხედავს
ჩემთვის. იქნებ საერთოდ ვერც კი მხედავდა, ვიდრე მე ვტუტუცობდი, რათა მისი
ყურადღება მიმეპყრო, მის წინაშე მალაყებს გადავდიოდი, ქუჩაში ჭიკარტებით
ვცელქობდი საძაგელი ბიჭივით, თანაც პატიოსნად მოქრთამვას კი არ ვჯერდებოდი,
ჩემსავე ნაგვიანევ ყმაწვილობას ვიყავი აყოლილი (ყმაწვილობას და ცნობისმოყვარეობასაც
- ეს არ უნდა დავივიწყოთ), ნამდვილ ყმაწვილკაცს ვაქეზებდი, ჰოდა, რატომ მერე?
რისთვის? რა მინდოდა, რას მივესწრაფოდი? გინდაც ბალღი ვყოფილიყავი, თივის
ზვინის ქვეშ ასანთს რომ გაჰკრავს და თან შიშით რომ კანკალებს - ცეცხლი არ
გავაჩინოო.
გამიგეთ? - შიში იყო. იმის გაფიქრებაც კი ვერ მოვასწარი - რა ჭირი უნდა-მეთქი
ჩემგან: შიში იყო მხოლოდ, როცა ბიჭუნამ მისი ბარათი მომაჩეჩა და როცა ბოლოს
დრო ვიხელთე, რათა გამეშალა და წამეკითხა, და მერეც (შიშით) მოვიკრიბე მთელი
ჩემი სიმამაცე, სასოწარკვეთილება, თავზე ხელაღებულობა, - რაც გნებავთ, ის
უწოდეთ, რაც გინდათ, ის ერქვას, თუნდაც შეუცნობლად იყოს აღძრული ჩემში, ოღონდ კართან კი მივედი, გამოვაღე და გავიფიქრე (მაშინაც იგივე აზრი მებადებოდა,
როცა მის გვერდით აღმოვჩნდებოდი ხოლმე - ვეცეკვებოდი თუ მისი ღირსების
შემლახველს ვაცხრებოდი თავს): არა, შეუძლებელია, ნუთუ ასეთი ტანმორჩილი,
ასეთი კაფანდარაა-მეთქი? - თუმცა ტანად სულ ოდნავ თუ იქნებოდა ჩემზე დაბალი,
მე კი ექვსი ფუტი ვარ სიმაღლით; და მაინც, ერთობ ტანმორჩილი იყო და
გაწლობილი: ერთობ გალეული საიმისოდ, რათა ასერიგად დაერღვია ჩემი მყუდროება,
ამდენი ხნით გაეკრთო ჩემთვის ძილი, ავეფორიაქებინე, ყოველივე გაეცამტვერებინა,
რასაც კი სიმშვიდედ მივიჩნევდი. სინამდვილეში ლამის ჩემსიმაღლე იყო, რომ
შემოეხედა, მისი თვალები ჩემსას გაუტოლდებოდა. ოღონდ არ მიცქეროდა:
ერთადერთხელ შემავლო აუმღვრეველი ლურჯი (თვალები მუქლურჯი ჰქონდა) მზერა,
ეს იყო და ეს; მეტი აღარც სჭირდებოდა ჩემთვის შემოხედვა - თუკი შემომხედა
საერთოდ, ეს ერთადერთი მთლიანი აღქმა უფრო იყო, თუმცა ეპითეტი „მთლიანი“
ისევე ტრივიალურად ჟღერს იმ მზერის მიმართ, როგორც ეპითეტი „ტენიანი“ თავად
ლურჯ ზღვასთან დაკავშირებით. ერთადერთი შემოხედვა მხოლოდ, რათა ერთიანად
მოვეცვი,
მერე
დავეშალე
და
ბოლოს
განვეშორებინე;
თითქოს
ამიტაცა
იმ
აუმღვრეველმა და მონიო სილურჯემ, შემომებლარდნა, ყოველი მხრდან შემეხო და
მერე ისევ ჩემს ადგილას დამიშვა. ოღონდ თვითონ არ დამჯდარა ქალი. არც კი
შერხეულა. და უცებ მივხვდი, რომ იდგა და ჩემს კაბინეტს ათვალიერებდა, ისევე
როგორც ჩვეულებრივ ათვალიერებენ ხოლმე ქალები მანამდე უნახავ ოთახს.
დაბრძანდით-მეთქი, ვუთხარი.
- გმადლობთ, - თქვა და მაგიდასთან მიმდგარ იმ ჩვეულებრივ სავარძელში მჯდომი
კვლავაც ერთობ გალეული მეჩვენებოდა საიმისოდ, რათა შეესრუტა, დაეტია ის იმდენი
უძილობა, იმდენი სევდა, როცა, პოეტის ნათქვამის არ იყოს, სიმწრით თითებს იჭამ
კაცი; ჰოდა, თითებს მარტო მე კი არ ვიჭამდი, ყველა ჯეფერსონელი მამაკაცი ჩემს
დღეში იყო, ის კი არა და დედამიწის ზურგზე მცხოვრები ყველა კაცი, რადგან დაჭმა
ყველა იმათი ხვედრია, ვისაც იმის უფლება აქვს მოპოვებული, რომ მამაკაცად
იწოდებოდეს; ერთობ გალეული, ერთობ კაფანდარა იყო საიმისოდ, რათა ეს ყოველივე
ეტვირთა, დაეტია... ჰოდა, მე ჩემდათავად ამ ხუთი წლის წინ ვნახე, კი, უნდა
მენახა, თუმცა, შარშან ზაფხულსღა შევხედე მხოლოდ, დიახ, შარშანდელ ზაფხულამდე
არ შემიხედავს, - მანამდე დიდად დაკავებული გახლდით, იურისპრუდენციის
ფაკულტეტზე გამოცდებს ვაბარებდი, - შარშანღა მოვიხარე, მოვიდრიკე ჭეშმარიტი
თაყვანისცემისთვის: მაინცდამაინც ზუსტად გამოთვლა რა საჭიროა, ორასი თქვით
ივნისიდან იანვრამდე, ორასი ღამე, - თვალის მოტყუებას იშვიათად თუ ვახერხებდი,
- როცა გამალებული მოვაფრიალებდი ხოლმე ჩემს საძმო (სამონაზვნო) მოსასხამს,
რათა მოძალადისგან დამეცვა მისი ღირსება.
გამიგეთ? ერთხელაც აზრად არ მომსვლია მეკითხა მაინც - რა სურდა. იმასაც კი არ
ველოდებოდი - თვითონვე მეტყვის-მეთქი. უბრალოდ იმ ორასი ღამის კულმინაციას
ველოდებოდი, ისევე როგორც ზოგიერთ ღამეს, ან, უფრო სწორად, ზოგიერთ ღამეულ
საათს იმ წუთის მოლოდინით ვატარებდი - თუკი მოვიდა-მეთქი ის ქალი, თუკი
ამიხდა, თუკი აღსრულდა! მერე ქარიშხალმა გამიტაცოს, გრიგალმა დამგრაგნოს,
ქარბორბალამ მიმომაწყვიტოს, გამსრისოს, გამატიალოს, რათა მერე დაცლილი,
სულთმობრძავი, უგრძნობელი გარსი წამით მდორედ მიჰყვეს გამოცატიელებული
სიცოცხლის გრძელ დინებას, შემდეგ კი არარაობა ჩამოდგეს-მეთქი.
გარნა ამდაგვარი არაფერი მომხდარა, არავის უცდია მიმოვეგრაგნე, გამოვეწურე,
ყოველივე შთაენთქა ჩემი, გარდა საბოლოო მადლიერი ურღვევი გარსისა; უფრო ის
იყო, რომ მარღვევდნენ, მშლიდნენ მე საცოდავს, ისევე როგორც დამბალზამებელი
შლის ხოლმე გვამს და ხელუხლებლად მარტო იმას ტოვებს, რასაც სიცოცხლე ეთქმის
კიდევ, თუნდაც მატლის სიცოცხლე. რადგან ის ქალი არამცთუ ხელახლა შესდგომოდა
ჩემი კაბინეტის თვალიერებას, მივხვდი - არც კი შეეწყვიტა, იქაურობას გულმოდგინე
მზერას ავლებდა.
- მე მგონია, აქ არაფერი უჭირს, - თქვა. - კი, ნამდვილად აქ ემჯობინება.
- ა-აქ? - აღმოვთქვი მე.
- კი, აქ, ამ თქვენს კაბინეტში. კარი შეიძლება დაკეტოთ, ასე გვიან საეჭვოა ვინმე
ტანმაღალ კაცს მაინცდამაინც არ ეძინოს და ფანჯარაში შემოხედვა იფიქროს. თუმცა
იქნება... - ამის თქმისას წამოდგა, - მე შერხევის თავიც არ მქონდა, - ფანჯარასთან
მივიდა და ფარდის დაშვებას შეუდგა.
- ა-აქ? - თუთიყუშივით გავიმეორე მე. - ა-აქ? აი, აქ? - ახლა მხარზევიდან
შემომყურებდა. დიახ, ბატონო. არც კი შემობრუნებულა ჩემკენ, თავი მოატრიალა
მხოლოდ, სახე მომაქცია, რათა მხარზევიდან შემოეხედა, ხელებით კიდევ ფარდის
დაშვებას განაგრძობდა და უკანასკნელი მსუბუქი მოძრაობით რაფას შეეხო. არა,
ხელახლა კი არ შემოუხედავს ჩემთვის. შემოხედვით ერთხელ შემომხედა მხოლოდ,
შემოსვლისას. ხოლო ახლა მის მხარს ზემოდან სილურჯე მეფინებოდა, თითქოს ზღვა
ყოფილიყოს, არრასმკითხველი, არრას მიმლოდინე, ისევე როგორც ზღვას არ სჭირდება
შეკითხვა თუ ლოდინი, უბრალოდ ზღვად ყოფნა მართებს. - ჰო-ო, - ვთქვი მე, თქვენ ალბათ წასასვლელი ხართ, გეჩქარებათ, დრო ცოტა გაქვთ, არა? ახლა ხომ
ქმარს უნდა უწვეთ გვერდით, ანდა იქნებ ამაღამ მანფრედის ჯერია? - ის კიდევ
მაკვირდებოდა და მაკვირდებოდა, უკვე მთლიანად შემობრუნებულიყო და ზურგით
მგონი,
რაფასაც
მიჰყრდნობოდა
ოდნავ,
გულდასმით
მიმზერდა,
მცირედი
ცნობისმოყვარეობაც უკრთოდა თვალებში. - რაღა თქმა უნდა, - ვუთხარი, ამჟამინდელი ღამე მანფრედისაა, თქვენ ხომ ფლემის კი არა, მანფრედის დასახსნელად
ხართ მოსული. არა, მომითმინეთ, - ვთქვი, - იქნებ ვცდები, იქნებ ორივეს
საშველად მოხვედით, იქნებ ორივემ მოგაგზავნათ - ისე შეშინდნენ და წახდნენ;
ორივენი იმდენად დაფრთხენ, რომ ეს უკანასკნელი ნაბიჯიც აღარ ითაკილეს, თქვენი
ბედი შეაგდეს სასწორზე, ქალის, მათი საზიარო ქალის ბედი. - ის კიდევ
მაკვირდებოდა
და
მაკვირდებოდა,
ის
აუმღვრეველი,
უძირო,
უშფოთველად
მომლოდინე სილურჯე, ჩემი კი არა, დროის მსვლელობის მომლოდინე. - არა, სხვას
ვამბობ, - ვთქვი ისევ, - თქვენც კარგად მოგეხსენებათ. ვიცი - მანფრედის საქმეა ეს
ამბავი. ისიც ვიცი - მანფრედს არ მოუგზავნიხართ. ნამდვილად არა. - ახლა
წამოდგომაც შევძელი. - ჯერ ის მითხარით, რომ მაპატიებთ.
- კარგი, - მითხრა იმან. მაშინ მივედი და კარი გამოვაღე. - ღამე მშვიდობისა, ვუთხარი მე.
- აბა, არ გინდათ? - შემეკითხა.
ამჯერად გასაცინებლადაც მეყო ძალა.
- მე მეგონა, გინდოდათ ეს ამბავი, - მითხრა იმან. და მაშინ იყო, თვალებში
შემომხედა. - აბა, რაღატომ იქცეოდით იმნაირად?
დიახ, ბატონო, ახლა ვიცინოდი კიდეც მოფრიალებულ კართან მდგარი, საიდანაც
სუსხიანი წყვდიადი უჩინარ ღრუბლად მოძვრებოდა, ჰოდა, თუკი გროვერ უინბუში
სადმე მოედანზე იდგა (თუმცა რა გააჩერებდა ამ ყინვაში, არც ასეთი რეგვენია),
მარტო
განათებულ
ფანჯრებს
კი
არ
დაინახავდა.
დიახ,
ახლა
თვალებში
შემომყურებდა: ზღვა, რომელიც წამის შემდეგ შთანმთქავდა, განზრახ კი არა, წინასწარ
მომიზნული ტალღით კი არა, იმიტომ შთანმთქავდა, რომ იმ ცნობაუქონელი ტალღის
მოსავარდნზე ვიდექი. არა, სწორს არ ვამბობ. ის იყო, რომ ანაზდად ადგილიდან
დაიძრა.
- მიხურეთ კარი, - მითხრა. - ცივა. - და აუჩქარებლად წამოვიდა. - აბა, თქვენ
იფიქრეთ - იმის გამო, მანფრედის გამო მოვიდაო?
- არა თუ? - ვუთხარი მე.
- იქნებ მასეც იყო, - აუჩქარებლად მიახლოვდებოდა. - თავიდან იქნებ მასეც იყო.
ოღონდ სულ ერთია ეს ამბავი. მანფრედისთვის-მეთქი, ის მინდა ვთქვა. ის სპილენძის
ხარახურა არაფრად მიაჩნია. ეხალისება კიდეც, თავს იქცევს ამით. მიხურეთ კარი,
სანამ არ გაყინულა აქაურობა. - მე კარი მივხურე და უმალ შემოვბრუნდი უკან-უკან
დახეული.
- არ მომეკაროთ! - ვუთხარი.
- კარგი, - თქვა იმან. - ოღონდ თქვენ ხომ ვერაფრით... - და იმანაც კი გაწყვიტა
სიტყვა, უგრძნობელმა ზღვამაც იცის ხოლმე შებრალება, მაგრამ მე ამის ატანაც
შემეძლო; მისი სათქმელიც კი დავასრულე:
- მანფრედისთვის სულერთი იქნებოდა, იმიტომ, რომ მე ვერაფრით ვავნებ, ვერაფერს
დავუშავებ, ზიანს ვერ მივაყენებ; მანფრედის ამბავი არაა ეს, ჩემიც არაა, რაც უნდა
მოვიმოქმედო. მანფრედი თვითონაც სიამოვნებით გადადგებოდა, მხოლოდ იმიტომ არ
აკეთებს ამას, რომ დამიმტკიცოს - შენ ვერ მაიძულებო. კეთილი. თანახმა ვარ.
ოღონდ მაშინ რაღატომ არ მიბრძანდებით აქედან? რა გნებავთ?
- იმიტომ, რომ უბედური ხართ, - მითხრა იმან. - არ მიყვარს უბედური ხალხი.
ხელს გიშლიან ხოლმე. მით უმეტეს, თუკი შეიძლება...
- დიახ! - წარმოვთქვი, წამოვიყვირე მე. - თუკი შეიძლება ასე იოლად, ასე
უბრალოდ... თუკი შემჩნევითაც ვერავინ შეამჩნევს, ყველაზე ნაკლებად კიდევ მანფრედი, რადგან ჩვენ ორივენი შევთანხმდით, რომ გევინ სტივენსი მანფრედ დე
სპეინს ვერაფერს დააკლებს, თუგინდ მის საყვარელთანაც რომ დაადგას რქები. აბა,
იმიტომ მოხვედით მხოლოდ, რომ შემიბრალეთ, შემიცოდეთ, არა? ალალი შიშის
გამოც კი არ მოსულხართ, ანდა უბრალო პატივისცემის გულისთვის. შემიბრალეთ,
შემიცოდეთ, ხომ? - და ანაზდად ყოველივე ცხადი შეიქნა ჩემთვის. - თქვენ მარტო
იმის დამტკიცება კი არ გსურდათ - იმის მიღებისას, რაც სასურველი გგონია, უფრო
ბედნიერი ვერ შეიქნებიო, თქვენ ის გინდოდათ გეჩვენებინათ - იმის გულისთვის, რაც
სასურველი გეგონა, არ ღირს უბედურად წარმოიდგინოო. ნუთუ არაფრად მიგაჩნიათ
ის ამბავი? ფლემთან-მეთქი, არ ვამბობ, ნუთუ მანფრედთანაც არა? - ვამბობდი, არა,
ვყვიროდი მე. - ის არ მითხრათ ოღონდ - მანფრედმა სწორედ იმიტომ გამომგზავნა,
უბედური კაცი მენუგეშებინაო!
გარნა ის იდგა ისევ და იმ უძირო, აუმღვრეველ, ზარდამცემ სილურჯეს მაფენდა. თქვენ ლოდინს ანდომებთ ძალიან დიდ დროს, - მითხრა. - ნუ იცდით. ცოცხალი
კაცი ხართ, გინდათ, გმართებთ და აკეთებთ კიდეც, ესაა და ეს. მოლოდინში დროს
ნუ კარგავთ. - და ჩემკენ წამოვიდა, მე კიდევ მარტო კარით კი არა, მაგიდის
კუთხითაც ვიყავი გზადახშული და მიმწყვდეული.
- არ მომეკაროთ! - ვუთხარი. - აბა, საიმისოდ ჭკუა რომ მყოფნოდა, რომ აღარ
დავლოდებოდი, უკეთ - არასდროს არ მეცადა, გული არ მეიმედებინა, არ მეოცნება,
ხომ? იმდენი ჭკუა მყოფნოდა, რომ უბრალოდ მეთქვა: ცოცხალი კაცი ვარ, მინდა და
ვიზამ კიდეც - და გამეკეთებინა - ასე რომ მექნა, შემეძლო მანფრედის ადგილას
ვყოფილიყავი, ხომ? კი, მაგრამ ნუთუ არგესმით? ნუთუ არ შეგიძლიათ იმის გაგება,
რომ მაშინ მე - მე აღარ ვიქნებოდი? - არა, ის არც კი მისმენდა, უბრალოდ
მიმზედრა: გაუსაძლისი, უძირო სილურჯე, ფიქრიანი და უშფოთველი.
- იქნებ იმის ბრალია ეს ამბავი, რომ თქვენ ჯენტლმენი ხართ, მე კიდევ ჯენტლმენ
კაცს დღემდე არ შევხვედრივარ.
- მანფრედიც ჯენტლმენია, - ვუთხარი მე. ისიც, ის სხვა, ის პირველი, თქვენი
ბავშვის მამა, მანფრედის გარდა, ერთადერთი-მეთქი, - გავიფიქრე, რადგან ახლა დიახ, დიახ! ახლა კი ვიცოდი უკვე: სნოუპსი იმპოტენტი ყოფილა. ვთქვი კიდეც
ასეთი რამ: „ის, მანფრედის გარდა, ერთადერთი, ფრანგისხევშივე მოვლენილი,
რეტლიფმა მიამბო მისი ამბავი, ის, ექვსი თუ შვიდი ბიჭი რომ მიფანტ-მოფანტა, ის
ბიჭები, თქვენს ეტლს რომ დაეცნენ, იმან კიდევ მათრახის ტარით მიბეგვა ისინი,
ცალი ხელით, რადგან მეორით თქვენ გიფარავდათ, ჰო, ცალი ხელით, მოტეხილი
ხელითაც დაიფრინა ის ბიჭები, მე კიდევ იმდენიც ვერ შევძელი, რომ ერთადერთ
მოწინააღმდეგესთან ჩემითვე დაწყებული ბრძოლა მიმეყვანა ბოლომდე“. ის კიდევ
ჯერაც ადგილიდან არ იძვროდა, ჩემ წინ იდგა და მე ქალის სუნს კი არ
ვისუნთქავდი, არამედ იმ საშინელ, იმ ყოვლის შთანმთქმელ უფსკრულს. - ისინი
ორივენი ერთმანეთს ჰგვანან, - აღმოვთქვი. - მე ვერ ვარ მათგვარი... სამივენი
ჯენტლმენები ვართ, ოღონდ ვაჟკაცი ორი აღმოჩნდა მხოლოდ.
- ჩაკეტეთ კარი, - მითხრა იმან. - ფარდა ხომ
ყველაფრის შიში, - თქვა. - რატომ გეშინიათ ასე?
ჩამოვუშვი
უკვე.
ნუ
გაქვთ
- არა! - ვთქვი, შევყვირე მე. შემეძლო... კინაღამ გავარტყი იმას, ისე მკვეთრად
გავიქნიე ხელი, ოღონდ ამასობაში მეტი საძრაობა მომეცა: ხაფანგს თავი დავაღწიე, იმ
ქალსაც კი ავუარე გვერდი, სახელურს ვწვდი და კარი გამოვაღე. დიახ, უკვე
მიმხვდარი ვიყავი: - მე შემეძლო მანფრედი გამომესყიდა, მაგრამ ფლემის გამოსყიდვა
არ მსურს, - ვუთხარი. - ფლემმა მოგაგზავნათ, ხომ? ხომ? - გარნა ჩემ წინაშე ოდენ
ცისფერი სიღრმე იყო და მიმქრალი ვაგნერი, საყვირებიც, გრიგალიც და დაბალი
დვრინი, diminuendo (მინელება (იტალ. მუს.)) , - ნუ იცდითო, მითხარით.
თქვენ თვითონვე რაღატომ არ შეეცდებით? კი, ჩვენ ყველანი ვყიდულობდით აქ
სნოუპსებს ნება-უნებურად; თქვენ კი უნდა გცოდნოდათ ეს ამბავი. მე არ ვიცი,
რატომ ვყიდულობდით. ესე იგი, არ მესმის, რაში გვჭირდებოდა: რა ფული იყო, სად
გავფლანგეთ და როდის ისე უჭკუოდ, რომ სნოუპსები მიგვეღო. ოღონდ ასე კი
მოხდა. მაგრამ თქვენ ხომ ვერავინ გაიძულებთ, თუკი არ მოგესურვებათ, ვერც ერთი
სნოუპსი ვერ გაიძულებთ, თუგინდ სპილენძის ნაწილების მპარავი იყოს. და რაც
არაფრად ღირს, იმას ფასიც არ დაედება, ასე რომ, იქნებ ჩემი უარიც იმ ფასად
შეგეფასებინათ, რასაც მე ვიხდი ამ უარში. - ამ დროს ის ადგილიდან დაიძრა და
მაშინღა შევნიშნე, რომ თან არაფერი მოეყოლებინა - არავითარი ხელთათმანი, ჩანთა,
შარფი თუ სხვა რამე იმ წვრილმანთაგან, ქალებს რომ მოჰყვებათ ხოლმე ოთახში, ისე,
რომ მათი წასვლის დრო როცა მოატანს, ისეთი წრიალი შეიქნება, თითქოს სახლის
დიდი დალაგების ფაციფუცი ყოფილიყოს. - თქვენი ქმრის ამბავი ნუ შეგაწუხებთ, ვუთხარი. - უბრალოდ, იგულისხმეთ, რომ მე ჯეფერსონის წარმომადგენელი
გახლავართ და ამიტომ ფლემ სნოუპსი ჩემი სატვირთი ჯვარიცაა. მე ერთი შემიძლია
გავაკეთო - ჩემი საქციელი თქვენსას შევუფარდო, ისევე დიდად დავაფასო ის კაცი,
როგორც თქვენ აფასებთ, რისი დასტურიცაა თქვენი აქ მოსვლა. მშვიდობით!
- მშვიდობით! - მითხრა იმან. ცივი, უჩინარი ღრუბელი ისევ შემოდგა ოთახში და
მეც ისევ მივუხურე კარი.
6. ვ.კ. რეტლიფი
მეორე დილას უცებ შევიტყვეთ - მოსამართლე დიუკინფილდმა უარი თქვა და
სასამართლოს თავმჯდომარედ თავის ნაცვლად იურისტის მამა - მოსამართლე სტივენსი
დანიშნაო. აი, ამ ამბავზე კი უნდა აეტეხათ განგაში, იმიტომ, რომ შეეხო თუ არ
შეეხო წუხანდელი ამბები ქალაქის ინტერესებს, დღევანდელი სხდომა უეჭველად
ეხებოდა. მაგრამ იმათ დახურული სხდომა დანიშნეს, მოსამართლის კაბინეტში, ჰოდა,
ის გალია, მოსამართლე დიუკინფილდი თავის კაბინეტს რომ უწოდებდა, ყველას ვერ
დაგვიტევდა ვერაფრით. ასე რომ, ამჯერად იმასღა შევეცადეთ, მოედნის მახლობლად
მოვხვედრილიყავით შემთხვევით, - ვინ დუქნის კარში ჩადგა, ვინ კიდევ რომელიმე
ზედა სართულის ფანჯრიდან იჭვრიტებოდა უნებურად - ექიმის მისაღებიდან თუ სხვა
ადგილიდან, ვიდრე ის ბერიკაცი, ჯობი (მოსამართლე დიუკინფილდის მსახური რომ
იყო უხსოვარი ხნიდან, ასე რომ, ჯეფერსონელებსაც, თავად მოსამართლესაც და ბებერ
ჯობსაც დავიწყებული ჰქონდათ - როდიდან), მოსამართლე დიუკინფილდის ძველ
ფრაკში გამოწყობილი (იმ ფრაკს კვირადღეობით იცვამდა ხოლმე), სასამართლოს
შენობის უკან ჩადგმულ აგურით ნაშენებ მცირე სახლში, სადაც მოსამართლის პირადი
კაბინეტი იყო მოთავსებული, მტვერს წმენდდა და ხვეტავდა. ხალხი მაშინღა შეუშვა,
როცა გული შეიჯერა - ყველაფერი დავასუფთავეო.
ვხედავდით, როგორ გადაიარა მოედანი თავისი სახლიდან გამოსულმა მოსამართლე
სტივენსმა და კარი შეაღო. მერე ისიც დავინახეთ, როგორ გადაჭრა მოედანი სააქციო
კომპანიიდან ჩამობრძანებულმა იმ ორმა ვაჟბატონმა თავიანთი ჩემოდნებითურთ. უფრო
ახალგაზრდა რომ იყო, იმას თავისი ჩემოდანი თვითონ მიჰქონდა, ოღონდ იმ მეორის,
თეთრჟილეტიანის უკან მის ჩემოდანს სასტუმროს შვეიცარი სამსონი მიათრევდა,
სამსონს კიდევ თავისი უმცროსი ბიჭი მისდევდა და, როგორც მენიშნა, დაკეცილ
მემფისურ
გაზეთს
მიარბენინებდა,
იმ
ბობოლა
პირის
მიერ
საუზმობისას
გადათვალიერებულს. მერე სამსონის და მისი ბიჭის გარდა ყველანი მოსამართლის
სახლში შევიდნენ. მერე იურისტიც მოვიდა მარტოდმარტო. ჰოდა, ამის შემდეგ,
რასაკვირველია, მანქანის ხმაური შემოგვესმა, მერი დე სპეინი მოგრიალდა, გადმოვიდა
და მოგვმართა:
- დილა მშვიდობისა, ჯენტლმენებო! მე მელოდებით რომელიმე? მაშინ ბოდიში, ერთი
წუთით შევივლი, ჩვენს ჩამოსულ სტუმრებს მოვიკითხავ და დავბრუნდები ახლავე. ისიც იმ სახლში შევიდა - მეტი არც არავინ ყოფილა შიგ: მოსამართლე სტივენსი
მაგიდას მისჯდომია სათვალიანი, ხელში გაშლილი გაზეთი უჭირავს, მის პირდაპირ ის
ორნი ჩამომსხდარან მიყუჩებულნი, მოწიწებულნი და თან დადარაჯებულნი, იურისტი
მაგიდის ბოლოს უზის, მანფრედი კიდევ არც დამჯდარა, ისე მიჰყუდებია
მოპირდაპირე კედელს. ხელები ჯიბეებში ჩაუწყვია და სახეზე თავისი მუდმივი
აგდებული გამომეტყველება აღბეჭდვია, გეგონება, საცაა გაიცინებსო, თუმცა კი არ
იმჩნევს არაფერს. მერე მოსამართლე სტივენსი გაზეთს აუჩქარებლად გულდასმით
კეცავს, წინ იდებს. სათვალესაც იხსნის, იმასაც კეცავს, ბოლოს ხელებს იწყობს წინ
ერთიმეორეზე და ამბობს:
- საქმის მოსარჩელემ დღეს უარი თქვა საჩივარზე. საქმე - თუკი საქმე ეთქმოდა ამ
ამბავს - შეწყვეტილია. მხარეები - მოსარჩელე, მოპასუხე და ბრალდებული - ვინმე
ამგვარი რომ ყოფილიყო - თავისუფალი ბრძანდებიან. სასამართლო სენტლუისელ
ჯენტლმენებს
ბოდიშს
უხდის
იმის
გამო,
რომ
ჩვენი
ქალაქიდან
ცოტათი
გულნაკლულებს ვისტუმრებთ, და ჩვენ გვწამს, იმედს გამოვთქვამთ, რომ მათი
მომავალი ვიზიტი სხვაგვარად წარიმართება. სასამართლო დარბაზს ტოვებს. კარგად
ბრძანდებოდეთ, ჯენტლმენებო, - მაშინ ის ორი ჩამოსული წამოვარდება და
მოსამართლე სტივენსს მადლობას უხდის, მერე თავიანთ ჩემოდნებს ხელს დაავლებენ
და ლამის თითის წვერებზე გაილალებიან. ასე რომ, უცხო აღარავინაა ოთახში,
მხოლოდ იურისტი ზის სახეზე მიტკალივით გადათეთრებული და ოდნავ თავდახრილი,
მოსამართლე სტივენსიც დამჯდარა და ადგილიდან არც ის იძვრის, თითქოს არ
უყურებს არავის, ჰოდა, მანფრედ დე სპეინი ისევ ისე დგას კედელს მიყრდნობილი,
ფეხი ფეხზე გადაუდვია, სახე ისეთი აქვს, აგერ-აგერ უნდა გადაიხარხაროს, ოღონდ
ელოდება რაღაცას. ჰოდა, მოსამართლე სტივენსმა იმას შეხედა.
- მანფრედ, - უთხრა, - გადადგომას აპირებთ?
- რასაკვირველია, სერ, - მიუგო დე სპეინმა. - თავს ბედნიერად ჩავთვლიდი.
ოღონდ, რაღა თქმა უნდა, ქალაქის კი არა, გევინის გამო. გევინის გულისთვის
საამისოდაც მზად გახლავართ. გევინს ისღა დარჩენია - გთხოვთო, მითხრას.
და მაინც, იურისტი არც შერხეულა, ისევ ისე ზის, სახეც უძრავი აქვს, მიტკალივით
გადათეთრებული, გეგონება გაყინვიაო, ხელებიც მაგიდაზე დაუწყვია, მამამისივით
შეტყველვილი ხელები კი არა, ისე, უბრალოდ ჩამოდებული. ჰოდა, ამ დროს
მანფრედი სიცილს მოჰყვა - ჩუმად, აუჩქარებლად, დამდგარა თავისთვის, ფეხი ფეხზე
გადაუდვია, ხელები ჯიბეებში ჩაუწყვია და იცინის; მერე კარისკენ გაემართა,
გამოაღო, გავიდა და გაიხურა ისევ ისე მოცინარემ. ოთახში იურისტი და მამამისიღა
დარჩნენ.ჰოდა, ჩემო ბატონო, სწორედ მაშინ თქვა იურისტმა ის სიტყვები.
- აბა არ გინდა, რომ გადადგეს? - უთხრა მოსამართლე სტივენსმა.- მაშინ რა გინდა?
ცოცხლებში რომ აღარ ეწეროს, ხომ?
ჰოდა, მაშინ თქვა იურისტმა: - ახლა რაღა ვქნა, მამა? მამაჩემო, რა შემიძლია
გავაკეთო ახლა მე?
ეტყობა, ქალაქის მამათა ღამეული კრების მერე სასამართლოს დილის სხდომამდე რაღაც
უნდა მომხდარიყო, ოღონდ, თუკი ჩვენ მაინც შევიტყვეთ, რა მოხდა სახელდობრ,
იურისტის წყალობა არ ყოფილა ეს ამბავი. მე იმის თქმა მინდა, ჩვენ იქნებ კიდეც
ვიცოდით, ვხვდებოდით მაინც - რა მოხდა და სად მოხდაო, - რაკი იქ, მაღლა, იმის
კაბინეტში ყველა ნათურა გაჩახჩახებული იყო; რა ხანია მთელი ჯეფერსონი
დასაძინებლად დაწოლილიყო, ჰოდა, იქ მაინც ენთო შუქი. ოღონდ ისეთი დღეც მოვა,
როცა იურისტი თვითონვე მოჰყვეს იქნებ ყველაფერს, იძულებული გახდება, ვინმეს
მაინც უამბოს და დაიმშვიდოს თავი. ჩვენ იმას ვერ შევიტყობთ ვერასოდეს, მაინც
როგორ მოხდა მთელი ის ამბავი. იმიტომ, ჩემო ბატონო, რომ, იურისტი როცა
მოჰყვება იმ ამბავს, იმის თქმა სულ არ დასჭირდება - ასე და ასეო: ოღონდ კი
მოჰყვეს, ილაპარაკოს, და რას იტყვის და ვის ეტყვის, ვინ მოუსმენს, - მისთვის
სულერთი იქნება.
იმ სამიდან ერთადერთი, ვისაც იმ ქალის ესმოდა, ფლემი იყო. იმიტომ, რომ იმ
ქალსა და მანფრედ დე სპეინს შორის იმის საჭიროება არ გაჩენილა, ერთმანეთისთვის
გაეგოთ, მოეწადინებინათ ერთმანეთის გაგება. კაცმა რომ თქვას, ერთმანეთის გაგება
იმათ მარტო ერთ რამეში სჭირდებოდათ - ის უნდა გაეგოთ ხოლმე, სად და როდის
შეყრილიყვნენ. ოღონდ ყოველივე დანარჩენის გარდა იმაზე სულ არ უხდებოდათ
დროის დახარჯვა - ერთმანეთს გავუგოთო, ისე, როგორც მზესა და წყალს არ
სჭირდებათ შეთანხმება ღრუბლების გასაჩენად. როგორც მზეს და წყალს არ
ესაჭიროებათ ხელის შეწყობა ერთმანეთთან შესახვედრად, ისე არც იმათ სჭირდებოდათ.
კაცმა რომ თქვას, მანფრედის გასაკეთებელი საქმის დიდი ნაწილი იმ ყმაწვილმა
მოილია ფრანგისხევში - მაკკერონმა. თუმცა პირველი კი იყო ის ბიჭი, მანფრედს
უმცროს ძმად თუ გამოადგებოდა. ფრანგისხევში არც იმას უცხოვრია და იქაურებს
თვალითაც არ ენახათ, ამბავიც არ სმენოდათ მისი იმ ზაფხულამდე, როდესაც
გეგონებოდათ, საგანგებოდ გამოემწესებინათ ფრანგისხევისკენ სწორედ საიმდროოდ,
როცა ის გოგო შეეძლო ენახა; ისეთივე როგორც, კაცმა რომ თქვას, მანფრედ დე
სპეინიც ჯეფერსონში გამოამწესეს საიმდროოდ, როცა შეეძლო, თვალი მოეკრა იმ
ქალისთვის.
ისე, მაკკერონის გასაკეთებელი საქმის ნაწილიც სხვამ მოილია მის მაგივრად, იმიტომ,
რომ იმ გოგომ თავისი ხელით მიისვენა მაკკერონი: იმ ღამის მერე, როცა ხუთი
ფრანგისხეველი ბიჭი ჩაუსაფრდა და იმათ ეტლს დაესხა თავს, - მაკკერონის
გადმოთრევას და გალახვას, ანდა იქნებ უბრალოდ დაშინებას აპირებდნენ, რათა
ფრანგისხევს აღარ გაჰკარებოდა, - ნელ-ნელა ხმა დაირხა: ხელმოტეხილმაც ყველა
მიფანტ-მოფანტა, ეტლი შეაბრუნა და, ქალწულის ხანმოკლე გულისწასვლას თუ არ
ჩავთვლით, შვილი მშობლებს მშვიდობიანად მიჰგვარაო. ოღონდ ცოტათი სხვაგვარად
მოხდა ეს ამბავი. რადგან იმ ხუთ ბიჭს (მათგან ორს კარგად ვიცნობდი) არაფერი
მოუყოლია, ჰოდა, ეს უტყუარი საბუთი გახლავთ. მოკლედ, იმას ხელი რომ
მოსტეხეს, გოგო მათრახს დასწვდა და მსხვილი ტარი სთხლიშა უკანასკნელს, ანდა
იქნებ ორსაც, მერე ეტლი თვითონვე შეაბრუნა და იქაურობას გამოშორდა, თუმცა არა,
შორს არსად წასულა, ყოველ შემთხვევაში, სახლისკენ არ გამგზავრებულა: ისეთი
ადგილი შეარჩია, სადაც, ნათქვამის არ იყოს. შეიძლებოდა, ტრიუმფატორი
გვირგვინით შემკობილიყო ჯერაც ბოლომდე დაუმცხრალ ბრძოლის ველზე - იქვე,
მიწაზე, ჩაბნელებული გზის შუაგულში, იმის მეტი არაფერი იყო საჭირო, რომ
დაფეთებული ცხენი გაეჩერებინა, ჰოდა, მერე ის ცხენი თავზე ადგათ, გოგო კიდევ
ბიჭს უნდა შეშველებოდა, რადგან ამას მოტეხილ ხელზე დაყრდნობა გაუჭირდებოდა
ალბათ. ჰოდა, ეს გოგოსთვის პირველი ამბავიც იყო და მუცლადღების ამბავიც. კი,
ხალხი კი ამბობს - პირველ გზობაზე ეს ამბავი არ ხდებაო, მაგრამ იმისგან, რაც
სინამდვილეში ხდება და რაც უნდა მოხდეს, მე პირველს ვარჩევ ხოლმე ყოველთვის.
ოღონდ იურისტ სტივენსს არც ესმოდა ოდესმე იმ ქალის და ვერც გაუგებს ვერასოდეს:
ის ვერ გაეგო, რომ მანფრედ დე სპეინი კი არ იყო მისი რაყიფი, არა, მის წინაშე იყო
ჩვეულებრივი ნაღდი ძალა, ხან დე სპეინის, ხანაც მაკკერონის სახით მოვლენილი,
და, ვიდრე ის ქალი ცოცხალი იყო და სულს ითქვამდა, იმ ძალას უნდა შეევსო ქალის
არსება, მის ცხოვრებაში გაჩენილი სიცარიელე. იურისტს კიდევ ვერ გაეგო, რომ თავად
ვერც მაკკერონობას გასწევდა ოდესმე და ვერც დე სპეინობას. ის ვერაფრით
მოესაზრებინა, რომ ქალს კი ესმოდა მისი, - იმ ქალს ხომ ერთხელაც არ მოუყოლია
მისთვის ის ამბავი, თვითონაც რომ არ იცოდა, იმნაირად მომხდარი. ქალები კიდევ,
ჩემო ბატონო, ორი-სამი წლიდანვე ხვდებიან თავის ამბავს ყველაფერს, ოღონდ მერე
ავიწყდებათ და კვირვობენ ხოლმე, - სწორედ ისე, როგორც ის კაცი, აგერ ორმოცი
წლის გასვლის მერე თავის ძველ შარვალს გადაგდებას რომ დაუპირებს და უცებ
ოცდახუთ ცენტს იპოვის ჯიბეში. არა, დავიწყებით არაფერი ავიწყდებათ, ისე
გადადებენ ხოლმე ერთი ათი, ოცი, ორმოცი წლით, ჰოდა, მერე, საჭიროება რომ
მოატანს, მიმოიხედავენ, მიაგნებენ იმას, რაც სჭირდებათ, გამოიყენებენ, მერე კი
ლურსმანზე ჩამოკიდებენ და არც ახსენდებათ, რა გამოიყენეს, როგორც ის არ
ახსენდებათ, რომელი თითით მოუფხანიათ გუშინ თავი; ოღონდ თავის მოფხანა
ხვალაც უეჭველადმოუწევთ, და ისინიც ყოველთვის მიაგნებენ ხოლმე იმას, რაც
საამისოდ არის საჭირო.
თუმცა, რა ვიცი, იქნებ იურისტი ხვდებოდა კიდეც ყველაფერს, იქნებ კიდეც ეწია
თავისას. უფრო სწორად, იმას კი არა, რაც თვითონ უნდოდა, იმას, რაც შეეძლო
დაენარჩუნებინა, - სანაცვლო, მეორე ხარისხი, სულ არარაობას რაღაცა ხომ სჯობია
მაინც, თუგინდ მეორე ხარისხისაც იყოს ის „რაღაცა“. რადგან ელენეების,
ჯულიეტების, იზოლდების და ჯინევრების გვერდით მარტო ლანსელოტები და
ტრისტანები, რომეოები და პარისები კი არ აღმოჩნდებიან ხოლმე. სხვებიც არიან, ვისი
სახელიც ლექსებად წიგნებში არ მოხვედრილა, სხვები, მეორე ნომრები, გარჯით
ისინიც გვარიანად გარჯილან და ოფლიც კარგად უღვრიათ. ჰოდა, პარისის მერე მეორე
კაცად ყოფნა, რასაკვირველია, მაინც მეორე ნომრად ყოფნაა ყოველთვის, ოღონდ არც
ისეთი ურიგო საქმეა. ელენეს ყოველი კაცი არ დაუფლებია, მაგრამ არც ყოველ კაცს
დაუკარგავს ელენე.
ჰოდა, ჩემო ბატონო, მე ვითომ შემთხვევით აღმოვჩნდი სადგურში იმ დღეს, როცა
ლიუშუს ჰოგენბეკმა თავისი ავტომობილი მოაყენა და ავტომობილიდან ჩვენი იურისტი
გადმოვიდა
საკვოიაჟით
და
ჩემოდნით
ხელში,
ბილეთიც
აღებული
ჰქონდა
მოტსტაუნამდე,
სადაც
მემფისიდან
ნიუ-იორკს
მიმავალ
ექსპრესზე
უნდა
გადამჯდარიყო, მერე გემზე ასულიყო და იმ გერმანული უნივერსიტეტისკენ აეღო
გეზი: ორი წელიწადი გადიოდა, რაც იმას ამბობდა სულ - თუკი მოგეხასიათა კაცს,
იქ წასვლა კარგი იქნებაო; ასე იყო ეს ამბავი გუშინ თუ გუშინწინდელ დილამდე,
როცა მამამისს უთხრა: „ახლა რაღა ვქნა, მამა? მამაჩემო, რა შემიძლია გავაკეთო ახლა
მე?“ ცივი დღე იდგა, ასე რომ, იმან ჯერ თავისი დაია მოსაცდელ დარბაზში შეიყვანა
და ჩემთან მერე გამოვიდა ბაქანზე.
- ჩინებულია, - მითხრა, თან ისეთი მხნე იყო, ისე მკვირცხლად ირჯებოდა, უკეთესს
ვერც ინატრებდი კაცი. - ნამდვილად იმედი მქონდა, რომ გამგზავრების წინ
შეგხვდებოდით და თქვენს მტკიცე მარჯვენას გადმოვაბარებდი ჩირაღდანს. ახლა თქვენ
მოგიხდებათ ფორტის დაცვა, თქვენ უნდა იტვირთოთ ჯვარი.
- რა ფორტი? - შევეკითხე. - რომელი ჯვარი?
- ჯეფერსონი, - მიპასუხა იმან. - სნოუპსები. როგორ გგონიათ, გაუმკლავდებით
იმათ ჩემს ჩამობრუნებამდე?
- მე კი არა, ასი ჩემისთანაც ვერ გაუმკლავდებოდა, - ვუთხრათ მე. - ამ საქმეს
მარტო ის ეშველება, რომ სულ მოიშორო ისინი თავიდან, მოსპო ერთიანად.
- არა, არა, - მითხრა იმან. - წარმოიდგინეთ ერთი, იოკნაპატოფაში ვეფხვთა ხროვა
გაჩნდეს ანაზდად, უმჯობესი არ იქნება, ჯორების სადგომ ბაკში დაამწყვდიოთ ისინი?
მაშინ იმას მაინც მოახერხებ, თვალყური ადევნო, თუნდაც მესერთან ათ ნაბიჯზე
ყოველი მიახლოებისას ხელს ან ფეხს კარგავდეს კაცი. ეს არ სჯობს იმას, რომ თავის
ნებაზე მიუშვა - მთელ ოლქში იწანწალონო? არა, ახლა ხელში გვყვანან ჩაგდებული,
ჩვენ გვეკუთვნიან. მართალია, ის აღარ ვიცი, რა ცოდვების გამო დაიმსახურა
ჯეფერსონმა ამგვარი სასჯელი, ამნაირი უფლება, ამნაირი უპირატესობა რით მოიპოვა.
ოღონდ ასე კი მოხდა და. ასე რომ, ახლა უნდა ვიბრძოლოთ, უნდა გავუძალიანდეთ,
მოვითმინოთ და (თუ შევძელით) გადავრჩეთ კიდეც.
- კი, მაგრამ
სამაგისოდ?
რაღა
მაინცდამაინც
მე?
მთელ
ჯეფერსონში
მე
რატომ
შემარჩიეთ
- იმიტომ, რომ მარტო თქვენ გენდობით მთელ ჯეფერსონში.
არა, კაცმა სიმართლე რომ თქვას, ეტყობა ისიც, მეორე ნომერიც არასდროს კარგავს
ხოლმე ელენეს, იმიტომ, რომ ელენეც, სანამ სული უდგას, მისგან, იმ მეორე
ნომრისგან თავის დახსნას თვითონაც არ ცდილობს ხოლმე. არ სურს ალბათ და
იმიტომ.
7. ჩარლზ მალისონი
მახსოვს, რეტლიფმა თქვა - მთელი ქვეყნიერების ელენეები სინამდვილეში არასოდეს
კარგავენ იმ მამაკაცებს, რომლებსაც ელენე ჰყვარებიათ და დაუკარგავთო. შესაძლოა
იმიტომ, რომ არ სურთო ეს ამბავი.
გევინ ბიძია ჰაიდელბერგს რომ გაემგზავრა, მე დაბადებულიც არ ვყოფილვარ, ჰოდა,
პირველად რომ ვნახე, უკვე ჭაღარა ჰქონდა შეპარული, მგონი. იმიტომ, რომ
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ქალაქი - 08
  • Parts
  • ქალაქი - 01
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 1948
    28.4 of words are in the 2000 most common words
    39.5 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 02
    Total number of words is 3992
    Total number of unique words is 1824
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 03
    Total number of words is 3892
    Total number of unique words is 2027
    28.8 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 04
    Total number of words is 4126
    Total number of unique words is 1771
    33.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 05
    Total number of words is 3979
    Total number of unique words is 1874
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 06
    Total number of words is 3952
    Total number of unique words is 1875
    31.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 07
    Total number of words is 3971
    Total number of unique words is 1883
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 08
    Total number of words is 3954
    Total number of unique words is 1822
    30.2 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 09
    Total number of words is 3924
    Total number of unique words is 1905
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 10
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 1912
    29.8 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 11
    Total number of words is 3974
    Total number of unique words is 1897
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 12
    Total number of words is 4111
    Total number of unique words is 1678
    32.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 13
    Total number of words is 4103
    Total number of unique words is 1775
    34.3 of words are in the 2000 most common words
    46.5 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 14
    Total number of words is 3967
    Total number of unique words is 1939
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.4 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 15
    Total number of words is 3895
    Total number of unique words is 1868
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    50.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 16
    Total number of words is 3993
    Total number of unique words is 1860
    33.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 17
    Total number of words is 4054
    Total number of unique words is 1839
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 18
    Total number of words is 4154
    Total number of unique words is 1727
    33.2 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 19
    Total number of words is 3843
    Total number of unique words is 1854
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.2 of words are in the 5000 most common words
    46.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 20
    Total number of words is 3871
    Total number of unique words is 1877
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.9 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 21
    Total number of words is 4048
    Total number of unique words is 1843
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.9 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 22
    Total number of words is 4060
    Total number of unique words is 1866
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.4 of words are in the 5000 most common words
    50.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 23
    Total number of words is 3959
    Total number of unique words is 1758
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 24
    Total number of words is 4043
    Total number of unique words is 1842
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 25
    Total number of words is 3466
    Total number of unique words is 1703
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.