Latin

ბაჭია, გაიქეცი - 19

Total number of words is 3592
Total number of unique words is 2047
31.0 of words are in the 2000 most common words
45.0 of words are in the 5000 most common words
53.8 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
და სველი ხელები გიჟურ რიტმში იწყებს აღმა-დაღმა
მოძრაობას. ჯენისის მჭიდროდ დახუჭული ქუთუთოების ქვეშ
გრძელი, მეწამული, უსიტყვო და მონოტონური ლოცვები
ჩნდება. ეჩვენება, რომ მუხლებზე ეხვევა სხვა, უზარმაზარ
არსებას, რომელსაც მამა ჰქვია. მამა მას თავში უტყაპუნებს.
თუმცა
ჯენისის
გაგიჟებული
გული
სამყაროს
თვალუწვდენელი წითელი ზღვით ფარავს, მის ხელებქვეშ
ერთი ნაპერწკალიც კი არ ინთება. ლოცვათა შმაგი დინება
295
უპასუხოდ რჩება, სიბნელე ოდნავადაც არ ირხევა. შეგრძნება,
რომ გვერდით ვიღაც უდგას, უსასრულოდ იზრდება, კარზე
სასოწარკვეთილი კაკუნი ესმის და ხვდება, ხვდება, რომ
ყველაზე ცუდი რამ დაატყდა თავს, რაც კი ამქვეყნად ქალს
შეიძლება შეემთხვეს.
***
ჯეკი
ტელეფონზე
გაფითრებული.
საუბრის
შემდეგ
მკვდარივითაა
– ჯენის ენგსტრომს შემთხვევით ახალშობილი დაუხრჩვია.
– როგორ მოახერხა?
– არ ვიცი. ვშიშობ, რომ მთვრალი იყო. ახლა უგონოდაა.
– ის სადღა იყო?
– არავინ იცის. მთხოვენ, მოძებნეო. მისის სპრინგერმა დარეკა.
იგი კაკლის ხის სახელურების მქონე სავარძელში ჯდება,
რომელიც ოდესღაც მამამისს ეკუთვნოდა და ლუსი
გულისტკივილით
ამჩნევს,
რომ
ქმარი
დაუბერდა.
გამეჩხერებული თმა, მშრალი კანი და დაქანცული სახე აქვს.
– მთელი სიცოცხლე მაგ არამზადას უნდა სდიო? – ყვირის იგი.
– სულაც არ არის არამზადა. მე ის მიყვარს.
– შენ ის გიყვარს. გული მერევა, ჯეკ, გული მერევა. რატომ მე ან
ბავშვებს არ შეგვიყვარებ?
– მე თქვენ ისედაც მიყვარხართ.
– არაფერიც. მოდი, სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ, ჯეკ. შენ
ჩვენ არ გიყვარვართ. შენ უძლური ხარ შეიყვარო ისინი, ვინც
სიყვარულს სიყვარულითვე პასუხობს. შენ ამის გეშინია. ხომ
გეშინია?
ტელეფონის ზარმა მათ ბიბლიოთეკაში ჩაის სმის დროს
მოუსწრო. ჯეკი იატაკიდან ცარიელ ფინჯანს იღებს და
ფსკერზე დასცქერის.
296
– რაღაცას ნუ იგონებ, ლუსი. ისედაც საზიზღრად ვგრძნობ
თავს.
– შენ საზიზღრად გრძნობ თავს, მეც საზიზღრად ვგრძნობ
თავს. მას შემდეგ, რაც იმ პირუტყვს დაუკავშირდი. ის ხომ
შენს ეკლესიას არც კი ეკუთვნის.
– ჩემს ეკლესიას ყოველი ქრისტიანი ეკუთვნის.
– ქრისტიანი! თუ ის ქრისტიანია, მადლობა ღმერთს, რომ
ქრისტიანი არა ვარ. ქრისტიანი. საკუთარ შვილს კლავს, შენ კი
ქრისტიანს ეძახი.
– ბავშვი მას არ მოუკლავს. იქ არც კი ყოფილა. ეს უბედური
შემთხვევა იყო.
– რა მნიშვნელობა აქვს, ეს ერთი და იგივეა. იგი სახლიდან
გარბის, მისი იდიოტი ცოლი კი ამის გამო უგონოდ თვრება. არ
უნდა შეგერიგებინა. ქალი უკვე შეგუებული იყო უიმისოდ
ცხოვრებას და ამგვარი რამ არასოდეს დაემართებოდა.
ეკლზი თვალებს ახამხამებს. შოკმა ყველაფრისგან შორს,
ანალიზისთვის მოსახერხებელ მანძილზე გადაისროლა. ცოლის
ვერსია მასზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, გაოცებულია მისი
ღვარძლიანი ტონით. «არამზადა» – ეს მისთვის უცხო სიტყვაა.
– მაშასადამე, შენი აზრით, ბავშვი მე მოვკალი, – აცხადებს იგი.
– ცხადია, არა. მე ამგვარი არაფერი მითქვამს.
– შენ, ალბათ, მართალი ხარ, – ეკლზი სავარძლიდან დგება,
ჰოლში გადის, ტელეფონს უახლოვდება და საფულიდან
ბარათს იღებს, რომელზეც ფანქრით გარკვევით წერია ნომერი
და ძლივს შესამჩნევად – რუთ ლენარდი. ერთხელ ამან გაჭრა,
მაგრამ ახლა ელექტრული თაგვი ამაოდ ღრღნის შორეულ
ლითონის მემბრანას. ეკლზი თორმეტ ზარს დაითვლის, მერე
კი ყურმილს ჰკიდებს, კვლავ კრეფს ნომერს და ამჯერად
შვიდი ზარის შემდეგ ჰკიდებს ყურმილს. ბიბლიოთეკაში
დაბრუნებულს, ლუსი მომზადებული ხვდება.
– მაპატიე, ჯეკ. სულაც არ მინდოდა შენი დადანაშაულება. რა
თქმა უნდა, შენ არაფერ შუაში ხარ. ნუ სულელობ.
– კარგი, ლუსი. ჭეშმარიტება არაფერს გვავნებს, – ეს სიტყვები
მხოლოდ ჩრდილია მისი აზრისა, რომ ჭეშმარიტება ჭეშმარიტ
297
რწმენას არ ეწინააღმდეგება.
– ღმერთო ჩემო, კვლავ ეს წამებულის პოზა. ახლა ჩემთვის
ყველაფერი ცხადია. წარმოიდგინე, თითქოს დამნაშავე ხარ და
რაც უნდა ვთქვა, აზრს მაინც არ შეიცვლი. ეს წყლის ნაყვა
იქნება.
კაცი დუმს, რათა ცოლს ტყუილუბრალოდ ენა არ დაეღალოს,
მაგრამ წუთიც არ გადის, რომ ქალი ხმას არბილებს:
– ჯეკ!
– რა?
– რატომ ცდილობდი მათ შერიგებას?
კაცი ლამბაქიდან ლიმონის
თვალმოჭუტული იყურება.
ნაჭერს
იღებს
და
მასში
– ქორწინება წმიდათაწმიდა რამ არის, – აცხადებს და ელოდება,
რომ ცოლს გაეცინება, მაგრამ ქალი სავსებით სერიოზულად
ეკითხება:
– წარუმატებელიც კი?
– დიახ.
– სასაცილოა. ეს საღ აზრს ეწინააღმდეგება.
– მე საღი აზრისა არ მწამს, – პასუხობს კაცი, – თუ შენ ეს შვებას
მოგანიჭებს, მე საერთოდ არაფრის არ მწამს.
– სულაც არ მანიჭებს შვებას. შენ ნამდვილი ფსიქოპათი ხარ.
მაგრამ ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა. ძალიან
ვწუხვარ, – იგი ფინჯნებს იღებს, სამზარეულოში გადის და
კაცს მარტო ტოვებს.
საღამოს ჩრდილები აბლაბუდასავით ეხვევა წიგნების
კარადებს, რომელთა უმეტესი ნაწილი მას კი არ ეკუთვნის,
არამედ მის წინამორბედს პასტორატში, კეთილშობილ და
ყველასთვის პატივსაცემ ბერბიჭა ჯოზეფ ლენგჰორნს. ჯეკი
ზის და უდრტვინველად ელის რაღაცას. ლოდინი ცოტა ხანს
უწევს. მალე ტელეფონი რეკავს. იგი ცდილობს, ლუსის
ყურმილის აღება დაასწროს. ფანჯრიდან, რომლის რაფაზეც
აპარატი დევს, ჩანს, თუ როგორ ხსნის თოკიდან სარეცხს
298
მეზობლის ქალი.
– ალო?
– ჰეი, ჯეკი ხართ? ჰარი ენგსტრომი
ვიმედოვნებ, ხელი არ შეგიშალეთ.
გელაპარაკებათ.
– არა.
– იქნებ თქვენთან ჭრა-კერვის შემსწავლელი მოხუცი ქალების
ან რაიმე ამგვარი ჯგუფის შეკრება მიმდინარეობს?
– არა.
– ჩემთან, სახლში ვრეკავდი, მაგრამ არავინ მიპასუხა და
ცოტათი ვღელავ. გუშინ ღამე შინ არ გამითევია და რაღაც
მოუსვენრად ვარ. დაბრუნებას ვაპირებ, მაგრამ ჯერ მინდა
დავრწმუნდე, რომ ჯენისს პოლიცია არ გამოუძახებია. თქვენ
ხომ არა ხართ საქმის კურსში?
– საიდან რეკავთ, ჰარი?
– ბრუერის რომელიღაც აფთიაქიდან.
მეზობელმა ბოლო ზეწარი ჩამოხსნა და ჯეკის მზერა ცარიელ
თეთრ თოკზე ჩერდება. ერთ-ერთი ამოცანა, რომელსაც
საზოგადოება მის წინაშე აყენებს, ცხადია, ტრაგიკული ამბების
შეტყობინებაა. პირი უშრება, ძალ-ღონეს იკრებს, რათა ჩვეული
მოვალეობა შეასრულოს. რადგან მისი ბედია... იგი თვალებს
ფართოდ ახელს, ცდილობს, ცოტათი მაინც დაშორდეს მას, ვინც
აქვეა, მის ყურთან.
– შეხვედრაზე დრო რომ არ დავკარგოთ, ტელეფონით
გეტყვით, – იწყებს იგი, – ჰარი, თქვენ საშინელი უბედურება
დაგატყდათ თავს.
***
როდესაც თოკს დიდხანს ატრიალებ, იგი ფორმას კარგავს,
იგრიხება, იძენძება და იკვანძება. ეკლზის ლაპარაკის დროს
ჰარი გრძნობს, რომ შიგნით სწორედ ასეთი კვანძი უჩნდება.
მას ეკლზის ნათქვამის აზრი არ ესმის, მაგრამ გონებაში
მხოლოდ ნაირფერი კოლოფები წარმოუდგება, რომლებიც
299
ტელეფონის ჯიხურიდან მოჩანს. აფთიაქის კედელზე
ჩამოკიდებულ პლაკატზე წითელი ასოებით ერთადერთი
სიტყვა წერია: პარადიქლორობენზოლი. იგი ცდილობს, ეკლზის
ნათქვამს ჩასწვდეს, ამ სიტყვას მისჩერებია და ფიქრობს,
იყოფა თუ არა იგი ნაწილებად და როგორ გამოითქმის. სწორედ
იმ წუთს, როდესაც ყველაფერს ხვდება, როდესაც მთელი
ცხოვრება ენგრევა, ვიღაც მსუქანი ქალი დახლთან მიდის ორი
რულონი ტუალეტის ქაღალდის საფასურის გადასახდელად.
ბაჭია აფთიაქიდან გარეთ, მზის სინათლეზე გამოდის,
გამწარებით ცდილობს ნერწყვის გადაყლაპვას, რათა ყულფს
ყელში ასვლისა და მისი დახრჩობის საშუალება არ მისცეს.
თაკარა დღეა, ზაფხულის პირველი დღე, სიცხე მოელვარე
ქვაფენილიდან ფეხით მოსიარულეთა სახეებზე გადადის და
მათ ვიტრინებიდან და გავარვარებული ქვის ფასადებიდან
ერეკება. თეთრ შუქში ამ სახეებზე აშკარად მოჩანს ნაღდი
ამერიკული გამომეტყველება – თვალები მოჭუტულია,
დამცინავად ჩამოშვებული ტუჩები საცაა რაღაც მუქარის
გამომხატველ და სასტიკ ფრაზას წარმოთქვამენ. საგზაო
საცობებში მზეზე მბზინავ მანქანებში მძღოლები იხარშებიან.
ქალაქს თავზე თხელი რძისფერი ნისლი გადაჰფენია –
დაღლილ ცას მასთან შებრძოლების თავი არა აქვს. ჰარი და
მაღაზიებში სიარულისგან გაწითლებული და გაოფლილი
რამდენიმე ქალი 16ა ნომერ ავტობუსს ელოდებიან. როდესაც
იგი ღრჭიალით ჩამოდგება, უკვე გადავსებულია. ბაჭია უკან
დგას, ხელი ფოლადის სახელურისთვის ჩაუვლია და
ცდილობს, გულისამრევ ყულფს გაუმკლავდეს. გაღუნულ
ფარებზე ფილტრიანი სიგარეტის, ნამზეურობისთვის საჭირო
კრემისა და ორგანიზაცია «CARE»-ის რეკლამაა განთავსებული.
წუხელ ასეთივე ავტობუსით ჩავიდა ბრუერში და რუთს
მიაკითხა, მაგრამ ფანჯრებში შუქი არ ენთო და კარიც არავინ
გაუღო, თუმცა მქრქალი მინის მიღმა, წარწერით «დოქტორი ფ.ჰ. პელიგრინი», სუსტი შუქი ბჟუტავდა. იგი საფეხურებზე
იჯდა და ჯერ კულინარიის მაღაზიას გასცქეროდა, სანამ იქ
სინათლე არ ჩაქრა, მერე კი – ეკლესიის გაჩახჩახებულ
ფანჯარას. როდესაც იქაც ჩამობნელდა, თავი ცუდად იგრძნო,
უიმედობამ შეიპყრო და შინ დაბრუნება გადაწყვიტა. უაიზერსტრიტამდე მივიდა, იქიდან ქვემოთ მოციმციმე სინათლეებსა
და გიგანტურ მზესუმზირას გადახედა, ავტობუსი არ ჩანდა და
გზა განაგრძო, მაგრამ უეცრად შეეშინდა, ვინმე თავს არ
300
დასხმოდა და დანა არ გაეყარა, ამიტომ რომელიღაც საეჭვო
სასტუმრო მოძებნა და ოთახი იქირავა. სადღაც გვერდზე
მთელი ღამის განმავლობაში ნეონის მილი ციმციმებდა
დაზიანებული კონტაქტის გამო, ვიღაც ქალის სიცილიც
ისმოდა. ბაჭიას ცუდად ეძინა და ძალიან ადრე გაეღვიძა,
თავისუფლად შეეძლო ჯაჯმაუნთში დაბრუნება, კოსტიუმის
ჩაცმა და სამუშაოზე წასვლა მოესწრო, მაგრამ რაღაც აჩერებდა.
მთელი დღის განმავლობაში აჩერებდა რაღაც. და იგი
ცდილობს, გაიგოს, რა არის ეს, ვინაიდან სწორედ ამან მოკლა
მისი შვილი. ნაწილობრივ ეს რუთის ხელმეორედ ნახვა იყო,
მაგრამ როდესაც დილით კვლავ მივიდა მის სახლთან, ცხადი
გახდა, რომ ქალი შინ არ იყო, ალბათ, რომელიმე იდიოტთან
ერთად ატლანტიკ-სიტიში გაემგზავრა, მაგრამ იგი მაინც
დახეტიალებდა ბრუერში, უნივერმაღებშიც შეიარა, სადაც
კედლებიდან მუსიკა ისმოდა, იაფი საქონლის მაღაზიაში
სოსისიანი ფუნთუშა მიირთვა, ცოტა ხანს კინოთეატრთან
იდგა, მაგრამ შიგნით არ შევიდა და გამუდმებით რუთს ეძებდა
თვალებით. სულ ეჩვენებოდა, რომ მისი მხრები, რომელსაც
კოცნიდა, საცაა ბრბოში გამოჩნდებოდა, თმა კი, რომლის
გაშლასაც სთხოვდა ხოლმე, მისალოცი ბარათების კიოსკის
გვერდიდან გამოანათებდა. მაგრამ ბრუერში ასი ათას კაცზე
მეტი ცხოვრობდა და უშანსოდ იყო, თანაც დრო თავზე
საყრელი ჰქონდა და სხვა დროს იპოვიდა. არა, ქალაქში
დარჩენას – თუმცა შიგნით ყულფი სულ უფრო ძლიერ
უჭერდა, – ორპირში დგომას, კინოთეატრების კარებიდან რომ
უბერავდა, დაინანთებული საცვლებით, იაფი ჟღარუნებითა და
მარულიანი თხილით (საბრალო ჯენი) სავსე დახლების
თვალიერებას, შემდეგ პარკში წასვლასა და ნაცნობ ბილიკებზე
ხეტიალს, სადაც ოდესღაც რუთთან ერთად სეირნობდა,
წაბლის ხის ქვეშიდან ყურებას, თუ როგორ თამაშობდა ხუთი
ჭუჭყიანი ბიჭი რიკ-ტაფელას ჩოგბურთის ბურთითა და ცოცხის
ჯოხით, ბოლოს უაიზერ-სტრიტზე მდებარე აფთიაქში
დაბრუნებას, საიდანაც ტელეფონით დარეკა, – ამ ყველაფერს
რაიმე გამოსავლის პოვნის იმედით აკეთებდა. ბაჭია ჯენისზე
ხომ იმიტომ არ გაბრაზებულა, რომ ქალი მართალი იყო,
თვითონ კი ცდებოდა და სულელურად იქცეოდა, არამედ
იმიტომ, რომ უსაშველობის განცდა გაუჩნდა, გრძნობდა, რომ
გარშემორტყმული იყო და გასაქანი არ ჰქონდა. იგი ეკლესიაში
წავიდა და იქიდან პატარა ალი მოიტანა, მაგრამ ბინის ნესტიან
კედლებში მისთვის ადგილი არ აღმოჩნდა, წამით აინთო და
301
ჩაქრა. და ჰარი მიხვდა, რომ ამ ცეცხლს ვეღარასოდეს
ააგიზგიზებდა. მთელი დღის განმავლობაში აჩერებდა გრძნობა,
რომ სადღაც უკეთესი ბედი ელოდა, ვიდრე ახალშობილის
ყვირილის მოსმენა და ნახმარი მანქანების გაყიდვისას ხალხის
მოტყუება იყო. სწორედ ამ გრძნობის ჩაკვლას აპირებს აქ,
ავტობუსში. ხელით მოქრომულ სახელურს ეჭიდება, თეთრ,
მაქმანიან ბლუზებში გამოწყობილი ორი ქალის თავზე იხრება,
მუხლებზე უამრავი პაკეტი რომ უწყვიათ, თვალებს ხუჭავს და
მის მოკვლას ცდილობს. კუჭში არსებული ყულფი კვლავ
გულს ურევს. გააფთრებით ეჭიდება ყინულივით ცივ
სახელურს, ავტობუსი კი ამ დროს მთას უვლის გარშემო.
ოფლში გაწუწული ბაჭია ავტობუსიდან თავის გაჩერებამდე
რამდენიმე კვარტალით ადრე ჩამოდის. აქ, ჯაჯმაუნთში, უკვე
ჩრდილები ჩამოწოლილა, მზე, რომელიც ბრუერს აცხუნებს,
მთის თხემზე მიცურავს. ბაჭიას ოფლი აშრება და სუნთქვა
ეკვრის. გარბის, რათა სხეული ამუშავდეს, რათა ფიქრებისგან
გათავისუფლდეს. ჩაურბენს ქიმწმენდას, რომლის გვერდით
კედელზე ჩატანებული მილიდან სტვენით გამოდის ორთქლი;
ავტოგასამართ სადგურ «ესსოს» მისი წითელი შლანგებით,
სადაც ასფალტს ზეთისა და რეზინის სუნი ასდის; გაზონს
ჯაჯმაუნთის რატუშის წინ და მეორე მსოფლიო ომის
მსხვერპლთა სიას, რომელიც ჟანგმოდებულ და დაბზარულ
ფირფიტებზეა ჩამოწერილი და შუშაშია ჩასმული.
როდესაც სპრინგერების სახლს მიაღწევს, ზარის ხმაზე მისის
სპრინგერი გამოდის და კარს ცხვირწინ მიუკეტავს. მაგრამ
ქუჩაში ზეთისხილისფერი «ბიუიკი» დგას და ბაჭია ხვდება,
რომ ეკლზი აქაა. მართლაც, მალე მღვდელი გარეთ გამოდის და
იგი სახლში შეჰყავს.
– თქვენს ცოლს დამამშვიდებელი მისცეს და სძინავს, – ჩუმად
ეუბნება ეკლზი ჰარის ნახევრად ჩაბნელებულ წინკარში.
– გოგონა...
– იგი დამკრძალავ ბიუროშია.
ბაჭიას უნდა დაიყვიროს, რომ უხამსობაა ასეთი პატარა ბავშვის
დამკრძალავი ბიუროსთვის გადაცემა, რომ იგი, მთელი თავისი
უმანკოებითა და უბრალოებით, ჩიტივით უნდა დაასაფლაონ
ბალახში ამოთხრილ მომცრო ორმოში, მაგრამ თანხმობის
ნიშნად თავს აქნევს. გრძნობს, რომ ამიერიდან აღარავის
302
შეეკამათება.
ეკლზი მაღლა ადის, ჰარი კი სკამზე ზის და უყურებს, თუ
როგორ ეთამაშება ფანჯრიდან შემოსული შუქი რკინის
მაგიდაზე მოთავსებულ გვიმრებს, აფრიკულ იებსა და
კაქტუსებს. იქ, სადაც სხივი ფოთლებს ეხება, ისინი მომწვანომოყვითალო ფერს იღებენ, ჩრდილში კი ამ ოქროსფერ ფონზე
მომწვანო-მოშავო ხვრელებს ჰგვანან. ბაჭია თავს მაღლა არ
სწევს, ეშინია, ვინმეს არ შეხედოს სახეში. უეცრად ხელზე
რაღაც
ფუმფულა
ეხება.
ეს
ნელსონია,
რომელსაც
ცნობისმოყვარეობისგან სახე წაჰგრძელებია.
– დედიკოს სძინავს, – ამბობს დაბალი ხმით და იმ ტრაგიკულ
ინტონაციას ჰბაძავს, ირგვლივმყოფთაგან რომ ესმის.
ბაჭია მას მუხლებზე ისვამს. დამძიმებულა, გამაღლებულა
კიდეც. ბავშვი მისთვის ერთგვარი ფარია და მის თავს კისერზე
იხუტებს.
– ბეიბი ავადაა? – ეკითხება ნელსონი.
– ბეიბი ავადაა.
– ბევრი, ბევრი წყალი აბაზანაში, – ამბობს ნელსონი და ხელებს
ფართოდ შლის, რათა ეს თვალნათლივ უჩვენოს, – ბებიკო
მოვიდა და დედიკო წაიყვანა.
ნუთუ ბავშვმა ყველაფერი დაინახა? მას მუხლებიდან
ჩამოსვლა სურს, მაგრამ შეძრწუნებულ ჰარის მაგრად უჭირავს.
სახლი მწუხარებითაა სავსე, რომელიც თითქოს ბიჭუნას
ემუქრება. ნელსონი ისეთი ძალით იკლაკნება, რომ ამ
მწუხარებას იქით უტევს, შესაძლოა, გადააყირავოს კიდეც და
მაშინ მთელი სახლი ჩამოიშლება. ბაჭია შვილს იხუტებს და
ამით საკუთარ თავსაც იცავს.
ეკლზი ქვემოთ ჩამოდის, ჩერდება და მათ აკვირდება.
– იქნებ გაგესეირნათ მასთან ერთად? დღეს ნამდვილი კოშმარი
გადაიტანა.
სახლიდან სამივენი ერთად გადიან. ეკლზი მშვიდად და
დიდხანს ართმევს ხელს ჰარის და ეუბნება:
– აქ დარჩით. შესაძლოა, ეს არავინ გითხრათ, მაგრამ იცოდეთ,
რომ ძალიან საჭირო ხართ.
303
შემდეგ ეკლზი თავის «ბიუიკში» ჯდება და მიდის, ბაჭია და
ნელსონი კი სახლთან ახლოს ბალახზე სხედან და კენჭებს
ქვაფენილზე ისვრიან. ბიჭი აღელვებით იცინის და ტიტინებს,
მაგრამ ეზოში მისი ხმა მაინც ჩუმად ისმის. ჰარი საკმაოდ
უხიფათოდ გრძნობს თავს, კმაყოფილია, ეკლზის რჩევა რომ
გაითვალისწინა.
ქვაფენილის
გავლით
მამაკაცები
სამსახურიდან ბრუნდებიან. ერთ-ერთ მათგანს ნელსონის
ნასროლი კენჭი კინაღამ ფეხში ხვდება. იგი თავს მაღლა სწევს
და მამა-შვილს შესცქერის. უცნობი სახე ჰარის თითქოს სხვა,
უცოდველ ადამიანთა სამყაროს სიღრმიდან უყურებს. შემდეგ
ისინი სხვა სამიზნეს ირჩევენ – გარაჟის კედელზე მიყუდებულ
გაზონსაკრეჭს. ჰარი მას ზედიზედ ოთხჯერ არტყამს. ჯერ ისევ
განათებულია, მაგრამ მზის სხივები ნაგლეჯებად მოჩანს ხის
კენწეროებზე. ბალახი ნესტიანდება და ბაჭია გადაწყვეტს, რომ
ნელსონი სახლში შეიყვანოს და წავიდეს. კართან მისტერ
სპრინგერი მოდის.
– ჰარი, – ისინი მასთან მიდიან, – რებეკამ ვახშმის ნაცვლად
ბუტერბროდები მოამზადა. შემოდით.
ყველანი
სამზარეულოსკენ
მიემართებიან.
ნელსონი
მიირთმევს. ჰარი საჭმელზე უარს ამბობს, მხოლოდ წყლით
კმაყოფილდება. უხარია, რომ მისის სპრინგერი აქ არ არის.
– ჰარი, – მისტერ სპრინგერი დგება, ორ თითს ულვაშზე ისვამს,
თითქოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ მოხსენებით
გამოსვლას აპირებს, – მე და რებეკა მამა ეკლზს ვესაუბრეთ.
იმას ვერ ვიტყვი, რომ თქვენ არ გადანაშაულებთ, იმიტომ, რომ,
ცხადია, გადანაშაულებთ. მაგრამ მარტო თქვენ არ მიგიძღვით
ამაში ბრალი. მე და ჩემმა ცოლმა ვერაფრით შევძელით,
ჯენისისთვის საკუთარი თავის რწმენა შთაგვეგონებინა,
ვერასდროს ვაგრძნობინეთ, რომ მისი არსებობა გვიხაროდა, –
მისტერ სპრინგერის ვარდისფერი თვალები ჩვეულ ეშმაკობას
აღარ გამოხატავს, ამღვრეული და გაწითლებული აქვს, –
თუმცაღა
ვცდილობდით,
მინდა
მჯეროდეს,
რომ
ვცდილობდით. მაგრამ რაც უნდა იყოს, – ამას იგი მკვეთრად და
უხეშად ამბობს, შემდეგ კი პაუზას აკეთებს, რათა ხმა
დაუმშვიდდეს, – მაგრამ, რაც უნდა იყოს, ცხოვრება
გრძელდება... გასაგებია, რისი თქმა მსურს?
– დიახ, სერ.
304
– ცხოვრება უნდა გაგრძელდეს. ჩვენ წინსვლა უნდა
განვაგრძოთ იმასთან ერთად, რაც დაგვრჩა. რებეკა ძალზე
გაღიზიანებულია, უჭირს ახლა თქვენთან შეხვედრა, მაგრამ
ყველაფერში
მეთანხმება.
ჩვენ
მოვილაპარაკეთ
და
გადავწყვიტეთ, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია. მინდა
გითხრათ, თუმცა ვხედავ, რომ გაოცებული ხართ, ჰარი, მინდა
გითხრათ, რომ ჩვენი ოჯახის წევრად მიგვაჩნიხართ, ჰარი,
მიუხედავად... – იგი გაურკვეველი ჟესტით ხელს კიბისკენ
იშვერს, – მიუხედავად ამ... – ხელი მძიმედ ეშვება ძირს და იგი
ამთავრებს, – უბედური შემთხვევისა.
შუქისგან ჰარის თვალები სტკივა და ეწვის, ამიტომ ხელს
იფარებს.
– გმადლობთ, – მადლიერებისგან მან ლამის კვნესა დაიწყოს,
თუმცა ეს ადამიანი ყოველთვის ეზიზღებოდა. ეტიკეტის
შესაბამისად, რომელიც ამ უდიდესი უბედურების დროსაც კი
მოქმედებს, იგი საპასუხო სიტყვის თქმას ცდილობს, –
გპირდებით,
რომ
პატიოსნად
შევასრულებ
ჩემს
ვალდებულებებს ამ გარიგებაში, – იწყებს და მაშინვე ჩუმდება,
საკუთარი ხმის საზიზღარი ჟღერადობით დათრგუნვილი.
– ეჭვი არ მეპარება, – ამბობს სპრინგერი, – მამა ეკლზმა ამაში
დაგვარწმუნა.
– დესერტი, – მკაფიოდ ამბობს ნელსონი.
– ნელი, იქნებ ლოგინში ნამცხვარი წაგეღო? – ამბობს
სპრინგერი მისთვის ჩვეული, თუმცა ნაძალადევი სიხალისით,
და ეს ბაჭიას იმას ახსენებს, რომ ბავშვი აქ კარგა ხანს
ცხოვრობდა, – შენი ძილის დრო ხომ არ არის? თუ გინდა, ბებო
ზემოთ წაგიყვანს.
– მამიკომ, – ამბობს ნელსონი, სკამიდან ჩამოდის და მამასთან
მიდის.
ორივე მამაკაცი თავს უხერხულად გრძნობს.
– კარგი, – ამბობს ბაჭია, – აბა, შენი ოთახი მაჩვენე.
სპრინგერი ბუფეტიდან ორ ნაჭერ ნამცხვარს იღებს.
მოულოდნელად ნელსონი მასთან მიირბენს და ჩაეხუტება.
სპრინგერი იხრება. ბავშვის ლოყის გვერდით მოხუცი ფრანტის
დანაოჭებული სახე არაფრის მთქმელ სიცარიელეს ჰგავს. იგი
305
ბაჭიას ფეხსაცმელებს მიშტერებია. როდესაც ბავშვს ხელებს
მოხვევს, სახელოებიდან დიდი, შავი საკინძეები მოუჩანს,
რომლებიც ოქროსფრადაა მოარშიებული და შუაში «ჩ» ასო
აწერია.
ნელსონს მამა კიბისკენ მიჰყავს. როცა იმ ოთახს ჩაუვლიან,
სადაც მისის სპრინგერი ზის, ბაჭია თვალს შეავლებს მის
შესივებულ, ცრემლებით დასველებულ სახეს და მზერას
აარიდებს. ჩურჩულით უბრძანებს ნელსონს, ბებიას აკოცოს და
ძილი ნებისა უსურვოს. ბიჭი ასეც იქცევა, მერე კი ორივენი
ზემოთ ადიან და დერეფნის გავლით, რომლის კედლებზე
გაკრულ
შპალერზეც
ძველებური
ავტომობილებია
გამოსახული, პატარა თეთრფარდებიან ოთახში შედიან,
ფანჯარასთან ამოსული შეფოთლილი ხე მწვანე შეფერილობას
რომ აძლევს. ფანჯრის ორივე მხარეს სიმეტრიულად ჰკიდია
სურათები – ერთზე კნუტებია გამოსახული, მეორეზე –
ლეკვები. აქ, ბავშვობაში, ალბათ, ჯენისი ცხოვრობდა. ოთახში
დიდი ხნის განმავლობაში მდგარი უმანკოებისა და გულის
გადამლევი მოლოდინის სუნი ტრიალებს. დამტვრეულ
საბავშვო სარწეველაზე ცალთვალა ძველი დათუნია ზის, ბეწვი
სულ გასცვეთია. საინტერესოა, ჯენისისაა? თვალი ვინ
ამოუგდო? ამ ოთახში ნელსონს რაღაც უცნაური აპათია
ეუფლება. ჰარი ძილმორეულ ბავშვს ტანსაცმელს ხდის,
ნამზეურ ტანზე პიჟამას აცმევს, საწოლში აწვენს და საბანს
ახურავს.
– კარგი ბიჭი ხარ.
– ჰო.
– მე ახლა წავალ. არ შეგეშინდეს.
– მამიკო მიდის?
– მხოლოდ იმიტომ, რომ დაიძინო. დავბრუნდები.
– კარგი.
– კარგი.
– მამიკო?
– რა?
– პატარა ბეკი მოკვდა?
306
– ჰო.
– შეეშინდა?
– არა, არა, სულ არ შეშინებია.
– ახლა კარგადაა?
– ჰო, ძალიან კარგადაა.
– კარგია.
– შენ ამაზე ნუ წუხხარ.
– კარგი.
– მყუდროდ მოეწყვე.
– კარგი.
– იმაზე იფიქრე, კენჭებს როგორ ისროდი.
– როცა გავიზრდები, კენჭებს ძალიან, ძალიან შორს ვისვრი.
– ეგრე იქნება. შენ ახლაც შორს ისვრი.
– ვიცი.
– კარგი, დაიძინე.
ქვემოთ სპრინგერი ჭურჭელს რეცხავს.
– ხომ არ გინდათ, ამაღამ აქ დავრჩე? – ეკითხება ბაჭია სიმამრს.
– ამაღამ არა. ძალიან ვწუხვარ, ჰარი, მაგრამ აჯობებს, დღეს არ
დარჩე.
– რა თქმა უნდა. ჩემთან წავალ. მოვიდე ხვალ დილით?
– დიახ, თუ შეიძლება. ჩვენთან ისაუზმე.
– არა, მე არაფერი მჭირდება. იმის თქმა მინდა, რომ ჯენისს
ვინახულებ, როცა გაიღვიძებს.
– დიახ, რა თქმა უნდა.
– როგორ გგონიათ, მთელი ღამე იძინებს?
– ვფიქრობ, კი.
307
– ჰო, ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ფილიალში არ ვიყავი.
– არაფერია, ეს წვრილმანია.
– რას იტყვით, ხვალ ვიმუშაო?
– არა, რასაკვირველია.
– მაგრამ ამ ადგილს ჩემთვის შეინახავთ?
– ცხადია, – სპრინგერი ცოტათი შეშინებული ლაპარაკობს,
თვალებს აქეთ-იქით ნერვიულად აცეცებს, გრძნობს, რომ ცოლს
ყველაფერი ესმის.
სპრინგერი არ პასუხობს. ჰარი ვერანდიდან გადის, რათა მისის
სპრინგერის სახე თვალში აღარ მოხვდეს, სახლს შემოუვლის
და ზაფხულის ტენიან წყვდიადში მიაბიჯებს. უკან ჭურჭლის
ხმაური მისდევს, რომელსაც ვახშმის შემდეგ რეცხავენ. იგი
უილბერ-სტრიტს
ზევით
მიუყვება,
თავისი
სახლის
სადარბაზოში
შედის
და
მოხარშული
კომბოსტოს
დამყაყებული სუნით გაჟღენთილ კიბეზე ადის. ბაჭია კარს
გასაღებით აღებს, ბინაში შედის და სასწრაფოდ ანთებს ყველა
ლამპას. შემდეგ სააბაზანოსკენ მიდის. აბაზანაში ბევრი
წყალია, ნაწილობრივ დაცლილა, ასე რომ, დუიმით ემალის რუხ
ზოლს ქვემოთაა, მაგრამ სანახევროდ ჯერაც სავსეა. მძიმე,
მშვიდი, უსუნო, უფერო, ყოველგვარ გემოს მოკლებული მასა
თავზარს სცემს, თითქოს აბაზანაში ვიღაც უხილავი, მდუმარე,
უცნობი კაცი დგას. უმოძრაო ზედაპირი მკვდარი ტყავით
მოჭიმულს ჰგავს, რომელსაც რაღაც მტვრის მსგავსი აყრია.
ბაჭია სახელოს იკაპიწებს, ხელს წყალში ყოფს და საცობს
აძრობს. წყალი ირხევა, კანალიზაციის მილი ბუყბუყებს.
უყურებს, თუ როგორ ნელა და თანაბრად იწევს წყლის დონე
აბაზანაში, ბოლოს კი ჩხრიალ-ჩხრიალით უჩინარდება
ხვრელში. რა ადვილი ყოფილა, ფიქრობს იგი, მაგრამ
ყოვლისშემძლე ღმერთმა მაინც არაფერი გააკეთა. არადა,
მხოლოდ რეზინის პატარა საცობი იყო ამოსაწევი.
ლოგინში ბაჭია აღმოაჩენს, რომ ბრუერში გაუთავებელი
სიარულისგან ფეხები სტკივა. იგი წრიალებს. ტკივილი წამით
თავს ანებებს, მერე კი ისევ უკან უბრუნდება. ლოცვაც კი არ
შველის. ვერანაირ კავშირს ვერ ამყარებს. თვალს ახელს, ჭერს
შესცქერის და ხედავს, რომ სიბნელე ისევეა აჭრელებული
ძარღვების ცვალებადი ხლართებით, როგორც მისი გოგონას
308
კანი იყო დაფარული მოყვითალო-მოლურჯო ბადით.
ახსენდება მისი მკვეთრი წითელი პროფილი საავადმყოფოს
ფანჯარაში, შიშისგან ცივი ოფლი ასხამს, საწოლიდან გიჟივით
გადმოხტება და შუქის ანთებას ეშურება. ელექტრონათება
მკრთალი ეჩვენება, მუცელი ისე სტკივა, ლამის იტიროს.
სააბაზანოში ხელის შეყოფასაც კი ვერ ბედავს – ასე ჰგონია,
როგორც კი შუქს აანთებს, დაცარიელებული აბაზანის ფსკერზე
გულაღმა მწოლიარე, დაღრეჯილ, გალურჯებულ პატარა გვამს
დაინახავს. შიში თირკმლებზე აწვება და გადაწყვეტილების
მიღებას აიძულებს. მის შესახვედრად თეთრი და ცარიელი
აბაზანის ფსკერი მოიწევს.
ბაჭია დარწმუნებულია, რომ დაძინებას ვეღარასდროს
შეძლებს, მაგრამ როდესაც მზის ირიბი სხივებისა და ქვემოთ
კარების ჯახუნისგან ეღვიძება, გრძნობს, რომ სხეულმა სულს
უღალატა. გუშინდელზე უფრო მეტად თავზარდაცემული,
სასწრაფოდ იცვამს. მომხდარი უფრო რეალური გახდა.
უხილავი ბალიშები ყელზე აწვება, ხელ-ფეხის მოძრაობას
უნელებს, მკერდში ყულფი გაიზარდა და უხეში ქერქით
დაიფარა. მაპატიე, მაპატიე, მდუმარედ ეუბნება ვიღაცას.
სპრინგერებთან მისული აღმოაჩენს, რომ სახლში ატმოსფერო
შეცვლილა. ყველაფერი გადანაცვლებულია, რათა შეიქმნას
ხვრელი, სადაც იგი შეღწევას შეძლებს, თუ პატარა და
შეუმჩნეველი იქნება. მისის სპრინგერი ფორთოხლის წვენსა და
ყავას აწვდის და, ცოტა არ იყოს, შეშინებული ეკითხება:
– ნაღები გნებავთ?
– არა, არა, შავს დავლევ.
– თუ ნაღები გნებავთ, გვაქვს.
– არა, გმადლობთ, შესანიშნავი ყავაა.
ჯენისმა გაიღვიძა. ბაჭია ზევით ადის და საწოლზე მის
გვერდით წვება. ქალი ქვითინით ეკვრის და თავს მის კისერს,
ნიკაპსა და ზეწარს შორის ყოფს. ლოყები ჩაცვივნია, ტანი
ბავშვივით პატარა აქვს, ცხელი და მკვრივი.
– შენ გარდა ვერავის ვუყურებ, არავის დანახვა არ შემიძლია, –
ეუბნება ბაჭიას.
– შენი ბრალი არაა, – პასუხობს ჰარი, – მე ვარ დამნაშავე.
309
– რძე ისევ გამიჩნდა, – ჩურჩულებს ჯენისი, – და როგორც კი
მკერდში მჩხვლეტს, მეჩვენება, რომ ის გვერდით ოთახშია.
ისინი ერთმანეთს ებღაუჭებიან საერთო სიბნელეში. ბაჭია
გრძნობს, როგორ იხსნება მათი გამყოფი კედლები სიშავის
ნაკადში, მაგრამ ცუდი წინათგრძნობების მოზრდილი გუნდა
მის მკერდში რჩება – იგი მხოლოდ მას ეკუთვნის.
ბაჭია სახლში მთელი დღის განმავლობაში რჩება. მნახველები
მოდიან და ოთახებში ფეხაკრეფით დაიარებიან. მათი
საქციელის მიხედვით ყველა დაასკვნიდა, რომ შეუძლოდ
მყოფი ჯენისი მაღლა იწვა. ისინი, ეს ქალები, სამზარეულოში
ყავას მიირთმევენ მისის სპრინგერთან ერთად, ის კი, წვრილი,
ქალიშვილივით მჟღერი ხმით ოხრავს და ხვნეშის, გაუგებარ
სიტყვებს წარმოთქვამს, რომლებიც ერთ დაუსრულებელ
სიმღერასავით გაისმის. აი, პეგი ფოსნაჰტიც მოდის და ზევით
ადის. სათვალე არ უკეთია და ფართოდ გახელილი ბეცი
თვალები მის სახეს ველურ იერს აძლევს. ბილი, მისი შვილი,
ნელსონთან ერთად ეზოში თამაშობს. არავინ ცდილობს, მათ
ყვირილი შეაწყვეტინოს, ისინი ცოტა ხნით ჩერდებიან, მერე კი
სიცილს იწყებენ. სტუმარი ჰარისთანაც მოდის. გაისმის ზარის
ხმა და კარის გასაღებად მისის სპრინგერი მიემართება. მალე
სუსტად განათებულ ოთახში შედის, სადაც ჰარი ჟურნალებს
ფურცლავს და გაოცებული და ნაწყენი ხმით ატყობინებს:
– ვიღაც კაცი გკითხულობთ.
ქალი გადის, ბაჭია დგება და რამდენიმე ნაბიჯს დგამს, რათა
ოთახში შემოსულ ადამიანს მიესალმოს. ეს ტოთეროა,
ხელჯოხს ეყრდნობა, სახის ნახევარი პარალიზებული აქვს,
მაგრამ დადის, ლაპარაკობს, ცოცხალია. მისი პატარა კი
მკვდარია.
– გამარჯობა! როგორ ხარ?
– ჰარი, – იგი თავისუფალ ხელს ჰარის სტაცებს და დაჟინებით
შესცქერის სახეში. პირი გვერდზე მოღრეცვია, თვალს ზემოდან
კანი გვერდულად ქვემოთ ისე გადაჭიმვია, რომ თითქმის
აღარაფერი მოუჩანს. თითები უცახცახებს.
– დავსხდეთ, – ეუბნება ბაჭია და სავარძელში სვამს.
ტოთერო ხელებს საიდაყვეებზე ათავსებს და მოქარგულ
310
ხელსახოცს იატაკზე აგდებს. ბაჭიას სკამი მოაქვს და მის
გვერდით ჯდება, რათა ხმადაბლა ელაპარაკოს.
– რატომ შეწუხდით? – ეკითხება იგი, რადგან ტოთერო დუმს.
– ცოლმა მომიყვანა. მანქანით. ქუჩაში მელოდება, ჰარი. თქვენი
უბედურების
შესახებ
შევიტყვეთ.
გახსოვს,
რომ
გაფრთხილებდი? – მას თვალები ცრემლებით გაჯირჯვია.
– როდის?
– როდის? – სახის პარალიზებული ნაწილი, შესაძლოა,
შეგნებულადაც, ჩრდილში აქვს მოქცეული, ასე რომ, ცოცხლად,
დამაჯერებლად და ბრძნულად იღიმება, – იმ საღამოს. გირჩიე,
დაბრუნებულიყავი. გთხოვე კიდეც.
– დიახ, შესაძლოა. ალბათ, გადამავიწყდა.
– არა, არ დაგვიწყნია. არაფერიც არ დაგვიწყნია, ჰარი, – «ჰა»-ს
თქმის დროს სუნთქვისას ყელიდან სტვენის ხმა ამოსდის, –
რაღაც მინდა გითხრა. მომისმენ?
– რა თქმა უნდა.
– სამართლიანობა და უსამართლობა, – იწყებს იგი და ჩუმდება.
დიდ თავს ტოთეროსკენ ატრიალებს და ბაჭია მის ავადმყოფ
თვალსა და პირთან მკვეთრად გამოხატულ ვერტიკალურ
ხაზებს ხედავს, – სამართლიანობა და უსამართლობა ციდან არ
ცვივა. ჩვენ. მათ ჩვენ ვქმნით. უბედურების წინააღმდეგ.
განუწყვეტლივ, ჰარი, განუწყვეტლივ, – როცა დარწმუნდება,
რომ გრძელი სიტყვების წარმოთქმა არ უჭირს, განაგრძობს, –
სამართლიანობისა და უსამართლობის კანონთა დარღვევას
უბედურება მოაქვს. არა აუცილებლად ჩვენი უბედურება,
ხშირად თავდაპირველად არა ჩვენი უბედურება. ახლა ამის
მაგალითს საკუთარ ცხოვრებაში ხედავ, – ბაჭიამ ვერც კი
შეამჩნია, როდის ჩამოუგორდა ტოთეროს ცრემლები, მაგრამ ეს
ფაქტია, თითქოს მის სახეზე ლოკოკინა გაცოცდაო, – გჯერა
ჩემი?
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ვიცი, რომ ყველაფერში
მხოლოდ მე ვარ დამნაშავე. მას შემდეგ, რაც ეს მოხდა,
მეჩვენება, რომ მე... მწერი ვარ.
ტოთეროს ღიმილი უფრო უშფოთველი უხდება, ყელიდან
311
სუსტი წრიპინა კრუტუნი აღმოხდება.
– მე გაფრთხილებდი, – ამბობს ამჯერად უფრო სწრაფად, –
გაფრთხილებდი, ჰარი, მაგრამ ახალგაზრდობას არაფრის
გაგონება არ სურს. ახალგაზრდები უდარდელნი არიან.
– როგორ მოვიქცე? – წამოისვრის ჰარი.
ტოთეროს თითქოს არაფერი გაუგონია.
– განა არ გახსოვს, რომ გთხოვე, დაბრუნდი-მეთქი?
– არ ვიცი, ალბათ, ეგრე იყო.
– კარგი. აჰ, ჰარი, შენ ჯერ კიდევ შესანიშნავი კაცი ხარ.
ჯანმრთელი სხეული გაქვს. როდესაც მოვკვდები, გაიხსენე,
როგორ გასწავლიდა შენი მოხუცი მწვრთნელი ტანჯვისთვის
თავის არიდებას. გაიხსენე, – ბოლო სიტყვას ტოთერო
დამრიგებლურად და თავის მსუბუქი დაქნევითაც კი
წარმოთქვამს. ამ უადგილო გამოცოცხლების მოზღვავება მას
სავარძლიდან წამოაგდებს და კიდევ კარგი, ხელჯოხისთვის
ხელის წავლებას ახერხებს, თორემ იატაკზე დაეცემოდა.
შეშინებული ჰარი წამოხტება და წამით ორივენი ერთმანეთთან
ძალიან ახლოს აღმოჩნდებიან. მოხუცის დიდ თავს
გულისამრევი სუნი ასდის – არა იმდენად წამლების,
რამდენადაც ლპობადი ბოსტნეულის, – თქვენ, ახალგაზრდებს,
– ამბობს იგი სკოლის მასწავლებლის ტონით – ბრაზიანად,
მაგრამ იმავდროულად, ეშმაკურად, – დავიწყება გჩვევიათ.
შენც ასეთი ხარ. ასე არაა?
რაღაც გაუგებარი მიზეზით მას საოცრად სურს დასტურის
მიღება.
– რა თქმა უნდა, – ამბობს ბაჭია და ღმერთს ევედრება, რომ
სტუმარი სწრაფად წავიდეს.
ჰარი მას კრემისფრად და ლურჯად შეღებილ მანქანაში,
ორმოცდაჩვიდმეტ წელს გამოშვებულ «დოჯში» ჩაჯდომაში
ეხმარება, რომელიც ნარინჯისფერი სახანძრო ჰიდრანტის
სიახლოვეს დგას. მისის ტოთერო ძალზე ცივად უსამძიმრებს
ახალშობილი გოგონას გარდაცვალების გამო. გატანჯული და
კეთილშობილი სახე აქვს. ჭაღარა თმა წვრილად დანაოჭებულ
მოვერცხლისფრო საფეთქლებზე ჩამოშვებია. მას სწრაფად
სურს აქაურობის დატოვება, თავის ნადავლთან ერთად
312
წასვლა. მის გვერდით, წინა სავარძელზე მოღიმარი გნომი
ტოთერო ხელჯოხის ბუნიკს უსვამს ხელს. ბაჭია სახლში
ბრუნდება. იგი დათრგუნვილია და თავს ტალახში
ამოსვრილივით გრძნობს. ტოთეროს გამოცხადებისგან ტანში
ჟრუანტელი უვლის. სურს, ირწმუნოს, რომ ყველაფრის
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბაჭია, გაიქეცი - 20
  • Parts
  • ბაჭია, გაიქეცი - 01
    Total number of words is 3433
    Total number of unique words is 2215
    26.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 02
    Total number of words is 3499
    Total number of unique words is 2225
    26.3 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 03
    Total number of words is 3427
    Total number of unique words is 2194
    25.0 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 04
    Total number of words is 3509
    Total number of unique words is 2072
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.5 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 05
    Total number of words is 3479
    Total number of unique words is 1933
    30.2 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 06
    Total number of words is 3617
    Total number of unique words is 1984
    27.5 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 07
    Total number of words is 3493
    Total number of unique words is 2095
    28.6 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 08
    Total number of words is 3486
    Total number of unique words is 2109
    28.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 09
    Total number of words is 3502
    Total number of unique words is 2013
    31.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 10
    Total number of words is 3544
    Total number of unique words is 2147
    28.5 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 11
    Total number of words is 3569
    Total number of unique words is 2032
    32.7 of words are in the 2000 most common words
    47.7 of words are in the 5000 most common words
    55.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 12
    Total number of words is 3510
    Total number of unique words is 2059
    30.6 of words are in the 2000 most common words
    45.5 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 13
    Total number of words is 3591
    Total number of unique words is 1943
    33.0 of words are in the 2000 most common words
    47.2 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 14
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 2083
    30.7 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 15
    Total number of words is 3577
    Total number of unique words is 2014
    32.1 of words are in the 2000 most common words
    46.9 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 16
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 2146
    29.1 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 17
    Total number of words is 3593
    Total number of unique words is 2071
    31.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 18
    Total number of words is 3688
    Total number of unique words is 1980
    30.8 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 19
    Total number of words is 3592
    Total number of unique words is 2047
    31.0 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 20
    Total number of words is 3531
    Total number of unique words is 2076
    29.7 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 21
    Total number of words is 3534
    Total number of unique words is 2055
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 22
    Total number of words is 36
    Total number of unique words is 35
    22.8 of words are in the 2000 most common words
    36.9 of words are in the 5000 most common words
    39.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.