Latin
Total number of words is 3959
Total number of unique words is 1758
32.4 of words are in the 2000 most common words
45.0 of words are in the 5000 most common words
52.3 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
პატივს ვცემო. გესმით? - მიყვარს და პატივს ვცემო. დიახ, ყველაფერი კანონიერად
გაკეთდა. ოღონდ ვითომ ის არის საქმე, კანონიერია ეს ამბავი თუ უკანონო, საეჭვო
ამბავია თუ უეჭველი?..
ეს შეეძლო არც ეთქვა ჩემთვის: აგერ, თვრამეტი წელი გავიდოდა, რაც ბილ უორნერი
თავის სოფლურ დუქანში ხან გულს ასკდებოდა იმის გამო, სიძემ რომ ძველი
მიტოვებული მამული დასტყუა და მერე ხელი მოითბო იმ მამულის წყალობით, ხანაც
ის აცოფებდა, რომ კი არ მოაღორა იმ კაცმა, კი არ გააცურა და ჩასვა მხოლოდ,
მერეც სულ აცუცურაკებდა მევახშეობის საქმეში. ახლა კიდევ გოგოს, მისი საკუთარი
შვილიშვილის მიამიტობით ისარგებლა, ჰოდა, იმ გოგომ თუნდაც მადლიერების გამო
გადაწყვიტა, გულუხვად მიეწყო იმის სანაცვლოდ, რასაც მამობრივ სიყვარულად
მიიჩნევდა, ჰოდა, ამით იმას მიაღწია, რომ ბაბუამისს ის ერთადერთი იარაღიც
გაუცუდა, რითაც იმას კიდევ შეეძლო, თავის მოსისხლეს დამუქრებოდა. კი,
რასაკვირველია, ქაღალდის ის ნაგლეჯი ძვირი არ დამჯდარა, რა ბედენაა, კანონის
ყველა წესის მიხედვით იყო შედგენილი თუ არა; არც ისაა დიდი ბედენა, რომ იმ
ქაღალდის მოსპობა შეეძლო (კაცმა რომ თქვას, ფლემმა უმთავრესად ამის გამო გაიმეტა
სხვისთვის გადასაცემად ის ქაღალდი); მთავარი ისაა, რომ ბილ უორნერმა დაინახა ის
ქაღალდი.
წაიკითხა,
ჩასწვდა
კიდეც:
საკმარისი
იყო,
თვალი
ჩაეკრა
იმ
დოკუმენტისთვის, თავგზადაკარგული და გადარეული გამოექანა ქალაქისკენ...
- ვერაფრით ვერ გავაჩერე, - თქვა იმ ქალმა. - საშველი აღარ დაადგა იმის გაჩერებას
და დამშვიდებას. როდის გათენდებაო, იმასაც არ დალოდებია, მაშინვე მანფრედთან
გავარდა.
- დე სპეინთან? - წამოვიძახე. - რანაირად? დილის ოთხ საათზე?
- ხომ მოგახსენეთ უკვე - ვერაფრის დიდებით ვერ გავაჩერე და ვერ გავაჩუმე-მეთქი.
დიახ, დიახ, მაშინვე მანფრედს დაეტაკა. ჰოდა, მანფრედიც ყველაფერზე მოეთათბირა.
არ გასჭირვებია ეს ამბავი. მე იმის თქმა მინდა, მას შემდეგ-მეთქი, რაც იმასაც და
მამაჩემსაც მოვახსენე - ცოტა ხანში თქვენ მთელ ქალაქს გააღვიძებთ და ააფორიაქებთ,
ჰოდა, მაგას არ დავუცდი, ახლავე ჯოდის მანქანაში ჩავჯდები, ოქსფორდში ჩავალ,
ლინდას ხელს მოვკიდებ და მეტი, თვალით ვეღარ გვნახავთ-მეთქი. ეს რომ ვუთხარი,
ისიც და მამაჩემიც - ორივენი ჩაჩუმდნენ...
- ფლემი? - ვკითხე მე.
- ფლემიც იქ გახლდათ, თავიდან ბოლომდე არ შესწრებია ყველაფერს, მაგრამ საკმარის
ხანს კი იყო...
- მერე, რას აკეთებდა? - შევეკითხე.
- არაფერს, - მიპასუხა. - რა უნდა გაეკეთებინა? კიდევ რისი გაკეთება მართებდა?
- აჰა, - ვთქვი მე, - საკმარის ხანს იყოო, ბრძანეთ. რისთვის საკმარის ხანს?
- იმისთვის, რომ მე და მანფრედი ყველაფერზე შევთანხმებულიყავით: ჩვენ
გადავწყვიტეთ, წავიდეთ აქედან, ორივენი წავიდეთ - მეც და ისიც. თვრამეტი წლის
წინ უნდა გაგვეკეთებინა ეს...
- რაო? - ვთქვი, შევყვირე მე. - უნდა წახვიდეთ, გაიქცეთ აქედან?
- დიახ, ყველაფერი დავთქვით; მანფრედი მამასსობასვე ჩამოჯდა, - მამაჩემი თავს
დასდგომოდა და აგინებდა, იმასაც აგინებდა, ფლემსაც, ძნელი გასარჩევი იყო, ვის
აგინებდა, ვის მიმართავდა, ვის გულისხმობდა, - დაჯდა და ნასყიდობის ქაღალდი
დაწერა. მამაჩემი - რა ჰქვია იმას? - ნეიტრალურიმხარე გახლდათ. მამაჩემს ის
უნდოდა, ორივესთვის ფეხი ამოეკვეთა ბანკიდან, გადაწყვიტა, უეჭველად გამოეყარა
ორივე,
დილის
ოთხ
საათზე
იმიტომ
ჩამოვიდა
ამსიშორეზე,
რომ
ორივე
გაეპანღურებინა ჯეფერსონიდან, იოკნაპატოფადან, მისისიპის შტატიდან - მანფრედი
იმის გამო, თვრამეტ წელიწადს ჩემი საყვარელი რომ იყო, ფლემი კიდევ იმის გამო,
თვრამეტ წელიწადს რომ არ ჩაერია ამ საქმეში. იმ დილამდე მამამ არაფერი იცოდა
მანფრედის ამბავი. ესე იგი, თავს ისე იჭერდა - არაფერი ვიციო. დედაჩემმა იცოდა,
მე მგონია. მგონი, თავიდანვე იცოდა. თუმცა შესაძლოა, არც სცოდნოდა. ხალხი ხომ
გულკეთილია მაინც. იოკნაპატოფას ოლქის ყოველ მცხოვრებს ხომ შეეძლო,
დედაჩემისთვისვე სასიკეთოდ, ისე მოეწყო, რომ დედას დანამდვილებით შეეტყო ჩვენი
ამბავი და მამასთვისაც შესძლებოდა მოყოლა, მისთვისვე სასიკეთოდ, ყველასთვის
სასიკეთოდ. ოღონდ არა მგონია მამას სცოდნოდეს: თქვენ გგავთ მამაჩემი. იმის თქმა
მინდა - თქვენც ამნაირად შეგიძლიათ-მეთქი მოიქცეთ.
- როგორ „ამნაირად“? - ვკითხე მე.
- ისე შეგიძლიათ გამოიწყოთ საქმე, რომ საჭირო აღარ შეიქნას რამე ამბის დაჯერება,
თუნდაც ისეთი ამბის, რაც შესაძლებელია, გინდაც ვინმე ამბობდეს - ნამდვილად ასე
არისო, გინდაც ნამდვილად ასე იყოს საქმე.
- მომითმინეთ, - ვუთხარი. - რა ნასყიდობის ქაღალდი დაწერა, რისი გასაყიდი?
- თავისი ბანკის აქციების. მანფრედის აქციების. ფლემის სახელზე დაწერა ნასყიდობის
ქაღალდი, ფლემისთვის ბანკის გადასაცემად. ამის გამო არ ატყდა იმხელა დავიდარაბა
და ალიაქოთი? ჰოდა, სამაგიეროდ ფლემს ხელი უნდა მოეწერა ერთი კვირით გვიან
დათარიღებული ჩეკისთვის, რათა საიმისო დროც დარჩენოდა, რომ ფული იმ
დღისთვის გაემზადებინა, როცა ჩვენ იმ ჩეკს ტეხასში წარვადგენდით: ჰო, რატომ
ხდება, რომ დაუქორწინებელ ხალხს, ან ისეთ ხალხს, დაქორწინებულნი რომ უნდა
იყვნენ, მაგრამ ჯერ არ არიან დაქორწინებულნი, ასე ჰგონია - ტეხასში თუ წავედით,
უკვე საკმაოდ შორს ვართო გადახვეწილი? იქნებ ტეხასია ისეთი ვრცელი მხარე? ანდა
კალიფორნია, მექსიკა, ერთი სიტყვით, სადაც ჩვენ ჩაგვესვლება?
- ჰო, მაგრამ - ლინდა, - ვუთხარი მე. - ლინდა.
- რა? - მკითხა იმან. - რა ლინდა?
- ნუთუ ვერ ხვდებით? ორივე შემთხვევაში დაიღუპება ლინდა: თქვენ წამოგყვებათ
(თუკი შესაძლებელია ეს ამბავი, რაკი თქვენ მამამისი მიატოვეთ სხვა კაცის
გულისთვის) თუ აქდარჩება, ამ ჭაობში, ჰოდა, თქვენ აქ არ იქნებით, არავინ
დაურჩება არც დამცველი, არც იმის ამხსნელი - ის კაცი მამაშენი არ ყოფილაო;
ლინდას ხომ აღარავინ ჰყავს ამქვეყნად, აღარავინ.
- სწორედ მაგიტომაც გამოგიგზავნეთ ბარათი, - მითხრა იმან. - შეირთეთ ლინდა.
- არა-მეთქი, გითხარით ერთხელ უკვე. გარდა ამისა, ეს ვერაფერს უშველის. ლინდას
გადარჩენა მხოლოდ მანფრედს შეუძლია. ადგეს და იმას დასჯერდეს, რომ ფლემს
მიჰყიდის თავის აქციებს, იმ დაწყევლილ ბანკს გადაულოცავს; ნუთუ ისე დიდად
ფასობს ეს ამბავი, რომ იმან... რომ იმან... იმან...
- ვცადე უკვე, - იმ ქალმა მითხრა. - არაო.
- მე მოველაპარაკები, - ვუთხარი. - ავუხსნი ყველაფერს. უნდა დაგვეთანხმოს.
იძულებული იქნება, დაგვეთანხმოს, სხვა გზა...
- არა, - მითხრა იმან. - ოღონდ მანფრედი არა. - იმის ხელებს შევხედე, დავინახე,
როგორ გახსნა იმ ქალმა ხელჩანთა, სიგარეტების კოლოფი და ასანთის ერთი დიდი
ღერი ამოიღო აუჩქარებლად, მერე სიგარეტი ამოაძვრინა, კოლოფი ისევ ხელჩანთაში
ჩააბრუნა, ხელჩანთა დახურა, მერე (არა, მე არც შევრხეულვარ) ასანთი ფეხსაცმლის
ლანჩას გამოჰკრა, სიგარეტს მოუკიდა, ასანთი საფერფლეში ჩააგდო და ხელები ისევ
ხელჩანთაზე ჩამოაწყო. - ოღონდ მანფრედი არა. თქვენ არ გესმით მანფრედის. იქნება
ვერც მე ვუგებ. იქნებ სულ არ ვყოფილვარ მართალი მაშინ, იმ დილას, ის რომ
გითხარით - ქალებს მხოლოდ ფაქტები აინტერესებთ-მეთქი, იმიტომ, რომ ადვილი
შესაძლებელია, კაცებსაც მხოლოდ ფაქტები აინტერესებდეთ და განსხვავება ის იყოს
მხოლოდ, რომ ქალებისთვის სულერთია, ფაქტია რამე ამბავი თუ არა, ოღონდ კი
დამი დამში მოდიოდეს, ჰოდა, კაცებისათვის ის არის სულერთი, ფაქტები თანხვდება
თუ არა ერთიმეორეს, ოღონდ კი ფაქტები იყოს ნამდვილად. თქვენ თუ ნაღდი ვაჟკაცი
ხართ, შესაძლოა, თხრილში ეგდოთ გონებადაკარგული, კბილებმომტვრეული, და
სისხლისგან იცლებოდეთ. ჰოდა, ვიღაცამ შეიძლება, საფულე ამოგართვათ ამ დროს;
თქვენ კიდევ, გონს რომ მოხვალთ, სისხლს ჩამოიბანთ, ყველაფერი რიგზე იქნება;
კბილების ჩასმაც ყოველთვის მოხერხდება და ადრე თუ გვიან, სხვა საფულეც
გაგიჩნდებათ. ოღონდ ნაღდი ვაჟკაცი ვერ გაჩერდება მორჩილად თავმოდრეკილი,
სისხლდაუქცეველი და კბილებმოუმტვრეველი და ვერ შეაჩერდება, როგორ ართმევენ
საფულეს, იმიტომ, რომ ამის შემდეგ ის თუ შეძლო, თავის მოყვარულ ძმაკაცებს
კიდევ შეეყაროს, იმას ხომ მაინც ვეღარ შეძლებს, იმ უცხო ხალხს შეხედოს თვალებში,
მისი ასავალ-დასავალი რომ არაფერი იცოდნენ მანამდე. მანფრედი ამგვარი კაცი არ
გახლავთ. მე თუ არ გავყევი ამ ქალაქიდან, მაშინ ხელს გამოიღებს. იქნებ მოკლან ამ
შეტაკების დროს, იქნებ თვითონ დაღუპოს ყველა და ყველაფერი, ოღონდ შეტაკებით
აუცილებლად შეეტაკება. იმიტომ, რომ ვაჟკაცია. გამიგეთ? უპირველეს ყოვლისა,
ვაჟკაცია.უფრო სწორად, იმის თქმა მინდა - მისთვის უმთავრესი ის არის, ვაჟკაცი
იყოს-მეთქი. მანფრედს შეუძლია, ფლემ სნოუპსს ბანკი დაუთმოს ფლემ სნოუპსის
ცოლში, მაგრამ ის კი აღარ შეუძლია, დადგეს და შეაჩერდეს, როგორ ართმევს ბანკს
ფლემ სნოუპსი.
- აბა, ლინდა დაღუპულა და ისაა, - ვთქვი მე. - მოთავებულია მისი საქმე, მორჩა,
დაიღუპა! - ვთქვი, არა, შევყვირე მე. - ოღონდ თქვენ ხომ მაინც გადარჩებით!
თქვენ ხომ მაინც წახვალთ აქედან და აღარასოდეს... აღარასოდეს აღარ იქნებით ფლემ
სნოუპსის გვერდით, აღარასოდეს აღარ...
- ჰო-ო, თურმე რა ამბავს ბრძანებთ, - მითხრა იმან. - იმის ამბავს ბრძანებთ
თურმე. მაგ არაფერია, მაგ ამბავს არც როდის შევუწუხებივარ. ფლემს... არ შეუძლია
ის ამბავი. ფლემი - რა ჰქვია იმას? - იმპოტენტი გახლავთ. ყოველთვის ამნაირი იყო.
იქნებ ყველაფერი მაქედან დაიწყო, იქნებ მაგ არის მიზეზი. გამიგეთ? ოღონდ
გაფრთხილდით, თორემ შეიცოდებთ კიდეც იმ კაცს. შეცოდება მოგიწევთ. ჰოდა, მაგას
კი ვეღარ მოგითმენთ ის კაცი, არც არაფრის მაქნისია კაცის წყენინება, თუკი ხეირს
არაფერს მოგცემს. ფლემი იმას ვერ მოითმენდა, ხალხს რომ შეჰბრალებოდა. ისე
გამოდის, როგორც სახელ „ვლადიმირის“ ამბავია ვ. კ-სთვის. რეტლიფს ვლადიმირის
სახელის მქონესაც ეცხოვრება ქვეყანაზე, თქვენც გეცხოვრებათ იმის მცოდნეს რეტლიფს ვლადიმირი ჰქვიაო. ოღონდ ის არ შეიძლება, რეტლიფს რომ თავისი
სახელის შეცვლის უფლება ჰქონდეს, სხვა სახელის არჩევის უფლება. ფლემსაც
გაეძლება თავის იმპოტენციიანად, ოღონდ იმის შესაძლებლობა არავის არ უნდა
ჰქონდეს, შეიცოდოს და ამით შეეწიოს იმ კაცს. თქვენ შემპირდით - ვლადიმირის
ამბავს არ გავამხელო. ახლა ამ ამბის გაუმხელობასაც უნდა შემპირდეთ.
- გპირდებით, - ვთქვი მე. მერე ვუთხარი: - ჰო-ო. ესე იგი, ამაღამ
მიემგზავრებით. თურმე რატომ შეგივლიათ დღეს საპარიკმახეროში. ჩემი გულისთვის კი
არა, მანფრედის გულისთვის შესულხართ, არა, არც მანფრედისთვის, თვრამეტი წლის
მერე რაღა გემანფრედებოდათ.სამგზავროდ მოწყობილხართ, მატარებელში ჩასაჯდომად,
სულ დამშვენებული რომ სჩვენებოდით ჯეფერსონს გამომშვიდობებისას. სწორს ვამბობ,
ხომ? აბა, ამაღამ გაემგზავრებით?
- შეირთეთ ლინდა, გევინ, - მითხრა იმან.
თვრამეტ წელიწადს ვუჭვრეტდი იმ ქალს, რაღა თქმა უნდა, ომის წლების
გამოკლებით. თვრამეტ წელიწადს ყოველ ღამე მესიზმრებოდა, ომის წლების ჩათვლით.
ორჯერ ვისაუბრეთ მე და იმან: აქ, ჩემს კაბინეტში ერთ საღამოს, თოთხმეტი წლის
წინ, და მის სასტუმრო ოთახში ერთ დილას, ამ ორი წლის წინ. ჰოდა, სახელით
ერთხელაც არ მოუმართავს ჩემთვის, მისტერ სტივენსო, - ისიც კი არ უთქვამს. ჰოდა,
ახლა - გევინო, მითხრა, შეირთეთ ლინდა, გევინო.
- ჩემი გვარი მივცე, რომ თქვენგან მიტოვებულმა პატიოსანი ქალის სახელის დაკარგვა
არ ინანოს?
- შეირთეთ ლინდა, გევინ, - მითხრა იმან.
- ისე იგულისხმეთ, რომ მე მარტო ასაკგადაცილებული კი არ ვარ ლინდასთვის,
ვნებაც შემიძლია მივაყენო; მისი ქმარი თუ შევიქენი, საფლავში ჩასულიც არავის
დავანებებ ჩემს ქვრივს. ასე იგულისხმეთ.
- შეირთეთ ლინდა, გევინ, - მითხრა იმან.
- ჰოდა, მე გავჩუმდი, ის ქალი კიდევ მაგიდას მისჯდომოდა, საფერფლეში
წვრილბოლადენილი სიგარეტი იფუტებოდა, ერთხელაც არ მოექაჩა ის სიგარეტი:
მოკიდებით კი მოუკიდა და მერე საფერფლეზე ჩამოდო; ხელები ისევ უდრტვინველად
ჰქონდა ხელჩანთაზე ჩამოწყობილი, ხოლო სახე ჩემკენ მოექცა, ლამპის ნათელ წრეს
ზემოთ მიმზერდა მრუმედან - დიდი, გადაშლილი, ლიტონი სახე, კვლავინდებურად
გაუპომადებელი, მშვენიერი ბაგე, შემოდგომის მკაცრად დაბინდული სილურჯით კი
არა, გაზაფხულის ყვავილთა სილურჯით, შუქფენილი თვალები, გლიცინიების,
ღიღილოების, მაჩიტების, კესანეთა ფერებს შერწყმული. და ყოველივე მოქცეულა იმ
თვალებში - გარდასული სიქალწულის ხანაც, ჭაბუკთა ბედნიერებაც... ჰოდა, გვიანღაა
წუხილი, გვიან არის წუხილი, გვიან არის, გვიან.
- კარგი, მოდი, ასე მოვიქცეთ. თუკი თქვენი გამგზავრების შემდეგ შევატყვე - ისეთი
ვითარება შეიქმნა, რაღაც უნდა მოვიმოქმედო-მეთქი, ჰოდა, თუკი ჩემი და მისი
ქორწინება იქნა ერთადერთი გამოსავალი, თანაც თუ ლინდამ ისურვა ჩემი ცოლად
გამოყოლა, ოღონდ თუკი ნამდვილად ისურვა და არა დამითმო, დამნებდა...
- მაშინ შემომფიცეთ, - მითხრა იმან.
- გპირდებით, ერთხელ უკვე შეგპირდით და ახლაც გპირდებით.
- არა, - მითხრა იმან. - შემომფიცეთ.
- გეფიცებით, - ვთქვი მე.
- ლინდამ რომც არ მოინდომოს, მაინც, რომც არ... თქვენ რომც ვერ შეძლოთ მისი
შერთვა.
- მაშინ რაღად დავჭირდები? - ვუთხარი მე. - ფლემი ხომ, - თუკი მამათქვენი იმას
არ
გადაწყვეტს,
ერთხელ
და
სამუდამოდ
დაიხსნას
თავი
ამ
დაწყევლილი
დავიდარაბისგან და იმასაც არ გააძევებს ჯეფერსონიდან, - ფლემი ხომ თავის ბანკს
მიიღებს და ის აღარ დასჭირდება, ვინმეში გაცვალოს, გაყიდოს, ვინმეს მიასაღოს
ლინდა; იქნებ ისიც კი ამჯობინოს, ახალ ინგლისში გაგზავნოს სასწავლად, ანდა უფრო
შორსაც სადმე, თუკი მოახერხა.
- შემომფიცეთ, - მითხრა იმან.
იმან.
- კარგი, - მივუგე. - რა დროც უნდა იყოს, ყოველგან, რაც უნდა მოხდეს, მაინც...
- შემომფიცეთ, - მითხრა იმან.
- გეფიცებით, - ვთქვი მე.
- ახლა წავალ, - თქვა და წამოდგა, აბოლებულ სიგარეტს დასწვდა, საფერფლეს
გულმოდგინედ ჩაასრისა, მეც წამოვდექი.
- ცხადია, - ვუთხარი, - ბარგი ჩასალაგებელი გექნებათ, გაქცევით რომ გაიქცევი
ადამიანი, რაღაც-რაღაცა ნივთები მაშინაც დაგჭირდება, ასე არაა? მე მიგიყვანთ
მანქანით სახლში.
- არ მინდა, - თქვა იმან.
- მანდილოსნის მარტო გაშვება ამ დროს... დიახ, გადაშუაღამებულია უკვე. რას
იტყვის ოტის ჰარკერი? იცით, მე ვაჟკაცად ყოფნა მმართებს, თორემ როგორღა
შევხედავ ოტის ჰარკერს თვალებში? იმისთვის თქვენ ხომ ჯერაც ჭეშმარიტი ლედი
იქნებით გამგზავრებამდე, ხვალინდელი მატარებლის გასვლამდე; ტეხასშიო, - ასე
ბრძანეთ მგონი, ხომ? - ოღონდ ამჯერად ოტისი არსად ჩანდა, თუმცა ფანქარი,
ქაღალდი და საათი რომ მოემარჯვებინა, იმის გამოთვლასაც შევძლებდი, დაახლოებით
სად ყურყუტებდა ახლა. რაღა თქმა უნდა, შეიძლებოდა კიდეც შევმცდარიყავი, ოღონდ
ოტისი მაინც არსად ჩანდა. ჩვენ ჩრდილებით აფორეჯებული მოედანი გადავიქროლეთ
და ნამდვილ საგაზაფხულო წყვდიადს მივაშურეთ, სადაც ქუჩის მბჟუტავი ფარნები
ვარსკვლავთა უმცირესი ჩანდა. შეგვეძლო გავსაუბრებოდით კიდეც ერთიმეორეს,
სასაუბრო რომ გვქონოდა, ჰოდა, სასაუბრო იქნებ გაგვჩენოდა კიდეც, საუბარი რომ
წამოგვეწყო. მერე დაბალი ჭიშკარი, რომლის იქითაც ბილიკი მიუყვებოდა მომცრო
ჩაბნელებული სახლისკენ. და ის სახლი, რასაკვირველია, ჯერ არ გაექირავებინათ, ჯერ
არ დაეცარიელებინათ, რაღა თქმა უნდა. მცირედი დრო კიდევ იყო დარჩენილი რიგის
და წესის დასაცავად, ჰოდა, გაცბუნებული იმას ვფიქრობდი - ბანკთან ერთად ნეტავ
სახლსაც თუ მიჰყიდის-მეთქი მანფრედი იმ კაცს? ანდა იქნებ ყველაფერი შეატოვოს,
თუკი ბილ უორნერი ფლემს ცოტა რამეს მაინც შეარჩენს-მეთქი,- ჰოდა, გავაჩერე
მანქანა.
- ნუ გადმოხვალთ, - მითხრა იმან, ჩავიდა, კარი მოაჯახუნა, თავი ოდნავ დახარა
და სახეში ჩემმა მაცქერალმა მითხრა: - კიდევ შემომფიცეთ.
- გეფიცებით, - ვუთხარი მე.
- გმადლობ, - თქვა იმან. - ღამე მშვიდობისა, - და შებრუნდა. ჰოდა, თვალს
მივადევნებდი, როგორ შევიდა ჭიშკარში, როგორ მიდიოდა და თანდათანობით
პატარავდებოდა იმ გზაწვრილზე, მცირე ტერასიდან დაფენილ ჩრდილში, როგორ
შეერწყა მერე სიბნელეს. კარის დახურვის ხმაც შემოესმა და გინდაც არასოდეს
არსებულიყოს ის ქალი.
21. ჩარლზ მალისონი
ხომ იცით, როგორ არის ხოლმე: გაგეღვიძება დილით და მაშინვე იგრძნობ, რომ
რაღაც უკვე მომხდარა, ჰოდა, შენ დაგგვიანებია ამასობაში. შენ არც კი იცოდი, რა
უნდა მომხდარიყო, ამიტომაც გმართებდა, სულ დადარაჯებული ყოფილიყავი, თვალი
გაგეცეცებინა - არაფერი გამომრჩესო. ჰოდა, მერე ერთი წუთით გულიდან
გადაგვარდა, ერთადერთ წუთს მიხუჭე თვალი და - მორჩა, ის ამბავი უკვე მომხდარა,
დაგგვიანებია, იმის დროც კი აღარ გაქვს, ხეირიანად გამოფხიზლდე, მწოლიარე
გაიზმორო და გაიფიქრო - ნეტავი ასე რამ გამახალისაო? ჰოდა, მერე ფიქრს სადინარი
მისცე და გამოიკვეთო - ჰო, დღეს სკოლაში წასასვლელი არ ვარო; და მერე კიდევ აპრილია, ხუთშაბათი დღე, და სკოლაში მაინც არ ვარ წასასვლელიო.
ოღონდ იმ დღეს ასე არ წასულა საქმე. კიბეზე შემომესმა, როგორ გარახუნდა
საკუჭნაოს კარი, და მივხვდი, რომ დედა ჩვენს გასტერს ეუბნებოდა - ახლა ჩქარა
წადითო, ჰოდა, სასადილო ოთახში შევედი; მამას უკვე ესაუზმა, მართალია, გასტერს
მისი თეფში და ფინჯანი კი აელაგებინა, მაგრამ მაშინვე გამოიცნობდით, სადაც
მჯდარიყო მამაჩემი; ჰოდა, გევინ ბიძიასთვის დადგმული ჭურჭლის შემხედვარე იმასაც
მიხვდებოდით, რომ იმ დილას სუფრას სულაც არ მისჯდომოდა. დედა კი იჯდა
თავის ადგილას, ყავას სვამდა უკვე ქუდდახურული, მისი პალტო გევინ ბიძიას სკამზე
იყო გადაკიდებული, ხელჩანთა და ხელთათმანებიც გევინ ბიძიას ჭურჭელთან ეწყო და
შავი სათვალეც იქვე იდო - დედაჩემი ქალაქიდან გამგზავრებისას მანქანაში იკეთებდა
ხოლმე იმ შავ სათვალეს, თითქოს ქალაქგარეთ გასვლამდე მზე თვალს არ სჭრის და არ
აწუხებსო. ჰოდა, ისე მომეჩვენა, დედას გული სწყდება, სამი ან ოთხი წლის რომ
აღარ ვარ უკვე, მაშინ შეძლებდა ჩამხუტებოდა, მუხლებზე დავესვი და მომფერებოდამეთქი. ახლა კი დედაჩემმა ხელში ხელი ჩამჭიდა მხოლოდ, ჰოდა, თავის აწევაც კი
დასჭირდა, ჩემთვის რომ შემოეხედა: - მისის სნოუპსმა წუხელ ღამეს თავი მოიკლა, მითხრა დედამ, - მე და გევინ ბიძია ოქსფორდში მივდივართ ლინდას ჩამოსაყვანად.
- თავი მოიკლა? - ვთქვი მე. - როგორ მოიკლა?
- რა თქვი? - დედამ მითხრა. მე თორმეტი წლის ვიყავი, მეტის კი არა, ჯერ
ცამეტიც არ შემსრულებოდა.
- თავი როგორ მოიკლა? - შევეკითხე. ოღონდ ამასობაში დედაჩემი მიხვდა კიდეც და
წამოდგა.
- რევოლვერით მოიკლა, - მითხრა დედამ. - ვისი რევოლვერი იყო-მეთქი, ის აღარ
მიკითხავს. - უკვე პალტოს იცვამდა დედა. მერე მოვიდა, ხელჩანთას დასწვდა,
ხელთათმანებს, სათვალეს: - სადილად იქნებ დავბრუნდეთ კიდეც, არ ვიცი, სახლში
იჯექი, გენაცვალე, კარგი? მოედანზე არ გაჭენდე, ალეკ სენდერთან შეიქციე თავი
ეზოში. დღეს გასტერი ალეკ სენდერს არსად გაუშვებს, ჰოდა, შენც არაფერი გიშავს,
ცოტა ხანს თუ ეთამაშები.
- დიახ, მემ, - მივუგე. ოღონდ მე თორმეტის გახლდით, მეტის კი არა. მისტერ დე
სპეინის ბანკის კარზე ჩამოკონწიალებულ გრძელი კრეპის ლენტს რა თავში ვიხლიდი,
როცა
ერთი
ზედმეტი
თავისუფალი
დღე
შეიძლებოდა
დამკარგოდა;
ისედაც
განუსაზღვრელი დროით ვიყავით დათხოვნილი სკოლიდან. არადა, უნდა შეგახსენოთ,
რომ მსოფლიოში უგრძესი არდადეგებიც კი არაფერს ნიშნავს იმ ხალხისთვის, ვინც
ბანკის
კარზე
ჩამოკონწიალებულმა
შავმა
ლენტებმა
იმ
დღეს
სამუშაოსგან
გაათავისუფლა. თორმეტზე გაცილებით უფროსი რომ შევიქენი, მაშინღა მივხვდი, რომ
ბანკის კარზე გამოკიდული ის გვირგვინი მწუხარების ეკალი კი არა, გამარჯვების
დიდება იყო, რომ იმ ხელოვნურ ყვავილთა, შავი კრეპისა და ალისფერ ლენტთა
გირლანდებში თავის მარადიულ უკვდავ გამარჯვებას დაუფარავად ზეიმობდა თავისი
მოუწყვლელობის დამამტკიცებელი საზოგადოებრივი სათნოება.
ოღონდ მაშინ ვერც კი ვხვდებოდი, რას ვუყურებდი. რაღა თქმა უნდა, გავიქეცი
ქალაქში, დედა და გევინ ბიძია რომ წავიდნენ, მაშინვე არა, მაგრამ აღარც ბევრი
დამგვიანებია. ალეკ სენდერიც გამომყვა. ქუჩის კუთხეში რომ შევუხვიეთ, კიდევ
გვესმოდა, როგორ მოგვძახოდა ორივეს გასტერი, ჰოდა, ბანკის დაკეტილ კარზე
ჩამოკიდებული გვირგვინის სანახავად გავქანდით და ვნახეთ, რომ ხალხი ბლომად
შეკრებილიყო.
გული
მეუბნება,
რომ იმ
ხალხს
ცნობისმოყვარეობის
მიზეზი
მაინცდამაინც იმაზე კეთილშობილი არ უნდა ჰქონოდა, ვიდრე მე და ალეკ სენდერს
გვქონდა, ჰოდა, როცა მისტერ დე სპეინი ჩვეულებისამებრ დილის ცხრა საათისთვის
მოვიდა მანქანით ცენტრში, მერე ფოსტაში თავის კორესპონდენციას მიაკითხა
კვლავინდებურად, მერე გასაღებით გვერდითი კარი გააღო კვლავინდებურად, მაშინ
ჩვენ - მე-მეთქი, იმის თქმა მინდა - ვერ ვხვდებოდით, რომ მისტერ დე სპეინი
ისეთი შესახედავი გახლდათ, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, იმიტომ, რომ იმ დილას
მართებდა სწორედ, ამნაირი შესახედავი გამოჩენილიყო ქალაქში. იმ დილას მართებდა,
ამდგარიყო, წვერი გაეპარსა, ჩაეცვა. იქნებ სარკის წინაც გაევარჯიშა, როგორ
ჩამოვიდოდა ცენტრში სწორედ საიმდროოდ, სხვა დროს რომ ჩამოდიოდა ხოლმე, რათა
მთელ ჯეფერსონს დაენახა - ყველაფერს ზუსტად კვლავინდებურად აკეთებსო, რათა
ყველანი მიმხვდარიყვნენ - თუკიამ დილას ჯეფერსონში სადმე რამე უბედურება მოხდა,
ეს ამბავი მისტერ და სპეინს სულ არ შეეხება, რადგან მარტოხელა კაცია, ცოლი არ
ჰყავსო. ბანკშიც კი თავისი გვერდითი კარიდან
გეგონებოდათ, კიდეც ჰქონოდეს ამის უფლება.
შევიდა
მისტერ
დე
სპეინი,
ახლა კი ვიცი ის ამბავი, რაც მაშინ ყველამ, მთელმა ქალაქმა იცოდა უკვე - ბანკის
მფლობელი აღარ არისო. რადგან ბებერ მისტერ უორნერს კიდეც რომ გაეძევებინა
ჯეფერსონიდან მისტერ ფლემ სნოუპსი, იქ გამჩერებელი აღარც მისტერ დე სპეინი იყო.
მხოლოდ თავისი მკვდარი შეყვარებულის, დასამარებული სიყვარულის გულისთვის კი
არ უნდა მოქცეულიყო ამნაირად, ჯეფერსონის გულისთვისაც მართებდა აქედან
გამგზავრება. იმიტომ, რომ ჩვენ შეურაცხყოფა მოგვაყენა. ქორწინების ოდენ ზნეობრივი
საფუძვლები კი არ გაუთელია ფეხქვეშ, იმის მღაღადებელი საფუძვლები - პოლიციის
მოწმობის გარეშე კაცი ქალს გვერდში ნუ მიუწვებაო, ქორწინების ეკონომიკაც
გაამასხარავა დაუსჯელად - შვილიერება, შთამომავლობის დატოვება; თვით ქორწინების
ინსტიტუტი აიგდო აბუჩად, თანაც ორჯერ: თვითონაც არ დაქორწინდა და ფლემ
სნოუპსის ქორწინებაც ჩაშალა ბოლოს. ამიტომ ჰყავდათ ორგზის მოძულებული; იმის
გამოც, რასაც აკეთებდა, და იმის გამოც, რომ აგერ თვრამეტ წელიწადს დაუსჯელად
დასეირნობდა. ოღონდ ეს კიდევ არაფერი იყო იმ სიძულვილთან შედარებით, იმის
შემდეგ
რომ
დაატყდებოდა,
რაც
მის
ცოდვილ
თანამზრახველს
დანაშაულში
მონაწილეობა სიცოცხლის ფასად დაუჯდა, ხოლო იმის ბანკის გვერდითი კარის
გასაღებიც კი არ დაუკარგავს, არაფერი უზღვევია თავისი ცოდვის გამო.
ყველამ ვიცოდით ეს ამბავი. თავადაც მოეხსენებოდა. ჰოდა, ჩვენ, ჩვენი მხრივ, ისიც
ვიცოდით - იმას მოეხსენება, ჩვენ რომ ვიცითო, ასე რომ, ეს მარტივი საქმე
გახლდათ. მოთავებული იყო მისი საქმე. იმის თქმა მინდა, გადაწყდა-მეთქი მისი
ბედი, მისი როლი ცხადად იყო გამოკვეთილით. თუმცა არა, თავიდან უფრო სწორად
ვთქვი, ესეც ცხადია ჩემთვის. მისი საქმე მორჩენილი იყო. იმ გასროლამ იმასაც
მოუთავა ხელი და ახლა სულერთი იყო უკვე, რას გააკეთებდა და რას - არა. ახლა
ლინდა რჩებოდა მხოლოდ. სულ რომ მოვიწიფე, მაშინღა მივხვდი, რატომ არავინ
ელოდებოდა იმ დღეს - აგერ ახლა სისხლს მოწყურებული მისტერ უორნერი,
შესაძლოა, ამავე რევოლვერით ხელში, მისტერ სნოუპსის სახლიდან გამოვარდებაო,
უწინარეს ყოვლისა იმიტომ, რომ ამგვარი საქციელი უაზრობა იქნებოდა. მაშინაც არავინ
განცვიფრებულა, როცა (რასაკვირველია, მცირედი დაყოვნების შემდეგ, რასაც
მგლოვიარებასთან, მწუხარებასთან დაკავშირებული რიგის და წესის დაცვა მოითხოვდა)
შევიტყვეთ - „საქმიდან გამომდინარე მოსაზრებებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის
გამო“ მისტერ დე სპეინი გადადგა და დასავლეთში მიემგზავრებაო (მართლა გაემგზავრა
დაკრძალვისთანავე, - კუბოსთან მარტოდმარტო მოვიდა, ხმა არავისთვის გაუცია,
სახელოზე კრეპი ეკეთა, რაც ბუნებრივი ამბავი იყო, რადგან განსვენებული მისი ვიცეპრეზიდენტის მეუღლე გახლდათ, მერე ჩვენთან ერთად გამოშორდა საფლავს, ოღონდ
გაგვისწრო, ჰოდა, ერთ საათში მისმა მანქანამ მოედანი გადაიქროლა და მემფისის
შოსეზე გავიდა, თავად მარტო იჯდა იმ მანქანაში და საბარგო ხაბაკით იყო
ამოვსებული). მისი ბანკის აქციები, - ოღონდ სახლი მაინც არა: რეტლიფის ნათქვამის
არ იყოს, ფლემ სნოუპსიც კი ვერ ითავხედებდა ისე, რომ სახლიც იმავე დღეს
დაენარჩუნებინა, რა დღესაც აქციები დაინარჩუნა, - მისი აქციები გასაყიდად გადადეს,
ჰოდა, ის კიდევ უფრო ნაკლებად გაგვიკვირდა, რომ ყველა აქცია (თუნდაც საქმის
გაუხმაურებლად) მისტერ სნოუპსმა შეისყიდაო.
მთავარი ლინდა იყო. ახლა კი ვიცი, მთელი ის ხალხი, ბანკის კარზე გამოკიდული
გვირგვინის სანახავად იმავე მიზეზით რომ იყო შექუჩებული, რა მიზეზითაც მე და
ალეკ სენდერმა მივირბინეთ, თავის შესაქცევად თუ შემზერდა იმ გვირგვინს,
სინამდვილეში კი ის ხალხიც იმისთვის მივიდა იქ, რისთვისაც მე და ალეკ სენდერი;
ლინდა
სნოუპსისთვის
უნდოდათ
შეეხედათ,
როცა
დედა
და
გევინ
ბიძია
ჩამოიყვანდნენ, თუმცა მე და ალეკ სენდერს უფრო იმიტომ გვინდოდა ლინდას ნახვა როგორი შესახედავი იქნებაო, რომ გვცოდნოდა, ჩვენ თვითონ როგორი შესახედავი
ვიქნებოდით, უცებ ოდესმე დედაჩემს ან გასტერს რომ მოეკლათ თავი. კი, ლინდას
ელოდებოდნენ ნამდვილად, ახლა ხომ მაინც მიხვედრილი ვარ, რასაც გევინ ბიძია
ფიქრობდა მაშინ (რაც იცოდა-მეთქი, იმას კი არ მოგახსენებთ, - რასაც ფიქრობდამეთქი: ცოდნით ვერაფერი ეცოდინებოდა, რადგან ყველაფრის მოყოლა მისთვის
მხოლოდ მისის სნოუპსს შეეძლო, ჰოდა, მისის სნოუპსს ყველაფერი იმ ბარათში რომ
მოეყოლა,
მე
რომ
გამატანა
თავის
მოკვლის
წინა
საღამოს,
გევინ
ბიძია
გადაათქმევინებდა, შეეცდებოდა მაინც, გადაეთქმევინებინა, ჰოდა, მაშინ სხვას თუ
არავის,
დედაჩემს
ეცოდინებოდა
დაშლით
კი
დაუშალა,
მაგრამ
ვერ
გადაათქმევინაო), თანაც მარტო გევინ ბიძია კი არა, მთელი ჯეფერსონიც იმასვე
ფიქრობდა. ახლა იმ ხალხს შეენდო მისის სნოუპსისთვის, თვრამეტ წელიწადს მძიმედ
რომ სცოდავდა, ახლა თავის თავსაც მიუტევებდნენ იმ ამბავს, თავიანთი მიტევებით
მრუშობას რომ აბედვინებდნენ ჩვენს ქალაქში, თუმცა საკუთარ თავსაც და, ვინ იცის,
იქნებ ერთიმეორესაც კი შეახსენებდნენ - უფლის წინაშე დიდი ცოდვილი რომ არ
ყოფილიყო ის ქალი, ის ამბავიც აღარ მოუწევდა, თვითონვე დაეღუპა თავი, რათა მის
ქალიშვილს შესაძლებლობა ჰქონოდა, დედამისი გარყვნილ ქალად კი არა, მხოლოდ
თვითმკვლელად მიეჩნიაო.
კი, ყველანი ლინდას ელოდებოდნენ, ახლა მთელი ქალაქი მისი მომხრე იყო, მთელი
ქალაქიც და მთელი ოლქიც; ახლა ყველანი, ვისაც კი იმ ქალისდა მისტერ დე სპეინის
ამბავი სმენოდა, ვინც კი ამ თვრამეტი წლის განმავლობაში რამე იცოდა, რამეს
ხვდებოდა ან ეჭვობდა მაინც, - ჰო, ყველანი იმის ცდაში იყვნენ, რომ ის მიხვედრის,
იმ ეჭვის ან ცნობილი ფაქტის (ვინმესთვის მაინც ყოფილიყო ცნობილი ის ფაქტები)
ლანდიც არ გაჭაჭანებულიყო ლინდას სიახლოვეს. ახლა კი მივხვდი, ყოველი კაცი
გულკეთილი რომ არის, ნამდვილად გულკეთილი; ასჯერ ხომ მაინც მოხდება,
ერთიმეორეს რომ აღარაფერს აწყენინებენ ხოლმე მარტო მაშინ კი არა, როცა გული
უნდათ ატკინონ ერთიმეორეს, მაშინაც კი, როცა იძულებულნი ხდებიან ატკინონ
გული, თუგინდ ყველაზე თავგამოდებული მეთოდისტებიც იყვნენ ისინი, ბაპტისტთა
შორის უაღრესი ბაპტისტები, პრესვიტერიანელნი, - კარგი, ბატონო, თუ გნებავთ
პროტესტანტებიც, - ოღონდ ამასობაში მანქანაც გამოჩნდა და ლინდა დედაჩემსა და
გევინ ბიძიას ეჯდა შუაში; მანქანამ მოედანი გადაჭრა, ლინდას სახლისკენ გაემართა,
ასე რომ, მე და ალეკ სენდერს საიმისო დრო კი გვეყო, კუთხეში გევინ ბიძიას
დავლოდებოდით და მისი მანქანა გაგვეჩერებინა.
- მგონი, გასტერმაც და დედაშენმაც გითხრეს - სახლიდან ფეხი არ მოიცვალოთო, გვითხრა გევინ ბიძიამ.
- დიახ, სერ, - მივუგეთ ჩვენ და შინისკენ გავემგზავრეთ. გევინ ბიძიას, რაღა თქმა
უნდა, სადილად პირი არაფრისთვის დაუკარებია, კაცმა არ იცის, რატომ, სულ იმის
ცდაში იყო, მე დავეპურებინე. იმის თქმა მინდა, კაცმა არ იცის, რატომ ხდება-მეთქი,
რომ ყოველი მოწიფული ადამიანი, თუკი სადილობისას თვალი დაგადგა, უეჭველად
იმას ცდილობს ხოლმე, რამე ჩაგტენოს პირში, სულერთია, გინდა შენ საჭმლის ჭამა
თუ არ გინდა, ისიც კი სულერთია, თვითონვე სურთ თუ არა მაინცდამაინც
მოგაძალონ საჭმელი, ოღონდ ამასობაში მამაჩემმაც კი შეამჩნია, რაც სუფრაზე
ხდებოდა.
- აბა! - მითხრა. - ან შეჭამე რამე, ანდა მოუსვი აქედან. სულ არ მინდა დედაშენის
მოტყუება, რომ დაბრუნდება და მკითხავს - რატომ არაფერი უჭამიაო. ახლა იმას
მაინც ვეტყვი - მგონი, ტეხასში გაგვეპარა-მეთქი. - მერე მამამ თქვა: - შენ რაღა
დაგემართა? - იმიტომ, რომ გევინ ბიძია უცებ წამოდგა, ისე, ერთბაშად წამოდგა და
თქვა:
- ბოდიშს ვიხდი, - ჰოდა, გავიდა ოთახიდან; ახლა მისტერ დე სპეინსა და
ჯეფერსონს შორის ყოველივე მომთავრებული იყო, ჰოდა, ჩვენ, ესე იგი, ჯეფერსონს,
უკვე შეგვეძლო, ჩვენი ფიქრი სულ იმ საკითხისკენ მიგვემართა - ვინღა დარჩა
სათვალავში, იმ გასროლისას ავარდნილმა ნაპერწკალმა კიდევ ვინ გაანათაო. ჰოდა,
ახლა დასანახავ ადგილას გევინ ბიძია იდგა, ახლა იმასაც მივხვდი, რომ ჯეფერსონში
ისეთი ხალხიც მოიძებნებოდა, ვინც იმას ფიქრობდა - გევინ ბიძიაც იყოო იმ ქალის
საყვარელი, თუ არ ყოფილა, უნდა გამხდარიყო, თორემ მარტო ჯეფერსონელ
მამაკაცებს კი არა, მთელი ქვეყნიერების მამაკაცებს, ვისაც კი ნაღდ ვაჟკაცად მოაქვს
თავი, გევინის მაგივრად უნდა შერცხვეთო.
ხომ იცოდა ყველამ იმ დიდი ხნის წინანდელი, ჩემს დაბადებამდე გამართული საშობაო
მეჯლისის ამბავი; ჰოდა, მერე მთელი ქალაქი იყო იმის შემსწრე და გამგონი, ყველას
შეეძლო ვითომ შემთხვევით ჩაევლო და თავისი თვალით ენახა, როგორ შეექცეოდნენ
ნაყინს გევინ ბიძია და ლინდა კრისტიანის საკონდიტროში, თანაც მაგიდაზე მათ შორის
ლექსების წიგნიც იდო. ოღონდ ისიც ყველამ იცოდა, რომ გევინ ბიძია არც როდის არ
ყოფილა მისის სნოუპსის საყვარელი, და, რომც ცდილიყო, მის დასანარჩუნებლად
თავიც რომ დაედო, მაინც გაწბილდებოდა, რადგან საკუთარი თავის უბედური კაცი
გახლდათ. არადა, კიდეც რომ ეჯობნა მისტერ დე სპეინისთვის რაღაცა წარმოუდგენელი
ხელის მომართვის ან შემთხვევის წყალობით, ეს ამბავიც მაშინვე დაეტყობოდა იმ
უბრალო მიზეზის გამო, რომ გევინ ბიძია სხვათაგან დაფარული ცხოვრებით ვერასგზით
ვერ ისულდგმულებდა. რეტლიფის ნათქვამის არ იყოს, ისეთი კაცი გახლდათ, ვისაც
ფეხის ფრჩხილებიც კი ფეხსაცმელს გარეთ გამოეზრდება ხოლმე.
ესე იგი, რაკი გევინ ბიძიას ხელი მოეცარა, ამ საქმეშიც უბრალო იყო, ყველაზე
წმინდა კაცად დარჩენილი; ახლა მისტერ სნოუპსი კი აღარ იყო მთავარი პიროვნება, ის
ადამიანი, ვინც, ვაჟკაცი რომ ყოფილიყო, კარგა ხანია, რევოლვერს სტაცებდა ხელს,
გინდაც ხარჯი მოსვლოდა ამ საქმეში, ჰოდა, ორივეს გაყრიდა ჯეფერსონიდან - თავის
ცოლსაც და მის ძვირფას ბანკირსაც. ახლა მთავარი პიროვნება გევინ ბიძია გახლდათ.
გევინ ბიძია გახლდათ დაობლებული, მოტყუებული ქმარი, ობოლი ქალიშვილის
გულისთვის ყოვლის მომთმენი და დამთმობი. ჰოდა, იმავე დღეს, როცა გევინ ბიძია
სუფრიდან წამოხტა და ქუჩაში გაიჭრა, დედა კიდევ მანქანით მარტო დაბრუნდა
სახლში, დღის სამ საათზე, გევინ ბიძია ტაქსით მოვიდა და მითხრა (მე და ალეკ
სენდერს სახლიდან ფეხი აღარ გაგვიდგამს მას მერე, რაც გასტერმა შავი დღე გვაყარა დედაჩემმა რაც დაგვმართა, იმისას აღარაფერს ვამბობ):
- ახლა ჩემთან ოთხი ჯენტლმენი მობრძანდება, ოთხივე მღვდელი. სასტუმრო ოთახში
შემოუძეხი, შენი ჭირიმე.
შევუძეხი და ის იყო - მეთოდისტს, ბაპტისტს, პრესვიტერიანელს და ჩვენსას,
პროტესტანტს. მისტერ ტორნდაიკის გარდა ყველანი ისეთი შესახედავნი იყვნენ,
ბანკირები გეგონებოდათ, ან ექიმები, ან კიდევ ვაჭრები; მისტერ ტორნდაიკიც
მხოლოდ იმით გამოირჩეოდა, რომ საყელო უკუღმა გაეკეთებინა; ფიქრმიძალებულნი
ჩანდნენ ყველანი, სახე ჩამოგრძელებოდათ, სათითაოდ ხელი ჩამომართვეს და ბუბუნ-
ბუბუნით შემომწკრივდნენ სასტუმრო ოთახში. ჰოდა, იქ გევინ ბიძია ელოდებოდა
უკვე,ყოველ მათგანს სახელით მიმართავდა, ხელს ართმევდა, „დოქტორს“ უწოდებდა,
ჰოდა,
ისევ
ბუბუნებდნენ
ოთხივენი,
ოღონდ
ამასობაში
იმათგან
უხუცესი,
პრესვიტერიანელი ყველას სახელით ალაპარაკდა: ჩვენ იმის სათქმელად გეახელით, რომ
ცალ-ცალკე იქნება თუ ოთხივე ერთად, წირვას გადავიხდითო; მისტერ სნოუპსი
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ქალაქი - 24
  • Parts
  • ქალაქი - 01
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 1948
    28.4 of words are in the 2000 most common words
    39.5 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 02
    Total number of words is 3992
    Total number of unique words is 1824
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 03
    Total number of words is 3892
    Total number of unique words is 2027
    28.8 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 04
    Total number of words is 4126
    Total number of unique words is 1771
    33.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 05
    Total number of words is 3979
    Total number of unique words is 1874
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 06
    Total number of words is 3952
    Total number of unique words is 1875
    31.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 07
    Total number of words is 3971
    Total number of unique words is 1883
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 08
    Total number of words is 3954
    Total number of unique words is 1822
    30.2 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 09
    Total number of words is 3924
    Total number of unique words is 1905
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 10
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 1912
    29.8 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 11
    Total number of words is 3974
    Total number of unique words is 1897
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 12
    Total number of words is 4111
    Total number of unique words is 1678
    32.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 13
    Total number of words is 4103
    Total number of unique words is 1775
    34.3 of words are in the 2000 most common words
    46.5 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 14
    Total number of words is 3967
    Total number of unique words is 1939
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.4 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 15
    Total number of words is 3895
    Total number of unique words is 1868
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    50.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 16
    Total number of words is 3993
    Total number of unique words is 1860
    33.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 17
    Total number of words is 4054
    Total number of unique words is 1839
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 18
    Total number of words is 4154
    Total number of unique words is 1727
    33.2 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 19
    Total number of words is 3843
    Total number of unique words is 1854
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.2 of words are in the 5000 most common words
    46.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 20
    Total number of words is 3871
    Total number of unique words is 1877
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.9 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 21
    Total number of words is 4048
    Total number of unique words is 1843
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.9 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 22
    Total number of words is 4060
    Total number of unique words is 1866
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.4 of words are in the 5000 most common words
    50.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 23
    Total number of words is 3959
    Total number of unique words is 1758
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 24
    Total number of words is 4043
    Total number of unique words is 1842
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 25
    Total number of words is 3466
    Total number of unique words is 1703
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.