Latin
Total number of words is 3892
Total number of unique words is 2027
28.8 of words are in the 2000 most common words
39.9 of words are in the 5000 most common words
45.3 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ქალაქში ფლემის შესანაცვლებლად - ტყავისღვედებიანი ფოლადის საყელური ეკეთა.
სნოუპსების არაფერი ეცხო. რეტლიფმა მიამბო - სახერხში დაემართაო ეს ამბავი.
(მისმა სახლიკაცებმაც იცოდნენ, ფლემმაც იცოდა, სნოუპსი რომ არ იყო: ხეტყის
სახერხში უკრეს თავი, ისეთ ადგილას, სადაც, პატრონი რომ პატრონია, ფინანსური
გენიოსი თუ არ იქნა, უეჭველად გაკოტრდება, ჯიბიდან გავარდნილს კიდევ, იქ
არაფერი ესაქმება, რადგან ხეტყის გარდა მოსაპარავი არაფერია, ჰოდა, ერთი ვაგონი
ყავრის აწაპვნა იგივეა, რაც ფოლადის სეიფის ანდა იმ... კი, კი, იმ ავზის ათაქვა.)
ჰოდა, ადგა ფლემი და ბილ უორნერის სახერხში უკრა ეკს თავი (ასე რომ არ ექნა,
მგონი, ისღა დარჩენოდა, მოეწამლა ან თოფით მოეკლა, ვითომ მიჯანდაგებული
ქოფაკი ან უვარგისი ჯორი ყოფილიყოს); რეტლიფმა გვიამბო: ერთხელ ეკს უთქვამს თითო დოლარს თუ მოგვცემთ, მე და ის მუშა ზანგი (სხვებზე ჯანიან და სხვებზე
გამოშტერებულ ზანგზე უთქვამს) იმ უშველებელ კვიპაროსის მორს ავწევთ და ხერხს
დავუდებთო. ასე მორიგებულან ამ საქმეზე (ხომ ვთქვი უკვე, ერთი - სნოუპსთაგანი
არ იყო, ხოლო მეორე ჭკუაზე მწყრალად ბრძანდებოდა-მეთქი); აუწევიათ კიდეც ის
უშველებელი ხე, მხარზე გაუდვიათ, და ამ დროს ზანგს ფეხი დასხლტომია თურაღაც
უბედურება დამართია, ერთი სიტყვით, დაცემულა. ეკს რა, ეკს შეეძლო, სულაც
ხელი შეეშვა მორისთვის და განზე გამხტარიყო. თქვენც არ მომიკვდეთ: სნოუპსების
რომ აღარაფერი ვთქვათ, ისედაც სად მოიძებნებოდა იმნაირი დამთხვეული, არ
გამოსცლოდა, მხარი არ გამოერიდებინა და დარტყმა საკუთარ თავზე მიეღო? ზანგის
მხარზე ნადები ბოლო მიწას დაასკდა, ეკი კიდევ, იდგა თურმე იმ მორს
შეყუდებული, ვიდრე ვიღაცამ არ მოიფიქრა და ზანგი არ გამოათრია ხის ქვეშიდან.
ამ ამბავშიც არ იყო უბრალო სიმარჯვე, სნოუპსური სიმარჯვის რომ აღარაფერი
ვთქვათ: უნდა გამომხტარიყო, უნდა მოესაზრებინა - ჯოდი უორნერი რომ ჯოდი
უორნერია, თავისივე ზანგის გადარჩენისთვის ისიც არაფერს გამოიმეტებსო. არა, იდგა
თურმე, იმ წყეულ ხეს იმაგრებდა, ამასობაში პირიდან სისხლი წასკდომია. კიდევ
კარგი, ვიღაცას მოუფიქრებია, მორისთვის ბიჯგი შეედგა და იქიდან გამოერიდებინა.
ხის ძირში მიმჯდარა ერთიანად მოკრუნჩხული, სისხლს აფურთხებდა და თავის
ტკივილს უჩიოდაო. („ის არ მითხრათ ოღონდ - ის დოლარი კი გადაუხადესო, ვთქვი, კარგი, თუნდაც შევყვირე მე. - ეგ არ მითხრათ!“)
ნამდვილად არ არის სნოუპსი ის ეკი: საამდროოდ ცოლით და ვაჟიშვილითურთ
რესტორნის უკან ჩადგმულ კარავში ცხოვრობდა, გაზინთული წინსაფარი ეკეთა, თავი
იმ ფოლადის საყელურში ჰქონდა ჩარგული, ტყავისღვედებიანში (გაჭვარტლულ
ნავთქურაზე ერბოკვერცხს და ხორცს წვავდა დახლთან მდგარი, ოღონდ ხეშეში საყელოს
გამო თავის ნახელავს თვალს ვერ ატანდა, ასე რომ, მიყურადებით, სმენით ამზადებდა
საჭმელს, გინდაც ბრმა პიანისტს დაეკრას). თუმცა, კაცმა რომ თქვას, აქაც არ იყო
მისი ადგილი, ის კი არა, უფრო ნაკლებადაც დაედგომებოდა, ვიდრე ხეტყის
სახერხში, რადგან იქ ის თუ შეეძლო, საკუთარი ძვლები მიელეწა მხოლოდ, აქ კიდევ
მთელი თავისი სახლეულის ოდინდელ ტრადიციას ემუქრებოდა შემუსვრით შეუპოვარსა და თავშეუდებელ მძარცველობას. სულ იმის ბრალი კი იყო ყველაფერი, იმ
გასაშტერებელი და მიამიტი გულდაჯერების - კაცნი პატიოსანნი და გულოვანნი
არიანო; თანაც რა მარტივი მიზეზი ჰქონია თურმე ამ ამბავს - ასე რომ არ იყოს, ხომ
შიშსა და შფოთვაში იცხოვრებდნენო ყველანი. ადგა და ასე თქვა სწორედ ნამალევად კი
არა, ხმამაღლა თქვა, სნოუპსებს ნათესავადაც რომ არ ეკუთვნოდნენ, იმ უცხო ხალხის
თანდასწრებით: „კატლეტი, ჩემო ბატონო, ხორცის უნდა კეთდებოდეს, არა? ჰოდა,
არ ვიცი, რას ვჩურთავთ ამ საჭამადში, ოღონდ ხორცი არაა ნამდვილად“.
მერე ისინიც ადგნენ და გამოაპანღურეს (ისინი-მეთქი, როცა ვამბობ, სნოუპსებს
ვგულისხმობ, ხოლო - სნოუპსებიო, რომ იტყვი ჯეფერსონში, ფლემ სნოუპსს
ნიშნავს). სხვაგვარად არც იქნებოდა, რესტორანში არ დაედგომებოდა. ოღონდ,
რასაკვირველია, უმალვე აღიძრა კითხვა: კარგი, მაგრამ სადმე მაინც დაედგომებოდა
ჯეფერსონში, ესე იგი, ჯეფერსონის კი არა, სნოუპსის მეურნეობაში (დიახ, დიახ,
სნოუპსიო, ჯეფერსონელი რომ იტყვის, ფლემ სნოუპსს ნიშნავს)? სად იქნებოდა ისეთი
ადგილი, სნოუპსები რომ არ ეზარალებინა? რეტლიფმა ესეც იცოდა. უკეთ - ყველამ
იცოდა უკვე, რადგან ოცდაოთხ საათში მთელმა ჯეფერსონმა შეიტყო კატლეტების
თაობაზე ნათქვამი ის ფრაზა და, რასაკვირველია, ყველა ხვდებოდა, რომ ეკ
სნოუპსისთვის რაღაც უნდა მოეხერხებინათ, თანაც - დაუყოვნებლივ. და, რაღა თქმა
უნდა (დაინტერესებული პირი გახლდათ), ფლემმა გაიგო თუ არა, სხვებმაც შეიტყვეს,
როგორც იყო საქმე. უკეთ - რეტლიფმა მითხრა ასე. უფრო სწორად - რეტლიფის
გარდა სხვას ვის უნდა მოეთხრო ჩემთვის ყოველივე, იმ ამოუცნობი სახის მქონე
რეტლიფის გარდა, ცბიერი, სათნო, უმანკო და აზრიანი თვალები რომ აქვს, ერთობ
უმანკო და ერთობ აზრიანი:
- ღამის დარაჯად მუშაობს, რენფროს ნავთობსაცავში, სადგურთან. აღარც კისრის
დაჭიმვა მოუხდება, აღარც ქურაზე დახრა იმის გასაგებად - დამწვრის სუნი რამ
დააყენაო. არც ისაა საჭირო, თავი აიშვიროს და უთვალთვალოს - ავზი თუ დგასო
თავის ადგილზე. იმის მეტი არაფერი ექნება საქმე, რომ შეამოწმოს ხანდახან - ფსკერი
ხომ არ გავარდნია იმ ავზს. თუ არა და, ისიც შეუძლია, თვითონ იჯდეს არხეინად
და დროდარო თავისი ბიჭი გაგზავნოს დასახედად, აი, ის, კვიცს რომ ჩამოჰგავს
ცოტათი, - მითხრა რეტლიფმა.
- ვინ გაგზავნოსო? - ვთქვი, არა, შევყვირე მე.
- ეკის ვაჟიშვილისას მოგახსენებთ, - მითხრა რეტლიფმა, - უოლსტრიტ-პანიკა რომ
ჰქვია. მეც იქ ვიყავი იმ დღეს, როცა სნოუპსის ველურ ცხენებს ასაღებდა ის
ტეხასელი. ის იყო, მისის ლიტლჯონთან ვივახშმეთ, ის იყო, დაწოლას ვაპირებდი,
ტანზე ვიხდიდი ჩემს ოთახში. ამ დროს ჰენრი არმსტიდი და ეკი თავის ბიჭიანად
ბაკში შესულიყვნენ თავ-თავიანთი ცხენების დასაჭერად. ეკს იქიდან ორი ცხენი
ერგებოდა: ერთი იმ ტეხასელმა აჩუქა აუქციონის დასაწყებად, მეორეს თვითონ
შეევაჭრა, ასე უნდაო, იფიქრა, რაღაი ერთი მუქთად ვიშოვეო, ადგა და ესეც იყიდა.
ჰოდა, ჰენრი არმსტიდს ჭიშკრის მიხურვა რომ დაავიწყდა, კინაღამ მთელმა რემამ
გადათქერა და მერე ბაკიდან რომ გაჯლიგინდა ის რემა, მაშინ ეკს ალბათ თავის
სიცოცხლეში პირველად მოუხდა, საჩქაროდ გადაეწყვიტა თავსამტვრევი ამოცანა: რომელ
ცხენს უნდა გამოჰკიდებოდა - იმას, ტეხასელმა რომ უფეშქაშა, ესე იგი, პირწმინდა
მოგებას, თუკი დაჭერას მოუხერხებდა, თუ იმ მეორეს, რომელშიც მამასისხლად
ნაშოვნი ხუთი თუ ექვსი დოლარი ჰქონდა გადახდილი; ესე იგი, უნდა გადაეწყვიტა,
რომელი უფრო ძვირად უღირდა, ნაჩუქარი ცხენის ასი პროცენტი თუ ექვსდოლარიანის
ასი პროცენტი? უკეთ - ხომ არ აჯობებდა, ის ცხენი გაემეტებინა, რომელიც, გინდაც
დაჭერა მოხერხებულიყო, ექვსი დოლარი დასჯდომოდა უკვე, და იმას გამონთებოდა,
რომელიც შეეძლო, პირწმინდა მოგებად შეერჩინა?
ანდა იქნებ ისიც გადაწყვიტა - სანამ ამას გამოვითვლი, მე და ჩემი ბიჭი გავიყოთ და
ორივე ცხენს გავსდიოთო. ერთი სიტყვით, ის იყო, შარვალი გავიძვრე და პერანგის
ამარამ ფანჯრიდან გადავიხედე - რა ამბავია-მეთქი, აგერ ყურისძირში შეიქნა რაღაცა
ხმაური. შევბრუნდი და რას ნახავ - ცხენი ჩამდგარა კარში და მომჩერებია, იმის
უკან, დერეფანში ის ბიჭი დგას, ეკის ვაჟი, ხელზე თოკდახვეული. ჰოდა, მე ასე
მგონია, ერთად ვიშვირეთ ფეხი: მე ფანჯრიდან გადავეშვი პერანგის ამარა, ცხენი უკან
გავარდა, დერეფანში. დავიხედე და შარვალი არ მაცვია. შემოვურბინე სახლს,
შესასვლელისკენ მოვუსვი, ჰოდა, ამ დროს მისის ლიტლჯონი არ მოდის თურმე
ვერანდაზე?! ცალ ხელში სარეცხი სჭერია, მეორეში - ფიცარი, ასე შეფეთებია ცხენს.
დაიკარგე აქედან, შე ძაღლის დაგდებულოო, - უთქვამს თურმე და ის ფიცარი თავში
უთხლეშია ცხენისთვის. ფიცარი შუაზე გადაპობილა, ამას ხელში შერჩენილი ნახევარიც
მიუყოლებია და ცხენი უკანვე გაჭენებულა დერეფანში. ის იყო, კიბე ავირბინე, ცხენი
იმ თოკიან ბიჭს გადაევლო, ერთი თმა არ შეურხევია მის თავზე, აივანზე
გამობრახუნდა; დამინახა თუ არა, არც შეჩერებულა, შებრუნდა, გალერეა გადაირბინა,
მოაჯირს ზემოთ კამარა შეკრა და ბაკში გადაფრინდა კაი ცირკის ცხენივით. მთვარე
ზედ დანათოდა, ისე გადაიჯირითა ბაკი და ჭიშკარში გავარდა - ჭიშკრის მიხურვა
მაინც ვერავის მოეფიქრებინა. იმასღა მოვკარი ყური, ბოგირზე როგორ გაითქარუნა
ბუკრაიტის გადასახვევთან. ამასობაში ბიჭიც გამოვიდა სახლიდან, უკან თოკი
მოსთრევდა: გამარჯობა, მისტერ რეტლიფ, ცხენი საით გაჭენდაო? ოღონდ სწორს არ
ბრძანებთ მაინც.
კვიცს ჰგავსო. კვიცი იყოს, ლეკვი, კნუტი, მაიმუნის ბაჭყატი, - ერთი სიტყვით,
ვინც გნებავთ, ის იყოს, ოღონდ სნოუპსის დაგდებული ნუ იქნება. გარნა უნდა
გაიფიქრო, მხოლოდ გაიფიქრო - გაიფიქრებ და ძრწოლა აგიტანს: ერთი თაობაც
ჩაივლის ეკ სნოუპსისა და მისი მიამიტობის შემდეგ; ერთი თაობაც და მიამიტი
გულდაჯერება - პატიოსნება და გულოვნება სავსებით ბუნებრივი რამ არისო მიინავლება, მიიბჟუტება, ასე რომ, პატიოსნებისა და გულოვნების განყენებული
ცნებებიღა შემორჩება; მაშინ დაურთეთ ამას მომდევნო თაობის მიერ მემკვიდრეობით
მიღებული, სუნთქვასავით უნებლიე რამედ ქცეული გულშეუძრავი მძარცველობა, და
ძრწოლა აგიტანთ ამის გაფიქრებისას: განყენებული ცნებები - გულოვნება და
პატიოსნება, მძარცველობას შერწყმული, თუ მძარცველობა - რაღაც ხარისხში აყვანილი
თავად ცნებებით გულოვნების და პატიოსნებისა; მაშინ კვიცი კი აღარ გაიზრდება
დაუფარავი ჯეფერსონის უმწეო მკვიდრთა შორის, არამედ ვეფხის თუ ლომის ბოკვერი,
ჩინგიზ ყაენი ან თემურ ლანგი, ან კიდევ - ატილა. რეტლიფი კიდევ შემომყურებდა.
თვალი არ მოუცილებია. ოღონდ ის იყო, შემკრთალმა უცებ გავიფიქრე - წამით სულაც
ხომ არ დამავიწყდა-მეთქი რეტლიფი?
- რაო, - ჩავეკითხე, - რა მითხარით?
- არ ბრძანებთ-მეთქი სწორს. იმისას მოგახსენებთ, ეკმა ღამის დარაჯის ადგილი
როგორ იშოვა ნავთობსაცავთან. ამჯერად მანფრედ დე სპეინი არაფერ შუაშია. სულ
მასონების საქმე გახლავთ.
- რა მითხარით? - ვთქვი, არა, შევყვირე მე.
- კი, ჩემო ბატონო. ბიძია ბილ უორნერის მასონთა ნამდვილი წინამდგომი იყო ეკი
ფრანგისხევში. სწორედ ბიძია ბილმა უბრძანა ჯეფერსონელ მასონებს - რამე რიგიანი,
იოლი საინვალიდო სამუშაო უშოვეთო.
- ასეთი სახიფათოა ეს ამბავი? - ვთქვი მე. - მართლა ასეთი სახიფათოა? ნუთუ ის
კაცი, ეკს ვინც მოჰყვება უკან, იმდენად საზიზღარია, საშიში და სახიფათო, რომ
თვითონ ბილ უორნერს, ჯეფერსონიდან ოცდაორ მილზე მოსახლე ბილ უორნერსაც
თავისი გავლენის გამოყენება დასჭირდა მისგან ფრანგისხევის დასახსნელად? ის არ
ჩადგა რესტორნის დახლში ეკის მერე - ის ა. ო., მჭედელი, იგივე მასწავლებელი,
იგივე ორცოლიანი თუ ორცოლიანობის მეოხებით გვარის გამგრძელებელი? - ის
დალეული, დაგვაჯული, ენაჭარტალა პიროვნება, ქრცვინს რომ მიუგავს ცხვირ-პირი,
ძველ-ძველ ანდაზებსა და ნაკვესებს რომ აფრქვევს უსაზმნოდ, უადგილოდ, პირის
დაუმუწავად? თვითონ მჭედლის უროიანად იმდენს ვერც აიწონიდა, რამდენსაც
სხვისთვის წართმეული და მიჩემებული გრდემლი იწონიდა იმ სამჭედლოში; ის იყო
(ესეც რეტლიფისგან ვიცი), ენაგაუჩერებელი რატრატით რომ გაჩნდა ფრანგისხევში,
უფრო სწორად, პირის დაუმუწავად გამოცხადდა ერთ დილას უორნერის სამჭედლოში,
სადაც ორმოცდაათ წელიწადს ტრამბლი საქმიანობდა მარტოდმარტო, მჭედელიც
თვითონ იყო და ხელის ბიჭიც.
ოღონდ ის ა. ო. არაფერი მჭედელი არ ყოფილა. ადგილი ჰქონდა დაკავებული
მხოლოდ. მის ნაცვლად სხვა მუშაობდა, ჩვენი ეკი, მისი ბიძაშვილი (თუ რადაც
მოუდიოდნენ ერთმანეთს. - ან იქნებ ისიც საკმარისია, ორივეს სნოუპსის გვარი
გქონდეთ, - თუკი ეკივით უღირსად არ შეერაცხები ამ გვარს, - რათა ორი მასონის
მსგავსად საუკუნოდ დაკავშირდეთ ცხოვრებასთან ბრძოლაში, - თუკი რჯულს არ
გადაუდექი ეკივით). სწორედ ეკი აკეთებდა ყველაფერს. იმ დღემდე, ერთ დილამდე,
როცა შინაყმა ეკი ჯერ არ მოსულიყო, ხოლო მოძღვართმოძღვარს, ეტყობა, აზრად
მოუვიდა - ჩემი უფლებაა, ჩემი ნებაა, ზორვას შევუდგე, ვის შეუძლია ხელი
შემიშალოსო? სწორედ ის დილა იყო, ჯერ ჰიუსტონმა თავისი ვაყა ცხენი რომ მიიყვანა
დასაჭედად და სნოუპსმა უმალ გაუტარა ფლოქვქვეშ ლურსმანი, რისშემდეგაც
ჰიუსტონმა ხელი წამოუსვა სნოუპსს და წყლიან როფში ჩააყუდა, მერე გადარეული
ცხენი როგორღაც დააოკა, ნალი ლურსმნიანად ამოაძრო, ცხენი გარეთ გაიყვანა, მიაბა
და შებრუნებულმა ისევ როფში გადაუძახა სნოუპსს.
არც არაფერი მასწავლებელი ყოფილა. თანაც უცხო ვინმესგან კი არ მიუმძლავრებია ის
ადგილი, თავის ნათესავს ააცინცლა მასწავლებლის წოდება. ოღონდ ფრანგისხევში ჯერ
არ იცოდნენ ეს ამბავი. ერთადერთი ის იცოდნენ, რომ იმ სამჭედლოდან გამოხაბაკებაც
(თუ ჰიუსტონის მიერ როფში ჩაყირავების მერე შეშრობაც) ვერ მოასწრო, რომ მაშინვე
მასწავლებლად მოეწყო (პროფესორად, როგორც ფრანგისხევში უწოდებდნენ, თუკი
შარვლიანი იყო ის პროფესორი), ერთოთახიან სკოლაში, რომელიც უორნერის
საბრძანებლის განუყრელი კუთვნილება იყო აგრეთვე. იმიტომ კი არ იყო განუყრელი,
თითქოს თავად უორნერს ან ვინმე სხვა ფრანგისხეველს მიეჩნიოს, - ახალგაზრდობის
აღზრდა საზოგადოებრივი ცხოვრების ხარვეზებს ავსენს ანდა ისედაც აუცილებელიაო, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ მის საბრძანებელში სკოლა უეჭველად უნდა
არსებულიყო საერთო სურათის გასამშვენებლად.
იქცა ა. ო. მასწავლებლად; მალე ფრანგისხეველი ქალი შეირთო და ერთ წელიწადსაც
არ გაევლო, უკვე ჩვილს დააგორებდა თვითნაკეთი ეტლით, ხოლო მისი ცოლი ისევ
ფეხმძიმედ იყო; მაშინვე შეგეძლოთ გეთქვათ - ამ კაცმა არამცთუ მკვიდრად მოიდგა
ფეხი, ასე ვთქვათ, განწირულიც არისო მკვიდრი ცხოვრებისთვის. გარნა ამ დროს,
მისი იქ მკვიდრობის მესამე წელს, გაბარადინებული, ბობრი, არცთუ ხანში შესული
ქალი, ასე, ხუთწლიანი, ფუმფულა, ბობრი ბიჭითურთ ფორანში მჯდარი მიადგა
უორნერის დუქანს.
- ცოლი გახლდათ მისი, - თქვა რეტლიფმა.
- ცოლიო? - ვთქვი, არა, შევყვირე. - მე მეგონა...
- ყველას მასე გვეგონა, - მითხრა რეტლიფმა. - იმ ეტლში ისედაც ორი თოთო ბიჭი
უჯდა, ამჯერად ტყუპი - ბილბო და ვარდამანი, ჰოდა, ის პირმშო სხვა იყო კიდევ კლარენსი. ჰო, ჩემო ბატონო, სამი ვაჟი ჰყავდა უკვე. ამ დროს გავიხედეთ და მეორე
ცოლი არ გამოტყვრა კიდევ ერთი ვაჟიშვილიანად? არადა, თვითონ როგორი იყო დაფსხრიკული, მჭლე, კიბორჩხალაზე დიდი თუ იქნებოდა და თუ არა; ჰოდა, მეორე
ცოლიც - არა, იმისას მოგახსენებთ, ფრანგისხევში რომ იშოვა იმ პირველის
ჩამოსვლამდე, სწორედ იმისას, დისწულად თუ ძმისწულად რომ ერგებოდა მისის
ტალის დას, - დიდი ვერაფერი თარაქამა იყო, მაგრამ იმისგანაც ზუსტად ისეთივე
ფუმფულა, ბობრი ბიჭები ჰყავდა, დედამისთან ერთად რომ მობრძანდა ფორნით.
ჰოდა, დედამისი გალერეაში მსხდომთ შეესიტყვა: ა. ო. მანდ უნდა იყოს, დუქანში
(კი, იქ იყო ნამდვილად, ხმაც გვესმოდა მისი), თქვენი ჭირიმე, უთხარით - ცოლი
ჩამოგივიდა-თქო.
მეტი არაფერი. არ კმაროდა თუ? სამი წლის წინ ფრანგისხევში რომ ჩამოვიდა ა. ო.,
ერთი დიდი საკვოიაჟი მოჰყვა, იმ სამ წელიწადშიც რაღაც-რაღაცას კი მოუყრიდა თავს,
სამი ვაჟიშვილის რომ აღარაფერი ვთქვათ. მაგრამ თავისი ავლადიდებისთვის აღარ
მიუკითხავს, დუქნის უკანა კარიდან გავარდა ხელად. კაი ხანი იყო გასული, რაც
ფლემმა იმ ბერიკაცს, ტრამბლს, უორნერის დუქანი გამოაცალა ხელიდან, მაგრამ აწი
მასწავლებელიც ახალი უნდა ეშოვათ, როგორც კი ა. ო. პირველსავე მოსახვევში თვალს
მიეფარებოდა და მოუსვამდა. ეტყობა, მართლა ასე ქნა, თუმცა გზაზე ამდგარი მტვერი
არავის დაუნახავს მაშინ. ამბობენ, ქაქანსაც კი შეეშვაო, ოღონდ მე მაინცდამაინც არ
მჯერა ეს ამბავი. თუმცა ისე, კაცმა რომ თქვას, ოდესმე კი უნდა დააჭიროს კაცმა ენას
კბილი.
დაჭერით კი უნდა დააჭიროს, მაგრამ ა. ო. არ გაყუჩებულა. ესე იგი, ისევე
აქაქანებული ჩადგა რესტორნის დახლში. გაზინთული წინსაფარი ეკეთა, შეკვეთებს
იღებდა და ყველაფერს უკუღმა აკეთებდა - ისე არ ხრაკავდა, როგორც საჭირო იყო,
უკეთ, იმას არ წვავდა და არ ხრაკავდა, რისი შეწვაც და მოხრაკვაც მართებდა. თანაც
იმიტომ კი არა, ერთობ ხელსწრაფად რომ საქმიანობდა, არამედ იმიტომ, რომ წამითაც
არ აყენებდა ენას, ასე რომ, ვერავინ ასწრებდა, ან შეესწორებინა მისთვის რამე, ან
გაეჩერებინა. არა, გაუწყნარებლად, ყოვლად უაზროდ აფრქვევდა აბურდული და
არეული ანდაზების თუ ნაკვესების უწყვეტ ნაკადს.
ცოლიც იქვე ჰყავდა. ნომერ პირველი ცოლისას ვამბობ, ასე რომ ვთქვათ - ძირითადი
ცოლისას, პირველ ნომრად რომ ეწერა პროგრამაში, თუმცაღა სცენაზე გამოსვლის რიგის
მიხედვით, მეორე ნომერი აღმოჩდა. ის, პროგრამის მიხედვით მეორე ნომერი,
თუმცაღა სცენაზე გამოსვლის რიგის მიხედვით ნომერი პირველი ცოლი, ტალის
ცოლისდის დისწული თუ ძმისწული, ბობრი-ბობრი ბიჭების მეორე პორცია რომ
დაუსკუპა - კლარენსი და ტყუპი - ვარდამანი და ბილბო, ის ცოლი ფრანგისხევში
ჩარჩა. არა, პირველის ამბავს მოგახსენებთ, იმისას, ფორანზე მჯდარი რომ მოევლინა
ფრანგისხევს, იმავე ფორნით რომ გამოემგზავრა იქიდან და ხუთი წლის მერე რომ
გამოჩნდა ჯეფერსონში ისევე მჯდომარე, თითქოს იმ ფორნიდან, რომელშიც ამ ხუთი
წლის წინ იხილა რეტლიფმა აქედან ოცდაორი მილის სიშორეზე, კაცმა არ იცის,
როგორ და რანაირად, პირდაპირ საქანაო სავარძელში გადაენაცვლებინოს, ავეჯით
გაწყობილი სახლის გალერეაში. იქ იჯდა ყველას თვალწინ, მუხლები სწორკუთხად
ჰქონდა მოხრილი, თითქოს ბარძაყის სახსრები არც უმოძრავებსო, და მისგან
რაღაცნაირი განსაკუთრებული სიმძიმე გამოსჭვიოდა, სხვაგვარი ინერტულობა, გინდაც
ბრძენი ყოფილიყოს, ანდა ურანი, ასე რომ, ფორნიდან იმ მოქანავესავარძელში მის
გადასასვენებლად ზეადამიანური ძალა იქნებოდა საჭირო, საამისოდ ათი ა. ო-ც არ
იკმარებდა.
ამასობაში სნოუპსი საკვირველი სისწრაფით სძრავდა წინ თავის ეშელონებს. ის ა. ო.
თავისი ფაშფაშა ბობრი ცოლითურთ და ფუმფულა ბობრი ბიჭითურთ - ბიჭს
მონტგომერი უორდი ერქვა - არც კი დახანებულა რესტორნის გვერდით ჩადგმულ
კარავში, სადაც ჯერაც ეკი ცხოვრობდა ცოლთან და ორ ვაჟიშვილთან ერთად. („რა
მოხდა მერე? - თქვა რეტლიფმა. - მარტო კატლეტების შეწვა კი არა, ბევრი რაღაცრაღაცის გაკეთება შეიძლება კიდევ თვალის მიუტანებლად“) ა. ო-ს ოჯახმა იმ კარავს
გვერდი აუარა და მისი ცოლი უმალ მოკალათდა ავეჯით გაწყობილი სახლის გალერეაში
დადგმულ საქანაო სავარძელში; დიდი იყო ის სახლი, ოთხკუთხა, დაუდევრად
გაღებილი; იქ ჩერდებოდნენ ჯორებით თუ ცხენებით მოვაჭრე მეჯოგეები და
გადამყიდველები; ნაფიცი მსაჯულები და საგანგებო მოწმეებიც იქვე ჰყავდათ ხოლმე
გამომწყვდეული სასამართლოს სესიის დროს. იჯდა იქ ის ქალი, სავარძელში ირწეოდა
და არაფერს აკეთებდა - არც კითხულობდა, იმასაც კი არ მიადევნებდა თვალს, კარში
ვინ შედი-გამოდიოდა, ქუჩაში ვინ მიაბიჯებდა: ასე იჯდა და ირწეოდა მთელ ხუთ
წელიწადს, მანამდეც და მერეც, როცა ის ავეჯით გაწყობილი სახლი ნამდვილ
საკურდღლედ გადაიქცა და გალერეის ერთ სვეტზე გაჩნდა ფიჭვის ფიცარი, რომელზეც
ადლიანი ასოებით წაეწერათ - „სნოუპსის სასტუმრო“.
მაშინ ეკმა, რომელსაც თავისი პატიოსნების თუ გულუბრყვილობის გამო, თუ ორივე ამ
ამბის გამო, რესტორნიდან გუდა-ნაბადი აუკრეს და ნავთობსაცავთან დააყენეს ღამის
დარაჯად, იმ კარვიდან გადაიყვანა ცოლი და ორივე ვაჟიშვილი (უოლსტრიტ-პანიკა, დიახ, რეტლიფის არ იყოს, მეც არაფრით ვიჯერებდი, რომ ამნაირი სახელი
შეიძლებოდა რქმეოდა კაცს, - და უმცროსი, ადმირალი დიუი, - ეს სახელი კი
დავიჯერეთ). ოღონდ მთელი რესტორანი არ გაუყიდიათ თავისი შიგანიანად, არა,
შიგანი ერთბაშად გამოაცალეს, - ასე რომ, მუშტრებს არც კი შეუნიშნავთ, ვაჭრობა
ერთი დღითაც არ შეწყვეტილა, - და გადაიტანეს ახალ სასაუზმეში, რომელსაც მისის
ეკი უძღვებოდა; სავარძელში მოქანავე სხეულთან ახლოს ჩაატარეს ყოველივე. ხოლო ის
სხეული იმდენი ხანი იყო, სავარძელში ირწეოდა, რომ აბრასავით იხსენიებდნენ უკვე.
სოფლელები ჯეფერსონში რომ ჩამოვიდოდნენ და სნოუპსის სასტუმროს იკითხავდნენ,
პასუხად გზას ასე მიასწავლიდნენ ხოლმე: სავარძელში მოქანავე ქალს რომ დაინახავთ,
სასტუმროც იქ არისო.
და ამ დროს ისიც მოგვევლინა, ვისი ტიტული და პროფესია მიიჩემა ერთხანს ა. ო.
სნოუპსმა. ეს უკვე ნამდვილი სნოუპსი იყო - მასწავლებელი. არა: მასწავლებელს
ჰგავდა მხოლოდ. თუმცა არა: გვანებით ჯონ ბრაუნს ჰგავდა, ოღონდ ერთი
განუშორებელი და დაუფარავი ნაკლი ახლდა: ამ მაღალ, ხმელ-ხმელ კაცს,
გაზინთული
სერთუკით
მოსილს,
ზონარივით
მოკონწიალე
ჰალსტუხისა
და
პოლიტიკანის ფართოფარფლიანი ქუდის მტარებელს, გამოციებული, მძვინვარე თვალები
უსხდა და ყბედის ნიკაპი წამოგრძელებოდა; ოღონდ ამას სიტყვამრავლობის ფაღარათი
კი არ ჰქონდა ატეხილი თავის ქვისლივით (თუ რადაც მოუდიოდა ა. ო. საერთოდ,
ისინი სისხლის ნათესავებად თითქოს არც კი მოუდიოდნენ ერთმანეთს, ისე იყვნენ
ყველანი სნოუპსები, მსგავსად იმისა, როგორც ვირთხების თუ ტერმიტების კოლონია
ვირთხები და ტერმიტებია და სხვა არაფერი), არამედ რაღაცნაირ უცდომელ ინსტინქტს
ფლობდა კამათის დროს უსაზიზღრეს და უსულმდაბლეს დამამტკიცებელ საბუთთა
გამოსაჩხრეკად და შემხვედრთათვის ალღოს ასაღებად: დემაგოგის ინსტინქტს, ყოველი
კაცის თავისდა სასარგებლოდ გამომყენებელს; ამასთან, ეს ყოველივე კულტურისა და
რელიგიის თხელი ფენით იყო შემოგარსული; თავად სახელები მისი ვაჟებისა ბაირონი და ვირგილიუსი - მაგალითს კი არ წარმოადგენდა მხოლოდ, არამედ
გამაფრთხილებლადაც ჟღერდა.
კაცმა რომ თქვას, მასწავლებელი არც ის ყოფილა; ესე იგი, თავისი ქვისლისგან
განსხვავებით, ისე ცოტა ხანს მასწავლებლობდა, ანგარიშშიც არ იყო მისათვლელი. ან
იქნებ ზაფხულის დამდეგიდან შემოდგომამდე იყო ჩვენთან, ისე, ერთ სამუშაო
ადგილსა
და
მეორეს
შორის.
ანდა
კიდევ,
იქნებ
ჭეშმარიტ
ბუკოლიკურ
თავშესაქცევართა მოკლე-მოკლე შუალედებში ჩნდებოდა მხოლოდ სასაუზმეში თუ
მოედანზე. ამ თავშესაქცევართა ასპარეზად და მოქმედების ადგილად შეგულებული
ჰქონდა მივარდნილი სოფლური ეკლესიები, ღელისპირები თუ მდინარის კიდეები,
სადაც ზაფხულის ცხელ დღეებში მლოცველი ხალხი იკრიბებოდა და ნათლობები
იმართებოდა: ამას გვარიანი ბარიტონი ჰქონდა და ჩრდილოეთ მისისიპიში ალბათ
სულაც უკანასკნელი სალამური, კამერტონის ნაცვლად; ტონს თვითონვე აძლევდა და
სიტყვებსაც კარნახობდა, ვიდრე ერთხელ ოჯახის მამათა მობობოქრე გროვამ
თოთხმეტწლიან გოგოსთან არ შეისწრო ერთ ფარდულში და ოლქიდან არ გააძევა
კუპრსა და ბუმბულში ამოგანგლული. ამბობენ, დაკოდვას უპირებდნენ, მაგრამ
რომელიღაც მფრთხალმა კონსერვატორმა სხვები დაიყოლია: იმას დავაჯეროთ, რომ
დავემუქროთ - უკან მობრუნება თუ გაივლე გულში, უეჭველად დაგასაჭურისებთო.
ერთი სიტყვით, ორი ვაჟიშვილი დარჩა - ბაირონი და ვირგილიუსი. ოღონდ დიდხანს
აღარც ბაირონი დახანებულა - მემფისს გაემგზავრა და კომერციულ სასწავლებელში
შევიდა ბუღალტერიის დასაუფლებლად. არაფრით იმის დაჯერება არ გვინდოდა, რომ
თავად პოლკოვნიკი სარტორისი იყო ამ საქმეში გარეული: თავად, პირადად
პოლკოვნიკისარტორისი, თავის კაბინეტში - ბანკის უკანა ოთახში დაბრძანებული
ზვიადად. მივიკითხ-მოვიკითხეთ კიდეც ეს ამბავი, მაგრამ მერე ისიც გაგვახსენდა,
რაც ჩვენგან უფროსებს, მათ შორის მამაჩემსაც, არასოდეს დაგვივიწყებია: სნოუპსთაგან
პირველი - ებ სნოუპსი სწორედ ის პატრიოტი მერემონტე ან, მარტივად რომ ვთქვათ,
ის ცხენის ქურდი იყო (იმისდა მიხედვით, თუ რომელი მხარე ჰყვებოდა ამ ამბავს),
რომელიც ჩამოახრჩვეს (თანაც, სამხედრო პოლიციის ფედერალურ უფროსს კი არ
ჩამოუხრჩვია, არამედ, გადმოცემა გვაუწყებდა - კონფედერატულმა ჩამოახრჩოო).
ჰოდა, ის სნოუპსი პოლკოვნიკ სარტორისის ცხენოსან რაზმში მსახურობდა, ნამდვილი
პოლკოვნიკის, აწინდელი ჩვენი ბანკირისა და საპატიო პოლკოვნიკის მამის რაზმში.
ჩვენს პოლკოვნიკს მაშინ ოფიცრის წოდება არც ჰქონდა მიღებული და მამამისის შტაბში
ადიუტანტად ირიცხებოდა იმ ბურუსით მოცულ ხანაში, 1864-1865 წლებში, როცა
მრავალნი (და არა მარტო სნოუპსის გვარის მქონენი) იმას კი არ უნდა ცდილიყვნენ,
რომ ღირსეულად შეენარჩუნებინათ საკუთარი სიცოცხლე, არამედ არჩევანი უნდა
მოეხდინათ უმაქნის ღირსებასა და თითქმის ასევე უმაქნის სიცოცხლეს შორის.
მოკლედ,
შეეხიზნა
ჩიტი
ნარს.
კი,
ჩვენ
ყველანი
ასე
ვოხუნჯობდით,
ჭკუისკოლოფები: ასეთ შესაძლებლობას ხელიდან რა გაგვაშვებინებდა! საქმე ის კი არ
გახლდათ - გვჯეროდა თუ არ გვჯეროდა, რომ ასე იყო ეს ამბავი. ჩვენ გვინდოდა,
იმ ძველი პოლკოვნიკის სახელი შეუბღალავად დაგვეცვა და თავადვე გვეთქვა ის, რის
გამოც, ჩვენი ფიქრით, სნოუპსების მთელი ხროვა ქირქილებდა. მართლაც, ვერც ერთი
პოლიციის უფროსი იმ პირველ ებ სნოუპსს ვერ გარდაქმნიდა, მაგრამ სნოუპსებმა მისი
ჩონჩხისგან თვითონვე შექმნეს საფრთხობელა, რათა საამისოდ შესაფერისი პირის
გამოჩენისთანავე, როგორც იტყვიან, ხელი შეეხოცათ ების მეთაურის რომელიმე
შთამომავლისთვის. ამჯერად ბანკს აჰკიდეს ის ცოდვა, ჩვენი აწინდელი პოლკოვნიკის სარტორისის მიერ ხუთი წლის წინ დაარსებულ ბანკს.
ოღონდ მართლა კი არ ვფიქრობდით ასე. მე იმის თქმა მინდა, სულაც არ იყო-მეთქი
საჭირო ჩვენი პოლკოვნიკი სარტორისის იმ ჩონჩხით დაშინება. ჩვენს მხარეში ხომ აგერ
ორმოცდაათი წლის გასვლის შემდეგაც ყველანი ვაიდეალებდით იმ წაგებული ბრძოლის
გმირებს, იმ ადამიანებს, რომლებიც მამაცურად, აუცდენლად, განურინებლად
დამარცხებულიყვნენ; მართლა გმირებად მიგვაჩნდნენ ისინი, - განა ჩვენი მამანი,
პაპანი, ბიძანი თუ ბიძის მშობელნი არ დარაზმა პოლკოვნიკმა სარტორისმა აქ,
მეზობელ ოლქებში? და ვის ჰქონდა მეტი უფლება მათი გაიდეალებისა, თუ არა ჩვენს
პოლკოვნიკ სარტორისს, სწორედ იმ პოლკოვნიკი სარტორისის ძეს, რომელმაც ეს რაზმი
შეკრიბა და გაწვრთნა, რომელიც მრავალ მათგანს ბრძოლაში სიკვდილს სტაცებდა
ხელიდან, ხოლო ბრძოლისა და ბრძოლის შუალედებში მიწყივ კაცობრიულ ვნებათა და
ბიწიერებათა მორევს გამოარიდებდა ხოლმე. ბაირონ სნოუპსი იმ ასეულების,
ბატალიონებისა თუ პოლკების ოდინდელ მებრძოლთა პირველი შთამომავალი როდი იყო
და პირველმა როდი გამოსცადა ჩვენი პოლკოვნიკი სარტორისის გულკეთილობა.
ოღონდ თავის ნარზე ჩამომჯდარი ჩიტის ანდაზა მაინც უფრო მიესადაგება ამ ამბავს.
თანაც იმდენად ხუმრობა არ ეთქმოდა ამას, რამდენადაც მეყსეული, ერთსულოვანი,
დიახ, მედგრად გამაბიაბრუებელი უკუგდება ყოველივე იმისა, რაც სიტყვა „სნოუპსით“
განსახიერდებოდა ჩვენთვისაც და სხვა დანარჩენთათვისაც, ვისთვისაც კი ამ გვარის
უბრალოდ ხსენებაც ყველაფრის შებილწვასა და მოშხამვას ნიშნავდა.
ყოველ შემთხვევაში, ნარზე ჩამოსაჯდომი ის ჩიტუნა დროულად გამოცხადდა
კომერციული სასწავლებლის დიპლომით აღჭურვილი; ჩვენ შეგვეძლო, გისოსებს მიღმა
დაგვენახა ხოლმე, იმ გისოსებს მიღმა, რომლებიც პოლკოვნიკ სარტორისისთვის
მიბარებულ ჩვენს ფულსა და მასთან დაკავშირებულ რთულ ანგარიშგებას იცავდა. და
ის სნოუპსი, ბაირონი, ისე იყო წახრილი საბუღალტრო დავთრებზე, თითქოს
მოწიწებით ქვედამხობილი კი არ არის, თავსაც კი არ იმცირებს ბრჭყვიალა მონეტების
ელვარების წინაშე, არამედ თავისი ღირსების შემნარჩუნებელი პატივის მიგებით,
გულმოდგინე ცნობისწადილით ცდილობსო ჩასწვდეს ფულის ანგარიშის მექანიკას; კი არ
შეცოცებულიყო
ამ
საიდუმლოს
შემომბლარდნელ
თვალისმომჭრელად
კაშკაშა
შარავანდედში, უფრო იმას
საიდუმლოს სამოსის კალთა.
ესწრაფოდა,
ყურადღება
არ
მიეპყრო,
ისე
აეწია
ამ
ბანკის რთულ იერარქიაში ბოლო კაცად მყოფი, ბამბუკის სათევზაო ჯოხს იგრძელებდა
თითქოს, ვიდრე საწადელს მისწვდა. ხოლო ის ბამბუკი (იძულებული ვარ, ისევ ამ
აბნეულსა და უსაზმნო მეტაფორას მივსდიო) იმავე კაპარჭში ჰქონდა მიკვლეული,
ელექტროსადგურის ზედამხედველის ადგილსაც რომ იპოვებოდა, რამეთუ პოლკოვნიკი
სარტორისი იმ ძველი მაიორის, დე სპეინის ამფსონი გახლდათ ნადირობაში, - ომის
შემდეგ მცირე ხანი რომ გამოხდა, მაიორმა ბანაკი დასცა დიდ ხევში და იმ ბანაკიდან
ყოველ წელიწადს ერთად ნადირობდნენ დათვსა თუ ირემზე; ხოლო პოლკოვნიკმა
სარტორისმა ამ ხუთი წლის წინ თავისი ბანკი რომ დააარსა, მანფრედ დე სპეინმა
მამამისის ფული შეიტანა და ამ ბანკის ერთი პირველი აქციონერო და დირექტორი
შეიქნა.
დიახ, ბატონო! ბოლოს და ბოლოს, ბეღელში შეფრთხიალდა ჩიტუნა. მერე კი (ჩვენ
ლოდინის მეტი აღარაფერი დაგვრჩენოდა, თუმცა, რამდენიც არ გვეჭირა თვალი, რაღა
თქმა უნდა, ის მაინც ვერ შევიტყვეთ, როგორ მოხდა, იმის დაზუსტებაღა
მოვახერხეთ, ასე თუ ისე, როდის მოხდა ეს ამბავი)ბეღლის პატრონადაც იქცა, ხოლო
პოლკოვნიკი სარტორისი „განბეღლეს“, ისევე როგორც რეტლიფი და გროვერ
კლივლენდი „განრესტორნეს“ თავის დროზე. ცხადია, ჩვენ ვერაფერი შევიტყვეთ,
როგორ მოხდა ეს, არც იყო ჩვენი საქმე; იმას ვერ ვიტყვი, ჩვენ შორის ისეთებიც არ
მოიძებნებოდნენ, არაფრის შეტყობა რომ არ სურდათ-მეთქი; ისეთები, რომლებიც
მიხვდნენ - სულერთია, ჯეფერსონს სნოუპსებისგან მაინც ვერასდროს გადავარჩენთო,
და რომლებსაც ამგვარი რამეც შეეძლოთ ეთქვა: მოდი, მივცეთ, დავუთმოთ სნოუპსებს
ჯეფერსონიც, ბანკიც, მერის თანამდებობაც, მუნიციპალიტეტიც, ეკლესიაც, ერთი
სიტყვით, ყველაფერი, რათა სხვა სნოუპსებისგან თავის დამცველმა სნოუპსებმა ჩვენც
დაგვიცვანო - მათი ვასალები, შინაყმები მათი.
კაპარჭი მანფრედ დე სპეინს ჰქონდა მოგდებული, ოღონდ ისრებს სხვა სტყორცნიდა,
ის წყეული, საზღაპრო დიაცი, ფრანგისხეველი მშვენიერი ელენე, სემირამიდა - არა,
ელენე და სემირამიდა კი არა - ლილითი: ევამდე რომ იყო, სწორედ ის, და
შეცბუნებული, შეშფოთებული შემოქმედი იძულებული რომ შეიქნა, თავადვე, პირადად
აღეხოცა, გაეცამტვერებინა, მოესპო, რათა ადამს შესძლებოდა აღორძინებულიყო,
გამრავლებულიყო და დაესახლებინა ქვეყანა. ახლა კი მე და რეტლიფი ჩემს კაბინეტში
ვსხედვართ. არა, არც გამომიძახია და არც მომიწვევია - ისე შემომყვა და მოუჯდა
მაგიდას ჩემ პირდაპირ - კვლავინდებურად უმწიკვლო, გამოხუნებული, ლურჯი
ხალათით მოსილი, უჰალსტუხო, სახე მზით აქვს დამწვარი, გადატკეცილი,
უშფოთველი, და თავისი ეშმაკური, გონიერი თვალებით შემომყურებს.
- წინ თქვენც გეცინებოდათ იმათზე ცოტ-ცოტა, - მითხრა რეტლიფმა.
- მერე რა მოხდა? - ვთქვი მე. - სხვა რა უნდა გვექნა? თქვენ კი გაგიმართლათ,
რასაკვირველია: კატლეტების შეწვა აღარ მოგიწევთ. ოღონდ აცალეთ იმ ხალხს ცოტა:
იქნებ რომელიმე იმათგანი უკვე დაუსწრებლად სწავლობს იურიდიულ ფაკულტეტზე.
მაშინ მეც აღარ მომიწევს ოლქის პროკურორად მუშაობა.
- მე მოგახსენეთ - თქვენც-მეთქი, - მითხრა რეტლიფმა.
- რა მითხარით?
- თავდაპირველად თქვენც გეცინებოდათ-მეთქი იმათზე ცოტ-ცოტა, - თქვა
რეტლიფმა. - ოღონდ იქნებ არც ვამბობდე მართალს, იქნებ თქვენ ახლაც გეცინებათ
რაღაცნაირად? - ამბობს და მითვალთვალებს - ცბიერი, გამჭრიახი. - მაინც, რატომ
არ მეტყვით?
- რას არ გეტყვით?
- მოუსვით, რეტლიფ, ჩემი კაბინეტიდანო.
- მოუსვით, რეტლიფ, ჩემი კაბინეტიდან, - ვუთხარი მე.
3. ჩარლზ მალისონი
ალბათ იმის გამო, რომ დედაჩემი და ბიძია გევინი ტყუპი იყო, დედაც მაშინვე
მიხვდა, როცა რეტლიფი, რა დღეშიც ჩავარდნილიყო გევინ ბიძია.
იმხანად პაპაჩემისას ვცხოვრობდით ყველანი. ესე იგი, ბაბუა ჯერაც ცოცხალი იყო და
გევინ ბიძიასთან ერთად სახლის ნახევარი ეჭირა: საწოლი და კიდევ ერთი ოთახი, ჩვენ
მის კაბინეტს რომ ვეძახდით მუდამ, ქვედა სართულზე იყო, ხოლო ბიძაჩემის ოთახები
- იმავე მხარეს მეორე სართულზე. იქ გევინ ბიძიამ გარეთა კიბე მოაშენა, რათა
ეზოდანაც შესძლებოდა შესვლა-გამოსვლა. დედაჩემი და მამაჩემი გაუნთან ერთად
სახლის მეორე ნახევარში იდგნენ, გაუნი ჯეფერსონის სკოლაში სწავლობდა და
ვაშინგტონის მოსამზადებელ კურსებზე შესვლას აპირებდა, რათა იქიდან ვირჯინიის
უნივერსიტეტში გადასულიყო.
დედა მაგიდის ბოლოს იჯდა ხოლმე, ბებიას ადგილას, პაპა - მის პირდაპირ, ერთ
მხარეს მამა ეჯდა, მეორეს - გევინ ბიძია და გაუნი (მე მაშინ დაბადებული არ
ვყოფილვარ და, რომც ვყოფილიყავი, სუფრას სამზარეულოში მივუჯდებოდი, ალეკ
სენდერის გვერდით); და, გაუნის თქმით, იმ დღეს გევინ ბიძია იმასაც კი არ ცდილა,
თავი მოეჩვენებინა - საჭმელს ვჭამო: ისე იჯდა თურმე და სნოუპსების ამბებს
ჰყვებოდა (აგერ ორი კვირა გადიოდა, რაც ეს დასჩემებოდა სუფრასთან ჯდომისას).
გეგონებოდათ, საკუთარ თავს ესიტყვებაო, თითქოს მომართული ყოფილიყოს და
ვერაფრით ვეღარ გათავებულიყოს მონამართი, შეჩერებისას აღარაფერს ვამბობ; თუმცა,
კაცი იფიქრებდა - ამ ლაპარაკის შეწყვეტა ქვეყნად ყველაზე მეტად, თვითონ გევინ
ბიძიას ენატრებაო. არა, ლანძღვით არ ულანძღია სნოუპსები. გაუნმა ვერაფრით
ამიხსნა, რა იყო ეს. ისე გამოდიოდა, ვითომ გევინ ბიძიას რაღაც უნდოდა მოეყოლა,
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ქალაქი - 04
  • Parts
  • ქალაქი - 01
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 1948
    28.4 of words are in the 2000 most common words
    39.5 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 02
    Total number of words is 3992
    Total number of unique words is 1824
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 03
    Total number of words is 3892
    Total number of unique words is 2027
    28.8 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 04
    Total number of words is 4126
    Total number of unique words is 1771
    33.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 05
    Total number of words is 3979
    Total number of unique words is 1874
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 06
    Total number of words is 3952
    Total number of unique words is 1875
    31.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 07
    Total number of words is 3971
    Total number of unique words is 1883
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 08
    Total number of words is 3954
    Total number of unique words is 1822
    30.2 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 09
    Total number of words is 3924
    Total number of unique words is 1905
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 10
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 1912
    29.8 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 11
    Total number of words is 3974
    Total number of unique words is 1897
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 12
    Total number of words is 4111
    Total number of unique words is 1678
    32.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 13
    Total number of words is 4103
    Total number of unique words is 1775
    34.3 of words are in the 2000 most common words
    46.5 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 14
    Total number of words is 3967
    Total number of unique words is 1939
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.4 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 15
    Total number of words is 3895
    Total number of unique words is 1868
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    50.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 16
    Total number of words is 3993
    Total number of unique words is 1860
    33.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 17
    Total number of words is 4054
    Total number of unique words is 1839
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 18
    Total number of words is 4154
    Total number of unique words is 1727
    33.2 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 19
    Total number of words is 3843
    Total number of unique words is 1854
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.2 of words are in the 5000 most common words
    46.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 20
    Total number of words is 3871
    Total number of unique words is 1877
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.9 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 21
    Total number of words is 4048
    Total number of unique words is 1843
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.9 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 22
    Total number of words is 4060
    Total number of unique words is 1866
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.4 of words are in the 5000 most common words
    50.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 23
    Total number of words is 3959
    Total number of unique words is 1758
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 24
    Total number of words is 4043
    Total number of unique words is 1842
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 25
    Total number of words is 3466
    Total number of unique words is 1703
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.