Latin
Total number of words is 3895
Total number of unique words is 1868
32.6 of words are in the 2000 most common words
44.7 of words are in the 5000 most common words
50.6 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
თუ მოინდომა, შენ შეგიძლია წყალი მიირთვა და ერთი ნიკელი შეირჩინო კიდევ.
- იქნებ ლინდამ „კოკა-კოლა“ დალიოს და მეტი არაფერი მოინდომოს, - მითხრა
იმან, - მაშინ მეც დავლევ და თხუთმეტი ცენტი მაინც დამრჩება.
- მით უკეთესი, - ვუთხარი მე.
- სულ არაფერი რომ არ მოინდომოს?
- მით უკეთესი-მეთქი, გითხარი, - ვუპასუხე მე.
ახლა ისღა დამრჩენოდა, დათქმულ დროს დავლოდებოდი; აღარ დაადგა საშველი
ოთხის ნახევრის გახდომას, ათასგვარი ეჭვი მომეძალა, გაუთავებელი და მტანჯველი
წინაუკმობა. გამიგეთ? მარტო პაემნის დასანიშნად კი არ წამაქეზა იმ გოგომ, - ისეთი
პაემნის დასანიშნად, რომლის დროსაც უნდა დამეღუპა, დამელეწა, გამენადგურებინა,
ჩამეკლა რაღაც, - დამასწრო კიდეც თავისი სიმარტივით და უბრალოებით.
ჰოდა, ახლა ისღა დამრჩენოდა, დავლოდებოდი. იმას დავლოდებოდი, დრო როდის
გაივლიდა, უნდა გამეძლო ამ დროის გასვლამდე; ჩემიკაბინეტის ფანჯარასთან შემეძლო
მომეცადა, უკეთესიც კი იყო აქ ლოდინი, ვიდრე სხვა რომელსამე ადგილას, რადგან
ფანჯრიდან საკონდიტროს შესასვლელი ჩანდა, ასე რომ, მოთმინებით აღჭურვა
მმართებდა მხოლოდ. გაკვეთილების დამთავრების ზარს ვერ გავიგონებდი, საამისოდ
ერთობ შორს იყო ჩემი კაბინეტი, მაგრამ იმის დანახვა კი შეიძლებოდა, როგორ
გამოეფინებოდნენ სკოლიდან ისინი: თავდაპირველად სულ პატარები, პირველ და
მეორეკლასელთა გაფანტული ნაკადები; მერე შუათანა კლასები - მოხმაურენი, ცელქნი,
ბიჭები მაინც განსაკუთრებით; ბოლოს უფროსკლასელები და მათ შორის წლევანდელ
წელს დამამთავრებელნი - საკუთარი ღირსებით დატვირთულნი, სიმწიფედაწყებულნი
და ამის გამო გაგარეულებულნი; აჰა, ისიც გამოჩნდა, ტანმაღალი (არც ისე ძალიან
მაღალი, მაგრამ მაინც სხვათა უმაღლესი, გინდაც ყანჩა ყოფილიყოს, ბაყაყთა და
თავკომბალათა შორის ჩამდგარი ჭაობში), წამით შეჩერდა საკონდიტროს შესასვლელთან,
უკაცურ კიბეს ამოხედა, მერე შიგ შევიდა ხელით სამი წიგნის მჭერელი. იმ სამი
წიგნიდან ერთ-ერთი ჩემი შეიძლებოდა ყოფილიყო, ჰოდა, ისიც გავიფიქრე: ესე იგი,
ჩიკს ის წიგნი სკოლაშივე გადაუცია, ოცდახუთი ცენტი შეუტყაპუნებია იმ მამაძაღლს.
ოღონდ ამასობაში ჩიკიც დავინახე; ისიც საკონდიტროში შევიდა და ხელთ იმასაც წიგნი
ეჭირა, ჰოდა, ამგვარი რამე ვიფიქრე: უნდა მომესაზრებინა, ერთი ჭიქა უნდა
მომესაზრებინა, ერთი ჭიქა წყალი დამესხა ჩემთვის, დინჯად გადამეთვალა, ასე,
სამოციოდე წამი, დაახლოებით ის დრო, რაც სოდიანი წყლის გამყიდველს, სკიტს
მაკჰაუნს დასჭირდებოდა, რათა რომელიმე უმცროს თუ უფროსკლასელ გოგოსთან
ლაზღანდარობას შეშვებოდა და შეკვეთა მიეღო, ჰოდა, მერე მეც დამელია ის ერთი
ჭიქა წყალი, როგორც „კოკა-კოლას“ შესვამდნენ ისინი, ოღონდ ამასობაში ისიც
გავიფიქრე: იქნებ ლინდამ პლომბირი შეუკვეთა, იქნებ კიდევ მაქვს-მეთქი დრო, - და
უმალვე ადგილს მოვწყდი, უმალვე გასასვლელს მივასკდი, კარი მანამდე გამოვაღე,
ვიდრე ჩემს თავს ვაიძულებდი შევჩერებულიყავი: ხომ არაფრით არ შეიძლება ვინმემ
თავისი თვალით იხილოს, როგორ მიჭენაობს კიბეზე კაბინეტიდან გამოჭრილი ოლქის
პროკურორი, მერე ქუჩას როგორ გადაირბენს და როგორ შევარდება საკონდიტროში,
სადაც დამამთავრებელი კლასის მოწაფე ელოდება, თექვსმეტი წლის ქალიშვილი!
ოღონდ დროულად კი მივუსწარი, სულზე მივუსწარი. ჯერ არ დამსხდარიყვნენ, ანდა
იქნებ ლინდა უკვე წამომდგარიყო და ორივენი მაგიდასთან იდგნენ, ლინდას ოთხი
წიგნი ეჭირა ხელში. ჰოდა, შემომხედა, უკანასკნელ წამს შემომხედა იმ თავისი
თვალებით,
მუქნაცრისფერი
თუ
ლურჯი
რომ
უჩანდა,
ვიდრე
კარგად
არ
ჩააცქერდებოდი.
- უკაცრავად, რომ დავაგვიანე, - ვუთხარი. - იმედია, ჩიკმა გაგაფრთხილა, არა?
- არაფერია, - თქვა იმან. - სულერთია, სახლში ვარ უკვე წასასვლელი.
- „კოკა-კოლას“ შეუსმელად? - შევეკითხე მე.
- სახლში ვარ წასასვლელი, - მითხრა იმან.
- კარგი, სხვა დროს იყოს, - ვთქვი მე. - გადავდოთ.
- დიახ, - თქვა იმან, - ახლა სახლში ვარ წასასვლელი. - მე გვერდზე გავდექი,
კარისკენ გზა მივეცი.
- არ დაგავიწყდეს, ოცდახუთ ცენტს რომ შემპირდი, - მითხრა ჩიკმა.
მერე დამასწრო, კარი თვითონ გამოუღო და ჩვენ შორის ჩადგა, მაშინვე გაგვთიშა,
დაგვაშორიშორა, ვიდრე ის ქალი რამეს მიხვდებოდა; ჰოდა, მერე ლინდას ისიც აღარ
დასჭირვებია, რომ შეჩერებულიყო, უკან მოეხედა, იმას მიმხვდარიყო - საფრთხე,
საშიშროება აღარ მემუქრება, სავსებით ხელშეუხებელი და დაცული ვარო; აღარც ის
სჭირდებოდა, „მისტერ სტივენსო“, ეთქვა, ან თუნდაც - „მისტერ გევინ“, ანდა „ნახვამდის“, ან კიდევ რამე ამდაგვარი; „მადლობელი ვარო“, - ამის თქმაც კი აღარ
იყო საჭირო, აღარც მოხედვა. ოღონდ მოხედვით მაინც მომხედა. - მადლობელი ვარ
ამ წიგნის, - მითხრა. ჰოდა, წავიდა მერე.
- ხომ გახსოვს, ოცდახუთ ცენტს რომ შემპირდი? - მითხრა ჩიკმა.
- როგორ არ მახსოვს, - მივუგე, - მერე აქ რას ატუზულხარ? გაიქეცი და დახარჯე
მაგ ფული!
დიახ, ბევრ ისეთ რამეს ვაკეთებდი, რასაც ჩიკი ჯერჯერობით ვერ მიხვდებოდა. თან
მართობდა, მახალისებდა ისეთ მდგომარეობათაგან თავის დაძვრენა, რომელნიც
მაიძულებდა, ამგვარი უღირსი, საცოდავი ეშმაკობისთვის მიმემართა ხელახლა. ლინდამ
ხომ არაფერი იცოდა (არ უნდა სცოდნოდა, ახლა მაინც, ჯერჯერობით: ასე რომ არა,
რაღას მაქნისი იყო ეს ჩემი წვრილმანი უღირსი ეშმაკობები?), გულდაჯერებული ხომ
ვერ იქნებოდა იქ, საკონდიტროში იმდღევანდელი ჩვენი შეხვედრის, იმ ორი-სამი (არ
ვიცი - რამდენი) წუთის ასავალ-დასავალისთვის; სწორად, დანამდვილებით არ
იცოდა, მართალი უთხრა ჩიკმა თუ არა: მართლა დავაბარე თუ არა ჩიკს დამაგვიანდება-მეთქი, ჰოდა, ჩემი დისწული მივუგზავნე ლინდას ერთგულ მაცნედ და
ამფსონად ჩემს მისვლამდე, თუკი მივიდოდი საერთოდ, თუკი მოვევლინებოდი; ეს
კიდევ იმას ნიშნავდა, მე იმდენად უფროსი კაცი ვიყავი, იმდენად თავგზააბნეული,
ისიც კი არ მესმოდა, რანაირ წყენას ვაყენებდი ლინდას იმითაც, რომ იძულებულს
ვხდიდი, მჯდარიყო და მოეცადა, და იმითაც, რომ ათი წლის ლაწირაკს ვუგზავნიდი
ამფსონად იმის მოვარაუდე - გამოსაშვები კლასის თექვსმეტ წელს გაცილებული
ქალიშვილი იმ ლაწირაკს მასლაათს გაუბამს-მეთქი; მერე ვინ იცის, იქნებ განზრახაც
ჩავიდინე ეს: ჯერ პაემანი დავუნიშნე, მერე კი ჩემ მაგივრად ათი წლის ბიჭი
მივუგზავნე, თითქოს დელიკატურად მენიშნებინოს - რა გინდა, რას გადამეკიდემეთქი?
ასე რომ, იმდენი უნდა მემარჯვა, როგორმე ლინდას განწირული გულოვნება არ
გამოეჩინა და არ შემკითხოდა - მაინც რომელი არისო სიმართლე? აი, ეს მართობდა
და მახალისებდა, გამიგეთ? - მას რომ გავექცეოდი, გავერიდებოდი ხოლმე, ის
ამბავია. ეს ყმაწვილობა გახლდათ, ოღონდ უკუღმა შებრუნებული: უცოდველი ჭაბუკი
ხომ მიისწრაფვის ხოლმე ქალიშვილისკენ, იმითვე დამფრთხალი, რაც ესოდენ იზიდავს
თავისკენ, უმარჯვოდ, შიშნეულად აგვარებს შემთხვევით შეყრის საქმეს, თან ხელს არც
შეახებს გოგოს, ერთხელაც არ შეახებს, არც აქვს შეხების იმედი, არც კი სურს ეს;
ყოველი შეხების ეშინია ხოლმე; ოღონდ კი იმავე ჰაერს ისუნთქავდეს, ოღონდ კი მასაც
იგივე ნიავი ხვდებოდეს, რაც მისი შეყვარებულის ჰაეროვან სხეულს ელამუნება; ჰოდა,
ახლა იმ გოგოს ხელიდან შემთხვევით დავარდნილი ხელთათმანი თუ ცხვირსახოცი,
ანგარიშმიუცემლად
მოსრესილი
ყვავილი,
თუგინდ
მეცხრე-მეათე
კლასის
სახელმძღვანელოც - რომელიმე გეოგრაფია ან გრამატიკა, ან კიდევ არითმეტიკა,
რომლის სატიტულო ფურცელზე საკუთრივ იმ გოგოს ჯადოსნური ხელით არის
დაწერილი მისივე სახელი, - ახლა ეს ასჯერ უფრო აფრთხობს და აღელვებს ბიჭს,
ვიდრე ოდესმე შემდეგში ააღელვებს მოშიშვლებული მხრის ელვარება და გაშლილი
თმის დალალი იქვე მის გვერდით დებულ ბალიშზე.
ჩემი საქმე კიდევ პირიქით იყო: ოღონდ კი არ შევხვედროდი, ერთთავად სადმე ახლოს
ვყოფილიყავი და არასოდეს შევყროდი. თავადაც მოგეხსენებათ: პატარა ქალაქში,
სადაც, ჩვენი არ იყოს, სამი ათასი მცხოვრებია სულ, ასაკოვანი ბერბიჭასა და
თექვსმეტი წლის ქალიშივლის შეხვედრების გამო ჭორაობას მაშინ თუ მოუკლებდნენ,
როცა ახალი ჭორი გამოჩნდებოდა: ის თექვსმეტი წლის ქალიშვილი და ის ასაკოვანი
ბერბიჭა ნამდვილად გაურბიან ერთიმეორეს და კვირაში ორჯერ-სამჯერ თუ შეიყუჟებიან
მაღაზიაში, ან რომელსამე შესახვევშიო. გამიგეთ? - ასაკოვანი იურისტი, თანაც ოლქის
პროკურორი, ყოველთვის გამოძებნის საკმარის საქმეს (თუნდაც ისეთ ქალაქში, სადაც
სულ სამი ათასი მცხოვრებია), რათა იმ ერთადერთ ქუჩაზე არ ამოყოს თავი, იმ
გოგოს სახლიდან სკოლისკენ რომ მიუყვება; არც დილის ცხრის ნახევარზე გაიჭაჭანოს
იქ, არც თორმეტიდან პირველ საათამდე და არც ოთხის ნახევარზე, ესე იგი, იმ
საათებში, როცა მთელი ქალაქის ბარტყობა მიდი-მოდის იმ ქუჩაზე; ზოგჯერ შეიძლება
მოხდეს ეს ამბავი, სულ რამდენჯერმე, ოღონდ ყოველთვის კი არა, მუდამ არა.
დიახ, სწორედ ამგვარად მიხდებოდა მოქცევა. რა გაეწყობა: ხომ არ შემეძლო დღისით,
მზისით გამეჩერებინა ქუჩაში და მეთქვა: აბა, ახლავე მიპასუხე - მიხვდი თუ ვერ
მიხვდი, რაც მაშინ საკონდიტროში მოხდა? ზუსტად მითხარი, მოკლედ - რა იფიქრემეთქი მაშინ? არა, ერთადერთი ის შემეძლო, ჩამოვხსნოდი, თუმცა კი ჩემთვის ხსნა
სულ არ ყოფილა ეს „ჩამოხსნა“.
ასე რომ, უნდა გავრიდებოდი. იძულებული შევიქენი, მარტო ჩემი საქმეები კი არა,
მთელი იოკნაპატოფას ოლქის საქმეებიც წინასწარ დამეგეგმა, რათა თექვსმეტი წლის
გოგოს არ გადავყროდი ხოლმე ქუჩაში. გაზაფხული იყო მაშინ. ესე იგი, მეცადინეობის
დამთავრებამდე, ნამაისევამდე ასე თუ ისე იოლად მოგვარდებოდა საქმე, კვირაში ხუთი
დღე მაინც მექნებოდა განაღდებული. ოღონდ მერე არდადეგები დაიწყებოდა და ის
გოგო არავითარ რეჟიმს, არავითარ დისციპლინას აღარ დაემორჩილებოდა; არადა,
პირადი გამოცდილება თუ არ მქონდა, დაკვირვებული ხომ დიდი ხანია ვიყავი, რომ
ნებისმიერ თექვსმეტი წლის არსებას, თუკი ის არსება ბავშვს ძუძუს არ აწოვებს,
ოჯახის სარჩენად ფულს არ შოულობს სადმე ან ციხეში არ არის გამომწყვდეული,
სადაც გნებავთ, იქ შეიძლება გადააწყდეთ დღე-ღამის ოცდაოთხი საათის განმავლობაში.
ასე რომ, იმ დრომაც რა მოატანა, ესე იგი, შარშანდელმა, სკოლის დამამთავრებელი
წლის წინა ზაფხულმა, მე გადავწყვიტე შორეული, ჩვენთვის უცნობი კოლეჯების ყველა
კატალოგი და პროსპექტი ჩემი მისამართით კი არ გამოეგზავნათ, რათა მერე მათი
პირადად გადაცემა არ დამჭირვებოდა, არამედ პირდაპირ მისი მისამართით: მის
ლინდა სნოუპსს, ჯეფერსონი, მისისიპის შტატი. თან ისიც შევუთვალე - ჩვენი შტატის
სახელწოდება - მისისიპი დიდრონი ასოებით გამოიყვანეთ-მეთქი. ასე რომ არა,
კონვერტი, იცით, სად მოხვდებოდა? ჯერ ერთი, მისურის შტატის ქალაქ ჯეფერსონში;
მეორეც, სათითაოდ ყოველ იმ შტატში სავარაუდო ორმოცდარვა შტატიდან, სადაც
აგრეთვე არსებობდა ქალაქი, ჯეფერსონის სახელწოდებით; ვიდრე, - ეს უკვე
მესამეცო, შეგვიძლია ვთქვათ, - ბოლოს და ბოლოს ვისმე აზრად არ მოუვიდოდა იქნებ მისისიპის შტატშიც მოიძებნებოდეს ისეთი ადამიანი, ვისაც ბუნდოვნად მაინც
წარმოუდგენია აღმოსავლეთ ან ჩრდილოეთ შტატებში სასწავლებლად გამგზავრების
შესაძლებლობა, ვისაც ყურმოკრული მაინც ექნება იმ სასწავლებელთა ამბავი, ანდა, ეს
თუ არა, კატალოგებისთვის დართული სურათების გადათვალიერება და ერთმარცვლიანი
სიტყვების ამოკითხვა მაინც შეეძლებაო.
ერთი სიტყვით, პირდაპირ ლინდას მისამართით გამოვიწერე ის კატალოგები და
პროსპექტები, ის ეშმაკურად შედგენილი, შემპარავი, მაცდუნებელი რეკლამები
ვირჯინიული კოლეჯებისა, სამხრეთ შტატებში მცხოვრებ დედათა ოცნება რომ არის ნეტავი ჩემი ქალიშვილი სასწავლებლად იქ მიმაბარებინაო; თანაც პირწმინდად
ინსტინქტურია ეს მათი ოცნება, თვითონაც არაფერი გაეგებათ, რა აოცნებებთ. ალბათ
ის ამბავი, თავად რომ არ უსწავლიათ იმ კოლეჯებში და ახლა გულით არიან
მოწადინებულნი, თავიანთი ქალიშვილების მეშვეობით ის აინაზღაურონ,რასაც თვითონ
ვერ მოსწრებიან, რაკი მათი დედანი, თავიანთ მხრივ, სულაც არ ყოფილან
მოწადინებულნი, ის აენაზღაურებინათ, რასაც თავად ვერ მოსწრებოდნენ.
თანაც მარტო ვირჯინიის კოლეჯების რეკლამები კი არ გამომიწერია, იმ პეწიანი
„ინსტიტუტებისაც“ ზედ მივაყოლე, მეისონ-დიქსონის ხაზის ჩრდილოეთით რომ არის
განლაგებული. სამართლიანი ვიყავი, არა, უფრო სწორად, ორივენი სამართლიანნი
გახლდით, ისიც და მეც; თუმცა კი, მისი შეურყვნელი სახელი რომ გადაგვერჩინა,
ერთიმეორეს აღარც ვხვდებოდით, მაგრამ შეთქმულნიც ხომ ვიყავით, მოკავშირენი მისი სულის სახსნელად; ორივენი თითქოს in absentia (დაუსწრებლად (ლათ.))
ვეუბნებოდით დედამისს: აი, ესოდენ ბრწყინვალე, ესოდენ არისტოკრატიული
სასწავლებლები. ჩვენ ხომ პატიოსნად ვირჯებოდით, ხელს არ გიშლიდით, ჰოდა,
ახლა იქითკენ გვინდა გავემგზავროთ და თქვენ შეგიძლიათ ხელი შეგვიწყოთ ამ
საქმეში: აშკარა დასტურს თუ არ მოგვცემთ, „არას“ მაინც ნუ გვეტყვით. ამასობაში
სხვა პროსპექტებიც გამოვიწერე, რათა ესენიც ჰქონოდა ლინდას: იმ კოლეჯების
პროსპექტები, სადაც იმასაც არავინ მიაქცევდა ყურადღებას, - რას იცვამს, როგორ
დაიარება, ჩანგალი სწორად უჭირავს თუ არა, საერთოდ, ხალხში როგორ ირჯებაო;
რადგან ეს ყოველივე იქ დიდი ხნის წინ იყო დადგენილი, იქ მნიშვნელობა იმას
ექნებოდა, რასაც სინამდვილეში მოიმოქმედებდა, როგორც მოიქცეოდა სულის მიუხებელ
სიმარტოვეში.
ჰოდა, ახლა, რა რომ ის უკანასკნელი პროსპექტებიც მიუვიდა, შობის კვირაძალში,
მისი სკოლაში ყოფნის უკანასკნელ ზამთარს, - ახლა მისთვის საჭირო, აუცილებელი
შეიქნა შემხვედროდა. იმიტომ კი არა, სასწავლებლის შერჩევაში რომ მივშველებოდი,
უფრო ისე, ერთად რომ აგვეწონ-დაგვეწონა და მოგვეფიქრებინა ყოველივე, ვიდრე
საქმე საბოლოოდ გადაწყდებოდა. მე ველოდებოდი, დიდი მოთმინებით ველოდებოდი,
ვიდრე ბოლოს და ბოლოს არ მივხვდი, რომ ლინდა პირველ ნაბიჯს არასგზით არ
გადმოდგამდა ჩემთან შესახვედრად. ექვს თვეზე მეტი ხანი იყო გასული, რაც
გავურბოდი. და ლინდამ ის კი არ იცოდა მხოლოდ, რომ ვემალებოდი (რადგან ისეთ
პატარა ქალაქში, როგორიც ჩვენია, შეუძლებელია, ამდენი ხნის განმავლობაში მამაკაცი
ქალს არ გადაეყაროს შემთხვევით, ისევე როგორც, შეხვედრით როცა ხვდება, იმის
მოიმედე არ უნდა იყოს - საიდუმლოდ, სხვათათვის შეუმჩნევლად ვხვდებიო), ლინდა
უკვე იმასაც მიხვდა მაშინ, აპრილში კრისტიანის საკონდიტროში შემდგარი პაემანიც არ
ყოფილაო უაზრო შემთხვევითობა. დიახ, ჩემო ბატონო, ერთი პირობა მეც მომეჩვენა ლინდას არავითარი საფუძველი არა აქვს საიმისოდ, ის იფიქროს, რომ იმ
პროსპექტების ამბავი მეც ვიცი, ვიცი კი არა, მე თვითონ რომ გამოვუწერე-მეთქი.
ოღონდ ეს აზრი მაშინვე განვიშორე და, მომდევნო ამბებს თვალს თუ მიადევნებთ,
თქვენც განიშორებთ უეჭველად.
მაშასადამე, პირველი ნაბიჯი მე უნდა გადამედგა. ეს ახლა უწინდებურად იოლი
ამბავი აღარ გახლდათ. ცისმარე დღეს ვხედავდი ჩემი კაბინეტის ფანჯრიდან (თუკი იქ
ვიყავი) ოთხის ნახევარზე სხვა მოწაფეთა შორის სკოლიდან გამომავალ ლინდას.
შარშან, საერთოდ, ამ ამბებამდე მუდამ მარტო დადიოდა, ანდა შესაძლოა, მე
მეჩვენებოდა ასე - სულ მარტო მიდი-მოდის-მეთქი. ოღონდ ახლა, ამ ზამთარს,
განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის ტროგლოდიტი გაეცალა ჩვენს ქალაქს, მატ
ლივიტი, მას შემდეგ ლინდა მის ქუჩაზე მცხოვრებ ერთ გოგოს გადაესკვნა. მერე უცებ
(ზამთარში ხდებოდა ეს ამბავი) ორის ნაცვლად ოთხნი შეიქნენ ისინი, ორი ბიჭი
მიემატათ, ჩიკის ნათქვამით - მისის რაუნსველის ვაჟი და ბიშოპების უმცროსი შვილი,
მათი სკოლის საუკეთესო სპორტსმენები. ჰოდა, ახლა, გაზაფხული რომ დადგა,
ოთხივენი თითქმის ყოველდღე ისხდნენ კრისტიანის საკონდიტროში (ეტყობა, იმ
არემარეზე აღარსად ბოგინებდნენ წარსულის აჩრდილები, რომელთა მიზეზითაც მას
დარცხვენა მოუხდებოდა, და მე მახარებდა ეს ამბავი), „კოკა-კოლასაც“ მიირთმევდნენ
და სხვა ათასნაირ დომხალსაც (მე კი მქონდა გემო გასინჯული!), რომელიც
ახალგაზრდებს, განსაკუთრებით მდედრობითი სქესისას, შეუძლიათ წარმოუდგენელი
სიმშვიდით შთანთქან მხოლოდ ნასადილევს კი არა, დილის ცხრა-ათ საათზეც. ის
ოთხეული მე ორ წყვილად მიმაჩნდა, ორ შეყვარებულ წყვილად, უფროსკლასელთათვის
დამახასიათებელი ლამის ცოლქმრული ერთგულებით დაკავშირებულად. მაგრამ ერთ
საღამოს დავინახე (სულ შემთხვევით), როგორ მიდიოდა ლინდა კინოთეატრისკენ
ორივე რაინდის თანხლებით.
ძალიან არა, მაგრამ ცოტათი მაინც გართულდა საქმე. ყველაზე ადვილი ის იქნებოდა,
ამგვარად მოვქცეულიყავი (მით უმეტეს, უკვე მაისი დადგა და ჩემი მხრივ მეტი მოცდა
აღარ
შეიძლებოდა):
მოთმინებით
დავლოდებოდი
იმ
დღეს,
როცა
ლინდა
უიმგამცილებლებოდ ჩამოივლიდა ქუჩაში, როცა ის ბიშოპი და ის რაუნსველი
ნასკოლევს იქვე დარჩებოდნენ თავიანთ მიღწევათა განსასრულებლად, ან კიდევ როცა
მასწავლებელი დატოვებდა ორივეს. ჰოდა, დაველოდე და თვალიც მოვატანე
შორიდანვე, დაახლოებით ერთი კვარტალის სიშორეზე, ოღონდ ამ დროს იმან
მოულოდნელად შეუხვია, სხვა გზით წავიდა, მოედნის შემომვლელი მიმართულებით.
როგორც ეტყობოდა, ეს ახალი გზა შეერჩია იმ დღეებში სავალად, როცა მარტო
მიდიოდა ხოლმე შინისკენ, ესე იგი, როცა მარტო იყო ან (ესეც შესაძლოა) როცა
მარტო ყოფნა სურდა.
ოღონდ ესეც არ იყო ძნელი საქმე: მოედნის უკანა მხარეს ერთი კვარტალი უნდა
გამევლო და იმ კუთხეს უნდა მივდგომოდი, სადაც ისშესახვევი გამოდიოდა. ოღონდ
მე მასზე ჩქარა მივაბიჯებდი, უფრო სწრაფად, ასე რომ, პირველმა მე მოვატანე
თვალი, როგორ მოდიოდა ნაგვის გროვებს, ურნებს, სატვირთავ პლატფორმებს შორის.
მერე, კუთხეში რომ დამინახა, მაშინვე ადგილზე გაქვავდა და უხერხულად შემართა
ხელი. ჰოდა, ამსიშორეზე ისიც ხომ შეიძლებოდა, რომ არ შევჩერებულიყავი! არც
შევჩერებულვარ, გზა განვაგრძე, მეც მივესალმე შემართული ხელით და შუკა
გადავჭერი დინჯი ნაბიჯით, როგორც მართებდა სიარული ოლქის პროკურორს
მივარდნილ ქუჩაში დღის ოთხის ნახევარზე; კიდევ ერთი კვარტალიც და ის გოგო
კვლავ განრიდებული იყო საწუხარს, კვლავაც მიუხებელი გახლდათ და აღარც რამე
საფრთხე ემუქრებოდა.
რაღა თქმა უნდა, ტელეფონიც არსებობდა კიდევ. მაგრამ ტელეფონი ნამეტანი სწრაფად
მოახდენდა მოსახდენს, ნამეტანი ახლოს იქნებოდა იმ შესახვევთან, იმ სასალმოდ
ზეაწვდილ ხელთან. ოღონდ, მადლი უფალს, საბეჭდი მანქანაც ხომ გამოიგონეს ამ
ქვეყანაზე! ქალაქის მამათა ნებაა - კი, ბატონო, დამიქვითონ ხელფასიდან სახელმწიფო
ქაღალდის ღირებულება! არადა, იქნებ ვერც ვერაფერი შეამჩნიონ, ვინ იცის? ჰოდა,
საბეჭდი მანქანა და დრო ხომ ჩემი საკუთარი მაქვს და ისაა.
ჩემო კარგო ლინდა!
როცა გადაწყვეტ, რომელი კოლეჯი უფრო მოგწონს, მოდი, მოვითათბიროთ. იმ
კოლეჯებიდან ბევრში ნამყოფი ვარ და იმაზე მეტს მოგიყვები იქაურ ამბებს, ვიდრე
პროსპექტში წერია. ბანანის პლომბირიც არ გვაწყენდა: რა იცი, იქნებ ბენინგტონის,
ბარდის და სუორსმორის კოლეჯებში არც გაუგონიათ ბანანის პლომბირი, ჰოდა, იქნებ
მარტო სტუდენტად ყოფნამ კი არ მოგიწიოს იქ, პლომბირის მცოდნეობაც დაგევალოს.
მერე ფანქარი ავიღე და ხელით მივაწერე:
ამას წინ შესახვევში დაგინახე, მაგრამ გასაჩერებლად არ მეცალა. ნეტავი რა გინდოდა
იმ შესახვევში?
გამიგეთ? ამას წინ-მეთქი. ესე იგი, უკვე სულერთი ხდება, როდის ჩავუშვებ ამ
ბარათს - ორი დღის თუ ორი კვირის მერე. ესე იგი, კიდევ ორ კვირას შემიძლია
ვხიო და ვფხრიწო ბარათები, თუ გნებავთ, - მისამართწარწერილი კონვერტებიც. ჯერ
შუაზე გადავხევდი ხოლმე გულმოდგინედ, მერე გადახეულ კიდეებს შევაერთებდი და
ისევ შუაზე ვფხრეწდი, კიდევ და კიდევ. მერე გამოწმენდილ ბუხარში შევყრიდი იმ
ნაკუწებს, ასანთს გავკრავდი, ვუმზერდი, როგორ იწვებოდა; ბოლოს დაჩოქილი ჩემს
ბებერ
ძვლებს
ავიკრეფდი,
წამოვიმართებოდი
და
მტვერს
ჩამოვიბერტყავდი
მუხლისთავებიდან.
ამასობაში მაისმაც მოატანა, ლინდას სკოლა უნდა დაემთავრებინა. ოღონდ მის იუნის
ჰენტს ის საგზაო ნესესერი გუშინვე უნდა ეახლებინა, ჰოდა, მადლი უფალს,
ტელეფონიც რომ არის გამოგონებული. მაშასადამე, ერთხელ კიდევ (უკანასკნელად
უკანასკნელი თვალთმაქცობის მომარჯვებით) უნდა დავლოდებოდი ცხრის ნახევარს
(ბანკი ცხრამდე არ იღებოდა, მაგრამ მაინც, თუმცა ფლემი ბანკის პრეზიდენტი არ
გახლდათ,
ძნელი
წარმოსადგენი
იყო,
რომ
სულ
ბოლო წუთამდე
სახლში
იყურყუტებდა, რათა ტელეფონს თვითონ მივარდნოდა). და, აი, ავიღე ყურმილი:
- დილა მშვიდობისა, მისის სნოუპს. გევინ სტივენსი გახლავართ. შეიძლება, ლინდას
დამალაპარაკოთ, თუ ჯერ... აჰა, გამასწრო უკვე? თუმცა ამ დილას მე თვითონ
დამაგვიანდა... დიდი მადლობა. ყველას ძალიან გაგვიხარდა, ნესესერი რომ
მოსწონებია. მეგის დიდად ესიამოვნებოდა ლინდას ბარათი. იქნებ გეთქვათ, სადილად
რომ მოვა სახლში... მე ცნობები მომივიდა რედკლიფის კოლეჯში სტიპენდიატის
ადგილის თაობაზე, იქნებ ლინდა დაინტერესდეს ამ ამბით. ის კოლეჯი ჰარვარდთან
ახლოსაა. კემბრიჯის ამბებსაც მოვუყვებოდი... დიახ, თუ შეიძლება, უთხარით ნასკოლევს საკონდიტროში დაგელოდება-თქო. მადლობელი გახლავართ.
დაბოლოს - „მშვიდობით“. სიტყვა - გულდასაწყვეტი თუნდაც ტელეფონში
სათქმელად. კაცმა რომ თქვას, თავად ეს სიტყვა კი არ იყო გულდასაწყვეტი, მისი
მნიშვნელობაც კი არა: გულდასაწყვეტი ის იყო, რომ მისი აღმოთქმა შეგეძლო კაცს,
რომ ბოლოს და ბოლოს მუდამ დგება ხოლმე ჟამი, როდესაც ამ სიტყვას დარდისა და
კაეშნის გარეშე კი არ ამბობ მხოლოდ, ისე ამბობ, დარდისა და კაეშნის ნატამალიც
აღარ გაქვს შერჩენილი იმ ღამის მომგონებელს (როდის იყო ის ამბავი? ათი წლის წინ?
ოცი წლის წინ?), როცა აქ, ამ კაბინეტში იულა უორნერისთვის უბრალოდ
„მშვიდობით“ კი არ გითქვამს, აქედან გაეთრიეთო, - ასე გამოგივიდა ნათქვამი
სინამდვილეში. არადა, მაშინ ამის მთქმელს არც თმა გაგთეთრებია, არც ცივ ოფლს
დაუსხამს შუბლზე შენთვის, ცრემლებიც არ წაგსკდომია. ჰოდა, თუკი სულში
სინანულის ნასახი მაინც გიბოგინებს ახლა, ეს იმის გამო სინანულია, მაშინ რომ
საიმისო გამბედაობა გყოფნოდა, - არაო, არ გეთქვა, ახლა ის გამბედაობაც აღარაფრად
ეღირებოდა, რაკი თვით ის მაშინდელი გულდედლობაც ბუნდოვან სინანულად ქცეულა
მხოლოდ.
ჯერ ის დავაპირე - საკონდიტროში შევალ და უკვე მაგიდას მიმჯდარი დაველოდებიმეთქი. მერე გადავიფიქრე: ყველაფერი უბრალოდ უნდა მოხდეს, ოღონდ არც ისე
ძალიან ხელოვნური უბრალოება უნდა გამოვიდეს-მეთქი. ასე რომ, კართან გავჩერდი,
ოდნავ იქით მივდექი, ბავშვების მოზღვავებული ნაკადისთვის ხელი რომ არ შემეშალა,
ანდა, უფრო სწორად, იმ ნაკადს რომ არ გადავექელე. სულ არ იყო საჭირო, ერთი
კვარტალის სიშორეზე დავენახე ლინდას, როგორ ველოდებოდი, ამას ის სჯობდა,
თუნდაც კაცთა თვალისთვის, უნებურად შევხვედროდით ერთიმეორეს, ბედნიერი
შემთხვევა მომხდარიყო; ჰოდა, ჯერ სულ პატარებმა ჩამოიარეს, პირველ,მეორე,
მესამეკლასელებმა, მერე უფრო დიდრონებიც მოჰყვნენ - მეორე საფეხურის მოწაფეები,
უფროსკლასელნი; ჰო, ახლა, სულ მალე, ამწუთას - მაგრამ, ნაცვლად ამისა, ჩიკი
გამომეცხადა დაკეცილი ბარათით ხელში.
- აჰა, - მითხრა, - გაიჭედა!
- გაიჭედაო? - ვთქვი მე.
- ჰო, ფირფიტა, გრამოფონის ფირფიტა გაიჭედა. მუსიკა იგივე არაა? ოღონდ ახლა
უკუღმა უკრავს.
როგორც ეტყობოდა, ლინდას დაეჩემებინა - სანამ გადასცემდე ამ ბარათს, მანამდე შენ
წაიკითხეო. ასე რომ, თვითონ ლინდას გარდა, მე მეორე ვიყავი იმ ბარათის
წამკითხველთაგან.
მისტერ სტივენს,
ცოტა დამაგვიანდება, თუ შეიძლება, მომიცადეთ.
ლინდა.
- მთლად მასე არაა საქმე, - მე ვუთხარი. - დოლარის წკარუნი არ მესმის რაღაცა.
- ჰო, - მითხრა იმან, - არც მე მესმის. ჯერ ალბათ არ წახვალ სახლში, ხომ?
- ალბათ არა, - მივუგე მე.
ჰოდა, საკონდიტროში შევედი, მაგიდას მივუჯექი. ეს მაინც უნდა მომემოქმედა მისი
გულისთვის; თუკი შურისგების საშუალებას ვაძლევდი, ბარემ სრული უნდა ყოფილიყო
შურისგება; გულის სრულად მოოხება - ჩემი თვალთვალი (საიდანაც უნდა
ეთვალთვალა), როგორ ვიჯექი და ველოდებოდი, დიდხანს ველოდებოდი, მაშინაც არ
წამოვმდგარვარ, როცა დავასკვენი - აღარ მოვა-მეთქი. მთელ საათს უნდა მეცადა,
რადგან „დასასრული“ სულ სხვა რამეა, ვიდრე „მშვიდობით!“, და საიმისო მიზეზიც
არ გაჩენილა, რომ კვლავ ამემღვრია სათავე კაეშნისა.
ამიტომ იყო, ვერც კი ვიცანი, ფანჯარასთან როცა გამოიარა. რადგან სკოლიდან კი არ
მოდიოდა, საპირისპირო მხრიდან მოეშურებოდა. არა, მარტო ამიტომ არა. აჰა,
შემოვიდა კიდეც საკონდიტროში, შიდა კარი მიიჯახუნა აჩქარებულმა. ჰოდა,
ჩვეულებრივი ქვედაბოლო და კოფთა კი არ ჩაეცვა, ანდა ჩითის კაბა, არც უქუსლო
მოწაფური ტუფლები; არა, გამოპრანჭული გახლდათ, სწორედ რომ გამოპრანჭული;
შლაპა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, აბრეშუმის ჩულქები; გაპუდრულიყო კიდეც,
თუმცა, კაცმა რომ თქვას, გასაპუდრი სახე სულ არ ჰქონია; ნელსაცხებლის სურნელიც
კი მომწვდა მისგან.
- ესეც ასე, - ამოვთქვი მე. საამისო მხნეობა მაინც შემრჩენოდა.
- არ შემიძლია, - თქვა იმან. დიახ, საამისო-მეთქი. საკონდიტროში ხალხი თითქმის
არ ჩანდა, მაგრამ ერთი კაციც რომ ყოფილიყო, ისიც ზედმეტი იქნებოდა; ასე რომ, მე
უმალ წამოვდექი და მივეახლე.
- რა კარგი სანახავი ხარ, - ვუთხარი. - წამოდი, გამოგაცილებ ცოტას. - და მაშინვე
შევაბრუნე კარისკენ, ასე რომ, მის ხელსაც არ შევხებივარ, გასასვლელისკენ მივმართე
ენაგაუჩერებლად (ალბათ არ გავჩუმებულვარ, საერთოდ, არ მეხერხება გაჩუმება), ისევ
ისე მოქაქანემ. როგორც ეტყობა, ამიტომაც ვერ შევნიშნე, რომ ჩვენი სვლის
მიმართულება იმას შეერჩია, ვიდრე არ დავინახე, როგორ შეუხვია იმან ჩემს კაბინეტში
ამავალი კიბისკენ. მაშინღა შევახე ხელი იდაყვზე, შევაჩერე, კიბისთვის გვერდი
ავაქცევინე, ასე რომ, ჩვენი შეყოვნება არავის შეუნიშნავს (იმედი უნდა მქონოდა,
გული უნდა დამეჯერებინა, ეჭვი არ შემპაროდა), მაღაზიათა ვიტრინების წინ
გავატარე, იქ, სადაც საგაზაფხულო საქონელი იყო გამოფენილი; თან ენა არ
გამიჩერებია (კი, ამ მხრივ საიმედო ვარ ნამდვილად), სიდარბაისლისა და წესიერების
ნიმუშად ვიყავით ქცეულნი: გამოწყობილი, ნელსურნელებადაფრქვეული ქალიშვილი
ქალი, სადღაც რომ მიემართება დღის ოთხ საათზე, და მის გვერდით გაღაჭარავებული ბერბიჭა, გულკეთილი ძიაკაცი, როგორც ზანგები იტყვიან ხოლმე,
„კარგად მოწყობილი“, ყოველთვის უვნებელი უკვე, რადგან აღარც სისხლი უჩქეფს
ძველებურად და სხეულიც დასძაბუნებია, - მათ სიმშვიდეს ვერც ხელთა შეჟრჟოლება
დაარღვევს, ვეღარც ფეხთა გოგმანი, ყველა იმედი და ყველა ოცნება განქარებულა და
გაცამტვერებულა. ოღონდ ამასობაში შევუხვიეთ კიდეც და, როგორც იქნა, მარტონი
დავრჩით, აქ ცარიელი მაინც იყო ქუჩა და შეუფერხებლად შეიძლებოდა გვერდიგვერდ
სიარული.
- არ შემიძლია, - თქვა ლინდამ.
- ეგ უკვე გავიგონე, - ვუთხარი. - რა არ შეგიძლია?
- იმ კოლეჯებში, - მომიგო იმან. - იმათში, თქვენ რომ... ის პროსპექტები რომ,
არც ჯეფერსონში, არც მისისიპიში.
- ძალიან კარგი, რომ არ შეგიძლია, - ვუთხარი. - ამიტომაც
შეგხვედროდი. მე მინდა, იმათგან საუკეთესოს შერჩევაში მოგეხმარო.
მინდოდა
- კი, მაგრამ რომ არ შემიძლია? - მითხრა იმან. - ნუთუ არ გესმით? არ შემიძლია!
ჰოდა, აქ მე - დიახ,
ყველაფერი მიამბე.
მე!
-
სიტყვა
გავაწყვეტინე.
-
კარგი,
-
ვუთხარი.
-
- არსად წასვლა არ შემიძლია. ჯეფერსონში უნდა დავრჩე. გაისად პანსიონში შევალ. დიახ, მე ვდუმდი. საქმე ის პანსიონი კი არ იყო. ისიც კი არ იყო საქმე, პანსიონი
ჯეფერსონში რომ მდებარეობდა. თავიდათავი თვით ჯეფერსონი გახლდათ. ჯეფერსონი
იყო მისი დაუძინებელი მტერი, რამეთუ ჯეფერსონი სნოუპსს ნიშნავდა.
- გასაგებია, - მე ვუთხარი. - კარგი. მე თვითონ მოველაპარაკები დედაშენს.
- არა, - აღმოთქვა, - არა. არ მინდა წასვლა.
- უნდა წახვიდე, - მივუგე. - დედაშენს უნდა მოველაპარაკოთ. ეს ისეთი საჭირო
საქმეა, შენ შეიძლება ვერც კი ხვდებოდე. წამოდი, ახლავე მივაკითხოთ დედაშენს და
მოველაპარაკოთ... - ეს ვთქვი და შევბრუნდი კიდეც, ოღონდ ამასობაში იმან
დამიჭირა, ორივე ხელით ჩამაფრინდა და გამაჩერა. მერე ხელი შემიშვა და თავადაც
შეჩერდა. მაღალი ქუსლები, აბრეშუმის ჩულქები და მისთვის ერთობ სადიდო და
შეუფერებელი შლაპა; ანდა იქნებ თვალი არ მქონდა შეჩვეული ამ თავსაბურავით მის
დანახვას, იქნებ იმ შლაპას მაგონებდა, ჩვენს სახლში გამართულ იმ მარცხიან სადილს,
ამ ორი წლის წინანდელს, როცა პირველად ვაიძულე, რაც არ სურდა, ის გაეკეთებინა,
რადგან მაშინ არ იცოდა, უარი როგორ ეთქვა ჩემთვის. და უცებ ვუთხარი: - შენთვის
შეკითხვის დასმა არ ღირს, რაღა თქმა უნდა, მაგრამ მაინც გკითხავ სიცხადისთვის.
შენ თვითონ ხომ არ გინდა ჯეფერსონში დარჩენა, არა? შენ ხომ წასვლა გინდა აქედან,
აღმოსავლეთისკენ გამგზავრება და კოლეჯში შესვლა? - და მაშინვე შევაწყვეტინე
საკუთარ თავს: - კარგი, უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, შენთვის ამის კითხვა არ
იქნება. არ შეიძლება გაიძულებდე, ასე პირდაპირ აღიარო, რომ დედაშენის სურვილის
წინააღმდეგ გინდა წასვლა. კარგი, - ვუთხარი მერე. - ის არ გინდა, რომ ჩვენს
საუბარს დაესწრო, ხომ? - მერე დავძინე: - შემომხედე - და შემომხედა იმ
თვალებით, ნაცრისფერი, ცისფერი თვალებით კი არა, ლამის საფირონისფერი
თვალებით; ასე ვიდექით პირისპირ წყნარ ქუჩაზე, მეტი თუ არა, ოციოდე მორიდებით
დაშვებული ფარდის სამზერ ადგილას. ჰოდა, შემომყურებდა და მეუბნებოდა,
ჩურჩულით აღმოთქვამდა:
- არა, არა.
- წავიდეთ, - მე ვუთხარი, - კიდევ გავისეირნოთ ცოტა. - მორჩილად გამომყვა. დედაშენმა ხომ იცოდა, დღეს მე რომ უნდა შემხვედროდი ნასკოლევს, თვითონ არ
გითხრა ჩემი დანაბარები? კარგი, - ვუთხარი. - დილას მოვალ თქვენთან, შენ როცა
სკოლაში იქნები წასული. ნურც ნურაფერს ეტყვი დედას, არ გინდა მისთვის თქმა, ნუ
მოუყვები.
ოღონდ ის - არა, არაო, - ამასაც აღარ ამბობდა, თუმცა მეტი არც არაფერი მსმენოდა
მისგან პირველი დანახვის მერე; შესახედავად იმნაირი იყო, ახლაც იმასვე იმეორებდა,
იმ „არა, არას“, მისი დუმილიც ამას მეტყველებდა. ახლა კი ვხვდებოდი, რის
მაქნისიც იყო მისი მორთულობა, ნელსურნელება და პუდრი, რომელიც იმ თავის
შლაპაზე ნაკლებად უხდებოდა. სასოწარკვეთილებისმიერი იყო ეს ყოველივე, საიმისოდ
გამიზნული კი არა, თავისი უბედურება რომ გაემართლებინა, უფრო საიმისოდ - ის
სიტლანქე რომ გაექარწყლებინა ცოტათი: დედამისმა ხომ დააბარა: კი, რაღა თქმა
უნდა, ინახულე ის კაცი, უსათუოდ ინახულე. უთხარი - ჩემი ქალიშვილის
განათლების ამბებს მე თვითონაც მშვენივრად მოვუვლი-თქო, ორივენი ძალიან
მადლობელი დაგრჩებით, მეტს თუ აღარ შეგვაწუხებთ-თქო, - ჰოდა, საცოდავ
გამწარებულ გოგოს ახლა ის უნდა, დედამისის სულმდაბლობა და საკუთარი თავის
მოჭრა აბრეშუმის ჭიის მიმყოლით, კატების შარდითა და წარმონანთხევით თუ
კაშალოტების სპერმით დამალოს როგორმე.
- ხვალ დილას მოვალ, სკოლაში როცა იქნები წასული, - ვუთხარი მე. - მესმის,
ყველაფერი მესმის. ოღონდ ისაა, რომ ძალიან გართულდა საქმე და ჩვენი შეჩერება
აღარ იქნება.
მეორე დილაც გათენდა. მე იმას ვფიქრობდი, - გუშინ უკვე უკანასკნელად
ვცდილობდი, ყველაფერი დამემალა-მეთქი. ოღონდ შემოწმებაც იყო საჭირო. არადა,
რეტლიფი გამომეცხადა.
- რაო? - მითხრა. - იულასთან მივდივარ, რადგან იულა ჯეფერსონიდან წასვლას არ
ანებებსო? ცდებით თქვენ.
- კარგი, - მივუგე, - ვცდებოდე. თქვენ გგონიათ, ძალიან მინდა წასვლა? არც ისეთი
გულადი ვარ, ვინმეს, განსაკუთრებით - ქალს, ჭკუა ვასწავლო - შვილი ასე და ასე
აღზარდე-მეთქი. მაგრამ ვინმემ ხომ უნდა გააკეთოს ეს საქმე! იმ გოგოსთვის
აუცილებელია ჯეფერსონიდან წასვლა, აქაურობის სამუდამოდ მიტოვება; იმ არემარეს
მოცილება, სადაც სნოუპსის სახელი ისმის თუნდაც.
- მომითმინეთ-მეთქი, ხომ გითხარით! მომითმინეთ! - თქვა რეტლიფმა. - შემცდარი
რომ ბრძანდებით?
მაგრამ მე მოთმენა არ შემეძლო. არც დავლოდებივარ არაფერს. ესე იგი, ის კი
დამჭირდა, როგორმე ცხრა საათამდე მიმენთხია სული. რადგან ასეთ ცხელ მაისის
დილასაც კი, როცა ხალხი მზის ამოსვლისთანავე ფეხზეა ხოლმე უკვე (უფრო იმიტომ,
რომ თორმეტსა და ოთხს შორის გაწოლილი პაპანაქება საათების დრო ამოიგონ),
ოჯახის დიასახლისს რაღაც ვადა უნდა ჰქონოდა, რათა თავისი სახლიც, საკუთარი
თავიც და იქნებ უმთავრესად თავისი სულიც შეემზადებინა მამრობითი სქესის არა
მარტო დაუპატიჟებელი, არამედ აგრეთვე არასასურველი სტუმრის დასახვედრად.
ოღონდ ის ქალი მზად დამხვდა: თვითონაც მზად იყო, მისი სახლიც და მისი სულიც
(თუკი ის სული მის სიცოცხლეში ოდესმე მაინც მოუმზადებელი ყოფილა რომელიმე
შარვლიანი არსების შესახვედრად, ანდა, უფრო სწორად, თუკი რომელიმე ქალის სულს
მომზადება დასჭირდებოდა იმ არსებასთან შესახვედრად, რომელიც შარვლიანი კი იყო,
ოღონდ გევინ სტივენსი ერქვა სახელად); ჰოდა, პატარა ჭიშკარში გავედი, ბილიკს
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ქალაქი - 16
  • Parts
  • ქალაქი - 01
    Total number of words is 3825
    Total number of unique words is 1948
    28.4 of words are in the 2000 most common words
    39.5 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 02
    Total number of words is 3992
    Total number of unique words is 1824
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 03
    Total number of words is 3892
    Total number of unique words is 2027
    28.8 of words are in the 2000 most common words
    39.9 of words are in the 5000 most common words
    45.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 04
    Total number of words is 4126
    Total number of unique words is 1771
    33.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 05
    Total number of words is 3979
    Total number of unique words is 1874
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 06
    Total number of words is 3952
    Total number of unique words is 1875
    31.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 07
    Total number of words is 3971
    Total number of unique words is 1883
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 08
    Total number of words is 3954
    Total number of unique words is 1822
    30.2 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    47.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 09
    Total number of words is 3924
    Total number of unique words is 1905
    31.2 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 10
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 1912
    29.8 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    47.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 11
    Total number of words is 3974
    Total number of unique words is 1897
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 12
    Total number of words is 4111
    Total number of unique words is 1678
    32.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 13
    Total number of words is 4103
    Total number of unique words is 1775
    34.3 of words are in the 2000 most common words
    46.5 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 14
    Total number of words is 3967
    Total number of unique words is 1939
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.4 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 15
    Total number of words is 3895
    Total number of unique words is 1868
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    50.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 16
    Total number of words is 3993
    Total number of unique words is 1860
    33.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 17
    Total number of words is 4054
    Total number of unique words is 1839
    30.0 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 18
    Total number of words is 4154
    Total number of unique words is 1727
    33.2 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 19
    Total number of words is 3843
    Total number of unique words is 1854
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.2 of words are in the 5000 most common words
    46.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 20
    Total number of words is 3871
    Total number of unique words is 1877
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.9 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 21
    Total number of words is 4048
    Total number of unique words is 1843
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.9 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 22
    Total number of words is 4060
    Total number of unique words is 1866
    31.3 of words are in the 2000 most common words
    43.4 of words are in the 5000 most common words
    50.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 23
    Total number of words is 3959
    Total number of unique words is 1758
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 24
    Total number of words is 4043
    Total number of unique words is 1842
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქალაქი - 25
    Total number of words is 3466
    Total number of unique words is 1703
    31.3 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    49.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.