Latin
Total number of words is 3954
Total number of unique words is 1822
30.2 of words are in the 2000 most common words
42.1 of words are in the 5000 most common words
47.7 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
საიმდროოდ თუმცა დაბადებული კი ვიყავი, მაინც ვერ გამიხსენებია, როგორი იყო
შესახედად, როცა ომის მძვინვარების ხანს ევროპიდან ჩამოვიდა, რათა წვრთნა გაევლო
და ისევ გაბრუნებულიყო. სულ ბოლო წუთამდე გულდაჯერებული ვიყავიო, ასე თქვა,
როგორც კი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხს მივიღებ, მაშინვე გერმანიის არმიაში
წავალ სანიტრადო; ბოლო წუთამდე კი იყო დაჯერებული, ოღონდ მერე საკუთარ თავს
გამოუტყდა, რომ ის გერმანია, მას რომ ესოდენ გულმხურვალედ შეეძლო შეეყვარებინა,
ლიეჟის და ნამიურის ფორტებსა და 1848 წელს შორის მომკვდარიყო სადღაც. უფრო
სწორად, გევინ ბიძიას არ უყვარდა ის გერმანია, 1848 წელსა და იმ ბელგიურ
ციხესიმაგრეთა შაუალედში რომ იშვა, რადგან ეს გოეთესა და ბახის, ბეთჰოვენის,
შილერის გერმანია აღარ იყო უკვე. და, როგორც თვითონ იტყოდა ხოლმე, გულს
უკლავდა ეს ამბავი, ამის გამხელა მაშინაც კი ეძნელებოდა, როცა ამსტერდამს ჩააღწია
და გამოწვლილვით შეიტყო ამერიკის არმიის ასავალ-დასავალი, მანამდე ყურმოკრული
რომ ჰქონდა მხოლოდ.
ოღონდ გევინ ბიძიამ ისიც თქვა - ჩვენ, ამერიკელები, ევროპულ ომებს არ
შევჩვევივართ და ჯერაც დიდ რამე ამბად მიგვაჩნიაო; ასეა თუ ისე, ორ წელიწადს
ხომ ვიყავი გერმანული უნივერსიტეტის სტუდენტი. ფრანგები სხვა საქმეაო:
გერმანიასთან ახალი ომი მათთვის კვლავინდებურად საისტორიო ქრონიკის სამწუხარო
უსიამოვნებაა მხოლოდ. ეს პრაქტიკულ პესიმისტთა ერი ყოველ კაცს, მისი
პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად, საშუალებას აძლევს ის გააკეთოს, რაც
მოეგუნებება, მით უფრო იმას, ვინც მზადაა, უსასყიდლოდ გაისარჯოსო. ასე რომ,
გევინ ბიძიამ ის ხუთი თვე ვერდენთან გაატარა თავისი საკაცეებითურთ, ფილტვების
ანთება აიკიდა და ამერიკელთა ჰოსპიტალში ამოყო თავი. ახლა შეეძლო ჯეფერსონს
ჩამობრუნებულიყო და, როგორც თვითონვე თქვა, იმ დღეს დალოდებოდა, როცა ჩვენც
ჩავებმებოდით ომში. აღარც ის დღე არისო შორს.
მართალიც იყო: ორი სარტორისი - პოლკოვნიკ სარტორისის ტყუპი შვილიშვილი უკვე
ინგლისში გაემგზავრა სამეფო საჰაერო ფლოტში გასამწესებლად, მერე აპრილიც დადგა
და გევინ ბიძია, როგორც ახალგაზრდა ქრისტიანთა ასოციაციის მდივანი, კვლავ
საფრანგეთში გაგზავნეს ამერიკის პირველ მხედრობასთან ერთად. მაშინ უცბად
მოგვევლინა მონტგომერი უორდ სნოუპსი, პირველი იმათგან, ვისაც რეტლიფი ასე
იხსენიებდა ხოლმე - ის ფუმფულა, ბობრი ბიჭები, ა. ო-ს შვილებიო; სწორედ
დედამისი გახლდათ, სნოუპსის სასტუმროს ფანჯარასთან რომ ირწეოდა სავარძელში,
რადგან სიცივე იდგა და გალერეაში ჯერ ვერ გადაესვენებოდა. ამასობაში ჯექსონ
მაკლენდონს ჯეფერსონელთაგან ასეული შეედგინა, ჯექსონი კაპიტნად აერჩიათ, ასე
რომ, მონტგომერი უორდს შეეძლო იმ ასეულში ჩარიცხულიყო, მაგრამ ამის მაგივრად
გევინ ბიძიას მოაკითხა - ახალგაზრდა ქრისტიანთა ასოციაციის ხაზით საფრანგეთში
წამიყვანეთო; მაშინ იყო, რეტლიფმა რომ თქვა: იმ კაცებს, ტროელი ელენე რომ
ჰყვარებიათ და დაუკარგავთ, ჰგონიათ მხოლოდ - დავკარგეთო. ოღონდ აჯობებდა კი
დაემატებინა - ელენეც და ყველა მისი ნათესავიცო, იმიტომ, რომ გევინ ბიძიასაც ასე
დაემართა. მე იმის თქმა მინდა, მონტგომერი უორდი თან წაიყვანა-მეთქი.
- რა ჭირად გინდოდათ, იურისტო, - უთხრა რეტლიფმა, - სნოუპსია ის ბიჭი.
- რაღა თქმა უნდა, - გევინ ბიძიამ მიუგო. - მერე ჩვენს დროში ჩრდილო-დასავლეთ
საფრანგეთზე შესაფერის ადგილს სად ნახავს კაცი სნოუპსისთვის? ამიენიდან და
ვერდენიდან რაც გაეწყობა შორს, დასავლეთის მხარეს.
- კი, მაგრამ რისი გულისთვის?
- მაგაზე მეც ვიფიქრე, - თქვა გევინ ბიძიამ. - სამშობლოს დაცვა მინდაო, ეს რომ
ეთქვა ჩემთვის, ჰებ ჰემპტონს ვუბრძანებდი - ციხეში ჩასვი, ბორკილი დაადე და
თვალი არ მოაშორო, სანამ მე ვაშინგტონში დავრეკავდე-მეთქი. მაგრამ იმან ასე
მითხრა: სულერთია, მალე ისეთი კანონი გამოვა, ყველას გაგვრეკავენ ჯარში, ჰოდა,
ახლა თქვენ რომ წამოგყვეთ, უფრო ადრე მოვხვდები იქ და მიხედვ-მოხედვას მაინც
მოვასწრებო.
- მიხედვ-მოხედვასო, ხომ? - თქვა რეტლიფმა. გევინ ბიძიამ და იმან ერთმანეთს
გადახედეს. რეტლიფმა ორჯერ თუ სამჯერ დააფახულა თვალი.
- კი, - დაუდასტურა გევინ ბიძიამ, და რეტლიფმა ისევ დააფახულა თვალი ორჯერ
თუ სამჯერ.
- მიხედვა-მოხედვასო, - თქვა მერე.
- კი, - დაუდასტურა გევინ ბიძიამ. ჰოდა, გევინ ბიძიამ თან წაიყოლა მონტგომერი
უორდ სნოუპსი და მაშინ იყო, რეტფილმა რომ თქვა იმ ხალხის ამბავი, ვისაც ჰგონია
- ტროელი ელენე სამუდამოდ დავკარგეო. ამასობაშიგაუნიისევ ჩვენსას ცხოვრობდა;
იქნებ ევროპაში ატეხილი ომის გამო იყო, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მის დედმამას ნებას არ რთავდა დაბრუნებულიყვნენ ჩინეთიდან თუ საიდანღაც, ერთი სიტყვით,
სადაც გაემწესებინათ, იქიდან. მოედნის გავლით შინისკენ მიმავალი გაუნი კვირაში
ერთხელ მაინც რეტლიფს გადაეყრებოდა, გეგონებოდათ, რეტლიფი საგანგებოდ
ელოდებაო, და გაუნი უყვებოდა - გევინ ბიძია ამას და ამას იწერებაო, რეტლიფი
კიდევ ეტყოდა ხოლმე:
- მისწერე - თვალი ფხიზლად გეჭიროთ-თქო. ჩემგანაც შეუთვალე - რაც გამეწყობა,
ყველაფერს ვაკეთებ-თქო.
- „რაც გაგეწყობათ“ რა არის? - შეეკითხა გაუნი ერთხელ.
- ვიცავ და ვტვირთულობ.
- რას იცავთ და რას ტვირთულობთ? - შეეკითხა გაუნი და, ეს რომ ჰკითხა, მაშინღა
შენიშნა, რომ რეტლიფს სულაც ვერ ხედავ კაცი, ვიდრე ნამდვილად არ დაინახავ
უცებ. ყოველ შემთხვევაში, მე კი ასე დამემართაო, - თქვა გაუნმა. ამის შემდეგ გაუნი
იქით ეძებდა ხოლმე რეტლიფს. მომდევნო შეხვედრისას კიდევ, რეტლიფმა ჰკითხა:
- რამდენი წლის ხარ შენ?
- ჩვიდმეტის, - მიუგო გაუნმა.
- აბა, დეიდაშენი, რაღა თქმა უნდა, ყავის დალევის ნებას კი გაძლევს უკვე, უთხრა რეტლიფმა. - რას იტყვი...
- დეიდა კი არა, ბიძაშვილია ჩემი, - თქვა გაუნმა. - კი, ყავას კი ვსვამ ხოლმე,
ოღონდ არ მიყვარს მაინცდამაინც. რატომ მკითხეთ?
- ისე, ნაყინს ხანდახან მეც გეახლები, - თქვა რეტლიფმა.
- მერე რითაა ცუდი მაგ ამბავი? - იკითხა გაუნმა.
- რას იტყვი,
რეტლიფმა.
საკონდიტროში
რომ
შევიდეთ
და
ნაყინი
მივირთვათ?
-
უთხრა
შევიდნენ კიდეც. რეტლიფი ყოველთვის ხენდროს ნაყინს ამჯობინებდაო, - მითხრა
გაუნმა. ერთი სიტყვით, გაუნს შეეძლო, ლამის ყოველდღე შეხვედროდა რეტლიფს, ასე
რომ, ახლა, რაკი ამ საქმეს გაუნმაც მოჰკიდა ხელი, სურდა თუ არა, ნაყინიც უნდა
ეჭამა ხოლმე, გადახდით კიდევ რიგ-რიგობით იხდიდნენ ის და რეტლიფი. ჰოდა,
ერთხელ რეტლიფმა, ხელში რომ ვარდისფერ თავმოდგმული ვაფლის ჭიქა ეჭირა, ასე
თქვა:
- ამაზე კარგი გამოგონება არაფერი ვიცი სწორედ. რა სჯობია იმას, კაცს რომ არ
გეშინია - პირს დავიწვავო. უარესს ნამდვილად ვერაფერს წარმოვიდგენდი: რა
საცოდაობა იქნებოდა, ნაყინით რომ პირს იმდუღრავდეს კაცი! ჰოდა, რას იტყვი,
ნაყინი რომ კვირაში ერთხელ ვჭამოთ, სხვა დროს კიდევ ისე გავაგებინოთ ერთმანეთს
ახალ-ახალი ამბები?
გაუნი დაეთანხმა, ამის შემდეგ ისე ხვდებოდნენ ერთმანეთს, და გაუნი რეტლიფს
გზადაგზა უამბობდა გევინ ბიძიას მიერ მოწერილ ამბებს: - ასე შემოგითვალათ, რაც
გამეწყობა, მეც ყველაფერს ვაკეთებო, ოღონდ თქვენ მართალი იყავით - ერთი კაცი არ
კმარაო. - მერე გაუნი რეტლიფს შეეკითხა: - რა ერთი კაციო? რისთვის არ კმარაო? მაშინ გაუნი ჩვიდმეტი წლის იყო, უფროსებს სჯეროდათ თუ არა ეს ამბავი, სხვა
საქმეებიც ჰქონდა, მაგრამ მაინც დაუზარებლად გადასცემდა ხოლმე იმას, რასაც,
დედას ნათქვამის არ იყოს, სარეტლიფოდ იწერებოდა გევინ ბიძია. ასე იყო ეს ამბავი,
როცა გაუნი რეტლიფს ხვდებოდა, უფრო სწორად, როცა რეტლიფი ხვდებოდა, იჭერდა
ხოლმე გაუნს თითქმის ყოველდღე, ასე რომ, გაუნს უკვირდა კიდეც - თავის სარჩენი
ფულის შოვნას როდისღა ასწრებსო. ოღონდ გაუნი ყოველთვის როდი უსმენდა
რეტლიფის ნათქვამს, ასე რომ, მერე თვითონაც არ იცოდა, როგორ ჩააგონა და როდის
ჩააგონა რეტლიფმა (იმ ზომამდე, რომ გაუნს ინტერესი აღეძრა - თითქოს თამაშში
ჩაბმულიყოს, შეჯიბრებაში, ანდა ნამდვილ ბრძოლაში, ომშიც კი) - სნოუპსებზე სულ
თვალი უნდა გეჭიროს, გინდაც ასპიტთა ან ვეფხვთა შემოსევა ყოფილიყოსო; ჰოდა,
გევინ ბიძია და რეტლიფი სწორედ ამას აკეთებდნენ თუ ცდილობდნენ გაეკეთებინათ,
რადგან, ეტყობა, ჯეფერსონში სხვა ვერავინ გრძნობდა საფრთხეს. ასე რომ, იმ
ზამთარს, როცა ბოლოს და ბოლოს მობილიზაცია გამოცხადდა და ბაირონ სნოუპსი
პოლკოვნიკ სარტორისის ბანკიდან ჯარში წაიყვანეს, გაუნი მშვენივრად მიხვდა, რას
გულისხმობდა რეტლიფი, როცა უთხრა:
- როგორ მოახერხებს, არ ვიცი, ოღონდ ცენტზე მილიონს ჩამოვდივარ, რომ
შეერთებული შტატებიდან არსად წავა ის ბიჭი; ჰოდა, ერთზე ასს ჩამოვდივარ, რომ
მისისიპის შტატს არც გასცილდება, არკანზასის საზღვართან რომ ფორტია, სადაც
დააბანაკებენ პირველ ხანებში, იმას იქით აღარ წავა; მომეცი ათი დოლარი და
თერთმეტს მოგცემ სამაგიეროდ, თუ სამი კვირის მერე ჯეფერსონში არ დაბრუნდეს. გაუნს ათი დოლარი არ მიუცია, მაგრამ მერე ამბობდა - ვინანე, რატომ არ მივეციო;
იმიტომ, რომ რეტლიფი ორი დღით შემცდარა, მერე კი ბაირონ სნოუპსი ისევ
მოკალათდა ბანკში. ოღონდ ჩვენ არ ვიცოდით, რანაირად მოახერხა ეს, ვერც
რეტლიფმა შეიტყო ვერაფერი, ვიდრე იმან, იმ ბაირონ სნოუპსმა ბანკი არ გაძარცვა და
მექსიკაში არ გადაიხვეწა. ჰოდა, რეტლიფმა თქვა: სნოუპსები ყოველთვის ყველაფერს
ახერხებენ, რადგან დიდიან-პატარიანად იმის ცდაში არიან ნიადაგ, რომ სიტყვა
„სნოუპსობა“ მხოლოდ ზოოლოგიური ჯიშისადმი კუთვნილებას კი არ ნიშნავდეს,
ხელის მოცარვასაც იმთავითვე გამორიცხავდესო; ამას კიდევ იმის წყალობით აკეთებენ,
რომ ერთადერთ წესს, კანონს, ერთადერთ საღმრთო ფიცს იცავენ მოუშლელად - მის
დღეში არავის გაუმხელენ, როგორ ახერხებენ და რანაირად ახერხებენო. ბაირონს ასე
მოუხერხებია: ყოველღამე დაწოლისას მარცხენა იღლიაში საღეჭ თამბაქოს იწებებდა და
ამით სიცხესიწევდა, ვიდრე არმიის ექიმებმა ბოლოს და ბოლოს დემობილიზაციით არ
გამოუშვეს სახლში.
ახლა რაღაც-რაღაც ახალი ამბები კი შეგვეძლო შეგვეტყობინებინა გევინ ბიძიასთვის სნოუპსების ამბებს მოგახსენებთ. და სწორედ ამ დროს რეტლიფმა შენიშნა, რომ აგერ
რამდენიმე თვე გადიოდა უკვე, რაც გევინ ბიძია ერთ სიტყვასაც აღარ იწერებოდა
მონტგომერი უორდ სნოუპსის შესახებ. ოღონდ საიმდროოდ, როცა გევინ ბიძიასგან
მიღებულ პასუხში წავიკითხეთ: „ჩემთვის გამოგზავნილ ბარათებში ეს სახელი
აღარასოდეს მიხსენოთ. გაგონებაც აღარ მინდა“, საიმდროოდ უკვე შეგვეძლო გევინ
ბიძიასთვის ჩვენი საკუთარი ცნობები მიგვეწოდებინა სნოუპსის შესახებ.
ეს ამბავი ახლა ეკს შეეხებოდა.
- ბიძაშენი მართალი იყო, - რეტლიფმა თქვა.
- ხომ გითხარით - ბიძა კი არა, ბიძაშვილია-მეთქი ჩემი, - უთხრა გაუნმა.
- კარგი, ბატონო, მასე იყოს, - თქვა რეტლიფმა. - ეკი ხომ სნოუპსი არ ყოფილა.
ამან დაღუპა სწორედ. ეტყობა, ნამდვილი სასნოუპსო ადგილი მთელ ქვეყნიერებაზე
არსად მოიძებნებოდა, ჰოდა, ადგნენ სნოუპსები და თვითონვე მოიძიეს ის ადგილი
მარტო იმის წყალობით, რომ ერთმანეთს არიან ჩაპორწიალებული; ჰოდა, ერთი
მათგანი პირველად რომ მოცურდა, ერთმა სნოუპსმა რომ წაიფორხილა ან, თუ გინდა
ასე ვთქვათ - ვერ ისნოუპსა-თქო, დანარჩენ ხროვას ისიც არ დასჭირვებია, სული
გაეფრთხობინებინა მისთვის, როგორც მგლებს სჩვევიათ: თავად ბედისწერა იყო,
შემთხვევას რომ ელოდებოდა და ისარგებლა კიდეც ამ შემთხვევით.
ღვედებით გაწყობილ ფოლადისსაყელურიანი ეკი ღამის დარაჯი გახლდათ, ნავთობის
კომპანიის ბაკს ყარაულობდა სადგურთან; მისი ამბავი მეც შევიტყვე, რადგან მაშინ
უკვე ოთხი წლის ვიყავი თითქმის. საღამოხანს, დღისსულ მოხდა ის ამბავი; ვახშმად
ვისხედით, ჰოდა, უეცრად საშინელი აფეთქების ხმა გაისმა, ისეთი გრიალი, მანამდე
რომ არ სმენოდა ჯეფერსონს, ისეთი გამაყრუებელი, რომ ყველანი უმალვე მივხვდით ბოლოს და ბოლოს გერმანელებმა ჩვენს ქალაქშიც ბომბი ჩამოაგდესო; ამ ამბავს ჩვენ,
უფრო სწორად, მერი დე სპეინი - იმ დღიდანვე ველოდებოდით, გერმანელებმა
„ლუზიტანია“ რომ ჩაძირეს და ბოლოს და ბოლოს ჩვენც მოგვიხდა ომში ჩაბმა. მერ
დე სპეინს ხომ ვესტ-პოინტის აკადემია ჰქონდა დამთავრებული და ლეიტენანტადაც იყო
კუბაზე. ჰოდა, ეს ომი რომ ატყდა, მასაც მოესურვა ბრძოლაში ჩაბმა, მაგრამ,
ეტყობა, ვერ მოახერხა და ამიტომ შეეცადა მოლაშქრეთა ასეულისთვის მოეყარა თავი,
ოღონდ ამ საქმეს თვითონ მის გარდა საგულისხმო ამბად არავინ მიიჩნევდა. თუმცა ის
კი იყო, რომ განგაშის ჩვენი სისტემა გვქონდა დაწესებული - გერმანელთა საჰაერო
თავდასხმისას ეზოში ზარის რეკვა უნდა ატეხილიყო.
ჰოდა, ის გამაყრუებელი გრგვინვა რომ გაისმა და ზარის რეკვაც ატყდა, ყველანი
მივხვდით, რაც მომხდარიყო, და მომდევნო ბომბის ჩამოვარდნას ველოდებოდით,
ხოლო ქუჩაში ყვირილ-ყვირილით გამოცვენილმა ხალხმა - სად იყო, სადო? - ბოლოს
შეიტყო - აფეთქება სადგურთან მოხდაო სადღაც. ნავთობსასხმელი ბაკი იდგა იქ,
ტობე, მრგვალი ბაკი, ოცდაათ ფუტამდე დიამეტრისა და ათ ფუტამდე სიმაღლის,
აგურის ბურჯებზე შეყენებული. უკეთ რომ ვთქვათ, წინ იყო ამნაირი ის ბაკი, ახლა
მისგან აღარაფერი დარჩენილიყო, იმ ბურჯების კვალიც კი აღარსად ჩანდა. ჰოდა,
საამდროოდ იმათ მისის ნანერის ბღავილი შეაწყვეტინეს, როგორც იქნა და აამბობინეს,
რაც მომხდარიყო.
მისის ნანერი სედრიკის დედა გახლდათ, ხუთი წლის ბიჭი იქნებოდა სედრიკი, დედაშვილი ბორცვზე წამომდგარ პატარა სახლში ცხოვრობდა, ზედ სადგურის გვერდით.
ჰოდა, როცა, როგორც იქნა, ჩამოაჯინეს მისის ნანერი და ვიღაცამ ვისკი გადააყლაპა,
ქალმა მოთქმა შეწყვიტა და ამბავს მოჰყვა. ასე, ხუთი საათი იქნებოდა თურმე, როცა
მისის ნანერის სედრიკი ვერსად მოუძებნია, და იქითკენ წასულა, სადაც მისტერ
სნოუპსი სკამზე იჯდა ხოლმე საპირფარეშოსხელა ხუხულასთან, თავის კანტორას რომ
უწოდებდა. მისის ნანერი იმის საკითხავად მისულა - სედრიკი ხომ არსად
დაგინახავთო? მისტერ სნოუპსს სედრიკი არ დაენახა, მაგრამ მაშინვე წამომდგარა,
რათა დედამისს მოძებნაში მიშველებოდა. ჰოდა, სათადარიგო ხაზზე მდგარი ყველა
საბარგო ვაგონი მოუჩხრეკავთ, პაკჰაუზიც დაუთვალიერებიათ, გარშემო ყველაფერი
გადაუქოთებიათ, უძახიათ და უძახიათ სედრიკისთვის, ოღონდ მისის ნანერიმ ის
ვერაფრით გაიხსენა, ნავთობსასხმელი ბაკი რომელს მოაგონდა პირველად. მგონი,
მისტერ სნოუპსს უნდა მოჰგონებოდა, რაკი სწორედ იმან იცოდა, ბაკი დაცლილი რომ
იყო, თუმცა მისის ნანერისაც ალბათ დანახული ექნებოდა ბაკისთვის მიდგმული კიბე,
რომლითაც მისტერ სნოუპსი ზემოთ ასულიყო, რათა საძვრენი აეხადა და გაზი ამოეშვა
ბაკიდან.
მისტერ სნოუპსს ალბათ ეგონა - გაზი თითქმის ამოცლილი იქნებაო, ოღონდ, ეტყობა,
ისიც იფიქრა ორივემ - რაც ჩარჩენილია, სედრიკის მოსაწამლავად ისიც იკმარებდა,
თუკი ბაკში ჩაძვრაო. რადგან მისის ნანერიმ თქვა - კი, ორივეს ასე გვეგონა, სედრიკი
შიგ არის, მკვდარი გდიაო; მისის ნანერი იმდენად დარწმუნებული ყოფილა ამ
ამბავში, ერთი წამითაც აღარ შეეძლო მოცდა; გავარდნილა, თვითონაც არ იცოდა,
საით გარბოდა, ისე მიექანებოდა თურმე, როცა მისტერ სნოუპსს თავისი „კანტორიდან“
ანთებული ფარანი გამოუტანია; მერეც გარბოდა და გარბოდა თურმე, ვიდრე მისტერ
სნოუპსი კიბეზე ადიოდა, მერეც, როცა იმან თოკჩაბმული ფარანი საძვრენში ჩაუშვა;
მაშინაც გარბოდა, როცა აფეთქებას (გაგონებით მისი ხმა არ გამიგონია, თორემ
გავჩერდებოდიო, - თქვა მისის ნანერიმ) წაუქცევია და მისირგვლივ ბზიკების
გუნდივით აზუზუნებულა ბაკის ნამსხვრევები. ჰოდა, ელექტროსადგურიდან გამოჭრილი
მისტერ ჰარკერი პირველი მოვარდნილა და, რომ წამოუყენებია, მისის ნანერი ისევ
გასაქცევად იქაჩებოდა თურმე, მოსთქვამდა და ჰაერს პოტნიდა ხელებით, მისტერ
ჰარკერს კიდევ გაკავებული ჰყავდა, ვიდრე არ აიძულა დამჯდარიყო და ერთი ყლუპი
ვისკი მოესვა, ამასობაში სხვებმაც მოუსწრეს, აგურის ნამტვრევთა გადაქექვაგადმოქექვას შეუდგნენ, იქნებ სედრიკისა და მისტერ სნოუპსის კვალს მაინც
მივაგნოთო, ოღონდ ამასობაში გახვითქულმა სედრიკმაც მოირბინა - აფეთქების ხმა რომ
გაისმა, ბაკიდან ნახევარ მილზე საწრეტთან თამაშობდა თურმე.
მისტერ სნოუპსს კიდევ მეორე დილამდეც ვერსაც მიაკვლიეს, ვიდრე სამუშაოზე
მიმავალმა ტომ-ტომ ბერდმა, ელექტროსადგურის ცეცხლფარეშმა, იმ ადგილიდან, ასე,
ორას იარდზე, სადაც წინ ბაკი იდგა, ტელეგრაფის მავთულებზე ჩამოკიდებული რაღაც
საგანი არ შენიშნა. ტომ-ტომმა გრძელი ჯოხი მოძებნა, ის რაღაცა ჩამოაგდო და
ელექტროსადგურში მისულმა მისტერ ჰარკერს უჩვენა. მისტერ სნოუპსის ფოლადის
საყელური ყოფილიყო, ოღონდ ღვედების ნასახიც აღარსად ჩანდა.
მაგრამ თვით მისტერ სნოუპსის ნაშთს ვერაფრით მიაკვლიეს; კარგი კაცი იყო მისტერ
სნოუპსი, ყველას უყვარდა, - ჩამოჯდებოდა ხოლმე თავისთვის სკამზე „კანტორის“
კართან, საიდანაც ბაკიც ჩანდა, ანდა იქვე მიდი-მოდიოდა, ვიდრე სანავთეებში,
ვედროებსა და კანისტრებში ნავთი ისხმებოდა, ფოლადის საყელური ეკეთა ისე, რომ
თავს ვერ აბრუნებდა აქეთ-იქით, მთელი ტანით უნდა შებრუნებულიყო გახევებული.
ჩვენს ქალაქში ყველა ბიჭი იცნობდა, რადგან ძალიან მალე შეიტყვეს, რომ სოფლიდან
მთელი ტომარა მიწის თხილი წამოეძღვანა და გამვლელ-გამომვლელ ბალღებს ურიგებდა
ხოლმე.
გარდა ამისა, მასონიც გახლდათ, ძველისძველი მასონი, თუმცა თავის ორდენში
აღზევებით არ აღზევებულა. ასე რომ, ის საყელური წესისამებრ კუბოში ჩაასვენეს და
ისე
დაკრძალეს:
დასაფლავების
ამბებს
მასონები
განაგებდნენ;
ყვავილები
მოსალოდნელზე მეტიც აღმოჩნდა, ნავთობის კომპანიასაც კი გამოეგზავნა ყვავილები,
თუმცა მისტერ სნოუპსმა იმხელა ბაკი სულ ტყუილუბრალოდ კი აუფეთქა კომპანიას,
იმიტომ, რომ ბაკში სედრიკ ნანერიც არ ყოფილა ჩასული.
ერთი სიტყვით, რაც მოიძებნა, ის დამარხეს; დაკრძალვას ბაპტისტი ქადაგი
ესწრებოდა, წინსაფრიანი მასონები კიდევ სამარეს მუჭით მიწას აყრიდნენ და ვაგლახ, ძმაო ჩემოო - აღმოთქვამდნენ. მერე ახალმოყრილ მიწას ყვავილები
მოაფრქვიეს (ერთ ყვავილს მასონთა ნიშანი ჰქონდა ჩატანებული): ჰოდა, ბაკი
დაზღვეული გახლდათ, ასე რომ, ნავთობის კომპანია მისტერ სნოუპსის წყევლას აღარ
მოჰყოლია - მოწიფულ კაცს ამნაირი სიბრიყვე რამ ჩაადენინა, ის კი არა და მისის
სნოუპსს თანაგრძნობის ნიშნად ათასი დოლარიც გადაუხადეს, მიუხედავად იმისა, რომ
ასეთ რეგვენს გაჰყოლოდა ცოლად. უკეთ რომ ვთქვათ, ის ფული მისის სნოუპსს
იმიტომ მიუთვალეს, რომ მის უფროს ვაჟიშვილს, უოლსტრიტს მაშინ თექვსმეტი ჯერ
არ შესრულებოდა, თუმცა მოხმარებით მაინც უოლსტრიტმა მოიხმარა ის ფული.
ოღონდ ეს ამბები მერე მოხდა. მაშინ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ იმდენ ხანს
მეთაურად ნამყოფ მერ დე სპეინს ბოლოს ეღირსა თავისი ზარი ჩამოერეკა და განგაში
აეტეხა, ჩვენ კიდევ შესაძლებლობა მოგვეცა, გევინ ბიძიასთვის რაღაც-რაღაც ახალი
ამბები შეგვეტყობინებინა სნოუპსის შესახებ. ახლა ჩვენ-მეთქი, როცა ვამბობ, ჩემს
თავსაც ვგულისხმობ უკვე. გაუნის მშობლები ბოლოს და ბოლოს დაბრუნდნენ
ჩინეთიდან თუ საიდანღაც და გაუნი ვაშინგტონს გაემგზავრა (შემოდგომა იდგა), რათა
სკოლა დაემთავრებინა და მომდევნო წელს ვირჯინიის უნივერსიტეტში შესულიყო.
ჰოდა, ერთ დღეს დედამ სასტუმრო ოთახში ახმობინა ჩემი თავი და, რომ შევედი, იქ
რეტლიფი დამხვდა, თავისი ლურჯი, გამოხუნებული, უჰალსტუხო ხალათით მოსილი
დარბაისლურად ჩამომჯდარიყო, სახეზე სიმშვიდე გადაჰფენოდა (სუფრაზე ჩაის სინი
იდგა, რეტლიფსაც ჩაის ფინჯანი და კიტრიანი ბუტერბროდი ეპყრა ხელთ, მე კიდევ
ახლა უკვე ვიცი - იმ ოლქის ამბავი რომ აღარაფერი ვთქვათ, სადაურიც გახლდათ
რეტლიფი, ჯეფერსონშიც ბევრს არავის გაეგებოდა, რა უნდა მოეხერხებინათ ჩაის
ფინჯნისთვის დღის ოთხ საათზე, იქნებ რეტლიფიც პირველად მოსწრებოდა ასეთ
რამეს, ოღონდ მისი შემხედვარე ამას ვერავინ იფიქრებდა), ჰოდა, დედამ მითხრა:
- მიესალმე მისტერ რეტლიფს, ბიჭიკო, მისტერ რეტლიფი ჩვენს მოსანახულებლად
მობრძანდა, - და რეტლიფმა თქვა:
- აბა, ასეთ სახელს ეძახით? - და დედამ უთხრა:
- არა, ისე ვეძახით, როგორც მოგვიხდება ხოლმე, - და რეტლიფმა თქვა:
- ზოგჯერ ჩარლზის სახელის მქონე ბიჭუნას, სკოლაში როცა დაიწყებს სიარულს,
ჩიკსაც დაუძახებენ ხოლმე. - მერე მე შემეკითხა: - ხენდროს ნაყინი თუ გიყვარს? და მე მივუგე:
- ყველანაირი მიყვარს, - და რეტლიფმა თქვა:
- მაშინ შეიძლება შენმა ბიძაშვილმა უკვე გითხრა... - და გაჩუმდა, მერე კი
დედაჩემს მიმართა: - მაპატიეთ, მისის მალისონ, იმდენჯერ გამისწორეს, რომ,
ეტყობა, ჯერჯერობით დრო დამჭირდება შესაჩვევად.
მას შემდეგ სნოუპსებზე მე და რეტლიფს გვეჭირა თვალი და არა გაუნს და რეტლიფს,
ოღონდ ორი პორცია ნაყინის ნაცვლად რეტლიფს ახლა სამისყიდვა უხდებოდა, რადგან,
როცა ქალაქში უდედაჩემოდ მივემგზავრებოდი, ალეკ სენდერი მახლდა ხოლმე. არ
ვიცი, როგორ მოხდა, მით უფრო ვერ გამიხსენებია - როდის მოხდა, რადგან მაშინ
ხუთი წლისაც არ ვყოფილვარ, მაგრამ, გაუნის არ იყოს, რეტლიფმა მეც ჩამაგონა სნოუპსებმა ჯეფერსონი ისე აავსეს, როგორც გველებმა ან ტყის ნადირებმაო, თანაც
გევინ ბიძიას და ჩემ მეტს არავის ესმის, რა საფრთხეც გვემუქრება ყველას, ჰოდა,
ახლა მე მარტოდმარტო მაქვს ნატვირთი ჯვარი, ვიდრე ბოლოს და ბოლოს ომი არ
დამთავრდება, გევინ ბიძია არ დაბრუნდება და არ შემეშველებაო. - დროა უკვე, შენც
იცოდე ეს ამბავი, - მითხრა რეტლიფმა, - თუმცა ხუთს არ გადაცილებიხარ ჯერ.
სულერთია, ბევრი რამის შეტყობა მოგიწევს კიდევ, სანამ წამოიზრდებოდე და შენ
თვითონაც შეძლებდე იმათთან ბრძოლას.
ნოემბერი იყო. და, აი, ის დღეც დადგა, როცა სასამართლოს ეზოში ხელახლა ატყდა
ზარის რეკვა. ოღონდ ამჯერად იმ ზარს ეკლესიის ზარებიც აჰყვნენ გამალებული,
თუმცა შუა კვირა იყო, ეკლესიის ზარები კიდევ კვირადღეობით რეკდნენ ხოლმე
ჩვეულებრივ; მერე რამდენჯერმე თოფი და რევოლვერიც გავარდა, - ასევე ისროდნენ
კონფედერაციის ჯარისკაცის ძეგლის გახსნისას ძველი ვეტერანები, ვინც კი ცოცხალი
იყო ჯერაც. ოღონდ ესენი, ახლანდელნი, ომში ჯერ არ ყოფილიყვნენ, ასე რომ,
შესაძლოა, ესენი იმასაც ზეიმობდნენ, რომ ეს ომი მანამდე დამთავრებულიყო, ვიდრე
ამათ მოუწევდათ ჯარში წასვლა. ახლა გევინ ბიძიას შეეძლო შინ დაბრუნებულიყო და
რეტლიფსაც შეეძლო შეჰკითხოდა, - ისეთი რა ჩაიდინა მონტგომერი უორდ სნოუპსმა,
რომ მისი სახელის ხსენებაც აგვიკრძალეთო. მაშინ იყო, რეტლიფმა რომ მითხრა:
- დროა, შენც შეაჩვიო ყური ამნაირ საუბარს, თუმცა ხუთს არ გადასცილებიხარ ჯერ.
- ისიც მაშინ მითხრა: - როგორ გგონია, რა უნდა გაეკეთებინა ისეთი? შენს
ბიძაშვილს ათ წელიწადს ეჭირა თვალი, სნოუპსებზე; ერთი იმათგანი საფრანგეთშიც
ჩაიყვანა, თავად იზრუნა საიმისოდ, ის ბიჭი დროს რომ არ ჩამორჩენოდა. როგორ
გგონია, რა უნდა გაეკეთებინა იმ სნოუპსს, ათი წლის მერეც ისე გაეშტერებინა, ისეთ
საგონებელში ჩაეგდო, რომ მისი სახელის გაგონებაც აღარ უნდა?
ანდა იქნებ დააპირა მხოლოდ ამის თქმა, ოღონდ აღარ უთქვამს, რადგან გევინ ბიძია
ორი კვირით ჩამობრუნდა. სამხედრო ფორმისგან, არმიისგან, ახალგაზრდა ქრისტიანთა
ასოციაციისგანაც თავი კი დაეხსნა გევინ ბიძიას, ოღონდ ყოველივე ამისგან თავი
დაეხსნა თუ არა, მაშინვე შეეყვანათ ევროპაში ომის შედეგების სალიკვიდაციო
რომელიღაც საბჭოში თუ კომისიაში, ანდა მგონი, ბიუროში, რადგან ევროპაში იმდენ
ხანს იყო ნაცხოვრები და გერმანიაშიც ესწავლა ორ წელიწადს. ანდა შესაძლოა სულაც
იმიტომ ჩამობრუნდა გევინ ბიძია, რომ ომის ბოლო წელიწადს ბაბუა გარდაიცვალა,
ჰოდა, გევინ ბიძიაც ჩვენს მოსანახულებლად გამოემგზავრა, როგორც ახლობელთა
დაკარგვისას სჩვევიათ ხოლმე. ოღონდ მე მაშინ ასე მეგონა - გევინ ბიძია იმიტომ
ჩამოვიდა, რომ რეტლიფს მონტგომერი უორდ სნოუპსზე ისეთი საშინელება რაღაცა
უამბოს, წერილშიც რომ არ მოიწერება-მეთქი. ეს მაშინ იყო, როცა რეტლიფმა მითხრა
- კიდევ ბევრი რამის შეტყობა მოგიწევსო, რითაც იმას გულისხმობდა, რომ, თუკი
ისევ მარტოს მოუხდებოდა ჯვრის ტვირთვა, მე ამით მაინც ვუშეღავათებდი ცოტათი.
ჰოდა, ერთხელ - ახლა დედაჩემი ზოგჯერ მარტოსაც მიშვებდა ხოლმე ქალაქში, მე
იმის თქმა მინდა, ზოგჯერ ვერც ამჩნევდა-მეთქი, რომ მივდიოდი, და აღარ
მომძახოდა, - აბა, დაბრუნდიო. თუმცა არა: მე იმის თქმა მინდა, დედაჩემი მიხვდამეთქი, რომ არ მომწონდა, როცა ერთობ მკაცრად მექცეოდა, - ჰოდა, ერთხელ
რეტლიფის ხმა შემომესმა - აქ მოდიო, მეძახდა. საამდროოდ რეტლიფმა თავისი
ფურგონი და ცხენები გაყიდა და ახლა „ფორდი“ ჰყავდა, უკანა დასაჯდომის ადგილას
ატარა შეღებილ სახლაკდადგმული, იმ სახლაკს შიგნით კიდევ საკერავი მანქანა ედგა;
იმნაირ ავტომობილებს ახლა პიკაპს ეძახიან, ოღონდ ის პიკაპი რეტლიფმა და ნუნ
ჰეიტვუდმა თავისით გააკეთეს. რეტლიფი საჭეს უჯდა. მანქანის კარი უკვე გამოეღო
ჩემთვის, მე გვერდით მივუჯექი, იმან კარი მოიჯახუნა და ნელ-ნელა გავუყევით
განაპირა ქუჩებს.
- ჰო, რამდენი წლის ხარ შენ? - მკითხა რეტლიფმა და მეც ხელახლა ვუთხარი ხუთის-მეთქი. - ჰოდა, ამ ამბავს აღარაფერი ეშველება, ასე არაა?
- რას არ ეშველება აღარაფერი? - ვკითხე მე. - რატომ არ ეშველება?
- კაცმა რომ თქვას, იქნებ სწორსაც ამბობდე, - მითხრა რეტლიფმა. - ოღონდ ახლა
ერთ ადგილას უნდა შევიაროთ აქვე. მონტგომერი უორდ სნოუპსს, ჩემო ბატონო,
ამნაირი ამბავი დაემართა - მოქმედ არმიას შეეშვა და საქმეს მოჰკიდა ხელი.
- რა საქმეს? - შევეკითხე.
- რა საქმეს და... სავაჭრო გახსნა ჯარისკაცებისთვის. კი, სავაჭრო. ამ საქმეს
დაადგა, შენს ბიძაშვილს როცა ახლდა ევროპაში. ისინი იმ ქალაქში იყვნენ
გაჩერებული, შალონი რომ ჰქვია სახელად, შენი ბიძაშვილი სამსახურის საქმეებისთვის
იმ ქალაქში უნდა ყოფილიყო, მონტგომერი უორდი კიდევ სხვებზე უფრო მოცლილი
გახლდა, ჰოდა, შენმა ბიძაშვილმა დაავალა - ჯარისკაცებისთვის სავაჭრო გახსენიო,
მეორე ქალაქზე უთხრა, იმათგან ახლოს რომ იყო, სავაჭრო იქ გამართეო. სავაჭრო
კიდევ, ერთი პატარა სახლია, შიგ დახლი დგას მაღაზიასავით, ჰოდა, როცა
ჯარისკაცები გერმანელებთან არ ომობდნენ, შეეძლოთ შესულიყვნენ იმ სავაჭროში და
კანფეტები, გაზიანი წყალი და ხელით ნაქსოვი წინდები ეყიდათ ხოლმე, - ასე
გვითხრა იმ კვირას შენმა ბიძაშვილმა, ხომ გახსოვს? ოღონდ სულ მალემონტგომერი
უორდის სავაჭროს იმდენი ხალხი მისწყდომია თურმე, რამდენიც მთელ საფრანგეთში
და თუგინდ სხვაგანაც, არც ერთ სხვა ჯარისკაცურ სავაჭროს და არც ახალგაზრდა
ქრისტიანთა ასოციაციის სავაჭროებს არ ეხვეოდა, ასე რომ, ბოლოს შენი ბიძაშვილი
ამდგარა და იმ ქალაქში ჩასულა - ვნახო ერთი, რა ხდებაო: ჰოდა, ჩემო ბატონო,
უნახავს, რომ მონტგომერი უორდს იმ სავაჭროს უკანა კედელი გამოეტეხა და ცალკე
შესასვლელიანი გასართობი ოთახი მოეწყო, იმ ოთახში კიდევ ერთი თავისი ნაცნობი
დაებინავებინა, ახალგაზრდა ფრანგი ქალი. ჰოდა, როცა ჯარისკაცს წინდების ყიდვა ან
შოკოლადის წუწნა მოსწყინდებოდა, შეეძლო, მონტგომერი უორდისგან ბილეთი ეყიდა,
იმ უკანა ოთახში შესულიყო და ესიამოვნა თავის ხარჯზე.
ეს ამბავი შენმა ბიძაშვილმა გაიგო, ჩემო ბატონო. ოღონდ არმიის და ახალგაზრდა
ქრისტიანთა ასოციაციის წესდებაში ერთი რაღაცა მუხლი ყოფილა, ამნაირ გართობას
რომ კრძალავს თურმე; ჯარისკაცი წინდებს და გაზიან წყალს უნდა დასჯერდესო, ასე ფიქრობდნენ თურმე ისინი. ანდა იქნებ შენი ბიძაშვილიც ჩაერია ამ საქმეში, კი,
ეტყობა, ის უნდა ჩარეულიყო ნამდვილად. იმიტომ, რომ არმიას და ახალგაზრდა
ქრისტიანთა ასოციაციას იმ უკანა ოთახის ამბავი რომ შეეტყოთ, მონტგომერი უორდს
იქიდან კინწს უკრავდნენ და ჯეფერსონში ხელბორკილიანი დაბრუნდებოდა, თუკი
ლივენუორტში (ივენუორტი - საკატორღო ციხე) არ ამოყოფდა თავს, კანზასის შტატში
რომაა. მახსოვს, შენს მეორე ბიძაშვილს, გაუნს ვუთხარი ერთხელ, დიდი ხნის წინ,
შენი სახსენებელიც რომ არ იყო, მაშინ: ვისაც ტროელი ელენე დაუკარგავს, ერთ
მშვენიერ დღეს შეიძლება ისიც იფიქროს - ნეტავ არასოდეს შემხვედროდაო.
- როგორ იყო? - შევეკითხე. - სად ვიყავი მე მაშინ, თუკი არ ვყოფილვარ?
- კი, რაღა თქმა უნდა, შენი ბიძაშვილის ამბავი იყო. მონტგომერი უორდს იმ
გასართობ ოთახში შესასვლელი ბილეთებით იმდენი ფული კი შეეძლო მოეგროვებინა,
რომ თავი გამოეხსნა, ოღონდ აღარც დასჭირებია, შენმა ბიძაშვილმა გამოიხსნა.
მონტგომერი უორდი, თვითონ იცოდა თუ არ იცოდა, სურდა თუ არ სურდა ეს
ამბავი, ოღონდ გინდაც ძაძა ყოფილიყოს შენი ბიძაშვილისთვის, დაკარგული
სიყვარულის და ერთგულების სამახსოვროდ მოსხმული. ანდა იქნებ ჯეფერსონი იყო
მთელი საქმე. იქნებ შენი ბიძაშვილი იმ ამბავს ვერ მოინელებდა, რომ ლივენუორტის
ციხეში ჯეფერსონელი მოქალაქე ჩამჯდარიყო, თუგინდ ამის წყალობით თვით
ჯეფერსონს ერთი სნოუპსი მაინც მოჰკლებოდა. ასე რომ, ეტყობა, ის საქმე მოაგვარა
და მერე უთხრა - ოღონდ საფრანგეთში თვალით აღარ დაგინახოო.
ეს იმას ნიშნავდა - მე აღარასოდეს დამენახოო თვალით, იმიტომ, რომ მონტგომერი
უორდი ძაძა გახლდათ, ჩემო ბატონო: ეტყობა, შენმა ბიძაშვილმაც ისეთივე ზვიადი,
ბეჩავი, აღზევებული, თავმოდრეკილი ძრწოლა განიცადა თავისი სიმტკიცის წინაშე,
როგორსაც
ის
უწინდელი
განდეგილები
განიცდიდნენ,
უდაბნოში
რომ
განმარტოვდებოდნენ ხოლმე და უდრეკი სიმტკიცით ისხდნენ ქვებზე თაკარა მზის
გულზე და მზე სისხლს უშრობდა და ფეხებს უკრუნჩხავდა, ჰოდა, ამასობაში
მონტგომერი უორდს ახალ-ახალი გამრთობი ქალები დაჰყავდა თავის ახალ სავაჭროში,
პარიზში რომ გაეხსნა...
- არმიის სავაჭროებში შოკოლადი და გაზიანი წყალი არისო, ასე თქვა გევინ ბიძიამ, ვუთხარი მე. - ჰო, კიდევ, საღეჭი რეზინიო...
- კი, მაგრამ ეგ ამერიკის არმიაზე თქვა, - მითხრა რეტლიფმა. - ამერიკის არმიამ ისე
ცოტა ხანს იომა, რომ, ეტყობა, ვერ შეეჩვია ამ ამბებს. ჰოდა, მონტგომერი უორდის
ახალი სავაჭრო, კაცმა რომ თქვას, ფრანგული სავაჭრო იყო, ამერიკელ ჯარისკაცებთან
მონტგომერი უორდს კერძო კავშირები თუ ჰქონდა. აბა, ფრანგებმა კი იომეს
საკმარისად, ვინ იცის, რამდენი ბრძოლა გადაუხდიათ, ჰოდა, იმასაც მიხვდნენ - რამე
ამბისგან თავის დახსნის საუკეთესო საშუალება ის არის, რომ იმ ამბავს მაინცდამაინც
დიდი ყურადღება არ მიაქციოო. ფრანგებმა, ეტყობა, იფიქრეს - ისეთი სავაჭრო,
მონტგომერი უორდმა ამჯერად რომ გახსნა, ყველაზე ნაღდი, ყაირათიანი და, ასე რომ
ვთქვათ, შემომტანი არისო; იმიტომ, რომ რამდენი ფულიც უნდა შემოვიდეს ნაყინის,
შოკოლადის თუ გაზიანი წყლის გაყიდვით, ის ფული, რაღა თქმა უნდა, არსად
გაიქცევა, ოღონდ ის შოკოლადი, ის ნაყინი და ის გაზიანი წყალი ხომ აღარ იქნება,
ხომ შეიჭმება და დაილევა. ჰოდა, იმ ფულის ნაწილი ხელახლა უნდა დაიხარჯოს
მარაგის შესავსებად, მაშინ როცა წმინდა გართობა არ ცოტავდება, არ ილევა, მისი
მარაგის შესავსებად შრომის და ფულის ხარჯვა სულ არაა საჭირო: საერთო და
აბსოლუტური გაცვეთის მეტი არაფერი ხდება, ოღონდ ამას უკვე ვეღარსად გაექცევი
კაცი.
- იქნებ ახლა მონტგომერი უორდი ჯეფერსონში აღარ დაბრუნდეს? - ვკითხე მე.
- მის ადგილას მე არ დავბრუნდებოდი, - მომიგო რეტლიფმა.
- უცებ რომ ადგეს და თავისი სავაჭრო თან ჩამოიტანოს?
- მაგ შემთხვევაში ნამდვილად აღარ დავბრუნდებოდი, - თქვა რეტლიფმა.
- ამას სულ გევინ ბიძიასას ამბობთ? - შევეკითხე.
- აჰ, მაპატიე, - მითხრა რეტლიფმა.
- თქვენ - გევინ ბიძიაო - ასე რატომ არ ეძახით?
- აჰ, მაპატიე, - მითხრა რეტლიფმა. - ჰო, ბიძიაა შენი; იმან ამრია, იმ შენმა
ბიძაშვილმა
გაუნმა
(ახლა
მგონი,
სწორად
ვთქვი,
ხომ?!),
ოღონდ
მეტი
აღარდამავიწყდება, სიტყვას გაძლევ.
მონტგომერი უორდი კიდევ ორ წელიწადს არ ჩამოსულა. მაგრამ ცოტათი რომ
წამოვიზარდე, მერეღა მივხვდი, რას გულისხმობდა რეტლიფი, როცა თქვა მონტგომერი
უორდი
წელებზე
ფეხს
დაიდგამს,
ოღონდ
კი
ჩამობრუნებამდე
მისისიპისთვის შესაწყნარებელი რაიმე ახსნა მოიგონოს იმის თაობაზე - რა სავაჭრო იყო
ის სავაჭრო, პარიზში რომ ჰქონდაო. შინ დაბრუნებულ იოკნაპატოფელ ჯარისკაცთაგან
მონტგომერი უორდი უკანასკნელი იყო. კაპიტან მაკლენდონის ასეულიდან ერთ-ერთი
ამერიკელთა მიერ გადახდილ პირველსავე ბრძოლაში დაიჭრა და 1918 წელს
ჩამობრუნდა სამხედრო ფორმაში გამოწყობილი. მერე, 1919 წლის დამდეგს, მთელი
ასეული ჩამოვიდა, ოღონდ ორი ჯარისკაცი გრიპს ემსხვერპლა თურმე, რამდენიმე
ჰოსპიტალში იწვა ისევ, დაბრუნებულნი კიდევ ერთხანს სამხედრო ფორმითვე
დასეირნობდნენ ქალაქის მოედანზე. მაისში ერთი ტყუპისცალიც გამოჩნდა სარტორისის შვილიშვილი (მეორე შარშან ივლისში მოეკლათ), ბრიტანეთის საჰაერო
ძალებში ნამსახური. ოღონდ იმას ფორმა კი არ სცმია, დაბალ-დაბალი, დიდი
სამარულო ავტომობილი ჩამოჰყვა, ისეთი, რომ იმასთან შედარებით მერ დე სპეინის
მომცრო წითელი მანქანა სათამაშო გეგონებოდათ. ჰოდა, იმ ავტომობილს ქალაქში
დააქროლებდა იმ მოკლე-მოკლე შუალედებში, როცა მისტერ კონნორსს არ ჰყავდა
დაპატიმრებული სიჩქარის გადამეტებისთვის. მაგრამ მეტწილად, დაახლოებით კვირაში
ერთხელ, მემფისში გაიჭრებოდა და მერე უკანვე მოექანებოდა, სულ იმას ცდილობდა,
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ქალაქი - 09
  • Parts
  • ქალაქი - 01
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 1948
    28.4 of words are in the 2000 most common words
    39.5 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 02
    Total number of words is 3992
    Total number of unique words is 1824
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 03
    Total number of words is 3892
    Total number of unique words is 2027
    28.8 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 04
    Total number of words is 4126
    Total number of unique words is 1771
    33.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 05
    Total number of words is 3979
    Total number of unique words is 1874
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 06
    Total number of words is 3952
    Total number of unique words is 1875
    31.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 07
    Total number of words is 3971
    Total number of unique words is 1883
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 08
    Total number of words is 3954
    Total number of unique words is 1822
    30.2 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 09
    Total number of words is 3924
    Total number of unique words is 1905
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 10
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 1912
    29.8 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 11
    Total number of words is 3974
    Total number of unique words is 1897
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 12
    Total number of words is 4111
    Total number of unique words is 1678
    32.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 13
    Total number of words is 4103
    Total number of unique words is 1775
    34.3 of words are in the 2000 most common words
    46.5 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 14
    Total number of words is 3967
    Total number of unique words is 1939
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.4 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 15
    Total number of words is 3895
    Total number of unique words is 1868
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    50.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 16
    Total number of words is 3993
    Total number of unique words is 1860
    33.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 17
    Total number of words is 4054
    Total number of unique words is 1839
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 18
    Total number of words is 4154
    Total number of unique words is 1727
    33.2 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 19
    Total number of words is 3843
    Total number of unique words is 1854
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.2 of words are in the 5000 most common words
    46.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 20
    Total number of words is 3871
    Total number of unique words is 1877
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.9 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 21
    Total number of words is 4048
    Total number of unique words is 1843
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.9 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 22
    Total number of words is 4060
    Total number of unique words is 1866
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.4 of words are in the 5000 most common words
    50.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 23
    Total number of words is 3959
    Total number of unique words is 1758
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 24
    Total number of words is 4043
    Total number of unique words is 1842
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 25
    Total number of words is 3466
    Total number of unique words is 1703
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.