Latin

ბაჭია, გაიქეცი - 16

Total number of words is 3604
Total number of unique words is 2146
29.1 of words are in the 2000 most common words
43.1 of words are in the 5000 most common words
50.8 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ანტენები და სახანძრო ჰიდრანტებივით დიდი, კაპიუშონიანი
მილები იზრდება. ქუჩის ქვედა მხარეს სამი ამგვარი სახურავი
სადრენაჟე ტერასების მსგავსი დახრილობით – სამი განიერი
ჭუჭყიანი საფეხური – ფლატეს კიდემდე მიდის, რომლის
ქვემოთაც უფრო მდიდრული სახლები დგას – მობათქაშებული
248
აგურის
სიმაგრეები
ვერანდების,
მანსარდებისა
და
მეხამრიდების ქონგურებით. მათ წიწვოვანი ხეები და ბუჩქები
დარაჯობენ,
ბანკებსა
და
იურიდიულ
ფირმებთან
გაფორმებული ხელშეკრულებები იცავენ. უცნაურია, რომ მათ
ზემოთ იაფი მრავალბინიანი სახლები ააშენეს – მდიდრები
ქალაქის ზრდამ დააღალატა. მთის ფერდობზე მდგარი
ქალაქისთვის სიმაღლე ჩვეულებრივი რამაა და მას დიდად არ
აფასებენ. ყველაფერზე პირველყოფილი მთის ქედი ბატონობს,
უღრანი ტყე, რომელიც ქალაქის პრესტიჟული ნაწილიდან
მოუკირწყლავი
ქუჩებით,
მიგდებული
ფერმებით,
სასაფლაოთი და დაუმთავრებელი ახალმშენებლობებითაა
გამოყოფილი.
უილბერ-სტრიტის
მოკირწყვლა
ბაჭიას
სახლიდან ერთი კვარტალის შემდეგ მთავრდება, მერე კი
გრეიდერული გზა იწყება სხვადასხვაფრად შეღებილი
რანჩოების ორ მოკლე რიგს შორის, რომლებიც 1953 წელს არის
აშენებული ტყისგან გამოთავისუფლებულ წითელ მიწაზე,
სადაც მხოლოდ ალაგ-ალაგ თუ ხარობს მწვანე ბალახი, ასე რომ,
ბარაქიანი წვიმის მერე ქუჩაში წითელი ჩამდინარე წყალი
მიედინება. შემდეგ ბორცვი უფრო დამრეცი ხდება და ტყეები
იწყება.
ფანჯრიდან ქალაქის მოპირდაპირე მხარე მოჩანს: იმის იქით
განიერი დამუშავებული ველი და გოლფის სათამაშო
მინდორია. «ჩემი ველი, ჩემი მშობლიური სახლი», – ფიქრობს
ჰარი. დალაქავებული მწვანე შპალერი, ნოხები მუდმივად
აპრეხილი კუთხეებით, განჯინის სახელური, ტელევიზორს
რომ ეხეთქება, რომელსაც ამ თვეების განმავლობაში გადაეჩვია
კიდეც, – ეს ყველაფერი მოულოდნელი ძალით ჩნდება
მეხსიერებაში და ცნობიერების გარკვეულ ნაწილს ეხლართება.
ყოველი კუთხე, ყოველი ბზარი, საღებავის ფენის ყოველი
უსწორმასწორობა ტვინში გარკვეულ ჭდეს შეესაბამება. ბაჭია
კიდევ უფრო მეტი გულმოდგინებით განაგრძობს ბინის
მოწესრიგებას.
დივნის, სკამებისა და სამზარეულოს კარადების ქვეშ, აგრეთვე,
კარს იქით, ბაჭია ძველი სათამაშოების ნამტვრევებს პოულობს,
რომლებიც ნელსონის უზომო აღფრთოვანებას იწვევს. ბავშვს
ჩინებულად ახსოვს თავისი ნივთები.
– ეს ბებომ მომცა, – ტიტინებს და ხელში დამტვრეული
ცელულოიდის იხვი უჭირავს.
249
– გაჩუქა?
– ჰო. მაჩუქა.
– რა კარგი ბებო ყოფილა.
– ჰო.
– იცი, რა?
– რა?
– ბებო დედიკოს დედაა!
– ჰო. დედიკო სად არის?
– საავადმყოფოში.
– სავამ-ყოფოში? პარა-შკევს მოვა?
– სწორია. პარასკევს დაბრუნდება.
ყველაფერი კარგად რომ მივალაგეთ?
ხომ
გაუხარდება,
– ჰო. მამიკო, შენც სავამ-ყოფოში იყავი?
– არა, მამიკო საავადმყოფოში არ ყოფილა. მამიკო წასული იყო.
მამიკო წასული იყო... ნაცნობი სიტყვების გაგონებაზე ბიჭუნა
თვალებს ფართოდ ახელს, პირს აღებს, ხმას უმაღლებს,
რადგან, თავისი ჭკუით, განმარტების მნიშვნელობას ხვდება –
ძალიან, ძალიან შორს. ამ მანძილის გასაზომად ისე ფართოდ
შლის ხელებს, რომ თითები უკან ეზნიქება. მისი წარმოსახვა
მეტს ვერ სწვდება.
– ახლა მამიკო აღარ წავა?
– არა, არა.
ბაჭიას ნელსონი მანქანით მისის სმიტთან მიჰყავს, უნდა
უთხრას, რომ იძულებულია, მასთან ბაღში მუშაობაზე უარი
თქვას. მოხუცმა სპრინგერმა მას თავის ერთ-ერთ ფილიალში
სამსახური შესთავაზა. ხეივანთან მისასვლელი, ბორბლებქვეშ
მოხრაშუნე გზის გასწვრივ ამოსული როდოდენდრონები
მტვერს დაუფარავს და თითქოს უნაყოფოდ ქცეულა, აქა-იქ
თითო-ოროლა ყავისფერი ყვავილი გამოჩრილა. კარს თვითონ
მისის სმიტი აღებს.
250
– დიახ, დიახ, – კრუტუნებს იგი და მოყავისფრო სახე
უნათდება.
– მისის სმიტ, ეს ჩემი ბიჭია, ნელსონი.
– დიახ, დიახ, გამარჯობა, ნელსონ. თავით მამას ჰგავხარ, – იგი
ბიჭს თავზე თამბაქოს ფურცელივით გამომშრალ ხელს უსვამს,
– ახლა კი უნდა გავიხსენო, სად შევინახე კანფეტებიანი ვაზა.
ხომ შეიძლება, რომ კანფეტი მივცე?
– ერთი ცალი შეიძლება, მაგრამ ძებნით თავს ნუ შეიწუხებთ.
– თუ მომინდება, მოვძებნი კიდეც. თქვენი უბედურება ისაა,
ახალგაზრდავ, რომ არაფრით არ გსურთ დაიჯეროთ, რაიმეს
გაკეთება კიდევ რომ შემიძლია.
მისის სმიტი უკან მიფრატუნებს. ცალი ხელით კაბას
ისწორებს, მეორეს კი ისე იქნევს, თითქოს აბლაბუდას
იცილებსო.
მის არყოფნაში მამა-შვილი ხან სასტუმრო ოთახის მაღალ ჭერს
ათვალიერებს, ხანაც – უზარმაზარ ფანჯრებს თხელი, ცარცივით
თეთრი ალათებით, რომელთა შუშებს მიღმაც – ზოგიერთ
მათგანს მოცისფრო-მოიისფრო დაჰკრავს, – ეზოს შორეულ
ბოლოში, ჩამწკრივებული ფიჭვები და კვიპაროსები მოჩანს.
პრიალა კედლებზე სურათები ჰკიდია. ერთ მათგანზე, მუქ
ფერებში, ქალია გამოსახული აფრიალებული აბრეშუმის
შარფით, – იგი ხელებს იქნევს და გაშმაგებით ეჩხუბება დიდ
გედს, რომელიც მომაბეზრებლად მიიწევს მისკენ. მეორე
კედელზე შავ კაბაში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი
მოუსვენრად ცქმუტავს რბილ სკამზე. მას ლამაზი, თუმცა
ოდნავ კუთხოვანი სახე აქვს, ვარცხნილობა შუბლს
სამკუთხედის ფორმას აძლევს. მომრგვალებული ხელები
მუხლებზე უწყვია. ბაჭია რამდენიმე ნაბიჯით უკან იხევს,
რათა პორტრეტს პირდაპირ შეხედოს. ქალს პატარა და
ფუმფულა ზედა ტუჩი აქვს, ასე რომ უხდებათ ახალგაზრდა
გოგოებს. ტუჩი ცოტათი ზემოთაა აწეული და მის ქვეშ ოდნავ
გაღებული პირის მუქი ლაქა მოჩანს. ქალი მთელი თავისი
იერით მოუთმენლობას გამოხატავს. ბაჭიას ეჩვენება, რომ იგი
სურათიდან ჩამოვა, სამკუთხა შუბლს შეიჭმუხნის და მისკენ
წამოვა. ამ დროს მისის სმიტი ბრუნდება, ხელში წითელი
შუშის სფერო უჭირავს ღვინის ბოკალის მსგავსი ფეხით, მის
მზერას ამჩნევს და ამბობს:
251
– ვერ გამიგია, რატომ დამხატა ასეთი გაღიზიანებული სახით.
ის სრულებით არ მომწონდა და ეს კარგად იცოდა. მერყევი
პატარა იტალიელი. თუმცა ქალის ხასიათი კარგად ესმოდა. აი, –
იგი ნელსონთან მიდის, ხელში კანფეტები უჭირავს, – გასინჯე.
ძველი კია, მაგრამ კარგია, ისევე, როგორც ბევრი ძველებური
ნივთი ამ სამყაროში.
ქალი ვაზას სახურავს ხდის – შუშის წითელგირჩიან
ნახევარსფეროს – და ოდნავ მოცახცახე ხელით ნელსონს
უწვდის. ბიჭი მამას შესცქერის. ბაჭია თანხმობის ნიშნად თავს
უქნევს და ნელსონი ფერად ფოლგაში გახვეულ კანფეტს
იღებს.
– ეგ არ მოგეწონება, შიგნით ალუბალია, – ეუბნება ბაჭია.
– ჩუ-უ. დაე, რაც უნდა, ის აიღოს.
ფერადი ქაღალდით მოხიბლული პატარა ბენტერა კანფეტს
იღებს.
– მისის სმიტ, – იწყებს ბაჭია, – არ ვიცი, გითხრათ თუ არა მამა
ეკლზმა, რომ ჩემი მდგომარეობა შეიცვალა და იძულებული
ვარ, სხვაგან დავიწყო მუშაობა. მაპატიეთ, მაგრამ თქვენს
დახმარებას ვეღარ შევძლებ. ძალიან ვწუხვარ.
– დიახ, დიახ, – ამბობს ქალი და ნელსონს თვალს არ აცილებს,
რომელიც ფოლგას აწვალებს.
– თქვენთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, – განაგრძობს
ბაჭია, – აქ თითქოს ცაში ვიყავი, როგორც ის ქალი ამბობდა.
– აჰ, ის სულელი ალმა ფოსტერი. პომადა ლამის ცხვირამდე
ეცხო. არასოდეს დამავიწყდება ის საბრალო. გრამი ტვინი არ
ჰქონდა თავში. მომეცი, ჩემო კარგო, მიეცი მისის სმიტს შენი
კანფეტი.
იგი საკანფეტეს მარმარილოს მრგვალ მაგიდაზე დგამს, სადაც
მხოლოდ ერთი აღმოსავლური ლარნაკია იორდასალამების
თაიგულით, ნელსონს კანფეტს ართმევს და ქაღალდს
გაშმაგებით შემოაცლის. ბავშვი ქალს გაოცებული შესცქერის,
ის კი პირში შოკოლადის ბურთულას უდებს, კმაყოფილი
ტრიალდება, ფოლგას მაგიდაზე აგდებს და ამბობს:
– რა გაეწყობა, ჰარი. როდოდენდრონების ყვავილობა მაინც
252
ვნახეთ.
– დიახ, მართალია.
– ჩემს ჰარისაც გაუხარდებოდა.
ნელსონი კანფეტს ჰკბეჩს, მისთვის საძულველი ალუბლის
სიროფის გემოს გრძნობს და სასოწარკვეთილი პირს აღებს,
საიდანაც ყავისფერი ნერწყვი გადმოსდის. იგი შეშინებული
ათვალიერებს უზადოდ სუფთა დარბაზს. ბაჭია მას პეშვს
მიაშველებს. ბიჭი მამას უახლოვდება და შოკოლადისგან,
ბლანტი სიროფისა და გაჭყლეტილი ალუბლისგან შემდგარ
სალაფავს მის ხელზე აფურთხებს.
მისის სმიტი ვერაფერს ამჩნევს, ბროლივით გამჭვირვალე
ანთებული თვალებით ბაჭიას შესცქერის და ამბობს:
– ჩემი რელიგიური მოვალეობაა, რომ ჰორეისის ბაღი მუდამ
მოვლილი იყოს.
– დარწმუნებული ვარ, სხვა
არდადეგებია,
ეს
კი
უფროსკლასელებისთვის.
ვინმეს იპოვით. ახლა
მშვენიერი
სამუშაოა
– არა, მათზე არც კი ვფიქრობ. მომავალ წელს აქ აღარ ვიქნები
და ჩემი როდოდენდრონების ყვავილობას ვეღარ ვნახავ.
მთელი ზამთარი სიკვდილს ვებრძოდი, აპრილში ფანჯრიდან
გავიხედე და დავინახე, როგორ წვავდა ახალგაზრდა კაცი
შარშანდელ ბალახს. მივხვდი, რომ კიდევ შემეძლო ამქვეყნად
ცხოვრება. მთელი ჩვენი ავლადიდება სიცოცხლეა. ეს უცნაური
საჩუქარია, ჰარი, და მე არ ვიცი, როგორ უნდა განვკარგოთ იგი.
მაგრამ სიცოცხლე ერთადერთია, რასაც საჩუქრად ვიღებთ და ეს
ძალიან კარგი რამეა, – ქალს ბროლის თვალები ცრემლზე უფრო
სქელი სითხით ენისლება, იგი ბაჭიას ძლიერად ჩაავლებს
ყავისფერ თითებს იდაყვის ზემოთ, – მშვენიერი, ძლიერი
ახალგაზრდა, – ბურტყუნებს თავისთვის, მაგრამ მალე მზერა
კვლავ ბასრი უხდება და დასძენს, – თქვენ ამაყი შვილი გყავთ.
გაფრთხილდით.
ქალს, ალბათ, იმის თქმა უნდა, რომ მან თავისი შვილით უნდა
იამაყოს და გაუფრთხილდეს. ბაჭიას გულს უჩუყებს ქალის
ჩახუტება, უნდა, რაიმეთი ასიამოვნოს, ჩაიბურტყუნა კიდეც
«არა», როდესაც მისის სმიტი თავის მოახლოებულ სიკვდილზე
253
ალაპარაკდა. მაგრამ მას მარჯვენა ხელში გამდნარი კანფეტი
უჭირავს, ღონემიხდილი გაშეშებულა ერთ ადგილზე და ესმის,
როგორ ამბობს ქალი ათრთოლებული ხმით:
– ნახვამდის. ყველაფერს კარგს გისურვებთ, ყველაფერს კარგს
გისურვებთ.
ამ ლოცვა-კურთხევიდან მთელი კვირის განმავლობაში ის და
ნელსონი თავს ბედნიერად გრძნობენ. ისინი ქალაქში
სეირნობენ. ერთხელაც სკოლის მოედანზე აკვირდებიან, თუ
როგორ თამაშობდნენ სოფტბოლს ქეჩისა და ფლანელის
კაშკაშა ფორმებში გამოწყობილი, მუქი, დანაოჭებულსახიანი
ქარხნის მუშები. ერთ გუნდს ბრუერის სახანძრო დეპო
წარმოადგენს, მეორეს – სპორტული ასოციაცია «მზის შუქი».
აშკარაა, ეს იგივე ფორმაა, სხვენზე რომ ეკიდა, როდესაც
ტოთეროსთან გაათია ღამე. დასაკეც სკამებზე მოკალათებული
მაყურებლები რაოდენობით მოთამაშეებს ნამდვილად არ
აღემატებიან. ყველგან – სკამების, მავთულიანი ბადისა და
ლითონის მილების ზღუდის იქით – დარბიან, ხმაურობენ და
კამათობენ სპორტულ ფეხსაცმელებში გამოწყობილი ბიჭები.
სანამ ბაჭია და ნელსონი რამდენიმე პერიოდს უყურებენ, მზე
ხის კენწეროებში ჩაესვენება. ირიბი სხივები ლოყებს
სამყაროსავით ძველ და ქაღალდივით თხელ სითბოს აფენენ. აქ
არის უყურადღებო მაყურებელთა ჯგუფი, მამაპაპური გინება,
მტვრის კორიანტელი ყვითელ მინდორზე, შორტებიანი
გოგონები, აქეთ-იქით რომ დაიარებიან ჯოხზე წამოცმული
შოკოლადის ნაყინით, ქალიშვილების ნამზეური ფეხები,
მსხვილი კოჭები და ტკიცინა თეძოები. მათ, ყოველ
შემთხვევაში, კანმა მაინც, ბევრი რამ იციან. მათი თანატოლი
ბიჭები – ძვლოვანი სარები ქაღალდის შარვლებსა და კედებში –
გაცხარებით კამათობენ, ვინ უფრო ძლიერია – ტედ უილიამსი
თუ მიკ მენტლი.[27] ცხადია, მენტლი ათიათასჯერ უკეთესია,
უილიამსი კი – ათმილიონჯერ. ბაჭია და ნელსონი შუაზე
იყოფენ ნაყინსა და ლიმონათს, რომელიც გულშემატკივართა
კლუბის ემბლემიან წინსაფარში გამოწყობილ კაცთან იყიდეს,
მოძრავი პატარა ფარდული ჩრდილში რომ მოუქცევია. ნაყინის
ჭიქიდან ამოსული მშრალი ყინულის კვამლი, ფშშ-შ –
ბოთლიდან მომძვრალი საცობისგან. ხელოვნური სიტკბო
ბაჭიას გულში ეწვეთება. ნელსონი ტუჩებთან ბოთლის
მიტანას ცდილობს და ლიმონათს პერანგზე ისხამს.
254
ერთხელაც სათამაშო მოედანზე მიდიან. ნელსონს საქანელების
ეშინია. ბაჭია უბრძანებს, ხელი მაგრად ჩასჭიდოს და
მსუბუქად უბიძგებს წინიდან, რათა ბიჭი ყველაფერს
ხედავდეს. ის იცინის და სთხოვს: «გამიშვი, გამიშვი», ბოლოს
კი სლუკუნს იწყებს: «გამიშვი, გამიშვი, მა-მი-კო». საქვიშარში
ცოდვილობისგან ბაჭიას თავი სტკივა. რუფბოლის რეზინის
ტყაპუნი და შაშის ქვების კაკუნი მეზობელი პავილიონიდან
მეხსიერებას უფორიაქებს. ბავშვური ტიტინის მაქმანით
შემოვლებულ მსუბუქ ნიავს მოაქვს მივიწყებული სუნი ვიწრო
პლასტმასის ლენტისა, რომლიდანაც სამაჯეებსა და სასტვენის
თამასებს
წნავენ,
აგრეთვე,
სპორტული
იარაღების
სახელურების წებოსა და ოფლის სუნი. თვალწინ ჭეშმარიტება
უდგას: ის, რაც მისი ცხოვრებიდან წავიდა, სამუდამოდ გაქრა –
რამდენიც უნდა ეძებო, მაინც ვერ იპოვი; როგორც უნდა
ირბინო, მაინც ვერ დაეწევი. ის აქ იყო, ამ ქალაქის ქვეშ, ამ
ხმებსა და სუნში, რომლებიც სამარადჟამოდ უკან დარჩა.
ცხოვრების სისავსე თანდათან ილევა, როდესაც ბუნებას ხარკს
ვუხდით, როდესაც მას შვილებს ვაძლევთ. ამის შემდეგ მას
აღარ ვჭირდებით და ჩვენ – ჯერ შიგნიდან, მერე კი გარედან –
ნაგვად ვიქცევით. ყვავილების ღეროებად.
ისინი სტუმრად ბებია სპრინგერთან მიდიან. ბიჭი ბედნიერია,
მას უყვარს ბებია, ამიტომ ბაჭიაც სიმპათიით განეწყობა
მისდამი. ქალი ცდილობს, სიძე როგორმე კამათში გამოიწვიოს,
მაგრამ ბაჭია არ პასუხობს, ყველაფერში ეთანხმება, ნაძირალაც
იყო, იდიოტიც, საშინლად იქცეოდა, გაუმართლა, რომ ციხეში
არ მოხვდა. სიმართლე ითქვას, ქალის თავდასხმაში ბოღმა არ
იგრძნობა. ჯერ ერთი, აქ ნელსონია; მეორეც – მას უხარია, რომ
იგი დაბრუნდა, და არ უნდა, რომ დააფრთხოს; მესამეც –
ცოლის მშობლები ისე ვერ გაწყენინებენ, როგორც ეს საკუთარ
დედ-მამას შეუძლია. როგორც უნდა გლანძღონ, ყოველთვის
სადღაც განზე რჩებიან, არის მათში რაღაც მყუდრო და
სასაცილოც კი. მოხუცი ცოლ-ქმარი დაჩრდილულ ვერანდაზე
ზის და ყინულიან ცივ ჩაის სვამს. ქალი დაბინტულ ფეხებს
ტაბურეტზე შემოაწყობს. სუსტი კვნესა, რომელსაც გამოსცემს,
როდესაც ადგილიდან სხეულის დაძვრა სურს, ბაჭიას ღიმილს
იწვევს. ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ნაცნობ სულელ
გოგონასთანაა სტუმრად. ნელსონი და ბილი ფოსნაჰტი
წყნარად თამაშობენ ოთახებში. ძალზე წყნარად. მისის
სპრინგერს აინტერესებს, რას აკეთებენ ისინი, მაგრამ
255
გადაადგილება ეზარება, ამიტომ წუწუნებს, რომ ბილი
ფოსნაჰტი უზრდელი ბიჭია, მერე კი ბავშვიდან დედაზე
გადადის. მისის სპრინგერს სძულს იგი, ოდნავადაც არ ენდობა.
მუქი სათვალე აქ არაფერ შუაშია, ეს მხოლოდ სასაცილო
გაპრანჭულობაა. საქმე ისაა, რომ გესლიანია და ჯენისს
ჩააცივდა, და ეს იმიტომ, რომ მის შესახებ ბინძური ჭორები
დადის.
– აქ ისე ხშირად მოდიოდა, რომ ნელსონს მეტ დროს
ვუთმობდი, ვიდრე თავის დროზე ჯენისს, – ეს ორი სულელი,
სკოლის მოსწავლეებივით, თითქმის ყოველდღე კინოში
დადიოდა. არანაირი პასუხისმგებლობა. თითქოს შვილები არც
კი ჰყავდათ.
ბაჭიამ ჯერ კიდევ სკოლიდან იცის, რომ პეგი ფოსნაჰტი, მაშინ
მას პეგი გრინგი ერქვა, მუქ სათვალეს ატარებს, ვინაიდან
საშინელი, დამამცირებელი სიელმე სჭირს. ეკლზმა უთხრა, რომ
პეგისთან ყოფნამ დიდი შვება მოჰგვარა ჯენისს მძიმე
პერიოდში, რომელიც ახლა უკვე უკან მოიტოვეს. მაგრამ ბაჭია
ამ აზრებს ხმამაღლა არ გამოთქვამს და მშვიდად ისმენს
ყოველივეს, კმაყოფილია, რომ მისის სპრინგერთან ერთად
ილაშქრებს მთელი სამყაროს წინააღმდეგ. ყინულის კუბურები
ჩაიში დნება და ორჯერ ასუსტებს მას, სიდედრის ლაქლაქი
წყნარი ნაკადულის რაკრაკივით ჩაესმის ყურში და ძილს
ჰგვრის, ქუთუთოები უმძიმდება, სახეზე ღიმილი ეფინება.
ღამღამობით ცუდად სძინავს – მიუჩვეველია მარტო ძილს – და
ახლა თვლემს, დარწეული ნათელი დღის მწვანე სილაღით,
სიზანტეშერეული და კმაყოფილი, რომ, ბოლოს და ბოლოს,
სწორ გზას დაადგა.
მშობლების სახლში ყველაფერი სხვაგვარადაა. ნელსონთან
ერთად ერთხელ იქაც გაიარა. დედა რაღაცით უკმაყოფილოა და
როგორც კი ზღურბლს გადააბიჯებს, ეს უკმაყოფილება
ირგვლივ არსებულ სიძველის სუნთან ერთად ცხვირში ხვდება.
სპრინგერებთან შედარებით, მათი სახლი გაქუცულია და
პატარა. ნეტავ რა აწვალებს დედას? ბაჭია დარწმუნებულია,
რომ იგი, როგორც ყოველთვის, მის მხარესაა, და სხაპასხუპით
უყვება, რომ სპრინგერები თავიდან საშინლად იქცეოდნენ,
მაგრამ მისის სპრინგერი, კაცმა რომ თქვას, ძალიან კეთილია
და თითქოს ყველაფერი აპატია. რომ მისტერ სპრინგერი მათი
ბინის ქირას იხდიდა, ახლა კი მას სამსახურსაც დაჰპირდა –
256
თავის ერთ-ერთ ფილიალში მანქანების გამყიდველის ადგილს.
მისტერ სპრინგერს ბრუერსა და მის შემოგარენში ოთხი
ფილიალი აქვს. ბაჭიას წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ იგი ასეთი
მსხვილი საქმოსანი იყო. მისტერ სპრინგერი, ცხადია, გვარიანი
არარაობაა, მაგრამ იღბლიანი არარაობა. ყოველ შემთხვევაში,
ის, ჰარი ენგსტრომი, კიდევ იოლად გადარჩა. დედას მსხვილი
ცხვირი და გაოფლილი სათვალე გაბრაზებით უელავს.
რამდენჯერაც შვილისკენ მიტრიალდება, მისი გამკიცხავი
მზერა ბაჭიას ეკალივით ესობა. თავიდან ფიქრობს, რომ ამის
მიზეზი მისი ხანგრძლივი არგამოჩენაა, მაგრამ თუ ასეა, ხომ
მოვიდა, შეეძლო დამშვიდებულიყო კიდეც. იქნებ იმიტომაა
აღშფოთებული, რომ რუთთან იწვა და მრუშობდა. წლებთან
ერთად იგი უფრო მეტად რელიგიური ხდება და, ალბათ,
ჰგონია, რომ შვილი ისევ ოცი წლისაა. მაგრამ მოულოდნელად
დედა ბაჭიას თავისი შეკითხვით სახტად ტოვებს:
– იმ საცოდავ გოგოს რა ბედი ელის, რომელთანაც ბრუერში
ცხოვრობდი?
– ოჰ, ის არ დაიკარგება. მას რაიმე განსაკუთრებულის იმედი
არც არასდროს ჰქონია, – ამ სიტყვების წარმოთქმისას
საკუთარი ნერწყვის გემოს გრძნობს. დედის მიერ რუთის
სახელის ხსენება მის საკუთარ შეხედულებებს ცხოვრების
შესახებ თავდაყირა აყენებს.
ქალი ტუჩებს
წარმოთქვამს:
კუმავს,
თავს
მედიდურად
აქნევს
და
– მე არაფერს გეუბნები, ჰარი. სიტყვასაც კი არ გეუბნები.
სინამდვილეში ბევრ რამეს ამბობს, მაგრამ ბაჭიას არ ესმის.
ნელსონთან მის დამოკიდებულებაშიც რაღაც ირკვევა. ბებია
თითქმის ვერ ამჩნევს შვილიშვილს, არ ცდილობს, სათამაშოები
მისცეს ან მოეფეროს. მხოლოდ თავის ოდნავი დაკვრით
ეუბნება: «გამარჯობა, ნელსონ», სათვალეში კი თეთრი წრეები
უელავს. მისის სპრინგერის გულთბილობის ფონზე მისი
სიცივე სისასტიკისა და უხეშობის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ნელსონი ამას გრძნობს, გაყუჩდება და შეშინებული ეკვრის
ფეხებზე მამას. ბაჭია ვერ ხვდება, რა ბზიკმა უკბინა დედამისს,
მაგრამ ერთი რამ ცხადია – საჭირო არაა საკუთარი განწყობის
ორი წლის ბავშვზე გადატანა. პირველად ხედავს, რომ ბებია
შვილიშვილს ასე ექცეოდეს. მართალია, საბრალო ბიჭუნას
257
ყოფნა მათ საუბარს ხელს უშლის, როგორც ეს ადრე ხდებოდა,
როდესაც დედა მას სხვადასხვა სასაცილო ისტორიას უყვებოდა
მეზობლებზე, მერე კი მასზე საუბრობდნენ – როგორი იყო
ბავშვობაში, როგორ სტყორცნიდა ბურთს დაღამებამდე და
ყოველთვის ზრუნავდა მიმიზე. ის, რომ ნელსონი სანახევროდ
სპრინგერია, ეტყობა, ამ ყველაფერს კლავს. წამით დედის
სიყვარულზე უარს ამბობს – განა სიგიჟე არაა ასეთი
დამოკიდებულება ბავშვისადმი, რომელმაც ლაპარაკი ეს-ესაა
ისწავლა? მას უნდა, დედას ჰკითხოს: რა მოხდა? ისე იქცევი,
თითქოს მტრის მხარეზე გადახვედი. ხომ არ გაგიჟდი? შენ ხომ
იცი, რომ ისინი მართლები არიან, მაშ, რატომ არ შემაქებ?
მაგრამ ბაჭია ამგვარს არაფერს ამბობს, დედასავით ჯიუტია.
საერთოდ არაფერს ამბობს, როცა რწმუნდება, რომ ამ
შეტყობინებას სპრინგერების კეთილშობილების შესახებ
არანაირი წარმატება არ მოაქვს. იგი სამზარეულოში დგას და
ნელსონთან ერთად იატაკზე ლიმონს აგორებს. ყოველთვის,
როცა კი ლიმონი ბზრიალით მისის ენგსტრომის ფეხებთან
მიგორდება, მისი აღება ბაჭიას უხდება – ნელსონი სასტიკ
უარზეა. ბაჭიას რცხვენია – ვერ გაუგია, საკუთარი თავის თუ
დედის გამო. როდესაც სახლში მამა ბრუნდება, საქმეს
უკეთესობა არ ეტყობა. მოხუცი არ ბრაზობს, მაგრამ ჰარის ისე
შესცქერის, თითქოს ცარიელი ადგილი ყოფილიყოს. მისი
დაღლილი, მოხრილი ზურგი და ჭუჭყიანი ფრჩხილები შვილს
აღიზიანებს. კაცი იფიქრებს, რომ იგი საგანგებოდ ცდილობს
მოხუცებად მათ გადაქცევას. რატომ არ ჩაისვამს კბილებს,
რომლებიც წამდაუწუმ არ ჩამოუვარდება? ბებერი ქალივით
ტუჩებით ღეჭავს. მაგრამ მამა ყურადღებას მაინც აქცევს
ნელსონს, რომელიც გახარებული უგორებს მას ლიმონს. ბაბუა
უკან უბრუნებს.
– მეთამაშები ბურთს მამასავით?
– არ შეუძლია, ერლ, – აწყვეტინებს დედა და ბაჭია ბედნიერია,
რომ მისი ხმა ესმის – როგორც ჩანს, ყინული გალხვა, – მაგრამ
ქალი ამბობს, – მას პატარა, სპრინგერისეული ხელები აქვს.
ფოლადივით ცივი და ბასრი სიტყვები ბაჭიას გულში ხვდება
და ნაპერწკლებს აჩენს.
– გეყოფა, ღვთის გულისთვის, – ამბობს და მაშინვე ნანობს,
რომ ეს წამოსცდა, ვინაიდან მახეში გაება. განა სულერთი არაა,
258
ნელსონს დიდი ხელები აქვს თუ პატარა? იგი ხვდება, რომ
მისთვის სულერთი არაა, არ უნდა, რომ ბიჭს ჯენისის მსგავსი
ხელები ჰქონდეს, მაგრამ თუ ასეთი აქვს – რადგან დედამ თქვა,
ასეც იქნება, – მას შვილი სულ ოდნავ უფრო ნაკლებად
ეყვარება. ბაჭიას ბავშვი სულ ოდნავ უფრო ნაკლებად უყვარს,
მაგრამ ახლა დედა სძულს იმის გამო, რომ ამაში მას
ადანაშაულებს.
ეჩვენება,
რომ
დედამისს
სამყაროს
ამოტრიალება სურს, შედეგს კი მისთვის მნიშვნელობა არა აქვს

თუნდაც
თავზე
დამხობია.
ბაჭიას
ყოველთვის
აღაფრთოვანებდა მისი ეს თვისება – დედა თანახმაა, შვილს
სძულდეს, ოღონდაც მისი შეგონებები მოისმინოს. ბაჭია უარს
ამბობს ამ შეგონებებზე. ისინი გულს უპობენ და მათ თავიდან
იცილებს. არ უნდა მათი მოსმენა. საერთოდ აღარ უნდა მისი
მოსმენა. მხოლოდ ის სურს, რომ აქაურობას სწრაფად
გაეცალოს, სანამ დედის წვეთი სიყვარული მაინც შერჩენია, –
მიმი სად არის? – ეკითხება მამას და კართან მიდის.
– მიმის იშვიათად ვხედავთ, – პასუხობს მოხუცი.
იგი ამღვრეულ თვალებს ძირს ხრის და ხელს პერანგის ჯიბეზე
ისვამს, სადაც ორი ბურთულიანი კალამი და ქაღალდებითა და
ბარათებით სავსე ჭუჭყიანი პაკეტი უდევს. ბოლო წლებში იგი
ბებრული ფუსფუსით აწყობს პაკეტებში სხვადასხვა საგანს –
ბარათებს, სიებს, ქვითრებს, ჯიბის კალენდრებს, – გარედან
რეზინას უკეთებს და ჯიბეებში ანაწილებს. ბაჭია მამისეულ
სახლს ტოვებს, გულზე ლოდი აწევს.
სანამ ნელსონს არ სძინავს, ყველაფერი კარგადაა. მაგრამ, აი,
პატარა იძინებს და სახე უგრძელდება, ხმაურით სუნთქავს
მოდუნებული ტუჩებიდან და ზეწარზე ნერწყვის კვალს
ტოვებს, თმა მარაოსავით გადაშლია ბალიშზე, გლუვი,
აწითლებული კანი უღონოდ ჩამოჰკიდებია ფუმფულა
ლოყებზე. ჰარის სულში მკვდარი სიცარიელე იბუდებს და მას
შიში იპყრობს. ბავშვს ისე ღრმად სძინავს, რომ ბაჭიას ეშინია,
მან სიცოცხლის თხელი გარსი არ გახიოს და დავიწყების
წყვდიადში არ გადაეშვას. ზოგჯერ ბიჭი ლოგინიდან ამოჰყავს,
რათა თბილ, დამყოლ, მძინარე სხეულთან შეხებით
მღელვარება დაიცხროს.
იგი ხმაურით დადის ბინაში, ყველა ნათურას ანთებს, რთავს
ტელევიზორს, სვამს ჯანჯაფილის ლუდს, ათვალიერებს
«ლაიფის» ძველ ნომრებს, ყველაფერს ეჭიდება, რათა
259
სიცარიელე დაახშოს. დაწოლის წინ ნელსონი უნიტაზთან
მიჰყავს, ონკანს მოუშვებს და მკვრივ, შიშველ ტაკუნებს
ეფერება, სანამ წყლის წვრილი ნაკადი ნაწყვეტ-ნაწყვეტ არ
გადმოხეთქს ქაშანურის თასში. შემდეგ ნელსონს სახვევებს
უცვლის, კვლავ საწოლში აწვენს და ძალას იკრებს ღრმა
უფსკრულის თავზე გადასახტომად, რომელიც იმ წუთს
აცილებს, როდესაც დილის მზის ფაფუკ ცერა სხივებში
გამოღვიძებული პატარა ერთიანად გალუმპული სახვევებით
დიდ
საწოლს
მიადგება
და
ცნობისმოყვარეობით
მოუთათუნებს მამას ხელს ლოყაზე. ზოგჯერ ბიჭი მასთან
ლოგინში მოძვრება და ცივი, წებოვანი კანის შეხებაზე ბაჭიას
ეჩვენება, რომ კვლავ სველ, მაგრამ საიმედო ნაპირზე
დაბრუნდა. დრო, რომელიც ამ ორ მომენტს შორისაა, ბაჭიას
არაფერში სჭირდება, მაგრამ მგზნებარე სურვილი, რომ იგი
მალე გავიდეს, დაძინების საშუალებას არ აძლევს. საწოლში
დიაგონალურად წევს, რათა ფეხები გარეთ არ დარჩეს და
რწევის შეგრძნების ჩახშობას ცდილობს. საჭისა და იალქნების
გარეშე დარჩენილი გემივით კვლავ იმავე კლდეებს ენარცხება –
დედის უმსგავს საქციელს, მამას, რომელიც ისე უყურებს,
როგორც დეზერტირს, რუთის დუმილს იმ ღამეს, როდესაც
უკანასკნელად ნახა, დედის დამთრგუნველ სიმუნჯეს. ნეტავ
რა დაემართა? მუცელზე გადაბრუნდება და ეჩვენება, რომ
ტყვიის ზღვას გასცქერის, სადაც უძირო სიღრმეში აბურძგნილი
კლდეები ჩამუქებულან. სიმპათიური რუთი საცურაო აუზშია.
საცოდავი ნაძირალა ჰარისონი ყოყლოჩინობს, მექალთანე და
ბოზიშვილი
ცდილობს,
არისტოკრატიული
კოლეჯის
კურსდამთავრებულს დაემსგავსოს. მარგარეტი სუსტ, ჭუჭყიან
ხელს ტოთეროს კბილებში ურტყამს. ენაგადმოგდებული
ტოთერო ლოგინში წევს და ჟელესებრ თვალებზე ქუთუთოები
უთრთის. არა. ამაზე ფიქრი აღარ უნდა. იგი ცხელ, მშრალ
საწოლში ზურგზე გადატრიალდება და კვლავ ძლიერი რყევის
შეგრძნება
ეუფლება.
რაიმე
სასიამოვნოზე
იფიქრე.
კალათბურთი და სიდრი ოლქის შორეულ ბოლოში, საშუალო
სკოლა «ორიოლი», მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო, მას მხოლოდ
სიდრი და ტრიბუნებზე მოკალათებული მაყურებელი ახსოვს.
უწონო და წყლისგან მომრგვალებული რუთი აუზშია და
თვალდახუჭული ზურგზე ცურავს, მერე ამოდის და პირსახოცს
იღებს. ბაჭია მის ფეხებს ათვალიერებს, შემდეგ კი გვერდით
ქალი უწევს უშველებელი, ყვითელი, უმოძრაო, მკვდარი
სახით. არა. მეხსიერებიდან უნდა ამოშალოს რუთი და
260
ტოთერო, რომლებიც სიკვდილს ახსენებენ. ერთ მხარეს ისინი
არიან სიკვდილის ვაკუუმთან ერთად, მეორე მხარეს კი
ჯენისის დაბრუნების საფრთხე. ამიტომაც გრძნობს რწევას.
თუმცა მარტო წევს ლოგინში, ეჩვენება, რომ ბრბოს
შუაგულშია. ეს ადამიანები მარტო თავიანთი სახეებითა და
სიტყვებით კი არ აფორიაქებენ, არამედ განუყრელად მის
გვერდით მდუმარე ყოფნით. ისინი ირგვლივ ირევიან,
სიბნელეში წყალქვეშა კლდეებს ჰგვანან, ქვემოდან კი წვრილი,
სუსტი ზუზუნი ესმის – ეს ეკლზის ცოლია, რომელიც თვალს
უკრავს. თვალს უკრავს. რას უნდა ნიშნავდეს ეს? მხოლოდ
უწყინარი ხუმრობა იყო კართან ატეხილ ფუსფუსში, როდესაც
ზემოდან შარვლის ამარა პატარა გოგონა მოტანტალდა, თუ
შეამჩნია, რომ ფეხებზე უყურებდა და ოდნავ დააფახულა
თვალი, რათა ბედნიერი მგზავრობა ესურვა. მაგრამ იქნებ
სინათლის ხვრელი ეპატიჟება დერეფნის ბოლოში და ეუბნება,
შემოდიო. სასაცილო, ეშმაკი, ჭორფლიანი დედაკაცი, და ეს
უწყვეტი, წვრილი ზუზუნი მას შემდეგ, რაც შესვლა სთხოვა.
ბიუსტჰალტერის ჩრდილის წვეტიანი გირჩები სინათლით
სავსე ოთახში, შორტების ჩამოწევა ბავშვურად გლუვკანიანი
თეძოებიდან, მსუქანი საჯდომი, ფროიდი თეთრ სასტუმრო
ოთახში, კედლებზე ჩამოკიდებული აკვარელის არხები. მოდი
აქ, პრიმიტიულო მამიკო. ქალი დივანზე ზის. რა ლამაზი გაქვს
მკერდი და აქაც და აქაც და აქაც. ბაჭია გვერდზე
გადაბრუნდება, მშრალი ზეწარი ქალის ხარბი ხელებივით
ეხება. კაცი ხაოიანი ხავერდიდან დგება. მაღალია. დაბერილი
ვენა რიფებს შორის აღწევს. იგი მტკიცე, გამოცდილი ხელით
აკეთებს გასაკეთებელს, რათა ეს წვრილი ზუზუნი შეწყდეს,
დაძაბულობა მოეხსნას და დაიძინოს. ქალის ტკბილი ქაფი.
როგორც იქნა, მიაღწია იქამდე. თავზე მდგარი, ბეისბოლის
მოედანს გადაკვეთს და მეორე მხრიდან გადის. რა სისულელეა.
ძალზე სამწუხაროა. უცნაურია, სად არის სისველე. სადაც
ვარაუდობდა, იქ არ არის. ზედა ზეწარზეა, ქვედას ნაცვლად.
იგი ლოყით ბალიშის გრილ ადგილს ეხება. ლუსისთან საქმეს
მორჩა და გრძნობს, რომ რწევა შესუსტდა. მისი თეთრი ხაზები,
დაშლილი გორგლის ბოლოებივით, სადღაც ქრება. ახლა უნდა
დაიძინოს. ფიქრი შორეული ნაპირის მოახლოებაზე ჯიუტი
ხორგივით ეღობება გზაზე. რაიმე სასიამოვნოზე იფიქრე.
მთელი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთ
ადგილს წააწყდა, სადაც შეუძლია ფეხი დადგას და არ
შეეშინდეს, რომ მიწა მის მიერ გათელილ სახეებად არ
261
გადაიქცევა – პატარა მოედანი რესტორანთან დასავლეთ
ვირჯინიაში, სადაც ყავა დალია იმ ღამეს, როდესაც
სამხრეთისკენ მიემგზავრებოდა. იგი გარშემო აზიდულ
მთებსაც იხსენებს – თითქოსდა მუყაოსგან გამოჭრილ
ფიგურებს მთვარისგან გათეთრებულ ღამის ცაზე. არც
რესტორანი ავიწყდება – იმ ტრამვაის მსგავსი ოქროსფერი
ფანჯრები, მის ბავშვობაში ჯაჯმაუნთიდან ბრუერში რომ
დადიოდა, არც ჰაერი – ცივი, მაგრამ ცოცხალი ადრეული
გაზაფხულის სუნთქვის შედეგად. ზურგს უკან, ასფალტზე
ნაბიჯების
ხმა
ესმის
და
იმ
ორს
ხედავს

ხელიხელჩაკიდებულნი გვერდზე ჩაუქროლებენ და თავიანთი
მანქანისკენ გარბიან. ერთ-ერთია იმ წითურ გოგონათაგან,
რესტორანში რომ ისხდნენ, თმა ზღვის ბალახივით ჩამოშლია.
ალბათ, სწორედ აქ მოუხვია სხვა მხარეს, მაშინ, როცა მათ
უნდა გაჰყოლოდა, – ქალ-ვაჟს ხომ სწორედ ეს უნდოდა, ჰოდა,
უნდა გაჰყოლოდა, და ნახევრად ძილ-ბურანში წარმოიდგენს,
რომ მართლაც გაჰყვა უკან და ახლაც მისდევს მანქანით.
როგორც მუსიკალური ნოტი – სანამ კლავიშს აწვები, გგონია,
იგი მოძრაობს, სინამდვილეში კი იმავე ადგილზეა. ამ ნოტზე
იძინებს კიდეც.
გათენებამდე კარგა ხნით ადრე იღვიძებს, ისეთივე რწევის
შეგრძნებით. ეშინია ცარიელ საწოლში, ეშინია, რომ ნელსონი
მოკვდა.
კვლავ
ცდილობს,
ახლახან
ნანახ
სიზმარს
დაუბრუნდეს, მაგრამ ღამის კოშმარი იზრდება და ბაჭია,
ბოლოს და ბოლოს, დგება და ნელსონის სუნთქვას ყურს
უგდებს, მერე კი თავის საწოლს უბრუნდება. განთიადის
პირველმა გამონათებამ ზეწრებზე მკვეთრი შავი ხაზები
ამოტვიფრა. ბაჭია ამ ხაზებისგან შემდგარ ბადეზე წვება,
ცდილობს, კიდევ ერთი საათით მაინც მოატყუოს თვალი, სანამ
მასთან შემცივნებული და მშიერი ბავშვი არ მისულა.
პარასკევს ჯენისი შინ ბრუნდება. პირველ დღეებში
ახალშობილის ყოფნა ბინას სამლოცველოში გავრცელებული
საკმეველივით ავსებს. რებეკა-ჯუნი თეთრად შეღებილი
ლერწმისგან დაწნულ კალათში წევს, რომელიც ბორბლებიან
სადგარზე დგას. როდესაც ბაჭია ახლოს მიდის, რათა
დარწმუნდეს, რომ იგი ნამდვილად აქ არის, გოგონა
ფერმკრთალი ეჩვენება, თითქოს მკვეთრი სილუეტის
წარმოსაქმნელად ჯერ ძალა არ ჰყოფნის. ლოყა ისეთი ღაჟღაჟა
აღარ აქვს, როგორიც საავადმყოფოში, მარმარილოსავით
262
ნაცრისფერი, ყვითელი და ლურჯი წინწკლებით ასჭრელებია.
როდესაც ჯენისი რებეკას აჭმევს, მომრგვალებული ყვითელი
მკერდის ჰარმონიული შეხამება ახალშობილის მრგვალ
მოყვითალო სახესთან სიმეტრიას ქმნის, რომელიც ძალუმად
იზიდავს მასაც და ნელსონსაც. ამ დროს ბიჭი ვერ ისვენებს,
მათკენ მიიწევს, თითს ბავშვის ტუჩებსა და დედის ძუძუს
შორის არსებულ ნაკეცში ყოფს, ხოლო როცა საყვედურობენ და
თავიდან
იცილებენ,
საწოლის
ირგვლივ
დადის
და
ტელევიზორში გაგონილს ღიღინებს: «უძლეველი თაგვი უკვე
გზაშია». ბაჭიასაც მოსწონს მათ გვერდით წოლა და ყურება,
თუ როგორ წვალობს ჯენისი თავისი დაბერილი ძუძუებით –
მკერდი ისე გავსებია, რომ თეთრი კანი დაჭიმულა და
ბრწყინავს. იგი ქვემეხის ლულასავით უმიზნებს მსხვილ
კერტებს ბრმა გაბზარულ პირში, რომელიც იხსნება და ჩიტის
ნისკარტივით სწრაფად ეჭიდება მათ. «ოჰ», – შესძახებს ჯენისი
და ბავშვის ტუჩები დედის სარძევე ჯირკვლების ტაქტში
იწყებს მუშაობას. ჰარმონია მიღწეულია და ქალს სახეზე
შვების ღიმილი ეფინება. იგი მეორე მკერდზე ნაჭერს იდებს და
ზედმეტ რძეს იწმენდს. ამ პირველ დღეებში, როდესაც
დაისვენა და საავადმყოფოში ძალ-ღონეც მოიკრიბა, რძე
საჭიროზე მეტი აქვს და ცოტ-ცოტა ყოველთვის მოედინება,
ყველა პერანგზე ორ-ორი ლაქაა გაჩენილი. როდესაც შიშველია,
თუ ჰიგიენურ ელასტიკურ ქამარს არ ჩავთვლით, მისი
აფუმფულებული მუცლისა და შმაგი, რძით დამძიმებული
ძუძუების დანახვაზე, კრიალა, მწვანედ დაძარღვული,
ხორკლიანი ლილისფერი დაბოლოებების მქონე ნაყოფივით
რომ გადმოკიდებულა მოხდენილი ტანიდან, ბაჭიას ლამის
მთელი შიგნეულობა ამოუტრიალდეს. ზემოთ დამძიმებული
და ქვემოთ დაბინტული ჯენისი არამყარად დგას ფეხებზე და
ფრთხილად დადის, თითქოს ეშინია, მცირედმა ბიძგმაც კი რძე
არ დააღვრევინოს. თუმცა მოურიდებლად იყენებს თავის
მკერდს ბავშვის გამოსაკვებად, ქმრის მზერის მაინც რცხვენია
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბაჭია, გაიქეცი - 17
  • Parts
  • ბაჭია, გაიქეცი - 01
    Total number of words is 3433
    Total number of unique words is 2215
    26.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 02
    Total number of words is 3499
    Total number of unique words is 2225
    26.3 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 03
    Total number of words is 3427
    Total number of unique words is 2194
    25.0 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 04
    Total number of words is 3509
    Total number of unique words is 2072
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.5 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 05
    Total number of words is 3479
    Total number of unique words is 1933
    30.2 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 06
    Total number of words is 3617
    Total number of unique words is 1984
    27.5 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 07
    Total number of words is 3493
    Total number of unique words is 2095
    28.6 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 08
    Total number of words is 3486
    Total number of unique words is 2109
    28.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 09
    Total number of words is 3502
    Total number of unique words is 2013
    31.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 10
    Total number of words is 3544
    Total number of unique words is 2147
    28.5 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 11
    Total number of words is 3569
    Total number of unique words is 2032
    32.7 of words are in the 2000 most common words
    47.7 of words are in the 5000 most common words
    55.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 12
    Total number of words is 3510
    Total number of unique words is 2059
    30.6 of words are in the 2000 most common words
    45.5 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 13
    Total number of words is 3591
    Total number of unique words is 1943
    33.0 of words are in the 2000 most common words
    47.2 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 14
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 2083
    30.7 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 15
    Total number of words is 3577
    Total number of unique words is 2014
    32.1 of words are in the 2000 most common words
    46.9 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 16
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 2146
    29.1 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 17
    Total number of words is 3593
    Total number of unique words is 2071
    31.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 18
    Total number of words is 3688
    Total number of unique words is 1980
    30.8 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 19
    Total number of words is 3592
    Total number of unique words is 2047
    31.0 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 20
    Total number of words is 3531
    Total number of unique words is 2076
    29.7 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 21
    Total number of words is 3534
    Total number of unique words is 2055
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 22
    Total number of words is 36
    Total number of unique words is 35
    22.8 of words are in the 2000 most common words
    36.9 of words are in the 5000 most common words
    39.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.