Latin

ბაჭია, გაიქეცი - 10

Total number of words is 3544
Total number of unique words is 2147
28.5 of words are in the 2000 most common words
41.5 of words are in the 5000 most common words
48.0 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
დაძაგრულ, მოუხელთებელ ბურთს შეურწყას, რომელიც
თვითონ არის და არც არის, თუნდაც იმიტომ, რომ ამ
ყველაფრის შუაგულში ტრიალებს. როდესაც აირონი ნომერი
შვიდი სტვენით იჭრება მიწაში – კარგი რა, ჯენის, მხოლოდ
ერთხელ – ტკივილი მოუხერხებელ ობობასავით მიცოცავს
იდაყვებისკენ და ხედავს, რომ ბურთი მიხვეულ-მოხვეული
სვლით, გულისამრევი ზოზინით ეფლობა ხაკისფერი – ტეხასის
საყვარელი ფერის – ტალახის უსიცოცხლო გროვაში. სახლში
წადი, შე კრეტინო. სახლი ფოსოა, ხოლო ღია ნაცრისფერი
საწვიმარი ღრუბლებით დაფარული ცა, საზიზღარი, ხილვების
თავზე თითქმის ფიზიკურად შესაგრძნობი, მისი ბაბუაა, იგი
ზევით ელოდება, რომ პატარა ჰარი «ფოსნაჰტი» არ გახდეს.
და კიდევ, გამარჯვებისკენ მსრბოლი სიზმრის კუთხეებში,
ხანაც ზუსტად შუაში, ჭუჭყიან პერანგში ჩაცმული ეკლზი
ჩნდება. იგი ჰარის ამხნევებს, ფოსოს გარშემო მდებარე მწვანე
მდელოზე ყოვლისპატიების თეთრ დროშასავით ფრიალებს და
მას სახლისკენ მიმავალ გზას უჩვენებს.
მდელოებს,
რომლებიც
ზამთრისგან
ჯერაც
ვერ
გამოცოცხლებულან, მშრალი მტვერი აყრია – სასუქი? ბურთი
მიხტუნავს და მაგარ გოროხებს აქეთ-იქით ყრის.
– როცა ბურთის ფოსოში ჩაგდება გსურთ, ძალიან მკვეთრად
ნუ დაარტყამთ, – ამბობს ეკლზი, – მოკლე, მსუბუქი მოქნევა,
ხელები დაძაბულია. პირველი დარტყმისას მანძილი მიზანზე
უფრო მნიშვნელოვანია. ერთხელაც სცადეთ.
იგი ბურთს ფეხით აბრუნებს. აქამდე, ფოსოიან მეოთხე
მდელომდე მოსაღწევად ჰარის თორმეტი დარტყმა დასჭირდა,
მაგრამ თავხედური განცხადება, რომ მისი დარტყმების
დათვლა ჯერ არ ღირს, აღიზიანებს. მიდი, პატარავ, ცდილობს
იგი ცოლის დაყოლიებას. აი, ისიც, ფოსო, ვედროსავით
უშველებელი. ყველაფერი რიგზე იქნება.
150
მაგრამ არა, აუცილებლად სჭირდება, რომ პანიკურად
უხათქუნოს ბურთს. რისი შეეშინდა? ძალიან ძლიერად
მოუვიდა – ხუთი ფუტით გადასცდა, იგი ეკლზთან მიდის და
ეუბნება:
– თქვენ ჯერაც არაფერი გითქვამთ ჯენისზე.
– ჯენისზე? – ეკლზს უჭირს თამაშიდან ყურადღების სხვა
რამეზე გადატანა. იგი მთლიანად გამარჯვების სიხარულს
მოუცავს. «შემჭამს», ფიქრობს ჰარი, – ჩემი აზრით, ორშაბათს
კარგ გუნებაზე იყო. მეგობართან ერთად მხიარულად იცინოდა
ეზოში. თქვენ უნდა გაიგოთ, რომ ახლა, როცა მიეჩვია, ალბათ,
მოსწონს კიდეც ცოტა ხნით კვლავ მშობლებთან ცხოვრება. ეს
მისი რეაქციაა თქვენს უპასუხისმგებლობაზე.
– არაფერიც, – ამბობს გაღიზიანებული ჰარი და ჩაცუცქდება,
რათა უკეთ დაუმიზნოს, როგორც ეს ტელევიზორში აქვს
ნანახი, – თავის მშობლებს ჩემსავით ვერ იტანს. ვფიქრობ,
იქიდან ათესვა უნდოდა და იმიტომაც გამომყვა ცოლად.
ყვანჭი ბურთის ქვედა ნაწილზე სხლტება და ის დაწყევლილი
კვლავაც ორი თუ სამი ფუტით სცდება მიზანს. არა, ოთხით.
დამპალი.
ამჯერად ეკლზის რიგია. ბურთი ახტება და ასე ხტუნვახტუნვით ვარდება ფოსოში. მღვდელს აღფრთოვანებისგან
თვალები უბრწყინავს.
– ჰარი, რატომ მიატოვეთ ჯენისი? – გულთბილად, მაგრამ
თავხედურად ეკითხება ეკლზი, – თქვენ ხომ, როგორც
ვხვდები, მის გარეშე ვერ ძლებდით.
– ხომ გითხარით, იმის გამო, რაც ჩვენ შორის არ იყო.
– რა არ იყო? რა არის ეს? თქვენ ეს ოდესმე გინახავთ?
დარწმუნებული ხართ, რომ ის არსებობს?
კვლავ ვერ მიაწვდინა. ჰარი აცახცახებული თითებით იღებს
თავის ბურთს.
– თუ დარწმუნებული არა ხართ, რომ ის არსებობს, მე ნუ
მეკითხებით. ეს სწორედ თქვენი განხრითაა. თქვენ თუ არ
იცით, არც არავის ეცოდინება.
– არა! – შესძახებს ეკლზი ისეთივე არაბუნებრივად დაძაბული
151
ხმით, როგორითაც ცოლს მადლისთვის გულის გახსნა უბრძანა,
– ქრისტიანობა ოქროს კოშკებს არ აგებს. ის რომ ისეთი იყოს,
როგორც თქვენ ფიქრობთ, ჩვენ ეკლესიაში ოპიუმის დარიგება
მოგვიწევდა. ჩვენ ღვთისმსახურებას ვცდილობთ და არა
ღმერთის შეცვლას.
ისინი თავ-თავიანთ ჩანთებს იღებენ და იქით მიემართებიან,
საითაც ხის ისარი მიუთითებს. ეკლზი კი თავის ახსნაგანმარტებებს განაგრძობს:
– ეს კამათი მრავალი ასეული წლის წინ გადაწყდა ადრეული
ეკლესიის ერესში.
– გეუბნებით, ვიცი, რა არის ეს.
– რა არის? როგორია ის, ჰარი? რბილია თუ მაგარი? ლურჯია თუ
წითელი? იქნებ კოპლებიანია?
ჰარი უსიამოვნოდაა გაოცებული: ეკლზს, როგორც ჩანს,
მართლაც უნდა, რომ აუხსნან. ამ ლაყბობის – მე-შენზე-მეტივიცი-ადრეული-ქრისტიანობის-ერესის-შესახებ

იქით
მართლაც იმალება სურვილი, დარწმუნდეს, რომ ეს არსებობს,
რომ იგი ყოველ კვირა დღეს ხალხს არ ატყუებს. თითქოს ის არ
კმაროდა, რომ თვითონ, ჰარი, ცდილობს ამ სულელური
თამაშის აზრის დაჭერას, ახლა ამ გიჟსაც უნდა ელოლიავოს,
რომელიც მზადაა, ლამის სული ამოართვას. ჩანთის ცხელი
თასმა მხარს უწვავს.
– მთავარი ისაა, – ქალური ღელვით, შეცბუნებისგან
აცახცახებული ხმით ეუბნება მას ეკლზი, – რომ თქვენ
საშინელი ეგოისტი ხართ. მშიშარა. ფეხებზე გკიდიათ სიკეთე
და ბოროტება, მხოლოდ საკუთარ ქვენა გრძნობებს
ემორჩილებით.
ისინი ნიშნულს უახლოვდებიან – პატარა კორდს კუზიანი ხის
გვერდით, რომელიც დაბერილი ფერმკრთალი კვირტების
მუშტებით იმუქრება.
– აჯობებს, პირველი წავიდე, თქვენ კი იქამდე დამშვიდდით, –
ამბობს ბაჭია.
გაბრაზებისგან ლამის გული გაუჩერდეს. მხოლოდ ერთ რამეზე
ოცნებობს – როგორ დააღწიოს თავი ამ არეულ-დარეულობას. ეს
ოხერი წვიმა მაინც წამოვიდეს. ბაჭია ეკლზს თვალს არიდებს,
152
ბურთს შესცქერის, რომელიც ისე მაღლა დევს ბორცვზე,
თითქოს მიწას უკვე მოსწყდა კიდეც. ბაჭია ყოველგვარი
ჩანაფიქრის გარეშე მოიქნევს ყვანჭს და ბურთს ურტყამს.
გაისმის ცარიელი, ყველაფრისგან განსხვავებული ხმა. ასეთი
ჯერ არასდროს გაუგონია. აწეული ხელები თავსაც ზემოთ
ექაჩება და ხედავს, რომ მისი ბურთი მაღლა ასულა –
მთვარესავით მქრქალი, შესანიშნავი მოლურჯო-მოშავო,
ბაბუამისის ფერის, – საავდრო ღრუბლების ფონზე მთელი
აღმოსავლეთი მჭიდროდ დაუფარავს. ბურთი სახაზავის
წიბოსავით სწორ ხაზზე მოძრაობს და შორს მიდის. სფერო,
ვარსკვლავი, წერტილი. ბურთი თითქოს ეკიდება და ბაჭია
ფიქრობს, რომ ახლა დაეცემა, მაგრამ ცდება – უძრაობის წამი
ბურთს ბოლო ნახტომისთვის თითქოს ძალას მატებს. თითქოს
სლუკუნით შეიწოვს სივრცის უკანასკნელ ყლაპს და
საბოლოოდ სადღაც ქვემოთ, მიწაში ქრება.
– აი, ისიც, – ყვირის ჰარი, ეკლზისკენ ტრიალდება და
სადღესასწაულო ღიმილით იმეორებს, – აი, ისიც.
მზე და მთვარე, მზე და მთვარე. დრო გადის. მისის სმიტის
ბაღში ზაფრანები მიწის ზედაპირზე ამოდიან. თეთრი და
ყვითელი
ნარგიზები
თავიანთ
მილებს
განფენენ.
გამოღვიძებულ
ბალახში
იები
იმალებიან,
ზოგჯერ
მოულოდნელად
მდელოს
ბაბუაწვერები
და
ფართოფოთლებიანი სარეველები აფორიაქებენ. დაბლობში
უხილავი ნაკადულები მიიკლაკნებიან და მათი რაკრაკი
მრავალხმიან სიმღერასავით გაისმის. მქრქალი წითელი ღივები,
მომავალი იორდასალამები, აგურებით შემოვლებულ კორდებს
სერავენ, თვითონ მიწა კი, ოდნავ გადარეცხილი, კენჭებით
მოფენილი,
დაკოჟრილი,
ალაგ-ალაგ
გუბეებითა
და
გამომშრალი ნაკვეთებით დაბებკილი, უხნესად გამოიყურება,
თუმცა ცისქვეშეთში ყველაზე ნორჩი არსების სურნელი ასდის.
აყვავებული ფორსაიტიის[16] გაწეწილი ოქროსფერი ქაფი
კვამლში ციალებს, რომელიც მთელ ბაღს იპყრობს, როდესაც
ბაჭია გაქელილ ღეროებს, გამხმარ ბალახს, შემოდგომის
წყვდიადში ჩამოცვენილ მუხის ფოთლებსა და ვარდების
მოჭრილ ტოტებს წვავს. ისინი ერთმანეთში იხლართებიან და
ფეხებზე ეჭიდებიან, რაც მის გაშმაგებას იწვევს. ცვარ-ნამის
ბადით შეკრულ ამ ნაგვის გროვებს დილაობით უნთებს ხოლმე
ცეცხლს, როდესაც ნამძინარევი თვალებითა და პირში ყავის
გემოთი სამსახურში მოდის. ისინი კვლავაც ბოლავენ და მის
153
ზურგს უკან ღამის მოჩვენებებივით აღიმართებიან, როდესაც
სმიტების სახელობის მოხრეშილ ხეივანს ხრაშუნით მიუყვება.
ბრუერისკენ ავტობუსით მიმავალი, მთელი გზა თბილი ნაცრის
სუნს გრძნობს.
სასაცილოა, რომ ამ ორი თვის განმავლობაში ფრჩხილები
ერთხელაც არ დაუჭრია. კრეჭს ბუჩქებს, თხრის ნერგებს,
აფხვიერებს მიწას, რგავს ერთწლიან მცენარეებს, რისთვისაც
მოხუცის მიცემული პაკეტებიდან თესლს მიმოფანტავს, – აქ
არის დედოფლის ყვავილი, ყაყაჩო, ბაღის არჯაკელი, პეტუნია.
მოსწონს თესლზე ფხვიერი მიწის მოყრა. ჩამარხულები მას
აღარ ეკუთვნის. რა იოლია. გათავისუფლდე რაღაცისგან და იგი
საკუთარ თავს შეატოვო. თითქოს ღმერთს ამ უდრეკ ნამცეცა
ორგანიზმში ჩაუბუდებია. რამდენიმე თანამიმდევრული
აფეთქებისთვის განწირული, არ ჩქარობს წყლიდან, ჰაერიდან
და კაჟბადიდან სასიცოცხლო წვენის მიღებას. ბაჭია ამას
ინსტინქტურად გრძნობს, როდესაც ხელში თოხის მრგვალ
ტარს ატრიალებს.
ახლა, როცა მაგნოლიების მეფობა დასრულდა და მხოლოდ
ნეკერჩხალია შეფოთლილი ჩრდილის წარმოსაქმნელად, ეზოს
შორეულ კუთხეში ბლისა და ველური ვაშლის ხეები, აგრეთვე,
ერთადერთი ქლიავი ყვავილებით დაიფარა, რომელთა
სითეთრეც
შავმა
ტოტებმა
თითქოს
ცაზე
მცურავი
ღრუბლებისგან შეაგროვა, მერე კი თეთრი კონფეტის[17]
წარმოუდგენელი ქარბუქის დახმარებით ახალგამოღვიძებულ
ბალახს თავზე დააყარა. მექანიკური სათიბელა ბენზინის
სუნის ფრქვევით ფურცლებს ღეჭავს, რომელთაც შემდგომ
მდელო ყლაპავს. საჩოგბურთო კორტების მონგრეულ
ღობესთან იასამანი ყვავის. წყლით სავსე პატარა გობზე ჩიტები
მოფრინავენ წყურვილის მოსაკლავად. ერთხელ, დილით,
ნამგლისებრი ოკულირებული დანით მუშაობისას, ბაჭია
სურნელის მოზღვავებას იგრძნობს: ქარმა მიმართულება
შეიცვალა და ახლა ზემოდან უბერავს შროშანებით
გადავსებულ ფერდობზე, რომელთაც თბილ ღამეში ათასობით
ზანზალაკი გადაუხსნიათ, ღეროს თავზე მოქცეულები კი ჯერაც
ინარჩუნებენ მუშკის ნესვის ქერქისფერ, ბაც მწვანე შარბათს.
ვაშლი და მსხალი. ტიტები. ზამბახების მახინჯი ლილისფერი
ძონძები. და ბოლოს, აზალიები და თავად როდოდენდრონები,
რომლებიც განსაკუთრებით შმაგად მაისის ბოლო კვირას
ყვავიან. ბაჭია მთელი გაზაფხული ამ ბრწყინვალე ფინალს
154
ელოდა. უზარმაზარი, ხეებივით მაღალი, მასზე ორჯერ დიდი
ბუჩქები საგონებელში აგდებდნენ – მათი სიმრავლეც აოცებდა.
ისინი კოშკებივით მაღალი, ტოტებდახრილი ნაძვების
გვერდით დაერგოთ, რომლებიც კარ-მიდამოს იცავდნენ, ბაღის
შუაში ბუჩქების რამდენიმე მართკუთხა ჯგუფი იწონებს თავს,
კაცი იფიქრებს, ეს ფორებიანი მწვანე გოგორა პურებიაო.
ბუჩქები მარადმწვანეა. მათი მოხრილი ტოტები და გრძელი
ფოთლები, ყოველ მხარეს რომ გამოჩრილან გაფარჩხული
თითებივით, თითქოს ხაზს უსვამენ, რომ სხვა ჰავას, სხვა მიწას
ეკუთვნიან, სადაც მიზიდულობის ძალა აქაურზე მცირეა.
როდესაც პირველი ყვავილედები გამოჩნდა, თითოეული
მათგანი დიდ ყვავილს ჰგავდა, ისეთს, აღმოსავლელ მეძავებს
რომ აქვთ თმაში გვერდზე მიმაგრებული – ისინი იმ
დეტექტივების ყდებზე ნახა, რომლებსაც რუთი კითხულობდა.
მაგრამ
როდესაც
ყველა
ყვავილედის
ნახევარსფერო
ერთდროულად გაიშალა, ბაჭიამ ისინი შლაპებს მიამსგავსა,
ასეთები აღდგომის დღეს ეკლესიაში მისულ ფეხმსუბუქ
ქალებს ახურავთ თავზე. ჰარი ყოველთვის ოცნებობდა ამგვარ
ქალიშვილზე, თუმცა არასდროს ჰყოლია – მყვირალა,
იაფფასიან ტანსაცმელში გამოწყობილი პატარა კათოლიკე
ძველი ქოხიდან. ყვავილის ხუთფურცლიანი, თავხედური,
რბილი ქუდის ქვეშ, მუქ ფოთლებში, ბაჭიას მისი სახე
ელანდება, ლამის სუნამოს სუნიც შეიგრძნოს, როდესაც
ეკლესიის ბეტონის საფეხურებზე ჩაუვლის, ისე ახლოს, რომ
ფურცლები ხელის გაწვდენაზეა. ყოველი მათგანის ზედა
ნაწილში, იქ, სადაც სამტვრე ეხება, წინწკლების ორი რიგია
პირის თავზე ჭორფლის მარაოსავით.
როდესაც განსვენებული მეუღლის ბაღის ყვავილობა აპოგეას
აღწევს, მისის სმიტი სახლიდან გამოდის და ბაჭიას ხელზე
დაყრდნობილი, როდოდენდრონების პლანტაციის სიღრმისკენ
მიემართება. ოდესღაც ტანადი, წელში მოხრილა, სახე
ნაოჭებით დაღარვია, ჭაღარა თავში შემორჩენილი ორი ღერი
შავი თმა ჭუჭყიანს უფრო მიუგავს. ჩვეულებრივ, ხელჯოხით
დადის, მაგრამ, როგორც ჩანს, გონებაგაფანტულს, ამჯერად
მკლავზე ჩამოუკიდია და კოჭლობით მიფრატუნებს ამ
უცნაური სამაჯურით, თავის მებაღეს მიჰყვება: ბაჭიას
მოღუნული მარჯვენა ხელის იდაყვი ქალის მხრების დონეზეა,
რომელიც მოცახცახე მარცხენას მაღლა სწევს და შესივებული
დაჭორფლილი თითებით ძლიერად ებღაუჭება მას მაჯაზე.
155
ქალი კედელზე ასული ვაზივითაა: თუ მაგრად მოქაჩავ,
მოწყდება, თუ არ შეეხები, ნებისმიერ ავდარს გაუძლებს. ბაჭია
გრძნობს, როგორ თრთის მოხუცის სხეული ყოველი ნაბიჯის
გადადგმაზე, თავი კი – ყოველი სიტყვის თქმაზე. არა,
ლაპარაკი კი არ უჭირს, ამას ურთიერთობის სიხარული იწვევს,
რომლის დროსაც ცხვირი ეჭმუხნება, ტუჩები კი წინწამოწეულ
კბილებზე სასაცილოდ და იმავდროულად, მორცხვად ეწელება
ცამეტი წლის გოგონასავით, რომელიც განუწყვეტლივ ხაზს
უსვამს, რომ ულამაზოა. ქალი მოწყვეტით სწევს თავს მაღლა,
რათა ჰარის შეხედოს, და მისი დაბზარული ცისფერი თვალები,
მათში დაფარული ცხოვრების ზეწოლის შედეგად, ლამის
პატარა, ყავისფერი ორბიტებიდან გადმოსცვივდეს, რომლებიც
თითქოს ერთმანეთზე ძაფით აცმული ნაკეცებითაა შექმნილი.
– ვერ ვიტან «მისის რ.-ს. ჰოლფორდს»,[18] უმსგავსი და
გახუნებულია. ჰარის ძალიან უყვარდა ეს ნარინჯისფერვარდისფერი ტონები. ზოგჯერ მითქვამს კიდეც მისთვის: «თუ
წითელი ფერი მინდა, მომეცი წითელი – მკვეთრად წითელი
ვარდი. თუ თეთრი მსურს, მომეცი თეთრი – მაღალი თეთრი
შროშანი, და ნუ მასულელებ ამ უფერულებით – ოდნავ
ვარდისფრებით
ან
მოიისფრო
ლურჯით,
რომლებმაც
თვითონაც
არ
იციან,
რა
უნდათ.
როდოდენდრონი
ტკბილმოუბარი მცენარეა, – ვეუბნებოდი ჰარის, – მას ტვინი
აქვს და ამიტომ ყველაფერს ცოტ-ცოტას გაძლევს». ცხადია,
ამას მის გასაბრაზებლად ვამბობდი, თუმცა სინამდვილეშიც
ასე ვფიქრობდი.
ამ აზრმა ქალი თითქოს განაცვიფრა და ადგილზე გააშეშა
ბალახით დაფარულ ბილიკზე. მისი თვალები, მოთეთრო
ფერადი გარსით, როგორც დამტვრეული შუშები საბავშვო
ცისფერი რგოლების შიგნით, მოუსვენრად ტრიალებს და
ბაჭიას ხან ერთი მხრიდან ათვალიერებს, ხან – მეორიდან.
– დიახ, მართლაც ასე ვფიქრობდი, მისტერ ენგსტრომ.
ფერმერის ქალიშვილი გახლავართ და მერჩივნა, ამ მიწაზე
იონჯა დაეთესათ. «თუ მაინცდამაინც მიწაში ჩიჩქნა გსურს,
ხორბალი დავთესოთ და პურს გამოვაცხობ», – ვეუბნებოდი
მას. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ გამოვაცხობდი.
«რაში გვარგია ეს თაიგულები. დაჭკნებიან და მთელი წელი
მათ მახინჯ ფოთლებს უნდა ვუყუროთ, – ჩავჩიჩინებდი
ჯიუტად, – იქნებ რომელიმე ლამაზმანისთვის ხლაფორთობ?»
156
იგი ჩემზე ახალგაზრდა იყო და ასე ვაბრაზებდი. არ გეტყვით,
რამდენით იყო ჩემზე უმცროსი. აქ რატომ ვდგავართ? თუ
ჩემნაირი ბებერი დიდხანს იდგება, შეიძლება მიწასაც
შეეზარდოს, – მოხუცი ჯოხს ბალახს არტყამს, რითაც ანიშნებს,
რომ ხელი უნდა გაუწვდინოს. ისინი აყვავილებულ ხეივანს
მიუყვებიან, – ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მასზე
დიდხანს ვიცოცხლებდი. მაგრამ ძალიან სუსტი იყო.
მოვიდოდა ბაღიდან, დაჯდებოდა და იჯდა ასე. ფერმერის
ქალიშვილი ვერასდროს მიხვდება, რას ნიშნავს ჯდომა.
ბაჭიას მაჯაზე ჩავლებული ქალის თითები გიგანტური
ნაძვების კენწეროებივით ცახცახებს. ბაჭიას ცნობიერებაში ეს
ხეები
ყოველთვის
აკრძალულ
სამფლობელოებთან
ასოცირდება და მას სიამოვნებს ამ მხარეს ყოფნა, მათი
მფარველობა.
– აჰა, აი, როგორც იქნა, ნამდვილი მცენარე, – ისინი
მოსახვევთან ჩერდებიან და მისის სმიტი თავისი მოცახცახე
ხელჯოხს პატარა როდოდენდრონისკენ იწვდის, რომელიც
ერთიანად წმინდა ვარდისფერ ყვავილედებს დაუფარავს, – ეს
ჩემი ჰარის საყვარელი ყვავილია – «ბიანკი». ერთადერთი
როდოდენდრონი, ზოგიერთ თეთრთან ერთად – დამავიწყდა
მათი სულელური სახელები, – რომელიც იმას ამბობს, რასაც
ფიქრობს. ერთადერთი ჭეშმარიტად ვარდისფერი ყველა
არსებულს
შორის.
მოტანისთანავე
ჰარიმ
დანარჩენ
ვარდისფრებს შორის მოათავსა, რომლებიც მის გვერდით
ჭუჭყიანს დაემსგავსნენ, ამიტომ ჰარიმ ყველა ამოთხარა და
«ბიანკის» ჟოლოსფრები შემოარტყა. ჟოლოსფრებმა ყვავილობა
უკვე დაასრულეს, არა? ახლა ხომ ივნისია?
მოხუცი შეშლილი თვალებით ჰარის ველურ მზერას მიაპყრობს,
თითებს კი ხელზე უფრო ძლიერად უჭერს.
– არ ვიცი. თუმცა არა. ომში დაღუპულთა ხსენების დღე
მხოლოდ შემდეგ შაბათს იქნება.
– ო-ო, ყველაფერი კარგად მახსოვს, რაც ამ სულელურ მცენარეს
უკავშირდება. პაპანაქება იდგა. ნიუ-იორკში გავემგზავრეთ,
გემიდან გადმოვიტანეთ და «პაკარდის» უკანა სავარძელზე
მოვათავსეთ საყვარელ დეიდასავით ან სხვა მისნაირი
განძივით. იგი მიწით სავსე ხის დიდი, ცისფერი კასრით
ჩამოვიდა. ინგლისში მას მხოლოდ და მხოლოდ ერთ სანერგეში
157
ახარებდნენ და მარტო ტრანსპორტირება ორასი დოლარი
დაგვიჯდა. ყოველდღიურად საგანგებოდ დაქირავებული
ადამიანი ტრიუმში ჩადიოდა მის მოსარწყავად. სიცხე,
საშინელი საცობები ჯერსი-სიტისა და ტრენტონში, ეს
დამჭკნარი ბუჩქი კი თავისი ცისფერი კასრით ნამდვილი
პრინცივით მოკალათებულიყო უკანა დასაჯდომზე. მაშინ ჯერ
კიდევ არ იყო ეს ავტოსტრადები, ამიტომ ნიუ-იორკამდე
ჩასვლას მთელი ექვსი საათი მოვანდომეთ. გაგანია კრიზისის
მიუხედავად, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ყველას
საკუთარი მანქანა შეეძინა. დელავერის გადასახვევი მაშინ, ჯერ
კიდევ ომამდე, ბერლინგტონთან იყო. თქვენ, ალბათ, არ იცით,
რომელ ომს ვგულისხმობ. გგონიათ, «ომი» იმ კორეის ამბებს
ეხება?
– არა, ომში მე მეორე მსოფლიო ომს ვგულისხმობ.
– მეც! მეც! მართლა გახსოვთ?
– რა თქმა უნდა! მაშინ უკვე დიდი ვიყავი. ვაბრტყელებდი
კონსერვის ქილებს, ვაბარებდი ჯართს, აღებული ფულით კი
სამხედრო მარკებს ვყიდულობდი, ფრონტისთვის გაწეული
დახმარებისთვის დაწყებით სკოლაში ჯილდოებს ვიღებდით.
– ჩვენ კი შვილი მოგვიკლეს.
– ძალიან ვწუხვარ.
– უკვე მოხუცი იყო, მოხუცი. თითქმის ორმოცი წლის.
ერთბაშად ოფიცრის წოდება მიანიჭეს.
– მაგრამ...
– ვიცი. თქვენ ფიქრობთ, რომ მხოლოდ ახალგაზრდებს
ხოცავენ.
– დიახ, ყველა ასე ფიქრობს.
– ეს კარგი ომი იყო. პირველს კი არ ჰგავდა. ჩვენ უნდა
გაგვემარჯვა და გავიმარჯვეთ კიდეც. ყველა ომი საზიზღრობაა,
მაგრამ ამ ომში ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს შესანიშნავია, –
მოხუცი კვლავ იწვდენს ხელჯოხს ვარდისფერი მცენარისკენ, –
იმ დღეს, როდესაც პორტიდან მოვედით, რა თქმა უნდა, არ
ყვაოდა, იმიტომ, რომ ზაფხული უკვე გასულიყო და მე
ვთვლიდი, რომ სისულელე იყო მისი უკანა დასაჯდომზე
158
მოთავსება, როგორც... როგორც... – ქალი ხვდება, რომ იმეორებს,
ენა ებმის, მაგრამ განაგრძობს, – ... როგორც ნამდვილი პრინცი,
– თითქმის გამჭვირვალე ცისფერი თვალებით ფხიზლად
აკვირდება, დასცინის თუ არა ბაჭია მის ბებრულ
მრავალსიტყვაობას. საეჭვოს რომ ვერაფერს აღმოაჩენს,
წამოისვრის, – ის ერთადერთია!
– მხოლოდ «ბიანკი»?
– დიახ! სწორედაც! შეერთებულ შტატებში მეორეს ასეთს
ვერსად მიაგნებთ. არსადაა ნამდვილი ვარდისფერი, «ოქროს
ჭიშკრიდან»
დაწყებული
და...
სადამდეც
გინდათ
დამთავრებული. თუნდაც ბრუკლინის ხიდამდე, მგონი, ასე
უწოდებენ. ამქვეყნად ჭეშმარიტი ვარდისფერი მხოლოდ აქ
არის. ერთმა ლანკასტერელმა მეყვავილემ ჩვენგან რამდენიმე
კალამი წაიღო, მაგრამ ყველა დაეღუპა. ალბათ, კირით გაგუდა.
სულელი ბერძენი.
მოხუცი ბაჭიას ხელს მაგრად ავლებს და უფრო მძიმედ და
სწრაფად მიდის. მზე უკვე მაღლაა და ქალი სახლში უნდა
შევიდეს. ფოთლებში ფუტკრები ზუზუნებენ, უხილავი ჩიტები
ერთმანეთს გადაძახილებით ეხმაურებიან. ფოთლების ტალღა
ყვავილების ტალღას ეწევა და ქორფა სიმწვანეს ოდნავ
მომწარო სუნი ასდის. ნეკერჩხალი, არყი, მუხა, თელა და
წაბლაცხენა იშვიათ ტყეს ქმნიან, რომელიც ხან ფართო, ხან კი
ვიწრო ზოლად ევლება გარს კარ-მიდამოს საზღვარს. გრილ,
ტენიან ჩრდილში, მდელოსა და ამ კორომს შორის, ჯერაც
ყვავიან როდოდენდრონები, მაგრამ მზეზე, მდელობის
შუაგულში, ფურცლები დასცვენიათ, რომლებიც აკურატულ
რიგებად ყრია აბალახებული ბილიკების კიდეებზე.
– მე ეს არ მომწონს, მე ეს არ მომწონს, – ამბობს მისის სმიტი და
ბაჭიასთან
ერთად
კოჭლობით
ჩაუვლის
წარსული
ბრწყინვალების ამ ნაშთებს, – მე ვაფასებ სილამაზეს, მაგრამ
იონჯას ვამჯობინებდი. ერთი ქალი... არ ვიცი, ეს ასე რატომ
მაღიზიანებდა... ჰორეისი ყოველთვის იწვევდა მეზობლებს
ყვავილების სანახავად, ხშირად ბავშვივით იქცეოდა. ჰოდა, ეს
ქალი, მისის ფოსტერი, ბორცვის ძირში, პატარა ნარინჯისფერ
ქოხში რომ ცხოვრობდა, სადაც დარაბებზე ნაცრისფერი კატა
დაძვრებოდა, ერთთავად ამტკიცებდა – მომიბრუნდებოდა
ლამის ცხვირამდე პომადაწასმული და მეუბნებოდა, –
მეტისმეტად ტკბილი ხმით ჟღურტულებს ღვარძლიანობისგან
159
აცახცახებული მოხუცი, – «ეჰ, მისის სმიტ, ალბათ, მხოლოდ
ცაში თუ არის ასეთი სილამაზე!» ერთხელ თავი ვეღარ შევიკავე
და ვუთხარი: «თუ მე ყოველ კვირას წმინდა იოანეს
ეპისკოპალურ ეკლესიამდე და უკან ექვს მილს გავდივარ,
რათა როდოდენდრონებით დავტკბე, ასეთივე წარმატებით
შევძლებდი ამ მილების დაზოგვას, ვინაიდან სულაც არ მსურს
იქ ჩასვლა». განა საშინელება არაა, როდესაც ბებერი ცოდვილი
ასე ლაპარაკობს?
– აბა, რა გითხრათ.

ამასთან,
უბედურ
ქალთან,
რომელსაც
მხოლოდ
თავაზიანობის გამოხატვა სურდა. არც ერთი წვეთი ტვინი
თავში, ახალგაზრდა იდიოტივით იღებებოდა. ის საბრალო ახლა
უკვე გარდაცვლილია. ალმა ფოსტერი ორი თუ სამი ზამთრის
წინ გარდაიცვალა. და ახლა მან იცის ჭეშმარიტება, მე კი – ჯერ
არა.
– მაგრამ იქნებ ის, რაც მას როდოდენდრონი ჰგონია, თქვენ
იონჯად მოგეჩვენოთ.
– ჰა-ჰა-ჰა! სწორედაც რომ! დიახაც. რომ იცოდეთ, მისტერ
ენგსტრომ, ეს რა სიამოვნებაა... – იგი ჩერდება და
მოუხერხებლად ეფერება მას ხელზე. მისი სახის მზით
განათებული, ნამცეცა, მოყვითალო-მოყავისფრო ლანდშაფტი
ბაჭიასკენ მიიწევს და მის მზერაში, ფუსფუსა ქალწულისებრი
სიკეკლუცისა და მოუსვენარი დაურწმუნებლობის ქვეშ,
ძველებური სიცხარე გამოსჭვივის, ასე რომ, გვერდით მდგარი
ბაჭია აშკარად გრძნობს იმ ბოროტ ძალას, რომელიც მისტერ
სმიტს სახლიდან უტყვი ყვავილებისკენ აგდებდა, – თქვენ და
მე, ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთ. ასე არ არის? ხომ მართალია?
***
– მაგრად კი გაგიმართლა, არა? – ეუბნება რუთი ბაჭიას.
ომში დაღუპულთა ხსენების დღეს ისინი დასავლეთ ბრუერის
საზოგადოებრივ საცურაო აუზში წავიდნენ. თავდაპირველად
რუთს ერიდებოდა საბანაო კოსტიუმის ჩაცმა, მაგრამ
160
კაბინიდან გამოსული, შესანიშნავად გამოიყურებოდა – პატარა
თავი საბანაო ქუდში, დიდებული მხრები. წელამდე წყალში
მდგარი დიდ ქანდაკებას ჰგავდა. მსუბუქად სუნთქავდა, დიდ
ფეხებსა და გლუვ ხელებს გამოზომილად ამოძრავებდა, მწვანე
ჭავლში ზურგი და უკანალი შავი ლაქებივით ულივლივებდა.
როდესაც სახე წყალში ჩამალა და ნელა გაცურა, ბაჭიას
აღელვებისგან კინაღამ გული გადაუტრიალდა. შემდეგ
უკანალი, მბზინავი, მრგვალი, შავი კუნძულივით თავისით
ამოიწია
ზედაპირზე,
მკაფიო
გამოსახულება
წყალში
გაფუჭებული ტელევიზორის ეკრანივით აჭავლდა და ამ
სანახაობამ იგი ფლობის ცივი სიამაყით აღავსო. ეს ქალი მას
ეკუთვნის, მხოლოდ მას, ისევე კარგად იცნობს, როგორც წყალი
და ისევე მიუწვდება ხელი მთელ მის სხეულზე. ზურგზე
ცურვისას წყალი ბიუსტჰალტერის თასებს ეხეთქებოდა, შიგ
იღვრებოდა და ნაზად ეხებოდა ძუძუებს, ზურგი გაიზნიქა,
წყალში ჩაშვებული სხეული დრეკადი რკალივით ამოვიდა
ზედაპირზე, ქალმა თვალები დახუჭა და ბრმად გაცურა წინ.
ორმა გამხდარმა ბიჭმა, აუზის თავთხელ ბოლოში რომ
ჭყუმპალაობდნენ, წყლის აშხეფებით დაუთმეს გზა. ხელის
უკან გაქნევისას ქალი ერთ-ერთ მათგანს შეეხო, გამოერკვა და
ღიმილით ჩაჯდა წყალში, თან უძვლო ხალხით სავსე აუზის
აფორიაქებულ ტალღებში წონასწორობის შესანარჩუნებლად
ხელებს უსვამდა. ჰაერი ქლორის სუნით იყო გაჯერებული.
ყველაფერი სუფთა და კრიალა მოჩანდა. ბაჭია უეცრად მიხვდა,
რა იყო სისუფთავე. ეს ისაა, როცა არაფერი გეხება, გარდა იმისა,
რაც შენი ნაწილია. რუთი წყალს ეკუთვნის, ის კი – ჰაერსა და
ბალახს. ქალის თავი ბურთივით დახტუნავს და მას ეჭყანება.
თვითონ
ხმელეთის
ცხოველია.
წყალში
ცივა.
ჩაყურყუმელავების შემდეგ ბაჭია ფილებით მოპირკეთებულ
პარაპეტზე ჯდება, ფეხებს აქანავებს და წარმოიდგენს, რომ
უკან მოკალათებული სკოლის მოსწავლე გოგონები მის
ფართო
ზურგზე
კუნთების
თამაშით
არიან
აღფრთოვანებულნი. შემდეგ მხრებს აამოძრავებს და გრძნობს,
როგორ წელავენ ბეჭები მზით გამთბარ კანს. რუთი აუზის
კიდეს აღწევს, სადაც ისე ცოტა წყალია, რომ ფსკერის
ჭადრაკული მოხატულობა ზედაპირზე ირეკლება. იგი კიბეზე
ამოდის და წყალს იფერთხავს. ბაჭია პირსახოცზე წვება. რუთი
უახლოვდება და ცის ფონზე ფეხებგაჩაჩხული თავზე წაადგება,
ქუდს იხდის და მისკენ იხრება. წყალი მის ზურგს გაივლის და
მხრებიდან წვეთავს. ბაჭია შესცქერის, თუ როგორ იმშრალებს
161
ქალი ხელებს, ბალახის სურნელს შეიგრძნობს და ესმის, როგორ
ცახცახებს შეძახილებისგან გამჭვირვალე ჰაერი. რუთი მის
გვერდით წვება, თვალებს ხუჭავს და მზეს მორჩილებას
უცხადებს. სახე ახლოდან დიდი სიბრტყეებისგან შედგენილს
მიუგავს. მზეს მათზე ყველა საღებავი წაუშლია, გარდა სუფთა
გაუთლელი
ქვის
მოყვითალო
ანაბზინისგან,
ქვის
სამტეხლოებიდან პირდაპირ ტაძრებთან რომ მოაქვთ.
მონუმენტური რუთის წარმოთქმული სიტყვები იმავე
სიჩქარით მოძრაობს, როგორითაც ბაჭიას ყურებისკენ მგორავი
მასიური ბორბლები ან ამქვეყნად მიმოქცევაში არსებული
უტყვი მონეტები.
– მაგრად გაგიმართლა, არა?
– რას გულისხმობ?
– ოჰ... – სიტყვები ქალის ტუჩებს ნელა სწყდება.
თავდაპირველად ბაჭია ტუჩების მოძრაობას ხედავს, მერე კი
ესმის, – შეხედე, რა მდიდარი ხარ – გყავს ეკლზი, რომელიც
ყოველკვირა გოლფს გეთამაშება და თავის ცოლს შენთვის
ზიანის მოყენების უფლებას არ აძლევს, გაქვს ყვავილები,
მისის სმიტს ძალიან უყვარხარ, მეც გყავარ.
– ფიქრობ, რომ მართლაც ვუყვარვარ მისის სმიტს?
– მე მხოლოდ ის ვიცი, რასაც მიყვები. თვითონ მითხარი,
შეყვარებულიაო.
– არა, ასე გადაჭრით არასდროს მითქვამს. ნუთუ ვთქვი?
ქალი პასუხის გაცემით თავს არ იწუხებს. ნამძინარევი
კმაყოფილებისგან გაბუნდოვანებული დიდი სახე კიდევ
უფრო უდიდდება. ნამზეურ კანზე ცარცის ათინათები
დარბიან.
– იქნებ ვთქვი კიდეც? – იმეორებს ბაჭია და მწარედ ჩქმეტს
ქალს ხელზე. სულაც არ უნდა, რუთს ტკივილი მიაყენოს,
მაგრამ მის კანთან შეხება რაღაცით აღიზიანებს. ურჩობით.
– ო-ო, შე ბოზიშვილო, – ამბობს ქალი.
მაგრამ იგი წოლას განაგრძობს და კაცზე მეტ ყურადღებას მზეს
უთმობს. ბაჭია იდაყვს ეყრდნობა და ქალის მძიმე სხეულს
მიღმა ორ თექვსმეტიოდე წლის ქალიშვილს ხედავს, რომლებიც
162
დგანან და ქაღალდის პაკეტებიდან ფორთოხლის წვენს
შეექცევიან. ერთ-ერთი მათგანი, თაფლისფერთმიანი და
უთასმო საბანაო კოსტიუმში გამოწყობილი, მისკენ იყურება
და წრუპვას განაგრძობს. გამხდარი ფეხები ზანგივით
გაშავებია. ბრტყელი მუცლის ორივე მხარეს მენჯის ძვლები
ამოსჩრია.
– რა არის, ამქვეყნად ყველას შენ რომ უყვარხარ, – აცხადებს
მოულოდნელად რუთი, – ვერ ვხვდები, რატომ.
– მე სიყვარულისთვის ვარ შექმნილი.
– რაღა მაინცდამაინც შენ? რით ხარ განსაკუთრებული?
– მისტიკოსი ვარ, ადამიანებს რწმენას ვჩუქნი.
ეს ეკლზმა უთხრა. ერთხელ, სიცილით, ალბათ, ხუმრობით.
ვერასდროს მიხვდები, სინამდვილეში რას ფიქრობს, შეგიძლია
ისე გაიგო, როგორც გსურს. თვითონ ასეთ რამეს ვერაფრით
მოიფიქრებდა. არასდროს დაფიქრებულა, რას აძლევს სხვებს.
– ჩემთვის მხოლოდ უსიამოვნება მოგაქვს.
– აბა, კი! – ეს უსამართლობაა. ისე ამაყობდა მისით, როდესაც
აუზში ცურავდა, ისე უყვარდა.
– რატომ გგონია, რომ შენ მაგივრად ყველაფერი სხვამ უნდა
აკეთოს?
– მაგით რისი თქმა გსურს? შენ ჩემს კმაყოფაზე ხარ.
– შენს კმაყოფაზე! მე ვმუშაობ, ჩემო კარგო.
რაც მართალია, მართალია. მას შემდეგ, რაც ბაჭიამ მისის
სმიტთან დაიწყო მუშაობა, რუთი ერთ-ერთი სადაზღვევო
კომპანიის ბრუერის ფილიალში სტენოგრაფისტად მოეწყო. ეს
მასაც ხელს აძლევდა, რადგან მთელი დღის განმავლობაში
სახლში ჯდომისთვის არ ემეტებოდა. რუთი კი ამბობდა,
არასდროს მომწონდა ჩემი ადრინდელი საქმიანობაო, მაგრამ
ბაჭიას ამაში ეჭვი ეპარებოდა. მათი გაცნობისას ქალს წუხილი
და განცდა არ ეტყობოდა.
– მიატოვე სამსახური. სულ არ მადარდებს. იჯექი მთელი დღე
სახლში და შენი დეტექტივები იკითხე. არაფერს მოგაკლებ.
163
– არაფერს მომაკლებს. თუ ასეთი მდიდარი ხარ, ცოლს რატომ
არ ეხმარები?
– რა საჭიროა? მამამისი ფულში ბანაობს.
– ძალიან თავდაჯერებული კი ხარ. ნუთუ არასდროს
დაფიქრებულხარ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერზე
პასუხი მოგეთხოვება?
რუთი სახეში შესცქერის, წყალში ყოფნისგან თვალებში
სისხლი მოსწოლია. ხელებს იფარებს. ეს ის თვალები არაა, იმ
საღამოს რომ ნახა ავტოსადგომის მრიცხველებთან – თოჯინას
ბრტყელი მქრქალი დისკები. ცისფერი გარსი გამუქებია და
მათი სიღრმე კაცის ინსტინქტებს შემაშფოთებელ სიმართლეს
ჩასჩურჩულებს.
ქალს თვალები უბრწყინავს, ცრემლების დასამალავად სახეს
მიაბრუნებს და ფიქრობს. ყველაფერზე ტირილი ერთ-ერთი
ნიშანია. ღმერთო ჩემო, სამსახურში მანქანიდან წამოხტება
ხოლმე, ფაღარათიანივით საპირფარეშოში გარბის და ტირის.
დგას კაბინაში, უნიტაზს ჩასცქერის, საკუთარ თავზე ეცინება
და იქამდე ტირის, სანამ მკერდი არ ასტკივდება. თან სულ
ეძინება. ო-ო, ღმერთო, სადილის შემდეგ თავს ძლივს იკავებს,
რომ პირდაპირ გასასვლელში არ გაიშოტოს ჭუჭყიან იატაკზე,
ლილი ორფსა და რიტა ფიორვანტეს შორის – იმ
თვალებგადმოკარკლულ ჰონიგს მასზე გადაბიჯება მოუწევდა.
ახლა ეს შიმშილი. სადილად სოდიანი ნაყინი, ბუტერბროდი,
ფუნჩულა, ყავა, და მაინც უხდება შოკოლადის ყიდვა
სალაროში. არადა, მისი გულისთვის სცადა გახდომა და კიდეც
დაიკლო ექვსი გირვანქა, თუ სასწორს დაეჯერება. დიახ,
სწორედ მისი გულისთვის სურდა ფიგურის შეცვლა, ის კი სულ
სხვა კუთხით ცდილობდა მის გარდაქმნას. საშინელი
ადამიანია, მიუხედავად თავისი სირბილისა. დიახ, არის მასში
ეს სილბო, პირველი მამაკაცია, რომელშიც ამას ხედავს.
გრძნობს მაინც, რომ მისთვის რაღაცას წარმოადგენს და
ვიღაცის ბინძურ ტვინში გაჩენილი აზრი არ არის. ღმერთო,
როგორ ეზიზღებოდა ყველა, მათი სველი ტუჩებითა და
სულელური ხარხარით, მაგრამ როდესაც ჰარის დაუახლოვდა,
მან თითქოს ყველას აპატია, ისინი ხომ მხოლოდ სანახევროდ
იყვნენ დამნაშავენი, ერთგვარ კედელს წარმოადგენდნენ,
რომელსაც იგი ეხეთქებოდა, იმიტომ, რომ იცოდა, იქით რაღაც
იყო. ეს «რაღაც» ჰარისთან სწრაფად იპოვა და მთელი წარსული
164
არარეალური გახდა. არა, მისთვის არავის უწყენინებია, არავის
დაუტოვებია მის სულში წარუშლელი კვალი, და როდესაც ამ
ყველაფერს იხსენებს, ეჩვენება, რომ ეს სხვას გადახდა. იგი მათ
თითქოს ბურუსში ხედავდა, საბრალოებს, მოუთმენლებს,
მუდამ ისეთი რამ სურდათ, რასაც ცოლები ვერ აძლევდნენ –
უწმაწურ სიტყვებს, შესაბრალის მუდარას, და კიდევ იმას,
პირთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმას. ვერ გაუგია,
რატომ ირევიან ამაზე. ბოლოს და ბოლოს, ეს იმაზე საზიზღარი
არაა, ვიდრე მათ მიერ ძუძუსთავების პირით თითხნა, მაშ,
რატომ არ უნდა გამოიჩინოს გულუხვობა. მართალია, როდესაც
ეს პირველად ჰარისონთან შეემთხვა, გვარიანად გაილეშა,
დილით გაღვიძებულს კი ვერაფრით გაეგო, რატომ ჰქონდა
პირში საძაგელი გემო. ამის მიზეზი, ალბათ, ახალგაზრდობა და
წინასწარ შექმნილი ცუდი აზრის ქონა იყო, სინამდვილეში კი
ეს განსაკუთრებით არაფრით გამოირჩეოდა, ზღვის წყალს
ჰგავდა. აი, შრომა კი ბევრი უწევდა, თუმცა ისინი ამას ვერ
ხვდებოდნენ, აზრადაც არ მოსდიოდათ, რამხელა ჯაფა
ადგებათ ქალებს. მთავარი კი ისაა, რომ ვიღაცამ აღფრთოვანება
უნდა გამოხატოს. ეს მათ ძალიან სჭირდებათ. არა, ბუნებით
არც ისეთი მახინჯები არიან, მაგრამ თვითონ რატომღაც
პირიქით ჰგონიათ. ჯერ კიდევ სკოლაში შეეჯახა ამას, როდესაც
გაოცებულმა აღმოაჩინა, თუ როგორ რცხვენოდათ მათ
საკუთარი თავის, როგორი მადლიერნი იყვნენ, თუ მხოლოდ და
მხოლოდ იმაზე ხელის მოკიდებას დასთანხმდებოდი, რაც
შარვალში ჰქონდათ. თუმცა იმასაც სწრაფად ხვდებიან, თუ
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბაჭია, გაიქეცი - 11
  • Parts
  • ბაჭია, გაიქეცი - 01
    Total number of words is 3433
    Total number of unique words is 2215
    26.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 02
    Total number of words is 3499
    Total number of unique words is 2225
    26.3 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 03
    Total number of words is 3427
    Total number of unique words is 2194
    25.0 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 04
    Total number of words is 3509
    Total number of unique words is 2072
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.5 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 05
    Total number of words is 3479
    Total number of unique words is 1933
    30.2 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 06
    Total number of words is 3617
    Total number of unique words is 1984
    27.5 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 07
    Total number of words is 3493
    Total number of unique words is 2095
    28.6 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 08
    Total number of words is 3486
    Total number of unique words is 2109
    28.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 09
    Total number of words is 3502
    Total number of unique words is 2013
    31.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 10
    Total number of words is 3544
    Total number of unique words is 2147
    28.5 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 11
    Total number of words is 3569
    Total number of unique words is 2032
    32.7 of words are in the 2000 most common words
    47.7 of words are in the 5000 most common words
    55.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 12
    Total number of words is 3510
    Total number of unique words is 2059
    30.6 of words are in the 2000 most common words
    45.5 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 13
    Total number of words is 3591
    Total number of unique words is 1943
    33.0 of words are in the 2000 most common words
    47.2 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 14
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 2083
    30.7 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 15
    Total number of words is 3577
    Total number of unique words is 2014
    32.1 of words are in the 2000 most common words
    46.9 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 16
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 2146
    29.1 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 17
    Total number of words is 3593
    Total number of unique words is 2071
    31.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 18
    Total number of words is 3688
    Total number of unique words is 1980
    30.8 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 19
    Total number of words is 3592
    Total number of unique words is 2047
    31.0 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 20
    Total number of words is 3531
    Total number of unique words is 2076
    29.7 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 21
    Total number of words is 3534
    Total number of unique words is 2055
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 22
    Total number of words is 36
    Total number of unique words is 35
    22.8 of words are in the 2000 most common words
    36.9 of words are in the 5000 most common words
    39.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.