Latin
Total number of words is 4048
Total number of unique words is 1843
31.3 of words are in the 2000 most common words
43.9 of words are in the 5000 most common words
50.5 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ჰენრი არმსტიდი (აწ უკვე სამუდამოდ გამომწყვდეული ჯექსონის საგიჟეთში) და მისი
ცოლი ათ წელიწადს რომ უყრიდნენ თავს, - ეს გადაუხადეს რეტლიფმა და არმსტიდმა
ფრანგის მამულში, სადაც იმ კაცს მიწაში ჩაეფლა ოცდახუთი ვერცხლის დოლარი,
რათა ისინი წასწყდომოდნენ ბაღის თხრისას.
უკანასკნელად მიემგზავრებოდა იქითკენ მისი სიცოცხლის იმ თვრამეტი წლის მომცველი
რკალის განმასრულებელი, რადგან ფრანგისხევიც, უორნერის გზაჯვარედინიც და
დუქანიც ერთადერთი, შესაძლოა, სწორედ ის ერთადერთი ადგილი იყო, სადაც თავის
მოსწრებაში აღარასოდეს დაბრუნდებოდა, იმიტომ, რომ, გაუმარჯვდებოდა იმ საქმეში
თუ ხელი მოეცარებოდა, სულერთია, აღარ იზამდა. ვერ გაბედავდა იქ დაბრუნებას.
და, ვინ იცის, იქნებ მაშინვე ფიქრობდა - აფსუს, დუქანში რომ უნდა მივადგე ბილ
უორნერს,
რა
გულდასაწყვეტია,
უორნერების
სახლს
რომ
ვერ
მივაკითხავ,
ამდილაადრიანად იქ მისის უორნერის და ზანგი მზარეულის მეტი არავინ იქნებაო.
არადა,
საუბედუროდ,
დუქანს
უნდა
მისდგომოდა,
მოწმეთა
თანდასწრებით
ხელმოწერილი ქაღალდის ნაგლეჯი მიეჩეჩებინა და უძრავად მდგარს გაეტეხა, დაეძლია
ის ბებერი ყაჩაღი. რადგან ქალებს არც ფანტაზია აინტერესებთ, არც მორალი, არც
ცოდვა, არც მისაგებელი, მათ ფაქტები აინტერესებთ მხოლოდ, უცილობელი ფაქტები,
ურომლებისოდაც არ ეცხოვრებათ ამქვეყნად. რა უბრალო საქმე იქნებოდა, მისის
უორნერთან რომ დასჭირვებოდა საქმის დაჭერა! ამაზე ადვილი რა უნდა ყოფილიყო მანქანას ჭიშკარს მიაყენებდა და ნაქირავებ შოფერს ეტყოდა - აქ მომიცადეთ, ახლავე
გამოვალო. მერე გზაწვრილს გაუყვებოდა თავის საგვარეულო კარ-მიდამოში (კარგი,
ბატონო, თავისი ცოლის საგვარეულო კარ-მიდამო ვთქვათ; მოსვლითაც ხომ იმიტომ
იყო მოსული, საკუთარი ქონება რომ აეფეთქებინა), სახლს შემოივლიდა, ვიდრე მისის
უორნერს მიაკვლევდა სადმე, და ეტყოდა: დილა მშვიდობისა, დედა, წუხელ
საღამომდე არ ვიცოდი, რომ აგერ თვრამეტი წელიწადი ყოფილა, რაც იულა ერთ
ჯეფერსონელ ყმაწვილს გადაეკიდა თურმე, სახელად მანფრედ დე სპეინს; ჰოდა, აქეთ
წამოსვლამდე ჩემი ხაბაკით სხვა ბინაზე გადავბარგდი, ოღონდ გაყრის საქმის დაწყება
ვერ მოვასწარი ჯერ, მოსამართლეს ეძინა, მის სახლს რომ ჩამოვუარეთ, ასე რომ,
საქმის აღძვრა ამ საღამოს მომიწევსო. მერე წამოვიდოდა და შოფერს მიმართავდა მორჩა, მეგობარო, ქალაქში გავბრუნდეთო. ჰოდა, მერე მიმდგარიყო მისის უორნერი
და თვითონვე მოემთავრებინა ეს საქმე, თვითონ გაჩქარებულიყო იმ ბუნაგისკენ, სადაც
ბებერი ბილი იყო ჩამჯდარი და, იტყოდით გამოხრული ძვლებიაო, ისე ჰქონდა
ირგვლივ შემოყრილი თავისი სიმდიდრე - კავები, სადავეები, სახნისის ტარები,
აყროლებული ხორცის ნაჭრები, ფქვილი, იაფფასიანი ტკბილეული, ყველი, ბურნუთი,
საღეჭი თამბაქო, ბუზის ნაჯდომი კანფეტები, გირავნობის ქაღალდები და ასაღები
მოსავლის ხელწერილები. დუქანთან, რაღა თქმა უნდა, ცუდმავალა ხალხი იქნებოდა
ატუზული, ოღონდ ცოტანი იქნებოდნენ ისინი, რადგან ახლა თესვის ალო დგას და
მათაც კი მართებთ ყანაში ყოფნა. ამას უმალვე მიხვდებოდნენ ისინი, მისის უორნერს
რა დაინახავდნენ და დაფრთხებოდნენ, თუმცა ფეხს არ აიჩქარებდნენ მაინცდამაინც.
- დაიკარგეთ აქედან! - დაუცაცხანებდა მისის უორნერი. - ბილთან სიტყვა მაქვს
სათქმელი. თუმცა მოიცადეთ, ერთი რომელიმე სახერხში გავარდით და ჯოდის
უთხარით - შენი ავტომობილი მჭირდება-თქო, აბა, ცოცხლად! - ჰოდა, ისინიც გეახლებით, მისის უორნერო, - უპასუხებდნენ, ოღონდ ამ პასუხს ვეღარც მოჰკრავდა
ყურს, უკვე ბილის წინაშე იქნებოდა დარჭობილი, - ადექი ახლავე. ფლემს მაინც
წაუსწრია იულასთვის, ასე ამბობს - წავუსწარიო. გაყრის საქმე არ დაუწყია ჯერ,
ჩააკითხე, სანამ მთელი ოლქი არ აყაყანებულა. ფლემს რა უნდა, არ ვიცი, ოღონდ
ჩადი და მოაგვარე ეს ამბავი. ვერ მოვითმენ ამას. გვეყოფა, რაც იულას გულისთვის
დღე დაგვადგა ამ ოცი წლის წინ. ახლა ვეღარ დავაბრუნებ და ჩვენს სახლს ვერ
შევარცხვენინებ.
ოღონდ ის იყო, რომ ასე ვერ იზამდა ფლემი. არც ისე იოლი გახლდათ. რადგან
ფაქტები მამაკაცებსაც აინტერესებთ ხოლმე, განსაკუთრებით - ბილ უორნერისთანა
ბერიკაცებს.
ჰოდა,
ბილ
უორნერს,
ცხადია,
ისეთი
ფაქტები
აინტერესებს
განსაკუთრებით, როგორიც ფლემს ჰქონდა მოწმეების თანდასწრებით ხელმოწერილი და
პიჯაკის ჯიბეში ჩადებული. ასე რომ, თავადვე უნდა შესულიყო ფლემი იმ ბუნაგში,
თავადვე გაეწვდინა ხელი, იმ მხეცს, ეჭვიც რომ არაფრის ჰქონოდა, ფაფარში
ჩაფრენოდა, მერე ხმის გაუღებლად მდგარიყო, ვიდრე ის მხეცი იბდღვენდა და
იბობოქრებდა, ჰოდა, მხეცი ცოტათი რა დაშოშმინდებოდა, ფლემის ხმის გაგონებაც
შეიქნებოდა შესაძლო: „აგერაა მისი ხელმოწერა. თქვენ თუ ვერ ცნობთ, ის ორი მოწმე
ხომ ცნობს მაინც. თქვენ ერთადერთი ის დაგრჩენიათ, მომეხმაროთ დე სპეინისთვის
ბანკის წართმევაში, თქვენი აქციები ჩემს სახელზე გადმოწეროთ, ჰოდა, მე ჩემდა
თავად, თუ გნებავთ, ძველი რიცხვით ხელმოწერილ ჩეკს მოგცემთ და, როგორც კი
მანფრედ დე სპეინს გავაბუნძულებთ, ამ აქციებს დაგიბრუნებთ, არა და, ასე თუ
უფრო მოგეწონებათ, თქვენ თვითონვე მომეცით ხმა, ჰოდა, ეს ქაღალდი დაიტოვეთ
თქვენთვის. თუ გნებავთ, ასანთის ღერს მე დავიჭერ მაგ ქაღალდის ქვეშ, სანამ
დაწვავდეთ“.
ეს იყო და ეს. ჰოდა, რეტლიფი ისევ გამომეცხადა (დიახ, დიახ, ჯეფერსონს კი
გაეძლებოდა ურეტლიფოდ, ოღონდ მე არ გამეძლებოდა, ჩვენ არ გაგვეძლებოდა
არავის: ვერც მე და ვერც სნოუპსთა მთელი წყეული მოდგმა უიმისოდ ვერ
გავძლებდით) - ფაქიზი, ზნეკეთილი, თავისი უჰალსტუხო ლურჯი ხალათით მოსილი
და დინჯად თვალმოფახულე.
- დღეს ოთხი საათი იქნებოდა, ბიძია ბილი ჯოდის მანქანით ჩამოვიდა ქალაქში და
პირდაპირ ფლემის სახლს მიადგა. ფლემი კიდევ დღეს ქალაქში არ ყოფილა. როგორ
გგონიათ, რა ამბავი უნდა ატყდეს ახლა? - ისევ დააფახულა თვალები ჩემმა
მაცქერალმა. - როგორ გგონიათ, რა უნდა ყოფილიყო ის?
- რისას ბრძანებთ?
- იმისას, რაც გუშინ მისის უორნერს მიართვა, - ეტყობა, რაღაცა საიასაღო უნდა
ყოფილიყო, აბა, ისე ბიძია ბილს რა ჩამოიყვანდა ქალაქში დილის ოთხ საათზე?
- მისის უორნერსო? - შევეკითხე. - კი, მაგრამ ბილს არ მიუტანა?
- არა, ბატონო, - მითხრა რეტლიფმა. - ბილი თვალითაც არ უნახავს. ვიცი მე. მე
ავიყვანე ფრანგისხევში. როკიფორდში მისის ლედბეტერისთვის საკერავი მანქანა უნდა
ამეტანა, ჰოდა, იმან - ფრანგისხევზე გავიაროთ დაერთი წუთით დამელოდეთ, სანამ
მისის უორნერს ერთ სიტყვას ვეტყვიო. წავედით და ის იყო. სახლში ერთი წუთი
დაახანა, მეტი არა, მერე გამოვიდა, გზა განვაგრძეთ, საკერავი მანქანა მივუტანეთ,
მისის ლედბეტერთან ვისადილეთ და ჩამოვბრუნდით ქალაქში. - ისევ დააფახულა
თვალი. - ერთ წუთს იყო სულ. როგორ გგონიათ, ისეთი რა გადასცა ან რა უთხრა
მისის უორნერს იმ ერთ წუთში, რომ ბიძია ბილი ღამის პირველ საათზე გამოვარდა
ჯეფერსონისკენ?
18. ვ.კ. რეტლიფი
არა, არა, არა, არა. ცდებოდა ნამდვილად. იურისტი გახლავთ, ჩემო ბატონო.
იურისტს კიდევ, თუ გვარიანი თავსატეხი არ იქნა, ისეთი საქმისთვის ფიქრიც
ეზარება, ჰოდა, სხვებს თუ გამოუვიდათ იმ საქმის რამე, სულერთია, მაინც არ
დაუჯერებს. ასე რომ, ის არ ყოფილა საქმე, ის ნაყალბევი ქაღალდი, ნაჩქარევად
ხელმოწერილი, თუგინდ მოწმეების მხრივაც დადასტურებული. რაღაცა სხვა ამბავი
იყო. რა იყო, ვერაფერს მოგახსენებთ, ოღონდ იმ საღამოს მოედანზე სნოუპსი მომადგა
და მითხრა:
- ამ დილას მისის ლედბეტერს საკერავი მანქანა მოუვიდაო, ასე მითხრეს.
წამოგყვებოდით იქითობას და აქეთობასაც, იმ მანქანას რომ წაუღებთ, ოღონდ
ფრანგისხევში თუ გამატარებთ ერთი წუთით.
ასე გახლდათ ნამდვილად. ვერც მოასწრებ კაცი გაიკვირვო - ყველაფერს რანაირად
იგებსო, რადგან, სანამ იმის მოფიქრებაში იქნები, რომ გაიკვირვო - საიდან გაიგოო,
უკვე გვიან არის ხოლმე, ამასობაში იმასაც ასწრებს, ისარგებლოს შენი შეყოვნებით.
ჰოდა, მე ასე ვუპასუხე:
- რა მეთქმის, როკიფორდში თუ მიემგზავრები კაცი, ფრანგისხევში რატომ არ უნდა
შეუხვიო? ოღონდ მაშინ მემფისს მიმავალმა ბირმინჰამის გზით რატომ არ უნდა
იმგზავრო? საქმით არაფერი მესაქმება ფრანგისხევში, თუმცა ისე გავლა კი შეიძლება. თქვენც ხვდებით ალბათ, ეს იმიტომ ვუთხარი, ის მინდოდა მენახა - ვაჭრობას როგორ
დამიწყებს-მეთქი, მაგრამ მაჯობა ჭკუით.
- მართალი ბრძანებაა, - მითხრა, - კაი ექვსი მილის შემოვლა მოგიწევთ. კარგი,
თითო მილში დოლარი არ იკმარებს?
- მეტიც იქნება, - მივუგე, - ის რომ მოვინდომოთ, იმ სამ ზედმეტ დოლარს რაც
ეკუთვნის, იმდენი გზა გავიაროთ, ხუთშაბათამდეც ვერ ჩამოვბრუნდებით ქალაქში.
ჩვენ ასე ვქნათ: ორი სიგარა იყიდეთ და, თუ თქვენ ერთის მეტს არ მოსწევთ,
უფასოდ გაგატარებთ ფრანგისხევში ერთი წუთით, ისე აგიმგზავრებთ.
- ორივეს მოგართმევთ, - მითხრა. მომცა კიდეც. კი, რასაკვირველია. იმ რესტორნის
ნახევარი კი ამაცალა იმ კაცმა, მე და გროვერ უინბუშს რომ გვეკუთვნოდა, მაგრამ ვინ
იცის, ამ ამბით ვინ იზარალა? ის რესტორანი რომ არ წაერთმია, გავიხედოთ და
გროვერი შიგ იმ დაწესებულებას გახსნიდა, ფრანგულ სურათებს რომ უჩვენებენ ხალხს,
ჰოდა, მეც იქ ვიქნებოდი ახლა, სადაც გროვერ უინბუშია - აგურის საწყობში
ვიდგებოდი ღამის დარაჯად.
ერთი სიტყვით, ავიყვანე ფრანგისხევში ის კაცი. გზადაგზა მივსაუბრობდით, თუკი
საუბარი ეთქმის იმ მონოლოგს, ფლემ სნოუპსთან მუსაიფისას რომ წარმოთქვამ კაცი.
ოღონდ გაჩუმებაც არ ეხერხება. სულ იმის იმედი გაქვს - იქნებ რამე დავტყუოო.
თქვენც კარგად მოგეხსენებათ, დუმილი იმიტომ არის ოქრო, იშვიათი რომაა, ხალხმა
იშვიათად იცის ხოლმე გაყუჩება. ჰოდა, ყოველ გზობაზე იმას იფიქრებს კაცი - ახლა
კი ამ საქმის ნაღდ სპეციალისტს მივაკვლიეო. რაღა თქმა უნდა, ვერც ამ გზობაზე
დასტყუებ რამეს და ვერც იმ გზობაზე, სპეციალისტიც იმიტომ გახლავთ სწორედ ის
კაცი. ოღონდ იმედს მაინც არც როდის არ გადაიწურავ ხოლმე. ჰოდა, მივდიოდით იმ
გზაზე, ვლაპარაკობდით ამ მთისას, იმ მთისას, რასაკვირველია, უფრო ამ მთისას,
ვიდრე იმისას. სამ-ოთხ მილს რომ გავივლიდით, ის კაცი ღეჭვას შეაჩერებდა,
სარკმელში გადააფურთხებდა და იტყოდა - ჰო-ო, ან - ასე-ე, ან კიდევ - უყურე
შენო, ჰოდა, მერე, გორა რომ დაგვრჩა გადასავლელი უორნერის გზაჯვარედინამდე, დუქნისკენ ნუ, სახლისკენ წავიდეთო, მითხრა.
- რა ბრძანეთ? - მე ვუთხარი. - ბიძია ბილს ახლა სახლში რა უნდა, დილდილაობით ყოველთვის დუქანში იცის ყოფნა.
- ვიცი, - მითხრა, - იქით შეუხვიეთ. - ჰოდა, შევუხვიეთ და ის იყო. დუქნის წინ
ჩავლა კი არა, შორიდანაც არ მოგვიკრავს თვალი იმ დუქნისთვის, სახლს მივადექით,
ჭიშკარს.
- თქვენ ბრძანეთ - ერთი წუთითო, - მე ვუთხარი. - მეტი თუ გამაჩერეთ აქ, ორი
სიგარა კიდევ იქნება თქვენზე.
კარგიო, - მითხრა, გადავიდა და გზაწვრილს გაუყვა სახლისკენ. მე მოტორი
გამოვრთე, ვიჯექი და ვფიქრობდი ჩემთვის: კი, მაგრამ - რანაირად? მისის
უორნერთან მოსულა, ბიძია ბილთან კი არა, მისის უორნერთან. თანაც სამ დოლარს
ზედმეტს მაძლევდა აქ ამოყვანისთვის (თვითონ შემომაძლია-მეთქი, ის მინდა
გითხრათ. ახლა კი ვიცი, ათიც შემეძლო გამომერთმია იქ აყვანისთვის).
არა, რანაირად-მეთქი, იმას კი არა, ვინ-მეთქი, - იმას ვფიქრობდი, ვინ უნდა
იცოდეს-მეთქი ეს ამბავი, უკეთ რომ ვთქვათ, ვცდილობდი მეფიქრა იმ ხანმოკლე
დროის განმავლობაში, რაც საფიქრალად მქონდა დარჩენილი, იმიტომ, რომ, რაკი იმ
კაცმა - ერთ წუთში მოვათავებო, ასე თქვა, მოასწრებდა კიდეც ერთ წუთში. მაინც
ვინ უნდა იყოს-მეთქი? მე არ ვიქნებოდი, ცხადია, იმიტომ, რომ რეტლიფს
ვეღარაფერს გამოდნებოდა ის კაცი. არც იურისტი სტივენსი, არც ლინდა და იულა, ის
იმხელა ამბავი რომ ატეხეს, კოლეჯში გამგზავრების ამბავი (შეიძლება ითქვას,
უკანასკნელი სნოუპსური სკანდალი იყო ის ამბავი, მთელ ოლქში გახმაურებული),
რადგან ესეც მოთავებული საქმე გახლდათ. ყოველ შემთხვევაში, ლინდა ოქსფორდის
კოლეჯში იყო უკვე; მანფრედ დე სპეინს სათვალავში არ ვაგდებდი, რადგან მისი
მხარე არ მეჭირა, თუმცა წინააღმდეგიც არ ვყოფილვარ მისი.
ოღონდ მოსაზრებით ვერაფრის მოსაზრება ვერ მოვასწარი. ერთ წუთზე ცოტათი მეტმა,
ოღონდ ორ წუთზე ნაკლებმა გაიარა, ვიდრე ის კაცი სახლიდან გამოვიდოდა თავისი
შავი შლაპითა და ბანტად განასკვული ჰალსტუხითურთ, კვლავაც გაუწყნარებლად
მღეჭველი (არა მგონია, სახლში შესულს ღეჭვა შეეწყვიტოს ან შლაპა მოეხადოს).
მანქანას მოადგა, გადააპურჭყა და ჩაჯდა. მე კიდევ მოტორი ავამუშავე და ვუთხარი:
- ორ წუთზე ცოტათი ნაკლები დრო გავიდა, კარგი, ბატონო, ერთი სიგარის მეტი არ
მერგება თქვენგან.
კარგიო, - მომიგო, მე პირველი სიჩქარე ჩავრთე, ოღონდ კონუსისთვის ფეხი არ
ამიშვია, ისე ვუთხარი:
- მისის უორნერი სახლში თუ არ დაგხვდათ, ალბათ დუქანთან გინდათ ჩაიაროთ და
ბიძია ბილს დაუბაროთ - ბარათი ქუდების საკიდზე დავუტოვეო?
ის კიდევ, ერთ-ორ წამს ისევე იღეჭებოდა, მერე ნაღეჭი თამბაქო პირში დააგორგალა,
სარკმლისკენ გადაიხარა, ერთხელაც გააფურთხა და მოკალათდა ისევ. ჰოდა,
გავუყევით, როკიფორდში ავედით, იქ მისის ლედბეტერს საკერავი მანქანა გადავეცი,
იმან სადილად დაგვპატიჟა, ვისადილეთ და უკან გამოვბრუნდით, ჰოდა, ამ დილას
ოთხ საათზე ბიძია ბილი ფლემის სახლს მოადგა ჯოდის მანქანით, ზანგი შოფერი რომ
უჯდა საჭეს, და კი ვიცი, რამაც წამოახტუნა ასე უთენია, - მისის უორნერის საქმე
გახლდათ სულ.
ისიც ვიცი, რომ ბიძია ბილი ნავახშმევს მაშინვე წვება დასაძინებლად, წლის ამ დროს
ჯერაც დაღამებული რომ არაა, ჰოდა, მერე ღამის პირველ ან ორ საათზე იღვიძებს.
კი, მზარეული ქალი კაი ხანია მიაჩვია იმ ამბავს, წამოხტეს და საუზმე მოუმზადოს
ხოლმე; ოღონდ ბიძია ბილს ის ამბავი რას ეყოფა, ერთი ზანგის ქალი რომ ქვაბებს
არახუნებდეს სამზარეულოში, ყველამ უნდა გაიღვიძოს, მარტო გაღვიძებაც არ კმარა,
უნდა ადგნენ კიდეც, რადგან ბიძია ბილი ხმაურით მიდი-მოდის, კარს მიიჯახუნებს
და - ეს მომიტანეთ, ის მომიტანეთო, ღრიალებს, სანამ მისის უორნერიც არ
წამოდგება და არ ჩაიცვამს. მაშინ ბიძია ბილი საუზმეს გეახლებათ, მერე სავარძელში
ჩაესვენება ჩიბუხის მოსაწევად, შემდეგ კი ისევ წვება და დილამდე სძინავს. ოღონდ
მისის უორნერი ისე ფხიზლდება, მეტს ვეღარ იძინებს ხოლმე.
ჰოდა, ამ ერთხელ იმარჯვა მისის უორნერმა და ის იყო. არ ვიცი, რა უთხრა ან რა
გადასცა ფლემმა ისეთი საშინელება რაღაცა, რომ ბილი ღამის ორ საათზე გამოვარდა
ქალაქისკენ. ოღონდ მისის უორნერისთვის მთავარი ის იყო, მშვიდად გამოეძინა
როგორმე. ასე რომ, არც არაფერი უთქვამს და არც უჩვენებია, სანამ მის ქმარს
ჩვეულებრივად, ორ საათზე არ გამოეღვიძა. ჰოდა, თუკი ფლემმა ისეთი რაღაცა
მიუტანა, რასაც ახსნა-განმარტება არ სჭირდებოდა, მისის უორნერს ადგომაც არ
მოუხდებოდა, ისიც იკმარებდა, ლამპის გვერდით დაედო ის რაღაცა, ჰოდა, ბიძია
ბილმა ასანთი რომ აანთო, ლამპას მოუკიდა და ის რაღაცა დაინახა, იმხელა ამბავი
ატეხა, მთელი სახლი და ყველა მეზობელი წამოაგდო ფეხზე.
ვერ გეტყვით, რა იყო ის რაღაცა. ოღონდ ქაღალდის უბრალო ნაგლეჯი ნამდვილად არ
ყოფილა, საიმისოდ გამიზნული, რომ ბიძია ბილი დაეშინებინა და ისეთი რამე
გაეკეთებინებინა მისთვის, რის გაკეთებასაც მანამდე არ აპირებდა. იმიტომ რომ ბიძია
ბილი მფრთხალი კაცი არ გახლავთ და ფლემ სნოუპსსაც მოეხსენება ეს ამბავი.
ვიღაცების ამბავი იყო ის ამბავი, ჰოდა, იმნაირი ვიღაცები, ვისი გულისთვისაც ბიძია
ბილი იმას იზამდა, რის გაკეთებასაც არ აპირებდა მანამდე, იულა და ლინდა
გახლდნენ, ფლემი კი არა. ბარე ოცი წელიწადი იქნებოდა, რაც ბიძია ბილს
გადაწყვეტილი ჰქონდა, რასაც დამართებდა ფლემს, თუკი შედრკებოდა ის რამეზე,
თვალი უმტყუნებდა, ან შეყოვნდებოდა მაინც.
ანდა თავად რატომ ეახლებოდა ბიძია ბილს ამ ამბავზე ფლემი? ბანკის ამბავი რომ
ყოფილიყო ის ამბავი, ფლემმა წინასწარვე იცოდა, რომ მისის უორნერს უჩვენებდა იმ
რაღაცას ან ეტყოდა თუ არა, ბიძია ბილი მაშინვე გავარდებოდა ფრანგისხევიდან
ჯეფერსონში, ოღონდ მაშინ ეს ამბავი, ადრე იქნებოდა თუ გვიან, იულასაც
შეეხებოდა. და, თუმცა ბიძია ბილი მფრთხალი კაცი არაა და ფლემ სნოუპსაც
მოეხსენება ეს ამბავი, არც ფლემ სნოუპსი გახლავთ მფრთხალი კაცი და ესეც იცის
ყველამ. გულოვანი კაცი რომ გულოვანი კაცია, იმასაც შეეშინდება იმ დუქანში
შესვლა, ბილ უორნერთან მიახლება და მისთვის იმის თქმა - შენი ქალიშვილი ისევ
ისე იქცევა, აგერ, თვრამეტი წელიწადია, სხვა კაცს უწვება ლოგინში და მის ქმარს
იმის თავიც არა აქვს, გადაწყვიტოს, როგორ მოუაროსო.
19. ჩარლზ მალისონი
ეს ყოველივე ცირკის ჩამოსვლას ჰგავდა, ან კიდევ საოლქო ბაზრობას. ანდა არა:
ყველა ახლომახლო ოლქის ან თუნდაც შტატის მონადირეთა თავყრილობას ჰგავდა ეს
ამბავი, იმიტომ, რომ ჩვენ გაკვეთილებიდანაც კი დაგვითხოვეს. ოღონდ ეს ამბავი
ბაზრობასა და ნადირობაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან საქმე სიკვდილით
დამთავრდა, თუმცა კი ჩვენ მაშინ არაფერი ვიცოდით, ცხადია.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გაკვეთილებიდან დაგვითხოვეს, თუმცა სულ არ
ველოდით ამას. გეგონებოდათ დროც, გარემოებანიც, სივრცეც ისეთ რაღაცას იფარავს
თავის თავში, რაც უეჭველად უნდა მოხდეს, ან შესაძლოა, მაინც მოხდესო. ჰოდა,
ახლა ჟამმა ჩამორეკა და ეს ამბავი უნდა მომხდარიყო მისისიპის შტატის ქალაქ
ჯეფერსონში, - სცენაც გაემზადებინათ უკვე და დეკორაციებიც დაედგათ.
გაკვეთილებიდან სამშაბათ დილას დაგვითხოვეს. იმ კვირას გზის ინჟინრის ოჯახი
ჩამოსახლდა ჯეფერსონში და იმათი ბიჭი მეორე კლასში დასვეს. დედამისმა რომ
მოიყვანა, ალბათ უკვე ავად იყო, რადგან იმავე დღეს მოუხდა შინ გაბრუნება;
დედამისს შეუთვალეს, მოვიდა ის ქალი და წაიყვანა, ღამით კი მემფისს გაამგზავრეს
ბიჭი. ოთხშაბათს მოხდა ეს ამბავი, ჰოდა, ორშაბათსღა შეგვატყობინეს ჯეფერსონში იმ ბავშვს პოლიომიელიტი აღმოაჩნდა, სკოლა უნდა დაიხუროსო, შემდეგში რა უნდა
გაკეთდეს ან რა არ უნდა გაკეთდეს, ამას მერე გადავწყვეტთო. ასე იყო თუ ისე,
აპრილში დაგვითხოვეს მოულოდნელად, როცა აზრადაც არ მოგვივიდოდა ამნაირი
რამე. გაგეღვიძება აპრილის დილას და იფიქრებ კაცი - ნეტავი აპრილში არ მატარა
სკოლაში, უკეთესი დრო რომელიაო; ჰოდა, მერე იმას იტყვი გუნებაში - შემოდგომის
გარდა, როცა გარეთ გრილა, ოღონდ არ აცივებულა ჯერ, ხეები წითელ-ყვითლად
არის აბრიალებული და შეგიძლია მთელ დღეს ინადიროო; მერე სხვა რამესაც გაივლებ
გულში - ზამთრის გარდა, საშობაო არდადეგები რომ გათავდება და ზაფხულამდე
სასიკეთოს არაფერს უნდა ელოდეო; ჰოდა, ბოლოს დაასკვნი - წელიწადის ყოველი
დრო მშვენიერია, ოღონდ კი სკოლაში არ მატარა, ასე რომ, კაცმა რომ თქვას, სკოლა
კარგი რამეა, რადგან უსკოლოდ არდადეგებიც ხომ არ იქნებოდაო.
ერთი სიტყვით, დაგვითხოვეს და კაცმა არ იცოდა, რამდენი ხნით ვიყავით
დათხოვილი. ესეც მშვენიერი რამე გახლდათ, იმიტომ, რომ იმის თქმა კი აღარ
გვიხდებოდა - ორი დღეღა დარჩაო ან - ერთი დღე დარჩაო, - ისე უნდა
გაგვეხარებინა გული არდადეგებით დღესაც, ხვალაც და, ვინ იცის, იქნებ ზეგაც,
ჰოდა, ვინ იცის, იქნებ მაზეგაც. ასე რომ, ხუთშაბათს ბავშვებიც კი (რომლებიც,
გზის ინჟინრის შვილი რომ არა, სკოლაში უნდა ვყოფილიყავით) მივხვდით უკვე ბანკის პრეზიდენტის კაბინეტში რაღაცა ამბავი ხდებაო; ჯეფერსონის ძველ ბანკში კი
არა, მეორეში, ჯერაც „ახალ ბანკს“ რომ ვუწოდებდით, ანდა „პოლკოვნიკ სარტორისის
ბანკს“, თუმცა პოლკოვნიკი კაი შვიდი წლის მკვდარი იყო უკვე და ბანკის
პრეზიდენტი მისტერ დე სპეინი გახლდათ; ჰოდა, რაღაცა საკვირველს ველოდებოდით,
რადგან იმ ამბის მოსახდენადაც იყო, დრომ, გარემოებებმა (აღარც ვიცი, რომელი
ვთქვა) სცენა რომ გაამზადეს და სკოლა დაცალეს.
არა, არც იმის თქმა იქნებოდა სწორი - სცენა მხოლოდ ბანკი იყოო, დრომ,
გარემოებებმა, სივრცემ (აღარც ვიცი, რომელი ვთქვა) შუა აპრილში დაცალეს სკოლა,
რათა ყოველივე სწორედ იმ ოთხ კედელს შუა მოხდესო. სცენა მთელი ჯეფერსონი
გახლდათ, ჯეფერსონის ყველა კედელი, მთელი მიწა, რომელზეც ისინი იდგნენ, მათი
გარემომცველი ჰაერი; ჯეფერსონის ყველა კედელი და მთელი არე, სადაც კი ხალხი
იძვროდა, სულს ითქვამდა, თუ ერთიმეორეს ესიტყვებოდა. ჩვენ სადილად ვისხედით
უკვე, გევინ ბიძიაღა გვაკლდა, თუმცა, ჩვეულებრივ, თუკი ქალაქიდან არ იყო
გასული სამსახურის საქმეზე, იმან სადილად დაგვიანება არ იცოდა; ჰოდა, რა
შემოვიდა, უმალვე ვიგრძენით, სასიკეთო რომ არაფერი მომხდარიყო. მე ყოველთვის
როდი ვატყობდი შესახედავად, როცა გევინ ბიძიას სასიკეთოდ არ ჰქონდა ხოლმე
საქმე, ოღონდ იმიტომ კი არა, თორმეტი წლის რომ გახლდით მხოლოდ, არამედ
უფრო იმიტომ, რომ სულაც არ იყო საჭირო გევინ ბიძიასთვის შეგეხედათ, რადგან
დედაჩემის შემხედვარეც მშვენივრად მიხვდებოდით ყველაფერს, რაკი ტყუპი იყვნენ
ისინი. ჰოდა, დედას რომ ვეკითხებოდი - რა დაგემართა-მეთქი, მეც ვიცოდი,
დედამაც და სხვებმაც იცოდნენ, რომ იმას ვეკითხებოდი - გევინ ბიძიას რა დაემართამეთქი?
ესეც არ იყოს, შეგვეძლო გულდაჯერებულნი ვყოფილიყავით, რომ მამაჩემი სულერთია,
ყოველივეს გამოიძევდა. გევინ ბიძია ბოლოს და ბოლოს შემოვიდა, დაჯდა, ხელსახოცი
დაიფინა და მიკიბულ-მოკიბული თქვა რაღაცა. ჰოდა, მამამ შეხედა, მერე ისევ ჭამას
შეუდგა და ბოლოს ისევ მიაჩერდა გევინ ბიძიას.
- ჰო, - თქვა მერე. - ამბობენ, ბილ უორნერი დღეს უთენია წამოაგდეს ლოგინიდან
და ქალაქში ჩამოაბრძანეს, მანფრედ დე სპეინი რომ დაძრასო. საით უნდა დაძრას
ნეტავი?
- რა-ა? - გევინ ბიძიამ თქვა.
- რა დაძვრა უნდა იმ კაცს, უკვე ბანკის პრეზიდენტი რომაა? - თქვა მამამ.
- ჩარლი, - უთხრა დედამ.
- იქნებ ისე ვერ ვთქვი, როგორც საჭირო იყო, - განაგრძო მამაჩემმა. - ისეთი სიტყვა
მჭირდება, რომელიც იმას აღნიშნავს, კაცი რომ უნდა დაძრან ლოგინიდან...
- ჩარლი! - დედამ უთხრა.
- ...სადაც ისედაც არ იყო მისი ადგილი, ჰოდა, ფლემს კიდევ ფრანგისხევში მოუწია
ასვლამ სიმამრთან, იმ სიმამრს რომ ეთქვა სწორედ ის სიტყვა...
- ჩარლზ! - უთხრა დედამ. აი, რანაირი ამბავი გამოგვივიდა. ვითომ ამ ჩვენს
ჯეფერსონში კაი თვრამეტ წელიწადს რაღაცა ხდებოდა, ახლა უკვე სულერთია, კარგი
იყო თუ ცუდი ის რაღაცა, რადგან ჩვენეულად იქცა უკვე, იმდენ ხანს
გვესისხლხორცებოდა, რომ ნაიარევიც აღარ გვატყვია, გინდაც ლურსმანი ყოფილიყოს,
სამიოდე წლის წინ ხეს მიჭედებული, მისი შემბღალველი და მისთვის ტკივილის
მიმყენებელი. ოღონდ ხეს ხომ სხვა არჩევანი არ ჰქონია: ან პრინციპულად უნდა
აღშფოთდეს და უგულებელყოს ის შებღალვა, მომავალი გაზაფხულის ცხოველი წვენი
გაიღოს მსხვერპლად, ან კიდევ მორჩილად მიენდოს სიცოცხლესაც და შებღალვასაც;
ჰოდა, დრო გაივლის და ლურსმანიც გაქრება. ესე იგი, ხეში ჩარჭობილი კი იქნება
ისევ, ოღონდ თვალში ისე აღარავის მოხვდება, ქერქით გადაიფარება; კი, ნუჟრი,
კორძი კი დააჩნდება, მაგრამ დრო გაივლის და სხვა ხეები შეუნდობენ ამ ამბავს და
მთელი სამყარო შეეგუება იმ ხესაც და იმ კორძსაც, ჰოდა, მერე, ერთ მშვენიერ დღეს,
ხერხი იქნება თუ ნაჯახი, იმ ძველ ლურსმანზე მოუხვდება პირი.
ჰოდა, ახლა, თვრამეტი წლის შემდეგ, ის ხერხი შურისგებისა, რომელსაც ჩვენ, რაღა
თქმა უნდა, სათნოებისა და სამართლიანობის ხერხს ვუწოდებდით, ლამის შეეხო იმ
მიმალულ,
ფარულ,
თუმცა
ქერქით
ჯერაც
გადაუფარავ
ლურსმანს,
ჩვენი
საზოგადოების ზნეობრივი ხის ტანში ჩამჯდარს; ის ლურსმანი უკურნებელი წყლულის
აღმძვრელი გახლდათ, რადგან ცოდვა კი არ ყოფილა მხოლოდ, მომაკვდინებელი
ცოდვა იყო, ისეთი რამ, საერთოდაც რომ არ უნდა არსებობდეს, თავად ის ცნებაც კი
თავისთავს უნდა აშთობდეს თვითონვე, და მაინც, სჩადიან კაცნი იმ ცოდვას,
გამუდმებით სჩადიან, ყველგან სჩადიან სულაც დაუსჯელად. ჰოდა, ის ორნი
თვრამეტი წლის განმავლობაში არამცთუ ფეხქვეშ თელავდნენ სათნოებას და ზნეობას,
იძულებულსაც ხდიდნენ, თავიანთი კალთა გადაეფარებინათ მათთვის მხოლოდ
იმიტომ, რომ კვალს არასოდეს ტოვებდნენ: სინამდვილეში ხომ ჯერ არავის წაესწრო
მათთვის.
ზნეობის
შემლახველნი
იყვნენ
ისინი,
ეკონომიკის
მხარდაჭერით
გულმოცემულნი,
რადგან
მათი
მხილება
ბანკის
რეპუტაციისა
და
გადახდისუნარიანობისთვის იქნებოდა სახიფათო.
მთელი ქალაქი ორ ბანაკად გაიყო და ის ბანაკებიც, თავის მხრივ, ასობით
დამოუკიდებელ, გამოცალკევებულ ბივუაკად დანაწილდა: ქალები, რომელთაც მისის
სნოუპსი იმის გამო სძულდათ, პირველმა რომ მოიგდო ხელში მისტერ დე სპეინი,
ხოლო მისტერ დე სპეინი იმის გამო - მათ თავს მისის სნოუპსი რომ ამჯობინა, და
კაცები, რომელთაც ეჭვის ჭია იმიტომ კლავდა, რომ მისტერ დე სპეინის ადგილას
სურდათ ყოფნა, ანდა ეზარებოდათ მისტერ დე სპეინი, რადგან მათზე ახალგაზრდა და
გულმაგარი (თვითონ, რაღა თქმა უნდა - ქუდბედიანიო, ასე ამბობდნენ) იყო ის
კაცი; და ორივე სქესის ხალხი, ანდა არა - რაღაც ამაზრზენი საშუალო სქესის ხალხი,
რომელსაც იმიტომ სძაგდნენ მისის სნოუპსი და მისტერ დე სპეინი, რომ ამათ ისეთი
რამ გამოეგონებინათ, რის ქმნაც იმ ხალხს რაღაც მიზეზის გამო არ შეეძლო, ჰოდა,
ამიტომ იმ დიდმშვენიერებას არამცთუ მომავალში აღარ უნდა ეარსება, წარსულშიც არ
უნდა არსებულიყო - ამ სქესის ქალებს ის დიდმშვენიერება იმის გამო სძაგდათ,
აუცილებლად, უეჭველად უნაყოფო რომ იყო, ხოლო ამ სქესის მამაკაცებს იმიტომ
ჰყავდათ მოძულებული, რომ წკრიალა ფულის ცივი მისანდობლობა სისხლის
დაუოკებელი აზავთებისთვის ემჯობინებინათ. ეს ხალხი არამცთუ მფარველობდა
ცოდვას, არამედ თავადაც სასტიკად იტანჯებოდა, დე სპეინის ბანკის გამო ცოდვილთა
დაფარვა რომ უხდებოდა ნება-უნებლიეთ. ორი ბანკი-მეთქი. ერთნი ამბობდნენ - ახლა
კი უნდა ვამხილოთ ის ცოდვა, ისედაც ნამეტანი დიდხანს გაგრძელდაო - თვრამეტ
წელიწადს; სხვანი იტყოდნენ - ახლა პირზე წადგომა და ამით ჩვენი საკუთარი
სიმდაბლის გამოაშკარავება სახიფათოა, რაკი ამას ამდენი ხანი ჩვენ თვითონვე
ვფარავდითო.
არადა, იმ ხერხს ძებნით სულ არ უძებნია ლურსმანი. ჯეფერსონისთვის ხერხი
ლურსმანს უკვე მოხვედრილი იყო; ახლა იმასღა ველოდებოდით, იმ ხის ანატკეჩები
(ხის და არა ხერხის, არამც და არამც ხერხის - არა: ლურსმანს მოხვედრილი ის
სათნო და გაუტეხელი ზნეობრივი იარაღი ნახლეჩებად რომ წასულიყო, ჩვენ ისღა
დაგვრჩებოდა, ყველაფერზე ხელი ჩაგვექნია და დავრწმუნებულიყავით, რომ ბაპტისტურ
პრინციპებს დამყარებული მთელი ჩვენი ცხოვრებისეული წყობა თვალთმაქცობა და
არარაობაა მხოლოდ) ჩვენს ტყეში რომელ მხარეს მიმოიფანტებაო.
ასე იყო ეს ამბავი მთელი იმ დღის განმავლობაში, ვიდრე ის ბერიკაცი, მისტერ
უორნერი მისტერ სნოუპსის სახლში იმალებოდა თუ იმყოფებოდა. ჩვენ დანამდვილებით
ისიც არ ვიცოდით, მართლა ქალაქში იყო თუ არა, ნახვით ხომ არავის ენახა;
რეტლიფმა კი გვაუწყა - თავისი ვაჟიშვილის ავტომობილით ჩამოვიდაო დილის ოთხ
საათზე, ოღონდ დაბეჯითებით ამის თქმაც არ იქნებოდა, ერთადერთი ის იყო, რომ
რეტლიფი მთელ ღამესდარაჯობდა სნოუპსის სადარბაზოს, მაგრამ მისტერ უორნერი იქ
იყო, კი უნდა ყოფილიყო იქ, აბა, მთელ ამხელა ამბავს რა აზრი ექნებოდა? მისტერ
დე სპეინის ოქროს შარავანდედმოსილი ბანკიც კვლავინდებურად მშვიდად და საქმიანად
მუშაობდა სამ საათამდე, ვიდრე დახურვის დრომ არ მოატანა; და თითქმის მაშინვე
კრისტიანის აფთიაქიდან მოსულმა ბიჭმა მიუკაკუნა ბანკის გვერდით კარს; ხელთ
უცვლელი ლანგარი ეჭირა „კოკა-კოლას“ ოთხი ჭიქითურთ - ორი ბუღალტერი
ქალიშვილისთვის, მოანგარიშე მის კალბრიუსა და მოლარე მისტერ ჰავისისთვის
მორთმეული. ჰოდა, მაშინვე კვლავინდებურად გამოვიდა მისტერ დე სპეინი,
კვლავინდებურად ჩაჯდა თავის მანქანაში და ერთი ფერმისკენ გაემგზავრა, მისი
საკუთრება რომ იყო ახლა თუ ბანკში რომ იყო დაგირავებული; კვლავინდებურად
გაემგზავრა: არც აჩქარება ეტყობოდა, არც პანიკა, არაფერს დაურღვევია ჩვეულებრივი
ფინანსური დღის მსვლელობა. ჰოდა, მერე, იმავე დღეს, შუადღემდე იყო თუ
ნაშუადღევს, ვიღაცამ თქვა - თავად მისტერ სნოუპსიც ვნახეო: ისიც ისეთივე ყოფილა,
როგორიც ჩვეულებრივ იყო ხოლმე - აუჩქარებელი და მშვიდი, პლანტატორის შავი
შლაპით მოსილი, ისევე კვლავინდებურად მიდიოდა თავის იდუმალ და შეუცნობელ
საქმეთა აღსასრულებლად.
ჰოდა, ხუთი საათი შესრულდა უკვე და მაინც, მოხდენით არაფერი მომხდარა; მალე
სავახშმოდაც წავიდ-წამოვიდოდა თავ-თავის სახლებში ხალხი და ერთობ გვიან
იქნებოდა; ჰოდა, მე კი მინდოდა, კაბინეტში ავსულიყავი გევინ ბიძიას მოსაცდელად,
რათა მერე სახლისკენ ერთად გავყოლოდით, ოღონდ მაშინ ჯერ კიბე უნდა ამევლო და
მერე ისევ ძირს დავშვებულიყავი; ჰოდა, იმას ვფიქრობდი - როცა კაცს რამის გაკეთება
ეზარება, როგორ ამართლებს-მეთქი მის სიზარმაცეს ეს სიტყვები - საგაზაფხულო ციებცხელება; მერე ისიც ვიფიქრე - იქნებ საგაზაფხულო ციებ-ცხელება გამართლება სულაც
არ იყოს, რადგან იქნებ მართლა საგაზაფხულო ციებ-ცხელებაა-მეთქი.
ასე რომ, აღარ ავსულვარ, იმ კუთხეში გავჩერდი, სადაც გევინ ბიძიას უნდა
გამოევლო, და იქ დავუწყე ლოდინი. ჰოდა, უეცრად მისის სნოუპსი დავინახე. უმალ
შეატყობდით, რომ ის-ის იყო, კოსმეტიკის კაბინეტიდან გამოსულიყო, ჰოდა,
გამახსენდა, დედაჩემმა რომ თქვა ერთხელ - მისის სნოუპსი ჯეფერსონში ერთადერთი
ქალია, კოსმეტიკის კაბინეტში არასოდეს რომ არ დადის, რადგან არც არაფრად
სჭირდება იქ სიარული, იმ კაბინეტში ისეთი არაფერია, იმ ქალს თვითონვე არ
ამშვენებდესო. ოღონდ ამჯერად სწორედ კოსმეტიკის კაბინეტიდან გამოვიდა მისის
სნოუპსი, ერთი წუთით შეჩერდა, მიმოიხედა, მერე შემობრუნდა და ჩემკენ წამოვიდა,
დამინახა, მომიახლოვდა და მითხრა: „გამარჯობა, ჩიკ“, - ჰოდა, ჩემი კეპი
მოვუხადე, ის კიდევ უფრო ახლოს მოვიდა ხელჩანთაგადაკიდებული, როგორც
კეთილშობილ მანდილოსნებს აქვთ ხოლმე, ჰოდა, გახსნა კიდეც ის ხელჩანთა და
რაღაცა ამოაძვრინა.
- სწორედ შენ გეძებდი, - მითხრა, - ეს ბიძაშენს მიეცი, სახლში რომ მიხვალ.
- კარგი, მემ, - მივუგე. კონვერტი იყო ის რაღაცა.
- მადლობელი ვარ, - მითხრა. - რაო, როდელის ბიჭის ამბავი მეტი არაფერი
უთქვამთ?
- არ ვიცი, მემ, - მივუგე, კონვერტი დაბეჭდილი არ ყოფილა, არც წარწერა ჰქონდა
ზედ.
- იმედია, დროზე გახიზნეს მემფისში, - მითხრა, მერე - კიდევ მადლობელი ვარო,
- დასძინა და წავიდა, როგორც იცის ხოლმე მუდამ სიარული - ისე კი არა, თითქოს
პოინტერი ყოფილიყოს ნაბულის გაკეთების წინ, ლინდასავით, არა, ისე, თითქოს
წყალი მიედინებაო. ხომ შეეძლო, სახლიდანაც დაერეკა გევინ ბიძიასთვის, ჰოდა, ის
იყო, პირიც დავაღე იმის საკითხავად - რაღა თქმა უნდა, დედას არ ვუჩვენო-მეთქი?
- ოღონდ დროულად გავჩერდი. ან რისი მაქნისი იყო ამის კითხვა, დედა ჯერ არც
იქნებოდა შინ დაბრუნებული. თან ისიც გამახსენდა: დღეს ოთხშაბათი დღეა, დედა
სარტორისებთან იქნება წასული ბაირონის წრის შეკრებაზე, თუმცა დედა კი ამბობდა კარგა ხანია აღარც არაფერს ვკითხულობთ და აღარც რამეს ვისმენთ, იმიტომ, რომ
ახლა ბრიჯს ვთამაშობთო; ოღონდო, დედამ ისიც თქვა, როცა მის ჯენი დიუ პრე
გვეწვევა ხოლმე ჩვენს შეკრებაზე, ყავას და „კოკა-კოლას“ კი აღარ ვჯერდებით,
არამედ პუნშს და კოქტეილებს გეახლებითო.
ასე რომ, არაფერი არ მომხდარა, ჰოდა, ახლა ერთობ გვიან იყო უკვე, მზე ჩადიოდა,
ჩვენი მსხალი ერთი თვის წინ დაყვავილებულიყო და ჯაფარა შინდის ხეზე სტვენდა
ხოლმე ღამღამობით, - საკვირველია სწორედ, სხვაგან რატომ არ გადაფრინდება და
ძილს არ დააცლის კაცს. შინ არავინ დამხვედრია, ოღონდ ალეკ სენდერი
ჩამომჯდარიყო კართანაზე ხელში ბურთის და ტაფელის მჭრელი. - მოდი აქ, მითხრა, - ბურთს დაგირტყამ ერთი-ორჯერ. - მერე მითხრა: - კარგი, შენ დამირტყი
და მე მოვიგერიებ.
სახლში თითქმის ბნელოდა. ვახშმის სუნი მომწვდა, ესე იგი, გვიან იყო უკვე, ალბათ ყველაფერი დასრულდა: მისტერ დე სპეინი თავის ახალ ავტომობილში ჩაჯდა
და იმის სანახავად წავიდა, ბამბა რა შემოსავალს მისცემდა; მისის სნოუპსმა კიდევ
კოსმეტიკის კაბინეტში თმა დაიხვია თუ სხვაფრივ მოირთო, იქნებ წვეულება აქვს
ამაღამ სახლში და საიმისოდ ემზადებოდა, ასე რომ, იქნებ ჯერ არც არაფერი
დაწყებულიყოს; იქნებ მისტერ უორნერიც არ არის ქალაქში, არამცთუ არ ჩამოსულა,
იქნებ არც უფიქრია ჩამოსვლა, ჰოდა, ისე გამოდის, რომ რიდელის ბიჭის
პოლიომიელიტმა გამოგვიწყო ეს არდადეგები და მეტი არაფერი. მაგრამ ამასობაში
ისიცშემომესმა, გევინ ბიძია როგორ შემოვიდა და კიბეს როგორ შემოუყვა, ჰოდა, კიბის
თავთან შევეგებე, წერილის ხელში მჭერი. ჯერ მხოლოდ სილუეტს ვხედავდი მისას,
კიბეზე რომ ამოდიოდა, ოღონდ მერე, თუმცა კი ბნელოდა, უცებ მისი სახე გავარჩიე
და უცებვე ვთქვი:
- არ ივახშმებ, ხომ?
- არა, - მომიგო იმან. - დედას უთხარი.
- აჰა, - ვთქვი და კონვერტი გავუწოდე, და იმანაც ჩამომართვა ბარათი.
20. გევინ სტივენსი
ოღონდ წახემსებით მაინც უნდა წამეხემსებინა. ჩემს კაბინეტში შევიარე, კარი გავაღე
და რაზასანაბარა დავტოვე, მერე ჰაროუეის დუქნისკენ გავემგზავრე სემინარი-ჰილზე და
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ქალაქი - 22
  • Parts
  • ქალაქი - 01
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 1948
    28.4 of words are in the 2000 most common words
    39.5 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 02
    Total number of words is 3992
    Total number of unique words is 1824
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 03
    Total number of words is 3892
    Total number of unique words is 2027
    28.8 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 04
    Total number of words is 4126
    Total number of unique words is 1771
    33.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 05
    Total number of words is 3979
    Total number of unique words is 1874
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 06
    Total number of words is 3952
    Total number of unique words is 1875
    31.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 07
    Total number of words is 3971
    Total number of unique words is 1883
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 08
    Total number of words is 3954
    Total number of unique words is 1822
    30.2 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 09
    Total number of words is 3924
    Total number of unique words is 1905
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 10
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 1912
    29.8 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 11
    Total number of words is 3974
    Total number of unique words is 1897
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 12
    Total number of words is 4111
    Total number of unique words is 1678
    32.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 13
    Total number of words is 4103
    Total number of unique words is 1775
    34.3 of words are in the 2000 most common words
    46.5 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 14
    Total number of words is 3967
    Total number of unique words is 1939
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.4 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 15
    Total number of words is 3895
    Total number of unique words is 1868
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    50.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 16
    Total number of words is 3993
    Total number of unique words is 1860
    33.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 17
    Total number of words is 4054
    Total number of unique words is 1839
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 18
    Total number of words is 4154
    Total number of unique words is 1727
    33.2 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 19
    Total number of words is 3843
    Total number of unique words is 1854
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.2 of words are in the 5000 most common words
    46.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 20
    Total number of words is 3871
    Total number of unique words is 1877
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.9 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 21
    Total number of words is 4048
    Total number of unique words is 1843
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.9 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 22
    Total number of words is 4060
    Total number of unique words is 1866
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.4 of words are in the 5000 most common words
    50.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 23
    Total number of words is 3959
    Total number of unique words is 1758
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 24
    Total number of words is 4043
    Total number of unique words is 1842
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 25
    Total number of words is 3466
    Total number of unique words is 1703
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.