Latin
Total number of words is 4060
Total number of unique words is 1866
31.3 of words are in the 2000 most common words
43.4 of words are in the 5000 most common words
50.0 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ყველს და გალეტს გეახელით, თან ვუსმენდი ბერიკაცს, თავისი მაღაზიიდან უსაქმური
ზანგები რომ გაეყარა, კარი შიგნიდან ჩაეკეტა და ახლა კალვინ კულიჯს ლანძღავდა.
საღამოს ათზეო, - ეწერა იმ ბარათში. მეტი არაფერი. საღამოს ათზე თქვენს კაბინეტში
დამელოდეთო. არც - თუ თქვენთვის მოსახერხებელიაო, აღარც ის, რაღა თქმა უნდა,
- როდის შეძლებდით თქვენს კაბინეტში ჩემს მიღებასო, უბრალოდ - საღამოს ათზეო.
გასაგებია? ოღონდ ჯერ ის ვიკითხოთ - მე რა შუაში ვარ ვითომ? მე! კი ვეტყოდი იმ
სამივეს, არა - ოთხივეს, დე სპეინსაც თუ ჩავთვლიდით: თავს რატომ არ დამანებებთ,
რაღა გინდათ ჩემგან, გარდა იმისა, რისი გაკეთებაც ერთხელ უკვე ვერ შევძელიმეთქი? ოღონდ საამისო დრო კიდევ დამრჩებოდა; ახლაც მქონდა საიმისო დრო
დარჩენილი, სარდინი და გალეტები მეჭამა და - რა უბედურებაა-მეთქი, წამომეძახა
ხოლმე მისტერ ჰაროუეის მსმენელს. მისტერ ჰაროუეი (მზერადაბინდული ბერიკაცი,
რკინისჩარჩოიანი სათვალის სქელ მინებში დიდრონ-დიდრონი თვალები რომ უჩანდა)
იმას მიამბობდა, რა ინტრიგები მოუწყვეს თურმე პრეზიდენტმა და მისმა პარტიამ,
ჰოდა, უცებ მკითხა: - ის თუა მართალი, ბილ უორნერი დღეს უთენია ჩამოვიდაო?
- დიახ-მეთქი, - მივუგე.
- აბა, წაუსწრია და ისაა! - ათრთოლდა, აცახცახდა და დახლს ჩამოეყრდნო,
მამისეულ დახლს, ხორცის კონსერვის ქილებით, კოჭის ძაფებით, სავარცხლებით,
ნემსებით, ექსტრაქტებით თუ ციების წამლის შუშებით გამოვსებულს (ამ ავლადიდების
დიდი ნაწილიც მემკვიდრეობით ექნებოდა ალბათ დარჩენილი), და ხმააკანკალებული
იმეორებდა: - ქმარმა ვერა, ხომ? მამამისი უნდა ჩამოსულიყო წასასწრებად, ჰოდა,
თვრამეტი წლის მერე უნდა მომხდარიყო ეს ამბავი, ხომ?
კი, მაგრამ თქვენ ხომ ისევ იმათ ბანკში დააბრუნეთ თქვენი ფული, - მე ვუთხარი. ჯერ გამოიტანეთ ის თქვენი ფული და ჯეფერსონის ბანკს მიაბარეთ, როცა ვიღაცამ იმ
ცოდვის, იმ თავის მოჭრის ამბავი გითხრათ. ჰოდა, მერე უკანვე დააბრუნეთ. იმიტომ
ხომ არ გიქნიათ მაგ ამბავი, რომ ის ქალი ნახეთ ბოლოს და ბოლოს? ერთხელ
შემოვიდა ამ თქვენს დუქანში, ჰოდა, თქვენი თვალით ნახეთ და მიხვდით, როგორი
ქალიცაა, დაიჯერეთ, რომ ის ქალი არ ყოფილა არაფერში დამნაშავე. ასე არაა?
- ქმარს ვიცნობდი მისას! - ლამის იყვირა ბერიკაცმა, თან იმასაც ცდილობდა,
ხმისთვის დაეწია, რათა ზანგებს არ გაეგონათ, რას ვლაპარაკობდით. უკეთ - ის რას
ამბობდა. - ქმარს ვიცნობდი მისას! ის კი იყო ღირსი, იყო!
ამ დროს მეც გამახსენდა: - დიახ - ვუთხარი, - დღეს ქალაქში გნახეთ, მგონი. - და
მივხვდი კიდეც: - დღეს ისევ წამოიღეთ თქვენი ფული, ხომ? ისევ გამოიტანეთ და
ჯეფერსონის ბანკს მიაბარეთ დღეს, ასე არაა? - ბერიკაცი კიდევ იდგა და ცახცახებდა,
თუმცა კი ცდილობდა, კანკალი შეეჩერებინა. - რატომ ქენით? - ვუთხარი. - რატომმეთქი? რაღა მაინცდამაინც დღეს ქენით მაგ ამბავი?
- ის ქალი უნდა წავიდეს აქედან, - მითხრა იმან. - ორივე წავიდეს, ის ქალიც და
დე სპეინიც.
- კი, მაგრამ რატომ-მეთქი? - მეც ხმადაბლა ვთქვი, რომ არავის გაეგონა: დამდგარა
ორი თეთრკანიანი და თეთრკანიანი ქალის მრუშობის ამბავს ჰყვება ზანგების
თანდასწრებით. ეს კიდევ არაფერი, ისეთი მრუშობის ამბავს ჰყვებიან, ქალაქის
უმაღლესი სფეროები რომ არის შიგ გარეული - თეთრკანიანი ხალხი, ბანკირები. რაღა მაინცდამაინც ახლა-მეთქი? აბა, ის სხვა ყოფილა, ქმარი როცა გატრუნული
ითმენს ამ ამბავს, ჰოდა ის კიდევ სხვა - ვიღაცა რომ წაასწრებს, თქვენი ნათქვამის არ
იყოს, და მთელ ქალაქს მოჰფენს ხმას. აბა, ახლა ისინი მხოლოდ ცოდვილნი,
მხოლოდ დამნაშავენი, მხოლოდ ჭირიანები არიან თქვენთვის, ხომ? აბა, არც
ერთგულება ღირებულა არაფრად, არც თვრამეტ წელიწადს ძალდაუტანებლად ზედ
გადაგება?
- ხომ არაფერი მოგართვათ კიდევ? - მკითხა იმან. - დავიღალე, სახლში წასვლის
დროა. - გალერეაში გამოვედით. რამდენიმე ზანგი კიდევ იდგა იქ, მათი სახეები და
ხელები ნელ-ნელა სიბნელეს ერწყმოდა, უფრო ღია ფერის ხალათები, შარვლები და
ქუდებიღა უჩანდათ. ბერიკაცი მოცახცახე ხელებით ადებდა კარს მძიმე ბოქლომს და
გასაღებით კეტავდა. და ამ დროს მე ჩემთვისვე მოულოდნელად აღმოვთქვი ხმამაღლა:
- კაცმა რომ თქვას, ბანკის მომდევნო პრეზიდენტი უარესი აღმოჩნდება ალბათ,
იმიტომ, რომ გუბერნატორი სმიტი იქნება მომდევნო, ჰოდა, თქვენ, რასაკვირველია,
მოგეხსენებათ, ვინც არის გუბერნატორი სმიტი - კათოლიკე გახლავთ! - შემრცხვა და
სიტყვის დროულად გაწყვეტა დავაპირე, მაგრამ ვერ მოვახერხე, ანდა იქნებ უნდა
შემრცხვენოდა და დროულად შევჩერებულიყავი, ოღონდ არ მოვისურვე. არადა, კაცმა
რომ თქვას, ვინ ვიყავი, ვისი მოვლინებული, რომ ასე ბრმად ჩავრეულიყავი
ყველაფერში, მარჯვნივ თუ მარცხნივ, თითქოს ბუნების რაღაც უსინათლო, უგონო
დაუმნიშვნელო ძალა არისო? ისედაც ჩავაშხამე უკვე ვახშამიც და ძილიც ბერიკაცს, აქვე
ჩემ გვერდით მდგარი, მძიმე ბოქლომს რომ კეტავდა და ისეთი სახე ჰქონდა, გინდაც
გამერტყას მისთვის, - იმ ბერიკაცს, თავისებურად, მისნაირთა მსგავსად კეთილი კაცი
რომ იყო და მის სიცოცხლეში არც თერთკანიანისთვის და არც შავკანიანისთვის ბოროტი
რომ არ უყვია ნებით თუ უნებლიეთ; ორიოდე ცენტი თუ წაუმატებია თავისი
საქონლისთვის ნისიად და არა ნაღდად გაყიდვისას, ნახევარ ფასად ან უფრო იაფადაც
თუ გაუტანებია (ანდა სულაც უფასოდ მიუცია) ვინმე ზანგისთვის წამხდარი ხორცი,
მძაღე ქონი თუ აშმორებული ფქვილი, თეთრკანიანს რომ არ გაატანდა არაფრის
დიდებით, თუკი, რაღა თქმა უნდა, ქრისტიანი იყო ის თეთრკანიანი და თანაც
პროტესტანტი. ახლა კი ჩემკენ ზურგით იდგა ის ბერიკაცი, ვეება ბოქლომს მოცახცახე
ხელებით კეტავდა და ისეთი სახით ბურტყუნებდა რაღაცას, თითქოს მართლა
გამერტყას მისთვის:
- წავიდნენ აქედან, ორივე წავიდეს.
აქვე, შორიახლოს ბორცვებია ჩამწკრივებული. სემინარი-ჰილს უნდა შემოუარო და იმ
ბორცვებთან გახვალ რბილი, ნება-ნება მიმავალი თემშარა გორაკს შეუყვება და მერე
ფართო გზატკეცილს უერთდება, ჯეფერსონიდან დიდი ქვეყნიერებისკენ გაწოლილს. აქ
რომ შემობრუნდები, ქვემოთ მთელ იოკნაპატოფას ოლქს დაინახავ მიწურვილი დღის
დაბინდულ სინათლეზე. ცაზე ვარსკვლავები აკიაფებულა, ისიც ჩანს, ახალ-ახალი
ვარსკვლავები როგორ ჩნდება იმათ შორის, ცივი და ნელი შუქით რომ ციმციმებენ
უკვე. ჩრდილო-დასავლეთიდან ზენიტისკენ ერთიან უსასრულო მწვანე მდუმარებაში
დანთქმულა დღე და მაინც, ისე გეჩვენება, დედამიწიდან, ქვემოდან კი არ იკრიფება
სინათლე, დედამიწიდან კი არ იხევს უკან, საზეოსკენ, სწორედ დაბლობებში
შერწყმულა და შენივთებულა წამით, ასე რომ, თავად მიწა, ნიადაგი ნათობს და ოდენ
ხეთა ხშირი გვირგვინი ამოზიდულა მის ზემოთ ბუნდად და უძრავად.
და უეცრად, თითქოს ძახილზე წამოშლილიყვნენ, აურაცხელი ციცინათელა გამოეფინა,
სიბნელეში აცეკვდნენ და არიალდნენ დაუცხრომლად. არცა რას მძებნელნი, არცა რას
მკითხველნი ერთიან ხოროდ შერწყმულან, თითქოს წვრილი, გაუწყნარებელი,
დაუცხრომელი ხმები, ძახილი, სიტყვები ყოფილიყოს. და დგახარ აქ, ამ დაუშრომელ
სიზმარეულ ციალში მთელი შენი ცხოვრების შენაჯამის მარტოსულ მეუფედ. შენს
ფერხთით - ველის შუაგულში - ჯეფერსონი აფენს მკრთალ სინათლეს, ჯეფერსონს
იქით მთელი ოლქი გაწოლილა, და დგახარ აქ ყოველსავე განშორებული, უფალი
ღმერთის დარად, თავს დასდგომიხარ შენი საგვარეულოს აკვანს, ყველა იმ მამაკაცისა
და ქალის კერას, ვინც შეგქმნა შენ, თავს დასდგომიხარ მშობლიური მხარის ისტორიას
და მატიანეს და თვალწინ გადაგეხსნება ის მატიანე, რკალებად იშლება უსიზმროდ
მითვლემილი შენი წარსულის წიაღ, თითქოს ჭავლი ყოფილიყოს წყლის ზედაპირზე;
გულშეუძრავი
და
მიუხებელი
ამართულხარ
აქ,
ასე
დამზერ
კაცობრიული
ვნებათაღელვის, იმედისა და უბედურების ამ ნამუსრევს - პატივმოყვარეობას, შიშს,
გულისთქმასა და გულოვნებას, განდგომასა და სიბრალულს, ღირსებას, ცოდვასა და
სიამაყეს, - და ყოველსავე ამას, ხრწნადსა და განქარვებადს, ობობას ქსელივით
შემობლარდვნია ველური გულხარბობა კაცისა, და მაინც, ეს ყოველივე მისი ოცნებისკენ
არის მიმსწრაფი.
და დგახარ აქ ეს დროული კაცი, ერთიანად მხცით მოსილი (რა ბედენაა, ნაადრევს
რომ უწოდებენ ამ შენს ჭაღარას, თავად ცხოვრებაც ხომ ნაადრევია მუდამ და ამიტომაც
არის ესოდენ გულის მომწყვლელი და შფოთის დამტეხი), მალე ორმოცისაც შეიქნები,
ცოტაღა დაგრჩენია ორმოც წლამდე, ხოლო დაბლიდან საგაზაფხულო მწუხრი მოიწევს
შენკენ, უძილო მწუხრი და, თუმცა წყვდიადის მოდასე კი ეთქმის მწუხრს, მაინც
წყვდიადის მძლეველია, რამეთუ წყვდიადი ძილად სახელდებული მცირე სიკვდილის
მოდასე გახლავთ.
ჰოდა, ახლა ჭეშმარიტად დადგა ის უკანასკნელი წუთი, როცა კიდევ შეიძლებოდა
არჩევანის მოხდენა და იმის გადაწყვეტა - უნდა მეთქვა თუ არა: რაღა მაინცდამაინც
მე-მეთქი? რატომ მაწვალებთ, რატომ არ დამეხსნებით? მე რატომ უნდა გადავწყვიტო მე ვარ მართალი და თქვენს ქმარს თქვენი საყვარლის სისხლი სწყურია, თუ რეტლიფი
ამბობს მართალს და თქვენს მეუღლეს თქვენც ფეხებზე ჰკიდიხართ და თავისი პირადი
ღირსებაც, დე სპეინის ბანკის მეტი არაფერი აინტერესებს-მეთქი, - ჰოდა, ქალაქის
მოედანი ცარიელი იყო, სასამართლოს შენობიდან საათის ოთხი ერთნაირი ციფერბლატი
დაჰყურებდა და იმ ციფერბლატებზე ათს ათი წუთი აკლდა ჩრდილოეთის მხარეს თუ
სამხრეთისკენ, აღმოსავლეთით თუ დასავლეთით. სულ ერთიანად დაცარიელებულიყო
მოედანი, მხოლოდ ახალგამოსულ ფოთოლთა ჩრდილები, ფარნის შუქით დაფენილი,
წვრილ-წვრილ კბილთა დარად აჩნდა ფილაქანს; ყველა დუქანი დაეკეტათ უკვე,
ყველგან სიჩუმე დასადგურებულიყო. ოღონდ შორს კიდევ ილანდებოდა კინოს
უკანასკნელი სეანსებიდან გამოსული ხალხი. ნეტავი თვითონ მიმხვდარიყო ის ქალი,
რომ მე იმის თქმა აღარ დამჭირვებოდა - ამ გასაჭირშიც მანფრედ დე სპეინი
მოგეშველოთ, მაშინ, თვრამეტი წლის წინ ხომ არ შეყოყმანებულხართ, რომ თქვენი
ხანძარი მანფრედის შემწეობით ჩაგექროთ-მეთქი. თუმცა იქნებ ისიც იცით წინასწარ,
რომ ახლა ვეღარაფერს გისაშველებთ ის კაცი, რამეთუ ბანკი მდედრობითი სქესის
არსება არ გახლავთ და არც სულდგმულია-მეთქი.
ჰოდა, ამასობაში, რაღა თქმა უნდა, ოტის ჰარკერი მომევლინა - საღამო მშვიდობისა,
მისტერ სტივენს, - მითხრა. - თქვენი მანქანა დავინახე დავიფიქრე - იქნებ ბანდიტები
აპირებენ ბანკის ან ფოსტის გაძარცვას, ცოტათი მაინც გავერთობი-მეთქი.
- ჰოდა, იურისტი შეგრჩათ ხელში, ხომ? - ვუთხარი მე. - იურისტებმა რა უნდა
გაგართონ, ან რა ხეირი უნდა დაგაყარონ, ასე არაა?
- მე მთლად მასე არ ვიტყოდი, - მითხრა იმან. - ერთი კია - როგორც ეტყობა,
იურისტები დაძინებას არ უნდა აპირებდნენ, ასე რომ, თუ კიდევ ფიქრობთ აქ
დარჩენას, მე ჩემს საპოლიციოში მივდებ თავს ცოტა ხნით, ჰოდა, ჩემ მაგივრად თქვენ
ადევნეთ თვალი, საათის ისრები როგორ მიდი-მოდის... - თან მომჩერებია, ამას რომ
მეუბნება. არა, უბრალოდ კი არ მომჩერებია, მოკრძალებით მაკვირდება, როგორც
მისისიპელ ზრდილ კაცს შეშვენის. პირმოთნედ კი არა, უტიფრად კი არა, ისე,
მომლოდინე მზერით მიყურებს.
- ოღონდ თუკი...
- ჰო, თქვით ბარემ, - ვუთხარი მე.
- ოღონდ თუკი მისტერ ფლემ სნოუპსი და მისტერ მანფრედ დე სპეინი არ
გამოვარდნენ ახლა მოედანზე, ჰოდა, ბილ უორნერი თუ არ გამოენთო იმგენს
რევოლვერით ხელში.
- ღამე მშვიდობისა, - მე ვუთხარი. - ამაღამ შეიძლება, ვეღარ გნახოთ მეტი.
- ღამე მშვიდობის, - მითხრა იმან. - აქ ვიქნები სადმე ახლომახლო. ალბათ არც
დავიძინებ. არ ივარგებს, მისტერ ბაკს რომ მოუხდეს ლოგინიდან გამოძრომა და აქეთ
გამოჩქარება, ჰოდა, მე მეძინოს ამ დროს.
ხედავთ? რას იზამ კაცი! ოტის ჰარკერიც იქით მიერეკება: ფულს იმაში უხდიან, რომ
ღამღამობით არ იძინოს, ესე იგი, დღისით უნდა გამოიძინოს ხოლმე შინ. ოღონდ
ასეთ შემთხვევას ხელიდან არ გააშვებინებს: თავისი თვალით ნახა, დილის ოთხ
საათზე მოედანზე რომ მიემგზავრებოდა ბილ უორნერი ფლემ სნოუპსის სახლისკენ. ჰო,
რას იზამ კაცი: მთელი ქალაქი ოფიციალურად ამეტყველებულა თავისი ღამის
პოლისმენის პირით; მთელი ოლქი ღაღადებს ერთი თავისი წვრილფეხა მასხარას
პირით; თვრამეტი წლის წინ, როცა მანფრედ დე სპეინს ის ეგონა მხოლოდ ფეხმსუბუქ სოფლელ ლილითს ვუწევარო გვერდში, კაცმა რომ თქვას, უკვე მაშინ
ქმნიდა ამ თავაწყვეტილ ფოლკლორს.
მაგრამ მე ათი წუთი კიდევ მქონდა დარჩენილი, მოდარაჯე ოტისი კიდევ ნახევარ
საათს მოუნდება ბამბის საწმენდი ფაბრიკის, კომპრესორისა და იქაური სხვა შენობების
შემოვლას და მერე მოედანზე დაბრუნებას. ახლა მაგონდება, რომ სიგარეტის სუნი
მანამდე მომწვდა, ვიდრე დაუკეტავად ნაგულვები კარის სახელურს შევაბრუნებდი: ხომ
მე თვითონ საგანგებოდ დავბრუნდი და გავაღე კარი, ჰოდა, ჯერაც იმის მომეცადინე სახელური შევაბრუნო-მეთქი, თამბაქოს სუნს ვიყნოსავდი, როცა რაზამ შიგნიდან
გაიჩხაკუნა, კარი მოფრიალდა და ოთახის მრუმე ფონზე მკრთალ სინათლეში ის ქალი
დავინახე. ოღონდ მის თმას მაშინვე შევავლე თვალი, მივხვდი, საპარიკმახეროში რომ
იყო ნამყოფი, თუმცა მეგი იტყოდა ხოლმე - საპარიკმახეროში ერთხელაც არ შესულაო;
რაღა თქმა უნდა, თმა არ შეეჭრა იმ ქალს, არც დაეხვია, მაგრამ რაღაცა კი მოსვლოდა
თმას, არ ვიცი, რა, ერთადერთი ის ვიცი, რომ ჩემი სტუმარი საპარიკმახეროში იყო
ნამყოფი ნამდვილად.
- კარგი გიქნიათ, კარი რომ ჩაგიკეტავთ, - მე მგონია, ოტის ჰარკერმა უკვე...
- არა უშავს! - თქვა იმან, მაშინ კარი მივიხურე, გასაღებით ჩავკეტე და მაგიდის
ნათურა ავანთე. - თუ გნებავთ, ყველა ნათურა ჩართეთ, - თქვა იმან, - დამალვა არ
მიფიქრია, ისე არ მქონდა არავისთან მუსიაფის ხასიათი.
- გასაგებია, - ვუთხარი და მაგიდას მივუჯექი. ჩემს მისვლამდე ის ქალი კლიენტების
სავარძელში იჯდა და სიბნელეში ეწეოდა; საფერფლეში ჯერაც ბოლავდა სიგარეტი ორი
ნამწვის გვერდით. ახლა ისევ ჩაესვენა მაგიდასთან მდგარ იმ სავარძელში, სინათლე
მხარზემოდან ეფინებოდა და მუხლებზე, ხელჩანთაზე ერთობ მშვიდად დასვენებულ
ხელებს უნათებდა. ოღონდ მის თმას კარგად ვარჩევდი - არც ტუჩებს მისას, არც
ფრჩხილებს
კოსმეტიკის
კვალიც
არ
ეტყობოდა,
თმა
ამხელდა
მხოლოდ,
საპარიკმახეროში რომ იყო ნამყოფი. - საპარიკმახეროში ბრძანებულხართ, - ვუთხარი
მე.
- დიახ, - მომიგო. - ჩიკი შემხვდა იქ.
- არა, ოღონდ იქ არა, - აღმოვთქვი და მაშინვე შევეცადე, თავი დამეოკებინა, ოღონდ იქ არა, სადაც წყალი და საპონი განუყრელნი, განუშორებელნი არიან. - სულ
იმის ცდაში ვიყავი, შემეჩერებინა თავი. - ჩიკს რამდენიმე წელი მაინც აკლია
სამაგისოდ. - აქ კი შევჩერდი ბოლოს. - კარგი, - ვუთხარი, - ყველაფერი მიამბეთ.
ისეთი რა უნდა აეტანა დედათქვენისთვის, რომ ამის მერე ბიძია ბილი ღამის ორ
საათზე ქალაქში გამოვარდნილიყო?
- აგერაა თქვენი ჩიბუხი, - მითხრა იმან. ჩიბუხები სპილენძის თასში ეწყო თამბაქოს
გვერდით. - სამი გქონიათ. მე რომ ერთხელაც არ მინახავს, როგორ ეწევით? მაინც
როდის ეწევით ხოლმე?
- მაგ არაფერი, - ვუთხარი. - რა აუტანა ისეთი?
- ანდერძი, - მომიგო იმ ქალმა.
- არა, არა, - ვთქვი მე. - ანდერძის ამბავი კი ვიცი, რეტლიფმა მითხრა მაგ ამბავი.
მე იმას გეკითხებით - ფლემმა რა წაუღო-მეთქი დედათქვენს გუშინ დილას?
- ხომ მოგახსენეთ - ანდერძი-მეთქი.
- ანდერძიო? - აღმოვთქვი მე.
- ჰო, ნაჩუქრობის ხელწერილი. იმ ხელწერილის ძალით, ყველაფერი, რასაც ლინდა
მემკვიდრეობით ჩემგან მიიღებს, მამამისს... იმ კაცს უნდა გადაეცეს. - ჰოდა, მე
ისევ ისე ვიჯექი, ის ქალიც მაგიდას მოსჯდომოდა ჩემ პირისპირ, მაგიდის ნათურა
ქვემოდან გვაშუქებდა ისე, რომ, კაცმა რომ თქვას, კარგად ხელებს თუ ვხედავდით
ერთიმეორისას: მაგიდაზე დაწყობილ ჩემს ხელებს და მუხლებზე, ხელჩანთაზე განაბულ
მის ხელებს, თითქოს ორი მითვლემილი არსება ყოფილიყოს; ხმაც ძილმორეული
ჰქონდა იმ ქალს და ამიტომაც არც ნაღველი იყო ჩამომდგარი, არც მღელვარება, არც
ნაწყენობა ჩემს მომცრო, ყოველივესგან გამომიჯნულ ოთახში.
- დიახ, ანდერძი-მეთქი. ლინდამ თვითონ მოიგონა ეს ამბავი. ძალა არავის
დაუტანებია. გამიგეთ? ლინდას სჯერა - მე მომაფიქრდა, ჩემი სურვილი იყო, მე
თვითონ მოვინდომე ასე და ყველაფერი მე თვითონვე გავაკეთეო. ახლა ვეღარავინ
გადაარწმუნებს. არც არავინ შეეცდება ამას, არავინ! ამიტომაც მოგაწვდინეთ ბარათი.
- ყველაფერი მიამბეთ, - ვუთხარი მე, - ყველაფერი.
- ის ამბავი... ის კოლეჯები. თქვენ როცა ჩააგონეთ - წასვლა მინდა, აქედან თავის
დაღწევა მინდაო, ჰოდა, იმ ასარჩევი კოლეჯების ამბავი, მანამდე მაგ ამბის არაფერი
იცოდა. ბუნებრივია, ქალიშვილ ქალს - ახალგაზრდობას გულმა გაუწიოს იქით,
იმნაირი კოლეჯისკენ, ჰოდა, ადრე იმ კოლეჯების არაფერი იცოდა და ვერც იმას
ხვდებოდა, რაღა თქმა უნდა, კოლეჯში წასვლა მინდაო. ვითომ იმ კოლეჯში
შესასვლელად მარტო ის კმაროდეს, შეარჩიო - რომელი უფრო მოგეწონება ადამიანს,
ჰოდა, გაემგზავრო მერე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მე - კი-მეთქი, ვუთხარი.
ოღონდ მერე მამამისმა - იმ კაცმა - არაო.
ისე გამოვიდა, ვითომ მანამდე სიტყვა „არა“ არ სცოდნოდეს, პირველად გაეგონოს ის
„არა“. გავიხედე და ჩხუბი მოხდა. არ მიყვარს ჩხუბი და აყალმაყალი. არ ვარგა
ჩხუბი. რა გაქვს საჩხუბარი? შენის გატანა როცა გინდა, უნდა გაიტანო და მოთავდა
საქმე. ოღონდ ლინდამ ეს ამბავი არ იცოდა, გამიგეთ? იქნებ ვერც მოასწრო ამ ამბის
შეტყობა, ჩვიდმეტის იყო, მეტის კი არა. თქვენც კარგად მოგეხსენებათ ყველაფერი.
ოღონდ შეიძლება, სხვა რაღაცაშიც იყოს საქმე. იქნებ ზედმეტიც იცოდა ლინდამ. იქნებ
მაშინვე იცოდა, მაშინვე გრძნობდა - მაჯობაო. მაინც წავალო, უთხრა, მაინც წავალო!
შენ ხელს ვერ შემიშლი, ჯანდაბას შენი ფული, დედამ თუ არ მომცა, ბაბუა მომცემს,
ანდა მისტერ სტივენსიო. კი, ნამდვილად ასე უთხრა. ის კაცი ხმის გაუღებლად იჯდა
- სუფრიდან ჯერ არ ავმდგარიყავით. ლინდა იდგა მარტო, ის კიდევ იჯდა, ჰოდა,
ასე უთხრა - სწორია, ხელს ვერ შეგიშლიო. მაშინ ლინდამ - ჰო, შენი ჭირიმეო.
იცოდა ლინდამ, რომ უკვე ეჯობნა მისთვის იმ კაცს, იმ კაცმაც იცოდა ეს ამბავი. ეს
უთხრა - არა, მე ის მინდა, აქ დარჩე და პანსიონში შეხვიდეო.
ეს იყო და ეს. უკეთ რომ ვთქვათ... არაფერი. ჰო, მეტი არაფერი. ხომ გესმით,
ბავშვს - ყოველ შემთხვევაში, გოგოს - არ შეუძლია, გულით მოიძულოს მამამისი,
გინდაც ეჩვენებოდეს - უკვე მოვიძულე ან უნდა მოვიძულო, მინდა მოვიძულოო,
რადგან მისგან სწორედ ამას ელოდებიან ყველანი, იმიტომ, რომ ასე უფრო
საინტერესო, უფრო რომანტიკული ამბავი გამოვა...
- დიახ, - ვთქვი მე, - ჰოდა, ქალიშვილებს, ქალებს რომანტიკა არაფრად
ესაჭიროებათ, იმათ ფაქტები აინტერესებთ მხოლოდ. ჰო, მარტო თქვენ კი არ
გითქვამთ ეს ჩემთვის, რეტლიფმაც მითხრა, თანაც მგონი, იმავე დღეს.
- ვლადიმირმაც გითხრათ? - მკითხა იმან.
- არა, რეტლიფმა-მეთქი, - ვუთხარი. მერე ვთქვი: - მომითმინეთ! მერე დავსძინე:
- ვლადიმირმა? ვლადიმირმაო, ბრძანეთ? ვ. კ. - ნუთუ ვლადიმირი ჰქვია?
ამასობაში ის ქალი სულ გაყუჩდა, მუხლებზე ჩამოწყობილი, ძილმორეულ არსებათა
მსგავსი, საკუთარი სიცოცხლით სულჩადგმული ხელებიც კი გაუშეშდა.
- არ მინდოდა გამეთქვა, - მითხრა მერე.
- დიახ, - ვთქვი მე, - მესმის: არავინ იცის, ვლადიმირი რომ ჰქვია, ვლადიმირის
სახელის მქონე კაცი იმის იმედად ვერ იქნება, რომ საარსებო სახსარს მოიპოვებს
საკერავი მანქანების თუ სხვა რამე საქონლის გასაღებით ამ ჩვენს სოფელ ადგილას,
მისისიპის შტატში. ოღონდ თქვენთვის ყველაფერი მოუყოლია, ის საიდუმლო
გაუმხელია, ისევე გაუთქმელად რომ ინახავენ, როგორც უკანონოდ შობილი ბავშვის ან
ოჯახში შეშლილის ყოლის ამბავია გაუმხელელი. რატომ გაგიმხილათ? არა, ნუ
მიპასუხებთ. მე თვითონ არ ვიცი, რატომაც გიამბოთ ყველაფერი? მე თვითონაც არ
ვიყნოსე ერთხელ იმავე სასმლის დამათრობელი სურნელი? ჰო, მიამბეთ. არ გავთქვამ.
ვლადიმირ კ, ხომ? კ. რაღას ნიშნავს?
- ვლადიმირ კირილიჩი ყოფილა.
- ვლადიმირ კირილიჩი, ხომ? მერე? რეტლიფი არაა მისი გვარი? „კირილიჩი“ ხომ
მამის სახელია მხოლოდ. ყველა რუსის მამის სახელი „იჩზე“ ან „ოვნაზე“ თავდება. ეს
ვისმე ძეს ან ასულს ნიშნავს. ჰოდა, სანამ რეტლიფი გახდებოდა, მანამდე რა გვარის
იყო?
- თვითონაც არ იცის. მისი პაპის პაპის პაპა, ექვსი თუ შვიდი, ანდა იქნებ ათი
თაობის წინანდელი წინაპარი, ის ყოფილა... რა ჰქვია იმას? ლეიტენანტი კი არა,
რაღაცა მაგდაგვარი...
- პრაპორშჩიკი?
- ...ყოფილა ბრიტანეთის არმიაში, რევოლუციის დროს რომდაუმარცხებიათ...
- აჰა, - ვთქვი მე, - ბერგოინის და სარატოვის დროს.
- ...ჰოდა, ის წინაპარი ვირჯინიაში გაუსტუმრებიათ და დავიწყებიათ, ჰოდა,
ვლა... ის პაპის პაპის პაპა გაქცეულა. რასაკვირველია, ქალს გადაურჩენია, ქალიშვილ
ქალს, დაუმალავს და შეუნახავს. ოღონდ ის ქალი „რეტკლიფად“ იწერებოდა, ჰოდა,
მერე დაქორწინდნენ, ვაჟი ეყოლათ, თუ ჯერ ვაჟი შეეძინათ და მერეღა დაქორწინდნენ,
ერთი სიტყვით, იმ ვაჟმა ინგლისურად აიდგა ენა, ვირჯინიაში ფერმერი შეიქნა
თურმე. მისი ბადიში თავის გვარს ჯერაც კ-ს გამოუტოვებლად წერდა, იმასაც
ვლადიმირ კირილიჩი რქმევია, თუმცა ეს ამბავი არავინ იცოდა. ჰოდა, ექიმ
ჰებერშემთან, ალექსანდრ ჰოლსტონთან და ლუი გრენიესთან ერთად ჩამოსულა
მისისიპიში, ჯეფერსონი იმათ დაუარსებიათ. ოღონდ ის უკვე „რეტკლიფად“ კი არა,
„რეტლიფად“ იწერებოდაო, ჰოდა, ერთ-ერთ ვაჟიშვილს ყოველთვის ვლადიმირ
კირილიჩს არქმევენო. თქვენ მართალს ბრძანებთ, რაღა თქმა უნდა, ამნაირი სახელის
დიდი მოიმედე ვერ იქნება - მისისიპიში ლუკმაპურს ვიშოვიო.
- არა, - შევყვირე მე. - მომითმინეთ. არაა ეგ მართალი. არც ერთი სიმართლეს არ
ვამბობთ. ყველაფერი ზუსტად პირიქითაა. ყველას რომ სცოდნოდა ის ამბავი მართლა ვლადიმირ კირილიჩი ჰქვიაო, დიდი ხანია მილიონერი გახდებოდა, რადგან,
სადაც უნდა მისულიყო, ყოველი დედაკაცი მისგან იყიდდა, მას გაუცვლიდა, მას
დაევაჭრებოდა, რაც კი რამე აქვს იმას გასაყიდი. თუმცა იქნებ ასეცაა საქმე? - ვთქვი,
არა, შევყვირე მე. - იქნება იციან კიდეც? კარგი, - ვთქვი მერე. - დაამთავრეთ.
- ეს სახელი ყოველ თაობაში უეჭველად მეორდება თურმე. იმიტომ რომ ვლა... ვ. კ.
ამბობს - იღბლიანი სახელიაო.
- ოღონდ ფლემ სნოუპსის წინააღმდეგ კი ვერ გაჭრა მაგ იღბალმა, - ვუთხარი. - იმ
ღამეს, ვ. კ. ფლემ სნოუპსს რომ გადააწყდა ფრანგის ნასახლარზე, ბაღში, თქვენი
ტეხასიდან ჩამობრუნების მერე... კარგი, - ვთქვი მერე. - ესე იგი, ყველაფერი
იმიტომ მოხდა, მამის მოძულება რომ არ შეიძლება, ხომ?
- ბევრი რამე გაუკეთა ლინდას ფლემმა, ისეთი რამეებიც, ლინდა რომ არც კი
ელოდა, არც სთხოვდა არასოდეს. ისეთი რამეები, გოგოებს გულს რომ გაუხარებს
ხოლმე, გეგონებოდათ, მის აზრებს მანამდე ხვდება, სანამ ლინდა გაფიქრებას
მოასწრებდესო. ფული მომცა, მემფისში გაგვისტუმრა ორივენი სკოლის დამთავრებისას
ლინდასთვის რაღაც-რაღაცების საყიდლად, მარტო ჩვეულებრივი კაბის კი არა,
ნამდვილი სამეჯლისო კაბის, უამრავი სამეჯლისო ტანსაცმლის საყიდლად, ერთი
სიტყვით, გაამზითვა. იმასაც კი შეეცადა... მოკლედ, უთხრა - მთელ შენს კლასს
პიკნიკს მოვუწყობო, ოღონდ ლინდამ იუარა. გამიგეთ? ლინდასთვის მამა იყო ის კაცი,
თუმცა მტრად კი ექცა. გასაგებად ვამბობ? ის ლინდა, - შენი ჭირიმეო, - რომ
ეხვეწებოდა, მის ნაჩუქარ კაბებს იღებდა, ჰოდა, იმ ლინდამ, - ხელს ვერ შემიშლიო,
- რომ ამბობდა, პიკნიკის გამართვა იუარა. მერე იმ ზაფხულს ფლემმა ფული მომცა
და ზღვისპირა სასტუმროში ადგილებიც შეუკვეთა ჩვენთვის, - გახსოვთ იქნება...
- მახსოვს, - ვთქვი მე.
- ...მთელი თვით დაგვაბინავა, რომ ლინდას შესძლებოდა, ზღვაში ებანავა,
ახალგაზრდებს, ყმაწვილკაცებს რომ შეხვედროდა. ყმაწვილკაცებსო, - ასე თქვა
სწორედ. ჰოდა, რომ ჩამოვბრუნდით შემოდგომაზე, ლინდა პანსიონში შევიდა და მერე
ფლემი ჯიბის ფულს აძლევდა ხოლმე. ძნელი დასაჯერებელია, ხომ?
- არა, მე მჯერა, - ვუთხარი. - ბრძანეთ.
- ბევრ ფულს აძლევდა, ლინდას რომ დასჭირდებოდა, იმაზე მეტს, ჩვიდმეტი წლის
ქალიშვილისთვის ერთობ ბევრ ფულს ჩუქნიდა. მით უმეტეს - ჯეფერსონელი
ქალიშვილისთვის. მაგრამ ლინდა ართმევდა იმ ფულს, თუმცა კი არაფრად
ესაჭიროებოდა, პანსიონშიც დადიოდა, თუმცა არც ეს ამბავი იყო არაფრის მაქნისი.
იმიტომ,
რომ
მამამისი
გახლდათ
ის
კაცი.
ამ
ამბავს
ნუ
დაივიწყებთ.
დაგამახსოვრდებათ?
- ბრძანეთ, ბრძანეთ, - ვუთხარი მე.
- ეს ამბავი შემოდგომაზე გახლდათ და ზამთარში. ბევრ რამეს ჩუქნიდა - კაბებს,
ჩვიდმეტი წლის ჯეფერსონელ ქალიშვილს რომ არაფრად ესაჭიროებოდა, ზედმეტი იყო
მისთვის. თქვენ ეს ამბავიც შენიშნეთ ალბათ. ბეწვის ქურქიც კი უნდოდა გამოეწერა,
ოღონდ ლინდამ - არ მინდაო, დროზე იუარა, ძველ ჭკუაზე დადგა ისევ - ხელს ვერ
შემიშლიო, რომ ეუბნებოდა. ხანდახან მაინც ხომ უნდა შეეხსენებინა - დამნაშავედ
მიმაჩნიხარო: ქალიშვილის პირობაზე საჩუქრებს კი იღებდა მამამისისგან, ოღონდ მტერს
არ მოესყიდვინებოდა.
მერე ზაფხული დადგა, შარშანდელი ზაფხული. მაშინ მოხდა სწორედ ის ამბავი. ჩემი
თვალით ვნახე, სუფრას ვუსხედით ყველანი, ჰოდა, იმან უთხრა - ამ ზაფხულს სად
გირჩევნია წასვლა, ისევ ზღვაზე თუ მთებში ჯობსო? იმაზე რას იტყოდი, დედაშენთან
ერთად ნიუ-იორკში რომ გაემგზავროო? - ამით მოისყიდა სწორედ; ლინდა უკვე
ძლეული იყო: მაგ მგზავრობა ალბათ ძალიან ძვირი დაჯდებაო, - უთხრა. ჰოდა, იმან
- ეგ არაფერი, როდის გერჩივნა გამგზავრებაო? ამაზე ლინდამ - არა, ძალიან ძვირი
დაგვიჯდება, ის არ ჯობს, სახლში დავრჩეთო? ხომ ხედავთ, როგორ აჯობა, რანაირად
მოერია. ჰოდა, ყველაფერზე... ყველაფერზე საშინელი ის იყო, რომ ლინდა ვერ
ხვდებოდა ამ ამბავს, არ იცოდა, ბრძოლა რომ გაიმართა და ფარ-ხმლის დაყრა
რომმოუხდა. წინ თვითონ გაიწვევდა ხოლმე იმას ბრძოლაში და ის მაინც იცოდა ვებრძვიო, თუმცა არაფრის მაქნისი კი არ იყო ეს, თვითონაც არ იცოდა, რაში
სჭირდებოდა, მერე რა უნდა გაეკეთებინა. ახლა კიდევ, მის მხარეს გადავიდა,
თვითონაც რომ არ იცოდა, ისე.
ეს იყო და ეს. მერე შემოდგომა დადგა, შარშანდელ ოქტომბერს ლინდამ ხელახლა
დაიწყო პანსიონში სიარული. ჰოდა, იმ დღეს ის-ის იყო ვივახშმეთ, სასადილოში
ვისხედით, ბუხრის წინ; დღევანდელივით მახსოვს, ლინდა სავარძელში მოკალათებული
კითხულობდა, წიგნიც მახსოვს, ჯონ დონი იყო, თქვენი ნაჩუქარი, ოღონდ ახალი,
იმის სანაცვლო, იმ ბიჭმა - რა ერქვა იმას? გარაჟის მექანიკოსმა, მატმა, ჰო. რა გვარი
იყო? - ლივიტმა რომ დაგიხიათ კაბინეტში; ჰოდა, უცებ ფლემმა - ლინდაო, ჰოდა,
ლინდამ თავი აიღო, წიგნი ხელიდან არ გაუშვია (მახსოვს, მაშინ დავინახე, რა წიგნიც
იყო), ჰოდა, ფლემმა უთხრა: - არ ვიყავი მე მართალი, მეგონა - პანსიონი კოლეჯზე
უარესი არაფრით არ არის-მეთქი, მე ხომ ჩემს მოსწრებაში არსად არ მისწავლია, ამ
საქმის არაფერი გამეგებოდაო; ოღონდ ახლა მივხვდი, ის პანსიონი არაფრად რომ არ
ვარგებულაო; იქნებ შეეშვა იანკების კოლეჯებს და ოქსფორდის უნივერსიტეტში
შეხვიდეო.
ჰოდა, ლინდა დამჯდარა და წიგნი მუხლებზე უვარდება ნელ-ნელა, თან მამამისს
მისჩერებია. მერე - რა მითხარიო?
- ვირჯინიაზე და იმ ჩრდილოურ კოლეჯებზე ნუღარ იფიქრებ, წელს მაინც. გინდა,
ნაშობევს უნივერსიტეტში შეხვიდე?
ჰოდა, ლინდამ ის წიგნი იქით მოისროლა, კი არ დადო, არა, მოისროლა,
სავარძლიდან წამოხტა და - მამიკოო, იყვირა. მანამდე არასოდეს მენახა, მამამისს რომ
მიჰკარებოდა. მისთვის ფლემი მამა იყო, ყოველთვის ელაპარაკებოდა, ყოველთვის
მოკრძალებით ექცეოდა, ოღონდ მტერიც იყო ფლემი მისი; უნდა ეიძულებინა მამამისი,
სულ ხსომებოდა, რომ ჯობნით კი აჯობა, კოლეჯში არ გაუშვა, მაგრამ ლინდა არ
დანებებულა მაინც. ჰოდა, ის არასოდეს მინახავს, რომ მამამისს მიჰკარებოდეს. ახლა
კიდევ მუხლებზე ჩამოუჯდა, მხრებზე შემოეხვია, ლოყით მის საყელოს მიეხუტა და მამიკო, მამიკო, მამიკოო.
- განაგრძეთ, - მე ვუთხარი.
- ეს იყო და ეს. არ კმაროდა, თუ? რაღა უნდა გაეკეთებინა კიდევ ფლემს? ქაღალდის
ნაგლეჯი აეღო, თვითონ დაეწერა ის რაღაცა და მერე ლინდასთვის მანამდე ეგრიხა
ხელი, სანამ არ მოაწერდა, თუ რა? აღარც არაფრად სჭირდებოდა რაღაცა ქაღალდის
ხსენება. ისიც კი აღარ სჭირდებოდა, ხელახლა წამოეწყო ლინდასთვის ამ ამბავზე
ლაპარაკი. რომც წამოეწყო, სხვა არაფერი მოუხდებოდა (ლინდამ ხომ იცოდა უკვე
ანდერძის ამბავი, მამიჩემისეული ანდერძის-მეთქი, ის მინდა ვთქვა, რომლის ძალითაც
მთელ ქონებას იულა უორნერს უტოვებდა, იულა უორნერს „სნოუპსის“ გვარის
დაუმატებლად), სხვა არაფერი მოუხდებოდა, გარდა იმისა, რომ რამე ამდაგვარი ეთქვა
- კი, კი, ბაბუაშენი პატივსაცემი კაცი ბრძანდება, ოღონდ მე არასოდეს ვუყვარდიო;
არაფერია, მე რაც უნდა შემემთხვას, დედაშენს არაფერი გაუჭირდებაო; ბაბუაშენმა
ყველაფერი ისე გამოაჭახრაკა, რომ ვერც მე და ვერც სხვა ვინმე დედაშენის ფულს
თითსაც ვერ დავაკარებთ, ჰოდა, მერე მემკვიდრე შენ შეიქნებიო. მოკლედ, რამე ამის
მაგვარი უნდა ეთქვა. ანდა იქნებ ამდენი მეცადინეობა არც დასჭირვებოდა. კი იცოდა,
არ დამჭირდებაო, ლინდა ის ქალი არ გახლდათ. მისთვის ფლემი მამა იყო, ჰოდა,
კოლეჯში თუ არ უშვებდა, მისივე სიყვარულის გამო არ უშვებდა მხოლოდ, რადგან
ასეც მართებდა, - მშობლები ყოველთვის ამას მოიმიზეზებენ ხოლმე, როცა შვილებს
რამის გაკეთებას უშლიან. მერე კი ფლემმა უცებ ყველაფერი უკუღმა შეატრიალა და
თითქმის უბრძანა ლინდას, ის გაეკეთებინა, რაც თვითონ ასე ძალიან უნდოდა, რასაც
ფლემი ლამის ორ წელიწადს უკრძალავდა, ჰოდა, ეს ამბავი მხოლოდ იმით
შეიძლებოდა ახსნილიყო, რომ კიდევ უფრო მეტად უყვარდა თავისი ქალიშვილი, იმ
ზომამდე უყვარდა, იმ ერთადერთი რაღაცის ნებასაც კი აძლევდა, რასაც თვითონვე
უკრძალავდა მთელი სიცოცხლე.
თუმცა, რა ვიცი. იქნებ გადაუკრა, მიახვედრა კიდეც, როგორ უნდა შედგენილიყო ის
ქაღალდი, ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს ამას. ყველაფერი გაკეთებულია და
მოთავებული: მამაჩემი დილის ოთხ საათზე შემოგვივარდა სახლში და, ხეირიანად
გაღვიძებულიც რომ არ ვიყავი, ის ქაღალდი თავში მომახალა, ლოგინში მწოლიარეს.
თუმცა არა, მომითმინეთ, ვიცი მე, მეც მომიწერია ხელი ამნაირ ქაღალდებზე.
ყველაფერი კანონის შესაბამისად იყო გაკეთებული, მართებულად... როგორ ითქმის?
- შედგენილი, - ვუთხარი მე.
- ...იურისტის მიერ შედგენილი, ოქსფორდელი იურისტის, მისტერ სტოუნის მიერ.
მოხუცებული რომაა, ის კი არა, მეორე, ახალგაზრდა რომაა, იმის შედგენილი. ამ
დილას დავურეკე. ძალიან თავაზიანად შემხვდა, მითხრა...
- ვიცნობ, - მე ვუთხარი, - თუმცა ერთად არ გვისწავლია, ეგ ნიუ-ჰეივენში იყო.
- ...სიამოვნებით მოგელაპარაკებოდით ამ ამბის თაობაზეო, ოღონდ არსებობს... რა
ჰქვია იმას?
- პროფესიული ეთიკა, - ვუთხარი მე.
- ...პროფესიული ეთიკაო, იურისტი თავისი კლიენტის ვინაობას ვერ გაამხელსო. ასე
მითხრა - ლინდამ, ეტყობა, ოქსფორდში ჩამოსვლისთანავე მომაკითხაო... არა,
მომითმინეთ, ისიც ვკითხე - თქვენ რატომმოგაკითხათ-მეთქი? ჰოდა, ასე მიპასუხა...
მითხრა - ლინდა მშვენიერი ქალიშვილია და ცხოვრებაში აუცილებლად გაუმართლებს,
საანდერძო ქონება რომც არ გააჩნდესო, ჰოდა, ლინდამ ნაცნობებში გაიკითხგამოიკითხა - ყველაზე სანდომიანი იურისტი რომელია, ვის მივმართოო, და ჩემი
თავი დაუსახელესო. აუხსნია იმ იურისტისთვის, რაც სურდა, და იმასაც შეუდგენია
ანდერძი - კი, ჩემი თვალით წავიკითხე: „ჩემს წილს ყოველივე იმისა, რასაც
მემკვიდრეობით მივიღებ დედაჩემისგან, იულა უორნერ-სნოუპსისგან, ყველა იმ
თანხაზე დამოუკიდებლად, რაც მისი ქმრის წილს შეადგენს, ვუანდერძებ მამაჩემს,
ფლემ სნოუპსს“. კი, ყველაფერი კანონის თანახმად იყო გაკეთებული, თუმცა
იურისტმა მითხრა - ძალიან ვეცადე ამეხსნა ლინდასთვის, რომ გარკვეულ თანხას კი
არ უანდერძებს მამამისს, არამედ - რა ჰქვია იმას? - პირობით ქონებასო. ჰოდა, ამ
ანდერძს არავინ არაფრად ჩააგდებს, რადგან ლინდა შეიძლება მოკვდეს კიდეც, ვიდრე
მემკვიდრეობას
მიიღებდეს,
შეიძლება
გათხოვდეს,
ანდა,
თუგინდ
ქმრის
დაუხმარებლადაც, შესაძლოა გადაიფიქროსო; ანდა ისიც შეიძლება, დედამისის მერე
აღარაფერი ქონება აღარ დარჩეს, შენიშვნაში მოხსენიებულის გარდა, - იქნებ დედამისმა
ყველაფერი დახარჯოს, ანდა მამამისი მოკვდეს, ჰოდა, მაშინ ლინდა მიიღებს
მამამისისთვის ნაანდერძევი თავისი ფულის ნახევარს და კიდევ იმის ნახევარს, რაც
დედამისს, ვითარცა მამამისის ქვრივს, ერგება, და მამამისისეული ქონების ამ ნაწილს
გაიყოფს დედამისთან, ვითარცა მამამისის ქვრივთან, და დედამისისგან ერთხელ კიდევ
მემკვიდრეობით მიიღებსო. მაგრამ ლინდა თვრამეტი წლისაა უკვე, უფლებამოსილი
ადამიანია, ისიც უფლებამოსილი იურისტია, მისტერ სტოუნი, ყოველ შემთხვევაში,
ლიცენზიაში მაინც უწერია ასე, ჰოდა, ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით,
ოფიციალურ ბლანკზე იყო დაწერილი. მისტერ სტოუნს ისიც კი უკითხავს - ამ
ანდერძის შედგენა რამ გაფიქრებინაო, ჰოდა, ლინდას უთქვამს - იმან მაფიქრებინა,
რომ მამაჩემი ძალიან კეთილად მექცეოდა და მეც ჩემდა თავად მამაჩემი მიყვარს და
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ქალაქი - 23
  • Parts
  • ქალაქი - 01
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 1948
    28.4 of words are in the 2000 most common words
    39.5 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 02
    Total number of words is 3992
    Total number of unique words is 1824
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 03
    Total number of words is 3892
    Total number of unique words is 2027
    28.8 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 04
    Total number of words is 4126
    Total number of unique words is 1771
    33.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 05
    Total number of words is 3979
    Total number of unique words is 1874
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 06
    Total number of words is 3952
    Total number of unique words is 1875
    31.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 07
    Total number of words is 3971
    Total number of unique words is 1883
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 08
    Total number of words is 3954
    Total number of unique words is 1822
    30.2 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 09
    Total number of words is 3924
    Total number of unique words is 1905
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 10
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 1912
    29.8 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 11
    Total number of words is 3974
    Total number of unique words is 1897
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 12
    Total number of words is 4111
    Total number of unique words is 1678
    32.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 13
    Total number of words is 4103
    Total number of unique words is 1775
    34.3 of words are in the 2000 most common words
    46.5 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 14
    Total number of words is 3967
    Total number of unique words is 1939
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.4 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 15
    Total number of words is 3895
    Total number of unique words is 1868
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    50.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 16
    Total number of words is 3993
    Total number of unique words is 1860
    33.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 17
    Total number of words is 4054
    Total number of unique words is 1839
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 18
    Total number of words is 4154
    Total number of unique words is 1727
    33.2 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 19
    Total number of words is 3843
    Total number of unique words is 1854
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.2 of words are in the 5000 most common words
    46.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 20
    Total number of words is 3871
    Total number of unique words is 1877
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.9 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 21
    Total number of words is 4048
    Total number of unique words is 1843
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.9 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 22
    Total number of words is 4060
    Total number of unique words is 1866
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.4 of words are in the 5000 most common words
    50.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 23
    Total number of words is 3959
    Total number of unique words is 1758
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 24
    Total number of words is 4043
    Total number of unique words is 1842
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 25
    Total number of words is 3466
    Total number of unique words is 1703
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.