Latin
Total number of words is 3967
Total number of unique words is 1939
31.3 of words are in the 2000 most common words
42.4 of words are in the 5000 most common words
48.6 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
და იმ ყვავილებში დამამახსოვრდა ლინდა - მუქი თმა ჰქონდა, თვალები კიდევ,
თითქმის იმ გლიცინიების ფერი, იმ ფერისავე კაბა ემოსა. ჰამაკში იწვა და
კითხულობდა,ჰოდა, გავიფიქრე - გევინ ბიძიას ეს წიგნი არ უნდა გამოეგზავნა, ჯერ
წინაც არ წაუკითხავს-მეთქი. ოღონდ ამასობაში ჰამაკქვეშ მიწაზე მიმოფანტულ მის
სახელმძღვანელოებს მოვატანე თვალი, ისიც დავინახე, რომ გეომეტრიას კითხულობდა
თურმე და ისევ გავიფიქრე: „მატ ლივიტს ალბათ არაფრად სიამოვნებს ეს ამბები, არც ის, რომ ლინდას გეომეტრიის სწავლა ურჩევნია მასთან ერთად სეირნობას, და არც
ის, რომ გევინ ბიძიასთან ერთად ამჯობინებს ნაყინის ჭამას“.
წიგნი გადავეცი და შინისკენ წამოვედი. პარასკევს იყო ეს ამბავი. მეორე დღეს, შაბათს
ბეისბოლის მატჩზე გახლდით და იქიდან გევინ ბიძიას შევუარე მის კაბინეტში, რათა
შინ ერთად წავსულიყავით. კიბეზე ფეხის ხმა შემოგვესმა, რამდენიმე ფეხის ბაკუნი,
ქოშინიც გავიგონეთ, ვიღაცის ჩურჩულიც. და უცებ მატ ლივიტმა შემოხეთქა კარი,
გამალებული შემოვარდა, იღლიაში რაღაც ამოეჩარა, კარი მიიჯახუნა, კარს უკან კი
ვიღაც ცდილობდა შემოჰყოლოდა. ჰოდა, ამან კარს მუხლი მიაბჯინა, რაზა
მოიფათურა, მოისაზრა როგორ უნდა გადაეწია და კარი ჩაკეტა. ამის შემდეგღა
შემოგვიბრუნდა. ლამაზი ბიჭი იყო, ოღონდ სახე ლაღი არ ჰქონია, არც ხალისიანი. იმ
სახეს, რეტლიფის ნათქვამის არ იყოს, უტიფრობის დაღი ესვა. ამგვარი სახე აქვს
ხოლმე იმ ადამიანს, ვინც არაფერში შეეჭვებულა ჯერაც. თუმცა ახლა ის უტიფრობაც
აღარ აჩნდა სახეზე. ჰოდა, დაფურცლული წიგნი შემართა - ჯონ დონის ლექსები იყო,
მე რომ ლინდას გადავეცი გუშინ - და მაგიდისკენ მოისროლა ისე, რომ ამოფხრეწილი
ფურცლები აფრიალდა, მაგიდაზე მიმოიფანტა და იატაკზეც კი ჩაფარფატდა.
- რა, არ მოგწონთ? - თქვა, მაგიდას შემოუარა და ფეხზე წამომდგარ გევინ ბიძიას
მიადგა ჯიქურ. - აბა, დაიცავთ თავს თუ არა? - იკითხა მერე. - თუმცა, რას
ვამბობ, ჩხუბი რა იცით თქვენ! არაფერია, ძალიან არ მიგჟეჟავთ, ერთი ბეწოს
დაგამშვენებთ, რომ გაიხსენოთ, როგორ ხდება ეს ამბავი! - ჰოდა, იტყოდით, მაგრად
სულ არ გაურტყამსო, მისი მუშტები თითქოს ძლივძლივობით იძვროდა გევინ ბიძიას
სახიდან ოთხ-ხუთ დუიმზე, ასე რომ, გეგონებოდათ, ცხვირიდან, ტუჩებიდან
დარტყმების გამო კი არ წასკდა სისხლი, გეგონებოდათ,იმ მუშტებმა თავისთავად
შეუღებაო სისხლით სახე; ორჯერ, სამჯერ გაუქანა ასე, მაგრამ ამასობაში მეც გონს
მოვეგე, ხელი ვტაცე ბაბუას მომსხო ხელჯოხს, ისევ ძველებურად რომ იყო
მიყუდებული კართან, საკიდარს უკან, ჰოდა, შევმართე, რათა მთელი ძალით კეფაში
ჩამეთხლიშა იმ ბიჭისთვის.
- ჩიკ, გაჩერდი! - მომაყვირა გევინ ბიძიამ. - გაჩერდი! არ გაბედო! - ვერაფრით
დავიჯერებდი, რომ თუნდაც შეყვირებაზე მატი ასე ფიცხლად შემომიტრიალდებოდა.
ეტყობა, ოქროს ხელთათმანები ტყუილუბრალოდ არ ჰქონია მოგებული. ერთი
სიტყვით, შემომიტრიალდა, იმ ჯოხს ხელი მიტაცა და მანამდე გამომგლიჯა, სანამ
გონს მოვიდოდი, მე კიდევ, იმის შიშით - ან მე, ან გევინ ბიძიას, ან კიდევ ორივეს
ერთად დაგვცხებს-მეთქი იმ ჯოხს, დავიღუნე და ფეხებში მინდოდა ვწვდომოდი,
მაგრამ იმან ჯოხი ხიშტივით გამოიშვირა, მკერდზე, ყელში მომაბჯინა და თითქოს
ამწია იმ ჯოხით, გინდაც ჩვარი ვყოფილიყავი, ანდა - ქაღალდის ნაგლეჯი.
- არ გამოგივიდა, ბიჭი! - მითხრა. - ისე, კარგად კი გქონდა მოქნეული. აფსუს,
ბიძაშენმა რომ გაგთქვა. - ჯოხი კუთხისკენ მოისროლა, გვერდი ამიარა და კარისკენ
წავიდა. ჰოდა, მაშინღა გავიგონეთ ყველამ, რომ ის, ვინც ამან კაბინეტში არ
შემოუშვა, გამწარებული კარს მუშტებს უბრახუნებდა; ამან რაზა გადასწია, კარი გააღო
და უკუდგა ლინდას წინაშე, ის კიდევ, შემოიჭრა, ცეცხლის ალივით შემოვარდა, კი,
ნამდვილად ცეცხლის ალივით, გევინ ბიძიასთვის და ჩემთვის არც შემოუხედავს, ფეხის
წვერებზე შედგა და სახეში ლეწა მატს ორჯერ, ჯერ მარცხენა, მერე მარჯვენა ხელი
მოუნაცვლა აქლოშინებულმა, აყვირებულმა: - ჩერჩეტო! ცხოველო! ლენჩო! ხვადაგო!
შე საზიზღარო! გაყეყეჩებულო! - მანამდე არასოდეს გამეგონა, რომ თექვსმეტი წლის
გოგო ასეთ ლანძღვა-გინებას მოჰყოლოდეს. არა: მანამდე არასოდეს გამეგონა, რომ
ქალი მოჰყოლოდეს ასეთ ლანძღვა-გინებას. ის კიდევ იდგა იმ ბიჭის წინ, ხმამაღლა
ტიროდა, გაშმაგებული, თითქოს აღარ იცოდა, რა ექნა ახლა, კიდევ გაერტყა თუ
ელანძღა ისევ. მაგრამ ამასობაში გევინ ბიძია მიეახლა, მხარზე ხელი დაადო და
უთხრა:
- გაჩერდი! გაჩერდი, გესმის? - ჰოდა, ლინდა მობრუნდა, ხელები შემოხვია,
სისხლით მოთხვრილ მის ხალათს მიეკრო სახით და კვლავაც მტირალმა აღმოთქვა:
- მისტერ გევინ, მისტერ გევინ, მისტერ გევინ!
- ჩიკ, კარი გააღე! - მითხრა გევინ ბიძიამ. მე გამოვაღე. - წადი აქედან, ბიჭო, მატს მიმართა. - აბა, ჩქარა! - მატი გავიდა. მე კარის მიხურვა დავაპირე. - შენც, მითხრა გევინ ბიძიამ.
- სერ? - ჩავეკითხე მე.
- შენც წადი! - მითხრა გევინ ბიძიამ და ლინდას ხელი მოხვია, ლინდა კიდევ,
კანკალებდა და ატირებული ეკვროდა, ჰოდა, მისი სისხლი ლინდასაც ეწვეთებოდა.
13. გევინ სტივენსი
- წადი! - ვუთხარი. - შენც წადი! - ჩიკი გავიდა, მე კიდევ ლინდას მოხვეული
ვიდექი. უფრო სწორად, ლინდა მეკვროდა მთელი ძალით, კანკალებდა, სლუკუნებდა
და ისე გამწარებული ტიროდა, ხალათი დამისველა მისმა ცრემლებმა. თვალი თვალისა
წილო, - იტყოდა ალბათ რეტლიფი, რადგან ჩემი ცხვირიდან წვეთ-წვეთად დადენილი
სისხლი ლინდას კაბის სახელოს უთხუპნიდა. თუმცა, იმდენი მოვახერხე, ცალი ხელი
გამომეთავისუფლებინა და მის მხარს ზემოთ ცხვირსახოცი ამომეღო პიჯაკის ჯიბიდან.
ჯერჯერობით
ესეც
კმაროდა,
ვიდრე
სულ
გავთავისუფლდებოდი
და
ონკანს
მივწვდებოდი ცივი წყლის მოსაშვებად.
- გეყოფა! - ვუთხარი. - გეყოფა-მეთქი! - ის კიდევ ტირილს უმატებდა, უფრო
მაგრად მეკვროდა და იმეორებდა:
- მისტერ გევინ, მისტერ გევინ, ო, მისტერ გევინ!
- ლინდა! - ვუთხარი. - მისმენ? - პასუხი არ გაუცია, ოღონდ მეტი ძალით
ჩამეჭიდა, მომეყრდნო და მომეყრდნო მკერდზე. - გინდა, ცოლად გამომყვე?
- კი! - აღმოთქვა მან. - კი! კი!
მაშინ ნიკაპქვეშ ხელი ამოვდე, მკერდს მოვიწყვიტე, თავი ავაწევინე და ვაიძულე,
პირდაპირ თვალებში შემოეხედა. რეტლიფმა მიამბო - მაკკერონს ნაცრისფერი თვალები
ჰქონდაო, - ალბათ ისეთივე ფოლადისფერდაკრული, როგორიც ჰებ ჰემპტონს აქვს.
ოღონდ ლინდას ნაცრისფერი არ ჰქონია თვალები, მუქი საფირონისფერი ჰქონდა, მუდამ ამგვარი წარმომიდგებოდა ხოლმე ჰომეროსისეული საფირონის ზღვა.
- ყური მიგდე! - ვუთხარი. - გინდა გათხოვება? - არა, ჭკუა არაფრის მაქნისია
იმათთვის, საუბრის დროს თუ დასჭირდებათ, ხალხთან საურთიერთოდ. თუმცა
იმნაირებიც შემხვედრიან, მომხიბვლელნი რომ ყოფილან, ტაქტის მქონენი, ოღონდ ყოვლად უტვინონი. რადგან მამაკაცებთან, ადამიანებთან შეყრისას იმათ თავიანთი
ინსტინქტი ესაჭიროებათ მხოლოდ, თავიანთი ინტუიცია, თუმცა, ხანი რომ გამოხდება,
ესეც უჩლუნგდებათ, ავიწყდებათ ხოლმე. იმათ თავგანწირვის ზღვარდაუდებელი უნარი
სჭირდებათ,
გულცივი
მორალით,
და
კიდევ
უფრო
გულცივი
ფაქტებით
შეუბრკოლებელი.
- მერედა, აუცილებელია გათხოვება? - მკითხა ლინდამ.
- არა, რაღა თქმა უნდა. სულ ნუ გათხოვდები, თუკი არ ისურვებ.
- არ მინდა, არა, არავინ ქმრად არ მინდა! - თქვა, არა, დაიყვირა ლინდამ და ისევ
მომეკრო, ისევ ჩამალა სახე ჩემს სველ, ცრემლებითა და სისხლით ერთიანად
გაჟღენთილ ხალათში.
- არავინ არ მინდა! - ამოისლუკუნა. - არავინ მყავს თქვენს მეტი! თქვენი მწამს
მხოლოდ! თქვენ მიყვარხართ! მიყვარხართ!
14. ჩარლზ მალისონი
გევინ ბიძია შინ რომ დაბრუნდა, სახე მობანილი ჰქონდა. მაგრამ მისი ცხვირის, მისი
ტუჩის შემხედვარე მაინც ყველაფერს მიხვდებოდი კაცი. ხალათს და ჰალსტუხს ხომ
ისეც ვერაფერს მოუხერხებდა, ახალს თუ იყიდდა - შაბათობით მაღაზიები გვიანობამდე
არ იკეტებოდა. ოღონდ ყიდვით არაფერი უყიდია. დედა მაინც შეიტყობდა ყოველივეს;
იქნებ უეჭველად ასე ხდება ხოლმე, როცა თქვენ და თქვენი დაია ტყუპად ხართ
გაჩენილი. კი, ჩემო ბატონო, ბორმანქანებმა ლაპარაკი რომ იცოდნენ, დედაჩემის ხმა
სწორედ ბორმანქანისას ემსგავსებოდა; აღარც იცინოდა, აღარც ტიროდა, იმასაც აღარ
ამბობდა - გევინ, გევინ, ღმერთო, ეს რა უბედურებააო. ჰოდა, გევინ ბიძია ზევით
ავიდა, რათა ვახშმობისთვის სუფთა ხალათი ჩაეცვა და სუფთა ჰალსტუხი გაეკეთებინა,
და მაშინ კი თქვა დედამ:
- გონებას უყალიბებს, ჰო.
კაცი იტყოდა, გევინ ბიძია ყველაფერს გაუძლებს, ოღონდ კი დარტყმით არ მოცელონ
და ცხვირ-პირი არ დაუსისხლიანონო. ისე, მისტერ დე სპეინს მაშინ, მეჯლისის დღეს
ეზოში რომ არ წაექცია, გევინ ბიძია თვითონვე დაივიწყებდა მისის სნოუპსს და აღარც
ლინდას გონების ჩამოყალიბებისთვის იზრუნებდა, ხოლო მატ ლივიტი კაბინეტში რომ
არ შევარდნოდა და ცხვირიდან სისხლი არ ედინებინა მისთვის, გევინ ბიძია ლინდას
გონების ჩამოყალიბებაზე თვითონვე აიღებდა ხელს, სულ აღარ დასჭირდებოდა ამ
საქმის მიყოლა.
ახლა კი ვერ შეჩერდებოდა, აღარ შეეძლო შეჩერება. ოღონდ ერთი კია, რომ მატ
ლივიტისგან მაინც დაიხსნა თავი. გაზაფხულზე იყო ეს ამბავი. ლინდა ბოლო კლასში
სწავლობდა, მაისში სკოლას ამთავრებდა, ჰოდა, ნასკოლევს ყოველდღე ვხედავდი,
როგორ ბრუნდებოდა სახლისკენ თავისი წიგნებით დატვირთული. არაფერი ვიცი,
ლექსები თუ იყო იმ წიგნებში, იმიტომ, რომ ახლა კრისტიანის საკონდიტროსთან
ჩავლისას ლინდა იქითკენ არც იხედებოდა. პირდაპირ იყურებოდა თავაწეული,
როგორც პოინტერს სჩვევია ნაბულის გაკეთების წინ. ისე მიდიოდა, თითქოს მთელ
ხალხს და მთელ ჯეფერსონს, მთელ მოედანს კარგად ხედავსო, რადგან იმწუთას,
ყოველ წუთს ისე უნდა ჩაევლო გვერდი რაღაცისთვის, რომ არ შეჩერებულიყო,
ჯეფერსონი იქნებოდა ის რაღაცა თუ ჯეფერსონელთა ჯარი, წინ უნდა ევლო, მორჩა
და გათავდა.
ოღონდ გევინ ბიძიაც აღარსად ჩნდებოდა იქ, ვითომ შემთხვევითაც აღარ ენახვებოდა.
და თუ ახლა გევინ ბიძია მის პირდაპირ მარმარილოს მაგიდას არ უჯდა კრისტიანის
საკონდიტროში და არ შესცქეროდა, როგორ მიირთმევდა ლინდა მაღალ-მაღალი
ჭიქიდან თხუთმეტი იქნებოდა თუ ოცი ცენტის საღირალ რაღაცას, სამაგიეროდ მატ
ლივიტიც აღარსად ჩანდა ახლომახლო. გარაჟის დაკეტვის შემდეგ თავის ნახმარ
მანქანაში ჯდებოდა მატ ლივიტი და ის მანქანა უმცირესი სიჩქარით მიღოღავდა
მოედანზე ტროტუარის გასწვრივ, ოდნავ თუ ჩამორჩებოდა, თითქმის გვერდიგვერდ
მიჰყვებოდა, როცა კი ლინდა თავის მეგობრებთან ერთად კინოსკენ მიდიოდა მაღლა
თავაწეული და ერთხელაც არ მიხედავდა, ვიდრე ის მოჩოჩიალე მანქანა მის იდაყვს
მისწებებოდა ლამის და საყვირიც ჩუმ ხმაზე მიპიპინებდა. ასე მიადგებოდნენ ხოლმე
კინოს, იქ ქალიშვილები კარში გაუჩინარდებოდნენ, მანქანა კიდევ მთელი ძალით
გავარდებოდა, შეუხვევდა, ერთ კვარტალს გაიქროლებდა, მეორე შესახვევიდან
გამოიჭრებოდა სირენააკივლებული, კინოს შესასვლელთან გაიგრიალებდა და ისევ
კვარტალს უვლიდა გარშემო კივილ-კივილით. ამასობაში იმ შესახვევისკენ ოტის
ჰარკერი გამორბოდა, ღამის პოლისმენი (გროვერ კლივლენდ უინბუში საიმდროოდ უკვე
გადამდგარი გახლდათ), გააჩერე, გააჩერეო - ღრიალებდა, ოღონდ მაშინვე განზე
უნდა გამხტარიყო, რათა მანქანას არ გაეჭყლიტა.
კვირადღეობით კიდევ ის სირენა მოედანზე კიოდა და მატს დღის პოლისმენი მისდევდა
ღრიალით, მისტერ ბაკ კონნორსი. ჰოდა, ახლა მატს გვერდით ქალიშვილი უჯდა,
სოფლელი გოგო, კაცმა არ იცის, რომელ მხარეში ნაპოვნი, და მანქანა მოსახვევში
მიქროდა ღრიალ-ღრიალით ქალაქის განაპირა უბნამდე, ოღონდ ლინდას სახლთან
სვლას ანელებდა ყურისწამღებად მოხმიანე. გეგონებოდათ, ჯეფერსონში ავტომობილის
საყვირი ყოფილიყოს უნუგეშო სიყვარულის ან თუნდაც გატაცების, ანდა იქნებ ხელის
მოცარვის ერთადერთი უცვლელი სიმბოლო.
ოღონდ იმ დღეს მისტერ კონნორსმა თავად შერიფს გაუგზავნა კაცი ამბის
შესატყობინებლად. ჯერ ის ვიფიქრე, ოტის ჰარკერს გავაღვიძებინებ, გამოვიდეს და
მომეშველოს-მეთქი, - უთქვამს მისტერ კონნორსს. მაგრამ ოტისს რომ გაუგია, მისტერ
კონნორსს მატის მანქანის დაკავება უნდაო, ლოგინიდანაც არ წამომდგარა. მერე, მცირე
ხანი რომ გავიდა, ვიღაცამ ჰკითხა მატს - ნუთუ შერიფი რომ შერიფია, მისტერ
ჰემპტონი, ნუთუ მანქანას იმასაც დაატაკებდიო? ჰოდა, მატმა, მთელი ამ ამბების მერე
რომ იჯდა და ტიროდა გულს შემომსკდარი, ასე უპასუხა: - დავატაკებდიო? ჰებ
ჰემპტონს დავატაკებდიო? აბა, სწორედ იმის აყროლებულ შიგანს დავასვრევინებდი ჩემს
მანქანას! - ერთი კია, რომ იმგზობაზე მისტერ ჰემპტონს არც დასჭირვებია საქმეში
ჩარევა, რადგან მატი მაშინვე გაქრა ქალაქიდან, იქნების თავისი გოგო გაამგზავრა
შინისკენ. მაგრამ იმავე ღამეს, ასე,თორმეტი საათისთვის, მისტერ ჰემპტონს დაურეკეს
- ვინმე გამოგზავნეთო კალედონიაში, რადგან მატს კარგა მაგარი ჩხუბი მოსვლია ენს
მაკკალემთან, მისტერ ბადდი მაკკალემის ერთ-ერთ ვაჟიშვილთან; ჰოდა, ენსს, არ
ვიცი, სარი ამოუძვრია ღობიდან, არ ვიცი სხვა რაღაცა მოუმარჯვებია, და ალბათ იქვე
მიასაღებდა მატს, მაგრამ ამასობაში გაუშველებიათ და გაკავებული ჰყოლიათ, ვიდრე
ვიღაცა შერიფს ურეკავდა. მერე ორივენი ქალაქში ჩამოიყვანეს და ციხეში ჩაამწყვდიეს.
მეორე დილას კიდევ ხისფეხიანმა მისტერ ბადდი მაკკალემმა ჩამოაკითხა, ჯარიმა
გადაიხადა, ა. ო. სნოუპსის თავლის უკან გაიყვანა ორივე ერთ უკაცურ ადგილას და
თავის ენს უთხრა:
- მაცალე მე შენ! პატიოსანი ჩხუბი არ იცი, სარი უნდა გეჭიროს ხელში, ხომ? ჰოდა,
ნახავ აგერ, წავიძრობ ამ ხის ფეხს და დაგირთავ კარგად!
ამის მერე ყმაწვილკაცებმა ისევ დასცხეს ერთმანეთს უსაროდ და უიარაღოდ, თავად
მისტერ ბადდი და კიდევ რამდენიმე კაცი იდგნენ და უყურებდნენ. ენსი რას
მივიდოდა
ოქროს
ხელთათმანების
პატრონ
მატთან,
მაგრამ
მაინც
მანამდე
უძალიანდებოდა, სანამ მისტერ ბადდიმ არ თქვა: - მორჩა, გეყოფათ ახლა. - მერე
ენსს უბრძანა: - ჭასთან მიდი, სახე მოიბანე და ჩვენს მანქანაში დამიცადეო, მატს
კიდევ უთხრა: - კი გიწია იმ დრომ, აქაურობას რომ მოცილდე ნამდვილად. - თუმცა
ეს საქმე უმისოდაც მოეხდინათ უკვე: გარაჟის ხალხმა უთხრა - მატი უკვე
დაითხოვესო, მაგრამ მატმა იქვე უპასუხა:
- დამითხოვეს, კი, როგორ არა! მე თვითონ გავასწორე ანგარიში. ერთი პირში
მითხრას იმ დამპალმა, - დაგითხოვეო. - ოღონდ ამასობაში შერიფი ჰემპტონიც
მოვიდა, მაღალ-მაღალი, მუცელწამოზრდილი, და მატს მიაცივდა თავისი მსუსხავი
ნაცრისფერი თვალებით. - ვინ ეშმაკებმა გააქრო ჩემი მანქანა? - იკითხა მატმა.
- მე მიყენია სახლში, - უთხრა მისტერ ჰემპტონმა. - ამ დილას ვუბრძანე, წაიყვანეთ-მეთქი.
- ესაა საქმე? - თქვა მატმა. - კიდევ კარგი, რომ მაკკალემმა მანამდე გადაიხადა
საჩემო ჯარიმა, სანამ თქვენ ჩემს ავტომობილს გააქანებდით და ფულს ჩაიჯიბავდით,
ხომ? იმისას რას იტყვით, რომ ავდგე ახლა, იმ ჩემს მანქანაში ჩავჯდე და დავქოქო?
- არაფერს, შვილო, - უთხრა მისტერ ჰემპტონმა. - ჩაჯექი და მოუსვი, როცა
მოგეხასიათოს.
- ახლა კი ხართ თანახმა, - თქვა მატმა. - ჰო, წავალ ამ თქვენი ჭირიანი ქალაქიდან,
ოღონდ სირენას კი ავაყვირებ გემოზე. ამ ამბის მოთმენაც მოგიწევთ, ასე ვიცი მე. ჰო,
რას მიბრძანებთ?
- არაფერს, შვილო, - უთხრა მისტერ ჰემპტონმა. - მოდი, მოვრიგდეთ მე და შენ.
რამდენიც მოგეხასიათოს, იმდენი აყვირე ჩვენი ოლქის ზედ საზღვრამდე და თუგინდ
საზღვარს იქითაც ერთი ათ ფუტზე, ჰოდა, კაციშვილს თითსაც არ დავაკარებინებ
შენთვის, თუკი იმას შემპირდები, რომ მეტი არასოდეს გადმოსცილდები იმ ჩვენს
საზღვარს.
ამით მოთავდა ეს საქმე. ეს ამბავი ორშაბათს, ბაზრობის დღეს მოხდა. კაცი
იფიქრებდი, მთელი ოლქი ჩვენს ქალაქში შეყრილაო. ყველანი მდუმარედ იყვნენ
მოედანს შემოჯარულნი, რათა დაენახათ, როგორ ჩაივლიდა იმ მოედანზე მატ ლივიტი
უკანასკნელად. გვერდით ფიბრის ჩემოდანი ედო (სწორედ იმ ჩემოდნით მოევლინა
პირველად ჯეფერსონს), სირენის კივილ-კივილით მიჰყავდა მანქანა. ხელიც არავის
დაუქნევია გამოსამშვიდობებლად და არც მატს შეუხედავს ვინმესთვის: ყველანი უხმოდ
მისჩერებოდნენ ნელი სვლით მიმავალ მანქანას - მოხმაურობდა მოედანზე ის
ავტომობილი, ხასხასა ფერებით შეღებილი, უტიფარი, გამომწვევი და, ამასთან,
რაღაცნაირად უჩვეულო და მილეული შესახედავი, გინდაც საბავშვო სათამაშო
ყოფილიყოს, ნაძვის ხეზე ჩამოსაკიდებელი ზიზილა, ასე რომ, კაცი იტყოდა,
მემფისამდეც ვერაფრის დიდებით ვერ ჩააღწევს, ოჰაიოსი რომ აღარაფერი ითქვასო;
მოედანს გასცდა და იმ ქუჩას გაუყვა, ქალაქის განაპირა უბანში მემფისის გზატკეცილზე
რომ გადიოდა, სირენა კიდევ მიკიოდა და მიღრიალებდა, კედლებიდან ექოდ
არეკლილი ათასჯერ ძლიერ ხმას გამოსცემდა, თითქოს იმ მომცრო, საცოდავი,
მილეული მანქანის ხმიანობა არც ყოფილიყოს. ჰოდა, ჩვენ, ზოგიერთი ჩვენგანი,
ვვარაუდობდით - ახლა კი უეჭველად ლინდა სნოუპსის სახლს ჩაუვლისო,
უკანასკნელად გაატარებს ნელი სვლით იქ იმ თავის აბღავლებულ მანქანასო, მაგრამ
ლინდას სახლთან არ ჩაუვლია. თანდათანობით უმატებდა სიჩქარეს იმ ფართო,
დაცარიელებულ ქუჩაზე, ქალაქის განაპირას მდგარი უკანასკნელი სახლების გასწვრივ,
სადაც ტყეთა და ველ-მინდორთა საგაზაფხულო სივრცე ეძალებოდა უკვე და სადაც
სირენის გამომწვევი კივილიც კი საცოდავად გაისმოდა, ნელდებოდა და უკვალოდ
ინთქებოდა შორეთში.
ასე რომ, მამაჩემის ნათქვამის არ იყოს, ერთით ნული გამოდიოდა გევინ ბიძიას
სასარგებლოდ. ამასობაში მაისმაც მოატანა და უკვე ყველამ ვიცოდით - წელს ლინდა
სნოუპსი სკოლას ამთავრებს, თავის კლასში პირველი მოწაფე არისო. ის იყო
უილდერმარკის მაღაზიასთან უნდა ჩაგვევლო, რომ გევინ ბიძია შეჩერდა, ვიტრინას
მიგვაყენა და გვითხრა: - აი, ის, იქ რომ დევს, მწვანის გვერდით.
ქალის საგზაო ნესესერი იდო იქ.
- კი, მაგრამ ეგ სამგზავრო არ არის? - დედაჩემმა იკითხა.
- სწორედ, - დაუდასტურა გევინ ბიძიამ.
- სამგზავრო, - თქვა დედამ. - გზაში სახმარი.
- არა... თუმცა ჰო, კი, - თქვა გევინ ბიძიამ. - სწორედ გამგზავრება სჭირდება
აქედან, ჯეფერსონიდან.
- ვითომ რითაა ცუდი ჯეფერსონი? - უთხრა დედამ. სამივენი მაღაზიის წინ ვიდექით
და ქალის ნესესერს დავყურებდით. და მე ჩვენს ანარეკლებს ვხედავდი ვიტრინაში.
დედა არც ჩუმი ხმით მეტყველებდა, არც ხმამაღლა, ერთობ მშვიდად მიმართავდა
გევინ ბიძიას. - ჰო, რით არის აქაურობა ლინდასთვის ცუდი?
გევინ ბიძიამაც იმავე ხმით უპასუხა: - არ მიყვარს, როცა ტყუილუბრალოდ იკარგება
რამე. ადამიანს იმის საშუალება უნდა მისცე, ყველაფერი გააკეთოს, რათა მისი
ცხოვრება ამაოდ არ განქარდეს.
- უფრო სწორად, ვიღაცას საშუალება უნდა მისცე, ისე მოაწყოს საქმე,
ქალიშვილი ქალი ტყუილუბრალოდ არ დაღუპოს, ხომ? - უთხრა დედამ.
რომ
- კარგი, კარგი, - აღმოთქვა გევინ ბიძიამ. - მე მინდა, ბედნიერი იყოს ის გოგო.
ყველას უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ ბედნიერი იყოს.
- ჰოდა, ჯეფერსონში თუ დარჩა, რაღა თქმა უნდა, ვერ მოხერხდება ეგ ამბავი.
- კარგი, კარგი, - თქვა გევინ ბიძიამ. ერთიმეორეს არც უყურებდნენ ისინი.
გეგონებოდათ, ერთმანეთს კი არ ესიტყვებიან, ვიტრინაში გამოსახულ მკრთალ
ანარეკლებს მიმართავენო. ეს იმას ჰგავდა, ქაღალდზე რაღაც აზრი რომ ჩაინიშნო და
ხელუხლებელ, ზედწაუწერელ კონვერტში ჩადო ის ქაღალდი, ცარიელ ბოთლში ჩაუშვა,
თავი გადაუბეჭდო და ზღვაში შეაცურო: ან კიდევ ორი აზრი ჩაიწერო, ის ფურცლები
ორ ბოთლში ჩაბეჭდო სამუდამოდ და ორივე ერთად მისცე ზღვის დინებას, რათა
ზვირთები
აცურდნენ
და
ქვეყნის
კიდემდე
გააღწიონ,
მარადიულ
ყინულთა
სამფლობელომდე: და მაინც, ის აზრები შეუხებელი დარჩება, შეუცვლელი, აზრებად
დარჩება, ჭეშმარიტებად, იქნებ ფაქტებადაც, თუმცა კაცის თვალი ვერასოდეს იხილავს
მათ, სხვა რაიმე აზრი მათგან არ აღმოცენდება, არსად არავის შემოეყრება, ვერც
სიხარულს აღძრავს, ვერც დასტურს და ვერც მწუხარებას.
- ყველას უნდა ჰქონდეს იმის უფლებაც, შესაძლებლობაც და მოვალეობაც, ისე მოაწყოს
საქმე, რომ ყველანი ბედნიერნი იყვნენ, სულერთია, დაუმსახურებიათ თუ არა, სურთ
თუ არა ეს ბედნიერება, - თქვა დედამ.
- კარგი, კარგი, - თქვა გევინ ბიძიამ. - მაპატიე, რომ გაგაჩერე. წავიდეთ, სახლში
წასვლის დროა. მისის რაუნსველს ჰელიოტროპების თაიგულს გავაგზავნინებ.
- ვითომ რატომ? - უთხრა დედამ, ხელკავი გაუკეთა, შეაბრუნა, ვიტრინაში ჩვენი
სამი გამოსახულებაც შებრუნდა და მაღაზიის კარს მივადექით, შიგნით შევედით. დედა
პირველი მიადგა საგზაო ნივთების განყოფილებას.
- მე მგონია, ის ლურჯი აჯობებს ყველას, მისი თვალების ფერს მოუხდება, - თქვა
დედამ, - ლინდა სნოუპსისთვის გვინდა, სკოლის დამთავრების საჩუქრად, - მიმართა
მის იუნის ჰენტს, გამყიდველს.
- რა მშვენიერია! - თქვა მის იუნისმა. - ლინდა სადმე გამგზავრებას აპირებს?
- დიახ, - უთხრა დედამ. - იქნებ გაემგზავროს. ყოველ შემთხვევაში, გაისად მაინც
მიაკითხავს ალბათ აღმოსავლეთის შტატების რომელიმე ქალთა კოლეჯს. ასე კი თქვეს
და.
- რა მშვენიერია! - თქვა მის იუნისმა. - სულ იმას ვამბობდი - ჩვენი
ახალგაზრდები, ბიჭებიც და გოგოებიც, ერთი წლით მაინც უნდა მიემგზავრებოდნენმეთქი შინიდან, რომელიმე კოლეჯში შედიოდნენ-მეთქი. ხომ უნდა ნახონ მაინც,
ხალხი რანაირად ცხოვრობს?
- რაღა თქმა უნდა! - თქვა დედამ. - ვიდრე არ გაემგზავრები და არ ნახავ, იმედით
სულდგმულობ ადამიანი. ჰოდა, სანამ შენი თვალით არ იხილავ ყველაფერს,
ვერაფრით ვერ დაშოშმინდები და გაშინაურდები, ასე არაა?
- მეგი, - გევინ ბიძიამ უთხრა.
- დაშოშმინდები და იმედიც გადაგეწურება, ხომ? - თქვა მის იუნისმა. - კი, მაგრამ
ახალგაზრდები იმედს რომ არ უნდა კარგავდნენ?
- არა, რაღა თქმა უნდა, - მიუგო დედამ. - არც უნდა დაკარგონ. ისედაც მუდამ
ჭაბუკად უნდა დარჩე კაცი, მერამდენე წელიწადმაც უნდა მოგიკაკუნოს.
- მეგი, - გევინ ბიძიამ უთხრა.
- ჰო-ო, ნაღდი გინდა გადაუხადო, რომ ანგარიში აღარ გამოგიგზავნონ? - შეეკითხა
დედა. - ძალიან კარგი. ალბათ მისტერ უილდერმარკსაც ასე ურჩევნია ვაჭრობა.
ჰოდა, გევინ ბიძიამ ორი ცალი ოც-ოცდოლარიანი ამოიღო საფულიდან, მერე თავისი
სავიზიტო ბარათი ამოაყოლა და დედას გაუწოდა.
- მადლობელი ვარ, - უთხრა დედამ. - ოღონდ მის იუნისს ალბათ უფრო დიდი
ბარათიც ეშოვება, ისეთი, ოთხივეს სახელი რომ დაეტიოს. - მის იუნისმა დედას
დიდი ბარათი მიართვა, დედამ გევინ ბიძიასკენ გაიწოდა ხელი და დაელოდა, ვიდრე
გევინ ბიძია თავის მუდმივ კალმისტარს ხუფს მოაძრობდა და გაუწოდებდა, ჰოდა,
ყველანი დავყურებდით, როგორ გამოჰყავდა დედას დიდრონ-დიდრონი ბატიფეხური
ასოებით:
მისტერ და მისის ჩარლზ მალისონები
ჩარლზ მალისონ-უმცროსი
მისტერ გევინ სტივენსი
მერე კალმისტარს ხუფი მოარგო, გევინ ბიძიას დაუბრუნა, ბარათის კიდესცერი და
საჩვენებელი თითებით დასწვდა, ბარათი ჰაერში გააქან-გამოაქანა მელნის შესაშრობად
და მის იუნისს გადასცა.
- ამ საღამოსვე გავუგზავნი, - თქვა მის იუნისმა, - თუმცა სკოლას იმ კვირაში
ამთავრებენ. რა მშვენიერი საჩუქარია! ბარემ დღესვე გაიხაროს ლინდამ.
- ჰო, - დედამ უთხრა, - რატომ არ უნდა გაიხაროს? - მერე გარეთ გამოვედით და
ჩვენი ანარეკლები ვიტრინას შეერწყა; დედამ ისევ გამოსდო ხელკავი გევინ ბიძიას.
- ოთხივეს სახელია დაწერილი, - თქვა გევინ ბიძიამ. - ის მაინცაა, რომ მამამისი
ვერ შეიტყობს - გაჭაღარავებულმა ბერბიჭამ ჩემს ჩვიდმეტი წლის ქალიშვილს
ტუალეტის საგნებიანი საგზაო საკვოიაჟი მიუძღვნაო.
- ჰო, - უთხრა დედამ. - ერთი იმათგანი ვერ შეიტყობს ამ ამბავს.
15. გევინ სტივენსი
ყველაფერზე ძნელი იმის მოფიქრება იყო, როგორ მეთქვა, როგორ ამეხსნა მისთვის ეს
ამბავი. ესე იგი, ამეხსნა - ამიტომ და ამიტომ-მეთქი. თავად მოქმედება, ჩემი
საქციელი კი არა, ის ამბავი, რითაც საქციელი იქნებოდა გამოწვეული, რისთვისაც
იქნებოდა საჭირო; ყოველივე პირდაპირ მეთქვა იმ საშინელი სინთეტიკური დომხალის
მირთმევისას, იმას რომ ისე ძალიან უყვარდა, ყოველ შემთხვევაში, სულ მუდამ რომ
უკვეთავდა კრისტიანის საკონდიტროში; ანდა იქნებ ქუჩაში გამეჩერებინა და ისე
მიმეხალა: „დღეის იქით ჩვენ აღარ შევხვდებით ხოლმე ერთიმეორეს, რადგან მას
შემდეგ, რაც ჯეფერსონი მოინელებს იმ შაბათის ყოველ წვრილმანს, როცა შენმა ბიჭმა
ვითომც ჩემს კაბინეტში შეგისწრო და ცხვირიდან სისხლი მადინა, ერთი კვირის მერე
გამოსამშვიდობებელი ღამე ჯეფერსონის ციხეში გაატარა, მერე ფეხთაგან სამუდამოდ
განიფერთხა ჩვენი მტვერი და აქედან გაქროლდა სირენააკივლებული, - ყოველივე ამის
შემდეგ ხელახლა რომ შემხვდე ნაყინით მოვაჭრე ბუნაგში, ეს იმის მაუწყებელი იქნება,
რომ საბოლოოდ მოისპო ის, რაც კიდევ შემოგრჩენია შენი შეურყვნელი სახელისგან“.
გამიგეთ? მთელი საქმე ეს გახლდათ, ეს სიტყვები: „რეპუტაცია“, „შეურყვნელი
სახელი“. ამ სიტყვათა წარმოთქმა, მათი არსებობისთვის სიტყვიერი გამოხატულების
მინიჭება უკვე თავისთავად იმას ნიშნავდა, რომ განურინებლად შებილწულიყვნენ
ისინი, დარღვეულიყო ყოველივე იმის მიუხებლობა, რასაც ისინი ასახიერებდნენ, არა
მარტო მოწყვლადად ქცეულიყო, - დასაღუპავადაც განწირულიყო ყოველივე. უქცეველ,
ზვიად და წმინდა პრინციპთა ნაცვლად ფუჭ, იმთავითვე განწირულ, შერცხვენილ
ცნებებად იქცეოდნენ ისინი და მერყევ კაცობრიულ პირობითობათა დონემდე
დავიდოდნენ.
უმანკოება და უბიწოება ზიანის,
მწუხარების სიმბოლოდ თუ
წანამძღვარად შეიქნებოდა, ისეთ რამედ, რაც მუდამ დასატირებელია, რაც ნამყო
დროში არსებობს მხოლოდ: იყო და უკვე აღარ არის, აღარ არის, აღარ არის.
აი, ეს გახლდათ ყველაფერზე ძნელი, თორემ ყოველივე ამის ცხოვრებაში აღსრულებაზე
ადვილი რა უნდა ყოფილიყო. ჩემდა ბედად ის ამბავი შაბათ დღეს გადამხდა, ასე
რომ, მე და სახეს ჩემსას ოცდათორმეტი საათი გვქონდა ბოძებული, ვიდრე ხალხში
გამოჩენა მოგვიხდებოდა (იქნებ გაცილებით ნაკლები დრო დამჭირვებოდა, იმის ბეჭედი
რომ არა, სპილენძის კასტეტზე ოდნავ მომცრო, ბაჯაღლო ოქროს რომ ჰგავდა
ზედმიწევნით, მით უმეტეს, თუკი ძალიან არ დაუკვირდებოდი; იმ ბეჭედზე კიდევ
ვეფხვის თავი იყო ნაქანდაკარი, კბილთა შუა ყალბი ლალის მჭერელი ოდესმე. ჰო, მე
მგონია, ყალბი იყო ის თვალი და მისი დაკარგვით ჩემი ტუჩის მეტი არავინ
დაზარალებულა).
ისე, საკონდიტროში ყოველ კვირასაც როდი ვხვდებოდით ერთმანეთს, ყოველდღე
შეხვედრისას აღარაფერს ვამბობ. ასე რომ, შეიძლებოდა მთელ კვირას გაევლო, ვიდრე,
ჯერ ერთი, ვინმე შეამჩნევდა - აგერ ერთი კვირა იქნება, აღარ შეყრილანო. და,
მეორეც, მაშინვე დაასკვნიდა - თუ დასამალი არა აქვთ რაღაცა, ერთიმეორე მთელ
კვირას რატომ არ უნახავთო, და, მესამეც, რაკი ერთ კვირას გაძლეს და მაინც
შეიყარნენ, ესე იგი, რაც მანამდე ივარაუდებოდა, ყველაფერი დასტურდებაო.
ოღონდ საიმდროოდ მე უკვე შემეძლო, წვერი ისე გამეპარსა ხოლმე, გახეთქილი ტუჩი
აღარ მეგრძნო. ასე რომ, ყოველივე მარტივად აეწყო, სულ მარტივად, ჰოდა, მეც
გულმარტივი გახლდით და არიფი. მოგონებით ასეთი რამე მოვიგონე: ზუსტად,
წუთიწუთზე შემთხვევით გამოვიდოდი საკონდიტროდან, ხელში, ვთქვათ, ჩიბუხის
თამბაქოს კოლოფი მეჭირებოდა და იმ კოლოფს ჯიბისკენ წავიღებდი სწორედ იმ დროს,
როცა იქ სკოლისკენ მიმავალ ლინდას უნდა ჩაევლო: „დილა მშვიდობისა, ლინდა“, -
თან ჩავუვლიდი და იქვე შევჩერდებოდი: „ახალი წიგნი მაქვს საშენოდ.
შევხვდეთ გაკვეთილების მერე, თითო ჭიქა „კოკა-კოლა“ დავლიოთ“.
მოდი,
თითქოს მეტი არაფერი იყო საჭირო, რადგან გულმარტივი გახლდით და ერთხელაც
აზრად არ მომსვლია, იმ ლამის ოქროსგან გამოძერწილი, ლალამოვარდნილი ვეფხვის
თავის დარტყმამ ლინდაც რომ დაჭრა, თუმცა ნაჭრილობევის კვალი არ დარჩენილა;
რომ უმანკოება იმიტომ კი არ არის უმანკო, უარს რომ ყოფს, არამედ იმიტომ, რომ
იღებს; უმანკო იმიტომ კი არ არის, ამქვეყნად ყოველივესთვის განუგმირავი და
მოუწყვლელი რომაა, არამედ იმიტომ, რომ იმის უნარი აქვს, ყოველივეს გაუძლოს და
მაინც უმანკოდ დარჩეს; უმანკოდ, რამეთუ ყველაფერი გათვალისწინებული აქვს და
ამის გამო შიშის განცდას აღარ უნდა უფრთხოდეს. თამბაქოს კოლოფი უკვე ჯიბეში
მედო, რადგან ერთობ თვალში საცემი შეიქნა, რომ ხელში მეჭირა ის კოლოფი; უკვე
ჩაიარეს უკანასკნელმა პატარებმა, წიგნებით დატვირთულებმა, სკოლის ზარის პირველი
ახმიანების მოლოდინში ფეხაჩქარებულებმა, ლინდა კი არა და არ ჩანდა; როგორც
ეტყობოდა, გამომპარვოდა თვალთაგან: ან ძალიან გვიან დამეკავებინა ჩემი პოსტი, ან
კიდევ სხვა გზით ევლო იმას სკოლისკენ, ანდა იქნებ იმ დღეს სულაც აცდენდა
გაკვეთილებს
რაღაც-რაღაც
მიზეზთა
გამო,
და
ის
მიზეზები
არაფრით
არ
იყოდაკავშირებული ასაკში შესულბერბიჭასთან, ვინც იმ გოგოს პოეტებს აცნობდა,
ჯონსონს, გერიკს, ტომას კემპიონს; მოწაფეთაგან დაცლილი ქუჩა გადავჭერი და კიბეს
შევუყევი, რამეთუ ხვალინდელ დღესაც მოვესწრებოდი, ისიც კი შემეძლო, იმავე
თამბაქოს კოლოფი მომემარჯვებინა მეტი დამაჯერებლობისთვის, თუკი ამასობაში
ცისფერი ეტიკეტი არ ასძვრებოდა; მერე კარი შევაღე და ჩემს კაბინეტში შევედი.
ლინდა სკამზე იჯდა, საწერ მაგიდასთან მიდგმულ მარჯვედ ჩასაჯდომ სავარძელში კი
არა, არც მომსვლელთათვის განკუთვნილ ტყავგადაკრულ სავარძელში, - წიგნების
თაროსთან მდგარ უსახელურო, მაგარ სკამზე. თითქოს ერბინოს, ეფრინოს აქეთ
გამოშურებულს, ვიდრე კედელს არ გადააწყდა, და მერეღა შეჩერებულიყოს, მერეღა
დაშვებულიყოს იმ სკამზე არც მთლად გამართული, ოღონდ არც მოხრილი; რადგან
ფეხები, მუხლები მჭიდროდ კი ჰქონდა დატყუპებული და ხელებიც მტკიცედ
შეეტყველვა მუხლისთავებთან, მაინც თავი აიღო და თვალი არ მოუშორებია ჯერ
კარისთვის, მერე ჩემთვის. ის თვალები მაკკერონისგან ჰქონდა მემკვიდრეობით
მიღებული, შორიდან შავ-შავი უჩანდა თმასავით, ოღონდ მერე შეამჩნევდით, ლურჯი
თვალები, ისეთი მუქლურჯი, ლამის იისფრად მოგეჩვენებოდათ.
- მე ვიფიქრე... - აღმოთქვა მან. - ვიღაცამ მითხრა - მატმა სამუშაო მიატოვა და
გუშინ აქედან წავიდაო. ჰოდა, ვიფიქრე, იქნებ თქვენ...
- რაღა თქმა უნდა, - ვუთხარი. - შენი ნახვა ყოველთვის მიხარია, - და მაშინვე
თავი შევიკავე. რომ არ მეთქვა: იქ გელოდებოდი, ქუჩის კუთხეში, ბოლო ზარის
დარეკვამდე გელოდებოდი, როდის ჩაივლის-მეთქი; თუმცა კაცმა რომ თქვას, თავი
იმისგან შევიკავე, რომ არ მეთქვა: ადექი! ახლავე წადი აქედან! რამ მოგიყვანა? ნუთუ
არ გესმის, რომ ამ ამბის გამო ერთი ღამეც არ მძინებია შაბათს აქეთ? - ოღონდ ის
ვთქვი მხოლოდ - ერთი კოლოფი თამბაქო ვიყიდე და ახლა ვიღაც უნდა მოვძებნო
ისეთი, ვინც მის მოწევას შეძლებს, თუ მოისურვებს-მეთქი, ჰოდა, იქვე დავძინე,
რაკი სიტყვამ მოიტანა: - ახალი წიგნი მაქვს საშენოდ. დილას წამოღება დამავიწყდა,
მაგრამ საშუადღეოდ წამოვიძღვანებ. გაკვეთილების მერე საკონდიტროში დაგიცდი და
ნაყინზე დაგპატიჟებ. ოღონდ ახლა გაიქეცი, ისედაც დაგვიანებული ხარ.
კარის სახელურისთვის ხელი არც მქონდა შეშვებული, ასე რომ, იმის მეტი არაფერი
მჭირდებოდა, ხელახლა გამომეღო. ჰოდა, ის მჭირდებოდა კიდევ, იმ ხნის
განმავლობაში, ვიდრე ლინდა ოთახს გამოივლიდა, ათასგვარი მომსკდარი ვარაუდი
განმეშორებინა: კაბინეტში ხომ არ დავიმალო, ვითომ ამ დილას სულაც არ
მოვსულვარ, და ლინდას მარტოს ვაცალო-მეთქი წასვლა; კიბემდე ხომ არ მივაცილო
და მამაშვილურად ალერსიანი მოპყრობით ხომ არ გავისტუმრო-მეთქი; სკოლამდე ხომ
არ მივყვე, თვალი მივადევნო, სანამ კარში შევიდოდეს-მეთქი, ვითომ - ოჯახის
მეგობარს მეზობლის ბალღი გაკვეთილების გაცდენას გადაურჩენია და სკოლის წიაღში
მოუგვრიაო. ოჯახის მეგობარს, ფლემ სნოუპსის ოჯახის მეგობარს, იმ ფლემ
სნოუპსისას, ვისაც მეტი მეგობარი არ ჰყოლია, ვიდრე ყაჩაღ პისტოლს; იულა
უორნერის მეგობარს, იმ იულა უორნერისას, ვის მეგობრებსაც კაციშვილი მეგობრებად
არ მოიხსენიებდა, მესალინას ან მშვენიერი ელენეს მეგობრების არ იყოს.
ჰოდა, ამასობაში ყველაფერი ერთად მოვიმოქმედე: ჯერ კაბინეტში შევყოვნდი, იმდენ
ხანს შევყოვნდი, რომ მერე კიბეზე ლინდას დადევნება მომიხდა; მერე ქუჩაში გავყევი,
ოღონდ ისე არ დავცილებივარ, რომ არ შევემჩნიეთ, ყურადღება არ მოექციათ. ამის
მერე ერთადერთი ისღა დამრჩენოდა, ჩემი დისწული დოლარიანით მომესყიდა და
წიგნი გამეტანებინა. არც მახსოვს, რა წიგნი იყო, ალბათ არც დამიხედავს.
- კარგი, სერ! - მითხრა ჩიკმა. - ესე იგი, ნასკოლევს კრისტიანის საკონდიტროში
დავხვდები, წიგნს გადავცემ და ვეტყვი - გევინ ბიძიაც შეეცდება მოვიდეს, ოღონდ
თქვენ ნუ დაუცდით-მეთქი. ჰო, კიდევ ნაყინზე უნდა დავპატიჟო, ოღონდ არ
აჯობებდა დრო ტყუილად რომ არ დამეკარგა და პირდაპირ სკოლაში მიმეტანა ეს
წიგნი?
- მართალი ხარ, - ვუთხარი. - არ აჯობებდა, ეს დოლარი შენთვის არ მომეცა?
- ნაყინზეც უნდა დავპატიჟო, ხომ? ჰოდა, ამის ფულიც იმ დოლარიდან გადავიხადო?
- კარგი, - ვუთხარი მე, - ოცდახუთი ცენტი შენი იყოს. ლინდამ ბანანის პლომბირი
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ქალაქი - 15
  • Parts
  • ქალაქი - 01
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 1948
    28.4 of words are in the 2000 most common words
    39.5 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 02
    Total number of words is 3992
    Total number of unique words is 1824
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 03
    Total number of words is 3892
    Total number of unique words is 2027
    28.8 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 04
    Total number of words is 4126
    Total number of unique words is 1771
    33.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 05
    Total number of words is 3979
    Total number of unique words is 1874
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 06
    Total number of words is 3952
    Total number of unique words is 1875
    31.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 07
    Total number of words is 3971
    Total number of unique words is 1883
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 08
    Total number of words is 3954
    Total number of unique words is 1822
    30.2 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 09
    Total number of words is 3924
    Total number of unique words is 1905
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 10
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 1912
    29.8 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 11
    Total number of words is 3974
    Total number of unique words is 1897
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 12
    Total number of words is 4111
    Total number of unique words is 1678
    32.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 13
    Total number of words is 4103
    Total number of unique words is 1775
    34.3 of words are in the 2000 most common words
    46.5 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 14
    Total number of words is 3967
    Total number of unique words is 1939
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.4 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 15
    Total number of words is 3895
    Total number of unique words is 1868
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    50.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 16
    Total number of words is 3993
    Total number of unique words is 1860
    33.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 17
    Total number of words is 4054
    Total number of unique words is 1839
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 18
    Total number of words is 4154
    Total number of unique words is 1727
    33.2 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 19
    Total number of words is 3843
    Total number of unique words is 1854
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.2 of words are in the 5000 most common words
    46.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 20
    Total number of words is 3871
    Total number of unique words is 1877
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.9 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 21
    Total number of words is 4048
    Total number of unique words is 1843
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.9 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 22
    Total number of words is 4060
    Total number of unique words is 1866
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.4 of words are in the 5000 most common words
    50.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 23
    Total number of words is 3959
    Total number of unique words is 1758
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 24
    Total number of words is 4043
    Total number of unique words is 1842
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 25
    Total number of words is 3466
    Total number of unique words is 1703
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.