Latin

ბაჭია, გაიქეცი - 15

Total number of words is 3577
Total number of unique words is 2014
32.1 of words are in the 2000 most common words
46.9 of words are in the 5000 most common words
52.9 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ისტორიას გავიხსენებთ. კარგი? თითქოს ჯარიდან ან სხვა
ადგილიდან დაბრუნდი. ბევრი ქალი გყავდა?
– ჩემი აზრით, აჯობებს, დამშვიდდე და დაიძინო.
– კარგი, სამაგიეროდ უფრო გეყვარები, – იგი ხითხითებს და
განძრევას ცდილობს, – არა, ცუდის თქმას არ ვაპირებ, შენ
კარგი საყვარელი ხარ და მე ბავშვი მაჩუქე.
– ძალზე ნაადრევი ხომ არ არის შენს მდგომარეობაში სექსზე
ლაპარაკი?
– ამას შენ თვლი ასე. მე კი ჩემ გვერდით დაწოლას
შემოგთავაზებდი, მაგრამ ძალზე ვიწრო საწოლია. ო-ოჰ!
– რა არის?
– საშინლად მინდა ლიმონათი.
– რა სასაცილო ხარ.
– შენ თვითონ ხარ სასაცილო. ჩვენი პატარა გოგონა ისე
გაბრაზებული მიყურებდა...
კარის ღიობში ანგელოზისფრთიანი მონაზონი ჩნდება.
– მისტერ ენგსტრომ, დროა.
– მოდი, მაკოცე, – ამბობს ჯენისი. იგი ბაჭიას სახეზე ეხება,
რომელიც იხრება და კვლავ ეთერის სუნს იყნოსავს. ქალის
პირი თბილ ღრუბელს წააგავს. იგი მოულოდნელად იღება და
კაცს ქვედა ტუჩზე კბენს, – არ წახვიდე.
– მხოლოდ ცოტა ხნით. ხვალ ისევ მოვალ.
– მიყვარხარ.
– იცოდე, რომ მეც მიყვარხარ.
ეკლზი ბაჭიას ჰოლში ელოდება.
– როგორ არის?
– შესანიშნავად.
– თქვენ იქ დაბრუნდებით, იმ... სადაც იყავით?
232
– არა, – პასუხობს შეშინებული ჰარი, – არავითარ შემთხვევაში.
ვერ შევძლებ.
– ჩემთან ხომ არ წამოხვალთ?
– არა, თქვენ ისედაც საკმარისად გაწვალდით. შემიძლია,
მშობლებთან წავიდე.
– ძალზე გვიანია მათ გასაღვიძებლად.
– არა, ასე ვერ შეგაწუხებთ, – მან უკვე გადაწყვიტა
მიპატიჟებაზე დათანხმება. ფეხები ბამბასავით აქვს.
– რა შეწუხებაა, მე ხომ სამუდამოდ დასარჩენად არ
გეპატიჟებით, – ამბობს ეკლზი. ხანგრძლივი ღამე მას ნერვებს
უშლის, – თუმცა ოთახების სიმცირეს არ ვუჩივით.
– კარგი, კარგი. ეგრე იყოს. გმადლობთ.
ისინი ჯაჯმაუნთში ნაცნობი გზატკეცილით ბრუნდებიან,
რომელიც დაცარიელებულია, სატვირთო მანქანებიც არ ჩანს.
თუმცა გვიანი ღამეა, ცა შავი კი არა, უცნაური რუხი ფერისაა.
ჰარი უხმოდ გასცქერის გზას საქარე ფანჯრიდან. სხეულიც
გაშეშებული აქვს და სულიც. დაკლაკნილი გზატკეცილი დიდ,
განიერ, სწორ გზას ჰგავს, რომელიც მათ წინ გაიხსნა. ბაჭიას
არაფერი უნდა, გარდა წინსვლისა.
პასტორატს სძინავს. ეკლზს იგი ზემოთ მიჰყავს, ოთახში,
სადაც
საწოლზე
ფოჩებიანი
გადასაფარებელია.
ბაჭია
უხმაუროდ შედის სააბაზანოში, შემდეგ კი, ქვედა საცვლის
გაუხდელად, მოკუნტული წვება მოშრიალე სუფთა ზეწრებში
და ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები ადგილი დაიკავოს. იგი
საწოლის კიდეზე წევს და ისევე აფარებს ძილს თავს, როგორც
კუ – თავის ბაკანს. ამაღამ სიზმარი ბნელი, მოჩვენებითი
სამეფო კი არ არის, რომელმაც მისი ფხიზელი სული უნდა
დაიმორჩილოს, არამედ გამოქვაბული მასშივე, სადაც იგი
მიცოცავს და თან უსმენს, თუ როგორ კაწრავს წვიმა ფანჯარას
დათვის ბრჭყალებით.
***
მზის შუქი, ეს ბებერი ოინბაზი, ოთახს პირთამდე ავსებს.
233
ტიულჩამოფარებული ფანჯრის ორივე მხარეს, საიდანაც
შემოღვრილი სინათლე კარაქივით ესმება კონვერტებისგან
აქოჩრილ საწერ მაგიდას, თითო ვარდისფერი სავარძელი დგას.
მაგიდის თავზე ასევე ვარდისფერში გამოწყობილი ქალის
პორტრეტი ჰკიდია, რომელიც მნახველს პირდაპირ თვალებში
შესცქერის. კარს იქიდან ქალის ხმა ისმის.
– მისტერ ენგსტრომ, მისტერ ენგსტრომ.
– დიახ, დიახ, – ხრინწიანი ხმით პასუხობს იგი.
– უკვე პირველის ოცი წუთია. ჯეკმა მთხოვა, გადმომეცა, რომ
საავადმყოფოში მიღების საათები პირველიდან სამამდეა, –
ბაჭია ხვდება, რომ ეს ჯეკის მკვირცხლი, მოჟღურტულე ცოლია,
რომელიც ისე ამთავრებს წინადადებას, თითქოს საცაა უნდა
დაამატოს, რა ჯანდაბას აკეთებთ ჩემს სახლში?
– გასაგებია. კარგი. ახლავე გამოვალ.
იგი სწრაფად მოირგებს კაკაოსფერ შარვალს, რომელიც გუშინ
საღამოსაც ეცვა, და სააბაზანოსკენ მიემართება. თან
ფეხსაცმელები, წინდები და პერანგი მიაქვს. უსიამოვნო
განცდა ეუფლება, თითქოს ყველაფერი ჭუჭყიანია, ამიტომ
დროს წელავს, რათა ისინი ჩაცმამდე ცოტათი მაინც გაანიავოს.
ნამძინარევს, თუმცა სადაც კი მოახერხა, წყალი ყველგან
შეისხა, ეს ყველაფერი სააბაზანოდან გამოაქვს და კიბეზე
ფეხშიშველი, მაისურის ამარა ეშვება.
ეკლზის პატარა ცოლი დიდ სამზარეულოში ელოდება.
ამჯერად ხაკისფერი შორტები აცვია. მაშიებიდან ლაქწასმული
ფრჩხილები მოუჩანს.
– როგორ გეძინათ? – ეკითხება მაცივრის გამოღებული კარიდან.
– მკვდარივით. სიზმარიც კი არ მინახავს.
– აი, რას ნიშნავს სუფთა სინდისი, – ამბობს ქალი და მაგიდაზე
ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქას ელეგანტური წკრიალით
დგამს. ბაჭიას ეჩვენება, რომ ქალი სწრაფად აცილებს თვალს
მაისურში გამოწყობილ კაცს.
– ნუ წუხდებით, გეთაყვა. ბრუერში ვისაუზმებ.
– ერბოკვერცხის ან სხვა რამის მომზადებას არ ვაპირებ.
გიყვართ ხორბლის ბურბუშელა?
234
– ვაღმერთებ.
– ძალიან კარგი.
ფორთოხლის წვენი ბაჭიას პირში გემოს უუმჯობესებს. იგი
ქალის ფეხებს აკვირდება – როდესაც ქალი მაგიდაზე ჭურჭელს
აწყობს, მუხლების ქვემოთ ძარღვები უთრთის.
– ფროიდი როგორ არის? – ეკითხება ბაჭია. მან იცის, რომ ეს,
შესაძლოა, ცუდად დამთავრდეს, – იმ საღამოსთან ერთად ქალს
ისიც გაახსენდება, საჯდომზე ხელი რომ მოუთათუნეს.
სასაცილოა, მაგრამ მისის ეკლზის თანდასწრებით ისეთი
შეგრძნება უჩნდება, თითქოს თვითონ არის აქაურობის ბატონპატრონი და, მაშასადამე, უცოდველი.
ქალი ტრიალდება, ტუჩებს შიგნიდან ენით ილოკავს, რის
გამოც პირი ებრიცება, და კაცს ცივ, ჩაფიქრებულ მზერას
მიაპყრობს. ბაჭია იღიმება – ასეთი გამომეტყველება აქვს
უფროსკლასელ ახტაჯანა გოგოს, რომელსაც სურს აჩვენოს,
რომ იმაზე მეტი იცის, ვიდრე ლაპარაკობს.
– როგორც ყოველთვის. რძით თუ ნაღებით?
– რძით. ნაღები ძალზე სქელია. ხალხი სად არის?
– ჯეკი ეკლესიაშია. ალბათ, თავის რომელიმე მცირეწლოვან
დამნაშავეს პინგ-პონგს ეთამაშება. ჯოისსა და ბონის სძინავთ,
თუ რატომ – მხოლოდ ღმერთმა იცის. მთელი დილის
განმავლობაში
სტუმრებისთვის
განკუთვნილ
ოთახში
შემოსვლას ლამობდნენ, რათა ურჩი ბიძიასთვის თვალი
მოეკრათ. ძლივს დავაკავე.
– ვინ უთხრა, რომ მე ურჩი ბიძია ვარ?
– ჯეკმა. საუზმის დროს თქვა: «გუშინ ჩვენთან ერთი ურჩი
ბიძია მოვიყვანე, რომელიც მალე დამჯერე გახდება».
პატარებმა მის ყველა სამეურვეო ბავშვს მეტსახელი შეარქვეს:
თქვენ – ურჩი ბიძია, მისტერ კარსონს, ლოთს – სულელი ბიძია,
მისის მაკმილანს – დეიდა, რომელიც ღამღამობით რეკავს
ხოლმე. არის კიდევ აბეზარი ბიცოლა, ბიძია სმენის აპარატი,
დეიდა გვერდითი კარი და ბიძია ჩხარუნა. ჩხარუნა, საერთოდ,
ლაპარაკის მოყვარული არ არის, სიტყვას ვერ დააცდენინებ,
მაგრამ ერთხელ ბავშვებს ცელულოიდის ხრიალა მოუტანა და
მას
დილიდან
დაღამებამდე
ახმაურებდნენ.
იქიდან
235
მოყოლებული, იგი ჩვენი ჩხარუნაა.
ბაჭია იცინის, ლუსი კი ბურბუშელასა და ბევრ რძეს აძლევს, –
რუთთან თვითონ ისხამდა რძეს; მას სულ ოდნავ დამბალი
ბურბუშელა უყვარს, როდესაც ორივე კომპონენტი თანაბრადაა
აღებული, – და მხიარულად განაგრძობს ლაქლაქს.
– ერთხელ ამის გამო დიდი უსიამოვნება მოხდა. ჯეკი
ტელეფონით მრევლის საბჭოს ერთ-ერთ წევრს ესაუბრებოდა.
უეცრად თავში გაუელვა, რომ კარგი იქნებოდა ჩვენი მუნჯის
გამხნევება, მისთვის ეკლესიაში რაიმე საქმის გამონახვა, ჰოდა,
არც აცია, არც აცხელა და თქვა: «რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენი
ჩხარუნა რომელიმე კომიტეტის თავმჯდომარედ დავნიშნოთ?»
საბჭოს წევრმა ჰკითხა: «ჩვენი ვინ?». ჯეკი მიხვდა, რაც თქვა
და, ნაცვლად იმისა, რომ სიტყვა ბანზე აეგდო, როგორც
ნებისმიერი ჭკუათამყოფელი იზამდა, თანამოსაუბრეს მთელ
ისტორიას მოუყვა, იმის ჩათვლით, თუ როგორ დაარქვეს
ბავშვებმა მას ჩხარუნა. ცხადია, ამ ამბავმა გაბღენძილი მოხუცი
ვერ გააცინა. აღმოჩნდა, რომ ის და ჩხარუნა მეგობრები იყვნენ
და ხშირად სადილობდნენ ბრუერში. ასეთია ჩვენი ჯეკი –
ყოველთვის ზედმეტს ამბობს ხოლმე. ახლა კი ის მოხუცი
მრევლის საბჭოს წევრი ყველას უყვება, თუ როგორ დასცინოდა
პასტორი საბრალო ჩხარუნას.
ბაჭია კვლავ იცინის. მის წინ ყავა ჩნდება პატარა,
ოქროსმონოგრამიანი ფინჯნით, ლუსი კი მეორე ასეთივე
ფინჯნით მაგიდასთან მის პირდაპირ ჯდება.
– მაშასადამე, მან თქვა, რომ მალე დამჯერე გავხდები.
– დიახ. სიხარულისგან მეცხრე ცაზეა. სახლიდან გასვლისას
ლამის მღეროდა. თვლის, რომ ეს პირველი სასარგებლო საქმეა,
რომელიც მან ჯაჯმაუნთში ჩამოსვლის შემდეგ გააკეთა.
– არ ვიცი, ასეთი რა გააკეთა, – ამბობს ბაჭია მთქნარებით.
– არც მე, მაგრამ მას რომ მოუსმინოთ, ყველაფერმა მის
მხრებზე გადაიარა.
მინიშნება, რომ მას რაღაცის გაკეთება აიძულეს, ბაჭიას
კრიტიკულად განაწყობს. იგი ცალყბად იღიმება.
– შეუძლებელია! ასე ამბობს?
236
– განუწყვეტლივ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ძალიან უყვარხართ.
– მე ყველას ვუყვარვარ.
– მეც სულ ეს მესმის. საბრალო მისის სმიტი ხომ მოაჯადოეთ.
საოცრებად გთვლით.
– არ ეთანხმებით?
– ალბათ, ჯერ პატარა ვარ და ვერ ვხვდები. სამოცდაცამეტი
წლის რომ ვიყო, შესაძლოა... – მას ფინჯანი ტუჩებთან მიაქვს,
ხრის და ორთქლთან სიახლოვის გამო ვიწრო ცხვირზე ჭორფლი
უფრო მკვეთრად მოუჩანს. ჯიუტი გოგონაა. დიახ, დიახ,
აშკარაა, რომ ჯიუტი გოგონაა. ქალი ფინჯანს მაგიდაზე დგამს
და კაცს მრგვალი მწვანე თვალებით შესცქერის. ბაჭიას
ეჩვენება,
რომ
იგი
წარბებს
შორის
არსებული
სამკუთხედიდანაც უყურებს და დასცინის, – მომიყევით, რას
ნიშნავს ახალი ცხოვრების დაწყება. ჯეკი იმედს არ კარგავს,
რომ გამოვსწორდები. მინდა ვიცოდე, რა მელის. თქვენ
«ხელახლა დაიბადეთ»?
– ვერაფერს გეტყვით. თავს ძველებურად ვგრძნობ.
– ყოველ შემთხვევაში, ძველებურად აღარ იქცევით.
– მართლა? – ბურტყუნებს იგი და სკამზე ცქმუტავს.
რატომ არის ბაჭია უგუნებოდ? ქალს სურს, მას დედიკოს
სულელ ბიჭად აგრძნობინოს თავი, მხოლოდ იმიტომ, რომ
ცოლთან
დაბრუნება
უნდა.
მართლაც
აღარ
იქცევა
უწინდებურად, ამ ქალთანაც სხვაგვარად გრძნობს თავს,
ისეთი უდარდელი აღარაა, როგორიც იმ დღეს, როდესაც
დაუფიქრებლად წამოარტყა საჯდომზე ხელი.
– გუშინ საღამოს, როდესაც აქეთ მოვდიოდით, ისეთი გრძნობა
დამეუფლა, თითქოს ჩემ წინ სწორი გზა იყო, ადრე კი
მეჩვენებოდა, რომ ბუჩქებში დავიკარგე და სულერთი იყო,
სადაც წავიდოდი.
პატარა სახე ყავის ფინჯნის ზემოთ, რომელიც ქალს ორივე
ხელით სუპით სავსე ჯამივით უჭირავს, აღტაცებას
გამოხატავს. ბაჭია ელოდება, როდის გაიცინებს ქალი, მაგრამ ის
მხოლოდ უსიტყვოდ იღიმება. ვუნდივარ, ფიქრობს კაცი.
შემდეგ ჯენისს იხსენებს, მის პარალიზებულ ფეხებს, მის
237
ლაქლაქს ფეხის თითების, სიყვარულისა და ლიმონათის
შესახებ, და, შესაძლოა, ეს ფიქრი დაღს ასვამს სახეზე,
ვინაიდან ლუსი ეკლზი მისკენ ტრიალდება და დანანებით
ამბობს:
– მგონი, დროა, მაგ შესანიშნავ სწორ გზას გაუყვეთ. პირველს
უკვე ოცი წუთი აკლია.
– რა დრო სჭირდება ავტობუსის გაჩერებამდე ფეხით მისვლას?
– ცოტა. რომ არა ბავშვები, საავადმყოფომდე მანქანით
მიგიყვანდით, – იგი მიაყურადებს, – ძაღლი ახსენე, ჯოხი
გვერდზე მოიგდეო: ერთი უკვე მოდის.
როდესაც ბაჭია წინდებს იცვამს, უფროსი გოგონა შარვლის
ამარა შემოტანტალდება სამზარეულოში.
– ჯოის! – ლუსი, რომელსაც ცარიელი ფინჯნები ონკანისკენ
მიაქვს, შუა გზაზე ჩერდება, – ახლავე წადი და დაწექი.
– გამარჯობა, ჯოის, – ამბობს ბაჭია, – ურჩი ბიძიას სანახავად
მოხვედი?
ჯოისი მას გაფართოებული თვალებით შესცქერის და ზურგით
კედელს ეხახუნება. შარვლიდან ღრმააზროვნად მოუჩანს
ოქროსფერი მუცელი.
– ჯოის, ვერ გაიგე, რაც გითხარი?
– რატომ არის ბიძია უპერანგოდ? – მკაფიოდ წარმოთქვამს
გოგონა.
– არ ვიცი, – პასუხობს დედა, – ალბათ, ფიქრობს, რომ ლამაზი
მკერდი აქვს.
– მე მაისური მაცვია, – ამბობს ბაჭია. უკვირს, რომ ამას თითქოს
ვერც დედა ამჩნევს და ვერც შვილი.
– ეს მისი ბიუსტია? – კითხულობს ჯოისი.
– არა, ძვირფასო, ბიუსტი მხოლოდ ქალებს აქვთ. ჩვენ ეს უკვე
ვისწავლეთ.
– კი ბატონო, თუ ეს ყველას ნერვებს უშლის, – ამბობს ბაჭია და
ნაცრისფერსაყელოიან დაჭმუჭნილ პერანგს იცვამს. ბაჭიამ იგი
კლუბ «კასტანიეტებში» წასვლის წინ მოირგო. პიჯაკი არა აქვს:
238
რუთისგან წამოსვლისას ძალზე ჩქარობდა, – კარგი, – ამატებს
და პერანგს შარვალში იტანიებს, – დიდი მადლობა.
– არაფრის, – ამბობს ლუსი, – ახლა კი ჭკვიანად.
დედა-შვილი ბაჭიას დერეფანში მიუძღვება. ლუსის თეთრი
ფეხები გოგონას შიშველ ტანს ერწყმის. პატარა ჯოისი კაცს
თვალს არ აცილებს. ბაჭიას ვერ გაუგია, რატომაა გოგონა
შეფიქრიანებული. ბავშვებსა და ძაღლებს სხვანაირი ალღო
აქვთ. იგი ცდილობს, გაარკვიოს, გულისხმობდა თუ არა
სიტყვები «ახლა კი ჭკვიანად» დაცინვას, და საერთოდ, რას
ნიშნავდა. ნეტავ მართლა მიეყვანა საავადმყოფომდე. მას
უნდა, ძალიან უნდა მასთან ერთად მანქანაში ჩაჯდომა.
იმიტომ კი არა, რომ რამე უქნას, არა, მხოლოდ ვითარებაში
გასარკვევად. იგი ფეხს ითრევს და მათ შორის ჰაერი მკვეთრად
იჭიმება.
ისინი კართან დგანან, ის და ეკლზის ცოლი გადატკეცილი
ბავშვური კანით. ქვემოდან მათ ჯოისი შესცქერით, რომელსაც
ფართო ტუჩები და სქელი წარბები აქვს, უფრო ქვემოთ კი
ლუსის
ლაქწასმული
ფრჩხილები
ელავს

ნოხზე
მოთავსებული პატარა წითელი ნიჟარების ორი რიგი. ბაჭია
საჰაერო სიმებზე უარყოფის მანიშნებელ ბგერას გამოსცემს და
ხელს კარის სახელურს ჰკიდებს. სულელური აზრი, რომ
ბიუსტი მხოლოდ ქალებს აქვთ, აეკვიატა და არ ასვენებს. მას
ლუსის ფრჩხილებიდან მზერა ჯოისის ყურადღებიან სახეზე
გადააქვს, იქიდან კი დედამისის ბიუსტზე – ორ წვეტიან
გირჩაზე ბლუზის ქვეშ, რომლის თხელი ქსოვილიდან
ბიუსტჰალტერის თეთრი ჩრდილი მოჩანს. როდესაც მისი და
ქალის თვალები ერთმანეთს შეხვდება, სიჩუმეში რაღაც
განსაცვიფრებელი გაიბრწყინებს. ლუსი თვალს უკრავს,
ელვისებურად. იქნებ მოეჩვენა? ბაჭია სახელურს ატრიალებს
და მზით განათებულ ბილიკზე გადის. მკერდში ტკაცუნი
გაისმის, თითქოს შიგნით რომელიღაც სიმი გაწყდა.
***
საავადმყოფოში ბაჭიას ეუბნებიან, რომ ჯენისს ცოტა ხნით
ბავშვი მიუყვანეს და კარგი იქნება, თუ ცოტას მოიცდის. იგი
239
მოქრომულსახელურებიან სავარძელში ზის და ჟურნალ
«ქალის დღეს» ფურცლავს, როდესაც ჰოლში მაღალი ქალი
შემოდის
უკან
გადავარცხნილი
ჭაღარა
თმითა
და
მოვერცხლისფრო, ოდნავ დანაოჭებული კანით. ბაჭიას მისი
სახე ისე ეცნაურება, რომ თვალს ვერ აცილებს. ამას ქალიც
შეამჩნევს და გამოელაპარაკება, თუმცა იგრძნობა, რომ არ
ეხალისება. ნეტავ ვინ არის? შორეული წარსულიდან რაღაც
ნაცნობი ამოტივტივდება. ქალი უხალისოდ შესცქერის სახეში
და ეუბნება:
– თქვენ მარტის ყოფილი მოწაფე ხართ. მე კი ჰარიეტ ტოთერო
გახლავართ. მახსოვს, ერთხელ ჩვენთან სადილად იყავით.
ახლავე გავიხსენებ, რა გქვიათ.
დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ ბაჭიას იგი იმიტომ კი არ ახსოვს,
რომ მათთან ისადილა, არამედ იმიტომ, რომ ერთხელ ქუჩაში
შეხვდა. ჯაჯმაუნთის უფროსკლასელთა უმრავლესობამ
კარგად იცოდა, რომ ტოთერო ქალების მუსუსი იყო და მათ
უმანკო თვალებში მისი ცოლი ცეცხლის ალში გახვეულ
მსხვერპლს წარმოადგენდა, ცოდვის ცოცხალ აჩრდილს. ეს
ქალი მათში არა მარტო სიბრალულს, არამედ რაღაც არაჯანსაღ
ცნობისმოყვარეობასაც იწვევდა. თვითონ ტოთერო ისეთი
ყბედი და მასხარა იყო, რომ ყველაფერი ხახვივით შერჩებოდა
ხოლმე. სამაგიეროდ, ყველა მისი ცოდვა მის მაღალ,
ვერცხლისფერკანიან, მკაცრი შესახედაობის მეუღლეში იყრიდა
თავს და მისგან ისეთი ელექტრული მუხტი მოდიოდა, რომ
მათ ჭაბუკურ გონებას უბინდავდა და აიძულებდა, შიშითა და
დარცხვენით აერიდებინათ მისთვის თვალი. ჰარი დგება და
გაოცებული აღმოაჩენს, რომ სამყარო, რომელშიც ეს ქალი
ცხოვრობს, ახლა მისიც გამხდარა.
– მე ჰარი ენგსტრომი ვარ, – ამბობს იგი.
– დიახ, დიახ, გამახსენდა. თქვენით ძალზე ამაყობდა და
ხშირად გახსენებდათ. ცოტა ხნის წინაც კი.
ცოტა ხნის წინ. ნეტავ რა უთხრა? იცის თუ არა მათი
თავგადასავლების შესახებ? ხომ არ კიცხავს? სკოლის
მასწავლებლის მოგრძო სახე, როგორც ყოველთვის, არაფერს
ამჟღავნებს.
– გავიგე, ავად ყოფილა.
240
– დიახ, ჰარი, ავადაა. თანაც მძიმედ. ორჯერ დაეცა დამბლა.
მეორედ უკვე საავადმყოფოში.
– აქ წევს?
– დიახ. ხომ არ ინახულებდით? ძალიან გაუხარდება. სულ
ერთი წუთით. მასთან ცოტა ვინმე თუ მოდის სანახავად.
სკოლის მასწავლებლისთვის ეს ტრაგედიაა – შენ ბევრი
გახსოვს, მაგრამ ცოტას თუ ახსოვხარ.
– რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვინახულებ.
– მაშინ გამომყევით, – ისინი დერეფანს მიუყვებიან და ქალი
ამბობს, – ვშიშობ, ძალზე შეცვლილი მოგეჩვენებათ.
ამ სიტყვების აზრს ბაჭია ბოლომდე ვერ ხვდება. მას
ყურადღება ქალის კანზე გადააქვს და ცდილობს, გაარჩიოს,
მართლაც შედგება თუ არა იგი ერთმანეთზე გადაკერებული
უამრავი ხვლიკის ტყავისგან, მაგრამ მხოლოდ კეფასა და
ხელებს ხედავს.
პალატაში
მხოლოდ
ტოთეროა.
სასთუმლის
გარშემო
ჩამოკიდებული თეთრი ფარდები თითქოს რაღაცას ელიან.
ფანჯრის რაფებზე მწვანე მცენარეები ბეჯითად გამოყოფენ
ჟანგბადს.
ღია
ფრამუგებიდან[26]
ოთახი
ზაფხულის
სურნელით ივსება. ქვემოთ, ხრეშზე, ვიღაცის ფეხის ხმა ისმის.
– სტუმარი მოგიყვანე, ძვირფასო. რაღაც სასწაულის ძალით იგი
მისაღებში აღმოჩნდა.
– გამარჯობა, მისტერ ტოთერო. ჩემმა მეუღლემ იმშობიარა.
ამ
სიტყვებით
იგი
ანგარიშმიუცემლად
უახლოვდება
ტოთეროს. საწოლზე მობუზული მოხუცის სახე, გვერდზე
მოქცეული პირითა და უმწეოდ გადმოვარდნილი ენით, მას
თავზარს სცემს. ტოთეროს ჭაღარა წვერ-ულვაში ბალიშზე
ყვითლად მოჩანს, იაფფასიანი კანფეტის ქაღალდის მსგავსი
ზოლიანი პიჟამის სახელოებიდან წვრილი მაჯები გამოჩრილა.
ბაჭია მას ხელს უწვდის.
– იგი ხელს ვეღარ ერევა, ჰარი. სრულიად უმწეოა. მაგრამ
დაელაპარაკეთ. ჯერჯერობით კიდეც ხედავს და კიდეც ესმის.
მისი რბილი, მოთმინებით აღსავსე ხმა ავის მომასწავებლად
ისმის, როგორც უსიტყვო სიმღერა ცარიელ ოთახში.
241
ვინაიდან ჰარიმ ხელი უკვე გაიწვდინა, იგი ტოთეროს ხელის
ზურგზე უთათუნებს. სიმშრალის მიუხედავად, თხელი,
აბურძგნილი ბეწვით დაფარული ხელი თბილია, რომელსაც
ავადმყოფი
მოულოდნელად
ხელისგულით
ზემოთ
შეატრიალებს და ისე შეაგებებს, რაც ბაჭიას თავზარს სცემს. იგი
თითებს გამოსტაცებს და საწოლის გვერდით მდგარ სკამზე
ჯდება. მისი ყოფილი მწვრთნელი ძლივს შესამჩნევად
ტრიალდება სტუმრისკენ. ლოყები ისე ჩასცვივნია, რომ
თვალები ლამის ორბიტიდან გადმოუცვივდეს. ხმა უნდა
ამოიღოს, ლაპარაკია საჭირო.
– ჩემმა ცოლმა გოგონა გააჩინა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ,
– ამბობს ბაჭია ხმამაღლა, – რომ ჯენისთან დაბრუნებაში
დამეხმარეთ. ძალზე გულკეთილი იყავით ჩემდამი.
ტოთერო ენას გამოყოფს და თავს მიაბრუნებს, რათა ცოლს
შეხედოს. რაღაცის თქმას აპირებს, ყბის ზემოთ კუნთი
უთრთის, ტუჩები უნაოჭდება, ნიკაპი მაჯისცემის სიჩქარით
უკანკალებს. პირი რამდენიმე ხმოვან ბგერას გამოსცემს. ჰარი
მისის ტოთეროსკენ ტრიალდება იმ იმედით, რომ ნათქვამის
გაშიფვრაში დაეხმარება, მაგრამ, მისდა გასაოცრად, ქალი სხვა
მხარეს იყურება – ფანჯრიდან ცარიელ, მწვანე ეზოს გასცქერის.
სახე ფოტოსურათს მიუგავს.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქალს ქმრის მდგომარეობა არ
ადარდებს? თუ ასეა, იქნებ ტოთეროს მარგარეტის შესახებ
უნდა უამბოს? მაგრამ რა უთხრას ისეთი, რომ გული
გაუხაროს?
– მე გამოვსწორდი, მისტერ ტოთერო. ვიმედოვნებ, თქვენც
მალე გამოჯანმრთელდებით და წამოდგომას შეძლებთ.
გაღიზიანებული ტოთერო სწრაფად აბრუნებს თავს ძველ
მდგომარეობაში, თვალებს ოდნავ აელმებს და წუთით ისეთი
აზრიანი გამოხედვა აქვს, რომ ჰარის ეჩვენება, ახლა რაღაცას
მეტყვისო, თითქოს ეს პაუზა მხოლოდ ძველი პედაგოგიური
ხერხია – დუმილი, სანამ მსმენელი ყურადღებას არ მოიკრებს.
მაგრამ პაუზა გრძელდება და იბერება, თითქოს სამოცი წლის
შემდეგ, ფრაზების ერთმანეთისგან გამოცალკევებას რომ
მიეჩვია, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი სიცოცხლე შეიძინა,
სიმსივნესავით გაფართოვდა და ყველა სიტყვა გადაყლაპა.
მაგრამ სიჩუმის პირველ წუთებში ტოთეროდან რაღაც ძალა
242
მოდის, მისი სული ინტენსიურად ასხივებს უხილავ, უსუნო
სხივებს. ამიტომ მის თვალებში ნაპერწკალი ქრება, ყავისფერი
ქუთუთოები იღება და ვარდისფერ ჟელესმაგვარ მასას აჩენს,
ტუჩები იხსნება, პირიდან კი ენის წვერი მოიწევს.
– ახლა უნდა წავიდე და ცოლი ვინახულო, – ამბობს ჰარი, –
გუშინ იმშობიარა. გოგო შეგვეძინა.
მოულოდნელად
კლაუსტროფობია
ეძალება,
თითქოს
ტოთეროს თავის ქალაში იჯდეს. ადგომისას ეშინია, რომ თავი
პალატის თეთრ ჭერს არ მიარტყას, თუმცა იქამდე რამდენიმე
იარდია.
– დიდი მადლობა, ჰარი. ვიცი, რომ თქვენი დანახვა ძალიან
გაუხარდა, – ამბობს მისის ტოთერო, მაგრამ მისი ხმის
მიხედვით ბაჭია გრძნობს, რომ გამოცდაზე ჩაფლავდა. იგი
გაუშვეს და ახლა ზამბარისებრი ნაბიჯით მიუყვება დერეფანს.
იმის გამო, რომ ჯანმრთელადაა, რომ ახალ, ზნეობრივ
ცხოვრებას შეუდგა, ჰაერი, საავადმყოფოს დერეფნების
ანტისეპტიკური ჰაერიც კი კეთილსურნელებით ივსება. მაგრამ
ჯენისთან ვიზიტი იმედს უცრუებს. შესაძლოა, მას ჯერაც
მაჯლაჯუნასავით
აწვება
ტოთეროს
სახე,
რომელიც
მკვდარივით გაშოტილა. შესაძლოა, ეთერის ზემოქმედებიდან
გამოსულ ჯენისს ახსენდება, თუ როგორ მოექცა ქმარი. იგი
ჩივის, რომ გაკერილი ადგილები საშინლად სტკივა, ხოლო
როდესაც ჰარი კვლავ ცდილობს სინანულის გამოხატვას, ქალი
აშკარად მოიწყენს. ბაჭიას ისიც უმძიმებს გულს, რომ ვერავის
ასიამოვნა. ჯენისი ეკითხება, ყვავილები რატომ არ მომიტანეო.
პასუხობს, რომ ვერ მოასწრო, უყვება, სად გაათია ღამე, და
ჯენისიც, რა თქმა უნდა, მისის ეკლზის აღწერას სთხოვს.
– შენსიმაღლეა და ჭორფლიანი, – ფრთხილად პასუხობს იგი.
– შესანიშნავი ქმარი ჰყავს. ყველა უყვარს.
– ჰო, კარგი ბიჭია, ოღონდ ნერვებს მიშლის.
– შენ ყველა ნერვებს გიშლის.
– ტყუილია. მარტი ტოთერო არ მიშლიდა არასოდეს ნერვებს.
ახლახან ვნახე საბრალო მოხუცი დერეფნის იქით მდებარე
პალატაში. გაშოტილა და სიტყვის თქმასაც ვერ ახერხებს,
მარტო თავს აქნევს.
243
– იმის თქმა გინდა, რომ ის ნერვებს არ გიშლის, მე კი გიშლი,
არა?
– ამგვარი არაფერი მითქვამს.
– რა თქმა უნდა. ოჰ, ეს დაწყევლილი ნაკერები, ეკლიან
მავთულებს ჰგავს. მე ისე გიშლიდი ნერვებს, რომ გაიქეცი და
ორი თვე აღარ გამოჩენილხარ. უფრო მეტიც კი.
– ღმერთო ჩემო, ჯენის. შენ ტელევიზორთან ჯდომისა და
დალევის მეტს არაფერს აკეთებდი. თავს არ ვიმართლებ,
მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს კუბოში ცოცხლად
ჩამდეს. იმ საღამოს, როდესაც თქვენი სახლის სიახლოვეს
მანქანაში ჩავჯექი, მაშინაც კი შემეძლო ნელსონისთვის
შემევლო და შინ დავბრუნებულიყავი, მაგრამ როგორც კი
მუხრუჭს ფეხი ავუშვი...
ქალის სახე კვლავ მოწყენილობას გამოხატავს. თავს ისე
აქნევს, თითქოს ბუზებს იგერიებსო.
– ჯანდაბა, – ამბობს ბაჭია.
ეს ბოლო წვეთია, რომელიც ქალს მოთმინების ფიალას უვსებს.
– როგორც ვხედავ, იმ ბოზთან ცხოვრებამ მეტყველება ვერ
გამოგისწორა.
– სულაც არ არის ბოზი. უბრალოდ, ხან ვისთან იწვა და ხან
ვისთან. იცი, რამდენია მისნაირი? იმის თქმა მინდა, რომ თუ
ყველა გაუთხოვარ ქალს ბოზს ვუწოდებთ...
– ახლა სად აპირებ ცხოვრებას? სანამ საავადმყოფოში ვარ.

ვფიქრობდი,
ნელსონთან
დავბრუნდები-მეთქი.
ერთად
ჩვენს
ბინაში
– არა მგონია, ეგ შესაძლებელი იყოს. ორი თვეა, გადასახადი არ
გადაგვიხდია.
– როგორ? არ გადაგიხდია?
– ღმერთო ჩემო, ჰარი. ძალზე ბევრს ითხოვ. იქნებ გგონია, რომ
ჩვენი ბინის ქირას მამაჩემი გადაიხდის? მე ფული არა მაქვს.
– ბინის პატრონი უკვე მოვიდა? ჩვენი ავეჯი სადაა? ქუჩაში
გაიტანა?
244
– არ ვიცი.
– არ იცი? აბა, რა იცი? რას აკეთებდი მთელი ეს დრო? გეძინა?
– შენს ბავშვს ვატარებდი მუცლით.
– დალახვროს ეშმაკმა, ნუთუ სხვაზე არაფერზე ფიქრობდი?
უბედურება ისაა, ჩემო კარგო, რომ ყველაფერი ფეხებზე
გკიდია. გკიდია და მორჩა.
– რადგან შენ იტყვი.
ბაჭია ცდილობს თავისივე სიტყვებს ყური დაუგდოს,
აგონდება, რას გრძნობდა წუხელ, და გარკვეული დროის
გასვლის შემდეგ ყველაფერს თავიდან იწყებს.
– მომისმინე, მიყვარხარ, – ამბობს იგი.
– მე კი შენ მიყვარხარ. ოცდახუთცენტიანი თუ გაქვს?
– ალბათ, მაქვს. ახლავე ვნახავ. რისთვის გჭირდება?
– თუ მონეტას ამ ჭრილში ჩააგდებ, – ჯენისი ტელევიზორზე
მიუთითებს, რომელიც მაღალ სადგარზეა მოთავსებული, რათა
ავადმყოფებმა საწოლიდანაც დაინახონ ეკრანი, – ერთი საათის
განმავლობაში ჩართული იქნება. ორ საათზე ერთი სულელური
გადაცემაა, რომელსაც მე და დედა შინ ყოველდღე
ვუყურებდით.
ბაჭია ზის და ნახევარი საათის განმავლობაში მისჩერებია, თუ
როგორ არ აძლევს გასაქანს მოკლედ თმაშეკრეჭილი წამყვანი
ოჰაიოს შტატის ქალაქ აკრონისა და კალიფორნიის შტატის
ქალაქ ოკლენდის ასაკიან ქალებს. საქმე ის არის, რომ ეს
ქალები თავიანთი ტრაგედიის შესახებ ჰყვებიან, შემდეგ კი
გამომუშავებული აპლოდისმენტების შესაბამისად, გარკვეულ
თანხას იგებენ. მაგრამ იმ დროისთვის, როდესაც წამყვანი
ახალი საქონლის რეკლამირებას დაასრულებს და ქალებსაც
საკმარისად
გაეხუმრება
შვილიშვილებისა
თუ
მათი
ახალგაზრდული ვარცხნილობის შესახებ, აღმოჩნდება, რომ
ტრაგედიებისთვის დრო თითქმის აღარ რჩება. ბაჭია ელოდება,
რომ წამყვანი, რომელიც, ტემპის მიუხედავად, სიტყვებს
ებრაელების მსგავსად მკაფიოდ წარმოთქვამს, ახლა «მაგიური
სახეხელას» რეკლამაზეც გადავა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ
საქონელმა ჯერაც ვერ შეაღწია ბიზნესის უმაღლეს სფეროებში.
245
პროგრამას არა უშავს: ხელოვნური ქერათმიანი ქალიშვილები –
ტყუპი მოქანავე საჯდომებით – ქალებს მიკროფონებისა და
კაბინებისკენ უბიძგებენ, საიდანაც აპლოდისმენტები ხმას
აღარ ჩაახშობს. ეს ერთგვარად შერიგებასაც უწყობს ხელს – ის
და ჯენისი ხელიხელჩაკიდებულნი სხედან. როდესაც ბაჭია
ზის, საწოლი მისი მხრების დონეზეა და მასაც მოსწონს ქალის
გვერდით ამ უცნაურ მდგომარეობაში ყოფნა. თითქოს მხრებზე
შემოსმული მიჰყავს და წონასაც ვერ გრძნობს. იგი სასთუმალს
მაღლა სწევს, ჭიქით წყალი მოაქვს და ეს წვრილმანი
სამსახური
მის
რომელიღაც
შინაგან
მოთხოვნილებას
აკმაყოფილებს. გადაცემა ჯერაც გრძელდება, როცა მომვლელი
ქალი შემოდის და ამბობს:

მისტერ
ენგსტრომ,
თუ
შვილის
ნახვა
სათვალიერებელ ფანჯარასთან მიბრძანდით.
გსურთ,
ბაჭია მას დერეფანში მიჰყვება. გახამებული თეთრი ხალათის
ქვეშ ქალის კვადრატული თეძოები ირწევა. სქელი კეფის
მიხედვით ბაჭია მას თავიდან ფეხებამდე წარმოიდგენს –
მშვენიერი ხორცის ნაჭერია. მსუქანი ბარძაყები. მას მოსწონს
მსუქანბარძაყიანი ქალები. გარდა ამისა, იმის გაგებაც სურს,
რას იტყვის ქალი ილინოისის ქალაქ სპრინგფილდიდან,
რომლის ვაჟიშვილიც საშინელ ავტოკატასტროფაში მოყვა და
ხელი დაკარგა. ამიტომ სრულიად მოუმზადებელია, როდესაც
მომვლელს საბავშვო განყოფილებიდან, სადაც პატარა ფუთები
ფორთოხლის მსგავსი თავებით უნივერსამის კალათებში
ერთმანეთის გვერდიგვერდ აწყვია – ზოგიერთი მათგანი
ძალიან ცერად, – ფანჯარასთან მისი ქალიშვილი მოჰყავს.
ბაჭიას ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს მკერდს, ღუმლის
მილის მსგავსად, ხუფი ახადეს. მოულოდნელი ორპირი ქარი
სუნთქვას
უყინავს.
ხალხის
თქმით,
ახალშობილები
შეუხედავები არიან და, შესაძლოა, სწორედ ეს იწვევს მის
გაოცებას. მომვლელს გოგონა ისე უჭირავს, რომ პატარას
წითელი პროფილი მკვეთრად მოჩანს მისი თეთრი ხალათის
ფონზე. ნესტოების გარშემო ნამცეცა ნაოჭები საოცრად
მკაფიოდ მოჩანს, დახურული ქუთუთოს ერთი ციცქნა ნაკერი
დიაგონალზე საკმაოდ გრძლადაა გაწელილი, თითქოს თვალი,
როდესაც გაიღება, უშველებელი იქნება და ყველაფერს
დაინახავს და გაიგებს. მაგრად დახუჭული თვალების
სიმშვიდესა და აბზეკილი ზედა ტუჩის დახრილობაში
მედიდური უგულებელყოფა იკითხება. ჩანს, რომ მან იცის
246
საკუთარი თავის ფასი. ბაჭია არაფრით ელოდა, რომ შავი
კულულებით დაფარული, წაგრძელებული ვარდისფერი თავის
დანახვაზე ქალურობისა და სინაზის მკვეთრი შეგრძნება
დაეუფლებოდა. ნელსონს თავზე კოპები და ლურჯი
სისხლძარღვები მოუჩანდა, კეფის გამოკლებით, სრულიად
უთმო იყო. ბაჭია ფანჯარაში ისე ფრთხილად იყურება, თითქოს
მის მზერას ამ მოულოდნელად გაჩენილი სიცოცხლის მყიფე
მექანიზმის დამსხვრევა შეუძლია.
მომვლელი ქალის ღიმილი, რომელსაც მინა ამახინჯებს, ბაჭიას
თვალებსა და გოგონას ცხვირს შორის მოჩანს და არწმუნებს
მას, რომ იგი მამაა. შეღებილი ტუჩების მოძრაობა შეკითხვას
გამოხატავს. ბაჭია ყვირის: «კარგი! დიახ!» – თან გაფარჩხული
თითები ყურებთან მიაქვს. «იგი გადასარევია», – ამატებს იგი
და ხმას ძაბავს, რათა მომვლელს ფანჯრის მიღმა რამე
გააგონოს, მაგრამ ქალი მის ქალიშვილს უკვე უნივერსამის
კალათში აწვენს. ბაჭია სხვა მხარეს ტრიალდება, მორიგი მამის
უძილობით გაწამებულ სახეს ხედავს და ხარხარებს. იგი
ჯენისთან ბრუნდება. ყურებში ქარი უწივის, თვალწინ კი
ახალშობილის პროფილი უდგას წითლად მოგიზგიზე ალივით.
საპნით გაჟღენთილ დერეფანში თავში იდეა მოსდის – გოგონას
ჯუნი უნდა დაარქვას. ახლა ივნისია, იგი ივნისში დაიბადა. მის
ნაცნობებს შორის ჯუნი არავის ჰქვია. ეს ჯენისსაც უნდა
მოეწონოს – მისი სახელიც ხომ «ჯ»-ზე იწყება. მაგრამ ამ
საკითხზე ჯენისიც ფიქრობდა, რომელსაც სურს, გოგონას
ბებიის სახელი დაარქვას. ბაჭია არასდროს დაფიქრებულა
იმაზე, რომ სახელი მისის სპრინგერსაც ჰქონდა. კერძოდ,
რებეკა. ის, რომ ასე ამაყობს შვილით, ჯენისს გულს ულბობს,
ბაჭია კი, თავის მხრივ, ძალზე კმაყოფილია ცოლის არჩევანით –
მას ხშირად ეჩვენებოდა, რომ ჯენისს დედა არ უყვარდა.
ბოლოს კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღეს – რებეკა ჯუნ
ენგსტრომი.
***
სწორი გზა მოუტკეპნიათ კიდეც. აღმოჩნდა, რომ მისტერ
სპრინგერი მათი ბინის ქირას მუდმივად იხდიდა. ბინის
პატრონი მისი ახლო მეგობარი იყო, ამიტომ ქალიშვილი აღარ
შეაწუხა და ყველაფერი თვითონ მოაგვარა. მას ყოველთვის
247
ჰქონდა წინათგრძნობა, რომ ჰარი დაბრუნდებოდა, მაგრამ,
ყოველი შემთხვევისთვის, თავის აზრს არავის უმხელდა. ჰარი
და ნელსონი შინ ბრუნდებიან და ყველაფერს აწესრიგებენ.
ბაჭიას ყოველთვის ეხერხებოდა საოჯახო საქმიანობა. მას
მოსწონს, როგორ ისრუტავს მტვერსასრუტი მტვერს და
შლანგის გავლით ქაღალდის პარკში აგროვებს, ხოლო როდესაც
პარკი
მკვრივი
ნაცრისფერი
გინგლით
ივსება,
«ელექტროლუქსს» სახურავს ისე ხდის, როგორც ჯენტლმენი
იხდის შლაპას მისალმებისას. მაგრამ არც იმის თქმა იქნება
სწორი, რომ «მაგიური სახეხელას» რეკლამირება სრულებით არ
გამოსდის. იგი ბუნებრივად არის მიდრეკილი ცივილიზაციის
წვრილმანებისკენ – ყოველგვარი სამსხვრევების, საჭრელებისა
და დამჭერებისკენ. როგორც ჩანს, უფროსი შვილი ყოველთვის
გოგო უნდა იყოს – მიმი, რომელიც ენგსტრომების ოჯახში
ბაჭიას შემდეგ გაჩნდა, არასდროს მდგარა ძმასავით ახლოს
სამზარეულოს გაპრიალებულ გულთან, ოჯახის საქმეებში
ყოველთვის მეორეხარისხოვანი როლებით კმაყოფილდებოდა
და გამუდმებით წუწუნებდა, როდესაც თავისი წილი სამუშაოს
შესრულება უწევდა, რომელიც დროთა განმავლობაში
იზრდებოდა, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ჰარი ბიჭი იყო.
ალბათ, იგივე მოხდება ნელსონისა და რებეკას შემთხვევაშიც.
ნელსონი მნიშვნელოვანი დამხმარეა. იგი მალე სამი წლის
გახდება, უკვე შეუძლია დავალებების შესრულება ოთახში,
იცის, რომ სათამაშოები კალათში უნდა ჩააწყოს, შუქიც
მოსწონს, სისუფთავეც და წესრიგიც. ივნისის ნიავი კარგა ხნის
გაუღებელ ფანჯრებზე გაკრულ ბადეებში აღწევს. ამ ბადეს მზე
ასობით მბრწყინავი ხაზითა და კუთხით აჭრელებს. ფანჯრებს
მიღმა
უელბერ-სტრიტი
ქვევით
მიექანება.
ტოლით
გადახურულ ბრტყელ სახურავებზე, რომლებიც ავდრისგან
წვრილი ნაოჭებითაა დაფარული, კენჭების, კანფეტის
ქაღალდებისა და შუშის ნამტვრევებისგან საიდუმლო
მოხატულობები ბრწყინავს – მთელი ეს ნაგავი, ალბათ,
ღრუბლებიდან ჩამოვარდა ან ჩიტებმა შემოიტანეს ამ
ცისქვეშეთში მდებარე ქუჩაზე, რომელზეც სატელევიზიო
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბაჭია, გაიქეცი - 16
  • Parts
  • ბაჭია, გაიქეცი - 01
    Total number of words is 3433
    Total number of unique words is 2215
    26.7 of words are in the 2000 most common words
    39.6 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 02
    Total number of words is 3499
    Total number of unique words is 2225
    26.3 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 03
    Total number of words is 3427
    Total number of unique words is 2194
    25.0 of words are in the 2000 most common words
    36.7 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 04
    Total number of words is 3509
    Total number of unique words is 2072
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.5 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 05
    Total number of words is 3479
    Total number of unique words is 1933
    30.2 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 06
    Total number of words is 3617
    Total number of unique words is 1984
    27.5 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 07
    Total number of words is 3493
    Total number of unique words is 2095
    28.6 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 08
    Total number of words is 3486
    Total number of unique words is 2109
    28.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 09
    Total number of words is 3502
    Total number of unique words is 2013
    31.7 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 10
    Total number of words is 3544
    Total number of unique words is 2147
    28.5 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 11
    Total number of words is 3569
    Total number of unique words is 2032
    32.7 of words are in the 2000 most common words
    47.7 of words are in the 5000 most common words
    55.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 12
    Total number of words is 3510
    Total number of unique words is 2059
    30.6 of words are in the 2000 most common words
    45.5 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 13
    Total number of words is 3591
    Total number of unique words is 1943
    33.0 of words are in the 2000 most common words
    47.2 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 14
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 2083
    30.7 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 15
    Total number of words is 3577
    Total number of unique words is 2014
    32.1 of words are in the 2000 most common words
    46.9 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 16
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 2146
    29.1 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 17
    Total number of words is 3593
    Total number of unique words is 2071
    31.1 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 18
    Total number of words is 3688
    Total number of unique words is 1980
    30.8 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 19
    Total number of words is 3592
    Total number of unique words is 2047
    31.0 of words are in the 2000 most common words
    45.0 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 20
    Total number of words is 3531
    Total number of unique words is 2076
    29.7 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    50.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 21
    Total number of words is 3534
    Total number of unique words is 2055
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბაჭია, გაიქეცი - 22
    Total number of words is 36
    Total number of unique words is 35
    22.8 of words are in the 2000 most common words
    36.9 of words are in the 5000 most common words
    39.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.