Latin

ბაჭია, გაიქეცი - 13

Total number of words is 3591
Total number of unique words is 1943
33.0 of words are in the 2000 most common words
47.2 of words are in the 5000 most common words
54.2 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ერთდროულად ყოველთვის ხუთი მოთამაშეა და ამ დროის
განმავლობაში მას ოთხი დანარჩენის დარი ქვეყანაზე არსად
ეგულება.
მაგრამ ეს ყოველივე შორეულ წარსულშია ჩაძირული და
ყოველი წამი, რომლის განმავლობაშიც ჰარისონი დგას და
სულელურად იკრიჭება, მას კიდევ უფრო შორს გადასწევს.
ჰარისონს რომელიღაც ხელოვნური ქსოვილისგან შეკერილი
ვიწრო,
საზაფხულო
კოსტიუმი
აცვია
და
ეს
თვითკმაყოფილების გამომხატველი მოდური ჭინჭი ბაჭიას
აღიზიანებს. იგი გრძნობს, რომ ალყაში აქცევენ. მთავარია, ვინ
სად დაჯდება. ის და რუთი ერთმანეთის პირდაპირ დასხდნენ,
რაც შეცდომა იყო. ჰარისონი არჩევანს აკეთებს და რუთის
197
გვერდით თავსდება. მისი შენელებული მოძრაობა და თვალში
საცემი კოჭლობა ძველი საფეხბურთო ტრავმის შედეგია. ბაჭია
ჰარისონის
ნაკლოვანებებს
თავიდან
ვერ
იცილებს.
არისტოკრატიული კოლეჯის სტილის ეფექტურ კოსტიუმს
იტალიელის თეთრი ჰალსტუხი აუფერულებს. პირის
გაღებისას ორი ჩასმული კბილი მოუჩანს, რომლებიც
დანარჩენებს სულ არ შეეფერება.
– როგორ მიდის ცხოვრება, ძველო? გავიგე, ბევრისთვის
მიგიღწევია, – ამბობს და რუთს თვალს უკრავს, რომელიც
ბაიყუშივით ზის და დაიკირით სავსე ბოკალი ორი ხელით
უჭირავს.
თითების
სახსრები
ჭურჭლის
რეცხვისგან
გასწითლებია და ეს სულ მისი, ჰარის გულისთვის. როდესაც
ბოკალი
პირთან
მიაქვს,
შუშის
მეორე
მხრიდან
დამახინჯებული ნიკაპი მოუჩანს.
ბაჭიას გვერდით მარგარეტი წრიალებს. იგი ჯენისივით
ფუსფუსაა. მის ყოფნას ბაჭია მარცხენა თვალის კუთხით
აღიქვამს – თითქოს სახის გვერდით სველი, ჭუჭყიანი ჭინჭი
აგდია.
– ტოთერო სად არის? – ეკითხება ქალს.
– ტოთერო ვინ არის?
რუთი ხითხითებს. დალახვროს ეშმაკმა. ჰარისონი თავისი
ვარდისფერი
ნაქუცით
მისკენ
იხრება
და
რაღაცას
ჩასჩურჩულებს. ქალის ტუჩები ღიმილში იწელება – ზუსტად
ისე, როგორც იმ საღამოს ჩინურ რესტორანში. რაც უნდა თქვას
კაცმა, მას ყველაფერი მოსწონს და სხვაობა მხოლოდ ის არის,
რომ დღეს ეს ჰარისონია, ის კი, ბაჭია, მათ პირდაპირ ზის ამ
საძულველ ქალს მიწებებული. დარწმუნებულია, რომ
ჰარისონი მასზე, «უდიდეს კალათბურთელზე» ჩურჩულებს,
და რომ ამ ოთხეულის ერთად ყოფნის პირველივე წუთიდან
განტევების ვაცად ყოფნა მოუწევს.
– კარგად მოგეხსენებათ, ვინც არის, – ეუბნება მარგარეტი, –
მარტი ტოთერო.
– ჩვენი ყოფილი მწვრთნელი, ჰარი! – იძახის ჰარისონი და წინ
იხრება, რათა ბაჭიას თითებზე შეეხოს, – ადამიანი, რომელმაც
ჩვენ უკვდავებად გვაქცია!
198
ბაჭია ოდნავ უკან სწევს თითებს, რათა ჰარისონი ვერ
მისწვდეს. ამ უკანასკნელს კი თვითკმაყოფილი ღიმილით
ხელი უკან მიაქვს და ფრჩხილებით ხმაურით კაწრავს
გაპრიალებულ მაგიდას.
– ჩვენ კი არა, მე, – ამბობს ბაჭია, – შენ არარაობა იყავი.
– არარაობა. ცოტა სასტიკად ჟღერს. ცოტა სასტიკად ჟღერს,
ჰარი, მეგობარო. მოდი, წარსული გავიხსენოთ. ვის გზავნიდა
ტოთერო მოედანზე, როდესაც თამაშიდან ვინმეს გამოყვანა
სურდა? როდესაც სურდა, რომ შენისთანა მაღალი კლასის
მოთამაშისთვის მეტი თავისუფლება მიეცა, ვის გიგზავნიდა
დამხმარედ? – იგი მკერდზე ხელს ირტყამს, – შენ ძლიერ
კაშკაშა ვარსკვლავი იყავი, რათა ბინძური საქმე გეკეთებინა.
არასდროს ეხებოდი ვინმეს, ხომ მართალია? არც ფეხბურთს
თამაშობდი, არც მუხლებს იმტვრევდი, ასე არ იყო? არა, სერ,
ჰარი ამას ვერ იზამს, ის ფრთებს უნდა გაუფრთხილდეს. მას
მხოლოდ პასი უნდა მიაწოდო და უყურო, როგორ ისვრის
კალათში.
– და სხვათა შორის, თუ შეგიმჩნევია, ზუსტად ისროდა.
– ზოგჯერ. ზოგჯერ ზუსტად ათავსებდა. ცხვირს ნუ იჭმუხნი,
ჰარი. არ იფიქრო, რომ შენს ტალანტს არ ვაფასებთ.
იმის მიხედვით, თუ როგორ ამოძრავებს იგი ხელებს – ხან
მაგიდაზე ურტყამს, ხანაც, გაზეპირებული მოძრაობით, ზევითქვევით სწევს, – ბაჭია დაასკვნის, რომ მას ხშირად უხდება
მაგიდასთან საუბრის წარმართვა. მაგრამ იმასაც ამჩნევს, რომ
ხელები ოდნავ უკანკალებს, ხვდება, რომ ჰარისონს მისი
ეშინია, და მისდამი ყოველგვარი ინტერესი ეკარგება. მოდის
ოფიციანტი და ჰარისონი თავისთვის და მარგარეტისთვის
ვისკის უკვეთს ყინულით, რუთისთვის კი – კიდევ ერთ
დაიკირის. ბაჭია მუქი ფერის ზურგს თვალს აყოლებს, თითქოს
ამქვეყნად იისფერ-მოყავისფრო კუნთებს შორის მოქცეული
შავი ბიუსტჰალტერის სამკუთხედზე უკეთესი სანახავი
არაფერი იყოს. მას სურს, რუთმა მისი მზერა შეამჩნიოს.
ჰარისონის
კომივოიაჟერული
აღარაფერი რჩება.
თავდაჯერებულობისგან
– ოდესმე ხომ არ მომიყოლია, რა მითხრა ერთხელ ტოთერომ
შენზე? მისმენ, ვარსკვლავო?
199
– მაინც რა გითხრა ასეთი?
ღმერთო ჩემო, რა აბეზარი ვინმეა, არადა, ჯერ ოცდაათისაც არ
არის.
– მითხრა: «ჩვენ შორის დარჩეს, რონი, მაგრამ იმედია, გუნდს
საბრძოლოდ განაწყობ. ჰარი ხომ გუნდზე არასდროს
ფიქრობს».
ბაჭია ხან მარგარეტს დაჰყურებს ზემოდან, ხანაც პირდაპირ
მჯდომ რუთს შესცქერის.
– ახლა კი მე მოგიყვებით, სინამდვილეში რა მოხდა. ჰარისონი
ტოთეროსთან მივიდა და განუცხადა: «ნამდვილი ლიდერი მე
ვარ, ხომ ასეა? ნამდვილი ვარსკვლავი. იმ ქეციან ტრაბახა
ენგსტრომს კი არ ვგავარ». ტოთეროს კი, ალბათ, ეძინა და
არაფერი უპასუხა. მას შემდეგ ჰარისონს ჰგონია, რომ გმირია,
მაღალი კლასის მოთამაშე. როდესაც კალათბურთის გუნდში
მოუხერხებელი, სქელტრაკა ჯუჯა ჩნდება, რომელსაც არაფრის
თავი არა აქვს, მას მაღალი კლასის სპორტსმენს ეძახიან. არ
ვიცი, სად უჩვენებს ასეთ თამაშს. ალბათ, თავის საძინებელში.
რუთი იცინის, თუმცა ბაჭიას ყველაზე ნაკლებად მისი გაცინება
უნდოდა.
– ეგ არ არის სიმართლე, – ჰარისონი ნავარჯიშებ ხელებს კიდევ
უფრო მოუსვენრად ამოძრავებს, – ტოთერომ ეს თვითონ
მითხრა. თუმცა ეს სიახლე არავისთვის იყო. ისედაც მთელმა
სკოლამ იცოდა.
ნუთუ მართლა? მისთვის ეს არასოდეს უთქვამს ვინმეს.
– ღმერთო ჩემო, შევეშვათ კალათბურთს. სადაც უნდა წავიდე
ამ ნაძირალასთან ერთად, საუბარი სულ ამის გარშემო
ტრიალებს, – ამბობს რუთი.
ნუთუ სახეზე ეჭვი აღებეჭდა და ქალმა ეს მის გასამხნევებლად
თქვა? ნუთუ ცოტათი მაინც ეცოდება?
ჰარისონი,
როგორც
ჩანს,
ხვდება,
რომ
თავაზიანი
კომივოიაჟერის კვალობაზე, ზედმეტად თავხედურად მოიქცა.
იგი ჯიბიდან სიგარეტსა და ნიანგის ტყავში ჩასმულ
«რონსონის»
ფირმის
სანთებელას
იღებს.
ყველანი
თვალმოუშორებლივ მისჩერებიან, როგორ ჩნდება აკურატული
200
ცისფერი ალი.
ბაჭია მარგარეტისკენ ტრიალდება – რატომღაც ფიქრობს, რომ
ასე მილიონი წლის წინაც მოიქცა, – და ამბობს:
– თქვენ ჩემთვის პასუხი არ გაგიციათ.
– ეშმაკმა უწყის, სად არის. ალბათ, შინ წავიდა. ავად იყო.
– რა გაგებით? მართლაც ავადაა თუ... – ჰარისონი სასაცილოდ
იკრიჭება – ერთდროულად იღიმება და იჭმუხნება იმ
ქალაქელივით, რომელსაც უბადრუკი პროვინციალებისთვის
ისეთი რაღაცის ჩვენება უნდა, მათ რომ არც კი დასიზმრებიათ,
და მეტი დამაჯერებლობისთვის შუბლზე თითს იკაკუნებს, –
ავადაა, ავადაა, ავადაა?
– ყველა გაგებით, – პასუხობს მარგარეტი, რომელსაც სახეზე
ჩრდილი გადაურბენს და ერთგვარად აშორებს მასსა და ჰარის,
რომელსაც ეს შეუმჩნეველი არ რჩება, დანარჩენებისგან, და
ორივენი საიდუმლოებით მოცულ ეპოქაში გადაჰყავს, სადაც
ისინი მილიონი წლის წინ იყვნენ. ჰარი რატომღაც თავს
დამნაშავედ გრძნობს, რადგან აქ არის და არა იქ, სადაც
არასოდეს ყოფილა. მოციმციმე წითელი შუქის ქვეშ მსხდომი
რუთი და ჰარისონი მათ თითქოს ჯოჯოხეთის შუაგულიდან
უღიმიან.
– ძვირფასო რუთ, – ამბობს ჰარისონი, – როგორ ცხოვრობ?
ხშირად გიხსენებ ხოლმე, შენი ბედი მაწუხებს.
– მაგას ნუ წუხხარ, – პასუხობს ქალი, მაგრამ აშკარად
ნასიამოვნებია.
– მე ის მადარდებს, შეუძლია თუ არა ჩვენს საერთო მეგობარს
შენთვის ჩვეული პირობების შექმნა.
ზანგ ოფიციანტს სასმელი მოაქვს, ჰარისონი მას ცხვირწინ
ნიანგის ტყავის «რონსონს» უტრიალებს.
– ნამდვილი ტყავია, – ამბობს იგი.
– მართლა? – ამბობს ქალი, – თქვენია?
ბაჭია იცინის. მას მოსწონს ეს ქალი.
ოფიციანტის წასვლის შემდეგ ჰარისონი წინ იხრება და
201
ტკბილად იღიმება.
– იცი თუ არა, რომ ერთხელ მე და რუთი ატლანტიკ-სიტიში
გავემგზავრეთ?
– ჩვენთან ერთად კიდევ ერთი წყვილი იყო, – უხსნის რუთი
ჰარის.
– საზიზღარი წყვილი, – ამბობს ჰარისონი, – რომელსაც მზის
ოქროსფერ სხივებში ყოფნას თავის გაქუცულ ბუნგალოში
განმარტოება ერჩივნა. მოგვიანებით მამაკაცი ცუდად
შენიღბული სიამაყით გამომიტყდა, რომ დროის ძალზე მოკლე
მონაკვეთში,
სულ
რაღაც
ოცდათექვსმეტი
საათის
განმავლობაში, თერთმეტჯერ განიცადა ორგაზმი.
– შენ რომ მოგისმინოს კაცმა,
სწავლობდაო, – იცინის მარგარეტი.
იფიქრებს,
ჰარვარდში

პრინსტონში,

უსწორებს
იგი,

პრინსტონის
კურსდამთავრებულის შთაბეჭდილება მინდა მოვახდინო.
ჰარვარდი აქ დიდად არ ფასობს.
ბაჭია რუთს შესცქერის და ხედავს, რომ მან ერთი ჭიქა დაიკირი
უკვე დალია და ახლა მეორეს შეუდგა, თან ხითხითებს.
– ყველაზე ცუდი ის იყო, – ამბობს იგი, – რომ ამ საქმეს
მანქანაში აკეთებდნენ. საბრალო რონი საჭესთან იჯდა და
საკვირაო საცობებიდან თავის დაღწევას ცდილობდა. როდესაც
შუქნიშანთან შევჩერდით და უკან მივიხედე, ბეტსის კაბა
ნიკაპამდე ჰქონდა წამოხდილი.
– მანქანას მთელი გზა მხოლოდ მე როდი ვმართავდი, –
ეუბნება ჰარისონი, – ბოლოს, როგორც იქნა, მოვახერხეთ და
საჭესთან ის ტიპი დავსვით.
დამოწმების ნიშნად იგი თავს რუთისკენ ხრის და კვლავ
ვარდისფერი სიშიშვლე გამობრწყინდება.
– ჰო, მართალია, – რუთი თავის ბოკალში იყურება და ისევ
ხითხითებს, შესაძლოა, შიშველი ბეტსის გახსენების გამო.
ჰარისონი
ყურადღებით
აკვირდება,
თუ
შთაბეჭდილებას ახდენს მონათხრობი ბაჭიაზე.
როგორ
– იმ ტიპს, – განაგრძობს იგი თავხედურად თავაზიანი ტონით,
202
თითქოს ხელსაყრელ გარიგებას სთავაზობდეს, – საინტერესო
თეორია ჰქონდა. თვლიდა, რომ... – ჰარისონი ხელებს მაღლა
სწევს, – როგორ გითხრათ – ყველაზე კულმინაციურ მომენტში,
პარტნიორ ქალს ხელი რაც შეიძლება მაგრად უნდა გაარტყა
სახეში. ცხადია, თუ შესაფერის მდგომარეობაში ხარ. თუ არა და
იქ, სადაც მოახერხებ.
ბაჭია თვალებს ახამხამებს. მან მართლაც არ იცის, ამ საზიზღარ
ტიპთან თავი როგორ დაიჭიროს. და მაშინვე, იმავ წამს,
ალკოჰოლის
ზეგავლენით,
რომელიც
ნეკნებქვეშ
უორთქლდება, მოულოდნელად გრძნობს, რომ ყველაფერი
ფეხებზე ჰკიდია. ბაჭია იცინის, გულიანად იცინის. ყველას
ჯანდაბამდე გზა ჰქონია.
– კბენაზე რა აზრის იყო?
ჰარისონს ღიმილი – «მიგიხვდი, მეგობარო» – პირზე აშრება. არც
ისეთი სწრაფი რეაქცია აქვს, რომ ნათქვამს ჩასწვდეს.
– კბენაზე? არ ვიცი.
– ამაზე, ალბათ, არ უფიქრია. კარგ სისხლიან კბენას ვერაფერი
შეედრება. ცხადია, ვხვდები, რომ შენ ამაში ხელოვნური
კბილები შეგიშლის ხელს.
– განა შენ ხელოვნური კბილები გაქვს, რონი? – შესძახა
მარგარეტმა, – რა საინტერესოა! ეგ არასოდეს გითქვამს.
– რასაკვირველია, ხელოვნური აქვს, – უხსნის ბაჭია, – ნუთუ
ფიქრობდით, რომ როიალის ეს ორი კლავიში მისი საკუთარი
იყო? სად ისინი და სად ნამდვილი.
ჰარისონი ტუჩებს კუმავს, მაგრამ ტანჯულ ღიმილზე უარს ვერ
ამბობს და სახე ებრიცება. ენასაც ძლივს ატრიალებს პირში.
– ტეხასში ყოფნისას ერთ სახლში შევივლიდით ხოლმე, –
ამბობს ბაჭია, – იქ ერთი გოგო იყო, რომელსაც ისე ჰქონდა
უკანალი დაკბენილი, რომ წვიმაში დიდხანს ნაგდები ძველი
მუყაოს ნაჭერი გეგონებოდათ. იგი მხოლოდ ამ საქმისთვის
ჰყავდათ იქ. სხვაფრივ კი ქალწული იყო.
ბაჭია მსმენელებს გადახედავს და ხედავს, რომ რუთი ნელა
აქნევს თავს, თითქოს უნდა, თქვას: «არ გინდა, ბაჭიავ».
ირგვლივ სევდაა, ისეთი სევდა, რომ სულს ქვიშის თხელი
203
ფენით უფარავს და პირში ბურთსა სჩრის.
– ეს იმ ბოზის ამბავს ჰგავს, ყველაზე დიდი რომ ჰქონდა...
თქვენ ეს, ალბათ, არ დაგაინტერესებთ, – ამბობს ჰარისონი.
– გვაინტერესებს. მოჰყევი, – ამბობს რუთი.
– მაშასადამე, ეს ბიჭი...
მოციმციმე შუქში ჰარისონს სახე უქანავებს. მონათხრობს
ხელების მოძრაობით ამყარებს. საბრალოს, ალბათ, დღეში
ხუთჯერ მაინც უხდება თავისი საქონლის ქება, ფიქრობს ბაჭია.
საინტერესოა, რით ვაჭრობს, შესაძლოა, იდეებით. ნაკლებად
სავარაუდოა, რომ ეს «მაგიურ სახეხელასავით» ხელშესახები
იყოს. «... იდაყვამდე, მხრამდე, შემდეგ თავით ყვინთავს,
მკერდამდე ეშვება და წინ მიფოფხავს...» ძვირფასი ძველებური
«მაგიური სახეხელა». ბაჭიას ეჩვენება კიდეც, რომ ხელში
უჭირავს.
სახელურს
ასარჩევად
სთავაზობდნენ

ფირუზისფერს, ალისფერსა და ოქროსფერს. ყველაზე
სასაცილო ის იყო, რომ იგი მართლაც ყველაფერს აკეთებდა,
რასაც «აბრალებდნენ» – სწრაფად და აკურატულად წმენდდა
და ხეხავდა თალგამს, სტაფილოს, კარტოფილსა და ბოლოკს,
მასში
იყო
გრძელი
ღრეჩო
სამართებელივით
ბასრი
გვერდებით... «ხედავს იმ, სხვა კაცს და ეუბნება: «ეი, შენ, ხომ
არ გინახავს აქ...» რუთი გულგრილად ზის თავის ადგილზე და
ბაჭიას თავში საშინელი აზრი გაუელვებს, რომ ქალისთვის
სულერთია, ის თუ ჰარისონი, და არის კი მათ შორის რაიმე
სხვაობა? მთელი ინტერიერი ბურუსში ეხვევა და ერთ
უზარმაზარ, წითელ მასად იქცევა, კუჭად, რომელმაც ყველა
მათგანი უნდა მოინელოს, «..ამ დროს მეორე კაცი ამბობს: «რამ
მოგაფიქრებინა, დალახვროს ეშმაკმა! უკვე სამი თვეა, რაც აქ
ჩემს მოტოციკლეტს ვეძებ!»
ჰარისონი ელოდება, როდის შეძლებს სხვებთან
გაცინებას. ყველა ჩუმადაა. საქონელი არ გაიყიდა.
ერთად
– დაუჯერებელია, – ამბობს მარგარეტი. ბაჭიას მწებვარე ოფლი
ასხამს და გაღებული კარიდან შემოსული ჰაერის ნაკადი
ზურგს უგრილებს.
– კარგად დააკვირდი, შენი და ხომ არ არის? – ეკითხება
ჰარისონი ბაჭიას.
204
რუთი ბოკალს თვალს მოსწყვეტს.
– ის არის? – კაცი დუმს, ქალი კი ამატებს, – მასაც ცხენივით
სახე აქვს.
ბაჭიასთვის ერთი შეხედვაც საკმარისია. მირიამი და მისი
თანამგზავრი მათ მაგიდას ჩაუვლიან. ისინი თავისუფალ
კაბინას ეძებენ. კაფეს სოლისებრი ფორმა აქვს, რომელიც
შესასვლელიდან ფართოვდება. ბარი შუაშია, მის ორივე მხარეს
კი კაბინებია. მიმს მაღალქუსლიანი თეთრი ფეხსაცმელები
აცვია. ბიჭს მოკლედ შეკრეჭილი, ფუმფულა ქერა თმა აქვს –
სწორედ იმხელა, რომ დავარცხნა შეძლოს. აგრეთვე, კარამელის
ნამზეური, რომელიც მათ ახასიათებთ, ვისაც ზაფხულში
სუფთა ჰაერზე შრომის ნაცვლად დასვენება უყვარს.
– თქვენი დაა? – კითხულობს მარგარეტი, – სიმპათიურია.
ალბათ, ერთი თქვენგანი დედას ჰგავს, მეორე კი – მამას.
– შენ საიდანღა იცნობ? – ეკითხება ბაჭია ჰარისონს.
– აჰ, – გაურკვევლად იქნევს ხელს ჰარისონი, თითქოს ჰაერში
თითებს ცხიმის ზოლზე ასრიალებს, – ერთი-ორგან
შევხვედრივარ.
თავდაპირველად ბაჭიას უნდოდა ისეთი სახე მიეღო, თითქოს
ვერაფერს ამჩნევდა, მაგრამ ჰარისონის ნართაული, რომ მისი
და ბოზია, აიძულებს, წამოდგეს და ნარინჯისფერი ფილებით
გაწყობილი იატაკის გავლით ბარს შემოუაროს.
– მიმ.
– გამარჯობა.
– აქ რას აკეთებ?
– ეს ჩემი ძმაა, – ეუბნება ქალიშვილი თანამგზავრს, –
მკვდრეთით აღდგა.
– უფროს ძმას გაუმარჯოს.
ბაჭიას ყმაწვილის ტონი არ მოსწონს. არც ის მოსწონს, რომ იგი
კაბინის შიგნით ზის, მიმი კი – განაპირას, მამაკაცის ადგილზე.
მას ეს საერთოდ არ მოსწონს – თითქოს მიმს იგი
საზოგადოებაში გამოჰყავს. ბიჭს მსუბუქი ზოლიანი პიჯაკი
აცვია,
წვრილი
ჰალსტუხი
უკეთია.
გარეგნულად
205
ერთდროულად ნორჩიც არის და მოხუციც, კოლეჯის
მოსამზადებელი კურსების ამოგანგლულ მოწაფესავით
გამოიყურება. ძალზე მსხვილი ტუჩები აქვს. მიმი არ ამბობს, რა
ჰქვია მას.
– ჰარი, დედა და მამა შენ გამო გამუდმებით ჩხუბობენ.
– ის რომ იცოდნენ, როგორ დაწესებულებებში დაწანწალებ,
კიდევ ერთი თემა გაუჩნდებოდათ გასარჩევად.
– ქალაქის ამ ნაწილისთვის ეს არც ისე ცუდი ადგილია.
– ყარს აქაურობა.
წასულიყავით?
იქნებ
შენ
და
შენი
ბალღი
აქედან
– მომისმინეთ, ვის მიჰყავს აქ აღლუმი? – კითხულობს
ყმაწვილი, მხრებს იჩეჩს და მსხვილ ტუჩებს კიდევ უფრო
ბერავს.
ჰარი მაგიდაზე გადაიხრება, თითს ზოლიან ჰალსტუხს
გამოსდებს და ზევით ააგდებს. ჰალსტუხი ბიჭს ტუჩებში
ხვდება და გაპრიალებულ ფიზიონომიას უმახინჯებს.
წამოდგომას ცდილობს, მაგრამ ბაჭია გადასლექილი თავის
კინკრიხოზე ხელს აჭერს, სკამზე აბრუნებს და მიდის.
თითების ბოლოებზე მაგარი, ბიჭური თავის შეგრძნება
მიჰყვება. უკნიდან დის ხმა ეწევა:
– ჰარი.
ბაჭიას ისეთი მახვილი სმენა აქვს, რომ ბარის მეორე მხრიდანაც
კი ესმის, თუ როგორ უხსნის ბიჭი მიმს შიშისგან ჩახრინწული
ხმით:
– მას შენ უყვარხარ.
ბაჭია თავის მაგიდასთან ბრუნდება და ამბობს:
– წავიდეთ, რუთ. გამოიყვანე შენი მოტოციკლეტი.
– მე აქაც კარგად ვარ, – აპროტესტებს ქალი.
– წავედით.
რუთი წასასვლელად ემზადება, ჰარისონი ყოყმანით იყურება
აქეთ-იქით და ქალისთვის გზის დასათმობად კაბინიდან
გამოდის. იგი ბაჭიას გვერდით დგას და ეს უკანასკნელი
206
ინსტინქტურად
ადებს
ფსევდოპრინსტონულ მხარზე.
მას
ხელს
დაბამბულ
– მართალი ხარ, რონი, – ამბობს იგი, – შენ მაღალი კლასის
მოთამაშე იყავი.
საკმაოდ საზიზღრად გამოდის, თუმცა მას საუკეთესო
განზრახვა ამოძრავებს ძველი გუნდის მოსაგონრად.
ჰარისონი ძალზე ნელა აზროვნებს, ვერ ხვდება, რომ ბაჭია ამას
სერიოზულად ეუბნება, ხელს აუკრავს და პასუხობს:
– ნეტავ როდის დასერიოზულდები? – რეაქციამ თავის
სულელურ ანეკდოტზე მას წონასწორობა დააკარგვინა.
კაფეს ზაფხულის შესაფერისად თბილ საფეხურებზე ბაჭიას
სიცილი აუტყდება.
– ჰა-ჰა-ჰა, – იცინის ნეონის შუქით განათებული. რუთს
სიცილისთვის არ სცხელა.
– ნამდვილი გიჟი ხარ, – აცხადებს იგი.
ამ იდიოტს არ ესმის, რომ ბაჭია სერიოზულად არის
გაბრაზებული. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ გამკიცხავად აქნევდა
თავს მის ხუმრობაზე. იგი გონებით კვლავ და კვლავ იხსენებს
იმ მომენტს და აღშფოთება ემატება. გასაბრაზებლად იმდენი
მიზეზი აქვს, რომ არც კი იცის, რით დაიწყოს. მაგრამ ერთი რამ
ცხადია – გვარიანად უნდა შეახუროს.
– მაშასადამე, ამ ნაძირალასთან ერთად ატლანტიკ-სიტიში
ბრძანდებოდი.
– რატომ ნაძირალასთან?
– რა თქმა უნდა. ნაძირალა ის კი არა, მე ვარ.
– მე ეს არ მითქვამს.
– თქვი. როცა იმ მივარდნილ ადგილას ვისხედით.
– ეს მხოლოდ გამოთქმაა. მოსაფერებელი, თუმცა არ ვიცი,
რატომ.
– არ იცი.
– არ ვიცი. როგორც კი შენი და მის მეგობართან ერთად დაინახე,
207
შარვალში ჩაისვარე.
– ის ცინგლიანი თუ დაინახე, მასთან ერთად რომ იყო.
– დავინახე. ჩემი აზრით, ძალიან წესიერი ყმაწვილია.
– შენი აზრით, ისინი ყველანი წესიერი ყმაწვილები არიან.
– არ მესმის, რატომ იქცევი ყოვლისშემძლე მოსამართლესავით.
– დიახ, ძვირფასო, შენი აზრით, ყველა შარვლიანი წესიერი
ყმაწვილია.
ისინი უორენ-ავენიუს მიუყვებიან. მათ სახლამდე კიდევ
შვიდი კვარტალია. თბილი ქარი უბერავს, საფეხურებზე
ჩამომჯდარ ხალხს მათი საუბარი ესმის, ამიტომ ცდილობენ,
ხმას დაუწიონ.
– მინდა გითხრა, რომ თუ დასთან შეხვედრამ შენზე ასე
იმოქმედა, მიხარია, რომ დაქორწინებული არა ვართ.
– ეგ საიდანღა მოიტანე?
– რა – ეგ?
– ქორწინება.
– ეგ შენ თვითონ წამოიწყე პირველ ღამეს. ნუთუ დაგავიწყდა,
რომ სულ ამას გაიძახოდი და იმ თითს მიკოცნიდი, სადაც
ბეჭედი უნდა ყოფილიყო.
– სასიამოვნო ღამე იყო.
– ჰოდა, გვეყოფა.
– არაფერიც არ გვეყოფა, – ბაჭია გრძნობს, რომ კუთხეში
მოიმწყვდიეს და თუ ახლა გადაწყვეტს მის შეხურებას, მასთან
ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს, ყველაფერს ხაზი გადაუსვას,
თუკი რამ კარგი ჰქონდათ. მაგრამ თვითონ ქალია დამნაშავე –
რას მიათრევდა იმ აყროლებულ ადგილას?
– ჰარისონთან იწექი?
– შესაძლოა, კი.
– შესაძლოა? შენ რა, არ იცი?
– გითხარი, კი-მეთქი.
208
– კიდევ რამდენი გყავდა ასეთი?
– არ ვიცი.
– ასი?
– უაზრო შეკითხვაა.
– რატომ არის უაზრო?
– ეს იგივეა, კაცს ჰკითხო, კინოში რამდენჯერ იყავიო.
– გინდა თქვა, რომ შენთვის ეს ერთი და იგივეა?
– არა, ერთი და იგივე არ არის, მაგრამ დათვლის აზრს ვერ
ვხედავ. შენ ხომ იცოდი, რასაც ვაკეთებდი.
– ბოლომდე დარწმუნებული არა ვარ. შენ ნამდვილი მეძავი
იყავი?
– ცოტა ფულს ვშოულობდი. ეს უკვე გითხარი. როდესაც
სტენოგრაფისტად ვმუშაობდი, მეგობრები მყავდა, იმათაც
მეგობრები ჰყავდათ. მერე მე დამითხოვეს, შესაძლოა, ჭორების
გამო, არ ვიცი. ზოგიერთმა უფროსმა მამაკაცმა ჩემ შესახებ,
ალბათ, მარგარეტისგან შეიტყო. გადაჭრით ვერ ვიტყვი.
მომისმინე. ეს საქმე წარსულს ჩაჰბარდა. თუ ფიქრობ, რომ
ამაში ბევრი სიბინძურეა ან რაიმე ამდაგვარი, გეტყვი, რომ
გათხოვილი ქალები ამას ჩემზე გაცილებით ხშირად აკეთებენ.
– ფოტოსურათებისთვის თუ პოზირებდი?
– მოსწავლეებისთვის რომ ყიდიან? არა.
– რაიმე ისეთს ხომ არ აკეთებდი?
– ხომ არ ფიქრობ, რომ დროა, ერთმანეთს დავემშვიდობოთ?
ამის გაფიქრებაზეც კი ქალს ნიკაპი უცახცახებს, თვალები
უელავს და კაცისადმი იმხელა სიძულვილს გრძნობს, რომ
თავისი საიდუმლოს გამხელა თავში აზრადაც არ მოსდის.
ეჩვენება, რომ მასში ჩამალულ საიდუმლოებას საერთო
არაფერი აქვს ბაჭიასთან, ამ დიდ სხეულთან, რომელიც
ფარნების ქვეშ მასთან ერთად სეირნობს და მოჩვენებასავით
ხარბს, ისეთი სიტყვების მოსმენა სურს, რომლებიც კიდევ
მეტად გააღიზიანებს. ბაჭია მისთვის სხვა მამაკაცების მსგავსია
იმ განსხვავებით, რომ მან იგი თავისდა უნებურად მიიჯაჭვა
209
და ახლა ქალს წასვლა აღარ შეუძლია.
– არა, შენთან დამშვიდობება არ მინდა. მე მხოლოდ პასუხს
ველოდები ჩემს კითხვაზე.
– პასუხი შენს შეკითხვაზე არის «კი».
– ჰარისონი?
– რას გადაეკიდე ამ ჰარისონს?
– იმიტომ, რომ ნაგავია. რადგან შენთვის სულერთია, ჰარისონი
თუ მე, ეს ნიშნავს, რომ მეც ნაგავი ვყოფილვარ.
წამით ქალს ეჩვენება, რომ მისთვის ეს მართლაც სულერთია. ის
კი
არა,
ჰარისონს
ამჯობინებდა
კიდეც,
თუნდაც
მრავალფეროვნებისთვის. თუნდაც იმიტომ, რომ მას ამქვეყნად
თავი ყველაზე უკეთესად არ მიაჩნია, მაგრამ ეს სიმართლე
არაა.
– არა, ჩემთვის სულერთი არ არის. თქვენ სხვადასხვა ლიგაში
გამოდიხართ.
– როდესაც კაფეში ჩემ პირდაპირ ისხედით, ძალზე უცნაური
გრძნობა გამიჩნდა. კიდევ რა გქონდა მასთან?
– აბა, რა გითხრა. რა აქვთ ხოლმე საერთოდ ადამიანებს? ერთად
წვანან, დაახლოებას ცდილობენ.
– კარგი. თანახმა ხარ, რომ ჩემთანაც გააკეთო ყველაფერი, რასაც
მასთან აკეთებდი?
ამ სიტყვებისგან ქალს კანი ისე ძლიერ ეჭიმება, რომ მთელი
სხეული ეკუმშება, როგორც წნეხის ქვეშ, თან გულისრევის
შეგრძნება უჩნდება.
– თუ ასე გინდა...
ცოლისთვის მეძავის ტყავი ძალზე ვიწროა. ბაჭიას ბავშვივით
უხარია, აღტაცებისგან კბილები უელავს.
– მხოლოდ ერთხელ, – ჰპირდება იგი, – სიტყვას გაძლევ. სხვა
დროს აღარ გთხოვ.
მას უნდა, ქალს მოეხვიოს, მაგრამ იგი ხელს ჰკრავს.
ერთადერთი იმედი ისაა, რომ შესაძლოა სხვადასხვა საგანზე
210
საუბრობენ.
ბინაში შესვლისას ბაჭია საწყალობლად ეკითხება:
– ხომ არ გადაიფიქრე?
ქალს მისი უმწეო პოზა აცვიფრებს – სიბნელეში, რომელსაც
თვალები ჯერ ვერ შეაჩვია, მამაკაცი მის საკუთარ სახეზე
ჭიკარტზე ჩამოკიდებულ კოსტიუმად ეჩვენება.
– დარწმუნებული ხარ, რომ ორივენი ერთსა და იმავეს
ვგულისხმობთ?
– აბა, შენი აზრით, რაზე ვსაუბრობთ? – ზიზღი მას საკუთარი
აზრების სიტყვებით გადმოცემის საშუალებას არ აძლევს,
მაგრამ მაინც წარმოთქვამს.
– სწორედ იმაზე, – ადასტურებს კაცი.
– მაშასადამე, შენ ეს გინდა?
– ჰო. ნუთუ ასეთი საშინელებაა?
კაცის
უწინდელი
გამბედაობას მატებს.
გულკეთილობის
გაელვება
ქალს
– შეიძლება გავიგო, რა შევცოდე?
– შენი ქცევა არ მომეწონა.
– როგორ ვიქცეოდი?
– იმ ქალივით, ადრე რომ იყავი.
– არ მინდოდა, ასე გამოსულიყო.
– ამას მნიშვნელობა არა აქვს. დღეს მე ასეთი კუთხით
დაგინახე და ვიგრძენი, რომ ჩვენ შორის კედელია აღმართული
და მისი დაძლევის მხოლოდ ერთი გზა არსებობს.
– ძალზე მახვილგონივრულია. შენ ეს მართლა გინდა, – ქალს
ერთი სული აქვს, კაცი შეურაცხყოს, უთხრას, რომ წაეთრიოს,
მაგრამ მომენტი გაშვებულია.
– ნუთუ ასეთი საშინელებაა? – იმეორებს ბაჭია.
– ჰო, იმიტომ, რომ შენ ასე თვლი.
211
– იქნებ არ ვთვლი.
– მომისმინე. მე შენ მიყვარდი.
– მერე რა? მეც მიყვარდი.
– ახლა?
– არ ვიცი. მაგრამ მინდა, რომ მიყვარდე.
ოჰ, ეს დაწყევლილი ცრემლები. იგი ცდილობს, სათქმელი ჩქარა
თქვას, სანამ ხმა არ ჩასწყდომია.
– აჰ, რა სასიამოვნოა. ნამდვილი გმირი ხარ.
– ჭკუას ძალას ნუ ატან! მომისმინე. დღეს შენ ჩემს წინააღმდეგ
წახვედი. ამიტომ მუხლებზე უნდა დაგაჩოქო.
– მეტი არაფერი?
– ჰო, მეტი არაფერი.
ალკოჰოლის გვარიანმა დოზამ სამწუხარო შედეგი მოიტანა –
საშინლად ეძინება, პირში მჟავე გემო აქვს, მაგრამ გრძნობს,
რომ კაცი თავისთან უნდა დააკავოს და ფიქრობს, ხომ არ
დააფრთხობს ეს? ხომ არ ჩაუკლავს მისდამი გრძნობას?
– თუ ისე მოვიქცევი, როგორც მეუბნები, ეს რას დაამტკიცებს?
– დაამტკიცებს, რომ ჩემი ხარ.
– გავიხადო?
– რა თქმა უნდა.
ბაჭია სწრაფად და აკურატულად იხდის ტანსაცმელს და
თავისი ბრწყინვალე სხეულით ფერმკრთალი კედლის
გვერდით დგას. მერე მას უხერხულად ეყრდნობა, ხელს მაღლა
სწევს, არ იცის, სად წაიღოს და მხარზე იდებს. მის მორიდებულ
პოზაში
ცნობების
მომლოდინე
ფრთიანი
ანგელოზის
დაძაბულობა იგრძნობა. რუთი იხდის, საკუთარ სხეულთან
შეხება ხელებს უცივებს. ბოლო თვეა, სულ ცივა. ბინდბუნდში
ბაჭია ოდნავ ირხევა. ქალი თვალებს ხუჭავს და გულში
იმეორებს: ისინი სულაც არ არიან მახინჯები. არ არიან
მახინჯები. არა.
როდესაც მისის სპრინგერმა პასტორატში დარეკა, ცხრა საათი
212
ახალი დაწყებული იყო. მისის ეკლზმა უთხრა, რომ ჯეკი
ახალგაზრდულ გუნდთან ერთად სოფტბოლის სათამაშოდ
წასულიყო თხუთმეტიოდე მილის მანძილზე და არ იცოდა,
როდის დაბრუნდებოდა. მისის სპრინგერის პანიკური
განწყობა სადენებით გავრცელდა და ლუსი ორი საათის
განმავლობაში ყველას რიგრიგობით ურეკავდა ქმრის პოვნის
იმედით. ჩამობნელდა. ბოლოს იმ ეკლესიის მღვდელს
დაუკავშირდა, რომლის გუნდთანაც ისინი თამაშობდნენ და
შეიტყო, რომ თამაში კარგა ხნის წინ დამთავრებულიყო. ქუჩაში
უკვე ბნელოდა. ფანჯარა, რომელზეც ტელეფონი იდგა,
ცვილისებრ ზოლიან სარკედ გადაქცეულიყო. მასში ჩანდა, თუ
როგორ დარბოდა ტელეფონის წიგნსა და ტელეფონს შორის
თმაგაწეწილი ქალი. დისკის განუწყვეტელი წკაპუნის გამო
ჯოისი ქვევით ჩავიდა და დედამისს მიეხუტა. ლუსიმ სამჯერ
აიყვანა ზევით და ლოგინში ჩააწვინა, მაგრამ გოგონა ორჯერ
დაბრუნდა უკან და შეშინებული ხმაამოუღებლივ ჩაეკონა
დედას. მთელი სახლი, ყოველი ოთახი, თანდათან სიბნელითა
და მუქარით აივსო და ალყაში მოაქცია ტელეფონის ირგვლივ
მდებარე პატარა, განათებული კუნძული. როდესაც ჯოისი
მესამედ ქვემოთ აღარ ჩამოვიდა, ლუსიმ თავი ერთდროულად
დამნაშავედაც იგრძნო და მიტოვებულადაც, თითქოს თავისი
ერთადერთი მოკავშირე ჩრდილებს მიჰყიდა. იგი ყველასთან
რეკავდა, ვისაც ეკლზი მეურვეობდა, ვინც კი გაიხსენა, ესაუბრა
მრევლის საბჭოს მდივანსა და წევრებს, საქველმოქმედო
საზოგადოების
სამ
თანათავმჯდომარეს,
ეკლესიის
სმენადაქვეითებულ მოხუც დარაჯ ჰენრის, ორგანისტსაც კი –
ბრუერელ მუსიკის მასწავლებელს.
საათის ისარი ათს გადასცდა. ლუსის გული ცუდს უგრძნობდა.
უკვე იმასაც კი ფიქრობდა, რომ ქმარმა მიატოვა. ხუმრობა იქით
იყოს და შიშმა აიტანა, რომ მის კვალსაც კი ვერსად მიაგნო. იგი
სამზარეულოში ყავას ადუღებს და ჩუმად ტირის, რატომ
მისთხოვდა მას საერთოდ? რამ მიიზიდა? მისმა სიმხიარულემ,
ყოველთვის მხიარული იყო. ის, ვინც მას სემინარიიდან
იცნობდა, ვერაფრით დაიჯერებდა, რომ მას ყველაფერი
გულთან ასე ახლოს მიჰქონდა. როდესაც მეგობრები თავიანთ
ძველებურ ოთახებში ისხდნენ, სადაც მუდამ ორპირი ქარი
ქროდა, კედლები კი ბიბლიური ტექსტების განმარტებების
ლამაზი ცისფერი ფოლიანტებით იყო დაფარული, ყველაფერი
ნატიფ ხუმრობას ჰგავდა. იგი იხსენებს, როგორ თამაშობდა
213
მათთან
ერთად
სოფტბოლის
მატჩში
«ათანასელები»
«არიანელების»[24] წინააღმდეგ. ახლა კი ვერასდროს ხედავდა
მას მხიარულს. მთელ მხიარულებას სხვებთან ხარჯავდა, ამ
ნაცრისფერ, უსიცოცხლო, არახელშესახებ მრევლთან – მის
ყველაზე დიდ მტერთან. ოჰ, როგორ ვერ იტანს ამ გესლიან,
დარტყმულ, მოწუწუნე ქვრივებსა და ქრისტეზე მოფიქრალ
ახალგაზრდებს! კარგი იქნებოდა, აქ რუსები მოსულიყვნენ –
ყველანაირ რელიგიას მაინც აკრძალავდნენ. ჯერ კიდევ ასი
წლის წინ უნდა აეკრძალათ. თუმცა შესაძლოა, კარგიც ქნეს, ასე
რომ არ მოიქცნენ – იქნებ ეს ჩვენს სულს ესაჭიროება, მაგრამ,
დაე, ამით სხვა დაკავდეს. ჯეკს ეს ყველაფერი სევდას ჰგვრის.
ზოგჯერ მას იგი ებრალება. აი, როგორც ახლა.
ბოლოს ეკლზი, როგორც იქნა, ბრუნდება. თერთმეტს
თხუთმეტი წუთი აკლია. აღმოჩნდა, რომ რომელიღაც
აფთიაქში იჯდა და თავის მოზარდებს ესაუბრებოდა – ეს
იდიოტები
მას
ყველაფერს
უყვებიან,
ყველანი
ორთქლმავალივით აბოლებენ, და ისიც აცუნცრუკებულია მათი
შეკითხვებისგან, თუ როგორ «ღრმად» შეიძლება «შეტოპონ»
პაემნებზე და თან იესოც უყვარდეთ.
ეკლზი მაშინვე ამჩნევს, რომ ცოლი გაცოფებულია. აფთიაქში
თავს ძალიან კარგად გრძნობდა. მას უყვარს ყმაწვილები, მათი
მარტივი და მსუბუქი რწმენა.
ლუსი ქმარს თავის სათქმელს საყვედურის სახით ეუბნება,
მაგრამ ეს ამაო მცდელობაა, რადგან კაცი უგულებელყოფს
ცოლის მინიშნებას მის მიერ საშინლად გატარებული საღამოს
შესახებ და ტელეფონისკენ მიიჩქარის.
იგი საფულეს ხსნის და მართვის მოწმობასა და საჯარო
ბიბლიოთეკის ბილეთს შორის ნახულობს ტელეფონის ნომერს,
რომელსაც კარგა ხანია, ინახავს, გასაღებს, რომელიც საკეტში
მხოლოდ ერთხელ ტრიალდება. ნომრის აკრეფისას ფიქრობს,
გამოადგება თუ არა ეს გასაღები, სულელურად ხომ არ
მოიქცევა, მხოლოდ ახალგაზრდა მისის ფოსნაჰტის სიტყვებს
თუ ენდობა, სარკისებური მზის სათვალე რომ უკეთია.
შორეული
ტელეფონი
გაბმული
ზარებით
პასუხობს.
ელექტრობის მსგავსად, ეს გაწვრთნილი თაგვი, უსასრულოდ
გრძელ სადენებში მხოლოდ იმიტომ ვრცელდება, რომ ზედ
მიზანთან შეუღწევადი ლითონის ფირფიტას შეეტაკოს. იგი
ლოცულობს, მაგრამ ეს ცუდი ლოცვაა, ეჭვებით სავსე ლოცვა,
214
იგი ვერ ახერხებს აიძულოს ღმერთი, რომ ეს ახირებული
ელექტრობა დაიმორჩილოს. ღმერთი მისი ურყევი კანონების
წინაშე უკან იხევს. იმედი უცრუვდება, მაგრამ ყურმილი
ინერციით მაინც ხელში უჭირავს, და უეცრად გულის
შემაღონებელი ზარები წყდება, ფირფიტა განზე იწევს და
ეკლზის ყურს სადენების მიერ მოტანილი ჰაერისა და
სინათლის მძლავრი ტალღა ეხეთქება.
– ალო, – ეს ჰარი არაა. მამაკაცის ხმა მის მეგობრისაზე უხალისო
და უხეშია.
– მანდ ჰარი ენგსტრომი ხომ არ არის? – მზის სათვალე მის
მღელვარებას დასცინის, იგი სხვაგან მოხვდა.
– ვინ კითხულობს?
– ჯეკ ეკლზი გესაუბრებათ.
– ა-ა, გამარჯობა.
– ეს თქვენ ხართ, ჰარი? ვერ გიცანით. გეძინათ?
– მგონი, კი.
– ჰარი, თქვენს მეუღლეს მშობიარობა დაეწყო. დედამისს აქ
რვა საათისთვის დაურეკავს, მაგრამ მე ეს-ეს არის მოვედი, –
ეკლზი თვალებს ხუჭავს და გრძნობს, რომ ჩაბნელებულ,
გამკივან სიჩუმეში გამოცდას მისი მოძღვრული საქმიანობა
გადის.
– დიახ, – ჩურჩულით პასუხობს თანამოსაუბრე წყვდიადის
შორეული კუთხიდან, – მისი მონახულება მმართებს.
– იმედია, ასეც მოიქცევით.
– დიახ, დიახ. ბავშვი ხომ ჩემია.
– მართალს ბრძანებთ. იქ შევხვდებით. ბრუერის წმინდა
იოსების საავადმყოფოში. იცით, ეს სად არის?
– რა თქმა უნდა, ვიცი. ჩემგან ფეხით ათი წუთის სავალზეა.
– მანქანით ხომ არ შემოგიაროთ?
– არ არის საჭირო, ფეხით მივალ.
– კარგი, როგორც გენებოთ. ჰარი!
215
– დიახ?
– თქვენით ძალზე ვამაყობ.
– ეგ რა სალაპარაკოა. კარგი. დროებით.
***
ბაჭიას
ისეთი
შეგრძნება
აქვს,
თითქოს
ეკლზი
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბაჭია, გაიქეცი - 14
  • Parts
  • ბაჭია, გაიქეცი - 01
    Total number of words is 3433
    Total number of unique words is 2215
    26.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 02
    Total number of words is 3499
    Total number of unique words is 2225
    26.3 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 03
    Total number of words is 3427
    Total number of unique words is 2194
    25.0 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 04
    Total number of words is 3509
    Total number of unique words is 2072
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.5 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 05
    Total number of words is 3479
    Total number of unique words is 1933
    30.2 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 06
    Total number of words is 3617
    Total number of unique words is 1984
    27.5 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 07
    Total number of words is 3493
    Total number of unique words is 2095
    28.6 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 08
    Total number of words is 3486
    Total number of unique words is 2109
    28.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 09
    Total number of words is 3502
    Total number of unique words is 2013
    31.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 10
    Total number of words is 3544
    Total number of unique words is 2147
    28.5 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 11
    Total number of words is 3569
    Total number of unique words is 2032
    32.7 of words are in the 2000 most common words
    47.7 of words are in the 5000 most common words
    55.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 12
    Total number of words is 3510
    Total number of unique words is 2059
    30.6 of words are in the 2000 most common words
    45.5 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 13
    Total number of words is 3591
    Total number of unique words is 1943
    33.0 of words are in the 2000 most common words
    47.2 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 14
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 2083
    30.7 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 15
    Total number of words is 3577
    Total number of unique words is 2014
    32.1 of words are in the 2000 most common words
    46.9 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 16
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 2146
    29.1 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 17
    Total number of words is 3593
    Total number of unique words is 2071
    31.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 18
    Total number of words is 3688
    Total number of unique words is 1980
    30.8 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 19
    Total number of words is 3592
    Total number of unique words is 2047
    31.0 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 20
    Total number of words is 3531
    Total number of unique words is 2076
    29.7 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 21
    Total number of words is 3534
    Total number of unique words is 2055
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 22
    Total number of words is 36
    Total number of unique words is 35
    22.8 of words are in the 2000 most common words
    36.9 of words are in the 5000 most common words
    39.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.