Latin

ბაჭია, გაიქეცი - 06

Total number of words is 3617
Total number of unique words is 1984
27.5 of words are in the 2000 most common words
40.9 of words are in the 5000 most common words
48.6 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
კიდევ
ავტოსადგომზე, მრიცხველების გვერდით.
– ბინას ვგულისხმობ, – განმარტავს ბაჭია.
– თვეში ას ათი. სინათლისა და გაზის ჩაუთვლელად.
– და არსად არ მუშაობთ.
ქალი ბოკალს მისჩერებია და ორივე ხელით არწევს, რის გამოც
არეკლილი შუქი ჭიქის კიდეებს გადაურბენს.
– რაზე ფიქრობთ? – ეკითხება ბაჭია.
– გაოცებული ვარ.
– რატომ?
– ძალიან ჭკვიანი ხართ.
კაცი თავის მოუბრუნებლად გრძნობს მსუბუქი ნიავის
წამოქროლას. აი, თურმე საით მიჰყავს საქმე, მას კი ეეჭვებოდა.
– ერთ რამეს გეტყვით. ვითომ რატომ არ უნდა დამრთოთ ნება,
რომ ბინის ქირის გადახდაში შეგეშველოთ?
– რატომ გსურთ ამის გაკეთება?
– დიდი და კეთილი გული მაქვს, – პასუხობს ბაჭია, – ათი?
– თხუთმეტი მჭირდება.
– სინათლისა და გაზისთვის. კარგი, კარგი.
80
იგი გაურკვევლობაშია, არ იცის, როგორ მოიქცეს. სხედან და
ცარიელ
თეფშს
დასჩერებიან,
რომელზეც
შირბახტის
ღვეზელების პირამიდა იყო აგებული – ყველა შეუჭამიათ.
გაოცებულ ოფიციანტს მზერა თეფშიდან ბაჭიაზე, ბაჭიადან კი
რუთზე გადააქვს – ეს ყველაფერი წამებში ხდება. იგი მათ ჩეკს
წარუდგენს – ცხრა დოლარი და სამოცი ცენტია. ბაჭია ზემოდან
ათ და ერთდოლარიანს დებს, გვერდით კი კიდევ ათიანსა და
ხუთიანს. თავისთვის ითვლის, საფულეში რამდენი მრჩებაო:
ოცდათოთხმეტი
დოლარი.
როდესაც
თავს
ასწევს,
გაპრიალებული მაგიდიდან რუთის ფული უკვე გამქრალა. იგი
დგება, რბილ პალტოს იღებს და ქალს უწვდის. მისი ნადავლი
დიდი მწვანე თევზივით მოძრაობს, კაბინიდან გამოდის და
გულგრილად აძლევს მას უფლებას, პალტო ჩააცვას. ათი ცენტი
ყოველ გირვანქაზე, სწრაფად ანგარიშობს კაცი.
ეს მხოლოდ წვრილმანი გასამრჯელოა. ბაჭია ჩეკით ხელში
დახლთან მიდის და ქალიშვილს ათდოლარიანს უწვდის. იგი
მოღუშული სახით გადათვლის ხურდას. მისი თვალების
საშინელი სიცარიელე აკურატულადაა ტუშით შემოვლებული.
უბრალო ლილისფერი კიმონო ძნელად ესადაგება ზამბარისებრ
პერმანენტსა და ფერუმარილიან გალეულ სახეს ტიპური
ამერიკული მჟავე გამომეტყველებით. როდესაც იგი მონეტებს
ხურდისთვის განკუთვნილ ვარდისფერ თეფშზე დებს, კაცი
ხელს აიქნევს, კიდევ დოლარს ამატებს და ახალგაზრდა
ჩინელზე მიუთითებს, რომელიც ქალიშვილის გვერდით დგას
და მათ თვალს არ აცილებს.
– ძალიან ბევრი მადლობა, სერ. ჩვენ ბევრი მადლობა, – ეუბნება
იგი ბაჭიას. მაგრამ მისი მადლობა იმ დროსაც კი ვერ ფარავს,
რომელიც რესტორნიდან გასასვლელადაა საჭირო. როდესაც
წყვილი შუშის კარისკენ მიემართება, იგი მოლარისკენ
ტრიალდება და უზადო წარმოთქმითა და ინტონაციებით
განაგრძობს ამბის მოყოლას: «მაშინ მეორე კატა ეუბნება, ჩემი
ჰელიუმი იყოო»...
***
ბაჭია ქუჩაში რუთთან ერთად გამოდის. ჯაჯის მთის მარჯვნივ
ქალაქის ცენტრი ბრწყინავს – უამრავი ანთებული ნათურა,
81
ნეონშემოვლებული კონტურები: ჩექმა, არაქისი, ცილინდრი,
ლუდ «მზესუმზირას» რეკლამა – ექვსსართულიანი სახლის
სიმაღლის ნეონის მწვანე ღერო და ყვავილის ყვითელი გული
მეორე მთვარესავით. ერთი კვარტალით ქვემოთ ზარის
აჩქარებული,
მონოტონური
ხმა
ისმის.
რკინიგზის
გადასასვლელის შლაგბაუმი – ორი გრძელი დანა წითელი
დაბოლოებებით – ძირს ეშვება, ნეონის რბილ მასაში ერჭობა.
მოძრაობა ჯერ შენელდება, მერე კი შეჩერდება.
რუთი მარცხნივ, მთის ჩრდილისკენ შეუხვევს. ბაჭია მიჰყვება.
ხმაურიან ქვაფენილს ზევით მიუყვებიან. ასფალტით
დაფარული ფერდობი დამარხულ ხმას ჰგავს, მიწის
მოულოდნელ ექოს, რომელიც აქ ქალაქზე ადრე გაჩნდა.
ქვაფენილი ბაჭიას გამჭვირვალე დაიკირის აგონებს. იგი
მხიარულადაა, ხტუნავს, რათა ქალს ფეხი აუწყოს. რუთი ცას
შესცქერის,
სადაც
სასტუმრო
«ბელვედერის»
კაშკაშა
თანავარსკვლავედი ჯაჯის მთის თავზე ვარსკვლავებს
ერწყმის. ისინი მდუმარედ მიაბიჯებენ, უკან კი, რკინიგზის
გადასასვლელზე,
ქშენითა
და
ღრჭიალით
სატვირთო
შემადგენლობა მიღოღავს.
აჰა, აი, თურმე რა ხდება – ახლა იგი ქალს აშკარად არ მოსწონს,
როგორც იმ ბოზს ტეხასში.
– მითხარით, ერთხელ მაინც თუ ასულხართ მწვერვალზე? –
ეკითხება ქალს ბაჭია.
– როგორ არა. მანქანით.
– როდესაც პატარა ვიყავი, – ამბობს კაცი, – ხშირად ავდიოდით
ზევით, ოღონდ მეორე მხრიდან. იქ ძალიან ხშირი და პირქუში
ტყეა. ერთხელ ძველი სახლის ნანგრევებს წავაწყდი – ხვრელს
მიწაში და რამდენიმე ქვას. რომელიღაც პიონერის ფერმა
იქნებოდა.
– მე ზემოთ მხოლოდ ერთხელ ვიყავი მანქანით, ერთ თავხედ
ტიპთან ერთად.
– მომილოცავს, – ეუბნება ბაჭია, განაწყენებული იმ
სიბრალულით საკუთარი თავის მიმართ, რომელიც ქალის
უკმეხ გამომეტყველებაში იმალება.
როდესაც იგრძნობს, რომ კაცი მიხვდა, იგი იღრინება:
82
– როგორ ფიქრობთ, რაში უნდა მაინტერესებდეს თქვენი
პიონერი?
– არ ვიცი. რატომაც არა? თქვენ ხომ ამერიკელი ხართ.
– დიდი ამბავი! ასეთივე წარმატებით
მექსიკელადაც დავბადებულიყავი.
შეიძლებოდა
– ვერ დაგეთანხმებით. ამისთვის ნაკლები სიმაღლეა საჭირო.
– რომ იცოდეთ, ნამდვილი ღორი ხართ.
– გეყოფა, პატარავ, – პასუხობს ბაჭია და განიერ წელზე ხელს
მოხვევს, – ჩემი აზრით, საკმაოდ სუფთა ვარ.
– მაგას ნუ მეტყვი.
უაიზერ-სტრიტიდან ქალი მარცხნივ უხვევს და მის ხელს
იცილებს. ახლა ისინი სამარ-სტრიტზე არიან. ფასადები
ერთმანეთს ერთ უწყვეტ მუქ ფასადად ერწყმის. სახლების
ნომრები შესასვლელი კარების თავზე მოთავსებულ ნახევრად
მომრგვალებულ ფერად ფანჯრებშია ჩასმული. პატარა
საბაყლოს მომწვანო-ნარინჯისფერ შუქში კუთხეში მოყიალე
ბიჭების სილუეტები მოჩანს. სუპერმარკეტები ავიწროებენ
ამგვარ პატარა მაღაზიებს და გვიანობამდე მუშაობას
აიძულებენ.
ბაჭია კვლავ მოხვევს ქალს ხელს და სთხოვს:
– კარგი, გეყოფა. შენ ხომ დამჯერე გოგო ხარ.
მას უნდა მიახვედროს, რომ უხეშობით ვერაფერს მიაღწევს.
ქალს სურს, კაცი მხოლოდ მისი მძიმე სხეულით
დაკმაყოფილდეს, კაცს კი უნდა, რომ ქალი, ბუმბულივით
მსუბუქი, მთლიანად ეკუთვნოდეს. მისდა გასაოცრად, რუთი
მის მოძრაობას იმეორებს და წელზე ხელს ხვევს. ასე სიარული
მოუხერხებელია,
ამიტომ
შუქნიშანთან
ერთმანეთს
სცილდებიან.
– მომეჩვენა, რომ რესტორანში მოგეწონე. მე ხომ
ტოთეროსთვის მინდოდა მესიამოვნებინა, ვეუბნებოდი,
მაგარი მწვრთნელი იყავი-მეთქი.
– მე კი მგონია, რომ მხოლოდ საკუთარ თავს იქებდი.
83
– ვიყავი კიდეც შესაქები. ეს ფაქტია. ახლა არაფრისთვის აღარ
ვვარგივარ, ადრე კი მართლაც კარგად ვთამაშობდი.
– იცი, მე რა გამომდიოდა კარგად?
– რა?
– საჭმელების კეთება.
– სწორედ ის, რაც ჩემს ცოლს არ ეხერხება, იმ საბრალოს.
– თუ გახსოვს, საკვირაო სკოლაში სულ იმას ჩაგვჩიჩინებდნენ,
ღმერთმა თითოეულ ჩვენგანს რაღაც ნიჭი დაანათლაო. ჰოდა,
ჩემი ნიჭი კერძების კეთებაა. ვოცნებობდი, რომ შესანიშნავი
მზარეული გამოვსულიყავი.
– მერედა გახდი?
– არ ვიცი. მე ხომ შინ იშვიათად ვსადილობ.
– რატომ?
– ჩვენს საქმეში სხვაგვარად არ გამოდის, – პასუხობს იგი. კაცი
ჩუმდება. არ ეგონა, რომ საქმე აქამდე იყო მისული. გულში
შიში ეპარება. თუ მართლაც ასეა, მისი სიყვარული მას ძალიან
ბევრს ჰპირდება.
– მე მოვედი, – ამბობს ქალი.
სახლი აგურისაა, ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი ქუჩის
დასავლეთ მხარეს. გზის მეორე მხარეს, ფარნის ქვეშ
ჩამოშვებული ნაცრისფერი შტორივით, დიდი, კირქვისგან
ნაგები ეკლესია აღმართულა. წყვილი სადარბაზოში ფერადი
ფანჯრის ქვემოდან შედის. ვესტიბიულში ზარის ღილაკებია
სპილენძის საფოსტო ყუთების ქვეშ, გალაქული სადგარი
ქოლგებისთვის, რეზინის პატარა საფენი მარმარილოს იატაკზე
და ორი კარი: მარჯვნივ – მქრქალი, პირდაპირ კი – უმტვრევი,
მავთულიანი მინით, რომლის იქითაც რეზინის ბილიკებით
დაფარული კიბე მოჩანს. რუთი ამ კარს გასაღებს მოარგებს,
ბაჭია კი მეორე კარზე მოოქრულ წარწერას კითხულობს: «მედ.
დოქტორი ფ. ჰ. პელიგრინი».
– ბებერი მელა, – ამბობს რუთი და ბაჭია კიბით ზემოთ აჰყავს.
იგი
ერთი
სართულით
მაღლა
84
ცხოვრობს.
მისი
კარი
ლინოლეუმით დაფარული დერეფნის შორეულ ბოლოშია,
ქუჩასთან ახლოს. სანამ რუთი საკეტში გასაღებს აჩხაკუნებს,
ბაჭია მის უკან დგას. ქუჩის ფარნის ცივ შუქში, რომელიც
ფანჯარაში უსწორმასწოროდ ჩასმული ოთხი შუშიდან
შემოდის – ეს ლურჯი მინები ისეთი თხელი ჩანს, კაცი
იფიქრებს,
შეხებისთანავე
დაიმსხვრევაო,

მას
მოულოდნელად
კანკალი
აუვარდება:
ჯერ
ფეხები
აუცახცახდება, შემდეგ – კანი გვერდებზე.
ბინაში შესვლისთანავე რუთი ამომრთველისკენ მიიწევს. ბაჭია
ხელს ჩამოაშვებინებს, თავისკენ მოატრიალებს და კოცნის. ეს
რაღაც სიგიჟეა. მას ქალის გასრესა სურს. ამ სურვილს – რაც
შეიძლება
ძლიერად
მოუჭიროს

თეძოებს
შორის
მოთავსებული პატარა ძრავაც აორმაგებს და აოთხმაგებს. ეს
სიყვარული როდია, როდესაც მზერა კანზე დასრიალებს. არა,
იგი ვერც თავის კანს გრძნობს და ვერც – მისას. სურს, ქალის
გული საკუთარს ჩააჭყლიტოს, რათა ერთხელ და სამუდამოდ
ანუგეშოს. რუთი ერთიანად იკუნტება. მისი დამყოლი სველი
ტუჩების ბალიში, ხალისით რომ დათანხმდა კოცნას, მაგრდება
და შრება. როგორც კი თავის უკან გადაწევასა და ხელის
გათავისუფლებას ახერხებს, ხელისგულით კაცს ნიკაპზე
აწვება, თითქოს თავის ქალის დერეფანში გადაგდებას აპირებს,
თითებს კრუნჩხავს და გრძელ ფრჩხილს მისი თვალის ქვეშ,
ნაზ კანში ასობს. ბაჭია ქალს თავს ანებებს. სასწაულებრივად
გადარჩენილ თვალს აელმებს. კისერი სტკივა.
– გაეთრიე, – ამბობს ქალი. დერეფნიდან შემოსულ შუქში
ფუმფულა და გაცრეცილი სახე გონჯისას მიუგავს.
– კარგი რა, – ამბობს კაცი, – მე ხომ მოფერება მინდოდა.
სიბნელეში ბაჭია ხედავს, რომ ქალს ეშინია. იგი ამ შიშს მისი
ზორბა ტანის ნაკეცით გრძნობს, ისე, როგორც ენა გრძნობს
პირში სისხლს კბილის ამოძრობის შემდეგ. ჰაერი თითქოს
გაუნძრევლად დგომას უბრძანებს. სიცილი უნდა, მაგრამ
მიზეზს ვერ პოულობს. ქალის შიში და მისი საკუთარი
თავდაჯერებულობა ცუდად ესადაგება ერთმანეთს – თვითონ
ხომ იცის, რომ არაფერს დაუშავებს.
– მოფერება თუ დახრჩობა? – ეკითხება ქალი.
– მთელი საღამოს განმავლობაში მიყვარდი, – განაგრძობს კაცი,
– ეს სიყვარული საკუთარი ორგანიზმიდან უნდა გამომედევნა.
85
– ვიცი მე თქვენი ორგანიზმები. ერთი ჰოპლა და მორჩა.
– მე ასე არ მომივა, – ჰპირდება იგი.
– აჯობებს, ასე მოხდეს. მინდა, სწრაფად წაეთრიო აქედან.
– ტყუილია.
– საკუთარი თავი
წარმოგიდგენიათ.
ყველას
შესანიშნავ
საყვარლებად
– ვარ კიდევაც ასეთი. მე შესანიშნავი საყვარელი ვარ, –
არწმუნებს
იგი
და
ალკოჰოლითა
და
აღგზნებით
შეგულიანებული, ბურანში მყოფივით წინ მიიწევს.
ქალი უკან იხევს, მაგრამ არც იმდენად სწრაფად, რომ კაცმა
შიშის იარის შეხორცება ვერ იგრძნოს. ქუჩიდან შემოსულ
შუქში ბაჭია ხედავს, რომ პატარა ოთახში არიან, რომლის
ავეჯსაც ორი სავარძელი, დივანი და მაგიდა შეადგენს. რუთი
მეზობელი, უფრო მოზრდილი ოთახისკენ მიემართება, სადაც
ორადგილიანი
საწოლი
დგას.
შტორი
სანახევროდაა
ჩამოწეული და სინათლის დაბალ სხივებში გადასაფარებლის
ყოველი ამობურცულობა ჩრდილს წარმოქმნის.
– კარგი, შემოდი, – ამბობს ქალი.
– შენ სად მიდიხარ? – ეკითხება კაცი, როდესაც ხედავს, რომ იგი
ხელს კარის სახელურს ჰკიდებს.
– იქით.
– გახდას იქ აპირებ?
– ჰო.
– არ გინდა. ნება მომეცი, თვითონ გაგხადო. გთხოვ.
ბაჭია ისეა ამ აზრით შეპყრობილი, რომ ქალს უახლოვდება და
ხელზე ხელს ჰკიდებს.
– როგორც ვხედავ, მბრძანებლობა გყვარებია.
– ხომ გითხარი, გთხოვ-მეთქი.
– ტუალეტში მინდა! – ამბობს ქალი დაუფარავი გაღიზიანებით.
– ოღონდ ჩაცმული დაბრუნდი.
86
– იქ კიდევ რაღაც უნდა გავაკეთო.
– არ არის საჭირო. ვიცი, რასაც გულისხმობ. ვერ ვიტან მაგ
რაღაცებს.
– შენ ვერც კი იგრძნობ.
– მე ხომ ვიცი! ჩემთვის ეს იგივეა, რაც ხელოვნური თირკმლები.
რუთი იცინის.
– აი, შე წუნიავ! მაშინ იქნებ თვითონ მიიღებ ზომებს?
– არავითარ შემთხვევაში. ეს კიდევ უფრო მეჯავრება.
– მომისმინე, არ ვიცი, რისი მიღება გსურს
დოლარად, მაგრამ მე რისკზე წასვლას არ ვაპირებ.
თხუთმეტ
– მაშინ დამიბრუნე ჩემი თხუთმეტი დოლარი.
ქალი წასვლას ცდილობს, მაგრამ კაცს იგი მაგრად უჭირავს.
– შენ ისე იძლევი ბრძანებებს, თითქოს ცოლ-ქმარი ვიყოთ.
კაცი კვლავ გრძნობს გამჭვირვალე ტალღის მოზღვავებას და
ძლივს გასაგონად ჩურჩულებს:
– კარგი, ეგრე იყოს, – მერე ისე სწრაფად, რომ ქალი ტანის
გასწვრივ ჩამოშვებული ხელების განძრევასაც კი ვერ ასწრებს,
ბაჭია მის ფეხებთან ჩაიმუხლებს და თითზე იმ ადგილას
კოცნის, სადაც ბეჭედი უნდა ეკეთოს, შემდეგ კი
ფეხსაცმელებზე თასმებს უხსნის, – ნეტავ რატომ დადიან
ქალები მაღალ ქუსლებზე? – ეკითხება იგი და ისე
მოულოდნელად და ძლიერად უწევს ფეხს ზევით, რომ
წონასწორობის შესანარჩუნებლად რუთი იძულებულია, თმაში
წაავლოს ხელი, – ნუთუ ფეხებს არ გტკენს?
ბაჭია გადახლართულთასმებიან ერთ ფეხსაცმელს გვერდით
ოთახში მოისვრის, მერე მეორესაც მიაყოლებს. ახლა ქალი
მყარად დგას იატაკზე. კაცი მას კოჭებში ჰკიდებს ხელს და
ძლიერად უზელს მომრგვალებულ მსხვილ ნაკუთალებს.
როდესაც ნერვიულობს, ასეთი მასაჟი მასზე დამამშვიდებლად
მოქმედებს.
– კარგი, – ამბობს რუთი. ხმა ოდნავ დაძაბული აქვს – ეშინია, არ
წაიქცეს, რადგან კაცმა თავისი წონით იგი იატაკზე მიალურსმა,
87
– ლოგინში ჩაწექი.
ბაჭია გრძნობს, რომ მახეს უგებენ.
– ეგრე არ გამოვა, – ამბობს იგი და წელში სწორდება, – ჩემი
მოტყუება გინდა.
– არა. ისე, რას აიჩემე, შენ ხომ ვერაფერს გაიგებ.
– როგორ ვერ გავიგებ. რომ იცოდე, როგორი მგრძნობიარე ვარ!
– ღმერთო ჩემო! კარგი, მაგრამ ტუალეტში მაინც უნდა შევიდე.
– კი, ბატონო, ეგ სულ არ მანაღვლებს, – ამბობს ბაჭია და
გაღებულ კარს ხელით იჭერს.
რუთი ქალური სიდინჯით ჯდება, ზურგი გამართული აქვს,
ნიკაპი – შეწეული. ფეხები მუხლებს ზემოთ ტრუსის
ზოლებით აქვს დაბორკილი. იგი გაუნძრევლად ელოდება
შემპარავ ჩხრიალს. სახლში ბაჭიამ და ჯენისმა გადაწყვიტეს,
ნელსონი უნიტაზისთვის მიეჩვიათ, და ახლა, როცა კარის
ამყოლს მიყრდნობილი დგას, მამილოსავით დიდი და
ღონიერი, ანგარიშმიუცემელ სურვილს გრძნობს, რომ უთხრას
(მაგარი სეირი კი იქნება): «ყოჩაღ, აი, ჭკვიანი გოგო». თან
როგორი სუფთაა – ლიმონივით ყვითელი ქაღალდის ნაგლეჯი
ქვემოთ, კაბის ქვეშ მიემართება. ქალი მკვეთრად დგება ფეხზე
და წამით ბაჭიას თვალწინ ნაჭრებისგან მოქსოვილი
დაუცველი, ფარული ერთიანობა იშლება – წინდები და სამაგრი
რეზინები, აბრეშუმი და ბეწვი და ნაზი სხეული.
– კარგი გოგო ხარ, – ამბობს და ქალი საძინებელ ოთახში
მიჰყავს.
მათ ზურგს უკან აღშფოთებული წყალსადენის მილები
ბუზღუნებენ.
კაცის
ნებისყოფით
მონუსხული
ქალი
შებოჭილად და მორიდებით მოძრაობს. ბაჭიასაც იგივე
ემართება. მთელი სხეულით აკანკალებული, ქალს საწოლთან
მიიყვანს და კაბის შესაკრავის ძებნას იწყებს. ზურგზე ღილებს
კი აგნებს, მაგრამ დაყოვნება უწევს, რადგან ჩასაღილავი მეორე
მხრიდანაა.
– მე თვითონ ვიზამ.
– ნუ ჩქარობ, შეგიხსნი. უნდა გიხაროდეს, ეს ხომ ჩვენი
საქორწილო ღამეა.
88
– მგონი, ცოტა გააფრინე.
ბაჭია უხეშად აბრუნებს ქალს თავისკენ და კვლავ ეუფლება
მისი ნუგეშისცემის დაუცხრომელი სურვილი. ეხება ქალის
სქლად შეღებილ ლოყებს და, როდესაც ზემოდან დაჰყურებს
დაჩრდილულ, გაჯავრებულ სახეს, იგი სულ პატარა ეჩვენება.
ბაჭია ალერსიანად მიიწევს ქალის თვალისკენ და ცდილობს
შთააგონოს, რომ ამ ღამით აჩქარება საჭირო არაა. მიუხედავად
იმისა, რომ თავისი აუღელვებელი სიფრთხილით, შესაძლოა,
დასაცინიც გახდეს, იგი მას მეორე თვალსაც უკოცნის, შემდეგ
კი, საკუთარი სინაზით აღელვებული, ვნებას ვეღარ იოკებს და
ისე გაშმაგებით კბენს და ლოკავს რუთის სახეს, რომ ქალი
სიამოვნებისგან იცინის და მას თავიდან იცილებს. კაცი
იხუტებს, იხრება და კბილებს კისრის ძირში რბილ და ცხელ
ჩაღრმავებაზე უჭერს. კბენის მოლოდინში რუთი შეშინებული
კრთის და ხელისგულებს მხრებზე აბჯენს, მაგრამ კაცი არ
უშვებს, ხვევნით ლამის გაგუდოს, უყვირის, რომ მხოლოდ
სხეული კი არ სჭირდება, არამედ მთელი მისი არსება. რუთი
სიტყვებს ვერ არჩევს, მაგრამ აზრს ხვდება და ეუბნება:
– ნუ ცდილობ იმის დამტკიცებას, რომ შესანიშნავი საყვარელი
ხარ. მორჩი შენს საქმეს და აქაურობას მოშორდი.
– რა ჭკვიანი ხარ!
ბაჭია დასარტყმელად ხელს მაღლა სწევს, მაგრამ თავს იკავებს
და სთავაზობს:
– დამარტყი. მიდი. ვიცი, რომ გინდა. ერთი კარგად მიმბეგვე.
– ო-ო, ღმერთო, ეს მთელი ღამე არ მორჩება, – კაცი ქალის
მოდუნებულ ხელს სწევს, თითებს ახრევინებს და მსუბუქად
ირტყამს ლოყაში, – საბრალო მარგარეტი, სწორედ ასე უწევს
ხოლმე იმ ბებერი ნაძირალას, შენი მეგობრის მოფერება.
– მათ ნუ მიხსენებ, – სთხოვს კაცი.
– დაწყევლილი მამაკაცები. აუცილებლად ან სხვას უნდა
ატკინონ, ან თვითონ განიცადონ ტკივილი ვინმესგან.
– სულაც არ მინდა ეს. არც ერთი და არც მეორე. სიმართლეს
გეუბნები.
– ნუღარ აჭიანურებ! გამხადე და საქმეს შეუდექი.
89
– რა ენა გაქვს, – ამოიოხრებს კაცი.
– ვწუხვარ, თუ შენში შეცბუნებას ვიწვევ, – ამბობს ქალი
მკვეთრი ხმით.
– სულაც არ მაცბუნებ, – პასუხობს ბაჭია, საქმეს უბრუნდება
და ხელს კაბის კალთას ავლებს. თვალები სიბნელეს უკვე
იმდენად შეაჩვია, რომ გარკვევით არჩევს ქსოვილის მწვანე
ფერს. კაბის გახდისას ქალი ხელებს მაღლა ასწევს და თავი
წამით ვიწრო საყელოში ეჭედება. იგი გაბრაზებული აქნევს
თავს, კაბა თავისუფლდება და უფორმო თბილ გუნდასავით
კაცის ხელში აღმოჩნდება, რომელიც მას კუთხეში მდგარი
სკამისკენ ისვრის, – ოჰ, რა კარგი ხარ! – არ იშურებს იგი
კომპლიმენტს.
ვერცხლისფერ კომბინაციაში ქალი მოჩვენებას ჰგავს. კაბის
გახდისას მას ვარცხნილობა უფუჭდება. რუთი ბაჭიას
შუბლშეკრული მისჩერებია, სწრაფად იძრობს სამაგრებს და
თმა ხშირ რგოლებად ეფინება მხრებზე. კომბინაციაში ყველა
ქალი პატარძალს ჰგავს.
– უფრო მსუქანი, ვიდრე კარგი, – ამბობს იგი.
– არა, კარგი ხარ... – თვალის დახამხამებაში ბაჭია ხელში
იტაცებს გამჭვირვალე, ოდნავ მარცვლოვანი კომბინაციით
მოჭიმულ ამ უზარმაზარ შაქრის ხორგს და საწოლისკენ მიაქვს.
– არ უნდა აგეწიე. ახლა აღარაფერი გამოგივა.
ფანჯრიდან მკვეთრი შუქი ქალს სახეზე ეცემა და კისრის
ნაოჭებს შავად ხაზავს.
– შტორი ხომ არ დავუშვა?
– თუ არ შეწუხდები. სანახავი არაფერია.
კაცი ფანჯარასთან მიდის, რათა ნახოს, ქალი რას გულისხმობს.
მოპირდაპირე მხარეს მხოლოდ ეკლესია მოჩანს – ნაცრისფერი,
პირქუში, თავის თავში დარწმუნებული შენობა. ფანჯარაროზეტის მიღმა ჯერაც ანთია შუქი და ქალაქში ჩამოწოლილ
ღამეში ეს წითელი, ლილისფერი და ოქროსფერი წრე რეალურ
სამყაროში გაკეთებულ ხვრელს ჰგავს, საიდანაც ადამიანებმა
არამიწიერი ნათება უნდა დაინახონ. ბაჭია მადლობელია ამ
სილამაზის შემქმნელებისა და დამნაშავესავით უშვებს ძირს
90
შტორს. მერე სწრაფად ტრიალდება და ხედავს, რომ რუთის
თვალები ყურადღებით მისჩერებია ჩრდილიდან. ისინიც
ზედაპირზე გაკეთებულ ხვრელებს ჰგავს. თეძოს ნაკეცზე
ვერცხლისფერი ნახევარმთვარე ბრწყინავს. კაცს ეჩვენება, რომ
ქალის სიმძიმე რაღაც სურნელს აფრქვევს.
– აბა, კიდევ რა დაგრჩა? – ბაჭია პიჯაკს იხდის და გვერდზე
ისვრის. მას მოსწონს ტანსაცმლის მიყრა-მოყრა – აქეთ-იქით
ფრენისას ნივთები ხაზს უსვამენ მზარდ სიშიშვლეს, –
წინდები?
– ეგ არც ისე ადვილია, – პასუხობს ქალი, – თვალი წაუვა!
– მაშინ თვითონ გაიხადე.
საწოლზე მჯდარი რუთი რბილი, კატისებური მოძრაობებით
მარჯვედ გამოძვრება ელასტიკის, აბრეშუმისა და ბამბის
თხელი აბლაბუდისგან. გახდილ წინდებს აკურატულად
გორგლავს, მატრასსა და საწოლის საზურგეს შორის ჩურთავს,
მერე კი მოულოდნელად უკან წვება, მუცელს წინ სწევს და
რეზინებიან ქამარსა და ტრუსს იხდის. ასევე უეცრად კაცი
სწრაფად იხრება ქვემოთ და სახეს ფუმფულა კორომში ჰყოფს,
სურნელოვან, სანელებლიან რაყაში, და ეჩვენება, რომ ბნელ,
საიდუმლოებით
მოცულ,
ყოველგვარ
განზომილებას
მოკლებულ სივრცეში ლივლივებს და სადღაც ახლოს,
კუთხეში, მას ნაზი, მშვენიერი ქალი ელოდება. როდესაც
მუხლებზე მდგარი, წელში სწორდება, მის თვალში რუთი
უკიდეგანო კონტინენტის ზომებს იღებს, ზემოთ აწეული
კომბინაცია კი ჩრდილოეთ პოლუსის თოვლის ქუდივით
თეთრად მოჩანს.
– როგორი დიდი ხარ.
– ძალიან დიდი.
– არა, მომისმინე. შენ კეთილი ხარ.
ბაჭია ხელს ქალის გახურებული კეფის ქვეშ აცურებს,
ერთბაშად იზიდავს თავისკენ და კომბინაციას აძრობს,
რომელიც მსუბუქად მისრიალებს და თავისით ეშვება ძირს იმ
ქალის ტანიდან, რომელსაც უნდა, რომ გახადონ. გრილი
ჩაღრმავება, რომელსაც კაცი მის წელს ქვემოთ გრძნობს, ქალის
ფიქრებში გამჭვირვალე ჩრდილს ერწყმის, მხრებს ქვემოთ
91
მოკამკამე კანს რომ ფარავს. ბაჭია ამ ადგილს კოცნის. იქ, სადაც
კანი
თეთრია,
სიგრილეც
მეტია.
მტკიცე
ნიკაპი
ბიუსტჰალტერზე რაღაც მაგარს ეჯახება.
– მე თვითონ, – ჩურჩულებს იგი, როდესაც ქალს ხელი ზურგს
უკან მიაქვს.
ბაჭია რუთს თავისკენ ზურგით აბრუნებს. ქალი გამართული
ზის. მსხვილი ფეხები დასაკეცი დანის პირებივით გაუჩაჩხავს,
ზურგი უზარმაზარი ლარნაკივით იდეალურად სიმეტრიული
აქვს. ერთი ციცქნა მოუხერხებელი კაუჭები დამორჩილებას არ
აპირებენ. ქალი ბეჭებს უკან ზნექს. ბოლოს დაჭიმული ლენტი
ტკაცუნით იხსნება. ზურგი ლაღად იშლება, განიერდება და
იზნიქება – ქალი მხრებიდან თასმებს იცილებს. ცალი ხელი
ბიუსტჰალტერს საწოლს იქით ისვრის, მეორე კი, კაცის
მხრიდან, მკერდს ეკვრის და მისგან იფარავს. მაგრამ ბაჭია
თვალს შეასწრებს მუქდაბოლოებიანი თეთრი სხეულის სწრაფ
გაელვებას. კაცი უკან იხევს, საწოლის კიდეზე ჯდება და ამ
სუფთა სიშიშვლით ტკბება. როდესაც ქალი მკერდზე მეორე
ხელსაც იფარებს, მის თითზე ბეჭედი ელავს. კაცს სიამოვნებს
ქალის სიმორცხვე – ეს გრძნობის მანიშნებელია. ქალს შუქი
მარჯვნიდან ეცემა. იგი უხმაუროდ ტრიალდება, მთელი ტანით
გაჭიმულ ხელს ეყრდნობა და ამ მორცხვ, გრაციოზულ პოზაში
შეშდება, კაცის მზერისგან თავს მხოლოდ უმოძრაობით იცავს.
იგი პოზას არ იცვლის და მისი სითეთრე კაცს თვალს სჭრის.
ბოლოს, როდესაც ქალის ხმა გაისმის, მოულოდნელობისგან
კაცი კრთება კიდეც.
– შენ?
ბაჭია კვლავაც ჩაცმულია, ჰალსტუხიც კი უკეთია. იგი შარვალს
სკამზე ჰკიდებს და ცდილობს, ნაკეცი შეინარჩუნოს. რუთი
საბნის ქვეშ მიძვრება. საცვლების ამარა დარჩენილი ბაჭია
ეკითხება:
– მეტი აღარაფერი გაცვია, არა?
– თვითონვე არ მიბრძანე ყველაფრის გახდა?
კაცს ახსენდება, რომ თითზე რაღაცამ გაიელვა.
– ბეჭედი მომეცი.
ქალი საბნის ქვემოდან ხელს აძვრენს. ბაჭია ფრთხილად
92
აძრობს მსხვილ, თითბრის ბეჭედს ოდნავ შესივებული
სახსრიდან, მერე კი ჩაფიქრებული დასცქერის მას ზემოდან.
ქალს საბანი ნიკაპამდე აუწევია, ფერმკრთალი ხელი
გველივით დახვევია.
– მეტი არაფერი?
– მხოლოდ კანი, – პასუხობს რუთი, – აქ მოდი. დაწექი.
– გინდივარ?
– არაფერი შეგეშალოს. მინდა, ეს ყველაფერი სწრაფად
დამთავრდეს.
– მთელი სახე მობათქაშებული გაქვს.
– შეურაცხყოფას მაყენებ.
– უბრალოდ, ძალიან მიყვარხარ. ხელსახოცი სად გაქვს?
– ნებას არ მოგცემ, რომ სახე მომბანო!
ბაჭია სააბაზანოში მიდის, შუქს ანთებს, ხაოიან ხელსახოცს
პოულობს, ცხელი წყლით ასველებს, წურავს და შუქს აქრობს.
როდესაც ოთახში ბრუნდება, რუთი იცინის.
– რა გაცინებს? – უკვირს ბაჭიას.
– ამ სასაცილო საცვლებში მართლაც ბაჭიას ჰგავხარ. აქამდე
მეგონა, ელასტიკურ ტრუსებს მხოლოდ პატარა ბავშვებს
აცმევდნენ.
კაცი ზემოდან დაჰყურებს თავის მაისურსა და მჭიდროდ
მორგებულ ტრუსს, კმაყოფილია, აღგზნებამოზღვავებული.
საკუთარი სახელის გაგონება მისთვის ფიზიკური შეხების
ტოლფასია. ქალი ხვდება, რომ ის სხვებს არ ჰგავს. როდესაც
კაცი მქისე ქსოვილს მას სახეზე მიადებს, ქალი თავის დახსნას
ცდილობს, ნელსონივით იქცევა, მაგრამ ბაჭია, გამოცდილებით
გაბრძნობილი მამა, თავის ჩვეულ საქმეს განაგრძობს. ქალს
შუბლსა და ლოყებს უსუფთავებს, ხელსახოცის ბოლოს
ნესტოებშიც უყოფს, ყურადღებას არ აქცევს, როგორ იკლაკნება
ქალი თავის დასაძვრენად, ტუჩებიდან პომადას აცლის და მის
სიტყვებს ახშობს. როდესაც, ბოლოს და ბოლოს, ხელს უშვებს
და ხელსახოცს აცილებს, ქალი წამით შეხედავს მას და
თვალებს ხუჭავს.
93
ბაჭია საწოლის გვერდით მუხლებზე ეშვება, რათა ქალის სახეს
მიუახლოვდეს, და შემთხვევით მატრასის კიდეს თავისი
სიყვარულის მგრძნობიარე, გაშიშვლებული ანტენით ეხება.
სიყვარულის წვენი უნებლიეთ იწყებს წვეთ-წვეთად დენას –
ისევე ნელა, როგორც ნაღები გადმოდის გაყინული რძით სავსე
ბოთლის ყელიდან. კაცი უკან იხევს, მორცხვად, მალვით
აკეთებს რაღაც მანიპულაციებს და თესლის დაუგეგმავ
გადმონთხევას როგორღაც აჩერებს. იგი დგას, ხელსახოცი
სახეზე მიუფარებია, თითქოს ტირის. შემდეგ საწოლის
ფეხებთან მიდის, ხელსახოცს სააბაზანოსკენ ისვრის, საცვლებს
იხდის, ლოგინში მიძვრება და ზეწრებს შორის არსებულ გრძელ
და ჩაბნელებულ სივრცეში უჩინარდება.
ბაჭია რუთთან იმავე ტაქტიკას ირჩევს, რომლითაც თავის
ცოლთან მოქმედებდა. ქორწილის შემდეგ ჯენისს ალღოიანი
ნერვიული
რეაქცია
დაუქვეითდა
და
ახლა
მასთან
ურთიერთობისას მოთმინება და ალერსი იყო საჭირო.
დასაწყისისთვის, მას, ჩვეულებრივ, ზურგის მასაჟს უკეთებდა
ხოლმე. რუთი უგულოდ ემორჩილება მის ბრძანებას, რომ
მუცელზე დაწვეს. ხელების სრულად გასაშლელად კაცი მას
დუნდულებზე აჯდება და მთელი თავისი სიმძიმით, ორივე
ცერითა და ხელისგულით, ძალასა და მონდომებას არ იშურებს
ზურგის
ფართო
კუნთებისა
და
ჯიუტი
მალების
დასამუშავებლად. ქალი ღრმად ოხრავს და ბალიშზე თავს
მოხერხებულად დებს.
– შენ თურქულ აბანოებში მუშაობასაც კარგად შეძლებდი, –
ამბობს იგი.
ბაჭია კისერზე გადადის, თითები წინ აქვს მიმართული,
ყელისკენ, ლერწმის კონებივით მოძრავი სისხლძარღვებისკენ
და ქალს მხრებს უზელს, თითების წვერებით ოდნავ ეხება
ატლასის ძუძუების მოხდენილ ბორცვებს. მერე კვლავ ზურგს
უბრუნდება და მანამ მუშაობს, სანამ მაჯები არ ასტკივდება.
ქანცგაწყვეტილი ქალის ზურგიდან ჩამოდის, რაღაც წყალქვეშა
ჯადო-თილისმებით ბურანშია წასული. იგი ზეწარს ლამის
თვალებამდე იფარებს.
ჯენისს მისი მზერის რცხვენოდა, ამიტომ რუთიც ინთება,
როდესაც მის შეხედვას ვერ იგრძნობს. დაშვებული
ქუთუთოები მხოლოდ თრთიან, თუმცა ქალი მზადყოფნით
იზნიქება კაცისკენ. მისი ხელი ეძებს და საქმიანად ამოძრავებს
94
მას, როგორც საჭიროდ თვლის. მალე ამ შეხებას ბაჭიას მაგრად
დახუჭული თვალები წითლად აღიქვამს. ლურჯ ფერს კი მაშინ
წარმოიდგენს, როდესაც ქალი მეორე ხელით პირს გაუხსნის და
თავს
თავისი
ბარაქიანი
ძუძუებისკენ
დაახრევინებს.
შესანიშნავი მოქნილი ბურთებია, არა ჰაეროვანი, არამედ მძიმე,
ძუძუთშორის არხში სუნამოს სუნი იგრძნობა. მისი მომჟავომომლაშო გემო კაცის ნერწყვთან ერთად წრეებად იდღაბნება.
ქალი ჩაიჩოჩებს, ზურგზე გადაბრუნდება, წითლად შეღებილ
ნეტარებას წყვეტს, ახლებურად შეტრიალდება და გრილ,
ხელშეუხებელ კანს მიუშვერს. იგი უცერემონიოდ, მკვეთრი
მოძრაობით ითავისუფლებს მეორე, მშრალ ძუძუს და კაცს
სახეში ჩრის. ბაჭია თვალს გაახელს, ქალს ეძებს და მის სახეს
ხედავს – სინაზის ნიღაბი მას მშვიდად, ალერსიანად,
ინტერესით უყურებს ზემოდან. კაცი თვალებს ხუჭავს და
კვლავ
ქალის
მასპინძლობით
სარგებლობს.
სადღაც
მივიწყებული მისი ხელი მოძრაობას იწყებს, იჭიმება, ეძებს და
პოულობს კიდეც გამსკდარ ჭოტს, ოდნავ გახსნილ, უფორმო
და უეშმაკო ნაკეცს. ქალი უფრო მეტად წვება გვერდზე და
თავის უკანალს მყუდროდ ათავსებს კაცის მუცლისა და
თეძოების აკვანში. ორივენი განცხრომის ზარმაც სივრცეში
გადადიან. ბაჭიას სურს, დრო უსასრულოდ გაიჭიმოს და
გაწვრილდეს. ქალი მსუბუქად ეალერსება მას თითის
წვერებით. იგი ტერფს ასწევს, კაცი კი ქუსლში ჩაავლებს ხელს.
ისინი სულ უფრო ძლიერ ეკვრიან ერთმანეთს და ბაჭიას
მოუთმენლობა იპყრობს იმის გამო, რომ, უშუალო სიახლოვის
მიუხედავად, მათი სხეულები მაინც დაცილებულია, ერთიანი
არაა. მაგრამ არ უნდა, რომ დაიჟინოს და მეგობრის ნდობა
შეურაცხყოს, რომელთან ერთადაც ამ ძიებას აწარმოებს. მათ
ყოველი მხრიდან კედელი აკრავს. ბაჭიას სხეულს ხმა აკლია,
საკუთარი სიმღერა არ გააჩნია. მოუთმენლობა სოლივით
ვიწროვდება და მის სისხლში მიცურავს. მომლაშო გემო,
ნოტიო ზეწოლა თუ ჭყლეტა, მისი მინიატიურულობის ცხადად
შეგრძნება, როდესაც ქალის სხეული ნაჩქარევად ეჩრება
ხელებში, მისი სუნთქვა, ზამბარების ჭრიალი, უნებლიე
მირტყმა და ტკივილი გამშრალი ენის ძირში – ამ ყველაფერს და
თითოეულს ცალ-ცალკე თავისი განსაკუთრებული ფერი აქვს.
ბაჭიას მოთმინებით აღსავსე სინაზეში ჟინი მატულობს: «უკვე
შეიძლება?». პასუხად ხრინწიანი ყაშყაში გაისმის. იგი
დაბანგულივით ჩაიმუხლებს რუთის გაჩაჩხულ ფეხებს შორის.
95
ქალი ეხმარება და ისინი ერთმანეთს საბოლოოდ ერწყმიან.
ამაში რაღაც სამწუხაროც არის. კაცი ოდნავ წამოიწევს,
ხელებით საწოლს ეყრდნობა, თან შიშის ჭია ღრღნის – ეს
სწორედ ის მომენტია, როდესაც ზოგჯერ ჯენისის მოლოდინს
ვერ ამართლებდა, – ვაითუ, თამაშიდან დროზე ადრე გავიდეო.
მაგრამ ორგანიზმში ალკოჰოლის წყალობით, თუ დასაწყისში
იმ პატარა კაზუსის გამო, მატრასთან დაკავშირებით, დღეს
მისი სიყვარული გულუხვ და თბილ სხეულში გადმოფრქვევას
არ ჩქარობს. იგი სახეს ქალის კისერში რგავს და მისი თმის
პიტნის სუნს ისრუტავს. რუთი წვრილი ხელებით მაგრად
ეხვევა მას, ტანით ჯერ ქვემოთ აწვება, მერე კი – ზევით.
შიშველი მხრებიდან ქვემოთ, ბაჭიას საზარდულამდე, რუთი
ბუნდოვნად მოჩანს ბინდბუნდში, როგორც კაცის ერექციის
დიდებული გაგრძელება და დღესასწაული.
– კარგია, – მოწონების ნიშნად ჩურჩულებს კაცი.
– კარგია, – ეხმაურება ქალი.
– ლამაზი ხარ.
– მაგას ჯობია, იმუშაო!
გაბრაზებული ბაჭია ისე მუშაობს, რომ ქალს სხვა დროს მისი
შეგულიანების სურვილი აღარ გაუჩნდეს. ამასთან, ნიკაპზე
ხელს მიაჭერს, თავს უკან გადაუგდებს, თითებს პირში
შეუყოფს და გრძნობს, როგორ იძაბება ქალის სრიალა ყელი. ის
კი, თითქოს კაცის გაბოროტებული აფეთქება ვერც კი
შეამჩნიაო, მას ადგილს უცვლის და ბაჭია კვლავ ზემოდან
აღმოჩნდება. მათი კანი ერთმანეთს ეკვრის. ქალს ხელი
ქვევით, აწეწილ-დაწეწილი ბეწვებისკენ მიაქვს და მისი
სუნთქვა რაღაც ბასრს აწყდება, იგი თეძოებს შლის და კაცს
გვერდებზე არტყამს, კიდევ გადაშლის, ისე ფართოდ, რომ
ბაჭიას ეშინია – ქალს უნდა, შეუძლებელი შეძლოს და უკუღმა
პირზე ამოტრიალდეს. კუნთები, კანი, ძვლები – ყველაფერი,
რაც კი მუცლის ქვემოთ გააჩნია, ზემოდან აწვება და რაღაც
ახალი, უცნობი არსების უცნობი ანატომიით აოცებს. ქალს
ეჩვენება, რომ გამჭვირვალეა და კაცი მის გულს ხედავს. მან
თავისას უკვე მიაღწია და კაცს ელოდება, ის კი მთრთოლვარე
აპოგეაში კვლავ და კვლავ უსვამს ცერს ქალის მორკალულ
წარბებს.
– კარგი იყო? – ეკითხება რუთი ბოლოს.
96
– ლამაზი ხარ.
ქალი კაცს ტანზე მიკრული ქვიშასავით სცილდება. ბაჭია მას
სახეში
შესცქერის
და
ღრმა
ჩრდილებში
ნაღვლიან
ყოვლისმიტევებას ხედავს, თითქოს ქალმა იცის, რომ
სიყვარულის ბოლო წამს მან თავისი სასოწარკვეთილებით
უღალატა. ბუნებას ისე მიჰყავხარ, როგორც დედას, მაგრამ
როგორც კი თავის ჯილდოს გაინაღდებს, აღარაფერს გიტოვებს.
შემშრალი ოფლისგან ბაჭია ტანზე სიგრილეს გრძნობს და ძირს
დავარდნილ ზეწარს იღებს.
– შესანიშნავი იყავი, – ამბობს და მოდუნებული ხელით ქალის
რბილ გვერდს ეხება. რუთს ტანი ჯერაც უთრთის – ქალში
აღფრთოვანება კაცზე უფრო ნელა ქრება.
– სულ დამავიწყდა.
– რა დაგავიწყდა?
– რომ მეც შეიძლება ასე კარგად ვიყო.
– რას გრძნობ ამ დროს?
– თითქოს სადღაც ვვარდები.
– სად?
– არსად. არ მინდა ამის შესახებ ლაპარაკი.
ბაჭია მას ტუჩებში კოცნის. რა მისი ბრალია. ქალი კოცნას
ზანტად იღებს. კაცი მას წელზე ხელს მოხვევს, მიეკრობა და
დაძინებას აპირებს.
– უნდა ავდგე, – ამბობს რუთი.
– იწექი.
– სააბაზანოში წავალ.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბაჭია, გაიქეცი - 07
  • Parts
  • ბაჭია, გაიქეცი - 01
    Total number of words is 3433
    Total number of unique words is 2215
    26.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 02
    Total number of words is 3499
    Total number of unique words is 2225
    26.3 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 03
    Total number of words is 3427
    Total number of unique words is 2194
    25.0 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 04
    Total number of words is 3509
    Total number of unique words is 2072
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.5 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 05
    Total number of words is 3479
    Total number of unique words is 1933
    30.2 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 06
    Total number of words is 3617
    Total number of unique words is 1984
    27.5 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 07
    Total number of words is 3493
    Total number of unique words is 2095
    28.6 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 08
    Total number of words is 3486
    Total number of unique words is 2109
    28.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 09
    Total number of words is 3502
    Total number of unique words is 2013
    31.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 10
    Total number of words is 3544
    Total number of unique words is 2147
    28.5 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 11
    Total number of words is 3569
    Total number of unique words is 2032
    32.7 of words are in the 2000 most common words
    47.7 of words are in the 5000 most common words
    55.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 12
    Total number of words is 3510
    Total number of unique words is 2059
    30.6 of words are in the 2000 most common words
    45.5 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 13
    Total number of words is 3591
    Total number of unique words is 1943
    33.0 of words are in the 2000 most common words
    47.2 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 14
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 2083
    30.7 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 15
    Total number of words is 3577
    Total number of unique words is 2014
    32.1 of words are in the 2000 most common words
    46.9 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 16
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 2146
    29.1 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 17
    Total number of words is 3593
    Total number of unique words is 2071
    31.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 18
    Total number of words is 3688
    Total number of unique words is 1980
    30.8 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 19
    Total number of words is 3592
    Total number of unique words is 2047
    31.0 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 20
    Total number of words is 3531
    Total number of unique words is 2076
    29.7 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 21
    Total number of words is 3534
    Total number of unique words is 2055
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 22
    Total number of words is 36
    Total number of unique words is 35
    22.8 of words are in the 2000 most common words
    36.9 of words are in the 5000 most common words
    39.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.