Latin
Total number of words is 4043
Total number of unique words is 1842
32.8 of words are in the 2000 most common words
45.0 of words are in the 5000 most common words
52.4 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ბაპტისტი ბრძანდება, მისის სნოუპსი კიდევ, პრესვიტერიანულ ოჯახში დაიბადა,
ოღონდ ჯეფერსონის არც ერთი ეკლესიის მრევლში არ ჩარიცხულანო; ჰოდა, რაკი
მისტერ სტივენსმა შემოგვთავაზა... თავს იდვა... ერთი სიტყვით, ამ საქმის
გასარკვევად მისტერ სტივენსთან მოგვასწავლესო. ჰოდა, გევინ ბიძიამ უთხრა:
- მოგასწავლეს კი არა, მოგაგზავნეს. იმ შეჩვენებულმა კომპანიამ მოგაგზავნათ, ორივე
სქესის დედაბრების და უსქესო დედაბრების შეჩვენებულმა კომპანიამ. თანაც იმ ქალის
დასაკრძალავად
კი
არა,
ცოდვათა
მისატევებლად.
მადლობა
მომიხსენებია,
ჯენტლმენებო, წესის აგებას მე თვითონ ვაპირებ. - ოღონდ ამასობაში მამაჩემი
დაბრუნდა სავახშმოდ და დედამ გევინ ბიძიაზე მიუშვა. თავიდან ყველას გვეგონა,
დარწმუნებულიც კი ვიყავით - უორნერები (იქნებ მისტერ ფლემიც) იმას მოინდომებენ,
მისის სნოუპსი ფრანგისხევში დამარხონ, მისტერ უორნერი უკან რომ გაბრუნდება,
ცხედარსაც გაიყოლებს და სხვა დანარჩენსაც, რაც თან ჩამოუტანიაო. მაგრამ გევინ
ბიძიამ ეს ამბავი ლინდას სახელით იუარა და ბევრი იმასაც ამბობდა - სინამდვილეში
თვითონ ლინდასაც უარი უთხრაო. ერთი სიტყვით, უარი ითქვა და დაკრძალვა მეორე
დღისთვის დაინიშნა, საიმდროოდ, როცა ჯოდი უორნერის მანქანა ფრანგისხევიდან
ჩამობრუნდებოდა და ჯოდის და მისის უორნერს ჩამოიყვანდა. ჰოდა, მამაჩემი გევინ
ბიძიას დააცხრა თავს:
- ჯანდაბას ბარემ ეს ამბავი, გევინ, - უთხრა მამამ, - არ იქნება შენგან მაგის
გაკეთება. კი, ბატონო, ესეც ბრძანდები და ისიც, მაგრამ მღვდელმსახური არ ხარ
მაინც.
- მერე რა? - მიუგო გევინ ბიძიამ. - ის ხომ არ გგონია, ქალაქი იმას დაიჯერებს დედამიწაზე ისეთი მოძღვარი მოიძებნება, იმ ქალს ჯეფერსონის გვერდის ავლით
სამოთხის გზა დაულოცოსო? თუ გგონია, იესო ქრისტე რომ იესო ქრისტეა, ის
შეიძლება სამოთხეში შეეყვანა ჯეფერსონის გავლით?
- მოითმინეთ! - დედამ თქვა. - ორივე გაჩუმდით! - დედა გევინ ბიძიას
მისჩერებოდა. - იცი, გევინ, ჯერ იმას ვფიქრობდი - ვერც როდის ვერ მიხვდები,
იულამ ეს ამბავი რატომ აიტეხა-მეთქი. ოღონდ ახლა მგონი, მივხვდი ყველაფერს. ის
ხომ არ გინდა, მერე ლინდას იმის თქმა მოუხდეს - დედაჩემი დამარხვითაც ვიღაც
ბერბიჭამ დამარხაო?
ეს იყო და ეს. მეორე დღეს მისის უორნერი და ჯოდი ჩამოვიდნენ და ის მიხრწნილი
მეთოდისტი მღვდელი ჩამოიყვანეს, ამ ოცდათვრამეტი წლის წინ იულა რომ მოენათლა.
ჰოდა, ჩვენ - მთელი ქალაქი - იმ მომცრო სახლში შევიკრიბეთ, ქალები ოთახებში
განლაგდნენ, მამაკაცები ეზოსა და ქუჩაში, სუფთად იყვნენ ყველანი გამოწკეპილნი,
ხმადაბლა საუბრობდნენ მოსავლის თუ ამინდის ამბების გამო, ერთიმეორისთვის
თვალებში შეხედვას ერიდებოდნენ. ჰოდა, მერე - სასაფლაო, მოცარიელებული მიწის
ნაკვეთი; ახალგათხრილი ერთადერთი სამარე მალე დაიფარა გვირგვინებად, არფებად,
ურნებად დაწნულ ყვავილთა გროვით. და ის ყვავილებიც იმავე სიკვდილისად იყვნენ
განწირულნი, ესენი რომ ცდილობდნენ ნესტარი ამოერთმიათ, შეელამაზებინათ და
გაეიოლებინათ. ჰოდა, მისტერ დე სპეინი განზე კი არ იყო გამდგარი, ისე იდგა
მარტოდმარტო, სახელოზე კრეპდამაგრებული, და ალბათ მაშინაც ამგვარი სახე ჰქონდა
- იმ დღეს, იმ საათს, იმ წუთს, როცა კუბანზე ლეიტენანტად მყოფი, ბრმად
მინდობილ ჯარისკაცებს იქითკენ მიუძღვებოდა, საიდანაც მრავალს აღარ ეწერა
დაბრუნება.
მერე შინ დავბრუნდით და მამამ თქვა: - მისმინე, გევინ, დათრობით მაინც
დამთვრალიყავი, ეს ოხერი! - და გევინ ბიძიამ გაზეთიდან თავის აუღებლად მიუგო:
- სწორს ამბობ, კი უნდა დავმთვრალიყავი, - მერე ვახშმობამაც მოატანა და მე
მიკვირდა - დედა რატომ არ წყრება, გევინ ბიძია რომ არაფერს ჭამს-მეთქი. ასე იყო
თუ ისე, რაკი დედა საჭმელზე არ ფიქრობდა, მეც აღარ შემომჩენია. მერე ჩვენ გევინ ბიძია, დედაჩემი და მე - კაბინეტისკენ წავედით. ბაბუას სიკვდილის შემდეგ
დედა სულ იმას ცდილობდა, იმ ოთახისთვის ბიბლიოთეკა გვეწოდებინა, ახლა კიდევ
თვითონვე თქვა ბაბუასნაირად - კაბინეტიო. გევინ ბიძია წიგნით ხელში მაგიდას
მიუჯდა და იმ წიგნს ზოგჯერ გადაფურცლავდა კიდეც. უეცრად ზარმა დარეკა.
- მე გავუღებ, - დედამ თქვა. ოღონდ სხვას არც არავის უფიქრია კარის გაღება,
არავინ დაინტერესებულა. მერე დედა დერეფნიდან კაბინეტის კარს მოადგა და თქვა: ლინდაა. მოდი, გენაცვალე, - თან გვერდზე გადგა და მე მანიშნა, ჰოდა, ლინდა რომ
შემოვიდა და გევინ ბიძია წამოდგა, დედამ ისევ მანიშნა და მითხრა: - ჩიკ! - ჰოდა,
ლინდა კარში შეჩერდა, დედამ კიდევ მითხრა: - ჩარლზ! - მაშინ მე ავდექი და
გავედი, დედამ კარი მომიხურა, მაგრამ არ მწყენია, ასეთ ამბებს შეჩვეული ვიყავი
უკვე. ისედაც ვიცოდი - ოთახიდან გამომისტუმრებენ-მეთქი, როცა დავინახე, ვინც
მოსულიყო.
22. გევინ სტივენსი
მეგიმ, როგორც იქნა, გაისტუმრა ჩიკი და კარი მიუხურა.
- დაჯექი, ლინდა, - ვუთხარი, მაგრამ ლინდა არ დამჯდარა. - იტირე, - ვუთხარი,
- ცრემლს ნუ შეიმაგრებ, იტირე.
- არ შემიძლია, - თქვა იმან, - ვცადე უკვე. - მე მომჩერებოდა. - ის კაცი არაა
მამაჩემი.
- არა, მამაშენია, - ვუთხარი. - მამაა, რაღა თქმა უნდა, ვერც მივმხდარვარ, რას
ლაპარაკობ.
- არა, - თქვა იმან.
- კი, - ვუთხარი მე. - გინდა დაგიფიცო? კარგი, გეფიცები, რომ მამაშენია.
- თქვენ იქ არ ყოფილხართ, არც იცით არაფერი, არც კი გენახათ დედა, სანამ...
სანამ დედა... სანამ ჩვენ ჯეფერსონში არ ჩამოვედით.
- რეტლიფმა იცის. რეტლიფი ხომ იქ იყო. იცის იმან. იცის, ვინც არის შენი მამა. მე
კიდევ რეტლიფისგან ვიცი. დარწმუნებული ვარ. ოდესმე მომიტყუებიხარ?
- არა, - მითხრა იმან. - თქვენ ერთადერთი კაცი ხართ მთელ ქვეყანაზე, არც როდის
რომ ტყუილს არ მეტყვის, ვიცი.
- ხომ ხედავ? - ვუთხარი. - ჰოდა, გეფიცები ამ ამბავს. გეფიცები, რომ ფლემ
სნოუპსი მამაშენია. - ლინდა არც ახლა დაძრულა ადგილიდან, ოღონდ ცრემლები კი
არ წასკდომია, წყალივით უჩუმრად და სწრაფად ჩამოეღვარა სახეზე. მე მივეახლე.
- არა, - მითხრა იმან, - არ მომეკაროთ, - და ჩემს ორივე ხელს სწვდა, ჩააფრინდა
და მკერდზე მიიკრა. - მამაჩემი არ არის-მეთქი, როცა ვფიქრობდი, ორივე მძაგდა დედაც და მანფრედიც, კი, კი, ყველაფერი ვიცოდი მანფრედის ამბავი: დამინახავს,
როგორ... უყურებდნენ ხოლმე ერთიმეორეს, როგორ საუბრობდნენ, ერთმანეთის
სახელს რანაირი ხმით, რანაირად წარმოთქვამდნენ. ჰოდა, ვერ ვუძლებდი ამ ამბავს,
მძულდნენ ორივენი. ახლა კიდევ, რაკი ვიცი - ის კაცი მამაჩემი არის-მეთქი,
ყველაფერი
შეიცვალა.
ახლა
მიხარია
დედას
მაგივრად.
მადლობა
ღმერთს,
შეყვარებული რომ იყო, ბედნიერი რომ იყო. ახლა ტირილიც შემიძლია.
23. ვ.კ. რეტლიფი
შეტოქებას ჰგავდა ეს ამბავი. გეგონებოდათ, იურისტმა ჯიბეში დინამიტის მასრა
ჩაიჩურთა, გრძელი შნურის ბოლოს ცეცხლი წაუკიდა და ახლა იმას ელოდება გამოჩნდება ვინმე თუ არ გამოჩნდება, ცეცხლი რომ დროზე ჩააქროსო. გინდაც, დოღი
ყოფილიყოს გასწრებაზე - ან იურისტი მოახერხებდა, ლინდა ჯეფერსონიდან
გაესტუმრებინა და ერთხელ და სამუდამოდ დაეხსნა თავი სნოუპსების მთელი
მოდგმისგან, ან კიდევ, თვითონაც აფეთქდებოდა და ყველა დანარჩენ მის ახლობელსაც
აფეთქება მოუწევდა.
არა, რა შეტოქება, რის შეტოქება! შეტოქება თუ იყო გამართული, ფლემ სნოუპსთან
მაინც არ ყოფილა, რადგან შეტოქებით ორი უნდა შეეტოქოს ერთმანეთს, ჰოდა, ფლემ
სნოუპსი ამ საქმეში სულ არ ყოფილა გარეული. უფრო სწორად, შეტოქებაში კი არ
მონაწილეობდა, მსაჯი იყო ამ საქმეში. არა, მსაჯიც არ ყოფილა. გეგონებოდათ,
საკუთარ თავს რომელიღაც აუღელვებელ, უწყინარ თამაშს ეთამაშებაო, გინდაც
პასიანსის გაშლით შეექციოს თავი. ახლა ყველაფერი მოეგდო ხელში, რისი
გულისთვისაც ჯეფერსონს ჩამოსულიყო. იმაზე მეტიც ჰქონდა. ისიც კი ჩაეგდო,
ჯეფერსონს ჩამოსვლამდე რომ ვერც წარმოიდგენდა - იმის დაჩემება მომინდებაო,
რადგან არც იცოდა იმის არსებობა. ახლა ბანკიც მისი იყო, ბანკში შეტანილი ფულიც
და პრეზიდენტის სავარძელიც, ასე რომ, ახლა მარტო იმის დარაჯობა კი არ შეეძლო ჩემი სახლიკაცის, ბაირონისნაირმა ვინმე ყურუმსაღმა ფული არ გააცოცოსო, ახლა იმ
რესპექტაბელურობასაც ვეღარავინ წაართმევდა, იოკნაპატოფას ორი ბანკიდან ერთ-ერთის
პრეზიდენტს რომ ეკადრებოდა. სულ მალე მთელ იოკნაპატოფაში, ის კი არა, მგონი,
მთელ მისისიპის შტატში ყველაზე დიდი სახლი იქნება მისი სადგომი, როგორც კი დე
სპეინების ძველ შენობას მოუმთავრებენ ხუროები. ორი ყველაზე თავგასული და
ნამუსგარეცხილი სნოუპსიც ხომ მოიშორა თავიდან - მონტგომერი უორდი და ა. ო.
გააბუნძულა, ასე რომ, ახლა, სულ თუ არა, დროებით მაინც, მთელ ოლქში მის
გარდა ერთადერთი მოქმედი სნოუპსი დარჩა კიდევ - ბითუმად მოვაჭრე ბაყალი,
მარტო
მასავით
პატივცემული
კი
არა,
იქნებ
უბრალო
ბანკირზე
მეტადაც
კრედიტუნარიანი. ყველას შეეძლო ეფიქრა - ახლა მაინც გულზე მოეშვებაო ფლემ
სნოუპსს. როგორ გეკადრებათ, ბატონო. კიდევ ის საქმე ჰქონდა მოსამთავრებელი, რომ
იმ გოგოსთვის (ახლა უკვე დაქალიშვილებულისთვის) როგორმე ის ეთქმევინებინა დიდი მადლობელი ვარ, მამა, ასეთი გულკეთილი რომ ბრძანდებიო.
და მაინც, შეტოქება გახლდათ ეს ამბავი. ლინდასთან შეტოქება კი არა, არც იურისტ
სტივენსთან, რაღა თქმა უნდა, რადგან იურისტს კაი ხანი იყო უკვე, იმას
გამორჩენოდა, რასაც მისგან გამოელოდა, ესე იგი, იმ ამბავს, რომ მისი ცოლი
წესიერად, პატიოსნად, დარბაისლურად გაესვენებინათ და ამასთან დაკავშირებით
ხმაური და აყალმაყალი ვერავის აეტეხა. არა, ახლა უკვე მთელ ჯეფერსონს
ეტოქებოდა. გეგონებოდათ, იმას ცდის - რამდენს გაუძლებს, რამდენს მოითმენსო
ჯეფერსონი. თითქოს ის ამბავი სცოდნოდეს, რომ მისი კაიკაცობის სახელი იმაზე იყო
დამოკიდებული, რომ ჯეფერსონი მარტო მომხდარ ფაქტად კი არ აღიარებდა,
შეეჩვეოდა კიდეც იმას, რომ ფლემ სნოუპსმა ბანკიდანაც გუდა-ნაბადი აუკრა მანფრედ
დე სპეინს და დე სპეინების საგვარეულო ბუდის გადაკეთებასაც მიჰყო ხელი იქ
ჩასასახლებლად, და რომ ერთადერთი საფრთხე დარჩა თავიდან ასაცილებელი: ვაითუ
ვინმეს შემთხვევით თვალი აეხილა იმ ასულისთვის, ვინც აქამდე ფლემ სნოუპსს მამად
მიიჩნევდა? ვაითუ შემთხვევით შეეტყო იმ ასულს - ის კაცი, დედაჩემის
თვითმკვლელობის ამბავში რაღაცით მაინც რომ არის გარეული, სულერთია, დამნაშავეა
თუ არა, მამაჩემი არ ყოფილაო; არადა, როცა ვინმემ პასუხი უნდა აგოს დედაშენის
სიკვდილის გამო, უმჯობესია, სახლეული იყოს შენი, ვიდრე სულ გარეშე ადამიანი.
ასე რომ, ყოველი კაცი იმას იფიქრებდა - გასვენების მერე მტვერი ცოტათი
დაიწმინდება თუ არა, ფლემი იმას შეეცდება, ის გოგო როგორმე ჯეფერსონიდან
გაისტუმროს, ის აზრი ჩააგონოს - მე თვითონ მინდა სადმე გადავიკარგოო. ოღონდ
სინამდვილეში სულ სხვაგვარად მოხდა ყველაფერი. მიზეზად ძეგლი მოიდვა იმ კაცმა.
ჰოდა, რასაკვირველია, ამ საქმეში იურისტი სტივენსი გახლდათ გარეული. ვერაფერს
მოგახსენებთ, ვინ დაავალა იმ ძეგლის საქმისთვის ხელის მოკიდება, უფლება ვინ
მისცა, - იქნებ თვითონვე მიიმძლავრა ის უფლება, ანდა იქნებ საამდროოდ მისი და
ყველა სნოუპსის, უფრო სწორად რომ ვთქვათ, მისი და ფლემ სნოუპსის მთელი
ოჯახის დამოკიდებულება ისეთივე შეიქნა, გაშლილ მინდორში მოხვედრილ კაცს რომ
აქვს კოკისპირულ წვიმასთან: გახდომით ვერაფერს გახდები - დაგატყდება ის თქეში
თავზე და ისაა.
ასე იყო თუ ისე, სწორედ იურისტი მიეხმარა ლინდას იმ ამბავში, რომ მთელი სახლი,
დედამისის ყველა ქაღალდი გადაექექათ და შესაფერისი სურათი მოეძებნათ; ჰოდა,
მერე იურისტმა ის სურათი - თავი მარტო - გაადიდებინა და იტალიაში გაგზავნა,
რათა იქ - რა ჰქვია იმას? - ბარელიეფი გამოექანდაკებინათ ძეგლისთვის; თანაც
იქიდან სასინჯი ნახატები უნდა გამოეგზავნათ ჩვენთვის, ჰოდა, იურისტს უნდა
გადაეწყვიტა, რომელიშერჩეულიყო იმ ნახატებიდან, ისიც ესწავლებინა - ასე და ასე
გადაკეთდესო, და მერე უკანვე დაებრუნებინა ნახატები. ჰოდა, საამისო უფლება
თვითონვე მიისაკუთრა. ფლემი გინდა ჩარეულიყო და გინდა არა, იმიტომ, რომ ის
უნდოდა, ფლემს ძეგლი გაეხსნა და მერე გაეშვა ის გოგო. ოღონდ ის ძეგლი ფლემის
საქმე გახლდათ, დამიჯერეთ. ფლემმა საფასურიც თვითონ გადაიხადა, თვითონვე
ჩაიფიქრა ის ამბავი, დაგეგმვითაც თვითონ დაგეგმა, ფორმაც შეურჩია, ზომაც და
წარწერაც - შრიფტი, ასოების სიდიდე, - ჰოდა, ფასის ამბავზე კრინტიც არ
დაუძრავს. კი, დამიჯერეთ, სულ ფლემის საქმე გახლდათ. იმიტომ, რომ იმ გეგმას
მისდევდა, იმისთვის რომ მიეღწია, რისი გულისთვისაც ჩამოვიდა ჯეფერსონში და
რისთვისაც გადახდა თავს ყველაფერი.
კი, რასაკვირველია, იურისტმა გამოაწყო ისე, რომ ლინდა წასულიყო ჯეფერსონიდან,
ბოლოს და ბოლოს თავი დაეღწია აქაურობისთვის; ერთადერთი, ძეგლის დადგმას
უცდიდნენ, რადგან ფლემი შეჰპირდა - ამის მერე გაგიშვებო. ლინდა იმ ადგილას
მიემგზავრებოდა,
გრინიჩ-ვილეჯი
რომ
ერქვა
ნიუ-იორკში.
იურისტმა
ითავა
ყველაფერი, ჰარვარდელ მეგობრებს შეუთანხმდა, სადგურზე დახვედროდნენ და
მოწყობაში მიშველებოდნენ, ოთახი დაექირავებინათ და რაც რამე დასჭირდებოდა,
არაფერი მოეკლოთ იმ გოგოსთვის.
- კოლეჯია ის დაწესებულება? - ვკითხე მე. - ჩვენთან რომაა სემინარი-ჰილზე,
იმნაირი?
- არა, არა, - მიპასუხა იურისტმა. - თუმცა ჰო, იმნაირია. ოღონდ ისეთი არაა,
თქვენ რომ გგონიათ.
- მე მეგონა, უეჭველად კოლეჯში გინდოდათ გაგეგზავნათ, ჩრდილოეთში.
- ეგ ადრე იყო, - მითხრა. - იმის მერე ბევრი რამე გადაგვხვდა. ერთობ ბევრი რამე
მოხდა, ერთობ სწრაფად, ერთობ მოულოდნელად. ლინდამ ყველა უნივერსიტეტს
გაუსწრო
ერთ
დღე-ღამეში,
ამ
ორი
კვირის
წინ.
ახლა
ხელახლა
უნდა
შეესისხლხორცოს იმ უნივერსიტეტებს, საამისოდ ერთი წელი მაინც არის საჭირო, იქნებ
ორიც. ახლა გრინიჩ-ვილეჯი ყველაზე შესაფერისი ადგილია ლინდასთვის.
- მაინც რა არის ისეთი ის გრინიჩ-ვილეჯი? - შევეკითხე. - არ მეუბნებით და ისაა.
- ეს ისეთი ადგილი გახლავთ, განსაზღვრულ სივრცეში რომ არის მოთავსებული და
მაინც, ჭეშმარიტ საზღვართა გარეშეა, ყოველი ასაკის ახალგაზრდობა იქ იკრიბება
თავისი ოცნების მისაკვლევად.
- აბა, მე ისიც არ ვიცოდი, მასეთ ადგილებს გეოგრაფიული საზღვარი თუ არ ჰქონდა,
- ვუთხარი. - მე მეგონა, მაგ ეშმაკის მანქანებს კაცი ყველგან მოიძევს-მეთქი.
- ყოველთვის ვერ მოიძევ. ყოველ შემთხვევაში, ლინდას საქმე მაინც სხვანაირადაა.
ზოგჯერ მარჯვე გარემოა საჭირო, ტყის სივრცე, ისეთი სანახები, სადაც ხალხს სხვა
დროსაც უნადირია და იმავე საშოვარს გადასწვდომია, თქვენ რომ გჭირდებათ სწორედ.
ხანდახან ზოგ-ზოგიერთებს მიშველება სჭირდებათ მის მისაკვლევად. ჰოდა, იმათ რომ
ხელში მოგდება უნდათ, ის საშოვარი ჯერ თვითონვე უნდა შექმნან. საამისოდ ორი
ადამიანია საჭირო.
- ორიო? - შევეკითხე.
- დიახ, - მითხრა. - ორი.
- თქვენ - ქმარიო, იმის თქმა გნებავთ?
- მასე ითქვას, თუ გინდათ, - მითხრა. - რა დაერქმევა, სულერთია.
- მომისმინეთ, - ვუთხარი მე. - მაგნაირი სიტყვებისთვის ჯეფერსონის, მთელი
იოკნაპატოფას მრავალი, არა, ფაქტობრივად ყველა კეთილი, ღვთისმოშიში, მართალი,
მებრძოლი მორწმუნე ქრისტიანი, ვინც კი თავმომწონედ ბრძანებს თვითონვე - ჩვენს
სიცოცხლეში ისეთი არაფერი ჩაგვიდენია, ყველაზე უმანკო ბავშვს თვალი რომ ვერ
გავუსწოროთო, ყველა იმას იტყვის თქვენზე - ეშმაკის თანამდგომი და შუამავალი
არისო.
ოღონდ იურისტს ხუმრობისთვის არ ეცალა. კაცმა რომ თქვას, არც მე მეხუმრებოდა. დიახ, - მითხრა. - ასე იქნება ლინდას ამბავი. გაჭირვებით ძალიან გაუჭირდება. ბევრ
ვინმეს უნდა შეხვდეს, დიდხანს უნდა არჩიოს. იმიტომ, რომ იმ კაცს, ვინც იქნება,
დიდად გაუძნელდება ლინდას სწორფერობა. ძალიან გულოვანი უნდა იყოს, რადგან
ბედისწერაა, იქნებ უბედურებაცაა ეს ამბავი. ეს არის ლინდას ბედი, საიმისოდ არის
განწირული, რომ შფოთსა და წუხილში იყოს მისი დღე და მოსწრება და ყოველივეს
გაუძლოს, საიმისოდ არის განწირული, რომ ერთი გატაცება განიცადოს, ერთი
მწუხარება, და მთელი სიცოცხლე იმას შეალიოს, ისე, როგორც ზოგიერთი
დაბადებიდანვე საიმისოდ არის განწირული, რომ გაძარცვავენ, უღალატებენ ანდა
მოკლავენ კიდეც.
ჰოდა, მაშინ იყო, რომ ვუთხარი:
- შეირთეთ ლინდა. ამ ამბავზე არასოდეს გიფიქრიათ, რაღა თქმა უნდა.
- მე არ მიფიქრია? - მითხრა. მშვიდად მითხრა, არც გაკვირვება დამჩნევია, არც სხვა
რამე. - მე კიდევ მეგონა - სწორედ ამ ამბავზე ვლაპარაკობ-მეთქი ეს უკანასკნელი ათი
წუთია. ლინდას მჯობნის მჯობნი სჭირდება, ოღონდ შესაძლოა, ამნაირი კაციც კი არ
გამოადგეს.
- თქვენ შეირთეთ, - ვუთხარი.
- არა, - მომიგო. - მე ის ბედი მიწერია, რომ ყოველთვის ხელიდან გავუშვა ცოლის
შერთვის შემთხვევა.
- თქვენ იმის თქმა გნებავთ - ქორწინებას ყოველთვის გადავურჩეო?
- არა, არა, - მითხრა, - მაგ ამბავს ვერასოდეს გადავურჩები. ქორწინება სულ მუდამ
ჩასაფრებული მყავს ჩემს სავალ გზაზე. ჩემი ბედი ისეთია, რომ ხან მე ვუშვებ
ხელიდან ქორწინების შემთხვევას და ხან ის მიშვებს ხელიდან, ჩემდა გადასარჩენად.
ასე რომ, ყველაფერი გადაწყვეტილი გახლდათ. ახლა ერთადერთი ის იყო საჭირო, ის
მარმარილოს პორტრეტი, ის სახე მიეღოთ იტალიიდან. ჰოდა, სულს ართმევდა იმგენს
იურისტი, ტელეფონით იქნებოდა თუ ტელეგრაფით, თანაც, ლამის ყოველდღე
იტალიის კონსულს ურეკავდა ახალ ორლეანში და იმას ელოდებოდა, როდის
გახდებოდა შესაძლებელი ძეგლზე იმ ბარელიეფის მიმაგრება, რომ მერე (თუკი საჭირო
შეიქნებოდა) ქეჩოში ხელი წაევლო ფლემისთვის, მანქანაში ჩაეგდო, სასაფლაოზე
გაეყვანა და ძეგლისთვის საბურველი შემოეძრო; ჰოდა, საამდროოდ ლინდასთვის ნიუიორკის
ბილეთიც
ხელთ
უნდა
ჰქონოდა
(ბილეთის
საფასურსაც
თვითონვე
გადაიხდიდა, ოღონდ აღარ იყო საჭირო ეს ამბავი, რადგან ბიძია ბილმა დასაფლავების
მერე უკან გაბრუნებამდე უკანასკნელად ის გააკეთა, რომ ბანკში - ოღონდ ფლემის
ბანკში კი არა, მეორეში, თანაც, იურისტი ერთ-ერთ მეურვედ გახადა - კარგაძალი
თანხა გადარიცხა იმ ფულიდან, რომელიც მისი ანდერძის მიხედვით, იულას უნდა
რგებოდა მემკვიდრეობად).
ასე რომ, ლოდინი მოგვიხდა. ჰოდა, ეს ამბავიც კაი თავშესაქცევი გახლდათ.
მოკლედ, იურისტი იტალიის მთავრობას არ აყენებდა საშველს, ჩემთვის კიდევ
უმთავრესი ის არის ყოველთვის, რამეს ვაკვირდებოდე ხოლმე, რაღა თქმა უნდა, როცა
ადამიანებს შეეხება საქმე. ისინი - ფლემი და ლინდა - ისევ იმ მომცრო სახლში
იდგნენ ჯერჯერობით, და თუმცა დიდი ხანი იყო გასული, რაც ფლემს ის სახლი
ეყიდა, მაინც ყველას ეგონა, ნაქირავები აქვსო: მანქანაც საკმაოდ მალე შეიძინა
ფლემმა. იმის თქმა მინდა - რასაკვირველია, მას მერე-მეთქი, რაც საკმაო დრომ
გაიარა მისი გაპრეზიდენტებიდან: სანტა კლაუსის ზედიზედ შეწუხება არ ივარგებდა.
ძალიან ძვირფასი მანქანა არ ყოფილა, გამძლე იყო, სწორედ საკადრისი ზომის,
საკადრისად შავი ფერის მანქანა. იმდენი ქნა, თვითონვე ისწავლა იმის მართვა, ალბათ სჭირდებოდა ეს ამბავი, იმიტომ, რომ ყოველდღე, ბანკის დახურვის მერე
გამგზავრება უხდებოდა იმის თვალის მისადევნებლად, ხუროები როგორ მუშაობდნენ
მის ახალ სახლში (წინა მხრიდან სვეტები მიუშენეს იმ სახლს, მაღალ-მაღალი
სვეტები). ჰოდა, ფლემს თვითონ უხდებოდა მანქანის წაყვანა, იმიტომ, რომ ლინდამ
კი იცოდა მართვა და ზოგჯერ კიდეც ჩაუჯდებოდა ხოლმე იმ მანქანაში, - იმისას თუ
აღარაფერს ვიტყვით, ჩემო ბატონო, რომ ყველა ქალს უყვარს ბინის შენების იქნება თუ
გადაკეთების ყოველნაირი დავიდარაბა, სულერთია, ვისიცაა ის ბინა, ისე, როგორც
ჩიტებს უყვართ ბუდის ამოშენება, - ჰოდა, ლინდა სახლის სანახავად კი ახლდა იმ
კაცს, ოღონდ შესვლითაც არ შესულა იმ სახლში და მეტად აღარც წაჰყოლია იქითკენ.
მაგრამ, მოგახსენეთ უკვე, ამ ამბით ყველანი ვიყავით რაღაცნაირად დაკავებული,
რაღაცნაირად ჩვენც გვეხებოდა ეს ამბავი, ანდა გვაინტერესებდა მაინც, ასე რომ,
ლოდინი კი შეგვეძლო ჩვენ. არადა, მოგეხსენებათ, ყოველნაირ მოლოდინს აქვს
დასასრული, ოღონდ კი ცოტათი მეტხანს დაელოდოს კაცი. ოქტომბერი დადგა,
წელიწადის
მშვენიერი
დრო,
კაცმა
რომ
თქვას,
საუკეთესო
დრო.
ჰოდა,
რასაკვირველია, იურისტი თვითონ გაემგზავრა სადგურზე იმ რაღაცის წამოსაღებად და
წამოიღო კიდეც, თუმცა, დარწმუნებული ვარ, გადმოგზავნის ხარჯი ფლემმა
გადაიხადა, რადგან იურისტს საიმისო მოთმინება არ ეყოფოდა, მდგარიყო და ეცადა,
ვიდრე აგენტი ყველაფერს იანგარიშებდა და ჩეკს გამოწერდა. არა, იმან ბაქანზე
ბატებივით გამოირეკა წინ თავისი მანქანისკენ ორი ზანგი, იმ რაღაცას რომ
მოათრევდნენ, ნამჯით შეფუთულს და ხის ყუთში ჩაჭედილს. ჰოდა, მომდევნო სამ
დღეს მისი სამსახურის კარი იურისტს, ასე რომ ვთქვათ, მხოლოდ შორიდან თუ
„მოკრავდა ხოლმე თვალს“, მოედანს როცა ჩაუქროლებდა. კიდევ კარგი, იმ დღეებში
არც ყაჩაღები დასხმიან თავს ჩვენი იოკნაპატოფას ფინანსურ კეთილდღეობას, არც სხვა
ვინმე მძარცველები, თორემ ჩვენს იოკნაპატოფას საკუთარი ძალებით მოუწევდა
გამკლავება, ოლქის პროკურორის დაუხმარებლად, ჰოდა, იმან წინასწარვე, ბარელიეფის
ჩამოტანამდე იქირავა კალატოზები, ისინიც ადგნენ და მგონი, კირხსნარიც მოამზადეს
უკვე. ჰოდა, ერთ დილას დავიჭირე იურისტი, მანქანის კარზე ხელი ჩამოვუდე და
ვუთხარი:
- მოდი, წამოგყვებით სასაფლაოზე, - ის კიდევ წაიხარა, მანქანა უკვე მოემართა,
მოტორი მუშაობდა, ხელი ჩამომაღებინა და მითხრა:
- ნუ მებლანდებით ფეხებში, - მითხრა და დაძრა მანქანა. მე მის კაბინეტში ავედი იქ კარი არც როდის არ იკეტებოდა, მაშინაც კი, როცა იურისტი მთელი დღით
მიდიოდა სადმე. შევედი და ქვედა უჯრა გამოვაღე, ბოთლს რომელშიც ინახავდა, ის
უჯრა, მაგრამ ვისკის ნატამალიც არ იყო ბოთლში. მაშინ ავდექი და ქუჩაში დავიცადე
გაკვეთილების დამთავრებამდე, მერე ჩიკი დავიჭირე და ვუთხარი:
- იქნებ სულ ცოტა ვისკი მაინც ჰქონდეს ბიძაშენს სახლში. - ჰოდა, ჩიკმა მიპასუხა:
- არ ვიცი, ვნახავ. თქვენ გინდათ, ჭიქაში ჩავასხათ და აქ მოგიტანოთ?
- არა, ბიძაშენს ჭიქა კი არ სჭირდება, ბოთლი სჭირდება მთელი, დიდი ბოთლი,
გაპიპინებული მოარბენინე ერთი, მე დავუდგები დარაჯად.
მერე, როგორც იქნა, ის ძეგლი მოამთავრეს, ფლემს შეეძლო გაეხსნა უკვე. ჰოდა,
იურისტმა ბრძანება გამომიგზავნა, მოკლე, გამოკვეთილი განკარგულება, გინდაც
ქალაქის ამღები გენერალი ყოფილიყოს: „ზუსტად ოთხის ნახევარზე ჩემს კაბინეტში
დამხვდით, ჩიკს შევუვლით. მატარებელი რვაზე გადის მემფისიდან, დრო ცოტა
გვაქვს“.
ვეახლე და ის იყო. ოღონდ კაბინეტში არა - ჩემი მისვლისას უკვე მანქანაში იჯდა,
მოტორი ჩართული ჰქონდა. - რომელი მატარებელი გადის რვაზე, საით მიმავალი
მატარებელია, ვინ უნდა გაჰყვეს? - შევეკითხე.
- ლინდას მატარებელი, - მითხრა, - შაბათ დილას ნიუ-იორკში იქნება. ბარგი
ჩალაგებული აქვს უკვე, მზადაა ყველაფერი. როგორც კი ამ საქმეს მოვითავებთ,
ფლემი მემფისში წაიყვანს თავისი მანქანით.
- ფლემი ამგზავრებს ლინდას? - გავიოცე.
- რა მოხდა მერე? - მითხრა. - მისი ქალიშვილი არაა? რაღაცა ხომ უნდა გაუკეთოთ
თქვენს შვილებს, გინდაც მთლად თქვენი არ იყვნენ ის შვილები. ჰო, დაჯექით, მითხრა, - აგერ, ჩიკიც მოვიდა.
ჰოდა, მივედით სასაფლაოზე და დავინახეთ - იმხელა სვეტი დაეყუდებინათ, არ ვიცი,
რამდენი დაუჯდა ფლემს, ოღონდ მაშინვე მიხვდებოდით, იაფი რომ არ უნდა
დასჯდომოდა. იმ მოცარიელებული მიწის ნაკვეთის შუაში ერთადერთი საფლავი იყო
გათხრილი, მიწა ჯერაც არ დამჯდარიყო იმ საფლავზე, ჰოდა, თავთით ის სვეტი
დაეყუდებინათ, შემოდგომის თბილი მზის სხივებზე თეთრად მოქათქათე, გარშემო
კიდევ ხასხასა ყვითელი, ალისფერი და მუქი წითელი ფერი დასდებოდა ხეებს ნეკერჩხლები იდგა, მუხები, კაკლები, თუთუბოები და კაუჩუკის ხეები, ცეცხლივით
გიზგიზებდა მუქმწვანე კედრებს შორის. ამასობაში მეორე მანქანაც მოვიდა - ფლემი და
ლინდა უკანა დასაჯდომზე ისხდნენ, წინ კიდევ ზანგი შოფერი იყო, რომელსაც ლინდა
მემფისში უნდა წაეყვანა. ჰოდა, ლინდას მთელი ბარგი წინა დასაჯდომზე
მოეთავსებინათ შოფრის გვერდით; მოადგა საფლავს მანქანა, შეჩერდა. დამჯდარა ის
კაცი თავისი შავი შლაპიანად, სულ ახალნათხოვარს რომ უგავს, ბანტად განასკვული
ჰალსტუხი უკეთია, შესახედავად ისიც ახალთახალი, ჰოდა, თავისებურად ნება-ნება
იღეჭება ისევ; ის გოგოც გვერდში უზის წელში გამართული, მშვიდი, საზურგეს არც
კი მიყრდნობია, მუქ საგზაო კოსტიუმში გამოწყობილი, ვუალიანი ქუდი დაუხურავს,
თეთრთათმანიანი შეტყველვილი ხელები მუხლებზე წყნარად ჩამოუწყვია. ჰოდა, იმ
ქვის ძეგლისთვის, ერთხელ რა არის, ერთხელაც არ შეუხედავს. ძეგლზე კიდევ, ჩემო
ბატონო, ის მარმარილოს ნაქანდაკარია, იმ ქალის სახე, იურისტმა თვითონვე რომ
შეარჩია და შეუკვეთა. ჰოდა, ჯერ იმას იფიქრებ კაცი - ის სახე იულასას სულ არ
ჰგავს, საერთოდ არავის არ ჰგავსო; ოღონდ პირველად მოგეჩვენება ასე, მერე კი
მიხვდები - ალბათ იმიტომ, რომ ის სახე ყველა დანარჩენ ქალს არ ჰგავს,
რასაკვირველია, იმ ქალს ჰგავს მარტო, იმ ერთადერთ ქალს, რომელზეც ყოველი
მამაკაცი, თუკი ვაჟკაცად ყოფნა არგუნა ბედმა, იტყვის: კი, ის არის ნამდვილად, ამ
ხუთი წლის წინ ვიცნობდი, ან - ათი წლის წინ, ან - ორმოცდაათი წლის წინ,
ჰოდა, ახლა ალბათ იმის უფლება მაქვს, მეტი აღარასოდეს გავიხსენოო. იმ სახის ქვეშ
კიდევ, წარწერაა ამოკვეთილი, იმ კაცმა - იურისტისას არ მოგახსენებთ ახლა თვითონვე რომ შეარჩია:
იულა უორნერ-სნოუპსი
1889-1927
პატიოსანი ცოლი ქმრის გვირგვინია
შვილები მისი დამლოცველნი დაიზრდებიან
ჰოდა, დამჯდარა ის კაცი და ძლივს შესამჩნევად, თანაბრად იღეჭება, მის გვერდით
კიდევ ის გოგო ზის - აუმღვრეველი, ლერწამივით ამართული, არსაით არ იყურება და
ის თეთრ-თეთრთათმანიანი ხელები მუხლებზე უწყვია ისევ. მერე შეინძრა ის კაცი,
ოდნავ დაიხარა, სარკმლიდან გადმოაფურთხა და ისევ საზურგეს მიესვენა.
- ახლა შეიძლება წასვლა, - თქვა მერე.
24. ჩარლზ მალისონი
ავტომობილი დაიძრა, მაშინ მე შევბრუნდი და ჩვენი მანქანისკენ წავედი, ოღონდ უცებ
რეტლიფმა ჩემ უკან თქვა:
- მოიცადე, სუფთა ცხვირსახოცი თუ გაქვს? - ჰოდა, შევბრუნდი და დავინახე, რომ
ჩვენკენ ზურგშემოქცეული გევინ ბიძია გვშორდებოდა, საითკენღაც, უფრო კი
არსაითკენ მიდიოდა. რეტლიფმა ცხვირსახოცი გამომართვა და დავეწიეთ გევინ ბიძიას.
ოღონდ ამასობაში დამშვიდებულიყო უკვე. ისღა თქვა:
- რა მოხდა?! - მერე თქვა: - კარგი, წავიდეთ. თქვენ, ჩემო ძმებო, შეგიძლიათ
მთელი დღე უსაქმურად გაატაროთ, ოღონდ მე სამსახური მაქვს, ვმუშაობ, ბოლოს და
ბოლოს. ჰოდა, ჩემს კაბინეტთან ახლოს უნდა ვიყო, ყოველ კაცს რომ შეეძლოს ჩემი
მოძებნა, ვინც კი ჩვენი ოლქის წინააღმდეგ რამე დანაშაულს ჩაიდებს გულში.
მანქანაში ჩავსხედით, გევინ ბიძიამ მოტორი აამუშავა და ქალაქში გამოვბრუნდით.
ოღონდ ახლა გევინ ბიძია სულ ფეხბურთის ამბებზე ლაპარაკობდა და ასე მითხრა: კი არის დრო, აკვნიდან ამოძვრე და ჩვენი ქალაქის გუნდში დაიწყო თამაში! ჩემი კაცი
მჭირდება იმ გუნდში, კი ვიცი, რატომაც აერიათ საქმე. - ჰოდა, სულ ასე
მილაპარაკობდა, ორივე ხელსაც მოაშორებდა ხოლმე საჭეს, ის რომ ეჩვენებინა
ჩვენთვის, რასაც გვეუბნებოდა: უბედურება ისაა, ფეხბურთის გაგება მარტო მცოდნე
კაცს შეუძლია, სხვა ვერავინ მიხვდება რაც მოედანზე ხდებაო; ფეხბურთი ბეისბოლი კი
არ გახლავთ, ყველანი რომ გაჩერებულან და ბურთი მიფრინ-მოფრინავს, მასეთი
თამაშის გაგებას რა დიდი ამბავი უნდაო; ფეხბურთში კიდევ, ბურთიც და
მოთამაშეებიც ერთად იძვრიან, თანაც ყოველთვის ჯგუფ-ჯგუფად დარბიან, ბურთი
შუაში აქვთ მოქცეული, უცებ ვერც მიხვდები, რომელს აქვს ბურთი, იმისას თუ
აღარაფერს ვიტყვით - რომელს უნდა ჰქონდესო; თანაც ის ბურთი ტალახშია
ამოსვრილი, მოთამაშეებიც ტალახსა და მტვერში დასდევენ იმ ბურთს, ვიდრე
თვითონაც ერთიანად არ ამოითითხნებიანო. ჰოდა, მიქაქანობდა გევინ ბიძია ხელების
ქნევით, მე და რეტლიფი კიდევ - საჭე დაიჭირე, საჭე დაიჭირეო, მივძახოდით,
ჰოდა, გევინ ბიძია რეტლიფს ესიტყვებოდა - აბა, თქვენი აზრით, სწორს არ ვამბობო?
ან - თქვენ, რაღა თქმა უნდა, არ მეთანხმებითო, ან კიდევ - რაც გნებავთ, ის
თქვითო, რეტლიფი კიდევ - არა, ბატონო, არც მიფიქრიაო, ან - არა, არაო, ანდა ფეხბურთი არც მიხსენებიაო. ჰოდა, ბოლოს იმან, რეტლიფმა, ასე მითხრა:
- ბოთლი თუ იპოვე?
- ვერა, სერ, - მივუგე. - ალბათ მამამ დალია. ახალ კასრს კიდევ, მისტერ გაური
კვირა საღამომდე არ მოგვიტანს.
- ჩამომსვით ერთი, - უთხრა რეტლიფმა გევინ ბიძიას. გევინ ბიძიას სიტყვა გაუწყდა
და შეეკითხა:
- რა ბრძანეთ?
- ერთი წუთით გადავალ, - უთხრა რეტლიფმა.
ჰოდა, გევინ ბიძიამ მანქანა დაამუხრუჭა, გადასვა რეტლიფი (სწორედ მოედანზე
ვიყავით გასული), მერე კი გზა განვაგრძეთ და გევინ ბიძიაც ხელახლა ალაპარაკდა,
რადგან გაჩუმებით მარტო იმისთვის გაჩუმდა, რომ რეტლიფისთვის ეკითხა - რა
ბრძანეთო? - მერე მანქანა გააჩერა და თავისი კაბინეტის კარისკენ გაემართა რაღაცის
ჩმახვა-ჩმახვით, კაცი ვერაფერს გაუგებდი, აზრიან რამეს ამბობდა თუ უაზროს. ჰოდა,
მერე ერთ თავის ჩიბუხს დასწვდა და თვალებით რაღაცას ძებნა დაუწყო მაგიდაზე,
ვიდრე სათუთუნე არ მივუჩოჩე, ჰოდა, მაშინ იმ სათუთუნეს დახედა, ჰო-ო,
მადლობთო, - თქვა და ჩიბუხი ისევ მაგიდაზე დადო, გაუჩერებლად აძრახებულმა.
მერე რეტლიფიც შემოვიდა, კარადას მიადგა, ჭიქა, კოვზი და საშაქრე გადმოიღო,
უბიდან თეთრი ვისკის დიდი ოთლი ამოაძვრინა, - გევინ ბიძია ქაქანებდა და
ქაქანებდა, - გევინ ბიძიას მიეახლა და ბოთლი გაუწოდა.
- აგერაა, - უთხრა გევინ ბიძიას.
- ჰო, დიდი მადლობელი ვარ, - თქვა გევინ ბიძიამ. - მშვენიერი რამეა. კი, კი,
მშვენიერი. - ოღონდ იმ ბოთლისთვის ხელიც არ უხლია, მაშინაც არ მიჰკარებია,
რეტლიფმა მაგიდაზე რომ დადგა, - ალბათ ისევ ისე იდგა ის ბოთლი, როცა მეორე
დილას კლეფუსი შევიდა კაბინეტის გამოსახვეტად, ბოთლი დაინახა და ალბათ
გადაგდებაც დაუპირა, ოღონდ დროზე მიხვდა, დაყნოსა თუ გემო გაუსინჯა, ან კიდევ
აიღო და დალია სულაც. ჰოდა, გევინ ბიძია ისევ ჩიბუხს დასწვდა, გატენა და ჯიბეში
დაიწყო ხელის ფათური, რეტლიფმა კიდევ ასანთი გაუწოდა, ჰოდა, გევინ ბიძია
გაჩუმდა, ასანთს დააჩერდა და თქვა: - რა ბრძანეთ? - მერე თქვა: - მადლობთ, ასანთი გამოართვა, მაგიდის ფიცარს ქვედა მხრიდან ფრთხილად გამოკრა, მერე სულის
ფრთხილი შებერვით ჩააქრო, საფერფლეში ჩააგდო, ჩიბუხიც საფერფლეში ჩადო,
მაგიდაზე ხელები ჩამოაწყო და რეტლიფს უთხრა:
- იქნებ თქვენ მაინც ამიხსნათ, იმიტომ, რომ მე, მომკალით თუ გინდათ, მაგრამ ვერ
გამიგია: რატომ ჩაიდინა იმ ქალმა ეს საქმე? რატომ-მეთქი? ქალებს ხომ ფაქტები არ
აინტერესებთ ხოლმე, ოღონდ კი დამი დამში მოდიოდეს; კაცები არიან, ფეხებზე რომ
იკიდებენ იმ ამბავს, რომ ფაქტებიერთიმეორეს შეეწყოს, ფეხებზე ჰკიდიათ, ვინ
დასახიჩრდა, რამდენი დასახიჩრდა, ოღონდ კი მაგრად იყვნენ დასახიჩრებული. ასე
რომ, გკითხოთ მინდა. ქალებს იცნობთ თქვენ, ცისმარე დღე მიდი-მოდიხართ ამ ჩვენს
ოლქში და სულ იმ ქალებში ტრიალებთ, იმათ შუაგულში, ერთი სასტუმრო ოთახიდან
მეორეში გადაბრძანდებით ფრანტივით... დიახ, იმას გეკითხებით - რატომ-მეთქი?
ქალიშვილი ქალის უბედურების და მწუხარების გულისთვისო. კი, მაგრამ ქალიშვილ
ქალებს სიამოვნებთ ის თქვენი დარდი და მწუხარება, არ აშინებთ მაგ ამბავი. არადა,
ამ ერთი კვირის წინ იმის დაბადების დღე გახლდათ, მაგრამ, კაცმა რომ თქვას,
ყველაფერში ფლემია დამნაშავე, მთელი კვირის განმავლობაში ერთხელაც არ გაახსენდა,
ცხრამეტი რომ შეუსრულდა იმას. კარგი, ბატონო, დავივიწყოთ ეს ამბავი, ხომ თქვა
ვიღაცამ - ქალიშვილებს ტანჯვა-ვაება უყვართო. არა, არა, მე ის გკითხეთ - რატომმეთქი? - რეტლიფს მისჩერებოდა... - რატომ-მეთქი? რატომ მოახდინა იმ ქალმა ეს
საქმე? ვინ აიძულა? ან რატომ აიძულა, რატომ-მეთქი? ტყუილუბრალოდ დაასამარა
ის, რისი დასამარების უფლებაც არ ჰქონდა, ის თავის თავს არ ეკუთვნოდა, ნება არ
ჰქონდა, თავი დაეღუპა, მოესპო, იმდენი ვინმეს კუთვნილება იყო, ჰოდა, როგორ
ადვილად დაიღუპა, გაცამტვერდა, განიბნა ყოველივე, კვალიც აღარ დარჩენილა. რეტლიფს შეაშტერდა. - მითხარით, ვ. კ., რატომ-მეთქი?
- იქნებ მოსწყინდა ყველაფერი, - უთხრა რეტლიფმა.
- მოსწყინდაო, - თქვა გევინ ბიძიამ. მერე ხმადაბლა გაიმეორა: - დიახ, მოსწყინდა.
- ჰოდა, ატირდა სავარძელში მჯდარი, მაგიდაზე ხელებშემოწყობილი, სახეც კი არ
დაუფარავს. - დიახ, - თქვა, - ყველაფერი მოსწყინდა. სიყვარული იცოდა იმან,
სიყვარულის გაცემაც და მიღებაც... მაგრამ ორჯერ შეეცადა და არც ერთხელ არ
გაუმართლა, ვერ შეხვდა ისეთ კაცს, საკმარისად ძლიერი რომ იქნებოდა საიმისოდ,
რათა მისი სიყვარული დაემსახურებინა, თუნდაც ისეთს, საკმარისად გულოვანი რომ
იქნებოდა საიმისოდ, რათა მიეღო მისი სიყვარული. დიახ, - თქვა ატირებულმა, ისიც
კი არ უცდია, სახე დაეფარა ჩვენგან, - დიახ, ყველაფერი მოსწყინდა, რაღა თქმა
უნდა.
ჰოდა, ერთი ამბავი მოხდა კიდევ. ერთ დილას - ამასობაში ზაფხული დადგა
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ქალაქი - 25
  • Parts
  • ქალაქი - 01
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 1948
    28.4 of words are in the 2000 most common words
    39.5 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 02
    Total number of words is 3992
    Total number of unique words is 1824
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 03
    Total number of words is 3892
    Total number of unique words is 2027
    28.8 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 04
    Total number of words is 4126
    Total number of unique words is 1771
    33.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 05
    Total number of words is 3979
    Total number of unique words is 1874
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 06
    Total number of words is 3952
    Total number of unique words is 1875
    31.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 07
    Total number of words is 3971
    Total number of unique words is 1883
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 08
    Total number of words is 3954
    Total number of unique words is 1822
    30.2 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 09
    Total number of words is 3924
    Total number of unique words is 1905
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 10
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 1912
    29.8 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 11
    Total number of words is 3974
    Total number of unique words is 1897
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 12
    Total number of words is 4111
    Total number of unique words is 1678
    32.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 13
    Total number of words is 4103
    Total number of unique words is 1775
    34.3 of words are in the 2000 most common words
    46.5 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 14
    Total number of words is 3967
    Total number of unique words is 1939
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.4 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 15
    Total number of words is 3895
    Total number of unique words is 1868
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    50.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 16
    Total number of words is 3993
    Total number of unique words is 1860
    33.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 17
    Total number of words is 4054
    Total number of unique words is 1839
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 18
    Total number of words is 4154
    Total number of unique words is 1727
    33.2 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 19
    Total number of words is 3843
    Total number of unique words is 1854
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.2 of words are in the 5000 most common words
    46.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 20
    Total number of words is 3871
    Total number of unique words is 1877
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.9 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 21
    Total number of words is 4048
    Total number of unique words is 1843
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.9 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 22
    Total number of words is 4060
    Total number of unique words is 1866
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.4 of words are in the 5000 most common words
    50.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 23
    Total number of words is 3959
    Total number of unique words is 1758
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 24
    Total number of words is 4043
    Total number of unique words is 1842
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 25
    Total number of words is 3466
    Total number of unique words is 1703
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.