🕙 27-minute read

ბაჭია, გაიქეცი - 21

Total number of words is 3534
Total number of unique words is 2055
30.6 of words are in the 2000 most common words
43.1 of words are in the 5000 most common words
49.9 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  – კარგი, ყველაფერი კარგადაა, – ეუბნება ცოლს, – შენ ხომ არ
  გინდოდა.
  328
  ბაჭია მის დამშვიდებას ცდილობს, მაგრამ ქალი ისე
  გამოსტაცებს ხელს, თითქოს ხაფანგი აიცილა თავიდან და
  მშობლებს შესცქერის, რომლებიც მაშინვე მისახმარებლად
  მისცვივდებიან.
  ბაჭიას სახე ეწვის. საშინლად შეცბუნებულია. მისი გული
  პატიების სურვილით იყო აღვსილი, ახლა კი მასში მხოლოდ
  სიძულვილია. სძულს ცოლის სახე. ეს ქალი ბრმაა. შეეძლო
  მასთან ერთად ჭეშმარიტების, ჩვეულებრივი, მარტივი
  ჭეშმარიტების თანაზიარი ყოფილიყო, მაგრამ ზურგი აქცია.
  ბაჭია ხედავს, რომ დედაც კი თავზარდაცემულია, ელდისგან
  გაფითრდა
  და
  მის
  წინ
  კედელივით
  აღიმართა.
  თავდაპირველად ჰკითხა, ეს რა დაგმართესო, ახლა კი
  თვითონაც იმავეს აკეთებს. უსამართლობის სულშემხუთველი
  გრძნობისგან ლამის დაბრმავდეს. შეტრიალდება და გარბის.
  აღმართში. მოზეიმე. საფლავის ქვებს შორის ლავირებს. აქა-იქ
  კარაქივით ყვითელი ბაბუაწვერები ბრწყინავენ. უკნიდან
  ეკლზის ხმა ესმის:
  – ჰარი! ჰარი!
  გრძნობს, რომ ეკლზი მისდევს, მაგრამ უკან არ იხედება.
  ბაჭია ქვებს შორის კუთხეებს ჭრის და გაზონებით ტყისკენ
  გარბის. ხეების ბნელ ნახევარმთვარემდე უფრო შორსაა, ვიდრე
  ეს საფლავის სიახლოვეს მოჩანდა. სხეული უმძიმდება:
  აღმართი გაცილებით ციცაბო ხდება, მაგრამ სასაფლაოს რბილი
  მიწა სიმხნევეს მატებს, წაფერდებული ბორცვები აზამბარებს.
  ეს მაყურებლებით გარშემორტყმულ სტადიონზე სირბილს
  აგონებს.
  ხელგაწვდილი
  ტყისკენ
  მიისწრაფვის
  და
  ნახევარმთვარის ცენტრისკენ მოძრაობს. მაგრამ ტყე არც ისეთი
  საიმედო
  თავშესაფარია,
  როგორიც
  ეგონა.
  უკან
  მოტრიალებული, ფოთლებიდან სასაფლაოს ხედავს, სადაც
  პატარა მწვანე ბალდახინის გვერდით მის მიერ მიტოვებული
  ადამიანები შეჯგუფებულან. ეკლზი მათსა და ბაჭიას შორის
  შუა გზაზეა. იგი ჩერდება. შავი მკერდი ძალუმად ეწევა მაღლა.
  ფართოდ გახელილი თვალებით ტყესაა ჩაშტერებული.
  დანარჩენები – შავებში გამოწყობილი ჩამონათლები –
  ფუსფუსებენ, მანევრირებენ, გეგმებს აწყობენ, ერთმანეთს
  ცდიან, ეხმარებიან კიდეც. მათი ფერმკრთალი სახეები ტყისკენ
  უხმო სიგნალებს გზავნიან, ზიზღით ან სასოწარკვეთით
  329
  აქცევენ ზურგს, მაგრამ შემდეგ, მონუსხულებივით, სიგნალებს
  პირდაპირ ჩამავალი მზისკენ მიმართავენ. მხოლოდ ეკლზის
  მზერაა უძრავი. იგი, ალბათ, ძალას იკრებს, რათა დევნა
  განაგრძოს.
  ბაჭია იხრება და ზიგზაგებით გარბის. ტყის პირას ბუჩქებსა და
  ახალგაზრდა ხეებში ძრომიალისგან სახე და ხელები ეკაწრება.
  შემდეგ ტყე უფრო მეჩხერდება. ირგვლივ ფიჭვები ბატონობენ.
  მათი ყავისფერი წიწვები უსწორმასწორო ნიადაგს სრიალა
  საფარველს აკრავს და ამ უსიცოცხლო ფენილს მზის სხივები
  ვიწრო კონებად ეცემა. აქაურობა ბინდითაა მოცული, მაგრამ
  ისე ცხელა, როგორც სხვენზე. საღამოს უხილავი მზე თავს
  ზემოთ მწვანე კრამიტს აცხუნებს. მკვდარი ქვედა ტოტები
  თვალის
  სიმაღლეზე
  გამოჩრილა.
  სახე
  და
  ხელები
  ნაკაწრებისგან უხურს. უკან მოიხედავს, აინტერესებს, ვინმე
  თუ მოჩანს. არავინ მოსდევს. შორს, იმ მწვანე გვირაბის
  ბოლოში, რომელშიც თვითონ დგას, რაღაც მწვანე ბრწყინავს –
  შესაძლოა, ეს სასაფლაოს სიმწვანეა, მაგრამ იგი ისევე შორია,
  როგორც
  ცის
  ნაგლეჯები
  ხის
  კენწეროების
  თავზე.
  მოტრიალებისას ორიენტაციას კარგავს, მაგრამ თავში ხეები
  სწორ რიგებს ქმნიან, რომლებიც წინ მიუძღვიან, და სულ
  აღმართში მიდის. თუ უფრო მაღლა ავა, სასეირნო ბილიკზე
  მოხვდება, თხემის თავზე რომ გაუყვანიათ, რათა ადამიანი
  ზემოდან დატკბეს არემარით. სხვებთან დაბრუნება მხოლოდ
  ქვემოთ დაშვების გზით შეიძლება.
  ასაკოვანი ხეები მწკრივებს აღარ ქმნიან – ერთმანეთს უფრო
  მჭიდროდ ეკვრიან. წყვდიადიც მატულობს, ფერდობიც უფრო
  დამრეცია. ხიწვოვანი ზეწრის ქვემოდან ლიქენით დაფარული
  ქვები გამოჩრილა. მიწაზე დაცემულ ხეებს ბილიკებზე
  უცნაური, კლანჭიანი თათები გაუფარჩხავთ. იმ ადგილების
  ქვემოთ, სადაც მარადმწვანე მცენარეების სახურავში ხვრელები
  მოჩანს, სურნელოვანი კენკრა და ყვითელი ბალახი
  მოზღვავებულა. ეს ველობები – ზოგიერთი მათგანი საკმაოდ
  დიდია ჩამავალი მზის ირიბი სხივების დასაჭერად, – კიდევ
  უფრო ასქელებს ჩამოწოლილ წყვდიადს, და როდესაც მათზე
  ჩერდება, მოულოდნელად ჩამოვარდნილ სიჩუმეში ირგვლივ
  არსებული ყავისფერი გვირაბებიდან მის გონებამდე ჩურჩული
  აღწევს. უსაშველოდ მაღალ ხეებში ცივილიზაციის ნიშანწყალი,
  გასუფთავებული ნაკვეთიც კი არსად ჩანს. ზღვა შუქით
  გარემოცულს, გულში შიში ეპარება. აბა, რა იქნება, ისე დგას,
  330
  რომ, ალბათ, ყველა ხედავს – ტევრში მიმალული დათვებიცა
  და სხვა უსახელო ურჩხულებიც. სინათლის ამ ჭებში უმწეოდ
  დგომას ისევ ხიფათის შესახვედრად სიარული სჯობს ქვების,
  სიდამპლეშერეული ხეებისა და სრიალა ხიწვების გავლით.
  მწერები სიბნელეშიც არ ასვენებენ – მისი ოფლი დაუძლეველი
  სატყუარაა. მკერდზე რაღაც აწვება, ფეხებიც სტკივა: აღმართზე
  ასვლისას ზოგჯერ ორმოებში ვარდებოდა და ხიწვების
  საფარქვეშ მიყუჩებულ ქვებს ეჯახებოდა. ვიწრო პიჯაკს
  გაიხდის, დაახვევს და იღლიაში ამოიდებს. განუწყვეტლივ
  ებრძვის უკან მიხედვის სურვილს, მაგრამ იქ არაფერია, გარდა
  ტყის ყრუ, მკვდარი სიჩუმისა, და მხოლოდ მისი შიში ავსებს
  ხეებს
  შორის
  მიხვეულ-მოხვეულ
  სივრცეს
  ცოცხალი,
  მოხერხებული საფრთხით – საკმარისია, თავი უკან მიაბრუნოს,
  რომ იგი ყოველთვის ახერხებს მისი თვალთახედვის არიდან
  გაქრობას. აჯობებს, თუ თავს გააჩერებს. თვითონვე იქმნის
  საფრთხის ილუზიას. ბავშვობაში ხშირად ამოდიოდა ამ ტყიან
  ფერდობებზე. მაგრამ, შესაძლოა, მაშინ სხვა რაღაც იცავდა, რაც
  ახლა აღარ არის. ვერაფრით იჯერებს, რომ ტყეები მაშინაც
  ასეთი
  ბნელი
  იყო.
  ისინიც
  გაზრდილან.
  სრულიად
  არაბუნებრივი წყვდიადია. აბლაბუდის ძაფების მსგავსი
  წვრილი ტოტები თითებივით განუწყვეტლივ ფათურობს მის
  სახეზე. სიბნელე დღისით, მზისით, ცის ჯიბრზე –
  შეუჩერებლივ დახტის ზედ მის თავზე კენწეროდან
  კენწეროზე.
  ხშირად დახრის გამო წელის ტკივილი მოეძალა. ნეტავ სწორად
  თუ მიდის? ბავშვობაში ტყეში ეკლესიის მხრიდან არასოდეს
  შესულა. ალბათ, დიდი სისულელე კია მთის თხემის გასწვრივ
  ციცაბოზე ფორთხვა, როდესაც მარცხნივ, სულ რამდენიმე
  იარდში, გზა გადის. იგი გეზს იქით იღებს, ცდილობს, პირდაპირ
  იაროს. ტყე ჩურჩულს უმატებს და გულში ჯერ კიდევ
  უბჟუტავს იმედი, რომ ასეცაა, გზა ახლოსაა. ბაჭია აჩქარებით
  მიიწევს ბარდებში, ყოველი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ
  ელოდება, რომ კაშკაშა თეთრ ბოძებსა და გამალებით
  მქროლავი ლითონის ელვარებას დაინახავს. უეცრად ფერდობი
  ზედ მის ფეხებთან მთავრდება. თავზარდაცემულივით
  შეშდება ციცაბო ფლატეს წინ. უახლოესი ფერდობი მკვდარი
  ხეების ბანჯგვლიანი სხეულებითაა დაფარული, რომლებიც იმ
  ხეების ვარჯებს ჩაბღაუჭებიან, რაღაც მანქანებით დამრეცზე
  თავი რომ შეუმაგრებიათ და ხეობას უხვად უგზავნიან
  331
  ჩრდილს, თუმცა ყოველ წამს მზად არიან მწუხრის
  ჩასაქრობად. ამ სიბნელეში რაღაც სამკუთხედი მოჩანს და ბაჭია
  ხვდება, რომ ღარტაფის ძირში სარდაფი და ქვიშაქვით ნაშენი
  მიტოვებული სახლის დამჯდარი კედლებია. გაჯავრებული
  ხედავს, რომ გზა დაებნა და კვლავ ძირს ეშვება. უეცრად
  საშინელი გრუხუნი ჩაესმის, თითქოს ეს ნახევრად
  დანგრეული მტკიცებულება ბრმა ცხოვრების სამყაროში
  ადამიანის შეჭრისა, ნაბათს სცემს, რომლის ხმა სამყაროს
  კიდემდე აღწევს. იმის გაფიქრება, რომ ეს ადგილი ოდესღაც
  დასახლებული იყო, რომ მას ადამიანები თელავდნენ,
  წმენდნენ და ამუშავებდნენ, ჰაერს შავი მოჩვენებებით ავსებს,
  რომლებიც გვიმრებით დაფარული ფერდობიდან მისკენ
  საფლავებიდან ამომძვრალი ბავშვებივით მოფოფხავენ.
  ალბათ, აქ ბავშვები ცხოვრობდნენ, მიტკლის კაბებში
  გამოწყობილ
  ჩასუქებულ
  გოგოებს
  წყალი
  წყაროდან
  მოჰქონდათ, ბიჭები კი ხეებზე ჭდეებს აკეთებდნენ, შემდეგ
  სარდაფის თავზე გადებულ ფიცრებზე ბერდებოდნენ და
  იხოცებოდნენ, სიკვდილის წინ კი სწორედ იმ ფლატეს
  შეავლებდნენ ხოლმე უკანასკნელ მზერას, სადაც ახლა ჰარი
  დგას. ეჩვენება, რომ აქ იგი კიდევ უფრო ადვილად შესამჩნევი
  და დაუცველია, ვიდრე პატარა მზიან მდელოებზე. ისეთი
  შეგრძნება ეუფლება, თითქოს უზარმაზარი ნაპერწკლით არის
  განათებული, რომლის დახმარებითაც ბრმად დახვავებული
  მკვდარი მატერია საკუთარ თავს შეიცნობს, ნაპერწკლით,
  რომელიც
  ორი
  ურთიერთდაპირისპირებული
  სამყაროს
  შეჯახებისას წარმოიქმნა, ერთმანეთს რომელიღაც საშინელი
  ღვთაების ბრძანებით რომ შეებნენ. ბაჭიას შიგნით ყველაფერი
  უტრიალებს, მოულოდნელად ყურის აპკი ეხსნება და ხმა
  ჩაესმის. იგი კვლავ მთაზე ადის, ჩამოწოლილ წყვდიადში
  ტოტებს ტკაცატკუცით ამტვრევს და უცნობი არსების ხმის
  ჩახშობას ცდილობს, რომელიც სქელ ნისლში ხიდან ხეზე
  დაფრინავს და მას რაღაცას უყვირის. მაცდუნებელ შუქში
  ცბიერი ხრამი იკლაკნება, იკრუნჩხება და ბაჭიას ცოცხალივით
  უსხლტება ხელიდან.
  უკვე ისეა განათებული, რომ მარჯვნივ ძველი კონსერვის
  ქილებისა და ბოთლების ხიწვებმიყრილ გროვას ხედავს. ბაჭია
  უსაფრთხოდაა, იგი ზღუდეზე გადაძვრება, გზაზე გამოდის და
  წელში იმართება. თვალების კუთხეებში ოქროს ნაპერწკლები
  აენთება და ჩაქრება. ფეხსაცმელების ქვეშ ასფალტი ჭრაჭუნებს
  332
  და ეჩვენება, რომ დაღლილობის საოცრად ხმაურიანი
  სიცარიელე თავისი ახალი ცხოვრების დაწყებას აღნიშნავს.
  ჰაერი ბეჭებს უგრილებს – ბარდებში მოხუცი სპრინგერის
  პერანგი
  ზურგზე
  გადახევია.
  ტყიდან
  სასტუმრო
  «ბელვედერიდან» დაახლოებით ნახევარ მილში გამოდის.
  როდესაც გზაზე მიაბიჯებს და საკიდში თითგაყრილი ლურჯი
  პიჯაკი მხარზე აქვს გადაკიდებული, ასე ჰგონია, ჯენისი,
  ეკლზი, დედა და ყველა საკუთარი ცოდვა სადღაც ათასი მილის
  მანძილზე დატოვა. გადაწყვეტს, რომ ეკლზს დაურეკოს – ეს
  იგივე იქნება, თითქოს ვინმესთვის ღია ბარათი გაეგზავნოს.
  ეკლზს იგი უყვარდა, სჯეროდა მისი და სატელეფონო ზარით
  შეხმიანებას მაინც იმსახურებს. ბაჭია გუნებაში სათქმელს
  ამზადებს. ყველაფერი კარგადაა, ეტყვის მას, უკვე გზაში ვარ.
  იმის თქმა მინდა, რომ გზა კი ბევრია, მაგრამ თქვენ ნუ
  ინერვიულებთ. მთავარია, ეკლზს გული არ ეტკინოს.
  მთის წვერზე ჯერაც ნათელი დღეა. ზეციურ ზღვაში თევზების
  გუნდივით პატარა ქულა ღრუბლები მიცურავენ. სასტუმროს
  გარშემო მხოლოდ რამდენიმე მანქანა დგას – ძველი,
  ორმოცდათორმეტში
  გამოშვებული
  «პონტიაკი»
  და
  ორმოცდათერთმეტიანი «მერსედესი», – ასეთებს ფირმა
  «სპრინგერ-მოტორსი» მუწუკებდაყრილ ყმაწვილებზე ყიდის,
  რომელთაც ჯიბეში პრეზერვატივი, ბანკში კი ასი დოლარი
  უდევთ ხოლმე. კაფეტერიაში რამდენიმე ასეთი ტიპი პინბოლს
  თამაშობს – სათამაშო ავტომატს «ხტუნია ბეტსი» ჰქვია. ისინი
  ბაჭიას შესცქერიან და ცდილობენ, ჭკვიანური სახე მიიღონ,
  ერთი მათგანი კი უძახის კიდეც:
  – ეგ პერანგი ამან ხომ არ გაგიხია?
  მაგრამ უცნაურია, რომ მათ მის შესახებ არაფერი იციან, გარდა
  იმისა, რომ გატანჯული სახე აქვს. შენ ხან ასე იქცევი, ხან – ისე,
  მაგრამ ვერავინ ვერაფერს ხვდება. საათზე ექვსს ოცი აკლია.
  ბაჭია ყავისფერ კედელზე ჩამოკიდებულ ავტომატთან მიდის
  და სატელეფონო ცნობარში ეკლზის ნომერს პოულობს.
  – ალო? – ცივად წარმოთქვამს ეკლზის ცოლი.
  ბაჭია თვალებს ხუჭავს. ქუთუთოებქვეშა სიწითლეში ქალის
  ჭორფლი დახტუნავს.
  – გამარჯობა. მამა ეკლზთან მინდოდა დალაპარაკება.
  333
  – ვინ კითხულობს? – ხმა მედიდურად ჟღერს – ქალმა
  მშვენივრად იცის, ვინც.
  – ჰარი ენგსტრომი ვარ. ჯეკი შინაა?
  მეორე ბოლოში ყურმილს ჰკიდებენ. ნამდვილი ბოზია! ზის
  საბრალო გულდათუთქული ეკლზი და ჩემს ზარს ელოდება, ეს
  ქალი კი მიდის მასთან და ეუბნება, რომ სხვაგან მოხვდნენ.
  საცოდავი არარაობა ამ ბოზზეა დაქორწინებული. ბაჭიაც
  ჰკიდებს ყურმილს, ესმის, როგორ ვარდება ჩხაკუნით
  ათცენტიანი და გრძნობს, რომ ამ წარუმატებლობის გამო
  ყველაფერი მარტივდება. იგი ავტოსადგომს გადაკვეთს.
  მთელი საწამლავი, რომლითაც ქალი იმ საბრალო დაღლილ
  კაცს, ალბათ, ყურში სტენის, უკან, კაფეტერიაში რჩება.
  წარმოიდგენს, თუ როგორ უყვება იგი ეკლზს საჯდომზე ხელის
  მოთათუნების ამბავს, აშკარად ჩაესმის ეკლზის სიცილი და
  თვითონაც
  ეღიმება.
  ეკლზი
  ყოველთვის
  მოცინარი
  გაახსენდება, მასში იყო რაღაც, რაც ადამიანს აიძულებდა, თავი
  მისგან ცოტა შორს დაეჭირა, ალბათ, ცხვირში ლაპარაკის
  მანერა, მაგრამ როცა იცინოდა, გაცილებით გულღია ხდებოდა.
  თუ დაღვრემილ, მწებვარე ფასადს გარს შემოუვლიდი და
  უკნიდან მიადგებოდი. განსაკუთრებულ დაღვრემილობას
  მისი თავის თავში დაურწმუნებლობა იწვევდა – ნაცვლად
  იმისა, სათქმელი პირდაპირ ეთქვა, მხოლოდ წარბებს
  ამოძრავებდა
  და
  სიტყვებს
  განსხვავებული
  ხმით
  წარმოთქვამდა. საბოლოოდ მისგან თავის დახსნა არც ისე
  ცუდი იყო.
  ავტოსადგურიდან ბრუერი მოჩანდა – მტვრიან წითელ
  ხალიჩასავით განფენილიყო ქვევით. ალაგ-ალაგ სინათლეებიც
  აენთოთ. ქალაქის ცენტრში ნეონის დიდი მზესუმზირა პატარა
  ზიზილას
  ჰგავდა.
  ქვევით
  მცურავი
  ღრუბლები
  გავარდისფრებულიყვნენ, ზევით კი, ცის კამარასთან, ჯერაც
  ეკიდა ფრთა-ღრუბლების მკრთალი და სუფთა კუდები.
  იგი მთიდან ძელური საფეხურებით ეშვება, გაივლის პარკს,
  სადაც ჩოგბურთს თამაშობენ, უაიზერ-სტრიტს ქვემოთ
  მიუყვება, პიჯაკს იცვამს და სამარ-სტრიტზე გადის.
  გაურკვეველი მოლოდინით აღსავსეს, გული გამალებით
  უცემს, მაგრამ ამჯერად ადგილზე, მკერდში მაინც აქვს. ბეკის
  გამო შიგნით გაჩენილი მოღრეცილი ყულფი გაუქრა. მან
  334
  თავისი ქალიშვილი ცაში მიავლინა და გრძნობს, რომ იგი უკვე
  იქაა. ეს რომ ჯენისსაც ეგრძნო, შესაძლოა, დარჩენილიყო
  კიდეც. თუ არა? გარეთა კარი ღიაა და მოხუცი, პოლონურ
  ყაიდაზე რომ წაუკრავს თავსაფარი, ბურტყუნ-ბურტყუნით
  გამოდის ფ.-ჰ. პელეგრინის ბინიდან. ბაჭია რუთის ზარის
  ღილაკს აჭერს ხელს.
  ზუმერი პასუხობს, ბაჭია სწრაფად აღებს შიგა კარს და
  საფეხურებით მაღლა არბის. რუთი გარეთ გამოდის, ქვემოთ
  იყურება და ეუბნება:
  – წადი.
  – რა? როგორ მიხვდი, რომ მე ვიყავი?
  – შენს ცოლს დაუბრუნდი.
  – არ შემიძლია. ეს-ეს არის მისგან წამოვედი.
  ქალი იცინის. ბაჭია ბოლოსწინა საფეხურზე ადის და ახლა მათი
  სახეები ერთ დონეზეა.
  – შენ მისგან წამოსვლის მეტს არაფერს აკეთებ.
  – არა, ამჯერად ყველაფერი სხვაგვარადაა. ძალიან ცუდად.
  – შენ თვითონ ხარ ცუდი. არც ჩემთან გამოგივიდა რამე.
  – რატომ? – ბაჭია უკვე ბოლო საფეხურზე დგას, ქალისგან
  რამდენიმე იარდში, აღელვებული და უმწეო. იგი ფიქრობდა,
  რომ მისი ნახვისას ინსტინქტი უკარნახებდა, როგორ
  მოქცეულიყო, მაგრამ ამ რამდენიმე კვირაში რატომღაც
  ყველაფერი შეიცვალა. ქალიც შეიცვალა, მოძრაობები უფრო
  თავშეკავებული გაუხდა, წელი შეუსქელდა, ლურჯმა
  თვალებმა რაღაც აზრი შეიძინა.
  რუთი ზიზღით
  მოულოდნელია.
  შესცქერის,
  რაც
  კაცისთვის
  საკმაოდ
  – რატომ? – იმეორებს ქალი წარმოუდგენლად მკაცრი ტონით.
  – თუ გინდა, გამოვიცნობ, – ამბობს ბაჭია, – ფეხმძიმედ ხარ.
  გაოცება სიმკაცრეს წამით არბილებს.
  – მაგარია, – ამბობს კაცი, ქალის წუთიერი სისუსტით
  335
  სარგებლობს და ცდილობს, იგი ოთახში შეაბრუნოს. ეს იმას
  ახსენებს, თუ როგორ იქცეოდა მის ხელში მოქცეული ქალის
  სხეული.
  – მაგარია, – იმეორებს ბაჭია და კარს ხურავს. სურს, ქალს
  მოეხვიოს, მაგრამ იგი ხელს ჰკრავს და სავარძლის მეორე
  მხარეს დგება. საქმე სერიოზულადაა – რუთმა მას კისერი
  გაუკაწრა.
  – წადი, – ეუბნება ქალი, – წადი-მეთქი.
  – ნუთუ არ გჭირდები?
  – მჭირდები? შენ? – ყვირის რუთი.
  დაძაბული, ისტერიკული ტონისგან ბაჭიას სახე მტკივნეულად
  ებრიცება. გრძნობს, რომ ქალს ისე ხშირად ჰქონდა ეს შეხვედრა
  გონებაში წარმოდგენილი, რომ მტკიცედ გადაეწყვიტა მისთვის
  ყველაფრის თქმა, ეს კი არც ისე ცოტა იყო. ბაჭია სავარძელში
  ჯდება. მას ფეხები სტკივა.
  – შენ მე იმ ღამით მჭირდებოდი, როცა წახვედი, – ამბობს ქალი,
  – გახსოვს, როგორ მჭირდებოდი?
  – ის საავადმყოფოში იყო, – პასუხობს ბაჭია, – უნდა
  წავსულიყავი.
  – ღმერთო ჩემო, რა ჭკვიანი ხარ, ნამდვილი წმინდანი. თურმე
  უნდა წასულიყავი. მაგრამ შენ უნდა დარჩენილიყავი კიდეც.
  იმდენად სულელი ვიყავი, რომ შენს ზარსაც კი ველოდებოდი.
  – ვაპირებდი დარეკვას, მაგრამ ყველაფრის თავიდან დაწყებას
  ვცდილობდი. არ ვიცოდი, ფეხმძიმედ თუ იყავი.
  – არ იცოდი? ეგ როგორ? ამას ბავშვიც კი მიხვდებოდა.
  წამდაუწუმ გული მერეოდა.
  – ჩემი აქ ყოფნისას?
  – ღმერთო ჩემო, რა თქმა უნდა. ოდესმე მაინც თუ გამოიხედავ
  შენი ძვირფასი ტყავიდან?
  – რატომ არ მითხარი?
  – რატომ უნდა მეთქვა? რა აზრი ჰქონდა? შენი დახმარების
  იმედი კაცს მაინც არ უნდა ჰქონდეს. შენ ცარიელი ადგილი ხარ.
  336
  იცი, რატომ არ გითხარი? სასაცილოა, მაგრამ მეშინოდა, რომ თუ
  ამას შეიტყობდი, მიმატოვებდი. შენ არასდროს მაძლევდი
  თავის დაცვის საშუალებას, მაგრამ ვიფიქრე, რახან ეს მოხდა,
  მიმატოვებს-მეთქი. თუმცა მაინც მიმატოვე. რატომ არ
  მიდიხარ? წადი, თუ შეიძლება. მე პირველი შეხვედრის დროსაც
  გთხოვე, რომ წასულიყავი. იმ დაწყევლილი პირველი
  შეხვედრის დროს გთხოვე. რატომ ხარ აქ?
  – მე მინდა აქ ყოფნა. ასე სწორი იქნება. ძალიან მიხარია, რომ
  ფეხმძიმედ ხარ.
  – ძალზე დაგვიანებული სიხარულია.
  – რატომ? რატომ არის დაგვიანებული? – ბაჭიას შიში იპყრობს,
  ახსენდება, რომ ქალი ამას წინათ შინ არ დახვდა. ახლა აქ არის,
  მაშინ კი არ იყო. იცის, რომ ამის გასაკეთებლად ქალები
  შინიდან მიდიან. ფილადელფიაში არის ასეთი ადგილი.
  – როგორ შეგიძლია აქ ჯდომა? – ეკითხება რუთი, – არ მესმის,
  როგორ შეგიძლია აქ ჯდომა – შვილი მოკლა და ზის.
  – ეს ვინ გითხრა?
  – შენმა ღვთისმსახურმა მეგობარმა. კიდევ ერთმა წმინდანმა.
  ნახევარი საათის წინ დარეკა.
  – ღმერთო ჩემო, ის კიდევ ცდილობს.
  – ვუთხარი, რომ აქ არა ხარ. ვუთხარი, რომ აქ არასოდეს იქნები.
  – მე არ მომიკლავს საბრალო ახალშობილი. ეს ჯენისმა გააკეთა.
  ერთ საღამოს გავუბრაზდი და შენთან წამოვედი, ის კი დათვრა
  და საწყალი ბავშვი აბაზანაში დაეხრჩო. ნუ მაიძულებ ამის
  მოყოლას. შენ სადღა იყავი?
  ქალს გაოცებისგან ენა მუცელში უვარდება, კაცს შესცქერის და
  ჩუმად ამბობს:
  – მისმინე, შენ მართლაც სიკვდილს თესავ.
  – ჰეი, რამე ხომ არ გაიკეთე?
  – გაჩუმდი. წყნარად იჯექი. ახლა ჩემთვის ყველაფერი ცხადია.
  შენ თავად სიკვდილი ხარ. ცარიელი ადგილი. არა, ცარიელ
  ადგილზე უარესი. ვირთხაც კი არა ხარ, სუნიც კი არ აგდის,
  337
  ვინაიდან არაფერს სუნი არა აქვს.
  – დაწყნარდი, მე არაფერი გამიკეთებია. როცა ეს მოხდა, შენთან
  მოვდიოდი.
  – სწორედაც რომ. შენ არაფერს აკეთებ. შენ მხოლოდ ყველგან
  დაძრწი
  ბაგეებზე
  სიკვდილის
  ამბორით.
  წაეთრიე.
  სერიოზულად გეუბნები. შენს დანახვაზე გული მერევა, –
  გულწრფელობა ქალს ბევრ ძალას ართმევს და სკამს
  ეყრდნობა, ერთ-ერთს იმ სკამთაგან, რომელზეც ისინი საჭმელს
  მიირთმევდნენ, მასზე გადაწვა, თვალები გადმოქაჩა და პირი
  ფართოდ დააღო.
  ბაჭია, რომელიც ყოველთვის ამაყობდა, რომ აკურატულად
  ეცვა, და ყოველთვის ფიქრობდა, რომ სასიამოვნო გარეგნობა
  ჰქონდა, ამ გულწრფელობისგან წითლდება. ეგონა, რომ აქ
  თავს ისევ ბატონად იგრძნობდა, ისევ დაიყოლიებდა მას,
  მაგრამ
  შეცდა.
  იგი
  საკუთარ
  ფრჩხილებზე
  თეთრ
  ნახევარმთვარეებს დასცქერის. სინამდვილის მოულოდნელი
  შეგრძნება ხელ-ფეხს უშეშებს. მისი ბავშვი მართლაც მოკვდა,
  ბაჭიას საქმე კი წასულია, მის დანახვაზე ამ ქალს გული ერევა.
  ამას რომ გააცნობიერებს, სურვილი უჩნდება, სიმწრის ფიალა
  ბოლომდე შესვას, რომ საბოლოოდ მიაყენონ კედელთან და
  ჯიქურ ეკითხება:
  – აბორტი გაიკეთე?
  ქალს შეაჟრჟოლებს და ხრინწიანად პასუხობს:
  – შენ როგორ გგონია?
  ბაჭია
  თვალებს
  ხუჭავს,
  გრძნობს,
  რომ
  სავარძლის
  სახელურების ხაოიანი გადასაკრავი თითის წვერებს უკაწრავს
  და ლოცულობს: ღმერთო დიდებულო, შენს სახელს
  შემოვევლე, არ გინდა, ეს არ წაიყვანო. ერთი ხომ წაიყვანე, მაშ,
  აჩუქე სიცოცხლე მეორეს! მის შიგნით აბურდულ წყვდიადში
  უხილავი ძალა ჭუჭყიან დანას ატრიალებს. როდესაც თვალს
  ახელს, ქალის თამამი პოზის მიხედვით დაასკვნის, რომ მას
  მისი დატანჯვა განუზრახავს.
  – არ გაგიკეთებია? – კაცის ხმაში იმედი გამოსჭვივის.
  ქალს სახეზე აღელვების ჩრდილი გადაურბენს.
  338
  – არა, – ამბობს იგი, – არა. საჭიროა, მაგრამ სულ გადავდებ და
  გადავდებ ხოლმე. არ მინდა.
  ბაჭია წამოხტება, ქალს ხელებს შემოაჭდობს, ოღონდ გულში არ
  იკრავს, თითქოს მაგიურ წრეში მოაქცევს, და თუმცა მისი
  შეხებისგან ქალი შეკრთება და დაკუნთულ თეთრ კისერზე
  მოთავსებულ თავს ატრიალებს, მას მაინც უბრუნდება
  შეგრძნება, რომ კვლავ გაიმარჯვებს ქალზე.
  – შესანიშნავია, – ამბობს ბაჭია, – ეს მართლაც შესანიშნავია.
  – საძაგლობაა, – ამბობს რუთი, – მარგარეტმა ყველაფერი
  მოაწყო, მაგრამ მე... მე სულ ვფიქრობდი...
  – ჰო, – ამბობს კაცი, – დიახ. ყოჩაღი ხარ. ძალზე მიხარია, –
  ამბობს და სახეს ლოყაზე უხახუნებს. ცხვირი სველი აქვს, –
  დაე, იყოს, დაე, იყოს, – ევედრება ქალს.
  რუთი წამით უძრავად დგას, თითქოს საკუთარ აზრებს
  აკვირდება, მერე კი ბაჭიას ხელიდან უსხლტება. სახე აენთება
  და შეშინებული მხეცივით წინ იხრება.
  – არ შემეხო! – ყვირის ისე, თითქოს მის შეხებაში სიკვდილს
  გრძნობს.
  – მიყვარხარ, – ამბობს ბაჭია.
  – ეგ მხოლოდ სიტყვებია. რას ნიშნავს – დაე, იყოს? ცოლად
  მომიყვან?
  – ამას სიამოვნებით გავაკეთებდი.
  – სიამოვნებით გააკეთებდი! შენ ყველაფერს სიამოვნებით
  გააკეთებდი. ცოლზე რას იტყვი? ან შვილზე?
  – არ ვიცი.
  – გაეყრები? არა. შენ სიამოვნებით დარჩებოდი მის ქმრად. შენ
  სიამოვნებით იქნებოდი ყველას ქმარი. რატომ ერთხელ და
  სამუდამოდ არ გადაწყვეტ, რა გინდა?
  – განა არ შემიძლია? არ ვიცი.
  – როგორ შემინახავ? რამდენ ცოლს შეინახავ? შენი სამსახური
  ხუმრობაა და მეტი არაფერი. შენ არაფრისთვის ვარგიხარ. იქნებ
  ოდესმე თამაშობდი კიდეც კალათბურთს, მაგრამ ახლა
  339
  არაფრის კეთება აღარ შეგიძლია. დალახვროს ეშმაკმა, თუ
  დაფიქრებულხარ მაინც, როგორაა ეს ცხოვრება მოწყობილი?
  – გთხოვ, გააჩინე ეს ბავშვი. უნდა გააჩინო.
  – რატომ? შენ რა გადარდებს?
  – არ ვიცი. ყველა შეკითხვაზე კი არა მაქვს პასუხი. მე მხოლოდ
  ვგრძნობ, როდის არის ასე და როდის არა. შენს შემთხვევაში
  ასეა. ჯენისთანაც ზოგჯერ ასე იყო. ზოგჯერ კი სრულიად
  სხვაგვარად.
  – მთავარია, ეგ ვის აინტერესებს. ვის რაში აინტერესებს, შენ
  რას გრძნობ?
  – არ ვიცი, – პასუხობს ბაჭია.
  რუთი კვნესის – ისეთი სახე აქვს, თითქოს გაბრაზებულს
  გადაფურთხება სურს, – შეტრიალდება და კედელს შესცქერის.
  კედელი უსწორმასწოროა – როგორც ჩანს, აქერცლილ
  საღებავზე ახალ ფენას ხშირად უსვამდნენ.
  – მშია. კულინარიაში შევივლი და რამე საჭმელს მოვიტან. მერე
  კი დავფიქრდეთ.
  – ფიქრის მეტს რას ვაკეთებ, – პასუხობს ქალი და ზურგს
  აქცევს, ამჯერად უფრო თამამად, – იცი, სად ვიყავი, შენ რომ
  მოხვედი, იმ დღეს? ჩემს მშობლებთან. მე მშობლები მყავს.
  შეძლებულები არ არიან, მაგრამ ეს არაა მთავარი. ისინი
  დასავლეთ ბრუერში ცხოვრობენ. მათ იციან. ვგულისხმობ, რომ
  რაღაც იციან. მათ იციან, რომ ფეხმძიმედ ვარ. ფეხმძიმობა
  შესანიშნავი სიტყვაა. ეს ყველას შეიძლება დაემართოს.
  დასაფეხმძიმებლად ბევრი ფიქრი არაა საჭირო. სიამოვნებით
  გამოგყვებოდი ცოლად. სიხარულით. ჩემი სიტყვები უკან არ
  მიმაქვს, მაგრამ თუ დავქორწინდებოდით, ყველაფერი კარგად
  იქნებოდა. ახლა შენ იცი. გაეყარე ცოლს, რომელთან ყოფნაც
  თვეში ერთხელ მოგინდება ხოლმე. ან მას გაეყარე, ან მე
  დამივიწყე. ეს შენი გადასაწყვეტია. და თუ არაფრის
  გადაწყვეტა არ შეგიძლია, მე შენთვის მკვდარი ვარ. მეც
  მკვდარი ვარ შენთვის და ეს ბავშვიც. ახლა კი წადი.
  ამ გრძელ ტირადას რუთი წონასწორობიდან გამოჰყავს. საცაა
  ატირდება, მაგრამ არ იმჩნევს. ხელებით სკამის საზურგეს
  ეჭიდება, ცხვირის წვერი უპრიალებს, იგი ბაჭიას შესცქერის და
  340
  რაღაცის თქმა სურს. მთელი ძალით ცდილობს თავის ხელში
  აყვანას. ბაჭიას ეს არ მოსწონს. მას არ უყვარს, როდესაც
  ადამიანები მოვლენებს მიმართულებას აძლევენ. იმის
  მომხრეა, რომ ყველაფერი ბუნებრივად განვითარდეს.
  ბაჭია ნერვიულობს, გრძნობს, რომ ქალი აკვირდება, მისგან
  რაღაც ქმედებას ელის. იგი კი თითქმის არ უსმენდა – ეს
  ყველაფერი ძალზე რთულია და ბუტერბროდთან შედარებით,
  რომლის ყიდვასაც აპირებს, არარეალური. იგი დგება – იმედი
  აქვს, რომ ჯარისკაცურად, – და ამბობს:
  – სამართლიანი მოთხოვნაა. გავერკვევი. რა გიყიდო?
  ბუტერბროდი და ჭიქა რძე, მერე კი გახდის მას, ამ ცხელი,
  დაჭმუჭნილი ბამბის კაბიდან ამოიყვანს და მშვიდად
  დაათვალიერებს გრილი, მკრთალი კანით მოჭიმულ, გაზრდილ
  წელს. ბაჭიას მოსწონს ქალები, რომლებიც პირველად არიან
  ფეხმძიმედ – მათი სხეული ცისკრის შუქითაა განათებული.
  ერთხელაც რომ მოახერხებდეს მასთან სიახლოვეს, მაშინვე
  დაწყნარდებოდა.
  – მე არაფერი მინდა, – ამბობს ქალი.
  – შენთვის ჭამა აუცილებელია.
  – უკვე ვჭამე.
  ბაჭია მის კოცნას ცდილობს, მაგრამ ქალი «არას» ეუბნება,
  თუმცა სულაც არ გამოიყურება მიმზიდველად – მსუქანია,
  გაწითლებული, ნოტიო და ნაირფერი გაწეწილი თმით.
  – ახლავე დავბრუნდები, – ამბობს ბაჭია.
  იგი კიბეზე ეშვება და გრძნობს, რომ ყოველი ნაბიჯის
  გადადგმაზე ახალ-ახალი საზრუნავი უჩნდება. ჯენისი, ფული,
  ეკლზის სატელეფონო ზარი, დედის სახის გამომეტყველება,
  მწარე სიტყვების ტალღას რომ დაატეხს თავს; დანაშაულისა
  და პასუხისმგებლობის გაცნობიერება ორი მუქი ჩრდილივით
  ერწყმის ერთმანეთს მის მკერდში. მარტო ტექნიკური
  დეტალებიც კი – საუბრები, სატელეფონო ზარები, ადვოკატები,
  ფინანსური საკითხები – იმდენად დახლართული ეჩვენება,
  რომ მათ არსებობას ფიზიკურად გრძნობს თავის პირთან,
  სუნთქვა უზომო ძალისხმევას მოითხოვს, ნებისმიერ
  ქმედებას, კარის სახელურზე ხელის მიკარებასაც კი, გრძელი,
  341
  მექანიკური მწკრივის სახიფათო გაგრძელებად აღიქვამს,
  რომელიც
  მის
  გულთან
  ძალზე
  არასაიმედოდაა
  დაკავშირებული. კარის მტკიცე სახელური მის შეხებას
  ეხმაურება და ადვილად ტრიალდება.
  სუფთა ჰაერზე შიში ემატება. თავით ფეხამდე ნერვიული
  ჟრჟოლა დაუვლის ეთერის ბუშტუკებივით. გარემომცველი
  სივრცის შეგრძნება მკერდს უცარიელებს, ბაჭია საფეხურზე
  დგას, ცდილობს საზრუნავი დაახარისხოს. ორი ფიქრი
  ანუგეშებს და წარმოუდგენელი ალტერნატივებით სავსე
  მჭიდრო პაკეტში სინათლის სუსტ სხივს ატარებს. რუთს
  მშობლები ჰყავს და მას ბავშვის დატოვება სურს. შესაძლოა, ეს
  ორი ფიქრი მხოლოდ ერთია ნათესაობის პირდაპირი რიგის
  ვერტიკალში, რაღაც წვრილი მილის მსგავსი, რომელიც დროის
  მართობულად არის დაყენებული, მილისა, რომელშიც ოდნავაა
  გახსნილი ჩვენი მარტოობა. მშობლები რუთსაც ჰყავს და
  ჯენისსაც. ეს აზრი ამ ორივე პიროვნებას აბუნდოვანებს. რჩება
  ნელსონი – რაღაც მყარი, რაც ყოველთვის მასთან უნდა დარჩეს.
  ამ პატარა საყრდენ წერტილზე ცდილობს ყველაფრის
  გაწონასწორებას
  და
  ერთმანეთს
  წინააღმდეგობრივ
  პიროვნებებსა და აზრებს უპირისპირებს: ჯენისსა და რუთს,
  დედასა და ეკლზს, კულინარიისკენ მომავალ სწორ და კარგ
  გზას, სადაც შტაბელებად დაწყობილი ხილი უაბაჟურო
  ნათურითაა განათებული, და მეორე გზას სამარ-სტრიტის
  გავლით ქალაქის დასასრულისკენ. ცდილობს, ქალაქის
  განაპირა მხარე წარმოიდგინოს – უკაცრიელი ბეისბოლის
  მოედანი, ჩაბნელებული ფაბრიკა, შემდეგ ნაკადული და
  გრუნტის გზა. იმის იქით რა არის, თვითონაც არ იცის.
  გაიფიქრებს, რომ ეს, შესაძლოა, დიდი, წიდით მოფენილი
  უშენი ადგილია, და მის სულშიც სიცარიელე ისადგურებს.
  შიშით, ნამდვილი შიშით შეპყრობილი იხსენებს, თუ რამ
  მოუტანა შვება ამას წინათ. ეს იყო ხვრელი, რომლიდანაც
  კაშკაშა ნათება მოდიოდა. იგი ეკლესიის ფანჯარას შესცქერის,
  რომელიც განათებული არაა – ან იმიტომ, რომ ძალიან ღარიბი
  ეკლესიაა, ან იმიტომ, რომ ზაფხულში გვიან ღამდება, ან
  უყურადღებობის გამო, – იგი მხოლოდ ქვის ფასადზე
  არსებული მუქი წრეა.
  ქუჩებში ფარნები ანთია. შეფოთლილი სინათლის კონუსები
  ერთმანეთს ერწყმის და სამარ-სტრიტის უხილავი ბოლოსკენ
  342
  გადაადგილდება. გვერდით, მის მარცხნივ, ერთ-ერთი ფარნის
  ქვეშ, უხეში ასფალტი დასვრეტილ თოვლს წააგავს. ბაჭია
  გადაწყვეტს, კვარტალში გაისეირნოს, შუბლი გაიგრილოს და
  აზრი მოიკრიბოს. სასაცილოა, რომ ის, რაც გამოძრავებს, ძალზე
  მარტივი რამაა, ხოლო სივრცე, რომელშიც უნდა გადაადგილდე,
  ძალზე ვიწრო. ამ სიცხადისგან ძალამოცემული ფეხები
  თანაბარი ნაბიჯით მიიწევენ წინ. სიკეთე შიგნითაა, გარეთ
  არაფერია, იმას კი, რის გაწონასწორებასაც ბაჭია ცდილობდა,
  წონა არ გააჩნია. მოულოდნელად გრძნობს, რომ შიგნით რაღაც
  რეალური აქვს – სუფთა, ღრუ სივრცე მჭიდრო ბადეში. «არ
  ვიცი», – გაზეპირებულივით იმეორებდა რუთის ყველა
  შეკითხვაზე. მან მართლაც არ იცის, როგორ მოიქცეს, სად
  წავიდეს, რა მოხდება. ეჩვენება, რომ აზრი, თითქოს მან
  არაფერი იცის, ისე უსასრულოდ პატარად გადააქცევს, ისე
  მცირედ, რომ მისი დაჭერა შეუძლებელია. ეს სიმცირე
  პირთამდე ავსებს. თითქოს მეტოქეთა გუნდმა გაიგო, რომ იგი
  შესანიშნავი მოთამაშეა და მის წინააღმდეგ ორი კაცი გაამწესა,
  რომლებიც გასაქანს არ აძლევენ, ამიტომ იძულებულია,
  გადაცემა გააკეთოს. ასეც იქცევა და ბურთს სხვები ეუფლებიან,
  მას ხელში აღარაფერი აქვს, ის ორნი კი მშრალზე დარჩნენ,
  იმიტომ, რომ იქ, არსებითად, არც არავინ იყო.
  ბაჭია ტროტუარს უახლოვდება, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ
  მარჯვნივ მობრუნდეს და კვარტალს შემოუაროს, ნაბიჯს
  ქვევით დგამს და იმის შეგრძნებით, რომ ეს შესახვევი ფართო
  მდინარეა, მეორე მხარეს გადადის. მას მომდევნო თოვლის
  ლაქამდე სურს მისვლა. ეს სამსართულიანი აგურის სახლი
  ზუსტად ისეთია, როგორიც ის, რომლიდანაც გამოვიდა, მაგრამ
  ბაჭიას რაღაც ახარებს. საფეხურები და ფანჯრის რაფები
  მოძრაობს და მისი თვალების კუთხეებში ცოცხალივით
  გადაადგილდება. ეს ილუზია თავგზას უბნევს. სანამ ყურებში
  ქარის ზუზუნს იგრძნობს, ხელები თავისით აღიმართება
  ზევით, ქუსლები ჯერ მძიმედ ბრახუნებს ქვაფენილზე, შემდეგ
  კი, სრულიად ძალდაუტანებლად, მასში რაღაც ტკბილი პანიკა
  მატულობს, ნაბიჯი სულ უფრო მსუბუქი, სწრაფი და მშვიდი
  ხდება და იგი გარბის. გარბის. გარბის.
  [1] ეროლ ფლინი – კინომსახიობი, ჰოლივუდის ვარსკვლავი 30343
  40-იან წლებში; მონაწილეობდა სათავგადასავლო და სამხედრო
  ფილმებში.
  [2] მაუსკეტერები – დისნეის «მიკი მაუსის კლუბის» წევრები
  და საბავშვო შოუს მონაწილეები.
  [3] დარლენ გილესპი (დაიბ. 1941 წელს) – ამერიკელი მსახიობი
  ქალი, მონაწილეობდა საბავშვო ფილმებში.
  [4] კარლ პატრიკ ო’ბრაიენი (მეტსახელად «კუბი») – ამერიკელი
  მსახიობი მამაკაცი, მონაწილეობდა საბავშვო ფილმებში.
  [5] ნიმფომანია – გადაჭარბებული სქესობრივი ლტოლვა
  ქალებში, ჰიპერსექსუალურობის სახე.
  [6] უინძორი – ჰალსტუხის კვანძის სახეობა.
  [7] Et cetera (ლათ.) – და ა.შ.
  [8] Oriole (ინგლ.) – მოლაღური.
  [9] ჰილერი ბელოკი (1870-1953) – ინგლისელი მწერალი და
  პოეტი.
  [10] იგულისხმება დურგლის შვილი იესო.
  [11] გერმანული Fastnacht-დან – ყველიერი; კარნავალი.
  [12] უნიატური ეკლესია
  კათოლიკური ეკლესია.
  –
  აღმოსავლური
  ტიპიკონის
  [13]
  დეისტი-დარვინისტი
  –
  მონოთეისტი,
  რომლის
  მტკიცებითაც, ღმერთის არსში ჩაწვდენა მხოლოდ სამყაროს
  ბუნებაზე დაკვირვებით არის შესაძლებელი.
  [14] გოლფის სპეციალური ტერმინები.
  [15] ლეღმა – ყინული ან შეყინული თოვლი, რომელიც დნობას
  იწყებს.
  [16] ფორსაიტია, იგივე ფორზიცია – ცრუჟასმინი, სახელი ეწოდა
  შოტლანდიელი
  ბოტანიკოსის,
  უილიამ
  ფორსაიტის
  პატივსაცემად. ეს მცენარე ჩინეთიდან ევროპაში მან ჩამოიტანა.
  [17] კონფეტი (იტალ. confetti) – ფერად-ფერადი ქაღალდის
  პაწაწინა მრგვალი ნაჭრები.
  344
  [18] როდოდენდრონის სახეობა.
  [19] მიქალი – ბიბლიური მეფე საულის ასული, დავითის ცოლი.
  [20] ზანზარა – ჭაობიანი ადგილი.
  [21] მკვდარი მარყუჟი (ავიაც.) – ფიგურა რთულ პილოტაჟში.
  [22] ჯეიმზის ბიბლია – ბიბლია, რომელიც ინგლისურად
  ითარგმნა ინგლისის მეფე ჯეიმზ I სტიუარტის პატრონაჟით და
  გამოიცა 1611 წელს.
  [23] ქარაფშუტა, თავქარიანი (გერმ.).
  [24] ათანასელები და არიანელები – ადრეული ქრისტიანობის
  
You have read 1 text from Georgian literature.